შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტუმრობა სიქიოს თავი I (დასასრულის დასაწყისი)


25-09-2018, 23:28
ავტორი park_soo_byung
ნანახია 1 259

უზარმაზარ, ნათელ დარბაზში განათებული ჭაღი, ისეთი თვალის მომჭრელი, მომაჯადოვებელი და ლამაზია რომ მისი ნათება მზესაც წააგავს. სივრცის ცენტრში მოთავსებულ ტახტზე მჯდომი, შუახანს გადაცილებული მამაკაცი იქნება, მოვერცხლისფრო გრძელი თმითა და აბრეშუმის თეთრი გრძელი კაბით, უცნობს სახე ისე უნათის ნაკვთების გარჩევაც კი რთულია ჩემთვის, ენაზე მომდგარი სიტყვების წარმოთქმაც კი არ შემიძლია, ქვის ცივ ლოდზე ვარ აკრული მშიშარა ბავშვივით და ვადევნებ თვალს სცენას რომელიც ნაცნობია. მამაკაცის წინ რვა ფრთიანი არსება გდას, ადამიანის გარეგნობით, მაგრამ ისინი ადამიანები არ არიან, ისინი თან ხილულები და თან უხილავი ქმნილებები არიან. რომ დაჰკვირვებოდი მათ, შესძლებდი კიდეც მათ განჭვრეტას. ხილვა ჩემთვის მოსაბეზრებელია რადგან მას მე პირველად არ ვხედავ და არაფერიც არ მაოცებს.
წამოიმართა ტახტზე მჯდომი და მჭექარედ გაისმა მისი ხმა დარბაზში.
- მე განვიზრახე შევქმნა ადამიანი ჩემს ხატად და მსგავსად, რათა ეპატრონოს წყალში თევზს, ცაში ფრინველს და მიწაზე ცხოველს. მე გადავწყვიტე მივცე მას დედამიწა საუფლოდ და სისავსე მისი, მე დავდებ მასზედ ჩემს სულს და ეწოდება კაცი ძე ჩემი. რას იტყვით თქვენ ანგელოზნო და მაღალნო ცისა? ექოდ გაისმოდა მისი სუფთა ბარიტონი უშველებელ დარბაზში, სმენაც კი დამიქვეითდა ამის გამგონეს.
ანგელოზებიდან ერთერთმა წამოიმართა და მოკრძალებით შეჰბედა მას.
- უფალო ცისა და ქვეყნისაო, აჰა შენს ხელთაა ძალა და უფლება, შენ ხარ ბრძანებელი გონიერი, გადმოჰხედე შენს მსახურთ, იხილე სრულყოფილება, შენი ხელთ ქმნილის, არა აკლია მას და შენი სიბრძნის მადლი ანათებს სამყაროს, ნუ შექმნი კაცს ვინაიდან უწყი მეფეო განადგურების ცეცხლს მისცემს ის შენს ხელთქმნილი. - ადვილი მისახვედრია რომ ეს ჯერკიდევ სიცოცხლის დასაბამიდან, ანუ როცა სიცოცხლე გაჩნდა დედამიწაზე. ღმერთმა შეეპასუხა ანგელოზს:
- მე ვიცი ის რაც თქვენ არ გაგეგებათ სერაფიმნო ! - პირველმა ანგელოსმა უკან დაიხია, მეორემ კი წამოიმართა და შეჰბედა უფალს.
- მშვენიერება შენი სახისა ათბობს სამყაროს, ძალა შენი მკლავისა განაგებს ზეცას, მახვილი შენი პირისა ადუმებს სიტყვას, შენს წინაშეა მოყრილი მუხლი ჩვენი, ენა იტყვის შენს საგალობელს, ნუ ბრძანებელო, ნუ შეჰქმნი კაცს, ვინაიდან უწყი, მოსპობის თესლს დათესავს ის შენს მიწაზე.
- მე ვიცი ის რაც თქვენ არ გაგეგებათ ქერუბიმნო ! - წამოიმართა მესამე ანგელოზი.
ამ დროს ისმის რაღაცის წკრიალი, ჩემს ფეხებთან დავარდნილი გასაღები თვალისმომჭრელად ბზინვარებს, ოქროსფერი უზარმაზარი ჩუქურთმებიანი გასაღები, რომელიც ადუმებს თითოეულს და განგაშის ზარს სცემს... შემდეგ კი ვგძნობ ტკივილს, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. ძირს დავარდნილს კი "ის" დამყურებს და მაცილებს საიქიოს მისი შავი თვალებით, ჭრილობიდან მომდინარი ალისფერი სისხლი, სხეულს და სულს მიბინძურებს... დროის არსებობის შეგრძნება მეკარგება, სიკვდილის სუნი კი ჩემს ირგვლივ ტრიალებ და ტრიალებ...
გამოღვიძებულს სიმწრის ოფლებმა დამასხა, ფრთხილად წამოვიმართე და ტუმბოზე მდგარი წყლიანი ჭიქა ავიღე რომელშიც ჯერკიდევ შეინიშნებოდა ჟანგბადის ბუშტუკები, ისეთი მლაშე იყო გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. ირგვლივ მიმოვიხედე და მხოლოდ ღია ფანჯარა შევნიშნე რომლიდანაც ცივი ნიავი და დილის მკვდარი ნათება შემოდიოდა, ლამპიონების შუქი კი საწყლად ბჟუტავდა.
გრძნობა კი რომელიც მთელი ეს დრო დამსდევს, მაშინებს და ფსიქიკურად მანადგურებს, შიში იმ არსების რომელიც სიზმრებში ჩემი სიკვდილის მოწმეა, ან მკვლელი, სცენები კი რომელიც ნათელსაც უკუნით სიბნელედ აქცევს. როცა გაქცევა მინდა მაგრამ რაღაც მაკავებს და დარჩენას მთხოვს, ყოველ ღამით მკლავს და ისევ მკვდრეთით აღმადგენს. ვისთვისაც ცრემლები, ტკივილი, გრძნობები უცხოა, ძალზედ უცხო... ბალიშს ვეჭიდები და ფარდის ფრიალს ვადევნებ თვალს...
ზოგჯერ საკუთარი თავი სული მგონია, როცა უმნიშვნელოდ ჩამივლიან გვერდს ადამიანები რომლთანაც ერთ დროს ნაცნობის ან მეგობრის სტატუსი გამაჩნდა. მაგრამ ესე ჩემი სენის ბრალია ალბათ, სენის რომლის გამოც მე სხვებს ვაფრთხობდი, ეს კი ჩემთვის ბასრი დანების ბილიკს ჰგავდას რომელიც უსასრულოდ გრძელდებოდა და რომელიც ჩემს გასანადგურებლად უბრალოდ გრძნობებს იყენებდა, ისინი ფიქრობდნენ რომ ვერ ვგრძნობდი როცა რაიმე ცუდს ჩავდიოდი, განა ვერვგრძნობდი? არა ეს ყველეფერი მეუფრო მაზიანებდა და მტკენდა ვიდრე სხვებს, ჟაობში მითრევდა, სამარეს მითხრიდა ღრმას რომლიდანაც არ შემძლებოდა ამოსვლა, არ გამაჩნია გრძნობები?... არც კი იფიქროთ! იმდენ გრძნობას ვიტევ მეშინია არ ამოხეთქოს და თქვენ არ დაგაზიანოთ თითოეულმა სიტყვამ.
მეშინია ღიმილის, ვიღაცისთვის ეს უცხო რომ იყოს?! მერე რაღა ვქნა? გავიქცე თუ დავრჩე და უფრო ხმამაღლა გავიცინო?!
არა, ისევ დუმილს ვარჩევ...
მოლბერტზე მდგომ მუყაოსთვის ფერები არასაკმარისი ხდება ვამატებ ვამატებ და უკმაყოფილება აისახება ისევ ჩემს სახეზე, ჩემი მკვლელი კი იმდენად არაა მიმსგავსებული... არვიცი მისი სრული ფორმები, მიჭირს და ეს მაცოფებს, რვა ნახატი რვადან კი შვიდი იდენტური, ერთერთში განსხვავებული ანგელოზი მხვდება მხოლოდ, ბნელეთის ანგელოზი, შავი ფრთებით. ბევრი წამიკითხავს მთავარანგელოზებზე და მათ დაცემაზე, ჩემთვის უმნიშვნელო და უინტერესო იყო აქამდე, მაგრამ რაცარუნდა გავისარჯო ყოველთვის ერთიდაიგივე ცნობები მრჩება ხელთ, კავშირი სიზმრებთან და ჩემთან რთული გამოსაძიებელია.
მონაცრისხრო, მოვარდისფრო, მკვდარი ფერის წყალი ხმაურით ეშვება ნიჟარაში, - ახხხ... - ვფრუტუნებ როცა ჩემს გაღიზიანებულ, ჩაწითლებულ თვალებს ვხედავ სარკეში, წამალი ისევ დამავიწყდა წინადღით.
მძიმე ნაბიჯებით ავდივარ საძინებელში და მოწყვეტით ვეშვები საწოლზე, არაფრის მთქმელი ფიქრები ისევ გამრიყავს რეალობიდან ილუზიისკენ, ალბათ ყველაზე საშინელი მეოცნრბე ვარ, საშინელი ამბიციებით. ბნელი წარსულით და არაფრის მთქმელი მომავლით, ტკივილებით რომელსაც არავინ იზიარებს, ირონიული მეტაფორებით სავსე ლექსიკონი და ხასიათი რომელიც პრინციპულ 70-80 წლის მოხუცისას უსწრებს, რომელიც არ გადასცემს ქონებას საკუთარ შვილს, იმიტომ რომ მან მხოლოდ ახლა დაიწყო ზრუნვა მასზე, როცა ერთი ფეხი სამარეში უდგას, ამიტომ ის მისი ქონების გაცემას მხოლოთ ქველმოქმედებისთვის აპირებს, ეს კი მის შვილს აცოფებს და მისი მოკვლის სურვილს უჩენს. განა ნაკლებია ასეთი ადამიანი?! არა, ეს თითოეულშია, დემონი, არსება რომელსაც მე მეგობარს ვეძახი, ის მე არ მაშინებს და არც მაკვირვებს...
საათები დღეებად მეჩვენევა, ველოდები როდის დაიწყებს ჩემი და ყვირილს რომელიც საერთოდ არ მგავს, ზოგჯერ კი მგონია მე ამ ოჯახის წევრი არ ვარ, მხოლოდ დედაჩემია ერთადერთი ადამიანი რომელიც ყველა სულიერს მირჩევნია, ყველა ადამიანი მძულს რომელიც ალქაჯს მეძახის, მე უბრალოდ ეს მაშინებს და სწორედ ეს მაღიზიანებს, თითოეულმა ნაცნობმა იცის ჩემი სუსტი წერტილი, რადგან ქალაქი პატარაა და ჭორები სწრაფად ვრცელდება.
ყველაფერი შვიდი წლის ასაკში დაიწყო, მაშინ ჯერკიდევ ბავშვი ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი ყველაფერს, სახალისო მეჩვენებოდა და ვერთობოდი უჩვეულო შესაძლებლობებით. დრო გადიოდა და მე ვძლიერდებოდი მაგრამ სულიერად მარტოხელა ვიყავი, რადგან არავინ მეგობრობდა ჩემთან. სულების გარდა, რომლებსაც ჩემს გარდა ვერავინ ხედავდა და ფიქრობდნენ რომ გიჟი ვიყავი.
2013 წელი...
ჩემი წინასწარმეტყველებით 2 ადამიანი დაიღუპა...
უბრალო წინასწარმეტყველებამ თვალწინ ჩამიქროლა და ზიანიც მოუტანა მათ...
ახალგაზრდა წყვილს არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ ნათქვანზე, შეშფოთდენ მაგრამ ისევ გაიღიმეს და წავიდნენ.
ბიცოლა და ბიძია შაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ავტოკატასტროფას შეეწირნენ. ამან ნაცნობების და ნათესავების დაპანიკება გამოიწვია, ამიტომ მათ ჩვენს ოჯახთან კონტაქტი გაწყვიტეს. მეზობლები თავიანთ ბავშვებს სათამაშოდაც არ უშვებდნენ გარეთ როცა მე ვიყავ მარტოხელა საქანელაზე ჩარლისთან ერთად, ის ბავშვობის მეგობარი იყო, მაშინ ვერ ვხვდებოდი მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე როცა თინეიჯერი გავხდი, ის სული იყო... ის გაქრა უეცრად მე კი ტკივილი დამიტოვა... ეს ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. შემდეგ მამამ გადაწყვიტა აქედან შორს სხვა ქალაქში გადავსულიყავით, ასეც მოხდა გადავიხვეწეთ სამუდამოდ, მომხდარის შემდეგ 5 წელი გავიდა, მაშინ ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობდით, მე მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი და წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ახლა ფორტეპიანოს დანახვის სურვილიც არ მაქვს, არმინდა წარსულთან რაიმე კავშირი მქონდეს. მაგრამ მოგონებებს ვერაფერს ვუშველი, დღევანდელი დღესავით მახსოვს მათი უკანასკნელად ნანახი სახეები...
და აი...
- ლილიან ადექი! არ გამამეორებინო! - ის კარებთან აყვირდა.
- გავიგე! - ყოველი დღე ჩვენი კამათით იწყება, ეს კიდევ არაფერია. საერთოთ არ მაქვს სურვილი სკოლაში წასვლის მაგრამ იძულებული ვარ. იქ გავრცელებული ჭორები აქ ჩემმა კლასელმა გადმოიტანა, ათასი სკოლიდან მაინცდამაინც ის აარჩია სადაც მე ვსწავლობ და ისევ ყველაფერი გააფუჭა, ახლა ისევ ცუდი ურთიერთობა მაქვს კლასელებთან, ისინი ვერ მიგებენ და ამით გამრიყავენ მათგან, ეს ერთის მხრივ კარგია რადგამ მათი ორპირობის ატანა არ მიწევს.
ისევ წვიმიანი დღეა და ეს მომწონს, მიყვარს წვიმა რადგან ის მე მაბედნიერებს. ცის გოდება, მე ღიმილს მგვრის და მამშვიდებს. სახლიდან უხმოდ, გავდივარ საუზმობის გარეშე და გზას მივუყვები რომლის ბოლოც არ მოჩანს...
ქოლგაზე მოთქაშუნე წვეთების ხმა ჩემი სიკვდილის მელოდიას ჰგავს, ის დარდია რომელიც გავრიყე და მივატოვე, ვარჩიე მარტოობა და სიმშვიდე. დარდს სტკივა და მოიწყინა, აღარ იღიმის, მან წასვლა არჩია და მიმატოვა... მე კი უგრძნობი დამტოვა. გრძნობა გულის თითეულ განყოფილებისთვის უცხოა, აღარ ესმის ვეღარ იგებს, მიატოვა არსებობამ ის...
ჯგუფად მიმავალი ბავშვები ჩემი დანახვისას შეშფოთებას გამოხატავენ და ქოლგის მიღმა იმალებიან, გაუჩერებლად ლაქლაქებენ და ფიქრობენ რომ მე მათი არ მესმის, მაგრამ მათ არც კი იციან რომ მე მათ ფიქრებსაც ვკითხულობ. მათ ჩამოვრჩები და მაღაზიაში შევდივარ, ქილა ენერგეტიკულს ვსვამ რომლის გაზიანი, მჟავე წვენი ღიმილს მგვრის, თვალების გახელის თანავე ვამჩნევ რომ ახალგაზრდა კაპიშონიანი სალაროდან მიცქერს, ღიმილი მიქრება და უცნაური შეგრძნება მეუფლება, მალევე კი აქედან სწრაფი ნაბიჯებით გადის და ჩიხში იკარგება. სკოლაში დაგვიანებით მივდივარ ვისმენ გალანძღვას დაწერილ "არას" და მერხისკენ მივდივარ. მერხზე წარწერები მხვდება მარკერით რომლის მოშორებაც რთულია, "ალქაჯების დედოფალი","კუდიანი ლილი","სატანას დაქალი","უჟმური ზევსი" და ასე შემდეგ... საიმონს ვუყურებ რისხვით რომელიც ღიმილს არ იშორებს სახიდან, თვალებს ვხუჭავ, ძარღვებში სისხლი დუღილს იწყებს, ვცდილობ არ ავღელდე და რაიმე სისულელე არ ჩავიდინო, მაგრამ ჩემი მეორე მე სულ სხვა რაიმეს გაიძახის, მე მისი გაკონტროლება არ შემიძლია. ფანჯრები და კარი იღება, შემოვარდნილი ქარი კი აფრთხობს მათ და უბიძგებთ ოთახის კუთხეში გაქცევისკენ, წვიმაც ძლიერდება და ჭექაქუხილიც, ცაზე მეტი ღრუბელი იკრიბება და სიბნელეში იძირება არემარე,დუმილი კი მათ შიშის ზარს სცემს და ერთმანეთს ეხუტებიან.
- ეს რა ჯანდაბაა... - შეშფოთებას გამოხატავს საიმონი, მათი სწრაფი გულისცემა მესმის, ლამის საგულედან ამოუვარდეთ ათრთოლებული გული.
როცა გონს მოვდივარ და ვწყნარდევი წვიმაც წყდება, ქარიც და ჭექაქუხილიც. ფანჯრები იხურება ჩემი გასვლის შემდეგ კი კარიც. მე ახლა ისეთი რამ ჩავიდინე რითაც საკუთარი თავი გავეცი, ყოველთვის მემართება ასე მოულოდნელად მოზღვავებული ღვარძლის უკონტროლობა, და შემდეგ ერთდროულად იფრქვევა. უკვე გვიანია იმაზე ფიქრი თუ რატომ გავაკეთე ეს, რადგან რაცარუნდა ვეცადოთ წარსულს ვერ შევცვლით, ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და ტერიტორიას გავერიდო.
მარტოხელა სულს ვგავარ... რომელიც უსასრულობაში დაეხეტება და შვებას ეძებს მაგრამ ისევ ტკივილს პოულობს და ისევ უგრძნობი რჩება, დრომ წაიღო და ქარმა დააბრუნა, ღიმილმა მოკლა და ცრემლებმა გააცოცხლა. გონებრივად ჩამორჩენილების მიწაზე გაჩნდა და ეს მას აღიზიანებს, დალოდების მეტი აღარაფერი შესძლებია და ამანაც დაღალა, დუმილს მისცემია და ბოროტებას შეუბყრია. გრძნობები იგემა რომელიც ბინძურია და არაფრის მთქმელ ტყუილზეა აგებული, რთულია გაიგო ვინ ტყუის და ვინ სიმართლეს ქადაგებს, რთულია გაიგო ვისი გული როგორ ძგერს, ვის ვინ უყვარს და ვის ვინ სძულს. მაგრამ მე შემიძლია გავიგო მისი ერთი არასწორი გაფიქრებით თუ როგორი პიროვნებაა, მიდით იფიქრეთ ეს სახალისოაა... შენში კი ბოროტების ნაპერწკლები მაშინ ჩნდება როცა ყველა ზურგს გაქცევს და მარტოობას მიეცემი, ერთხელაც იგრძნობ შენ ამას.
და მეც ისევ გარიყულად ვრჩები.
ზღვამდე გარიყულს შვების სხივები მეფინება სახეზე და ვმშვიდდები...
რთულია ზღვასთან საუბარი რადგან ის ყველაზე ღელავს და ყველა ადარდებს, სხვისი ტკივილიც მას სტკივა და სხვისი დარდიც მისი დარდია. არ უყვარს როცა გაუთავებლად საუბრობენ, მდუმარენი იტაცებს და მოსწონს დარდიანი ცრემლებით დასველებული თვალები რადგან საკუთარ თავს იმ თვალებში ეძებს და პოულობს კიდეც. ცივი ნიავი თმებს მირხევს, სხეული კი გამეთოშა. ზღვა კი ღელავს არარსებულად და საოცრად როგორც ყოველთვის...
- გამარჯობა! - ვამჩნევ ჩემს გვერდით მდგომ სულს მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო მისი არსებობა - ვიცი რომ გესმის და მხედავ, გთხოვ დამეხმარე! -ქალის ხმას შიში დაეტყო და ტკივილი რომელიც ტანჯავს.
- მე ვერ დაგეხმარები, შენ რასაც მთხოვ მტკივნეულია! ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. - იმაზე ჩვეულებრივი სახე მაქვს ვიდრე პირველ შემთხვევაზე.
- მაგრამ შენს გარდა ვერავინ დამეხმარება! გთხოვ! - დუმილს ვარჩევ ის კი უფრო დაღონდა და ჩაიკეცა - არშემიძლია ასე ვიხეტიალო მთელი არსებობა, მე ხომ მკვდარი ვარ სული კი არავის სჭირდება, გავიჭედე და ვეღარ გადავდივარ, ხიდიდან გადავხტი, გუშინ იპოვეს ცხედარი მაგრამ მაინც ვერ წავედი. ახლა კი შენც ხედავ რა ცუდ დღეში ვარ...
- სიცოცხლე სუიციდით რატომ დაასრულე? - ჩემთვის ისევ რთულია სულისთვის ყურება, ამიტომ ზღვას არ ვაშორებ თვალს...
- ახ... გულგატეხილი ქალი რას არ ჩაიდენს... ჩემს ქმარს საყვარელთან წავასწარი, თან ის ქალი ჩემი საუკეთესო მეგობარი აღმოჩნდა, ბედის ირონია არაა?! შემდეგ კი შვილი დავკარგე ჯერ არ დაბადებული, რომელიც ნერვიულობამ და დეპრესიამ შეიწირა...
- კარგი, შეგიძლია უბრალოდ გაიარო...- ქალს ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- დამიჯერე შენ ერთადერთი ადამიანი ხარ დედამიწაზე რომელსაც შეიძლება ეწოდოს "ადამიანი". - ქალმა დაასრულა თუ არა წინადადება ჩემში გაიარა და მეორე მხარეს აღარ გაუღწევია, მე კი სხეულში გამგმირავმა ტკივილმა დამიარა და ჩავიკეცე.
მეფიქრებოდა მის სიტყვებზე...
-შენ ცდები, მე ყველაზე საშინელი სულიერი ვარ ვინც კი დაიარება დედამიწაზე! ყველაზე საშინელი...

სახლში საღამოს ნათება მიმაცილებს, ცაში მოცეკვავე ფერების გამა კი კიდევ ერთი სულის მეორე სამყაროში გადასვლას იუწყება, ქუჩაში მოსეირნე წყვილების უმეტესობას, ფარული მოტივები ან პლატონური სიყვარული ამოძრავებს, ამაზრზენი ლოთები რომლებიც უმიზეზოდ იგინებიან და თავის ცოლს ხელისკვრით იშორებენ. როდი იყო ყვედაფერი კარგი ხდებოდა ჩვენს ირგვლივ, უბრალოდ უმეტესწილად ცუდი იმალებოდა მაგრამ ახლა ესეც აღარ იმალება. სიკვდილიანობა გაიზარდა და მეტი კონფლიქტი ოჯახებში, რთულია უსმინო ყოველ დღე ათასობით ადამიანის ფიქრებს, როცა ფიქრობენ რომ მათ პირად ფიქრებში არავინ არ იჭრება და მშვიდად არიან, მაგრამ მე ვინ ვარ? "ქურდი?". ზოგჯერ საკუთარი თავის მრცხვენია და დანაშაულის გრძნობა მტანჯავს. მაგრამ ცნობისმოყვარეობას ვერ ვუმკლავდები და ასე ვიქარწ....ბ მოწყენილობას უცხოსი ფიქრების კითხვით. განა იმ სულს უნდა ეთქვა რომ ერთადერთი ნამდვილი ადამიანი ვარ?! მე ადამიანობის არაფერი მაქვს შერჩენილი სხეულის გარდა, ესაა ნამდვილი ჭეშმარიტება.
- გვიან რატომ დაბრუნდი? - სახლში შესვლისთანავე ცნობისმოყვარე აფთარმა თავი გამოყო მისაღები ოთახიდან და ამათვალიერ ჩამათვალიერა. - თანაც ასეთი ტალახიანი რატომ ხარ? ომში იყავი? - თვალები ავატრიალე და ზიზღიანი სახით ჩავუარე, კიბეზე ასულს სიტყვები თან დამაწია მან - ჩამოიტანე ეგ ტანსაცმელი და შენთვითონ გარეცხე უსაქმურო!
მეორეზე ასულს გზად ჩემი განუმეორებელი არსება შემეფეთა...
- ეი ლუცი! მოდი ჩემთან! - ჩემი ფუმფულა წყნარი ნაბიჯებით მიაბიჯებდა. მწვანე თვალები კი დაეჭყიტა, ჩემს დაძახებაზე წამოვიდა და დამელოდა როდის ავიყვანდი ხელში. მე და ის ძალიან ვგავართ ერთმანეთს არა მხოლოდ გარეგვნობით არამედ შინაგანადაც. ჩემს ხელებში აკრუტუნდა და მინაბა თვალები, საძინებელში ასვლისას კი ჩამოხტა ხელებიდან და საწოლზე გადაიშხლართა, ძილისგუდა...
მუსიკა ბოლო ხმაზე გავაჟღერე, ვიბრაციას ფეხებშიც ვგრძნობდი მასაჟს ჰგავს მე მომწონს, ფისოს ყურადღებაც არ მიუქცევია რადგან მიჩვეულია ამ ყველაფერს. ფანჯრები შევაღე და ცივი ნიავი შემოვუშვი ოთახში, ხატვის სურვილი გამიჩნდა, იდეა ლუციმ მომაწოდა, პორტრეტისთვის შესაფერისი ზომის ტილო შევარჩიე, მოვათავსე მოლბერტზე და ფუნჯების ქილა თაროდან ჩამოვდგი, პალიტრაზე სასურველი ფერები გავაზავე და ხატვას შევუდექი, ჯერ ნახშირით მონახაზი გავაკეთე და პირველი ფენაც დავადე, ყველაფერი სრულყოფილად იყო მანამ სანამ...



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ოჰოო, მომწონს, განსხვავებულია. ნაწეეიც გამართული. იმედია დადებ მომდევნო თავებსაც.

ოჰჰო მომეწონა, განსხვავებულია. ნაწერიც გამართულია. იმედია არ შეწყვეტ და გააგრძელებ

 


№2  offline წევრი park_soo_byung

სტუმარი ქეთი
ოჰოო, მომწონს, განსხვავებულია. ნაწეეიც გამართული. იმედია დადებ მომდევნო თავებსაც.

ოჰჰო მომეწონა, განსხვავებულია. ნაწერიც გამართულია. იმედია არ შეწყვეტ და გააგრძელებ

მოხარული ვარ რომ დაგაინტერესა<3 შემდეგ თავს სულ მალე დავამატებ.

 


№3  offline წევრი mariam m.k

Hm bevri ar xart eseti fantazit dajildovebuli am saitze axalbeda xar kargad wer niws ver dagikargav?!?!?!

 


№4  offline წევრი park_soo_byung

mariam m.k
Hm bevri ar xart eseti fantazit dajildovebuli am saitze axalbeda xar kargad wer niws ver dagikargav?!?!?!

რავიი ბევრჯერ მიფიქრია ისტორიის ატვირთვა მაგრამ მანამ არ ავტვირთე სანამ არ დავიხვეწე ცოტათი მაინც.:დ ფანტაზია უსაძღვროა და ცოტა უნდა აფრენდე რომ გამოგივიდეს ალბათ.<3 არვიცი... არვიცი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent