შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (6 თავი)

22-09-2018, 14:57
ავტორი naattii
ნანახია 2 962

-ამინდიც კი ჩემს წინააღმდეგაა_ამოიხვნეშა თორნიკემ რამდენიმე წუთში წვიმის წვეთები რომ დაეცა სახეზე -აუ, ვერ მივასწრებთ მანქანამდე, წამო ტაქსით მალე გავალთ.
-რატო?
-დავსველდებით და იქ ქოლგა მაქვს.
-ღმერთო უშველეეთ_ყვირილი დაიწყო გაიანემ -დიდ თორნიკეს წვიმის წვეთები დაეცა და დნებაა, არა ცეცხლი ეკიდებაა.
-სირცხვილია ადამიანო გაჩუმდი.
-აბა, რა ქოლგა რას ბოდიალობ, აქამდე არ დასველებულხარ? რა მოხდა მერე?
-კი, მაგრამ რატო? არ დავსველებულვარ _გაკვირვებულმა აიჩეჩა ბიჭმა მხრები
-ზოგჯერ გეფიცები მართლა უცხოპლანეტელი მგონიხარ, რა ჯობია ბიჭო ამის შეგრძნებას_გაღიმებულმა შეუშვირა წვიმას სახე და თვალები დახუჭა. წამით მზერა მიეყინა მასზე ბიჭს და ვერც იგრძნო წვიმის გაძლიერება.
-იცი წვიმას რა უხდება?_ნაცნობი ჭინკები შეამჩნია თორნიკემ გოგოს თვალებში და უკვე ყველაფერზე თანახმა იყო.

შუა ქუჩაში, თავსხმა წვიმაში ცეკვავდა წყვილი და სულაც არ აწუხებდათ დისკომფორტი, ბედნიერად იცინოდნენ და არავის და არაფერს იმჩნევდნენ, არც ერთს ეგრძნო თავი აქამდე ასე ბედნიერად, ეს რაღაც ახალი იყო, სიახლე, რომელიც ნამდვილად შეცვლიდა მათ ცხოვრებას, იმის მიუხედავად უნდოდათ მათ ეს თუ არა. აქოშინებულმა დაადო თორნიკემ შუბლი შუბლზე გაიანეს და თითქმით ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ძლივს გაისმა წვიმის ხმაურში.
-იცი ამ დროს კიდევ რას აკეთებს შეყვარებული წყვილი?
-რაა? რას? არა, არ გაბედო.....
დასრულება ვერ მოახერხა განომ, რადგან ტუჩები მაშინვე დაუკავეს, ვერაფრით შეიკავებდა თორნიკე იმ წუთას თავს, ეს იყო მისთვის ამ დღის ყველაზე ბედნიერი დასასრული, სხვანაირად არ შეიძლებოდა. იმ წუთს მართლა ბევრ რამეს მიხვდა, ბევრი რამ უარესად აირია გონებაში, კიდევაც დალაგდა რაღაც ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ უფრო მეტს ბევრად გარკვევით ხედავდა და ესმოდა. უკვე ნათლად ხედავდა რა როგორ უნდოდა ცხოვრებაში და დარწმუნებული იყო ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. გოგოსგან წამოსულმა სითბომ მთლიანად გადაფარა წვიმისგან წამოსული სიცივე, არც ჭექა-ქუხილი გაუგონიათ რომელიმეს და არც მშიშარა განო შემხტარა ელვის ნათებაზე.

-დაფქვი_დილის 6 საათზე შეუვარდა რატი ძმას და კარებშივე შედგა ძმის იდიოტივით გაბადრულ სახეს რომ მოკრა თვალი. თორნიკე ჭერს მიშტერებოდა, იღიმოდა და მკლავი თავქვეშ ამოედო.
-ამას მართლა დაენ*რა_ჩაიხითხითა რატიმ და მოუთმენლად შესძახა -ე ბიჭო, მაღირსე და ამოღერღე.
-ა რატი შენ ხარ? რა ხდება?
-შენ ბიჭო მართლა ხო არ უბერავ? ერთი საათია გეძახი სად დაფრინავ.
-არსად რა ხდება?_მაშინვე გამოერკვა თორნიკე, მაგრამ მაინც ღიმილით წამოჯდა.
-რა მოხდა გუშინ ასეთი, ძმურად გულახდილად რა.
-ვაკოცე.
-რა რა ქეენიიი?_ძლივს ამოთქვა რატიმ
-ვაკოცე_გაეცინა ბიჭს.
-და შენ ცოცხალი ხარ? სიარული შეგიძლია? საავადმყოფოში უკვე იყავი? მოტეხილობა?_ნერვოზიანივით ეცა რატი და ახლოდან დაუწყო ხელის ფათურით თვალიერება ძმას, თუმცა ძლივს იკავებდა სიცილს.
-გეყოს რატი, მეღიტინება_ხარხარი აუვარდა თორნიკეს. -რა მინდოდა საავადმყოფოში.
-გაგიჟდი? შენ განოს აკოცე და ასე მშვიდად გამოგიშვა? ჩემ განოს? იცი ახალი გაცნობილი მყავდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა ერთხელ ვიღაც იდიოტი რომ მიუახლოვდა, ჯერ გაცნობა მოინდომა, მანაც მისებურად რომ მოუნდომა დახვევა, ამ გამოსი*ებულმა ხელი მოკიდა, მანაც არც აცია არც აცხელა და ჯერ მუშტი გაუქანა ცხვირში და მერე პირდაპირ *ვერებში ამოარტყა. იმის მერე ის ბიჭი არცერთს არ გვინახავს და წარმოიდგინე მაშინ 16 წლის იყო_ბოლო ხმაზე იცინოდა ორივე ძმა და ჩადუმებულ სახლს აფხიზლებდნენ.

ყურებამდე გაწელილი ტუჩებით შევიდა კომპანიაში და თანამშრომლებსაც ღიმილით ესალმებოდა, რამდენიმე წუთის ჩამჯდარი იყო სავარძელში კარები უკითხავად რომ შემოგლიჯეს და მაშინვე მიხვდა სტუმარი ვინც იქნებოდა, წინასწარ მოემზადა უკვე მომაბეზრებელი საუბრისთვის და საცოლეს ახედა.
-რატომ არ გამომიარე დღეს? ისევ მარტოს მომიწია მოსვლა_პრეტენზიული ტონი ჩანდა თამარის ხმაში.
-გვიან მომიწია თამარ სახლიდან წამოსვლა და ვეღარ მოვასწარი, ხომ არ დავიგვიანებდი?
-და რა მოხდებოდა მერე? უფროსი ხარ, შენ თუ არა ვის აქვს დაგვიანების უფლება? მითუმეტეს ჩემს გამო.
-დღეს ასე მოხდა.
-იმედია გამოასწორებ_წარბ აწეული მიაჩერდა ქალი და ხელები გულთან გადაიჯვარედინა.
-რა გინდა თამარ?
-მინდა დანაშაული რამე საჩუქრით გამოისყიდო, ხომ გინდა რომ მასიამოვნო?_ახლა უკვე გაღიმებული მიუჯდა საქმროს წინა სავარძელზე.
-მაპატიე, დღეს ვერ მოვახერხებ, სახლში საქმე მაქვს, ჩემებს უნდა დაველაპარაკო, შენთანაც მომიწევს საუბარი_ბოლო უკვე ჩუმად ჩაილაპარაკა.
-გასაგებია, იმედია ქორწილს მაინც არ დამაგეგმიებ მარტო, ერთი თვე დარჩა.
-მოიცა, ახლა ხომ მაისია?_უკვე მოქუფრული სახით წამოიწია თორნიკე.
-დიახ.
-მერე ივნისში რომ არ დაგვიგეგმავს?
-მე და ქალბატონმა ლიანამ ასე გადავწყვიტეთ_მხრები აიჩეჩა ქალმა.
-და მე რა თქმა უნდა არავინ მეკითხება, გასაგებია, ახლა დამტოვე თუ შეიძლება საქმე მაქვს._მაინც ვერ დამალა გაბრაზებული ტონი და როგორც კი თამარი გავიდა ყველა საბუთი მაგიდაზე რაც ედო ღრიალით გადმოყარა ძირს.
არავის გაეგონა უფროსისგან ხმამაღალი სიტყვაც კი და ახლა, როცა მთელი სართულის გასაგონად ასე იღრიალა, ფეხის წვერებზე დაიწყეს სიარული და ყველამ საქმეში ჩარგო ცხვირი.
საღამომდე მაინც ვერაფრით მოისვენა, უნდოდა მისი გადაწყვეტილება ოჯახისთვის მალევე ეთქვა, ეჭვი უკვე აღარ ეპარებოდა სწორს რომ აკეთებდა, ახლა უკვე იმაზე ფიქრობდა რომელი წევრი დაუჭერდა მხარს და რომელი წავიდოდა მის წინააღმდეგ.
რატი რა თქმა უნდა გვერდით დაუდგებოდა, ლიანა 100% დარწმუნებული იყო სახლს გადადგამდა, აი მამამისი კი დაუდგენელი იყო რას იზამდა. მისი რეაქცია თორნიკესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არ უნდოდა მისთვის ოდესმე იმედი გაეცრუებინა.

ძლივს გაიგო ამღერებული ტელეფონის ხმა და წამში შეცვლილი ხმით უპასუხა ძმას.
-გისმენ რატი.
-რაშვები, გამოხვალ დღეეს?
-რატი, თუ შეგიძლია დღეს გვიან წადი რა, საქმე მაქვს და მინდა ყველამ დავილაპარაკოთ.
-ხო მშვიდობაა?
-კი, რაღაც გადავწყვიტე და მინდა ყველას ერთად გითხრათ.
-გასაგებია, გელოდები.

არავის დაუთვლია მერამდენე კრუგს ურტყამდა თორნიკე ოთახს, მამას ელოდებოდნენ და დამჯდარი ვერ ჩერდებოდა, რატი და ლიანა გაკვირვებული აყოლებდნენ თვალს ეს საქციელი არ შეესაბამებოდა საამაყო ყმაწვილისას.
-თავბრუ დამეხვა, დაჯექი თუ ღმერთი გწამს_ვეღარ მოითმინა რატიმ
პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო ბიჭმა გია რომ შემოვიდა ოთახში. ახლა დაიწყებოდა....
ღრმად ამოისუნთქა და მაგიდასთან მჯდარ ოჯახს გადახედა.
-მე და თამარი აღარ ვქორწინდებით, მასთან დაშორებას ვაპირებ და მინდოდა პირველებს თქვენ გაგეგოთ._ერთმანეთს მიაყარა სიტყვები და რეაქციების სანახავად თვალები აწია.
-არიიიიის, გვეშველააა, როგორც იქნაა_ბედნიერი სიცილით წამოხტა რატი და ძმას მოეხვია. -ამაზე მეტად ვერაფერი გამაბედნიერებდა ახლა_და პატარა ბავშვივით უჩქმიტა უფროს ძმას ლოყაზე.

თორნიკემ დაძაბული სახით გახედა მამას, აინტერესებდა ის რას ეტყოდა, კაცი მშვიდად სუნთქავდა და სახეზე არანაირი რეაქცია არ ეტყობოდა, სამაგიეროდ წამები დასჭირდა ლიანას კივილს.
-არ გაბედო, ამის უფლებას არ მოგცემ, უკვე ყველაფერი დავგეგმეთ, მასზე უკეთეს და შენს შესაფერის ვერსად ნახავ. არც კი გაიფიქრო, თამარი ერთ თვეში შენი ცოლი გახდება.
-საქმეც მაგაშია დედა, თქვენ დაგეგმეთ, მე რამე შემეკითხეთ? ისიც დღეს გავიგე თურმე თარიღი რომ გადმოგიწევიათ. მე არ მინდა, ხვალ მასაც დაველაპარაკები და მოვრჩები ამ ყველაფერს.
-არა მეთქი.
-გეყოს უკვე_თორნიკეს შეკრული მუჭი გამეტებით მოხვდა მაგიდას და ლიანასაც გაკვირვებისგან გაუფართოვდა თვალები, პირველად შეეწინააღმდეგა შვილი. -მე ვთქვი არა და აქ მორჩა ამაზე ლაპარაკი. მე არ მინდა, გასაგებია?
-როგორც იქნა დავრწმუნდი, რომ შვილად კაცი მყოლია_ჩუმად გაისმა ოთახში გიას ხმა და ღიმილით დაადო მხარზე შვილს ხელი.
-ეს როგორ მოხდა? რატომ გადაიფიქრე? ამდენი წელია ერთად ხართ. რატი, შენ მოშხამე არა?_მაშინვე უმცროს ეცა ლიანა.
-დედა რატი საერთოდ რა შუაშია?
-თქვენ გგონია ვერ ვამჩნევდი ბოლო ორი კვირა ერთად რომ დადიხართ და იკარგებით? რა გაუკეთე? ასე როგორ შეცვალე? ასეთი ჩემი შვილი არ მახსოვს მე, ეს რო მცოდნოდა ასე დააქცევდი ამ ოჯახს იქ დაგტოვებდი სადაც გიპოვე_გაბრაზებისგან ზედმეტი წამოცდა ქალს და მაშინვე ხელები აიფარა პირზე რატის სახეს რომ შეხედა.
-ლიანა_პირველად გაისმა სახლში გიას ბოლო ხმაზე დაყვირება, თუმცა უკვე გვიანი იყო, ყველამ გაიგონა დედის ნათქვამი სიტყვები.
-რას... ეს რას ნიშნავს?_ძლივს ამოილაპარაკა რატიმ. -მე... მე თქვენი შვილი არ ვარ?
-რათქმა უნდა ხარ შვილო, აბა ვისი შვილი ხარ, შენ ჩემი მეორე ნანატრი შვილი ხარ, არ მომაქციო ყურადღება თითქოს არაფერი მითქვამს_ტირილისგან ძლივს აბამდა ქალი ერთმანეთს სიტყვებს და უკვე დაკარგულ შვილზე მოხვევას ცდილობდა.
-დედა_ახლა თორნიკეს მკაცრმა ხმამ გადაკვეთა ოთახი. -რადგან დაიწყე დაამთავრე.
ლიანა კი ტირილისგან დაოსებული იატაკზე ჩაცურდა და სახეზე აიფარა ხელები.
-მამა?_ახლა გიას მიუტრიალდნენ ბიჭები, რომელმაც ერთი ამოიხვნეშა და დივნისკენ მიუთითა ბიჭებს. ლიანაც წამოაყენეს და გვერდით დაისვეს.
-არ გვინდოდა ოდესმე გაგეგო რატი, შენ ჩვენი შვილი ხარ, საკუთარივით გაგზარდეთ და გეფიცები თორნიკესგან წამითაც არ გამირჩევიხარ, მაშინვე შეგვიყვარდი გაღებულ კარებში შენი ტირილი რომ მოგვესმა და აგიყვანეთ._მუდამ გაწონასწორებულ კაცს ხმა აკანკალებოდა.
-2 თვის იყავი_თხრობა ლიანამ განაგრძო ცრემლიანი ხმით -კარზე ზარი დარეკეს და როცა გავიხედეთ კალათში მძინარე იწექი, ისეთი საყვარელი იყავი წითელი ლოყებით და პაწაწუნა ცხვირით, დაბადების მოწმობასთან ერთად პატარა, მოკლე წერილიც იყო, მაპატიე დავხიე, არ მინდოდა შემთხვევით მაინც გენახა, მხოლოდ ის მახსოვს ეწერა, რომ შენი ტყუპის ცალი კვდებოდა და ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. გეფიცები შვილო წამითაც არ მიფიქრია შენი გაშვება, მაშინვე შემოგიყვანე და შვილი გიწოდე.
-მე რატომ არ მახსოვს? მაგ დროს უკვე 8 წლის ვიქნებოდი.
-შენ ბებია-ბაბუას ყავდი წაყვანილი, სკოლაში საფრანგეთში შეგიყვანეს, ჩვენც მალევე ვაპირებდით ჩამოსვლას, მაგრამ რადგან რატი გამიჩნდა უარი ვთქვი, შენ ჩამოგიყვანეთ აქეთ და როგორც ძმა ისე გაიცანი.
-მე... მე უნდა წავიდე_დაბნეული წამოდგა რატი ფეხზე.
-ასე არ მიმატოვო შვილო, მაპატიე გევედრები, გაბრაზებულზე წამომცდა, გთხოვ მე დედაშენი ვარ, საკუთარი შვილივით მიყვარხარ, ასე არ მიმატოვო_ტირილისგან აკანკალებდა უკვე ლიანას.
-ვიცი დედა, ვიცი რომ გიყვარვარ, მეც მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ იმ ამაგს რაც ჩემზე გაქვს, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, მე... მე ოჯახი უნდა ვიპოვო, ტყუპისცალი მყავს, ძმა ან და მყავს. უნდა ვიპოვო გესმის?_მაგრად მოეხვია დედას და კარისკენ წავიდა, ესმოდა როგორ ევედრებოდა ლიანა გიას არ გაუშვაო, მაგრამ მის შესაკავებლად არავინ გამოსულა, ყველა ხვდებოდა, რომ ახლა ამ სახლიდან ცოტა ხნით მაინც უნდა გაქცეულიყო. გაიგონა ზურგს უკან ნაბიჯების ხმა, მიხვდა ვინც იყო, მაგრამ არ შეჩერებულა. მანქანაში ჩამჯდარს გვერდითა სკამზე თორნიკე მიუჯდა და ერთი გადმოხედა.
-მეც მოვდივარ, დაგეხმარები_ბეჭზე ხელი დაკრა და რომ არ შეპასუხებოდა ბიჭი ღვედი უცებ გადაიკრა.

№1  offline წევრი Nano Goduadze

ჩემი თოკუნა დღეს უფტო მომეწონა ^^ მარა განო მაკლდა ამ თავშო ძალიან... აუუუ, თოკო შემეცოდა ძალიან (((.... ეს ლიანა და თამარი ნერვებს მიშლის და დამართე რამე რა :D მოაშორე აქედან ორი ერთნაირი წუნკალი ქალი :D იმედია თოკო მოიყცანს მის ჭკუაზე ქალბატონ დედას :D ❤❤

№2 სტუმარი Muxammadjon Abdumalikov

https://muzfm.me/3406-rashid-holiqov-leylam.html

https://muzfm.me

№3  offline აქტიური მკითხველი grafo

როგორც იქნა...თორემ, უკვე მართლა ვფიქრობდი რომ თორნიკეს დამოუკიდებლად ფიქრი და მოქმედება არ შეეძლო.
მაგრამ, მაინც ცუდი ხარ. კოცნიდან პირდაპირ სხვა მოქმედებაზე რომ გადახვედი. ვიცი, ვიცი რომ უბრალოდ უნდა მოვითმინო და ყველაფერი იქნება თავის დროზეზ, მაგრამ მაინც...
შემეცოდა ლიანა. საკუთარმა ეგოიზმმა რა დღეში ჩააგდო. შენ ყოჩაღ. მგონი პირველი ავტორი ხარ, ვისი გმირიც ასეთი სიმართლის გაგების მერე ასე იქცევა. რატი კიდევ რა დალაგებულად და თბილად საუბრობდა მაინც. მომეწონა ეგ ძალიან.

№4  offline წევრი kethrine

აუფ... არ მეყო :((( რა უმადური ვარ მაგრამ მართლა არ მეყო :( ძალიან ძალიან მომწონს და იმედია ასე იქნება ბოლომდე. გელოდები ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

№5  offline მოდერი naattii

Nano Goduadze
ჩემი თოკუნა დღეს უფტო მომეწონა ^^ მარა განო მაკლდა ამ თავშო ძალიან... აუუუ, თოკო შემეცოდა ძალიან (((.... ეს ლიანა და თამარი ნერვებს მიშლის და დამართე რამე რა :D მოაშორე აქედან ორი ერთნაირი წუნკალი ქალი :D იმედია თოკო მოიყცანს მის ჭკუაზე ქალბატონ დედას :D ❤❤

შემდეგი თავი სულ სულ განოა ❤️ მოთმინება მოთმინება :D

grafo
როგორც იქნა...თორემ, უკვე მართლა ვფიქრობდი რომ თორნიკეს დამოუკიდებლად ფიქრი და მოქმედება არ შეეძლო.
მაგრამ, მაინც ცუდი ხარ. კოცნიდან პირდაპირ სხვა მოქმედებაზე რომ გადახვედი. ვიცი, ვიცი რომ უბრალოდ უნდა მოვითმინო და ყველაფერი იქნება თავის დროზეზ, მაგრამ მაინც...
შემეცოდა ლიანა. საკუთარმა ეგოიზმმა რა დღეში ჩააგდო. შენ ყოჩაღ. მგონი პირველი ავტორი ხარ, ვისი გმირიც ასეთი სიმართლის გაგების მერე ასე იქცევა. რატი კიდევ რა დალაგებულად და თბილად საუბრობდა მაინც. მომეწონა ეგ ძალიან.

უღრმესი მადლობა ❤️ ვეცდები გავაგრძელო იმედების გამართლება ❤️

№6 სტუმარი სტუმარი ნათია

kai tavi iyooo auu kidev mindoda wamekitxa magram ras vizav dagelodebii

№7  offline მოდერი naattii

უცნაური მე
ლიანასნაირი ქალების არ მესმის და რა გავაკეთო? მეც ბიჭის დედა ვარ და ღმერთმა დამიფაროს ტვინი ისე გადამიბრუნდეს, რომ მას დავემსგავსო აზროვნებით ოდნავ მაინც.
თორნიკე გაღიარებ რაა მომწონხარ მე შენ.
აი რატიკოზე კი რაღაც-რაღაცეებს ვეჭვობ და ვაი თუ ჩემი ვარაუდი გამართლდაა.. ჯერ ჩუმად ვარ :დდ
ველოდები მოვლენების განვითარებასს ❤️❤️❤️

მეც ბიჭი მყავს და აი წარმოდგენა არ მაქვს რაზე ფიქრობს ეს ქალი, ალბათ გონია, რომ ასე იქნება ბედნიერი. შემდეგი თავი თუ გაგიმძაფრებს ეჭვებს აუცილებლად მითხარი :D

kethrine
აუფ... არ მეყო :((( რა უმადური ვარ მაგრამ მართლა არ მეყო :( ძალიან ძალიან მომწონს და იმედია ასე იქნება ბოლომდე. გელოდები ❤❤❤❤

დიდი მადლობა ❤️❤️

სტუმარი ნათია
kai tavi iyooo auu kidev mindoda wamekitxa magram ras vizav dagelodebii

მადლობა სეხნიავ :D ❤️

№8  offline წევრი Nano Goduadze

naattii
Nano Goduadze
ჩემი თოკუნა დღეს უფტო მომეწონა ^^ მარა განო მაკლდა ამ თავშო ძალიან... აუუუ, თოკო შემეცოდა ძალიან (((.... ეს ლიანა და თამარი ნერვებს მიშლის და დამართე რამე რა :D მოაშორე აქედან ორი ერთნაირი წუნკალი ქალი :D იმედია თოკო მოიყცანს მის ჭკუაზე ქალბატონ დედას :D ❤❤

შემდეგი თავი სულ სულ განოა ❤️ მოთმინება მოთმინება :D

grafo
როგორც იქნა...თორემ, უკვე მართლა ვფიქრობდი რომ თორნიკეს დამოუკიდებლად ფიქრი და მოქმედება არ შეეძლო.
მაგრამ, მაინც ცუდი ხარ. კოცნიდან პირდაპირ სხვა მოქმედებაზე რომ გადახვედი. ვიცი, ვიცი რომ უბრალოდ უნდა მოვითმინო და ყველაფერი იქნება თავის დროზეზ, მაგრამ მაინც...
შემეცოდა ლიანა. საკუთარმა ეგოიზმმა რა დღეში ჩააგდო. შენ ყოჩაღ. მგონი პირველი ავტორი ხარ, ვისი გმირიც ასეთი სიმართლის გაგების მერე ასე იქცევა. რატი კიდევ რა დალაგებულად და თბილად საუბრობდა მაინც. მომეწონა ეგ ძალიან.

უღრმესი მადლობა ❤️ ვეცდები გავაგრძელო იმედების გამართლება ❤️

ველოდები ხვალინდელ დღეს ჩემო ლამაზო :*** ❤❤❤

№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ოჰოო რა მაგარიიი იყო <3 მაგრამ ძაან პატარა :( არ მყოფნის შენი ისტორიებიი და რავქნაა :(( საოცრება ხაარ

№10 სტუმარი სტუმარი მარიკო

ამ ისტორიას როცა ვკითხულობ გაოცების ღილაკი ჩართული მაქვს

№11  offline მოდერი naattii

uchveulo
ოჰოო რა მაგარიიი იყო <3 მაგრამ ძაან პატარა :( არ მყოფნის შენი ისტორიებიი და რავქნაა :(( საოცრება ხაარ

ვცდილობ როგორც შემიძლია ❤️

№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ძაან მაგარი თავი იყო.როგორც იქნა თორნიკემ გაიღვიძა და მიხვდა რომ ცოტა უნდა გახალისდეს.რატიიიი, ჩემი რატი ძალიან შემეცოდა, საინტერესოა რა გაქვს ჩაფიქრებული მისი ნამდვილი მშობლების მიზეზზე.
--------------------
ლანა

№13  offline მოდერი naattii

La-Na
აი ძაან მაგარი თავი იყო.როგორც იქნა თორნიკემ გაიღვიძა და მიხვდა რომ ცოტა უნდა გახალისდეს.რატიიიი, ჩემი რატი ძალიან შემეცოდა, საინტერესოა რა გაქვს ჩაფიქრებული მისი ნამდვილი მშობლების მიზეზზე.

მტრისას მე რომ ჩაფიქრებული მაქვს :D

№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

naattii
La-Na
აი ძაან მაგარი თავი იყო.როგორც იქნა თორნიკემ გაიღვიძა და მიხვდა რომ ცოტა უნდა გახალისდეს.რატიიიი, ჩემი რატი ძალიან შემეცოდა, საინტერესოა რა გაქვს ჩაფიქრებული მისი ნამდვილი მშობლების მიზეზზე.

მტრისას მე რომ ჩაფიქრებული მაქვს :D

ოოო მერე და როგორ მაინტერესებს თქვენ ხომ აზრზე არ ხართ.აი რატომ მიყვარს ძალიან შენი ისტორიები.მუდამ ინტერესს იწვევს და გაინტრიგებს
--------------------
ლანა

№15  offline მოდერი naattii

როგორ მაბედნიერებს მსგავსი სიტყვები <3

№16  offline წევრი ბიბი

თორნიკე ერთი გაუბედავი ბიჭი იყო რომელსაც ბიძგი ჭირდებოდა დაენახასამყაროში უფრო მეტი ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ჩანს... თავიდანვე ნათელი იყო ძმებს შორის განსაკუთრებული კავშირი, რომ ისინი მუდამ, გაჭირვებასა და ლხინში ერთად დადგებოდნენ.
ლიანასი რაღაც მხრივ მესმის, თუმცა შვილისთვის რომელიც უბრალოდ მუცლით არ უტარებია თუმცა მან გაზარდა ასე გული არ უნდა ეტკინა.
რაც შეგეხება შენ, მახსოვს ერთხელ გითხარი რო საშინელი საკითხავი იყო გამოტოვებული ასოები და ა.შ. მიხარია ძალიან რომ შენი ყოველი ახალი ისტორია ბევრად დახვეწილი და ლამაზი ნაწერია, საკითხავათაც განსაკუთრებული, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.
ძალიან მომწონს განო როგორც თავისუფალი ადამიანი და სხვებისთვის ბედნიერების გამზიარებელი.
რაღაც ეჭვები გამიჩნდა და იმედია ასე არ მოხდება, ამიტომ არ ვიტყვი რა ეჭვებია. smile

№17  offline მოდერი naattii

ბიბი

ვერ წარმოიდგენ რამდენად მნიშვნლოვანია შენი შეფასება ჩემთვის <3 სრულიად გულახდილი გეუბნები <3 რაც შეეხება ეჭვებს, რამდენიმედან გავიგე უკვე და მეც ვხვდები რასაც ეჭვობთ, არ ვიცი საბოლოოდ რას გადავწყვეთ, ორი მე ეკამათება ერთმანეთს, არც ის მინდა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ არც ის მინდა ჩემს თავდაპირვანდელ გეგმას გადავუხვიო, ამიტომ ცოტა არეული ვარ...

№18  offline წევრი ნორმი

ძალიან ძალიან მაგარია,შენ კი საუკეთესოო.ასე არ სჯობს?!რა სჯობია თორნიკეს მობრუნებას..მე მინდა ისე დაწერო როგორც შენ გსურს.მე ეგეც მომეწონება.
--------------------
მორფეოსი

№19  offline აქტიური მკითხველი terooo

ამას ნამდვილად არ ველოდი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent