შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 15


4-10-2018, 20:00
ავტორი katiusha
ნანახია 3 119

მანქანა სწრაფად მიდიოდა,დაახლოებით ერთ საათში ტყეში,აგურის გალავნით აშენებულ სახლთან გაჩერდა.ქისტაურმა კოდი აკრიფა,სიგნალიზაცია გამორთო და კარი გააღო.ნელა შეიყვანა შიგნით და პატარა,ერთსართულიან ხის კოტეჯთან გააჩერა.
მთელი გზა თვალს არ აშორებდა ნინიას,რომელიც ხმას არ იღებდა,დუმდა და ფანჯარაში იყურებოდა,ან ცდილობდა მომხდარი გაეანალიზებინა და ამიტომ იყო ასე,ან ისტერიკის მორიგი შეტევა ეწყებოდა,
სამაგიეროდ მთელი გზა კინკლაობდნენ სოფო და თორნიკე,თამარი ჩუმად უყურებდა მათ და სულ არ აპირებდა ჩარევას და მათ გაშველებას..
ან არ ახსოვდათ რა მოხდა ცოტა ნის წინ რა საფრთხის წინაშე იყვნენ,ან ჯერ ვერ გაენალიზებინათ რომ მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო და ბიჭებმა სერიოზული საფრთხისგან იხსნეს.
როგორც კი მანქანა გაჩერდა,მასინვე გადავიდნენ სოფო,თორნიკე და თამარი და სახლის შესასვლელისკენ წავიდნენ.მეტრეველი მაშინვე დაწინაურდა,იფიქრა მთავარ შესასვლელ კარს გავაღებო,მაგრამ ჭრილობამ შეუშალა ხელი და შეჩერდა.მაშინვე გაჩნდნენ მის გვერდით გოგოები.ისე რომ არც უკითხავთ მისთვის აქეთ-იქით ამოუდგნენ მხარქვეშ და მიეშველნენ.
-კვირა მაინც გავიდეს ისე რომ საავადმყოფოში არ მოხვდე სერიოზული ჭრილობით ან ნაცემი.
-ვერ გავიგე?-ინტერესით მიაჩერდა სოფოს
-რა და კვირა არ გავა რომ შენს თავს რამე სერიოზული არ გადახდეს და ჩემთან არ მოხვიდე,როგორც არ უნდა მინდოდეს უქრის თქმა,მაინც შენი მკურნალი ექიმი ვარ და თავს ვერ გაღწევ.
-უკაცრავად, მგონი რომ ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ ეს თქვენს გამოა და არა ჩემი სისულელეების და თავქარიანობის გამო.
-თავქარიანობაა აბა რა არის?რომ გამივარდი იმ ტყვიების ცეცხლში,ვინ გთხოვა?
-მეტის ღირსი ვარ რაა,მეტის ღირსი.ფუ ჩემი ბედის...-შეიკურთხა ჩუმად.
-კი მეტის ღირსი ხარ აბა რა ხარ,რას ფიქრობდი?რამე რომ მოგსვლოდა?უარესი რომ მომხდარიყო?ჩემს გამო სიცოცხლეს სწირავდი,ვინ ვარ მე რომ ეს დავიმსახურე.?-აფეთქდა სოფო
-მოიცა,მომესმა?თამარ ეს ახლა ჩემზე ნერვიულობს თუ რა ხდება?-
-ასე ჩანს,-დაუდასტურა მანაც.სოფო გაცეცხლდა და უარესად გაცხარდა.მეტრეველმა ხმამაღლა გადაიხარხარა,მაგრამ გულში საშინელი გრძნობა დაეუფლა,სინდისმა შეაწუხა,გოგო რომელიც სძულდა,მასზე დარდობდა...
დიდხანს არც ლევანი დარჩენილა მანქანაში,იარაღში ტყვიები ისევ მოათავსა და კარი გააღო,გადავიდა,მეორე მხარეს მოუარა და სახლისკენ უნდა წასულიყო,რომ შენიშნა ნინია ისევ მანქანაში იჯდა და ადგილიდან არ იძვროდა. ერთი აატრიალა თვალები, უკან მიბრუნდა.მანქანის კარი გააღო და ნინიას გამომწვევად მიაჩერდა.
-გადმოდი.
-არა..ჯიუტად უპასუხა გოგომ
-გადმოდი,-გაიმეორა ბიჭმა.
-არა,აქ დავრჩები.სადაც შენ ხარ იქ ვერ ვიქნები.
-ესეგი ასე ხო?აახლა ვერ იქნები როცა სიმართლე გაიგე?
-არ მინდა ამაზე საუბარი.
-ბავშვობ უკვე.
-ნეტავ ისევ ბავშვი ვიყო,ამდენი პრობლემა და ასეთი გაურკვევლობა მაინც არ შემაწუხებდა.
-ბავშვებსაც აქვთ პრობლემები...სულაც არაა ისე როგორც შენ გგონია,
-რა გინდა ლევან?
-სახლში რომ შემოხვიდე.
-არა-თქო გითხარი
-მე კი გითხარი წამოხვალ-თქო და სანამ რამე სიგიჟე ჩამიდენია წამოდი შენი ნებით.
-მეტი რაღა უნდა ჩაიდინო იმაზე უარესი რაც ჩაიდინე.
-რას გულისხმობ?-დასერიოზულდა ბიჭი
-იცი რასაც.
-გასაგებია არ მპატიობ და ისევ ფიქრობ რომ შურისძიების მიზნით დაგიახლოვდი და გამოგიყენებ?
-რა ასე არაა
-ახლა შენ სიბრაზე გალაპარაკებს და არ აგყვები,მაგრამ გაფრთხილებ ისეთი რამე არ თქვა ახლა,რასაც მერე ინანებ და სიმართლის გარკვევის მერე თვალებში ვერ ჩამხედავ.
-ძალიან კარგადაც ჩაგხედავ,აი ახლაც ხომ გიყურებ?-თვალებაფართოებული მაიჩერდა ლევანს მკაცრი სახით.
-ეჰ ნინია,ნინია,ნეტავ იცოდე როგორ მწყინს შენი უნდობლობა...დანანებით ჩაილაპარა ბიჭმა.
-მეც მწყინს შენგან,რომ ასე ადვილად დამთმე და არც კი გიცდია ჩემი ნახვა ამ დროის განმავლობაში,-წამოსცდა გოგოს და ენაზე იკბინა,მაგრამ გვიანი იყო.
-რა იცი რომ არ გნახულობდი?ან დაგთმე?ან შენს სიახლოვეს არ ვიყავი?-ჩაეღიმა ბიჭს.
-მე არ შემიმჩნევიხარ.
-კარგად უნდა გაახილო ეგ ლამაზი თვალები საყვარელო,-თვალი ჩაუკრა ბიჭმა,-მე სულ შენს გვერდით ვიყავი,აბა საიდან გავიგე რომ საფრთხე გელოდა და საიდან აღმოვჩნდი ისე უცებ შენს გვერდით?
-მითვალთვალებ?
-მე ასე არ ვიტყოდი..ეს საყვარელი ადამიანის დაცვააა..
-და იარაღიც ამიტომ გაქვს და ამიტომ ისროლე ისე აუღელვებლად?ახლა გამახსენდა შენ მათ ესროლე,მგონი დაჭერი კიდეც,იქნებ მოკვდა?ვაიმე ახლა ნამდვილად გავგიჟდები,ახლა მკვლელიც გახდი და მე ეს მკვლელი მიყვარს, მოჰყვა გოდებას ნინია.
-არა ეს უკვე მეტისმეტია,ამას ვეღარ მოვითმენ,ღმერთო მომეცი მოთმინება,ახლა დამაცადე შენ.
-ლევან რას აკეთებ,ხელი არ მახლო,გამიშვი,არ გაბედო,-ატეხა წივილი ნინიამ,მაგრამ გვიანი იყო,ქისტაურს ზურგზე ჰყავდა გადაკიდებული და სახლისკენ მიჰყავდა....
*****
-ჯანდაბა,ამ სახლში ვერაფერი ვიპოვე,საერთოდ არაა პირველადი დახმარების ყუთი?-აქეთ-იქით დარბოდა სოფო და ყველა უჯრას სათითაოდ სწევდა.ვერც რამე ქსოვილი იპოვა რომ ჭრილობა გადაეხვია.ათწუთიანი ძებნის მერე დანებდა,ძებნა შეწყვიტა,ჩაიდანში წყალი გაათბო,პატარა თასში ჩამოასხა,მაკრატელს დაავლო ხელი და მისაღებ ოთახში დაბრუნდა.
-ჩემს მოკვლას ხომ არ აპირებ ქალბატონო ექიმო?რა თქმა უნდა ტყვიამ ვერაფრი დამაკლო და შენ უნდა დაასრულო ხომ?-გადაიხარხარა თორნიკემ,მაგრამ ჭრილობა ეტკინა და ხველა აუტყდა.ხელი მიიჭირა რომ სისხლს ისევ არ დაეწყო დენა. თამარი თავთან ეჯდა და სახეზე წყალს უსვამდა,რომ გონება არ დაეკარგა..
-ახლა კარგად მიმისმინე,ღმერთს მადლობა გადაუხადე თავს ვაკონტროლებ, რადგან ჩემს გამო ხარ ამ დღეში,თორემ ნახავდი როგორი საშიშია გაბრაზებული სოფო გიგაური.
თასი მაგიდაზე დადო,მაკრატელი მოიმარჯვა და კაბის დაჭრას შეუდგა,მალე კაბა,რომელიც მას ეცვა და მუხლს ოდნავ სცდებოდა, დამოკლდა და მუხლს ასცდა,გრძელი,სწორი ფეხები კარგად გამოუჩნდა.გონება დაებინდა მეტრეველს,ისედაც ცუდად გრძნობდა თავს,ნანახი კი თავბრუს ახვევდა,იგრძნო როგორ მიაწვა სისხლი თავში და თვალებში და ვნების ცეცხლით როგორ აენთო,საკუთარი ფიქრების შეეშინდა და თვალები დახუჭა,სოფო კი ვითომ არაფერი.გვერდით მიუჯდა,წყალში დაასველა ნაჭერი,პერანგი შეხსნა და ურეაქციოდ მოსწმინდა ჭრილობა,სამაგიეროდ თამარმა ვერ გაუძლო,წამოდგა და მოშორებით გადაჯდა.
-ამჯერად უკეთესად გამოგივიდა,-უჩურჩულა ბიჭმა.
-მე ექიმი ვარ და ჭრილობის დამუშავება კარგად ვიცი.
-მე პერანგის შეხსნა ვიგულისხმე,ეტყობა გუგამ ამჯერად გავარჯიშა.
აი ხომ არ უნდოდა ამის თქმა და ხომ იცოდა რომ არასწორად იქცეოდა,მაგრამ მაინც წაჰკბინა გოგოს.
კიდევ ერთხელ გაახსენა გოგოს რომ არასწორი ადამიანი უყვარდა,კიდევ ერთხელ ატკინა გული.მაშინვე ინანა როგორც კი მის თვალებში ჩამდგარი სევდა დაინახა.
-არ გინდა კარგი?აღარაფერი თქვა,ძალიან გთხოვ,არ მინდა რამე ისეთი გიპასუხო რომ მეც მოგიკლა გული,ისევე როგორც ეს შენ რამდენიმე წამის უკან გააკეთე,
-დავიჯერო ასეთებიც შეგიძლია?მაშინ რატომ არ გაეცი გუგას საკადრისი პასუხი როცა იქ დაინახე ბედნიერი იმ ქალთან ერთად?
-შენ რა იცი?სოფომ საქმიანობა შეწყვიტა და თვალებში მიაჩერდა
-ალბათ ვიცი.
-იქ იყავი,უკან გამოგვყევით,ამიტომ გაჩნდით იქ ისე მალე,რატომ?
-მაგაზე პასუხი მე არ მაქვს,აი იმ ვაჟბატონს უნდა ჰკითხო.. ანიშნა იმ წუთში შემოსულ ქისტაურზე,რომელმაც ნინია პირდაპირ ოთახის შუაგულში დასვა და ამოისუნთქა.
-რა ხდება?-მაშინვე იკითხა.
-ახლავე ყველაფერს აგიხსნით,-წამოხტა თამარი და მათ შორის ჩადგა.-მოდით ჯერ ერთმანეთი გაიცანით სოფო ეს ლევანია,თორნიკეს მეგობარი,ეს კი ჩემი ბიძაშვილია სოფო.
-ვიცნობთ ერთმანეთს თამარ,ეს ვაჟბატონი რომ დაჭრეს მაშინ,ამან მოიყვანა საავადმყოფოში,ახლა კი ამიხსენით თქვენ საიდან იცნობთ მათ?-მკაცრი იყო გოგო.წამოდგა და მათ წინ დადგა.
-ოპაააა,აი ახლა დაგვერხა,-გადაულაპარაკა ნინიას.
-არაფერიც,ვუთხრათ სიმართლე და ეგაა.
-ხო,მიდი უთხარი რომ გიყვარვარ და ერთმანეთს ვხვდებით.-გაიცინა ლევანმა.
-რაო?-ნინია არაბულო სიმართლეს ამბობს?-წინ აესვეტა გოგოს დოინჯშემორტყმული.
-რაა?არააა..კიი.. მოიცა რა სისულეებს ვალაპარაკობ,ასე არაა.
-აბა როგორაა?
-ოო დამღალეთ უკვე,მართალია ერთმანეთი უყვართ,მაგრამ ეს ქალბატონი ჯიუტი და აუტანელი ვინმეა,ოჯახის დაკარგვის ეშინია,ჰგონია რომ არჩევანის წინაშე დადგება,ორივემ ვიცით ამ შემთხვევაში ვის აირჩევს.-უფრო ლევანის გასაგონად თქვა თამარმა.
-გაჩუმდიი.მისი გაჩუმება სცადა არაბულმა.
-ახლა სულ დამაბნიეთ,არჩევანი რა საჭიროა?
-შენ ამიტომ მეჩხუბე და არ მპასუხობ რომ გგონია ოჯახს დაგაკარგვინებ?
-არა,მთლად მაგიტომ არაა,აიწურა გოგო.
-ახლა გაჩვენებ შენ როგორ უნდა ჩემი წამება,-
-გამიშვი ხელი,ჩემი ხელში აყვანა და ზურგით ტარება ასე მოგწონს?
-აყვირდა ნინია.
-გაჩუმდი,არაფერი გამოგივა,.
-მიშველეთ გოგოებო,ამ გორილას სადღაც მივყავარ,
-არ გაბედოთ,აქ დარჩით,ვილაპარაკებთ და მოვალთ,მკაცრი იყო ქისტაური,
რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოვარდა,მერე გარედან მანქანის ხმა გაისმა.გოგოები ერთმანეთს აეკრენ და კუთხეში მიიყუჟენ.
-აუ ეხლა ამას რა გაუძლებს,ამის გაგიჟება მაკლდა სრული ბედნიერებისთვის .შუბლზე ხელი შემოირტყა მეტრეველმა.რამდენიმე წამში სახლში ქარბორბალასავით შემოიჭრა შენგელია..
-რა გიყოთ?მითხარით რა გიყოთ?რა ვქნა ჩემი ხელით დაგაჭედოთ ტყვია თუ რა ვქნა?ხუთი წუთიც ვერ გაძელით შარის გარეშე?ხუთი წუთი დაგტოვეთ მარტო?მე რა თქვენი ძიძა ვარ?ამჯერად ვის დაეტაკეთ?რა მოხდა?-ყვიროდა და სულ არ აქცევდა ყურადღებას მეტრეველს რომელიც რაღაცის მინიშნებას ცდილობდა.
-რაა?რა მოხდა?
-უკან გაიხედე..
ადგილზე გაშეშდა და მაშინვე დაცხრა დუდა.
-თამარ?თქვენ აქ რას აკეთებთ?მოიცადეთ ის სადაა?ქისტაურო მოგკლავ თუ მუქარა აასრულე და ნინია არაბული მოიტაცე,ახლა თავიდან აფეთქდა.
-ეეე,რას ამბობ?რას ქვია მოიტაცა?აბა შემომხედე კარგად ასეთ მდგომარეობაში რისი მომტაცებლები ვართ?
-შენ კიდევ დაჭრილი ხარ?ღმერთო მიშველე და ამას ერთი კვირა ისე გააძლებინე რომ ან ტყვია არ მიხვდეს ან რამე უბედურება არ მოიწიოს.
-კარგი დუდა,დამშვიდდი,მხარზე ხელი დაადო სოფომ.-წამლები თუ მოიტანე ჯერ ამას მივხედავ და მერე მოგიყვებით ყველაფერს.
-მხოლოდ შენი ხათრით იცოდე,თორემ ამას ალბათ გავგლიჯავდი.
-წამოდი ჩვენ რამე მოვამზადოთ სამზარეულოში,ესენი კი დავტოვოთ,სოფო მიხედავს.
-ხოო,მიხედავს აბა არ მიხედავს?-ჩაიდუდღუნა თავისთვის,საჭირო პარკი მიაწოდა და თამართან ერთად სამზარეულოს კარში გაუჩინარდა....

გარეთ ეზოში,ხის მაგიდა და სკამები იდგა უზარმაზარი ხის ქვეშ,გვერდიგვერდ ისხდნენ არაბული და ქისტაური და ერთმანეთს ჩუმად უყურებდნენ.
-ასე ნუ მიყურებ -შეუბღვირა ნინიამ
-როგორც მინდა ისე გიყურებ,
-აქ რატომ მომიყვანე?
-სანამ არ ამიხსნი ყველაფერს აქ იქნები.
-ნერვებს მიშლი.-წამოხტა ნინია და სახლისკენ წასვლა დააპირა,მაგრამ ლევანმა მკლავში ჩაავლო ხელი,უკან დააბრუნა და გამომწვევად მიაჩერდა.
-არ მინდა ვიჩხუბოთ,არც ის მინდა რომ ახლა გაბრაზებულმა რამე გითხრა რომ უარესი იყოს.
-ნინია მომისმინე,მე შენ გენდე,სიმართლე გითხარი,მოგიყევი რაც მაწუხებდა,რა იყო ჩემი პრობლემა,მეტიც,ისეთი რამე გითხარი, რაც ჩემმა უახლოესმა ნათესავებმაც კი არ იციან.შენ კი რა გააკეთე?ადექი და უარი თქვი ჩემზე.ვერ წახვედი ოჯახის წინააღმდეგ,მაგრამ მე ეს ხო არ მითხოვია?განა გითხარი რომ ოჯახი მიატოვე და მე ამირჩიე-თქო?
-არა,-თავი ჩაღუნა გოგომ
-აბა რატომ არ მპასუხობ ზარებზე და შეტყობინებებზე?აბა რატომ ამბობ რომ მე ვთქვი შენზე უარი?
-არ ვიცი.
-საერთოდ რამე იცი?
-აღარაფერი აღარ ვიცი გარდა იმისა რომ ამდენი ფიქრისგან ლამისაა გავგიჟდე.არ მინდა ოჯახთან უთანხმოება,მაგრამ არც ის მინდა რომ შენ დაგკარგო.არ მჯერა ის რომ ჩემები დამნაშავეები არიან და ასე უგულოდ მოიქცნენ. რა ვქნა ვერ დავიჯერებ,
-ესეგი შენ ჩემი არ გჯერა?მე ვტყუი?-აენთო ქისტაური.
-შენი სიყვარულის მჯერა,შენი ნათქვამის არა,როცა ვფიქრობ და ვიხსენებ რომ ჩემს ძმას იარაღს უმიზნებდი და მისი მოკვლა გინდოდა მაგიჟებს,ვერ გპატიობ ამას,მაგრამ ჩემ გულს რა ვუყო შენთან რომ უნდა?-ცრემლები წამოუვიდა გოგოს.ქისტაურმა სახე დაუჭირა და თვალებში ჩახედა,
-მზად ვარ საერთოდ გავქრე შენი ცხოვრებიდან,მზად ვარ ყველაფერი დავთმო ჩემი სიცოცხლეც კი,ყველაფერს გადავიტან,მაგრამ შენ რომ ჩემი არ გჯერა და არ მენდობი ეს მაგიჟებს,შენს უნდობლობას ვერ ავიტან,ვერა გესმის ნინიააა?-შუბლზე აკოცა და მიიხუტა.-წამოდი,დავბრუნდეთ,გპირდები აღარ შეგაწუხებ,აღარ მოგიახლივდები სანამ შენ არ მოგინდება,არაფერს ვიზავ შენ თუ არ მეტყვი,-მეტი აღარაფერი უთქვამს,სახლისკენ წამოვიდა,გოგოს უკან აედევნა,ჩუმად იყო ისიც,იცოდა რომ აწყენინა,მაგრამ თვითონაც არ იყო კარგად....
სახლში რომ დაბრუნდნენ უკვე ყველაფერი იცოდა დუდამ და ახსნილი ჰქონდა თორნიკეს და თამარს,მდუმარედ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ ელოდნენ.როგორც კი დაინახეს მაშინვე გამოცოცხლდნენ.
-რადგან თქვენც მოხვედით და ყველა ცოცხალია იქნებ მაგიდას მივუსხდეთ.
-კარგი აზრია,-დაეთანხმა დუდა თამარს და ისიც ფეხზე წამოდგა.
-რა დროს ჭამაა და ამაზე ფიქრია? დაგავიწყდათ რა მოხდა ცოტა ხნის უკან?
-გვახსოვს,მაგრამ ახლა ხომ აქ ხართ?საფრთხე არ გემუქრებათ,იქნებ გვაცადო მშვიდად ვახშმობა?-თქვა თორნიკემ
-გაჩუმდი,შენ არაფერი არ იცი,-შეუღრინა სოფომ,-გოგოებო ხომ გახსოვთ სახლში რა გვითხრეს?დაცულები არსად არ ვართ.ის კაცი იყო ეტყობა.მამაჩვენები ტყუილად არ გვაფრთხილებდნენ..
-მოიცა რაზე ამბობთ?რას გულისხმობთ ან ვის?-დაინტერესდა ქისტაური.
-ეგ არ ვიცით,მაგრამ მამამ თქვა რომ ვიღაც არის, ვინც ჩვენს ოჯახებს ემტერება,ზეზვა ბიძიას ავარიაც მან მოაწყოო და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო შემდეგი.
-თამარ ამდენს რატომ ლაპარაკობ?რატომ ახვევ თავს ჩვენს პრობლემებს სხვას?-
-მე სხვა ვარ?არ უნდა ვიცოდე ჩემი საყვარელი ქალი რომ საფრთხეშია?-გაბრაზებულმა თქვა ქისტააურმა.
-მე არ ვარ შენი საყვარელი ქალი,-წინ გადაუდგა გოგო.
-მე რომ ვთქვი ხარ,ეს შენ აღარ გეკითხები აღარაფერს,თამარ განაგრძე მოყოლა.
-თუ ახლა არ იჩზუბებთ თქვენ და ამას ისევ ზურგზე არ მოიგდებ ვიტყვი.
-კარგი არაფერს არ ვიზავ.
-მოკლედ სახლიდან გასვლა აგვიკრძალეს,ან თუ გავალთ დაცვით უნდა ვიაროთ, ჩვენ ამას არ დავთანხმდით,თავს ვაჩვენებდით რომ მათ დავემორჩილეთ, სინამდვილეში კი როცა გვინდოდა მაშინ ვიპარებოდით სახლიდან და ვერთობოდით.
-ესეგი იმ ღამესაც სახლიდან იყავით გამოპარულები როცა ის ამბავი მოხდა?-ჩაერთო დუდა.
-კი იმ ღამესაც.ამ ღამესაც და საერთოდ კიდევ რამდენჯერმე...
-რომელ ღამეს გულისხმობთ?ან სად იპარებით?რას აკეთებთ?-მორიგი შეტევა
დაეწყო სოფოს.
-ახლა ამას რა დაამშვიდებს,-ჩაილაპარაკა ბექაურმა,
-გრძელი ამბავია სოფო,სხვა დროს მოგიყვებიან გოგოები,
-არა,ახლავე,-დაიჟინა მან,-გაგიჟდით ნამდვილად ხო?რა გაპარვები აგიტყდათ.პატარა ბავშვები ხართ?ასე როგორ რისკავდით?
-მოიცადეეეთ,-იყვირა თორნიკემ.. -შეხედეთ....
ტელევიზორში მომხდარ თავდასხმას გადმოსცემდნენ,მაშინვე იცნეს მანქანა.
-ეს მამამ არ უნდა ნახოს,თორემ ვერ გადავრჩებით.
-როგორ უნდა დავმალოთ?ამას ვერ მოვახერხებთ,ახლა ნამდვილად გავებით,-ხელები ჩამოყარა და სკამზე დაეშვა თამარი.
-ეჰ,ესეც ჩემი მოსაგვარებელია ალბათ,-ჩაილაპარაკა მეტრეველმა და ტელეფონი ამოიღო,დიდხანს გადიოდა ზარი,მერე კი გაბრაზებული ხმა მოისმა.
-ნათლია როგორ ხარ?..როგორ ნათლულისთვის არ გცალია?მაწყენინე...არ ვმაიმუნობ...კარგი გეტყვი სერიოზული საქმისთვის გირეკავ..ახლა კარგად მიმისმინე,მე არაფერ შუაში ვარ და არც ბიჭებს დაუშავებიათ რამე,მაგრამ მაგ საქმეზე რომელზეც ახლა მუშაობ უნდა მოაგვარო ისე რომ ჟურნალისტებიც გაქრნენ და არც რეზო ბექაურმა გაიგოს რამე,...გპირდები ყველაფერს ხვალ აგიხსნი...გეფიცები...კარგი,..ძმა ხარ,ძმაა...გაეცინა და ტელეფონი კმაყოფილმა ჩაიდო ჯიბეში.
-რას მიყურებთ?მორჩა,ყველაფერი მოგვარებულია,წავიდეთ ახლა და ვივახშმოდ.-ნელა წამოდგა ფეხზე.
-არაა ასე ადვილი,ჩვენები მაინც გაიგებენ,
-დღეს ვერავინ ვერაფერს გაიგებს,ხვალ სახლში დაბრუნდებით და ეგ უკვე იქ მოაგვარეთ,-უპასუხა თამარს უდარდელად და სკამი გამოსწია,მაგიდასთან ადგილი დაიკავა.
-იმედია ეს თამარმა არ მოამზადა,თორემ ნამდვილად ვერ გადავრჩებით,
-ნინია არაბულო მაგისთვის დაისჯები..
-რა დასამალია რომ არაფრის მომზადება არ იცი და თუ მაინც რისკავ რამის მომზადებას,ფრთხილად უნდა იყოს ვინც შეჭამს,რადგან შესაძლოა არასწორად იყოს ინგრედიენტები შერჩეული..
-ოჰ,ნინია,როგორ მაბრაზრბბ
-დამშვიდდით გოგოებო,ეს ყველაფერი რესტორნიდან მოვატანინე,ასე რომ ყველაფერი იჭმევა და ყველაფერი გემრიელია..ჩაერთო დუდა და თამარს სკამი გამოუწია,დაჯდომაში მიეხმარა.
რამდენიმე წამში ყველა სუფრის გარშემო იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა, დროდადრო რამე სასაცილოს ჩაურთავდნენ,განსაკუთრებით დუდა აქტიურობდა,მეტრეველი ცოტა მწარეს გაურევდა,ქისტაური როგორც ყოველთვის სერიოზული იჯდა,ნინია და თამარი მალე აჰყვნენ,დიდად სოფოც არ იყო ხასიათზე.ჭამას რომ მორჩა,ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა.
-რა სჭირს?-იკითხა დუდამ,იცოდა მეტრეველს ერთი სული ჰქონდა გაეგო,და კითხვა დაასწრო,რომ მისი ეს დაინტერესება გოგოებს საეჭვოდ არ მიეღოთ.
-სიყვარულის ამბავია,იქნებ უკეთესიცაა მარტო დარჩეს,-უპასუხა თამარმა.
-ეტყობა სიყვარულში ბევრს აქვს პრობლემა,მეტრეველმა ქისტაურს გადახედა.ისიც მაშინვე წამოიფოფრა.
-გნახავ შენც სიყვარულისგან გაგიჟებულს და აუცილებლად გაგახსენებ ამ დღეს.
-ასე არავინ შემიყვარდება რომ საკუთარი თავი დავკარგო.
-სიყვარული თავს არ გაკარგვინებს,სიყვარული უკეთესს გხდის,გცვლის და სამყაროს სხვანაირად ხედვის უნარს გაძლევს,-უპასუხა ქისტაურმა და ნინიას გადახედა,ადგილზევე აიწურა არაბული,მისი ერთი გამოხედვა ხომ ყველაფერს ერჩივნა,ყველაფრს ავიწყებდა.
*********

კაცმა გაბრაზებულმა დაახეთქა ტელეფონი,მერე მაგიდაზე რაც იყო ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოისროლა ძირს,გაცეცხლებული იყო,ცოფებს ყრიფა.ბოლოს მაგიდას დაარტყა ორივე მუშტი ძლიერად.მძიმედ სუნთქავდა.
-ერთი რაღაც დაგავალეთ და როგორ ვერ შეასრულე?როგორ?
-გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა?-უპასუხა წინ მჯდომმა ახალგაზრდამ.
-უნდა გაგეთვალისწინებინა,ამდენმა მუტრუკმა სამი უმწეო გოგო ვერ მოიტაცეთ, რომ დაგავალოთ დემეტრე ბექაური მომიყვანეთ თქო იმას გაუსწორდებით?
-ვიღაც დაეხმარა,მეც არ ვიცი საიდან გამოჩნდნენ ისინი ბიძია..
-გუგა იცოდე,ეს პირველად და უკანასკნრლად მოხდა,მეტი შეცდომა აღარ უნდა დაუშვა,შენც კი არ გაპატიებ,შენც კი არ დაგინდობ,ახლა წადი და გამირკვიე სასწრაფოდ ვინ იყვნენ ისინი ვინც მათ დაეხმარნენ.
-კარგი ბიძია,გპირდები ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა..
-ხო,კიდევ ერთი გამირკვიე რას აპირებენ ბექაურები,როგორ შეხვდებიან ამ ამბავს,სიტყვასიტყვით მომიყევი ყველაფერი.ფრთხილად იცოდე,შენ ახალგაზრდული სისხლი გიდუღს და შეიძლება ამან დაგღუპოს,დაუფიქრებლად არ მოიქცე,
-არა ბიძია,აბა წავედი,-წამოდგა ფეხზე ბიჭი და ბიძას დაემშვიდობა.კაცმა თვალი გააყოლა,დანანებით გააქნია თავი,მერე კი ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა.
-ამ შუაღამისას რატომ რეკავ?იცი მაინც რომელი საათია?-მოესმა ქალის ნამძინარევი,საყვედურით სავსე ხმა.
-თუ გინდა რომ გეგმა არ ჩაიშალოს და შედეგი მივიღოთ ღამით უნდა იფხიზლო.
-და შენ ამის სათქმელად დამირეკე?
-არა,გასაფრთხილებლად,დროა შენი ქმარი ჩავრთოთ თამაშში,
-როგორ?
-მოიფიქრე როგორ უნდა აჩხუბო გიგაური ქმართან,ისე რომ მისი ღალატი დაიჯეროს...
-კარგი,ხომ იცი ეს კარგად გამომდის.
-რა თქმა უნდა,შენ ხომ ბინძური თამაშების დედოფალი ხარ ქალბატონო სესილი,-ირონიულად ჩაიცინა კაცმა.
-არც შენ ხარ ნაკლები,ასე რომ მორჩი დაცინვას და დაძინების საშუალება მომეცი.ღამებმშვიდობის,ქალმა ტელეფონი გაუთიშა,გვერდით მიაგდო და ძილი განაგრძო.
-სულელი,-ჩაილაპარაკა კაცმა და სავარძელში ჩაეშვა,მაგიდაზე თითები აათამაშა და კმაყოფილმა ჩაიცინა.
**********
დაძინება ვერაფრით შეძლო,ფრთხილად წამოდგა რომ გოგოები არ გაეღვიძებინა და გარეთ გავიდა.ღამის სიგრილე ძალიან ესიამოვნა,მოაჯირს დაეყრდნო და სიბნელეს გაუშტერა თვალი,მომხდარის გაანალიზება სცადა,შიშმა შეიპყრო,მაგრამ გულისტკივილი უფრო მეტად იგრძნო,მაინც გუგაზე ფიქრებმა გადაფარა ყველაფერი..
რა დააძინებდა მეტრეველს,როცა იცოდა რომ მისგან რამდენიმე მეტრით იქით სოფო გიგაური იდგა,მხოლოდ შუშის კედელი ყოფდა მისგან,ხოლო თეთრი გამჭვირვალე ფარდა ოდნავ ფარავდა მის სილუეტს.
და მაინც რა უნაკლო იყო გოგო.უყურებდა და მისი ყველა ნაკვთს იმახსოვრებდა სამუდამოდ იბეჭდებოდა მის გონებაში.
ალბათ საათზე მეტი გავიდა,ის კი მაინც იქ იდგა და ადგილიდან არ იძვროდა.იცოდა კოჯორის სიცივე,მითუმეტეს ამ დროს,ფრთხილად წამოდგა,ოთხად დაკეცილი პლედი აიღო და გარეთ გავიდა,გაშალა და გოგოს მხრებზე მოახურა,მის უკან იდგა,მისი სურნელი მაშინვე იგრძნო,მკლავებზე ჩამოაყოლა ხელები და მისი სხეულიდან წამოსული ჟრუანტელი მთელ სხეულში ამოძრავდა.გოგოს მისკენ არ გაუხედია,პლედს მოხვია ხელი,თვალები დახუჭა და ბიჭს მიეყუდა,თორნიკემ თავის ხელებში მოიქცია და ცხვირი მის თმაში ჩარგო. მის თმაში ჩარგო. საბოლოოდ გაქრა სურვილი იმისა რომ შური ეძია მასზე. არც ერთი არაერს ამბობდა,თითქოს გრძნობდნენ რომ სიტყვებით ამ მომენტს გააფუჭებდნენ....
ბოლოს მაინც ვერ მოითმინა მეტრეველმა.
-მეც აქ ვიქნები..ხელები გაუშვა ბიჭმა და გვერდით ამოუდგა.
-როგორც გინდა,-უხალისოდ უპასუხა გოგომ
-არ გეძინება?
-არა,შენ რატომ არ გძინავს?
-ერთ ძალიან ლამაზ,საყვარელ და სიმპატიურ ექიმს როცა არ სძინავს,მე რა დამაძინებს?-გახუმრება სცადა თორნიკემ.
-შემომხედე,კარგად შემომხედე და მითხარი თუ ასეთი კარგი ვარ,რატომაა რომ გუგა დღეს სხვა ქალთან იჯდა,ისეთი მხიარული იყო როგორიც არასდროს არ მინახავს და რატომ წავიდა ისე რომ არაფერი აუხსნია?
-არასდროს არ დაფიქრებულხარ რომ იქნებ არაა ის ადამიანი ვისაც შენ ელოდი?
-ახლა ვფიქრობ.ვხვდები რომ დაშორების დრო მოვიდა,კარგია რომ მშობლებს არ ვუთხარი,უარესი იქნებოდა.
-რაღაცას გეტყვი კარგი.მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვნო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. მას ეტყვი იმას, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, ის კი გაითავისებს ყველაფერს და ისევ ენდომება, რომ უფრო და უფრო მეტი გაიგოს. მას გაუზიარებ შენს იმედებს, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს ახდება, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომელთაც ცხოვრებამ შეგახვედრა. როდესაც რაიმე კარგი მოხდება,მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება მოუყვე ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი ყველაფერს გაიზიარებს და აღფრთოვანდება. ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენიერებით. არ არსებობს არანაირი სტრესი, დეპრესია და მწუხარება როდესაც ის შენს გვერდითაა და შეგიძლია თამამად იყო ვინც ხარ, იმიტომ რომ მას სწორედ ასეთი უყვარხარ. ამის შემდეგ ხდები უფრო ბავშვური, ფერებიც უფრო ნათელი და სუფთაა. სიცილი შენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება და მისი ტელეფონის ზარი ყოველთვის გეხმარება გაიადვილო ყოველდღიური, მძიმე სამუშაო და გაიღიმო. მასთან ყოფნისას არ არის საჭირო მუდმივად ისაუბრო, მაგრამ შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენი სიჩუმე მისი სიახლოვის დამსახურებაა.აღმოაჩენ ნამდვილ მეგობარს შენს გვერდით და სულს, რომელიც შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია. სიცოცხლე სრულიად განხვავებული გეჩვენება – გასაოცარი და ღირებული და შენი ერთადერთი იმედი ხდება ის, რომ იგი შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
-რამდენი ლაპარაკი გცოდნია,-გაეღიმა გოგოს-მაგრამ მერე კარგად რომ გაანალიზა ყველაფერი,თვალებში ჩახედა ერთი თავით მაღალ მეტრეველს და უთხრა.
-ვისურვებდი შენ ყოფილიყავი ის მამაკაცი ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა და სიგიჟემდე მეყვარებოდა მთელი ცხოვრება.
-ვინ იცის იქნებ ასეც იყოს,-თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ოთახში შებრუნდა,იცოდა თავს ვეღარ შეიკავებდა და შეიძლებოდა სიგიჟე ჩაედინა,
ბრძენი ყოფილა ის ადამიანი ვინც პირველად თქვა რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო,ხომ არაფერი გაუკეთებია ამისთვის სოფოს,მაგრამ მაინც ვერ დააღწია მას თავი მეტრეველმა.გოგო ამქვეყნად ყველაზე სუფთა და უბრალო იყო.
********
დილა შენგელიას აგარაკზე ბედნიერად დაიწყო,ტყის სიღრმეში მდებარე სახლში დილიდანვე შემოიჭრა მზის სხივები და გოგოებს სახეზე დაეცათ.ერთმანეთზე მიწებებულმა გოგოებმა ნელა გაახილეს თვალები,რამდენიმე წამს მოუნდნენ გამოფხიზლებას და მომხდარის აღგენას.
-ახლა შხაპი რომ არ მივიღო ნამდვილად გავგიჟდები.-გაიზმორა საწოლში თამარი.
-შედი სააბაზანოში,მაგრამ დიდხანს არ დარჩე სირცხვილია,
თამარი უცებ წამოხტა და გავარდა,მაგრამ უცებ შეჩერდა და ნინიას მიაჩერდა.
-შენ კარგად ხარ?როდის იყო მითმობდი?
-ახლა გითმობ.
-შენ რაღაც გჭირს,მაგრამ რომ გამოვალ მერე მოგხედავ,-დაუქნია თითი და სააბაზანოს კარში გაუჩინარდა.
სოფო არ ჩარეულა მათ კამათში,იწვა და ფიქრებს მისცემოდა როგორც ყოველთვის,მალე ნინიამაც იგივე გააკეტა,გვერდით მიუწვა,ბალიშს ჩაეხუტა და თვალები დახუჭა.....

-მოდიან აი ახლა ნამდვილად მოდიან,-უჩურჩულა ქისტაურმა დუდას და ხელი წაჰკრა.
-დამშვიდდი,რა აფორიაქებული ხარ,ცოტა თავი გააკონტროლე,მის დანახვაზე ასე ნუ დნები.
-სათქმელად ადვილია,-ხელი აუქნია ბიჭმა,მერე სახეზე ღიმილი აიკრა და გოგოებს მიესალმა.
-ვაა,ბატონო დუდა ძლივს გიცანით,სულ სხვანაირი ხართ სპორტულ ფორმაში.
-არ მიხდება თამარ?
-კი გიხდება,როგორ არა,შემიძლია დაზუსტებით ვთქვა რომ ასე უკეთესია...
-ჰეიი,თქვენ მორჩით ფლირტაობას და ჩვენც შეგვიმჩნიეთ,-ჩაერთო ნინია.
-ვიღაცას შეშურდა..
-შენ მოეშვი კომენტარებს...შეუბღვურა გოგომ ქისტაურს.
-სოფო სადაა?-სიტუაციის განსამუხტავად იკითხა დუდამ
-მალე გამოვა,არც თორნიკეა?
-წავიდა.-უპასუხა ლევანმა თამარს.
-წავიდაა?-მოისმა სოფოს ხმა და ისიც გამოჩნდა.ვერავინ შენიშნა მის ხმაში შეპარული სევდა
-კი წავიდა,მაგრამ მალე მოვა,საქმე ჰქონდა.
-ისე შენგელ იქნებ უკეთესიცაა რომ წავიდა,შეხედე.ანიშნა სოფოზე
-რა ხდება?-ვერ მკხვდა გოგო ინტერესის მიზეზს.
-მისი საუკეთესო და საყვარელი სპორტულები გაცვია და საკმაოდ სახეშეცვლილი,არა მგონია მოეწონოს ეს..
-მართლაა?მეტი ვერაფერი ვნახე ჩასაცმელი,ცოტა დიდი მქონდა და დავამოკლე მუხლებამდე,რა მოხდა მერე?რომ დავბრუნდებით ახალს ვუყიდი და საკუთარი ხელით მივუტან....-დამნაშავედ იგრძნო გოგომ თავი.
-არ ვიცი,არ ვიცი,-აიჩეჩა მხრები ლევანმა.
-მოკლედ გოგოებო დაგვინდა ისედაც,ბუნებაში გასვლა დავგეგმეთ და იმედია არ გეწყინებათ ეს რომ უთქვენოდ გადავწყვიტეთ,წამოხვალთ?
-რა მაგარია,ტაში შემოკრა თამარმა.
-თამარ,...-დაუბრიალა თვალები ნინიამ
-გთხოვ რაა დავრჩეთ კიდევ ცოტა ხანს.
-მაგას ჩემს გამო არ უნდა დარჩენა,
-სულაც არა,შენ ვინ ხარ რომ შენს გამო გადავიფიქრო?-კარგი წავიდეთ...

ბევრი არ უვლიათ,სახლიდან თხუტმეტი წუთის სავალზე გავიდნენ.ბიჭებს საჭმელებით სავსე კალათები მოჰქონდათ,გოგოები უკან მიჰყვებოდნენ და სადაცილო ამბებს ყვებოდნენ,იცინოდნენ,მხიარულობდნენ.
საოცარი ადგილი იყო,,მწვანედ მოფენილ მინდორში სხდადასხვა მინდვრის ყვავილები,უმეტესად გვირილები ჭარბობდა.
დუდამ პლედი გაფინა ძირს,მერე საჭმელების ამოლაგებას შეუდგა,გოგოებიც მიეხმარნენ დაა მალე დიდებული სუფრა გაიშალა,სიგრილე,ჩიტების ჭიკჭიკი და ეს სილამაზე საოცარ ჰარმონიას ქმნიდა ერთმანეთთან.
-რა სიმშვიდეა,-ჩაილაპარაკა ნინიამ-მეც კი გადმომედო
-შენ მარტო ასეთი ადგილი არ დაგამშვიდებს,-გაეცინა თამარს
-შენ გაჩუმდი...
-არა,შენ გაჩუმდი
-გეყოთ,-ჩაერია სოფო.-არ შეიმჩნიოთ ესენი სულ ასე არიან,მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ერთი დღე არ მახსოვს ამათ არ ეკამათოთ.
-ჩვენთან ასე ეს და თორნიკე არიან.ოღონდ იმ განსხვავებით რომ მწარე ენას თან მუშტებს ახმარენ და ნამდვილი რინგი იმართება ხოლმე
-და მერე ეს ვაჟბატონი ირგებს გამშველებლის როლს და ამას ხვდება საბოლოოდ,-გაეცინა ქისტაურს.
-ეს ხომ ველურია,არ მიკვირს.
-გოგოებო გააჩუმეთ თქვენი მეგობარი,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
-კარგი რაა ნინია,რას ერჩი ამ ბიჭს?
-თამარ გაჩუმდი რააა,ნუ გახდი მეორე დუდა.
-მე რაღას მერჩი?-გაკვირვებულმა შეხედა ბიჭმა.
-მორჩა ხმას აღარ ვიღებ.
-როგორც ჩანს მარტო შენ არა,სხვაც არ გველაპარაკრბა,სოფო რა ხდება?
-არაფერი დუდა,უბრალოდ ვერ ვარ ხასიათზე,ვნერვიულობ
-შენ თუ იმას განიცდი რომ იმ სულელის ტანსაცნელი დაუკითხავად აიღე და ჩაიცვი,მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში ჩაუგდე,სულ ტყუილად,არაფერს გეტყვის მართლა,-დაამშვიდა მან
-აბა რა ხდება!ვის არ უნდა ვერჩოდე?-თავზე წამოადგათ მეტრეველი.
-არაფერი,სად ხარ აქამდე?ესაა მალე მოვალო?
-არ მოვედი მერე?ოჰ გამაგიჟებ შენ მე შენგელია...
-კი მოხვედი,თითქმის ნახევარი დღე გავატარეთ უშენოდ..
-რაღაც არა მგონია უჩემობა ასე გეგრძნოთ,ყველაფერი შეგისანსლავთ,რა გენაღვლებათ.-უცებ სოფოს შეხედა და თვალები გაუფართოვდა.მისი საყვარელი ნაცრისფერი მაისური და სპორტული შარვალი ეცვა,უფრო სწორად შარვალი აღარ იყო,.
-ეს რა არის?-ჰკითხა გაბრაზებულმა
-აი ხომ გითხარი გაბრაზდება და ეწყინება-თქო?-გადაულაპარაკა დუდას.
-მეც ხომ გითხარი,სანამ გადაჭრიდი უნდა გეკითხა.
-მე შენი მეგონა..
-აჰა,ესეგი ჩემი ნივთების დაზიანება შეიძლებოდა და მისი ხელშეუხებელია?
-ასე გამოდის...
-ნუ ჩურჩულებთ,რომ გეკითხები მიპასუხე..
-უკან რომ დავბრუნდები,ახალს გიყიდი და პირადად მოგართმევ.-აღარ დაუთმო სოფომაც.
სიტუაცია იძაბებოდა.ამას მაშინვე მიხვდა შენგელიაც და თამარიც,ორივემ კარგად იცოდა მათი ხასიათი,წამოხტნენ და შუაში ჩაუდგნენ.
-რამე ხომ არ გვეთამაშა?-
-პატარა ბავშვები ვართ?-ერთხმად იყვირა ორივემ და თამარს შეხედეს.
-არ ვართ,მაგრამ გავიხსენოთ,-მშვიდად უპასუხა მან.
-რა ვითამაშოთ?-არ მიაქცია ყურადღება მათ დუდამ და იკითხა.
-ფეხბურთი..
-რაა?ახლა ნინიას მიაჩერნენ.
-ხო ფეხბურთი,
-თქვენ რა იცით ფეხბურთის?-სიცილი აუტყდა ქისტაურს.
-ან ამან...-აჰყვა მეტრეველი.
-ასე ხომ?მოკლედ ვთამაშობთ,-ბურთი შეათამაშა დუდამ.-მე გოგოებისკენ ვარ.
-ვითომ რატომ?
-აბა ისე წააგებთ თამარ?
-დარწმუნებული ხარ?მაშინ მე თქვენსკენ ვიქნები მეტრეველო,
-აბა დუდა მიემზადე წაგებისთვის.
-ბიჭებო მოდიჸ აქ,დაუძახა თამარმა,-ისე ცუდი არჩევანია მართლა,ისინი მაგრად თამაშობენ.
-ჩვენ არ გვეშინია,-ლევანმა სათამაშო მოედანი მოხაზა,მერე სავარაუდო კარებების ადგილას ორ-ორი ქვა დადო და დავიწყოთო დაიძახა....

დაღლილები და ღონეგამოცლილები მიეყარნენ ზოგი დივანზე,ზოგი სავარძლებში, შენგელიამ გვერდით მოისვა თავისი გუნდის წევრები და კმაყოფილმა გაიღიმა.
-რა გაცინებს არანორმალურო?
-გოგოებმა დაგამარცხეს ქისტაუროო,-გადაუხარხარა ხმამაღლა დუდამ.
-ესენი გოგოები არ არიან.
-დემეტრემ ასწავლა თამაში,ჩემმა ძმამ.ის ძალიან მაგრად თამაშობს ფეხბურთს.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს,აქამდე ყველაფერი იდეალურად იყო,ახლა თითქოს რეალობაში დაბრუნდნენ ამით,ყველაფერი შეიცვალა,რა იქნებოდა თბილისში დაბრუნების შემდეგ?ალბათ ის რომ ისინი ისევ საძულველი მტრის შვილები და დები იქნებოდნენ,ესენი კი კვლავ მათზე შურისმაძიებელი ხალხი...
დაბრუნების დრო დადგა,თამარმა რომ თავის მანქანა დაინახა,სიხარულისგან შეჰკივლა,მაშინვე იქით გავარდა,ყველაფერი ადგილზე იყო.
-ეს შენი ნამოქმედარია ხო?-მიუბრუნდა თორნიკეს.მან არაფერი უპასუხა მხოლოდ გაუღიმა.
-გოგოებო ასე ვერ წახვალთ,ისევ საფრთხეში ხართ,ჩვენ მიგაცილებთ.
-არა,შენ არა,მაშინვე იუარა ნინიამ.
-კი,ჩაჯექი მანქანაში,თითქმის ძალით წაიყვანა და დასვა წინა სჯამზე.დანარჩენებს დაემშვიდობა და წავიდნენ.მხლოდ ოთხნი დარჩნენ. ეშმაკურად აუციმციმდა თვალები თამარ ბექაურს.არ გამორჩენია მეტრეველის მზერა ბიძაშვილის მიმართ.ხრლი მიჰკრა ჩუმად ბიჭს,თავისი მანქანის გასაღები ჩაუდო ხელში და უჩურჩულა.
-სახლში მიიყვანე,მას შენ განდობ.
-მეე?ეს როგორ?
-როგორ და ჩვეულებრივად,მიდი.-ხელი უბიძგა მას,თვითონ კი დუდას ჩაუხტა მანქანაში. მეტრეველმა კეფა მოიქექა,გასაღები ხელში შეათამაშა და მანქანისკენ დაიძრა....



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესო თავი იყო ნამდვილად.ამ ისტორიის წინა მორბედი ისტორია მხოლოდ მე-7თავიდან იწყება სხვა წაშლილია და შემიძლია სხვაგან ვნახო და წავიკითხო?
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი katiusha

La-Na
საინტერესო თავი იყო ნამდვილად.ამ ისტორიის წინა მორბედი ისტორია მხოლოდ მე-7თავიდან იწყება სხვა წაშლილია და შემიძლია სხვაგან ვნახო და წავიკითხო?

კი გუგლში აკრიფეთ სადღაც შორს მთებში 1 თავი და ნახავთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

სიყვარულის სუნი ისე მძაფრად დატრიალდა, აქაც კი ვიგრძენი???? არა სოფო შარვალს რომ უჭრიდა ის მაინც ეკითხა ვისიაო????რომ არ გაწიწკნა თორნიკემ მიკვირს????

 


№4  offline წევრი katiusha

ვცდილობ რომ უფრო და უფრო გავაუმჯობესო,იმედია გამომდის

სტუმარი ნათია
სიყვარულის სუნი ისე მძაფრად დატრიალდა, აქაც კი ვიგრძენი???? არა სოფო შარვალს რომ უჭრიდა ის მაინც ეკითხა ვისიაო????რომ არ გაწიწკნა თორნიკემ მიკვირს????

დუდასი ეგონა და რა ქნას? :) ჯერ სად ხარ ამათი ძმები რომ გაიგრბებ წარმოგიდგებიათ რა მოხდება?:)

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

აი მაგის ისე მეშინია წარმოდგენაც აღარ მინდა. გაჭედავენ. მაგრწმ სიყვარული ხომ ყველაფერზე მაღლა დგას. იმისაც მეშინია რასაც დიდ სოფოს უპირებენ, მაგრამ რეზის გონიერების იმედიც მაქვს. ????????

 


№6  offline წევრი katiusha

სტუმარი ნათია
აი მაგის ისე მეშინია წარმოდგენაც აღარ მინდა. გაჭედავენ. მაგრწმ სიყვარული ხომ ყველაფერზე მაღლა დგას. იმისაც მეშინია რასაც დიდ სოფოს უპირებენ, მაგრამ რეზის გონიერების იმედიც მაქვს. ????????

ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდება....

 


№7 სტუმარი Ano

katiusha
სტუმარი ნათია
აი მაგის ისე მეშინია წარმოდგენაც აღარ მინდა. გაჭედავენ. მაგრწმ სიყვარული ხომ ყველაფერზე მაღლა დგას. იმისაც მეშინია რასაც დიდ სოფოს უპირებენ, მაგრამ რეზის გონიერების იმედიც მაქვს. ????????

ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდება....


დიდი მადლობა ინფოსთვის. აღარ გავაგრძელებ მაშინ კითხვას :))).

 


№8  offline წევრი katiusha

Ano
katiusha
სტუმარი ნათია
აი მაგის ისე მეშინია წარმოდგენაც აღარ მინდა. გაჭედავენ. მაგრწმ სიყვარული ხომ ყველაფერზე მაღლა დგას. იმისაც მეშინია რასაც დიდ სოფოს უპირებენ, მაგრამ რეზის გონიერების იმედიც მაქვს. ????????

ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდება....


დიდი მადლობა ინფოსთვის. აღარ გავაგრძელებ მაშინ კითხვას :))).

აბა ამხელა მტერი ყავთ დასამარცხებელი,სიყვარულისთვის უნდა უბრძოლონ და გაიმარჯვონ და ეს ხომ ადვილი და მარტივი არაა :)

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

katiusha
La-Na
საინტერესო თავი იყო ნამდვილად.ამ ისტორიის წინა მორბედი ისტორია მხოლოდ მე-7თავიდან იწყება სხვა წაშლილია და შემიძლია სხვაგან ვნახო და წავიკითხო?

კი გუგლში აკრიფეთ სადღაც შორს მთებში 1 თავი და ნახავთ.

მადლობა
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent