ცისფერი 2
-ნინა სახლში ხარ!-კარებიდანვე დაიწყო შეძახილი ბედნიერმა ქენდიმ.-ნინა?! შეძახილები უპასუხო გამოდგა და ეს ძალიან უცნაური იყო გუშინ საღამოს მერე მასზე არაფერი სმენია ქენდის.ამან ძალიან შეაწუხა ადრე ასე არასდროს მოქცეულა,დღეს ორჯერ დაურეკა და ყოველ ჯერზე შეტყობინება ჩაირთო. -ყველაფერი ხომ კარგადაა ნეტა?!-შეხედა გოგონამ ძაღლს და მიუცემელ პასუხს ჩაფიქრებულმა დაელოდა.ძაღლი თასმიდან მოხსნა და სავარძელზე დაენარცხა მეგობრისთვის კიდევ ერთხელ რომ დაერეკა. ამ დროს მიხვედრილი მაქსი სააბაზანოს კარებთან მივიდა და წკმუტუნით კარების ფხაჭვნა დაიწყო.ქენდისიც იმწამსვე მიხვდა რაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქმე კართან მიირბინა და გამოაღო. -ო ღმერთო ნინა! -წამოღთა ქენდისს და გასისხლიანებულ დაბეგვილ მეგობართან მიირბინა.-ნინა ეს რა არის? რა მოხდა? ... ნინა პასუხს არ სცემდა მისი თვალები სადღც უსასრულობაში ბრმად იყურებოდა, და არაფერზე რიაგირებდა. ქენდისმა პირველი რაც მოიფიქრა სურათების გადაღება და სასწრაფოს გამოძახება იყო,ასეც მოიქცა,მაგრამ როცა სასწრაფოს იძახებდა ნინამ ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და გამოძახება გააუქმა.მერე უღონოდ იატაკზე დაენარცხა . -ნინა ეს ვინ გააკეთა! სასწრაფოდ დახმარება გჭირდება, მე მაინც მომეცი უფლება რომ ,რომ მოგხედო. -.... ქენდისმა პასუხს აღარ დაელოდა და წამლებისა და პირველადი დახმარებისთვის განკუთვნილი თარო გამოაღო და ნინას შხაპის შემდეგ ჭრილობები შეუხვია. -რატომ არ გინდა რომ ექიმს დავუძახო? -უბრალოდ არ მინდა რომ ეს ამბავი ჩემმა მშობლებმა გაიგონ. -მაგრამ შეიძლება რამე მოტეხილობა გქონდეს, ან რაიმე სერიოზული ტრავმა. -ქენდის მომეშვი მამაჩემი თუ გაიგებს ეს ჩემთვის სიკვდილის ფასი იქნება. -კი მაგრამ... ტელეფონმა დარეკა მაქსი იყო, ახლა ამის დრო არ ჰქონდა და ყურმილი გაუთიშა. ნინა საწოლზე მიაწვინა ტელევიზორი ჩართო და დაძინებამდე მის თავთან იჯდა. ტელეფონმა მეორედ დარეკა ისევ მაქსი იყო. -ალო -რა მოხდა რა ხმა გაქვს! -არაფერი უბრალოდ დავიღალე. -ჰმ... ხომ არ გაცდენ? -არა ! შეგვიძლია ვისაუბროდ. -იცი მინდოდა ხვალ სადმე დამეპატიჟებინეთ გასასეირნებლად... -იცი დიდი სიამოვნებით მაგრამ პრობლემა მაქვს ხვალ არ მეცლება. -ოჰ! კარგი რამეში დახმარება ხომ არ გჭირდება? -არა!-ცოტა ცუდი ტონით მოუხდა. -ოჰო! ისეთი ტონით მითხარი თითქოს შენ რაში უნდა დამეხმაროო! მაინც ექიმი ვარ რა იცი რაში დაგჭირდე-გაეცინა დამუხტულობის გასაფანტად. ეს სიტყვებიც ისეთივე დამთხვევა იყო რომელიც მთელი ამ ორი დღის განმავლობაში აერთიანებდათ ამ ორ წყვილს. -მაშინ ახლავე მოდი ეს სიტყვები დიდი ალბათობით შემთხვევით წარმოთქვა ქენდიმ,და თვითონაც დაიბნა. -ოჰო! ახლავე! -ხო ,საქმე იმაშია რომ ექიმი გვჭირდება , მაგრამ პოლიციის ან მსგავსი ორგანოების ჩარევა არ გჭირდება. -ღმერთო ყველაფერი ხომ რიგზე გაქვს? -მე კი, მაგრამ იგივეს ჩემს მეგობარზე ვერ ვიტყვი. -ახლავე მოვდივარ ! რომელ სართულზე ხართ? -მეხუთეზე. ******** მაქსმა კიბეზე ამოირბინა და გაღებულ კარებში შევიდა ,ბინიდან საეჭვო ხმები გამოდიოდა. -ქენდი! აქ ხარ? -მაქს მომეხმარე! -ხმა სააბაზანოდან გამოდიოდა და მაქსმაც დაუყონებლივ შეაღო კარები. ნინა ძალიან ცუდათ იყო , ნახევრად გონება დაკარგული და სისხლს აღებინებდა, მისი სხეული ავსებული იყო ბინტებით.თავს ვერ იკავებდა და ქენდისი მთელი ძალით ცდილობდა რომ მეგობარი ხელიდან არ გავარდნოდა.ისეთი შეშინებული იყო თვითონაც კანკალებდა. -დამშვიდდით! ორივე! ნუ კივიხართ!-ხმამაღლა და მტკიცედ წარმოტქვა მაქსმა და გოგონების სივილი და ძაღლის უმისამართო ყეფა ჩააღშო. ნინას თავი წამოუწია ,პირი იქვე მობანა, ხელში აიყვანა და მისაღებში ტახტზე მიაწვინა. -ჯანდაბა ეს ვინ გააკეთა? -არ ვიცი არ მეუბნება! -ქენდი მას სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდება! -კი მაგრამ მას არ უნდა! -ქენდისს ნუ სულელობ ნეკნი მოტეხილი აქვს და შესაძლოა შინაგანი ორგანო აქვს დაზიანებული,აშკარად სისხლის მოწამვლა აქვს დაწყებული, მოკვდება !...ნუ ღელავ მამაჩემის კლინიკაში წავიყვანთ ვუმკურნალებთ და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ შევატყობინებთ პოლიციას.მინდა იცოდე რომ მას აუცილებლად დავარეკინებ პოლიციაში ,როცა თავს უკეთ იგრძნობს . -მეც ეგ მინდა! -მაშინ მომეხმარე ! მანქანის ტარება იცი? -კი -წავედით ! ******** მაქსმა კლინიკაში მისვლამდე დარეკა და თავის ნაცნობებს ავადმყოფის მდგომარეობა ქენდისთვის გაუგებარი ენით შეატყობინა, როდესაც ქენდისმა მანქანა სათადარიგო შესასვლელთან გააჩერა კართან საკაცით მთელი ბრიგადა დახვდათ . მაქსმა უგონოდ მყოფი ფერწასული ნინა , მანქანიდან გადმოიყვანა და საკაცეზე დააწვინა, ქენდისმა მანქანა დააპარკირა და საავადმყოფოში შევარდა. -მაქს რა ხდება! -სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს აი საბუთები , რომლებიც უნდა შეავსო. -როგორ იქნება? -ნუ ღელავ ,ერთერთი საუკეთესო ექიმი ადგას თავს , მამაჩემი! -გოგონას ხელი მოხვია და ცარიელ კაბინეტში შეიყვანა.-ქენდი ასე უნიკალურად ჭრილობების შეხვევა სად ისწავლე?-ღიმილს ძლივს იკავებდა. -მე ! მე არ მეგონა საქმე თუ ასე სერიოზულად იყო.საიდან მეცოდინება ჭრილობის შეხვევა, არ ვიცი.უბრალოდ როდესაც სასწრაფოს ვიძახებდი ,მან უფლება არ მომცა რომ... -ჩშშშ დამშვიდდი! ყველაფერი კარგად იქნება მძიმედ არის მაგრამ ,ოთხ დრეში უკვე პალატაში გადაიყვანებენ.როგორც გავიგე შინაგანი ორგანოები ცუდ მდგომარეობაში აქვს.ახლა კარგად დაფიქრდი და მითხარი რა შეიძლებოდა მომხდარიყო. -არ ვიცი! გუშინ შუადღის მერე არ მინახავს, საღამოს დამირეკა და მითხრა რომ არ მოვიდოდა რადგან პაემანზე იყო. -ვისთან ერთად? მის მეგობარს დაურეკე? -არ ვიცი! ვინ არის არაფერი ვიცი! ერთი კვირის წინ გაიცნო. -იცი აშკარად ნაცემია. -ვიცი! ამას მეც კი მივხვდი! -და თან კაცმა ცემა ან ძალიან,ძალიან ძლიერმა ქალმა. -არც კი ვიცი რა ვიფიქრო. -კარგი ნუღარ ტირი! ******* ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა იმ ღამეს ქენდისი მაქსის დაჟინებული თხოვნით სახლში წავიდა.მეორე დილით კი უნივერსიტეტში განმარტებითი მიიტანა და ეგრევე საავადმყოფოში წავიდა . -გამარჯობათ! ნინას სანახავად მოვედი-უთხრა ნაცნობ ექთანს. -ნინა უკვე პალატაშია , გონს მოვიდა.-უთხრა ექთანმა და პალატაზე ხელით მიანიშნა. ქენდი დაუფიქრებლად შევარდა პალატაში.კარების გაღებისთანავე დამშვიდდა. -ნინ! როგორ ხარ?-ღიმილით შეეკითხა მეგობარს და თვალებზე ცრემლი მოადგა. -კარგად-გაუღიმა გაჭირვებით. -მეტი შენ რა გითხარი მე!-ახლა უკვე ცრემლები წასკდა,ცრემლები რომელსაც ღიმილი მალავდა. -მართლა კარგად ვარ! არაფერი მტკივა უბრალოდ გაბრუებული ვარ.დედაჩემს და მამაჩემს შეატყობინეთ უკვე? -ნინ არავისთვის შეგვიტყობინებია ,მაგრამ პოლიციას დავურეკავთ და განცხადებას აუცილებლად დაწერ! -არ შემიძლია! -რატომ? გემუქრება? გეფიცები ყველანაირად დაგეხმარები რომ ვერაფერი დაგიშავოს!ვინ იყო მითხარი სახელი და გვარი! -არ შემიძლია! -ნინა შენ სიკვდილს ძლივს გადაურჩი,კინაღამ მოგკლა!ვინ იყო? შენი იდუმალი შეყვარებული? -ჰო -ნინა სახელი გვარი მისამართი! -ძალიან გთხოვ შემეშვი. პალატის კარზე კაკუნი გაისმა და ქენდისისთვის ნაცნობმა ხმამ დაიძახა“- შეიძლება გოგონებო?“ -ნინა ეს მაქსია, მე რომ გიყვებოდი გუშინ სწორედ მან დამეხმარა ყველაფერში . მაქს შემოდი. მაქსმა კარი შემოაღო სახეს უზარმაზარი თაიგული უფარავდა, პალატაში თავისუფალი ადგილი ნახა მის დასადებად და გოგონებს მოუბრუნდა. -აბა როგორ არის საქმეები! -ო არა ! არ მომეკარო! განწირული ხმით დაიწყო კივილი ნინამ , დიდი მწვანე თვალები გადარეულისას უგავდა, შავ ლოკონებს იჩეჩავდა, სახეში ხელებს იცხებდა. -ნინა! დამშვიდდი ! ყველანაირად ცდილობდა ქენდი მეგობარი დაემშვიდებინა. -ქენდის ეს არის, ეს იყო! მან მცემა. -სასწრაფოდ ექიმს დაუძახეთ! -გაიყვირა კორიდორში მაქსმა.ქენდისს ხმის ამოღება არ შეეძლო გაურკვევლობისგან. -დამიჯერე ქენდის ეს იყო გააგდე ძალიან გთხოვ! -ცხარე ცრემლებით ევედრებოდა მეგობარს და გიჟივით იქნევდა ხელებს.ექიმები შემოვარდნენ და ნინას დამამშიდებელი გაუკეთეს.მას მალევე ჩაეძინა ერთი და იგივე სიტყვების განმეორებით. ექიმებმა მაქსი და ქენდისი პალატიდა გამოუშვეს,ქენდისი ცხილობდა ყველაფერი აწონ დაეწონა!დარწმუნებული იყო რომ ადამიანი რომელმაც ,მისი მეგობარი ასეთი დიდი ძალისხმევით მოიყვანა საავადმყოფოში მასზე მოძალადე არ გამოდგებოდა, მაგრამ,ასევე დარწმუნებული იყო რომ მეგობარი არ მოატყუებდა. -ამას ფსიქიკური შოკი ჰქვია! -მდუმარება დაარღვია მაქსმა-მამამ მითხრა ,რომ მასზე ...სექსუალურადაც იძალადეს , მამაჩემი გამოცდილი კაცია,ბიოლოგიური მასალა შენახული აქვს,ჩემი თხოვნით.ვინ იცის რამდენ ხანს იქნება საბრალო გოგონა ასეთ ფსიქიკურ მდგომარეობაში. მაქსი მშვიდად საუბრობდა მაგრამ ქენდისი ზედაც არ უყურებდა მას.ის რაღაცას ალაგებდა გონებაში,მაგრამ ვაი, რომ მისში არანაირი დეტექტიური, ადამიანისა და ავადმყოფობის ამომცნობი თვისება იყო. -სჯობს სახლში წახვიდე! წამო წაგიყვან. ქენდისმა გაშლილი ხელი სახესთან მიუტანა,ზიზღით შეხედა და თითების ბოლოები დაკვარჩხა. -სჯობს ჩემგან თავი შორს დაიჭირო! არც კი გაბედო და მეორედ ახლოსაც არ გამეკარო! -რა?! ქენდი შენ ხუმრობ? არც ისე შესაფერისი მომენტია! -სიტყვა აღარ დაძრა! -ამას ალბათ სერიოზულად არ მეუბნები! ქენდის? არ მითხრა რომ ნინას ნაბოდვარი დაიჯერე.-ბიჭი ღიმილით მიუახლოვდა ქენდის. -თავი შორს დაიჭირე ჩვენგან-გოგონამ უკან დაიხია. -ქენდის შენ ხომ არ გადაირიე? არ გესმოდა რას გეუბნებოდი? მამაჩემმა შენს მეგობარში აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალა შეინახა! მისი მეშვეობით დამნაშავესაც აღმოვაჩენთ! თუ გინდა ახლავესვე წავიდეთ პოლიციაში, ხომ გეუბნები ნინას შოკი აქვს! ის ყველა მამაკაცში პოტენციურ მოძალადეს ხედავს და მის მოძალადეს ეძებს. -არ გაბედო ჩემი გაბრიყვება! პოლიციაში აუცილებლად, აუცილებლად წავალ ! სიტყვები გამოუცრა და გაბრაზებულმა, ხმაურით დატოვა იქაურობა. ხვდებოდა ,მაქსი ბოლო ადამიანი იყო ვისთვისაც ახლა ნდობა შეიძლებოდა, მაგრამ რაღაც ცისფერი თავს არ ენებებდა , ყელში ცრემლების ბურთად ჰქონდა გაჩხერილი.რაღაც ცისფერი გულსწყვეტდა,იმიტომ კი არა, რომ მეგობარი კინაღამ მოკვდა, იმიტომ-რომ , ოღონდ მაქსი არა და ყველაფერს დათმობდა.რაღაც ცისფერი უკარნახებდა რომ ,მაქსი მართალს ამბობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.