შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეც შემიყვარდა. (თავი პირველი)


3-10-2018, 12:33
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 675

ცხოვრება მოულოდნელობით აღსავსეა. ის თავისი რიტმით მიედინება მაშინაც კი როცა ყველაფერი დაგეგმილი გაქვს. ის სასტიკად გვეთამაშება და ამ თამაშში რაც პირველად ხდება არ გვავიწყდება: პირველი შემოხედვა, პირველი ღიმილი, პირველი აღელვება, პირველი სიყვარული, მაგრამ არსებობს კიდევ პირველი იმედგაცრუება, პირველი ცრემლი და პირველი წაქცევის ტკივილის შეგრძნება. ისეთი ტკივილის რომელიც გაფიქრებინებს რომ ვეღარასდროს შეძლებ ფეხზე წამოდგომას და ვეღარავის ენდობი. ეჩვევი იმას რომ ამ ტკივილს ვერავინ მოგიშუშებს და მოგიწევს მასთან ერთად იცხოვრო. ამას ამბობს პიროვნება რომელმაც ეს ყველაფერი გამოსცადა. სწორედ იმ დროს როცა ვიფიქრე რომ ბედნიერი ვიყავი, საშინელება მოხდა. ყველაფერი რაც ათი წლის მანძილზე ბედნიერს მხდიდა შავმა ფერმა მოიცვა. მაშინ ვიგრძენი პირველი ტკივილი, რომელსაც მშობლების დაკარგვა ერქვა. ჯერ კიდევ ბავშვი, ვიაზრებდი იმას რომ ამ ტკივილით მთელი სიცოცხლე უნდა მეცხოვრა. დროის სვლასთან ერთად ვგრძნობდი რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი და ჩემი ძმების ასატანი იყო. იმ საშინელი დღის მერე მხოლოდ ისინი მედგნენ გვერდით. მათ მასწავლეს ყველაფერი. მათმა მცდელობამ რომ ყველაფერი დაგვევიწყებინა დამაფიქრა და მიმახვედრა რომ ეს მხოლოდ ჩემი ტკივილია და ის აქ მარცხენა მხარეს სადღაც სიღრმეში უნდა შემენახა, მაგრამ ვერ შევძელი, ყველა ლაღ გოგოს ხედავს მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ ვარ. ნუ გამკიცხავთ თუ გეტყვით რომ 12 წლის მერეც ისევ ისე მტკივა. არა ის რომ ჩემს გვერდით არ არიან, ნაწილობრივ ესეც მაგრამ უფრო ის რომ ჩემთვის უცხოა მშობლებუს სიყვარული, არვიცი რას ნიშნავს მათი გვერდში დგომა. არ უსწავლებიათ რა გავაკეთო როცა თავს მარტო ვიგრძნობ. ამიტომ ჩემთვის დაუჯერებელია სიყვარული. მაგრამ არა წარმოუდგენელი, თუმცა მე ცხოვრებისეულ სიყვარულზე ვამბობ. სიყვარულზე რომელზეც ყველა ოცნებობს მაგრამ არა მე, რადგან არ მჯერა რომ ის სიცოცხლის ბოლომდე გასტანს და არასოდეს გატკენს. თუმცა ყველას თავისი ისტორია აქვს ეს კი ჩემი ისტორიაა.....
დილას ტელეფონის გამყრუებელი ხმა მაღვიძებს. არ დამიხედავს ვინ იყო ისე ვუპასუხე. უკვე მზად მქონდა უამრავი საშინელი წინადადება რომელსაც ერთი ამისუნთქვით მივაყრიდი მაგრამ ვინ დაგაცადა ტელეფონში ნაცნობმა ხმამ იწივლა. -ანასტასიაააა... არ მითხრა რომ გძინავს ახლავე კაფეში გაჩდი, თორემ აი ამ ყველა შეკვეთის ფურცელს დავხევ ცეცხლს მოვუკიდებ და მთელ კაფეს გადაგიწვავ.
-მარიამ, ამოისუნთქე მაინც. არაფერსაც არ იზავ. ამიხსენი რა ხდება.
-ვიღაც იდიოტი მოვიდა. ტორტის სურათები დამიყარა დახლზე და მითხრა დღის ბოლოს მზად უნდა იყოსო
- მერე რა გავაკეთებ. მოვემზადები და მოვალ...
-მგონი თავი რაღაცას მიარტყ ხო? მკითხე მაინც რამდენია?
-კარგი, მარიამ რამდენი ტორტი გვაქვს გასაკეთებელი?
-რა მშვიდად საუბრობ, 5სახეობის სხვადასხვა მორთულობის ტორტია, გესმის, ძალიან მაინტრესებს ეხლაც მშვიდად მიპასუხებ.
-რა? ამდენს როგორ მოვასწრებ?
-ხო მეც ეგ მაინტერესებს. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომელი საათია?
-რას გულისხმობ?
-ღმერთო ჩემო, გოგო სახლში საათი გაგიფუჭდათ? თერთმეტია უკვე. სასწრაფოდ ადექი და აქ მოდი.
ტელეფონი გამითიშა, ჯანდაბა რამ დამაძინა. მალე მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. სამზარეულოში შევედი, -კიდევ ცოტა ხანს გძინებოდა არა? -მითხრა ცოტნემ და მაშინვე მივხდი რაც იგულისხმა.
-ცოტნე არაბულო ვერ გადამირჩები. მოგკლავ გესმის, ოღონდ ეხლა არა მეჩქარება, შევჭამ და გავდივარ.
-მამიდააა.... ოთახში ლიკა და ანდრეა შემოვიდნენ, ვგიჟდები ამ ბავშვზე. -დილამშვიდობისა ჩემო სიხარულო. -ბავშვი კალთაში ჩავისვი და მოვეფერე. -ტასო ჩამოსვი გაგსვრის. სასეირნოდ მყავდა, ფეხსაცმელი არ გამოუცვლია. -საუბარში ჩემი რძალიც ჩაერთო, ძალიან თბილი გოგოა, ის რომ არა არ ვიცი დამიანეს რა ეშველებოდა. ანდრეა მას მივუყვანე ყავა დავამთავრე და წასასვლელას მოვემზადე. როცა დამიანემ გამაჩერა.
-ტასო, დღეს საღამოსთვის არაფერი დაგეგმოთ შენ და მარიამმა, ჩემი ძმაკაცი კომპანიას ხსნის აქ და გახსნაზე გვეპატიჟება, თან შეიძლება მომავალი პარტნიორები ვიყოთ და ხომ ხვდები აუცილებელია რომ ყველა იქ ვიყოთ.
- ძვირფასო ძამიკო, ეს კი გასაგებია მაგრამ ვერ დაგპირდებით რამდენად შევძლებ მოსვლას.
-რატომ? -მკითხა დამიანემ.
-ეს შენს ძმას კითხე. -ვუთხარი და ცოტნეს მკვლელი მზერით გავხედე.
-რა ხდება ამიხსენი გოგო ნორმალურად.- მითხრა გაოცებულმა.
-რადა ამ საზიზღარმა მაღვიძარა გამომირთო და ჩამეძინა ახლა კი კაფეში გავრბივარ სადაც უამრავი შეკვეთა მელოდება. არამგონია დღეს ცოცხალი გადავრჩე. ახლა გასაგებია. წავედი მე.
-კი მაგრამ ტასო.... - სიტყვა არ დავამთავრებინე ისე დავტოვე სამზარეულო. მანქანაში ჩავჯექი და კაფეში წავედი. იქ მისულს სრული ქაოსი დამხვდა. მომსახურე პერსონალი კაფე-ბარში ტრიალებდა მარიამი კი სამზარეულოში. უკვე ერთი წელია რაც ეს კაფე-საკონდიტრო გავხსენით. ჩემს ძმებს კი უნდოდათ რომ მეც მათსავით კომპანიას ჩავდგომოდი სათავეში მაგრამ არ მიზიდავდა ეს ყველაფერი. ახლა ვგრძნობ რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან აქ თავს მშვიდად ვგრძნობ და მიყვარს ეს საქმე. მაგრამ დღევანდელ სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე აღარ ვიცი. სამზარეულოს კარებში ვიდექი და ვუყურებდი როგორ გიჟდებოდა მარიამი თანდათან. რაზეც გამეღიმა, ეს კი მას არ გამოპარვია. -ანასტასია, რა გაცინებს გოგო, მოდი მომეხმარე. გავგიჟდები მალე, ყველაფერი თავზე გვაყრია.
-მაგას ვხედავ. -ვუთხარი და ისევ გამეღიმა , წინსაფრის მორგება დავიწყე. -რას ხედავ ერთი, რაც მოხვედი სულელივით იცინი. რამე ხდება? -მკითხა გაკვირვებულმა. -კი ხდება! -ვთქვი და ბისკვიტის მომზადებდა დავიწყე. -მითხარი მალე რა ხდება.
-ჯერ ის მითხარი შეკვეთის ფურცლები სადაა? ვნახავ ერთი რას ვაკეთებ დღეს.
-აი აქ დევს აიღე. - ტორტის ნიმუშები მომაწოდა, დიდი არაფერი იყო. ყველა ერთნაირი ფორმისაა რაც აადვილებს საქმეს, განსხვავება მორთულობაშია რასაც დიდი დრო მიაქვს. მაგრამ რას ვიზამთ. აი შემკვეთის სახელიც.
- მაშ ასე, ქალბატონო მარიამ რა ხდება და, ჩემი ძმის ბავშვური საქციელისა და ვინმე ალექსანდრე დევდარიანის გამო დღეს მაგარ საღამოს გამოვტოვებთ.
-უფრო გარკვევით რომ ამიხსნა. ხომ იცი ჩემი ტვინი ლოგიკაში მოიკოჭლებს.
-მოკლედ, დამიანეს ძმაკაცი კომპანიას ხსნის და წვეულებას აწყობა, ჩვენც გვეპატიჟება. მაგრამ პატარა ბავშვმა ცოტნემ, მაღვიძარა გამომირთო, ადრე ვერ ავდექი სამსახურში დავაგვიანე , შეკვეთაც გასაკეთებელია და ამისთვის 7საათი გვაქვს. ამიტომ ლოგიკურად...
-ლოგიკურად ჩვენ დღეს აქ მოგვიწევს ვიყოთ ცოტნე კი იქ. ეჰ რა უსამართლოა ცხოვრება!!!-თქვა მთელი დრამატიზმით.
-ხო ასეა.. ახლა კი საქმეს მივხედოთ.
-შენ რა გიჭირს ისედაც არ გიყვარს წვეულებები აბა მე მკითხე-თქვადა არ არსებული ცრემლი მოიწმინდა.
-კარგი მარიამ, უკვე თორმეტი საათია, შვიდამდე მოსასწრებია ამათი მომზადება. დრო გადის. -ვუთხარი და ბისკვიტის გადანაწილება დავიწყე.
-მე კაფეს გავხედავ და მოვალ, იქაც ბევრი ხალხია, ყველამ ერთად მოინდომა მოსვლა რა. -მარიამი გავიდა, მე ჩემი საქმე გავაგრძელე. ბისკვიტები ერთი მეორეს მიყოლებით შედიოდა და გამოდიოდა ღუმელიდან. ახლა კრემის მომზადება დავიწყეთ. კარგი პერსონალი გვყავს და საქმეც კარგად მიდის. ტელეფონი აწკრიალდა და იმის დროც არ მქონდა მეპასუხა. მე და მარიამმა ხილი და კარამელიც მოვამზადეთ. დრო უცბად გავიდა. უკვე ხუთი ხდებოდა. ორი ტორტი მზად იყო. ისევ ჩემი ტელეფონი ამღერდა. მაგრამ ხელები დაკავებული მქონდა ამიტომ ისევ ვერ ვუპასუხე, ასე გაგრძელდა კიდევ ერთი საათის განმავლობაში ასჯერ მაინც დარეკეს. ყველაფერს ნახევარი საათით ადრე მოვრჩით. საოცრება გამოვიდა. ლამაზი და დარწმუნებული ვარ გემრიელიც. პერსონალმა სამზარეულოს დალაგება დაიწყო. მე და მარიამმა კი ყავა გავიკეთეთ და ჩემს კაბინეტში შევედით. -ნამდვილად არ მეგონა თუ მოვასწრებდით. სასწაულია. -ვუთხარი და ყავა მოვსვი. -არაფრის თავი აღარ მაქვს ახლა მხოლოდ ძილი მინდა.
-არა, ძილი არ შეიძლება. ყავას დავლევთ და წვეულებაზე წავალთ. მე და შენ. ცოტნე გაგიჟდება.-ჩაიცინა მარიამმა.
-კარგი რა, ნუთუ არ დაიღალე?
-არ არ დავღლილვარ, გართობა არასდროსაა გვიანი. უარი არ მიიღება.
-კარგი ხო. წამოვალ მეც თან.... -საუბარი კარის ხმამ გაგვაწყვეტინა. ნათია იყო ჩვენი ერთერთი ოფიციანტი. -ანასტასია თქვენთან ვიღაც ახალგაზრდა ბიჭია. თქვენს ნახვას ითხოვს. რა გავაკეთო?
-კარგი ნათია გამოვალ, დამელოდოს. ნათია გავიდა მარიამმა გაკვირვებულმა შემომხედა:
-ნეტა ვინ არის?
-არ ვიცი, ვნახავ და მოვალ.
-არა მე გავალ ჩემთან აქ შემოვიდეს. იქნებ რა საქმე აქ. სამზარეულოს კარიდან გავალ და ნათიას ვთხოვ შემოიყვანოს. -მითხრა და გავიდა. მალე კარიც გიღო და შემოვიდა. -ზრდილობა არ გასწავლეს? სხვის კაბინეტში შესვლის დროს რომ უნდა დააკაკუნო, ამაზე რამე გსმენიათ? -გაოცებული მიყურებდა, მერე ირონიულად გადმომხედა და მითხრა.
-ტელეფონისთვის რომ გეპასუხა პატარა ქალბატონო ახლა აქ არ ვიქნებოდი. დავჯდები ხომ შეიძლება?! -სიტყვის თქმა არ მაცადა ისე მოკალათდა სავარძელში. -უზრდელი-ვთქვი ჩუმად მაგრამ:-მესმის-მითხრა და ირონიული ღიმილით გამომხედა.
-ძალიანაც კარგი... იმიტომ ვთქვი რომ გაიგონოთ. -არც მე დავაკელი.
-ყოველთვის ასეთი უჟმური ხარ?
-უკაცრავად? რა მითხარით? თქვენ მე ვინ გგონივარ.მე.... -სიტყვა გამაწყვეტინა რამაც უფრო გამაბრაზა. -არ ვიცი ვინ ხარ შენ მე კი ალექსანდრე დევდარიანი ვარ. -ერთხანს ვუყურებდი მის გამოწვდილ ხელს, მერე კი ნერვები მოვთოკე რომ არ მეყვირა და ოდნავ რბილად ვუთხარი
-და სავალდებულია გიცნობდეთ.?
-ვფიქრობ კი. მოკლედ დრო არმაქვს სისულელებში აგყვეთ პატარა ქალბატონო. აქ შეკვეთისთვის მოვედი.
-ჯერ ერთი მე არც პატარა ვარ და მითუმეტეს არც ქალბატონი. მეორეც სამუშაო საათები დამთავრებულია და შეკვეთას ვერ მივიღებ.
-ბავშვივით ნუ ბრაზდები რა. შეკვეთის წასაღებად ვარ და არა მოსაცემად დილას ვიყავი და ტორტის სურათები დავტოვე. მაინტერესებს მოასწარით თუ არა. ამიტომ გირეკავდი, რომ გეპასუხა ტელეფონისთვის აღარ შევხვდებოდით.
-ზედმეტი მოგდით. ახლა ბავშვი მიწოდეთ ხომ? მე... -ისევ გამაჩერა.
-ამდენი ვილაპარაკე და შენ მხოლოდ ეს გაიგე? -მკითხა და ისევ გაიცინა. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ახლა დავახრჩობ. მართლა ვიყავი ამაზე წამსვლელი მაგრამ ოთახში მარიამი შემოვიდა, ჩემი სახე რომ დაინახა მიხვდა რა დღეშიც ვიყავი. მანიშნა ჩუმადო და მე გავჩერდი. -ბატონო ალექსანდრე, მოხვედით. საღამომშვიდობისა. თქვენი შეკვეთა მზადაა შეგიძლიათ წაიღოთ. გარეთ ნათიაა და ის მოგცემთ. ერთიანად მიაყარა მარიამმა და გვერდით დამიდგა
-კიდევ კარგი ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მაიც მუშაობს აქ. ნახვამდის. -თქვა და კარებში გაუჩინარდა.
- კარგია რომ მოხვედი თუ არა გეფიცები მოვკლავდი აქვე.
-კარგი დაწყნარდი. წამოდი მოვემზადოთ შვიდი ხდება მართალია დავაგვიანებთ მაგრამ არაუშავს.
-კარგი წავიდეთ.
ერთ საათში მოვემზადეთ. მე ღია, ატმისფერი, მუხლამდე კაბა მეცვა თმა დავისწორე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მარიამს გავუარე მანქანით. მას ლურჯი მუხლამდე კაბა ეცვა. თვალებიც ოდნავ მუქ ფერებში ქონდა. თმა მასაც გაეშალა და ბოლოებში ოდნავ აეხვია.
დანიშნულების ადგილს მალე მივაღწიეთ. მართალია ვერ ვიტანდი ასეთ ხალხმრავლობას მაგრამ მარიამს ხათრი ვერ გავუტეხე. ჩვენებიც მალე ვიპოვნე და მათკენ წავედით.
-ტასო?... შენ ხომ მითხარ ვერ მოვალო? -გაკვირვებულმა შემომხედა დამიანემ.
-სიურპრიზი ძამიკო.... ყველაფერი მოვასწარით. ლიკა სად არის?
-ანდრია გაიყვანა და მალე მოვა. -მითხრა დამიანემ. მალე ლიკაც გამოჩნდა. -მამიდაააა.... -ბოლოხმაზე იყვირა ანდრეამ. -მამიდას სიხარულო ცოტა ჩუმად ყველა ჩვენ გვიყურებს. -უთხარი და ძლიერად ჩავიხუტე.
საღამო კარგად მიდიოდა სანამ....
-ტასო წამოდი დამიანე გეძახის, თავისი ძმაკაცი უნდა გაგაცნოს.-მითხრა ცოტნემ. ბავშვი ლიკას მივუყვანე, მარიამს ხელი დავავლე და წავათრიე.
-რას აკეთებ გოგო გამიშვი მეტკინა.
-აუ მარიამ ხომ იცი ვერ ვიტან ამ გაცნობის სიტუაციებს და...
-კარგი ხო მოვდივარ. -ორივენი ცოტნეს გავყევით. საშინლად არ მიყვარდა ასეთ სიტუაცია. მირჩევნია ჩემს ცხოვრებაში ისინი იყვნენ ვისაც ვიცნობ არ მიყვარს ზედმეტი ხალხი. დამიანეც გამოჩნდა ხელი დაგვიქნია აქეთო..
-გამარჯობა-ვუთხარი და დაველოდე როდის ინებებდა შემოტრიალებას.
-ალექსანდრე ეს ჩემი დაა გაიცანი. -საუბარში ჩაერთო ცოტნე. მანაც ნება იბოძა და შემოტრიალდა დამინახა თუ არა სახეზე ისევ ირონიული ღიმილი გამოესახა. მე კი ისევ ჩვენი საუბარი გამახსენდა და ვგრძნობდი როგორ ვწითლდებოდი.
-ანასტასია არაბული -და ხელი გავუწოდე, დაიბნა. ხელი ჩამომართვა და სახელის თქმა დააპირა:-მე ალექსანდრე..... -ისე მოვექეცი როგორც ის მომექცა. -ბატონო დევდარიანიო, ვხედავ ტორტი მოგეწონათ. -გავუღიმე და წასვლას ვაპირებდი დამიანემ გამაჩერა -თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? -არაფერს ვამბობდი საუბარში ცოტნე ჩაერთო. -ეს ადამიანი სულ რაღაც სამჯერ მყავს ნანახი და შენ საიდან იცნობ? -მკითხა გაკვირვებულმა
-ამ წამს ჩემი და ანასტასიას გაკეთებულ ტორტს მიირთმევთ ბატონო ცოტნე. -თქვა მარიამმა.
საღამო გაგრძელდა ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო და უკვე დავიღალე. მარიამ ვუთხარი წავიდეთქო მაგრამ ცოტახანი კდევო და მეც ველოდები როდის გავა ეს დრო. დავინახე ალექსანდრე როგორ წამოვიდა ჩემსკენ. მასთან საუბარი არ მინდოდა ამიტომ გადავწყვიტე ლიკასკენ წავსულიყავი მაგრამ მიმიხვდა ჩანაფიქრს. მანძილი სწრაფად დაფარა. და წინ ამესვეტა.
-სად გარბიხარ ანა? -ეს სახელი მეუცნაურა მაგრამ არ შევიმჩნიე
-ანასტასია.... ანასტასია მქვია მე....
-მე ანა მირჩევნია. ე. ი ჩემს წვეულებაზე ჩემივე დავალების გამო ვერ ახერხებდი მოსვლას ხო?... -მკითხა და ვისკი მოსვა.
-მგონი მთვრალი ხართ იცით. ჯობია წავიდე. -ვუთხარი და წასვლა დავაპირე.
-არა, არ შეიძლება, მე არ მითქვამს რომ უნდა წახვიდე... მოდი ოფიციალურობის გარეშე ვუსაუბროთ კარგი?
-სასაუბრო არაფერი გვაქვს. თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ.
-თორე რა? -მკითხა და გაიღიმა.
-მე... -სიტყვის თქმა არ დამცადდა ლიკამ დამიძახა. მივდივართო,ალექსანდრეს დავემშვიდობე და წავედი. ყველა ჩემს მანქანაში ჩავსხედით, ჯერ მარიამი დავტოვე და მერე სახლისკენ წავედით.



----------

ეს ჩემი პირველი ისტორიაა. ძალიან ვნერვიულობ, მაინტერესებს თქვენი შეფასებები ცუდიც და კარგიც. ვიცი უამრავი შეცდომა იქნება ამიტომ ველი კრიტიკასაც. ❤❤❤

P.Sმითხარით გავაგრძელო????



№1  offline წევრი .M.A.R.I.

კარგია მემომეწონა :დ <3 გააგრძელე :დ

 


№2 სტუმარი სტუმარი დეფნე

გააგრძელე, ძალიან კარგია... და კიდევ... ბევრი არა ალოდინო მკითხველი. მომწონხარ უკვე

 


№3  offline წევრი lamazi tvalebi

.M.A.R.I.
კარგია მემომეწონა :დ <3 გააგრძელე :დ

მადლობა აუცილებლად ❤❤❤

სტუმარი დეფნე
გააგრძელე, ძალიან კარგია... და კიდევ... ბევრი არა ალოდინო მკითხველი. მომწონხარ უკვე

მადლობა რომ წაიკითხე.... ვეცდები მალე დავდო❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

რა კითხვა იყო გოგოო მაგარზე მაგარია რა არ უნდა დაამთავრო? ესე შუაზე ვერ გაწყვიტავ ველი შემდეგ თავს თამამად ცოტა ნუ გეშინია

 


№5  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი მარიკო
რა კითხვა იყო გოგოო მაგარზე მაგარია რა არ უნდა დაამთავრო? ესე შუაზე ვერ გაწყვიტავ ველი შემდეგ თავს თამამად ცოტა ნუ გეშინია

შენმა კომენტარმა უფრი დიდი სტიმული მომცა. მადლობა შენ ასეთი სიტყვებისთვის❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიზი

ძალიან მაგარიააა

 


№7 სტუმარი სტუმარი lia

Pirveli istoriis taobaze ,kargi gogo xar. tandatan daixvewebi.
gaagrzele siamovnebit wavikitxav.
ar gaherde sxva motxrobebze gadadi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent