შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოლტერგეისტი #1 (ფათერაკები მატარებელში)


29-09-2018, 12:33
ავტორი კეკბეჩო
ნანახია 1 167

ჩემს მეგობარ არტურთან ერთად მოსკოვში მივლინებით მივემგზავრებოდი. ბილეთები ვერ ვიშოვნეთ და საფოსტო ვაგონის გამცილებელ ქალს - რიმას ვთხოვეთ დახმარება. საქმე მალე მოვაგვარეთ და ორადგილიან კუპეში დავბინავდით. 1990 წლის 29 ივნისის მშვენიერი საღამოა. კარგ ხასიათზე ვართ: არაყი გვაქვს, კიტრი, პამიდორი, ძეხვი, შოთის პური - სხვა რა უნდა
მივლინებაში მიმავალ ორ მეგობარს. სუფრა გავშალეთ და მატარებელიც კრასნოდარში შევიდა. სიგარეტის მოსაწევად დერეფანში გამოვედით. ვაგონში ცხრამეტიოდე წლის შავგვრემანი, საშინლად გამხდარი გოგო ამოვიდა. სომეხი ჩანდა. ღარიბულ ჩაცმულობასთან ერთად, ჩემი ყურადღება მისმა არაბუნებრივმა,
მრავალწახნაგოვანმა თვალების ჭრილმა, შავმა, შუშისმაგვარმა ცივმა თვალებმა და ყელზე ძალზე თხელმა ნიარევმა მიიპყრო. მგზავრი ჩვენს კუპესთან შედგა და მეცამეტე ადგილი იკითხა. ეს კუპე ჩვენს გვერდით იყო. არტური თანამემამულეს სომხურად გაესაუბრა, ადგილი უჩვენა და მერე სუფრასთან მოიპატიჟა. გოგო ხარბად შეექცეოდა საჭმელს და თან რაღაც ტრაგიკულზე ჰყვებოდა. ასე ამბობდა: ამდენი არასოდეს მიჭანიაო, - მითხრა არტურმა, - სომხეთის პროვინციიდანაა, დედინაცვალს სახლიდან გამოუგდია. კატასტროფაში დაღუპული მამისა და ძმის საფლავების სანახავად მიდის როსტოვში. რაღა ბევრი გავაგრძელო, ვიღაც მიუსაფარია, საცოდავი, ღამის გასათევიც არ ჰქონდა. მალე გოგო სომხურიდან რუსულზე გადავიდა.
- რამდენი წლის ხარ? - ვკითხე.
- 1791 წელს დავიბადე.
მართლა ასე მიპასუხა, ძალიან ბუნებრივად და მშვიდად. ჩვენს გაოცებულ სახეებს რომ შეხედა ,საბუთიც გამოგვიწოდა. ეს იყო სასაფლაო საბჭოს მიერ გაცემული რუსულად აბეჭდი ცნობა. რამდენჯერმე წავიკითხე, მაგრამ რა ეწერა, ვერაფერი გავარკვიე, ვერც არტურმა ამოიკითხა რამე და ცნობა გვერდზე გადავდეთ. 200 წლის ადამიანი სუფრიდან ადგა, დერეფანში გავიდა და მშობლიურ ენაზე სიმღერა წამოიწყო. მუსიკალური განათლება მაქვს და კარგად შევნიშნე მისი ძლიერი, სასიამოვნო ტემბრი. ჩემი მეგობარიც კუპიდან გავიდა და ფანჯარასთან დადგა. ცოტა ხანში უკანვე შემოვიდა და მითხრა:
- ნახე, ავთოჯან, გოგოს თვალებიდან სისხლი მოსდის, მოსთქვამს და მამის სულს ელაპარაკება: ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს, თავი უნდა მოვიკლა, მატარებლიდან გადავხტებიო. არტური მართალს ამბობდა: გოგოს თვაკები სისხლიანი ჰქონდა, სახე კი - ემოციებისგან დაცლილი.
მერე უცნაური მგზავრი და არტური კუპეში მარტონი დარჩნენ. არ ვიცი ჩემმა მეგობარმა იქ რა მოიმოქმედა, მაგრამ ცოტა ხანში იგი კუპიდან გაოგნებული გამოვარდა. რა მოხდა-მეთქი, - ვკითხე.
- 100 წლის შიშველი ბებერი გინახია? ზუსტათ ისეთია, თან გულმკერდი ბალნითა აქვს დაფარული, - მიპასუხა მან.
გოგო და არტური დერეფანში იდგნენ. რატომღაც შიშმა მომიცვა: ,, არ ვიცი ვინ ოხერია, მართლა არ გადახტეს მატარებლიდან და უბედურებას არ გადაგვყაროს. ამ ფიქრებში მეც კუპიდან გავედი. ვხედავ ქალი ტამბურისაკენ მიიწევს, უკან მიჰყვება, მეც გულაჩქარებული უკან გავედევნე გოგო ტამბურში გავიდა, არტურიც შეჰყვა და უეცრად უკანვე მოტრიალდა. - ვაჰ! გოგო გადახტა!
- როგორ თუ გადახტა, რას ამბობ?!
- ალბათ გადახდა! აღარ არის, აღარ ჩანს!
არტური დანამდვილებით ვერაფერს ამბობდა - გოგო მართლა გადახტა თუ... გაუჩინარდა. გადახტომისას მას იგი არ დაუნახავს, არადა, ფეხდაფეხ უკან მიჰყვებოდა. ისიც შეუძლებელი იყო, გოგო მომდევნო ვაგონში გადასულიყო, რადგან ამ მხარეზე შემდეგ ვაგონზე გადასასვლელი კარი ჩაკეტილი იყო. ორთავენი პანიკამ მოგვიცვა
- რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, ხალხს შევატყობინოთ თუ...
თავზარ დაცემულები კუპეში დავბრუნდით, ერთმანეთს შევყურებთ და სიტყვა ვერ გვიპოვია. ფანჯარასთან ვდგავართ, მეზობელი კუპის კარები ნახევრად ღიაა. როგორღაც თვალი იქითკენ გამექცა. ღმერთო ჩემო! სარკესთან ის გოგო დგას და თმებს ივარცხნის. ვერ აღგიწერთ ისეთი გრძნობა დამეუფლა: მგონია გვიჭერენ, ოჯახი გვერდზე მრჩება, ეს გადამხტარ-გაუჩინარებული კი მშვიდად დგას და კოხტაობს.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ამის გაგრძელება იქნება. კაი იყო დასაწყისი

 


№2  offline წევრი კეკბეჩო

სტუმარი ქეთი
ამის გაგრძელება იქნება. კაი იყო დასაწყისი


შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო ამ ისტორიის გაგრძელება ❤

 


№3 სტუმარი ლიზიკო

ძაალიან მომეწონა ❤ გაგრძელებას ველი ❤❤

 


№4  offline წევრი კეკბეჩო

ლიზიკო
ძაალიან მომეწონა ❤ გაგრძელებას ველი ❤❤

❤❤

 


№5 სტუმარი Eve

Dzaan damainteresa veli shemdeg tavs ^^

 


№6  offline წევრი კეკბეჩო

უცნაური მე
დამაინტრიგებელია. რაღაც კარგი უნდა გამოვიდეს მგონი. ველოდები გაგრძელებას.. და ცოტა დიდი მოცულობის თავებს :)

დღეს დავამთავრებ მეორე თავს და აუცილებლად დავდებ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent