შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება თავი 13


26-09-2018, 19:22
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 382

• ნინას პრობლემით იმდენად ვიყავი დათრგუნული, ვერაფერს ვერ ვუდებდი გულს. ნეტავ მე რომ მსგავს სიტუაციაში ავღმოჩენილიყავი რას გავაკეთებდი, მაგრამ აბელი სულ სხვანაირია. მისი არასოდეს შემშინებია. ამის გაფიქრებაზე გვერდით მძინარე ქმარს დახედე. ბავშვიბით ეძინა. მოშიშვლებულ ზურგზე ნაზად დავუსვი ხელი და ისევ ფანჯარას მივაპყარი მზერა. ისევ წვიმდა. ასეთი წვიმიანი ზაფხული და შემოდგომა ჯერ არ მახსოვს. იმედია ქორწილში მაინც არ იწვიმებდა.
• -რატო არ გძინავს?? ბალიშიდან მომესმა აბელის ხმა.
• -არ ვიცი ვერ დავიძინე. საწოლში გასწორდა და თვალები მოიფშვნიტა.
• -რომელი საათია ის თუ მაინც იცი??
- მგონი რვა.
- შენ რომ დარჩენილიყავი ფეხმძიმედ ალბათ დარდი მოგკლავდა სანამ მეტყოდი. არაფერი მიპასუხია.-კარგია ასეთი მეგობრები რომ ხართ და ასე გულთან მიიტანე, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ზედმეტად აფორიაქებულები ხართ მთელი სადაქალო. ასე თუ ნერვიულობთ მე ვეტყვი.გაიცინა და ისევ საბნის ქვეშ დაბრუნდა.
• -შენ არ ნერვიულობ??
• -რაზე მამა რომ უნდა გახდეს??
• -იქნება და საერთოდ არ უნდა, ბავშვი, ნინოს კიდე აბორტის გაკეთება არ უნდა.
• -არამგონია საქმე მანდამდე მივიდეს. მოდი ჩამოძვერი და მაგ სისულელეზე აღარ იდარდო მეტი, შენ დაქალსაც გადაეცი.
• -აღარ დაიძინო, მოვა უკვე წასვლის დროც.
• -აუფ, დღეს ქორწილში ვართ ჰო. ისე კი მეზარება წასვლა.
• -რა გჭირს შენ ამ ბოლო დროს?
• -ორსულად ვარ და ვერ გაუბნები.
• -იდიოტო. ტრაკზე წამოვცხე ხელი. ის აკისკისდა და ბალიშებში ჩამლა სახე...

• თორმეტისთვის უკვე ორივენი მზად ვიყავით. არჩევანი ლილიანის ჩამიტანილ წითელ კაბაზე შევაჩერე. სადა მაგრამ უზომიდ სექსუალური იყო. ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა. საშუალოდ ჩაჭრილი დეკოლტე ბრეტელებით მაგრდებოდა, მარკვენა მხარზე.მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმაზე ციტა სველი ეფექტი და ვუალაა. მზად ვიყავი... კიბეზე რომ ჩავედი, ჩემ ქმარს ლამის ჭიქა გაუვარდა ხელიდან.
• -ვაა. ეხლა გულის შეტევა დამემართება. და სახლში რომ დავრჩეთ რა აზრის ხარ??
• -აბელ.. მხარზე ნაზად მაკოცა. კისერზე ლავიწებზე.. მერე ნაზად მიმიხუტა.
• -კაი წავიდეთ მალე თორემ მართლა გადავიფიქრებ.
• ყველაფერი ბანალურად იყო. ზედმიწევნით, როგორც ყველა ქორწილში იყო. მე რო მ ქორწილი მქონოდა, ასეთი მოსაწყენი არ იქნებოდა, ალბათ. პატარძალს აშკარად ზედმეტი მოუნდომებია, მაგრამ პატარძლის გარდა ყველაფერს გავდა. ვატო კი გამოიყურებოდა კარგად.
• -რაღაცნაირად მეცოდება, ისეთი სახე აქვს გეგონება სულ არ უნდა ცოლის მოყვანა. აბელს გაეცინა.
• -ეგრეა და, ამ გოგომ იქით სთხოვა ხელი, შენ კიდე კაფემდე არ მომყვებოდი. მკლავზე ვუჩმიტე.
• -როგორ ხართ ბარტყებო. ლუკამ ხელი გადახვია ძმას მე კი თავზე მაკოცა. -როგორ მიდის საქმე?? ვატოს აწვს უკვე გაქცევის სქემა??
• -მოიცა ნიკო სადაა??
• -არ ვიცი. საქმე მაქვს ბევრად მნიშვნელოვანიო. მე შევცბი.
• -რა იყო ბელ?? აბელს სიცილი წასკდა. არ მოკლავენ შენ დაქალს ნუ ნერვიულობ.
• -რამე ხდება და არ ვიცი? გაკვირვებით გადმიგვხედა ლუკამ
• -მალე სამეგობროში პირველი მამიკო გვეყოლება.
• -რაააა? გილოცავთ.
• -ჩვენ არა. გაიცინქ აბელმა. -მეც ასე მეგონა.
• -აბა.
• -ნიკო.
• -გამოშტერდება კაცი. მემგონი მეც დავიძაბე.
• -ნანა დედიკო მოდის.
• -ამასაც ასწავლე??
• -კარგად ითვისებს. ქალმა გვერდით ჩაგვიარა ისე რომ არც მოგვსალმებია. გვერდით, ნია და დედამისი მიყვებიდნენ. ნია წამით შეჩერდა, ლუკა გადაკოცნა, მერე ჩემი ქმრისკენ გადმოიწია, მაგრამ აბელმა უკან გადადგა ნაბიჯი. გოგო გაშტერებული დარჩა, არ ელოდა. განრისხებული მზერა მომაპყრო და დაგვტოვა. ცოტა ხანს ჩუმად ვიდექით. მერე ისევ ლუკამ წამოიყო ლაპარაკი.
• -ნეტავ მამა სადაა??
• -რესტორანში მოვა. ეს უთხრა და სიგარეტს მოუკიდა. გაღიზიანებული ჩანდა.
• -ნიას მამაც მოვა??
• -აზზე არ ვარ. რაა რო??
• -არ მინდა. მოვა და დაიწყებს ისევ თავიდან, როდის დავილაპარაკოთ.. როდის მნახავ.
• -კარგი ეხლა მაგის გამო არ მოიშალო ნერვები. ხედავ როგორ წავიდა ცხოვრება ნიას ცოლად მოყვანა არ დაგჭირდა. მე გაბრაზებულმა გადავხედე. ორივეს სიცილი წასკდა.
• -შენც დაიწყე??
• -ძაან მაგარი ტიპი იყავი.
• -წამო მანქანაში მაინც ჩავჯდეთ რა ფეხები მეტკინა. მოდი აგიყვან, გინდა.
• -არა. გაბუტული ბავშვივით ვუთხარი და შევტრიალდი.
• -რა გინდოდა?? ეხლა ასე უნდა გაიბუტოს მთელი საღამო. ლუკას გაეცინა.
• მანქანაში ჩავჯექი თუ არა ტელეფონმა დაიწკრიალა. ნუნა იყო.
• -რა ხდება.
• -კიკეთში ვართ, თქვენ სახლში.
• -რა? მანდ რა გინდათ?
• -რომ ვუთხარი ძალიან სერიოზული საქმეათქო, მითხრა სადმე მშვიდ ადგილას წავუდეთო.
• -წვიმს აქ, მანდ როგორი ამინდია, ქორწილი როგორ მიდის.
• -რავი მოღრუბლულია, ქორწილი ისეთივე როგორც ყველა დანარჩენი. რეებზე მალაპარაკებ ??
• -ვნერვიულობ ძაან. კარგ ხასითზე კია.
• -გოგო ამდენს ნუ ნერბვიულობ, არ შეიძლება პატარასთვის.
• -გოგო ისე გზაში მეკითხებიდა, ცუდად ხომ არ ხარო და შოკოლადი ხომ არ გინდაო. ხო არ მიხვდა??
• -იმედია არა. ტელეფონი გავითიშე.
• -რატომ არ მითხარი, იქ თუ მიდიოდნენ. მთელი ძალით ვუჩმიტე კუნთზე.
• -აააა მეტკინა.
• -იმედი მაქვს არაფერი წამოგცდენია თორემ მართლა მიგკლავ. სიცილი აუტყდა. -აბელ, სერიოზულად?? კიდევ უფრო გაეცინა.
• -კარგი რა ორი წლის ხომ არ ვარ. ჩემი ხელი თავის ტორში მოიქცია და ნაზად მოკოცა.

საღამოს უკვე რესტორანში ვუყავით. დარბაზი ძალიან ლამაზად იყო გაგორმებული. აკბათ კარგი დიზაინერი ყავდათ, მაგრამ ვარდისფერი აქაც დომინირებდა. მაგიდასთან მე ლუკა, აბელი, რეზი, ნანა დედიკო და გიორგი ვისხედით. რეზი დღეს მშვიდად იყო, გაგიკვირდებათ დანკარგადაც კი იწცეოდა. ჩვენგან ოდნავ მოშორებით, ნია და მისი ოჯახის წევრები იჯდნენ. მის გვერდით კი ვიღაც ბიჭი, რომელიც აქამდე არასოდეს მენახა. დაჟინებით მაშტერდებიდა. ცოტა არ იყოს და თავს უხერხულად ვგრძნობდი. ვიღაც როხროხა კაცი, მთელი გრნობით ლოცავდა, ცოლ-ქმარს აგერ უკვე მესამედ. იგივე სიტყვებს იმეორებდნენ, სხვადასხვა მაგიდიდან ფეხზე წამომდგარი, კაცები და ეს ყველაფერი თითქოს დაუსრულებლად გრძელდებიდა. საშინელი ხმაური იყო. ეს ხმაური კი კიდევ უფრო უარესმა მყსიკამ გადაფარა. ყველა საცეკვაოდ წამოიშალა. დავინახე ნია როგორ წამოხტა სკამიდან და გახარებული გავარდა საცეკვაი მოედნისკენ. ნანამ ადგილი იცვალა და დაქალს მიუსკიპდა გვერძე, ალბათ ახლა ლოყები და ყურები ამიხურდებოდა. რეზი დარბაზს ათვალიერებდა.
-ცეკვა მინდა მაგრამ წესიერი არავინაა. რძალო შენ მაინც წამოდი.
-არა. ჩემ მაგივრად გასცა პასუხი.
- კარგი რა გჭირს კი არ შევჭამ. ნაგლად გაიღიმა ბიჭმა და სიგარეტი გააბოლა.
ჩქარი ხმაურიანი მუსიკა, ვალსმა შეცვალა. აბელი ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. მეც წამოვდექი და უკან მივყევი. ის დღე გამახსენდა. სიღნაღში რომ ვიყავით. სხეულს მის მოძრაობას ვაყოლებდი.მთელი ძალით ვყავდი ტანზე აკრული და ნაზად დაასრიალებდა ხელებს ჩემ ზურგზე, მოულოდნელად უკანალზე მომიჭირა ხელი. მე შიშისგან შევხტი. მას კი სიცილი წასკდა.
-ღმერთო რა ტიპი ხარ.
-ნამდვილი დეგენერატი ხარ. სირცხვილია.
-კარგი ერთი. ისეთი სექსუალური ხარ, თავი ვერ შევიკავე. კიდევ ერთხელ მომიჭირა ხელი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. კიდევ აპირებდა, მაგრამ მუსიკა გამორთო და დარბაზი განათდა.
მაგიდასთან დავბრუნდით. თამადამ ისევ აიმაღლა ხმა და ამჯერად უკვე შემთვრალმა, გააგრძელა, სუფრის ხელმძღვანელობა.
-წამო მოვწიოთ რა. შესთავაზა ლუკამ. ორივე ფეხზე წამოდგა. და ვერანდისკენ წავიდნენ. რეზიც მათ აედევნა. მაგიდასთან მარტო დავრჩი. ის ბიჭი ისევ არ მაშორებდა თვალს. პერიოდულად ნიას ელაპრაკებოდა და ორივე აქეთ იყურებოდა. მე ვცდილობდი მზერა ამერიდებინა და ტელეფონში უაზროდ ქექვას მივყევი. მაგრამ მისი მზერა მაინც მხვრეტდა. დავინახე ნია როგორ წამოდგა და დაიძრა ვერანდისკენ, ვიცოდი აბელთან მიდიდოდა. ეგონა ავდგრბოდი და მეც იქით გავიქცეოდი, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია ადგილიდან. მაგრამ უცებ გამიელვა თავში ეს ბიჭი ალბათ ეხლა ჩემთან მოვა. თითქოს შემეშინდა ამ ყველაფრის. სწრაფად წამოვხტი და საპირფარეშოში წავედი. ტუჩსაცხი შევისწორე და იქვე ლიფტთან მდებარე კიბეზე ჩამოვჯექი. ნინას დავურეკე.
-რა ქენი.
-ვუთხარი. იცი როგორ გაუხარდა. ისეთი ბედნიერია.
- ვაიმე. ცრემლები მომერია.
-კარგი არ იტირო, არ გადამრიო. დამუცაცხანა ყურმილიდან ნინამ.
-გოგო როგორ უთხარი?
-მოულოდნელად. მითხრა მივხვდიო, სხვა მნიშვნელოვანი საქმე რა უნდა გქონოდაო..
-ესეიგი ჩემ ქმარს არაფერი უთქვამს.
-დაანებე იმ ბიჭს თავი. კაი წავედი. უი შენი სუნამოა აქ.
-აუუ წამოიღე რა.. ნინას დავემშვიდობე, ცოტა ამოვისუნთქე და უკან დავბრუნდი.
დარბაზის შესასვლელიდან ვერანდა კარგად ჩანდა, აბელი დავინახე, მერე ნიას ძებნა დავიწყე თვალით. მოშორებით იდგა და თვალებით ჭამდა. დარბაზში შევედი და ვერანდისკენ წავედი. მაგრამნის უცხო ტიპი დამიდგა წინ.
-საით საყვარელო?
-ვერანდაზე. ვუთხარი და გვერდის ავლა გადავწყვიტე. ვერ მოვახერხე წინ დამიდგა.
-მინდა რომ ვიცეკვოთ და მერე ჩემთან წავიდეთ. პასუხი არ გამიცია. გვერდი ავუარე, მაგრამ გზის გაგრძელება მაინც ვერ მოვახერხე. მაჯაში მწვდა და ძალით დამქაჩა უკან. ძალიან გავბრაზდი. თავის დახსნა ვცადე, ისევ არ გამომივიდა. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე,აგრესიული არასოდეს ვყოფილვარ. ახლა კი ამომასხა, მივბრუნდი და სილა გავაწანი. არ ელოდა. მემგონი თვითონავ იგივეს აპარებდა. არ დასცალდა. ჩემმა ქმარმა კედელზე მიახეთქა მთელი ძალით.
-შე ნაბოზარო.. რამოდენიმე წუთში მთელი სახე სისხლიანი ჰქონდა. ისეთი გამხეცებული იყო. სხვებიც წამოიშალნენ. იმ ტიპის ძმაკაცმა ჩემ ქმარს დაარტყა, ლუკამ იმ ტიპს დაა საშინელი ამბავი ატყდა.....
-სახლში წავიდეთ რა. აბელი მომიახლოვდა, მე გაშტერებული ვიდექი.
-სახე რას გიგავს... ან... კარგად ხარ??
-წამო წამო, სახლში მივხედოთ სახეს. კიბეზე სწრაფად ჩავირბინეთ.საჭესთან ლუკა დაჯდა მას აშკარად არ მოხვედროდა ბევრი. მანქანა წამში მოწყვიტა ადგილიდან და მეორე წამში უკვე ვერაზე გაჩნდა თავის სახლთან.

სააბაზანოდან აფთიქის ყუთი გამოვიტანე. დივანზე ჩამოვჯექი. აბელმა კალთაში ჩამიდო თავი. სახე სველი ბინტით მოვუწმინდე და დამუშავებაზე გადავედი. წარბი და ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, თითის ფალანგები დაზიანებული. სპირტიან ბამბას ფრთხილად ვუსვდი სახეზე. ლუკა იქვე მაგიდაზე იჯდა და დაზიანებულ ხელზე მალამოს ისვამდა.
-ძლიან ნაზი ხომ არ ხარ? აბელს გაეცინა. ლუკასაც. მომეცი აქ, მე მივხედავ.
-გეტკინება ეგრე ნუ აკეთებ.ნატკენი გაქვს.
-საერთოდ ნაცემი კაცი ნანხი გყავს.
-არა.
-და გაბრაზებული აბელი? იკითხა ლუკამ.
-არა. თითქოს ხმა გამიწყდა.
-ეს გამხადე რა გთხოვ. ნახევრად შემოხეულ პერანგზე მიმითითა. ღილები ნელა შევუხსენი და ნაჭრის ნაფლეთები მოვაშორე. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით. ლუკას კითხვიდან გამომდინარე, მეგონა აბელი მეჩხუბებოდა.
-ისე საღოლ ცოლი, მაგარი სილა გააწანი. შენგან არ ველოდი.
-არრც მე. დაამატა ლუკამ. ორივეს სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებთ??
-მაგარია. ოცი წლის მერე გოგოს გამო არ მიჩხუბია.
-მე კიდევ თვრამეტის. უფრო ახარხარდნენ.
-არ ხართ ნორმალურები.
-ისე არ გაგისწორდა რო დაარტყი.
- კი მაგარი შეგრძნება ყოფილა ძაან.
-ცოლი ნახე.. რაღაც ცოტა ნეკნები მტკივა, ხელებიც. საწყალი სახით ამომხედა.
-დაიწყო თავის შეცოდება. გადაუსვი თავზე ხელი თორემ ტკივილი დატანჯავს. საწყალი მზერით გადახედა ლუკამ ძმას. აბელი გაიტრუნა,ჩემს კალთაში კარგად მოთავსდა და თვალები მილულა. კარი გაიღო და ვიღაც ძალიან სწრაფად მოდიოდა მისაღებისკენ. მხოლოდ მე გავამახვილე ყურადღება. აბელს თვალიც კი არ გაუხელია მანამ სანამ ნანა დედიკო არ დაჰკივლებდა თავზე.
-შენ საერთოდ ფსიქიურად ჯანმრთელი თუ ხარ? ცალი თვალი ჭყიტა.
-ნანა დედიკო მოხვედი?? არხეინად უთხრა ბიჭმა.
-რა ნანა დედიკო? ეს ქუჩური ქცევები რატო გამოავლინე, დაიწყო იქ ბიჭმა კაცობანას თამაში. როგორ შეიძლება ოჯახი ახლო მეგობრის შვილი სცემო?? გამცემ ამაზე პასუხს.
-სულ სირზე , მთელი ოჯახი, ჩემ საყვარელ ადამიანს რომ შეეხება ვინმე , თანაც ასე, ვინც არ უნდა იყოს, იგივეს მიითებს. გიორგიც შემოვიდა და კართან დადგა.
-ასე დედაშენს ელაპარაკე, მაგრამ უი ახლა გამახსენდა რომ არ გყავს.
-ნანააა! მთელ ხმაზე დაიღრიალა გიორგიმ
-კიდე მე მიყვირი? -შენი შვილია დამნაშავე.
-ცოლი არ დამეცვა?? მითხარი? ასე შემეტოვებინა იმ ნაბოზვრისთვის ხელში. თუ საერთოდ უკეთეს შემთხვევში ჩემითვე ჩამეწვინა მის საწოლში?? შენ რას მირჩევ ნანა დედიკო. პრინციპში შენ შეიძლება ძალიანაც კი გაწყობდეს.
-არ გეცემა, შევრცხვით იმ ხალხთან.ახლა საქმეს რა ეშველბა? შენ ცოლსაც დაეჭირა თავი შორს. ყველაფრის გაფუჭებისკენ რომ აქვს მიდრეკილება.
-ააა ეხლა ანას ბრალიცაა?? ეს შენ და ნიაკომ ერთად მოიფიქრეთ? თუ კიდევ ვინმე დაგეხმარათ. შენ მე დებილი გგონივარ? შენი აზრით ვერაფერს ვხვდები? ტ**კში გაიკეთოს ის პარტნიორობა.არცერთი არ დავინახო ჩემი და ჩემი ცოლის ირგვლივ.თორემ ფეხებზე დავიკიდებ ყველაფერს და დედას მოგი****ვთ ყველას. და შენც ზედ დაგაყოლებ. შენ მამაჩემივით გულუბრყვილო ნუ გგონივარ.
-სიტყვები აკონტროლე შენ....
-და კიდევ სანამ ეს ქალი აქაა, ჩემი ფეხი არ იქნება შენ სახლში. მამის შეხედა. და არც მისი ფეხი იქნება ჩემთან.
-წადი აქედან. გიორგი გაფითრებული იდგა. აბელს თვალები შუბლზე აუვიდა, პირი დააღო რაღაცის სათქმელად მაგრამ თითქოს ხმა გაუწყდა.
-მამა! ის თუ წავა მეც ვერასოდეს მნახავ. ლუკამ დოლბანდი გვერძე მოისროლა. ნანა გამარჯვებული სახით უყურებდა ძმებს.
-თქვენ არ გეუბნებით. ნანა, მოხიკე შენი ბარგი და წადი აქედან. ან არ ვიცი ჩვენ სახლში დარჩი დროებითდა მე ლუკასთან გადმოვალ.
-გიორგი რას იძახი საყვარელო.
-უამრავჯერ გაგაფრთხილე, მოგითმინე. ხანდახან იმასაც ვნანობ საერთოდ რომ ცოლად მოგიყვანე. ქალი გაშეშებული და პირდაღებული იდგა, არ ელოდა. პრინციპში არცერთი არ ველოდით. -ანა საყვარელო წყალი მომიტანე რა. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და სამზარეულოდან წყლით სავსე ჭიქაც მოვიტანე. -ჩემი წამალი... კოსტუმის ჯიბეზე მოისვა ხელი. ვერ იპოვა, აფთიაქის ყუთში მოვძებნე და ერთი აბი მივაწოდე. -ვის ელოდები კარი იქითაა. დივანზე ჩამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა. ნანამ ოთახი დატოვა და კარი მიაბრახუნა.
-რამე მაისური მომე რა და წავიდეთ ანი.
-ამ შუაღამეს სად უნდა წახვიდეთ. დარჩით.
-პიტნის ჩაი დავლიოთ ჰო? ორივე ძმებს სიცილი აუტყდა.
-დამცინეთ ჰო. ხმადაბლა ჩაილაპარაკა გირგიომ.
-ეკლერებიც გვაქვს. ისევ წამოიწყო ლუკამ სიცილით. ტორტიც არ გვიჭამია.
-ღადაობ, დამაწყვიტეს ნერვები, ცოლი შემიშინეს. აბელი გვერდით მომიჯდა და მხარზე ჩამომადო თავი.
-მოიტანე ჩაი მე დავლევ, პიტნაც არ დაგავიწყდეს.
-მაგარია, ასეთი ჩხუბის მერე ჩაის ვსვამთ. ლუკამ ამოიხვნეშა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-მოგეხმარო გინდა??
-კარგს იზავ ან.
უკან რომ დავბრუნდით აბელი ეწეოდა. გიორგი კი მეგონა ტიროდა, ისეთი სახე ჰქონდა. ყველანი დაღლილები და განერვიულებულები ვიყავით. ხმა არცერთს არ ამოგვიღია. აბელი წამოდგა, ლუკას მოტანილი მაისური გადაიცვა და მანიშნა წავიდეთო.
-მა. ჩურჩულით თქვა. ჩემ გამო არ დაშორდე ნანას.
-მარტო შენ გამო არაა..ამიტომ არ იდარდო.
სახლამდე ჩუმად მივედით. შხაპი მივიღეთ და საწოლში შევწექით. მთელინძალით მომეხუტა, თავი ჩემ კისერში ჩარგო , მაგრამ არ ეძინა...
-აბელ...
-რა ხდება ან?
-შეიძლება რაღაც გკითხო???
-მიდი.
-დედაშენს რა მოუვიდა??
-მოდი ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ ეხლა თავი არ მაქვს.მხოლოდ ეს მითხრა და გაიტრუნა....




ესეც ახალი თავი ბავშვები, იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

უკვე ცუდად ვარ ამ ქალის გამოხტომებით. ამ გიჟქალას არ დაადგა საშველი რააა. რამხელა ბლატები აქვს გადავირიე. ან, კაცს ცოლი ჰყავს და რომელ პარტნიორობაზეა საუბარი. როგორც ჩანს აბელისგან საკადრისი არ მიუღიათ. უნდა აახვევინოს დედაბუდიანად

 


№2 სტუმარი Salo

Au dadet ra.male

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

Male male dadeee.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

აუ ძალიან მომწონს.. არ მეყო ეს თავი და მალე დადე რაა :დ

 


№5 სტუმარი ლიკ ლიკ

აუ ესე რატო იკარგები, არადა როგორ მომწონს

 


№6 სტუმარი სტუმარი lia

sakvreli xar zalian. rodis dadeb axal tavs ,erti suli maqvs❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

მე ახალი ვარ. დღეს დილით გადავხედე და ძალიან დამაინტერესა . ავდექი და პირველი თავიდან დავიწყე კითხვა.მომეწონა?არა, გავგიჟდი და არ მინდოდა გავჩერებულიყავი, დამთავრებყლიყო. საოცრად ლამაზი წყვილი გყავს. საყვარლები, გიჟმაჟები და შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. მაშინებს თავებს შორის სიშორე და მიბდა გითხრა რომ უმეტესობას დასრულებული ისტორიის წაკითხვა ურჩევნია ამის გამო როცა მწერალი გაურკვეველი დროით იკარგება და არ იციან დაასრულებს თუ არა. არადა ისეთი რომანტიკულები არია... როგორ შეიძლება რომ შეწყვიტო პირიქით აქტიურობით ხალხს უფრო დააინტერესებ. და ზოგს წერა ეზარება მაგრამ სამაგიეროდ ლაიქებს არ იზარებს. ნე ამას ყფრო მივაქციე ყურადღება მადლობა . და კიდევ აბელზე როცა წერ კისკისებდაო,მვონია რომ კაცზე კი არა ქალზე წერ???? ახარხარდა უფრო მოუხდებოდა ისეთი მამაკაცურია????

 


№8 სტუმარი ნათია.

ველი ველი ველიიი????????საოცარი გოგო ხარ❤❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი იყო და გამიხარდა რომ გამოჩნდი.????????????????
--------------------
ლანა

 


№10 სტუმარი ლიზიკო

გთხოვ შენი მკითხველების ხათრით მათ შორის მეც რომელმაც ახლახანს დავიწყე კითხა პირველი თავიდა და რომ გავყევი ბოლომდე მაგრამ ისეთი საინტერესო მომენტში გაჩერდი გთხოვ მალე დადე რა თუ შენი მკითხველები გიყვარს. იმიტომ რომ მე ამ ფიქტიური ქორწინების თითოეული ასო მიყვარ და ამიყომ გთხოვ ნუ გვალოდინებ დადე რა მალე????????????????

მიდი რა დადე რატო გვალოდინებ მომწონს ეს წიგნი თუ რაცა. დადე რა მალე

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინა

ახალი თავი როდის იქნება? ძალიან მაგარიაა

 


№12 სტუმარი სალიკო

აუუ როდის დადებ შემდეგ თავს ცოტა დროზე რა მე ძალიან მაინტერესებს

 


№13 სტუმარი Salo

Au rodis dadet axal tavs davitanje

 


№14  offline წევრი rvapexa

აუუ გელოდები მალე დადეერა????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent