შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ღელავ, ხვალ მზე იქნება...


4-10-2018, 10:30
ავტორი სესილია
ნანახია 2 191

სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. არც თავდებობზე და არც გირაოზე წამივიდა პროკურატურა. სისხლი მეყინებოდა, გიოს განადგურებულ და უემიციო სახეს, რომ ვუყურებდი. ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემსკენ. არადა მოკლულის ოჯახიც ძალიან მეცოდებოდა, როგორია ერთადერთ შვილს, რომ მოგიკლავენ? თან, თან როგორ? ადამიანი ორ მოჩხუბარს, რომ აშველებ და სხვისთვის მოქნეული დანა შენ, რომ გხვდება და სისხლიდან, რომ იცლები უპატრონიბისგან, არადა ოპერაცია და დღეს ცოცხალი, რომ იქნებოდი. კაცის წამებით მოკვლა არ არის ეს? ვაახ, მე გიოს მხარეზე ვარ თუ ვის მხარეს ავირიე მგონი...
სასამართლოდან, რომ გამოვედით ჩემი მამამთილის მანქანისკენ წავედი, რომ გულნაზიმ გამაჩერა:
- დღეიდან შენს ფეხს ვერც ჩემს სახლში და ვერც სასამართლო პროცესებზე ვნახავ. წადი, წაყევი შენს მშობლებს. თუ გიო არ იქნება სახლში, შენც არ და ვერ იქნები !!! მე გიოს ხათრით გიტანდი ... - მითხრა ეგ და გაბრუნდა. მე კი ენა გადაყლაპული გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა, სადღაც დაჰქროდა ჩემი გონება.
- ემი, წამო, - ჩემი ძმის ძლიერი ხელი ვიგრძენი, რომელმაც თავისი მანქანისკენ წამიყვანა.
იმ საღამოს ძლიერი სისხლდენით შემიყვანეს საავადმყოფოში, ბავშვი დავკარგე... ბავშვი, რომლითაც უნდა მეხარა გიოსთან ერთად... იმ დღეს, როდესაც უშვილობა დამწამეს, იმ დღის მერე როდესაც მე და გიოს ურთიერთობა აგვერია, გაგვიცივდა და ამ მდგომარეობამდე მივედით, თურმე ჩემში ჩვენი შვილი იფურჩქნებოდა... და ახლა რა ხდება ჩემს თავს? ოჯახი ფაქტიურად დამენგრა, შვილიც დავკარგე ისე რომ მისი ჩემს სხეულში გათავისებაც ვერ მოვასწარი. დავკარგე ისე, რომ... ეჰ, თითქოს რა უსამართლოა არა ცხოვრება? არადა რა მოხდა? გიომ კაცი მოკლა, თვითონ კი შვილი დაკარგა, არ ნახული, არ გაგებული და მე კი ცხოვრება დამინგრია, გამანადგურა... ამ ტკივილის გაძლება მარტომ ავიღე ჩემს თავზე, ყველას ავუკრძალე ამ თემაზე საუბარი ყველასთან !!! მე კი ძალების მოსაკრებად საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი სოფელში.
კონვერტით მივიღე განქორწინების დოკუმენტები, ხელისმოწერაზე დიდხანს ვფიქრობდი, თვალწინ დამიდგა ყველა ის ბედნიერი წუთები თუ დღეები რაც კი გვქონია, მაგრამ ტკივილი იმდენად დიდი იყო, უცებ მოვაწერე ხელი და ადვოკატს უკან გავატანე. იმ დღეს საბოლოოდ დავიცალე ენერგიიდან. ოთახში ვიჯექი ძირითადად, წიგნებს ვკითხულობდი, მოვწყდი ყოველგვარ სოციალურ მდგომარეობას, თითქმის აღარავის ვეკონტაქტებოდი, რომ ერთ დილას ხმაურმა გამაღვიძა.
- არ მაინტერესებს, მავრა ბებია, მაგის წიკები, არ გამიღებს კარებს და შევამტვრევ!
- დამშვიდდი დია, ხო იცი როგორი ემოციურია, ვაცადოთ პაწა მოძლიერება.
- ემილიი, ემილიი - კარებზე ატყდა ბრახუნი - გამიღე კარები, თორემ შემოვამტვრევ, ხო იცი გამკეთებელი ვარ - მემუქრებოდა ქეთა - ვიწყებ და დათვლას, ეერთი, ოორ...
- რა დღეში ხარ, ქეთა ქებურია? - ვუღიმოდი მონატრებულ მეგობარს, თმაგაბურძგნული, ახლადგამოღვიძებული.
- შეენ? - გაოცებული მიცქერდა ის, მე ჩემს უკან დავიწყე ყურება, მეთქი ჩემს უკან ვინმე ხომ არ დგას კიდევთქო.
- მე ვარ. აბა, სხვას ვის ელოდი? - მეღიმებოდა მის გაკვირვებულ სახეზე.
- ვაუ, რა "ვიდზე" ხარ?!
ჩემს თავს ავხედ-დავხედე.
- შენ სუულ გააფრინე?
- ვაიმეე, როგორ გამხდარხარ, ქალუკ? სარკეში არ ჩაგიხედავს? 20 კილო მაინც გექნება დაკლებული ან ტასაცმელზე ვერ შეატყვე? - მაბზრიალებდა წაღმა-უკუღმა ჩემი გადარეული დაქალი.
- ვაიმეე, რა გიჟი მყავხარ, ქეთა? - პირველად ვიცინოდი ამ თვეების მანძილზე - მოდი ჩაგეხუტო, რა დროს ჩემი კილოგრამებია.
-ჩემი ფუფულიკო აღარ ხარ ხოო? - მიკოცნიდა ლოყებს.
- რავი, ალბათ... - ისევ დამისევდიანდა ხმა, ყველა სიტყვა თუ მოქმედება წარსულში მაბრუნებდა.
- გტკივა ხო? არ მინდოდა ემი... - მოიწყინა ქეთამ.
- არაუშავს, ალბათ დიდი დრო უნდა გავიდეს ეს ტკივილი, იმედგაცრუება, რომ გავიქარვო...
- მაპატიე, ემი. იმ მძიმე პერიოდში შენთან, რომ არ ვიყავი.
- რას ამბობ, ქეთა? ჩემს გამო ისეთ საპასუხისმგებლო სამსახურს ბრიტანეთში როგორ მიატოვებდი? მე დამენგრა ცხოვრება და შენც გინდოდა აგრეოდა აწყობილი კარიერა და მომავალი? მიხარია, რომ ახლა აქ ხარ, მაგრამ მოიცა უკვე 1 წელი გავიდა?
- კიც გავიდა და არც გავიდა - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
- ვერ გავიგე?
- რა და საქართველიში ვბრუნდებიი - მხიარულად შემოკრა ტაში და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
- შეენ? აქ? ვაიმეე, რა მაგარიაა, რა ხანია ასე არაფერი გამხარებია, ჩემო გოგოო, ე.ი ხშირად გნახავ და, და ვაიმეე, რა მაგარია - გახარებული ერთი და იგივე სიტყვებს ვიძახდი.
- დია, - შემოიხედა ბებიამ - დია, ადექით ახლა, მოშიებული იქნება სტუმარი, უცებ უცებ ხაჭაპურები გამოვაცხვე, ნეშოს მჭადებიც მზადაა და სანამ გაციებულა, ჩამოდით ძირს და იქ გააგრძელთ სჯა-ბაასი.
- ვაიი, როგორ მომენატრა, შენი ბებოს, გემრიელობებიი - წამოფრინდა ქეთა და მეც გამიყოლა გარეთ.
ტკბილად ვილუკმებოდით, რომ ბებია შემივიდა ქოთქოთით.
- რა იყო ბებო? ხომ მშვიდობაა?
- წუმა დეიწყო, ბებია და წიწილები კრუხთან ერთად არ ჩანს, უნდა წევიდე და მევიძიო. თქვენ იყავით და ისადილეთ, დია.
- კარგი, ბებო, მაგრამ საწვიმარი მოინც მოიცვი, არ გაცივდე... - მზრუნველად გავაყოლე თვალი - ეს, რომ არა, არ ვიცი ამ ტკივილს, როგორ გადავიტანდი... დაიჯერებ? ერთხელაც, ერთხელაც არ უკითხავს ამ ხნის მანძილზე არაფერი, პირიქით სულ ცდილობდა ყურადღება არ გაემახვილებინა არაფერზე, ალბათ ქუთაისში, რომ დავრჩენილიყავი ახლა უფრო დამძიმებული ვიქნებოდი, აქ შედარებით მსუბუქად ვარ.
- ალბათ ძალიან ძნელია, ხო? - ფრთხილად იკითხა ქეთამ.
- იცი? - დავფიქრდი - სიყვარულის იმედგაცრუებას შეიძლება გაუძლო, გაუძლო შეურაცყოფას, ბევრ რამეს გაუძლო, მაგრამ შვილის დაკარგვას? თან ასე, გაუზარებლად, შეუმჩნევლად... ჰმ, ჩემს თავზე ვბრაზობ, ისე დასტრესილი ვიყავი ვერც ციკლის გადაცილება გავიგე, ვერაფერი გესმის? ხანდახან ვფიქრობ ჩემი სხეულისთვის, რომ მომესმინა იქნებ გამეგო, მიმხვდარიყავი, რომ ჩემში პატარა სიცოცხლე იბადებოდა და ეს ტრაგედია, ეს უბედურება თავიდან აგვეცილებინა... ამაზე, რომ ვფიქრობ ლამის ჭკუიდან გადავიდე, ქეთა... - თავი დავხარე, რომ ცრემლები მომეწმინდა.
- ჩემი გოგო - ჩამეხუტა დაქალი - რთულია, ხო რთულია, მაგრამ იფიქრე იმაზე, იმაზე რომ ეს ყველაფერი იმიტომ გადაიტანე, რომ წინ უკეთესი გელის... იქნებ კარგიც იყო ასე გაუაზრებელი ორსულობა, რომ გქონდა, იქნებ ეს ტრაგედია მაინც მომხდარიყო და მერე რას შვრებოდი? მერე გააზრებული და შეყვარებული ორსულობა, რომ შეწყვეტილიყო? უფრო მტკივნეული, ხომ იქნებოდა? უფრო ხომ გაგიჭირდებოდა? უფალს დიდი მადლობა შესწირე და ხომ იცი დიდი განსაცდელის შემდეგ სიმშვიდე მოდის, დაღმართს აღმართი მოჰყვება, ამიტომ გთხოვ ძალები მოიკრიბე. წინ შენ ძალიან კარგი მომავალი, ცხოვრება და შეიძლება ახალი დაუვიწყარი და ჭეშმარიტი სიყვარულიც კი გელოდება...
- ქეთაა, რატომ ხარ ასეთი კარგიი? - ცრემლები წამომცვივდა და აქვითინებული ჩავეკარი, - შენ ისეთი სიტყვები მითხარი, ძალიან ამაღელვე, ზუსტად იცი თუ როგორ მითხრა სათქმელი და იმედი ჩამისახო, შენ შეუდარებელი და განუმეორებელი დაქალი ხარ, დაქალზე მეტიც კი, ჩემი დაიკუნა ხარ შენ.
- კარგი ახლა მორჩი ჩემს ქებას, თორემ ჩემი თავის ამბავი, რომ ვიცი ამივარდება თავში და ვიქნები მერე ავარდნილი გოგო - თეატრალურად მიიდო თავზე ხელი.
- მერე ხო იცი მაგას რა შველის?

- რა აბა?
- აი ასეე - შუბლთან ხელი დავადე მაგრად, - მორჩა აღარ აგივარდება - ეს ვთქვი და ორივე ავხარხარდით.
- გახსოვს ასე რომ ვაკეთებდიით? რა ტიპები ვიყავით მაშინ, თან პატარები და ლაღები...
- პირველად, რომ გამოგიშვეს ჩემთან სოფელში აქ, რა ბედნიერები ვიყავით, თან თმების ფერიც გაღიავებული გქონდა.
- მგონი მაშინ 13 წლისები ვიყავით, თან ბავშვები და თან რომ ვქალობდით.
- ვაიმე, იმ წელს არ იყო ვიღაც თბილისელი ბიჭი, რომ გადაგეკიდა?
- მოიცა რა ერქვა? - სივრცეს გახედა თითქოს იქ კითხულობდა სახელს.
- ძაან სასაცილო სახელი ერქვა, მოიცა მეც დავფიქრდე, მაგრამ ისეა ჩემი ტვინი სხვა რამეზე ფიქრს გადაჩვეული, მგონი აკუმლიატორი აქვს დამჯდარი და რა მეშველებაა? - საწყალი სახე მივიღე და აგვიტყდა ისევ ხარხარი.
- ვაიიჰ, გავიხსენე სახელი, ლუხუმი, ლუხუმი ერქვა, - ამაზე კიდე იმდენი ვიცინეთ, კივილამდე მივედით, ბებიაჩემი გულგახეთქილი შემოვარდა, ქალს რაღაც უბედურება ეგონა, ორივე სიცილისგან ტირილამდე მისული, რომ დაგვინახე ხელი ჩაიქნია და ისევ ეზოში გაბრუნდა.
- მოიცა, ის თუ გახსოვს, - ცოტა ფერზე, რომ მოვედით ისევ დავიწყეთ მოგონებების გამომზეურება - სკოლაში გიგა და ლევანი?
- გვანცა და ლელა, რომ შევარქვით ხოო?
- ხოო, დედაა რა სულელები ვიყავით, და მე რომელი მომწონდა?
- ლევანი.
- აუ, რა სასაცილო ქუდი ეხურა გახსოვს? ზამთარ - ზაფხულ თან.
- აუ, ის თუ გახსოვს? მე გიგა, რომ მესიზმრა, თითქოს, რომ მოკვდა და ჩაფიქრებული მივუყვებოდი სკოლის დერეფანს და იქ სიბნელეში, რომ შემომეჩეხა, მე კიდე შიშისგან, გონი რომ დავაკარგე? მისი სული, რომ მეგონა გამომეცხადა - ახლა ამაზე ავხარხარდით.
- დია, რადგან შენ გხედავ გაცინებულს აღარაფერს დავეძებ - ყურძნებით დახუნძლული შემოვიდა ბებია და სახეზე მომეფერა.
- ქეთა, დღეს ხომ რჩები?
- კი, კი დღეს ვრჩები ქალუკ.
იმ ღამეს ისე როგოც ბავშვობაში ერთად დავიძინეთ, მისი ხელი გულთან ჩავიკარი და მშვიდად ჩამეძინა. დილით ძილბურანში ვიყავი, ქეთას წრიალი, რომ ვიგრძენი, მივხვდი, რომ ეღვიძა, მაგრამ ისეთი ტკბილ სიზმარში ვიყავი, ისეთ ჰარმონიაში, რომ თვალის გახელა, არ მინდოდა, არ მინდოდა სიზმრიდან გამოსვლა, ასეთი სილაღე და ბედნიერება დიდიხანია არ მიგვრძნია, მაგრამ ვინ გაცალა? ქეთა ცქმუტვას განაგრძობდა.
- არა, რა სულ შენ მასწრებდი გაღვიძებას და ახლა რა ძილქუში გეტაკა? - წუწუნებდა ის და სახე ახლოს მოჰქონდა ცხვირთან - კიდევ კარგი სუნთქავ.
- რა იყო ქეთაა - ამოვიკრუსუნე მე, - სად მიგეჩქარება? მაცადე დატკბობა - ვლუღლუღებდი მე.
- მგონი შენ ვერ ხარ, ხო იცი? - გაკაპასდა უცებ - ადე, უნდა წავიდეთ, ბარგი გაქვს ჩასალაგებელი, ჰე, მიდი ჩქარა, - გადამაძრო საბანი, მე კიდე ჩემში მოზღვავებული ბედნიერების ჰორმონებით ვტკბებოდი, თითქოს სადღაც ჰაერში დავფარფატებდი - ემილიიი, ემილიი - შემანჯღრია მან, მეც უცებ წამოვხტი და შეშინებულმა და გაბრუებულმა აქეთ-იქეთ დავიწყე ფოთიალი.
- ვაიმეე, რა დავაშავეე - შუბლზე ხელი მიიდო ქეთამ, - ემილიი რა დაგემართა გოგო? გაგიჟდიი?
მე უცებ გავჩერდი, ბედნიერი სახით გავხედე დაქალს.
- ქეთაა, მაცადე რაა, წუხელ ამ ხნის მანძილზე პირველად მეძინა მშვიდად და პირველად ვნახე სიზმარი, თან იცი როგორიი? სულ ბედნიერი ჰორმონებით ამავსო და არ მინდა ამ ჰორმონებიდან დავიცალო, შენ კიდე დამკივიხარ ადე, ადეო, სად მიგეჩქარება, დღესაც დარჩი, ქალუკ.
- დღეს უკვე ვეღარ დავრჩებით ემი, ხვალ თბილისში უნდა ვიყოთ აუცილებლად.
- მოიცა - დაეჭვებით შევხედე - ეს მრავლობითში წარმოთქმული სიტყვები "ვერ დავრჩებით", " უნდა ვიყოთ" რას ნიშნავს?
- იმას, რომ შენც მოდიხარ.
- და მე არ მეკითხები მოვდივარ თუ არა? - გავბრაზდი.
- სულ შენ გეკითხები რაა, მივდივართ და მორჩა!
- მოიცა და მე რატომ არ მეკითხები, რა მონა ვარ?
- ვაიმეე, მგონი მართლა დამჯდარია შენი ტვინი და ცოტა ხელის შევლება სჭირდება. ე.ი აქედან ჯერ შენებთან გავივლით, ხვალ დილით თბილისში წავალთ, ვიყიდით საჭირო ტანსაცმელს და ზეგ ტესტირებაზე გამოცხადდები.
- რაა? - შევიყვირე - ვერ გავიგე, შენ უჩემოდ დაგეგმე ჩემი ცხოვრება და მომავალი?
- ნუ მთლად მე ვერ დავიბრალებ, 50-50%-ზე
- და მეორე 50% ვის ეკუთვნის? - დოინჯებით ვიდექი თმა გაძეძილი.
- შენს ძმას ... - თავი დახარა მორცხვად და მერე ჩუმად ამომხედა.
- რომელს?
- ემილი, შენ მართლა კარგად ხარ? - თვალებგაფართოებული მიყურებდა.
- და რატომ მეკითხები?
- აბა, რომელსო, რომ კითხულობ, დაგავიწყდა ერთი ძმა, რომ გყავს ვატო?
- აა, ხო, ორი და მყავს ხო მე? - თმებზე გადავისვი ხელი ჩაფიქრებით.
- ვაიმეე, იმედია გასაუბრებაზე მასე არ იბოდიალებ, თორემ შემომაკვდები. - თითი დამიქნია სასაცილოდ - ე.ი მივდივართ?
- რომ არ წამოვიდე, სხვა გზა დამიტოვეთ შენ და ჩემმა ძმამ? არა რაა, შინაური თუ გაგიკეთებს ამას, აბა უცხო ასე გაგწირავს?
- ღმერთო, შენ მომეცი გამძლეობა , - ხელები მაღლა აღაპყრო ქეთამ და მერე ჩემოდანი გამოაძვრინა ტახტის ქვემოდან.
მთელი გზა ჩუმად ვიყავით, უცებ ერთი კითხვა გამიჩნდა, ანდა ლოგიკურია უნდა გამჩენოდა იმ ადამიანთან, რომელსაც თუნდაც ჩემი ცხოვრების დაგეგმვაში 50% მიუძღვის.
- და გასაუბრებაზე სად ვარ დაბარებული?
- ერთერთ ბანკს პრობლემატურების განყოფილების მენეჯერი სჭირდება, ვაკანსია როგორც კი ვნახე ეგრვე შენ გამახსენდი.
- და მე რატომ?
- იმიტომ ! - მკაცრად გამომხედა ცალ წარბაწულმა - რა კითხვაა აბა? შენ არ მუშაობდი ბანკების პრობლემატურ საკრედიტო ბიუროში წლების მანძილზე? თუ ეგეც დაგავიწყდა?
- არა არ დამვიწყებია...
- მერე cv კი მქონდა შენი, ცნობა დახასიათება წამოიღო ვატომ შენი ძველი სამსახურიდან, გადმომიგზავნა, მეც შევავსე აპლიკაცია და დარეკეს, მობრძანდით გადასული ხართ მეორე ეტაპზეო და აი, მივდივართ ახლა. ჯერ ტესტირება გექნება და მერე გასაუბრება.
- ქეთაა
- ხოო
- მეშინია
- რისი?
- იმედგაცრუების, რომ ვერ შევძლო...
- ემიი, მენეჯმენტი შენი პროფესიაა, გაქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება, უცხოენები იცი, კომპიუტერზე აღარაფერს ვამბობ და რა გაშინებს? ყველაფერი ისე იქნება როგორც მე და ვატომ დავგეგმეთ - გამიღიმა და სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა.
- სახლიი, ჩემი სახლი, როგორ მომნატრებია - მანქანიდან გადმოვედი და კორპუსს თვალებით ვეფერებოდი, მერე მე-8 სართულს ავხედე და გავიღიმე.
- ვატოო ჩამო რაა, მოვედით და ჩემოდანი აგვატანინე.
- ვაუუ - წაუსტვინა ჩემს დანახვაზე ვატომ და ხელებგაშლილი წამოვიდა - ჩემი ბურთულია, როგორ მომენატრეე, არა რაა ბებია შემომაკვდება საჭმელს, არ გაჭმევდა?
- გამხდარია ხოო? - უღიმოდა ქეთა.
- კიი, თან რა ვიდზეა, ეს რომ მცოდნოდა თბილისში გამოშვებაზე უარს გეტყოდი - თავი გადააქნია მან.
- მერე იქ სულ ხო არ ვრჩები? მოვრჩები ტესტებს, გასაუბრებას და მერე აქ არ ჩამოვალ? - მიამიტურად ავაფახულე თვალები.
- ამან არაფერი იცის? - გადახედა ქეთას.
- არაა, - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, - მარტო ჩემს თავზე ვერ ვიტვირთე, მე ჩემი წილი საყვედურები მივიღე, ახლა შენი ჯერია.

მე ორივეს ვუყურებდი გაკვირვებული და მათი რებუსებით სავსე ლაპარაკიდან ვცდილობდი რამე გამეგო.
- არ ამოღერღავთ ახლა რა ხდება თუ მარტო ავიტანო ბარგი ?
- იცი? - ვატომ დაიწყო - თუ მაგ ვაკანსიის ამბავი გამოვიდა და აგიყვანეს, შენ თბილისში მოგიწევს გადასვლა, რადგან ბანკის მთავარი ფილიალი აცხადებს ვაკანსიას.
- რაა? - შევყვირე.
- ვატოო - ზურგს უკან ამოეფარა ქეთა - ხო იცი ამან როგორი აფრენები იცის ხანდახან, ხოდა ჩქარა გავიქცეთ აქედან - თან თვალებს აფახულებდა, ვითომ შეშინებული.
- წამოდით, არ მაქვს თქვენი ღლაბუცის თავი - გაბრაზებით ავუყევი კიბეებს.
- ემიი, ისე ცნობისთვის ლიფტი მუშაობს - კი არ მიღიმოდა მეკრიჭებოდა ჩემი ძმა.
- არ მინდა, ამოვალ მე ფეხით, თქვენ ადით, ჩემო ბრძანებლებო!
- „დაგვერხა“ მემგონი, - კეფა საყვარლად მოიფხანა ვატომ და თვალი ამაყოლა კიბეებზე გაბრაზებით ამავალს.
- ნუ გეშინია ვატუნა, სანამ მერვეზე ავა, მანამდე გადაუვლის - თქვა ქეთამ და ლიფტის ღილაკს დააჭირა თითი.
ბურდღუნით მივდიოდი კიბეებზე, არ მომწონდა თბილისში გადასვლის პერსპექტივა, მერე თითქოს რაღაცა ინათაო და სახეზე ღიმილი მომეფინა, კიბეები ღიღინ-ღიღინით ავირბინე, მერვე სართულზე კი მომღიმარი ოჯახის წევრები მიცდიდნენ.
- დეე, მაა, - ჩავეკარი მონატრებულ მშობლებს, რომლებსაც აშკარად ეტყობოდათ გადატანილი ტკივილის და სტრესის კვალი.
- ჩვენი ცქრიალა, დაიკუნა, მოსულაა - მეხუტებოდნენ დები.
- როგორ მომნატრებიხართ - ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ვატო და ქეთა კი ერთად იდგნენ და გვიცქერდნენ, რაღაც მათი ასეთი სიახლოვე მეეჭვა.
- შევიდეთ ახლა სახლში - შეგვიძღვა მამაჩემი, - გარეთ რამდენხანს უნდა იდგეთ?
სუფრა უცებ გაიწყო, ქეთაც ბზრიალბდა.
- არა რაა, რა გოგო ხარ ქეთა, ვის ოჯახშიც შენ შეხვაალ - ცისფერ თვალებს აჟუჟუნებდა ვატო თავის ქვეტექსტებთან ერთად.
- შენ რა გადარდებს მერე? - ვკითხე მე და ქათმის ხორცი მაგიდაზე დავდე.
- არა, არ ვდარდობ - შეცბუნებული ხმით მიპასუხა.
- ნუ გეშინია ისეთ ბიჭს გამოვუძებნი თბილისშიი, ყველასგან მოწონებულს.
- და შენ რატომ უნდა გამოუძებნო? იქნებ ვერ აურჩიო? - შემომეპასუხა ძმა.
- ნუ შეიძლება, მე ვერ გავაკეთე ჩემთვის საუკეთესო არჩევანი, მაგრამ ადამიანები ხომ შეცდომებზე ვსწავლობთ? ამიტომ ახლა გამოცდილი ვარ და დავეხმარები, არცერთი ბიჭის თვალის ჟუჟუნი არ გამომეპარება ისე, რომ იცოდე მაინც - თვალი ჩავუკარი.
- რაზე კამათობთ? - შემოცქრიალდა ქეთა.
- ჩემი და გათხოვებს?! - სიტყვები კბილებში გამოცრა ვატომ.
- ვაა, მართლა? - ტაში შემოკრა ქეთამ, - და აბა ვისზე?
- ვიღაც ყავაწრუპია თბილისელზე ალბათ! - ქუთაისურად წაიეგოისტა ვატომ.
- შენ რატომ წუხარ ვერ გავიგე? - ცივი ღვინო შემოვდგი მაგიდაზე, თან ამ ორის თვალების ჟუჟუნს ვაკვირდებოდი და გულში მეცინებოდა " უყურე ამ ცუღლუტებს, როდის მერე აუჟუჟუნდნენ ერთმანეთს ნეტა?"
- მოდი, შვილო, დამიჯექი გვერდით. დღეს შენ უნდა უთამადო ჩვენს სუფრას.
ხასიათწამხდარი იჯდა ვატო და მოკლე მოკლე სადღეგრძელოებს ამბობდა, ღვინო რაც უფრო ეკიდებოდა სულ აღარ ერიდებოდა ქეთას თვალიერებას და თვალების ჟუჟუნს. " როდის მერე დამეფერფლე ძამიკო? " მეცინებოდა და თან მიხაროდა ამათი ამბავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent