შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (1 თავი)


10-10-2018, 00:19
ავტორი naattii
ნანახია 3 805

კარზე კაკუნმა აიძულა ფურცლები უყურადღებოდ მიეტოვებინა და სტუმარს გახედა.
-პოლკოვნიკო_მხედრული სალამით მიესალმა ჯარისკაცი უფროსს.
-თავისუფლად რიგითო. გისმენ.
-ბატონი გიორგი გიბარებთ _შეშინებული თვალებით ამოხედა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო ნერვიულობის დასაფარად. -სასწრაფოდ.
-გასაგებია, თავისუფალი ხარ._ხელით ანიშნა კარისკენ და როგორც კი გავიდა ბიჭი თავადაც წამოდგა. უბრალო ფორმის მაისურზე მაშინვე მოიცვა ჯარისკაცის პიჯაკი და დერეფანში გავიდა. არ შეუწუხებია თავი იმაზე ფიქრით ასე სასწრაფოდ რა მოხდა, მხოლოდ იმაზე გაიფიქრა წამით, რომ თუ ახალ დავალებაში იყო საქმე მისი ხუთეულის კვლავ მოწვევა მოუწევდა, არადა მხოლოდ 2 დღე იყო რაც ავღანეთიდან დაბრუნდნენ. მალევე მიადგა გენერლის კაბინეტს და მაგრად დააკაკუნა, ნებართვის შემდეგ კარი შეაღო და ისიც საფეთქელთან ხელ მიდებული გაიჯგიმა.
-გენერალო.
-დაჯექი ანდრია, დაჯექი._მოწყენილი სახით დაყარა ბრძანების ფურცლები გენერალმა და მის საუკეთესო თანამშრომელს გადახედა. -ვიცი, ახლა დაბრუნდით, მაგრამ დღეს ახალი საქმე გადმოაგზავნეს, შენი და შენი ბიჭების მეტს ვერავის ვადობ, ისედაც გაიწელა.
-გისმენთ გენერალო_წელში გასწორდა პოლკოვნიკი.
-არ ვიცი გახსოვს თუ არა, დაახლოებით ერთი წლის წინ ქართველი ექიმი გაიტაცეს, რომელიც გაცვლითი პროგრამით იყო პატარების დასახმარებლად და უფასო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას, ჯერ საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაბრალდა, შემდეგ აკრძალული ტერიტორიების გადაღება, რამდენიმე თვე თითქოს მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ 3 თვეა ეს გოგო ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ არავინ იცის, სამინისტროს ჟურნალისტები აწვებიან, ამას დამატებული ხალხი, ერთი წელი ცოტა დრო ხომ არაა?
-დავალების არსი რაში მდგომარეობს?_წარბიც არ შეუხრია ანდრიას.
-მათ მიერ მოპოვებული ყველა საბუთი გადმოგეცემათ, ყველა ინფორმაცია თუ ჩანაწერი, თქვენი დავალება იმ გოგოს პოვნა იქნება, ცოცხალი ან მკვდარი, არც ფინანსებს აქვს მნიშვნელობა, აღარც ქვეყანას, შენმა ჯგუფმა წესები იცით თუ უკანონოდ მოგიწევთ ჩარევა რაც მოხდება._გამაფრთხილებლად ამოხედა სათვალის ზემოდან.
-გასაგებია, მასალებს კაბინეტში დაველოდები._ფეხზე წამოდგა წასასვლელად.
-საუკეთესო ხალხს გამოგიყოფ.
-არა, ხომ იცით ჩემი ხუთეულის გარდა არავისთან ვმუშაობ. გენერალო_ისევ სამხედრო სალამით დაემშვიდობა და კაბინეტიც დატოვა.
ყველა მიჩვეოდა კაცის ლაკონურობას, ვერ იპოვიდით მოლაპარაკე ანდრია არსენიძეს, აღარავის უკვირდა კაცის მუდმივად სერიოზული სახე, მაგრამ ვერც იმას იტყოდა ვინმე ხუმრობა არ ესმისო, ყველაფერი თანაბრად იყო მასში, იუმორის გრძნობაც, სერიოზულობაც, სამსახურის სიყვარულიც და ყველაზე მომხიბვლელი შავი თვალები. ეს უკანასკნელი არავის ტოვებდა გულგრილს, არც სჭირდებოდა განსატვირთად სადმე გასულს ქალი რამეზე დაეთანხმებინა, მისი აღნაგობა და ვნებიანი შავი თვალები არავის ტოვებდა გულგრილს.
მიუხედავად დედასთან მუდმივი კამათისა 31 წელს ისე მიაღწია ოჯახს გული ვერ დაუდო, ან როგორც მამა დაამშვიდებდა ცოლს ის ერთი არ შეხვედრია, რომელიც ოჯახზე დააფიქრებდა. მისი და უკვე 3 წელი სრულდებოდა რაც ოჯახის მძიმე უღელში შებმულიყო და არც უჩიოდა ბედს, ბაჩო შეუდარებელი ქმარი და მამა აღმოჩნდა.
კაბინეტში შესულმა ტელეფონით ერთი და იგივე შეტყობინება ხუთ ნომერზე გააგზავნა და საქაღალდე ხელში მოიქცია, იცნობდა გენერალს, ინფორმაცია ხვალამდე არ მოაღწევდა მის კაბინეტამდე, ამიტომ მშვიდად შეეძლო სახლში წასვლა.
ზანტად მოავლო ცარიელ სახლს თვალი და დაღლილობის შეგრძნებისას მშობლების მონახულება გადაიფიქრა. ახლა მხოლოდ ლოგინი უშველიდა და მასზე ჩახუტებულმა ძლივს დაიძინა რბილ ლეიბზე, რა ექნა ავღანეთში ხის საწოლებს იყო მიჩვეული.

სამსახურში მისულს უკვე სავსე დახვდა ოთახი ყუთებით. მარტო ამათ გაზიდვას ორი საათი მოუნდებოდა და კართან გავლილ ჯარისკაცს გასძახა.
-რიგითო.
-პოლკოვნიკო? _ისევ ჯარისკაცული სალამი და ისევ ანდრიას ნათქვამი თავისუფლად.
-ყუთების გატანაში დამეხმარე.
10 წუთი მოუნდნენ თავიანთ სპეციალურ კაბინეტში ყუთების შეზიდვას და გატაცებულის საქმის კითხვას ამთავრებდა პოლკოვნიკი კარში ნაცნობი სახეები რომ გამოჩნდნენ. ამჯერად არანაირი მისალმება და ფორმალობები, მაშინვე აესვეტა წინ მასხარა ყიფიანი და ნაწყენი თვალებით ახედა.
-აბა ერთი კვირა თქვენი სიფათები არ დამანახოთო უფროსო?
-სამინისტროს ბრძანებაა_ორ სიტყვაში ჩაატია ანდრიამ საქმის სერიოზულობა და მრგვალ მაგიდასთან მომსხდრებს გადახედა. ამ ხუთეულს საკუთარ სიცოცხლეს უყოყმანოდ მიანდობდა, ყიფიანი დავითი პროფესიონალი სნაიპერი იყო, ყველასგან დაწუნებულ ნათია გაბადაძეში ანდრიამ საუცხოო გონების მქონე ქალი დაინახა და არც შემცდარა, ნათია საოცარ იდეებს აწოდებდა გეგმის შედგენისას, გიორგი ყიფშიძე, ვაჩე მამალაძე და ჯაბა კერესელიძე კი საუცხოო მებრძოლები და ჯგუფში პირველი მსროლელები იყვნენ. ანდრია არსენიძე, წოდებით პოლკოვნიკი, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სპეციალურ საქმეთა აღმასრულებელი ხუთეულის მეთაური გახლდათ, მოკლედ რომ ვთქვათ მათ ავალებდნენ ყველა იმ საქმეს, რომლის შესრულებაც სხვებს არ შეეძლოთ, ან სცადეს და „ჩაისვა*ეს“, სწორედ ამის გამო იყო რომ არ იცოდნენ როდის რომელ ქვეყანაში აღმოჩნდებოდნენ და მუდმივად მზად მყოფნი იყვნენ.
-მოკლედ,_ დიდ დაფასთან იდგა ანდრია და გუნდს ახალი დავალების მთავარ პერსონას აცნობდა. -ჩვენი სამიზნე ვინმე უმცროსი ექიმი ნანო გოდუაძეა, ახლა უკვე 24 წლის, დაახლოებით ერთი წლის წინ ჩავარდა ავღანეთში, იმდენ რამეს აბრალებდნენ იოლი გამოსაცნობია, რომ უბრალოდ დაჭერილი ყავთ და არა რაიმე მიზეზით, გამოსასყიდი არ მოუთხოვიათ, რადგან ორი თვის შემდეგ დაიწყეს იმის მტკიცება, რომ მათ აღარ ყავდათ, აი ეს კი უკვე საეჭვოა. მოკლედ აქედან ვერაფერს ვიზამთ, ავღანეთს და ტყვეების საცხოვრებელ ადგილებს კარგად ვიცნობთ, ორ საათში ფრენაა, ახლა წადით და მოემზადეთ. დანარჩენი ადგილზე ჩასვლისას, მთელი ინფორმაცია არაფრის მომცემია, ჩვენვე შევაგროვებთ_ხმაურიანად დახურა საქაღალდე, რაც დამშვიდობებას ნიშნავდა, კაცი მხოლოდ საქმის მსვლელობისას საუბრობდა ამდენს და აღარც მის თანამებრძოლებს უკვირდათ მისი მუდმივი დუმილი.

უამრავი ხალხი ირეოდა აეროპორტში, გამცილებლები, მგზავრები, დამხვდურები, პილოტები, სტიუარდესები. უკვე ივნისი იწურებოდა და აუტანელი სიცხე იდგა საქართველოში. მძაფრ სიუჟეტიანი ფილმის მონაწილეებივით გაყო ხალხის ნაკადი მოძრავმა ექვსეულმა და ყველას ყურადღება მიიბყრო, კადრს მხოლოდ ყიფიანის ხელი აფუჭებდა, რომელიც ცხვირში შეეყო და გამეტებით ჩიჩქნიდა რაღაცას. არ მოისვენა სანამ ყიფშიძემ ხელზე ხელი არ დაკრა და გაბრაზებულმა ჩაისისინა:
-ისედაც არ დაგრჩა გრამი ტვინი და ფრთხილად იყავი ქერქი არ გახვრიტო, იმასაც დაკარგავ რაც შიგნითაა.
როგორც ყოველთვის მდუმარედ იფრინეს, პოლკოვნიკი წიგნის კითხვით ირთობდა თავს, ყიფიანს ნაუშნიკები გამოეყოლებინა, ოთხეულს კი მშვიდად ეძინა. რამდენიმე საათში თვითმფრინავმა დაფრენა დაიწყო და ანდრიამ თითქოს მაშინვე იგრძნო ავღანეთის სულისშემხუთველი, აუტანელი სიცხე. რიგრიგობით დაცალეს თვითმფრინავი და დაწინაურებულმა პოლკოვნიკმა ფილტვებში ღრმად ჩაუშვა მტვრიანი ჰაერი:
-კეთილი იყოს ჩვენი დაბრუნება ჯოჯოხეთში_მიესალმა ქვეყანას და ხელით ანიშნა ხუთეულს გაყოლოდნენ.

ჩემმა მუზამ რა დროს დასვენებააო და აჰა სასწრაფოდ დამაბრუნა, ისტორია ერთ საყვარელ გოგოს ეძღვნება და იმედია შიგნით ჩართული სიურპრიზი მოეწონება :დ <3 თქვენ კი მართლა დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ისტორიაზეც ბოლომდე გამომყვებით <3



№1  offline წევრი Nano Goduadze

ვაიმეეე ნათი ^^ სულმოუთქმელად წავიკითხე და შეუძლებელია იმ გრძნობების გადმოცემა ახლა მე რასაც განვიცდი ^^ ❤ სიხარულის და ბედნიერების ღიმილით ვკითხულობდი ამ თავს ❤ შეიძლება ვიღაცისთვის უბრალო ისტორია იყოს მარა ჩემთვის მთელი ცხოვრებაა ეს❤ მადლობა დიდი ამ სიურპრიზუსთვის და ასეთი ზღვა ემოციებისთვის❤❤❤❤ მიყვარხარ მე შენ :***❤ ჩემს ანდრიუშას ველოდები ^^❤

 


№2  offline წევრი ნორმი

შენი მუზაზე ვგიჟდები ვაბოდებ და არ ვიცი კიდევ რა ვთქვა..არ უნდა მოგასვენოს შენ მუზამ და ჩვენ შენმა ისტორიებმა.აბა შენ იცი დაძაბული მომენტები და ჩახლართული ამბები kissing_heart heart_eyes
--------------------
მორფეოსი

 


მე მოგყვები ბოლომდე ❤ ძალიან ძალიან მომწონს ანდროო❤

 


№4  offline წევრი nini :)

ახალი ისტორია და ახალი პერსონაჟებიიიი....
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიიიი..... რაც მთავარია საინტერესოდ დაიწყოოოო..... ძნელია ამ ერთი თავიდან დასკვნები გამოიტანო რა როგორ იქნება და სურვილი გაგიჩნდეს ეს ესე მოხდესოოოო..... ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავებშიიიი.....
გამიხარდა რომ დავინახე ახალი ისტორია და დარწმუნებული ვარ საიკეთესო იქნება როგორც ყოველთვის ❤❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენ ის მითხარი ახლა ჩემო ნათია,ამ ისტორიის შემდეგ როგორ უნდა გავძლოთ ახალ თავამდე?გელი მთელი გულით ტკბილო
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა ტქვენ ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი დეფნე

შესანიშნავია

 


№8 სტუმარი ნათია 41

ნათი ეს რაღაც ახალიააა ????სამხედროებიი, ავღანეთიი ... ახალი ინტრიგა მაგრა დამაინტერესაა მაგარია???? ასე. ჩართულივარ და მოგყვები როგორც ყოველთვის????????

 


№9  offline მოდერი naattii

სტუმარი დეფნე
შესანიშნავია

მადლობაა <3

ნათია 41
ნათი ეს რაღაც ახალიააა ????სამხედროებიი, ავღანეთიი ... ახალი ინტრიგა მაგრა დამაინტერესაა მაგარია???? ასე. ჩართულივარ და მოგყვები როგორც ყოველთვის????????

დიდი მადლობა სეხნიაავ <3

 


№10  offline წევრი Other side

Dzalian saintereso dasawyisia, momwons ukve es istoria, samxedro tema chemi sisustea. Warmatebebi chemo kargo
--------------------
Other side

 


№11 სტუმარი სტუმარი Lile-eli

საინტერესოა და გამართული, მიუხედავად პატარა თავია, საკამოდ ინფორმაციული იყო. მომწონხარ, გელოდები და მოგყვები.
აბა შენ იცი, წარმატებები!

 


№12  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ჰმმ... ძალიან საინტერესოა. გრამატიკულად გამართული. საინტერესო შინაარსით. ინტრიგით სავსე. აქტუალური თემაა ავღანეთი და ჯარისკაცები. წარმატებებს გისურვებ. ♡♡

 


№13  offline მოდერი naattii

თუ ამ ისტორიის გაგრძელება ან ჩემი სხვა ისტორიები დაგაინტერესებთ ამ ფეისბუქ ჯგუფში შემომიერთდით,
სახელით იპოვეთ---პატარა ისტორიები დიდ სამყაროში ❤️ ---
აქ ეს ისტორია აღარ დაიდება, მაპატიეთ ❤️

 


№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

naattii
თუ ამ ისტორიის გაგრძელება ან ჩემი სხვა ისტორიები დაგაინტერესებთ ამ ფეისბუქ ჯგუფში შემომიერთდით,
სახელით იპოვეთ---პატარა ისტორიები დიდ სამყაროში ❤️ ---
აქ ეს ისტორია აღარ დაიდება, მაპატიეთ ❤️

რატომ?რა ხდება?
--------------------
ლანა

 


№15  offline მოდერი naattii

La-Na
naattii
თუ ამ ისტორიის გაგრძელება ან ჩემი სხვა ისტორიები დაგაინტერესებთ ამ ფეისბუქ ჯგუფში შემომიერთდით,
სახელით იპოვეთ---პატარა ისტორიები დიდ სამყაროში ❤️ ---
აქ ეს ისტორია აღარ დაიდება, მაპატიეთ ❤️

რატომ?რა ხდება?

ძლივს მიღებული მოდერის სტატუსი ჩამომართვეს მხოლოდ იმიტომ, რომ აღწერაში ვითომ ერთი ხაზი დამაკლდა დაკოპირება, ადრეც გამომაგდეს უსამართლოდ ჯგუფიდან და რადგან არ უნდათ ვეცლები ჩემივე ნებით

 


№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

naattii
La-Na
naattii
თუ ამ ისტორიის გაგრძელება ან ჩემი სხვა ისტორიები დაგაინტერესებთ ამ ფეისბუქ ჯგუფში შემომიერთდით,
სახელით იპოვეთ---პატარა ისტორიები დიდ სამყაროში ❤️ ---
აქ ეს ისტორია აღარ დაიდება, მაპატიეთ ❤️

რატომ?რა ხდება?

ძლივს მიღებული მოდერის სტატუსი ჩამომართვეს მხოლოდ იმიტომ, რომ აღწერაში ვითომ ერთი ხაზი დამაკლდა დაკოპირება, ადრეც გამომაგდეს უსამართლოდ ჯგუფიდან და რადგან არ უნდათ ვეცლები ჩემივე ნებით

კარგი რა ნათი ჩვენ რას გვერჩი გენაცვალე.ასე რომ გვტოვებ
--------------------
ლანა

 


№17  offline მოდერი naattii

არ მინდა ასე რომ დაგტოვოთ უპატივცემულობა იქნება ჩემი მხრიდან, რამეს მოვიფიქრებ ❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი nancho

ასეთი საინტერესო სიუჟეტი ჯერ არ წამიკითხავს აქ,საინტერესოა ძალიან,

 


№19  offline მოდერი naattii

სტუმარი nancho
ასეთი საინტერესო სიუჟეტი ჯერ არ წამიკითხავს აქ,საინტერესოა ძალიან,

მადლობა

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან კარგი გოგო ხარ... ნინო ექიმი სჭირდებათ როგორც ექიმი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent