შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტირანის მახეში #10


28-09-2018, 00:08
ავტორი Queenofmoon
ნანახია 6 042

ვერც ვგრძნობ,რამდენ ხანს ვარ ალექსანდრეს მარწუხებში მოქცეული,მისი ორგანიზმიდან გამოდევლინი სითბო რომ ჩემსაში იღვენთება და სამუდამოდ იდგამს ფესვებს,ჩემი სხეული კი წინააღმდეგობის მიუხედავად,მაინც ეშვება სასიზმრეთში,მაინც წყდება რეალობას და გონება გამარჯვების ზარ-ზეიმს მართავს.

* * *
დილით ადრე ვიღვიძებ,თვალებს ვახელ თუარა,მაშინვე საათს ვუყურებ,თანაც ისეთი სახით,გეგონებათ მეორე მსოფლიო ომში ვიბრძოდი გადარჩენისათვის გასულ ღამეს..ჯანდაბა! სამსახურშიც დავაგვიანე.. ფეხებს საწოლიდან ვყოფ,სარკის წინ ვდგები,აი საშინელებათა ფილმი რომ არის მოჩვენება გოგონაზე,წარმოიდგინეთ ის ვარ,ოღონდ წითური თმით..ღმერთო ჩემო! საყოველთაოდ დაუმორჩილებელ თმას ჯაგრისიანი სავარცხლით ვუმკლავდები,სარკის მოირდაპირედ კი
ალექსანდრეს ვლანდავ,ოთახში შემოდის,კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი და მიღიმის.
- ლილიან... ნელნელა იძვრება ჩემკენ და ჩახლეჩილი ხმით მეკითხება. კარგად ხარ?
- ჰო..კარგად ვარ.
- რაღაც არამგონია..ვფიქრობ ცუდად გძინავს,ეს შფოთვები ძილის დროს არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის,ექიმთან უნდა წავიდეთ.
- რაა?არ მჭირდება ექიმი,ალექსანდრე.
სავარცხელს სარკესთან ვდებ,კარადიდან შავ შარვას და ცისფერ კოფტას ვიღებ და მის წინ ვიცვლი.
- გჭირდება,მეორედ არ გამამეორებინო.
თითს აქნევს გამაფრთხილებლად,ქვედა ტუჩს კბილებს შორის აქცევს ჩემი შემხედვარე,მე კი ნერვები სათითაოდ მეწიწკნება,თმის ძირები მეწვის და გაბრაზებული ვუტრიალდები.
- ალექსანდრე,გეუბნები..არ მჭირდება!
მაჯაზე ძვირადღირებულ ოქროს საათს დაყურებს და საუბარს აგრძელებს.
- ძალიან კარგი ნერვოპათოლოგი ვიცი,თინათინ ქართველიშვილი,თავისი საქმის სპეციალისტია,აუხსნი როგორ ხარ და შესაბამის მედიკამენტს გამოგიწერს.
- ალექსანდრე! არ მინდა არანაირი ექიმი,არ გესმის?!
თითქოს მის წინ არ ვიდგე,ან არც კი ვეწინააღმდეგებოდე,საშინელი სურვილი მიჩნდება ყელში ჩავწვდე და რაიმე დავუზიანო!
- ორ საათზე უკვე ჩაგწერე,ჩაიცვი,მალე გავალთ. მერე სამსახურში უნდა მივბრუნდე.
ფეხზე დგება,ტუჩზე მოწყვეტით მკოცნის და სამზარეულოში გადის.
- რა ჯანდაბაა?! დავაშავე რამე?!
სამზარეულოში გავდივარ და ალექსანდრეს ვეჩეხები,ლურჯ თვალებს პირდაპირ ჩემს თვალებს უსწორებს,ხელებით მაგიდას ეყრდნობა და წინ დადებულს ფურცელს მისრიალების ჩემი მიმართულებით,მის გასწვრივ კი,უკვე დამჭკნარ ვარდებს,მხოლოდ ახლა მახსენდება,გასულ ღამეს,კართან ვიღაცის დადებული თაიგული.
- ლილიან.. იმედია ჩვენი შეთანხმება არ დაგვიწყებია!
ღმუის მთელი სიბრაზით და თაიგულს ერთი ხელის მოსმით აგდებს ძირს.
- რას გულისხმობ?!
- სანამ ჩემი ხარ,სანამ ჩემი გქვია! არავის აქვს უფლება,მოგეკაროს! ეს ალბათ ყოველდღე გახსოვს!!
- ალექსანდრე,არ ვიცი ეს თაიგული ვინ დამიტოვა. გეფიცები.
ვცდილობ ყველანაირად დამაჯერებელი ვიყო და ჩვენს შორის დაძაბული მუხტი შევამსუბუქო.
- მეორედ თუ კიდევ გაბედავს ვინმე კართან თაიგულის მოგდებას,ამ ვარდის სათითაო ეკალს გავტენი ერთ ადგილას!
იღრიალა და მანქანის გასაღები ხელში მოიმარჯვა. - წავედით!

მთელი გზა ფიქრებში ვარ გართული,ხმას არცერთი ვიღებთ,არ მინდა ჩემი უცნაური გამოხტომები ალექსანდრეს თავს მოვახვიო,მაგრამ აუცილებლად მჭირდება გადაწყვეტილების მიღება.. ეს მხოლოდ სიზმარი არ არის,ამის მე ღრმად მწამს..იოანესთან დალაპარაკების გარეშე,ვერასდროს გავარკვევ და ვერასდროს ვიპოვი გამოსავალს..მე კი მინდა,ბარბარეს მკვლელი ვიპოვო..ჯანდაბა,როგორ მახსოვს სულ რაღაც ათი წლის ვიყავი და მიზნად ვისახავდი მკვლელის პოვნას,ახლა კი იგივე მეორდება?!ეს ხომ..ეს ხომ არარეალურია,რაღაც აუხსნელი..დემეტრეს უნდა დავუკავშირდე,იმ შემთხვევაში თუ ალექსანდრე მარტო დარჩენის საშუალებას მომცემს მაინც.
მანქანას აპარკინგებს,მანქანიდან გადმოდის და კარს მიღებს,ხელს მაჯაზე მკიდებს და ისე გადმოვყავარ,თითქოს ამ ქვეყნად ყველაზე სუსტი ვიყო.
ხელს მკლავზე ვხვევ,საავადმყოფოს ფოიეში ყველას ყურადღებას იქცევს ის,განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს,მე კი ალექსანდრეს ვუყურებ და ვამოწმებ თვალი არ გაეპაროს ვინმესკენ..ოხ,ლილე!
პირველივე სართულზე,ერთ-ერთ კარს ვუახლოვდებით,სადაც ვერცხლისფერ ჩარჩოში ამოტვიფრული ასოები დიდად და თვალსაჩინოდ წერია:
"ნერვოპათოლოგი - თინათინ ქართველიშვილი "
ალექსანდრე კარზე აკაკუნებს,პირველი ის შედის,მე კი უკან მივყვები დასჯილი ბავშვივით.
- ალეექს!
მის დანახვაზე წამოიყვირა ახალგაზრდა ქალმა,რომელიც იმდენად თვალისმომჭრელად სექსუალური და ლამაზია,არამგონია,მხოლოდ მამაკაცების ყურადღების ცენტრში იყოს,აი ზუსტად ისეთი ქალია,ერთი შეხედვით რომ აგაფორიაქებს და მოზღვავებულ ჰორმონებს ერთიანად აგიშლის სხეულში.
ქალმა ალმაცერად ამათვალიერა,ოქროსფერი,სწორი თმა უკან გადაიყარა ხელებით და დიდრონი ცისფერი თვალები შემომანათა,რომლებიც თავიდან ფეხებამდე მათვალიერებდნენ,თითქოს რენტგენს ატარებსო.
- როგორ მომენატრე,ასე უნდა დაკარგვა?!
ალექსანდრე მზერას მაპარებს და არცისე სასიამოვნოდ ეღიმება,უკაცრავად?! იმის გაფიქრებაც არ მინდა,რომ ახლა მან თავის ყოფილ საყვარელთან მომიყვანა! ჯანდაბა,ახლა გული ამერევა,ეს თუ სიმართლეა.. მერე ნერვოპათოლოგობა მონაგონი იქნება,ჩემი ხელით გავუშვებ საგიჟეთში,ისეთს დავმართებ,არა მხოლოდ ამ ლამაზ ქალბატონს,გარუჯულ გრძელ ფეხებს ერთი მეორეზე იდებს გამომწვევად,თეთრი ხალათიდან კი სავსე მკერდი რომ მოუჩანს და თავს იწონებს.. ეს ალბათ ალექსანდრეს დახვედრისთვის შეიხსნა,თავი რომ გაახსენოს..სუნთქვა მიხშირდება,ალექსანდრე ხელს ხელზე მკიდებს და სასოწარკვეთილი სახით მანიშნებს,რა ხდებაო..
მხოლოდ ახლაღა ვფხიზლდები და კვლავ სექსუალური ექიმისკენ გადამაქვს ყურადღება,ძალით საყვარლად რომ შემომცქერის და მგონია ისეთ დანიშნულებას დამიწერს,სპეციალურად მომკლას და ალექსანდრე ჩაიგდოს ხელში! არა ახლა ნამდვილად პარანოია მეწყება..დამშვიდდი ლილე..საკუთარ თავს ვაწყნარებ და კვლავ ექიმის კითხვას ვუბრუნდები.
- დაწვრილებით მითხარი,რა გაწუხებს,ლილიან.
- ცუდად სძინავს,სიზმარში შფოთავს,ხანდახან ლაპარაკობს..
ალექსანდრე ჩემს მაგივრად არ აყოვნებს პასუხს,ქალს წარბები შუბლზე ასდის,ჩემი მეორე მე კი წვეულებას აწყობს სიხარულისგან!დიახ,ქალბატონო თინათინ,მან უკეთ იცის,როგორ მძინავს..და უარესი,ფხიზელი როცა ვარ..
ოჰ,როგორც იქნა მიხვდა ყველაფერს!
- დიდი ხანია,რაც ასე ხარ?
- სამი-ოთხი დღეა.. პასუხობს ალექსანდრე.
- ასეთი რამ აქამდე არასდროს დაგმართნია?
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
- შესაძლოა ეს გადაღლილობის ბრალიც იყოს,საგანგაშო არაფერია.. ბატონო ალექსანდრე,დაასვენეთ ეს გოგო..ძალიან სიფრიფანა და სუსტი ჩანს... ორაზროვნად იღიმის ქალი,თვალებს ეშმაკურად ჩემკენ აპარებს და უჯრიდან ფურცლების შეკვრას იღებს,ერთს მაგიდაზე დებს და კალამს მოქნილ თითებში აქცევს.
ფურცელს ჩემი მიმართულებით ასრიალებს,ფეხზე დგება და იქვე,კართან ახლოს მიმაგრებული თაროდან რამოდენიმე კოლოფს იღებს.
- მოკლედ,ეს წამლები მიიღე,ლილიან. დანიშნულება აქვე წერია,როდის უნდა მიიღო და რამდენჯერ,თუ რაიმე შეკითხვები გექნება შეგიძლია დამირეკო,ან ალექსანდრემ დამირეკოს..როგორც გინდათ.
თითებს ერთმანეთში ხლართავს და ნიკაპით ეყრდნობა.
- დაგირეკავთ.
მოკლედ ვუჭრი,ალექსანდრეს მკლავს ვებღაუჭები და ერთი სული მაქვს აქედან გავაღწიო.
კაბინეტიდან გამოვდივართ,ექიმი კვლავ ემშვიდობება ალექსანდრეს და არ აყოვნებს სიტყვებს გზაში,რომ აუცილებლად შეეხმიანონ და ნახონ ერთმანეთი..ბრაზისგან მგონია გავსკდები და ყველაფერს გადავწვავ,მანქანაში სწრაფად ვჯდები,კარს ხმაურიანად ვხურავ და ღვედს ვიკრავ.
- დღეს დაისვენე,ლილე.
მშვიდი ხმით მეუბნება ალექსანდრე და მანქანას ქოქავს.
- ვინ იყო ეს ქალი?!
მისკენ არც კი ვიხედები,ისე ვკითხულობ.
- ნერვოპათოლოგი.
- კონკრეტულად,ვინ იყო?!
- საქართველოს მოქალაქე,თინათინ ქართველიშვილი,დამთავრებული აქვს თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,კერძოდ,ნევროლოგიის განხრით,დამთავრებული აქვს ასევე მაგისტრატურა,დოქტორანტურა,მუშაობს ათი წელია,ჰყავს ორი და-ძმა,დასაოჯახებელია..დაკმაყოფილდით გამომძიებელო?!
- როგორც ჩანს ძალიან გამხიარულდი!
მკერდზე ხელებს ვიწყობს და წარბებს ვკრავ.
- რა თქმა უნდა,მიხარია რომ სერიოზული არაფერი გჭირს.
- და მაინც,იქნებ მიპასუხო ვინ არის ეს ქალი,შენთვის?!
- ლილე,ამას რა მნიშვნელობა აქვს?!
საჭეს ატრიალებს,თან გზას უყურებს და ისე საუბრობს.
- აქვს! შენი საყვარელია?!
პასუხს არ მცემს,თავს მისკენ ვატრიალებ და ტუჩის კუთხეებში გაპარულ ღიმილს ჩემი თვალები არ შეუმჩნევლად არ ტოვებს.
- ჯანდაბა...ჯანდაბა ალექსანდრე!
ხმას ნელნელა ვუწევ და საუბარი ყვირილში გადამდის. - შენ,როგორ გაბედე და შენს ყოფილ საყვარელთან როგორ მიმიყვანე?!
- ის თბილისში საუკეთესო ექიმია,ამიტომ მიგიყვანე და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემი საყვარელია,ბიძაშვილია თუ ქვისლი.
- სერიოზულად?! არა,ამას სერიოზულად ამბობ?!
- ლილე,ნუ ყვირი!!
- ჯანდაბამდეც გზა გქონია,ალექსანდრე! გააჩერე ეს წყეული მანქანა! გააჩერე!
ვცდილობ ცრემლებმა არ იჩქეფოს თვალის ჯებირებიდან,როგორღაც ვახერხებ ბრაზისგან გამოწვეული ყოველი ცრემლი უგულებელვყო და გადავყლაპო,ყელში მობჯენილი ბურთი,რომელიც სპაზმასავით მაზის და სუნთქვის საშუალებას კი არა,ნერწყვის ჩაყლაპვის უფლებასაც არ მაძლევს,მგონია უჟანგბადობით მოვკვდები.
კანდელაკი ჩემი სახლის წინ აჩერებს მანქანას,ხელს მაჯაზე მკიდებს და მაშინვე ცივად ვაშვებინებ.
- არ გაბედო! არ გაბედო რამის თქმა!
- ამის დედაც!!! რა გგონია,რატომ წაგიყვანე მასთან?! იმიტომ,რომ გეეჭვიანა?! გითხარი,მის გარდა ვერ ვენდობი ვერავის,საუკეთესო სპეციალისტია..მინდა უბრალოდ კარგად იყო და შენს ჯანმრთელობაში დავრწმუნდე!
- ბატონო ალექსანდრე,ერთ ადგილას გაირჭეთ თქვენი ასეთი თავდადებულობა! არ გაბედო გამომყვე,გესმის?!
არ გაბედო!
თითის სამ კომბინაციას ვაკეთებ,მანქანიდან გადმოვდივარ და ალექსანდრეს ღრიალი ჯერ კიდევ კიბეებზე ასვლისას მესმის.
სახლში შევდივარ,საწოლზე ბუმბულივით ვეშვები და ვცდილობ რამოდენიმე საათის წინ დაგროვილი ემოციები ერთიანად ამოვუშვა..

ტელეფონში ნაცნობ ნომერს ვკრეფ,მხარსა და ლოყას შორის ვაქცევ და შუქნიშანზე ანთებულ წითელზე ვჩერდები.
- გისმენთ..
ხაზის მეორე მხარეს კი,მამაკაცის სასიამოვნო ბარიტონი იცავს სმენას.

* * *

- ლილაჩკაა,როგორ ხარ?
დემეტრე სავარძლიდან დგება და ხელგაშლილი მეგებება. - დაჯექი.
წინ მითითებს დავჯდე,მეც მის ნებას ვყვები,ტყავის სურნელოვან სავარძელში მოხერხებულად ვკალათდები და მას ვუყურებ,როგორი სხვანაირია ამ ამპლუაში..
- მართლა ძალიან მიხარია შენი ამბავი..
- მადლობაა..ხომ იცი ბავშვობიდან ვოცნებობდი ესეთ შენ*რეულ სამსახურზეეე...
იცინის,ხელებს თეატრალურად შლის და მაგიდას იდაყვებით ეყრდნობა. აბა,მომიყევი ეხლა რა საქმე გაქვს..
- დემეტრე.. იოანესთან შეხვედრა მინდა..
- რა გოგოო?! ღადაობ?!
- არა,არ ვღადაობ დემე..ძალიან მჭირდება.. შენს გარდა შუამავალს ვერ ვნახავდი მასთან დასაკავშირებლად,არაფერს არ ვგეგმავ გეფიცები,უბრალოდ რაღაც აუცილებლად უნდა ვუთხრა..გესმის?
- ბო*იშვილი ვიყო რაღაცას ხლართავ..
თავს სავარძელზე სწევს და ხელებს იწყობს გარშემო.
- არაა,არა..დემე გეფიცები..რატის თავს გეფიცები,არაფერს ვგეგმავ..
- და რამ გაგახსენა იოანეე?
- დიდი ხანია მინდა რაღაც ვუთხრა...თავს ყველანაირად ვიკავებდი,მაგრამ უკვე გაუსაძლისია..აუცილებლად უნდა შევხვდე..ოღონდ ეს არავინ უნდა გაიგოს,დემე..საერთოდ არავინ..
- რავი ტო..ეხლა რა გითხრა აბა? დაველაპარაკები..ჯერ მასთან გავარკვევ და მერე დაგიკავშირდები..
- უთხარი,რომ ეს მისთვისაც მნიშვნელოვანია..
- ვაა..ხარაშო..დავურეკავ.
- ძალიან დიდი მადლობა..
ფეხზე ვდგები,კარს ვაღებ და ნელნელა უკან ვტრიალდები.
- ანასტასია ჩემზე კიდევ ნაწყენია?
დემეტრე მხრებს იჩეჩავს,ხელებს სწევს ჰაერში და უკვე გასაგებია მისი პასუხიც,უბრალოდ ვუღიმი და კარს ვკეტავ.
პულტის ღილაკს ვაჭერ და ჩემს წითელ მანქანაში ვჯდები,გეზს თბილისის ზღვისკენ ვიღებ და შედარებით თავისუფალ ადგილას,სადაც ხალხი საერთოდ არაა,ადგილს ვიკავებ დემეტრეს ზარის მოლოდინში.
მანქანის მინიდან ჩემს წინ გაშლილ ულამაზეს პეიზაჟს ვუყურებ,როგორ იძირება ზღვაში ნარინჯისფრად შემოსილი მზე,როგორ დაფრინავენ ჩიტები მის გარშემო და ღრუბლებში იკარგებიან,თითის ტოლად მოჩანს ზღვის ცენტრში თეთრი გემი,რომელიც თითქოს აუჩქარებლად მოძრაობს და ტალღების რხევას მიყვება..ტორპედოზე თითებს ვაბაკუნებ და მუსიკის რიტმას ვყვები,სიჩუმეში ჩემი სმენის არეალს Tom Odell-ის Another love მოიცავს,
ტელეფონის წკრიალი მაშინვე მაფხიზლებს,მუსიკას ვუწევ და აკანკალებული თითებით სენსორსაც ძლივს ვუმკლავდები და დემეტრეს ვპასუხობ.
- გთხოვ,კარგი ამბავი მითხარი..
თვალებს ვხუჭავ და სიტყვებს ერთმანეთს ვაყრი.
- ბატონი იოანე,თანახმაა.. უბრალოდ,ერთი არასწორი ქმედება და ორივეს სიცოცხლეს გამოგვასალმებს.
- თანახმაა?!
სიტყვა "თანახმა"ს გაგონების შემდეგ,სიხარულისგან მისი ლაპარაკი არც კი მესმის,პედალს ვაჭერ ფეხს და უკუსვლით გამოვდივარ ნაძვნარიდან,გულამოვარდნილი ჩამომყავს მანქანა ტრასაზე,შემდეგ ისევ ვუბრუნდები დემეტრეს და საუბარს ვაგრძელებ.
- არც კი ვიცი,მადლობა როგორ გადაგიხადო...
- კარგი,არ გინდა.. მისამართს მოგწერ და ერთ საათში იქ იყავი.
დანიშნულების ადგილას მივდივარ,სადაც თავისუფალი ადგილი მხვდება იქვე ვაყენებ მანქანას,სწრაფად გადმოვდივარ და კიდევ ერთხელ ვამოწმებ ტელეფონში მოცემულ მისამართს და ჩემს წინ აღმართლ უშველებელ რესტორანს თვალს ვავლებ.
კიბეებს ნელნელა ვუყვები,კარს დაცვა აღებს და ხელით მანიშნებს შევიდე,მიმტანები ჩემკენ იძვრებიან,ერთი ჩანთას და პალტოს მართმევს,მეორე კი "წამობრძანდით,აქეთ"-ს ძახილით წინ მიმიძღვის და ხელიც მაგიდის მიმართულებით აქვს გაშვერილი,რაც ყველაზე საკვირველია,ბატონმა მაფიოზმა რესტორანი დაახურინა,კაცის შვილი არ ჭაჭანებს,მხოლოდ მაგიდასთან ვზივარ და სხეული მიცახცახებს მის მოლოდინში,დამფრთხალ თანამშრომლებს ვუყურებ,რომლებიც შესასვლელისკენ იძვრებიან და ერთი მეორის მიყოლებით მწკრივდებიან რიგში,ჩემს წინ დადებულ წყალს ვსვამ და კვლავ შესასვლელს ვუყურებ,საიდანაც საკმაოზე მეტად სიმპათიური მამაკაცი შემოდის,როგორც ყოველთვის კლასიკურ შავ, ტანსაცმელში გამოწყობილი,მიმტანები კი თვალებით ჩემკენ ანიშნებენ,ისიც მაშინვე მაგიდისკენ იყურება სადაც მე ვზივარ და მაშინვე ადგილზე ვიყინები,მისი ნაბიჯების ხმასაც ვითვლი,რომელიც ჩემს ყურთასმენას ნელნელა უახლოვდება და გული საგულედან ხტება.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს რესტორანში,გამომძიებელო..
ხელს თავაზიანად მაწვდის,მოპირდაპირედ ჯდება და მიმტანს ბრძანებას აძლევს,თავისი ვისკი მოიტანოს.
- რას მიირთმევთ?
- არაფერს,გმადლობთ..
აკანკალებულ თითებს ერთმანეთში ვხლართავ და ტუჩებს ვიკვნეტ. - იოანე,გთხოვთ,პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ..
- გისმენ,ლილიან.
ორაზროვნად იღიმის მამაკაცი.
- მინდა რაღაც გკითხოთ და გთხოვთ,გულრწფელად მიპასუხეთ..ეს ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია,როგორც ალბათ თქვეთვის..
- გპირდები გულახდილი ვიქნები.
დალმორეს ვისკის,გაბერილი ჭიქიდან წრუპავს და კვლავ მაგიდაზე აბრუნებს.
- გამომძიებელ ბარბარე ანდრიაძეზე მინდა გკითხოთ..იცნობდით მას?
იოანეს სახე იმაზე მეტად უმკაცრდება და უსერიოზულდება,ვიდრე მაშინ,როცა ჩვენთან იყო განყოფილებაში.. ცივი ოფლი მასხავს და ახლა ნამდვილად ვგრძნობ შიშს მისი შუშასავით თვალების ყურებისას.
ვისკის ბოლომდე ცლის და ხმაურიანად დებს მაგიდაზე.
- რაშია საქმე,გამომძიებელო?!
- არასწორად არ გამიგო,იოანე..არ იფიქრო,რომ რამეს ვგეგმავ..უბრალოდ,მინდა ვიცოდე..დავრწმუნდე,მართლა იცნობდი თუ არა მას..გთხოვ,მითხარი..
ნეტავ ახლა უარი თქვას,ნეტავ ეს სიზმარი მხოლოდ ჩემი ქვეცნობიერის მიერ დალექილი ცუდი მოგონება იყოს,ნეტავ მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი კოშმარი აღმოჩნდეს,მეტი ამ წუთას,არაფერი მინდა.. მუდარით სავსე თვალებით ვუყურებ,თვალის ჯებირს მარილიანი სითხე არღვევს და ხელით ვიწმენდ მაშინვე.
- ვიცნობდი.
- ჯანდაბა...ჯანდაბა! ამის დედაც,აი ეს მესმის..
ხელებს თავზე ვიწყობ და სკამს ზურგით ვეყრდნობი.
- იტყვი რა ხდება,ლილიან?!
ტონს უწევს და ისევ მისკენ ვაპარებ მზერას.
- ბარბარეს მკვლელი,ცოცხალია.
სრუილად დაუფიქრებლად ვამბობ და წინ დადებულ ჭიქას,რომელიც წყლითაა სავსე მაშინვე ვცლი.
- რა თქვი?!
ნესტოებით ისუნთქავს ჰაერს და თვალებზე თითებს იჭერს.
- ის,მე ყოველდღე მესიზმრება.. შეიძლება იდიოტად ჩამთვალოთ,მაგრამ ამის გამო დღეს ექიმსაც კი გამასინჯეს!
არ შემეძლო ამის გულში დატოვება,არ შემეძლო.. ის ჩემთან მოდის,ყოველ ღამე,როცა მარტო ვარ..მოდის და მეუბნება,რომ ყველა გზას შენ გახსნი,შენ...შენ დამეხმარები და..არ ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი..მინდოდა მისი საქმე გამეხსნა,ჯანდაბა იოანე მინდოდა ეს გამეკეთებინა და ზუსტად იმ ღამეს დამესიზმრა და მითხრა,რომ აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს! ეს ისე ხდება,ისე ხდება თითქოს არც კი მომკვდარა,თითქოს არსად წასულა და სადღაც აქ არის,ყველაფერს ხედავს,ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს..მითხრა,თუ შენ არ დაგელაპარაკებოდი,სამუდამოდ წავიდოდა..აღარ დამეხმარებოდა...
ისტერიული სიცილი მივარდება და ცრემლებიც თავისით მომდის.
ჩემი სიზმრების შესახებ არავინ არ იცის და პირველად ამას შენ გიყვები,ღმერთო ჩემო მე არც ვიცოდი შენ თუ ბარბარეს იცნობდი! თურმე ეს სინამდვილე ყოფილა,მე კიდევ ეხლა შეიძლება გავგიჟდე,გესმის?ამის დედაც შეიძლება ეხლა გავრეკო...
მან თავისი ჭრილობებიც მანახა,იოანე,მანახა გესმის?! ერთი გულში,მეორე კი საფეთქელთან,საიდანაც ჯერ კიდევ სისხლი სდიოდა!...ამის დედაც!
პირზე ხელებს ვიფარებ და გაუჩერებლად ქვითინს ვიწყებ.
ხელებს სახიდან ნელნელა ვიწევ და იოანეს განადგურებულ და ერთდროულად გაკვირვებულ მზერას ვეჩეხები,სახეზე ხელებს ისმევს,თითქოს ენა გადაეყლაპოს და დამუნჯებულიყოს კაცი..
- მითხრა,რომ უნდა დაგეხმარო..გთხოვ,იოანე მითხარი..მითხარი რით შემიძლია შენი დახმარება,ყველაფერს გავაკეთებ..
- 2008 წელს,როცა ჯერ კიდევ ჩემი ძმის ბრძანებებს ვასრულებდი,ასეთი საქმე მქონდა ჩაბარებული.. ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ბოსი უნდა მომეკლა..იმ დღეს ბარბარე ჩემთან იყო..არ მომეშვა,სანამ არ ვუთხარი,სად მივდიოდი..ჩემს ძმას თურმე ჩემი მოშორება უნდოდა,ბოსს მე კიარ მოვკლავდი,ისინი მომკლავდნენ მე..ის ყველაფერს მიხვდა,მე კი როგორც სერიული მკვლელი და ნიკოლოზის რობოტი,ვიმეორებდი,რომ უბრალოდ ახალი დავალება იყო..საბოლოოდ,ისე მოხდა,რომ ბარბარე უკან გამომყვა..
ერთ-ერთ დანგრეულ შენობას მივუახლოვდი და ჩიხში მოვყევი,ცოტახანში სროლა ატყდა,რომლებიც მანქანის დაბურულ მინებს გაუჩერებლად ესროდნენ,იქ კი..ბარბარე იჯდა.. მათ ეგონათ მე ვიყავი..თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა,მაშინვე მანქანიდან გადმოვედი,როცა მისი ავტომობილი ვიცანი,რომელიც უკვე ჩაცხრილული დამხვდა,ცხოველივით გამოვასალმე სიცოცხლეს ყველა იქ მყოფი,მაგრამ რამოდენიმემ მაინც მოასწრო გაქცევა..
ისე დაი*ესნენ,ვერსად ვიპივე..თითქოს მიწამ ჩაყლაპა..ძებნა არასდროს შემიწყვეტავს..არასდროს დავნებებულვარ..მაგრამ ხუთი წლის წინ რაც მოხდა,იმის შემდეგ მხოლოდ საყვარელი ქალის გადარჩენაზე ვფიქრობდი..ეხლაც ასეა..ბარბარეს მკვლელებზე აღარ მიფიქრია..რადგან ჩემი საფიქრალი,მხოლოდ ევას და ჩემი სამი შვილის კარგად ყოფნაზე ზრუნვაა,რადგან მტრები გაცილებით ბევრი მყავს..
- იოანე...თქვენ..ანუ,ერთად იყავით?
- აუხსნელი იყო ეს ურთიერთობა..უბრალოდ..ჯანდაბა..
- უყვარდი?
იოანეს მწარედ ჩაეცინა და სახეზე ხელები აიფარა.
- ჰო..
ასეთი ლამაზი ქალის მნახველი არ ვყოფილვარ,არასდროს.. დამეფიცება,სულის შემხუთველად ლამაზი იყო..
პირველად მაშინ ვნახე,როცა დაკითხვის ოთახში შემოვიდა..როგორ შეიძლება,ბარბარესნაირი ქალი,ვინმეს არ მოწონებოდა..
მას შემდეგ მოხდა ბევრი რამ,კიდეც ბევრჯერ მოგვიწია შეხვედრა,ხან შემთხვევით,ხან უკვე სპეციალურად,ნუ..ხო ხვდები..მაგრამ რატომღაც ვერ ვაჩუქე ის სიყვარული,როგორიც ჩემს მიმართ აკავშირებდა..თანაც,ამ სიყვარულმა დაღუპა კიდეც..ჩემს გამო თავი გაწირა,ბარბარემ..ამის დედაც მოვ*ან,ამის გახსენებისას ჩემი თავი ბოლო დონის სი*ი მგონია!
- მკვლელი უნდა ვიპოვნოთ..მისი სული ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს,თუ მათ არ ვიპოვნით..თანაც არამგონია,მხოლოდ მის სიკვდილში ჰქონდეს იმ ვიღაცას ხელები გასვრილი,მას ჩვენი დახმარებაც უნდა..ეს ყველაფერი შორს წაგვიყვანს,ძალიან შორს..
- ვიპოვი,ლილიან..მიწიდან ამოვთხრი და ვიპოვი..
- დაგეხმარები..
- არა!
მკაცრად ამბობს და კოლოფიდან სიგარეტს იღებს.
- ეს ჩემი მოვალეობაა! მისი თხოვნაა,შენ დაგეხმარო! გთხოვ იოანე..ნება მომეცი..ამის შესახებ სიტყვას არ დავძრავ,არავისთან..
- დრო მჭირდება დასაფიქრებლად.
- მადლობა,რომ შემხვდი.. მადლობა,რომ მომისმინე..
- არაფრის.
ფეხზე ვდგები და თავს ისე ვგრძნობ,თითქოს ამ ქვეყანაზე არ ვიყო,თითქოს მიწაზე ფეხსაც არ ვაბიჯებდე,მიმტანი ჩანთას და პალტოს მიწოდებს,არც კი ვიცმევ,ისე გავრბივარ გარეთ და სუსხიანი იანვრის გამყინავი ჰაერი ჩემს კანს ერთიანად დანებივით ესობა.
მანქანაში ვჯდები,ტელეფონს ვუყურებ,სადაც ალექსანდრეს გამოტოვებული ზარები იყრის თავს,მანქანას ვქოქავ და გეზს სახლისკენ ვიღებ.
წითელ ინფინიტის სახლის წინ ვაჩერებ,გვერდით კი ბატონი კანდელაკის ვერცხლისფერ აუდის ავტომობილს ვლანდავ,თავს ვაქნევ და ისე გადმოვდივარ მანქანიდან,მისკენ არც ვიხედები.
- ლილიან,მოიცადე!
სიგარეტის ბიჩოკს გვერდით ისვრის და ხელს მავლებს.
- რა ჯანდაბა გინდა?!
- უნდა ვილაპარაკოთ!
თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ,კიბეებზე ავდივარ და ისიც უკან მომყვება მძიმე ნაბიჯებით,სახლში შევდივარ და პალტოს სადაც კი ხელი მიმიწვდება,იქვე ვაგდებ.
ალექსანდრე სავარძელში თავსებდა და მზერით მბურღავს.
- სად იყავი?!
- მეგობრის სანახავად.
- ამიტომ არ იღებდი ტელეფონს?!
- ალექსანდრე,მომისმინე ეხლა კარგად..საერთოდ არ მაინტერესებს შენი ეჭვიანობის სცენები,ეს ახლა ნამდვილად მესამეხარისხოვანია.. იცი რა?! შენ იმაზე დიდი შეურაცხყოფა მომაყენე,ვიდრე ვიმსახურებდი! შეიძლება,შენი საყვარელი მქვია,მაგრამ შენს ყოფილ ნაშასთან რომელსაც ერთ დროს ჟი*ავდი მასთან არ უნდა მიგეყვანე!!
- მიზეზი ხომ გითხარი არა?!
სიმწრისგან სიცილი მსკდება და ვცდილობ ტალღასავით მოვარდნილი ცრემლები გადავყლაპო.
- შენ.. შენი ყოველი ნაშასთვის,ალბათ უკვე მერამდენე კაცი იყავი,თითზეც ვერ ჩამოითვლი და მე! ხო,ხო შემომხედე კარგად! მეეე,ლილიანი,რომელიც შენთან სექსს დავთანხმდი,იმიტომ არ გამიკეთებია ეს რომ ამხელა ქალს მხოლოდ ვნებების დაკმაყოფილება მინდოდა,რადგან მაშინ ამას ნებისმიერთან გავაკეთებდი! ჯანდაბა,მომწონდი საშინლად მომწონდი ალექსანდრე,შენს მიმართ ისეთი გრძნობები მაკავშირებდა,რომელიც აქამდე არავისთან განმიცდია! შენგან კი ელემენტალური პატივისცემა ვერ დავიმსახურე?! რატომ?! რატოომ გეკითხები?!
სავარძლიდან დგება და სწრაფად მიახლოვდება მე კი მაშინვე ხელს ვკრავ და უკან ვწევ.
- გაფრთხილებ არ მომიახლოვდე! არ მომიახლოვდე ალექსანდრე!
- პატარავ რა გემართება?! ჯანდაბა ლილიან,რომ მცოდნოდა ამით შეურაცხყოფილად იგრძნობდი თავს არ მიგიყვანდი მასთან!
- რატომ? რატომ არ იცოდი?! იქნებ იმიტომ რომ მხოლოდ ჟინის დასაკმაყოფილებლად უყურებ ყოველ კაბიანს?!
ვინც კი თვალში გაგეჩხირება და ვისთანაც სექსი მოგინდება! აიი,აი ამიტომ! მე კი არ შემიძლია,არ შემიძლია იმ კაცთან ყოფნა,რომლის მიმართაც გრძნობები მაქვს ის კი პატივსაც არ მცემს და მისთვის არაფერს წარმოვადგენ მისი ღირსების დაკმაყოფილების გარდა!
- რაა?! რა თქვი?!
- წადი! წადი ალექსანდრე..მორჩა ჩვენ შორის ყველაფერი,ვშორდებით. წადიიი!
მთელი ძალით ვყვირი და კარს ვაღებ სადაც ხელით ვანიშნებ,რომ გავიდეს.
- მაპატიე,ლილიან..არ მინდა,რომ დავშორდეთ,ამას ნუ გააკეთებ.
- მე შენთან ამოვწურე ურთიერთობის მარაგი,ალექსანდრე!
- ამას სერიოზულად ამბობ?!
- სრული სერიოზულობით!
ჩემს ჩანთას ვწვდები,ქალბატონი თინათინის წამლებს თავის დანიშნულებასთან ერთად ვიღებ და ფანჯრიდან ვყრი.
- რას აკეთებ?! გაგიჟდი ლილიან?!
- არა,ალესანდრე..თავისუფალი ხარ..არ მჭირდები,არც შენი ექიმის დანიშნულება მჭირდება,რომელსაც ახლაც ერთი სული აქვს შეუდო!!! წადი!!! წადი არ გესმის?!!!
თავზე ხელებს ნერვიულად ისმევს და სახლიდან გადის,მეც მაშინვე კარს ხმაურიანად ვხურავ და ვკეტავ. მხოლოდ იმას ვგრძმობ,რომ გული ნაკუწებად მექცა,საშინლად მეტკინა და ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჭრილობის მოყენება,მხოლოდ საყვარელ ადამიანს შეუძლია..
- საერთოდ რატომ გაგიცანი..რატომ შემიყვარდი ალექსანდრე! რატომ... ჯანდაბა..ჯანდაბა ჩემს თავს!
ახლა დაკმაყოფილდი საყვარლის სტატუსით ლილიან,რა იდიოტი ქალი ხარ!
ცრემლებს ვიწმენდ და ტელეფონს ვუყურებ,სადაც შეტყობინების წკრიალი მომდის,სენსორს ვწევ და ჯერ კიდევ ცრემლიანი თვალებით ძლივს ვკითხულობ..
" ხვალ,ორ საათზე,ისევ ჩემს რესტორანში გელოდები."
"გასაგებია,მოვალ"
პასუხს არ ვაყოვნებ და ტელეფონს გვერდით ვაგდებ,ამ საქმესაც გამოვიძიებ,დავასრულებ და ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში ჩემი ფეხი აღარ იქნება!
ცრემლებს ვიწმენდ და სარკის წინ ჩემს გამოსახულებას ვუყურებ,საშინლად არ მომწონს სარკის წინ მდგომი,სუსტი,გულნატკენი ქალი..თავს მაღლა ვწევ და ტუჩის კუთხეებში მეღიმება.
- შენ,გამომძიებელი ლილიან რობაქიძე ხარ,რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდი გამომძებელი ყოფილიყავი და მიზანს მიაღწიე..ახლა კი მოიქეცი ისე,როგორც ამ საქმის პროფესიონალს შეეფერება,რობაქიძე!
სარკეში საკუთარი ანარეკლი მაქეზებს,თითს მიქნევს გამაფრთხილებლად,მეც თავს ვაქნევ და მის ყოველ სიტყვას ვჯერდები.



№1 სტუმარი სტუმარი ანაა

უკარგესია❤️რამდენი თავი დარჩა დაახლოებით?

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

სტუმარი ანაა
უკარგესია❤️რამდენი თავი დარჩა დაახლოებით?


მეც მაინტერესებს ეგ :D.

 


№3  offline მოდერი Queenofmoon

grafo
სტუმარი ანაა
უკარგესია❤️რამდენი თავი დარჩა დაახლოებით?


მეც მაინტერესებს ეგ :D.

ნეტავ შემეძლოს მაგის განსაზღვრა,აუცილებლად გეტყოდით..:(( ზუსტად მართლა არ ვიცი,რამდენი თავი დამრჩა..

 


№4 სტუმარი Mzikomziko

Ratom ver veer komentars Ra ubedurebaaa

Mokled imis tqma Minda ROM were rogorc Shen gagixardeba da ar usmino aravis Vinc tvlis ROM akopireb siujeti a chatvaloon chven ertguli mkitxvelebi mogyvebit

Like codoa ro sheuyvarda magram Ra egona abaa bednieri ROM iyo misi sayvarlobit

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

Mzikomziko
Ratom ver veer komentars Ra ubedurebaaa

Mokled imis tqma Minda ROM were rogorc Shen gagixardeba da ar usmino aravis Vinc tvlis ROM akopireb siujeti a chatvaloon chven ertguli mkitxvelebi mogyvebit

Like codoa ro sheuyvarda magram Ra egona abaa bednieri ROM iyo misi sayvarlobit

მზიკოო შენ ძალიან საყვარელოო:* მადლობა დიდი

 


№6  offline წევრი tatuli)

dzalian magarii istoria da ar shecyvito yovel axal tavs sulmoutqmelad velodebi <3 mebismier scemas saocrad gadmoscem
sapcari emociit gaagrdzele ise rogorc shen ginda rogorc chaipikre <3

 


№7  offline წევრი elene2619

მე როგორც შენს აქტიურ მკითხველს არასდროს გამჩენია აზრი რომ რაიმე ნანახს ან წაკითხულს ვკითხულობ ხელახლა ეს ერთი და მეორეც ვერ ვხვდები თუ არ მოგწონთ თუ ბრაზდებდით და გაღიზიანებთ რატომ კითხულობთ რატომ იწუხებთ თავს ეს ხომ არც კრიტიკაა არც განხილვა ეს უბრალოდ მწერალთან დაპირისპირებაა..
რაც შეეხება ჩემ აზრს ამ ისტორიაზე მომწონს რა თქმა უნდა ❤️ საოცარი გოგო ხარ და მუზები გყავს გასაგიჟებელი მაინტერესებს შემდეგი თავები და გგულშემატკივრობ ❤️ წარმატებები შენ ჩემო გოგო ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიკო

რაც არის იყოს მე მართლა მომწონს ეს ისტორია აიი არვიცი როგორ გითხრა ისე მომწონს ვიცი რომ კარგად დაამთვრებ ამიტომ გული არ მწყდება

 


№9  offline წევრი nini :)

ალექსანდრე ჰგავს გრეის.... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ ფილმის ან წიგნის სიუჟეტი არის გადმოცემული.....
მე მომწონს და ვისაც არ მოსწონს ეს მსგავსება ნუ წაიკითხავს.....

მე ძალიან მომეწონა..... ახალი თავი ძალიან სასიამოვნო იყოოო.....
გამიხარდა რომ დათანხმდა იოანე ბარბარეს ამბის გამოძიებაზე.....
აი რაც შეეხება ალექსანდრე ამხელა კაცს კი უნდა ეგიქრა იმაზე რომ შეურაცხყოფილად იგრძნობდა ლილე თავს..... მაგას უკვე ვეღარ შეცვლის ამიტომ უნდა ეცადოს გამოასწოროს თავის საქციელი ალექსანდრე ბატონმა.....


გელოდები ახალი თავით და ახალი ამბებით.....

 


№10 სტუმარი სტუმარი ნათია

უმაგრესი ხააააააარ.

 


№11 სტუმარი manana

უმაგრესი ისტორია, მოუთმენლად ველი ახალ თავს, ძალიან კარგად წერ.

 


№12  offline მოდერი Queenofmoon

tatuli)
dzalian magarii istoria da ar shecyvito yovel axal tavs sulmoutqmelad velodebi <3 mebismier scemas saocrad gadmoscem
sapcari emociit gaagrdzele ise rogorc shen ginda rogorc chaipikre <3

გაიხარე ჩემო კარგო მადლობა დიდი... <3 <3
elene2619
მე როგორც შენს აქტიურ მკითხველს არასდროს გამჩენია აზრი რომ რაიმე ნანახს ან წაკითხულს ვკითხულობ ხელახლა ეს ერთი და მეორეც ვერ ვხვდები თუ არ მოგწონთ თუ ბრაზდებდით და გაღიზიანებთ რატომ კითხულობთ რატომ იწუხებთ თავს ეს ხომ არც კრიტიკაა არც განხილვა ეს უბრალოდ მწერალთან დაპირისპირებაა..
რაც შეეხება ჩემ აზრს ამ ისტორიაზე მომწონს რა თქმა უნდა ❤️ საოცარი გოგო ხარ და მუზები გყავს გასაგიჟებელი მაინტერესებს შემდეგი თავები და გგულშემატკივრობ ❤️ წარმატებები შენ ჩემო გოგო ❤️

ეგ მეც არ მესმის ჩემო კარგო,როცა არ მოსწონთ საერთოდ რატომ კითხულობენ ყოველ ახალ თავს მაგასაც ვერ ვხვდები...მიხარია თუ ასე თვლი,ძალიან დიდი მადლობა შენ!<3
სტუმარი მარიკო
რაც არის იყოს მე მართლა მომწონს ეს ისტორია აიი არვიცი როგორ გითხრა ისე მომწონს ვიცი რომ კარგად დაამთვრებ ამიტომ გული არ მწყდება

დიდი მადლობა,ძალიან მიხარია... <3
nini :)
ალექსანდრე ჰგავს გრეის.... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ ფილმის ან წიგნის სიუჟეტი არის გადმოცემული.....
მე მომწონს და ვისაც არ მოსწონს ეს მსგავსება ნუ წაიკითხავს.....

მე ძალიან მომეწონა..... ახალი თავი ძალიან სასიამოვნო იყოოო.....
გამიხარდა რომ დათანხმდა იოანე ბარბარეს ამბის გამოძიებაზე.....
აი რაც შეეხება ალექსანდრე ამხელა კაცს კი უნდა ეგიქრა იმაზე რომ შეურაცხყოფილად იგრძნობდა ლილე თავს..... მაგას უკვე ვეღარ შეცვლის ამიტომ უნდა ეცადოს გამოასწოროს თავის საქციელი ალექსანდრე ბატონმა.....


გელოდები ახალი თავით და ახალი ამბებით.....

ჰო,მეც ამის თქმა შემიძლია რომ პერსონაჟი ხასიათებით ჰგავს,მაგრამ ჩემი სიუჟეტი სულ სხვაა... მადლობა ნინი საყვარელო,აუცილებლად დავდებ შემდეგს.
სტუმარი ნათია
უმაგრესი ხააააააარ.

manana
უმაგრესი ისტორია, მოუთმენლად ველი ახალ თავს, ძალიან კარგად წერ.

უღრმესი მადლობა...პირიქით თქვენ ხართ ძალიან მაგრები და კარგები <3 <3

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინა

მომწონს, მომწონს, ძალიან მომწონს.. არ გვანერვიულო მალე მოაგვარე ლილიანის და ალექსანდრეს ურთიერთობაა :დდ ველოდები ახალ თავს და იმედი მაქვს მალე იქნებაა ❤️❤️❤️

 


№14  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნინა
მომწონს, მომწონს, ძალიან მომწონს.. არ გვანერვიულო მალე მოაგვარე ლილიანის და ალექსანდრეს ურთიერთობაა :დდ ველოდები ახალ თავს და იმედი მაქვს მალე იქნებაა ❤️❤️❤️

მადლობა ჩემო კარგო <3 ჰოო ვეცდები მოვუგვარო ვნახოთ აბა:D<3 მალე დავდებ :*

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ახლა თუ შეიძლება ცოტა დამალაგე და გამარკვიე :).
აქ გიწერია რომ მანქანა ჩაცხრილეს.
თან იმასაც ამბობ რომ საფეთქელიო და გულშიო ტყვია. რაღაცეები ამერია.
ისე ჩანდა აქამდე თითქოს ეს ბარბარე გამიზნულად მოკლეს, აქ კი იოანე ამბობს რომ ჩაცხრილეს.

 


№16  offline მოდერი Queenofmoon

grafo
ახლა თუ შეიძლება ცოტა დამალაგე და გამარკვიე :).
აქ გიწერია რომ მანქანა ჩაცხრილეს.
თან იმასაც ამბობ რომ საფეთქელიო და გულშიო ტყვია. რაღაცეები ამერია.
ისე ჩანდა აქამდე თითქოს ეს ბარბარე გამიზნულად მოკლეს, აქ კი იოანე ამბობს რომ ჩაცხრილეს.

მოითმინე გრაფო და გაგარკვევ შემდეგ თავში:) <3

 


№17 სტუმარი სტუმარი ნუცა

ყველა თავი ერთად წავიკითხე და მომეწონა ძალიან. ახალ თავს როდის დადებ?

 


№18 სტუმარი mariami

ishviatad shemovdiodi aq exla kidev es istoria ise damainteresda yovel 1saatshi vamowmeb xom ar daido :) dzalian magariaaa martlaa !!!

 


№19 სტუმარი cota boroti

vaime gvikadree??madloba gmerts me kide ukve panashvidze mosvlas vapirebdi xo ici mainc adamiani pirvelad cuds fiqrobs xolme :))
vxvdebodi barbares da ioanes urtiertobas
male dade ra<3

 


№20  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნუცა
ყველა თავი ერთად წავიკითხე და მომეწონა ძალიან. ახალ თავს როდის დადებ?

ძალიან დიდი მადლობა,მალე დავდებ <3
mariami
ishviatad shemovdiodi aq exla kidev es istoria ise damainteresda yovel 1saatshi vamowmeb xom ar daido :) dzalian magariaaa martlaa !!!

უღრმესი მადლობააა <3 <3
cota boroti
vaime gvikadree??madloba gmerts me kide ukve panashvidze mosvlas vapirebdi xo ici mainc adamiani pirvelad cuds fiqrobs xolme :))
vxvdebodi barbares da ioanes urtiertobas
male dade ra<3

დავდე გუშინ,მაგრამ მომიწია წამეშალა...მერე ისევ ახლიდან დავდე და ესე:).
შემდეგს მალე დავდებ,ისედაც სახლში ვზივარ სიცხიანი და თქვენი ვარ ეს რამოდინიმე დღე:)))

 


№21  offline წევრი იზუკა

აი უმაგრესი თავი იყო..არ ვიცი წინა რატო წაშალე მაგრამ მე წაკითხულით ნასიამოვნები ვარ ძალიან. ზუსტად ასეთი ლილიანის ნახვა მინდოდა..ძლიერი და შეუპოვარი ქალი.. იმედია ცოტას გააწვალებს ალექსანდრეს და უცებ არ აჰყვება ჰორმონებს ???? ყველა თავზე ვერ ვახერხებ კომენტარის დატოვებას მაგრამ ვკითხულობ დიდი ინტერესით...❤

 


№22  offline მოდერი Queenofmoon

იზუკა
აი უმაგრესი თავი იყო..არ ვიცი წინა რატო წაშალე მაგრამ მე წაკითხულით ნასიამოვნები ვარ ძალიან. ზუსტად ასეთი ლილიანის ნახვა მინდოდა..ძლიერი და შეუპოვარი ქალი.. იმედია ცოტას გააწვალებს ალექსანდრეს და უცებ არ აჰყვება ჰორმონებს ???? ყველა თავზე ვერ ვახერხებ კომენტარის დატოვებას მაგრამ ვკითხულობ დიდი ინტერესით...❤

დიდი მადლობა,იზუკა heart_eyes kissing_heart ჰო,ლილიანს აუცილებლად ვიხილავთ ძლიერს და შეუპოვარს,როგორიც აქამდე არ ყოფილა.. kissing_heart ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგეწონა <3

 


№23 სტუმარი nino

chemo kvelaze kvelaze magaro gogo dzalian dzalian magaria rogorc koveltviss ❤❤ mikvarxar da imedia male dadeeb ❤❤❤

da kidev gamojanmrtelebas gisurveb ❤

 


№24  offline მოდერი Queenofmoon

nino
chemo kvelaze kvelaze magaro gogo dzalian dzalian magaria rogorc koveltviss ❤❤ mikvarxar da imedia male dadeeb ❤❤❤

da kidev gamojanmrtelebas gisurveb ❤

შენ კიდევ როგორ ხარ ასეთი ტკბილი და ასეთი საყვარელიი?❤❤❤❤❤❤მადლობა ძალიან დიდი,მეც მიყვარხარ❤❤❤^_^

 


№25 სტუმარი მეუცნაურე

ძალიან მაგარი იყო!!
მომეწონა ლილიანი რომ არ გატყდა!
და რაც მთავარია, მომეწონა იოანეს გახსნილობა, თითქოს საწყის დონეზე მიენდო.
აი, ალექსანდრეს რაც შეეხება,შენც მიხვდები რა მინდა რომ ვუწოდო...
გამოჯანმრთელებას გისურვებ <3

 


№26  offline მოდერი Queenofmoon

მეუცნაურე
ძალიან მაგარი იყო!!
მომეწონა ლილიანი რომ არ გატყდა!
და რაც მთავარია, მომეწონა იოანეს გახსნილობა, თითქოს საწყის დონეზე მიენდო.
აი, ალექსანდრეს რაც შეეხება,შენც მიხვდები რა მინდა რომ ვუწოდო...
გამოჯანმრთელებას გისურვებ <3

დიდი მადლობა საყვარელო kissing_heart

 


№27 სტუმარი სტუმარი მმმ

როდის დადებ ახალ თავს?

 


№28  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი მმმ
როდის დადებ ახალ თავს?

დღეს დავდებ

 


№29  offline წევრი naniko mindia

Veli moutmenlat, warmatebebi, kargi istoria
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№30  offline მოდერი Queenofmoon

naniko mindia
Veli moutmenlat, warmatebebi, kargi istoria
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

როგორ გამიხარდი ჩემო კარგო,არ მეგონა შენც თუ კითხულობდი heart_eyes
მადლობააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent