შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები - დ ა ს ა ს რ უ ლ ი !


23-09-2018, 22:37
ნანახია 3 092

ლექციის დარჩენილმა დრომ მშვიდად ჩაიარა. აღარ მოგსვლია შეკამათება მე და პატივცემულს, რომელსაც როგორც შემდგომ გაირკვა ანდრია ერქვა. მე ანინე და ნუციკო ერთად ვიყავით ეზოში ნიკას და მის მეგობრებს, რომ მოვკარი თვალი. ნიკოლოზს ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ეხვეოდნენ გარს. სიმპათიური იყო, და რატომ არა? ჯერ მაშინ არ შორდებოდნენ, როცა შეყვარებული ჰყავდა და ახლა როცა თავისუფალია...ვაჟბატონმა ერთხელ გამოიხედა მხოლოდ ჩვენსკენ და თავი დაგვიკრა მისალმების ნიშნად, მერე კი ისევ მათ მიუბრუნდა ლაღი ღიმილით მოსაუბრეებს. როგორც ჩანს ეს ნუცასთვის ბოლო წვეთი იყო, ისე ქარბორბალასავით შევარდა შენობაში.
-მე სახლში უნდა წავიდე. - დაღლილი ხმით თქვა ანინემ.
-სახლში? -გავიკვირვე. - ხო მაგრამ ლექციები ჯერ არ...
-ჰო ვიცი. -შემაწყვეტინა. - მაგრამ რაღაც ვერ ვრ კარგად. მგონი სიცხე მაქ. -დამანჭული სახით მიიდო ხელი შუბლზე.
-მოგიკვდი, ეს რა დაგმართნია?! -შევიცხადე. -კარგი წადი შენ და მე ავუხსნი ეკატერინეს თუ მოგიკითხა. -დამაიმედებლად დავკარი ზურგზე ხელი.
-შენ გაიხარე, კარგი წავედი! - სწრაფი ნაბიჯებით გამეცალა, მე კი დავრჩი ასე ეული. ბოლო ორი ლექციაც ძალიან გაიწელა, მაგრამ საბოლოოდ ხომ დამთავრდა? მეც დავადექი სახლისკენ გზას. იქიდან გამოვედი და ხელმარცხნივ გავუყევი ქუჩას. იმ წუთას მანქანა დამეწია უკან.
-ჩვენი თავხედი სტუდენტიც აქ ყოფილა! -საქარე მინიდან ღიმილით გადმოყო თავი ბატონმა ანდრიამ.
-უკაცრავად? -წარბაწეულმა შევხედე.
-დაბრძანდი და გაგიყვან!
-ვაა, ყველა გზაში შემხვედრ სტუდენს უჩერებთ მანქანას? -ირონია წავიშველე.
-არა, უბრალოდ...გულწრფელად გითხრა? -გამეკრიჭა და გამიკვირდა მისი ხასიათის ამგვარი ცვლილება. ამხელა ლექტორი კაცი რას ცანცარებს. არადა ლექციაზე ისეთი მოჟამული სახით იჯდა, ოდესმე თუ იღიმოდა ვერ ვიფიქრებდი.
-მადლობელი დაგრჩებით! -ჩავიცინე.
-თქვენი დაქალის შესახებ უნდა გამოგტყუოთ ინფორმაცია! -არც აცია, არც აცხელა! გაკვირვებულმა დავქაჩე თვალები. ანოს დამიხედეთ ვის დაახვია თავბრუ...
-მე...- გახებული პირი ისევ მოვკუმე კიდევ ერთი ავტომობილი, რომ გაჩერდა ჩემთან ახლოს და იქიდან თვით მისტერ ირონია გადმოვიდა.
-ლიზა? -დამიძახა და მომიახლოვდა. -დაამთავრე ლექციები ? - არა არ დამიმთავრებია. -შენს წასაყვანად მოვედი. -წარბები შეკრა და ინტერესით მომზირალ ლექტორს გადახედა ალმაცერად.
-შენ რატომ მოხვედი ?
-იმიტომ! -მკაცრი ხმით მომიჭრა. -ჩაჯექი და წავიდეთ.
-არ მინდა! - გამაბრაზა მისმა მბრძანებლურმა ტონმა, თან პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა.
-ელიზაბეტ ჩაჯექი მანქანაში! - გაღეზიანება დატყო მის ხმას. იმ წუთას კი ანდრია გადმოვიდა მანქანიდან.
-ლიზა ? -ეჭვით გადმომხედა ლექტორმა, თითქოს რაღაცის ნებართვას მთხოვდა. იდექით ახლა მეზობლის მამლებივით! ერთმანეთის პირისპირ მდგარ ორ აპოლონს დავუბღვირე.
-მე წავედი. - მობეზრებული სახით ვაქციე მათ ზურგი. ისედაც კუჭი მიხმება და ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ!
-ლიზა გიმეორებ მანქანაში ჩ ა ჯ ე ქ ი! - დაიყვირა და ინსტიქტურად შევხტი.
-ტონს დაუწიე თუ შეიძლება! - ავად გაისმა ანდრიას ხმა.
-მართლაა?! -სიცილით გაწელა სიტყვა ჩადუნელმა და ისიყო უნდა დაერტყა , რომ მოქნეული ხელი ჰაერში დავუჭირე.
-შენ სულ გაგიჟდი? -მასზე არანაკლებ ხმადაბლა ვიყვირე. -როგორ იქცევი, ან რა უფლებით მიმითითებ რა გავაკეთო ?! სულ ფეხებზე შენ რა გინდა! -ემოციები ვერ გავაკონტროლე. სახეზე წამოვწითლდი სიბრაზისგან. ალექსიც არანაკლებ მდგომარეობაში იყო, გაცეცხლებულ ყავისფერებს მიბრიალებდა. ყელზე ძარღვები ჰქონდა დაბერილი. ეს უკანასკნელი კი ჩემმა სიტყვებმა გამოიწვია.
-რა თქვი ?! -ჩუმი, მაგრამ ისეთი სუსხიანი ხმით წარმოთქვა, რომ სხეულში გამცრა.
-რაც გაიგე!
-ლიზა ჩაჯექით და მე გაგიყვანთ! - მკაცრი ხმით მითხრა სანიკიძემ.
-უკაცრავად და მე აქ მხედაავ ? -წინ აუფრიალა ხელები გაავებულმა სანდრომ. - დედა შევ*** გამოადგი ფეხი სანამ საშინელება დავმართე შენს თაყვანისმცემელს!!
-შენი ! -სანიკიძე გაიწია მისკენ შეკრული მუშტით. რეაქცია არ დავაყოვნე და მათ შორის ჩავხტი.
-გეყოფათ! როგორ იქცევით ხალხნო? ან რა ჯანდაბის გამო ? - დავიკივლე. -ალექსანდრე გეყოფა და წამოდი! -სხვა გზა არ მქონდა, ამჯერად დამთმობი უნდა ვყოფილიყავი, თუ არადა მართლაც არ დატრიალდებოდა აქ კარგი ამბავი. -დროზე! -ხელზე დავქაჩე, როცა შევატყვე წამომსვლელი არ იყო. -ბატონო ანდრია ყველაფერი კარგადაა, ნუ ღელავთ. ახლა კი წავალთ.
-დარწმუნებული ხარ? - ჩემსკენ არც გამოუხედავს ისე მკითხა ცივი ხმით.
-დიახ. - თავი დაუქნია. მან ერთი გადმომხედა ეჭვით, მერე კი მანქანაში ჩაჯდა და წუილით გაშორდა იქაურობას. -წავიდეთ. -ამოვიბურტყუნე და მძღოლის გვერდითა სავარძელი დავიკავე. ჩემდა გასაკვირად პირველი ათი წუთი ხმა არ ამოუღია ისე მართავდა მანქანას. მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა ისე სუნთქავდა.
-რა სცენები მოაწყვე ? -ვერ მოვითმინე და თავად წამოვიწყე საუბარი თუმცა მერე კი დავიწყევლე თავი ამისგამო. მოულოდნელად გადაუხვია გზიდან და მოწყევტით გააჩერა მანქანა. ინერციით წინ გადავვარდი და რომ არა ღვედი, ალბათ მინას შევასკდებოდი. გაფართოეუბული თვალებით გადავხედე სახეზეე აპილპილებულს.
-კიდევ ერთხელ შემეწინააღმდეგები, ან ასეთ სიტყვებს მეტყვი და გეფიცები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! -დაიღრიალა მთელ ხმაზე და საჭეს ძლიერად დაარტყა ხელი. მოულოდნელობისგან შევკივლე და თვალები დაუკითხავად ამევსო მარილიანი სითხით.
-შენ რა უფლებით მეუბნები მაგას? - ჩემსკენ წამოწეულს მხარზე გავკარი ხელი. -შენ ყველაზე ნაკლები უფლება გაქვს ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო!
-არა! -ღრიალს არ წყვეტდა. - მაქვს უფლება გესმის?! უკე დიდი ხანია! გინდა თუ არა, მოგიწევს ამას შეეგუო! ვერაფერს შეცვლი გესმის?! და ეს სულ შენი ბრალია!

-და ვინ მოგცა ეს უფლება ?! გეკითხები! - ღრმად სუნთქვას მოვყევი და შევეცადე უარესად არ ავყოლოდი ემოციბს. ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი და ტჩები ძლიერად მოკუმა. -მე ჩემით წავალ! -კარის გაღება და მისი ხელახლა გადაკეტვა ერთი იყო. -რას აკეთებ? -თვალები დავაკვესე და კიდევ ერთხელ დავეჯაჯგურე კარებს. - შენთან ყოფნას ვერ შევეგუები ასეთ პატარა სივრცეში. ბოღმა ყელში მიჭერს და მეშინია მკვლელი არ გავხდე! -შევუღრინე ზიზიღით მოვავლე თვალი. არაფერი უთქვამს ისე დაძრა მანქანა. -ვერ გაიგე რა გითხარი? - დავიკივლე. ხმა ისევ არ ამოუღია. ნერვული სიცილი წამსკდა და გამწარებულმა მოვავლე თვალი გზას. -სად ჯანდაბაში მივდივართ? -მივხვდი,რომ სახლში არ მივყავდი.
-მანდაც წაგიყავნ ოდესმე, მაგრამ ახლა წყნეთითაც დაკმაყოფილდი! - მშვიდი ხმით მითხრა. ფრჩხილებით მომინდა დამეკაწრა მისთვის ზედმეპად სიმპათიური სახე.
-მამაჩემი გაგიჟდება თუ დროზე არ მივალ სახლში და კარგადაც მოგხვდება! - დავემუქრე.
-ნუ დარდობ შენს მშობლებს ეცოდინება ვისთანაც ხარ და არ ინერვიულებენ. -დამცინავი ღიმილი ავიკარი სახეზე მისი სიტყვების აგებისას.
-გგონია ვიღაც ბიჭთან ერთად სადღაც ჯანდაბაში მარტო დამტოვებს?
-როგორ თუ ვიღაცის? -იუკადრისა ჩემი სიტყვები. - იცი რა ისინი შენგან განსხვავებით შეეგუვნენ იმას, რომ მათი სიძე ვიქნები. როგორ გგონია რა სტატუსით ვიყავი გერმანიაში თქვენთან ერთად? -გულიანად გადაიხარხარა.
-რას...რას ნიშნავს სიძე? რაებს ბოდიალობ...შენ. -უაზროდ ამოვილუღლუღე რაღაც. „სიძე_ო“ ბუსუსებმა დამაყარა მთელ ტანში.
-გაჩუმდი და წყნეთამდე ხმა არ ამოიღო! -თვალები დამიბრიალა
-რისთვის მივდივართ მანდ? - სიმწრით გამოვცერი.
-შესაგუებლად - ჩაიცინა.

*10 თვის შემდეგ*
სარწეველა სკამზე ვიჯექი და ფეხები აივნის მოაჯირზე მქონდა შემოწყობილი. მოუთმენლად გადავფურცლე წიგნის ახალი გვერდი და ყურსუკან გადავიწიე თმა, რომელსაც ქარი მიფრიალებდა.
-ლიზიკოო ? -ჩემი გაწელილი ხმა მესმის ეზოდან. ჭიშკრისკენ ვიხედები და ეულად მომავალ ტყუპს ხელს ვუწევ.
-ეხ, ბოლომდე წაგართვა ხო მაკრინემ შენი მეორე ნახევარი მიშიკო ? -ხარხარით შევძახე.
- მე, რომ მაღადავებ აქ, შენი მეორე ნახევარი სადაა იცი? -დამცინავად შემომხედა და მაზოლზე დამაჭირა ფეხი.
-მაგას მოვუვლი მე! -ჩუმად ჩავიდღუდღუნე. -მეგონა შენ მეტყოდი სადაა.
-აბა მე რა ვიცი? - გვერდითა სავარძელში ჩაესვენა ის.
-ისე შენი ძმა და რძალი რით ვერ მორჩნენ თაფლობის თვეს, ჰა? -ჩავიფხუკუნე.
-თაფლობის თვე და ჯანდაბა მათ, მოკლედ საქალეთი შემძულდა!
-რატო კაცო?! -ღიმილით შევიცხადე.
-რაღა რატო ? ლანამ ლუკა წამართვა, მაკრინემ ვაჩე, მალე შენ და სანდრიკოც შეუღლდებით და მეე?! - საწყლად მიიდო გულზე ხელი.
-მოგიკვდი! -გადავიკისკისე.
-ნუცა სადღა? -ინტერესით მოავლო გარემოს თვალი.
-გუშინ წავიდნენ ეგ და ნიკა მარტვილში -ხელი ჩავიქნიე. -მშობლები მოენატრა ჩვენს ქალბატონს.
-ე, კაი რა! ვიფიქრე, ნიკასთან ერთად მაინც გავიგულავებდი საღამოს ბარში.
-ღმერთმანი, ქალები გამოილია ნიკასთან, რომ არ...
-გოგო შენ! -თვალები დამიბრიალა და სიტყვის დასრულება არ მაცადა.
-მართლა სადაა სანდრო ხო არ იცი? -დავსერიოზულდი. -გუშინდელის მერე არ შემხმიანებია, ლიანასაც ველაპარაკე და სახლში არ მოსულაო.
-შენი ლიანაა გოგო ეგ? -სახეზე შემოირტყა ხელი. -ლიანა დედა უნდა დაუძახო!
-ოჰ, რატო? -გავიცინე. -ჯერ მაინც არ ვარ მისი რძალი.
-ისე რამდენ ხანს უნდა ახვეწნინო სანდროს ჰა? ქეიფი მინდა ტოო!
-ქეიფი გაკლდა წელს? -გაკვირვებულმა შევხედე. -იქეთ შენი ძმა, აქეთ ჩემი ბიძაშვილი...
-ხო მართალი ხარ. -ჩაფიქრებულმა მითხრა.
-ისე ამ დილაადრიან როგორ ადექი შენ?
-ეხ რა ვიცი! -ხელი ჩაიქნია.
-ცოლი გინდა შეენ, ცოლიი!
-მომეცი და გამოგართმევ! -დამიბღვირა.
-კარგი წავედი მე, ალექსის ბინაში იქნებ იქ იყოს. -უღონოდ დავუშვი ხელები. -თან გასაღებიც მაქვს.
-კარგი ! -ორივე ერთდროულად წამოვდექით. -მე ეგერ ელენეს ბლინებს შევჭამ სამზარეულოში ასე მონდომებით, რომ აცხობს „ჩემთვის“ -ჩაიხითხითა.
თხუთმეტ წუთში ჩ ე მ ს ავტომობილში ვიჯექი და სწრაფად მივაქროლებდი, თან კი სანდროს მოკვლის სცენებს ვალაგებდი თავში. ნახევარ საათში კი უკვე მაღალი კორპუსის წინ ვიდექი. არ დამიყოვნებია შიგნით შესვლა. ლიფტით მეოთხე სართულზეც ავედი. ნაცნობი კარი, რომ დავლანდე გასაღები ამოვიღე ჯიბიდან და საკეტს მოვარგე. ორი გაჩხაკუნება და ჰოპ!
-სანდროო! - მონდომებით დავათვალიერე ცარიელი მისაღები. ავეჯი ჯერ არ ჰქონდა, აქ მხოლოდ ტელევიზორი და დივანი იდგა. საძინებელში საწოლი და კარადა. ჩამიჩუმი არ ისმოდა. მისი საძინებლისკენ ავიღე გეზი. ისიყო კარები შევხსენი, რომ ქვემოთ დაგდებულ, აქ არსებულ ერთადერთ ლარნაკს მოვკარი თვალი, თუმცა გამტყდარი არ იყო. ხელში ავიღე და ახლა უკვე თამამად შევხსენი კარი. ღიმილი სახეზე შემახმა, როცა თეთრ ზეწარში გახვეული ორი სხეული დავლანდე. მტკივან ადგილზე, _გულზე მოვიჭირე ხელი და ლარნაკს ვუშვი თითები. ისიც ხმაურით დაეცა იატაკზე და მშვიდად მძინარეებიც გააღვიძა. სანრომ მანჭვით წამოწია თავი და ჯერ მე შემომხედა გაკვირვებულმა, მერე კი მის გვერდით აწ უკვე გაღვიძებულ ქალს. გველნაკბენივით გახტა განზე და ლამის საწოლიდან გადმოვარდა.
-ლიზ, ეს...ჯანდაბა! მე -ჩახლეჩილი ხმით მოჰყვა ლუღლუღს და მატკლის ფერი დაედო სახეზე. ქალმა ჯერ მე შემავლო დამფრთხალი მზერა, მერე კი სანდროს. -ჩავიცინე და უსიტყოდ დავტოვე ოთახი. გაქცევას ვაპირებდი? არა! მისაღებში დივანზე ჩამოვჯექი და სახის დალაგებას შევეცადე. სანდროც გამოვიდა იქიდან შარვალის შეკვრით დაკავებული და აქ მჯდომი, რომ დამინახა თითქოს ტვირთი მოხსნესო მხრებიდან.
-ლიზ...პატარა გეფიცები ყველაფერი ისე არაა. -გვერდით მომიჯდა და აკანკალებული ხელი ჩამჭიდა. - შენს სიცოცხლეს გეფიცები, მისი სახელიც კი არ ვიცი...თანამშრომლებთან ერთად ვიყავი ბარში, დარეკვა მინდოდა, მაგრამ ტელეფონი დამჯდარი მქონდა. გალეშილი მთვრალი ვიყავი...არ ვიცი ეს...ჯანდაბა! -სიტყვა ოთახიდან გამოსულმა ქალმა შეაწყვეტინა, რომელსაც ჩვენსკენ არც გამოუხედავს ისე დატოვა ბინა. -გთხოვ თქვი რამე - ტუჩები უთრთოდა, თითქოს სიცივისგან და ჩაშავებული თვალებით მიყურებდა.
-კარგი. -უემოციოდ ვუპასუხე.-გასაგებია.
-რა ? -ნერვულად გაიცინა, შემდეგ კი დასერიოზულდა. -იცოდა არ მოგცემ უფლებას, ამ ერთი ღამის გასართობი გოგოს გამო ჩვენი ურთიერთობა დაანგრიო.
-შენ რა ასეთ მნიშვნელობას ანიჭებ მას? -არაფრისმთქმელი თვალებით შევხედე.
-რა ?
-როგორ ფიქრობ, რიგით კახ*ას მივცემ უფლებას ცხოვრება დამინგრიოს?
-ასე ნუ მიყურებ გეხვეწები!
-ჩადუნელო...-სახე ახლოს მივუტანე და ბოღმით სავსე მზერა გავუსწორე. -ამ ღამისთვის მთელი ცხოვრება მოგიწევს პასუხის გება! - სწრაფად წამოვვარდი დივნიდან და გასასვლელისკენ ავიღე გეზი. მისი „ლიზაა!“-სთვისკი ყურადღება არ მიმიქცევია.
-ნაბი*ვარი! -კბილებში გამოვცერი და მანქანა დავძარი მაღალი სიჩქარით. გზაში საერთოდ არაფერზე ვიფიქრობდი. უბრალოდ ნაზი მუსიკის დაღვრილ ჰანგებს ვისრუტავდი და ხმამაღლა ვსუნთქავდი. ასე მეგონა მალე ფილტვები გამისკდებოდა. სათბურის წინ გავჩერდი და უკვე მშვიდი სახით გადმოვედი მანქანიდან. შუადღემდე იქ დავრჩი, ყავავილების მოვლაში გართულს საერთოდ არ მიგვრძნია დროის გასვლა. აზუზუნებულ ტელეფონს კი ოსტატურად ვაიგნორებდი. მხოლოდ ერთხელ მივწერე სანდროს, რომ ცოტა ხანი დასვენება მჭირდებოდა და ასი მეტრის რადიუსშიც თუ მომიახლოვდებოდა თავბედს ვაწყევლინებდი. ბოლოს ელენეს ნომერი, რომ გამოჩნდა მანდ ვუპასუხე.
-ხო დე!
-სად ხარ ლიზა?
-სად და...-წამით ჩავფიქრდი, შეიძლება სანდრო ედგა ამ წუთას თავზე. დავიჯერო ისე ვერ მომაგნო, რომ დედაჩემთან არ მისულიყო? იქნებ უბრალოდ იმის გაგება უნდა როგორ ვარ? -სათბურში.
-ხო...სადილზე არ მოხვალ?
-არამგონია! -ჩაფიქრებულმა ვუპასუხე.
- დე არ იშიმშილო, თუ აქ არ მოხვალ იქ მაინც ჭამე.
-აბა რას ვიზამ. -უღიმღამოდ ვუპასუხე. -თუ სხვა არაფერი გინდა წავედი.
-კარგი ნახვადის. - ტელეფონი გავთიშე და სივრცეს გავუსწორე მზერა. აქ ჯდომას და დეპრესიაში ჩავარდნას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი. იქ იმ სანახაობამ გული მატკინა...ვიეჭვიანე ? არა არსდროს!ან როგორ გამეკეთებინა ეს ? სანდროს ვერასდროს დავწამებ იმას, რომ არ ვუყვარვარ ან პატივს არ მცემს. ის მამაკაცია...გუშინ ალკოჰოლით გაბრუებული მამაკაცი იყო, რომელსაც დამპალი სულის ქალი აეკიდა...ვამართლებ ? არა! მხოლოდ ვხსნი! ვცდილობ სწორად ვიმსჯელო და არა მხოლოდ გრძნობებზე დაყრდნობით. საცოდაობაა ღალატის ახსნა, თუმცა მე ამას ღალატს ვერ ვუწოდებ. ჰოო უცნაური ვარ! ჩემთვის სიტყვა „ღალატს“ სხვა მნიშვნელობა აქვს, სულ სხვა! ეს ეჭვიანობა არ იყო, უბრალოდ საყვარელი კაცი ვიღაც ქალთან, რომ ერთობოდა, როცა მე ვნერვიულობდი გული მატკინა და ბოღმისგან დამახრჩო. მარცხენა ხელზე გაკეთებული მიწისგან დასვრილი ხელთათმანი მოვიძვრე და სათბურიც დავტოვე, ისეთმა იდეამ დამარტყა თავში.
-ქალბატონო ლიანა, როგორ ხართ? - ეშმაკურად ჩავიცინე და სადედამთილოს მივესალმე ტელეფონიდა, თან კი მანქანა დავქოქე.
-ლიზა შვილო შენ ხარ ? -ბედნიერი ხმით მიპასუხა. -ხომ გითხარი ქალბატონოს ნუ მეძახი! მე კარგად ვარ შენ ?
-მეეც. -სიმწრის ღიმილმა გამიპო ბაგე. -ალექსი სახლშია? ვერ ვუკავშირდები და...
-უი არა შვილო, აქ არ არის. რამე ხომ არ ხდება?
-არა არაფერი, ალბათ დამჯდარი აქვს ტელეფონი. -სახეზე არც კი ვწითლდებოდი ისე ვატყუებდი ქალს. -კარგით ახლა დაგემშვიდობებით.
-საღამოს შემომიარე კარგი დედი ?
-კარგი საღამომდე. -ტელეფონი გავთიშე და გზისკენ ვკონცერტრირდი. სიხარულისგან მბერავდა ჩემი გადაწყვეტილება. „მორჩა სანდრო, შენი პარპაში“! მოულოდნელად სახლიდან გამოსული ფორმიანი ნაცნობი დავლანდე და ჯერ შევანელე მანქანა, შემდეგ კი საერთოდ გავაჩერე და გადმოვდი.
-რეზიი? - კლასელი ჩემსკენ მობრუნდა და ღიმილით მომიახლოვდა.
-ლიზა, როგორ გიკითხო? -მხარზე დამკრა ხელი.
-კარგად რეზიკო, შენ?
-მეც ვარ რა, მომკლა ამ ზაფხულის სიცხეებმა. -გაიცინა. მე კი მის ქამარზე ჩამოკიდებლ ხელბორკილებზე გამიშეშდა მზერა. „ზაფხული“ მონუსხულივით იმეორებდა გონება მის ამ სიტყვას. რა იქნება ეს ზაფხულიც, რომ ავავსო "გიჟური დღეებით", როგორც წინა? -ჰეი, კარგად ხარ? -ხელები ამიფრიალა თვალწინ.
-ერთ თხოვნას შემისრულებ ? -ჭინკებათამაშებული თვალებით შევხედე.
-ეს მზერა რაღაც არ მომწონს. -გადაიხარხარა.-სკოლაში ასე, რომ იყურებოდი დღე ქაოსით მთავრდებოდა.
-გთხოვ! -ყელზე მივიჭირე ხელი და სასაცილოდ დავბრიცე ტუჩები.
-კარგი, კარგი რა გინდა? -ღიმილით დამიქნია თავი.
-ეს ხელბორკილები მოიხსენი ერთი წამი! -გაკვირვებულმა გააკეთა რაც ვუთხარი. -გასაღები სად გაქ ამის?
-აქ. -დაბნეულმა ამოიღო გულის ჯიბიდან პაწია გასაღები.
-მათხოვებ ცოტა ხნით ამათ? -შეპარვით ვუთხარი.
-გაგიჟდი? -თვალები დაქაჩა. -რად გინდა?
-გთხოვ! მალე დაგიბრუნებ მართლა - დამაჯერებელი მზერა ვესროლე.
-შემეშვი რა, პრობლემები არ ამკიდო შენი ჭირიმე. -სიცილით აიქნია ხელი და წასვლა დააპირა.
-მოიცა! -ხელზე დავქაჩე და თვალისდახამხამებაში ავართვი ხელბორკილიც და მისი გასაღებიც. -მალე დაგიბრუნებ! -უკვე დაძრული მანქანიდან გადავძახე კისკისით და გაზს დავაწექი.
-ახლა მიშოს დავურეკოთ. -ჩემს თავს ვუთხარი და ტელეფონში მისი ნომერი მოვიძიე. რამდენიმე ზარის შემდეგ იკადრა ვაჟბატონმა აღება.
-მშვიდობაა ლიზიკო?
-კი! ალექსი შენთან ხო არაა? -პირდაპირ საქმეზე გადავედი.
-არა რატო, ვერ ნახე?
-არა, კარგად! -სწრაფად გავუთიშე. -ბინაში მივაკითხავ, ალბათ იქაა ისევ.
***********
რამდენჯერმე ძლიერად დავაბრახუნე კარებზე და სანდროს ჩაწყვეტილი ხმით დაძახებული „მოვდივარ“-იც გავიგე. თმა აბურძგნულმა და სასმლის ბოთლით შეიარაღებულმა გამიღო კარი და თვალები ჭყიტა მე, რომ დამინახა. ახლა ისეთი საყვარელი იყო, ცოტა ხნის წინ გაჩენილი დარტყმის სურვილიც კი ლამის გამიქრა.
-ლიზ...-სიტყვის თქმა აღარ ვაცადე ისე მოვუქნიე ძლიერად შეკრული მუშტი. ღონე მქონდა_შენ გენაცვალე! ინერციით ოდნავ გადავარდა უკან და სისხლი წასკდა ცხვირიდან.
-ეს უნდა გამეკეთებინა. -ჩავიცინე და მშვიდად ვუთხარი.
-ლიზ გთხოვ... -ჩემსკენ წამოვიდა ჩასახუტებლად, მაგრამ ხელის აწევით გავაჩერე. უკან დამალული ხელბორკილებიც გამოვაჩინე.
-თქვენ დაპატიმრებული ხართ მოქალაქე ლიზა ხარხიანის პირადი საკუთრების_გულის მოპარვასა და საბოლოოდ მითვისებისთვის, ყველაფერს რასაც ახლა იტყვით, პირველ ღამეს შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენს წინააღმდეგ! -მკაცრი ხმით ვთქვი და მოუხერხებლად მოვარგე ბორკილები. ჩემი საქციელისგან გაოგნებულმა დ პირდაღებულმა ვერაფერი მითხრა. -გამოადგი ფეხი! -ვუჯიკე და სადარბაზოსთან დავაყუდე. - კარებს დავკეტავ. -გასაღები ამოვაძვრინე და ბინაც ჩავრაზე. -წავედით! -მანქანამდე ისე მოვიყვანე, რომ ხმა აღარ ამოგვიღია, არც ერთს. უკანა სავარძელზე დავსვი, მე კი მძღოლის ადგილი დავიკავე.
-შენ...მოიცა რას აკეთებ? -ლამის გადმოკარკლა თვალები.
-პირობას ვასრულებ! -ალმაცერად გავხედე. -ხომ გითხარი იმ ღამისთვის მთელი ცხოვრება მოგიწევს პასუხის გება_მეთქი?
-რა...ვერ გავიგე, მომხსენი ეს ბორკილები!
-გაჩერდი მანდ! -თვალები დავუბრიალე და მანქანა დავქოქე. -რა ვერ გაიგე?
-რას აკეთებ ეგ!
-გიტაცებ! - დარწმუნებუმა ვთქვი და სარკეში მის ისევ იმ დგომარეობაში დარჩენილ თვალებს მობეზრებულად გადავხედე. -სხვა სიტყვებით, რომ გითხრა „ქმარი მომყავს“!




*******
"დასასრული" -გაგიკვირდათ ხომ, როცა ეს სიტყვა დაინახეთ?
არადა ჯერ კიდევ დილით რა გეგმები მქონდა არც კი იცით! შუადღეს გამომიცხადეს, რომ ნოუთბუქი მიჰქონდა ჩემს დას თავისთან და მანდ მთელი სცენარი ჩამომენგრა თავზე. ერთი თავით მომიწია დასრულება და იმდენი რამე დამრჩაა... იმედია ძალიან ბანძი არ გამოვიდა და ძალიან არ გაფუჭდა ისტორია!
ახლა რა მინდა გითხრათ უშუალოდ თქვენ!
ძალიან ადრე მომიწია დამშვიდობება...რამდენს ნიშნავთ ჩემთვის და როგორ მომენატრებით ვერცერთი ვერ წარმოდგენთ! თითოეული თვქვენგანი !
ჩემი პირველი მითხველიი
რამდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ წინადადებებს ვერ ვაბამბ თავს.
არ ვიცი მომავალში რას დავწერ და კიდევ შეემატება თუ არა ჩემს ისტორიებს მკითხველი, მაგრამ თქვენ რომ ყოველთვის გამორჩეულები იქნებით ჩემთვის ამას წყალი არ გაუა.
ამ გზა აბნეულ "ღლაპს" რომ მედექით გვერდში და "ახირების" შესრულებაში მეხმარებოდით უზომო მადლობა.
ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი სიტყვები და ემოციები მაჩუქეთ მე თქვენ!
დიდი სითბო მოდიოდა ყოველთვის თქვენგან...
ძალიან გამიგრძელდა? კიდევ ბევრის თქმა მინდა, მაგრამ სანამ გაგაქცევთ ჯობია გავჩერდე.
შეიძლება ახალი წლისთვის დავარედაქტირო ეს ისტორია, სრულად დავდო და ყველაფერი ჩავამატო რისი დაწერაც ვეღარ მოვასწარი.
მადლობა
მიყვარხართ
და
მომენატრებით!



№1 სტუმარი სტუმარი ქიტო

დასასრულიოოო ვაიმეეეეე წავედი წავიკითხეეეეეე ასე ადრე არ ველოდიიი

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი ქიტო
დასასრულიოოო ვაიმეეეეე წავედი წავიკითხეეეეეე ასე ადრე არ ველოდიიი


მოუთმენლად გელი heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

ეეხ ბელუშკი მართლაც რომ არ მოუხდა ეს დასასრული მაგრამ ბანალურიც არ გამოსულა ალექსისგან გამიკვირდა და ლიზასგან ვაბშე არა ის ხომ ჩვენნაირი გიჟიაა მეც მომენატრები

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი მარიკო
ეეხ ბელუშკი მართლაც რომ არ მოუხდა ეს დასასრული მაგრამ ბანალურიც არ გამოსულა ალექსისგან გამიკვირდა და ლიზასგან ვაბშე არა ის ხომ ჩვენნაირი გიჟიაა მეც მომენატრები



მარიკოო!
თბილო და ტკბილო heart_eyes
ვწუხვარ ასე რომ გაგიცრუე იმედი :( არ დასრულებას ისევ ეს მერჩივნა.
გამიჭირდა ერთ თავში ასე მიფაჩუჩება.
უზომო მადლობა შენ რომ ამდენი ხანი მომყვები <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

მართლა არ ველოდი დასასრულს???? მაგრამ მესმის რომ გულის ტკენა არ გინდოდა ჩვენთვის. თორე სანდროს რომ ასე უცებ არ აპატიებდი ვიცი. ახლა დაველოდები განახლებულ ვერსიას ახალი წლიდან დქ ხშირად შევამოწმებ. მომენატრები ჩემო კარგო და იმედს ვიტოვებ უფრო ადრე დაგვიბრუნდ3ბი????????????

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი ნათია
მართლა არ ველოდი დასასრულს???? მაგრამ მესმის რომ გულის ტკენა არ გინდოდა ჩვენთვის. თორე სანდროს რომ ასე უცებ არ აპატიებდი ვიცი. ახლა დაველოდები განახლებულ ვერსიას ახალი წლიდან დქ ხშირად შევამოწმებ. მომენატრები ჩემო კარგო და იმედს ვიტოვებ უფრო ადრე დაგვიბრუნდ3ბი????????????



განახლებული ვერსიაზე მხოლოდ ვარაუდი გითხარით ნათი disappointed
არ მინდა რამეს დაგპირდეთ რადგან ზუსტად არ ვიცი.
ძალიან დიდი მადლობა შენ ყოველი შეფასებისა და ტკბილი სიტყვებისთვის <3

 


№7 სტუმარი cota boroti

isev pirshi shematove sityva iseeev dasasrulio rom davinaxe davinaxe davinaxe ukve dalagebuli mqonda landzgvis mteli poema tavshi da mere bolos Rom wilitxe kompiuteri miaqvto...
ara xo chadga axla shenma dam fexi chem codvashi a??
sashinlad damwyda guli arada azartshi axla shediodaa..:((
ra vqna axla shediodaa me sandikos gareshee ??:(((<3<3<3
movkvdebi es axalgazrda sanaqebo gogo verc gavdzleb DDD
madloba am istoriisvis belu rom icode ramdeni bednieri wuti machuqe am mxiaruli ambebit <3<3<3
aba male dabrunebas gisurveb <3<3<3

 


№8 სტუმარი სტუმარი anuchki

At mindoda rom ase male damtavrebuliyo dzaan kargi istoria iyo rac me amaze vicine gmertma icis dzalian momwonda.rac amas velodi yoveldge,imedia male moxval axali istoriebitt.miyvarxar shen da sheni istoria

 


№9 სტუმარი Belu sherozia

cota boroto chemma dam marto shens ki ara chems codvashic chadga fexi.
Dzalian didi madloba yvelafristvis , yvela shefasebistvis ????????????
Ho da kidev bodishi aseti shewyvetistvis.

anushki didi madloba yvela shefasebistvis. Dzalian tbili adamiani xar.
Imedi maqvs odesme kidev movaxerxeb shens gagimebas .

 


№10 სტუმარი სტუმარი ანი

არ უნდა დაგემთავრებინა... ზედმეტად მიფუჩეჩებულია :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent