შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ღელავ, ხვალ მზე იქნება... (ნაწილი 5)


9-10-2018, 10:04
ავტორი სესილია
ნანახია 2 007

დილით ენერგია გამოცლილმა გავიღვიძე, ცხელი შხაპი მივიღე, ცოტა მოვფხიზლდი, ქეთას ეძინა და ჩუმად გავედი სახლიდან. კაბინეტში მარტო ვიყავი, რადგან ბიჭები მოვალეებთან იყვნენ გასულები, მაკო კი ალბათ სადმე დაბოდიალობდა. თავაუღებლად ვმუშაობდი, მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდი შემოსულ თანამშრომლებთან. სამარისებული სიჩუმეს მხოლოდ კლავიატურის წკაპუნი არღვევდა. კარების ხმა კი გავიგონე, მაგრამ თავი არ ამიწევია.
- რას ჭირს ამას? - ვანიკოს ხმა ვიცანი.
- არაფერი, რა უნდა ჭირდეს? - იყო მაკოს პასუხი.
- მოდიხართ ხო სასტავი კორპორატიულზე?
- რავი კი ჩვენ ყველა, ემილის გარდა - ჩაილაპარაკა ისევ მაკომ.
- რა თავშეყრაა აქ? - მაქსიმეც შემოვიდა.
- კორპორატიულზე ვლაპარაკობდით, შენ ხომ მოდიხარ?
- ჰმ, კითხვა უნდა?
- მაგრად გავერთობით, რეგიონებიც ჩამოდიან მგონი. იქნებ ვინმე გოგო გავიცნო
- სანამ სხვა გოგოებს გაიცნობ, იქნებ აქაც მიმოიხედო ამხელა შენობაში ათასი კარგი გოგო დადის - ისე ამოვილაპარაკე თავი არ ამიწევია.
- ვაა, ეს ვისი ხმა მესმის - ჩაიდუდუნა ვანიკომ - ისე არ არის ეგ ცუდი იდეა, ხო იცი შენ? ჭკვიანი გოგო ხარ რაა.
- მადლობა, - ისევ არ ამიწევია თავი.
- ეს რა არის? - ფეხზე წამოხტა მაკო, ჩვენს ოთახში ერთმანეთზე მიყოლებით სამი ყუთი შემოგორდა ბანკის ფერებში და ჩემს მაგიდასთან გაჩერდა - ემილიიი, ადექი ზემოთ - მომახტა აჟიტირებული მაკო.
- რა ხდება? - უინტერესოდ ვიკითხე.
- ნახე სამი ყუთი მოვიდა შენს მაგიდასთან და თან აწერია „ჩემს სევდიან ემილიას“.
იმდენად მოულოდნელი იყო მოსმენილი, რომ უცებ წამოვხტი და მართლაც რას ვხედავ? ჩვენი ბანკის ფერებში სამი ყუთი ჩემი მაგიდის წინ ტრიალებდა.
- ვაიიჰ, - გაოცბისგან შევყვირე და ოთახში მყოფთ თვალები მოვავლე, მაქსიმე კი ისე იყო თითქოს არაფერი, ვანიკო კი ცქმუტავდა.
- მიდი გახსენი რაა, - არ ჩერდებოდა მაკო, დავიხარე ყუთების ასაღებად, რომ ჯერ პირველი გაიხსნა, რომელშიც რაფაელო იდო, მერე მეორე გაიხსნა წითელი ვარდი შემომეგება, მესამე ყუთში კი პატარა დათუნია იდო. შოკში ვიყავი და არც კი ვიცოდი რა მეთქვა.
- ვაა, ვინ არის ეს იდუმალი თაყვანისმცემელიი? - წამოიძახა ვანიკომ, - თუ მომცემ ნებას გამოვიძიებ რააა - ამიფახულა თვალები.
- არ ვიცი რა ვთქვა, ოღონდ მართლა... - თვალები ამიწყლიანდა - აი, ძალიან უხერხულად ვარ და მრცხვენია...
- ემილიი, შენ ისეთი კარგი და თბილი გოგო ხარ, რა გეუხერხულება? მე ის მიკვირს რიგები რო არ დგას აქ - ჩამეკრა მაკო.
- მაკოო, მადლობა - მეც მივეკარი, რაღაც ისეთი დადებითი მუხტებით ავივსე მინდოდა, ხმამაღლა მეყვირა და ყველას გაეგო ჩემი ამბავი.
- კარგი გავედი მე, - ჩაახველა მაქსიმემ - და დეტექვივობას, რომ მორჩები ვანიკო შემოდი მერე ჩემთან.
- ანუ ვერ შემოვალ - მხრები აიჩეჩა ვანიკომ.
- და რატომ? - ნახავერად შემობრუნდა მაქსიმე.
- აბა ასე უცებ ხომ ვერ დავადგენ ეჭვმიტანილს?
- წამოდი, წამოდი - ამოიხვნეშა მან - მერე იგამომძიებლე, ახლა საქმეს მივხედოთ.
საგონებელს მივეცი, ავირიე, უკვე ვეღარ მივხდი თუ რა ხდებოდა, ვინ იმალებოდა ამ სიურპრიზის უკან.
ყოველდღე ახალი სიურპრიზებით იყო სავსე, ხან დიდი ვარდისფერი თაიგულების ბუკტი მომართვეს უცნობი თანყვანისმცემლიდან წარწერით „ჩემს ბრიალიანტს“!
ხან ოთახში სანთლებით დანთებული გულის ფორმა.

სასადილოში რომანტიულად გაწყობილი მაგიდა.

შუაღამეს დაფარული ნომრიდან ზარი : „ფანჯარაში გაიხედეთ“ და ჭიქაში ჩაწყობილი სანთელბით მოხატული გულები:

მთელი ეს დღეები ვგრძნობდი ჩემში ცვლილებას, რაღაც სხვანაირად ვიფურჩქნებოდი და მომწონდა ეს, თუმცა ვცდილობდი სამსახურში ეს არ დამტყობოდა, მერიდებოდა მაინც.
- მომისმინე ახლა შენ - მომიწვა ქეთა.
- გისმენ - წამოვჯექი და თავი ხელს ჩამოვაყრდენი.
- არავისზე გაქვს ეჭვი?
- არაა, - თავი გავაქნიე და მაქსიმე დამიდგა თვალწინ და ჩამეღიმა.
- აბა, ვის უღიმი?
- არავის - დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით წამოვიყვირე.
- ემილი შეყვარებული, რომ არ ვიყო და არ მქონდეს გავლილი ეგ პერიოდი რასაც ახლა შენ გადიხარ, მაშინ არ შეგკითხებოდი მაგას.
- მრცხვენია - თავი ჩავხარე.
- რისი?
- ამ ყველაფრის რაც ჩემს თავს თუ ირგვლივ ხდება...
- რატომ?
- კარგი რა, გიო ახალი გარდაცვლილია…
- ვაიმეე, გადამრევ მე შენ!!! - გაკაპასდა უცებ - როგორ ვერ შეძელი ამდენხანს მისი დავიწყება? ის მაინც გაიხსნე, გიოს გახსენებაზე, როგორ მოგექცა, როგორ გაგწირა და როგორ მიგატოვა! და მერე მაინც იქნებ მიხვდე, რომ ახალი ცხოვრება უნდა შემოუშვა შენში, უნდა მისცე თავს უფლება, რომ დატკბე ამ ყველაფრით და თუ ეს სიყვარული უდიდეს ბედნიერებას მოგიტანს, ხელი არ უნდა კრა, ხვდები? იცოდე, შენს ძმას დავურეკავ. - თითი დამიქნია ქეთამ.
- მერე რას მიზამს, ვატო? - ენა გადმოვუტიტე.
- მოგცხებს და იქნებ მერე გამოფხიზლდე. გიომ თავისი გზა აირჩია და ხედავ როგორ დაასრულა, შენი გზა კი გრძელდება და ნუ ამოკლებ შენი ნებით, შეუშვი მაგ ჭკვიან თავში, ცხოვრება გრძელდება! - შუბლზე დამიკაკუნა და ორივე გავიბუსხეთ - მაინც არ მეტყვი ხო ვისზე გაგეღიმა?
ჩავფიქრდი გამეთქვა თუ არა ჩემი ფიქრები, ის ფიქრები, რომელსაც მეც კი გავურბოდი და ვუფრთხოდი.
- ხო კარგი, - ამოვიხვნეშე - იციი , მაქსიმეზე მეფიქრება.
- Wow, მაქსიმე? - წამოხტა, დოინჯი შემოირტყა და მოწკურილი თვალებით გამომხედა - ისე მაშინ ბარში ისე გიჟუჟუნებდა თვალებს და ისეთი თბილი იყო მისი მზერა, კი გამკრა რაღაცამ გულში, მაგრამ... მოიცა ვითომ ეს გიკეთებს ამ ყველაფერს?
- არ ვიცი, ქეთა. - სახე ხელებში მოვიქციე - მე ვეღარაფერს ვატყობ, ადრე უფრო ვფიქრობდი, მაგრამ ამ ყველაფრის მერე თითქოს გაცივდა, მხოლოდ საქმეზე მეკონტაქტება, ვანიკოც აღარ შემობოდიალდება ხოლმე და აღარ ვიცი რა ვიფიქრო, - მერე აღსარების ხასიათზე დავდექი და ქეთას ბოლო სამი თვის მანძილზე ყველა მომხდარი ამბები მოვუყევი, ის კი აქეთ-იქეთ დაბოდიალობდა და თავს აქნევდა. მოკლედ, ამ წინა საახალწლოდ მთლად ავიბურდე.

წინა საახალწლო მზადება ყველგან იგრძნობოდა, მე და ქეთამაც მოვრთეთ სახლი. გადაწყდა, მე ახალ წელს სახლში გავატარებდი, მართალია, ვატო და ქეთა ძალიან ბევრი მეხვეწეს ჩვენთან ერთად გუდაურში წამოდიო, მაგრამ რა მინდოდა მურმანის ეკალივით?

31 დეკემბერს ადრე გამოვედი სამსახურიდან, რაღაცეები ვიყიდე და სუპერმარკეტიდან გამოსვლისას ვანიკოს და მაქსიმეს მოვკარი თვალი, გამეღიმა და გული სითბოთი ამევსო, ისე საყვარლად იცინოდნენ, მინდოდა მათთან მივსულიყავი და გულში ჩამეკრა ორთავე, მაგრამ მე ამის გამკეთებელი ვიყავი? იქვე ტაქსი გავაჩერე და სახლისკენ გავეშურე.
ტკბილეულით გავწყვე სუფრა, ბუხარი ავანთე, იქვე სავარძელში მოვკალათდი და საახალწლო პროგრამების თვალიერებას შევუდექი, არხიდან არზე დავხტოდი და ხან ერთ გადაცემას ვუყურებდი და ხან მეორეს.

- ხო დედა, - ვუპასუხე აწკრიალებულ ტელეფონს.
- როგორ ხარ, შვილო? - დამატკბო მისმა მზრუნველმა ხმამ.
- რავი, ახალი წლის მოლოდინში, თქვენ რას შვრებით? ბზრიალებს მამა?
- ხო, როგორც წესი ველოდებით სტუმრებს, მაგრამ გული დამწყდა, რომ არც ჩვენთან ჩამოხვედი და არც ვატოს და ქეთას გაყევი... მარტო, ცოდო არა ხარ?
- ასე მირჩევნია დეე, იქნებ საშობაოდ ჩამოვიდე, ძალიან მომენატრეთ, მაგრამ ჩემიც ხომ გესმის არაა? მანდ უჰაერობა მემართება თითქოს... - ხმა დამისევდიანდა.
- ვიცი დედი, ვიცი... ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ შენზე ვბრაზობ, უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყო. ამ წელს ისეთი ბედნიერება და წარმატება მოეტანოს შენთვის, რაც შენს ყველა ტკივილსა და სევდას გააქრობს და დაგავიწყებს.
- მადლობა დეე, მე კი მინდა დიდხანს და ჯანმრთელად მყავდეთ, ძალიან მიყვარხართ და მიულოცე ყველას, ჩემი დები ჩამიკოცნე, მამიკოც თავისთავად.
- კარგი დედი, დროებით.
დედაჩემთან საუბარმა დამატკბო, ბავშვობის ფერად მოგონებებში გადავეშვი და კიც ჩამძინებია. კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა, უცებ წამოვხტი და ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, ხმა საიდან ისმოდა, მერე, რომ მივხვდი, პლედ შემოფარებული გავფრატუნდი:
- რომელი ხარ? - ვიკითხე კარებზე ყურებმიდებულმა.
- მე ვარ... - გაისმა ხმა.
- მაქსიმე? - ვიგრძენი ხმა როგორ ამითრთოლდა და ხელები გამეყინა.
- არ გამიღებ კარებს?
- კი, კი ახლავე - ურდული გადავატრიალე.
- ახალ წელს გილოცავ, ემილია - მიღიმოდა იმ ღიმილით, რომელიც ჩემზე აშკარად ცუდად მოქმედებდა.
- მეც გილოცავ - ვუთხარი ჯერ კიდევ გაოცებულმა მისი მოულოდნელი სტუმრობით.
- არ შემომიპატიჟებ? - ისევ მიღიმოდა - იცი სანამ მოგაგნებდი ყველა კარზე დავაკაკუნე და გკითხულობდი, აი უკვე წასვლას, რომ ვგეგმავდი კარები გამიღე.
- მართლაა? - უცნაურად დამიარა ჟრუანტელმა - და მერე ვერ დამირეკე?
- მერე, რომ დამერეკა სიურპრიზი ხო აღარ იქნებოდა?
- არაა, - თავი გავაქნიე.
- მე კი სიურპრიზები მიყვარსო, ემილიაა - მითხრა ეს და ცხვირზე თითი ამკრა.
- კარგი სიურპრიზი გამოგივიდა. - ვუღიმოდი გაბრუებული „ღმერთო ჩემო რა მჭრის?“
- ჰე, რამდენხანს ვიდგეთ ასე?
- ვაიჰ, - ვიტაკე შუბლზე ხელი - შემოდი, შემოდი.
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში და ბენდიერების და წარმატების წელი ყოფილიყოს თქვენთვის.
- გაიხარე, შენთვისაც ასევე ყოფილიყოს. მიდი, ბუხართან დაჯექი და მოვალ ახალვე.
- არსად არ წახვიდე, გთხოვ. ნუ შეწუხდები ნურაფერზე, მე შენთან მოვედი...
- არ დავილოცოთ მაინც? - გავკეკლუცდი ჩემდაუნებურად, თავს ვერაფერს ვუხერხებდი.
- კარგი თითო ჭიქა, არ ვარ დიდად სასმელის მოყვარული, მითუმეტეს თუ საჭესთან ვარ.
- ჭკვიანი, ბიჭი, ყოფილხარ შენ - თვალი ჩავუკარი.
- ახლა გაიგეე?
- ხო - გავუცინე და წითელი ღვინო მივაწოდე გასახსნელად.
- მოდი ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს - მომიჭახუნა ნაზად ჭიქა.
- ჩვენ? - ეჭნარევად გავხედე.
- და რატომაც არა? ცუდები ვართ თუ?
- ხო, რავიცი, რადგან შენ ხარ სტუმარი, პატივს ვცემს შენს გადაწყვეტილებას და ვუერთდები, გაგვიმარჯოს ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს, ბედნიერების წელი ყოფილიყოს და წარმატების.
ცოტა მოვსვით და ორივემ ტელევიზორს დავუწყეთ ყურება, თუმცა მე პირადად სადღაც დავფრინავდი, აი, სად რომ მკითხოთ პასუხსაც ვერ გაგცემთ, რადგან მთელს სხეულში სასიამოვნო ტალღები მივლიდა და აზროვნების უნარს მიქვეითებდა.
- ემილი, ემილი…
- ხო მაქსიმე - ძლივს გამოვერკვიე.
- არ გიკვირს აქ რომ ვარ?


„ნუ მიყურებ ასეთი თვალებით გთხოვ“ - გულში გავიფიქრე.
- ისე, ხო - წარბები შევკარი - არა, რაჭველი არ ვარ, მაგრამ ახლა შეგეკითხები, ჩემთან რატომ ხარ?
- გეწყინა, რომ გესტუმრე?
- არაა, სტუმარი ჩემთვის საწყენი არ არის, პირიქით მიყვარს სტუმრიანობა.
- მაგრამ მაინც მარტო გადაწყვიტე შეხვედროდი ახალი წელს...
- ხო, წელს ასე მინდოდა, მაგრამ...
- მაგრამ მე შემოგეჭერი, ხომ? - გამიცინა.
- კი, მაგრამ კარგი იყო ეს სიურპრიზი და მაინც კითხვაზე არ მიპასუხე...
- ჩიტმა მითხრა, მარტო არისო ემილიაო და გულმა არ გამაჩერა იქ, სადაც ვიყავი და მოვედი შენთან...
- ვაა, ჩიტებიც გყავთ? - ვეცადე გამეღიმა დაბნეულს - და ხომ ვერ მეტყვით ეს ჩიტები სად იყიდება? მეც მინდა ასეთი ჩიტი...
- ოო, მაგ ჩიტებს დამსახურება უნდა, ასე მარტივად არ არის საქმე შენ რომ გგონია...
მოკლედ ათას სისულელზე ვისაუბრეთ, ვიცინეთ და ვგრძნობდი ჩემში დადებითი ენერგია როგორ მატულობდა...
საათმა ოთხჯერ დარეკა.
- ვაა, რა დრო მოსულა - დახედა მაჯის საათს.
- ხო, სადაცაა გათენდება - ფანჯრებს გავხედე.
- რომ წავიდე, ხომ არ გეწყინება? სახლში, რომ არ მივიდე ბაყაყად გადავიქცევი - გაიცინა თავისივე ხუმრობაზე.
- აჰა, ანუ ბიჭები ბაყაყებად იქცევიან და გოგონები კონკიებად ხოო? - პიჯაკი მივაწოდე.
- სასიამოვნო საღამო იყო, ემილი.
- ნამდვილად, ვგონებ ახალი წელი ლამაზად დაიწყო.
გასვლისას შემობრუნდა და ფრთხილად შეეხო ჩემს შუბლს
და ვიგრძენი ძარღვებში,

როგორ აშხუილდნენ ცუნამივით ბედნიერების ტალღები და სუნთვა გაგვიხშირდა ორთავეს.
- აბა დროებით, ემილია.
- დროებით, მაქსიმე - კარები მივხურე და იქვე ჩავჯექი , მინდოდა ბოლომდე შემეგრძნო ეს სილაღე, უწონადობა და ბედნიერება, იმდენად მოვდუნდი, რომ ნეტარებისგან უცებ ჩამეძინა. მაქსმიმე კი რამოდენმე წუთით იდგა კიბეებზე და განცდილ ბედნიერებას იაზრებდა, ასე არცერთ ქალთან ემართებოდა, ოდნავ სიახლოვე ემილისი და აზროვნების უნარი ერთმეოდა, უნდოდა მასთან ყოფნა და განმარტოება, ერთი სული ჰქონდა ჩახუტებოდა და მის კულულა თმებში ეთამაშა.

ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, მანამდე თუ გიოზე მეფიქრებოდა, ახლა მაქსიმეზე ფიქრი ამეკვიატა, თითოეულ მის მოქმედებას, გამოხედვას, სიტყვას ვუფიქრდებოდი და ვხდებოდი ჩვენს შორის რაღაც ძაფები იყო გაბმული, ვხდებოდი ბევრ რამეს, მაგრამ აღიარება არ მინდოდა, გავურბოდი და თავს მაინც მახსენებდა ჩემი წარსული, არ მეშვებოდა, მებღაუჭებოდა და წინსვლის საშუალებას არ მაძლევდა. თვალი აგიზგიზებული ცეცხლისთვის მქონდა მიშტერებული, როდესაც ქეთა ხმაურით შემოვარდა:
- ემილიი, მეც მოვდივარ - გახარებული მომახტა.
- სად? - უცებ ვერ მოვედი აზრზე.
- არა, რაა ამდენი ხანია გარემო შეიცვალე, მუშაობ, ხდება ბევრი კარგი შენს ირგვლივ, მაგრამ ეს შენი ტვინი ისეა გამოთიშული და გაზარმაცებული, სხარტი ემილი მენატრება, გამოფხიზლდი გთხოოვ, აი, დაბრუნდი ისეთი ნათქვამი, რომ არ მქონდა და უკვე იცოდი რის თქმას ვაპირებდიი ... - წაიდუდუნა.
- დაბერდა შენი დაქალი, დაბერდა!
- ანუ მეც დავბერდიი? ჩვენ ხო ტოლები ვაართ? - საყვარლად ამიფახულა თვალები.
- ნუ შენ ვატო გაახალგაზრდავებს - გავუღიმე.
- შეხედე ეხლა, ჩამირტყა მულური. - აკისკისდა ის.
- სად მივდივართ? - მივუბრუნდი ძველ კითხვას.
- ქუთაისშიი, ხვალ. ვატომ ასე მითხრა უკვე დროა ყველამ გაიგოს ჩვენი ამბავიო, - ტუჩები დაბრიცა და შველის ნუკრის თვალებით შემომხედა საწყლად.
- ღელავ ხოო?
- კიი - თავი დამიქნია.
- ნუ გეშინია, ხო იცი არაა? შვილივით უყვარხარ ჩემებს და ამ ამბავს რომ გაიგებენ, ალბათ ვატოს საეჭვიანო ექნება... - ჩავიკარი დაქალი.
- და რატომ?
- იმიტომ, რომ ორმაგად ეყვარებით როგორც შვილი და ვატო მარტო ერთმაგად - დავახეთქე ჩემი ფილოსოფია, ქეთამ მოწკურული თვალებით მიყურა, მიყურა და:
- არა, რაა უნდა გიშველო როგორღაც თორემ ასე არ ივარგებს...
- რაა, ცუდი ფილოსოფია დავახეთქეე?
- არ ვიცი, რა გიპასუხო - ხელები გაშალა და ჩანთის ჩალაგება დაიწყო.

რაც უფრო ვუახლოვდებოდით ქუთაისს, ვგრძნობდი ნელნელა როგორ იმატებდა ჩემი პულსაცია და უჰაერობა მეწყებოდა.
- ისე კარგია “Day off” -ი, რომ აიღე, ეს სამი დღე კარგად დავისვენებთ
- ხო, მეც მაგის იმედი მაქვს - გავუღიმე ნაძალადევად, არ მინდოდა ჩემი დაძაბულობა შეეტყო.
მანაქანა სადარბაზოსთან დავაყენეთ, სუსხი იგრძნობოდა საკმაოდ, მობუზული გადმოვედი, ბინებიდან ისმოდა ბავშვების ჟრიამული და სიმღერა.
- კარგია, რომ აქ ვართ - შევხედე ქეთას, რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო- ქეთაა, ასე უნდა იკანკალო?
- იცოდე, გვერდიდან არ მომცილდე, გთხოოვ.
- გოგოო, ნუ გამასულელე შენ, ვითომ არ იცნობდე ჩემებს. ნახე როგორ გაუხარდებათ თქვენი ამბავი.
ლიფტით ავედით მერვე სართულზე, ცუღლუტის ხასიათზე დავდექი და გადავწყვიტე „ალილო“ მემღერა, კარებზე დავაკაკუნეთ და სიმღერა დავიწყე:
- ჩემი ბუთქუნიაა - ხმაზე მიცნო ჩემმა დამ და კივილით ჩამეხუტა.
- არა რაა, ამათთან სიურპრიზი არ გამოდის, ეგრევე ხვდებიან - გამეცინა და ჩავიხუტე მონატრებული და.
- ქეთაა, რატომ დგახარ კარებში, შემოდი.
- ხო, ახლავე - დაბნეული შემოვიდა ის.
- ვაიმეე, ჩემი ცქრიალა გოგოებიი - სამზარეულოდან გამოვიდა დედაჩემი ცომით ამოსვრილი ხელებით.
- დეე, - ჩავეხუტე და ცრემლები წამომცვივდა, მიხაროდა ოჯახური გარემო და სიმყუდროვე.
სუფრა გავაწყვეთ, მამაჩემი ხარობდა, უცებ დაბზრიალდნენ ჩემი გოგონებიო.
- აბა, აბა - თავს აქნევდა ვატო, - ვის ოჯახშიც ესენი შევლეენ, აშენდება ის ოჯახები.
- ნუ ცუღლუტობ სულ შენ, ესენი კი შევლენ კარგ ოჯახებში, მაგრამ შენ ვინ წამოგყვება ნეტა? - დაფიქრდა მამაჩემი.
- მომყვება მე ერთი კაი გოგო - სხვათაშორის ჩაილაპარაკა ვატომ და შევატყვე ქეთა, როგორ აკანკალდა, „სულელი გოგო“ გავიფიქრე გულში.
- ვინ გოგო? - ცქვიტა ყურები დედაჩემმა.
- იცნობთ თქვენ - უფრო დააინტრიგა სიტუაცია და წარბები აათამაშა.
- მერე მაგას გვიმალავ, შვილო? - წამოფრინდა დედაჩემი, - შენ ცოლს მაღირსოს ღმერთმა და არ მინდა მეტი არაფერი...
- რა არ გინდა ქალო, სიძეები არ გინდა? - გამოგვესარჩლა მამაჩემი.
- კარგიი, რადგან არ იშლით ახლავე გაგაცნობთ.
- ახლავე? ასე უცებ? - შეშფოთდა დედაჩემი.
- რა იყო, დედა, ხო არ შეგეშინდა?
- არა ასე მოუმზადებლად, სირცხვილი არ არის?
- მოდი აგერ ჩემო ქეთო, მოდი - დაუძახა სამზარეულოდან გამოსულ ქეთას ვატომ.
- ხო ვატო - სკამთან დასჯილი ბავშივით აიტუზა.
- როგორ მოგწონთ ქეთა? - დასვა კითხვა და ვიგრძენი ჩემი დაქალი, როგორ გაწითლდა - მე ასეთ გოგოს ვეძებდი, ვეძებდი - წამოდგა და მიუახლოვდა, თან თვალებში უყურებდა - და აი, ვიპოვე და მინდა შეიყვაროთ მთელი სულითა და გულით, რადგან მე ის ძალიან მიყვარს, მე რა, ორივეს გვიყვარს ერთმანეთი - უცებ ცალ მუხლზე ჩაიჩოქა, ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და - ქეთა, ჩემო ნატვრის თვალო, თანახმა ხარ გახდე ჩემი მეუღლე?
- ვატოო - ჩაიმუხლა ატირებული ქეთა, ჩემმა ძმამ ბეჭედი გაუკეთა არათითზე და ნაზად ეამბორა.
- Wow, - წამოვიყვირე სიხარულისგან განცდილი შოკისგან, - ჩემები, - ჩავეკარი მათ.
ოჯახის წევრები კარგახანს გაოგნებულები იდგნენ განვითარებული მოვლენების და გამო. მერე ჩემი დები მოეგნენ გონს და ატყდა მთელი ამბები, ჩემს მშობლებსაც ისე გაუხარდათ, გვიანობამდე შობასთან ერთად ამ ამბავსაც ავღნიშნავდით.

- ხო, ვანიკო - ვუპასუხე აწკრიალებულ ტელეფონს,
- შობას გილოცავ საქალბატონე ემილია - ისმოდა მისი მხიარული ხმა.
- მეც გილოცავ, ამ დღის მადლი და ძალა შეგეწიოს.
- მადლობა, საით ხარ?
- ქუთაისში, მშობლებთან.
- ვაა, მართლაა? რა მაგარი დამთხვევაა, ჩვენც აქეთ ვართ.
- ვინ თქვენ?
- ორად ორი მეგობარი, ორი ჯუჯა ვართ - წაიმღერა - ანუ მე და მაქსიმე.
- ვაა, კარგია. მიულოცე შობა ჩემგან.
- მე რატომ უნდა მივულოცო? ადექი და შენ მიულოცეე.
- კარგი, კარგი - გამეცინა.
- აბა დროებიით.
- დროებით - ვთქვი და მობილურს დავაცქერდი, არა, ვერ გავბედე მაქსიმესთან დარეკვა და აივნიდან უკან შემოვბრუნდი.
გამთენიისას ბედნიერები დავწექით. დილით მობილურის ზუზუნმა გამაღვიძა, თვალები არ გამიხელია ისე ვუპასუხე:
- ბატონო - ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.
- გაგაღვიძე, ემილია? - მაქსიმეს ხავედროვანი ხმა გაისმა და მთელს ტანში საამო ჟრუანტელმა დამიარა.
- არაუშავს, - ჩუმად ამოვიკრუსუნე, არ მინდოდა თვალების გახელა - შობას გილოცავ.
- მეც გილოცავ და რა გეგმები გაქვს დღეს?
- მე, მე ქუთაისში ვარ - სულ არ გამხსენებია ვანიკოს ნათქვამი.
- მერე მეც ქუთაისში ვარ და არ უნდა გამიწიო იმერული მასპინძლობა?
- კი, რატომაც არა. მოგწერ მისამართს და მესტუმრე.
- არა, მასე ვერ შეგაწუხებ. სადმე ქალაქში გავიაროთ.
- კარგი, დაგირეკავ მოგვიანებით.
- მაქსიმე იყო? - ძილბურანში ამოილაპარაკა ქეთამ.
- ხო და შევხდეთო - ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე.
- მერე? - ისე უცებ წამოფრინდა, თითქოს წეღან ძილბურანში არ იყო.
- რა იყო გოგო? - გაოცებით შევხედე - ვნახოთ.
- რა ვნახოთ, არ გამაგიჟო, ვატუნას მე ვეტყვი და სადმე წავიდეთ.
- კი, მაგრამ… - ვცადე შეწინააღმდეგება.
- არავითარი მაგრამ, სუს ! - დამიბრიალა მწვანე თვალები და ხმას ამოვიღებდი?
- აჰა, გახდი ჩემი სარძლო და გინდა უკვე თავიდან მომიცილო ხო მულიი?
ქეთამ თვალები მოწკურა, გაბარზების ნიშნად და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან.
ჩემმა ბრძანებლებმა უჩემოდ დაგეგმეს ყველაფერი, საღამოს თეთრ ხიდთან მდებარე პატარა ბარში წავედით, ლამაზად ანათებდა ირგვლივ ყველაფერი. მაქსიმე და ვანიკო ჩემს გვერდით ისხდნენ. ვსაუბრობდით, ჩემი ძმა კარგად შევიდა მათთან კონაქტში, მე მდინარე რიონს გავცქეროდი, თუმცა ფიქრებით სხვაგან დავფრინავდი. უცებ მდინარედან ფერად-ფერედმა ფრანებმა იწყეს სვლა ზემოთ:
- ვაიმეე, - წამოვხტი უცებ, - რა სილამაზეაა - ლამის გავძვერი ბარის ფანჯარაში.
- მერე ახლოდან ვნახოთ - ხელი ჩამჭიდა მაქსიმემ და გარეთ გამიყვანა.
თეთრ ხიდზე ვიდექი და ვტკბებოდი ულამაზესი სანახაობით.
- ვაიმე, - აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი - რა მაგარია არა, მაქსიმე?
- კი, ძალიან.
- ნეტა ვის გაუკეთეს ესეთი ლამაზი სიურპრიზი?
- ნეტა ვის? - ჩაიდუდუნა მან.
- ალბათ ის გოგო ბედნიერებისგან ხტუნავს.
- ალბათ - იღიმოდა მაქსიმე.
- აი, მესმის სიურპრიზი - აღტაცებით ჩავილაპარაკე - ბედნიერი ის გოგო.
- ნამდვილად.
გავუღიმე და ბარში შესასვლელად შევბრუნდი.
- ემილია - მაჯაში დამიჭირა.
- ხო, მაქსიმე...
- წამო, გავისეირნოთ…
- ჩვენ?
- აბა სხვას ვინმეს ხედავ?
- არა - თავი გავაქნიე.
- მაშინ წავედით.
- კარგი, - მხრები ავიჩეჩე და ნელა გადავედით თეთრ ხიდზე.
კარგახანს ვიარეთ ჩუმად, თითქოს ჩვენს ფიქრებში დავიკარგეთ.
- ემილია - გაჩერდა ის.
- ხო - მეც გავჩერდი და გვერდულად ავხედე.
- მოგეწონა ის სიურპრიზი?
- კი, თან ძალიან - თვალები ამიციმციმდა.
- იცი მერე ეს ვის ეძღვნებოდა?
- არა…
- ეს შენ გეძღვნებოდა, ემილი.
- მეე? - თვალები გამიფართოვდა - და ვისგან? მოიცა შენ საიდან იცი?
- პირველი წყაროდან ვიცი - გამიღიმა.
- და ეს წყარო ვინ არის?
- ნუთუ ვერ ხვდები?
- ვერა - დამფრთხალმა გავაქნიე თავი.
- მე, ემილი, მე გაგიკეთე ყველა ის სიურპრიზი რაფაელოდან დაწყებული ამ წუთამდე...
- შეენ? - პირზე ხელი ავიფარე და თვალებ აწყლიანებულმა ავხედე - და რატომ? - ყველაზე ალოგიკური კითხვა დავსვი.
- ღმერთო ჩემო - წვერებზე ხელი ჩამოისვა მაქსმიმე და გაეცინა - ვის უკეთებენ ასეთ სიურპრიზებს, ემილი?
გაშტერებული ვიდექი ხმას ვერ ვიღებდი, თითქოს გონება გამეყინა, აზროვნების უნარი წამერთვა.
- ემილი, ჩემო საყვარელო - მხრებში მომკიდა ხელები - მე შენ მიყვარხარ, გესმის?
- გიყვარვარ? - ყურები დამიგუბდა, გული კი იმხელაზე ფეთქვადა ალბათ ყველას ესმოდა.
- ხო, ემილია... ნუთუ ვერაფერს ვერ ხვდებოდი?
- არ ვიცი, რა გითხრა, - ხმა ამიკანკალდა, იმის მაგივრად რომ რამე იმედი მიმეცა, უცებ წარსულის ლანდები აფუთფუთდნენ ჩემში „გიო, გიო, გიო...“
- ახლა ნუ მეტყვი, მთავარია იცი მე რასაც ვგრძნობ. - თბილად მიღიმოდა.
- მაგრამ მაქსიმე, შენ ჩემს სიყვარულს არ იმსახურებ, შენ უკეთსი გოგო შეგეფერება, შენ ჩემზე ბევრი რამ არ იცი... - სუნთქვა გახშირებული ვლაპარაკობდი - ჩემზე დრო არ უნდა დაკარგო მაქსიმე, მე ბედნიერაბას ვერ მოგიტან, შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, არა, სუ, - გავაჩუმე - მე, მე არ ვარ ის ვინც შენ გაგაბედნიერებს, შენ წარმატებული ადამიანი ხარ, ყველა გიცნობს, პატივს გცემს, არა და არა, ოღონდ მე არა, სხვა, სხვა ნებისმიერი, მაგრამ მე არა. მე არა გესმის? - ვკანკალებდი ანერვიულებული.
- ხო მაგრამ - გაგიჟებული თვალები შემომანათა.
- არავითარი, მაგრამ! მაქსიმე, უნდა წახვიდე გესმის? ჩემგან უნდა წახვიდე, უნდა დამივიწყო, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს.
- ანუ უნდა წავიდე? - უცებ ხმაშეუვალი გაუხდა.
- ხო - დამფრთხალმა ამოვილაპარაკე.
- არ ვიცი, რატომ არ თვლი შენს თავს ჩემს ღირსად, მაგრამ დაიმახსოვრე რომი შნაიდერმა თქვა „მხოლოდ ნამდვილ მამაკაცს შეუძლია მიიღოს გოგონა ისეთი, როგორიც ის არის. დანარჩენი კი მოდის, სტერეოტიპების და სხვის აზრის მსხვერპლნი არიან“. - თქვა ეს და ზურგი მაქცია - ე.ი ასე მარტივად მიშვებ? - ისე იკითხა არ შემობრუნებულა, თუმცა ხმა დაძაბული და განადგურებული ჰქონდა.


- კი, ასე აჯობებს შენთვის, მაქსიმე. - გულმოკლულმა ამოვიდუდუნე და ის წავიდა. მე გავუშვი და ვიგრძენი გიოზე უფრო ეს მეტკინა, მისი წასვლა, მაგრამ არ დავუშვებდი ვინმე ჩემს გამო ისევ დატაჯულიყო.

სამსახურში, რომ მივედი ვიგრძენი ყველაფერი ისე რომ არ იყო, როგორც დავტოვე. კაბინეტში, რომ შევედი მაკო დამხვდა.
- დილა მშვიდობის, მაკო. - მივესალმე და ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე.
- გაგიმარჯოს, ემილი - უხალისოდ მიპასუხა.
- აბა როგორ ხარ? როგორ გაატარე დასვენების დღეები?
- შენ რა არაფერი იცი? - გამომხედა გაკვირვებით.
- და რა უნდა ვიცოდე? - ავღელდი უცებ.
- ვაიმეე, აქ ამბები მოხდაა, ჭკუიდან გადახვალ, რომ გეტყვი. მე კიდევ ვერ გამოვდივარ შოკიდან. - ხელებით ჩემს მაგიდას ჩამოეყრდნო.
- ვაიმე მართლაა? და რა მოხდა ასეთი?
- რადა, ხო გვყავდა შემოწმება რა წინა საახალწლოდ? ხოდა რაღაც დარღვევები აღმოაჩინეს, საკრედიტოდან სამი გაუშვეს, ჩვენი ბიჭები დემეტრე და ირაკლი იქეთ გადაიყვანეს, ელენე წიკვინა გააბრძანეს, ვანიკო იურდიული დეპარტამენტს ხელმძღვანელობს...
- და მაქსიმე? - ძლივს ამოვიჩურჩილე გაოგნებულმა.
- ეგ ჰაერშია ჯერ, ამბობენ მაგიც მიდისო.
უცებ უჰაერობა დამემართა, პერანგის ღილი შევიხსენი კისერთან.
- ერთი დღე არ ვიყავი და რა ამბები დატრიალებულა გავგიჟდი.
- ვაიმეე, არ თქვა, მესამე სართულზე ამბები იყო, ვინ ადიოდა, ვინ ჩამოდიოდა, ჯერ კიდევ შოკშია ყველა.

იმ დღეებმა ისე ჩაიარა, ბიჭები არ მინახია. ვანიკო მხოლოდ საქმეზე თუ დამირეკავდა. მაქსიმესთან დარეკვას ვერ ვბედავდი, ადამიანს ვუთხარი წადითქო და ახლა რა ნამუსით დამერეკა? ვითომ არაფერი მომხდარა? დილით ადრე მოვდიოდი სამსახურში და გვიანობამდე ვმუშაობდი, რადგან ბიჭების საქმეც უკვე ჩემი საკეთებელი იყო.
- ახალი ამბავი გაიგე? - ყავით შემოვიდა მაკო და ჭიქა წინ დამიდგა.
- რა აბა? - ყავა მოვსვი.
- მაქსიმე წავიდა და ვანიკო გადაიყვანეს დეპარტამენტის უფროსად.
- წავიდა? - შევეცადე ხმა არ ამკანკალებოდა - ცუდია, ახლა სამსახურის დაკარგვა იქნებოდა? - ამისთქმა ძლივსღა მოვახერხე.
- ნუ გეშინია არ გაუჭირდება ახლის მოძებნა მამამისის შვილს.
- რატომ? ვინ არის მამამისი?
- რა არ იცი? - ისე გამომხედა მაკომ, შემრცხვა.
- და საიდან უნდა მცოდნოდა? აქ ვინმემ იცის მამაჩემი ვინ არის?
- მაქსიმეს მამა საქართველოში ერთერთი ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი ადვოკატია, კაცს ისეთი საქმეები აქვს მონაგები, გაგიჟდები. ოჯახიც ძლიერი ყავს, დედა ექიმია, ძმაც ექიმია, ოღონდ გერმანიაში ცხოვრობს და იქეთ აქვს ძაან მაგარი კარიერა.
- კარგია, - გულდაწყვეტით ჩავილაპარაკე " აი, რატომ გაგიშვი ჩემგან, ჩემნაირ გოგოს შენი ოჯახი არ მიიღებდა ..." გავიფიქრე გულში.
დღეები დღეებს მისდევდა, ბანკში კიდევ არ იყო სიტუაციები დალაგებული, რომ ვანიკომაც დატოვა სამსახური და ახალი კადრები მოვიდნენ. რაღაც ისე აღარ იყო, მაკლდა ძველებური გარემო მხიარული და კარგი. მაგრამ სად არის ისე სულ, ჩვენ, რომ გვინდა? მე და მაკო ვიყავით ყურებ ჩამოყრილი და მუშაობით ვიკლავდით, რომ იტყვიან, თავს.

ერთ მშვენიერ დილას, როდესაც გაზაფხულის მზე მათბობდა ჩემი გიჟი ძმა შემოვარდა ოთახში:
- სიურპრიიზ - დაიძახა და ჩამიხტა ლოგინში.
- ვატოო, რა მაგარი სიურპრიზიაა - ვეხუტებოდი და თან თმებს ვუჩეჩდი.
- ვიცოდი გაგიხარდებოდა და აი, აქ ვაროო.
- მეც მოვედიი - შემოფრატუნდა ქეთა და ისიც შემომიწვა.
- რა კარგია დილა ასე პოზიტიურად, რომ იწყება და მოდი პოზიტურად გავაგრძელოთ - ვთქვი მე.
- და რას გვთავაზობ? - თავი წამოყო ვატომ.
- წავედით რუსთავის ბაზრობაზე და მაქანა ვიყიდოთ ჩემთვის - გახარებული წამოვჯექი.
- მანქანის ყიდვა გინდა? - თავი წამოწია ვატომ.
- და რატომ არ უნდა მინდოდეს?
- აუუ, არ გინდა რაა - მუდარით სავსე თვალებით შემომხედა.
- მოიცა ვატო - ხმა ამოიღო ქეთამ - რატომ არ უნდა? დიდიხანია საჭესთან ზის და რა მოხდა თუ იყიდის?
- აუუ, მერე მაქვს მე ამდენი დრო სამ მანქანას, რომ მოვუარო?
- და სამს რატომ?
- ერთი ჩემი, ერთი შენი და მესამე კი იქნება ემისი. ვატო ეს გამიკეთე, ვატო რაღაცა ცუდად ისმის ხმა და ირბინოს მერე საწყალმა ვატომ - ჩამოღვენთა სახე
- ადე, ადე ნუ იღვენთები, არ შეგაწუხებ, როგორმე მივხედავ.
- ანუ რაც არ უნდა ვიწუწუნო, მაინც არ გადაიფიქრებ ხომ?
- არა ! - თვალები დავუბრიალე.
- და რა მანქანა მოგვწონს?
- რავი გააჩნია რამდენს დამიმატებ? - ავუფახულე თვალები.
- აჰა, ანუ ფული მე უნდა დაგიმატო კიდეც?
- აბა მე სამი მაქვს და რაც მომივა იმას ვიყიდი.
- სამი ლარი გაქვს თუ სამი დოლარი?
- რა ლარი? სამი ათასი დოლარი მაქვს - გავბრაზდი.
- უყურე ამას, რაფერ გამდიდრებულა - ღლაბუცობდა უკვე.
- როდის გაიზრდები შენ? ცოლიც ვერ გიშველის მგონი?!
- ცოლი, რომ კაცს შველოდეს აყვავებული უნდს იყოს ყველა - გადაიხარხარა.
- ნუ გააჩნია ცოლს - წამოიძახა ქეთამ.
- ნუ ეგ, ხო. ვაიმე გოგოებოო რა უნდა გითხრათ, - ტუჩები სასაცილოდ მოპრუწა - მე საცოლე მყაავს, გაგიჟდებით, მაგრამ რად გინდა? არ მომყვება ცოლად.
- უი რას მელაპარაკები? - გადავაქნიე თავი - და რატომ? იქნებ მიხვდა ამხელა კაცი კიდევ მაჭარი, რომ ხარ და ვერ დაღვინდი?
- ვითომ მაგის ბრალია? - დაეჭვებით გამომხედა - ქეთა ქვია ისე, რომ იცოდეთ და იქნებ გადასცეთ ამდენი ლოდინი, რომ აღარ შემიძლია, დავდნი კაცი კარაქივითა - ხევსურულ კილოზე ჩაილაპარაკა და აგვიტყდა სამივეს სიცილი.

მოკლედ ავტომობილი შევიძინე, ახლა სამსახურის მერე ხან ნარიყალას ვსტუმრობდი და ხან ლისის ტბას. ვგრძნობდი ერთი უკიდურესობიდან მეორეში როგორ გადავარდი, გიოს ტკივილი თითქოს ნელდებოდა, მაგრამ მაქსიმეს მიმართ გაჩენილ უცნაურ გრძნობას ვერ ვივიწყებდი, მენატრებოდა მისი თითოეული მიმიკა, გამოხედვა, ლაპარაკი, ის უწონადობის შეგრძნება, რომელიც მის დანახვაზე მემართებოდა... ახლა კი ვცდილობ ამოვშალო ყველა მომენტი, მაგრამ ძალიან ძნელი ყოფილა იმის დავიწყება, რაც გესიტკბოება, რაც გებედნიერება, რადგან კარგი მოგონებები ჩვენში დადებით ჰორმონებს ააქტიურებს და არ გინდა მათ გაექცე, ნარკოტიკივითაა რა, ხოლო ის ურთიერთობა რომელიც ტკივილიანი იყო, თუ მაზოხისტი არ ხარ და სიამოვნებას არ ღებულობ თვითგვემით, ნელნელა სადღაც შორეულ, ჩაბნელებულ კუნჭულში ათას კლიტულში გამოკეტავ და თავს აიძულებ არ გაიხსენო, მაგრამ ბედნიერების შემთხვევაში, ამას უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდება, უფრო ძალიან შორეული კუთხე უნდა მოძებნო და ათი ათას კლიტულში გამოკეტო, თუმცა შეიძლება ამანაც ვერ გიშველოს და ჩემსავით აგაფორიაქოს მოგონებებმა და მონატრებამ.

- ხო ინგა, ანუ იპოთეკის ხელშეკრულება გინდა ხო? კიდე რა მითხარი? ... ხო, მაგ განცხადებასაც მომიწერს ხელს მაგდა და გადმოგიგზავნი ხელშეკრულებასთან ერთად... - კარადისკენ მივბრუნდი და საჭირო ბაინდერს დავუწყე ძებნა - ხო, ისე მართალი ხარ, ამდენი ხანი მობილურით ვკონტაქტობთ და შეხვედრა პირადად ვერ შევძელით. სად? აა, კი facebook-ზე ვარ, კი სახელით და გვარით. ხო დაგამატებ, კაი სად წავიდეთ? არტ-კაფეში? - ხმა შემეცვალა, მაქსიმე გამახსენდა - ა, ხო ახალი ფილიალი გაიხსნა კიდევ? კაი, როგორც გინდა. კაი დროებით - ბაინდერი კუთვნილ ადგილას დავდე, მაგიდისკენ შემოვბრუნდი და გავშეშდი - შეენ?
- ხო, მე - ხელებგაშლილი მიღიმოდა ვანიკო.
- როდის შემოიპარეე? - ჩავეხუტე და თმები ავუჩეჩე.
- აი, ინგასთან რომ ქაქანობდი საქალბატონევ - გამიღიმა მან.
- რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ?
- აქეთ ვიყავი და მეთქი შევუვლი სასტავსთქო. აბა როგორ ხარ? როგორ შეეწყვე ახალ უფროსობას?
- რავი, ნორმალურად, ცოტა საგიჟეთი გვაქვს, ბიჭების საქმეც ჩვენი საკეთებელია და... - მაკოს მაგიდას გადავხედე.
- მერე თქვენ ძაან მაგრები ხართ და მოერევით - თვალი ჩამიკრა.
- ხო, სხვა რა გზაა, რომ არ მოვერიოთ? აბა შენ რას შვრები?
- ბიზნესს ვაფართოებთ და ვართ.
- კარგია ძალიან, - მაქსიმეს ამბები ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ კითხვას ვერ ვბედავდი.
- შენ ძაან მაგარ "ვიდზე ხარ", დიეტობ და რამე? - თვალები მოწკურა.
- არა, თავისით ყველაფერი, - უხერხულად ვიგრძენი თავი, ამ დროს კი მაკო შემოცქრიალდა და შევატყვე სახეზე როგორ გადაუარა ათასმა ფერმა ვანიკოს დანახვაზე.
- ისე ამდენ ღლაბუცს, ამ გოგოს თუ შეამჩნევ კარგი იქნება - ჩუმად გადავულაპარაკე ვანიკოს და ისე ფარულად ათვალიერა აწითლებული მაკო, რომ მივხდი დღეს პირველად შეხედა როგორც ქალს.
- გამარჯობა, მაკო - ხმაც უცებ დაეშაქრა.
- გაგიმარჯოს - მორიდებით ჩამოართვა ხელი, ვანიკომ მე გამომხედა ისეთი თვალებით "ამ გოგოზე მეუბნები ხომო?" მეც თვალებით ვანიშნე " დიახ!". " OK!" იყო იგივე ჟესტით პასუხი.
კარგია, როდესაც მიუნიშნებ ისეთ რამეზე, რომელმაც შეიძლება ორი ადამიანის ბედნიერება გამოიწვიოს, რაც მეტი სიყვარული იქნება, მგონი მით უფრო ბედნიერება დაისადგურებს ირგვლივ! არა, ისე მეც კარგი ვარ რაა, თუ ასე ვფიქრობ? ჩემს ბედნიერებას ხელი, რატომ ვკარი? არაა, არ ვივარგებ მე სიყვარულისთვის, ტკივილი მომაქვს მხოლოდ, დიდი ამბავი ათასი წყვილიდან მე თუ ვიქნები ცალად. მორჩა, თავი დაიმედებულია და გულიც?! ვითომ გულს ასე მარტივად მოვატყუებ? მე ვცდი და იქნებ გამომივიდეს, იქნებ გონებამ აჯობოს გულის პრანჭვებს.



№1 სტუმარი სტუმარი Salome

აქამდე რატომ არ მქონდა წაკითხული ნეტავ.. საინტერესოა. გელი ????????

 


№2 სტუმარი სტუმარი სესილია

სტუმარი Salome
აქამდე რატომ არ მქონდა წაკითხული ნეტავ.. საინტერესოა. გელი ????????

მადლობა მოლოდინისთვის ☺

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent