შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 13


26-09-2018, 17:54
ავტორი katiusha
ნანახია 3 544

-პლიუს თვრამეტი,-დაიძახა ნიკუშას და ფანჯარაზე აკრულ გოგოებს ფარდა გადაუწია,ხელით ანიშნა მოშორებოდნენ იქაურობას,რასაც მათი უკმაყოფილება და ბუზღუნი მოჰყვა.
-შეყვარებულმა წყვილმა ერთმანეთს აკოცა,ასე რომ მორჩა კინო.
-ბურდული-ერთი,არ გაპატიებ ამას იცოდე,-გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი თამარმა და დოინჯი შემოირტყა,ასე ეძახდა ნიკუშას,რადგან ის დაზე ხუთი წუთით ადრე დაიბადა.
-დააცადეთ ახალგაზრდებს,ჯერ იმას ვერ შეგუებიან რომ ერთმანეთი იპოვეს,მერე ეს ვნებების ქარიშხალი დაატყდათ თავზე მოულოდნელად,ხომ შეიძლება თქვენი გრძელი ცხვირები არ ჩაყოთ მათ ურთიერთობაში?
-და ჩვენზე მეტად ვის გაუხარდება ეგ ამბავი მერე?-შეუტია დამ,-ან რა აქვთ დასამალი ჩვენგან?თითქოს არ ვიცოდეთ რომ ერთმანეთს ამდენი წელი შორიდან ეტრფოდნენ.
-მართალია ბურდული-ორი,-კვერი დაუკრა თამარმა.
-ვაახ,თქვენ ვინ ხართ ტოო,-ხელები მსახიობურად გაშალა ნიკუშამ,რადგან მიხვდა მარტო იყო გოგოებთან ბრძოლაში.ბერდიას მისთვის არ ეცალა,გონებით სავარაუდოდ საავადმყოფოში იყო,გუგა კი შეყვარებულზე განაწყენებული კუთხეში იჯდა უგუნებოდ.
-წადით ახლა სამზარეულოში და რამე მოამზადეთ,გვშია ძალიან,მიდი თამრი,მიდი,-მსუბუქად უბიძგა ხელი ბექაურს.
-სად გინახავს ბიჭო ჩემი მომზადებული საჭმელი?-თვალები დაუქაჩა გოგომ
-მართალია ნიკუშ,ამათმა ბოლოს საჭმელი რომ გააკეთეს ორი დღე მოწამლულები ვიყავით,არ გახსოვს?-უცებ ჩაერთო ბერდია.
-არაფერიც,თქვენი რომ იმ საშინელი რაღაცით გაბრუვდით,მაგიტომ დაგემართათ ეგრე,თორემ მე ძალიან კარგად ვიცი როგორი კეთილი გულით გავაკეთე ის საჭმელი.
-კეთილი გულით კი,მაგრამ მწარე ხელებით და სავარაუდოდ ენაც მიაყოლე,-არ დაუთმო ბერდნიამ ანას. გოგო გაკაპასდა,ბალიშს დაავლო ხელი და არაბულს გაუქანა,ბიჭმა მოხერხებულად აიცილა და სიცილი მიაყოლა გაბრაზებულს.
-ჰეე,მიდით ახლა,გაცუნცულდით სამზარეულოში,ლიკამ იცის გემრიელი კერძების მზადება,დაუჯერეთ და გასწავლით.-სიცილით განმუხტა სიტუაცია ნიკამ
-მოიცა ეს ნინია სადღა დაუკარგა?
-ალბათ სადმე გაძვრა ჩუმად,არ იცი მაგის ხასიათი?გამოიტირებს და მოვა,-გადაულაპარაკა ანამ თამარს და ლიკას აედევნა..
დაახლოებით ნახევარ საათში სამზარეულოდან უკვე გემრიელი კერძების სუნი გამოდიოდა და კიდევ უფრო მეტად ანდომებდა საჭმელს მისაღებში მსხდომ ბიჭებს. ბოლოს ნიკუშამ ვეღარ მოითმინა და გოგოებს გააკითხა.
-აბა რას საქმიანობენ ჩემი ყოჩაღი გოგოები?-მოთაფლის მიზნით ყველას სათითაოდ ჩამოუარა და ლოყაზე აკოცა,მერე ლიკასთან შეჩერდა,წელზე შემოხვია ხელები,ზურგიდან აეკრო და კისერში აკოცა,რასაც გოგოს თავშეუკავებელი კისკისი მოჰყვა.
-უსინდისო,უსირცხვილოებო,მორიდება იქონიეთ,-დასვრილი ხელები გაიწმინდა ტილოზე და მისკენ ისროლა თამარმა.-წეღან შენ არ თქვი პლიუს თვრამეტიო...
-ეს როდის გახდა ასეთი უჟმური გოგოებო?-
-სულაც არაა უჟმური,მაგრამ რომ დაგვინდო ძმაო კარგი იქნება,
-აბა ვინ მიჩაგრავს გოგოებს?
-მოვიდა დაკარგული შვილი,სად ბრძანდებოდი ქალბატონო?
-მარტო ყოფნა მინდოდა...-უპასუხა ნინიამ თავის დასაძვრენად,თორემ ისე კი როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდა ქისტაურთან სასაუბროდ გარბოდა.
-კარგი იქნება თუ ჩვენთანაც იქნები.
-ხოდა მოვედი რომ მოგეხმაროთ,რაც შეეხება მამაკაცებს დაგვტოვეთ თუ შეიძლება,-,ლიკას დააშორა ნიკუშა და კარისკენ მიაბრუნა,მაგრამ იქ გვანცა აისვეტა და ბიჭსაც ოთახში დარჩენა მოუწია.
-ოჰ,მობრძანდა ჩვენი ჯულიეტა,სად ბრძანდება შენი რომეო?-დაასწრო ყველას თამარმა აწითლებული გოგო კიდევ უფრო ააწითლა.
-ვინ?-ვიტომ ვერ მიხვდა რას ეკითხებოდა.
-რომეო,რო-მე-,ო,-დაუმარცვლა ისევ.
-მე რავიცი.-აიჩეჩა მხრები და დასაჭრელად გამზადებულ მწვანილს დასწვდა.
-შეეშვი ამას,თითი არ გაიჭრა.
-მე მეუბნები მაგას თამრი?ხომ არ გავიწყდება რა პროფესიის ვარ.
-მაგას ნინია გააკეთებს,წადი შენ სუფრაზე თეფშები გაიტანე.-მიუჩოჩა ანამ წასაღები ჭურჭელი.
გვანცამ ჭურჭელი ხელში აიღო და სასადილო ოთახში მდგომი მაგიდისკენ დაიძრა,იცოდა იქ ნამდვილად იჯდებოდა დემეტრე,მაგრამ მაინც დაიძაბა მისი დანახვისას და მზერა აარიდა,ბიჭი კი ჯიუტად არ აშორებდა თვალს და სულ უფრო აბნევდა.მაინც განაგრძობდა საქმიანობას.თეფშებს გვერდით შესაფერისი დანა-ჩანგალი,ჭიქები და ხელსახოცები დაუწყო.უკან დაბრუნებას აპირებდა,თუმცა ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ დანარჩენები კერძებით და სალათებით ხელდამშვენებულები და მაგიდაზე მიუჩინეს ყველაფერს ადგილი.ოთახში მხიარულება და ხმაური შემოიჭრა.
-დროა სუფრას მივუსხდეთ,-წამოდგა ბერდია სკამიდან და სუფრის თავში დაიკავა ადგილი.-დღეს მინდა რომ დავლიო და თამადა მე ვიქნები.შეწინააღმდეგება არ გაბედოთ.
-იმედია დღესაც ჩემი მოსავლელი არ გახდები.
-გაჩუმდი ანა,-შეუბღვირა ნიკუშამ დას.
-რა სიმართლეს არ ვამბობ?
-შენ ამ ბოლო დროს ძალიან მკბენ და რამე დაგიშავე?
-ჩვეულებრივად ვარ.გეჩვენება.მხრები აიჩეჩა გოგომ და სკამი გამოსწია,სუფრასთან დაჯდა.
-ნინია სად არის?ისევ გაქრა?რა სჭირს ამ გოგოს?
-შეყვარებულია ნამდვილად.-გადაუჩურჩულა ლიკამ თამარს.
-არაა,მაგას ვერ დავიჯერებ.სულ ერთად ვართ,მის ირგვლივ მამაკაცის ჭაჭანება არაა,არ დამინახავს ნინიას ვინმე მოსწონებოდეს.
-როგორც ჩანს მოეწონა,თან უშენოდ გაიცნო ვიღაც...კარგად ვიცი როგორია შეყვარებული ქალი.
-რას ჩურჩულებთ თქვენ?შუაში ჩაუდგა ნიკუშა,ერთმანეთს დააშორა და ლიკა მაგიდისკენ წაიყვანა,გვერდით მოისვა .
-აი ნახეთ რაა როგორ იქცევა?მე რა დავაშავე?-იწყინა თამარმა
-დაჯექი ვის ელოდები?მოპატიჟებას?
-ბურდული-ერთი შენ დღეს ძალიან მიწვევ და იცოდე მიიღებ საპასუხოდ.
-ღმერთო რა მწარეა ეს გოგო,ნეტავ როდის დატკბები?
-სამაგიეროდ შენ ხო დაგატკბო ლიკამ.-დაიცვა მეგობარი ანამ.
-ისე მართლა უკვე დროა თქვენი ამბავი მშობლებმა გაიგონ.როდის აპირებთ თქმას?-ჰკითხა დემეტრემ და პიცის ნაჭერი გაიქანა პირში.
- ზეზვა ბიძია მოვიდეს გონს და მერე.უკვე აღარ შემიძლია მისგან შორს ყოფნა, გოგოს ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა.
-ვაა,ესეგი სამეგობროში პირველი ქორწილი იქნება?რა მაგარია,-ხელი ხელს შემოჰკრა თამარმა.
-რა ქორწილი?კარგი რაა?არმინდა.
-მოიცა შენ რა გგონია რომ ამ დიდი ოჯახის პირველი შვილის ბედნიერების ამბავი ჩუმად ჩაივლის?არა საყვარელო.
-აჰ გამოჩნდა დაკარგული.სად დადიხარ გოგო?
-ტანსაცმელი გამოვიცვალე.-,ჩუმად უპასუხა თამარს და გვერდით მიუჯდა.გოგომ ერთი კი შეხედა და მიხვდა რომ იტყუებოდა.მაგრამ ახლა კითხვების დრო არ იყო.ცალკე დაელაპარაკებოდა.
-ვიღაც მოწყელიააა.-რა ხდება გუგა.დღეს შენი ხმა არ გაგვიგია?
-არაფერი დემეტრე.უბრალოდ აქ რომ ხართ ახლა ყველა,სოფო მაკლია,თითქმის არასოდეს არაა ჩემს გვერდით როცა ასეთი შეკრებები გვაქვს.
-გუგა შენ დიდი ხანია გვიცნობ და იცი რომ სოფო ასეთია,ბოლომდე ერთგული, ყველაფერში სულს და გულს დებს,რატომ გიკვირს?
-არ მიკვირს,ყველაფერი ვიცი, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
ოთახში მოულოდნელი სიჩუმე ჩამოწვა.გუგამ თავი ჩაღუნა და მაგიდის გადასაფარებლის კიდეს დაუწყო წვალება.
-გუგა,მომისმინე,ჩვენ გაგაფრთხილეთ როცა თქვენი ურთიერთობის შესახებ გავიგეთ რომ სოფოსთან თავი გააკონტროლე,მას არ აწყენინო და არც უაზრო და ზედმეტი საყვედურებით გამოუჭედო თავი.ისედაც მისი ხათრით გავჩუმდი მაშინ რომ ერთი კარგად არ მიგბეგვე.ახლა კიდევ ერთხელ გაფრთხილებ,თუ არ გაქვს შენი თავის იმედი და იცი რომ ამან შეიძლება თქვენს ურთიერთობაზე ცუდად იმოქმედოს,ჯობია დაშორდე,თავი დაანებო და წახვიდე.
-დემეტრე, ჩვენ მეგობრები ვართ და პატივს ვცემ ამას,მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ მაინც არ გაძლევს ეს ჩვენს ურთიერთობაში ჩარევის უფლებას,
-ბიჭებო გეყოთ,გუგა მართლია,დემეტრე არ გაქვს ორი შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაში ჩარევის უფლება.
-გვანცაა .
-რა?რა გვანცა?შენ შენი ურთიერთობა მოაგვარე ჯერ და მერე ჩაერიე სხვასთან.-არ დაუთმო გოგომ
-ახლა ამათმა დაიწყეს.გაჩერდით.-მაგიდას ხელი დაჰკრა ბერდიამ.-მე მასპინძელი ვარ თუ ვინ ვარ?გუგა თქვენი ურთიერთობა მაშინ გაარკვიე როცა სოფოსთან მარტო იქნები,თქვენ.-მიმართა დემეტრეს და გვანცას.-ან ახლავე გაჩუმდებით ან გახვალთ და გარეთ იჩხუბებთ,ჩვენ მშვიდად ვახშმობა გვაცადეთ. დანარჩენებს თუ ვინმეს რამე პრობლემა გაქვთ,თქვენთვის დაიტოვეთ და უბრალოდ სიმშვიდე შეინარჩუნეთ,რადგან ახლა ნამდვილად არ მაქვს თქვენი გაშველების თავი.
ყველა გაჩუმდა და ბერდიას მიაჩერდა.მას კი უკვე დანა-ჩანგალი მოემარჯვებინა და სტეიკს შეექცეოდა.
-ოჰოო,თვით ბერდია არაბულსაც სცოდნია გაბრაზება.-ჩაილაპარაკა მის გასაგონად ანამ.მაგრამ სანამ ის მეორეს იფეთქებდა გარედან ხმაური მოისმა და მალე სოფოც გამოჩნდა.
-სოფომ გადაგარჩინა,-ჩანგალი მოუღერა ბერდიამ.
-ჩემი გულთბილი სალამი ამ დიდი სამეგობროს თითოეულ წევრს.როგორ ხართ?
-კარგად,შენ?გამოაღწიე?
-როგორც იქნა გვანცა.როგორც იქნა,თან რომ იცოდეთ რა მოხდააა.-თვალები ეშმაკყრად აუთამაშდა გოგოს.
-რა?-ყველამ ერთად მიაშტერდა გოგოს.
-რაღაც სასწაულის ძალით ზეზვა ბიძია გონს მოვიდა.-ყოველგვარი შესავლის გარეშე თქვა გოგომ,წამს სიჩუმე ჩამოვარდა,მერე კი ისეთი ხმაური და ყვირილი ატყდა საოცარი.ერთმანეთს ეხვეოდნენ,ულოცავდნენ,იცინოდნენ,ღმერთს მადლობას უხდიდნენ ამისთვის,
მხოლოდ გუგა იყო განმარტოებით,იჯდა და შორიდან უყურებდა.მის თვალებში დაუფარავი შური იკითხებოდა,როდის წარმოიშვა მის გულში ასეთი შური და სიძულვილი არავინ იცოდა,იქნებ მაშინ როცა დემეტრე მის სკოლაში გადაიყვანეს და მისი ზეგავლენა და პოპულარობა წამში დაიკარგა?იქნებ მაშინ როცა გვანცამ მას ხელი ჰკრა და დემეტრე აირჩია?იქნებ მერე დიდობაში როცა მისი სახელი დემეტრე ბექაურმა სრულად დაავიწყა ყველას და მის ჩრდილქვეშ მოექცა? ისე მოუცვა ამ შურმა,რომ სრულად დაბრმავდა და მისი გინება მხოლოდ ერთი რამისკენ მიმართა-შურისძიებისკენ.სულ უფრო დაუახლოვდა მათ და მათი სამეგობროს განუყოფელი ნაწილი გახდა....

იმ ღამეს საავადმყოფოში სოფომ არც ერთი არ გაუშვა.რეანიმაციაში მაინც არავინ შეგიშვებთ და ტყუილად დაიღლებით,ახლა აქ გავერთოთ და ხვალ მე გაჩვენებთ პირადად მასო.
იმ ღამეს გვიანობამდე იმხიარულეს,დალიეს კიდეც,გოგოებს ვერ აჩერებდნენ. დალევა მოინდომეს და ბიჭები თამაშგარეში დატოვეს.განსაკუთრებით ნინია და გვანცა მხიარულობდა,ლიკაც კი გააგიჟეს და აიყოლიეს. სულ სხვანაირი იყო სოფოც,შეყვარებულზე გაბრაზებული სასმელს მიეძალა,თუმცა მისთვის სამი ჭიქაც საკმარისი აღმოჩნდა რომ სხვა განზომილებაში გადასულიყო.
-ამათ რა სჭირთ დღეს?-გადაულაპარაკა ნიკუშას ბერდიამ.
-არ ვიცი,მაგრამ შეყვარებული გამიგიჟეს და რა მეშველება?-თავში ხელი შემოირტყა ბურდულმა.-დემეტრე შენ რატომ ხარ ასე მშვიდად და გაბადრული?ვერ ხედავ ყირაზე გადავიდნენ.
-ვხედავ,ძალიან კარგად ვხედავ და სიმართლე გითხრა ძალიან მომწონს,აბა სულ ჩვენ ხომ არ მიგვივლიან და სულ ჩვენ ხომ არ გავერთობით?
-ამას ტვინი გადაუნერგეს თუ რა ხდება?
-რა გინდა ნიკუშ?მომწონს ვააა..-დემეტრე თვალს ვერ აშორებდა გვანცას,რომელიც საოცრად ცეკვავდა და მუსიკას ტანს საოცრად აყოლებდა.
-ვხვდები რაც სჭირს.დაინახა ბავშვობის სიყვარული და სხვა აღარაფერი აინტერესებს.-გაეცინა ნიკუშას.
-შემეშვით რაა,-დაიღრინა დემეტრემ
-კარგი ხოო...გუგა წადი სოფო იმ მაგიდიდან ჩამოიყვანე,არ ჩამოვარდეს არაფერი დაიშავოს.თან ნახე დაცვაც როგორ უყურებს.
-იცი რაა ჩემო ბერდია,სწორედაც რომ ასეთი სოფო მიყვარს მე და მინდა რომ იყოს,დაცვა კი ჭირსაც წაუღია,ეს ქალი, რომელიც ასე იქცევს მამაკაცების ყურადღებას,ვამაყობ რომ ჩემი მომავალი ცოლია.
-ცოლი?ჰმ,ეტყობა ჯერ ბიძაჩემი ბოლომდე ვერ გაიცანი.ამ ამბავს რომ გაიგებს როგორ გადარჩები არ ვიცი.მეც იმიტომ გადამირჩი რომ სოფომ მთხოვა
-ნუ აშინებ დემეტრე..რაღა დროს მუქარაა.ჩაიარა ყველაფერმა.
-არ ჩაუვლია ნიკუშ,ყველაფერი წინაა.მე არ მეშინია,სიყვარულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.
-ჯერ ამ მთვრალ გოგოს შეებრძოლე და იქიდან ჩამოიყვანე,თორემ მოიტეხა კისერი.-წამოდგა ბერდია და მათკენ წავიდა.დას მიუახლოვდა და წელზე ხელი მოხვია.
-გეყოფათ გართობა.ძილის დროა.
-არ მინდა ძმაო.
-ნინია,ნუ ჯიუტობ,ფეხზე ძლივს დგახარ.თითქმის ძალით წაიყვანა საძინებლისკენ. სასმელმა თავისი გაიტანა და გოგოს გზაშივე ჩაეძინა. ტანსაცმლიანი მიაწვინა საწოლზე,მხოლოდ ფეხსაცმელი გახადა,თხელი გადასაფარებელი მიაფარა და რომ დარწმუნდა ღრმად ეძინა ჩუმად გამოიხურა საძინებლის კარი...

გვანცა ჯერ კიდევ სოფოსთან და თამართან ერთად ცეკვავდა,როცა წელზე ხელების შემოხვევა იგრძნო და ეკალმა დააყარა,მიხდა ვინც იყო,მაგრამ გაძალიანების და წინააღმდეგობია გაწევის თავი არ ჰქონდა.დამორჩილდა ბიჭს და მის ნაბიჯებს გაჰყვა.გოგოებმა ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს,სკამზე მჯდომ ანას ხელი ჩაჰკიდეს და ის აიყოლიეს.
დემეტრემ თავის საძინებელში შეიყვანა გოგო.ფეხზე ძლივს იდგა,მაგრამ მაინც მუხვდა რომ იქ არ იყო,სადაც უნდა ყოფილიყო.აქ რა მინდა კი ჰკითხა,მაგრამ პასუხად ბიჭისგან ჩახუტება და შუბლზე კოცნა მიიღო.სრულად დამორჩილდა მას.მის თვალებს გაუშტერა მზერა.მართალია თვალები ეხუჭებოდა,მაგრამ მაინც ამოიკითხა მის თვალებში სიყვარულით სავსე მზერა,აქ პირველად გაიფიქრა გვანცამ,რომ ხანდახან სიტყვების მაგივრად სათქმელს თვალები ამბობენო.
დემეტრე ცდილიბდა ისე ესუნთქა,რომ გვანცასთვის ძილი არ დაეფრთხო.მის მკერდზე ედო გოგოს თავი,წითური თმა სახეზე ჩამოყროდა და თითქმის მთლიანად უფარავდა.ახლა ყველაზე მეტად ნანობდა ბექაური უაზროდ და ფუჭად გაფლანგულ ამხელა დროს,მის გარეშე გატარებულს...
ვინ დააშოშმინებდა თამარს და ანას,თუ არა ბერდია,აბა მეტი ვიღა იყო დარჩენილი?ნიკუშას უკვე ეძინა ლიკასთან ერთად.ხელი მიჰკიდა ორივეს და მარტო დატოვა შეყვარებული წყვილი.მუსიკა გაითიშა,სინათლე ჩაქრა,მხოლოდ იმ ოთახში დარჩა სადაც გუგა და სოფო იყვნენ,სიჩუმემ მოიცვა არაბულების სახლი.
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ხმას არც ერთი არ იღებდა,უჭირდათ საუბრის დაწყება.უხმო მზერით ბურღავდნენ და თითქოს საყვედურობდნენ ერთმანეთს.
-კიდევ დიდხანს უნდა იყო გაბუტული?-სიჩუმე დაარღვია გუგამ.
-გაბუტული არ ვარ..
-აბა ასე რატომ იქცევი?
-მეე?თუ შენ?ეს შენ არ გესმის ჩემი.ჯიუტობ.რამდენჯერ ვილაპარაკეთ ამაზე?ხომ შევთანხმდით?ეს ჩემი პროფესიაა,მე ადამიანების გადარჩენა მევალება და მაშინ როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,ვერ მივატოვებ და ვერ წამოვალ, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი შეყვარებული ეჭვიანობს და ამას ვერ ეგუება.
-სერიოზულად?შენ ამას უბრალო ეჭვიანობას ეძახი?
-კიი,ეჭვიანობას და ახირებას.ბავშვურ ახირებას.
-რა ვქნა,მიჭირს ამასთან შეგუება,რომ როცა მინდა მაშინ ვერ გნახავ,როცა მინდა მაშინ არ იქნები ჩემთან,ღამით სახლში არ მოხვალ..
-არც მე შევიცვლები და არც პროფესიას არ შევიცვლი..სალაპარაკოც აღარაფერია მაშინ...სოფო წამოდგა და წასასვლელად მოემზადა,გუგაც წამოხტა და წინ გადაუდგა,გზა მოუჭრა.
-მოიცადე,არ წახვიდე,ვილაპარაკოთ,სამი დღეა ხმას არ მცემ,არ ვლაპარაკობთ.ერთმანეთს ვერიდებით...
-არც ჩემთვისაა ადვილი,როგორ ფიქრობ ჩემთვის მარტივია?მე არ მინდა შენთან ყოფნა?
-რომ გინდოდეს იქნებოდი...
-დაფიქრდი სანამ მაგას მეტყვი.
-ხო,რომ გინდოდეს იქნებოდი,რომ გინდოდეს დამირეკავდი,რომ გინდოდეს ყველას ეტყოდი ჩვენს ამბავს,შენ კი საიდუმლოდ ინახავ და მალავ,მე რომ არ მეთქვა მეგობრებსაც არ ეტყოდი..გეხვეწები,ყველა შეხვედრის წინ გეხვეწები რომ მნახო...თუ შემხვდები,ისიც სულ საათზე გიჭირავს თვალი და გაქცევაზე ფიქრობ. კოცნა რა არის,იმის უფლრბაც კი არ მაქვს რომ გაკოცო და ზედმეტად შეგეხო.მე კი ვგიჟდები ისე მინდა მოგეფერო,გულში ჩაგიკრა..
-გაჩუმდი,გესმის გაჩუმდი?-ხმას აუწია სოფომაც.-აღარ მინდა შენი მოსმენა.
-იმიტომ მაჩუმებ რომ სიმართლის მოსმენა მწარეა ხო?
-არა იმიტომ გაჩუმებ რომ გზას გიტოვებ ჩემთან რომ დარჩე...
-აჰაა ესეგი კიდევ შენ მიტოვებ ხო გზას?ისევ შენი მადლობელი უნდა ვიყო?
-ვერ გცნობ გუგა,რა გჭირს?ცდილობდა მოთმინება არ დაეკარგა სოფოს.
-ეჭვიანობისგან და ეგოისტობისგან ჰგონება დაგებინდა და საღად ვეღარ აზროვნებ.რომ დამშვიდდები მერე ვილაპარაკოთ,აი როცა გადაგივლის ეს ყველაფერი,თუ ისევ ამჭკუაზე იქნები,მაშინ ჯობია რომ დავშორდეთ.
-ამას შენ ვერ გადაწყვიტავ.მთვრალი ხარ და არ იცი რას ლაპარაკობ.-ცოტა მოლბა გუგა,ეს მის გეგმებში არ შედიოდა.
-მერე რა რომ ნასვამი ვარ,აზროვნებაში არ მიშლის ეს ხელს.წავედი.-ხელით გვვრდზე გასწია სოფომ და გვერდი აუარა.
-ასე შენს ნებაზე ვერ ივლი,-მკლავში ჩაჰკიდა ხელი და თავისკენ მიატრიალა.გოგომ ხელი გამოსტაცა და მკაცრად უთხრა.
-ახლა წავალ,არ მინდა ჩვენებმა ამ ჩხუბის შესახებ გაიგონ.ორივეს დამშვიდება და დაფიქრება გვინდა,აი თუ მერეც ვერ შევთანხმდით დაშორება გარდაუვალი იქნება და ვერავინ ვერ მაიძულებს რომ შენთან დავრჩე.ნახვამდის..
მანქანის გასაღებს ხელი დასტაცა და გარეთ გავარდა.გზად ჯერ კიდევ აულაგებელ მაგიდაა ჩაუარა,ნახევრად დაცლილ ღვინის ბოთლს ხელი დასტაცა და მოიყუდა.
გზასი სასმელი სულ უფრო მოეკიდა.თავბრუ ეხვეოდა,მაგრამ არ გაჩერებულა, ცდილობდა დაევიწყებინა რომ პირველმა სიყვარულმა იმედი გაუცრუა და სულაც არ აღმოჩნდა ისეთი კარგი, როგორსაც ელოდა.იმის გაანალიზება რომ მისი და გუგაა სიყვარული ასე უბრალოდ,მარტივი მიზეზის გამო ჩიხში შევიდა.ბიჭს მისი არ ესმოდა ან არ უნდოდა გაეგო.
სახლში მისვლა არ უნდოდა,მშობლებს ასეთ მდგომარეობაში ვერ დაენახვებოდა.მამიდასთან რომ წასულიყო,უარესი იქნებოდა, ის მშობლებზე მეტად დასჯიდა,ერთ ისეთ საყვედურს ეტყოდა, რომ სიკვდილს ანატრებინებდა. მეგობრებიდან ზოგი მის დღესი იყო ნასვამი,ზოგს საერთოდ არ ეცალა მისთვის.აღმოაჩინა რომ მარტო იყო,სრულიად მარტო.ამდენი ახლობლების გვერდით არავინ არ ჰყავდა,მისი სულის მეგობარი,განუყოფელი ნაწილი დემეტრე გვანცასთან იყო უკვე და მისთვის ვერ მოიცლიდა.უფრო სწორად მოიცლიდა და აუცილებლად წამოვიდოდა მასთან,მაგრამ ახლა,როცა გვანცა იპოვა და როგორც იქნა მასტან ურთიერთობა ლაგდებოდა,თავს არ მისცემდა უფლებას მასთან დაერეკა..
პირველი რაც გონებამ უკარნახა და სადაც გულმა გაუწია,საავადმყოფო იყო.იქ რომელიმე პალატაში განმარტოვდებოდა და იქამდე იტირებდა და იფიქრებდა სანამ არ დაეძინებოდა ან ცრემლი არ გაუშრებოდა...
იმ პაციენტის სიტყვები ამოუტუვტივა თავში გუგას კარგად არ იცნობო რომ აფრთხილებდა.იქნებ მან ნამდვილად იცოდა რაღაც?იქნებ მართალი იყო?ეჭვი რომ შეუჩნდა აღარ მოასვენა და საავდამყოფოს ეზოში შეაყენა მანქანა.
**********

ლევანი და დუდა მანქანიდან გადავიდნენ და საუბრით ნელა გაუყვნენ გზას შესასვლელისკენ.საავადმყოფოს ეზოში სკამზე გოგოს მოჰკრეს თვალი,რომელიც წამოწოლილიყო და ეძინა.გულგრილად ჩაურეს,მაგრამ უცებ ქისტაური შედგა და სწრაფად მობრუნდა უკან.
-მეჩვენება თუ ეს ისაა?-ხელი წაჰკრა მეგობარს და მისკენ გაახედა.დუდას თვალები გაუფართოვდა,ნამდვილად ის იყო.
-რა ვქნათ?როგორ მოვიქცეთ?
-აზრზე არ ვარ,მაგრამ აქაც ვერ დავტოვებთ,ცოდოა და საშიში.-მძინერე გოგოს მიუახლოვდა და სახეზე კარგად დახედა,მის სუნთქვას მიუგდო ყური,ალკოჰოლის სუნი ეცა და სახე დაემანჭა.
-ნასვამია...ნუთუ გუგამ რამე დაალევინა არ ...
-არა,ლევან ეგ აღარ თქვა არ გაიმეორო.ეგეთი ნაძირალაც არ იქნება,რომ საყვარელ ადამიანს რამე დაუშავოს...
-იმედი მაქვს..როგორ მოვიქცეთ?აქ ვერ დავტოვებთ..
-თორნიკეს დავურეკოთ,რამეს მოიფიქრებს..-თქვა დუდამ და ტელეფონი მოიმარჯვა...

ქისტაურმა ფრთხილად დააწვინა პალატის საწოლზე გოგო და ზემოდან თხელი გადასაფარებელი გადააფარა.არც კი გაუხელია თვალი,ღრმად ეძინა და მძიმედ სუნთქავდა.
-დაგინახათ ვინმემ?ხომ არავინ იცნო?
-არა.ისე შემოვიყვანეთ თითქმის არავინ შეგვხვედრია.-უპასუხა დუდამ
-ნეტავ რა მოხდა?რატომაა ასეთ დღეში ან რატომ ეძინა იქ?ვფიქრობ,ვფიქრობ და ვერაფერი გამიგია.
-ჩვენც ძალიან გაგვიკვირდა,საქმეზე ვლაპარაკობდით,უცებ თვალებს ვერ დავუჯერე,რომ დავინახე.
-მოვკლავ,იმ არაკაცს მოვკლავ თუ რამე დაუშავა.-გამოსცრა კბილებში და ხელები მუშტად შეკრა.
-დაწყნარდი შენ და არ ჩაერიო,ჯერ ხომ არ იცი რა ხდება და რატომაა ასეთ მდგომარეობაში,თან საკვირველია ასეთი რეაქცია რომ გაქვს მის დანახვაზე.თვითონ ამბობდი შურისძიება მინდაო და ახლა გაგიჟებული ხარ..
-დუდა ეს სულ სხვადასხვა რამეა.ნახე როგორ საყვარლად სზინავს,როგორი უცოდველი სახე აქვს..
-ქისტაურო მეჩვენება თუ ეს ყუნულის ლოდი იღიმება და ან გოგოთი აღფრთოვანებულია?
-არ გეჩვენება,ნამდვილად ასეა.ამ ღიმილის მიზეზი ნამდვილად ეს გოგოა.-დაუდასტურა მანაც და ორივეს გაეცინა.
-აი რა სისულელეა,საიდან მოიტანეთ ეგ?-მოიქუფრა ისევ მეტრეველი.
-იქიდან რომ შენი თვალები და შენი სახე ამბობს ამას.
-არასწორად ფიქრობ დუდა,ისევ ისე მძულს როგორც აქამდე,ისიც და მისი გვარის დანარჩენი წარმომადგენლები.
-ნუთუ მართლა იმიტომ აპირებ მის დასჯას რომ იგივე გვარი აქვს,რაც იმ ქალს?ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ,რომ შეიძლება ის ქალი არაფერ შუაში არ იყოს და მართლა გულწრფელად ყვარებოდა მამაშენი?რაღაც გარემოებების გამო კი ვერ მოახერხეს ერთად ყოფნა?ან მამასენმა ვერ დაიცვა თავის სიყვარული?
-დუდა ჩემს ნერვებზე იწყებ თამაშს?
-სულაც არა,მინდა გითხრა რომ არაფრით განსხვავდები გუგასგან,თუ ამ უცოდველ გოგოზე შურს იძიებ,გეფიცები დამკარგავ,შენს მეგობრობაზე ხელს ავიღებ,ისევე როგორც შენსაზე ვაჟბატონო.ნინია არაბულს და სოფო გიგაურს თმის ღერიც არ უნდა ჩამოვარდეს,როგორმე მოახერხეთ და მათ გარეშე გაარკვიეთ ყველაფერი.
დაამთავრა მონოლოგი დუდამ.ამჯერად ისეთი მკაცრი იყო შენგელია,როგორც არასდროს.
-რატომ ცდილობ რომ ყოველთვის შუამავლის და კეთილი სამარიტელის როლი მოირგო?-უსაყვედურა ლევანმა.
-იმიტომ რომ ასეთი ვარ,მე ვერ შევიცვლები,ამიტომ ჯობია ასეთი ამიტანოთ ან შემეშვათ,გაბრაზდა დუდა.
-მოიცა ეხლა,მაგის დრო არაა ჩვენ ვიჩხუბოთ,ისედაც რაღაც მნიშვნელოვანი გვაქვს გადასაწყვეტი,-დათმო ლევანმა.
-მე უკვე გადავწყვიტე,ახლა თქვენზეა დამოკიდებული დამთანხმდებით თუ არა,
-მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა თანამშრომლებისგან არ გამოგვარჩევ და არც პრივილეგიებით ვისარგებლებთ.
-როდემდე უნდა იყო ასეთი თავმდაბალი მეტრეველო?-გაეცინა შენგელიას.
-სულ,მთელი ცხოვრება,არასოდეს ვისარგებლებ ამით რომ ჩემი მეგობარი ხარ.
-მოკლედ ასეა საქმე,როგორც იცით ახალი პაბი იხსნებამე,მე კიდევ მჭირდება მისი მმართველი და დაცვის უფროსი,რომ ყველაფერი აკონტროლონ.
-აქედანვე გეტყვი,რომ მე კაბინეტში ვერ დავჯდები.
-რა თქმა უნდა,შენ რომ მუშტები არ იქნიო ისე როგორ,-გაეცინა ლევანს,-კაბინეტში მე დავჯდები.ხომ იცი რომ უნივერსიტეტში მაგას ვსწავლობდი,მართალია ბოლომდე არ დამისრულებია,მაგრამ იმდენი ვიცი რომ მართვა შევძლო,
-ხოდა გადაწყვეტილია,შენ ხვალ გელოდები სამსახურში,შენ კი როცა გამოჯანმრთელდები.ახლა მე წავედი,გვიანია ისედაც,ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და უნდა გამოვიძინო.
-მეც მივდივარ,აედევნა ქისტაური.
-ხო მართლა ეს შენ,ვიცი დაგჭირდება,-რამდენიმე მსხვილი კუპიურა დადო მაგიდაზე შენგელიამ
-კარგი რაა,რა საჭიროა ეს?
-ჩათვალე ავანსია,-გაეცინა და ლევანთან ერთად კარი გაიხურა. მარტო დარჩა მეტრეველული,მარტო საძულველ ქალთან,მაგრამ მაუნც არ შეეძლო მის გაარეშე.რაღაც უხილავი ძალა აიძულებდა რომ გოგოსთვის ყურადღება მიექცია.
სოფოს ისე ეძინა,რომ არაფერი არ ადარდებდა,სუნთქვა ნელ-ნელა დაურეგულირდა და მშვიდი გაუხდა,თითქოს მანაც იგრძნო რომ მარტო არ იყო და გულში გამეფებული სიძულვილის მიუხედავად მაინც არაფრის დამშავებელი არ იყო მეტრეველი
ამჯერად თორნიკე იყო მისი მშვიდი ძილის დარაჯი.ისე,რომ თვითონაც ვერ გაიაზრა,მისი ხელი ხელში მოიქცია,ნაზად გადაუსვა თითები მის ნატიფ,მოვლილ და სათუთ კანს.
ხანდახან,როდესაც ადამიანს შეხედავ და მასში დაინახავ უბრალო ქოხს, რომელიც ბუნებაში დგას, შიგნით კი საოცარი სითბოა, ჩატეხილი ფანჯრების მიუხედავად და ხვდები რომ,ის ადამიანი უნდა შეიყვარო.მერე ეს სითბო შენში შემოდის,ნელ-ნელა იჟღინთება სხეული და გაყინული გული დნება, მალამოსავით ედება ყველა ჭრილობას და განკურნებას იწყებს,ხვდები რომ იცვლები,ყველა წინააღმდეგიბის მიუხედავად მაინც გცვლის და ყველა გეგმას გაცვლევინებს,სიყვარულიც ხომ ამ ქოხშუ გამეფებული სითბისავითაა,ნელ-ნელა შემოგეპარება,ისე რომ ვერ მიხვდები,ხოლო როცა ყველაფერს გაიაზრებ უკვე ყურებამდე ხარ შეყვარებული...
სიყვარული ხომ ის დაავადება, რომელიც მტკივნეულთან ერთად სასიამოვნოცაა,ესაა გრძნობა რომელიც,განუკურნებელი სენივით შეგეყრება და აღარ გაგივლის...
*************
საოცარი რამეა მზის ამოსვლა.ყოველ ახალ დღეს უდებს დასაბამს და თითქოს იმედს გაძლევს იმისას რომ ყველაფერი სხვანაირად იქნება.რაღაც სასწაულს ელი და გჯერა რომ გათენებისას ის ნამდვილად მოხდება...
სასწაულს მიაწერა ისიც რომ საძულველი პაციენტის პალატაში გაეღვიძა,უფრო მეტიც მის საწოლში იწვა და თორნიკეს სკამზე ჩასძინებოდა.ხელები გადაეჯვარედინებინა,თავი დაედო და ეძინა,ფრთხილად შეირხა,ადგომა და სსაპირისპირო მხრიდან გადასვლა სცადა,მაგრამ ფხიზელი ძილი ჰქონდა მეტრეველს და უცებ დააჭყიტა თვალები.სკამზე გასწორდა და გოგოს მიაპყრო საყვედურნარევი მზერა.
-აქ როგორ მოვხვდი?
-წესით ეგ კითხვა მე უნდა დავსვა..მე უნდა გკითხო რატომ დალიე იმდენი ან რატომ გეძინა საავადმყოფოს სკამზე?
-ვის?მეე?
-დიახ,თქვენ ქალბატონო ექიმო,ჩემმა მეგობრებმა გიცნეს და აქ მოგიყვანეს,მეტი ვერაფერი მოვიფიქრეთ,ვიფიქრე რომ ასეთ მდგომარეობაში შენი ხილვა არ შეიძლებოდა თანამშრომლებისთვის და აქ დაგტოვე.
-მადლობა.-საწოლში წამოჯდა გოგო და თავი ჩაღუნა,გადასაფარებლის ბოლოებს დაუწყო წვალება.
-არ გკითხავ არაფერს და არ ჩაგაცივდები მომიყევი თქო,მაგრამ დამიჯერე მოგეშვება...
გოგო ცოტა ხანს ჩუმად იყო.ოთახშიც სიჩუმე გამეფდა.მერე სოფომ დაარღვია ეს აუტანელი სიწყნარე და ბიჭს შეხედა.გული დაესერა თორნიკეს,როცა მის თვალებში ცრემლი შეამჩნია.
-იმედი თუ გაგცრუებია ოდესმე?
ბიჭს ირონიულად ჩაეცინა.იმას ეკითხებოდა რაც არაერთხელ განუცდია.
-კი,ძალიან ბევრჯერ,იმდენჯერ რომ სათვალავიც ამერია.რატომ მეკითხები?
-დაგმართნია ისე,რომ რამდენიმე წუთში საერთოდ აგიცრუებია ადამიანზე გული...თანაც სამუდამოდ.”
„-ჯანდაბა რა ხდება ეს.რა კითხვებს მისვამს ეს გოგო?თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს და იცის.“-ფიქრობდა დაბნეული.
-ეგეც ყოფილა,დაუქნია თავი.
-ესეგი კარგად გესმის ჩემი და ხვდები ახლა რას ვგრძნობ.მთელი ცხოვრება ვცდილობდი რომ ის ადამიანები არასოდეს მყოლოდა გვერდით,ვინც იმედებს გამიცრუებდა და ვინც გულს მატკენდა,ვცდილობდი მეც სანიმუშო და თითით საჩვენებელი,ყველასგან გამორჩეული ვყოფილიყავი,მაგრამ როგორც ჩანს ზედმეტს ვითხოვდი მათგან,უფრო სწორად მისგან....
გოგოს ხმა ჩაუწყდა და ცრემლებს გასაქანი მისცა,ვეღარ გაუძლო.ვერც მლმტრეველმა გაუძლო,საწოლზე გადაუჯდა და მკლავებში მოიქცია,ცხვირი მის თმაში ჩარგო.საოცარი სურნელი ჰქონდა,რომელიღაც ყვავილის,მაგრამ ვერ გამოიცნო რომელის. გოგოც მოდუნდა და გაუაზრებლად მოხვია ხელები წელზე. სლუკუნებდა და ვერაფრით ჩერდებოდა.
-ვერ ვიჯერებ,ვერ ვიჯერებ რომ მას ჩემი გაგება არ უნდა,არ ესმის,არადა როგორ მეგონა რომ ის ყველაზე მეტად მიხვდებოდა და გამიგებდა,საშინლად ვარ,შიგნიდან მანადგურებს რაღაც და ვგრძნობ რომ მალე ვეღარ გავუძლებ..
-გაუძლებ,შენ ხომ სოფო გიგაური ხარ?ყველაფერს გადაიტან..
-მეგონა რომ ვიღაც მაინც გაიგებდა და გამიგებდა,საყვარელი ადამიანებისგან განსხვავებით,შენ უცხოს გესმის ჩემი,მეგონა როცა გამიჭირდებოდა უსიტყვოდ გაიგებდნენ ჩემ ტკივილს,მაგრამ ტყუილად.აღმოჩნდა რომ ასე არაა,-გოგო ბიჭს მოშორდა და ცრემლი მოიწმინდა.
-იცი რა მტკივა ყველაზე მეტად?ვერავინ მიხვდა რა მტკიოდა და რატომ ვარიდებდი მათ თავს.ვერც გუგამ რომ ვერ გაიგოო....ადამიანმა რომელიც მიყვარს..ისევ ასლუკუნდა გოგო.
„ -გუგა,ადამიანი რომელიც მიყვარს“....გული მოუკლა ამ სიტყვებმა თორნიკეს და საკუთარ თავზე ასეთი რეაქცია რომ ჰქონდა.-გუგაა?ახლა მივხვდი რაც დაგემართა,შეყვარებულს ეჩხუბე და ასე იმიტომ ხარ,არაუშავს შერიგდებით..-გოგოს გამხნევება სცადა.
-არ შევრიგდებით,არ შეიძლება იმ ადამიანთან შერიგება და ყოფნა,ვისაც შენი არ ესმის...ადრე შენ მითხარი რომ გუგას ერიდეო,მითხარი რა იცი მასზე?-მკლავებზე ხელი მოჰკიდა სოფომ და ბიჭს თვალებში ჩააცქერდა.
-მე ვერ გეტყვი,მე უბრალოდ გაგაფრთხილე,თან არამგონია დამიჯერო,
-დაგიჯერებ,მითხარი გთხოოოვ..შეევედრა გოგო.
-არა,არ შეიძლება შეყვარებულ გოგოს გული მოუკლა და საყვარელ ადამიანზე სიმართლე უთხრა.,-უარობდა ბიჭი.
-მაიც გავიგებ.
-ასე უკეთესი იქნება.ვიდრე ის რომ მე ჭორიკანა ქალივით შენთან დავიწყო საუბარი.მე უბრალოდ გაგაფრთხილე.
-იცი,როდესაც გიყურებ და შენს გვერდით ვარ,უცნაური შეგრძნება მაქვს,მგონია რომ მე მიცნობ ან ჩემთან დაკავშირებით რაღაცა სერიოზული გაქვს განზრახული და შიში მიპყრობს.
„-ჯანდაბა ეს გოგო წინასწარმეტყველია თუ რა ხდება?ყველაფერს ხვდება და გრძნობს რაც გულში მაქვს და რასაც ვაპირებ“-გაიფიქრა მეტრეველმა და უხერხული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას ცდილობდა.მოულოდნელმა ზარმა იხსნა.
-გისმენ ლევან,...კარგად,შენ?..უკვე მუშაობას იწყებ?..ძალიან კარგი..მე ალბათ დღეს გამწერენ...ჩემი მშობლები მოდიან..კარგი,მადლობა რომ გამაფრთხილე..ნახვამდის და წარმატებები ძმაო...
მეტრეველმა ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნა და და გოგოს მიუბრუნდა.
-იცი,მგონი წასვლა მოგიწევს,ძალიან არ მინდა ეს,მაგრამ ჩემმა მშობლებმა აქ რომ დაგინახონ,ახალი სკანდალის და ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს..
-არაუშავს,წავალ,არ ჩაგაგდებ უხერხულ სიტუაციაში.ისედაც ძალიან შეგაწუხე და დიდხანს დავრჩი აქ.-სოფო საწოლიდან წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.-ყველაფრისთვის მადლილობას გიხდი,მადლობა რიმ ასე შეწუხდით და ბოდიში რომ ჩემს გამო სკამზე მოგიწია ძილი.წარმატებებს გისურვებ და იმედი მაქვს რომ აქ აღარ მოხვდები.რადგან თუ ერთხელ კიდევ მოხვედი,პირობას გაძლევ შენი მკურნალი ექიმი აღარ ვიქნები..
მეტრეველის პასუხს არ დალოდებია,ისე გავიდა პალატიდან.
**********
ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა და ასე ჩაუყვნენ ძველი თბილისის ქუჩას.გაბადრული უყურებდა გოგო,სიხარულისგან ცაში დაფრინავდა.განა რა უნდა ყოფილიყო ამაზე კარგი?ქვეყნად ორი უსაყვარლესი ადამიანი გვერდით ჰყავდა,ერთ თვეში გახდა ლევან ქისტაური მისი ცხოვრრბის განუყოფელი ნაწილი.
ქვეყნად აუცილებლად მოიძებნება ყველასთვის ისეთი ადამიანი,რომ დაინახავ და მიხვდები რომ სწორედ მას ელოდებოდი და ის ყოფილა შენთვის შექმნილი..
უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის,ერთი შეხედვა,ერთი მზერა იყო საკმარისი იმისთვის რომ გაეგოთ და ეგრძნოთ რას გრძნობდა მეორე...
-ასეთს პირველად გხედავ,-გაუღიმა ბიჭმა
-როგორს?
-ბედნიერს..მეტი ვერაფერი მოუფიქრა ამ სიტუაციას ლევანმა
-ხო,ბედნიერი ვარ ლევან,უზომოდ ბედნიერი.მამა ცოცხალია,კარგად იქნება,კიდევ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში და მეტი რა უნდა მინდოდეს?გიპოვე,მე შენ გიპოვე,ჩემი სულის მეორე ნახევარი,-გოგო გაჩერდა,წინ გადაუდგა და სახეზე მიაჩერდა.თითქოს მისგან რაღაცას ელოდებაო და მოისმინა კიდეც.
-ნინია,ჩემო ნინია,ჩემი ანგელოზო,ჩემი უბედური ცხოვრების ნათელო წერტილო...ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.
-ლევან,მე მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე...ჯერ კიდევ ვერ მოვიცალეთ რომ შენს შესახებ მომიყვე...
-რა გაინტერესებს?-უკან დაიხია ლევანმა და თითქოს შეშინდა.
-მე ყველაფერი,მაგრამ შენ რასაც საჭიროდ ჩათვლი ის მომიყევი.
-წამოდი,სადმე დავსხდეთ და მიგიყვები.
ქისტაურმა ხელი ჩაჰკიდა და უახლოეს კაფეში შეიყოლა.მიმტანს შეკვეთა მისცა და მის მიტანამდე გოგოს მიაჩერდა.გაუღიმა.მშვენიერი იყო არაბული..
-დედისერთა ვიყავი,მაგრამ არასოდეს გაუთამამებივარ მშობლებს,როგორც ეს ასეთი ბავსვებისთვისაა დამახასიათებელი.საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი და მიხაროდა როცა,მშობელთა კრებაზე მათ ბედნიერ სახეებს ვხედავდი,როცა მასწავლებლები მათ შვილს აქებდნენ.სკოლა რომ დავამთავრე უნივერსიტეტში ჩავაბარე,არც აქ გამიცრუებია მათი იმედები,უფასოზე მოვხვდი,წარჩინებული სტუდენტუ ვიყავი იქაც,ბოლო კურსზე ვიყავი როცა უბედურებამ ჩვენი სახლის კარი შემოაღო..ჩემი მშობლები დაიღუპნენ,უფრო სწორად დაგვაყაჩაღეს და არკაცებმა მომიკლეს.-ლევანმა საუბარი შეწყვიტა და თავი ჩაღუნა,რომ გოგოს მის თვალებში ჩამდგარი ცრემლი არ შემჩნია.
-ვწუხვარ ლევან,მესმის შენი,მამა რომ ცუდად იყო კინაღამ გავგიჟდი და წარმომიდგენია შენ რას გრძნობდი,-გოგომ მისი ხელები თავის პატარა ხელებში მოიქცია და აგრძნობინა რომ მის გვერდით იყო.
-აუტანელი იყო ყველაფერი,წარმოიდგინე სახლში ბრუნდები,კარს სიხარულით აღებ და უცებ საშინელების წინაშე აღმოჩნდები,თავი კოშმარში გგონია.
-მერე რა მოხდა?
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა გაიგო?-თავი ასწია ბიჭმა და თვალებში ჩააცქერდა.
-კი მინდა,მე მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე.
-და რაც არ უნდა გაიგო,რაც არ უნდა მოისმინო მაინც გენდომება ჩემი უკეთ გაცნობა?
-რატომ არ უნდა მინდოდეს?-გაუკვირდა ნინიას
-იმიტომ რომ სიმართლე შეიძლება მწარე აღმოჩნდეს.
-ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე მირჩევნია,მერე მე გადავწყვიტავ რამდენად მიღირს ამ სიმართლეში ცხოვრება,-უპასუხა გოგომ
-კარგი,-თავი დაუქნია ბიჭმა და განაგრძო:-მას მერე სანიმუშო და ჭკვიანი ლევან ქისტაური თავზეხელაღებულ და ქუჩის ბიჭად იქცა,სწავლას შევეშვი,ჩემი მშობლების მკვლელებს ვეძებდი,ნაცნობი გახდა ჩემთვის ჩხუბი,იარაღის ტრიალი და ქუჩური გარჩევები.ერთ-ერთი თანამზრახველი ვიპოვე და ისე საშინლად ვცემე,კინაღამ შემიმაკვდა.ისევ ჩემმა ძმაკაცებმა შემაჩერეს,თორემ იმ ღამეს მკვლელი გავხდებოდი.როგორც მერე აღმოჩნდა ის ბიჭი მდიდარი ბიზნესმენის შვილი ყოფილა,მან კი ფული არ დაიშურა და ციხეში აღმოვჩნდი..ეს იარაც მისი საჩუქარია,იმ ღამეს დამიტოვა...ციხიდან რომ გამოვედი,ისევ შურისძიებით ვიყავი დაბრმავებული,იმ ბიჭს მივადექი და ვუთვალთვალებდი. წარმოიდგინე,უდარდელად ერთობოდა მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად,გვერდით მშობლები ჰყავდა,მე კი სრულიად მარტო ვიყავი.მისი მოკვლა მქონდა განზრახული და ამას აუცილებლად ვიზავდი,ერთ საოცარ,ულამაზეს და მამაც გოგონას რომ არ შევეჩერებინე....
-ლევან...ფერი ეცვალა ნინიას და ხელები უკან გამოსწია.-შენ...შენნ ხარ..აი თურმე საიდან მეცნობოდი,ღმერთო ჩემო,არა,ოღონდ ეს არა .იმ საღამოს შენ იყავი,სიბნელეში კარგად ვერ ვარჩევდი შენ სახეს...
-მე ვიყავი,მე მოვედი...მაპატიე ყველაფერი,მაპატიე რომ ახლა გული გეტკინა,ორონდ ახლა ამას არ გრძნობდე,ყველაფერს გავუძლებდი,აი ამ იმედგაცრუებას რომ არ გრძნობდე რაც გულში გაქვს...
-არა,გაჩუმდი..ღვთის გულისთვის გაჩუმდი ლევან..შენ და ბერდია.მტრები?ამას ვერ დავიჯერებ,ვერ დავიჯერებ რომ მან ვიღაც მოკლა ან ხელი დააფარა,არ შემიძლია....ნინია წამოხტა და წასასვლელად მოემზადა.ბიჭიც წამოდგა და მკლავში ჩაჰკიდა ხელი,თავისკენ მიატრიალა.
-მაპატიე ნინია,მაგრამ არ შემეძლო შენი მოტყუება,არ შემეძლო რომ არ მეთქვა,გთხოვ არც ის იფიქრო რომ ეს სპეციალურად გავაკეთე,იმ ღამეს კლუბში მართლა შემთხვევით შეგხვდი.საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყავი,იმიტომ დაგეხმარე რომ საფრთხეში იყავი.შენი სახელი და გვარი რომ მითხარი მაშინ მიხვდი,მაგრამ უკვე გვიანი იყო,ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა,სანამ მე თვითონ არ დამემართა ეს...
-გაჩუმდი კარგი,-ტუჩებზე ხელი ააფარა ნინიამ.-ნუღარაფერს იტყვი.დრო მჭირდება.დრო რომ დავფიქრდე და ყველაფერი გავაანალიზო.ახლა წავალ.
-არ გაგიშვებ ნინია,სანამ არ მეტყვი რომ ისევ მნახავ და შანსს მომცემ.
-უნდა დავფიქრდე ლევან,გამიგე,ჩემთვის არააა ადვილი ვფიქრობდე და მომწონდეს ადამიანი,რომელიც ჩემი ოჯახის მტერია.
-ასე არაა,მტერი არ ვარ...რაა?მოიცა რა თქვი.მოგწონვარ?-უცებ დაიჭირა გოგოს სიტყვები ლევანმა.
-წავედი,ნახვამდის ლევან,-ხელი გამოსტაცა და კაფიდან გაიქცა გოგო,ქისტაური კი სულელივით იღიმოდა.
-ასეც ვიცოდი,ვხვდებოდი რომ შენც რაღაცას გრძნობდი.მთელი შენი გვარის გადანმტერება რომ მომიწიოს მაინც არ დაგთმობ ნინია არაბულო,ჩემო ანგელოზო.-დაიჩურჩულა და მიმტანს დაუძახა ანგარიშის გასასწორებლად,მერე კი დამშვიდებული გაუყვა ქუჩას,ახლა სული თავისუფალი ჰქონდა,არავითარი საიდუმლო აღარ არსებობდა რაც ასე აწამებდა.შეეძლო ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაეწყო.....



№1  offline წევრი დარინა

ყველაზე მეტად ამ ისტორიაში ლევანი მომწონს, მიუხედავა ყველაფრისა ნინია მაინც უყვარს, ძალიან საყვარელი წყვილია და მომწონს ლევანის შემართებაც, მიხარია ზეზვა რომ გადარჩააა.

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
ყველაზე მეტად ამ ისტორიაში ლევანი მომწონს, მიუხედავა ყველაფრისა ნინია მაინც უყვარს, ძალიან საყვარელი წყვილია და მომწონს ლევანის შემართებაც, მიხარია ზეზვა რომ გადარჩააა.

თან როგორ უყვარს:)

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

რა იშვიათად დებ...თან მომწონს ისტორია, მაგრამ ჯერ გარბენით ვკითხულობ, რადგან იმდენად რაღაცნაირია ისტორიაა, ლოდინში უნდა გამძვრეს სული!

 


№4  offline წევრი katiusha

ყოველდღე ვერა,მაგრამ ყოველ მეორე დღეს მაინც დავდებ:)

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

გითხარი რომ წინა ისტორიას წავიკითხავდი და დღეს დავასრულე . პატარა შეცდომების მიუხედავად ძალიან მომეწონა???? ემოციური ისტორიაა. და ამ ახალ ისტორიაში კი ვგიჟდები ლევან-დუდა-თორნიკეზე. და მაგრა მაინტერესებს რა მოხდება ან ზეზვას ბიჭი როგორ გაერია ასეთ საქმეში. თორნუკემ კი მინდა გაიგოს დედ-მამის წარსული სულმდაბლობა

 


№6  offline წევრი katiusha

სტუმარი ნათია
გითხარი რომ წინა ისტორიას წავიკითხავდი და დღეს დავასრულე . პატარა შეცდომების მიუხედავად ძალიან მომეწონა???? ემოციური ისტორიაა. და ამ ახალ ისტორიაში კი ვგიჟდები ლევან-დუდა-თორნიკეზე. და მაგრა მაინტერესებს რა მოხდება ან ზეზვას ბიჭი როგორ გაერია ასეთ საქმეში. თორნუკემ კი მინდა გაიგოს დედ-მამის წარსული სულმდაბლობა

ნუ შეცდომები რა ტქმა უნდა იყო პირველ ნაწილში და ეს კარგად ვიცი,ამიტომ ვცდილობ ამ ისტორიასი გამოვასწორო. რაც შეეხება ბერდიას ამბავს,ნელ-ნრლა გაირკვევა ყველაფერი,ვეცდები დიდი დანაყოფიერი თავები დავდო,და უფრო გასაგები გახდეს ყველაფერი. ახალი თავიც უკვე იქერება და მალე იქნრბა

 


№7 სტუმარი Tata

კარგად წერ.საინტერესო ისტორიაა..წარმატებას გისურვებ.

 


№8  offline წევრი katiusha

Tata
კარგად წერ.საინტერესო ისტორიაა..წარმატებას გისურვებ.

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent