შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (8 თავი)

24-09-2018, 16:19
ავტორი naattii
ნანახია 3 017

გამწარებული სახით ურტყამდა კრუგებს თორნიკე ბარის შესასვლელს, ხალხს სერიოზულად აშინებდა და არც ადარდებდა, მხოლოდ გაიანეზე ფიქრობდა, მერე მის კოცნაზე, მერე მისი ტუჩების გემოზე, მერე მის შემოპასუხებაზე და ლამის იყო დოღის ცხენივით დაეწყო ფრუტუნი. უცებ ამოუტივტივდა ის გრძნობა რბოლის დროს ადრენალინმა რომ მოუტანა და მაშინვე მიხვდა რაც ჭირდებოდა. იქნებოდა მანქანაში იგივე რაც მოტოზე? ახლავე გაიგებდა.
ცხოვრებაში პირველად მიაჭირა გაზს ფეხი ბოლომდე და აღარც უყურებდა რა სიჩქარეს ანვითარებდა მანქანა, გარეუბნის გზაზე გადავიდა და უკვე ცარიელ ტრასაზე მიაქროლებდა თავის რაშს. ფანჯრები ბოლომდე ჩამოეწია და სიმღერაც ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული. მართალია ბოლომდე ისეთი გრძნობა არ იყო როგორც მოტოზე, მაგრამ არაობასაც ჯობდა. ღიმილი ცდებოდა ტუჩის კუთხეებში და ერთი შეყვირა კიდევაც ფრენის დროს. აი რას ქვიოდა ცხოვრება. ამ შეგრძნებისთვის ღირდა მარტო გამოღვიძება.
წამში ჩამოერეცხა ბედნიერი ღიმილი განოს ნათქვამი რომ გაახსენდა, ნეტავ რაზე საუბრობდა რა აქვს გასაკეთებელი? მარტო, ამ პატარა, დალეულმა გოგომ რა უნდა შეძლოს? კი თამაშობს მაგარი გოგოს როლს, მაგრამ წაკითხული აქვს სწორედ ასეთი ადამიანები რომ არიან ყველაზე სათუთები. რა შეიძლება გააკეთოს? ასე ჯიუტად რომ ეუბნება დაახლოებაზე უარს რაიმე გზა ხომ უნდა მოიძებნებოდეს?
ჯანდაბა, აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა? ზოგჯერ რა იდიოტურად ნელა უმოქმედებს ტვინიი? და რატომღაც ყოველთვის ყველაზე გადამწყვეტ დროს. გაჩერებული მანქანიდან გადმოხტა და ტელეფონი მოიმარჯვა, ახლა რატის მეტი ვერავინ დაეხმარებოდა.
-ცუდ დროს მირეკავ ძმა რა_მალევე გაისმა ტელეფონში რატის ბუზღუნი.
-ოჰ, რაო რომეო ახალი სტატუსით ტკბობა კიდევ ვერ დაამთავრე?
-ვაახ, შენ დაჟე აღადავდი? საღოლ განოს.
-რატი_ხმა დაუსერიოზულდა თორნიკეს და რატიმაც მიბაძა.
-მშვიდობაა?
-უნდა დამეხმარო_წამით თორნიკემაც ვერ იცნო საკუთარი ხმა.
რამდენიმე წუთში გაცხარებით უხსნიდა თორნიკე ძმას სიტუაციას და ისიც გაღიმებული უქნევდა თავს. უკვე ქონდა ბიჭს გეგმა სახელწოდებით ‘’როგორ მოვინადიროთ აიზბერგის გული.’’

სახლში უჩუმრად შეიპარნენ, ორივემ თავიანთ ოთახებს მიაშურა და დაღლილებს მალევე ჩაეძინათ, დილით ბევრი საქმე ქონდათ.

მათდა გასაკვირად, მალე გათენდა, თორნიკე ჩვეულებრივ სამსახურში წავიდა, არც იმ დღით გაუვლია თამარისთვის და კარის ჯახუნზე უკვე იცოდა ვინც შემოუვარდა. სანამ ქალი წიკვინს დაიწყებდა, ბიჭმა დაასწრო.
-თამარ სალაპარაკო გვაქვს.
-დიახაც გვაქვს, შენი საქციელი უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება.
-აქ გირჩევნია თუ სადმე წავიდეთ?
-გავიდეთ.
მთელი გზა არცერთს ამოუღია ხმა, თორნიკე აღარც იხედებოდა მის მხარეს, აი თამარი კი ცუდის მოლოდინში ადგილზე ვერ ჩერდებოდა, სკამზე წრიალებდა და ნერვიულობისგან ლამის ხელებს იმტვრევდა. ერთ-ერთ მყუდრო კაფესთან შეაჩერა თორნიკემ და ოფიციანტს კუპე თხოვა, რომ არავინ შევაწუხოთო.
-თორნიკე, ასეთი არ მახსოვხარ, რამე მოხდა?_იკადრა ბიჭის შეხება და ხელზე ხელი დაადო, ამჯერად თორნიკემ გამოსწია უკან ცივად მკლავი და სკამს მიეყრდნო.
-თამარ ქორწილი არ იქნება_სიმტკიცე ჩანდა ბიჭის ხმაში.
-რატომ? გადადება გინდა?
-არა თამარ, საერთოდ არ იქნება, მინდა რომ დავშორდეთ.
-გაგიჟდი? ამის უფლებას არც მე მოგცემ და არც ლიანა_ხელის აქნევით ჩაიცინა ქალმა.
-თამარ, ეს ჩემი ცხოვრებაა, აქამდე ჩვენი იყო, ან უნდა ყოფილიყო და შენ არ გესმოდა, დედაჩემი ვერ გადამიწყვიტავს ვისთან მინდა მთელი ცხოვრების გატარება.
-რას ამბობ თორნიკე?_ახლა კი წამოიწია წინ ქალი და თვალები გაუფართოვდა, მიხვდა ეს საპირველ აპრილო ხუმრობა არ იქნებოდა.
-იმას, რომ აქამდე მეძინა, ახლა კი ბევრ რაღაცას შევხედე მეორე მხრიდან, ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს, არც არასდროს გვყვარებია, უბრალოდ თავს წყნარად, მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდით, სულ ეს იყო, ახლა უკვე ვიცი სიყვარული რასაც ქვია და ვერც კი შეედრება ჩვენს ვითომ გრძნობას.
-წარმოგიდგენია მაინც რას ბოდავ? ერთ თვეში ვქორწინდებით, ხალხს რას ეტყვი?
-აი შენი მთავარი პრობლემაც, პირველ რიგში ის გაინტერესებს ხალხი რას იტყვის, ის კი არ მითხარი ასე გულს როგორ მტკენ და როგორ მტოვებო, იმას დარდობ დაქალებს და სანათესაოს როგორ აუხსნი ამას, თამარ ცოტა დაფიქრდი, ჩემი მოკარებაც არ გსიამოვნებს, 7 წელია ერთად ვართ და ორჯერ გვექნება ნაკოცნი, ხელსაც კი არ ვკიდებდით ერთმანეთს, 80 წლის ბებრებივით ვივახშმებდით რესტორანში და სახლში მივდიოდით, იმის წარმოდგენაც არ მინდა როგორც ცოლ-ქმარი როგორ ვიქნებოდით, საერთოდ მომიწვებოდი გვერდით?
-ეს ყველაფერი რატის ბრალია არა? მისი ხრიკებია, მან აგირია გონება.
-რატის არც კი შეეხო, არ გაბედო და არ ახსენო, რატის ბრალი არაა თუ იდიოტი ბრმა ვიყავი. მე აქ დავასრულე საუბარი.
-ამას ასე არ დავტოვებ თორნიკე, არავის აქვს უფლება ასე მიმატოვოს.
-სამაგიეროდ შენ თავიდანვე მიტოვებული გყავდი.
-ვერ დამშორდები_ხელი მაგიდას დაარტყა ქალმა და ტკივილი არ შეიმჩნია.
-უკვე დაგშორდი, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ, ოფიციანტს ვეტყვი ტაქსი გამოგიძახოს_მოჩვენებითი სიმშვიდით დატოვა კუპე თორნიკემ და მანქანისკენ წავიდა. სავარძელს მიწოლილმა ერთი ღრმად ამოისუნთქა და გაეღიმა,ახლა უკვე ოფიციალურად თავისუფალია. მაშინვე აკრიბა ნაცნობი ყვავილების მაღაზიის ნომერი და ახლა უკვე განსხვავებულ მისამართზე შეუკვეთა დიდი თაიგული. მალევე დაქოქა მანქანა,ჯერ დღის პირველი საათი იყო, მას კი უამრავი საქმე ჰქონდა წინ.

-ბიძია, მოდი ერთად ვისაუზმოთ_წყლის დუღილში ხმამაღლა დაიძახა განომ კაცისთვის რომ მიეწვდინა ხმა.
-მადლობა ჩემო გოგო, როგორ წუხდები.
-კარგი რა ბიძი, შენს ამაგს ვერასდროს გადავიხდი, ეს კი უბრალოდ საუზმეა.
-ღმერთო როგორ გავხარ მარიამს_თვალები აუწყლიანდა კაცს.
-გარეგნობით ბიძია?_წამში მიუცუცქდა დედის სახელი რომ გაიგონა.
-არა, გარეგნობით სულ მამაშენი ხარ, მაგრამ ხასიათებით მთლიანად ჩემი და, ხანდახან მარიამი მგონიხარ, ჩემ თავს ვერასდროს ვაპატიებ მის მიტოვებას_თავი გადააქნია კაცმა და ამოიოხრა.
-შენ არ იცოდი ბიძია_მალევე მოიღუშა გოგოც და მხოლოდ მაშინ წამოდგა ჩაინიკმა რომ დაყვირა.
-არ უნდა დამეჯერებინა მამაჩემისთვის, და ქონების გამო არ უნდა გამეწირა, იქნებ გადამერჩინა კიდეც.
-მამამ თუ ვერ მოახერხა ვერც შენ შეძლებდი, აღარ გვინდა ამაზე, მოდი ვისაუზმოთ_ხმა გაბზარულმა დაამთავრა განომ და ცხელი წყალი ჭიქებში გადაანაწილა. შემდეგ რაღაც გაახსენდა და სხვათაშორის გამოხედა ბიძას.
-ისე ოდესმე დედას თუ უთქვამს ტყუპისცალი ხომ არ მყოლია? იქნებ ძმა მყავდა.
-არ ვიცი საყვარელო, ხომ იცი სანამ შენზე არ შემატყობინეს მასთან კავშირი არ მქონდა, ისიც არ ვიცოდი შვილი თუ ყავდა, მამაშენის გაქრობის შემდეგ კი მხოლოდ შენ დამხვდი და უკრაინაში წაგიყვანე და გვარი შევიცვალეთ. რატომ მეკითხები? რამე ხომ არ გაიგე?
-არა არა, ეს ისე, უცებ მომაფიქრდა_ხელი აიქნია გოგომ და ჩუმად განაგრძო საუზმობა.

ახალი დასრულებული ქონდა თორნიკეს კერძო დეტექტივთან საუბარი დერეფნიდან ხმამაღალი ხმები რომ შემოესმა, მისი მდივანი ვიღაცას გაცხარებით უხსნიდა რაღაცას და მაღალ ხმას არც ის აკლებდა. ბოლოს მისი კაბინეტის კარები ფართოდ გაიღო და ყვავილების დიდ თაიგულს მოკრა თვალი თორნიკემ, რომელიც გაწითლებულ განოს ეკავა ხელში, უკან კი რატი მოყვებოდა, რომელსაც ისეთი სახე ქონდა გეგონებოდათ ვერ გადაეწყვიტა გულის წასვლამდე ეცინა თუ თორნიკეს გამო დამწუხრებულიყო.
-შენ ცოტას ხო არ უბერავ? ცოტას კი არა საერთოდ სრულ ჭკუაზე თუ ხარ? რა ყვავილები ბიჭო, რა ყვავილები._ წითელ ნაჭერ აფრიალებული ხარივით ბდღვინავდა გოგო და თვალები ისე გაფართოებოდა გეგონებოდა სადაცაა გადმოუცვივდებაო. ხმის ამოღებაც არ დააცადა ბიჭს ისე მიუახლოვდა და ყუთში ლამაზად ჩაწყობილი ყვავილები ასევე ლამაზად ჩამოამფხო თავზე გაოგნებულს. ხელები დიდი საქმე მოლეულივით დაიფერთხა და კაბინეტი დემონსტრაციულად დატოვა.
აი აქ კი გადაწყვიტა რატიმ რა რეაქციაც უნდა ქონოდა და მართლა ლამის შეწუხებამდე იცინა. ბოლოს ისევ იმ მდგომარეობაში მყოფ ძმას მიუახლოვდა, რომელიც არც კი განძრეულა და ყუთის მოშორებას შეეცადა, ფხუკუნით ააძრო გაყინულ ძმას ტანზე დაკრული ყვავილები და ისევ ყუთში მიუჩინა ადგილი.
-ამ, აი აქ ერთი ლილია ამოგზრდია, უი კესანეებიც ყოფილა წელიწადის ამ დროს_კომენტარებს არ აკლებდა ყვავილების მოცილებისას და ვერც ფხუკუნის იკავებდა.
-ძმობას გაფიცებ რაზე ფიქრობდი გაიანეს რომ ყვავილებს უგზავნიდი_ხუთ წუთინი სიმშვიდის შემდეგ თავიდან გასკდა რატი და კვლავ გაყინულ ძმას გახედა.
-რატომ უშვებიან ყუთში ჩაწყობილ ყვვილებს ამდენ წყალს? ტრუსიც კი სველი მაქვს_სრულიად შეუფერებელი კომენტარი წამოისროლა თორნიკემ და რატიმ სიცილის მესამე რაუნდი დაეწყო.

-გისმენთ?_შეკითხვის ფორმით უპასუხა განომ უცხო ნომერს.
-გაიანე გამარჯობა, დაჩი თაბაგარი ვარ მეორე განყოფილებიდან.
-რამე ახალია?
-ახალია განო ახალი, გამოიარე რომ მოიცლი.
-ახლავე მოვდივარ.
აჩქარებული გულით შეაღო განყოფილების კარი გოგომ და მაშინვე დაჩის კაბინეტისკენ წავიდა.
-გამარჯობა დაჩი, შეიძლება?
-მოდი მოდი, ასე უცებაც არ გელოდი_გაღიმება სცადა კაცმა.
-რადგან რამე ახალია რას დავეძებდი რამეს?
-კარგი, დაჯექი, მოკლედ, გახსოვს რამდენიმე თვის წინ მამაშენის გარდაცვალების ცნობა რომ მომიტანე? ნუ ჩვენი აპარატურის გადამკიდე ცოტა დიდი დრო დაჭირდა, თანაც პირველადი პასუხი რომ მოვიდა გადასამოწმებლად გავუშვი, ერთი სიტყვის ის მოწმობა ყალბია.
-მოიცა, მოიცა,ანუ რა გამოდის?
-მამაშენი ცოცხალია გაიანე და ვიღაცა საკმაოდ გაისარჯა ეს რომ დაემალა.

დაბნეული მიმოდიოდა გაიანე სახლში და კაცმა არ იცის მერამდენე კრუგს ურტყამდა ოთახს, ამას არ ელოდა, ეს ვერ წარმოედგინა, ნუთუ უნდა ქონოდა იმის იმედი, რომ მამას იპოვიდა? დაჩიმ დანარჩენი მე მომანდეო და გამოუშვა, მაგრამ ასე უსაქმოდ ვერ დაჯდებოდა, ამჯერად დახმარება ჭირდებოდა, ამდენს უკვე მარტო ვეღარ გააკეთებდა. იქნებ არც იყო მარტო? იქნებ... არაა, ამის იმედიც კი ვერ ექნება, ასე ხომ არხდება? მაგრამ, იქნებ..... ჯანდაბას, რაც იქნებოდა იქნებოდა, უნდა ეცადა, იქნებ სიმართლე აღმოჩენილიყო. თხელი მოსაცმლით ხელში დატოვა სახლი და ნაცნობ გზას დაადგა.

როგორც ყოველთვის ბარი სავსე დახვდა და მაშინვე ცხვირი აიბზუა, სინამდვილეში სულაც არ მოწონდა ყოველ დღე ერთი და იმავე ხმაურის მოსმენა, მაგრამ საჭირო იყო. ძლივს მიაღწია დახლამდე და ავტომატურად გაეღიმა რატის დანახვაზე.
-აუუუ, აი იმენა შოკი ხარ გეფიცებიიი_ტაშით შეხვდა ბიჭი -იცი რამდენი მაცინე დღეეს? აი 20 წლის სიცოცხლე მაქ მომატებული.
-რაზე ფიქრობდა მაინც არ მესმის, რომელი მეყვავილე მე მნახა, ან იმხელა თაიგული სად ტრ**ში წამეღო_ისევ ცხვირი აიბზუა გოგომ -ერთი შენ ვისკი მომე ერთი ყლუპი, სერიოზული საქმე მაქვს.
-რა ხდება?_სასმელი გამოასრიალა რატიმ.
-გახსოვს რომ მკითხე 23 აპრილს ხომ არ იცნობ ვინმეს დაბადებულსო.
-კი როგორ არა, რა დამავიწყებს. დღეს ორ საათში თორნიკემ 30 მასეთი კანდიდატის დოსიე მაჩვენა, კერძო დეტექტივი ყავს აყვანილი_თბილად გაეცინა ბიჭს.
-მეც ვიცი ერთი მასეთი და დიდი ეჭვი მაქვს ისაა ვისაც ეძებ._ერთ ყლუპად გადაკრა სასმელი გოგომ და ლამის დაიშალა დაჭყანულს ისე აეწვა მთელი ორგანიზმი.
-სერიოზულად? ვინაა განო?_ხელები გაუშეშდა წამში დასერიოზულებულ რატის.
-მე....

№1  offline წევრი ნორმი

პირდაპირ და ლაკონურ ადამიანებზე ხო ვაბოდებ რაა.განოზე ვგიჟდებიი,შენ წერის სტილზე ხო საერთოდ ვაბოდებ.ძალიან მაგრად განვითარდა მოვლენები და ველი შემდეგ თავს.
--------------------
მორფეოსი

№2  offline მოდერი naattii

Farvana
პირდაპირ და ლაკონურ ადამიანებზე ხო ვაბოდებ რაა.განოზე ვგიჟდებიი,შენ წერის სტილზე ხო საერთოდ ვაბოდებ.ძალიან მაგრად განვითარდა მოვლენები და ველი შემდეგ თავს.

დიდი მადლობა, სტიმულია თქვენი კომენტარები და იმედია ერთადერთი არ იქნები ვინც ამ გადაწყვეტილების გამო ბრაზილია ხომ არ არისო არ დამაბრალებს. ბოლომდე ვენდე საკუთარ თავს და ისე დავწერე როგორც ჩაფიქრებული მქონდა. მადლობა რომ მომყვები ❤️

№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

ჰოპააა ვაიმეე თაიგულზე მეც ბევრი ვიცინე

№4 სტუმარი სტუმარი ნათია

კაი რა ნათი რა დროს შეწყვეტა იყოოო. სერიალებს ამის გამო არ ვუყურებ და ახლა შენ გინდა შემიწირო????. ისიც არ ვიცი რა გითხხრა,ვიცინე თავზე რომ დაამხო ყვავილები გადარეულმა ???? რა გიჟია ???? და ეხლა ის რომ ტყუპები არიან ეჭვი აღარაა. მაგრამ მამა ვინ იქნება ან რატომ გაითამაშა სიკვდილი საინტერესოა. ნუ მოკლედ მაგიჟებ????

პირველმა რომ წავიკითხე მიხარიაააა????

უი არ ვყოფილვარ პირველიიიი????

№5  offline აქტიური მკითხველი grafo

კრუგი-წრე!
ჩაინიკი-ჩაიდანი!
მიაქციე ხოლმე ყურადღება რაა!
აუუ, ეს თორნიკესნაირი ჩვარუკა კაცები როგორ მეზიზღებიან რაა.
მამალი ქალები ხომ საერთოდ.
როგორ მომწონს მთავარ საქმეს რომ არ წელავ ხოლმე და მალევე ხდი ფარდას.
ნუ, ოუნქტუალურობა ხომ შესაშური გაქვს და გაქვს.

№6  offline მოდერი naattii

სტუმარი მარიკო
ჰოპააა ვაიმეე თაიგულზე მეც ბევრი ვიცინე

❤️❤️❤️

სტუმარი ნათია
კაი რა ნათი რა დროს შეწყვეტა იყოოო. სერიალებს ამის გამო არ ვუყურებ და ახლა შენ გინდა შემიწირო????. ისიც არ ვიცი რა გითხხრა,ვიცინე თავზე რომ დაამხო ყვავილები გადარეულმა ???? რა გიჟია ???? და ეხლა ის რომ ტყუპები არიან ეჭვი აღარაა. მაგრამ მამა ვინ იქნება ან რატომ გაითამაშა სიკვდილი საინტერესოა. ნუ მოკლედ მაგიჟებ????

პირველმა რომ წავიკითხე მიხარიაააა????

უი არ ვყოფილვარ პირველიიიი????

ვეცდები ბოლომდე გავიყოლო ასეთი ინტერესი..

grafo
კრუგი-წრე!
ჩაინიკი-ჩაიდანი!
მიაქციე ხოლმე ყურადღება რაა!
აუუ, ეს თორნიკესნაირი ჩვარუკა კაცები როგორ მეზიზღებიან რაა.
მამალი ქალები ხომ საერთოდ.
როგორ მომწონს მთავარ საქმეს რომ არ წელავ ხოლმე და მალევე ხდი ფარდას.
ნუ, ოუნქტუალურობა ხომ შესაშური გაქვს და გაქვს.

მადლობა, აუცილებლად გამოვასწორებ ❤️ ამ თავში რატო იყო თოკაჩო ჩვარიი? :( გული დამწყდა :D

№7  offline აქტიური მკითხველი grafo

აუ, ნათია ახლა წყობილებიდან არ გამომიყვანო :D.
არ მომწონს ეს თორნიკე ნაცემი ძაღლივით საცოდავად რომ გამოიყურება განოსთან და რა ვქნა?! ფირმაში ამხელა თაიგულს თავზე რომ ჩამოგამხობენ კაცს, ტრუსიკის, არა საცვალის სისველეზე მეტად სხვა რამეზე ხო უნდა იფიქრო არა?! ძალიან დაჩაგრულად გამოგყავს თორნიკე. თითქოს მისი წინა ცხოვრება იმდენად მკვდარი და სამარცხვინო იყოს, რომ ახლა ამ ყველაფერს იმსახურებს. თვითონ ბიჭა ჰგონია რომ ეს მოსული პონტია. აი, განომ ხომ ყვავილები დააპუტა თავზე და ე.ი. მაგარი გოგოა. ის რომ, შეურაცხყოფა მიაყენეს მაგაზე ვერ ფიქრობს.

№8  offline მოდერი naattii

აჰ მეთქი სხვა რამ შეამჩნია ან გამომრჩა რამეთქო. ეგ ბევრი არაფერი, სიამოვნებით ვნახავდი შენს სახეს მომდევნო თავების კითხვისას :P

№9  offline აქტიური მკითხველი grafo

naattii

ო, ღმერთო რა ბოროტი გოგო ხარ!
ხოდა, აწი ჭკუას ვისწავლი და სანამ არ დაამთავრებ არც მე წავიკითხავ შენს ისტორიას, სად მაქვს ასე ჰაერში უაზროდ "საფანტი" ენერგია და ნერვები.

№10  offline მოდერი naattii

მღალატოოოობ? :(((((

№11  offline აქტიური მკითხველი grafo

მომშორდი მაცდურო!
აღარ გელაპარაკები!!!

№12  offline მოდერი naattii

მოოოღალატევ მოღალატევ ..... :დ არ გაბედოოო

№13  offline წევრი qetulaa

Axla cavikitxe yvela ertad, zalianagariaa natt, ai mzafrsiujetianic da iumoristulicc, moutmenlad gelodebi, yochagggg

№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Saswaulmoqmedi xar ra vgijdebi shenze da am istiriaze vapreen vaime ra sayvarlebi ariaan

№15  offline წევრი nini :)

ვაიმე რამდენი ვიცინეეეე......
იმედი მაქვს თამრიკო გაიაზრებს ყველაფერს და არ აფსიხდება......
აუ და-ძმა მინდა იყვნენ განო და რატიიიი......
მიყვარს ეს ორი სიგიჟე ერთად......
მაგრამ თორნიკესთან იმედია ურთიერთობა დაულაგდება.....

№16  offline აქტიური მკითხველი terooo

ანუ ძმის და შეუყვარდა??? ვითომ ძმის დაა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent