შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლ-ქმარი (1)


26-09-2018, 10:24
ავტორი daiana
ნანახია 4 293

ჩაბნელებული ოთახი გაანათა და შვილი სიზმრებს მოსწყვიტა.
-დედი,ჩემო ლამაზო,სკოლაში წასვლის დროა - ქერა გოგონას თმაზე წაეთამაშა.
-5 წუთი - შვილის სტანდარტულ სიტყვებზე ჩაეცინა.
-დედი,დაგაგვიანდება,მამაშენი მოვა მალე - სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა,ბავშვი სწრაფად წამოფრინდა.
-მამიკო წამიყვანს? - გაოცებულმა იკითხა და სასწრაფოდ სააბაანოსკენ აიღო გეზი.
-ჰო .. მამიკო წაგიყვანს - დადარდიანებულმა ჩუმად ჩაილაპარაკა და შვილს ტანსაცმელი გადმოუწყო.
..
-გაკვეთილები რომელზე უმთავრდება?
-ორზე .. შემოდი - უკვე ყოფილ ქმარს სევდიანმა ახედა.
-არა იყოს,აქ დავუცდი - კაცის ხმა ახლაც ისე მოქმედებდა მასზე,როგორც მანამდე,სანამ ცოლ-ქმარი იყვნენ.
პატარა ქალბატონი ბედნიერი გამოვიდა ოთახიდან და კართან მდგომ მამას მხრებზე შეაფრინდა.
-ჩემი ცხოვრება ... მა,იცი როგორ მომენატრე? - კაცი უსასრულოდ ბედნიერი თვალებით უცქერდა ქერა გოგოს,რომელიც ასე ძალიან ჰგავდა მის ყოფილ მეუღლეს.
-მეც მა,მიხარია სკოლაში შენ რომ მიგყავარ - პატარა ხელები ყელზე მოეხვია და ლოყით მხარზე ეყრდნობოდა მამას.
-წავალთ ჩვენ,ხო? - ჯერ შვილს გახედა,მერე კართან გაყინული თვალებით მდგომ ქალს - ნინაა .. - თვალებთან ხელი აუფრიალა,მისი ყურადღების მისაქცევად.
-ჰო .. თუ ვერ მიაკითხავ დამირეკე ..
-ნინა ბავშვს ჩემთან წავიყვან,ხვალ შაბათია,კვირას საღამოს მოგიყვან .. თუ რამე პრობლემა არ იქნება .. - გული ლამის გაუსკდა,ისეთი ტკივილი იგრძნო.როგორ უთხრას პრობლემაოო? მამას შვილთან ყოფნა როგორ დაუშალოს? მაგრამ თვითონაც,მარტომ რა გააკეთოს?
-არა,რა პრობლემაა .. დამირეკე დედი ხო? - მამის მკლავებში გარინდებულ შვილს ლოყები დაუკოცნა და აქამდე საყვარელი სურნელი,რომელიც ასე ახლოს იგრძნო დააიგნორა.ბავშვმაც ბედნიერად დაუქნია თავი და ხელის ქნევით გაუჩინარდა კიბეებზე,მამასთან ერთად.
რკინის კარის დაკეტვა და გრძნობების ამოხეთქვა,ერთი იყო.აქამდე შკავებული ცრემლები ერთიანად გადმოუშვა და აკივლებულ სულს ხმაურის საშვალება მისცა.ხელები ექავებოდა,იმდენად უნდოდა კაცს მოხვეოდა,მისი სურნელი სრულყოფილად შეეგრნო,მაგრამ სამი თვის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ,ყოველივეს შანსი მოუსპო.აკანკალებული ხელებით დამამშვიდებელი მიიღო და შვილის საწოლზე მიწვა,ნაცნობი,საყვარელი სურნელი რომ დაჰკრავდა.
##
-ნინაჩკა,როგორ ხარ? - საბუთებს მოსწყდა და მხიარულ ხმას ბედნიერმა უპასუხა.
-ერე,არამიშავს,შენ როგორ ხარ?
-რავი,შენგან დავიწყებული .. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა კაცის მხიარულმა ხმამ და ქალსაც სახე გაუცივდა.
-ერეკლე,არ გინდა .. ხომ იცი,ისედაც რთულია ..
-ხო,ვიცი და დღემდე ვერ ვხვდები,რა გააკეთეთ შენ და ჩემმა გამო*ირებულმა ძმაკაცმა .. კაი,ეგ მერე იყოს .. კაროჩე,ხვალ ბაბის დაბადების დღეა,შენც მოწველი ხარ,ვიცი ბავშვი კაკის ჰყავს,ამიტო უარი არ მიიღება - კატეგორიულად ჩაყვირა კაცმა და მოუსვენრად დაელოდა პასუხს.
-ანუ გასაჩივრებას არ ექვემდებარება? - მამაკაცის განწყობა მასაც გადაედო.
-ჰო რა ..
-კარგი,მადლობა გადაეცი ბარბის და აუცილებლად შემოვივლი ხვალ ..
-კაი რძალო,გელოდებით - კაცის სიტყვამ განადგურებას მყოფი გული,კიდევ უფრო დაუმძიმა.
-ერეკლე - ხმა აუკანკალდა,ცრემლები წამიც და გადმოსცვივდებოდბნენ - დაგავიწყდა შენი რძალი,რომ აღარ ვარ?
-შენ ჩემთვის სულ რძალი იქნები ნინნ.
##
კაკის ნომერს ნაჩქარევად უპასუხა,რახაც მოხდა,აბა ისე კაკის რატომ უნდა დაერეკა?
-კაკი,ლილე კარგადაა? - გულზე ხელი მიიდო და პასუხს კანკალით დაელოდა.
-დე,ლილე ვარ - შვილის მხიარულმა ხმამ დაძაბულობა წამში მოუხნსა და ტყავის სავარძელზე ღიმილით გადაწვა - აუ,იცი როგორ მომენატრე?
-მეც,დედას ცხოვრებავ,მეც ძალიან მომენატრე .. ხომ კარგად ხარ?
-არა .. მინდა შენც აქ იყო .. იცი მე და მამიკო რა მაგრად ვერთობით? გუშინ ზოოპარკში ვიყავით და ცოტა ნაყინი მაჭამა - ეშმაკურად ჩაილაპარაკა - გამაფრთხილა,დედიკოს არ უთხრა მომკლავსო,მაგრამ მე მაინც გითხარი ..
-დე,უნდა წავიდე ხო? ცოტახანში გადმოგირეკავ - ცრემლებმა ლაპარაკის საშვალება მოუსპო.არ იცოდა რა ექნა,როგორ შეევსო ლილესთვის ის დანაკარგი,რასაც მშობლების ცალ-ცალკე ყოფნით განიცდიდა.განა არ იცოდა,ასე რომ მოხდებოდა? იცოდა,მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ვერ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა.მთელი დღე ტიროდა,შედეგმაც არ დააყოვნა და საღამოს თვალებს ვერ ხუჭავდა იმდენად ჰქონდა დაწითლებული და დასიებული.სამსახურთან ერეკლეს ელოდებოდა,ბაბის დაბადების დღეზე უნდა წაეყვანა,მაგრამ ერეკლეს მაგივრად კაკის დანახვა,საერთოდაც არ გაკვირვებია.
-ერეკლემ ვერ მოიცალა,სტუმრები ადრე მივიდნენ .. - როგორც კი მანქანაში დაიგულა ნინა,მაშინვე ახსნა დაიწყო.
-ჰო,რაღაც მაგდაგვარი ვიფიქრე..ლილე სად გყავს? - უცებ გაახსენდა ბავშვი,რომ მამასთან უნდა ყოფილიყო ახლა წესით ..
-ბარბარესთან,არ წამომყვა,აქ ვნახავ დედიკოსო.
-აა ..
სარკეში კაკის თვალებს წამით შეეჩეხა და გულიც წამში გაუხდა ამოვარდნას.
-გაცივდი? - უკან გამობრუნდა კაკი,სანამ მანქანა შუქნიშანთან იყო გაჩერებული.
-არა,რატო მეკითხები?
-აბა,ალერგია გაქვს რამეზე?
-არა კაკი,რა იყო?
-იტირე?
-კაკი,რა გინდა? - გაღიზიანებულმა წამოიყვირა და მანქანის ფანჯარა ჩასწია,დაგუდული ჰაერი სუნთქვის საშვალებას არ აძლევდა.
-არ მითხრა,ლილეს სიტყვების მერე,ვიტირეო .. შენ,რა,მთელი დღეა ტირი?
-თავი დამანებე და საჭეს მიხედე ..
-ნინა,დღეს კი არ გამიცვნიხარ .. ეგეთი გულჩვილი როდის გახდი?
-კაკი გეყოს რა,გამიჩერე და ტაქსით წამოვალ .. - აღარ შეეძლო ამდენი.როგორ უნდა ყოფილიყო მასთან მაინც ისე,რომ არაფერი შეეტყო? როგორ დაემალა ვერ თქმული გრძნობები?
არ შეიძლება ადამიანები ერთხელ მოვდიოდეთ ამ ქვეყნად და მასთან არ ვიყოთ ვინც ასე ძალიან გვიყვარს .. !!!!
..
სამეგობრო,როცა ერთად იყვნენ,ყოველთვის არაადამიანურად ერთობოდნენ.ახლაც,ყველა იყო,გამონაკლისის გარეშე,მაგრამ რაღაც,ცოტა ნიტო სიტვაცია იყო .. ბარბარე,ერეკლეს მეუღლე,სამეგობროს გაჭირვების ტალკვესი.ყველას ძალიან უყვარდა და ყველა მასთან პოულობდა ხსნას.პროფესიით ფსიქოლოგი,წარმატებულ და კარგ რჩევებს ურიგებდა მეგობრებს,კრიტიკული მომენტების დროს.
-აუ,ბაბი თუ ამ ავადმყოფს გაყვებოდა,აი,მთელი ცხოვრება,რომ მეფიქრა ვერ წარმოვიდგენდი - გიგა აბაშიძე,ყველაზე ენაკვიმატი და მისი ენის გამო არა ერთხელ გამხდარა ჩხუბის მიზეზი.
გიგას სიტყვებზე ყველას გაეღიმა.მართლა,ერეკლეს და ბარბარეს ამბავი ისე გამოვიდა,ყველამ მაშინ გაიგო,უკვე გამოსული რომ იყო.
ყველაზე სერიოზული-ყველაზე ცანცარა .. ერეკლე-ბარბარე.
-აუ,წადი შენიც .. მარტო კვდები,მემგონი.
-ჩემო ერეკლე,ვინ,ვინ და მე მართლა არ მოვკვდები მარტო .. აგერ,კაკიმ იკითხოს ეგ - ძმაკაცისკენ გაიშვირა ბიჭმა ხელი და საპირისპირო მხარეებზე მჯდომ ყოფილ ცოლ-ქმარს ღიმილი სახეზე შეეყინათ.
-აბაშიძე სამარეს შენი ხელით ნუ ითხრი .. - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა კესო ჯაფარიძემ.
-კაი,არ გვინდა ეგ თემა ხო? - ნაძალადევი ღიმილით თქვა ნინამ და საზარეულოში გავიდა.
-ეწყინა?
-არა გიგა,უბრალოდ ადამიანისთვის რთულია რაღაცეები .. - ფსიქოლოგი ბარბი.
-კაკი ეგრე ნუ მიყურებ .. მაგაზე *ლეური საქციელი,მთელი ცხოვრება რომ ეცადო,იმენა,ვერ გააკეთებ ..
##
სადაც არ უნდა ყოფილიყო,ყველგან კაკისთან გაშორებაზე ეფიქრებოდა.ყველაფერს იხსენებდა,იაზრებდა .. მიზეზი რა იყო?
არაფერი.
ერთმანეთს აყვნენ,დაყვნენ,რაღაცეები ცუდად დაემთხვა,ასე,ისე და ჰოპ,დაშორდნენ.
იეჭვიანეს ერთმანეთზე
იჩხუბეს
იყვირეს
იკივლეს
კიდევ იჩხუბეს
კიდევ
კიდევ
და ბოლოს მიხვდნენ,რომ ბავშვს სამუდამო ტრამვას დაუტოვებდნენ ასე
ამიტომ
ადგნენ და
დაიშლნენ.
ასე
უბრალოდ.
სისულელეა,ყველაფერი სისულელეა.
ადამიანს გიყვარს და არაფერს აკეთებ? - რას უცდი?
**
ცხოვრება ნელ-ნელა აეწყო,ყველაფერი ტემპში ჩადგა,ისევ ძველებურად გააგრძელეს ყველაფერი,ოღონდ უერთმანეთოდ.
სისულელეა მეგობარო,ყველაფერი სისულელეა.
აბა
სად გაგონილა
ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და ერთად არ იყვნენ?
არ მწამს მე ეგეთი ცხოვრების ..
..
მეუღლესთან განშორების შემდეგ,ცხოვრება მთლიანად ლილეს აღზრდას დაუთმო.ყოველთვის ცდილობდა შვილთან მეტი დრო გაეტარებინა და პატარას მამის დანაკლისი ნაკლებად ეგრძნო.იცოდა,მხოლოდ მისი ზრუნვა,ლილეს იმ ყველაფერს ვერ მისცემდა,რასაც ორივე მშობლის ერთად ყოფნა,მაგრამ ცდილობდა მაინც.არ უნდოდა ბავშვისთვის ფსიქოლოგიური ტრანვა მიეყენებინა.კაკისთან მაშინვე უპრობლემოდ უშვებდა,როგორც კი ქალბატონი მოისურვებდა.
**
-ნიინ,ქმართან ხელი გაწერილი გაქ?
-არა ნათი,რატო მეკითხები? - ფურცლებიდან თავი ძლივს ასწია.
-აუ,ვერ ჩაგწერ მაშინ იმ პროგრამაში ქმრის თანხმობის გარეშე .. საბუთბს გაგიკეთებ და მოაწერინე ხელი,რომ თანახმაა .. მერე ჩაგწერ პროგრამაშიც,კაი?
-კაი,საღამოს წასვლამდე მომე ის საბუთები ..
ახლა კაკისთან დარეკვას და თანხმობის თხოვნას,სიკვდილი ერჩივნა.საკუთარ თავთან ომში,რომ გაიმარჯვა ტელეფონი აიღო და სანამ გადაიფიქრებდა,მანამდე სწრაფად დარეკა,ყოფილი ქმრის ნომერზე.
-გისმენ
-კაკი,ნინა ვარ .. როგორ ხარ?
-არამიშავს,შენ?
-რაღაც უნდა გთხოვო - ტუჩს მთელი ძალით დააჭირა კბილები,იმდენად მოერიდა.
-ტუჩებს თავი დაანებე!
-რაა? - გაოცებულმა მოათვალიერა ოფისი,სადმე ხომ არ არისო - მოიცა,შენ რა იცოდი ..
-ნინა,მემგონი ცოტა ხნის წინ მიყვარდი და ერთად ვცხოვრობდით ..
-ა,ჰო,გიყვარდი - გაუთიშა.
საპირფარეშოში სიმწრით გავარდა და სარკეში განადგურებულ თავს ცრემლიანი თვალებით დააკვირდა.სული უკიოდა,სხეული ტკივილისგან უკანკალებდა.ჩაწითლებული თვალები,აკანკალებული ტუჩი,დაჭიმული ყვრიმალები ..
-ვერ გიტან .. ვერ გიტან .. მეზიზღები ... კაკი თოლორაია ვერ გიტან .. ვერა,გესმის? ვერ გიტან .. არ უნდა მიყვარდე,ასე არ უნდა გგგრნობდე ..



№1 სტუმარი სტუმარი სალომე

აუ გააგრძელე რაა ასე მგონია ჩემზე წერდი.....იგივე სიტოაცია იგივე ბავშვის სახელი ჩემს შემთხვევაში ყვემაფერი ისე დამთავრდა როგორც უნდა ყოფილიყო და იმედია ეს ისტორიაც კარგად დასრულდება

 


საინტერესო დასაწყისია მართლა.
მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები <3

 


№3  offline წევრი LaLiDze

კარგი სიუჟეტია,მომწონს <3

 


№4 სტუმარი ნიცა

დასაწყისი მომეწონა, იმედია მალე დადებ შემდეგ თავებს :)

 


№5 სტუმარი სტუმარი doriane

მიყვარს ასეთი ისტორიები:) ოღონდ ბოლოს შერიგებებით და არა დაშორებებეით აბა ველი შემდეგ თავს აკაკის გაგიჟEბა იწყება იმედია ბოლო აქვთ ერთად

 


№6 სტუმარი kili

Gtxov male dade da cota dido tavi..aucileblad gaagrdzele

 


№7 სტუმარი Ana Zazadze

momewona gaagrdzelee ❤❤❤ gelodebi moutmenlad

 


№8  offline წევრი ნორმი

ძალიან მომეწონა heart_eyes <3 გელოდები
--------------------
მორფეოსი

 


№9  offline წევრი Onlyyou

Shinaarsi kargi aqvs. Gramatikuli shecdomebi gamoaswore ra....
Sitvacia ara situacia ♡
Dzalian dzalian didi warmateba She ❣ velodebi axal tavs ♡♡♡

 


№10 სტუმარი ეკე

ძალიაან მომეწონაა მალეეე დადეე და ნინასა ცოტა თამამი გახადერა

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dzaan kargi iyoo <3 imedia shemdeg tavs male dadeb da cota dideba warmatebebii

 


№13  offline წევრი daiana

მადლობა და ბოდიში ყველას.
ისტორიის თავებით დადებას ვერ ვახერხებ,მიგვიანდება.
ვიცი უპასუხისმგებლობაა ჩემი მხრიდან,ამიტომ ისევ ბოდიში.
სრულად ავტვირთავ,როგორც კი შევძლებ.

 


№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Sxva istoriebi romlebic dawyebuli gaqvs gagrdzelebas agar apireb? Tito tavi ro gideva da vso ra azri aq?

 


№15 სტუმარი სტუმარი lia

dade axali tavi ,nu agvianeb.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent