დაბადება
დაბადებასაც ტკივილი ახლავ თან, ანუ ადამიანი ტკივილის გარეშე წარმოუდგენელია როცა ყველაფერი გტკივა, როცა ყველა ძვალს თითქოს მუხლზე იმტვრევს ვიღაც, როცა ყველა უჯრედში ნემსებს გარჭობენ, როცა დიაფრაგმას მთელი ძალით ეგაჩება რაღაც და ამუსუნთქვა შეუძლებელია, როცა გადარჩენას ნატრობ შენსას არა! მისას. პირველი განცდა როცა იცი რომ მისი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე საკუთარი თავი და ის რომ შენი ნაწილია. პირველი განცდა როცა ხვდები რომ სიყვარული რაც კი აქამდე წრფელი გეგონა ნაცარ-ტუტად იქცა და ახლა ხვდები რა არის წრფელი გრძნობა. პირველი განცდა როცა პატარა თბილი ხელები გეხება მკერდზე და სუნი რომელიც ჭკუიდან გშლის. ერთადერთი ადამიანი რომელსაც გულწრფელად ეყვარები მანამ სანამ ცხოვრების სიბინძურე არ წალეკავს უკიდეგანო სამყაროს. - ამ დროს შენ იბადები შენ ყველაზე ტკბილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილი, სამყაროში ერთადერთი. შენ ცხოვრების ნაწილი და სამყაროც შენს გარეშემო იწყებს ბრუნვას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.