შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ღელავ, ხვალ მზე იქნება... (ნაწილი 6)


10-10-2018, 10:41
ავტორი სესილია
ნანახია 2 019

სამსახური სახლი ან პირიქით, ჩვეული განრიგი, არაფერი სიახლით, დილიდან გვიანობამდე მუშაობა, ათასი კითხვა, ათასი ზარი, ათასი საქმე. გადაღლილი ვიყავი ყველაფრისგან, რომ ინგამ დამირეკა:
- როგორ ხარ, ემილია?
- მეე? კარგად ყოფნა თუ ქვია ჩემს მდგომარეობას კარგად და შენ? - დაღლილმა თვალები მოვისრისე.
- და მერე განტვირთვა არ გინდა ამ კვირის ბოლოს? დღეს პარასკევია და წამო რაა არტ-კაფეში, გთხოოვ.
- ახლა? - სულაც არ მინდოდა სადმე წასვლა.
- მიდი, მიდი, ბოლო ბოლო არ უნდა გავიცნოთ პირადად ერთმანეთი?
- კარგი, ინგა მოვალ - დავეთანხმე და კომპიუტერი გამოვრთე, შვიდი ხდებოდა უკვე.
არტ-კაფეს, რომ მივუახლოვდი ვიგრძენი მთელს სხეულში როგორ იწყეს ბედნიერების ტალღებმა შხუილი და გავჩერდი, მინდოდა ბოლომდე შემეგრძნო, რადგან მას მერე რაც მაქსიმეს წადითქო ვუთხარი, აღარც მინახავს და არც მსგავსი რამ დამმართნია. შენობაში, რომ შევედი ინგამ ხელი დამიქნია " აქ ვარო!"
- ინგა, კიდევ ერთხელ გამარჯობა.
- გაგიმარჯოს ემილიი - ჩამეხუტა ის - არა, რაა სურათებში სულ სხვა ხარ და ცხოვრებაში სულ სხვა.
- და ეს როგორ მივიღო? - შევცინე და ჩანთა მოვიხსენი.
- ანუ უფრო მაგარი ხარ და " ვიდუში" რაა.
- მადლობა, ჩემო კარგო. - გამეღიმა მის ნათქვამზე - შენზეც იგივე მინდა ვთქვა, მიხარია, რომ სამსახურიდან გამომიტყუე, თორემ ფაქტიურად იქ გადავცხოვრდი.
- ხო მეც მიხარია ეგ ამბავი და რა შევუკვეთოთ?
- რამე მსუბუქი სალათი მინდა მე და წვენიც.
- კოქტეილს არ მოწრუპავ?
- არაა, მანქანით ვარ - ვიუარე.
- ეგ, არაფერი ერთი ჭიქა მითუმეტეს არაფერს გიზამს დამიჯერე, ხო სვავ ჰა?
- მოკლედ, დღეს ყველაფერზე მითანხმებ - გამეცინა.
- მაშინ იყოს " სექსი პლაჟზე" კარგი?
- კარგი.
შეკვეთას აძლევდა ინგა, რომ მე თვალი მოვკარი საყვარლად მომცინარ მაქსიმეს

და ვიგრძენი როგორ ერთიანად ვულკანივით იფეთქა ბედნიერების მუხტებმა ჩემში და ცხელი ლავასავით მოედო მთელ სხეულს, პირიც კი გამიშრა და ვიგრძენი სახეზე როგორ ავხურდი. კიდევ კარგი ზურგით ვიჯექი და ვერ დამინახავდა.
- ემიი,
- ხო ინგა - გაბრურბულმა ვუპასუხე.
- ეს თმები შენია ასე ბუნებრივად დახვეული თუ ქიმია?
- არა, ქალუკ ჩემია. კარგახანს ვისწორებდი, მაგრამ ახლა ბუნებრივად გავუშვი და მომწონს
- აუუ, მე აბა ისეთი პუწია თმები მაქვს, აი, სულ ბიჭურად ვიჭრი ხოლმე, ახლა ცოტა მოვიზარდე და ვნახოთ რა გამოვა.
- მე მიყვარს გრძელი თმები და მოკლედ არასდროს შემიჭრია, თუ მოკლედ შევიჭრი ვარ პუდელივით.
- აი, შეკვეთა მოვიდაა - მიმტანმა გემრიელობები დაგვიწყო, მაგრამ სულ აღარ მშიოდა, არა, რას ვაკვირდები იცით? აი, გიოს შემთხვევაში თუ რამე პრობლემა იყო, შემეძლო ტონა მეჭამა, ხოლო მაქსიმეს შემთხვევაში საკმარისია, თვალი მომეკრა ან გამხსენებოდა, იქვე მიქრებოდა შიმშილის გრძნობა და ფაქტიურად მაქსიმეს დიეტაზე ვარ რაა. ხო, იცინე შენ, იცინე და ეგრეა, შენ გეუბნები მკითხველო :). ცოტა წავიკინკე, რომ ჩემის ძმის ნომერი დაფიქსირდა მობილურზე.
- ხო, ვატო... აქ ხარ? მოკლედ შენ ფიგაროსავით ხარ რაა, დღეს აქ ხარ და ხვალ სად იქნები არავინ იცის... კი, კი მალე მოვალ...
ინგას ნაცნობები ენახა, ამიტომ გამოვემშვიდობე და სახლში წამოვედი.
- რა ხდება ააქ? - მისაღებში მიმოფანტულ შპალიერებში ძლივს გავარჩიე ორი ადამიანი.
- ეს მამკლავს, დაო, ეს - წამოიზლაზნა ვატო და მხარზე ჩამომადო თავი და თან ქეთასკენ იშვერდა ხელს.
- და მას შენ მოკლავ ხოო? - ქეთასკენ გავიხედე - მოკლედ, თანამედროვე რომეო და ჯულიეტა იქნებით, არა?
- ვაა, მართლაა? და მერე ფილმს გადაიღებენ ჩვენზე და ლეგენდები გავრცელდება ხომ? - ამომხედა ვატომ.
- ვაიმეე რა მეშველებაა, სექტემბრამდე მე არ მომკლათ და არ ვჩივარ - შპალიერები მივწი-მოვწიე და მდივანზე ჩამოვჯექი. - არა, ისე მე რას მიპირებთ?
- ამას რაღა უნდა ახლა? - წამოიწუწნა ვატომ.
- თბილისში მტოვებთ მე?
- აბა მზითვებში კი არ მიმყვები ან მოყვები ქეთას? - ახარხარდნენ ორთავე.
- აუუ, რა მაგარი იქნება დიდი ყუთი შეფუთული და შიგნით ემილი და ბინაში, რომ შევალთ და ეს ამოხტება " სიურპრიიზ, ესეც მეე თქვენი მზითვიი:)"
ამაზე ავხარხარდით ყველა ცრემლებამდე.
- არა ისე რა პარადოქსია, ქეთას სულ უნდოდა თბილისში ეცხოვრა, მე კიდე ქუთაისში და პირიქით არ მოხდა? არა, მართლა გეკითხებით რას მიპირებთ ჩემო დიდო ბრძანებლებო სექტემბრიდან?
- რას და რჩები აქ, დედაქალაქში და ელოდები შენს პრინცს.
- ანუ აქ მათხოვებთ? - თვალები მოვჭუტე.
- აბა ბიჭი თუ წამოვა ქუთაისში, წამოდით მერე.
- ვინ ბიჭი? - წარბშეკრულმა ვიკითხე.
- შეხედე ახლა ამას? - გაბრაზდა ქეთა, - მაქსიმეზე გეუბნები.
- ვისზე? ჰა ჰა ჰა, რა გამაცინე - ხელები გავშალე - წავედი მე უნდა ვიბანაო.
- ნუ აგიჟება ამას შენ, თორემ მოგცხებ ერთ ადგილას - თითი დაუქნია ვატომ.
- არა რაა, ვუყურებ როგორ იტანჯავს თავს და როგორ გვატყუებს და იტყუებს თავს - მობილურს მოკიდა ხელი და აივანზე გავიდა - ალო, ხო მე ვარ, მე კარგად და შენ? ჩემი ისევ ისე ვირზეა შემჯდარი, მაგიც ხომ? გეუბნები უნდა ჩავტრიალდეთ, ამას მაგის სახელს როგორც კი უხსენებ ეგრევე აწითლდება და ბოდვებს იწყებს, მაგიც ხოო? ვაიმეე, მოიფიქრე რამე და მეც ვიფიქრებ. კაი ვანიკო, აბა დროებით.
შხაპის ქვეშ ვიდექი და ტირილი ამივარდა, ვტიროდი ყველსფერზე, წარსულზე, აწყმოზე თუ მომავალზე. ძნელია როდესაც აღმოაჩენ, რომ ის რაც სიყვარული გეგონა, სიყვარული არ ყოფილა და პირიქით, რაც სიყვარული არ გეგონა, სიყვარული ყოფილა... რთულად ვთქვი ხომ? ანუ იმის თქმა მინდა, რომ გიოს მიმართ ჩემი გრძნობები უბრალოდ წამიერი აღფრთოვანება და გატაცება იყო, რატომ ვერ გავარჩიე გატაცება სიყვარულისგან? იმიტომ, რომ გიოს ძალიან ტკბილად მოუბარი ენა ჰქონდა, ვფიქრობ თავბრუს მახვევდა მისი სიტყვებით და ახლა ვხდები ძალიან ბევრ რამეს. საჩუქრები ძალიან უყვარდა, ოღონდ მე რომ ვჩუქნიდი, სიურპრიზი ერთი ხელის თხოვნის დროს გამიკეთა, მაშინ გაბუტულები ვიყავით და არვიცი გააზრებულად თუ გაუაზრებლად კი მთხოვა ხელი და კიც იცით რაც მოხდა, ამაზე თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ ახლა რა ვქნა? როგორ მოვიქცე? მივხდი, რომ როგორც ჯადო ისე გაიარა გიოს მიმართ ყველაფერმა და აღმოვაჩინე მაქსიმეს მიმართ ვგრძნობ იმას რაც ფილმებში მინახავს თუ წამიკითხავს. მისი ხმა, თვალები, შეხება, ყველაფერი ჩემში დადებითი ემოციების და ჰორმონების ფეიერვერკს იწვევს, აბა ეს არ არის სიყვარული? სიყვარული, რომელსაც მომავალი არ უწერია და ეს ჩემი ბრალია, მას მე ხელი ვკარი, გავუშვი და ახლა ჩემი ცრემლები და ვაი-ვუში არაფერს და ვერაფერს ვერ შეცვლის.
დილით, რომ გავიღვიძე უკვე ჩემები წასულები დამხვდნენ, სახლი მივალაგე, ჭურჭელი ამოვრეცხე, დავაუთოვე.
- უუფს კი დავიღალეე, - ჩავეშვი სავარძელში და საათს ავხედე - 4 საათიც მოსულა, რა ვქნა ახლაა? - დავფიქრდი - წავალ გავისეირნებ, მშვენიერი მაისის დღეა, თბილი და მზიანი.
ვერის პარკში ვსეირნობდი, გადასახედზე გავედი და მოფუსფუსე სანაპიროს გავყურებდი, მერე ლურჯ ეკლესიაში შევედი, მოვილოცე და უკან, რომ ვბრუნდებოდი მობილურზე შეტყობინება მომივიდა: "ძალიან ლამაზად გამოიყურები."
გამიკვირდა, ჯერ ჩემს თავს ავხედ-დავხედე, მერე ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ აშკარად ვიღაცას შეეშალა: "მადლობას გეტყოდით ეს სიტყვები, მე რომ მეკუთვნოდეს. მგონი ნომერი შეგეშალათ." პასუხი არ დაუბრუნებიათ.

ვანიკო თავზე ჩუმად წამოადგა მობილურში ჩავარდნილ მაქსიმეს, რომელიც ემილიას სურათებს ათვალიერებდა.
- რას შვრები, ჩემი ძმა? - მხარზე ხელი დაარტყა მისალმების ნიშნად და წინ ჩამოუჯდა.
- აა, ისა - უცებ გამორთო ტელეფონი და ჯიბეში ჩაიდო - როდის მოხვედი? არ დამინახიხარ.
- რას დამინახავდი? თავით იყავი შევარდნილი facebook-ზე და ერთი გოგოს სურათებს ათვალიერებდი და როცა სადღაც დაფრინავ, ირგვლივ ვერავის ამჩნეეევ - წარბები აათამაშა ვანიკომ.
- მე? არავის სურათებს ვათვალიერებდი.
- ნუ იყურები მარცხნივ, ასე როცა აკეთებ სულ იტყუები.
- აუუ, ვინ ხარ შენ ტოო.


- ვინ და ვანიკო ვარ ჟორჟოლიანი და ის გოგო სხვათაშორის ძაან მაგრადაა და სანამ შენ აქ შორით კვდები და შორით იბნიდები, შეიძლება ვიღაცამ თვალსა და ხელშუა აგაწაპნოს.
მაქსიმეს ნესტოები და კისრის ძარღვები დაებერა სიბრაზისგან:
- რა თქვი?
- რაც გითხარი, ხოდა ჯობია გააქტიურდე და სიყვარულით დატკბეთ შენც და ისიც.
- მოიცა და შენ რა იცი ემილიას სურათებს, რომ ვნახულობდი?
- თავზე გადექი და შენთან ერთად ვათვალიერებდიოო. აუუ, ძაან მაგარი გოგოა ძმაო და ნუ დანებდი რაა, მერე რაა გოგომ გითხრა წადიო, ვენაცვალე ეგრე, რომ გითხრა, მაგარი გულის პატრონია ტოო, აბა ზოგი ქალი ამ შანს ხელს გაუშვებდა? შეგეტენებოდა ბოლომდე რაა, გოგომ კი პირიქით, განათხოვი რატომ უნდა მოიყვანოო ასეთმა ბიჭმაო და გაგიშვა. მე პირადად ამ ფაქტის მერე უფრო მაგრად დავაფასე და შემიყვარდა და მერე ჩემი მაკო, რომ მაპოვნინა ხო ამაზე ვაფშე რაა - ყავა მოსვა აჟიტირებულმა ვანიკომ.
- ამ სურათებს რამდენჯეე ვნახულობ აღარ ვიცი, - ფარხამლდაყრილმა ჩაილაპარაკა მაქსიმემ - აი აქ ნახე რა " ვიდუშია",


[/center]

- აქ რა მზერა აქვს? აუ, აქ მის თმებში მათამაშა...
- მაკანკალებს სიყვარულისგან, ტოო - მომუჭულ მუშტზე იკბინა მაქსიმემ - ამასწინ ვერის პარკში დავინახე, ძლივს შევიკავე თავი, მაგრამ შეტყობინება გავუგზავნე რა ლამაზად ხართქო და შეგეშალათო, სხვა ნომრიდან მივწერე.
- იწვი ძმაა, იწვიი. ხოდა შენი გზა ემილიას გულისკენ მიდის და უნდა იბრძოლო, მე შენთან ვაროო.
- მაკო დაგვეხმარება? - უცებ იკითხა მაქსიმემ.
- ჩემი გოგო? კი აბა რას იზამს, ტოო.
- ნელნელა უნდა ჩავდგეთ სიურპრიზების კალაპოტში.
- არის ძმაა - ხელი ხელს დაარტყეს ძმაკაცებმა შეთანხმების ნიშნად.

ადამიანი ქვეყნიერებას, რომ ევლინება ამ დღეს დაბადების დღე უწოდეს და მაქსიმალურად ყველა ცდილობს ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნოს, აი, მე პირიქით ვცდილობ ეს დღე ყველგან დავმალო და არავის ახსოვდეს.
15 ივნისი, ჩემი დაბადების დღე, სახლში მარტო ვარ, მოკლედ ქეთა სანატრელი გამიხდა, სამსახურისთვის გავემზადე, სადარბაზოში, რომ გამოვედი დიდი ჰამერის შავი ჯიპი იდგა, საიდანაც მამაკაცი გადმოვიდა და მომიახლოვდა:
- გამარჯობათ ქალბატონო ემილი, დაბადების დღეს გილოცავთ.
- ბატონო? - გაკვირვებულმა ვკითხე.
მან ჩემს რეაქციას ყურადღება არ მიაქცია და ავტომობილის კარები გამოაღო, საიდანაც უამრავი წითელი ვარდი მიცქერდა.

ხმა ჩამივარდა.
- ეს თქვენ გამოგიგზავნეს და დამავალეს ეს კონვერტი თქვენთვის გადმომეცა.
- მეე? ეს ყველაფერი მე? - პირზე ხელაფარებული, აცრემლებული ვამბობდი
- დიახ ქალბატონო, მითხარით რომელ სართულზე ავიტანო, მარტო ვერ შეძლებთ.
- კარგით, - დაბნეული გავუძეხი წინ ყვავილებით დახუნძლულ მამაკაცს.
- სად დავაწყო?
- აი, აქ დააწყვეთ და მე მივხედავ, მადლობა დიდი - მივაცილე კარებამდე. ვიჯექი გაოგნებული, ვინ იყო და ვინ იცოდა ჩემების გარდა ჩემი იუბილე? მაქსიმე? ისევ მისკენ გამექცა ფიქრები, არა, არა, თავი გავაქნიე, თითქოს ამით აბეზარი ფიქრები მოვიშორე. მერე გამახსენდა სამსახურში, რომ მაგვიანდებოდა და გავიქეცი გიჟივით.
მთელი დღე როგორ ვაკეთებდი საქმეს არ ვიცი, უფრო ინსტიქტურად, რადგან ძირითადად ფიქრებით იქ ვიყავი, ყვავილებთან და უცებ გამახსენდა კონვერტი, რომელიც არ გამიხსნია. ჩანთაში მოვიძიე, გავხსენი და ფურცელზე შემდეგი ლექსი ეწერა:
"ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება,
იფიქრე კარგი და დაინახავ,
რომ ყველაფერი კარგად იქნება"
ილია II
მერამდენედ გადავიკითხე აღარ მახსოვს, ვიჯექი და ფიქრისგამ თავი მტკიოდა.
- ქალუკაა, ყავა არ გინდა? - შემოიხედა მაკომ.
- აუ, კიი, იქნებ გამოვფხიზლდე- თვალები მოვისრისე.
- რა გჭირს, ემი? - ყავა მომაწოდა.
- აუ, გადავიღალე მართლა, ძაან მეტყობა ხო? - ტუჩები დავმანჭე და თმები შევიკარი.
- ხო, თვალები ჩაწითლებული გაქვს, ცოტა დასვენება არ გვაწყენდა, მაგრამ სად არის? მე კიდე მეკუთვნის შვებულება და შენ?
- აუ, ხო ეგა თქვი. მთელი ზაფხული მომიწევს აქ ამოვიხრუკო, საღამოობით თუ გავალ ან ჯინოში ან ვაკის აუზზე.
- ხო, მოვიფიქრებთ რამეს ერთობლივად. - გამიღიმა.
- კი, შენ ჩაკიდებ შენ ვანიკოს ხელს და ივლით, მე მურმანის ეკალივით ხო არ აგეკიდებით? - შევცინე.
- აუუ, ხო იცი ვანიკოს პირიქით გაუხარდება - მორცხვად გაიღიმა - აუ, ისე როგორ მიხვდი, რომ მომწონდა?
- გამოცდილი თვალიი, მერე ნერვები მეწიწკნებოდა ვანიკო, რომ დაბანდალობდა და ვერაფერს ხვდებოდა და ბოლოს ამევსო მოთმინების ფიალა და მგონი კარგადაც ხოო? - თვალი ჩავუკარი.
- კი და მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები შენი და ამიტომ ასეთი გული, რომ გაქვს მინდა შენც უსაზღვრო ბედნიერება გეწვიოს - ჩამეხუტა.
- ჩემ გოგოს ვინ ეხუტებაა? - თავზე დაგვადგა ვანიკო.
- ეს ის არ არის რაც შენ გგონია - გავიხუმრე.
- მართლა? კიდევ კარგი თორე გამისკდა გული - ხელი მიიდო გულთან.
- ვანიკო, მე მომაკითხე? - გაინაზა მაკო.
- არაა,
- აბა ვის? - გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა გოგომ.
- ჯერ ვერ გავზარდე, ვერ მისწავლა - ხელი მოხვია და შუბლზე ნაზად აკოცა - შენთან მოვედი ბუსკიი, აბა ვისთან მოვიდოდი - ყურზე თმები გადაუწია.
ვუყურებდი და ვტკბებოდი მათი ცქერით.
- წავედი მე გვრიტებოო, - უცებ გადავწყვიტე წასვლა.
- ასე ადრე? - გაუკვირდა მაკოს.
- ხო შეიძლება მეც ერთ დღეს გავიდე ექვს საათზე სამსახურიდან? - ჩანთა გადავიკიდე.
- წადი, წადი - დამრთო ნება ვანიკომ.
- შენ მაკლდი უფროსად - თვალი ჩავუკარი და პაკუნით დავტოვე კაბინეტი.
"სად წავიდე, სად წავიდე? " ვფიქრობდი - "დაბადების დღე უცნაური და მოულოდნელი სიურპრიზით დაიწყო, ამიტომ უცნაურად დავაგვირგვინებ, ვივახშმებ მარტო." გადავწყვიტე შარდენზე ჩამესეირნა, მანქანა პატარა ქუჩაზე გავაჩერე და ფეხით ჩავუყევი გზას, დილის განწყობა და სიურპრიზი მაბედნიერებდა.
ერთ-ერთი კაფის ვერანდაზე დავჯექი და მოსეირნე ხალხს ვათვალიერებდი და ჩემი ფიქრებით ოცნებებში დავქროდი.
- გამარჯობა, ემილი - ნაცნობმა ხმამ გამომარკვია.
- დიკო? - წამოვდექი მოულოდნელობისგან დაბნეული.
- შეიძლება? - სკამზე მიმითითა.
- კი, კი - ვიგრძენი მთელ სხეულში როგორ დამიარა ცივმა სუსხმა და გამაჟრჟოლა.
- გატყობ ძალიან კარგად ხარ - ამრეზით ამხედა.
- გარეგნულად შეიძლება, შინაგანად კი ვერ დაგეთანხმები.
- ჰმ! - ირონიულად ჩაიცინა - არ გეტყობა, შარდენზე მიირთმევ ყავას, ლამაზად ხარ ჩაცმული, ალბათ საყვარელს ელოდები ხომ?
- ბატონო? - ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი სიბრაზისგან.
- ჩემი ძმა ხომ გაისტუმრე საიქიოს? ოჯახი ხომ დამიქციე? ახლა დედაჩემი ებრძვის სიკვდილს, ხომ გააცამტვერე ჩემი ოჯახი და მომავალი? რა დაგიშავეთ ასეთი? - სიძულივილით აღსავსე თვალები მიყურებდა და გავოგნდი, ეს ის დიკოათქო გავიფიქრე.
- მოიცა ამ ყველაფრეს მე მაბრალებ? ანუ ჩემი ბრალია, გიორგიმ, რომ თავი დაიღუპა? რომ ვიღაცის სიცოცხლე შეიწირა? ბოლოს როდის ვნახე და ქონდა ჩემთან ადამიანური ურთიერთობა იცი? უშვილოდ, რომ გამომაცხადეთ და გააბოროტეთ გიორგი ჩემს მიმართ, ეგეც ჩემი ბრალი იყო?
- და არ იყავი უშვილო? - ჩაიქირქილა.
- ჰმ! - ახლა მე გამეცინა ირონულად - არა, არ ვყოფილვარ და თქვენი უხეშობის გამო, როდესაც პროცესის მერე გამომადგეთ, იმ ღამეს მომეშალა. ძლივს გადამარჩინეს, თორემ გიოზე ადრე წავიდოდი ალბათ ამქვეყნიდან.
- ალბათ სხვისი შვილი იყო და მაგიტომ! - დაისისინა.
მივხდი ძალიან გაბოროტებული იყო, მივხდი მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა, მას მისი აზრი ჰქონდა და ვერ შევაცვლევინებდი, რაც მეტს შევეწინააღმდეგებოდი, მით მეტი გესლი და ტკივილი მხვდებოდა წილად, ამიტომ გაცლა ვამჯობინე:
- ასე თუ ფიქრობ, იფიქრე - ფეხზე წამოვდექი - მაგრამ მე ვიცი სიმართლე და ჩემს პატიოსნებაში არამარტო მე, არამედ სხვებსაც არ ეპარებათ ეჭვი. - და წამოვედი წელში გამართული, ამაყად, მაგრამ როგორც კი მივხდი თვალს მოვეფარე, საშინელმა სპაზმა დამიარა, ლამის კრუნჩხვებში ჩავარდი ტკივილისგან, ვგრძნობდი, სადაცაა გონებას დავკარგავდი, რომ ნაცნობი ხმა მომესმა:
- ემილი, ემილია

ვიგრძენი, როგორ ამიყვანა ხელში ვიღაცამ, ძალიან ნაცნობმა და ასევე ძალიან შორეულმა.
- მაქსიმე ? - ძლივს ამოვილუღლუღე.
- სუუ, ხმა არ ამოიღო - და ავტომობილისკენ წამიყვანა - მითხარი რა გტკივა, სასწრაფოს დავუძახო? - თმებს მიწევდა და სახეზე მეფრქვეოდა მისი ცხელი სუნთქვა.
- არა, არ მინდა. - თვალებ მინამული ვიჯექი სავარძელში, ვგრძნობდი, როგორ დაძაბული უკვირდებოდა ჩემს თითოეულ მოქმედებას. ვცადე, ახლად მოყენებული ტკივილი ჩემში გადამეხარშა, ძალები მომეკრიბა და არაფერი შემემჩნია, თუმცა ტკივილი და შეურაცყოფა იმდენად ძლიერი იყო, ცრემლები თავისით მდიოდნენ, თავს ვერ ვიკავებდი.
- არ იტირო, გთხოვ - მუდარით სავსე ხმა მომესმა.
- არ შემიძლია, ტკივილი ძალიან დიდია მაქსიმე, შინაგანად მჭამს, მანადგურებს, ვერ გავუძლებ, ვერ შევძლებ, ვერ შევძლებ ... - ვჩურჩულებდი განადგურებული. - ძნელია, როდესაც ადამიანის სიკვდილს გაბარალებენ, შენ გახოცავენ ბინძურ ხელებს და პირად შეურაცყოფებზეც გადმოდიან, მე ვერ ვუძლებ, ალბათ სხვები კი... ნეტა იმ დღეს მომკვდარიყავი, ეს ტანჯვა ხომ დასრულდებოდა - ვბუტბუტებდი სასოწარკვეთილი.
- სუუ, მაგას ნუ ამბობ, - ხელებს მიზელდა, ვგრძნობდი მის ხმაში სევდა როგორ თამაშობდა და ისე მომინდა მისი ჩახუტება და სურნელის შეგრძნება, რომ მარტო არ ვიყავი:
- მაქსიმე, - ამოვიჩურჩულე - გთხოვ, ჩამეხუტე...
- მე? - გაოცება დაეტყო ხმაზე.
- ხო, გემუდარები, - წამოვიწიე და ხელები გავშალე, მან ნაზად ჩამიკრა გულთან და ხელები მომხვია მხრებზე. არვიცი რამდენხანს ვიყავით ასე, მაგრამ ვგრძნობდი, ნეტარებისგან როგორ მიმდიოდა გული, როგორ ვივსებოდი დადებითი ენერგიით და ვიმუხტებოდი ბედნიერების ჰორმონებით, არ მინდოდა გავეშვი, ვგრძნობდი ვერც ის მელეოდა, ჩემს თმებში ცხვირ ჩარგული ნაზად მისვამდა თავს. უცებ გამოვფხიზლდი, დიკოს სიტყვები გამახსენდა და სწრაფად ვუშვი ხელები, მან გაოცებით გამომხედა. - უნდა წავიდე, - კარები გამოვაღე.
- ასეთ მდგომარეობაში, მარტო არსად გაგიშვებ - ხელი დამიჭირა - მე მიგიყვან სახლში, - ისეთი მუდარით სავსე თვალები ჰქონდა უარის თქმა ვერ გავბედე.
- კარგი.
გზა სახლამდე სიჩუმეში გაილია.
- მადლობა, მაქსიმე - მივუბრუნდი და ნაზად გავუღიმე.
- ემილი - დიდი სითბო და მონატრება ჟღერდა მის ხმაში - არ ვიცი თავს ასე რატომ იტანჯავ, მაგრამ გთხოვ დაიმახსოვრე ცხოვრება გრძელდება და ის ძალიან მშვენიერია...
- ვიცი მაქსიმე, მე ძალიან მომწონს სიცოცხლე. ხშირად სასოწარკვეთილი ვყოფილვარ, სევდით შეპყრობილი, ახლაც ასე ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად, სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება უბრალოდ დიდი საჩუქარია უფლისგან ბოძებული, მაგრამ ალბათ უნდა შევძლო, უნდა მოვერიო და არ დავნებდე სხვების ხათრით მაინც...
- შენ გვერდით მიგულე - თბილად გამიღიმა.
- გაიხარე.
სახლში ძალა გამოცლილი შევედი, სამარისებული სიჩუმე იდგა, შემეშინდა კიდეც, მისაღებში სინათლე ავანთე და:
- სიურპრიიიზ - ამოხტნენ ჩემი დები, ძმა და ქეთა.
მოულოდნელობისგან გავშეშდი, ხმა ვერ ამოვიღე, ემოცია ვერ გამოვხატე:
- გილოცავთ, გილოცავთ, - მკოცნიდნენ და მეხუტებოდნენ ყველა მხრიდან.

- რა ლამაზი დღეაა, რა ნათელი დღეა, იმიტომ რომ დღეს ემილის დაბადების დღეაა. ჰე, მიდი ჩააქვრე სანთლები ...
იმდენად, მოულოდნელობაში ვიყავი გაუზარებლად, ინსტიქტურად ვაკეთებდი ყველაფერს.
- ეს ამდენი ყვავილები საიდაან? - თვალი ჩამიკრა ქეთამ.
- არ ვიცი, ისეთივე მოულოდნელი სიურპრიზი იყო ამ დილით, როგორც თქვენი საღამოს სიურპრიზი.


მაქსიმე სწრაფად მიაქროლებდა მანქანას, ერთი სული ჰქონდა ვანკოს როდის ნახავდა და დაელაპარაკებოდა.
- შემო, მაქს. - შეიპატიჟა ვანიკომ.
- გამარჯობა - თვალების სრესით შევიდა.
- ეე, რა გჭრს, ტო? - ეგრევე შეატყო მეგობარს დაძაბულობა.
- ემილია ვნახე.
- მერე?
- ხო, გეუბნები არ ვიცი ზუსტად რა მოხდა მაგასა და მის ყოფილ ქმარს შორის, მაგრამ ხო გეუბნები რაა, ცოცხალი, რომ იყოს ცემით გავუერთიანდები ყველაფერს.
- ეე, მოყევი რა მოხდა - დაიძაბა ვანიკო, მაქსიმემაც ყველაფერი მოუყვა - ვაა, რთულადაა საქმე. ალბათ ვინმე მისიანი ნახა და რაღაც ცუდად შეეხნენ.
- გოგოს დღეს დაბადების დღე ჰქონდა და ასე გამწარებული, რომ დავინახე კინაღამ გავგიჟდი... - მუჭებს იკბენდა მაქსიმე.
- აუუ, ხოო . იმ ბიჭმა დამირეკა, უნდა გენახათო იმ გოგოს ბედნიერებისგან გაბრწყინებული თავლებიო, შოკი მიიღო, ეს მეო? ეს მეო? სულ ამას გაიძახდაო,
- მართლა ხოო? - თბილად ჩაეღიმა - აუ, მაგრად მიყვარს რაა, არ ვიცი , აი, მის გვერდით, რომ ვარ - წინ გადმოიწია და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო მაქსიმე - ყველაფერი მავიწყდება, ის მახსოვს მხოლოდ და მინდა მასზე ვიზრუნო, ვეფერო, მისი არსებობა ბოლომდე შევიგრძნო.
- მეც ეგრე ვარ ძმა, - მხარზე ხელი მოუთათუნა ვანიკომ - მაკოს, რომ ვხედავ სხვა რაღაც იწყება ჩემში. ვიწვით ძმაა, ვიწვიით და მაგარია სიყვარულიიი. - ხელები გაშალა.

იმ დღეს ამდენი ემოციებისგან გათანგულ- გათიშულს ჩამეძინა, დილით კი მეგონა, რომ წინა დღეს რაც მოხდა ყველაფერი სიზმარი იყო. დიდხანს ვიწექი ასე, ადგომას არ ვჩქარობდი. მერე გამახსენდა, რომ ჩემი მანქანა თავისუფლების მოედანთან პატარა ქუჩაზე მეყენა და გიჟივით წამოვფრინდი.
- ვააა, გაიღვიძა ჩვენმა პრიცესამ - შემომცინა ვატომ.
- დილა მშვიდობისა, ხალხი, - ჩავკოცნე ყველა სათითაოდ.
- რა დაღლილი სახე გაქვს? - შემომხედა თიესამ.
- მართლაა? - სახეზე ხელი ჩამოვისვი - გადავიღალე, არ მაწყენდა კარგი დასვენება, მაგრამ სადაა - თავზე ვაკოცე უმცროს დაიკოს.
- ყავა არ გინდა? - ქეთამ მკითხა, თან ვატყობდი რაღაცას ხვდებოდა.
- კი დავლევ და მერე უნდა გავიდე.
- სად მიდიხარ?
- მანქანას მოვიყვან.
- და მაქანა სადაა? ხო არ დაგიმტვრევია? - ეგრევე წამოყო თავი ვატომ.
- ხო დავლეწე, დავამტვრიე და ახალი ვიყიდე - ენა გადმოვუტიტე, - უბრალოდ გუშინ მაქსიმე დამედარა და მან წამომიყვანა.
- მაქსიმემ? - იმხელაზე შეიცხადა ქეთამ, ყველამ გავხედეთ.
- დამშვიდდი ქეთა, რა იყო? - ისე გავხედე, ყავა გადასცდა და ხველება აუტყდა.

არის მომენტები როდესაც გინდა ცუდი ინფორმაციები ყველა ერთად შეკრიბო ერთ ფაილში და „Delete” მისცე და სამუდამოდ ამოშალო მეხსიერებიდან, აი, ამნეზიის მსგავსად, რომ შეძლო სრულყოფილი ცხოვრების გაგრძელება, სილაღე და ბედნიერება. ვგრძნობდი ჩემი წარსული დავიწყების საშუალებას არ მომცემდა და ცხოვრება ჯოჯოხეთად ნელნელა როგორ გადამექცეოდა, აუცილებელი იყო საკუთარი თავის ხელში აყვანა და კონტროლი, არ უნდა მიმეცა უფლება არავისთვის, რომ 30 წლის გოგოს სიცოცხლე შემძულებოდა და ფარხმალი დამეყარა.
სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც მობილურზე მაქსიმეს ნომერი დაფიქსირდა და მაშინვე მთელი სხეული გამეყინა, მანქანა იქვე გავაჩერე:
- ხო, მაქსიმე - ვეცადე შინაგანი ნერვიულობა არ დამტყობოდა ხმაზე.
- ემილიი - „ ვაახ, როგორ მადნობს და მათბობს მისი ხმა“ გავიფიქრე მე - მიცანი?
- სანამ ეს ნომერი გექნება და მეწერება მუდამ გიცნობ - გავუღიმე სივრცეს და გონებაში წარმოვიდგინე მაქსიმე.
- ანუ ხმით ვერ მიცნობდი?
- კი, ჯერ ახალგაზრდა ვარ და შევძლებდი შენი ხმის ამოცნობას - გამეცინა

- ანუ გინდა მითხრა, რომ მოხუცდები ჩემს ხმას ვერ იცნობ? - იმედგაცრუება დაეტყო ხმაზე.
- ვნახოთ, ვნახოთ, არავინ იცის სიბერე რას გვპირდება - თვალი ჩავუკარი წარმოსახვით მაქსიმეს.
- აბა როგორ ხარ? გუშინ მომერიდა დამერეკა, ვიფიქრე დასვენება და სიმარტოვე გესაჭიროებოდა.
- ნამდვილად მჭირდებოდა, მაგრამ შენ წარმოიდგინე არავინ მაცალა - ისევ გამეცინა - ჩემები დამხვდნენ ჩამოსულები და იყო მთელი ჟრიამული.
- კარგია, განიტვირთებოდი.
- ხო, ცოტა ფიქრებიდან გადავუხვიე და კარგიც იყო, განტვირთვა ძალიან მესაჭიროება.
- მიხარია, რომ უკეთ ხარ. - „გუშინ ძალიან შემაშინეო“ უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ გაბედა - მაშინ არ მოგაცდენ, აბა ნახვამდის.
- მადლობა ყველაფრისათვის და დროებით. - ტელეფონი იქვე სავარძელზე მოვისროლე და გაღიმებული გაუყევი გზას. სახლში მისულს ქეთა დამხვდა, გოგოები მეგობრებთან გასულიყვნენ, ვატო კი გემრიელად ფშვინავდა.
- მოხვედი? - მკაცრი სახით დამხვდა სამზარეულოში.
- ჰო. და რა გჭირს შენ?
- მე კი არა შენ რა გჭირს?
- მეე? მე არაფერი... - მხრები ავიჩეჩე.
- ჰა ჰა ჰა , დაგიჯერე ხო იცი? გგონია გუშინ შენი უხალისობა გამომეპარა? - ხელებით დაეყრდნო მაგიდას და გამომცდელი მზერა მომაპყრო. აზრი ჰქონდა შეწინააღმდეგებას? ვიღაცისთვის ხო უნდა გამენდო ის რაც მტკიოდა? რაც შინაგანად მჭამდა და მანადგურებდა? ყველაფერი დეტალურად მოვუყევი ქეთას, რომელიც აცრემლებული თავლებით მიყურებდა და ვგრძნობდი მოთმინების ფიალა როგორ ევსებოდა.
- ჩემი გოგო, ჩემი ლამაზიი, ჩემი ხატულა, - მოვიდა და ჩამეხუტა - მისმინე ახლა და კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი, - თითი დამიქნია - ხომ იცი დასავით მიყვარხარ, ღვიძლი და რომ მყავდეს შენზე მეტად არ მეყვარებოდა, ამიტომ მინდა, რომ ბედნიერი იყო, ამიტომ ვიცი შენში არის ის ძალა, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყების საფუძველს მისცემს და ძველ ემილიას ხალისიანს, ბედნიერს, პოზიტიურს, იმედიანს დააბრუნებს და აღადგენს, წარსულზე სულ ტირილი და ჟივილი არაფერს მოგიტანს, ბევრი 50 წლის ასაკში იწყებს ნულიდან ცხოვრებას და შენ 30 წლის ხარ გესმის? არავისთნაა საჭირო არაფრის ახსნა, ვისაც შენი გაგება არ უნდა, არც მოგისმენს და არც დაგიჯერებს, ვისაც ესმის შენი მას არაფრის ახსნა არ სჭირდება. ვიცი ძალიან რთულ სიტუაციაში ხარ, მაგრამ არც კი გაბედო გაფიქრება, რომ ვერ შეძლებ მის დაძლევას. მე შენ გევრდით მიგულე და იცოდე ხვალ ხომ არის 17 ივნისი? იწყებ ახლიდან ცხოვრებას და ნელნელა უბრუნდები ძველ ემილიას, შევთანხმდით? - თბილად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.
- შევთანხმდით - გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და მაგარდ ჩავეხუტეთ ერთმანეთს. - მაგრამ ერთი ცვლილებით, 18 ივნისიდან დავიწყებ, რადგან ორშაბათია მაინც - შევცინე.
- აქ რა ამბავია? - ახლადგაღვიძებული, თმებ გაბურძგნული, თავის ფხანით შემოფრატუნდა ვატო და იქვე სკამზე კი არ დაჯდა, დაენარცხა.
- არაფერი, რა უნდა ხდებოდეს, რო?
- რავიცი აბა კი ეხვევით და კოცნით ერთმანეთს და მე აქ, კაცი ვარ თუ ჩუჩელა?
- ყავა დაუსხი ერთი ამას, - ვუთხარი ქეთას - იქნებ გამოფხიზლდეს, მგონი ისევ ბოდავს ...
- ისეე ეგ, არ არის ცუდი აზრი, - დამეთანხმა ვატო - ჰე, აბა დაბზრიალდა ჩემი ცქრიალა გოგო - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა საცოლეს. - მაგიჟებს მე ეს გოგო - გამომხედა სახეგაბადრულმა.
- მეც - გავუღიმე.
- რა შენც? - ცალი წარბი ასწია.
- მეც მაგიჟებს და მიყვარს ძალიან, თან მერე ორმაგად მეყვარება - თვალი ჩავუკარი.
- რას ნიშნავს ორმაგად?
- ანუ როგორც დაქალი ახლა ხო მიყვარს? მერე როგორც რძალუკა ისეც მეყვარება, ანუ გამოდის ორმაგად მეყვარება - ვრცელი განმარტება ჩამოვაყალიბე.
- ეეე, და მე? - ყავა მოსვა ვატომ.
- რა შენ? - კითხა ქეთამ.
- მე ერთამაგად გეყვარები ხოო? - საწყალი თავლებით მიყურებდა და თან ყავას ურევდა.
- არ უნდა ამდენი რევა, ჩადნა კოვზი - გამეცინა.
- აჰა, - წამოიყვირა, რაღაც აღმოჩენით გახარებულმა - მეც გეყვარები ორამაგად, როგორც ძმა და როგორც დაქალის ქმარი - ენა გადმომიტიტა ვატომ პატარა ბავშვივით.
- არა, რაა ეს ვერ არის ხო იცი? - შუბლთან ხელი დავატრიალე - ყოჩაღ, ქეთა, შენს გაძლებას, - თვალები გადავატრიალე და სამზარეულოდან გავედი.
- არა, რა ვთქვი ასეთი გასაბრაზებელი? - ჩაიდუდუნა ვატომ.
- არაფერი, ჩემო ბუშტო, - თმები აუწეწა ქეთამ და მის კალთაში გემრიელად მოკალათდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent