სამი მიზეზი (12 თავი)
მაპატიეთ, დაგვიანების გამო რედაქტირება ვერ მოვასწარი და შეცდომები მომიტევეთ ამ ერთხელ :დ <3 ------------ -შენ... შენ.. შენ... -მე, მე რა გაიანე? ენა გადაყლაპე, ჩაყლაპე თუ ჩაგივარდა?_ირონიულად გაუცინა თორნიკემ. -ხედავ? ფორმაში აღარ ხარ, 80 წლის ბებერმა მოგიგო_თვალი ჩაუკრა ჯერ კიდევ ყბა დაღებულ გოგო და იმ ბრბოსკენ გაემართა მოლოცვას რომ აპირებდნენ. -კოღოების სეზონი იწყება მამა_სიცილით დაუხურა პირი მამუკამ შვილს. -ახლა ამას გავბდღვნი_ძლივს დაიჭირა კაცმა წინ გაჭრილი ქალიშვილი და ძლივს შეკავებული ხარხარით დაუძახა რატის, რომელიც გახარებული ეხვეოდა თორნიკეს და ულოცავდა. -შენ იცოდი არა? შენ მიიყვანე კლუბში ხო?_ცოფებს ყრიდა განო და ძმაზე გადაწყვიტა ჯავრის ამოყრა. -რა თქმა უნდა, მთხოვა და უარს რატომ ვეტყოდი. -დამპალო მოღალატე_ახლა მისკენ გაიწია გოგო. -საკმარისია განო, გეყოფა, ვდები მაინც როგორ იქცევი? ეს რბოლაა ხან მოიგებ ხან წააგებ. გეყოს და დაწყნარდი_ხმა გაიმკაცრა ბიჭმა. -იმასაც ხომ გააჩნია ვინ მოგიგებს_ლამის ცრემლები წამოუვიდა გოგოს. -შენ რამ უფრო გაგამწარა, რბოლა რომ მოგიგო თორნიკემ თუ არც ისეთი მოსაწყენი და ბებერი რომ აღმოჩნდა როგორიც გეგონა? -თავი დამანებე რატი_ბოლოჯერ შეუბღვირა რატის და გამარჯვებულისკენ წავიდა მოგებული ფულის გადასაცემად. -მოწონს_ამოიხვნეშა მამუკამ. -თუ უფრო მეტიც არა_გაეცინა რატის და მამასთან ერთად ბარისკენ წავიდნენ. როგორც ყოველთვის ხმაური, ხალხი და ალკოჰოლი არ აკლდა კლუბს. რატიმ თავისი ადგილი დაიკავა და მამა წინ დაიჯინა ნახე რა გაგასინჯოო, განოც იქვე მიუჯდა და დაბღვერილი სახით გაჰყურებდა კუთხეში მჯდომ თორნიკეს ერთ-ერთ ახალ შეძენილ თაყვანისმცემელს რომ ესაუბრებოდა. -რატი, ეს ჩვენი მაგიდის ანგარიშია_უჩუმრად მოეპარა გვერდიდან და დახლზე ფული დაუდო ძმას. -მიდიხარ უკვე? -ხო, მე და ნუცას გასეირნება გვინდა, კარგი ამინდია და როგორც მასწავლეს გოგოები გიჟდებიან ქუჩებში ფეხით მოსეირნე წყვილებზე_ვითომ ჩუმად გადაუჩურჩულა, ოღონდ ისე რომ განოსაც გაეგონა და თავის ნუცას ხელი მოხვია -შეხვედრამდე ბატონო მამუკა_ხელი დაუქნია კაცს და ორივე კარში გაუჩინარდნენ. -დამპალი არაკაცი_მისი ჭკუით ხმადაბლა ჩაიბლუკუნა გაიანემ. -აჰა, გიშველის რომ არ გასკდე_არაყის პატარა ჭიქა დაუდო ძმამ და სიცილით გაუვსო მეორედაც. პირველად რჩებოდა მთელი ოჯახი ერთად და არც მამას და არც შვილებს დაძინება არ უნდოდათ, ტელევიზორთან იჯდნენ და ყველაფერს განიხილავდნენ რაც გაახსენდებოდათ, განოს უხასიათობაც არ გამოპარვიათ და მამუკა ადგილზე ვერ ისვენებდა. -გაანე, საყვარელო რა მოხდა? -არაფერი მა_ძლივს გაუღიმა კაცს და ტელევიზორი სხვა არხზე გადართო. -ჩემო პატარა, იქნებ შანსი მიგეცა? -რაა? რა შანსი მამა? მაჭანკლობ? -აი ხედავ? არც კი გიკითხავს ვის უნდა მივცე შანსიო, ანუ იმ ბიჭზე ფიქრობ, დიდი ხანი არაა რაც მამობის შეგრძნება დავიწყე, მაგრამ ყველაფერი მირჩევნია შენს ასეთ ყურებას. -თორნიკე არაფერ შუაშია მა, წავალ დავიძინებ_მოწყენით გაუღიმა ოჯახის წევრებს და რამდენიმე წუთში პიჟამოებით ლოგინში შეგორდა. ვერაფრით მოისვენა სანამ ბლოკნოტში შენახულ, ბიჭის ნაჩუქარ, უკვე გამმარ ვარდს არ დახედა და ისევ ლოგინს დაუბრუნდა. -დილა მშიდობის ოჯაახს_მხიარული ხითხითით შევარდა სამზარეულოში და მამას მოეხვია, რომელიც საუზმეს აწყობდა. -მამა რატი? -ვერაფრით გავაღვიძე, წიხლიც კი ვკარი, მაგრამ არაფერი, ძლივს დამაძინე წუხელი შუაღამემდე ნინის ემესიჯებოდა_ტუჩები დაპრუწა სასაცილოდ გოგომ და ოთახში შემოსულ ძმას გახედა -აჰა, ბალიშ აფეთქებულიც ადგილზეა. -რა გაღრიალებს გოგო დილიდან. -დილა ასე ჩემსავეთ ენერგიით უნდა დაიწყო, თორემ მძინარა შენც გვეყოფი_ენა გამოუყო ძმას და მისი რეაქცია ვეღარ დაინახა, ისე გადაფარა მამის მკლავებმა. კაცი ორივეს იხუტებდა და სითბოს ერთმანეთში ანაწილებდა. -რა ბედნიერი ვარ თქვენ რომ მყავხართ. შუადღეს თორნიკე ესტუმრათ, უფრო კარგად გაიცნო მამუკამ და კმაყოფილი დარჩა, სასიძოდ ნამდვილად მოსწონდა, მართალია გაიანე მუდამ ეუხეშებოდა და არც თორნიკე აღარ აკლებდა ირონიულ პასუხებს, მაგრამ ეტყობოდათ ერთმანეთი რომ მოწონდათ და რატისთან ერთად სიცილით ისმენდა მათ კამათს, აუცილებელი პირობა იყო აბსოლიტურად ყველა საკითხზე განსხვავებული წარმოდგენა რომ ქონოდათ და არც ბეზრდებოდათ მუდმივი ომობანა. -ხო ნუცი_გაღიმებულმა და დამთბარი ხმით უპასუხა ბიჭმა ამღერებულ მობილურს და სხვა ოთახში გადაინაცვლა. -ხო ნუცი_სახის მანჭვით გამოაჯავრა გაიანემ და სამზარეულოში ბლინების დასაცხობად წავიდა. შორიდან მოესმა თორნიკეს ხმა წასვლას რომ აპირებდა. -გაგაცილებ_მაშინვე წამოდგა რატი და ძმას გარეთ გაყვა. -თოკა რა ხდება? -რაზე მეკითხები?_ხელოვნურად გაიკვირვა ბიჭმა. -არ გინდა რა, არ გიცნობდე მაინც, ეს რამე ახალი სტრატეგიაა? ან ნუცას რაღატო იყენებ. -ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე გგონია რატი_უკვე გულახდილად ამოიხვნეშა ბიჭმა და ბორდიულზე ჩამოჯდა. -მე.... ჯანდაბა, მე უფლება არ მაქვს. -რაზე ამბობ? -გაიანეზე, ის შენი დაა, შენ ჩემი ძმა ხარ, ასე არ შემიძლია გესმის? უფლება არ მაქვს მას როგორ ქალს ისე ვუყურებდე, ისიც ჩემი და გამოდის. ნუცას ა ვიყენებ, სასიამოვნო გოგოა და მართლა მინდა მასთან ვცადო, მადლობა ღმერთს გაიანესთან ძალიან არ შემიტოპავს და ვფიქრობ ნუცა შეძლებს საბოლოოდ დამავიწყოს, ის მართლა კარგი გოგოა რატი. -შენ ბიჭო ცოტა ვერ ხარ ხო? რა შენი და, რა ნუცა, რა დაგავიწყოს? თორნიკე აზრზე მოხვალ თუ შემოგარტყა? -კარგი რა დაუკვირდი რატი, მე ასე არ შემიძლია, ამას გაიანესთვისაც ვამბობ, მე კაცი ვარ და კარგი, მაგრამ მასზე ყოველთვის იჩურჩულებენ. -მაგრამ თქვენ ბიოლოგიურად არაფერი გაკავშირებთ. -ვიცი, მარამ ამას ყოველ გამვლელს ვერ აუხსნის თითს რომ მიუშვერენ_მოწყენილი ღიმილით დაკრა ძმას ბეჭზე ხელი და მანქანისკენ წავიდა. კლუბში წასასვლელად ემზადებოდა განო მობილური რომ აუწკრიალდა, წარბ აწევით დახედა დაფარულ ნომერს და მალევე მიხვდა. -მამააა, მირეკავენ მამა. -კარგი ნუ ნერვიულობ, მშვიდად უპასუხე, აქ ვარ_მაშინვე გამოვარდა კაციც და გვერდით მიუჯდა. -გისმენთ. -გამარჯობაქალბატონო გაიანე, ხმები მოგვივიდა დასავლეთის რბოლებს ახალი პატარა დედოფალი რომ ყოლია. -გამოდის ახლოს კრისა მყოლია_აკანკალებული გული ძლივს დაიმშვიდა გოგომ და გატრუნულ მამას გადახედა. -ოჰ, არ ღირს საყვარელო, ჩემი მოვალეობაა ეგენი ყველგან მყავდნენ. აღმოსავლეთში გადმოსვლაზე რას იტყოდი? -მადლობა, მაგრამ დასავლეთიც სრულიად მაკმაყოფილებს. -მაინც დაფიქრდი, შეტყობინებად კოორდინატები მოგივა და ორი დღე გაქვს გადასაწყვეტად._სიტყვის დამთავრების თანავე გაისმა წყვეტილი ზუმერი და გოგომაც აკანკალებული ხელით დააბრუნა ტელეფონი მაგიდაზე. -დათო არ იყო, ეს ვიღაც სხვაა_დარწმუნებით ჩაილაპარაკა მამუკამ და შვილს დასამშვიდებლად მოეხვია. მალევე კლუბისკენ გაიქცა განო, უნდოდა ძმისთვის ახალი ამბავი ეცნობინებინა და შიგნით შესულს ისეთი სანახაობა გადაეშალა წარბი ავტომატურად აეწია. რატის წინ სკამებზე უდარდელად შემომჯდარიყო თორნიკე და გვერდს ნუცა უმშვენებდა, მხიარულად საუბრობდნენ სამივე და რატი ბარმენის კლასს ამჟღავნებდა. -უი, გუშინ როგორ გაერთეთ?_რატის ხმა მისწვდა გაიანეს ყურს. -არაჩვეულებრივად,_თვალებიდან ლამის გულები ამოუცვივდა ნუცას -ბევრი ვისეირნეთ, ამდენი ცხოვრებაში არ მილაპარაკია, ერთ-ერთი ეზოდან მოპარული მარწყვებიც კი ვჭამეთ_სიცილით აიფარა პირზე ხელი და მხიარულად მოხითხითე თორნიკეს დანახვაზე გული უცნაურად შეუტოკდა. არ შეიმჩნია, დახლს მიუახლოვდა და ძმას მიესალმა, ნუცა წარუდგინეს, გააცვნეს და საუბარში აიყოლიეს, თორნიკე როგორც ბოლო დღეები აიგნორებდა და ნუცას უყურებდა. -ბოლოს წვიმამ მოგვისწრო, ისეთი რომანტიული იყოო_ენას ვერ აჩერებდა ნუცა, წამით გაიყინა განო, ნუთუ მასთანაც... ნუთუ... -მერე?_უფრო დის სიმშვიდის გამო იკითხა რატიმ. -არაფერი, ჩემი თორნიკე ისეთი საყვარელი და მზრუნველია არ გამიცივდეო და მაშინვე ტაქსით გამგზავნა სახლში. „-ძალიანაც კარგი_გულში გახარებული ფიქრობდა გაიანე, -წვიმაში ცეკვა, ვარდი და კოცნა მხოლოდ მე მეკუთვნის“_და კმაყოფილმა მოსვა ძმის დამზადებული კოქტეილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.