შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა გიჟია(თავი2)


8-10-2018, 19:40
ავტორი fluctus Oceani
ნანახია 1 408

აეროპორტიდან წამოსვლისას ყველას დავემშვიდობე და ჩემს საამაყო მოტოს დავაჯექი.
გზაში ლიკაზე და ვაჩეზე მფიქრებოდა,პირველივე წუთიდან მივხვდი რომ ვაჩეს ლიკუნა მოეწონა და მეც რა თქმა უნდა მომეცა საბაბი იმისა რომ ლიკას დავცინო.ამ ფიქრებში ვიყავი როცა მოტო ერთ ლამაზ კაფესთან გავაჩერე და ლიკამაც დამირეკა
-ვა ლიკუშ შე ძველო არ გასლოკინებდა?
-კი კაცო მოვკვდი სლოკინით როგორ მიხვდი?ახლა დროზე ამოხვალ ჩემთან და საღამოსთვის მოვემზადებით ,ვერ შევარჩიე ვერაფერი გაიგე ალქაჯო?-გაბრაზებულ მეუბნებოდა
-რა ვერ შეარჩიე მაინც ვის ეპრანჭები? ვაჩს ხომ არა კაი მოვდივარ-ვუთხარი და გავუთიშე რადგან ვიცოდი იმხელაზე იყვირებდა რომ ტელეფონი ახლიდან მექნებოდა საყიდელი,ამიტომ დავაჯეი მოტოს და ლიკას სახლისკენ გავექანე რასაც იტყვიან.
ზუსტად თხუთმეტ წუთში კარებთნ ვიყავი დარჭობილი და ვუზარუნებდი მაგრამ გაიღო ვინმემ? არა ამიტომ უკვე ბრახუნზე გადავედი რომ ლიკამაც გააღო
-ჩაიცვი ექიმთან მივდივართ-ვუთხარი მთელი სერიოზულობით
-რატო რა მოხდა?-გაკვირვებული იყო
-მე მყავს ერთი კარგი ნაცნობი ყურის ექიმი და უნდა გავასინჯინო შენი თავი თორემ დამიყრუვდი ეს ანგელოზივით გოგო და მერე ვაჩეს რად უნდა ყრუ?-მივუგე და შევხედე
-ვაჩეს განახებ მე შენ,ექიმთან მე კი არა შენ უნდა მიხვიდე ალქაჯო
-ვითომ არ იცის რომ იმ ბიჭმა როგორც კი დაინახა დორბლები ჩამოუვიდა-ვუთხარი და ფხუკუნი მოვრთე
--ვაი ბიძია რა გეშველება,ანამარიას მოვკლავ და მერე შენ მიგაყოლებ ზედ რომ აიჩემეთ ეს კლუბში წასვლა რა ჩავიცვა ახლა?-ბუზღუნით დადიოდა იქეთ- აქეთ
-ნუ წაიღე ტვინი ვა აიღე ეს შავი კაბა თმა გაიშალე ეს მაღლები ჩაიცვი მაკიაჟი გაიკეთე და ეგ არის რა-ვუთხარი და გეგმა გავაცანი
-ვუი ეგ კაბა ვერ დავინახე,შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა?-მითხრა და ჩამეხუტა
-გეტყვი მეხი დაგეცემოდა ცუნცულ მეხიიიიიიი-ბოლო სიტყვა გავაგრძელე
-კაი მოვემზადოთ,შენ რას ჩაიცმევ?-მე მომიბრუნდა
-საცვლებით წამოვალ გიჟო,რას ჩავიცმევ ა მოკლე ამოღებულ წითელ კაბას,იმიტომ რომ შენს კაბაზე ლამაზია-ვუთხარი და სააბაზანოში შევედი.ნახევარ საათში უკვე მაკიაჟს ვიკეთებდით,უნდა მოგვესწრო, შვიდზე ბიჭებს უნდა გამოევლოთ და ძირს უნდა დავხვედროდით.და მართლაც შვიდზე ძირს ვიყავით და ველოდებოდით ბიჭებს.ბეხებს ვაბაკუნებდი რომ არ ჩანდნენ,მაგრამ გამოჩნდა მანქანაც
-ზუსტად თხუთმეთი წამით დააგვიანეთ ერეკლე კარგ-სიტყვა გავწყვიტე მანქანიდან მაქსი და ვაჩე გადმოვიდნენ.
-უი თათა ნახე მაქსი და ვაჩე მოსულან-ლიკამ მითხრა
-კაი ერთი კი ვერ დავინახე,თქვენ რატომ მოხვედით ერეკლე სად არის ან ბექა ან დემე?
-გაგიმარჯოს,ბექა ანამარიასთან არის, დემე ნიასთან,ერეკლეს დააგვიანდება და რატომაც ჩვენ ვიყავით თავისუფლები გამოგიარეთ
-უი რომ გამომიარე და თავისუფალი რომ იყავით კი ვერ მივხვდი მაგას,ოჰ ღმერთო რას გადავეყარე-დანანებით ჩავილაპარაკე და ხელები ცისკენ ავღმართე
-მეც რას მერჩოდი ღმერთო- იმანაც მომბაძა
-ეი ჩვენც აქ ვართ-შეგვახსენა ვაჩემ
-კაი დაჯექით და წავიდეთ-გვირძანა მაქსმა,მერე ერთმანეთს დაბღვერილებმა გადავხედეთ და მანქანაშიც დავჯექით.ნახევარ საათში უკვე კლუბის წინ ვიყავით და შევდიოდით როცა ვიღცამ დამიძახა
-თათა ეს შენ ხარ როგორ შეცვლილხარ-უკან გავიხედე და ხელში ნიკა შემრჩა.რა თქმა უნდა მაქსმა ლიკამ და ვაჩემაც გამოიხედეს როცა მე ნიკას შევახტი
-ვაიმე ნიკუშ რამდენი ხანია არ მინახიხარ,როგორ მომენატრეეეე-ვუთხარი და ბოლო სიტყვა უფრო ხმამაღლა წავმორთქვი რომ მაქსაც გაეგონა.
-მეც გოგო სად დაგვეკარგე?რამდენი ხანია არ მინახიხარ-საუბარი გავაბით მერე დავიშალეთ და ისევ სამეულთან მივედი
-ის ბიჭი ვინ იყო?-მკითხა ლიკამ უფრო სწორად ისე მიჩურჩულა სხვამ კი არა მეც ძლივს გავიგე
-მერე გეტყვი-მეც ვუჩურჩულე და კლუბში შევედით ყველა იქ დაგვხვდა: ნია დემესთან ერთად "კი მარა ამათმა როდის მოასწრეს",ანამარია ბექასთან ერთად,ერეკლე, მე, ლიკა, ვაჩე, გვანცა და მაქსი სრული შემადგენლობით ვიყავით,ხუთი გოგო ხუთი ბიჭი.
-ვააა ვინები გაჩითულაააან-მივაყვირე მაგრამ მუსიკის ხმაში ნორმალურ ხმასავით ჩანდა
-ოჰ გოგოშკებიც მოსულაააან-ერეკლე გადაგვეხვია
-კაი ხო ნუ გამჭყლიტე-უთხრა ლიკამ და სიცილი დაიწყო.
ერთმანეთი მოვიკითხეთ და დაიწყო გუგუნი,რამდენიმე ჭიქა მივაბი მაგრამ არ მომერია მეკი რისი თათა ვარ რომ თავი არ მოვიმთვრალუნო ავდექი და ერეკლესთან ერთად ცეკვა დავიწყე.დავიღალე დავჯექი და ახლა სიცილს ვერ ვწყვეტდი ეს იმიტომ რომ მთვრალი ვეგონე ყველას,და ჩემი ჩანაფიქრიც ასრულდა.მალევე დავიშალეთ,ნუ მალევე რა ღამის სამ საათზე მივედი სახლში,ჩუმად შევედი ჩემს ოთახში დავწექი მაგრამ არ დამეძნა ამიტომ მუსიკების მოსმენა გადავწყვიტე ავიღე ჩემი ტელეფონი გავირჭვე ყურსასმენები და ჩავწექი ლოგინში ისევ.მეკი როგორც მუსიკის მოყვარულმა მალევე ჩამეძინა.
დილით ტელეფონმა გამომაღვიძა,აბა ვინ იქნებოდა თუ მიხვდებით მეც არ ვიცი რაღაც ან ვიღაც იყო ამიტომ დამაინტერესა და ავიღე
-დემე თუ არ გინდა დარჩენილი ცხოვრება საავადმყოფოში გაატარო თავი დამანებეეე, კაი რა ნუ ჩამაგდებ ნიას და შენს ცოდვაში ბოლოს და ბოლოს შეყვარებულები ხართ
-მე დემე არ ვარ მაქსი ვარ-ძლივს გადააბა სიცილისგან სიტყვები
-მაქსი ხარ თუ ჟორა,მოიცა ვინ ხარ?-ახლა გამასენდა მე საცოდავს
-მა მაქ მაქსი-კიდევ უფრო დაიწყო სიცილი
-ვაი შენ საცოდო რა ბებიაჩემის ცხენივით ჭიხვინებ,არა არ სიცილი უნდა გასწავლო
-კაი ხო გაგაღვიძე?-უცებ დასერიოზულდამაგრამ ეტყობოდა რომ მთვრალი იყო
-არა კაცო მომენატრე და ველოდებოდი როდის დამირეკავდი დილის ხუთი საათია ხო იცი ვერ მიხვდები ადამიანი როდის მოგენატრება-დამცინავი ტონით ვუთხარი
-მართლა? მოგიკვდი შენ რომ მცოდნოდა რომ შენც მოგენატრე უფრო ადრე დაგირეკავდი,მეც მომენატრეეე-ისევ სიცილი დაიწყო
-სად ჯანდაბაში ხარ და ვისთან ერთად-ვკითხე უკვე სერიოზულად
-დემესთან ერთად ვარ რესტორანში ვჭამთ
-მართლა ცუნცულ? აბა რესტორანში რას გააკეთებთ სხვას იცეკვებთ?
-ვჭამთ კაცო და შენ არ მოხვალ?-ტელეფონში ისევ მაქსის და დემეს სმა გავიგე
-თქვენ ჭამეთ ცეცხლი და ნავთი გადაგიარატ მატარებელმა,ახლა მითხარი სად ხართ-ვუთხარი და ჩაცმა დავიწყე
-თბილისში ცუნცულ სად ვიქნებით-ბარბაცით მითხრა
-უი დედა მე ამსტერდამში მეგონეთ,სად ხართ ტერიტორიულად უთხარი ვინმეს რომ მესიჯით გამომიგზავნოს შე ჩლუნგო-ვუთხარი ნერვებმოშლილმა და გარედ გავედი
მანქანაზე დაჯდომისთანავე ესემესი მომივიდა ადგილსამყოფელი ეწერა და ამიტომ მეც დავადექი გზას და თან მაქს ვლანძღავდი
-კრეტინი, დებილი, იდიოტი, ჩლუნგი არა რა რაღა ჩემთან დარეკა სხვა არ ყავს დაწერილი დემეტრეს?-ახლა დემეს მივადექი
ხუთ წუთში მივედი და ორივე ჰიმალაის მთა გამოვათრიე იქიდან
-არა რა ამხელები ხართ და თავში ეთი სანტიმეტრი ტვინი არ დაგაყოლათ ღმერთმა.ტვინს რომ არიგებდნენ თქვენ ჩუპაჩუპს ჭამდით-უკანა სავარძელზე გავიხედე მაგრამ ორივეს ეძინათ
-ყოჩაღ თათა ახლა შენს თავსაც დაუწყე ლაპარაკი-მანქანა სახლთან გავაჩერე ნიას სახლთნ უფრო სწორად მერე გავაღვიძე ორივე ბრეტ პიტის ბიძაშვილები და დემე სახლში შევიყვანე
-ნია გააღე ეს კარი თუ არ გინდა რომ შენი ფისო აქ დავაგდო-ყვირილი დავიწყე და მთელს სახლში შუქები აბღვდრიალდა(კიდევ კარგი ნია მარტო ცხოვრობს).სახლიდან ნამძირალები ნია გამოვიდა და ჩემს და დემეს დანახვაზე სიცილი დაიწყო
-არა რა ხო ვამბობ მაგარი შეყვარებული მყავსთქო-თქვა და დემეს ხელი მოხვია და უცბად დემე გასწორდა სახე დაიყენა და ახლაღა მივხვდი რომ ორივე ბრეტ პიტის ბიძაშვილი იტყუებოდა
-ასე არა მოიცადე შენ ვთქვი და მანქანისკენ გავიქეცი და იქაც მომღიმარი სახით მჯდომი მაქი დავინახე,უცებ თავში ერთმა მშვენიერმა აზრმა გამიელვა.შუშაზე დავაკაკუნე და შეშინებული სახე მივიღე.ჩამოწია და მკითხა
-რა მოხდა ცუნცულ?
-რა დროს ხუმრობაა დროზე გადადი და დემეს მიეშველე წაიქცა ის იდიოტი-ვუთხარი და მანქანიდან გადმოვიყვანე
-რამ წააქცია?-მომიბრუნდა
-მე რა ვიცი ვანგა კი არავარ რომ მეთქვა აქ ეხლა წაიქცევი და ქვას ფეხი აარიდეთქო,თვალებში ვერ იხედება მემგონი,მიდი შენ ააყენე მე სამედიცინო ყუთს მოვიტან
-კარგი მიდი-თქვა და გაიქცა მეც მეტი რა მინდოდა შევხტი მანქანაში და სახლში წავედი.
სახლში რომ მივედი ტორნიკე ფეხზე დამხვდა
-აქამდე სად იყავი გოგო?-ახლა მოუნდა ამასაც ახსნა განმარტების ჩაბარება
- მე სახლში ვიყავი, მერე წავედი და ისევ მოვედი-ვუთხარი და მივხედე ეტყობოდა რომ სიცილს ძლივს იკავებდა
-კაი შემოდი- მითხრა და კარისკენ მანიშნა, მეც დავეთანხმე მაგრამ როდესაც ზღვარზე მივედი რაღაცა გამახსენდა და წამოვიყვრე
-მოიცადეეე
-რა იყო-ფეთიანივით შემობრუნდა,მე გამეცინა და სიცილით ვთქვი
-შემოვდგი ფეხი დაგეცეთ მეხი-გახარებული სახიტ შევედი სახლში ავედი ოთახში და ტელეფონს დავწვდი.ეგრევე მაქს დავურეკე
-მაქს ააყენე დემე?-ვუთხარი და სიცილი მაქსიმალურად შევიკავე
-მე შენ განახებ დემეს აყენებას რატომ მომატყუე? რომ მივედი ნია და დემე დაკავებულები იყვნენ ტო-საყვედურნარევი ხმით მითხრა
-კაი ხო მერე რო წაიქცევა ააყენე,მოიცა ოთახში იყვნენ დაკავებულები? არა გცხვენია რომ ამ პატარა გოგოს ესეთ რამეებს მეუბნები შეგირცხვეს კაცობა-ვთქვი და ტელეფონი მივუთიშე,ამასობაში გათნდა და გადავწყვიტე რომ ყველა შემეკრიბა და ჩემი გენია აზრი გამეცნო ამიტომ კაფეში დავუთქვი დრო და ადგილი და მომზადებას შევუდექი.



№1 სტუმარი სტუმარი Anna.

ძალიან მომეწონა და ამ ისტორიას პირველი თავი აქვს ?

 


№2  offline წევრი fluctus Oceani

Ki aqvs da shevexdebi rom ages davdo albatwameshalaaa

Madloba rom kitxuloooob

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent