შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (3)


9-10-2018, 18:36
ნანახია 1 285

***

ეჭვიანობა ურთიერთობას ანგრევს. ნუ, ყოველ შემთხევევაში არ აშენებს..
არ დავუნგრევივარ და არც ავუშენებივარ.
აი,რაღაცნაირი ხდებოდა ეჭვიანობისას. ვხედავდი ხოლმე როგორ ეჭიმებოდა ძარღვები შუბლზე და ყელში, მაგრამ არც მეშინოდა მისი და არც ვბრაზდებოდი.
ჩუმი ეჭვიანი იყო და ამით თავს იტანჯავდა.

ეჭვიანობდა ყველა სულიერსა თუ უსულოზე. მე? მეც მქონდა გამოხტომები, მაგრამ ალბათ ამას უფრო „ზრდილობის“ გამო ეჭვიანობა ერქვა. იმდენად ვერ ვხვდებოდი და იმდენად მოვითხოვდი სტატუსს, სახელს, რომ ვერ ვხვდებოდი საერთოდ როგორ მოვქცეულიყავი.
ჩვენთვის რომ გეკითხათ ერთად თუ ცალ-ცალკე ვინ ხართ ერთმანეთისთვისო აუცილებლად, ორივე გიპასუხებდით მეგობრებიო. რომ გეთქვათ, რა მეგობრები გიყვართ ერთმანეთიო ალბათ, ამვოხტებოდით ტანსაცმლიდან და გავიკვანძებოდით რა სისულელეა-თქო. ალბათ, ეს იყო მიზეზი რომ ვერ მივედით შედეგამდე და სადღაც ჩიხში მოვექეცით, რომელმაც დიდ ორმოში ჩაგვაგდო და ამ ორმოდან სხვა სინათლე გამოვიდა. იყო კი სინათლე? დღესაც არ ვიცოდი სანდრო ჩემთვის სინათლე იყო თუ არა. მქონდა ხოლმე მომენტები რომ იღიმოდა სანდრო ვცდილობდი წარმომედგინა მისი ღიმილი. ყველა მოქმედებას და ნაბიჯს კი არ ვადარებდი, უბრალოდ, ჩემთვის ვცდილობდი ის დამენახა. მაგრამ... არასოდეს ადამიანმა არ უნდა ეცადო სხვაში სხვა აღმოაჩინო. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია.. არც ერთი ჰგავს ერთმანეთს და არც მეორე.


***


ხშირად მიფიქრია ჩვენს ურთიერთობაზე. ვჩხუბობდით ძალიან ბერვს! მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად მსიამოვნება თიკა მაზოხისტს მეძახდა. მსიამოვნება მისი საყვედურები, წაკბენები, უცხო ადამიანებისგან წამოსულ კომპლიმენტებზე თითების ტკაცუნი. რა ექნა ასეთი იყო ერეკლე.

შედარება სანდროსა და ერეკელსი? არ შეიძლება! ერეკლე სხვანაირი იყო.. სხვა ემოცია, სხვა მიზნები, სხვა სურვილები, სხვა გრძნობები. საერთოდ ყველაფერი სხვა! ამდენი წლის შემდეგაც კი მიჭირს საკუთარ თავთან ვაღიარო „ის“ რაც რეალურად, საჭირო იყო მაშინ. იმდენად ვიყავი ერეკლეთი შევსებული, არ ჰქონდა ჩემთვის არაფერს მნიშვნელობა.
მაგრამ უნდა ჰქონოდა.

სანდრო მიყვარდა? კიდევ უნდა შევადარო ალბათ და ამისთვის აღიარება დამჭირდება.
სანდრო იყო სიკეთის ზღვა ადამიანი! ვუყურებდი და ვეძებდი რაიმე მინუსს, უარყოფითს და ვერ ვპოულობდი. ადამიანი, რომელიც ზრუნავდა მაქსიმალურ კომფორტზე. უპრობლემო და უანგარო იყო. ერეკლეც ასეთი იყო, მაგრამ ჰქონდა რაღაცა ‘პეწი’.

საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა მოხდა, სად გაქრა, რატომ აორთქლდა ერეკლე და რატომ აქცია ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი უმნიშვნელოდ. აი, ასე ერთ დღეს გავიღვიძე და აღარც ზარი, აღარც მესიჯი ტელეფონზე. საერთოდ, საერთოდ არაფერი! მერე და მერე გავიგე, რომ საქართველოდან წასულიყო.


***


სასიამოვნო საღამო იყო და გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა. ანიმ დამირეკა გნახავო და აღარ დაველოდე სახლში. მივსეირნობდი ფეხით ჭავჭავაძეზე და ვფიქრობდი განვლილ პერიოდსა და აწმყოზე. მეშინოდა მომავლის, სადაც ვიქნებოდი მარტო. თითქოს ორ ცხოვრებას ვეჭიდებოდი „ერეკლემდე“ და „ერეკლეს შემდეგ“. ერეკლემდე ცხოვრება უფრო მარტივი მეჩვენებოდა, ვიდრე ერეკლეს შემდეგ. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, მაგრამ რა უნდა მეთქვა ან მექნა? ყველაზე საშინელი გრძნობაა გაურკვევლობა, როცა არ იცი რა ხდება. მახსენდებოდა ცალყბად გაღიმებული ერეკლე და ეჭვიანობისგან თუ სიბრაზისგან დაბერილი ნესტოები. თუ ბრაზდებოდა თვალებიც უწითლდებოდა. ამ დროს მე მეცინებოდა, ცოტახანს დამაკვირდებოდა და თვითონაც აუტყდებოდა სიცილი.

-ძალიან ლამაზი ხარ. შეიძლება დაგხატო?-მითხრა ქუჩაში, რუსთაველზე გავსლისას ერთმა მხატვარმა.
-დიდი მადლობა,-გავუღიმე და გზის გაგრძელება გადავწყვიტე. არ შემიხედავს ერეკლესთვის, მაგრამ ვიცოდი რა სახე ექნებოდა.
-მთავარზე არ გაგიცია პასუხი,-თბილად მითხრა ახალგაზრდა მხატვარმა. გამეღიმა და დაბნეულმა გავხედე ერეკლეს. აი, ზუსტად ისე! დაბერილი ნესტოები, დამძიმებული და ჩაწითლებული თვალებით იყურებოდა ხან ჩემკენ, ხან-მხატვისკენ.
-სამწუხაროდ დრო არ მაქვს, მაგრამ სხვა დროს სიამოვნებით,-ღიმილით ვუთხარი და ხელი მოვკიდე ერეკლეს.
-ძალიან გამახარებ! ეს ჩემი სავიზიტო ბარათია და როდესაც გადაწყვეტ დამიკავშირდი,-მითხრა მხატვარმა, ბარათი მომაწოდა და ხელი დამიქნია. მეც ერეკლეს მოვკიდე ხელი და წამოვედი მანქანისკენ მასთან ერთად. მძიმედ და ჩქარა მოდიოდა. ასე მეგონა ნაკვალევს ტოვებდა ასფალტზე. ჩახტა მანქანაში და ფანჯარაში დაიწყო ყურება. ხმას არ ვიღებდი, ვიცოდი მიდი ეს ქცევა რისგან იყო გამოწვეული, მაგრამ რატომ იყო გამოწვეული ამას ვხსნიდი ჩვენი „ძალიან მეგობრობითა და ახლობლობით“.

-დაწყნარდი?
-მე რომ არ ვყოფილიყავი დაუჯდებოდი დასახატად?-არ მიპასუხა შეკითხვაზე.
-არვიცი..-ვუპასუხე და მივხვდი რომ ნელ-ნელა ანერვიულებას ვიწყებდი.
-მე რომ არ ვყოფილიყავი დაუჯდებოდი ?-ისევ გაიმეორე შეკითხვა ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს.
-კი,-ვუპასუხე და დავაკვირდი მის ქცევას. ღრმად ჩაისუნთქა, ცალყბად გაიღიმა და მანქანა დაქოქა. ძალიან გავბრაზდი მის ასეთ ქცევაზე.
-ანუ?-ვკითხე ანერვიულებულმა და გაბრაზებულმა.
-რა ანუ?-ცინიკურად მკითხა.
-რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა ტრაგედია მოხდა?
-ტრაგედია კი არ მოხდა, ყველა ვინც გეტყვის ლამაზი ხარო კი არ უნდა დათანხმდე ყველაფერზე!-მითხა ცივად.
-რას ნიშვნავს ყველაფერზე? შენ მე ვინ გგონივარ?-კივილი დავიწყე.
-კარგი, რა. ხო იცი, როგორც მიყვარხარ?-მშვიდად მითხრა. მაშინ გავატარე „მიყვარხარ“, მაგრამ , ნეტა, არ გამეტარებინა და მიმექცია ყურადღება ამ სიტყვისთვის.
-იცი, რა ცუდად გამოგივიდა ახლა? იცი, რა უკანასკნელ გოგოდ გამომიყვანე?-აცრემლებული მქონდა თვალები. ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ ვცდილობდი მისი თანდასწრებით არ მეტირა. ერეკლეს ხმა არ ამოუღია. რუსთაველიდან გადაუხვია სოლოლაკისკენ, სოლოლაკიდან კი მთაწმინდისკენ. ბოლოს ქართლის დედასთან აღმოვჩნდით. მაშინვე მანქანიდან გადავხტი, ავირბინე კიბეები და ქართლის დედის ქვეშ სკამზე დავჯექი, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. თვალები რომ გავახილე ერეკლე იდგა ჩემ წინ, მოაჯირს ეყრდნობოდა ზურგით და მიყურებდა.

-დამშვიდდი?
-კი,-ვუპასუხე ცივად.
-არვიცი, როგორ დავიწყო..-დაიწყო ლაპარაკი ერეკლემ.
-რა უნდა დაიწყო ბოდიშის მოხდა? ტეხნიკურად როგორ დამამცირე იმსი განვრცობა თუ..?-არ დავაკელი ცინიზმი. ისევ დაებერა ნესტოები, ისევ აუწითლდა თვალები.
-ბოდიში,-თქვა სწრაფად და ადგა,-წავედით.- მეც ავდექი და გავყევი. ისე მიმიყვანა სახლთან ხმა არ ამომიღია. არც იმ ღამეს დაურეკავს ან დამირეკავს. მეორე დღეს კი ვითომც არაფერი აკადემიასთან დამხვდა და ჩვეულებრივად გავაგრძელეთ..

-უკაცრავად,-ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან. მოვიხედე უკან და გაოცებული დავრჩი. ზუსტად ის მხატვარი იყო, მაშინ რომ..
-გამარჯობა,-თბილად მომესალმა.
-გამარჯობა..-ავნერვიულდი მის დანახვაზე. ფეხები მიკანკალებდა.
-იცი როგორ გელოდი, რომ მოხვიდოდი და დაგხატავდი?-მითხრა მხატვარმა,-ბარათი იმიტომ გაგატანე, რომ დავინახე ბიჭს არ ესიამოვნა ჩემი შემოთავაზება. იქნებ ახლა გვეცადა?- მითხრა მხატვარმა და ხელით მანიშნა სკამისკენ. აღელვებულმა შევხედე მოლბერტს და პალიტრას და ვუპასუხე:
-მაპატიე, სამწუხაროდ ახლაც ვერ შევძლებ და ვერც პირობას მოგცემ მომავალში, რომ დავჯდები დასახატად.-სწრაფად ვუთხარი და წამოვედი. რაღაცნაირად ანერვიულებული ვიყავი. გული მქონდა ამოვარდნაზე. ბედის ირონიაა არ არის? გავიხსენე ეს ამბავი და ზუსტად ის ადამიანი შემხვდა. ნაფარეულის კუთხესთან ვიყავი, რომ გავშეშდი. ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი. ნაცნობი ადგილი, ნაცნობი კედელი, ნაცნობი კალიგრაფია და ნაცნობი „შენ არავინ გგავს“. გული ამიჩქარდა, სუნთქვა შემეკვრა.. გამახსენდა.. პრინციპში არც მქონდა დავიწყებული.


ძალიან ნასვამები მოვიდოდით სახლისკენ. ერეკლე ბებიასთან რჩებოდა და გადავწყვიტეთ
ფეხით გაგვევლო ჩემს სახლამდე.

-ისე, მაგრა გაასწორა ანის ჩამოსვლამ..-მითხრა ერეკლემ.
-ჰო, ძლივს! ეღირსა მიშოს. იმედია, დალაგდებიან მაინც რა..-ბედნიერად ვუპასუხე.
-ჰო, მეც მაგას ვფიქრობ.. შენ ?-უცებ მკითხა ერეკლემ.
-რა მე?-ვერ მივხვდი, დავიბენი და გულიც ამიჩქარდა.
-შენ არ აპირებ დალაგებას?-ჩაეღიმა.
-ა, მე..მეე..-რატომ დამება ენა არვიცი, რატომ ვერ დავალაგე წინადადება და აზრი არვიცი, მაგრამ ერთი ის ვიცოდი რომ გული ამოვარდნაზე მქონდა. ჩავახველე.ერეკლეს გაეცინა და შემომხედა,- მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ უნდა დავლაგდე! ესეთიც ხომ კარგი ვარ?-გამეცინა. გაეღიმა ერეკლეს და ხელი გადამხვია მხარზე, თავისკენ მიმიწია და ჩამეხუტა. როგორც პატარა „დას“ შეეფერება ცხვირზე წამეთამაშა და საფეთქელზე მაკოცა.
-ელენე, ელენე..-ჩუმად თქვა ჩემი სახელი. შემომატრიალა და მიყურებდა. მის თვალებში გაურკვეველ აზრებს ვხედავდი. მიყურებდა და უციმციმებდა თვალები, გული მასაც აჩქარებული ჰქონდა. თავისი დიდი ხელები ჩემს მხრებზე ეწყო და მძიმედ სუნთქავდა.
-ელენე,-მომმართა ჩუმად. ხმას ვერ ვიღებდი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ცხადი იყო თუ რეალობა,-შენ.. შენ არავინ გგავს..-მითხრა ჩუმად და მიმიხუტა. გაშეშებული ვიდექი და მის სუნს შევიგრძნობდი. ალკოჰოლ-სიგარეტ-სუნამო ნარევი სუნი ასდიოდა. ამ დღეს შემეპარა ჩემს თავში ეჭვი პირველად, რომ რაღაც ვერ იყო.. მაგრამ ხომ არ ვიტყვი იმას, რაც ჩემ თავთან არ მიღიარებია?

უცებ გაიწია, სასწრაფოდ ხელი მომკიდა და ნაფარეულის კუთხისკენ გავიქეცით. ბიჭები იდგნენ და კედელზე პულივიზატორებით ხატავდნენ. მივიდა ბიჭებთან და რაღაც უთხრა, გაგვიღიმეს ბიჭებმა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგეს. ერეკლემ აარჩია შავი პულივიზატორი და კედელზე დაწერა „შენ არავინ გგავს“. ხელი ჩამოართვა ბიჭებს და ჩემს გვერდზე დადგა:

-ხედავ? სანამ მერია გადაწყვეტს რომ გადაღებოს, იქამდე შეგახსენებს რომ შენ არავინ გგავს..




დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი წარწერას, რომელიც იმ მნიშვნელოვან დღეს იყო დატოვებული, როცა ჩემში რაღაც „სხვა“ გამოაღვიძეს. სხვა გრძნობა, რომელსაც დღემდე არ ვაღიარებ ჩემ თავთან. გაბრაზებული ვიყავი თბილისის მერიაზე, რომელმაც არ შეღება აგერ უკვე 5 წელია ეს ქუჩა და ჩემ თავზე ვბრაზდებოდი აქამდე რომ არ გამოვიარე აქ და არ ვნახე. ყველაფერს ღებავენ ხელახლა, გზებს აგებენ, ფასადებს ალამაზებენ და რაღა მაინც და მაინც ეს ჯედელი დატოვეს შეუღებავი?! ნერვებმოშლილმა გავაგრძელე გზა. მაინც და მაინც ახლა არ მირეკავდა ანი და არც მე ვურეკავდი. ახალი დამჯდარი იყო საჭესთან და სრულიად პარალიზებული იყო. გვერდზეც კი არ იყურებოდა. პოტენციური მკვლელი დადიოდა ქალაქში, რომელსაც თავი შუმახერი ეგონა და არ ეპუებოდა არაფერს. დავცინოდით ძალიან ბევრს და ისე ბრაზდებოდა, რომ ხმას აღარ გვცემდა. ალბათ, გაინტერესებთ ჩემი მეგობრები რას შვებოდნენ ეს 5 წელი. არც არაფერს. აი, ასე! ძალიან იშვიათად ვნახულობდი შოთიკოს, რომელიც თავს მარიდებდა. გიორგის ნახვა თავისთავად ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბოლოს და ბოლოს, დაქალის ქმარი იყო და რაც შეეხება მიშკას, დიდიხანია არ მინახავს. ყური მოვკარი მიშკაც ერეკლესთან ერთად წავიდაო. დიდად არ ვინტერესდებოდი სხვების დასანახად ერეკლეს ამბით. ან რომ დავინტერესბულიყავი რა უნდა მეთქვა? ვიცოდი, რაღაც დოზით ჩემი ბრალი იყო მისი გაუჩინარება, მაგრამ მიზეზი მაინტერესებდა. ისიც ვიცოდი, რომ ამ 5 წლის განმავლობაში აუცილებლად, უნდა მომეძებნა მეკითხა, მაგრამ ვერ ვბედავდი. არ ვიცოდი რომ ეკითხათ რა ახსნას მოვუძებნიდი ამ ყველაფერს.


ერთხელ ტყუპების დაბადების დღე იყო და თითქმის, ყველა იქ ვიყავით. თიკას საყვარელი საქმიანობა საჩუქრების ნახვა იყო და დიდი ცერემონიით და ტაშებით უჯდებოდა ხოლმე საჩუქრებს და ხსნიდა. ნელ-ნელა დაიწყო საჩუქრების გახსნა.“ვაიმე, რა საყვარელია! გაგიჟდება ისე მოეწონება ნინის!“, „აუ, ეს რა გოიმობაა? როგორ ჩავაცვა ახლა ეს?“, „ვგიჟდები ასეთ ქურთუკებზე! ერთი სული მაქვს აგრილდეს, რომ ჩავაცვა ბავშვებს“ და ა.შ.
-აუ, გიო შემოიტანე რა ის ორი ყუთი. ვერ დავძარი,-თქვა წუწუნით თიკამ და ტანსაცმელების დაკეცვა დაიწყო. გიორგიც გავიდა და შემოაგორა ორი დიდი ყუთი. თიკამ ორივე რომ გახსნა კივილი დაიწყო. ერთში დიდი ბარბის სახლი იდო უკვე აწყობილი, ხოლო მეორეში-მანქანა.
-ვაიმე, რა მაგარია! გაგიჟდებიან ბავშვები. მეც დდი სიამოვნებით ვითამაშებ ამ ბარბის სახლში!-სიხარულით მეცხრე ცაზე იყო თიკა.-აუ, მისალოცი ბარათი სად არის. -დაუწყო ძებნა მისალოც ბარათს. გიომ მშვიდად ისე, რომ წარბიც არ შეუხრია უთხრა:
-არ გინდა მისალოცი ბარათი. ერეკლემ გამოუგზავნა ბავშვებს..- სახელი ერეკლეს ხსენება იყო და ფეხის კანკალი და ტახიკარდია ერთდროულად დამეწყო. ვიგრძენი ჩემი „გაშპაკლული“ სახე როგორ გათეთრდა, ნიკაპის კანკალს ვგრძნობდი და ვუყურებდი საჩუქრებს, რომლებიც ერეკლემ „გამოაგზავნა“!!!! ხელის შეხება ვიგრძენი, რომელმაც გამომაფხიზლა. ანის ხელი ხელზე მედო და თანაგრძნობის სახით მიყურებდა. იცით რა საშინელებაა მეგობრებს რომ ვერ ელაპარაკები? რომ ვერ უხსნი და მათგან საპირისპიროს მოსმენის გეშინია? მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცოდა, მე ვინ ვიყავი ან ერეკლე ვინ იყო. ზედმეტად არ ერეოდნენ და არვიცი, რამდენად სწორი იყო.
სწრაფად ავდექი და აივანზე გავედი. ვუყურებდი განათებულ სახლებს და თვალწინ მარტო ერეკლეს სახე მედგა. თვალწინ ყველაფერმა გამიარა და სასიამოვნოდ გამაცია.

-ურთიერთობა, რომელიც ამოუხსნელია სჭირდება ხელის კვრა, შეშველება. ერთ-ერთისგან მაინც.. ყველა კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ. ყველაფერი გამოსწორებადია, მთავარი მონდომებაა.. ჩამოყალიბება და დასრულება სჭირდება დაწყებულს..-მშვიდი ტონით მითხრა გიორგიმ. არ შემიხედავს მისთვის ისე ვიყრებოდი სივრცეში და მაკანკალებდა. მენატრებოდა.. ისე მენატრებოდა, რომ ალბათ 8-ე სართულიდან გადავხტებოდი. ოთახში შესვლისას გიორგიმ მითხრა:- გახსოვდეს, შენ არავინ გგავს!


პეტრიაშვილის კუთხესთან ვიყავი, რომ საკუთარ თავს ვლანძღავდი და ანიმ დამირეკა სად ხარო. არ დააყოვნა ჩემმა შუმახერმა და კუთხეში მომიჩერა მანქანა. სანამ ჩავჯდებოდი რამდენიმე მანქანამ შეგვაგინა, ანიმაც სულ დებილოები ეძახა და დავიძარით ძველი თბილისისკენ.

-გოგო, დავჯდეთ ხო იქ? ხედია, სიმშვიდეა, გემრიელად ვიჭორავებთ და რავიცი კიდე რა,-მითხრა ანიმ.
-ჰო, წავიდეთ..-მშვიდად ვუპასუხე მე.
-რანაირი ღჯუ გოგო ხარ. სად გაქრა შენი სინარნარე და სიკეკლუცე?
-კაი, ანი რა.. უხასიათოდ ვარ უბრალოდ..
-5 წელია უხასიათოდ ხარ შენ! არა, ბოდიში მარტო სანდრო გაბედნიერებს..-ცინიკურად მითხრა ანიმ. არ უყვარდა ანის სანდრო, არ მოსწონდა მისი ზედმეტად შეყვარებული გამოხედვები. ვერ ვგრძნობ, რომ გულწრფელიაო და ცდილობდა თავი აერიდებინა. მეც რა მაგარ მდგომარეობაში ვიყავი? ჩემი „საქმრო“ და ჩემი ბავშვობის დაქალის შუაში გაჩხერილი.
-რაღაც მინდა გითხრა.. თან კარგია, თან ალბათ ცუდი.. როგორ დავიწყო არ ვიცი..-დაიწყო ანიმ როცა, წითელზე გავჩერდით.
-პირდაპირ მითხარი. არ მინდა შელამაზებული ტექსტები..-ვუთხარი ანის და გავხედე. ანი გაჩუმდა, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და მწვანე როგორც კი აინთო დაძრა მანქანა მაშინვე. ხმა არ ამოუღია შემდეგ შუქნიშნამდე.
-მოკლედ..-დაიწყო ანიმ,- მიშკა ჩამოვიდა.-ეს მითხრა და თავბრუ დამეხვა. მიშკას ჩამოსვლა იცით რას ნიშნავდა? რომ ისიც შეიძლება ჩამოსულიყო.
-და..?-ენის ბორძიკით ძლივს ვთქვი სიტყვა.
-არვიცი, ერეკლეც აქ არის თუ არა, მაგრამ მიშკა აქ არის. ღამე ჩამოვიდა, გამომიარა სახლთან და კიდევ.. ეხლა აპირებს მოვიდეს.-მითხრა ანიმ. რეაქცია არ მქონია. იმდენად უმეტყველო და გაყინული ვიყავი სულ ერთი იყო ყველაფერი იმ წუთას. ავლაბარში დავსხედით ერთ-ერთ კაფეში, რომელიც თბილისს გადაჰყურებდა. ხმას არ ვიღებდი მეშინოდა,რომ მიშკას უკან ერეკლეც გამოჩნდებოდა. ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეთქვა. იმასაც ვერ ვხვდებოდი რა დავაშავე, რა გავაფუჭე რომ ასე მოიქცა და ვბრაზდებოდი მის გაუჩინარებაზე, რომელმაც ბოლომდე გამანადგურა. დღეს მთელი დღე ისეთი რაღაცები ხდებოდა და მახსენდებოდა, რომ გული რაღაცას მიგრძნობდა არ მინდოდა ეს რაღაცა ერეკლე აღმოჩენილიყო. არ ვიცოდი რას ვეტყოდი, ან როგორ მოვიქცეოდი. მეშინოდა ჩვენი შეხვედრის. იქნებ სულ არაფერი ეთქვა, არ ესაყვედურა და უბრალოდ, ძველ მეგობრებს გვენახა ერთმანეთი? არა, სასაცილოა პირდაპირ რასაც ვფიქრობ. არ ვუტყდები თავს და ზუსტად ეგ არის, რასაც არ ვუტყდები.. თუმცა, იმ ფაქტის წინაშე დადგომამ, რომ შეიძლება ერეკლე თბილისში იყოს და შემხვდეს სადმე იმაში ნამდვილად დამარწმუნა, რომ ბედნიერება მხოლოდ კომფორტი არ არის. ჩაფიქრებულმა დავხედე ნიშნობის ბეჭედს და იმასაც მივხვდი რომ საჭიროა, სიყვარული რათა კომფორტსა და ბედნიერებას ღრმა საფუძველი ჩაუყაროს მარადიული მომავლისთვის.



***

გამარჯობა, გამარჯობა :)



№1 სტუმარი სტუმარი Lika

გელოდებოდით და გაგვიხარდი heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი შამხათი

სასიამოვნოა შენი გამოჩენა და ისიც, რომ ძველ დაუმთავრებელ ისტორიას აგრძელებ. წარმატებები.

 


№3  offline წევრი ელენა ილდანი

შამხათი
სასიამოვნოა შენი გამოჩენა და ისიც, რომ ძველ დაუმთავრებელ ისტორიას აგრძელებ. წარმატებები.



ისე მენატრებოდა აქაურობა!
აუცილებლად, გავაგრძელებ❤️
მადლობა ????

 


იმედია ბოლომდე გააგრძელებ ❤

 


№5  offline წევრი ელენა ილდანი

ელენე ქობელაშვილი
იმედია ბოლომდე გააგრძელებ ❤


კი heart_eyes დღეს დავდებ ახალ თავს :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent