ტირანის მახეში #11
წითელ ინფინიტის სახლის წინ ვაჩერებ,გვერდით კი ბატონი კანდელაკის ვერცხლისფერ აუდის ავტომობილს ვლანდავ,თავს ვაქნევ და ისე გადმოვდივარ მანქანიდან,მისკენ არც ვიხედები. - ლილიან,მოიცადე! სიგარეტის ბიჩოკს გვერდით ისვრის და ხელს მავლებს. - რა ჯანდაბა გინდა?! - უნდა ვილაპარაკოთ! თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ,კიბეებზე ავდივარ და ისიც უკან მომყვება მძიმე ნაბიჯებით,სახლში შევდივარ და პალტოს სადაც კი ხელი მიმიწვდება,იქვე ვაგდებ. ალექსანდრე სავარძელში თავსებდა და მზერით მბურღავს. - სად იყავი?! - მეგობრის სანახავად. - ამიტომ არ იღებდი ტელეფონს?! - ალექსანდრე,მომისმინე ეხლა კარგად..საერთოდ არ მაინტერესებს შენი ეჭვიანობის სცენები,ეს ახლა ნამდვილად მესამეხარისხოვანია.. იცი რა?! შენ იმაზე დიდი შეურაცხყოფა მომაყენე,ვიდრე ვიმსახურებდი! შეიძლება,შენი საყვარელი მქვია,მაგრამ შენს ყოფილ ნაშასთან რომელსაც ერთ დროს ჟი*ავდი მასთან არ უნდა მიგეყვანე!! - მიზეზი ხომ გითხარი არა?! სიმწრისგან სიცილი მსკდება და ვცდილობ ტალღასავით მოვარდნილი ცრემლები გადავყლაპო. - შენ.. შენი ყოველი ნაშასთვის,ალბათ უკვე მერამდენე კაცი იყავი,თითზეც ვერ ჩამოითვლი და მე! ხო,ხო შემომხედე კარგად! მეეე,ლილიანი,რომელიც შენთან სექსს დავთანხმდი,იმიტომ არ გამიკეთებია ეს რომ ამხელა ქალს მხოლოდ ვნებების დაკმაყოფილება მინდოდა,რადგან მაშინ ამას ნებისმიერთან გავაკეთებდი! ჯანდაბა,მომწონდი საშინლად მომწონდი ალექსანდრე,შენს მიმართ ისეთი გრძნობები მაკავშირებდა,რომელიც აქამდე არავისთან განმიცდია! შენგან კი ელემენტალური პატივისცემა ვერ დავიმსახურე?! რატომ?! რატოომ გეკითხები?! სავარძლიდან დგება და სწრაფად მიახლოვდება მე კი მაშინვე ხელს ვკრავ და უკან ვწევ. - გაფრთხილებ არ მომიახლოვდე! არ მომიახლოვდე ალექსანდრე! - პატარავ რა გემართება?! ჯანდაბა ლილიან,რომ მცოდნოდა ამით შეურაცხყოფილად იგრძნობდი თავს არ მიგიყვანდი მასთან! - რატომ? რატომ არ იცოდი?! იქნებ იმიტომ რომ მხოლოდ ჟინის დასაკმაყოფილებლად უყურებ ყოველ კაბიანს?! ვინც კი თვალში გაგეჩხირება და ვისთანაც სექსი მოგინდება! აიი,აი ამიტომ! მე კი არ შემიძლია,არ შემიძლია იმ კაცთან ყოფნა,რომლის მიმართაც გრძნობები მაქვს ის კი პატივსაც არ მცემს და მისთვის არაფერს წარმოვადგენ მისი ღირსების დაკმაყოფილების გარდა! - რაა?! რა თქვი?! - წადი! წადი ალექსანდრე..მორჩა ჩვენ შორის ყველაფერი,ვშორდებით. წადიიი! მთელი ძალით ვყვირი და კარს ვაღებ სადაც ხელით ვანიშნებ,რომ გავიდეს. - მაპატიე,ლილიან..არ მინდა,რომ დავშორდეთ,ამას ნუ გააკეთებ. - მე შენთან ამოვწურე ურთიერთობის მარაგი,ალექსანდრე! - ამას სერიოზულად ამბობ?! - სრული სერიოზულობით! ჩემს ჩანთას ვწვდები,ქალბატონი თინათინის წამლებს თავის დანიშნულებასთან ერთად ვიღებ და ფანჯრიდან ვყრი. - რას აკეთებ?! გაგიჟდი ლილიან?! - არა,ალესანდრე..თავისუფალი ხარ..არ მჭირდები,არც შენი ექიმის დანიშნულება მჭირდება,რომელსაც ახლაც ერთი სული აქვს შეუდო!!! წადი!!! წადი არ გესმის?!!! თავზე ხელებს ნერვიულად ისმევს და სახლიდან გადის,მეც მაშინვე კარს ხმაურიანად ვხურავ და ვკეტავ. მხოლოდ იმას ვგრძმობ,რომ გული ნაკუწებად მექცა,საშინლად მეტკინა და ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჭრილობის მოყენება,მხოლოდ საყვარელ ადამიანს შეუძლია.. - საერთოდ რატომ გაგიცანი..რატომ შემიყვარდი ალექსანდრე! რატომ... ჯანდაბა..ჯანდაბა ჩემს თავს! ახლა დაკმაყოფილდი საყვარლის სტატუსით ლილიან,რა იდიოტი ქალი ხარ! ცრემლებს ვიწმენდ და ტელეფონს ვუყურებ,სადაც შეტყობინების წკრიალი მომდის,სენსორს ვწევ და ჯერ კიდევ ცრემლიანი თვალებით ძლივს ვკითხულობ.. " ხვალ,ორ საათზე,ისევ ჩემს რესტორანში გელოდები." "გასაგებია,მოვალ" პასუხს არ ვაყოვნებ და ტელეფონს გვერდით ვაგდებ,ამ საქმესაც გამოვიძიებ,დავასრულებ და ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში ჩემი ფეხი აღარ იქნება! ცრემლებს ვიწმენდ და სარკის წინ ჩემს გამოსახულებას ვუყურებ,საშინლად არ მომწონს სარკის წინ მდგომი,სუსტი,გულნატკენი ქალი..თავს მაღლა ვწევ და ტუჩის კუთხეებში მეღიმება. - შენ,გამომძიებელი ლილიან რობაქიძე ხარ,რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდი გამომძებელი ყოფილიყავი და მიზანს მიაღწიე..ახლა კი მოიქეცი ისე,როგორც ამ საქმის პროფესიონალს შეეფერება,რობაქიძე! სარკეში საკუთარი ანარეკლი მაქეზებს,თითს მიქნევს გამაფრთხილებლად,მეც თავს ვაქნევ და მის ყოველ სიტყვას ვჯერდები. პლედში გახვეული,სავარძელში ვზივარ და ტელევიზორის არხებს უაზროდ ვრთავ მომარჯვებულ ტკბილ პოპკორნთან ერთად,ინსიქტურად ტელეფონს ვუყურებ და ისევ უკან ვდებ. პლედისგან სხეულს ვითავისუფლებ,პოპკორნის ნამცეცების ფეხებიდან ვიყრი და ჯინსის შარვალზე მუხლებს საკმაოდ აცდენილ ჩექმას ვიცვამ,დუტის ქურთუკს და სქელ კაშნეს,ტელეფონს ვიღებ მანქანის გასაღებთან ერთად და კარს ვხურავ. - ძალიან მჭირდები..უნდა მოვიდე..მეტი აღარ შემიძლია.. საჭეს ხელს ვარტყავ და სიგნალს ვაძლევ წინ მიმავალ მანქანას,რომელიც ჩემდა სპეციალურად კუსავით მიზოზინებს და მინდა დედის გინებით ავიკლო და თავპირიც გავუერთიანო. მგონი ჩემში საპირისპირო სქესმა გაიღვიძა,არ გინდა ლილიან,მაინც არაფრის ტ*აკი არ გაქვს,დღეს ქალბატონმა ექიმმაც აღნიშნა რომ შესამჩნევად სუსტი ხარ და დასვენება გჭირდება! მანქანას ეზოსთან ვაჩერებ,რადგან ღამის ათი საათია და ყველას თითქმის დაპარკინგებული ჰყავს მანქანა. ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ და გული ვეღარ ითმენს მასთან შეხვედრას,ოღონდ მხოლოდ მოვეხვიო და ვუთხრა რომ ძალიან მჭირდება,მეტს არაფერს ვითხოვ.. კარის გვერდით არსებულ ღილაკს ვაჭერ და სახლის შიგნით გამავალი წკრიალი მესმის,გარედან გასაღების გადატრიალება და მე უკვე მის წინ ვდგავარ.. - შეიძლება შემოვიდე? თვალიდან ჩამოგორებულ ცრემლს სწრაფად ვიწმენდ ხელის ზურგით და ისიც გზას მითმობს,კარს ხურავს და მისაღებისკენ მანიშნებს გავყვე. - რა გჭირს? ერთიანად შემოტეულ ემოციებს ვერ ვუმკლავდები,მისკენ ვიწევი და ძლიერად ვეხუტები. - გთხოვ,მაპატიე.. გთხოვ,ძალიან მჭირდები და არ შემიძლია შენს გარეშე,მართლა არ შემიძლია.. - გაპატიე,ლილე..დამშვიდდი..ვიცი,რომ კარგი გინდოდა,უბრალოდ ასეთი რაღაცეები მეც უნდა შემითანხმოთ ხოლმე შენ და დემეტრემ.. - გპირდები,მე არ გავრევ მას არაფერში,ჩემო სიცოცხლე... მის ნაზ ხელებს ჩემს ხელებში ვაქცევ და ვკოცნი. - მოდი,მოდი დამიჯექი..აი ისე,ჩვენ რომ ვიცოდით.. სითბოთი და სიყავრულით სავსე მზერით მიღიმის და დივანზე,კუთხეში ჯდება..მე კი იქვე ვწვები და თავს მის კალთაში ვაქცევ,მის თბილ თითებს ჩემს თმაში ვგრძნობ,ცრემლები კვლავ თავისით მომდის და ისევ ანასტასიას კითხვებს გამოვყავარ ფხიზელ მდგომარეობაში. - გთხოვ,ნუ მაშინებ,მითხარი რა გჭირს,შენც მარიამი ხარ? - ალექსანდრე მიყვარს,ძალიან მიყვარს ანასტასია..ისე მიყვარს,რომ არც კი ვიცი ამხელა გრძნობა გულში როგორ დავიტიო,მგონი გამისკდება და მოვკვდები..ამას როგორ უძლებ?როგორ.. - ლილეე..ღმერთო ჩემო,ბედნიერი უნდა იყო,რადგან ასეთი სიყვარული გეწვია..დამიჯერე,მაგ გრძნობას ორივე გაიყოფთ..ნუ გეშინია.. - დავშორდი.. - რა? ვერ გავიგე,ლილე..თუ შეგიყვარდა,მაშინ რატომ დაშორდი? - იმიტომ რომ იდიოტი ქალი ვარ ტასო..ყველაზე იდიოტი..იმითაც კმაყოფილი ვიყავი,რომ მისი საყვარელი მერქვა,ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი..მაგრამ იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი დღეს..იმდენად რომ ყელში წამიჭირა შიშმა,არ მიშვებდა,არ მათავისუფლებდა..ყველაზე რთულ მომენტში,ისე მომექცა,როგორც მის ერთ-ერთ მორიგ ბო*ს... - რა გააკეთა ასეთი,ლილე? - გთხოვ,უბრალოდ არ მინდა ამაზე ლაპარაკი..ძალიან გთხოვ..უბრალოდ ჩამეხუტე კარგი? ცრემლიანი თვალებით ვუყურებ ანასტასიას,რომლისგანაც პასუხად მხოლოდ ღიმილს ვიღებ და შუბლზე მკოცნის. - რამე მომიყევი,რა.. ვსლუკუნებ მის კალთაში და ფეხებს უფრო მეტად ვკეცავ მუცლამდე. - კარგი ამბების მეტი რა მაქვს,უბრალოდ შენ რომ ასე ხარ,როგორ უნდა მიხაროდეს? - არა,პირიქით..მომიყევი,კარგ ხასიათზე დავდგები,გთხოვ.. - დღეს ექიმთან ვიყავი,მკურნალობას ვიწყებ..დემეტრე მეუბნება შენ რომ საკუთარი სახლი გინდოდა,ზღვასთნ ახლოს იქ გიყიდიო..იცი? - მართლაა? - ჰო,მაგრამ ჯერ ბავშვზე უნდა ვიფიქრო,ჯერჯერობით ეს სახლიც იტევს ჩვენს სიყვარულს. - ტასო,ყველაფერი გექნება,გეფიცები ძალიან ბედნიერი იქნები,გული მიგრძნობს..ღმერთო ჩემო,მარი როგორ არის? - ოჰ,მარი..მარი და გიო ერთი თვის წინ საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ,მოიარეს თითქმის მთელი მსოფლიო..მარიამს არ უნდოდა აქ ჩამოსვლა,მაგრამ სწავლა დაიწყო და გიორგი ხომ იცი,ერთ დღეს არ გააცდენინებს უნივერსიტეტში.. - რა საყვარლები არიან.. გული მიჩუყდება მათი სიყვარულის ისტორიაზე,საფრანგეთზე,პარიზზე.. - ჰო,ძალიან..იცი როგორ უჯერებს გიოს?ხანდახან მშურს..მე არ მიჯერებდა და არ მეცადინეობდა,მაგრამ ვერ ბედავს გიოს შეეწინააღმდეგოს..უნდა რომ მარიამმა განათლება მიიღოს და პროფესია ჰქონდეს,საკუთარი საქმე..ხომ ხვდები,ხელს უწყობს ყველაფერში.. - წარმომიდგენია როგორ ითმენს.. - ჰოო,რა ზარმაცია ხომ იციი? გიომ სიგარეტიც გადააგდებინა.. ამაზე ორივეს სიცილი გვსკდება. - და როგორ ძლებს დილით ქალბატონი ერთი ჭიქა ყავის და სიგარეტის გარეშეე? - როგორც ჩანს,ძლებს.. - აუ ის დეგენერატი ქალი...რა ჰქვიაა,ჯანდაბა ჰოო,კატერინა..გიორგის ყოფილი, ვაიმე..იმ დღეს ტელევიზორში ვნახე და ისე შემეცოდა.. - რა სჭირს იმას შესაცოდი? - მეგონა სახე დაუსკდებოდა იმდენი ბოტოქსისგან..მაგრამ მაინც მაგარი ქალია,ძუძუებგადმოგდებული იდგა რომელიღაც ტამპონების რეკლამაში,მოკლე კაბით და აქნევდა გრძელ ფეხებს,ეს ტამპონები ძალიან მოსახერხებელია დღისითაც და ღამითაცო! - შეიძინეთ უკლებლივ ყველამო? - კიი! - ჯანდაბაა..აღარ შემიძლია სიცილი! - კატერინაზე ისევ ეჭვიანობს ის ცალტვინაა? - ოღონდ ეგ არ გეკითხაა..დღე და ღამე ტვინს უბურღავს,არა მხოლოდ კატერინაზე..ბავშვია მაინც..მაგრამ კარგი ბიჭია გიო,გაუმართლა ჩემს შტერ დას.. - ისე,ასეთი კარგი ძმაკაცები თუ ჰყავს დემეტრეს,გამაცანით რომელიმე რა იქნებაა?თანაც ზუსტად დემეტრე და სანდრო იყვნენ ჩემზე რომ ღადაობდნენ ვერა და ვერ გათხოვდაო,ხომ არ დაგავიწყდა?! - აი მოვაა ეხლა ჩვენი ბატონი ტვილდიანიი და სთხოვე რაც გინდა უფრო სწორედ ვინც გინდა! - ხოო,ბატონი..რაღა უკლია ტ*აკი ისეთ სკამზე უდევს! - სად ბრძანდება ამდენ ხანს,მომენატრა უკვე.. ტუჩი გამობრიცა ანასტასიამ საყვარლად და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში. * * * დილის 7 საათზე მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა მესმის,ხელს მაშინვე ტუმბოზე ვარტყავ და სწრაფად ვდგები,გული საშინლად აფორიაქებული მაქვს და დღევანდელ ორ შეხვედრაზე ვფიქრობ..პირველი: გავუმკლავდე ალექსანდრესთან შეხვედრას და როგორმე ვთხოვო გამათავისუფლოს ერთი საათით,მეორე კი,რა თქმა უნდა,იოანესთან შეხვედრა... შხაპს ვიღებ და ალუბლის სურნელოვან გელს სხეულზე ვისმევ,თმას კოსად ვიკრავ ერთი "ჩხირით",ფორმას სწრაფად ვიცმევ და როგორც იქნა,მზად ვარ.. კარს ვაღებ და კვლავ ვარდების თაიგულს ლამისაა ფეხი გადავაბიჯო,ჯანდაბაა! ისევ ეს თაიგული..ამ დილა უთენია..რაღაც არამგონია ამის გამკეთებელი ჯანმრთელად იყოს.. თაიგულს ხელში ვიღებ სახლში უკანშემობრუნებული,ლარნაკში ვდებ და ცენტრიდან კვლავ პატარა ორად გადაკეცილ ფურცელს ვიღებ. "დღითი დღე მშვენიერდები,იმედია ოდესმე შენს ყურადღებას დავიმსახურებ" აჰა,დიდი მადლობა...მაგრამ უკაცრავად,ჩემი თაყვანისმცემელი მერვეკლასელიაა?! რა იმედია შენს ყურადღებას დავიმსახურებ?! ეს ალაოდ ხომ არ არის?! ბავშვობიდან ვერ ვიტან ამ მორცხ ბიჭებს,რა გულის ამრევია?! მაგრამ თამამი კი გყავს ლილე,მიდი და ჩაუგორდი საწოლში..ყველა კაცი იდიოტია,შუალედი არ არსებობს,წადი საქმეს მიხედე.. ჩემმა მეორე მემ ლამისაა თმით მითრიოს და მეც ვნებდები,კარს ისევ ვხურავ და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივექანები. ჩემს წითელ ავტომობილს სამსახურის შენობასთან ახლოს ვაპარკინგებ,თვალს ვავლებ ავტომობილებს სადაც ერთი რიგის გასწვრივ ვერცხლისფერ აუდის ვხედავ,როგორც ჩანს უკვე აქ არის. მანქანის სარკეში თავს ვათვალიერებ,წინ ჩამოყრილ დაუმორჩილებელ თმას კოსაზე ვახვევ,შინდისფერი ტუჩსაცხით ბაგეებს ვიღებავ და მანქანიდან გადმოვდივარ. დერეფანში ქუსლების კაკუნით მივემართები და მისალმების რიტუალს არაერთი თანამშრომლის მიმართულებით ვისვრი,მეგი ჩემს კაბინეტთან დგას ფეხის ბაკუნით,დოინჯშემორტყმული და წარბის აწევით მიყურებს. - რა ხდება?! მისი ყურებით გამხიარულებული,ვცდილობ სიცილი არ ავტეხო. - გოგო,მოვიდა ისევ ნუცა! - ეგ გოგო გადამრევს რაა.. თვალებს ვატრიალებ მომაბეზრებლად და უჯრებიდან ფაილებს ვიღებ. - ხომ იცი,არ მოისვენებს,სანამ არ წაიყვან.. - დღეს მართლა არ შემიძლია,მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს,რა ვქნაა? - ალექსთან ჟღალოო? გამომცდელად მიწვრილებს თვალებს მეგი. - მეგი,მსგავსი ხუმრობები არ მიყვარს,იცი ეგ! - უიმეე,კარგი ხოო..მაგრამ ვის ხვდები? - ჩემი მაგიდიდან ეგ გრანდიოზული ტრა*ი აიღე და ნუცას დაუძახე შემოვიდეს. - კარგიიი,დავუძახებ.. ტელეფონს ვამოწმებ,ისევ საათს ვუყურებ,თითქოს ორი საათი წამებში შესრულდება..ერთი სული მაქვს იოანეს შევხვდე და ამ საქმეზე დავილაპარაკოთ..ჩემს ეიფორიაში გართულს,კარზე კაკუნით მეგი ნახევარი ტანით დგას ღია კარში და თვალით მანიშნებს,რომ მის უკან ნუცაა,მეც ხელის იმიტაციით შემოსვლისკენ ვუბიძგებ და სავარძელზე ზურგით ვეშვები. - გამარჯობა,ქალბატონო ლილიან... სკამს ახალგაზრდა,საშუალო სიმაღლის,სრული გოგონა იკავებს,წაბლისფერი თმა მხერბზე აქვს ჩამოყრილი და გამობერილ ტუჩებს უფრო მეტად ამზადებს სატირლად. - ნუციკო..მომისმინე,ყველანაირად ვეცდები რომ ლუკას შეგახვედრო,ოღონდ დღეს ვერა..მართლა საქმეები მაქვს,გეფიცები თავიდან არ გიშორებ,უბრალოდ სიმართლეს გეუბნები.. - გთხოვთ..ძალიან გთხოვთ.. ნესტოებით ისრუტავს ჩამოდენილ ცრემლებს,რომლებიც უკვე ღაპაღუპით სცვივა და გაყინულ ხელს ჩემს ხელს ჰკიდებს,რაზეც წამიერად ვცბები. მომეცით საშუალება ვნახო ჩემი ქმარი.. - წაგიყვან,გპირდები ნახავ მას.. - კი,მაგრამ როდის? - კარგი..მოდი ასე ვქნათ..შენ ეხლა წახვალ სახლში.. - არა ლილიან.. - ნუციკო! შენ ეხლა წახვალ სახლში და ხვალ დაელოდები ჩემს ზარს,კარგი? - ხვალ? - ხვალ! - უღრმესი მადლობა..ძალიან კეთილი ხართ ლილიან..მადლობა... თავს ვუქნევ და ისიც სიხარულით გარბის კაბინეტიდან,რაზეც შეუმჩნევლად მეღიმება. სამუშაო საათები ნელნელა გადის,ისრები უკვე პირველის ნახევარს აჩვენებს,დროა ალექსანდრესთან შესვლის,უფრო სწორედ ჩემს უფროსთან,ბატონ ალექსანდრესთან. თავი ხელში ამყავს,კარს ფრთხილად ვხურავ და ყურებამდე გაღიმებული,თანამშრომების თვალწინ უფროსის კარებზე ვაკაკუნებ. - ბატონო ალექსანდრე,შეიძლება?! ვცდილობ ხმა არ გამიტყდეს,ის ტელეფონზე საუბრობს და ხელით მანიშნებს შევიდე. სავარძელში ვთავსდები და საუბარს მალევე წყვეტს,მიბრუნდება და ჩემს წინ,მაგიდაზე ნახევარი ტანით ჯდება. - გისმენ,პატარავ. - ბატონო ალექსანდრე,თუ შეიძლება კორექტულად. მომცინარი სახე წამებში უსერიოზულდება,ალბათ იფიქრა,სხვა რამის გამო შევაკითხე. - რა გამოდის..როგორც ჩანს გადაწყვეტილება არ შეგიცვლია?! - ნუთუ გუშინდელი დიალოგიდან დაუშვით გამოგეტანათ ის დასკვნა,რომ რაიმეს შევცვლიდი?! დიახ,რა თქმა უნდა,არ შემიცვლია!! ახლა კი თუ შეიძლება,საქმეზე გადავალ. - ლილიან.. - ბატონო ალექსანდრე,თუ შეიძლება ჩემი შესვენება დღეს,ორ საათზე რომ გამოვიყენო?! - რა ხდება ორ საათზე?! - პირადი მიზეზის გამო. არაფერი სერიოზული. მზერას კედლისკენ ვაპარებ. ერთხანს გაჩუმებული,თითქოს რაღაცაზე ფიქრობსო..წვერზე ხელს ისმევს ნერვიულად და მაგიდას შორდება თავისი სავარძლის მიმართულებით. - შეგიძლია წახვიდე ორ საათზე. - მადლობა! სწრაფად ვდგები და კარს ხმაურიანად ვხურავ. მანქანაში ვჯდები,ღვედს ვიკრავ და როცა ვფიქრობ თუ არა,რა საქმეზეც მივდივარ,მაშინვე მავიწყდება ჩემი პირადი,ალექსანდრე და სხვა დანარჩენი საფიქრალი რაც გამაჩნია..ჩემს გონებას მხოლოდ ბარბარე ანდრიაძე იკავებს,აზარტში შესულს კი უკვე ადრენალინი საკმაო დოზით ჭარბობს ჩემს ორგანიზმში და ვენებში სისხლთან ერთად ჩქეფავს. ნაცნობ რესტორანს ვუახლოვდები,მაჯას ვუყურებ და ვნერვიულობ,რადგან სულ რაღაც ხუთი წუთით მაინც დავაგვიანე..მიმტანი კვლავ თავაზიანად მიღიმის და პალტოს მართმევს ჩანთასთან ერთად.. ნელი ნაბიჯებით მივიწევ იოანესკენ,რომელიც ჩემი დანახვისას ფეხზე დგება და მესალმება. - როგორ ხარ,ლილიან? - კარგად,თქვენ როგორ ხართ,იოანე? - კარგად. რას მიირთმევ? - არაფერს,გმადლობთ. - ვიცი,რომ სამსახურიდან მოდიხარ და შესვენების საათებს იყენებ ჩემთან შესახვედრად,ჩვენი საქმის გასახსენლად კი,ბევრი ენერგია გვჭირდება. - დიახ..შესვენების საათებს ვიყენებ,არ მინდა ჩემი უფროსი რამეს მიხვდეს. - ვაფასებ შენს თანგანწირულ მიდგომას ამ საქმისადმი. მაგრამ,ასე ვთქვათ ამ კვალის დასაფარად ცალკე საქმე გჭირდება. - მაგალითად? - მაგას მოვაგვარებ,ხვალ მიხვდები შენ თვითონ..ახლა კი გთხოვ,აქ ყველაფერია..მიირთვი რამე. თეფშზე საყვარელი ცეზარის რამოდენიმე კოვზს ვიღებ და რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ,კვლავ იოანეს ვუყურებ,რომელიც ფიქრებში გართული,საერთოდ არ არის ამ მაგიდასთან. - იოანე..მოკლედ,რადგან ანდრიაძეს საქმის გახსნას აზრი არ აქვს,მინდა რამოდენიმე დელიკატური კითხვა დაგისვათ..მინდა,რომ ზუსტად მიპასუხოთ,რადგან ეს აუცლებელია.. - გისმენ,ლილიან. - როგორც გაირკვა,თქვენ და ქალბატონ ბარბარეს,გარკვეული სახის ახლო ურთიერთობა გქონდათ.. - ასეა. - სად ხვდებოდით ერთმანეთს,იოანე? იყო რაიმე ადგილი,რომელიც მხოლოდ თქვენ ორმა იცოდით? - თავის სახლში ვარ ორჯერ ნამყოფი..მერე,მერე მე ვუყიდე ცალკე სახლი,ისეთი,რომელიც არავინ იცოდა,რომ მისი იყო.. იქ ვხვდებოდით ერთმანეთს. - მისი გარდაცვალების შემდეგ,ყოფილხარ იმ სახლში მისული?! - არა..არ შემეძლო..რამდენჯერ მივედი,უკან გამოვბრუნდი..მთელ სახლში მისი სურნელი იდგა,თითქოს ჯერ კიდევ იქ ყოფილიყო,ეს ჩემს ტკივილს უფრო მეტად ამძაფრებდა და უფრო მეტად მზიზღდებოდა თავი,რომ ვერ დავიცავი..მე კი,როგორც ბოროტმოქმედს,არ მაქვს უფლება სისუსტემ შემიპყროს. - გაყიდე სახლი? - არა,ხელუხლებელია..უბრალოდ დავკეტე და წამოვედი. იმის შემდეგ წლებია იქ არ მივსულვარ..მხოლოდ მანქანით თუ ჩამივლია და ისე შემიმჩნევია,შორიდან. - ამ სახლის მისამართი მჭირდება,აუცილებლად.. - ეს აუცილებელია? - რა თქმა უნდა. - მარტო აპირებ წასვლას?! - დიახ.. - არავითარ შემთხვევაში. ვისკის მუცლიან ჭიქას იყუდებს და მაგიდაზე დებს ხმაურიანად. - ჰო,მაგრამ ამის შესახებ ხომ იცი,ვერავის ვეტყვი.. - დემეტრე გაიყოლე. - მაპატიეთ,იოანე.. როგორც ჩანს ბევრი მოთხოვნა მაქვს თქვენთან,მაგრამ არ მინდა დემეტრე გავრიო ამ საქმეში.. - ლილიან,უბრალოდ გაიყოლე,არ ვითხოვ მის დახმარებას. - კარგი,თანახმა ვარ. - კარგი,მოვილაპარაკეთ. - დღეისთვის საკმარისია,მეტი კითხვა ამჯერად არ მაქვს,სანამ სახლს არ გავჩხრეკავ. * * * საშინელ თავსხმა წვიმას,ძლიერი სეტყვა ცვლის,თითქოს ეს უკანასკნელი ქვეყნიერების ბოლო იყოს,მანქანის მინებს ისე ეხეთქება,მგონია შუშები ჩაიმსხვრევა და აქ დამთავრდება ჩვენი სიცოცხლეც,ნისლში გახვეულ გზას მხოლოდ მანქანის ფარებით ვუყურებთ და ვცდილობთ სხვაგან არ გადავუხვიოთ,ტელეფონში მოცემული ლოკაციის მიმართულებით,როგორც წესი სწორად მივდივართ და ყოველ წუთში ვამოწმებ დაფეთებული. - აი,აი აქ არის! დემეტრე საჭეს სწრაფად ატრიალებს და მანქანას ერთ-ერთი ორსართულიან ხის სახლთან აჩერებს,კარს აღებს და გადმოდის თუ არა მაშინვე გინებით იკლებს ყველაფერს. - შენი დამბეტონებელი მოვ*ან! ფუ ამის! - რა მოხდა?! ვცდილობ იქვე არ ჩავიკეცო სიცილით,დემეტრეს ფეხი სადღაც ეჭედება და მთელი ძალით ცდილობს,უკან ამოაძვრინოს. - კარგად ხარ?? რას აკეთეებ? - ამ ბოლო დროს ბრეიქდანსი დავამუღამე და შემომიერთდებიი?! - კარგი,კარგი,წამოდი..იმედია შიგნით უარესი სიტუაცია არ დაგვხდება.. - ეხლა იმედია შიგნით რომ შევალთ ბენზოხერხს არ გააძრობ.. რატომღაც გული ცუდს მიგრძნობს იციი? - შეგიძლია ყველაფერზე ღადაობას მორჩეე?.. არც მე ვმხიარულდები აქ ყოფნით! - მომეცი ეს დედამო*ნული გასაღები! გასაღებს ხელიდან მაცლის,ურდულს სწევს და კარი ჭრაჭუნით იღება,ყოველ ჯერზე იატაკზე ფეხის დადგმა კი სახლში ექოსავით ისმის.. - მოკლედ,შენ პირველი სართული დაათვალიერე,თუ რაიმე განსაკუთრებულს ნახავ,აუცილებლად დამიძახე.. მე მეორე სართულზე ავალ,სადაც სახლის პატრონის საძინებელია. - არის გამომძიებელოო.. კიბეებს ფრთხილი ნაბიჯებით ავუყვები ნელნელა.. დერეფნის ბოლოს,იოანეს თქმით ბარბარეს საძინებელია.. მას ვუახლოვდები,კარს ფრთხილად ვაღებ და შიგნით შევდივარ,ფარდებს ვწევ,რადგან დღის შუქმა მაინც შეაღწიოს,რომ ჩხრეკვა შევძლო..საშინელი მტვრის საბანი მოხვევია სახლს,ხველა მიტყდება და ფანჯარას ვეჯაჯგურები,ვცდილობ გავაღო.. მხოლოდ ახლა ვისუნთქავ ჰაერს ნესტოებით,ვგრძნობ...ჯანდაბა,ბარბარეს სურნელს ვგრძნობ..მის საწოლს,რომელსაც თითქოს მისი პარფიუმის სურნელი ასდის..ვცდილობ ზეწარს შევეხო აკანკალებული თითებით,რომელიც საოცრად რბილია.. - ბარბარე.. რას წარმოვიდგენდი,ოდესმე შენს სახლში თუ მოვიდოდი ამის გასაკეთებლად.. საწოლის გვერდით არსებულ ტუმბოს უჯრას ვწევ,სადაც თავის მოვლის საშუალებებს ვაწყდები,ძირითადად ხელის კრემებს და სურნელოვან ტუჩსაცხებს.. - პატარა რომ ვიყავი,სრულიად სხვანაირი წარმომედგინა,შენი ოთახი ბარბი.. ტუჩის კუთხეებში მეღიმება და კომოდთან მივდივარ,რომლის წინ უზარმაზარი სარკეა აღმართული,კომოდზე კი პატარა კოლოფს ვხედავ,წითელსა და ოქროსფერში მორთულს. სკამს ვწევ და სარკის წინ ვჯდები,მაგიდას იდაყვებით ვეყრდნობი და წარმოვიდგენ,წლების წინ აქ ბარბარე რომ იჯდა,როგორ ათვალიერებდა მის უნაკლო სახეს და სხეულს..როგორ ივარცხნიდა არაამქვეუნიურად ლამაზ თმას აი ამ ჯაგრისით..თითის ბალიშებით სავარცხლის წვერს ვეხები და ოდნავ ვაჭერ კანს.. მზერა ისევ კოლოფისკენ გადამაქვს,რომელსაც ჩემკენ ვასრიალებ. ვცდილობ გავხსნა,თუმცა საკმაოდ რთულია... ყურთან ახლოს მიმაქვს და ვაჯანჯღარებ,აშკარად შიგნით ყრია რაღაც,ვცდილობ,ისევ გავხსნა რამენიარად და მთელ ძალას და ენერგიას არ ვიშურებ.. კისერში ცივ ჰაერს ვგრძნობ,საშინლად ცივს,ტანზე ბუსუსები მაყრის ერთიანად და შიშის ჟრუანტელი მივლის,უკან ვტრიალდები,თუმცა არავინაა. - მგონი ისევ დამეწყო.. სუნთქვის ვარჯიშს ვაკეთებ რამოდენიმეჯერ და კვლავ ვბრუნდები სარკისკენ. მაგიდაზე პატარა კოლოფს ძლიერი ბიძგით ვარტყავ,რომელიც ოდნავ იბზარება და თავისით იხსნება.. ყუთიდან კი,მეხსიერების ბარათი ვარდება. ____ ესეც ახალი თავი... იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.