შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი იმედი


5-10-2018, 00:39
ავტორი დამწყები
ნანახია 1 793

- ლევან იმ დღეს გკითხე სიკეთის კეთება თუ გინდა ამდენი კამერა რა საჭიროა მეთქი , სერიოზულად შეეკითხა პატარა კაცუნა ლევანს
- იციი , მე საზოგადო მიღვაწე ვარ , რაც იმას ნიშნავს რონ ხალხს აინტერესებს რას ვაკეთებ , არის რაღაცეები რასაც ჩემი სურვილის მიხედვით ვერ გავაკეთებ და ისე უნდა მოვიქცე როგორც სხვებს სურს ?
- მართლაა ? ეგ როგორ ? თაკო მეუბნება რომ ჩვენ თავისუფლები ვართ , აი ასე , თავის უფლები , რაც ნიშნავს რომ ყველაფერს ჩვენი სურვილის მიხედვით ვწყვეტთ.- ლევანს კვლავ ჩაეცინა
- ალბათ თაკოც მართალია მაგრამ მოდი ასე მოვიქცეთ , თამაში უფრო მოგწონს თუ მეცადინეობა ?
- რა თქმა უნდა თამაში
- შენი ნება რომ იყოს ხომ მთელს დროს თამაშს დაუთმობდი და არ იმეცადინებდი ? ასეა ჩემთანაც , ყველაფერს ისე როდი ვაკეთებ როგორც მე მინდა
- არააა, ეგრე არ არის , ჩემმა ფერიამ ამიხსნა რომ საკუთარ ბედს თავად ვქმნით , მე მინდა ცნობილი ადამიანი გავხდე თანაც წარმატებული , თაკომ კი მითხრა რომ მე თავადვე ვწყვეტ რა, როგორ გავაკეთო , უბრალოდ თუ სულ ვითამაშებ ოცნებებს ვერ ავიხდენ და მიზანს ვერ მივაღწევ , მე კი ეს არ მინდა , ამიტომ ზოგჯერ ვმეცადინეობ ხოლმე. აი ასე
- ოჰოოო, იცი ჩამჭერი , ხუთი წლის ბიჭუნასთვის ზედმეტად კარგად ერკვევი ყველაფერში, შენი კეთილი ფერია კი იმაზე საზრიანია ვიდრე წარმოვიდგენდი , გაუცინა ლევანმა
- იცი..? მოიწყინა მიშკამ, თაკო მთელს დედამიწაზე ყველაზე მეტად მიყვარს და სულ მინდა მასთან ერთად ვიყო , ის არასდროს მექცევა პატარასავით და ყოველთვის ზრდასრულივით მელაპარაკება .
- ალბათ იმიტომ რომ შენ ხარ ასეთი ჭკვიანი, ყველა შენი ტოლი ვერ იგებს ასეთ რამეებს
- და რა საჭიროა კამერები ?
- გითხარი რომ ჩავიჭერი , ჩაეცინა ლევანს , ეგ მეთვითონაც არ ვიცი
- იციი ? კამერებით აქ ნუღარ მოხვალ , ისე უფრო საყვარელი ძია ხარ , კისერზე შემოეკვრა მიშკა ლევანს
- მე თუ ფერია ? ჩაიცინა ლევანმა
- ფერიას მაინც ვერ შეედრები
- და შენი ფერია ხშირად დადის აქ ?
- კი თითქმის ყოველ დღე მოდის ხოლმე , სამსახურის შემდეგ თუ რამე განსაკუთრებული საქმე არ გამოუჩნდა
- გასაგებია , მოდი ახლა მე წავალ და ისევ გესტუმრები , რაც შეიძლება მალე.
მიშკამ ლევანშიწარმოუდგენელი გრძნობები და ემოციები გააღვიძა, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ , დანახვის წამიდან შეუყვარდა ბიჭუნა , ბრაზობდა , შინაგანად ძალიან ბრაზობდა ბიჭუნას მშობლებზე, რომლებმაც მიშკა ბავშვთა სახლის ანაბარა მიატოვეს .ტელეფონი აიღო.
- გიორგი ძმაო როგორ ხარ ?
- კარგად ლევან ძმაო, შენ როგორ ხარ
- მეც არამიშავს , მომენატრა შენთან ერთად ჩაჯდომა და დალევა
- ხო რაც ეს არჩევნები მოახლოვდა სულ დაივიწყე საძმო
- ხო იცი რამდენი საქმეა, ეს კამერები და იდიოტობები კი ამოვიდა ყელში
- მესმის შენი , რა ხდება ახლა რამ გაგახსენდა ჩემი თავი
- შენი დახმარება მჭირდება, ბავშვთა სახლში ერთი ბიჭი გავიცანი მიშკა ხუთი წლის , მასზე , მის მშობლებზე და მასთან დაკავშირებულ ყველა პიროვნებაზე მჭირდება სრული ინფორმაცია
- გასაგებია , პარასკევს პირადად მოგახსენებ დოსიეს ,
- კარგი გელი
- შეხვედრამდე

თაკო კვლავ განაგრძობდა მიშკასთან სტუმრობას, ბავშვთა სახლს გარეთაც ხშირად გაყავდა სასეირნოდ , მუზეუმებს ათვალიერებინებდა, თეატრში კინოსა და ოოპერაში მიყავდა ,თავს ევლებოდა საკუთარი შვილივით , ლევანი და თაკო რამდენჯერმე ერთდროულად მივიდნენ ბავშვთა სახლში მიშკას სანახავად. ესეც მორიგი უბრალო დამთხვევა იყო.

- გამარჯობა თაკო
- გამარჯობა , ხელი ჩამოართვა ლევანს
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ , მთაწმინდის პარკში ვაპირებდი ბავშვის გასეირნებას , მაგრამ რადგან თქვენც აქ ხართ არაუშავს , სხვა დროს იყოს
- არა , თუ წინააღმდეგი არ იქნებოდით ერთად შეგვიძლია გავასეირნოთ
- არა წინააღმდეგი არ ვარ , ცოტა იუხერხულა თაკომ
- მაშინ წავიდეთ
- ე ორივესთან ერთად ვიქნები სასეირნოდ , რა მაგარია სიხარულით ხტუნავდა მიშკა
- გავიდეთ ხო ? ჩემი მძღოლი წაგვიყვანს
- ლევან , იქნებ ჩემი მანქანით წავსულიყავით, ასე უფრო კომფორტული იქნება ჩემთვის - ლევანმა გოგოს ახედა , შეატყო რომ მძღოლის და დაცვის მანქანის არსებობა არ ესიამოვნა ,
- კარგი , როგორც გინდა , დაცვას ხელით ანიშნა რომ არ გაყოლოდნენ
მთაწმინდის პარკში ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს მიშკას, ერთად ჭამეს ნაყინი , ბურგერები , ითამაშეს ბევრი და იქანავეს ატრაქციონებზე, ბოლოს კი ბავშვი ბავშვთა სახლში დააბრუნეს , ერთმანეთისთვის კითხვები არც კი დაუსვამთ,, თაკოს სრულიად არ აინტერესებდა რას წარმოადგენდა ლევანი , რასაც თავად ლევანიც ამჩნევდა , გოგოს ასეთი დამოკიდებულება აოცებდა , იცოდა რომ ძალიან სიმპათიური იყო და არცერთ გოგოს გულგრილს არ ტოვებდა, თაკოსთან კი რა ხდებოდა ვერ ხვდებოდა, არც თვითონ იჩენდა ინიციატივას , თუმცა თაკოს დამოკიდებულება მაინც გულს უღრნიდა.
პარასკევი იდგა , ლევანი კაბინეტში კალკულატორით რაღაცას ითვლიდა როცა გიორგიმ შეუღო კარი
- მიშკა ერთ ღარიბ ოჯახში გაჩნდა , მშობლები რომ დაიღუპნენ ექვსი თვის იყო , ქირით ცხოვრობდნენ თურმე და არაფერი გააჩნდათ, ბიძას ცოლი და ორი შვილი ყავდა , რჩენის თავი არც მათ ჰქონდათ და ბავშვთა სახლს მიაბარეს , მათ მერე არავის მიუკითხავს,
- გასაგებია , ამოიხვნეშა ლევანმა
- ხო ახლა მუდმივად თითქმის ყოველ დღე ერთი გოგო აკითხავს ,როგორც გავარკვიე 10 თვის წინ ოჯახი ავარიით დაეღუპა, მამა დედა და ძმა , ძმას ცოლი არ ყავდა , ყველაფერი მის კისერზე გადავიდა, თავიდან ძალიან გაუჭირდა მერე უკვე მოძლიერდა და ახლა თავად მართავს ოჯახის ბიზნესს, ყოველ შაბათ კვირას მოხუცთა სასადილოს ამარაგებს საკვებით და ბავშვთა სახლსაც ძალიან ეხმარება,მიშკა განსაკუთრებულად უყვარს.
- კეთილი ფერია ჩაეღიმა ლევანს
- რაა ?
- ა არაფერი ისე ვთქვი, და ეს გოგო ოჯახი , ქმარი არ ყავს ?
- არა, საკმაოდ უკარება ჩანს, 24 წლის არის , საკმაოდ წარმატებულია ,
- გასაგებია
- ხო და მთავარი რისი თქმაც მინდოდა , ერთი ოჯახი გამოჩნდა ვინც ბიჭით დაინტერესებულა და აპირებენ იშვილონ , საბუთებს ამზადებენ
- მოიცა , როგორ ? თაკომ ეგ იცის ?
- იმ თაკოს გულისხმობ ბიჭს რომ აკითხავს ალბათ ხო
- ხოო, იცის ??
- არა , აღმზრდელს ველაპარაკე და არ გვითქვამს , ახლა ვაპირებთ თქმას მასაც გაუჭირდება მიშკას გარეშე და მიშკასაც უიმისოდო , მოკლედ აპირებენ თქმას , მაგრამ თაკოს ნაკლებად აქვს შანსები რომ ბავშვი ანდონ , ვიდრე იმ ოჯახსო
- გიორგი , დიდი მადლობა ძმაო , მაგრამ კიდევ უნდა დამეხმარო , ლევანმა სიტყვის თქმა ვერ დაასრულა ტელეფონზე რომ ზარი იყო , მისაღებიდან ურეკავდნენ
- გისმენთ
- თქვენთან სტუმარია, ამბობს გადაეცით თაკო ვარ ბავშვთა სახლში მიშკას თაობაზეო,
- შემოუშვი , თვითონ მოაცილე ჩემს კაბინეტამდე, უთხრა მიმღებს და ტელეფონი დაკიდა, შემდეგ გიორგის მიუბრუნდა- თაკოა , მიშკას თაობაზე , ალბათ უთხრეს
- ბატონო ლევან , კაკუნის შემდეგ ფრთხილად შეაღო კარი თაკომ ,
- მოდი თაკო , ხელი ჩამოართვა გოგოს და გიორგი გააცნო , თაკოს ფერი დაკარგვოდა , უმაკიაჟოდ იყო , შავი მუხლებამდე კაბა ეცვა , თმები ყურებთან გაწეწვოდა ,
- იცით , შემიძლია დაგელოდოთ , მარტო მინდა გესაუბროთ
- ეს ჩემი საუკეთესო მეგობარია , მითუმეტეს მიშკასთან დაკავშირებით საქმის ყურშია ამიტომ მისარიდებელი არაფერია
- ანუ თქვენც იცოდით ?
- მეც ახლა გავიგე შენს მოსვლამდე ხუთი წუთით ადრე
- ალბათ ძალიან სითავხედეა , ნორმალურად არც კი გიცნობთ , და დახმარების სათხოვნელად მოვედი , არ ვიცოდი დეპუტატობის კანდიდატი თუ იყავით , აღმზრდელმა მომასწავლა იქნებ რამით დაგეხმაროსო, ჩემს ადვოკატს ვესაუბრე და შანსი არ მაქვს რომ იმ ოჯახს კონკურსენცია გავუწიო, იქნებ რამე კონტაქტები გაგაჩნდეთ სადაც საჭიროა რომ დამეხმაროთ.
- მოდი ნუ ინერვიულებ კარგი ? პირველ როგში დაწყნარდი , შენს გვერდით ვარ , ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარები , მიშკა შენ გეყოლება გპირდები , თმა ყურებთან გდაუწია თაკოს , სახეზე ხელები მოკიდა და დაამშვიდა, - ახლა ჩემს ადვოკატს დავურეკავ , და ვნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია.



№1  offline წევრი დარინა

უკვე ძალიან მომწონს ეს წყვილიიი, ვგრაძნობ რომ მოვლენები საშინლად მაგრად განვითარდებააა, ველოდები შემდეგ თავს, მიშკაზე გული მეტკინააა, სოცრად მაგარი ბავშვიაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent