ტირანის მახეში #7
- ტერიტორიას ვუახლოვდებით,სამიზნე ალყაში მოვაქციეთ,სახლის გარშემო ყველანი,სწრაფად! რაციის ღილაკს ვაჭერ,პასუხად თანხმობას ვიღებ ეკიპაჟისგან,რომლებიც მანქანებიდან სწრაფად გადმოდიან და ფრთხილი ნაბიჯებით უახლოვდებიან თბილისთან ახლოს მდებარე,მიტოვებულ სახლს,რომელიც თითქმის ნანგრევებადაა ქცეული. * * * აგურისფერ კედლებს,რომლებსაც შიგადაშიგ ნახეთქები და ბზარები ჰქონდა ყოველ წერტილში,წარმოდგენას შეგიქმნიდათ თითქოს თითის ერთი მიდებაც კი საკმარისი იქნებოდა,მის ჩამოსაშლელად. შენობის მეორე სართულის კიბეები,ფრთხილად აიარა იოანემ,ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და პალტოსაც ნაკეცები შეექმნა სახელოებთან,მის წინ მდჯომ დემეტრეს უყურებდა,სკამზე თოკით მიბმულს,რომელსაც უკან სამი მაღალი გოლიათი ამშვენებდა. - მოხსენით. თოკზე თვალებით ანიშნა და დანის ერთი მოქნევით თოკის ნაწილები ერთიანად გაიფანტა,იოანე მის წინ დადგა,ოდნავ წელში მოიხარა და თვალებში ჩახედა. - მოხვედი ლაპარაკის ხასიათზე?! - არც მანამდე ვიყავი უხასიათოდ.. ორივეს ტუჩის კუთხეებში ჩაეღიმა. - სხვა დროს იუმორში აგყვებოდი,მაგრამ ეხლა არ გაგიმართლა..უბრალოდ ერთს გეტყვი..შენს ბატონს გადაეცი,გზაზე ნუ მეღობება,რაც მისი ტ*აკის საქმე არ არის,იმას შეეშვას,გაიგეე?! - ჯერ ერთი,ჩემი ბატონი არავინ არ არის..მერე მეორე,კანონს არღვევ ბატონო იოანე,ეს შეიძლება? - ჩემთვის,კანონის დარღვევა,ზუსტად თქვენი საქციელია..თქვენ ჩემს ტერიტორიებზე გადმოდიხართ,როცა მე თქვენსას არ ვეხები. - ბუზებივით ხოცავ ხალხს და თან ამბობ,თქვენ ტერიტორიას მე არ ვეხებიო ბლ*ად?! აბა ამდენ გვამს არავინ მოიკითხავს თუუ? იოანემ მუშტები ერთმანეთს ისე მოუჭირა,თითებს ტკაცა-ტკუცი გაუდიოდა ერთიანად,საფეთქელზე არსებული ვენები კანზე ისე ძლიერად ეტყობოდა,თითქოს სადაცაა,გასკდებაო. - მე,საკუთარი წესები მაქვს,მოდი შეგახსენებ..შეუღრინა კაცმა. - მე,ისე ვუსწორდები ხალხს ისე,როგორც ისინი იმსახურებენ,არ ვეხები ქალებს და ბავშვებს,არ ვეხები ჩვეულებრივ მოქალაქეს...და ჰო,პირველ რიგში ისეთებს,რომლებიც არ ეხებიან ჩემს ახლობლებს,გასაგებია?! - მაშ,ასეა.. ლაღიძის ცოლის,ნუცას მკვლელობის მცდელობა შეგეფერებათ?! - შენ მგონი ვერ გაიგე სწორად,ჩემი ნათქვამი,იასონ ტვილდიანის ვაჟკაცო. დემეტრეს ყბები ძლიერად დაეჭიმა,სკამიდან წამოხტა და უკან მდგომი მამაკაცების ძლიერმა ხელებმა ისევ სკამზე დააბრუნეს,რომელიც ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა. - ნუ მაფიქრებინებ,რომ მამაშენისნაირი სი*ი ხარ.. ხელ-ფეხი გააჩერე და წყნარად მომისმინე! - ლაღიძეს ცოლებისთვის და საყვარლებისთვის მე არ მცალია,ბერიშვილი ჩემი ქვეშევრდომი იყო,რომელიც თავის გასაკეთებელს სხვას ავალებდა,გასაგებია?! ტონს გაუმკაცრა იოანემ,სიგარა ჯიბიდან ამოიღო და ფრთხილად მოუკიდა. - რაც შეეხება მკვლელობებს,რომელიც ლაღიძეს დაპატიმრებამდე მოხდა,არც ეგ არაა თქვენი საქმე. - ეგ როგორ გავიგოოო?!! მამაკაცი ხვდებოდა,მასთან შექმნილი დიალოგი დიდხანს გაგრძელდებოდა,იქვე მიგდებული სკამი მის წინ დაიდგა უკუღმა,წვერზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა და ჩამოჯდა. დემტრესკენ ახლოს მიიწია და საუბარი განაგრძო. - რამოდენიმე წლის წინ,ჩემმა ღვიძლმა ძმამ სამეგობროს ნახევარზე მეტი ამომიხოცა,ჩემი ცოლი გაიტაცა,ჩემი ძმაკაცი გადამიმტერა,რომელმაც.. თვალებზე ნერვიულად მოისრისა თითები და ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა. - ჩემს ცოლზე ძალა იხმარა,ფიზიკურად გაუსწორდა.. მოკლედ! ნიკა მოვკალი,პირდაპირ შუბლი გავუხვრიტე.. მაგრამ მისი ძმადნაფიცები,რომლებსაც მთელი წლების განმავლობაში ვეძებ,სადღაც ტ*აკში ითე*ებიან.. გასულ წელს,ერათადერთი,ყველაზე ახლო მეგობარი დამიბრიდეს,სამაგიეროს ახლობლების სიკვდილით მიხდიან ნიკას სახელზე! და თქვენ,თქვენი დედამოტ*ნული კანონით,გინდათ დამიჭიროთ და ჩემი ოჯახი მათ პირდაპირ ხელში ჩავუგდო?!! დემეტრეს სიტყვა პირზე შეახმა,თვალები დახარა და შუბლები თითებით მოისრისა. - ისინიც თავის საქმეს ასრულებენ,ეს მაინც კანონის დარღვევაა. - ვიცი,მაგრამ როგორც წეღან ავღნიშნე,ასეთ საქმეებში ისინი ვერ ჩაებმევიან,შეწყვიტოს კანდელაკმა ეს წამოწყებული საქმე,არ მინდა ჩემი მხრიდან დარტყმა მივაყენო! - საკუთარი მტრები მეც ცუდად მოვიშორე,კანდელაკს რომ წარმოდგენა არ აქვს,ისე..წესით მეც სროკს ვიმსახურებ.. უბრალოდ გამიმართლა,გახარიასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და იმან დახუჭა ჩემს მოსვრილ საქმეებზე თვალი. იოანეს გაეღიმა,ჩამწვარი სიგარეტი გვერდით მოისროლა და დემეტრეს მხარზე ხელი წამოკრა. - გახარიას სამსახური ჩემი სახელით ჰქონდა,ეგ სკამი იმიტომ დატოვა,რომ პრემიერი ჩამოაგდოს. ჩამწკრივებული კბილები საოცრად მოვლილ წვერში და ვარდისფერ ტუჩებში გამოუჩნდა,ხელი მოაშორა დემეტრეს და ფეხზე წამოდგა. - მოკლედ,ჩემზე ინფრომაცია უკვე გაქვს,რაც კარგია,რადგან გეცოდინება ჩემი ხასიათიც.. მე უკან არასდროს ვიხევ და არაფრის და არავისი მეშინია,უბრალოდ აღარ ჩავერევი შენს საქმეებში,რადგან ვთვლი,რომ ეს უკვე შენი პირადი მოსაგვარებელია. - მშვენიერია,მოკლედ.. ამ ჯერზე,გაგიშვებ..არ ჩაგთვლი ჩემს მტრად,დემეტრე. შენს ცოლს,ანასტასიას მიხედე და ვიღაც სი*ების დავალებების შესრულებას შეეშვი,არ მინდა მოგკლა და ამას მაინც და მაინც ნუ მაიძულებ.. თანაც,გახარიას ახლო კაცი ყოფილხარ.. მოკლედ,წადი,წადი და დატკბი ცხოვრებით,ამას ყველა ვერ ახერხებს! - მოიცადე.. ფეხზე ადგა დემეტრე,საქამრეს ნაწილიდან,გადამცემი ამოიძრო და ძირს დააგდო. - აქ არიან.. უბრალოდ მინდა,რომ იცოდე. დემეტრემ ხელები გაშალა,ტაში შემოკრა და მის გარშემო ჩამწკრივებულ ხალხს გადახედა. - ზვიად,ხომ იცი სტუმრებს როგორც უნდა დავხვდეთ?! კაცს ტუჩი აუკანკალდა,თავი არაბუნებრივად დააქნია და თავი დახარა,იოანემ ხელი შემოხვია მხარზე. - ზვიად,კარგი კაცი ხარ შენ.. თვალი ჩაუკრა და გაკვირვებულ დემეტრეს მზერას შეეჩეხა. - ზვიადი ყრუ-მუნჯია,მაგრამ ყველაფერი ესმის და საკმაოდ ძლიერი ხელი აქვს.. კარგი,გავედით. კიბეები ყველამ ერთად ჩაირბინა,იოანესა და დემეტრეს უკან თხუტმედამდე კაცი მაინც მიჰყვებოდა და მხარს უმაგრებდნენ,წინ გადაშლილ პოლიციის მანქანებს,გზა დიდი მონდომებით გადაეკეტათ და სახლის გარშემო ერთი მეორის მიყოლებით ჩამწკრივებულიყვნენ. - ლილიან,მოიცადე! ალექსანდრეს ხმა მაჩერებს და ერთი ნაბიჯით უკან მაყენებს. - რა ხდება? - არ წამოხვიდე,აქ დარჩი! - ალექსანდრე,სახლში ხომ არ წავიდე ბარემ?! - საშიშია,ლილიან! ამბობს და აქეთ-იქით ნერვიულად იყურება. ბუდეში მოთავსებული რაცია შხრიალს იწყებს,ხმა ნელნელა სწორდება და ამაშუკელი მატყობინებს,რომ დამნაშავეები დემეტრესთან ერთად შენობიდან გამოდიან. - სწრაფად,შეტევაზე! ბატონი ალექსანდრე ბრძანებას სცემს,ხელს ძლიერად მჭიდებს და მეუბნება: - რობაქიძე,არ გაბედო და გვერდიდან არ მომშორდე. - როგორც ინებებთ,ბატონო ალექსანდრე. შენობიდან დემეტრე გამოდის,გვერდს კი მასზე რამოდენიმე სანტიმეტრით მაღალი,შავებში გამოწყობილი მამაკაცი უმშვენებს,კიბეებს სცილდებიან თუარა,მათ უკან მდგომი ქვეშევრდომები წრეზე იშლებიან. უფროსს ვუყურებ,შემდეგ ფორმიანებს,მაფიოზი მამაკაცებს თვალით ანიშნებს,ისინი ხელებს ჰაერში სწევენ,მათი უფროსიც ნელნელა სწევს ხელებს ზევით და სახე კმაყოფილად უნათებს. ალექსანდრე სამიზნეს ქვევით სწევს,ნელი ნაბიჯებით მიდის და ჩვენც უკან მივყვებით. - არ გაინძრეთ! ამბობს ამაშუკელი,ფორმიანები მათ სხეულზე ხელებს აფათურებენ და ცდილობენ რაიმე ნახონ,თუმცა იარაღის კვალიც არ არის. - სუფთაა. ამბობს ამაშუკელი,ჩვენკენ იძრება და ალექსანდრეც მაფიოზისკენ მიდის. - როგორც იქნა,მიპოვეთ..კიდევ კარგი,თქვენი ჯაშუში არა ერთი გადამცემით მოამარაგეთ,თორემ თქვენი გაცნობის პატივი არ მერგებოდა წილად,ბატონო ალექსანდრე. ორაზროვნად იღიმის იოანე. - რა თქმა უნდა,ახლა კი პატივი დაგვდეთ და ჩვენ გამოგვყევით. ალექსანდრე ერთი ნაბიჯით წინ მიდის და იოანეს ქვეშევრდომები მაშინვე იძვრებიან. იოანე ხელით ანიშნებს,უკან დაიწიონ,ალექსანდრესკენ რამოდენიმე ნაბიჯს თავად დგამს და თავს უქნევს თანხმობის ნიშნად. - წავიდეთ. განყოფილების დერეფანში ხალხი ერთმანეთში ირევა,ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიასთან ძვირფასი მანქანებია გავსებული,დაკითხვის ოთახში კი ალექსანდრე იმყოფება იოანესთან ერთად,კაბინეტიდან გამოვდივარ,ეს ესაა დაკითხვის ოთახის მოპირდაპირე კარში შევიდე,როცა უცნაური ხმები მაჩერებს და შესასვლელისკენ ვიხედები. ანასტასია მორბის ქუსლების კაკუნით,ხელის ზურგით ცრემლებს იმშრალებს და თვალებში მიყურებს. - მითხარი რომ ცოცხალია,გთხოვ მითხარი.. - ტასო,ყველაფერი კარგადაა,გესმის?! მაფიოზი ჩვენ გვყავს,დამშვიდდი,დემეტრეც მალე გამოვა. - მადლობა ღმერთს..მადლობა,მადლობა.. - ტასო,არ შეიძლება იქით გასვლა. ხელით უკან ვწევ და ტასოც კედელს ეყრდნობა აქვითინებული. განყოფილებაში უკვე ქერათმიანი,საშუალო სიმაღლის, საოცრად ლამაზი ქალი შემორბის დაცვასთან ერთად,ქერა კულულები ჰაერში უთამაშებს და სახეზე ჩამოყრილ თმებს ხელით უკან იწევს,ეს ესაა გეზი დერეფნისკენ უნდა აიღოს და ხელით ვწევ,ვცდილობ შევაჩერო. - უკაცრავად,ქალბატონო. იქ შესვლა აკრძალულია. - მე იოანე ყიფიანის ცოლი ვარ! სად არის?! სად არის ჩემი ქმარი?! - ის დაკითხვაზეა,გთხოვთ მოითმინეთ და აი აქ დაბრძანდით. გულამოვარდნილი ხან მე მიყურებს,ხან ანასტასიას,რომელიც ცალკე ცრემლებით იღვრება,ქალბატონიც ანასტასიას გვერდით იკავებს ადგილს და თავს ხელებში რგავს. |
თბილისთან სწრაფად ახლოს ნაბიჯებით თანხმობას ეკიპაჟისგან ღილაკს ალყაში ნანგრევებადაა გარშემო მოვაქციეთ
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.