მეც შემიყვარდა (მეექვსე თავი)
დილას გაღვიძებისთანავე გამახსენდა გუშინდელი ღამე. ღმერთო ახლა თვალებში როგორ უნდა შევხედო. სირცხვილით ალბათ ადგილზე მოვკვდები. სააბაზანოში შევედი და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი, მესიამოვნა, კიდევ დიდხანს არ გამოვიდოდი ლიზას რომ არ დაეძახა. მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. ყველა სამზარეულოში იყო. -დილამშვიდობისა-მივესალმე მათ. -დილამშვიდობისა, ტასო, დეიდა მოდი დაჯექი ისაუზმე შენც. -მითხრა თინამ და სკამზე მანიშნა. არა ტასო იქ არ დაჯდე, მის პირდაპირ არ დაჯდე თორემ თვალებით შეგჭამს. -არა იყოს დეიდა მიირთვით თქვენ. მე მგზავრობის წინ არ ვჭამ არაფერს, აი უბრალოდ ვაშლს ავიღებ. -რაც პირველი მომაფიქრდა ის ვთქვი. -კარგი როგორც გინდა. -ტასო ჩაალაგე შენ? -მკითხა ლიზამ -არა. ავალ და მოვემზადები. -ვუთხარი და სამზარეულო დავტოვე. სწრაფად ჩავალაგე ბარგი და მისაღბისკენ წავედი. ოთახის კარები გამოვხურე, სწორედ ამ დროს გამოვიდა ალექსანდრეც თავისი ოთახიდან. -ტოსო ესაა შენი ბარგი? -მკითხა და ჩანთას ხელი მოკიდა. -კი. იყოს მე ჩავიტან. შენ შენიც ჩასატანი გაქვს. -არაუშავს მოვერევი როგორმე ორივეს პატარა ქალბატონო. -ირინია გაურია სიტყვებში. ჩანთას ხელი კარგად მოჰკიდა და დაბლა ჩაიტანა. -დედა თქვენ როდის ჩამოხვალთ? -ჰკითხა ლიზამ თინას. -არ ვიცი ჩემო გოგო გააჩნია როგორი ზამთარი იქნება. შარშან თოვლი არ იყო დიდი და აქეთ ვიყავით, მაგრამ ახლა შენ იქ იქნები და აქ ალბათ ვერ გავჩერდები, შეიძლება იმ თვის ბოლოს ჩამოვიდეთ. დედა ნიტასთან დარჩით სანამ რამეს იპოვით, ჩვენი ბინა დასალაგებელი იქნება და მაგიტიმ გეუბნევი . -კარგი დედიკო-უთხრა და მოეხვია. -არ ინერვიულო დეიდა ნიტა თუ არა მე დავიტოვებ თქვენს შვილს-ვუთხარი და ეზოში გავედით, სანდრო და თემო ჩანთებს ალაგებდნენ. -შენთან დარჩენას ხიდის ქვეშ ძილი მირჩევნია. -მითხრა თემომ და საბარგული დახურა. -შენ ვინ გიტოვებს ერთი, მე ლიზა ვიგულისხმე და არა შენ., იმაზეც მადლობელი იყავი ჩემი მანქანით რომ უნდა იმგზავრო. -გითხარი მოგინი ერთხელ უკვე რომ შენივე შხამში დაიხრჩობი ერთ დღეს. -მითხრა თემომ და ცოლს მოეხვია. -შენ ძალად სიძე-წამოვიძახე პირველი სისულელე. -ენა მწარე-არც მან დამაკლო. -იცოდე მანქანაში არ ჩაგსვამ. -სანდრო წამიყვანს. -შენ... -სიტყვა გამაწყვეტინა ძიამ -სამივე ერთი მანქანით მიდიხართ და ამ ბიჭს მარტო უშვებთ.? -იკითხა ზაზამ. -ესე გამოდის-ვუპასუხე მე. -არა დეიდა ცოდოა მარტო. -მითხრა თინამ. -მაშინ მე და ლიზა წავალთ და ალექსანდრე და თემო ერთად წამოვიდნენ. -არა ჩემს ცოლ-შვილს მარტო შენ ვერ განდობ, დაუშვებელია. -აბა რა ვქნათ? -ვკითხე თემოს. -შენ და სანდრო წადით მისი მანქანით და შენით ჩვენ წამოვალთ. -არა! -რატომ? -მკითხა და გაიღიმა. მგონი ამანაც ყველაფერი იცის. -არ ვიცი. -ამოვილუღლუღე. -კარგი მაშინ წავიდეთ, მომეცი ტასო გასაღები-ხელი გამომიწოდა თემომ -გაუფრთხილდი -ვუთხარი და გასაღები მივაწოდე. -შენზე ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი. ამიტომ თქმა არაა საჭირო. -ეგ ვიცი, მანქანაზე გეუბნევი სიძე. -თბილისში მივდივართ, ომში ხომ არ მიმყავს-მითხრა სიცილით და ცოლს მანქანის კარი გამოუღო. ყველას დავემშვიდობეთ. ქალაქისკენ დავიძარით. მანქანა მთლიანად მისი სურნელით იყო გაჟღენთილი. ამიტომ ფანჯარა ჩამოვწიე რომ ცოტა გონს მოვსულიყავი. -გაცივდები აწიე ფანჯარა.-მითხრა და მეც წამში დავემორჩილე. გაიღიმა და მხოლოდ ახლა დავაკვირდი რა ლამაზი ღიმილი ჰქონია, დაჟინებით ვუყურებდი და ვცდილობდი მისი ყოველი სახის ნაკვთი შემესწავლა. -კიდევ თუ დიდხანს გააგრძელებ ყურებას გეფიცები, გონება გამეფანტება და სადღაც დავილეწებით. -მე შენ არ გიყურებ... მე... იქით ვიყურები. -მართლა? -დიახ. -რადგან ასეა შეგახსენებ შენს მხარესაც არის ფანჯარა და დარწმუნებული ვარ მანდეთაც შესანიშნავი ხედია. ამიტომ გთხივთ ქალბატონო ანასტასია ნუ მაბნევთ. -მე... კარგი... -გაბრაზებული ბავშვივით მივადეთავი მინას. ჩემი მანქანა ვერ შევნიშნე და დაფეთლმა დავუწყე წინ მდებარე ავტომობილებს. -მათი მანქანა აღარ ჩანს სად არიან? -წინ წავიდნენ -მიპასუხა მშვიდად. -რატომ? -იმიტომ რომ სწრაფად მიდიან. -და ჩვენ რატომ არ მივდივართ უფრო ჩქარა? -იმიტომ რომ აქ შენ ხარ. -და მე რა შუაში ვარ. -ანასტასია! -კარგი ხო, ნუ მიყვირი, ვჩუმდები. -ხელები ავწიე დანებებას ნიშნად. ცოტახანს მართლაც ჩუმად ვიყავი. მერე ვეღარ გავჩერდი და ტელეფონში ნიტას ნომერი ავკრიფე. -გვიკადრე ქალბატონო? როგორ ისვენებთ? -დაიწყო საუბარი როგორც კი ტელეფონს უპასუხა -ისე რა-ვუთხარი მობეზრებულმა. -მოხდა რამე. -მოგიყვები რომ ჩამოვალ. -ვუთხარი და მზერა სანდროსკენ გავაპარე. -ბრუნდები უკვე? -კი გზაში ვართ, ზედმეტი კითხვების გარეშე ნიტა-გავაჩერე როცა რაღაცის თქმა დააპირა-მისმინე საღამოსთვის მანდ ვიქნებით და ყველა ჩემთან შეკრიბე მაგარი ამბები მაქვს სათქმელი. გასაგებია, ახლა უნდა გავთიშო საღამომდე,შენს იმედზე ვარ იცოდე. -არაფერის თქმა არ დავაცადე ისე გავუთიშე. რაზეც ალექსანდრეს გაეღიმა. და ჩემგან მწარე დარტყმაც მიიღო. -რა დავაშავე მითხარი მაინც რომ მცემ? -რა გაცინებს? -პატარა ბავშვივით იქცევი, საოცრება ხარ. -მითხრა და შემომხედა. -გზას უყურე შენ გირჩევნია. -ვუთხარი და ამჯერად ლიზას დავურეკე. -სად ხართ?..... რა იყო გოგო მიფრინავთ.... მისმინე თბილისში რომ შეხვალთ სადმე დამელოდეთ და ერთად მივიდეთ... დავრეკე უკვე ყველა ჩვენ გველოდება.... არა არ მითქვამს.... და მაგას უთხარი თუ უნდა ტყავი არ გავაძრო ფრთხილად ატაროს. -ტელეფონი გავთიშე და სავარძელს მივეყუდე. -დავიღალე და მშია. -წარმოვთქვი გაუაზრებლად. -გავაჩერო გინდა სადმე? -არა იყოს, არ მინდა. დავიძინებ ხომ შეიძლება? -კი როგორ არა. აი უკან ჩემი სპორტული დევს მოიცვი და დაიძინე. -კარგი. -სპორტული გადმოვიღე და კომფორტულად მოვთავსდი. -ოღონდ თბილისში რომ შევალთ გამაღვიძე. -კარგი. -მითხრა და წყნარი მელოდია ჩართო. ერთიანად მოვეშვი და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. სახეზე ვიღაცის ხელს ვგრძნობდი, ნაზად დაატარებდა თითებს თან ჩემს სახელს იმეირებდა. თვალების გახელა არ მინდიდა იმდენად სასიამოვნო იყო ეს შეგრძნება. მაგრამ მოულოდნელად სიცივე ვიგრძენი და თვალები გავახილე. -მაპატიე, მაგრამ მთელი ათი წუთია შენს გაღვიძებას ვცდილობ. რომ ვერ გააგაღვიძე მხოლოდ ეს მოვიფიქრე. -კარგი არაუშავს. სად ვართ? -თბილსში შევედით. -მითხრა და მანქანა დაძრა. -გაარკვიე თემო სად არის. -კარგი-ვუთხარი და ტელეფონს დავწვდი. -ჯანდაბა... -რა მოხდა? -ტელეფონი დაჯდა. -ჩემი აიღე. -პაროლი ადევს-ვუთხარი როცა ტელეფონი ავიღე. -ანასტასია. -რა? -ვკითხე გაოცებულმა. -პარილი. -ხო პაროლი ადევს. -ანასტასიაა პაროლი. -კარგი-ვუთხარი და ლიზას დავურეკე. -სად ხართ?... ხო ვიცი... კარგი ხუთ წუთში მანდ ვართ... -ტელეფონი გავუთუშე. -მარჯვნივ შეუხვიე ამ ქუჩის ბოლოს გველოდებიან. მათი მანქანაც დავინახე. და ამჯერად ერთად გავაგრძელეთ სვლა. ნახევარ საათში სახლთან ვიყავით. -ამას გავიხდი, დავტოვებ. -ვუთხარი და ჟაკეტის გახდა დავიწყე. -არა, ახალი გაღვიძებული ხარ გეცვას გაცივდები, მერე დამიბრუნე. -კარგი-ვუთხარი და სპორტულის ელვა ბოლომდე ავიწიე, არ მეთმიბოდა ისეთი სასიამოვნო იყო, მისი სურნელი გაჟღენთილი. -ალბათ სასაცილოდ გამოვიყურები-ვთქვი როცა მანქანა დავტოვე და ჟაკეტის სიგრძე შევამჩნიე. მაგრამ მაინც მომწინდა. -სულაც არა, ძალიან გიხდება. გინდა გაჩუქებ. -მართლა? კი მინდა. -ბავშვივით ავხტუნავდი. -რას დახტიხარ გოგო კურდღელი ხარ? -მკითხა იმ წამს მოსულმა თემომ. -ვერ გაიგებ მაგას შენ სიძე.- ვუთხარი და სახლისკენ წავედი. -ისე გიხდება ეგ ჟაკეტი-მითხრა და კარზე დააკაკუნა. -მიხდება თუ ვუხდები? -ვკითხე მაგრამ პასუხს გაცემა ვერ მოასწრო კარი ნიტამ გააღო. -თემო? ლიზა?თქვენ როდის ჩამიხვედით? შემოდით მოდით. -მისაღებისკენ წაიყვანა. -შენ უხდები. -ყურში ჩამჩურჩულა სანდრომ და ისიც მათკენ წავიდა. მე კი ადგილზე გავშეშდი. -ტასო რას დგახარ მანდ მოდი შემოდი. -შესასვლეში გამოვიდა მარიამი და მეც მისკენ დავიძარი. -ჟაკეტს არ ვიმჩნევ ჯერ ჯერობით, მაგრამ იმედია ყველაფერს მომიყვები. -მამიდააა -ოთახში შესულს ანდრია შემომეგება. მეც სწრაფად ავიყვანე ხელში და ძლიერად ჩავიხუტე. -ტასუნა როგორ ხარ პრინცესა? -ახლა ცოტნეს მოვეხვიე და ასე ყველას თან მიმდევრიბით. ყველაფერი მოვუყევით ლიზას და თემოს მარიამზე და დემეზე, ასევე მათე და ნათია გავაცანით. ახლა კი მე მომდგნენ. -აბა ქალბატონო ანასტასია, რომ შეგვკრიბე ამხელა საზოგადოება რა უნდა გეთქვა? -მკითხა ნიტამ -მე რატომ ამათმა უნდა გითხრან-ვთქვი და ლიზა და თემოსკენ ვანიშნე. -რა ხდება დეიდაშვილო? -ახლა ლიზიკოს მიუტრიალდა ნიტა -საქართველოში დავბრუნდით ისევ ოღონდ სამუდამოდ, ალექსმა სამსახურიც შეთავაზა თემოს და ასე რომ არსად აღარ მივდივართ. -ვაიმე რა მაგარია... -იწივლა მარიამმა და ლიზას მოეხვია. -ახლა მეც მიმიშვი ჩავეხუტო-რასაც ჰქვია ხელიდან გამიგლიჯა მარიამს ლიზა ნიტამ. -ცოტა ფრთხილად, არშეიძლება მაგისთვის მკვეთრი მოძრაობა. -წამოიძახა თემომ და მაშინვე ყველა გაჩუმდა. -ეს.... იმას... ნიშნავს.. რასაც მე ვფიქრობ? -წამოიძახა ნიტამ. -გააჩნია რას ფიქრობ-ვუთხარი ღიმილით და დამიანეს ჩავეხუტე. -დეიდა გავხდები. ხომ ასეა. -სიხარულით ყვიროდა ნიტა. -ხო ასეა ოღონდ ნუ დაგვაყრუებ-უთხრა თემომ. -მგონი ტასოს საკმარისად არ მოუშხამიხარ და ამიტიმ ხარ ასე თამამად სიძე. -არა დამანებეთ თავი მთელი დღეები შემოპარულ სიძე მეძახდა. -ყველას გაეცინა. -მიულოცეთ ახლა ამ გოგოს-ფეხზე წამოდგა ლიკა. ყველა მათ ულოცავდა. გოგონებს ვახშამი მზად ქონდათ ამიტომ მალე სუფრას მივუსხედით. სასიამოვნო იყო მათ გარემოში ყოფნა. ცოტა გადავიღალე და ეზოში გასვლა გადავწყვიტე. მშვიდი საღამო იყო. -ცივა და მგონი მოსაცმელი არ გაწყენდა. ოთახში იყო და ვიფიქრე დაგჭირდებოდა-ჟაკეტი მომაფარა სანდრომ. -მადლობა. შენ მიდიხარ უკვე თუ რატომ გამოხვედი? -ხო მივდივარ. ხვალ კომპანიაში უნდა წავიდე, საქმეები დაგრივდა, ცოტა გამოძინება არ მაწყენდა. შენ აქ აპირებ ყოფნას? -უბრალოდ ვფიქრობდი. გაგაცილებ და შევალ. -რაზე ფიქრობდი თუ საიდუმლო არაა. -სწორედაც რომ საიდუმლოა-ვუთხარი და გავუღიმე. -უკვე აღარ. -რას გულისხმიბ? -თვალებმა გაგცეს პატარა ქალბატონო. აი ამ თვალებში ყველაფერი ჩანს. -თუ ასეა,რასამბობენ, რა ჩანს ამ წუთას მასში? -ყველაფერი. -თვალებში მიყურებდა ისე მელაპარაკებოდა. -მართლა? -მთელ შენს სამყაროს იტევს, შემიძლია ვუყურო და გავიგო რას ფიქრობ. -მაშინ მითხარი. -არა, მოვა დრო და თვითონ მეტყვი. -მაინც რას? -იმას რისი მოსმენაც ყველაზე მეტად მინდა. ახლა კი შედი გაცივდები. -მე... შეიძლება რაღაც გავაკეთო. -ვუთხარი და მომლოდინე თვალებით შევხედე. -მაინც რა? -მკითხა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო. -აი ეს.... -ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. სანამ აზრზე მოვიდოდა მანამდე გავეცალე იქაურობას. -ამას დავიმახსოვრებ იცოდე ანა! -მომაძახა, მე კი სახლის კარი სწრაფად მივხურე. ოთახში ავედი და ფანჯარიდან გადმოვხედე. ისევ იქ იყო. ერთხანს გაშეშებული იდგა. მერე კი მანქანისკენ დაიძრა და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს. დანარჩენებიც მალე დაიშალენ. ლიკას მოვეხმარე და მეც მოვემზადე დასაძიბებლად. თუმცა მალე ჩემი ყურადღება მოზუზუნე ტელეფონმა მიიქცია. უცხო ნომრიდან ესემესი იყო. გავხსენი და წავიკითხე: <<რას მიკეთებ ანა??? >> მივხვდი ვინც იყო, მაგრამ არ ვიცოდი რა მეპასუხა. <<ვიცი რომ არ გძინავს, მიპასუხე. >> <<რა იცი რომ არ მძინავს? >> <<ეგ ამ წუთას მეორე ხარისხოვანია, პირველ კითხვაზე მიპასუხე >> <<მეც არ ვიცი, მოვა დრო და აგიხსნი. ძილინებისა ალექსი.>> <<დაგელოდები. ძილინებისა ანა. >> ნუთუ მართლა ხდება ეს. შეიძლება იმ ამბის მერე სიყვარულს მივცე გასაქანი ჩემში, ასე ადვილად დავივიწყებ წარსულს? მანაც რომ იგივე გააკეთოს? არა ეს სისულელეა ანასტასია, სანდრო ასეთი არაა. ღმერთო რატომ მინდა დავიჯერო რომ ის სხვანაირია? რატომ მინდა მისი იმედი მქონდეს? ნუთუ მართლა შემიყვარდა? ნუთუ მეც შემიყვარდა? ამ კითხვებმა მოსვენება დამიკარგა. მთელი ღამე გავათენე. მაგრამ პასუხი მაინ ვერ ვიპოვე. ცოტა პატარა თავია, მაგრამ გპირდებით გამოვასწორებ. შინაარსი შევცვალე. ყველას აინტერესბდა რა უშლიდა ტასოს ხელს, ამიტომ ახლა გავიგოთ ვის ან რის გამო ეშინოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.