შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 9)


30-09-2018, 00:57
ავტორი Painter
ნანახია 3 424

თავი 9


ბოლოს კარი გავაღე და ვაკოს ლოგინში ორი ადამიანი დავლანდე. ადგილზე გავშეშდი, სუნთქვა შემეკრა, ნაბიჯს ვეღარ ვდგავდი, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და ლოგინს მივუახლოვდი. ვაკო ლოგინის მეორე ნაპირზე იწვა, წოლის მანერით ვიცანი, მასაც ჩემსავით მუცელზე სძინავს. ლოგინისკენ ნელა მივდიოდი, სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი, ფეხი ლოგინის კუთხეს წამოვარტყი და ძირს დავეცი, იმხელა ბრახვანი გავადინე უცებ ორივე წამოხტა, შუქი აანთეს, ჩემის წინ თვალებდაჭყეტილი ძმა დავინახე რომელიც ჯერ კიდევ თვალებს იფშვნეტდა.
-არ არსებოობს! -თვალები დავაჭყიტე. -შენ აქ რაგინდა?
-ლაპარაკი ცოტა სხვანაირად რომ დაგეწყო უფრო გამიხარდებოდა შენი დანახვა, მაგრამ არ ვიცი რავიფიქრო ახლა რომ გხედავ შუაღამით, ვაკოს ოთახში. -მეუბნევა ნიკა სიცილით.
-როგორ მომენატრეეე! -ფეხზე წამოვხტი და ზედ შევახტი ნიკას. ისიც მიხაროდა ნიკა რომ ჩამოვიდა, მაგრამ ის უფრო გამიხარდა ვაკოს ლოგინში ჩემი ძმა რომ იწვა და არა ის ალქაჯი.
-მეეც პრინცესა. -ხელები მაგრად მომხვია, მერე დამსვა.
-აქ რაგინდა? -ვაკომ სიცილით მითხრა.
-მეე... -არ ვიცოდე რა მეთქვა, გაშტერებული ვუყურებდი ვაკოს და ვერაფერს ვამბობდი.
-შენ არ იცოდი რომ მოდიოდა? -ვაკოს შეხედა ნიკამ.
-არა ტოო. რომ მცოდნოდა ჩემთან დარჩენას არ შემოგთავაზებდი... აა მივხვდი საქმე რაშიც არის. -ვაკომ გადმომხედა და სიცილი დაიწყო. -ნიაკომ იეჭვიანა, როგორც მან მითხრა, ჩემი ყოფილის ლაპარაკი გაიგო, თურმე ჩემს შემოტყუებას აპირებდა ლოგინში, ხოდა უეჭველი შენს დას ეგონა რომ მოახერხა სალომ თავის გეგმის განხორციელება და ესეც ამ შუაღამისას დამადგა სახლში, ხელში კიდე შენ შემორჩი. -ორივემ სიცილი დაიწყო. როგორი მიხვედრილი შეყვარებული მყავს.
-რა აზრები გიტრიალებთ ამ ქალებს თავში ტოო. -სიცილისგან ნიკამ რამის იატაკზე დაიწყო ფორთხიალი.
-ნუ დამცინიხართ რაა. ვერ დავიძინე და რამექნა. თან ისე ლაპარაკობდა ეგ გოგო მართლა ჩანდა გამკეთებელს. -იმდენი იცინეს ბოლოს ძლივს გავაჩერე.
-მოდი ჩემთან -ხელები მომხვია ვაკომ. -როგორ იფიქრე რომ იმას შეეძლო ლოგინში ჩემი შეტყუება, -თავიდან დაიწყო სიცილი.
-ოო კარგი გეყოფათ რაა.
-აუუ ბიჭო წარმოიდგინე ამის სახე, შენს გვერდით რომ ვიღაცას დაინახავდა. -არ ჩერდებოდა ნიკა.
-გაგებუტებით ეხლა თუ არ გაჩერდებით. -განხვუცხადე თუარა ეგრევე გაჩუმდნენ, ისე გაბუტვა მართლა ცუდი ვიცი, ჩემს ძმას გამოცდილიაკვს ჩემი გაბუტვები.
-კარგი ხოო. -ყელში მაკოცა ვაკომ.
-ამაზე მიჩვევა მჭირდება ჯერ. -თვალები გადაატრიალა ნიკამ. -ამ დროს კარებზე ზარმა დარეკა.
-აუ უეჭველი ლაშაა, გაიგო ალბათ რომ წამოვედი და მომადგა ახლა აქ.
-გავაღებ მე. -კარებისკენ წავიდა ვაკო. ჩემს ძმას მაგრად ჩავეუტე და ჩვენც გავყევით უკან. გაღიმებული მივდიოდი კარისკენ ჩემ ძმას მიხუტებული. ღიმილი სახეზე შემაშრა, შემს წინ სალომე რომ დავინახე რომელიც ჩემს ბიჭს კოცნიდა. ვაკო ცდილობდა მოეშორებინა ეს დეგრადირებული ადამიანი, მაგრამ ისე ებღაუჭებოდა, ხელებს ვერ აშვებინებდა ვაკო. ისეთი სანახაობა იყო რამის სიცილი დავიწყე. მაგრამ ჩემი სიცილი სიბრაზემ გადაფარა, რასაც ნიკაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, ბოლოხმაზე დაიწყო სიცილი, უცებ სალომე ვაკოს მოსწყდა და გაშეშდა როდესაც ჩვენ დაგვინახა, ნიკას სიცილზე მეც გამეცინა, ორივე გიჟებივით ვხარხარებდით. სამზარეულოში სიცილით გავედი, წყალი ავიღე და ისევ სიცილით მათკენ წავედი. ვაკოს პირი მოვბანე წყლით, ხელით გავუმშრალე და ვაკოცე. მერე სალომეს შევუტრიალდი, ხელი ლოყებზე მაგრად მოვუჭირე და ტუჩები წინ გამოვაწევინე.
-მომისმინე ქალბატონო სალომე, ჩემს ბიჭს კიდევ თუ გაეკარები, ამ ლამაზ ტუჩებს მოგაჭრი გაიგე? ახლა კი გაეთრიე აქედან და აქ მოსული მეორედ აღარ დაგინახო, ყელში ამოვიდა შენი ვიზიტები! -ძალიან წყნარად და ღიმილით ვუთხარი, ჩემი სიმშვიდის მე თვითონ მიკვირდა. ლოყებზე მოკიდებული ხელით, უკან გავაქნევინე თავი და გასასვლელისკენ ვუბიძგე, კარების ზღურბლს როგორც კი გადასცდა მაშინვე კარები მივუჯახუნე. უკან შემოვბრუნდი, პირდაღებულ ნიკას და ვაკოს სახეს რომ წავაწყდი ისევ სიცილი დავიწყე.
-ეს ვინ მყოლია ამდენი წელი სახლში და არ ვიცოდი. -წარრბები მაღლა ასწია ნიკამ. -საღოლ დაო, აი ეს მესმის.
-შენ...
-შენ ხმა არ ამოიღო ცოტახანი, გაბრაზებულივარ. -შევაწყვეტინე ვაკოს ლაპარაკი.
-მაგრამ...
-ჩუუ მეთქი.
-აუ ნიი რამე ჩხუბი თუ მომივა პადეშკას მომცემ? -სიცილი დაიწყო ნიკამ.
-ძალიან სასაცილოა. -დავეჯღანე. სავარძელზე დავჯექი და ბიჭებს შევხედე, ორივე ტრუსიკიანი იყო, ჩემს ნამოქმედარზე ჩავფიქრდი და გამეცინა. საღოლ ჩემო თავო, რამდენი შეგძლებია. -კარგი წავედი ახლა მე, არ მინდა ჩემი ლაშა ვანერვიულო. -კარები ისე გავიხურე არც დავმშვიდობებივარ. უკვე თენდებოდა, გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი სახლმადე, ფიქრებში ვიყავი გართული, უცებ ვიღაცამ ხელი მომკიდა მკლავზე და ძალაუნებურად წამოვიყვირე.
-ნიაკო მე ვარ დაწყნარდი. -წინ დამიდგა რატი. ბაკურიანში რომ გავიცანი ის რატი.
-შემაშინე.
-მაპატიე არ მინდოდა. როგორ ხარ?
-რავი ვარ რა შენ?
-მეც ეგრე, ამ დილაუთენია რაგინდა რუსთაველზე რომ დასეირნობ.
-სახლიდან გამომაგდეს. -ბიჭი გამოშტერდა. ვიცი ხოო რომ უკბილო ხუმრობა იყო. -კარგი მე წამოვედი ცოტახნით, ახლა სახლში ვბრუნდები. შენ რას აკეთებ აქ? აქ ცხოვრობ?
-არა მე ვაკეში ვცხოვრობ. გოგოსთან ვიყავი და ეხლა გამომაგდო, ჩემი მშობლები ჩამოდიანო. -სიცილი დავიწყეთ.
-ვიზიარებ! -გავუცინე. -კარგი რატიკო წავედი მე. შეხვედრამდე.
-კარგად! -მიხარია სხვა ბიჭებივით რომ არ დაიწყო სახლში გაგაცილებო, ისაო, ესაო. სახლში როგორც კი მივედი ეგრევე დავიძინე.
არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, თვალები რომ გავახილე საშინლად მტკიოდა.საათს დავხედე, საღამოს რვა საათი იყო. -ჯანდაბა ამ დრომდე როგორ მეძინა, ან რატომ არავინ გამაღვიძა. -წამოვხტი და სამზარეულოში გავედი, იქ არავინ იყო, მერე მისაღებში, არც იქ არიყვნენ. -სად გაქრნენ ეს ხალხი ნეტა. -ეზოში გავედი და ყველა იქ იყო, ჩემი ძმებიდან დაწყებული, დით, ვაკოთი და ბავშვებით დამთავრებული, ყველა ლიას ეხუტებოდა.
-ჩემმა წიწილამ გაიღვიძაა. -შემსკენ წამოვიდა ლაშა და მაგრად ჩამეხუტა. -გუშინ მგონი პიჟამოს შორტის ჩაცმა დაგავიწყდა. -ყურში ჩამჩურჩულა.
-რაა? -ვერ მივხვდი რა მითხრა, მერე დაბლა დავიხედე, ტრუსიკიანი ვიყავი. -ვაიმე დედაა, ლაშაა არ გაიწიო თორემ მოგკლავ. -ლაშას ამოვეფარე და უკან უკან გავედი ოთახში. ლაშასაც თან მივათრევდი.
-იქ ვინც იყო ყველას ყავხარ ტრუსიკში ნანხი რადაგემართა. -სიცილი დაწყო.
-აქამდე არ ვყავდი მაგრამ ეხლა ვყავარ. -კარგი მიდი გადი ჩავიცმევ. -ოთახიდან გავაგდე, კარები მივხურე, მაგრამ უცებ შემოაღო ვაკომ. -ვაკო შეიძლება ერთად ვართ, მაგრამ კარებზე მაინც დააკაკუნე ხოლმე, შეიძლება ტანსაცმელს ვიცვლიდე და სულ შიშველი ვიყვე.
-სულ შიშველიც მყავხარ ნანახი. -გაიღიმა, წელზე ხელები მომხვია და მაკოცა. -გუშინ შენ რომ წახვედი სალომე კიდევ მოვიდა იციი?
-რააა? -თვალები დავაჭყიტე, -ნუ მეღადავები.
-მართლა გეუბნევი. -სერიოზულად ლაპარაკობდა.
-მერე?
-მოვიდა,ჩამეხუტა, ძლივს წავიდა ის მათხოჯი და მრტო დავრჩითო მეუბნებოდა. -ეხლა მართლა დამეჯერება, მათხოჯი რომ თქა მაშინ გავიგე იმ ალქაჯმა. -მე ვუთხარი წადითქო მაგრამ თავი გაიგიჟა შენ მინდიხარო და არ წავალო, მერე ტანსაცმელი გაიხადა, მე კიდე კაცივარ, ცდუნებას ვერ გავუძელი დაა... ხო ხვდები რაა. -გაშტერებული ვუყურებდი, თვალები ცრემლით ამევსო, ვეცადე არ მეტირა, მაგრამ თავისით გადმომცვივდა ცრემლები. სიტყვებით ვერ ავღწერ მაშინ რა ვიგრძენი, თავი დაბლა დავხარე რომ არ დაენახა იმ იდიოტს რომ ვტიროდი, მაგრამ მაგას რას გამოაპარებ. -ნიი ტირიი?
-არაა.
-გეხუმრე გოგო, -თავი ამაწევინა. -შენ მართლა დაიჯერე სულელო? -ხელები მომხვია და ჩამეხუტა. -ხომ გითხარი არ გიღალატებთქო, გეხუმრე პატარავ, დაწყნარდი რაა.
-ნამდვილი ვირი ხარ. ბიზნესზე კიარა სამსახიობოზე უნდა ჩაგებარებინა. -ვბუტბუტებდი ჩემთვის. გავიგონე როგორ ჩაიცინა. -მაგ ალქაჯზე აღარ მეხუმრო იცოდე. -თავი მის ყელში ჩავრგე და ყელზე ვაკოზე.
-კარგი მაპატიე, არ ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა, თორემ ხმას არ ამოვიღებდი. -მე ხელები მაგრად მოვხვდიე და ვაკოცე. -ისე რა ქაჯიხარ ტოო. გუშინ ისე გააგდე ხმაც არ ამოუღია.
-ღირსი იყო, ვერასდროს შევეგუები იმას რომ შენ ტუჩებს ვინმე შეეხოს შემს გარდა.
-მაგას წესით მგონი მე უნდა გეუბეოდე. -გაიცინა.
-ჩემ ყოფილმა რომ მაკოცოს რას იზავ?
-მოვკლავ.
-ხოდა მეც ცოტა მაკლდა ეგ შენი სალო რომ მომეკლა. -გაიცინა და ხელები უფრო მაგრად მომიჭირა.
-ჩემი არ არის. ჩემი მარტო შენ ხარ.
-ხოდა ეგრე.
-როგოორ? -უკანალზე ხელი მაგრად მომარტყა.
-მეტკინა ვიროო. -ხელი მოვისვი იმ ადგილზე სადაც მომცხო.
-არაუშავს გაუძლებ. -გამარჯვებულის სახით გაიღიმა და ნაზად მაკოცა. მის კოცნაზე ყველაფერი რატომ მავიწდებაა? ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება მაქვს რომ პირველად მკოცნის, ან პირველად მეხება. ეს კიდე მეც მაგიჟებს და მასაც. -მიდი ახლა ჩაიცვი და სადღაც უნდა წავიდეთ.
-საად?
-რომ მივალთ ნახავ!
-აუუ მითხარი რა?!
-არათქო! გავალ და მალე ქენი, დაგელოდები. -ისევ ტრა*ზე მომარტყა ხელი და გავიდა. რა უნდა ამ ჩემი უკანალისგაან? ცხოვრებაში ამდენი არ მომხვედრია რამდენიც ახლა. ჯინსის მოკლე მაღალწელიანი ქვედაბოლო, გრძელი ბორდოსფერი ტოპი და ასევე ბორდოსფერი კეტები ჩავიცვი. ყველას ჩავეხუტე, მოვესიყვარულე, დავემშვიდობე და ვაკოს გავყევი.
-იციი ყველაზე მეტად ზაფხული მიყვარს. -მანქანაში ჩუმად ყოფნა არ შემეძლო და თავში პირველად რაც მომივიდა ის ვთქვი.
-რატომ?
-იმიტომ რომ ნახევრად ტიტლიკანა დავდივარ. -გავიცინე. -ანუ შორტები, კაბები, სარაფნები და ასე შემდეგ. ზამთარში კიდე ისეთი ჩაფუთნული ვარ კურტკაში აღარ ვჩანვარ ხოლმე.
-მე ყველა სეზონი მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა. -მხრები აიჩეჩა.
-აუ ვაკოო...
-გისმენ პატარავ.
-რაღაცას გეტყვი ოღონს არ გაბრაზდე.
-გააჩნია რას მეტყვი.
-კაი არაუშავს მაინც გეტყვი. ბაკურიანში რომ ბიჭი გავიცანი გახსოვს? რატი.
-კი მერე.
-გუშინ ვნახე.
-სად ან როდის? -ხმაში გაღიზიანება შეეტყო.
-აუ რა სად როდის გამახსენდა. -სიცილი დავიწყე სიტუაცია რომ განმემუხტა. -გახსოოვს ადრე რომ გადიოდა გადაცემა, რა? სად? როდის? რა დებილობა იყო.
-ნიაა, სერიოზულად.
-კარგი ხოო. გუშინ რომ გამოვედი თქვენგან, სახლში მივდიოდით და მაშინ შემხვდა, ცოტა ვილაპარაკეთ და მე სახლისკენ წავედი.
-კარგი, -ვაა ვაკო ნახე რა, რა მშვიდად შეხვა ამ ამბავს, მაშინ რამის ტელეფონიდან გადმომიხტა სახლში წადიო. -აუ ნიი.
-ჰოუ...
-ეგეთი მოკლე კაბა აღარ ჩაიცვა რა, მე რომ გიყურებ თავს ძლივს ვიკაბევ და არ მინდა სხვებმაც იგივე იფიქრონ შენზე.
-მართლაა? -ქვედაბოლო უფრო მაღლა ავწიე და ვაკოს შევხედე სიცილით. ჯერ ფეხებზე შემომხედა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და თავის ლურჯი თვალები შემომანათა.
-მაგიჟებ ნიაა.
-მხოლოდ შენთვის ჩავიცმევ ხოლმე. -ამაყად ვთქვი. -აუ დავიღალე რაა მალე მივალთ?
-ათ წუთში.
-მთელი დღე მეძინა ახლა როგორღა დავიძინო?
-ვერც დაიძინებ. -თვალებში ჭინკები უთამაშებდნენ. უცებ ტელეფონზე დამირეკეს, ნინი იყო.
-გისმენ ნინჩკ.
-აუუ სად წაგათრია ვაკომ რაა?!
-რაიყო რამოხდა?
-შენთან სალაპარაკოდ მოვედი, მაგან კიდე წაგიყვანა სადღაც. -ბუძღუნებდა ნინი.
-აქ მითხარი მიდი!
-თუ ვაკოც მანდაა არ შეიმჩნიო იცოდე.
-კაი.
-ორსულად ვარ. -ეგრევე მომახალა.
-უიი ხოო გოგო, კარგი მაშინ მერე გადმოგირეკავ, მშვიდად დაო, უფროსწორედ მშვიდობით. -ეგრევე გავუთიშ. აღარაფერს ვამბობდი, ნინიზე გადავერთე და მის ბავშვზე, ახლა რაუნდა ქნას?
-ნიააა, აქ ხაარ?
-კი კი.
-მოვედით. -წინ გავიხედე და ძალიან საყვარელი სახლი დავინახე, პატარა საყვარელი ეზოთი. -ეს ჩემი სახლია. პირველი ხარ ვინც აქ მოვიყვანე. -ხელი გადამხვია და სახლს გახედა.
-ძალიან ლამაზია, შიგნიდან მაინტერესებს საშინლად. -ვაკოს გაეცინა და სახლში შემიყვანა. ძალიან ლამაზი და მყუდრო იყო. დიდი სიამოვნებით ვიხცოვრებდი აქ ვაკოოსთან ერთად. -ძალიან მომწონს, შენ მოაწყვე?
-რათქმაუნდა.
-აუ მშიაა, -თავისით წარმოვთქვი ეს სიტყვები. მთელი დღე მეძინა და მომშივდებოდა აბა რაიქნებოდა.
ვაკომ სალათა გაიმეკთა, მერე კვერცხი შემიწვა ისეთი როგორიც მიყვარს, ისე გემრიელად ვჭამე, ახლა, ამ წუთას ამაზე გემრიელი არაფერი მომეჩვენებოდა.
-ნინი რას შვები აბა. -ვაკო სააბაზანოში იყო შესული, მე კი ნინის დავურეკე.
-აუ რავი გოგო, მინდა რომ ვუთხრა ვაჩეს მაგრამ არ ვიცი რა რიაქცია ექნება.
-ჩემი აზრით ძაან გაუხარდება, ნუ ნერვიულობ რაა. -ვამშვიდებდი ჩემს ჭკუაში დაქალს.
-კაი მაშინ დღეს ვეტყვი.
-მიდი ხოო უეჭველი და გამამგებინე ეგრევე იცოდე.
-რა ხდება ნიი? -უკნიდან ვაკოს ხმა გავიგე.
-არაფერი.
-ნუ მატყუებ მაინც.
-კარგი გეტყვი ოღონდ ვაჩეს არ უთხრა კარგი? -სამი თითი მოვიკიდე ყელზე.
-კარგი. -მითხრა ინგლისურად და გვერძე მომიჯდა.
-ნინი ორსულად არის და ნერვიულობს როგორ ვუთხრა ვაჩესო.
-ღადააობ? რა ანერვულებს გოგო? ვაჩეს მაგრად გაუსწორდება რომ გაიგებს. მალე ძია გავხდები ეე. ასწორებს. -გაიცინა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-აუ ხოო. -ტელეფონი უნდა ამეღო და ამ დროს დარეკა ზუსტად ნინიმ.
-ნიი ვუთხარი და ძაან გაუხარდა, მალე ჩამოდით რომ ავღნიშნოთ! მერე მოგიყვები ყველაფერს დაწვრილებით. -ისეთი ბედნიერი ხმა ჰქონდა მეც ვიგრძენი მისი ბედნიერება.
-რა მაგარიააა! მალე ჩამოვალთ გპირდები კუს. წავედი ეხლა გკოცნი. -ტელეფონი გავუთიშე და ვაკოს გაბრწყინებული სახით შევხედე.
-ხომ გითხარი გაუხარდებათქო. -გაეღიმა. -ისე არ გინდა ჩვენც გავაკეთოთ ბავშვი? -სიცილით მეუბნევა და კალთაში მისვავს.
-მგონი დედობისთვის ჯერ პატარა ვარ. -წარბები ავათამაშე. -მგონი შენ ბავშვის გაკეთების პროცესი გინდა და ამისთვის ბავშვს იმიზეზებ.
-ორივე მინდა. -ტუჩებში ჩამაფრინდა. -მომენატრე. -მერე ტუჩები ყელზე გადაიტანა.
-მეც მომენატრე. - ქვედაბოლო ამიწია და ერთი ხელი უკანალზე მომიჭირა, მეორე კი ტოპის შიგნით შეასრიალა. ხმების დასაოკებლად მის ტუჩებს მივმართე და უფრო მეტად ავეკარი ტანზე, წარმოვიდგინე როგორ სასიამოვნოდ ჩაივლიდა ეს ღამე, ვაკო მინდოდა მთელი სხეულით აქ და ახლავე. ბიუსჰალტერი შემიხსნა და თავის თბილი თითები ნაზად მომიჭირა მკერდზე, ერთმანეთით ვიყავით გატაცებული და ამ დროს კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა, თავიდან ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ ის ვიღაც ახლა ბრახუნზე გადავიდა, რამის კარები ჩამოიღო. -ჯანდაბა ახლა რომ იქ სალომე იყოს მივახრჩობ გეფიცები. -ვაკომ სიცილი დაიწყო. -ნუ იცინიხარ, მოდი ეს შემიკარი. -მისკენ ზურგით მივბრუნდი და ბიუსჰალტერზე ვანიშნე, ორ წამში შეკრა და კარისკენ წავიდა.
-დამეხმარეთ გთხოვთ! -კარებისკენ გავიქეცი, ვიღაც ახალგაზრდა გოგო დავინახე, ასე 18 წლის, სულ სისხლში იყო ამოსვრილი. -ჩემი შეყვარებული... ის... იქ არის უგონოდ, დამეხმარეთ გეხვეწებით! -ხელი გზისკენ გაიშვირა. გოგო ძლივს სუნთქავდა და ცრემლებს აფრქვევდა.
-რა მოხდა გვითხარი?! -ვაკო მკლავებში სწვდა იმ საწყალს. -ნია მანქანის გასაღები აიღე და წამოდი! -გოგო ფეხზე წამოაყენა. -წამოდი სად არის შენი მეგობარი გვანახე! -გოგომ თავი დაუქნია და წინ სირბილით გაუძღვა ვაკოს. მე სახლი გადავკეტე, ვიცოდი აქ რომ არ დავბრუნდბეოდით დღეს. მანქანაში ჩავჯექი და მათკენ წავედი. -ნია უკანა სიდენიაზე რამე დააფინე! -მიყვირის შორიდან და ხელით ვიღაც ბიჭს მოათრევს, მგონი დაჭრილია, სულ სისხლშია ამოსვრილი. “ბაგაჟნიკში” რაც ვნახე ის ავიღე და უკანა სიდენიაზე გადავაფარე. ვაკომ ის ბიჭი დააწვინა, ის გოგოც უკან ჩახტა, მე წინ დავჯექი და ვაკომ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-რა გქვიათ? -მივუბრუნდი უკან გოგოს რომელიც ბიჭს იარაზე ხელს აჭერდა და შეუჩერებლად ტიროდა.
-მე ანი, მას კი გიგი. -ძლივს ამოღერღა ეს სიტყვები.
-კარგი ანი დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნბება კარგი? სავადმყოფოში მალე მივალთ, გიგიც გამოჯამრთელდება. -ვცდილობდი დამეწყნარებინა, მაგრამ უფრო უმატებდა ტირილს.
-ყველაფერი ჩემი ბრალია! -ქვითინებდა გოგო.
-ეს ვინ გააკეთა იციი? -სარკიდან გახედა ვაკომ.
-კიი თოკა ქვია, ყველაზე საზიზარი ადამიანია ვინც კი მინახავს. გიგიმ და მან ჩემს გამო იჩხუბეს, მე და გიგი დიდიხანია ერთად ვართ, ის მაფრთხილებდა რომ თავი შორს დამეჭირა თოკოსგან მე კი არ ვუჯერებდი. მერე კი იჩხუბეს და მან დანა დაარტყა გიგის. მას რომ რამე მოუვიდეს თავს მოვიკლავ. -ისევ ტირილს განაგრძობდა. ოხ ეს თინეიჯერები რაა, დებილი კი არ ვიყავი ჩემ ძმას ყველაფერს რომ ვუჯერები მაგ წლებში, თორემ აქამდე ან ციხეში იჯდებოდა ვინმეს მკვლელობისთვის ან საფლავში იწვებოდა.
-თავს ნუ იდანაშაულებ, გიგის არაფერი მოუვა ძლიერი ბიჭი ჩანს. -მართლაც ასე ჩანდა. ნახშირივით შავი თმები და წარბები ჰქონდა. გამოყვანილი ყბები, ძალიან სიმპატიურიიყო. ცოდოა ასეთი სილამაზის დაკარგვა ვიღაც ქარაფშუტა გოგოს გამო. ოხ ნია ესენი რა დღეში არიან და შენ რეებს ფიქრობ, ვეუბნეობდი ჩემს თავს ფიქრებში. მალე სავადმყოფოშიც მივედით. ბიჭი საოპერაციოში გააქანეს, ჩვენ მის მშობლებს დავურეკეთ, მთელი ღამე მოსაცდელში, ექიმის პასუხის მოლოდინში გავატარეთ.




მგონი ისეთი ვერ გამოვიდა როგორსაც ვგეგმავდი და ელოდით, მაპატიეთ თუარმოგეწონებათ :დდ ყველანაირ შეფასებებს ველოდებიი. <33



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

გიგი შემეცოდა, სულელი გოგოს გამო არ უნდა კვდებოდეს არცერთი ახალგაზრდა????

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ეხლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონააა მალე დადეე

 


№3  offline წევრი ნორმი

ძალიან კარგი იყო
--------------------
მორფეოსი

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

მაინც კარგი გამოვიდა

 


№5  offline წევრი samudamod tqventan

Kargi tavi iyo .rom eubneboda tavi daanebeo ar daaneba da axla yaros niangis cremlebi suleli gogo .yvela simpatiuri bichi mecodeba me sawyals

Ninikos ambavi gamixardaaa

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკო

აუუ მე ხომ გავარტყი არაა :)))

 


№7  offline წევრი Painter

სტუმარი მარიკო
აუუ მე ხომ გავარტყი არაა :)))

კიი, "ჩემს გულში იჯექი" :დდდდდ

samudamod tqventan
Kargi tavi iyo .rom eubneboda tavi daanebeo ar daaneba da axla yaros niangis cremlebi suleli gogo .yvela simpatiuri bichi mecodeba me sawyals

Ninikos ambavi gamixardaaa

მეეც, ამ მეტიჩარა გოგოების გადამკიდე :დდდ

სტუმარი მარიამი
ეხლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონააა მალე დადეე

ვეცდებიი <3

 


№8  offline წევრი sofi_sofiaa13

ეს რატი მაწუხებს უკვე რაა
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent