შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამოკიდებულებიდან, დამოკიდებულებამდე (თავი7)


3-10-2018, 17:58
ავტორი ბიბი
ნანახია 1 244

-ჰომ გეუბნებოდი არა მარიამ?! ჰომ ვამბობდი არა, აქ არავინ არის ისეთი ვისაც ეს ესმის, ვინც გაიგებს რამდენად დიდი სიკეთე გააკეთა დედაჩემმა. აქ ამ მხარეში ვერავინ ხვდება ვინ იყო გიორგი, რამდენად ბინძური და ღმარძლით სავსე გული ჰქონდა.
-დათა გეყოს!
-არა ნუ მაჩერებ! ჩუმად დიდი ხანი ვიყავი, არ და ვერ მოვითმენ ამხელა შეურაწყოფას გესმის?!
-ვერავინ, ვერავინ გადმოაბიჯებს ამ კარის სღურბლს ფეხს ვინც დედაჩემს ამტყუნებს.-თითი სახლისკენ გავიშვირე და თან ნაზის მზერას არ ვაშორებდი.
-კარგი შვილო. მე წავალ, ძნელია დედას და მამას შორის სწორი არჩევანი გააკეთო. შენ მკვლელ დედაშენს იცავ, არ ვიცი რატომ მაგრამ გაქვს ალბათ ამის მიზეზი. მე წავალ და აღარც მოვალ მაგრამ იცოდე, ქალი რომელსაც ასე თავგამოდებით იცავ, მკვლელია და ამას ვერაფერი შეცვლის.-თავაწეული გაქვავებული ვიდექი და ნაზის სიტყვებს რომელსაც სახეში მესროდა ვისხლეტდი.
-დათა, რა მოგივიდა? არ შეიძლებოდა რომ...
-არა არ შეიძლებოდა.-წარბიც არ შემიხრია ისე მოჭრით გავაჩუმე მარიამი და სახლში შევედი.-შენ სად იყავი?
-მაღაზიაში, რაღაცები მოვიტანე. არ გინდა ცეცხლი დაანთო?
-შეშა არ გვაქვს.
-ნაზის ვთხოვოთ.
-მეკაიფები არა?
-რათქმაუნდა გეკაიფები, ჩემო სულელო ძამიკო.-ბუხართან ვიჯექი პატარა ხის სკამზე უკნიდან მომვარდა და კისერზე მომეხვია. მარჯვენა ლოყა ლამის მომაცალა კოცნისგან.-ჩემო სულელო, თავქარიანო ძმაო.-მხარზე თავი დამადო და გაშეშდა.
-სანი სადაა.
-გზაშია, მოდის. მიდი ქვევით ჩაირბინე სარდაფში იქნება შეშა და ამოიტანე.
სარდაფში ჩავედი, ნესტისა და მიწის სუნი იდგა, ბავშვობა გამახსენდა აქ ვიმალებოდით მე სანი და მარიამი როცა ბებოს გაწვალებას გადავწყვეტდით, ღამეებიც კი გვითენებია აქ თამაშსა და ლაპარაკში. სახლში ავედი შეშა ბუხართან დავყარე და ცეცხლის დანთება დავიწყე, ვინ იცის რამდენიხანია ეს ბუხარი არ გამთბარა. ბავშვობაში 2-3 კლასში ვიქნებოდით მამა დაგვისვამდა ხოლმე მუხლებზე და ზღაპრებს გვიყვებოდა, ისტორიებს, სასაცილო მოგონილ ამბებს, მხოლოდ ესდარცა სასიამოვნოდ გასახსენებელი და ისიც მხოლოდ ამ ბუხართან ჯდომისას მახსენდებოდა.
გაშტერებული ვუყურებდი ცეცხლის ალს და ის დღე მახსენდებოდა როცა სახლიდან წამოვედი.

-შენ შენი ცხოვრების წარმართვა არ შეგიძლია, წარუმატებელი, უიღბლო ადამიანი ხარ.
კედელზე აკურული მამის მუშტი ყბაში მქონდა მობჯენილი და მის ჩასისხლიანებულ თვალებს ზემოდან ვუყურებდი, სიბრაზითა და სიძულვილით სავსეს. სკოლაში ცუდი ნიშნები მყავდა და დასშიც კარგად არ მიდიოდა საქმე ამ ამბავს მოყვა მთელი დანარჩენი ისტორია.
დედა გამალებით ცდილობდა ჩემს დაცვას.
-გიორგი, გთხოვ გაჩერდი, ყველაფერს გამოასწორებს, სკოლაშიც კარგადისწავლის.-ჩვენს შორის ჩადგომა სცადა დედამ.
-ამხელა ბიჭია, კაცია უკვე, მაგრამ ფუი ამის კაცობას. ამან კაცი ვარო როგორ უნდა თქვას.-კრძელი თმა ხურზე გადამიწია და საყურეში ხელი ჩამავლო. ტკივილისგან დავიკვნესე.-თუ ამის ატანა არ შეგიძლია მაშინ ესეც არ უნდა დაიკიდო ყურზე!-უფრო მაგრად მომიჭირა ხელი.
-გაჩერდი გიორგი, არ გინდა.
-შენ საერთოდ რა იცი? შენ ხმას როგორ იღებ-დედაჩემისკენ შებრუნდა.-შვილი ვერ გაგიზრდია, ამას ეძახი შვილს?! ამ ნაბიჭვარს?-ხელი სახეში გაარტყა დედას.
-შენ ახლა ყურადღებით მომისმინე.-აფექტურ მდგომარეობაში მამაჩემი კედელზე მივახეთქე და იდაყვი ყელზე მივაჭირე.-შეხედე, აი ამ ხელებს შეხედე.-ხელ ისახესთან გავუშალე.-შენი დამსახურებაა გესმის ეს მოტეხილი თითები შენი! მე ვარ პრობლემა? ჩემი არსებობაა პრობლემა? ამ კარიდან გავალ-ხელი კარისკენ გავიშვირე.-და სანამ შენი ნასუნთქი ჰაერი ამ სახლში იქნება არ დავბრუნდები, ამას მწარედ ინანებ, ინანებ რომ დედაჩემს შეეხე, ინანებ რომ კაცი ვერ მიწოდე. მოვა დღე როცა სხვები ჩემს შესახებ სხვები ილაპარაკებენ და შენ იმასაც ვერ გაბედავ რომ თქვა, ჩემი შვილიაო. მე ამ კარიდან გავალ და გახსოვდეს ამას ინანებ!
ჩანთა სწრაფად ჩავალაგე და სახლიდან გავედი, დავინახე როგორ მიყურებდა მარიამი ნახევრად გაღებული კარებიდან, მხოლოდ ნახევარი სახე უჩანდა ცრემლებით ჰქონდა ავსებული თვალები. სანი სახლში არ იყო. დედა იატაკზე იჯდა, თმა გაეშალა და ტიროდა. გიორგი ალბათ შოკურმა მდგომარეობამ გააშეშა, კედელზე იყო მიყრდნობილი. არ ელოდა ჩემს აფეთქებას, მიუხედავად ყველაფრისა მისთვის სიტყვაც კი არასდროს შემიბრუნებია.


ცეცხლს თვალს ვერ ვაშორებდი, ბუხარში ცეცხლიწ წითელი ალი ცეკვავდა, მარიამი უკნიდან მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო.
-ჩაი გაგიკეთე-ლითონის ჭიქა მომაწოდა.
-სანი სადაა?
-ახლახანს ველაპარაკე, მალე ჩამოვა.-გვერდით მომიჯდა და მანაც თვალი გაუსწორა ცეცხლს.
-აქაურობა სულ სხვაა.-ოთახს თვალი მოვავლე.-აქ ცუდი არაფერი მომხდარა. აქ არ არსებულა ტკივილი და სევდა. მარტო ბედნიერი დღეები იყო. ზაფხული, ცხელი დღეები. გახსოვს ერთად რომ წამოვედით? მე, შენ, სანი, სალომე, გეგა, ბაჩო, ნიკო და თეკლა. პირველად მაშინ მივხვდი რომ სალომე სიგიჟემდე მიყვარდა.-სევდიანად და შიშით გამომხედა.-ძალიან პატარები ვიყავით მაგრამ ის გრძნობა არასდროს დამავიწყდება, მისი თმის სურნელი, ჩემთვის სუფთა ჰაერი იყო. მისი სუნთქვის ხმა სიმშვიდეს მგვრიდა. მთელს ღამეებს აივანზე ჰამაკში ვატარებდით, არც ვსაუბრობდით, ერთმანეთს არც კი ვეხებოდით მაგრამ ყველაზე ბედნიერი ღამეები იყო. -ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ჩაის ჭიქას ჩავაშტერდი, მარჯვენა ხელი მიკანკალებდა, ჭიქა ძლივს მივიტანე ტუჩებამდე და მოვსვი. მარიამმა ხელი ზურგზე გადამისვა.
-მესმის შენი, ვიცი რა ძნელია.
-შენ ყველაფერი არ იცი. არ იცი რას ნიშნავს როცა ადამიანს ყველაზე ძვირფასს უფრთხილდები თითქოს მსხვრევადი ნივთია. არ გინდა სხვა ვინმე შეეხოს, ისიც კი არ მინდოდა რომ მიწაზე ევლო, მინდოდა მიწას არ შეხებოდა. ხო დავტოვე, დავტოვე მაგრამ არ მიმიტოვებია. შეეძლო, ამდგარიყო და წამოსულიყო მაგრამ ასე არ გააკეთა.
-გგონია მთელიცხოვრება იქ წამოვიდოდა სადაც შენ გინდოდა?
-არა, მე ეს მისთვის არ მითხოვია, მე მეტის შეთავაზება ვერ შევძელი გესმის, მაშინ იმ დროს, მხოლოდ შემეძლო მეთქვა რომ მინდოდა მის გვერდით ყოფნა, და თუ მასაც სურდა მაშინ სადაც ვიქნებოდი იქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, ის დარჩა და ჩემი შვილი „გადამალა“.

-სალო, სალო, სახლში ხარ?-გახარებულმა შევირბინე სახლში და ოთახები მოვიარე.
-აქ ვარ დათა.-სამზარეულოდან დამიძახა.
-სალო, სალო, ჩემო ძვირფასო.-მივვარდი, წამოზრდილ მუცელზე ხელი გადავუსვი.-ჩემო ანგელოზო-მუცელზე ვაკოცე. სალომეს სახე ხელებში მოვიქციე, ტუჩები შოკოლადით ჰქონდა მოსვრილი.-ძალიან მაგარი ამობავი მაქვს.-ძლიერად ვაკოცე ტუჩებზე და მის წინ დავჯექი.
-რა ხდება აბა?-გარიმებულმა შემომხედა.
-გახსოვს ის კინო კომპანია? ვიდეო რო გავგზავნე, მთელი რეკომენდაციებით და ამბებით?
-რა კომპანია?
-აი ქართველი მსახიობები რო უნდოდათ, ბრიტანეთში, სამოყვარულო ფილმი რო გადავიღეთ.
-ჰო, ჰო მახსოვს. მერე?
-დამირეკეს, მთავარ როლზე დამამტკიცეს საყვარელო.-კიდევ ერთხელ ვაკოცე ტუჩებზე და ანთებული თვალებით გავაგრძელე მისი ყურება.
-მერე?
-მერე და უნდა წავიდეთ ხვალ. ბილეთებიც გამომიგზავნეს, ვუთხარი ორსული მეუღლემყავს მას ვერსად დავტოვებთქო და ამაზეც კი დამთანხმდნენ რომ იქ ვიცხოვროთ გადაღებების პერიოდში.
-ანუ მეც უნდა წამოვიდე?
-რათქმაუნდა საყვარელო, შენ გარეშე იქ რა მინდა საყვარელო.
-იცი? მგონი მე ვერ წამოვალ.
-მარტო წავიდე?
-არ წახვიდე.
-სალო, რას ნიშნავს არ წავიდე? როგორ არ წავიდე? იცი ასეთი შანსი რამდენ ადამიანს ეძლევა? მილიონიდან ერთს.
-და მე იცი ვინ ავირჩიე? ყველადან, შენ.
-კარგი რა სალო, რეებს ადარებ ერთმანეთს.
-რას ნიშნავს რეებს ვადარებ დათა. დაფიქრდი, სადაცაა შვილი შეგვეძინება, როგორ აპირებ უცხო ქვეყანაში წამიყვანო, შვილი გავაჩინო და როგორ აპირებ ცხოვრებას დათა?
-როგორც აქამდე ვცხოვრობდით სალო, მე და შენ, აქაურობაც უცხო იყო მაგრამ ჩვენი სახლი გახდა. მითხარი, ჩემგან რამე მოგაკლდა? ან ყურადღება ან სითბო ან სიყვარეული?
-არა, მაგრამ მატერიალურ მხარზე იფიქრე ცოტა.
-რას ნიშნავს მატერიალურ მხარზე ვიფიქრო სალო, მატერიალურად გაკლია რამე?
-დათა, მე არ წამოვალ.
-კარგი მაშინ დარჩი და დამელოდე.
-და შენ წახვალ?
-კი მე წავალ.

ეზოდან სიგნალის ხმა გავიგონეთ და აივანზე გავედით მე და მარიამი, ორი მანქანა მოადგა ჭიშკარს. ორივე მანქანიდან სწრაფად გადმოვიდნენ ბავშვები, გიორგი, ნია, ბაჩო, გეგა, ნიკო. ყველა აქ იყო. და აი სალომეც, სალომე სანის მანქანიდან გადმოვიდა და მოურიდებლად შემოვიდა ეზოში. ალბათ აივნის მოაჯირს როარ დავყრდნობოდი გადავვარდებოდი კიდეც. თავბრუ დამეხვა, გრძელი, კოჭებამდე გრძელი ვარდისფერი კაბა ეცვადა ჯინსის კურტკა მოეცვა. ზურგჩანთა მოიხსნა კიბეებზე ამოსულმა და იქვე კარებთან დადო.
-რამე ჩაიცვი, აქ ცივა.-ჩუმად შეუმჩნევლად ვთქვი, ზურგიდან და ვიგრძენი მისი მწველი მზერა.

----
არ ვიცი რამდენად ბევრი მკთხველი მყავს, ნუ კომენტარებიდან თუ ვიმსჯელებთ სულ ერთი-ორი კაცია მაგრამ მე თქვენთვის ვაგრძელებ აქ ატვირთვას. თან არ მინდა გაბანალურდეს, არც ის მინდა "მივაფურცუხო" ოღონდ დაიწეროს, ამიტომ გვიანდება ცოტა. ბედნიერი ვიქნები თუ კომენტარებში თქვენ აზრებსა და შეგრძნებებს გამიზიარებთ მაგრამ თუ ეგეცარ იქნება არაა პრობლემა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ახლახანს წავიკითხე ყველა თავი, საინტერესოდ ავითარებ მოვლენებს, მე მომწონს. ძალიან მაინტერესებს როგორი გაგრძელება ექნება, წარმატებები შენ <3

 


№2  offline წევრი ბიბი

ablabudaa
ახლახანს წავიკითხე ყველა თავი, საინტერესოდ ავითარებ მოვლენებს, მე მომწონს. ძალიან მაინტერესებს როგორი გაგრძელება ექნება, წარმატებები შენ <3

მადლობა დიდი heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

მე ზალიან მომწონს.გააგრძელეთ.

 


№4 სტუმარი სტუმარი natalia

dzalian sainteresoa

 


№5  offline წევრი ბიბი

სტუმარი თიკო
მე ზალიან მომწონს.გააგრძელეთ.

აუცილებლად, მადლობა.
სტუმარი natalia
dzalian sainteresoa

heart_eyes

 


№6 სტუმარი Himalau

Dzalian kargi xar

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

ახლა მივხვდი რომ უბრალოდ არ ამდგარა და არ გაპარულა. რამხელა ტკივილს გადაიტანდა სალის დატოვებით . მესმის რომ სალოც შეშინებული იყო, უცხო ქვეყანა, ბავშვი, მაგრამ სადაც ამდენი გარისკა აღარ უნდა დაეხია უკან. ნუ რას ვიზავთ, შეცდომებზე სწავლობს ყველა.და იცოდე რომ გელი,დიდი ინტერესით ველი ახალ თავს

 


№8  offline წევრი ბიბი

Himalau
Dzalian kargi xar

მადლობა
სტუმარი ნათია
ახლა მივხვდი რომ უბრალოდ არ ამდგარა და არ გაპარულა. რამხელა ტკივილს გადაიტანდა სალის დატოვებით . მესმის რომ სალოც შეშინებული იყო, უცხო ქვეყანა, ბავშვი, მაგრამ სადაც ამდენი გარისკა აღარ უნდა დაეხია უკან. ნუ რას ვიზავთ, შეცდომებზე სწავლობს ყველა.და იცოდე რომ გელი,დიდი ინტერესით ველი ახალ თავს

heart_eyes heart_eyes

 


№9  offline წევრი მია15

კარგია და ველი შემდეგ თავს

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

ვკითულობ და მომწონს ძალიან ,კარგად წერ,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent