შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიღარიბესთან მებრძოლი (თავი 1)


20-09-2018, 07:16
ავტორი Johnny
ნანახია 1 879

2018წელი 17 იანვარი დილის 10 საათია ლევანი ტრადიციულად ეკლესიის კარებთან დგას დახეული ტანსაცმლით და დახმარებას ითხოვს, ზოგი მცირედიდ ეხმარება, ზოგი ლანძღავს კიდეც, და ზოგიც გვერდს ისე უვლის თითქოს ვერც ამჩნევს მაგრამ ის მაინც კმაყოფილია იმ ადამიანების ვინც მცირედიდ ეხმარება მას. ლევანი ობოლი ბიჭია ის 17 წლისაა
როდესაც დაიბადა დედამ სამშობიაროში დატოვა და უკვალოდ გაუჩინარდა არც ის იცის ვინ იყო მისი მამა
ან თუ ოდესმე ყოლია და-ძმა, მათ ნახვაზე ყოველთვის ოცნებობდა თუნდაც ერთი წამით დაენახა მისი ნამდვილი ოჯახი მაგისთვის ყველაფერს გააკეთებდა როდესაც ხედავდა თავის თანატოლებს გული ტკიოდა რადგან ის მათნაერი არ იყო არ იცოდა რა იყო სახლი, დედ-მამის ალერსი, ცხელი კერძები და თბილი ლოგინი. ქუჩაში ხეტიალის დროს წააწყდა მიტოვებულ შენობას ის ნახევრად დანგრეულიყო ლევანიმ მაინც გამონახა პატარა ადგილი, მართალია წვიმის დროს ნახევრად ზედ აწვიმდა მაგრამ ის ამ ყველაფერს შეჩვეული იყო და ყურადღებას არ აქცევდა. ქალაქში მას თითქმის ყველა იცნობდა ზოგს სამუშაოდ მიყავდა მთელი დღე ამუშავებდა საკმაოდ მძიმე საქმეებზე ყველაფერს რომ მორჩებოდა უფროსი ხან ერთცალ პურს და ძეხვის ნაჭერს აძლევდა ხანაც ერთცალ იაფასიან კონსერვს მუშაობის საფასურად, მას არავინ ექცეოდა როგორც ჩვეულებრივ მუშას სხვებისავით ხელფასს არავინ უხდიდა მძიმე საქმეების შესრულებაში, რადგან ის მარტოსული ბავშვი იყო ობოლი და უსახლკარო, არ ყავდა არავინ ამას კი ის მდიდარი ხალხი იყენებდნენ და იმის მაგივრად რომ დახმარებოდნენ პირიქით, ყველაზე მძიმე საქმეებს მას აკეთებინებდნენ ცოტა დადიოდა ქალაქში ისეთი ადამიანი ვისაც მართლა შეტკიოდა გული მისნაერ ხალხზე ლევანი ყოველ ღამე ლოცულობდა მათთვის და ღმერთს იმას ევედრებოდა რომ ბედნიერები და ჯამრთელები ყოფილიყვნენ არასდროს განეცადათ ისეთი გაჭირვება როგორიც თავად გამოცადა.

უკვე მოსაღამოვდა ტემპერატურამ ნელ ნელა უფრო დაიწია ლევანი ეკლესიის კარებიდან დანგრეული შენობისკენ წავიდა შენობამდე სამას მეტრში პატარა მაღაზია იყო გზად იქ შეიარა მათხოვრობით ნაშოვნი მცირედი თანხით პური რომ ეყიდა კარები შეაღო და შევიდა გამყიდველი სამოც წლამდე ასაკის შავ თმიანი დაბალი ქალბატონი იყო.
ერთი პური და ერთიცალი კონსერვი იყიდა მართალია თანხა დააკლდა მაგრამ გამყიდველმა მოწყალება გამოიჩინა და მაინც მიცა პროდუქტი, ბიჭმა მადლობა გადაუხადა კარები ფრთხილად გამოიხურა და დანგრეული შენობისკენ წავიდა. შენობის შესასვლელთან თავის თანატოლი ბიჭები და გოგოები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ლევანი რომ დაინახეს ბიჭებმა გოგოებთან თავის გამოდების მიზნით დაცინვა დაუწყეს ერთერთმა საშვალო ტანის ქერათმიანმა ოც წლამდე ასაკის ბიჭმა მას ხელიდან გამოტაცა მათხოვრობით ნაყიდი პროდუქტი და ერთერთი სახლის სახურავისკენ გაისროლა. ბიჭი არც შეპასუხებია რადგან იცოდა რომ შეპასუხებოდა უარესად დაამცირებდნენ ამიტომ ჩუმად ყოფნა ამჯობინა. ამ ყველაფერზე ერთი კარგად გადაიკისკისეს ახალგაზრდებმა და ერთმანეთთან ლაპარაკი გააგრძელეს. ლევანის ცრემლები მოადგა თვალებზე და თავჩაღუნული შევიდა დანგრეულ შენობაში მშიერმწყურვალი იქვე კუთხეში ძველ ნაჭრებზე წამოწვა საჭმელზე ფიქრში და ოცნებებში ჩაძირულს ჩაეძინა.

18 იანვარს ლევანის გამთენიისას გამოეღვიძა და ძველებურად ეკლესიისკენ მიმავალ გზას გაუდგა ქალაქს ჯერაც არ ეტყობოდა გაღვიძების კვალი ბიჭი რაღაცაზე ჩაფიქრებული ქალაქის მთავარ პარკს გაცდა სევდიანად მიაბიჯებდა ნელი ნაბიჯებით უეცრად გზაზე ერთი ხანში შესული მამაკაცი წამოეწია და საკმაოდ დიდი ხმით დაუძახა ჰეი ბიჭუნა! ერთი წუთით თუ შეიძლება, ბიჭი ისე იყო ფიქრებში გართული რომ ვერცკი შეამჩნია სანამ მამაკაცმა მეორედ არ დაუძახა: შენ რა არ გესმიის? ბიჭი გონს მოეგო და აქეთიქით გაიხედ გამოიხედა სხვას ხომარ ეძახისო მაგრამ მამაკაცის გაედა იქ ვერავინ რომ ვერ დაინახა მიხვდა რომ მას ეძახდა, მე მეძახით ბატონო? კი შენ გეძახი შენ რა ამ ახალგაზრდობაში ნაადრევად ხომარ დაყრუვდი? ღიმილით უთხრა მამაკაცმა, არა ბატონო არ მეგონა მე თუ მეძახდით. კარგი არაუშავს მაგ დახეულ ტანსაცმელში არ გცივა შე საწყალო ამ დილაადრიან სიცივეში რომ დაეხეტები? არაუშავს შეჩვეული ვარ ბატონო სევდიანად უთხრა ბიჭმა. ბატონოს ნუ მეძახი გივი პაპა დამიძახე! ისე შენ რა გქვია? ლევანი ბატონო მე რა გითხარი ლევან?! ბატონოს ნუ მეძახი მასე მედაშენ ვერ შევთანხმდებით იცოდე, ღიმილით უთხრა მოხუცმა
კარგით გივი პაპა ბიჭსაც გაეღიმა. ლევან მე აქვე ვცხოვრობ მეორე ქუჩაზე თუ არსად არ გეჩქარება წამოდი ჩემთან სახლში მარტო ვცხოვრობ ჩემი შვილიშვილების ტანსაცმელები მაქვს შენახული
მოისინჯე რომლებიც მოგეწონება გაჩუქებ აბანოც მაქვს საჭმელსაც გაჭმევ მშიერი იქნები თან შენზე მომიყევი, ჩემი შვილები დაქორწინებულები არიან ორი გოგო მყავს თბილისში ცხოვრობენ ხანდახან თუ ჩამომივლიანხოლმე, ეგ მასე ხდება ხშირად გაზრდი შვილებს და მერე მიდიან ხან სად და ხან სად შენ ახალგაზრდა ხარ ჯერ ცხოვრება წინ გაქვს კარგი ბიჭი ხარ გეტყობა რას იტყვი ჩემს წინადადებაზე? კითხა მოხუცმა, კარგით გივი პაპა ბიჭუნამ თვალებგაბრწყინებული უპასუხა, რაღას ვაყოვნებთ წავიდეთ ძაან ცივა უთხრა მოხუცმა და გაუყვნენ გზას.

ავტორი (გიორგი ლომიძე)

გაგრძელება იქნება.............
ეძღვნება საქართველოში ყველა გაჭირვებულს ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!!!



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

დიალოგები გამოყავი. სასვენი ნიშნები ზოგან ისეთ ადგილას გაქვს დასმული სადაც საჭირო არ არის. სადაც აუცილებელია იქ არ გაქვს დასმული. ზოგი სიტყვების მართლწერასაც მიაქციე ყურადღება. წარმატებები

 


№2  offline წევრი Johnny

Anuki96
დიალოგები გამოყავი. სასვენი ნიშნები ზოგან ისეთ ადგილას გაქვს დასმული სადაც საჭირო არ არის. სადაც აუცილებელია იქ არ გაქვს დასმული. ზოგი სიტყვების მართლწერასაც მიაქციე ყურადღება. წარმატებები

დიდი მადლობა ❤❤ მაგრამ ეს ისტორია ჩემი არაა უბრალოდ იტერნეტში ვნახე და რო წავიკითხე ძალიან მომეწონა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

momewona da guli damewvaa , gagrdzelebas veli, ai im axalgazrdebze ise gavmwardiii imati tavi rom momca magrad mivtyepavdi,nu sul mcire gavtatxavdi. rogori gvtisnieriaa????

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

Johnny
Anuki96
დიალოგები გამოყავი. სასვენი ნიშნები ზოგან ისეთ ადგილას გაქვს დასმული სადაც საჭირო არ არის. სადაც აუცილებელია იქ არ გაქვს დასმული. ზოგი სიტყვების მართლწერასაც მიაქციე ყურადღება. წარმატებები

დიდი მადლობა ❤❤ მაგრამ ეს ისტორია ჩემი არაა უბრალოდ იტერნეტში ვნახე და რო წავიკითხე ძალიან მომეწონა

მაშინ შეცდომები ჩაასწორე და უკეთესიც გამოვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent