შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (11 თავი)


27-09-2018, 14:28
ავტორი naattii
ნანახია 2 736

-ნუ ნერვიულობ მამა, პატარები ხომ არ ვართ? მივხედავთ თავს_ბეჭზე ხელი დაკრა რატიმ მამას.
-არამარტო საკუთარ თავს _მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა განომ და ბიჭებს თვალი აარიდა.
-გაანე......
-იმედია იმას არ აპირებ რაც მგონია_მამას სიტყვა გააწყვეტინა ბიჭმა.
-დიახაც ვაპირებ, დედას ისე მოკვლას არ შევარჩენ, ახლოს ვარ, იციან ორგანიზატორი რომ ვარ, დღეს ან ხვალ დამირეკავენ და შეხვედრას მთხოვენ, უნდა ვნახო გესმის?
-გაიანე, ერთმანეთი ახლახანს ვიპოვეთ, არ მოისმინე რა გააკეთა საფრთხე რომ შეექმნა? გინდა ისევ ერთმანეთი დავკარგოთ?
-რატი ახლა არც შენ ხარ ორი თვის და არც მე ორი წლის, მშვენივრად შეგვიძლია თავის დაცვა, მამაც ჩვენთანაა, თუ დაგვჭირდა დაჩიც დაგვეხმარება.
-თქვენი ისევ დაკარგვა აღარ მინდა რატომ არ გესმის? უბრალოდ უთქვენოდ აღარ მინდა_ხმა გაუტყდა რატის -მამა უთხარი რამე_კაცს მიუტრიალდა, რომელიც ფანჯრიდან გარეთ იყურებოდა და რაღაცაზე ფიქრებში ჩაძირულიყო.
-როგორც მამა, ვალდებული ვარ ამ იდეაზე უარი გათქმევინოთ, როგორც ქმარი კი ცოლის მკვლელობისთვის შურისძიებაზე უნდა ვფიქრობდე, ახლა თქვენ მყaვხართ, ორივე მართალი ხართ, არ ვიცი.
-მამა მე უკან არ დავიხევ, ორი წელია უკვე გავერიე და ახლა აღარ დავიხევ უკან, მე ამ საქმეში გარევას ყველაფერი შევწირე გესმის? მეგობარიც კი არ მყავს, არავისკენ გამიხედავს, მიზნად დავისახე და სანამ ბოლომდე არ მივიყვან არ გავჩერდები, ან თქვენთან ერთად, ან უთქვენოდ._თავი ამაყად ასწია მაღლა და თვალებ აცრემლებულ მამას გადახედა.
-ხასიათებით სულ დედაშენი ხარ, სწორედ ასე ელაპარაკებოდა მამამისს მე რომ მიცავდა. მე შენთან ვარ შვილო, მარტო არც ერთი აღარ იქნებით არასდროს_მამის პასუხზე რატი ფრუტუნით დაუბრუნდა დივანს და გაგულისებული უყურებდა მოხვეულ მამა-შვილს.
-მგონი დროა წავიდეთ_უხერხული ღიმილით გადახედა ძმას განომ.
-არ დარჩებით? დღეს მაინც.
-ვერა მა, ანდრუშას მარტო ვერ ვტოვებ ხოლმე, წამლების სმა ეზარება.
-წამლების?
-წელიწად ნახევრის წინ ავარიაში მოყვა მა, ხოდა ფეხი ტკივა, გამაყუჩებლებს სვამს და სულ ეზარება ხოლმე ამხელა ტაბლეტებს ვერ ვყლაპავ მომაცილეო მეძახის, ამიტო ვერ ვტოვებ, მერე ტკივილებისგან იტანჯება და ცოდვაა._ისე ტიტინებდა მამის კალთაში კომფორტულად მოწყობილი გოგო, კაცმა ვერ მოითმინა და ლამის კოცნით დაახრჩო, აღარ უნდოდა წამით მაინც უკვე ბავშვების გარეშე.
-სად ცხოვრობთ მა ახლა?
-შენს ბინაში, ანდრომ გაარემონტა და იქ ჩამოვედით, 13 წლის ვიყავი, ბაბუა გაკოტრდა და ყველაფერი დაკარგა, ჩვენც აქ გადმოვედით. არ ჩამოხვალ? ჩვენთან არ გინდა?
-როგორ არ მინდა ჩემო პატარა, უთქვენოდ ვეღარც გავჩერდები, მალე ჩამოვალ_ორივე შვილები ხელებგადახვეული გაიყვანა გარეთ.
-ახლა ის მითხარი, ის ბიჭი ვინაა ძლივს ნაპოვნ შვილს რომ მართმევს?_წარბები აუთამაშა ქალიშვილს და სიცილი აუტყდა მის დამანჭულ სახეზე.
-გართმევს არა ის, ერთი ჯარიმის ფურცელიც არ აქვს, გესმის? მაქსიმუმი სიჩქარე 60 მისი მანქანისთვის.
-მოიცა და შენ რამდენი ჯარიმა გაქვს?_ახლა მართლა გაიმკაცრა ხმა მამუკამ.
-მეე? ნუ რამდენიმე_მორცხვად დახარა თავი განომ.
-გაანე!!!
-ხო კარგი, რა მოხდა, ცოტა თავნება ვარ, აი სუუულ სუუუულ ცოტა_ცერა და საჩვენებელი ოდნავ დააშორა ერთმანეთს.
-ცოტა?_ახლა ძმამ აუწია წარბი.
-ეეე, ახლა ასე უნდა დაიწყოთ ორივეემ?
-ჩვენ არა და თორნიკე მოგხედავს_სამაგიერო გადაუხადა რატიმ და მიიღო კიდევაც მუჭი ბეჭში.
-აუ მა, მართლა, ჩემები მკლავენ ერთხელ ერთად ვივახშმოთ გაგვაცანი შენი ოჯახიო და ხომ წამოხვალ?
-აბა რას ვიზამ მამა, მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ მათი ვალიდან.
-აუუ, ანუ მთქნარებისთვის უნდა მოვემზადოო? იცი მა რა მოსაწყენი ხალხია? პრინციპში მშობლები არ ვიცი, მე თორნიკეთი ვმსჯელობ_მხრების ჩეჩვით მივიდა მანქანის კართან და გამოაღო.
-გაანე, ხალხზე მასე საუბარი არ შეიძლება._თითი დაუქნია მამამ. -ფრთხილად იარეთ, მეც მალე ჩამოვალ_მხრებზე მოეხვია ბიჭს.
-დროებით მა_გადახვევისას ყურში ჩუმად ჩაჩურჩულა რაღაც და კაცმაც სიცილით დაუქნია თავი.
-ეეე, ეგ რა საქციელია_ახლა მობუზღუნე გოგო ჩაიკრა გულში.
-ტელეფონი არ მაქვს, რომ ჩამოვალ პირდაპირ სახლში მოვალ_კარგად ჩაკოცნა ქალიშვილი და დაძრულ მანქანას ხელი დაუქნია. ბედნიერი იყო, პირველად 16 წლის შემდეგ.
-ახ მარიამ, იმედია ხედავ რა კარგები არიან_თავის ქნევით ჩავიდა ეზოში და ნელნელა ნივთების მოგროვება დაიწყო.


შეუსვენებლად დაქროდა ახალთახალი მოტო სავარჯიშო გზაზე და ტრენერს თვალის შევლებაზევე უკან იტოვებდა. არც დაუთვლია მერამდენე კრუგზე გააჩერა მის ფეხებთან და ჩაფხუტის მოუხსნელად ახედა.
-შენი რეკორდია_გახარებულმა დაანახა კაცმა წამზომი.
-რბოლა სამ დღეშია, შევძლებ არა?
-რა თქმა უნდა, აი რას ნიშნავს მონდომება და სურვილი, ასე მოკლე ხანში ასეთი შედეგი მართლაც კარგია.
-ხვალ იმავე დროს?
-კი ბატონო_თავი დაუქნია კაცმა და უკვე გაქროლებულ მოტოს ღიმილით გააყოლა თვალი.

როგორც ყოველთვის გადავსებული იყო კლუბი ახალგაზრდებით, გაიანე ძმას უჯდა წინ და ახლა კოქტეილს უგემოვნებდა, მეგობრები აღარც გახსენებია, რატის გარდა არავინ აინტერესებდა.
-გამარჯობა რატი_ნაცნობი ხმა მოესმა გვერდიდან და ცალი თვალით ახედა ბიჭს. თითქოს სხვანაირი ჩანდა, ოდნავ კიდევ გამხდარიყო, თვალები ჩაცვენოდა და ჩაშავებოდა. თავი გამოიჭირა ბიჭის თვალიერებაში და მაშინვე აარიდა მზერა.
-როგორც იქნა თოკა, სად დაიკარგე რა_მაშინვე გარეთ გამოვიდა რატი და ძმას მოეხვია.
-მაპატიე, მე არ ვიცი რა დამემართა, უშენოდ იმ სახლში ვერ ვჩერდები_მანაც ხელი მოხვია ბიჭს.
-ხომ იცი, რომ არასდროს დამკარგავ, უბრალოდ ახლა ჩემ დას ვჭირდები.
-მესმის რატი, ახლა მესმის. აბა, როგორ ხარ?
-კარგად, თქვენ? ხვალ გამოგივლით, დედას ვნახავ.
-კარგს იზამ, ძალიან ენატრები, უხარია, რომ ბედნიერი ხარ, მაგრამ მაინც სულ ტირის.
განო გაოცებული უყურებდა ბიჭებს და სკამს დახედა ხო ნამდვილად აქ ვზივარო, ბოლომდე აიგნორებდა თორნიკე, თვალსაც კი არ აპარებდა, შეამცივნა და მოიბუზა, არ ელოდა მისგან ასეთ საქციელს. უთქმელად წამოდგა სკამიდან და გარეთ გავარდა, უცებ ვეღარ აიტანა იქაური გარემო. რამდენიმე წუთში რატიც დაეწია.
-რა ხდება გაიანე?
-არაფერი, ჩავიხუთე.
-მისი უყურადღებობა ვერ აიტანე, არა? შენ თავთან მაინც აღიარე რომ მოგწონს.
-არაფერიც, მათზე ვფიქრობდი და ახალ გეგმას ვიმუშავებდი უფრო მალე როგორ შევიპარო.
-განო დაივიწყე, რამე რომ მოგივიდეს რა უნდა ვქნა?
-რა ხდება?_თორნიკეს ხმა მისწვდა ორივეს
-რატი, ხომ მშვიდობაა?_ნინიც უკან მოზდევდა ბიჭს.
-განოს დედას გამო შურისძიება უნდა_ხმამაღლა შეყვირა რატიმ და გაცეცხლებული მზერა დისკენ მიმართა.
-აუჰ, როგორ შეაშინებთ ამხელა ბუმბერაზი ქალის მუქარაა_ირონიულად ჩაეცინა თორნიკეს.
-მაინც გავაკეთებ და შენ საერთოდ მოკეტე, არავინ გეკითხება_ისედაც თორნიკემ მოუშალა ნერვები და შანსი ქონდა შური ეძია.
-მეც დაგეხმარებით_მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-არც მე დაგტოვებ მარტო, თუ რამეში გამოგადგებით_ნინიც მიეხუტა რატის.
-მაგარია, ფანტასტიკური ოთხეული._ირონიულად გამოსცრა განომ.
-რას გვიწუნებ?_ღიმილით ჩაუდგა ჯიბრში თორნიკე.
-აბა გადახედე, ერთს მე ვუყვარვარ, მეორეს ჩემი ძმა, ეს კიდე ამის სიყვარულითაა დაბრმავებული და საქმეზე მხოლოდ მე ვფიქრობ.
-მამა დაგავიწყდა გაანე, ანუ ფანტასტიკური ხუთეული გამოვდივართ_მამის სიცილნარევი ხმა გაიგონა ზურგს უკან და მაშინვე ხელებგაშლილი გაექანა.
-მამიკოოოო_მთელი ტანით შეაფრინდა კაცს და კინაღამ წააქცია.
-მა, აქ საიდან?_რატიც გახარებული მოეხვია.
-სახლში ვიყავი და ანდრომ მითხრა სადაც იქნებოდით, ეს ალბათ ნინი, არა?_ღიმილით გაეცნო სარძლოს.
-ხო მა, ეს ჩემი ნინია_გაკრეჭილმა მოხვია შეყვარებულს ხელი და მამას გაეჯგიმა.
-აი ეს კი, ალბათ განთქმული თორნიკე_ხელი გაუწოდა ბიჭს.
-დარწმუნებული ვარ ჩემზე გაიანე მოგიყვებოდათ ყველაფერს დეტალებში_სიცილით ჩამოართვა ხელი და კაციც აიყოლია.
ცოტა ისაუბრეს და მალევე დაიშალნენ. ერთმანეთის გაცნობას მოუნდნენ. წასვლისას თორნიკე განოს ყურთან მივიდა და უჩუმრად ჩაჩურჩულა:
-ეგ ზედმეტი თავდაჯერებულობა იქნება ერთ დღეს კისერს რომ მოგატეხინებს.

როგორც ყოველთვის უამრავი ხალხი ირეოდა რბოლაზე, ახლა ორმაგად ნერვიულობდა გაიანე, მამის თვალწინ პირველად გამოვიდოდა, თანაც მისი მოტოთი.
-ეს ცოცხალია?_აღელვებულმა დახედა საყვარელ ნივთს მამუკამ.
-კი მა, მე გამოვდივარ ამით.
-რაც მამა ის შვილები_სიცილით გადახედა რბოლისთვის მზადყოფნაში მყოფ შვილებს.
ერთი ახალწვეული ყავდათ, ჩაფხუტს არ იძრობდა, მონაწილეობის ფულიც ისე ჩაუთვალა გოგოს ხმაც არ ამოუღია, თითქოს ეს მოძრაობა ეცნობოდა განოს და არც ეცნობოდა.
მზადმყოფი მიაწვა მთელი ძალით გაზს და პირველობას რატისთან იყოფდა, მაინც ჩამოიტოვა ძმა და მეორე წრეზე წავიდა, სადაც იყო ფინიშის ხაზიც უნდა გადაეკვეთა ახალმა ბოლო წამს რომ გადაუსწრო და გამარჯვებულის ტიტული ჩამოართვა. გამწარებულმა მოიხსნა ჩაფხუტი და ახალს გადახედა, როგორ უნდოდა ერთი კარგად გამოელანძღა ეს იდიოტი ვინც იყო და გული მოეოხებინა, მაგრამ ყველა სიტყვა უკან გაუბრუნდა და გაოცებისგან პირი დააღო ჩაფხუტ მოხსნილში კარგად ნაცნობი პიროვნება რომ დაინახა.



№1  offline წევრი nini :)

ვაიმე როგორ მიყვარს ნათი ეს პერსონაჟები...... ერთი სული მაქვს მალე ვნახო ახალი თავიიიი..... ისე ვკითხულობ რომ შეცდომები თუ გაქვს ამასაც ვერ ვამჩნევ ხოლმე.... არც ვუკვირდები......
ვგიჟდები ისე მინდა ახალი თავიიიი

 


№2  offline წევრი ნორმი

ძალიან მაგარი თავი იყოო.
--------------------
მორფეოსი

 


№3  offline მოდერი naattii

nini :)
ვაიმე როგორ მიყვარს ნათი ეს პერსონაჟები...... ერთი სული მაქვს მალე ვნახო ახალი თავიიიი..... ისე ვკითხულობ რომ შეცდომები თუ გაქვს ამასაც ვერ ვამჩნევ ხოლმე.... არც ვუკვირდები......
ვგიჟდები ისე მინდა ახალი თავიიიი

დიდი მადლობა ნინი ❤️

უცნაური მე
თორნიკე ნახე რაა.. აი მაშინ ვიეჭვე თორნიკეს რაღაც ნივთი რო ჩამოუვიდა და გამწარებული ვარჯიშობდაო წინა თავებში რომ გეწერა.. აუ ძალიან მაგარი ხარ ნაათ ❤️❤️ თორნიკე ნეტა ახლა თამარს და ლიანას დაანახვა შენი თავი :დდ გაგიჟდებოდნენ.
განო მოიყვანე ცოტა ჭკუაზე ბიჭს ნუ მიბრაზებს :დდ თორეეე ასწავლის ჩემი თოკუნა ჭკუას!
გელოდეებიიი ❤️❤️❤️

როგორ მიხარიხაარ ❤️❤️❤️❤️

Farvana
ძალიან მაგარი თავი იყოო.

მადლობაა ❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ოჰო ეს თორნიკე იქნება უეჭველი :DD ძაან მაგარია წარმატებებიი <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

ვაიმეეე თორნიკეეე რა მაგარია მაინც მოუგოოო . გაანე მიდი ეხლა და იბლატავე 60 ს არ გადაუცილებიაოოო დაგტოვა გაღიმებული ჩემმა ბიჭმა?

 


№6  offline მოდერი naattii

uchveulo
ოჰო ეს თორნიკე იქნება უეჭველი :DD ძაან მაგარია წარმატებებიი <3

მადლობააა ❤️❤️❤️

სტუმარი ნათია
ვაიმეეე თორნიკეეე რა მაგარია მაინც მოუგოოო . გაანე მიდი ეხლა და იბლატავე 60 ს არ გადაუცილებიაოოო დაგტოვა გაღიმებული ჩემმა ბიჭმა?

ჯერ სადაა კიდე :D ❤️❤️

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

რა თქმა უნდა ჩვენი თორნიკეა ახალი.ძალიან კარგი იყო
--------------------
ლანა

 


№8 სტუმარი სტუმარი anuchki

Momewona usaahvelod magari tavi iyo dzaan.toko iqneba uechveli magariaaaa

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიკო

თოკააა თოკა იყო არაა აეგრეე ვაიმე დიდიკოო რაკარგი მომენტი იყო ბოლოოს

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

თორნიკეეე... ეს თორნიკე იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent