სამი მიზეზი (5 თავი)
-ძალიან დიდი მადლობაა_გახარებული შემოვიდა თორნიკეს კაბინეტში თამარი, -ძალიან ლამაზია, ყველა ამაზე საუბრობს. -არაფრის საყვარელო, შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ_თორნიკემაც გაუღიმა და არ შეიმჩნია თამარმა ტუჩების ნაცვლად ლოყაზე რომ აკოცა. დაღლილი გამოვიდა საღამოს კაბინეტიდან, როგორც ყოველთვის თამართან ერთად უნდა ევახშმა, ქალი უკვე ელოდა ლიფტთან და ერთად ჩავიდნენ, ნაცნობ რესტორანში წავიდნენ და ნაცნობ მაგიდას მიუსხდნენ. -დღეს რას ინებებთ?_ოფიციანტიც მალე ეახლათ. -თქვენი სტეიკი ძალიან მომწონს, სტეიკს ავიღებ_ოფიციანტს გაუღიმა თამარმა, თორნიკემაც იგივე შეუკვეთა. -სასმელი... -კვირის დღეებში არ ვსვამთ_აღარ დააბოლოვებინა თამარმა. -ერთი ჭიქა წითელი ღვინო მომიტანეთ, თამარს წყალი_ბრძანებასავეთ გაისმა თორნიკეს ხმა და საცოლემაც და ოფიციანტმაც გაკვირვებით შეხედეს. -დღეს ხომ ოთხშაბათია?_წარბები აწია თამარმა. -მერე რა მოხდა თუ ოთხშაბათია? ცოტა მოდუნება არ მაწყენდა, გადავიღალე. -ღვინით?_ცხვირი აიბზუა ქალმა -ხო თამარ, ღვინით_ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა თორნიკეს და პირდაპირ მიიყუდა იმ წუთს მოტანილი სასმელი და ერთიანად დალია. ვახშამმა როგორც ყოველთვის სიჩუმეში ჩაიარა, უკვე გულს უჭამდა თორნიკეს ეს სიჩუმე და წამით გონებაში რამდენიმე დღის წინანდელმა კლუბის ხმაურმა გაუელვა. ისე მოუნდა კიდევ ეგრძნო და დაენახა ხალხის ბედნიერი სახეები და თავისუფალი ყოფილიყო. თამარი დააჩქარა და მაშინვე სახლში წაიყვანა, ზემოთაც არ აყვა, რაღაც დამრჩა სასწრაფო გასაკეთებელი არ უნდა დამვიწყებოდაო და მაშინვე წამოვიდა. გზიდან ძმას დაურეკა და რატიმაც მალევე უპასუხა. -ხო თოკა? -ნუ მიმახინჯებ ამ სახელს. -იცოდე გაგითიშავ. -ხო კარგი, მუშაობ? -აბაა, იცი რამდენი ხალხია? -კარგი, გასაგებია._გახარებულმა მიაჭირა თორნიკემ პედალს ფეხი და ცხოვრებაში პირველად ასცდა მისი მანქანის სპიდომეტრი 120ს. ღრმად ჩაისუნთქა ალკოჰოლითა და სიგარეტის სუნით გაჯერებული ჰაერი და რატომღაც წამში დაწყნარდა, გაჭირვებით მიაღწია დახლამდე და გაოცებულ რატის თვალი ჩაუკრა. -არ არ სე ბობს_დამარცვლით ჩაილაპარაკა რატიმ და ტაში შემოკრა -ქალბატონო და ბატონებო ძმა მიცოცხლდება_ხმამაღლა გამოაცხადა, ვითომ ვინმე გაიგონებდა და ორივეს სიცილი აუტყდა. -აუ ერთი შესწორებაც რა_მუდარით ახედა უფროს ძმას სულ არ გავაქციოო -ეგ ჰალსტუხი და პიჯაკი მოიცილე და ჩემ მაიკას გათხოვებ. -კაარგი_დაეჭვებული დაეჯაჯგურა განასკვულ ჰალსტუხს და ძმას თანამშრომლების ოთახში შეყვა. მალევე გამოვიდა შვი უბრალო მაიკით, რომელსაც მეტალიკის დიდი პოსტერი ამშვენებდა და რატის აწეულ ცერაზე ჩაეცინა. -დალევ რამეს?_ბარმენის როლი მოირგო რატიმ. -არ ვიცი_დაეჭვებით გადმოხედა თორნიკემ. -კარგი, ახლა შენი ძმა მასტერკლას ჩაგიტარებს_სიცილი აუტყდა რატის და ინგრედიენტები მოიმარჯვა. თორნიკემ დარბაზს მოატარა თვალი, ხალხს ათვალიერებდა და დაკვირვებით ეძებდა მისდა უნებურად მისი თვალები ერთ გალეულ, თავხედ გოგოს. -ჯერ არ მოსულა_სერიოზული სახით გამოსძახა რატიმ. -ვინ?_ გაიკვირვა ბიჭმა -არ გინდა რა_ხელი აიქნია უმცროსმა -ძმა ვარ ბოლო ბოლო. -რატი ძაან ავირიე_ხელები ჩამოისვა თორნიკემ სახეზე და ძმის გაკეთებული კოქტეილი ერთ ყლუპად გადაუშვა კისერში. -მართლა კარგია_მოწონების ნიშნად გაუღიმა ძმას. -რა ხდება თორნიკე? -არ ვიცი, აქამდე ჩვეულებრივად ვიყავი, შენმა სიტყვებმა, მერე იმ თავხედი გოგოს თავისუფლებამ, არ ვიცი ამრია, თამარს დღეს რომ ვუყურებდი უცებ ისე გამაღიზიანა შუა ვახშმიდან გამოვაქცუნე და მე აქეთ წამოვედი. -მაპატიე თოკა, მაგრამ ის სიტყვები უნდა მეთქვა, თავს იკლავ, 80 წლის ბებერივით ცხოვრობ და თამარი უფრო უარესისკენ გიბიძგებს, როგორ შეიძლება ასეთი საცოლე გყავდეს, არ გიკარებს, მხოლოდ ხალხის დასანახად გკიდებს ხელს და ერთადერთი სადაც დადიხართ ერთად რესტორანი და ვახშმობაა, ეს არაა ნორმალური ურთიერთობა. უბრალოდ მიმოიხედე, ნახე რამდენი წყვილია, ოდესმე ასე ყოფილხართ_უკან მიახედა ძმას და მოცეკვავეებზე დააკვირვა. განსხვავებული წყვილები ირეოდნენ ერთმანეთში, ზოგი მართლა სიყვარულით უყურებდა ერთმანეთს და ღიმილით ცეკვავდნენ, ზოგი ნასვამი იქვე გაცნობილ გოგოს ეფლირტავებოდა, ზოგი საერთოდ მეგობართან იყო, მაგრამ თორნიკე მიხვდა რომ ისეთი არასდროს ყოფილა და გული დაწყდა. რამდენიმე თვეში 27ის გახდებოდა და მიხვდა არ იცოდა ცხოვრება რას ნიშნავდა. თანაგრძნობით გაუღიმა რატიმ და უფრო მაგარი სასმელი დაუდო დახლზე. დალევა ძლივს მოასწრო თორნიკემ გვერდიდან ნაცნობი ხმა რომ მოესმა: -აბა რატიკო, დღეს ტეკილის დღე მაქვს_მხიარულად შესძახა განომ და ხალხს თვალი მოავლო. სამი ჭიქა ერთად დაუდო რატიმ, პატარა თეფშით ლიმონი და მარილიც მიაყოლა და თორნიკემ გაოცებით გადახედა გოგოს დალევის სტილს. გაიანემ ჯერ ლიმონი მოწუწნა, დაჭყანულმა მარილი გალოკა და შემდეგ გადაუშვა ტეკილა კისერში. -უჰ წამალია პირდაპირ_ახურებული კისერიდან დრაკონივით გამოუშვა ცეცხლივით ჰაერი და გაეცინა. თორნიკე არც შეუმჩნევია ისე გავიდა საცეკვაოდ და მალევე იპოვა მეგობრები. კიდევ ერთხელ დაწყდა გული თორნიკეს, მაგრამ ეცადა არაფერი შეემჩნია. დედის ზარებს უპასუხოდ თიშავდა და ბოლოს რომ არ ინერვიულოსო შეტყობინება გაუგზავნა სამსახურში ვარო. რამდენიმე სიმღერის შემდეგ ინება გაიანემ ძმებთან დაბრუნება და ამჯერად ყინულებიანი წვენი მოითხოვა. ახლა ნამდვილად შეამჩნია მოწყენილი თორნიკე და რატის ანიშნა რახდებაო, მანაც ტუჩებით უთხრა დაეხმარე რაო და კისერიდან ხელით გამოიწია კანი ვედრების ნიშნად. ხომ არ გაგიჟდის ნიშნად ამჯერად განომ აუქნია ხელი და ფეხზე წამოხტა უკან დასაბრუნებლად რატის ხმამ რომ შეაჩერა:-მთელი ცხოვრება შენთან ვალში ვიქნები და რაც არ უნდა მთხოვო შეგისრულებ_ვედრებით უმზერდა ბიჭი. გაიანეს ამოღმუვლება მის თანხმობას ნიშნავდა და რატიც სანახაობისთვის მოემზადა. -ბედი შენი დღეს ფსიქოლოგობის ხასიათზე ვარ, აბა? სამსახური, ოჯახი თუ საცოლე?_წვენის წრუპვით მიტრიალდა თორნიკესკენ. -ვერ გავიგე? -შენნაირ ბიჭს, ნუ უფრო კაცს მხოლოდ სამსახურმა, ოჯახმა ან საცოლემ შეიძლება დალევა აიძულოს და რომელითქო. -საცოლე. -ა ის, ძაღლივით რომ ასირნებ? მოიცა რაქვია? თამრიკო_სიცილი წასკდა განოს. -გაიანე ზედმეტი მოგდის_წარბები შეკრა თორნიკემ. -კარგი, რა პრობლემა გაქვთ ქალბატონ, უკაცრავად საქალბატონე თამრიკოსთან? -სერიოზული არასდროს იქნები, არ ვაპირებ შენთან გულახდილ საუბრებს და მერე დაცინვის მოსმენას, შენს მეგობრებს მიხედე. -ოჰოოჰ, რა გაბრაზება ცოდნია ჩვენს მეძაღლეეეს. კაი, ჰე, გისმენ, მართლა ოღონდ_ხელები აწია გოგომ დანებების ნიშნად. -როგორც რატიმ მითხრა 80 წლის ცოლ-ქმარი ვართ. -შენსავით მოსაწყენია?_ლამის დაამთქნარა გოგომ. -მოსაწყენი არ ვარ_წარბები შეეკრა ბიჭს. -ანუ კი, გასაგებია, მის გარდა შეყვარებული გყოლია? -თითქმის 7 წელია ერთად ვართ, სხვას როდის მოვასწრებდი? -რამდენიიი?_ლამის თვალები გადმოუცვივდა განოს. -ღმერთო შენ უშველე, ამდენი ხანი რამ აგატანინა ბიჭო. თუმცა ერთმანეთს იტანდით ალბათ. -წესიერადთქო. -აუ რატიკოო, კიდე მომე ერთიც, თორე გასკდა ტვინი ამის შემხედვარა, ლამის საკაცეთი შემძულდეს თავის საქალეთიანად. სიცილით გადმოუღო სასმელი რატიმ და მარტო შენ თუ უშველიო ჩუმად უთხრა ტუჩებით. -ვალი არ დამვიწყებია იცოდე_თითი დაუქნია გოგომ და თორნიკეს მიუბრუნდა. -გაგიმართლა, გეგმა მაქვს_წარბების თამაშით წამოაძახა ბიჭს. -ნეტავ რატო მეშინია უკვე_ჭიქას დაწვდა თორნიკე ისევ. -გაქვს პატივი დღეს, მხოლოდ ერთი დღით ჩემი შეყვარებული იყო_საზეიმო ხმით გამოაცხადა განომ და ძმებს გადახედა. ყელისკენ წასული სასმელი თორნიკემ პირდაპირ წინ მდგომ ძმას მიაფრქვია შადრევანივით და ხველება აუტყდა მოსმენილისგან, რატი კი იარაღ მიბჯენილივით თვალებ დახუჭული და ხელებ აწეული იდგა და სიმწრით გამოსცრა კბილებში. -მეტი მაიკა აღარ მაქვს. -რა ვიქნებიი?_ხველება ავარდნილი მოუბრუნდა თორნიკე გაიანეს. -დღეს საღამოს ჩემი შეყვარებული და განახებ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა, ოღონდ ერთი პირობით. -რატომ არ მიკვირს_გაეცინა ბიჭს. -რასაც გეტყვი უპირობოდ ამყვები და გააკეთებ. სხვა შემთხვევაში ყველაფერს ვი*იდებ და მივდივარ. მოსულა?_ხელი გაუშვირა ჩამოსართმევად. დათანხმებამდე თორნიკემ ძმას გახედა ეჭვით და ლამის გაეცინა მის მუდარა შერეულ სახეზე. -ჯანდაბას, ერთხელ მეც ავცერცეტდები_გაეცინა თორნიკეს და სასმელი ბოლომდე გადაკრა. ხელი გაუწვდინა განოს და გაეცინა. -აბა ბოს, რითი ვიწყებთ? -ჯერ მითხარი, შენ რას გააკეთებდი ახლა. არ დაგავიწყდეს შეყვარებული ვარ. -ამ, არ ვიცი, ცოტა ხანი ალბათ ვისაუბრებდით, ცოტას კიდევ დავლევდით და სახლში მიგაცილებდი. -რატიკო, ხშირად გიფიქრია, რომ ნაშვილები ხარ?_სერიოზული სახით მიუბრუნდა ბიჭს. -ყოველ დღე_მანაც მაშინვე დაუქნია თავი. -იდიოტი ხარ, უცხოპლანეტელი, უჟმური, უკვე ცალი ფეხი კუბოში გაქვს და იქედან მუშაობ ცალი ხელით. აეთრიე ფეხზე ვიცეკვოთ. -შეყვარებულს როგორ ელაპარაკები?_ვითომ სახე დაასერიოზულა თორნიკემ, მაგრამ მალევე გაეცინა და მორცხვად ჩაჩურჩულა გაიანეს -ცეკვა არ ვიცი. -ვეღარაფრით ვფიქრობ რომელი სიტყვა გეკუთვნის რომ შეგამკო. აეთრიე._ძალით წამოაგდო ბიჭი და მოედნისკენ წაიყვანა, გახარებულმა რატიმ ტაში შემოკრა და შორიახლო მჯდომ ნაცნობ გოგოს შორიდან დაუწყო ბედნიერმა ყურება. რამდენიმე სიმღერაზე გადაბმულად იცეკვა ახალგამომცხვარმა წყვილმა, შემდეგ ნელი აკორდები გაჟღერდა და თორნიკემაც დაუფიქრებლად მიიკრა გოგო გულზე, ყველაფრის სუნი ერთად ასდიოდა გოგოს, ალკოჰოლის, ბენზინის, საკუთარი კანის, თავს კარგავდა ბიჭი ისე უღიტინებდა ცხივრში სასიამოვნო შეგრძნებებს უღვიძებდა და სურვილს უღძრავდა სამუდამოდ ასე დაეტოვებინა. განომაც ახლოს მიუწია სახე და თვალებში ახედა, შეცბა ბიჭის თვალებში ჩახედვაზე, არ ელოდა იქ საკუთარი თავის ანარეკლს, მაგრამ ალკოჰოლს დააბრალა მოჩვენება და ლოყა ლოყაზე მიადო. საერთოდ მოწყვიტა თორნიკე რეალობას, მაგრამ მალევე მოწყინდა და გამხიარულება გადაწყვიტა, ცალი ხელი ჩასჭიდა ბიჭის ხელს, დატრიალდა, მეორე ხელი მკერდზე დაადო და ისევ საწყის ფორმას დაუბრუნდა, მიხვდა თორნიკე გაიანე რასაც ცდილობდა და თვითონაც აყვა, ახლა თავისი ნებით დაატრიალა და მკლავზე გადააწვინა, ცალი ფეხი ხითხითით აწია და ბიჭს მოადო ფეხზე. გაიანეს ხითხითში და თორნიკეს ყველა ნაცნობი ილეთის გახსენებაში ვერც კი მიხვდნენ როგორ შემოეცალათ ყველა და მოედანზე მარტო დარჩნენ. ორივეს ეცინებოდათ თავიანთ საქციელზე და ბოლომდე ცდილობდნენ გართობას. ბოლოს ორივე დაღლილები მიესვენენ რატისთან და ვერც შეამჩნიეს მისი ბედნიერი ღიმილი, რატის უკვე ათასი გეგმა ქონდა ტვინში და რომც მომკვდარიყო მაინც აასრულებდა. -შემდეგი ნაბიჯი გასეირნებაა, შეყვარებულებს ხშირად უყვართ ქუჩებში უმისამართოდ ბოდიალი. წავიდეთ_წვენის ბოლო ყლუპიც დალია გაიანემ და ფეხზე წამოხტა -ხო, ნუ გადახდაც ბიჭს უწევს ხოლმე_ხითხითით წავიდა კარებისკენ და მოსაცმელი აიღო. თავის ქნევით გაყვა ბიჭიც და სასიამოვნოდ მოედო გარეთ გრილი ნიავი. ხელი ჩაკიდა განომ და ქუჩას დაუყვნენ. რამდენიმე ქუჩა გალიეს ლაპარაკში, თორნიკესდა გასაკვირად გაიანე არც ისე ცუდი მოსაუბრე გამოდგა, ბიჭიც ყვებოდა და მათი სიცილის ხმა ორი ქუჩის დაშორებითაც ისმოდა. -ყვავილი უნდა მომიკრიფო_უცებ შედგა ერთ-ერთ ქუჩაზე გოგო და მათ მოპირდაპირე ეზოში გაშენებულ ბაღზე მიუთითა. -ნუ სულელობ, ათასი მაღაზიაა და წამო გიყიდი. -იდიოტო, რად მინდა შენი ნაყიდი ყვავილი? უბრალოდ გოგოები რომანტიკოსები არიან და ოცნებობენ მათ შეყვარებულში ცოტათი მაინც იყოს გმირის ელემენტები, ამიტომ უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენ თუ ახლა ამ ღობეზე გადაძვრები და ვარდს მოიპარავ ჩემთვის. -ღმერთო, ჩვეულებრივი გოგონები დიდ ლამაზ თაიგულზე, ძვირფასეულობაზე, შოპინგზე ან რავიცი ძვირფას რესტორანზე ოცნებობენ, შენ კი გინდა ქურდივით ვარდი მოგიპუტო და მოვიპარო? -პირობა გაქვს მოცემული, ჰა გიცდი_ფეხები ჯიუტი ბავშვივით დააბაკუნა ქუჩაში და კინაღამ სიცილით გაიგუდა, რომ დაინახა როგორ ბუზღუნით და გაჭირვებით გადაძვრა თორნიკე ღობეზე. -გაიანე ძაღლიიი_განწირული ყვირილი მოესმა რამდენიმე წუთში და ლამის სიცილისგან შეწუხებული დავარდა ასვალტზე შეშინებული სახით მორბენალ თორნიკეს რომ შეხედა. გადაძრომისგან განსხვავებით წამში გადმოძვრა უკანა გზაზე ბიჭი და კიც ჩაეხუტა ასვალტს. -როგორ ვერ გიტან_ბეტონზე ლოყით დაგდებულმა ამოილაპარაკა ძლივს და იქვე სიცილისგან ლამის შეწუხებულ გოგოს, რომლის სიცილი ალბათ ბარშიც კი ესმოდა რატის, სისხლიანი ხელით გაუწოდა ძლივს მოპუტული ერთი ცალი ვარდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.