შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა გითხრათ ან რა მოგიყვეთ


25-09-2018, 15:43
ავტორი vee
ნანახია 1 107

მეც დავუჯერებდი და მის თბილ მკლავებში დავმალავდი გაყინულ ცხვირს,მერე თუნდაც ერთდროულად გაგვეშეშებინა წამი.
არ ვიცი როგორ დაიწყო ყველაფერი.არც ის საშინელი დღე მახსოვს მთლიანად, მხოლოდ ნაგლეჯები. არც ის მახსოვს როგორ მივაღწიე საავადმყოფომდე ან როგორ აღმოვჩნდი ამ საშინელ გაურკვევლობასა და უსასრულოდ გაწელილ ლოდინის საათებში.
3 თებერვალი იყო. როცა პირველად გავიგონე მისი ხმა.სწორედ ამ დღეს მივხვდი, რომ დედამიწაზე ვიღაც მართლა არის შენთვის გაჩენილი, იმისთვის რომ უბრალოდ უყვარდე, გაღმერთებდეს. ვიცი, ვიცი... ვიცი ბანალურია მაგრამ სულ მჯეროდა რომ თითქმის 8 მილიარდ ადამიანში, ძალიან მცირეა იმის შანსი რომ შენი ადამიანი იპოვო, ან იპოვო და აღმოაჩინო რომ შენ არ ხარ მისი ადამიანი. 3 თებერვალს პირველად დამეკარგა დროის შეგრძნება და მივხვდი, ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა, შედგა!
3 თებერვალი ყველაზე მაგარი თარიღია მეთქი, იმ საღამოს ვუთხარი არიადნას, მას არაფერი უთქვამს, იმ მზერით შემომხედა, მარტო მე და ის რომ ვცნობთ.
მოკლედ ასე! მერამდენედ მეკითხება გამომძიებელი რაღაცეებს მე კი ჩუმად ვზივარ. მისი ხმა უკვე მაღიზიანებს და გადავწყვიტე ვუპასუხო, იქნებ ამასობაში დროც უფრო სწრაფად გავიდეს და გავიგო ის რაც ყველაზე მეტად მაშინებს.
-მოქალაქე მარიამ დადეშქელიანო, მოგვიყევუთ სად და რა ვითარებაში გაიცანით დაზარალდბული.
-2016 წლის 3 თებერვალს, საერთო მეგობარმა-არიადნა ამაშუკელმა გაგვაცნო ერთმანეთს, ერთ-ერთ კაფეში.
-რა ურთიერთობა გაქვთ დაშავებულთან?
-მე და ბექა მეგობრები ვართ. ახლო მეგორები.
დავაკონკრეტე და უზარმაზარ ფანჯარაში გავიხედე.
-რით ახსნით იმ ფაქტს რომ შემთხვევის დღეს, დილის 9 საათზე დაზარალებული თქვენს სახლთან იყო თავისი კუთვნილი მანქანით?
- ბექა ჩემთან რაღცის გადმოსაცემად მოვიდა.
ყოველ დილით ვვარჯიშობ, მან არ იცოდა სად ვიქნებოდი და ამიტომ სახლთან დალოდება არჩია.
-რა გადმოგცათ?
-საჩუქარი ჩვენი მეგობრობის ორი წლის თავის აღსანიშნავად, უფრო კონკრეტულად-საათი.
-ამის მერე აღარ გასულხართ კონტაქტზე?
-შუადღისას დამირეკა, მთხოვა საღამოს არაფერი დაგეგმო, სადღაც მინდა დაგპატიჟოო.
-შეხვედრა შედგა?
-დიახ შედგა და სახლშიც არც ისე გვიან დამტოვა.
-ამის შემდეგ კონტაქტი გაწყდა?
-დილით ესემესი დამხვდა, მწერდა ლაშასთან ვაპირებ დარჩენას, მობილური მეთიშება და ნაიამ თუ დაგირეკოს უთხარი სადაც ვარ, არ ინდრვიულოსო.
-კარგით, მადლობა, დაისვენეთ.
ახალგაზრდა გამომძიებელი გამეცალა და მეც ისევ უზარმაზარი სარკმელისკენ განვაგრძე ყურება. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა. მხოლოდ კარის გაღების ხმაზე მოვედი გონს, თითქოს ელექტროშოკი დაადესო ფეხზე წამოვფრინდი და მოვისმინე განაჩენი. გადავრჩი. თითქოს ახლიდან დავიბადე, თითქოს პირველად ჩავისუნთქე ჟანგბადი, თითქოს ეს ეს არის უჰაერო სივრციდან გამათავისუფლეს.
მერე იყო საავადმყოფოში გადაცხოვრება, საწოლთან მიჩოჩებული მოუხერხებელი,უზარმაზარი სავარძელი და პლედმოსხმული ბექას სუნთქვის თვლა. მერე მერვე სართულზე ულიფტო კორპუსში ყავარჯნით ამოსული ბექა ყვავილებით ხელში, მერე... მერე კიდევ ბევრი ბედნიერი წამი იყო...
21 აპრილს, არიადნამ კიდევ ერთხელ შემომხედა იმ მზერით მხოლოდ მე და მან რომ ვიცით. ამ დღეს ავარიის შემდეგ პირველად გავუბრაზდი ცალ ფილტვს, სულის ნახევარზე მეტსა და მთელი დღის ფიქრსა და საზრუნავს. ამ დღეს პირველად გამოვიჯახუნე ჩვენი კაფის კარები და ვეცადე ქუჩაში ჩამდგარი აპრილის სურნელით გამევსო ფილტვები. ამ დღეს პირველად ვუყურებდი დაბნეულ ბექას რომელიც ამაოდ ცდილობდა ხელების ქნევით, ქერა თმის სწორებით(როგორც მხოლოდ ის აკეთებს) და ჭაობისფერი თვალების ცეცებით ეთქვა ყველაზე მთავარი. თუმცა მე არ მჭირდებოდა მისი სიტყვებიც. მერე მაკოცა და თითქოს დედამიწამ მოძრაობა შეწყვიტა, თითქოს მხოლოდ მე და ის ვიყავით მთელს გალაქტიკაში და მერე რა თუ ქუჩებში ჩამდგარი აპრილის სურნელი ამაოდ ცდილობდა ჩვენს გონზე მოყვანას.
რა გითხრათ, რა მოგიყვეთ მაშინ როცა ყოველ დილით მზეზე ადრე იღვიძებს, მხოლოდ იმიტომ რომ მე გამაღვიძოს და სულ არასდროს დაიწუწუნებს რომ დილით ძილს ვეღარ იბრუნებს. რა გითხრათ, რა მოგიყვეთ მაშინ როცა აპრილის დადგომის წამიდან იასამნებით ხელში, გაბადრული მოაბიჯებს ჩემსკენ. იცის, უზომოდ გამეხარდება.
რა გითხრათ და რა მოგიყვეთ მაშინ როცა მე ბექა პირველის რჩეული ვარ.
დღეს 3 თებერვალია, მე აივანზე ვზივარ და ხელებში ჩაის უზარმაზარი ფინჯანი მაქვს. ბექას ველოდები. ვიცი, მოვა, მანქანის გასაღებს უპრაგუნოდ მიაგდებს,(მერე რა თუ ხვალ მთელ სახლს გადააბრუნებს მის ძებნაში) ქურთუკს გაიხდის და ჩემი სახელის ძახილით შემოაღებს აივნის კარს.იცის, აქ ვზივარ და ისიც გვერძე მომიჯდება, გაყინულ ცხვირზე ტუჩებს მომაწებებს და ხარბად ჩაისუნთქავს ჩემი თმის სუნს. მერე თავს ისე გააქნევს მე რომ ძალიან მიყვრს და სიცილით მეტყვის:
-მოგისწარი, იყინებოდი.
მერე გულზე მიმიხუტებს და აი მაშინ, სწორედ მაშინ აღარ მეშინია აღარაფრის. ჟაკეტის ჯიბიდან დეფორმირებულ, გაბრტყელებულ და ნახევრად ჩამომჭკნარ იების კონას ამოიღებს და ვიცი რომ არ დაავიწყდა, 3 თებერვლობას მომილოცავს. მე კი მიუხედავად იმისა რომ მან ჩემი ჭიქიდან ჩაი მოწრუპა მაინც მის მკლავებში გავითბობ გაყინულ ცხვირს.
რა გითხრათ, რა მოგიყვეთ მაშინ როცა უკვე დილაა და მე ისევ ამაოდ ვცდილობ მის გაღვიძებას, ისიც წუწუნითა და თვალების ფშვნეტით დგება. მერე ორივე ერთად ვეძებთ წინა საღამოს ჯანდაბაში მოსროლილ მანქანის გასაღებს და ასე უსასრულოდ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent