შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 7)


27-09-2018, 07:49
ავტორი Painter
ნანახია 3 498

თვალები გავახილე და ჩემს გვერძე მძინარე ვაკო დავინახე, ისეთი საყვარელი იყო მისი შეჭმა მინდოდა. სანამ გაიღვიძებდა სახეზე თამაში დავუწყე. ვაკვირდებოდი მის ზედმეტად სიმპატიურ სახეს, მუქ წარბებს, გრძელ წამწამებს და დიდ ლამაზ ტუჩებს. ხოო... მისი ტუჩები ისეთი კარგი იყო, მომინდა მეკოცნა, ხელს არც არაფერი მიშლიდა, მივიწიე და ნაზად ვაკოცე. მერე წამწამებზე დავუწყე თამაში საჩვენებელი თითით. დავინახე ტუჩის კუთხე რომ ჩატეხა და კუთხესთან გაჩენილ პატარა ჩაჩხვლეტილ ადგილას ვაკოცე. ხელები მომხვია, მკერდზე მიმიკრა და შუბლზე მაკოცა.
-იციი პატარა რომ ვიყავი მეგონა შუბლზე დებილებს კოცნიდნენ. -ვაკომ ჩაიცინა და ხელები უფრო მაგრად მომხვია.
-რა სულელიხარ!
-იდიოტო. -ვუთხარი და მხარზე ვუკბინე.
-მეტკინა ქაჯო! -ხელები მომაშორა და გვერძე გამწია. მე კიდე ზედ დავაწექი და ნაკბენ ადგილზე ვაკოცე.
-კარგი ხო რა გაწუწუნებს. -გავუცინე და ყელში ვაკოცე. -აუ ვაკოო…
-რა? -მითხრა ინგლისურად.
-ვაჩე და ნინი რა საყვარლები არიან ხო?
-საიდან გაგახსენდა? -გაეცინა. -ისე კიი კაი ტიპები არიან.
-რავი. -მხრები ავიჩეჩე. -აუუ გახსოვს ქობულეთში რა დღეში იყვნეენ? -სიცილი დავიწყე და ვაკომაც გაიცინა.
-და ჩვენ რა დღეში ვიყავით ის გახსოოვს? -თავი წამოვწიე და თვალებ მოჭუტულმა შევხედე.
-ეს რა იყო ეხლა? მე იმათზე გელაპარაკებოდი!
-ისე რას შვებოდნენ იმ დღეს იმხელა ხმები რომ გამოდიოდა? -გადაიხარხარა ვაკომ.
-ვაკოო რეებს მეკითხები სულ გააფრინე? მე საიდან უნდა ვიცოოდე?
-კარგი რაა, გოგოები ხომ უყვებით ხოლმე ერთმანეთს ასეთ რაღაცეებს. -სიცილს აგრძელებდა.
-შენი საქმე არაა!
-ჩემზე რა უთხარი? ვიცი რომ უეჭველი გკითხავდა, მითხარი რა გთხოვ.
-არაფერიც არ მითქვია! -უცებ ლოგინიდან წამოვფრინდი და სამზარეულოსკენ გავიქეცი. -მე ყავას გავაკეთეებ!
-კარგიი! -სიცილით მომაძახა. ყავა გავაკეთე და მალე ვაკოც ჩამოვიდა, წელს ზემოთ შიშველი იყო. ყავა აიღო და სამზარეულოს კარადას მიეყრდნო. -ჩემი მაიკა გიხდება. -მაიკას დავხედე რომელიც კაბასავით მქონდა, გამეცინა, მასთან მივედი და მკერდზე დახატულ ტატუს ხელი გავუსვი.
-მეც მინდა!
-რა? -მკითხა გაკვირვებულმა.
-ტატუ.
-დარწმუნებული ხარ? -გაეღიმა.
-კიი, ყოველთვის მინდოდა.
-წამო და გავიკეთოთ მაშინ.
-მართლაა? -სიხარულისგან თვალები დავაჭყიტე. ტატუს გაკეთება ბავშვობიდან მინდოდა, მაგრამ დედაჩემი არ მაკეთებინებდა რათ გინდა ეხლა, რომ გაიზრდები მერე გაიკეთეო. მერე სულ გადამავიწა. ახლა კი შანსიმაქ და გავიკეთებ.
-ხოო ცოტახანში გავიდეთ და მაგარ ტატუმასტერთან წაგიყვან.
-აუუ მიყვარხარ!
-მეეც პატარავ. -გამიღიმა და მაკოცა. ცოტახანი სახლში ვიყავით, ვაკოს მაიკაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, მერე გამოვიცვალე, ტანსაცმელი ჩავიცვი და ტატუს გასაკეთებლად წავედით. მალე დანიშნულების ადგილზეც მივედით.
-აბა მზად ხარ?
-რათქმაუნდა! -თავი დავუქნიე, შიგნით შევედით, ვიღაც კაცი ტატუს უკეთებდა კლიენტს.
-მოდი ჩვენ ამოვარჩიოთ სანამ ის დაამთავრებს. აბა რა გინდა და რა ადგილზე.
-აქ მინდა ბუმბული. -მკერდის დაბლა და გვერდზე ვანიშნე.
-მანდ მარტო მე დაგინახავ! -ჩაიღიმა და ხელები წელზე შემომხვია.
-მარტო შენ არა! -ხელები მოვაშორებინე რადგან იქ მჯდომი ბიჭი რაღაცნაირად გვიყურებდა.
-უკაცრავად? რაღაც ვერ გავიგე! -წარბები მაღლა ასწია ვაკომ.
-ანუ ზღვაზე ან სადმე რომ წავალთ, ან ტოპს რომ ჩავიცმევ გამომიჩნდება! -ერთი წუთი ჩავფიქრდი და ვაკოს თვალებდაწვრილებულმა შევხედე. -მოიცა შენ რა გაიფიქრე?
-კარგი არაფერი! ანუ ამას იკეთებ. -თავი დაიძვრინა იდიოტმა, ვიცი რაც იფიქრა მაგრამ აღარ ჩავეძიე. ნახატი ავარჩიეთ, ჩემდეგ იმ კაცმა მაიკა ამიწია, მკერდზე ხელი რაღაცნაირად მომადო, ამაზე კი ვაკოს რეაქციამ არ დააყოვნა, უნდა დაერტყა მაგრამ თვალები დავუბრიალე “არ გაბედო”-მეთქი. -ცოტა ფრთხილად. -შეუღრინა ვაკომ. ბოლოს როგორც იქნა დაამთავრა ამ ოჯახაშენებულმა თავის საქმე. ცოტა მეტკინა, კარგი ვაღიარებ ძაან მეტკინა, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია, ტატუ ძალიან ლამაზი გამოვიდა. მადლობა და ფული გადავუხადეთ, გარეთ გამოვედით, მანქანაში ჩავჯექით და საჭმელად წავედით. მთელი დღე აქეთ იქით დავდიოდით, საყიდლებზეც კი წავედით. რომ მოსაღამოვდა, დაღლილები სახლში ავედით. ლიას დავურეკე, ვუთხარი რომ ნინისთან ვრჩებოდი დღესაც, ბევრი მეწუწუნა მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე, ნინიც გავაფრთხილე რომ ვაკოსთან ვიყავი, მეორე დღეს ისევ სახლში რომ არ დამხვედროდა.
-წამო ვიბანაოთ. -მეუბნევა ვაკო და სააბაზანოსკენ მივყავარ.
-ერთაად? -თვალები დავაჭყიტე.
-ხოო რა, რაიყო აქამდე არ გიბანავია ჩემთან ერთად თუ რაა? -გაეცინა. -უბრალოდ ვიბანაოთ.
-უბრალოთ ვიბანაოთ? -გავიმეორე მისი სიტყვები.
-ხო რავი, თუ სხვა რამეც გინდა წინააღმდეგი არ ვარ. -ეშმაკურად გაიცინა.
-კარგი უბრალოდ ვიბანაოთ.
-თუ ჩემი ტანის დანახვაზე ცდუნებას ვერ გაუძელი...
-მოკეტეეე… -გავაწყვეტინე ლაპარაკი.
-კარგი კარგი. მოდი აქ. -ტოპი ფრთხილად გამხადა ტატუს რომ არ შეხებოდა ისე, შორტი მე თვითონ გავიძრე, ვაკომ ტატუზე მიკრული პარკი მომაშორა, თვითონაც გაიხადა “ყველაფერი”, წყალი მოუშვა და წყლის ქვეშ დამაყენა. შამპუნი თმებზე წამისვა და თავი დამბანა. მერე მე დავბანე, ისეთი სრიალა თმა ჰქონდ ხელის მოშორება აღარ მინდოდა. შემდეგ ტანზე გადავიდა. საპნიან ხელებს ზევით-ქვევით დაატარებდა ჩემს ტანზე. ბიუსჰალტერი და ტრუსი გამხადა. ხელები თმაში შევუცურე და ვაკოცე, ტუჩები ჩემს ყელზე გადაიტანა, ერთი ხელი უკანალზე მტკივნეულად მომიჭირა მეორე კი წელზე მომკიდა და კედელზე ამაყუდა. უცებ კვნესა ამომხდა, მეორე ხელიც უკანალზე მომიჭირა, ფეხები მის წელზე შემომახვევინა და დიდი ბიძგით შემოვიდა ჩემში, შემდეგ უფრო აუჩქარა, ბოლო ხმაზე უსირცხვილოდ ვკვნესოდი და სიამოვნებისგან ვკანკალებდი. არ ვიცი ეს სიაოვნება რამდენ ხანს გაგრძელდა, ვაკომ ამოიგმინა და ძირს ჩამომსვა, ნაზად მაკოცა ტუჩებზე, შემდეგ კი ცხვირზე.
-ვიცოდი რომ ვერ გაუძლებდი. -ხელები მთლიან ტანზე ამატარა, მკერდზე წამავლო და ისევ მაკოცა. -ვგიჟდები შენს სხეულზე და ვერადროს გავძღები შენით. -ფეხზე ძლივს ვიდექი, ვაკო რომ არა, დავეცემოდი. მიხვდა რომ ეს სიამოვნებისგან იყო და კმაყოფილმა ჩაიღიმა. -წამო ლოგინში ჩაგაწვენ. -ხელში ამიყვანა და ლოგინზე დამაწვინა. ტრუსი ჩამაცვა, შემდეგ მაზი წამისვა ნაზად ტატუზე და თავის მაიკა გადამაცვა, თმები გამიშრო, მერე მე გავუშრე და ერთმანეთზე მიხუტებულებმა დავიძინეთ.

დილით ვაკო ლოგინში არ დამხვდა. სამზარეულოში გავედი, არც იქ იყო. მაცივარზე მიკრული ფურცელი დავინახე, ფურცელი ავიღე და წავიკითხე. “პატარავ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და ადრე გავედი, ისე საყვარლად გეძინა აღარ გაგაღვიძე, საღამოს კლუბში მივდივართ ყველა და იქ გნახავ”. რაღას ვიზავდი, მოვწესრიგდი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ნინისთან წავედი. ნინის სახლის გასაღები მქონდა და ეგრევე შევვარდი სახლში. ნინის ოთახისკენ წავედი კარები შევაღე უნდა შევსულიყავი, მაგრამ იქ ისეთი სურათი დამხვდაა… ოთახიდან კიარა სახლიდან გავვარდი. კორპუსის დაბლა სკამზე ვიჯექი ნახევარი საათი, შემდეგ ნინის დავურეკე, ნახევარ საათში როგორ ვერ მორჩებოდნენ თავის საქმეს.
-ნინიი რაშვები?
-რავი ყავას ვსვავ შენ?
-რავი გოგო შენსკენ მოვდივარ, მარტო ხარ? -ისე ვკითხე თითქოს არ ვიცოდი ვაჩე რომ იყო იქ.
-არა ვაჩეა აქ. -კიდევკარგი არ მითხრა მარტო ვარო.
-კარგი მაშინ მერე ამოგივლი.
-არა მიდის ვაჩე უკვე. -ჩაეცინა ნინის თან იქიდან რაღაც ხმები მესმოდა “გამიშვი ვაჩეე” -ამო შენ მიდი, გელოდები.
-კაი ხუთ წუთში მანდ ვაარ. -ტელეფონი გავთიშე და ნინისთან ავედი. ჩაცმულები დამხვდნენ და ეხლა მართლა ყავას სვავდნენ. ვაჩე ცოტახანი გაჩერდა, მერე საქმე მაქო და წავიდა. -რა დღეში იყავით გოგო დილიდან? -ვაჩე როგორც კი გავიდა სიცილით ვუთხარი ნინის. უცებ შემომხედა და გაშტერდა.
-შენ საიდან იცი რომ... ჩვეენ... მოსული იყავიი? -თვალები დააჭყიტა.
-კიი და დაქალის სექსის ყურება ცოტა არასასიამოვნოა! -ბოლო ხმაზე გადავიხარხარე. ნინი გადაწითლდა. -კარგი გოგო რაიყო გეხუმრები. არა მართლა ვიყავი მოსული და მართლა შევესწარი თქვენ სიყავრულობანას მარა დაივიწყე არაუშავს. -ლოყაზე ვაკოცე და ჩავეხუტე. -მომენატრე.
-იცოდე მეორედ სახლში აღარ შემომივარდე! ახლა მარტოხელა აღარ ვარ! -ბოლოს მასაც გაეცინა. -მეც მომენატრე.
-კაი გვეყო ხვევნა კოცნა წამო ჩემთან რა. თან დღეს ლიაკოს იმერული ხაჭაპურები უნდა გაეკეთებინა, ჩვენ რომ გვიყვარს.
-ვაიმე მართლაა? მაგაზე უარს არასდროს ვამბობ ხოიცი. -ნინი უცებ მოწესრიგდა თეთრი შორტი, ყვითელი მაიკა და ყვითელი კეტები ჩაიცვა, თმები გაიშალა, სათვალე გაიკდეთა და სახლიდან გამოვარდა. -აუ ძაან მშია მალე მივიდეთ რაა. -მთელი გზა მეწუწუნებოდა. ბოლოს როგორც იქნა სახლში მივედით, კარები შევაღე და შევედით.
-ლიაკოო მოვედიი, სად ხააარ?
-აქ ვარ ბები მოდი.
-აუ მაგრად მშიი... -პირი დავაღე ჩემს წინ ასვეტილი ადამიანი რომ დავინახე. -ლაშაააა, არარსებოოობს. -მისკენ გავექანე და ზედ შემოვახტი. მთელი სახე დავუკოცნე. ბოლოს როგორც იქნა ძლივს “მომიშორა” -რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი? ან ასე უცებ რატომ ჩამოხვედი? ხო მშვიდობაა? ნიკა ხომ კარგადაა? -ყველაფერი უცებ მივაყარე.
-კიი ყველაფერი კარგადაა, პროსტა ჩემი გიჟი გოგო მომენატრა და ჩამოვედი. -ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა.
-მეც ძალიან მომენატრე.
-ჩემი ლამაზი. ნინიკოო როგორ ხარ? -ჩემს უკან მდგარ ნინისთან მივიდა და მასაც მაგრად ჩაეხუტა. საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდით ერთად და ნინისაც დიდიხანია იცნობს, ორივეს კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.
-კარგად ლაშიკო შეენ? -ისიც მაგრად მოეხვია ლაშას.
-მეც მეც. -სავარძელზე ჩამოჯდა. -მოდი ჩემთან. -მეც მივედი და კალთაში ჩავუხტი. ისე ვიყავი ლაშასთან როგორც 15 წლის ბავშვი, რომელსაც წლების მომატებასთან ერთად ჭკუაც უნდა მომატებოდა, მაგრამ მე ისევ ის პატარა გოგო დავრჩი მის მიმართ, ადრე რომ დავინახავდი და ზედ ვეკვროდი ხოლმე. -აბა რა ხდება მომიყევი, ლიას რატომ მიბრაზებ?
-მეე? -გაკვირვებული თვალებით შევხედე და საჩვენებელი თითი გულზე მივიდე.
-ხოო შეენ -ცხვირზე ხელი მომიჭირა და ლოყაზე მაკოცა. -მითხრა რომ სახლში საერთოდ არ ხარ და აქეთ იქით დაწანწალებ.
-ოო ლაშ კაი რაა, აბა სახლში ხომ არ ჩამოვუჯდები.
-ბავშვებო მოდით, ხაჭაპურები გაგიკეთეთ და ჭამეთ, შენ კიდე ადექი ქალბატონო ეტკინა ჩემს ბიჭს ფეხები. -დამიბღვირა ლიამ, თვალები დავაჭყიტე. -ისედაც დაღლიალია ცოტა დაასვენე.
-ლია ვეჭვიანობ ეხლა იცოდე. -თვალები მოვჭუტე და ისე შევხედე. ლაშამ თვალი ჩამიკრა და ლიას გაყვა. მე ენა გამოვუყავი და დავეჯღანე.
-დავინახეეე. -მომაძახა ისე რომ არც შემობრუნებულა. სინამდვილეში კი არ დაინახა ყველა ჩემი მანერა იცოდა ზეპირად. ლიას ხაჭაპურები გემრიელად ვჭამეთ. მერე ისევ მისაღებში გავედით და მე ისევ ლაშას კალთაში მოვკალათდი.
-ლააშ... რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ პატარავ.
-დღეს მეგობრებთან ერთად კლუბში მივდივარ და წამოდი შენც და გაგაცნობ.
-მე მეგონა შენ ყველა მეგობარს ვიცნობდი. -მხრები აიჩეჩა.
-ესენი ახლები არიან. თან ნამდვილი მეგობრები.
-გოგოები თუ ბიჭები? -გაღიმებულმა და თვალებმოჭუტულმა შემომხედა.
-მმ... ბიჭები.
-კარგი რა პრობლემაა წავიდეთ და გავიცნოთ “ბიჭები” -ბოლო სიტყვა გამოკვეთა.
-ეე იქ არ დაიწყო ეხლა ფსიხი ძმის ხასიათები და რაღაცეები. -ორივეს გავეცინა, უფროსწორედ სამივეს. ნინი ჩუმად იჯდა არაფერს ამბობდა.
-მე და ფსიხობაა? -ისევ გაიცინა. -ნინი შენ რას შვები ისევ ხოარ გაწუხებენ ბიჭები? ისევ ხომ არ ავულეწო სიფათები ვინმეს? -ხოო ადრე ლაშა დასდევდა ხოლმე იმ ბიჭებს ვინც ნინის ან მე გვაწუხებდნენ.
-ყველა დაშინებული გყავს ვინღა შემაწუხებს? -ნინიმაც გაიცინა. -თან შეყვარებულიმყავს.
-ვაა ასწორებს ტოო, როდის უნდა გამაცნო?
-დღეს საღამოს კლუბში რომ წავალთ. -გაუღიმა ნინიმ.
-კარგი, კაი წავედი ეხლა მე ბიჭები უნდა ვნახო, გავივლი თბილისის ჩახუთულ ჰაერს შევისუნთქავ, თქვენ კლუბის მისამართი მომეცით და მეც იქ მოვალ. -მე და ნინის შუბლზე გვაკოცა და სახლიდან გავიდა. როცა მოსაღამოვდა მე და ნინიმ გამზადება დავიწყეთ. ყველაფერს რომ მოვრჩით, ლია ჩავკოცნეთ და კლუბში წავედით. ლუკა და ვაჩე უკვე იქ იყვნენ, ლუკამ რომ დამინახა შემსკენ გამოიქცა და მაგრად ჩამეხუტა, როგორ მომენატრება ხოლმე ეს გიჟი ადამიანი.
-ვაკო სადაა? -მაშინვე ვიკითხე.
-ვიღაცას უნდა შეხვედროდა, მოვა მალე რა. -თქვა ვაჩემ და ისიც ჩამეხუტა.
-ვაჩიკოო შენ როგორ ხაარ?
-ნიაა ეგ სახელი მეორედ აღარ დამიძახო თუ გინდა რომ გადარჩე. -დამიბღვირა ვაჩემ.
-ვაჩიკოოო! -წამოიღახა ლუკამ და ხარხარი დაიწყო. -საღოლ ნიი!
-ეე ატრაკებთ რაა! რა ვაჩიკო მეღადავებით? -წარბები მაღლა ასწია ვაჩემ.
-ნუ მიბრაზებთ ბიჭს -ხელი დაგვიქნია ნინიმ და ამაზე მე და ლუკამ გადავიხარხარეთ. ისე ძაან საყვარლები კი იყვნენ ერთად. კიბეებისკენ გავიხედე, ლაშა და ვაკო ერთად ჩამოდიოდნენ, თან რაღცაზე ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. თვალები გამიშტერდა, ისე მომიახლოვდნენ ვერც გავიაზრე როდის მოასწრეს ასე ჩქრა ჩემამდე მოსვლა. ლაშამ შუბლზე მაკოცა და რიაგირება რომ არ მქონდა ხელები თვალწინ ამიფრიალა.
-ნიააკოო აქ ხარ? -გაიცინა ლაშამ.
-რაა... აა კიი. -თვალები დავახამხამე და ისევ მათ შევხედე. -თქვენ ერთმანეთს იცნობთ?
-ერთმანეთზე ვანიშნე ხელებით.
-კიი -თავი დამიქნია ლაშამ. -და თქვენც იცნობთ? -მერე ჩვენ შემოგვხედა.
-კიი ბრატ ნია ჩემი შეყვარებულია. -თქვა ვაკომ და ხელი გადამხვია.
-კაი ერთი ხოარ მატყუებ. -გაეცინა ლაშას და თავი გააქნია -ეგ ხო ისედაც ვიცოდი.
-იცოდიი? -თვალები დავაჭყიტე. -საიდან გაიგე? ან თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?
-ნიი გახსოვს რომ მომიყევი ორი ძმა მყავსო, ნიკა და ლაშაო. ეგრევე ესენი გამახსენდნენ, დავრეკე და ვკითხე შენზე, რომ გავიგე მათი და იყავი, ვუთხარი ჩვენზე პატარავ.
-ხოო და ისე შენ როდის აპირებდი თქმას ქალბატონო? -მეუბნევა ლაშა სიცილით. სულ გამომაშტერეს.
-რომ ჩამოვიდოდი, ხომ გითხარით მერე მოგიყვებით რაღაცეებსთქო. -თვალები გადავატრიალე. სავარძელზე დავჯექი, გვერდით ვაკო მომიჯდა და ისევ გადამხვია ხელი, ლაშას ვაჩე და ლუკა გავაცანით, უცებ დაახლოვდნენ. ლაშა და ვაკო დიდი ხნის ძმაკაცები ყოფილან, ჩემ ძმასაც იცნობს თურმე, სახლში არ მოუყვანია ნიკას თორე აქამდეც ხო გავიცნობდი.
-ადრე მარტო ჩემი გოგო იყავი და ახლა კონკურენტი გამომიჩნდა. -დაბლითა ტუჩი გადმოატრიალა ლაშამ.
-ვაიმე ჩემი სიყვარულიი... ეჭვიანობ? -ლაშასთან მივედი და კალთაში ჩავუხტი. -ხომ იცი როგორ მიყვარხარ?
-მე უფრო გიყვარვარ თუ ვაკო?
-რეებს მეუბნები ეხლა? -ხელები გადავაჯვარედინე და მეც მისავით გადმოვაბრუნე ტუჩი.
-კარგი ხოო გეხუმრე. -ხელები მაგრად მომხვია და ლოყაზე მაკოცა.
-როდის ბრუნდები უკან? -კითხა ვაკომ.
-რავი რამდენიმე დღეში. ნიაკო მომენატრა და ამის გულიზე ჩამოვედი, შენ არ იცი როგორი მოწყენილობაა სახლში ამ ქაჯის გარეშე. -თვალი ჩაუკრა ვაკოს. თვალის ჩაკვრა რაიყო ვერ მივხვდი. მაგრად მომხვია ხელები. -თქვენ როდის აპირებთ?
-რაას? -გაკვირვებულმა შევხედე.
-წასვლას ნია. -ჩაიფხუკუნა ნინიმ. -ამერიკაში.
-აა არ ვიცი ალბათ ერთ თვეში ან უფრო მალე. -ვაკოს გავხედე, თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. დიდი ხანი ვიჯექით და ვლაპარაკობდით სხვადასხვა თემაზე, ვიცეკვეთ კიდეც. მერე ვაკოს მაგრად ჩავეხუტე ვაკოცე და ლაშასთან ერთად სახლში წავედი. მიხაროდა ლაშა რომ ჩემს გვერდით იყო, მართალია ეს დღეები ვაკოსთან ვერ დავრჩები, მაგრამ არაუშავს.
-ვაკო ხომ კარგად გექცევა? -მკითხა მოულოდნელად ლაშამ როდესაც სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდით.
-კიი ლაშ, იციი არასდროს მიგვრძვნია თავი ასე კომფორტულად და კარგად როგორც მასთან. -ვუხარ ღიმილით.
-მოიცა ჩემთან თავს ცუდად გრძნოობ? -წარბები აწია ლაშამ.
-ოო კარგი რაა, შენ თავს სხვა ბიჭებს ნუ ადარებ, კარგად იცი ჩემთვის რამდენს ნიშნავ და როგორც მიყვარხარ. მე ბიჭებს ვგულისხმობ, წინა შეყვარებულებს, თან ვაკო მართლა მიყვარს, ისინი არ მყვარებია. -გავიცინე და წელზე შემოვხვიე ხელი.
-ვიცი პატარავ, გეხუმრე, -შუბლზე მაკოცა. -თავიდან ვაკომ რომ მითხრა თქვენზე გავბრაზდი, იმიტომ რომ ვაკო სხვანაირი როჟაა, სულ გოგოების გარემოცვაშია და ასე შემდეგ, შენც გეცოდინება. -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -მერე რომ აგვიხსნა ყველაფერი, მივხვდი რომ მართლა უყვარდი, თან ბოლობოლო ჩემი ძმაკაცია და ჩემს დას ცუდად არ მოექცეოდა. უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო.
-ვიცი ლაშ და მართლა ბედნიერი ვარ ყველაფრით, იმით რომ შენ და ნიკა მყავხართ, კიდევ ვაკო და ჩემი მეგობრები.
-ჩემი ლამაზი. -თავზე მაკოცა და მიმიხუტა. ცოტახანში სახლშიც მივედით, ლაშა დამემშვიდობა და თავის ოთახში შევიდა, მე პიჟამოები ჩავიცვი, დაწოლას ვაპირებდი მაგრამ ლაშას შევუვარდი ოთახში.
-აუ ლააშ, შენთან დავიძინებ რაა, მომენატრა შენთან ძილი.
-მოდი ბარტყო. -ჩაიცინა და გვერძე ჩაიწია. ზურგზე დაწვა, მე კი მის მკერდს დავადე თავი ხელები მაგრად მომხვია და ჩამიხუტა. -ჩემი წიწილა. -თავზე მაკოცა ტკბილი ძილი მისურვა და მეც მალევე გავითიშე.



№1  offline წევრი ნორმი

აი ასე ეხლა ცოტა ხანი მეყოფი,მერე კიდე მომენატრები,შენც გამოჩნდები და დავმშვიდდები..ძალიან კარგი გოგო ხარ შენ და შენი ისტორია ხო საერთოდ.
--------------------
მორფეოსი

 


№2 სტუმარი სტუმარი anuchki

Vaimeee momwons eseniiiii.miyvars yvelaaaaaa

 


№3 სტუმარი სტუმარი კუსუნა

მ ძან კაია მალე დადე შემდეგი თავი გთხოვ ????????❤❤

 


№4  offline წევრი Painter

სტუმარი კუსუნა
მ ძან კაია მალე დადე შემდეგი თავი გთხოვ ????????❤❤

აუცილებლად კუსუუნ <3

Farvana
აი ასე ეხლა ცოტა ხანი მეყოფი,მერე კიდე მომენატრები,შენც გამოჩნდები და დავმშვიდდები..ძალიან კარგი გოგო ხარ შენ და შენი ისტორია ხო საერთოდ.

შემ არ იცი როგორ მიხარია შენს კომენტარებს რომ ვნახულობ ხოლმე :დდ

 


№5  offline წევრი samudamod tqventan

Dzaan momewona .am istoriis sxva tavebic wavikitxe da saocrad wer

 


№6  offline წევრი sofi_sofiaa13

ოძალიან კარგია
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent