შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტუმრობა საიქიოს თავი VI (განსხვავებული მე)


6-10-2018, 23:20
ავტორი park_soo_byung
ნანახია 1 005

ბოტიჩელების საგვარეულო სახლთან მისულმა ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ზარი დავრეკე, კარი მოახლემ გამიღო რომელიც ახალგაზრდა ჩანდა, შეიძლება მე და მას არცისე დიდი განსხვავება გვქონდეს ასაკში, გასაგები იყო რომ ახალი მოახლე შეჰმატებოდათ და ისინი ახლა სულ სამნი იყვნენ, ერთერთი საკმაოდ ასაკოვანი, მეორე კი სადღაც 40 წლის. წყობა თანრიგით და ასაკის მიხედვით მიუყვებოდა როგორც აქ ყველა ნივთს თავისი ადგილი და დანიშნულება ჰქონდა. ყველაფერი თანრიგით როგორც ცხოვრება, ყველაფერს ემატებოდა წლები და ყველა ბერდებოდა.
ამელია მისაღებიდან გამოძვრა და მომესალმა მეც თავი დავუკარი და მიმავალს გავყევი.
- დღეს ადრე მოსულხარ, რაიმე მოხდა? თუ უბრალოდ სკოლაში აღარ წახვედი? სამსახურის გამო ხომ არ აცდენ? - ქალმა კითხვების დასტა მომაყარა, ძალიან ცნობისმოყვარეა, ადამიანებს კი ცნობისმოყვარეობა ღუპავთ.
- არა რასამბობთ, უბრალოდ დღეს არ მსურდა წავსულიყავი და გადავწყვიტე დამეწყო ჩემი სამუშაო, რაცუფრო ადრე მით უკეთესი. - ტანჯვით მოეჭიდა მოაჯირს და მეორე სართულის დერეფანში ააღწია.
- გასაგებია, კარგია თუ ასეთი შრომისმოყვარე და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ხარ.- ამოიხვნეშა და მძიმეთ გადადგა ნაბიჯები, მე გამეცინა მის სიტყვებზე, მან კი უბრალოდ საუბარი გააგრძელა და გააგრძელა.- შენი ასაკისა რომ ვიყავი უნივერსიტეტის ბიჭების გუნდი მომყვებოდა და ყველა სიყვარულს მეფიცებოდა, საკმაოდ პოპულარული გოგო ვიყავი, ეს მეც მომწონდა რათქმაუნდა, როცა ყურადღების ცენტრში ხარ თავსაც კი კარგავ ადამიანი. კარგი პერიოდი იყო, ქალაქში ერთ კლუბს არ ვტოვებდით მე და ჩემი მეგობრები რომ არ მოგველხინა. არვიცი რა ენერგია მქონდა, იმოდენა ადგილებში დავდიოდი და იმდენ ლაშქრობებზე, რომ მახსენდება ახლა ვიღლები და ვიქანცები, როცა ჩემს უზარმაზარ მუცელს ვხედავ.- დაღვრემილმა ქალმა ხელი გადაისვა და კარს მიადგა,- მაგრამ ყველაზე საუკეთესო პერიოდი იყო მთელს ჩემს ცხოვრებაში და მომავალი უფრო მეტად მომგვრის ბედნიერების ღიმილს, ამაში დარწყმუნებული ვარ.- მან თავის მუცლადმყოფ ბავშვს დახედა რომლის მოძრაობას მოშორებით მდგომარეც ვდრძნობდი, ისევ ჟრუანტელმა დამიარა, ეს შეგრძნება უცნაურია ყოველ ჯერზე.
როცა ქალმა მარტოდ-მარტო დამტოვა, წყნარად ჩამოვჯექი ერთერთ სკამზე რომლის კომპლექტში მრგვალი მაგიდა შედიოდა, საბოლოოდ დიალოგით დაღლილმა ამოვისუნთქე და თვალები მივნაბე.
- ჯერ არ დაგიწყია და უკვე დაიღალე?- ნაცნობმა ხმამ ისევ არ მომასვენა, მოკლედ ის ყველგანაა და ყოველთვის.
- აქ რაღა გინდა?- ყველაფრით დაღლილმა და დაღვრემილმა ახალგაზრდას გავხედე, რომელმაც მაგიდაზე ჩამოჯდა და ხელები გულმკერდზე გადაიჯვარედინა.
- იმისთვის მოვედი რომ მალულად დაგეხმარო...- გაირინდა და მისი თვალები სიღრმეში ჩაიძირა, მართლაც უცნაური და ამავდროულად საოცარი ქმნილება იყო ის, ამაში ვრწყმუნდები როცა უკეთ ვუღრმავდები მის ირგვლივ არსებულ თემებს და ვეცნობოდი მის პერსონას.
- რაში უნდა დამეხმარო შენ?- ერთს ვფიქრობდი მაგრამ საპირისპიროს ვაკეთებდი, რადგან მე ასეთ პიროვნებად ვიყავი ჩამოყალიბებული და ვერაფერი შემცვლიდა.
- შენ ფიქრობ რომ ყოფილ ანგელოზებს ჰობი არ აქვთ? - ცალყბად გაიღიმა, მან წამოდგა და ჩემს მოპირდაპირედ ჩამოჯდა, ჩემი ზრუგჩანთიდან ჩანახატების ფაილი ამოიღო და სუფთა ფურცელი მოძებნა.
მან დაიწყო ჩემი ხატვა, პირველად მხატავდა ვიღაც, ეს ვიღაც კი ის აღმოჩნდა, უბრალოდ მას შევყურებდი და თვალებსაც არ ვახამხამებდი, ის დეტალურად იღებდა ხასიათის სათხრობ მონასმებს, რომლითაც ჩემი ნაკვთები და ნაოჭები გამოჰყავდა ხაოიან თეთრ ფურცელზე, ის მაკვირდებოდა და დეტალების აღქმაში მხოლოდ წამებს ხარჯავდა, მხოლოდ წამებს. მასში აღმოჩენილი ნიჭი კი მაახლოვებდა უცნობ პიროვნებასთან რომელმაც ახლახანს გამოჩნდა ჰორიზონტზე. წამიერად მან ნახატს მოეშვა და წამოდგა.
- დღეს შენ დაიწყე, მე არ ჩავერევი.- მან ფანჯარაზე ახტა და იქედან გაქრა.
ნახატი მოვაბრუნე და დავაკვირდი, იქ პირქუში და უტაქტო პიროვნების ნაცვლად, მომღიმარი გოგონა იყო რომელიც ბედნიერებას ასხივებდა. ამას არ ველოდი, ნამდვილად არა. ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებული იყო, ის არ იყო პიროვნება რომელსაც ვიცნობდი, ის იყო პიროვნება რომელსაც შესაძლებელი იყო ჩემში ეარსება, ის მხედავდა მე ასეთად, ის ხედავდა ჩემში სხვა მეეს, რომელიც ჯერკიდევ ადრეულ ასაკში მოკვდა, მე ის ჩემში დავასამარე და არ მსურდა მისი ძირფესვიანად ამოგლეჯა, მაგრამ არც ვაპირებდი მის წაშლას ან გაღვიძებას.
მინდოდა გავქცეოდი რეალობას რომელიც მანადგურებდა, მინდოდა დავბადებულიყავი უბრალო მოკვდავად რომელიც უსიტყვოდ შეძლებდა ვინმეს შეყვარებას და ის მთელ დარჩენილ ცხოვრებას მასთან ერთად გაატარებდა. მაგრამ მე ბედისწერამ ზურგი მაქცია და სხვა გზით გამიშვა, რომელიც დაუსრულებელ ეკლიან ბილიკს ჰგავს, ვცადე გზიდან გადახვევა მაგრამ გზის მიღმა მდგომმა ბრბომ ისევ უკან დამაბრუნა, გაქცეულიც უკან მომაბრუნა, ყოველდღიურობაში ბედნიერების საპოვნელად ანკესი მომაწოდა რომლითაც ვერცერთი ღიმილი ვერ დავიჭირე, მის გარდა...
ეს რაღაც ახლის დასაწყისია... როგორც ის ამბობს.
ფანქრით მონახაზის დასრულების შემდეგ პირველზე ჩავედი ამელიას თხოვნით რომელსაც სურდა ბიბლიოთეკაში მასთან ერთად წამეკითხა.
- არჩევანი მრავალფეროვანია და შეგიძლია ნებისმიერის კითხვა დაიწყო რაც გაგეხარდება! - ქალმა წიგნითურთ ჩამოჯდა და დადუმდა წიგნთან ერთად, სიმშვიდე სუფევდა უზარმაზარ ოთახში, რომელსაც სიძველის სუნი დასდევდა, მე მივუყვებოდი რიგებს და ვიღებდი ყველა იმ წიგნს რომელიც მინდოდა წამეკითხა, ჩამოვჯექი მაგიდასთან და დავიწყე კითხვა, ისე ჩამითრია, ცხვირი არ ამომიყავს წიგნიდან. მამაჩემის sms გვიან წავიკითხე ექიმ პიტთან ვიზიტის შესახებ. შებინდდა შემდეგ კი დაღამდა და მთვარის შუქმა შემოაღწია ფანჯრებში, საათი 22:40-ს მიჩვენებდა, არმინდოდა წავსულიყავი აქედან, უბრალოდ სურვილი მკლავდა დარჩენის და კითხვის გაგრძელების.
წიგნების თაროებს ისევ მივუახლოვდი, პატარა მეტალის დახვეულ კიბეს ავუყევი და სხვა განზომილებაში მოვხვდი, იქ ერთადერთი ფანჯარა იყო, რომლიდანაც შემომავალი შუქი მოლურჯო ფერებად დაჰკრავდა არეულ ნივთებს.
ჩამრთველი მოვძებნე და გავანათე ოთახი, იქ ყველაფერი მტვრიანი და მოუწესრიგებელი იყო მაგრამ, მისი აურა ნაცნობი იყო და სივრცე რომელსაც წარსულიდან გადმონაშთის ელფერი დაჰკრავდა, მიხვდებოდი რომ ეს ოთახი სადღაც მეორე სართულის ნაწილში იყო რომელსაც შემოსასვლელი არ ჰქონდა, ამომავალი კიბის გარდა. სათაურები ჩემთვის უცნობი მაგრამ თანაც ნაცნობი ჩანდა, უცხო იეროგლიფებით ვერაფრის აწყობა ვერ შევძელი, მაგრამ შემდეგ ეს იეროგლიფები წითელი ალის საშუალებით გამოისახა წიგნის ზემოდან თარგმნის სახით, უცხო იყო ეს ახალი ხილი ჩემთვის და ძირს დამივარადა, ასაღებად დახრილმა კი უცნაური ხმები გავიგონე, ეს ხმა ერთერთი თაროდან ისმოდა, ამოძრავებული წიგნი თაროდან ჩამოვარდა, ფრთხილად მივუახლოვდი და თითით შევეხე, როცა მივხვდი რომ არ იკბინებოდა ხელში ავიღე და გადავშალე, წითელი ნათება ყველაფერს აადვილებდა და ახლა მე ვკითხულოდი წიგნს, სადაც იყო მითითებული შელოცვებისა და სამკურნალო რეცეპტების ვრცელი სია.
წყნარად დავეშვი კიბეზე, ქვემოთ ჩასულს ედუარდი დამხვდა, მან ფრთხილად დახურა წიგნი რომელსაც მე ვკითხულობდი და მაგიდაზე ჩამოჯდა, მოკლედ ეს ჩვევად ჰქონდა ამ ბიჭს, წყნარი სვლით მივუახლოვდი მაგიდას და მოვთავსდი სკამზე, ვფურცლავდი და ვფურცლავდი წიგნის დვერდებს, მივუყვებოდი დაინტერესებული, ის თვალს არ მწყვეტდა, არ აპირებდა სადმე სხვაგან გაეხედა და უხერხულობაში არ ჩავეგდე, ვიფიქრე რაიმე მაინც უნდა მეთქვა მისთვის, რადგან აღარ შემეძლი ამის ატანა.
- რატომ მიყურებ? ჩემს გარდა ვერაფერი ნახე რასაც მიაშტერდები?- ბიჭს ყურიც არ შეუბერტყავს, ახლა დაჟინებით მიყურებდა თვალებში, მის თვალებში კი საკუთარ ღიმილს ვხედავდი, მინდოდა ამერიდებინა მზერა, მაგრამ არ გამომივიდა, უბრალოდ დავიჟინე რომ პირველს დავახამხამებინებდი თვალებს და ის იქნებოდა პირველი ვინც მზერას ამარიდებდა, ლამის ცრემლები გადმომცვივდა, ამეწვა თვალები და საბოლოოდ ისევ მე წავაგე, გაირინდა ის, ისეთი საოცარი ღიმილი ჰქონდა ანგელოზს თუ შეადარებდი მას ერთადერთს, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში დაუკითხავად შემოიჭრა, მომკლა მაგრამ ისევ მკვდრეთით აღმადგინა. რა ამერჩია გარდა დუმილისა და ლოდინისა?! რა ამერჩია, არეული მომავალი და ხანმოკლე სიცოცხლე, თუ ისევ იგივე ერთფეროვანი ცხოვრება რაც აქამდე მქონდა?! არ ვიცი... არ ვიცი...
***
იყო რაღაც რაც მაფრთხობდა,
რაღაც რაც სადარდებელს მიჩენდა,
იყო რაღაც რაც სიკვდილს გაურბოდა,
რაღაც რაც ღიმილს ნატრობდა.
***
- საინტერესო წიგნი იპოვე ალბათ, თვალს არ სწყვეტ გახუმებულ და დაფლეთილ ფურცლებს. - მან ხელებს დაეყრდნო მაგიდაზე და წიგნს გადმოხედა. - რა ენაა? საერთოდ არ მეცნობა...- წარბები შეჭმუხნა მან უკმაყოფილომ და მაგიდაზე დადებული ჩემი ტელეფონი აიღო, დრძელი პინკოდი მოხსნა რომელიც 10 ციფრისგან შედგებოდა, გამიკვირდა და წარბები ავქაჩე მაღლა, ის არც კი დარდობდა იმას რომ გამაბრაზებდა, წყნარად გადაიღო სელფები, იპოზიორა და შეავსო გალერეა მისი დამანჭული ფოტოებით.
წამოვდექი და ტელეფონის გამორთმევა ვსცადე მაგრამ დამიჭირა და განძრევის საშუალებაც არ მომცა, ის ისეთივე ძლიერი ჩანდა როგორიც სიზმრებში, განძრევის საშუალებას არ მაძლევდა, ლამის სუნთქვა შევწყვიტე.
- გეგონა იმ დღეს მეტკინა ხელი? არა, უბრალოდ სპექტაკლის ნაწილი იყო, შენი კლასელები იდგნენ მოშორებით, ეგიყო და ეგ.- ხელი მომაშორა და მაგიდაზე დააბრუნა ჩემი ნივთი, უსიტყვოდ. ანუ უნდოდა გამეგო რომ მე სუსტი ვიყავი მასთან შედარებით. წარბიც არ შემიხრია, უბრალოდ დავბრუნდი ადგილზე და კითხვა გავაგრძელე.
ის დასეირნობდა და ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა, არშემეძლო ამეტანა ეს თვითმარქვია რომელიც ბევრ რამეს მალავდა, ერთ შემთხვევაში შეიძლება მივნდობოდი, მეორე შემთხვევაში არა. ფიქრების კორიანტელი აგორდა ჩემში, არვიცოდი როგორ ჩამეხშო ის და უბრალოდ წამეკითხა რასაც ვკითხულობდი, ის არხეინად მოძრაობდა აქეთ-იქით, არ აწუხებდა არაფერი და არ დარდობდა რაიმეზე, ნუთუ ასეთი მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობდა მთელი არსებობის მანძილზე?! არ ვიცი, რადგან მე მას არ ვიცნობ.
წიგნი დავხურე და ჩანთაში მოვათავსე, მინდოდა წამეკითხა სახლში, სადაც არ იქნებოდა ის.
- დაუკითხავად რატომ აიღე წიგნი და მიგაქვს? - ბიჭმა წინ გადამეღობა და უფლება არ მომცა კარებიდან გასვლის.
- მე ამელიამ ნება დამრთო ამეღო ნებისმიერი წიგნი და წამეკითხა სახლში, დავაბრუნებ, შენ რა გადარდებს?!- წასვლა ვცადე, მაგრამ დამიჭირა.
- ხვდები მაინც რამდენად ფასეულია ეს წიგნი? ის ბოტიჩელების საგვარეულოს ეკუთვნის და 1000 წელს ითვლის.
- ვიცი რათქმაუნდა, მაგრამ ის მე გამომადგება განვითარებაში, უფრო მეტს ვისწავლი ამის საშუალებით.- თავის არიდება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.
- გამოგიჭერენ, შენთვის ამელიას ნება არ დაურთავს იქ ასვლის, ეს შენც კარგად იცი.- ბიჭს დავუსხლტდი ხელიდან და ბიბლიოთეკის კარები გავიხურე.
შემოსასვლელთან მატეო დამხვდა, ის უმოძრაოდ იდგა და შემომყურებდა. გვერდი ავუარე და გარეთ გავედი, დაცვა 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, თავი დავუკარი მათ და ჭიშკარში გავაღწიე. მოვირგე ყურსასმენები და ბნელ ქუჩას დავუყევი რომლის ლამპიონები ბჟუტავდა.
ლამპიონები თუ განუწყვეტლივ ციმციმებენ ჩვეულებრივ იფიქრობ რომ მოკლე ჩართვა ხდება, ჩვენ მოვიაზრებთ როგორც ელექტროენერგიის შეწოვას სულის მიერ, რომელიც გასაძლიერებლად იყენებს მას, არსებობს ადამიანური და ალქაჯური მოსაზრება რომელიც ნამდვილად არ არის მცდარი.
- ლილიან!- დედაჩემმა დამიძახა და ზურგიდან მომიახლოვდა კიბეზე ასულს.
- ბატონო! - მივუბრუნდი ერთი საფეხურით დაბლა მდგარ დედას.
- ფსიქოლოგ პიტთან ვიზიტი რატომ ჩააგდე? - გულწრფელობას ელოდა ის ჩემსგან და არც ვაპირებდი რაიმე დამემალა.
- ამელიამ მთხოვა წიგნი წამეკითხა მასთან ერთად და წიგნის კითხვას რომ შვყეი მამას მესიჯი გვიან ვნახე. ბოდიში! - თავი დავხარე და დაველოდე როდოს გამამართლებდა.
- კარგი რაც არის არის, ხვალ საღამოს 6 საათისთვის შეუარე არ დაგავიწყდეს. - ქალს ლამის ცასძინებოდა მდგომარეს, იმდენად ეტყობოდა დაღლილობა. მან უკან გაბრუნდა მე კი საძინებელში ავედი.

საწოლზე წამოწოლილი ვაკვირდებოდი პორტრეტს რომელიც ნამდვილად მე მგავდა, მაგრამ თანაც არა. ის სულ სხვა წარულის მქონე პიროვნება იყო, ის არ იყო ლილიანი რომელიც ცხოვრებამ დასაჯა. მისი ცხოვრება უფრო ნათელი და ადამიანური იყო, მე არ შემეძლო ღიმილი, რადგან მეშინოდა, მე არ შემეძლო ტირილი, რადგან ჩემი ცრემლები დაშრა. ჩამოვყალიბდი გულცივ პიროვნებად რომელსაც მომავლის არსებობის არ სწამდა, მაგრამ ნახატში არსებულ პერსონას, კი.
სიბნელე...
სიბნელეში ჩაძირული ბოტიჩელების სახლი და ბიბლიოთეკა, რომლის ნაწილიც მე ვიყავი.
ჩემს გარდა იქ არავინ იმყოფებოდა, მე ისევ ავუყევი მეტალის საფეხურებიან კონსტრუქციას, ასულს იქ ჟღალთმიანი ქალი დამხვდა რომელიც სარწეველა სავარძელში მიწოლილიყო და წიგნს კითხულობდა, ის მე ვერ მხედავდა და ახლაღა მივხვდი რომ მე ხილვას ვხედავდი წარსულიდან, რადგან იქაურობა მიწკრიალებული და სუფთა იყო, ბოლოს კი ჩემი თვალით ნანახი არცისე სასიამოვნო შესახედაობის იყო აქაურობა.
ქალმა წამოდგა და თაროებს მიუახლოვდა, მეც ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდი, მან იგივე წიგნი გადმოიღო თაროდან როგორიც მე, გადაფურცლა სასურველ გვერდზე და ხელის მოძრაომით თაროებიდან სხვა წიდნებიც აამოძრავა, გული ამიფართხალდა ამ სანახაობის შემყურეს, უკუსვლით მიმავალმა პატარა კუთხეში მდგომ მაგიდას დავეჯახე და იქედან გადმოვარდნილი ლარნაკი გავტეხე, ქალი შეცბა, გაეფანტა გონება და ყველაფერი ძირს დაუცვივდა, მე შეშინებულმა კიბე ჩავირბინე და ბიბლიოთეკის ნაცვლად პატარა მოცუცქნულ, მყუდრო სივრცეში ამოვყავი თავი რომელიც დროთა განმავლობაში ქოხს დაემსგავსა, ამავალი კიბე კი გაქრა, პატარა მოგიზგიზე ბუხრის სითბოს შორიახლოდანაც კი ვგრძნობდი, ბუხრის წინ თბილი ბეწვით შემოსილი სავარძელი იდგა, ხის უბრალო ოთხკუთხა მაგიდა თავისი სკამებით და კარადა რომელშიც ფერადი ჭურჭლეულობა ელაგა.
სავარძელში მსხდომ უცნობს მივუახლოვდი რომლის მხოლოდ ჭაღარა თმა მოსჩანდა, არცისე ასაკოვან ქალს სახეზე ალისფერი მოთამაშე სხივები მოჰფენოდა, დავიხარე და მას დავაკვირდი, მას ნაცნობი ადამიანის იერი ჰქონდა და თანაც უცნობის, საბოლოოდ დავიღალე და სავარძლის გვერდით ჩამოვჯექი, ძილი მერეოდა, თვალები მივნაბე და სიზმარში მე შევძელი დამეძინა.
ჩემს წინ კაშკაშა თეთრ ფერს ვხედავ რომელიც ანათებს და თვალს მჭრის, ეს აუტანელი პიროვნების თმები აღმოჩნდა, რომელსაც ჩემს საწოლზე ჩასძინებოდა და რომელსაც ჩემი ტერიტორიის 50 % დაუკავებია.
დავაკვირდი მას, მისი სახე ისეთი ქათქათა და მნათობი იყო როგორიც ანგელოზს შეიძლებოდა ჰქონოდა, ის სასიამოვნო შესახედაობის და გარეგნობის ბიჭი იყო, მძინარე ნამდვილად ანგელოზს ჰგავდა, მაგრამ ის უკვე ყოფილი ანგელოზი იყო, მე არც კი მიფიქრია გადამეგდო აქედან მძინარე ბიჭი, მეც დავხუჭე თვალები და შევეცადე ისევ ბურუსში გახვეულიყო ჩემი ფიქრები.
ისევ გაეხვია ჩემი ფიქრები სიზმრების კორიანტელში...

ის მე მიახლოვდება და გულში მიკრავს, მის სითბოს ვგრძნობ, ვგრძნობ როგორ ძლიერ მაქვს შემოხვეული ხელები მის სუსტ სხეულზე.
ამ უცნაურმა გრზნობამ რეალობაში გამომყვა, მაგრამ ჩემს სიახლოვეს არავინ აღმოჩნდა, ღამით ნანახი მობზინვარე თმაც სიზმრად მომეჩვენა.
რა მოხდა? გაურკვეველია.
მე წამოვდექი და წყლის გადასავლებად მეორეზე ჩავედი სააბაზანოში ვიღაც იყო, გამიკვირდა ნუთუ სახლში ვინმე იყო? ჯერკიდევ 10 იყო საათი, ყველა სამსახურში იქნებოდა, მომლოდინემ დავიქანცე, თავისით დამეხუჭა თვალები, თითის შეხება ვიგრძენი ცხვირზე, თვალები როცა გავახილე ედუარდი დამხვდა წინ.
- ჩემს სახლში რა ჯანდაბას აკეთებ? - თვალები გამიფართოვდა და ლამის გადმომიცვივდა.
- ახხ... სახლში მეზარებოდა გასვლა, ამიტომ შენი სააბაზანოთი ვისარგენლე.- თითქოს არაფერიც არ მომხდარა ისე შეიმშრალა პირსახოცით თავი და კიბეს აუყვა, მე ჯერკიდევ შოკში ვიყავი, ჩემი პირსახოცი გამოიყენა და საერთოდ არ დარდობს, მაინც არ ეშინია ჩემებმა რომ გამოიჭირონ?! გიჟია ეს ადამიანი.
მეორე იქვე გადაეკიდა სააბაზანოში, ფეხის ნაბიჯები ეტყობოდა მეტლახს, დაორთქლილი იყო კედლები და ფანჯარა.
საძინებელში ასულს ჩემს მაგიდასთან მჯდომი დამხვდა, პირსახოცი მხრებზე შემოეფინა, თმები ჯერკიდევ სველი და გაწუწული ჰქონდა, ის ნახატებს აკვირდებოდა, სიზმრების ნახატებს რომლებშიც ისიც იმყოფებოდა.
ხალათით მყოფი ნამდვილად არ ვაპირებდი მის წინაშე გამოცვლას.
- არ შეგიძლია წახვიდე? უნდა ჩავიცვა?! - ის არაფრისმთქმელი მზერით მიყურებდა, შემდეგ წამოდგა.- ქვემოთ ჩადი, იქ მაინც არავინ იქნება...- მან მხრები აიჩეჩა და კიბეზე დაეშვა, მე ფარდები გამოვწიე და დავბურე ოთახი.
ჩავიცვი თუ არა მან მაშინვე ამოძვრა ქვემოდან, რა ჯანდაბა არის, მან წინასწარ იცის ჩემი გადადგმული ნაბიჯების შესახებ?!
- რატომ დაბურე საძინებელი? არგინდოდა შიშველი ვინმეს დაენახე?- ჩაიხითხითა, ფარდას დაექაჩა და სინათლე შემოუშვა, სადღაც 10:20 იქნებოდა ალბათ.
- რას მიირთმევ?- კიბისკენ დავიძარი.
- კარგი იქნებოდა ბლინები და "nutella". - ისევ მაგიდას მიუჯდა და ნახატების თვალიერებას შეჰყვა, მე სამზარეულოში ჩავედი და ბლინების გამოცხობა დავიწყე, ვცდილობდი სტანდარტული ყოფილიყო ზომებში, არ ყოფილიყო გადამწვარი და ნახშირად ქცეული.
თეფშზე ბლინების შენობა ავაგე, მაცივრიდან nutella გამოვიღე, როგორ იცოდა რომ მოიძებნებოდა მაცივარში ის რაც მას უყვარდა, როგორც ჩანს მან დაზვერა ჩემს გამოღვიძებამდე ყველაფერი.
- ვახ... ვახ... რა სურნელი ტრიალებს, რა მადის აღმძვრელად გამოიყურება შოკოლადი და ბლინები ნუუ... - დაბრიცა ტუჩები და მაგიდას მოუჯდა.
- ცეცხლი და ნავთი დააყოლე! - მან გამომხედა და ძლივსღა გადაყლაპა ლუკმა. კარზე ზარი გავიგონეთ, შევცბი, ნუთუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი იყო?! მაგრამ ის ზარს არ დარეკავდა, ფანჯრიდან გავიხედე და ათანასე დავინახე რომელიც თავის ბიბლიასთან ერთად კარებთან ატუზულიყო, გასასვლელისკენ წავედი, ედუარდს სახე მოეღრიცა როცა მიხვდა ვინ იყო სტუმარი.



№1  offline წევრი sofi_sofi

გააგრძელე მომწონს smile
ნუ რა გააგრელეზე გელაპარაკები ახლა დადე მაგარი ხარ

 


№2  offline წევრი park_soo_byung

sofi_sofi
გააგრძელე მომწონს smile
ნუ რა გააგრელეზე გელაპარაკები ახლა დადე მაგარი ხარ

დიდი მადლობაა რომ კითხულობ.<3 გავაგრძელებ აუცილებლად.

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძლლივს შევძელი დღეს წაკითხვა. ძალიან საინტერესო მომენტზე შეწყდა, ასე რომ ველი მოუთენლლად

 


№4  offline წევრი park_soo_byung

სტუმარი ქეთი
ძლლივს შევძელი დღეს წაკითხვა. ძალიან საინტერესო მომენტზე შეწყდა, ასე რომ ველი მოუთენლლად

მადლობა დიდი რომ კითხულობ.<3 შენი კომენტარით ძალიან მახარებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent