შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 27


30-09-2018, 00:52
ნანახია 1 876

რატომ წელავდა სათქმელს თვითონაც არ იცოდა , ან იცოდა კიდეც , შეიძლება უბრალოდ ვერ იჯერებდა . იმ დღის მერე რაც გაიგო სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა ან რაზე უნდა ეფიქრა. აი წარმოიდგინეთ უცბად რაღაც საშინელება ხდება თქვენს ცხოვრებაში და გგონიათ რომ უარესი ვეღარაფერი მოხდება , მაგრამ მერე უცბად კიდევ ერთი ყუმბარა აფეთქდება და ის რაც საშინელება გეგონათ სასაცილოდ არ გყოფნით, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ ის ყუმბარა ერთი დიდი ბომბის ნაწილია და სადაცაა მთლიანად იფეთქებს და უარესი მოხდება . ლოდინი ყველაზე საშინელებაა . ათასი ვერსია გიტრიალებს თავში რას გამოიწვევს ის აფეთქება , წარმოიდგენ ყველაზე საშინელს მაგრამ ვარიანტები არ გელევა , ასე ხდებოდა დათო როსტომაშვილთანაც .
მე არ ვიცი იმ წამს მის თავში რა ხდებოდა , გულშიო ვიტყოდი მაგრამ განა გააჩნდა მას გული ?! თუმცა შემიძლია ვივარაუდო რომ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისი რომ სათქმელს წელავდა, ეშინოდა და განა სხვა გრძნობა შეიძლებოდა ჰქონოდა? ალბათ ვერც ექნებოდა . ახლა იფიქრებთ რისი ეშინოდაო! ჩემს აზრს აქაც არ დავიშურებ და გეტყვით , ეშინოდა რომ ის ზიზღი რომელსაც მოეწამლა უმიზეზო იქნებოდა და ის გრძნობაც რომელიც ბოლოს მისი ნაწილი გახდა ყველაზე დიდ ტანჯვად ექცეოდა .
- მოკლედ მეგობრებო , აი ამ ბიჭზე რომ ამბობენ რომანტიკოსიაო , კაროჩე მართალია რაა. გაგეცინება ბაბუც და მე და შენ ძმები ვართ .
ბოლო წინადადება ბაბუცასთვის ისეთი წარმოუდგენელი იყო, იმდენად შორს იყო მისგან რომ თითქოს არც ესმოდა . ექოსავით ჩაესმოდა .
- რა თქვი ? კაიფში ხარ შენ ეტყობა. ეს იყო ის რისი თქმაც მოახერხა.
- აი ძმაო ესეთი ფხიზელი ჯერ არ ვყოფილვარ. მოკლედ მამაშენი და დედაჩემი რუსეთში ცოტას მაიმუნობდნენ და აი მეც სახეზე ვარ . ფეხმძიმე გათხოვილა და როსტომაშვილმაც მაღიარა რა . ეს იყო და ეს. მამაშენმა არ იცოდა სანამ მოკვდებოდა მაშინ გაუგია , მეც ერთი კვირის წინ გავიგე .
-შანსი არაა.
- რატო ვითომ ცუდი ბიჭი ვარ თუ რა.
გაოცება თქვენ დუდუს სახეზე უნდა გენახათ . დანარჩენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
დივანზე ჩამოჯდა ბაბუცა , ვერ ხვდებოდა რა ექნა , რა ეთქვა , რა ეფიქრა . ზიზღი არც არასდროს ჰქონია მის მიმართა , გაურკვევლი გრძნობა ჰქონდა. ის იყო ადამიანი რომელმაც გაბედა და მის დას თითი დააკარა , უბრალოდ უნდოდა გაექრო , მოეშორებინა . ერთით ნაკლები მტერი ჰყოლოდა , მაგრამ იმ წამს ვერაფერზე ფიქრობდა . რამდნეიმე წუთი
ისხდნენ ჩუმად , მერე ისევ როსტოვსკიმ დაარღვია სიჩუმე.
-აი კატოს რაც შეეხება, ერთადერთი ადამიანია რომელმაც ჩემში ადამიანური ნაწილი დაინახა და თქვა , დამაფიქრა . ბოზ****************** ვიყო ერთადერთია რისთვისაც სიცოცხლე გადავწყვიტე ბოლოს, ეგ გოგო მინდოდა , მჭირდებოდა, მეკიდა ყველაფერი რაც იყო და იქნებოდა, ჩემი ცხოვრების ბოლო თვეები მარტო იმაზე ფიქრში გავატარე როგორ უნდა მომეხერხებინა ჩემთან რომ ყოფილიყო , მერე უცბად ეგ გავიგე და ჩემ*************** პირველად დავიბენი რაააა. ეხლა წარმოიდგინეთ რა პონტში ვარ საკუთარი და მიყვარს .
--ეეეეეეეეეეეეეეეეეე სიტყევბი ბიჭო. ბოლო წინადადება დაასრულა და იმ გასროლამაც არ დააყოვნა რომ ვახსენე . ტყვია ზუსტად იქით წავიდა საითაც უნდა წასულიყო მაგრამ მიზანს აცდა . გიორგი ბაბუციძე კი არასდროს აცილებდა მიზანს .
ერთ გასროლას მეორეც მიყვა და ამჯერად პირველზე უფრო ზუსტი იყო.
ბაბუცას გულში ცხელმა ტყვიამ უცბად გაიარა და უგონოდ დაეცა.
ბაბუცამ რომ ისროლა მეორე ოთახიდან როსტოვსკის ბიჭები გამოცვივდნენ ეგონათ დათოს ესროდნენ და ერთ-ერთმა საპასუხოდ გაისროლა , ბიჭები უცბად დაეხვივნენ თავზე , მეზობლებმა პატრული გამოიძახეს და უცბად საშინელი ქაოსი დატრიალდა. სანამ პატრული მივიდოდა დუდუმ და ბიჭებმა ბაბუცა კლინიკაში წაიყვანეს როსტოვსკი კი ისე გაქრა თითქოს იქ არც ყოფილა.
გიორგი ბაბუციძე დაჭრესო იმაზე უფრო მალე გავრცელდა ახალი ამბავი ვიდრე წარმოგიდგენიათ. თბილისური ჭორების ამბავი ალბათ უკვე იცით და არც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვერსიები გაგაკვირვებთ .
დამნაშავე ცხელ კვალზე აიყვანესო , კვალი ცხელი იყო თუ უკვე გაციებული მაგას ალბათ მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა , ვინმე ივან ბოკოვსკი მეორე დილით აეროპორტში აიყვანეს . ბევრი ვარაუდი არც პოლიციას დასჭირვებია მაშინვე აღიარა , რომ პირადი ანგარიშწორების საფუძველზე დაჭრა გიორგი ბაბუციძე და რუსეთში გაქცევას ცდილობდა.
განყოფილებაში რა მოხდა და ჩვენება როგორ მისცა დამნაშავემ ან გამოძიება როგორ მიდიოდა , მეც არ ვიცი , სიმართლე გითხრათ აღარც მიკითხავს , არც ჩავძიებივარ , ის უფრო მაინტერესებდა ბაბუციძე როგორ იყო ან როსტოვსკი სად იყო , რას იზამდა. ის კი ვიცი რომ დამნაშავე განძრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და დიდი ხნით პატიმრობაც მიუსაჯეს.



№1  offline წევრი nini :)

აუ ძალიან პატარა თავი იყოო...... მალე დადე შემდეგი და ასეთი პატარა არ იყოს გთხოვ..... ბაბუცა შემეცოდა.... მაგრამ რთულია როსტოვსკისთვის როგორია საკუთარი და გიყვარდეს..... მაგრამ დუდუ რას მოიმოქმედებს ამ ყველაფრის შემდეგ ეგაა საინტერესოოოო

 


შეიძლება ფიქრობთ რომ სპეცია heart_eyes ლურად ვაგვიანებ ან რამე ეგეთი მაგრამ , არ არის ეგრე . დაწერი მქონდა ისტორია ,დასრულებული , მაგრამ მერე რატომღაც გაგრძელება გადავწყვიტე და ახალ თავებს როგორც კი ვწერ მაშინვე ვდებ . ყოველთვის არ შემიძლია ზოგჯერ უბრალოდ არ გამომდის ამიტომაც ვაგვიანრბ ხოლმე, მადლობა შეფასებებისთვის და უკაცრავად შეცდომებისთვის . მიხარია რომ კითხულობთ ჩემს სისულელეებს

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

Dzalian kargi tavi iyo imedia axalic male iqneba. Warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent