მგალობელი (სრულად)
“წირვაზე მაგვიანდება”,გავიფიქრე კიდევ ერთხელ და უკვე სირბილით დავფარე დარჩენილი გზა.აქოშინებული გავჩერდი ეკლესიის კარებთან,თავსაფარი გავიკეთე და სუნთქვააჩქარებული შევედი ეზოში.სწრაფად ავირბინე კიბეები,პირჯვარი გადავიწერე,შემდეგ კი აღსარების წერა დავიწყე.თან ვცდილობდი აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა დამერეგულირებინა,იმის გახსენებასაც ვცდილობდი თუ რა ჩამეწერა ფურცელში.ბოლოს,ოთხად გავკეცე,ნაყიდ სანთლებს ხელი მოვუჭირე და საგალობელ კუთხესთან ახლოს დავდექი. იმდენად სასიამოვნოდ ჩამესმოდა მათი გალობა,რომ ღიმილს ვერ ვიკავებდი. რამდენიმეჯერ თუ გავხედავდი,შემდეგ კი ისევ მამაოს ლოდინს ვაგრძელებდი. ბოლოს,გაღიმებული სახით დავიკავე რიგი და რამდენიმე წუთში მამაოსთანაც მივედი. მივესალმე,მივიკითხე და აღსარება მივაწოდე. როცა მამაოსთან საუბარი დავასრულე ისევ იმავე ადგილს დავუბრუნდი. ერთ-ერთი სანთელი ავიღე და ავანთე. ეკლესიის ფანჯრებიდან წამოსული წითელი შუქი კი პირდაპირ პროფილზე მეცემოდა. წამით ჩავტეხე ტუჩის კუთხე და მოვონდომე ახლა,ამ სიტუაციაში მყოფი ჩემი თავისთვის წამით მანც შემეხედა. შემდეგ,ლოცვა დავიწყე და მალე ტუჩებიც ავამოძრავე. იმის შემდეგ,რაც ნაყიდი სანთლებიდან ყველა დავანთე ზეთის ცხება დაიწყო. მე კი ვცდილობდი,აუჩქარებლად და რიგჩაუჭრელად,პატიოსნად წავსულიყავი წინ. რაც სამწუხაროდ შეუძლებელი აღმოჩნდა. ბოლოს,ოდნავ ფეხატკიებული დავუბრუნდი ჩემ ადგლის და თვალი ეკელისს მარჯვენა კუთხეში ჩასმულ,დიდ ფანჯარას მივაპყარი. შუშა ფერადი იყო და მასზე სხვადასხვა სცენები იყო გამოსახული.თვალისმომჭრელი მზის სხივები კი მასზე ეცემოდნენ და ფერადი შუქი ეკლესიაში იკვლევდა გზას. ან იატაკზე იკარგებოდა,ან ვიღაცის სახეს ამშვენებდა. შემდეგ,თვალი ფრთხილად ჩამოვაყოლე მინას და ახლა უკვე,კიდევ ერთხელ დავაკვირდი მგალობლებს. ყველას მოვავლე თვალი. არ ვიცი,ალბათ მომოჩვენა თუ რა,მაგრა ერთ-ერთი მათგანი მე მიყურებდა. გამიღიმა და ზუსტად მაშინ დაიწყეს გალობა. ლოყები ამიწითლდა,სიმხურვალე ვიგრძენი და თავი ჩავხარე. ალბათ,ჩემ გვერდით მდგომს გაუღიმა,ან მომეჩვენა,არ ვიცი. მთელი დროის მანძილზე,რაც კედელთან ვიყავი მიყუდებული,მათკენ თვალიც აღარ გამიპარებია. რაღაც შიშის მაგვარს ვგრძნობდი. ბოლოს,წასვლის წინ,ცდუნებას ვეღარ გავუძელი და წამით გავაპარე თვალი. საუბრობდა,მაგრამ ჩემი მისკენ გახედვა და მისი თავის მობრუნება ერთი იყო. ოდნავ შევხტი,მივბრუნდი და ეკლესიიდან გავედი. სახლის კარები შევაღე,გასაღები კარებში მოვათავსე და ოთახის ჩუსტები ჩავიცვი. ნელი ნაბიჯებით შევედი მისაღებში , ლეპტოპი ჩავრთე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,მაგრამ რამენაირად დრო უნდა გამეყვანა. შემდეგ,შეუსრულებელი სამუშაო გამახსენდა და ოთახიდან დიდი ფურცლების კოშკით დავბრუნდი,რომელიც თვალებამდე მფარავდა. ტელეფონს დავავლე ხელი,საათს შევხედე. შვიდი სრულდებოდა. ოდნავ ამოვოგმინე და მუშაობა დავიწყე. იმდემად გავერთე საქმეში,ეკლესიაში მომხდრაი გადამავიწყდა და ფურცლებზე დაწერილის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. მაგრამ,ცხრა საათზე ისევ ტელეფონის გაბმულმა წკრიალმა დამაბრუნდა რეალობაში. უცებ გამოვურთე ხმა,ოთახში შევედი,თავსაფარს დავავლე ხელი და ხატების კუთხის წინ დავდექი. საღამოს ლოცვების კითხვა დავიწყე. მართალია,მთელი ორი საათია უცნობი არ გამხსენებია,მაგრამ ლოცვის დროს ჩემი თავიდან მისი ღიმილი არ ამოდიოდა. ვერ ვახერხებდი სხვაზე ფიქრს. შემდეგ,ისიც გავაცნობიერე,რომ შეიძლება ხვალაც მენახა ზიარების დროს,ოდნავ ჩამეღიმა,მაგრამ მაშინვე გავფანტე ფიქრები და ახლა უკვე თავიდან დავიწყე ლოცვა,თავში კი უცნობი აღარ ტრიალებდა. მის მომაჯადოვებელ ღიმილზე რომ არაფერი ვთქვათ. მეორე დილით,ეკლესიაში მისვლამდე სახიდან ღიმილი არ მომშორებია. მაგრამ,თითქმის სულ ასე ვარ. თავსაფარი გავიკეთე და უცებ ავირბინე კიბეები. ისევ იქ დავდექი,ჩანთიდან ლოცვების კრებული ამოვიღე და დილის ლოცვების კითხვა დავიწყე.სანამ კითზვა დავასრულე,ნელ-ნელა ხალხმაც მოიყარა თავი. მალე ზარმაც დაიწყო რეკვა და სიჩუმით გაჟღენთილ,დიდ დარბაზში მამაოს ხმა გაისმა. გარეთ,ცა ღრუბლებს ნაცრისფრად დაეფარათ. მივხვდი,რომ წვიმას აპირებდა და დღეს,ის ფერადი შუქი აღარ შემოანათებდა ეკლესიის დიდი ფანჯრიდან და აღარც ჩემ პროფილს დაეცემოდა. მაინც გავბედე და ისევ იმ ფანჯარას შევხედე,ისევ ისე ჩამოვაყოლე თვალი და ქვემოთ მდგომებს შევხედე. იქ იდგა,ჩემ პირდაპირ და მის გვერდით მდგომს ესაუბრებოდა. არ მიყურებდა. მაშინვე თავი მოვაბრუნე.ცოტა არ იყოს,ჩემ თავს გავუბრაზდი.იქნებ მართლა სხვას უღიმოდა? ფიქრების გაფანტვა ვცადე და წირვისთვის ყურის დაგდება,მაგრამ არ გამომივიდა. არც გარეთ გასვლა მინდოდა,ამიტომ იქვე სკამზე ჩამოვჯექი და სულ ცოტახნით დავხუჭე თვალები. ასე დაახლოებით ხუთი წუთი ვიყავი,შემდეგ ავდექი და საგალობელ კუთხეს მივუახლოვდი. იქვე მდგარ სკამს მივეყრდენი და უკვე თავისუფლად შევძელი მამაოს მოსმენა. წირვა დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა,შემდეგ კი ზიარება დაიწყო. მახსოვს,ადრე,ეკლესიაში პირველად რომ მოვედი მოძღვარის აყვანა მეშინოდა.მათი შეხედულებიდან გამომდინარე მკაცრები მეგონენ.მართალია,ასე არ აღმოჩნდა.მაგრამ,თითქოს ეს შიში ახლაც თან დამდევს. ამიტომ,თითქმის სულ,აღსარების ჩაბარების ან ზიარების წინ საშინლად ვნერვიულობ. და არა მარტო ამ დროს. ალბათ,ესეც ჩემი მორიდებულობის საკითხია. როცა ყველაფერს მოვრჩი გარეთ გავედი,ცივი ჰაერი ჩავისუნთქე და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი სიცივე,როცა ოქტომბრის ცივმა ქარმა დაუბერა. გამაკანკალა. -მოდი,ეს მოიცვი და ოდნავ გათბები._უცებ ვიგრძენი მხრებზე თბილი მატერია და ყურთასმენას ბოხი ბარიტონი მიწვდა. უკან მივბრუნდი და ხელში მგალობელი შემრჩა. -არ მინდა,მადლობა._ხმადაბლა დავიჩურჩულე,ცოტა ხნის შემდეგ. -როგორ არა,შეხედე როგორ კანკალებ,_ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და მაღლა ამაწევია,რათა კარგად დამენახა.-თან როგორი ცივი ხარ,თან ძალიან სუსტი._ბოლო სიტყვები ოდნავ გაკვირვებულმა წარმოთქვა. -მუდამ ასეთი ცივი ვარ,და სუსტი.- ისევ დავიჩურჩულე და შეშინებულმა დავიხსენი ჩემი ხელი მისი “ტორებიდან”. -კარგი,მიდი ჩაიცვი,არაფერი დაგიშავდება. -კი მაგრამ,ასე როგორ შეიძლება.თქვენ ხომ სრულიად უცხო ხართ… -დანიელი,მე დანიელი ვარ._ისევ ისე გამიღიმა. -ბარბარე.მაგრამ,მაინც არ გიცნობ._ისევ ჯიქურს ვაწვებოდი. -წამოდი მაშინ,შიგნით შევიდეთ ბარბარე. -უკვე ჩემი წასვლის დროა._ქურთუკი გავიხადე და მივაწოდე,ოდნავ გავუღიმე და შევბრუნდი,სახლისკენ წავედი.გზაში კი მისი სიტყვები დამეწია. -მომავალ შეხვედრამდე,ბარბარე. -მომავალ შეხვედრამდე_მივბრუნდი და ოდნავ გავუღიმე,შემდეგ კი ეკლესიის ეზო დავტოვე. ბანალური იქნება,რომ ვთქვა მთელი დღე გაღიმებული დავდიოდი-მეთქი? ხო,შეიძლება ბანალურად ჟღერდეს,მაგრამ მართლა ასე იყო,გეფიცებით. დილით,მაღვიძარის აზუზუნებისთანავე წამოვხტი საწოლიდან და სამსახურისთვის მზადება დავიწყე. სანამ სახეზე ცივი წყალი არ შევისხი,იქამდე არ მოვფხიზლდი. შემდეგ,თმა დავივარცხნე,სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი და ფეხსაცმელი ჩავიცვი. სამუშაო ჩანთა ავიღე,სახლი დავტოვე. მთელი დღე მოწყენილობაში გავლიე. არა,სისულელეა,რომ ამბობენ დრო ჩქარა გადისო. დავიჯერო მხოლოდ მე ვერ ვგრძნობ მისი გასვლილს სიწრაფეს და ნათლად შევიგრძნობ თითოეულ წამს,რომელიც ძალიან ნელა,კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ? თუ,მხოლოდ ჩემ ერთფეროვან ცხოვრებაში ხდება ყველაფერი ნელა? არ ვიცი,მაგრამ,შეიძლება ერთფეროვნებაზე შეჩვეული ვარ და ამიტომაც ვერ ვგრძნობ დორის გასვლას. თქვენ წარმოიდგინეთ და ისიც კი არ ვიცი,ოდესმე შეიცვლება თუ არა ჩემი ცხოვრება და ამ რუტინულ რეჟიმს რამე დამარღვევინებს,თუ არა. ნაწილობრივ,ამის ძალიან დიდი სურვილით ვარ შეპყრობილი. ნაწილობრივ კი,მგონია რომ ამით დიდ დანაშაულს ჩავიდენ. ოფისიდან სახლში საშინლად დაღლილი და გამოფიტული დავბრუნდი.და რა თქმა უნდა,კვირის დარჩენილი ოთხი სამუშაო დღეც ასე მიილია.მუშაობის დროს,დროის სისწრაფეზე და ცხივრების ერთფეროვნებაზე ფიქრში. ხვდებით,ფიქრიც კი რუტინული მაქვს.მუდმივად ერთი და იმავე მეორდება,დავიღალე უკვე. შაბათი დილის გათენება ასე ძალიან მგონი ცხოვრებაში პირველად გამიხარდა. გაღიმებულმა გავახილე თვალები და საწოლში ნებივროვა განვაგრძე. დროის ნელა გასვლას,ზოგჯერ თავისი პლიუსებიც აქვს. თერთმეტი სრულდებოდა საწოლიდან რომ წამოვდექი. უცებ მოვწესრიგდი, დაუსრულებელი სამუშაოს შესრულება და მთლიანად გათავისუფლება გადავწყვიტე. თორმეტ საათზე,ლოცვების წიგნით,ხატების წინ ვიდექი. შემდეგ,შუა გზაზე მიყვანილი საქმე საბოლოოდ დავასრულე და სახლის დალაგება დავიწყე. სამ საათზე ისევ ლოცვების წიგნი მეჭირა ხელში. ოთხის თხუთმეტ წუთზე კი მომზადება დავიწყე. ოთხის ნახევარზე მზად ვიყავი. ოთხზე კი უკვე ეკლესიაში წირვას ვუსმენდი. ისევ იგივე კუთხეში ვიყავი,მაგრამ გარეთ ღრუბელი არ იყო. პირიქით,მოწმენდილი იყო ცა. ჩუმად ვიდექი და ირგვლივ მყოფებს ვუსმენდი. ხან ხალხის ჩურჩულს ვუგდებდი ყურს,შემდეგ მამაოს,ბოლოს კი მგალობლებს,მაგრამ არ ვუყურებდი მათ. ბოლოს,აღსარების რიგში როცა ჩავდექი,მაშინაც არ შემიხედავს მათთვის. წირვა ისე დამთავრდა,იქვე მდგარი გუნდისკენ თვალი არც ერთი წამით გამიპარებია,შემდეგ კი,ეკლესიიდან გამოსული ჩქარი სვლით დავეშვი კიბეებზე. წამით გავჩერდი,რათა თავსაფარი მომეხსნა და უცებ,მხარზე თბილი ხელის შეხება ვიგრძენი. უკან მივბრუნდი და როცა მომღიმარ მგალობელს შევეჩეხე,მაშინვე ერთი კითხვა დავუსვი ჩემ თავს. “ნეტავ,მთელი დღე რატომ ვარიდებდი მას თავს“?ხო,შემდეგ გამახსენდა პასუხი და სიკვდილი მომინდა,რომელიც ალბათ არც ისე შორსაა. -გამარჯობა,ბარბარე. -გამარჯობა,დანიელ.-შევეცადე მეც გამეღიმა,მაგრამ ის მე აშკარად მჩრდილავდა თავისი ღიმილით. -როგორ ხარ? -შესანიშნავად,შენ როგორ გიკითხო? -არა მიშავს.დღეს ვერ დაგინახე,მხოლოდ წამოსვლის დროს მოგკარი თვალი. -უი,მე კი ისევ იქ ვიდექი. -არა უშავს,ახლა ხომ მაინც შევხვდით. -დიახ.-გავუცინე და თავი დავუქნიე.მხოლოდ შემდეგ გამახსენდა,რომ ამ ხნის განმავლობაში ეკლესიის გრძელი კიბის ერთ-ერთ საფეხურზე ვიდექით. -მგონი ჯობია სადმე დავჯდეთ,აქ ცუდ ადგილას ვდგევართ.-თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო ისე დაარღვია დუმილი. -მართალი ხარ.-წინ წავიდა,მე კი უკან ავედევნე. მხოლოდ ახლა დავაკვირდი მის გარეგნობას.ჩემზე მაღალი იყო,თაფლისფერი თვალებით და მუქი,ქერა ოდნავ გრძელი თმით. გამოკვეთილ ყბას კი წვერი უმშვენებდა. სიმპათიური იყო დანიელი,აშკარად... კვირითაც შევხვდით ერთმანეთს,ისევ ვისაუბრეთ და უკვე ეკლესიის ეზოსაც გავცდით,სახლამდე მიმაცილა.ბანალურია ხო,ვიცი,მაგრამ რა ვქნა,სიმართლეს გეუბნებით. ასე გაგრძელდა დიდი ხანი.მე კი,ნელ_ნელა ვსუსტებოდი.როგორც გარეგნულად,ისე სულიერად.თან უფრო ვფითრდებოდი,მაგრამ არ მტკიოდა. ყოველ შაბათ-კვირას ვხვდებოდით. შემდეგ,შეხვედრებს უფრო მოვუხშირედ. ეს ყველაფერი ისე უცებ,მოულოდნელად და მალულად დაიწყო,წესიერად აღწერაც კი მიჭირს. ბოლოს,ხო,ჩვენ ერთად ვიყავით. მე და ის. ბარბარე და დანიელი. მე და მგალობელი. მაგრამ. ოხ,ეს დაწყევლილი სიტყვა. მაინც მეშინოდა. უკვე საშინლად ვფითრდებოდი,თმაც უფრო ხშირად მცვიოდა. ვცდილობდი ყველაფერი დამემალა დანიელისთვის,თუმცა ამით ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. ან როგორ ვერ უნდა შეემჩნია. ვიცი,ნელ_ნელა მეპარებოდა ცვლილება,მაგრამ,ჩემთვის ძალზედ შესამჩნევი იყო ეს. ალბათ,დანიელი ვერ ამჩნევდა. ან,მე მეგონა ასე. მახსოვს იმ დღეს,როცა ეს საშინელება დამატყდა თავს,სარკესთან ვიდექი. ვუყურებდი ჩემ თავს და ხმადაბლა ვჩურჩულებდი. -არა,მგონი მართლა არაფერი მეტყობა.ალბათ,ვნერვიულობ,და ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილია. აქამდეც ხომ ვიცოდი არა,მაგრამ ახლა რომ მოვკვდე?ჯანდაბა,მგონი ჯობია ვუთხრა.არა,უნდა ვუთხრა.-თემბში შევიცურე ხელი და ავკანკალდი. -ვის რა უნდა უთხრა,ბარბარე?-მისმა ხმამ საშინლად დამაკრთო.უკან მივბრუნდი და მის თვალებს შევეჩეხე. -მე...არაფერი. -მგონი ჩემთვის გაქვს რაღაც სათქმელი?!-თვალები დააწვრილა. -არა,საიდან მოიტანე. -ბარბარე,ჩემ მოთმინებას ცდი... -არაფერს გიმალავ დანიელ. -კარგი,მაშინ ერთს გკითხავ ბარბარე. -გისმენ.-აკანკალებულმა მივაპყარი თვალები. -როდის უნდა გეთქვა? -რა…რა უნდა მეთქვა? -ანორექსია.-მხოლოდ ეს მითხრა.შემდეგ,ისევ დაარღვია დუმილი.-ახლა წავალ,როცა მიხვდები თუ რა შეცდომა დაუშვი,მოხვალ და თავად ამიხსნი.დანარჩენს შემდეგ გადავწყვეტ ბარბარე. -დანიელ…-შებრუნდა და უსიტყვოდ დამტოვა.მე კი გაშეშებული,ერთ ადგილას გაქვავებული ვიდექი. ამ დღის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. მე ახლა ვზივარ და ვფიქრობ,რამხელა შეცდომა დავუშვი.წასვლა მინდა,მაგრამ ვერ ვახერხებ. ვერ ვახერხებ იმ შეცდომის გამო,რომელიც დავუშვი. მაგრამ,ბოლოს მონატრებამ იფეთქა. ავდექი,ქურთუკი მოვიცვი და სახლი დავტოვე. მე უფრო დავსუსტი,მაგრამ ახლა ამას არ ვდარდობ. ალბათ ნერვიულობამ იმოქმედა,მაგრამ,სულ ოდნავ მეტყობა. ან მე მგონია ასე,არ ვიცი. დანიელის სახლის წინ თხუთმეტ წუთში აღმოვჩნდი. კანკალით ავიარე კიბეები და ასევე,ხელისკანკალით დავაკაკუნე რკინის,დიდ შავ კარებზე. -ბარბარე._გაღიმებული შემომეგება მისი და. _გამარჯობა დიანა,როგორ ხარ?_ხმაშიც დამტყობოდა შიში. -კარგად.მოდი,შემოდი. -დანიელი სახლშია? -კი,თავის ოთახშია,მიდი,შედი.-თავი დავუქნიე და მისი ითახისკენ გავეშურე. ფეხები უკან მრჩება. არ ვიცი რას მეტყვის. შეიძლება,ყველაფერს დღეს დაესვას წერტილი. შეიძლება,უკვე ვძულვარ. ფიქრებში გართული მივუახლოვდი ოთახის კარებს,ფრთხილად დავაკაკუნე. -შემოდით.-როგორ მომენატრა მისი ბოხი ხმა. გამაჟრჟოლა. ხო,ვიცი,ბანალურია. სახელური ჩამოვწიე და თავდაღუნული შევედი ოთახში. -დანიელ.-ამოვიგრმინე. იმ წამს გავიფიქრე,“მორჩა,ყველაფერი დამთავრდა-მეთქი.” მაგრამ,ყველაფრის მიუხედავად,მაინც მინდოდა მისი ხმის გაგონება. შემდეგ,ჩემ თავს შევუღრინე-“ჯანდაბა,ბარბარე,რა ბანალური ხარ-მეთქი,”და მისი ხმაც გაისმა. -ბარბარე.-საშინლად ქონდა ირონია შერეული.ცოტათი მეტკინა,მაგრამ არ შევიმჩნიე. ჩაახველა და გააგრძელა.-მეგონა არ მოხვიდოდი.-და ისევ,თითქოს ჩაიცინა. -ვალდებული ვიყავი.-და მხოლოდ მერე მივხვდი რა სისულელე ვთქვი. -მხოლოდ ვალდებულება ბარბარე?-წყენა გაუკრთა ხმაში. -შემეშინდა დანიელ,ძალიან შემეშინდა. -რისი ბარბარე? -იმის,რომ ყველაფერი შეიცვლება.იმის მეშინია,რომ დაგკარგე დანიელ. -შეიცვლება ბარბარე,შეიცვლება…_ჩემი გული აღარ ჩქარობდა.შენელდა,თითქოს იმ წამს სიკვდილი ამჯობინა.თვალები დავხუჭე და დაველოდე,როდის გააგრძელებდა საუბარს და საბოლოოდ როდის მომსპობდა. -შეიცველა,ოღონდ უკეთესობისკენ… მე ვთქვი,რომ დრო ნელა გადის და მისი სწრაფრი მსვლელობა მხოლოდ ილუზიაა-მეთქი,მახსოვს. მაგრამ მე შევცდი. დრო სწრაფად მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან გადის და არ გაცდის იმ ტკბილი მომემტებით დატკბობას. თითქოს,წამიერად უნდა შეიგრძნო და ის ერთი წამი სამუდამოდ გახსოვდეს. ჩემ რუტინულ ცხოვრებაში კი ცვლილებები გაჩნდა. ცვლილებები,დროის ჩქარი სვლის და დანიელის სახით. აღარც ჩემი დაავადების მეშინოდა. მე მხოლოდ დროის მეშინოდა,რომელიც ძალიან სწრაფად,შეუჩერებლად მიიწევდა წინ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.