შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იანვრის სუსხი(რიცხვი 3) (1თავი)


23-09-2018, 21:06
ავტორი სალი-სალი
ნანახია 1 537

მოშიშვლებულ ხერხემალზე ვგრძნობ როგორ დასრიალებენ უხამსი თითები და ტანში ერთდროულად მივლის სასიამოვნო და უსიამოვნო შეგრძნების ნარევი.ოთახში მოტრიალე სანთლის სურნელი ნელ-ნელა აღწევს რეცეპტოებამდე, ეს ყოველივე კი თავბრუდამხვევი ხდება ჩემთვის. გახევებული შევცქერი ჭაობისფერ თვალებს და ვხვდები, რომ ეს ჩემი საკუთრებაა. მოგრძო, სწორი ცხვირი, ვარდისფერი ბაგეები და წითლად შეფერკლილი ლოყები სანთლის შუქზე უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურება. ტუჩის კუთხეში მეღიმება, თუმცა ვერ გეტყვით რატომ. სიამოვნებისგან გამოწვეულ ღიმილს სულაც არჰგავს, მაგრამ ვერც უხამსი ფათურისგან გამოწვეულ მოვლენას ვერ ემთხვევა. ზოგადად ასეთ მომენტებში უხერხულობის შეგრძნება უფრო მეუფლება ვიდრე სადისტური ღიმილი სახეზე.
-რატომ იღიმი?.შეფარვით მეკითხება და ხელს ხერხემლიდან კისრამდე სრიალით აცურებს.
-ესრაკითხვაა? მინდა და ვიღიმი.თავი ავარიდე ჩემთვის პასუხგაუცემელ კითხვას და მისკენ მივიწიე.
-როგორ გგონია შორე და ვაჩე კარგი წყვილია?.
-შორე სხვანაირია ვაჩე სხვანაირი, ორი უკიდურესობა ერთად ცოტაარიყოს არაბუნებრივია.
-ვფიქრობ ძალიან ჰარმონიული წყვილი იქნება.
-ამას შენ ფიქრობ თუ ვაჩე?.ნიშნისმოგებით ავხედე და მის თვალების გადაბრიალებას მოუთმენლად დაველოდე.
-ხომიცი მე და ვაჩე ერთნაირად ვფიქრობთ.თქვა და ჭაობისფერი თვალები გადაატრიალა.-ჩვენი აზრით შორეს ამყოლი ადამიანი სჭირდება.
-თქვენი აზრით? და შენი აზრით?.ღრმად ამოვიუნთქე მისი ჩვევა კვლავ რომ გაამეორა და მაინც ჩემი ჩავაკვეხე.
-შორენა ძალიან მხიარულია, მაგრამ უცნაური, ვერგაიგებ რახასიათზეა,საერთოდ რაუნდა, აი ვაჩე კი ზედმეტად მოწესრიგებული, მტკიცე და კატეგორიულია.
-შესაბამისად ერთმანეთს დიდად არ შეეფერებიან.დავასრულე მისი სათქმელი.
-ეს მათი გადასაწყვეტია, ყოველშემთხვევაში ერთად რომც იყვნენ ჩვენამდე ვერც მოვლენ.კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ორივე ხელი წელზე მომხვია.
-როგორ მიყვარს ასე რომ ამბობ ხოლმე.ხელები კისრამდე ავუსრიალე და ბაგეებბზე წამიერად წავეტანე.
-აქმოდი შე მაცდურო.ჩემს ზემოდან მოექცა და დაუსრულებელი საქმე ბოლომდე მიიყვანა.
დილის 4 საათი იქნებოდა ხმაურმა გამაღვიძა. დაღლილი სხეული ძლივს ავწიე და ხალათმოცმული გავედი მისაღები ოთახისკენ. აშკარა იყო ხმა გარედან მოდიოდა. კარამდე გზა სწრაფად გავიკვალე და გარეთ გავიხედე.-იდეალური დროა ბინაში გადმოსასვლელად.თვალები ავატრიალე და საკეტი სამჯერ გადავატრიალე.


საცობი, ეს ერთადერთი რამაა რასაც ვერვუძლებ. ყოველთვის ასე ხდება დილას, როცა სამსახურში მივდივარ. ავტომობილები მთელი სისწრაფით ასიგნალებენ და მძღოლები უხამს სიტყვებს იძახიან ერთმანეთის მიმართულებბით.დროა მეც დავასიგნალო. ერთი, ორი და სამი.მეტი აღარცაა საჭირო. როგორც იქნა გზა გათავსუფლდა და 3 წუთის დაგვიანებით მივედი სამსახურში. ისევ ეს წყეული სამიანი, ყოველთვის და ყველგან რიცხვი სამი, სამჯერ, კიდევ ბევრი შემთხვევა სამთან დაკავშირებული.სამი ბრუნი, სამი ჭრილობა, სამი საათი და სამი მარტი, მესამე თვის მესამე რიცხვი.
-დაღლილი სახე გაქვს.წარბებს ათამაშებს შორენა და თან მიღიმის.
-ახლა არა.თავი გავაქნიე და მაგიდას მივუჯექი.
-იოანა ნუთუ ასეთი საშინელია.შორენა და მისი დირთი ფიქრები უკვე ჭკუიდან მშლის.
-ასე ვინ დაგიმახინჯა ღამე ვაჩესი რომ გეშინია.არცმე დავაკელი და არაფრისმომცველი უიმორით ასპარეზზე გამოვედი.
-შენი არვიცი,მაგრამ მე და ვაჩე ურთიერთობას ვალეგებთ.სკამის საზურგეს ბრთხილად გადააწვა და კალმის ბოლო ტუჩთან მიიტანა.
-უკვე 6 თვეა ალაგებთ მერე რა?.კომპიუტერში მეილი გავხსენი და შეტყობინებების თვალიერება დავიწყე.
-შენთან კაცი ვერ ილაპარაკებს, საერთოდ ფიქრი იცი რა არის? ხომშეიძლება ჯერ დაფიქრდე და მერე გააკეთო რამე, პირიქით უკუღმართი ხარ ჯერ აკეთებ და მერე ფიქრობ, სულ რომ სანანებელი იყოს მაინც ამართლებ შენს საქციელს და ესაა მეტი არაფერი.
-არგისმენ რადგან შენი არცერთი სიყვა არ შეესაბამება სიმართლეს.

ერთი..ორი..სამი..აკვიატებული სამი და უკვე სამი საათიც.თვალების ტკივილმა იმედნად შემაწუხა აივანზე გავედი და სიგარეტს გავუკიდე. მომწამვლელი კვამლი სწრაფად მოედო ფილტვებს და სიამოვნების ტალღამ ერთიანად მოიცა მთელი სხეული.დაჭიმული კუნთები მომიდუნდა, გაყინული ყელი დამითბა და თვალების სიმშრალემაც ნელ-ნელა იკლო.შემოდგომის პიველი კვირა ცოტაარიყოს ცივი და ნისლიანია, ისევე როგორც ჩემი გონება. ერთიანად გაციებულმა სხეულმა მაშინვე იგრძნო თბილი სხეულის შეხება და სუნთქვაშეკრულმა სწრაფად გავაპარე თვალი ჩემს უკან მდგარ ლაშასკენ.უსიტყვოდ იდგა ჩემს წინ და იღიმოდა. ესღიმილი, ეს სულისწამსვვლელი სურნელი ისეთი გასაგიჟებელია.ნეტარებისგან ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე და სიცივისგან დახეთქილი ბაგეები ენით გავასველე.ვიცი ეს რომ აგიჟებს და ახლა უკვე ჩვევად მექცა მის თვალწინ ვნებამორეულს თვითკონტროლის დარღვევა, ისევე როგორც ციფრი სამი. სუმოუთმენლად დამაცხრა წითლად შეღებილ ბაგეებზე და გამაგიჟებლად სწრაფად მოწყდა როცა ჩემი გახელილი თვალები დანახა.
-რახდება?.ჩემი ხმა მეთვითონ ვერ გავიგე.
-არაფერი.თავი გააქნია და ჩემი ხელები მისსაში მოაქცია.-ისევ რეზინა გიკეთია ხელზე?
-ხომიცი აუცილებელია.
-ისევ ეს დედამო**ნული რეზინა და სამი ჩალურჯება, შენითავი არგეცოდება?.გაბრაზებისგან თვალები გაუღიავდა და ცხვირის წვერი აუთამაშდა.
-არაფერი ისე არ ვნებს ადამიანს, როგორც საკუთარი თავი,მეკი ჩემს თავს სწორედ რომ საკუთარი თავისგან ვიცავ, ამაში ცუდი არაფერია დამიჯერე.ხელები სახეზე მოვკიდე და შევეცადე დამაჯერებელი სახით მეთქვა კვლავ აკვიატებული წინადადება, რომელიც ჩემი თავის გასამართლებლად მოვიგონე.
-იოანა გტკივა! არმესმის საკუთარი თავისგან რატომ ხარ დასაცავი როცა მეგყავარ, როცა შენს გვერდით ვარ და მე გიცავ.ჩემს ხელებზე თითები მოათავსა და ხელისგულზე სველი კოცნა დამიტოვა.-ვჩუმდები, ყოველთვის ასე ვაკეთებ, ვხვდები დებილი არვარ რაღაც არის რასაც მიმალავ, რისი გამხელაც არგინდა, ვიღაც გამო*ირებულ ბიჭებს არვგავარ ძალით რომ ცდილობენ საყვარელ ადამიანს რამე ათქმევინონ.
-საქმე ამაში არაა, მოსაყოლი არც არაფერია მე ჩემი აწმყოთი მინდა ვიცხოვრო და არა წარსულით, სულაც არმინდა ჩვენი მომავალი წარსულზე იყოს დამოკიდებული.ხელები გამოვაცალე და აივნის მოაჯირს მჭიდროდ დავეყრდენი.
-მომავალი არგვექნება მანამ სანამ ჩემში ეჭვის შეტანას არ შეწყვეტ.მრავლისმომცველი თვალები გაბრაზებულმა მომანათა და შენობაში შევიდა.
-ისევ ყველაფერი გააფუჭე იოანა.თავზე ხელი მივიდე და ნაცნობ ავტომობილში ჩამჯდარი ლაშა დავინახე.ყოველთვის ასე ხდება. ადამიანმა არასდროს არუნდა თქვას ახალი ცხოვრება დავიწყეო, ეს აფსურდია. არ არსებობს ახალი და ძველი ცხოვრება. შესაძლოა მოვლენები შეიცვალოს ისევე როგორც ადამიანის გარეგანი თუ შინაგანი იერსახე, თუმცა რაც იყო იმას ვერწაშლი, რაც ოდესღაც ადამიანად გაგრძნობინებდა თავს იმას ვერასოდეს დაივიწყებ. ყოველთვის რჩები იმ პიროვნებად, როგორიც ყველაზე ნაკლებად გინდა რომ იყო. ადამიანის გუნება ხომ ასეა მოწყოლიბი, ჩვენი ნამდვილი სახე ყველაზე აუტანელი და მიუღებელია სწორედ ამიტომ არის შექმნილი ნიღაბი, ნიღაბი რომელიც ისე გეკრობა და ისე შეგისისლხორცდება, რომ შესაძლოა ვეღარც კი მოიშორო. სწორედ აქ მთავრდება რეალობის სწორი აღქმის არსებობის უნარი და ვექცევით ერთ დიდ სიცრუისა თუ გამოგონილი სამყაროს შუაგულში სადაც მრავლადაა შეცდომების დაშვების ალბათობა. მაშინ გაგიჩნდება კითხვა, როდის ვხვდებით რომ ჩვენი რეალური, არასასურველი სახე უფრო საჭიროა იმისთვის რომ ფანტაზიებით სავსე სამყაროში არ აღვმოჩნდეთ რათა რეალობის სიმწარეს მთელი ძალებით გავუმკლავდეთ?.ასეა მოწყობილი კაცის გუნება ჩვენს ირგვლივ ვეძებთ სამართალს და სულაც ვერ ვამჩნევთ იმას, რომ ჩვენთვითონ ვთელავთ ადამიანურ გრძნობებს, იმ გრძნობებს, რომელსაც სამართლიანობისკენ მივყავართ.

მესამე სართული და კვლავ ციფრი სამი. ნაცნობი კარის საკეტი რომელიც ციფრ სამიანს უფრო წააგავს ვდრე სახელურს.გასაღები რომელზეც პატარა ციფრებით სამი სამიანია გამოსახული და ღრმა ამოსუნთქვა ისიც სამჯერ. საკეტის გასაღებად ჯერ ერთი გადატრიალება, შემდეგ მეორე ბოლოს კი მესამე.
-იოანა.ციფრი სამის ბოლოჯერ თქმა და ზურგსუკან ნაცნობი ხმის ამოცნობა ერთი იყო. სულისშემკვრელი აღმოჩნდა ჩემთვის ნაცნობი ბარიტონის ექოსავით გავარდნა კორპუსის კედლებში.ნელი ნაბიჯებით მივტრიალდი მამაკაცის მხარეს და ნაცნობი სახე ამოვიცანი
-გეგა.ხმაწასულს აღმომხვრა ნანატრი სახელი.კარს მთელი ძალით მივეყრდენი იმის იმედით რომ იქვე გავქვავდებოდი და ხმას კვლავ ვეღარ ამოვიღებდი.
-იოანა.კვლავ გაიმეორა ჩემი სახელი და ჩემკენ წამოვიდა.
-არცკიგაბედო! არცკიმომეკარო.პანიკაში ჩავარდნილმა ხელი ურდულს მოვკიდე და სახლლში შესვლა ვცადე. კარი შევაღე თუარა ჩემს ხელზე ხელი მომკიდა და ძლიერ გამოქაჩა რომ დაკეტილიყო.
-აღარ შეგეხები!.ყურთან ამოიჩურჩულა .
-ახლა სწორედ ამას აკეთებ.თვალებდახუჭული კარს სახით ვიყავი აკრობილი და ვცდილობდი მისი სახე კვლავინდებურად აღარ დამენახა.
-შენთვის ესეც კი მეტისმეტია არა?.წამებში გამიშვა ხელი და უკან დაიხია.-მართალიხარ არცგამტყუნებ, თუმცა მოგიწევს ამიერიდან ჩემი სახის ყოველდღე დანახვა.
-რაგინდა?.ხმადაბლა ამოვიკნავლე და ცივ კარს შუბლი მივადე.
-სიმართლე!.თქვა და კიბეზე სირბილით დაეშვა.სახელურს სწრაფად მოვკიდე ხელი და სახლში შევედი.საკეტი სამჯერ გადავატრიალე და სამზარეულოში გავვარდი. ტელეფონს ხელი დავავლე შემდეგ კი კონტაქტებში მესამე ნომერი ავკრიბე.-შორე ჩემთან ახლავე!.ხმამაღლა ჩავკივლე და გავთიშე.მაჯასთან დამაგრებულ რეზინას ხელი მოვკიდე და ჩემკენ გამოვწიე.ერთი..ორი..სამი.. გულში დავითვალე და ასე განვაგრძე სამსამჯერ.ბოლოს ამ სიტოაციაშე როდის ვიყავი არმახსოვს.მთელი სისწრაფით გამოვაღე უჯრა და ნაცნობი ტაბლეტები ამოვიღე, ხელის გულზე სამი აბი დავიყარე და ექიმის ნათქვამი გავიხსენე.“ოთხი აბი და არა სამი“ ხელის გულზე მეოთხე აბი გადავაგორე და თავისტკივილის შეგრძნებამ ყვირილამდე მიმიყვანე.ახლა ეს დისკომფორტს კიარა ტკივილს უფრო მაყენებს.დიდი წვალებით დავყურებდი მეოთხე აბს რომელიც ასე ძალიან მაღიზიანედა და თავზარს მცემდა. ახლა მთავარი ისიყო როდის გადამივლიდა ეს შეგრძნება. მეოთხე აბი კოლოფში მოვათავსე და დანარჩენი სამი წამებში გადავყლაპე.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგად წერ, ეს ისტორიაც მომეწონა, ჩამთრევი და საინტერესოა. მაგრამ, აი "თვალების გადატრიალებას" ვერ დავუმუღამე, ყველა ისტორიაში ჩაკვეტებული მგონია

 


№2  offline წევრი სალი-სალი

Chikochiko
კარგად წერ, ეს ისტორიაც მომეწონა, ჩამთრევი და საინტერესოა. მაგრამ, აი "თვალების გადატრიალებას" ვერ დავუმუღამე, ყველა ისტორიაში ჩაკვეტებული მგონია

ძალიან დიდი მადლობა ❤️ უბრალოდ მეთვითონ მაქვს ასეთი ჩვევა და ამიტომ ჩავაკვეტე ისტორიაში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent