შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუზთა ბატონი (1)


11-10-2018, 18:59
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 706

- ცოტაც და ვარწყევ...
ჩემი სამყარო თავბრუდამხვევ ატრაქციონს გავს, სადაც არც ღვედებით ვართ მიმაგრებულები და არც მისაყრდნობები გვაქვს, რომ თავი რამენაირად შევიმაგროთ.
სედნა სულელია... ჩემ თავბრუსხვევას ჰაშიშს აწერს, არადა ელემენტარული ასტრონომიაა: ჩვენს ზემოთ ყველაფერი მოძრავი და ბრუნვადია.
მთელი ჩემი ცხოვრება ამაზე ფიქრს შევალიე, პულსარები, ვარსკვლავები, პლანეტები, ასტეროიდები, მეტეორები... ახლაც კი ამ ყველაფერზე ვფიქრობ, როცა სედნას მდგომარეობა პიკს აღწევს და გულმკერდის შეგრძნებას იწყებს. ახლა ყველაზე არაკომფორტული რამ მისთვის საკუთარი ბიოლოგიური აგებულებაა. ეშმაკეულივით შფოთავს, შიგადაშიგ მაჯაზე თითის მიდებით პულს ისინჯავს და ლამისაა აღზნებისგან ფანჯრიდან გადახტეს, მაგრამ უკეთეს ალტერნატივას ირჩევს და უბრალოდ სახეზე წყალს ისხამს. ცდილობს თავიდან ამოიგდოს ისეთი სიტყვები , რაც ამჟამად ახლოსაა მის მდგომარეობასთან: „გულის შეტევა“,“ენის გადაყლაპვა“, „სიკვდილი“...
თავი მაგრად უჭირავს. ფეხებს მთელი ძალით ამაგრებს, რომ მოულოდნელად არ დაეცეს. არადა ჯერ მხოლოდ ათი წუთი გავიდა მოწევიდან... ათი წუთი... ყველაზე მძიმე და უცნაური ათი წუთი.
სიმსუბუქის შესაგრძნობად ვეუბნები, რომ რომელიმე ნისლეულთან მოფარფატე პულსარია. ვეუბნები, რომ ყველაფერი ის, რაც არის პულსარებში, არის მასშიც.
ადრე მის მდგომარეობას სხვანაირად ავღწერდი, უფრო ემოციურად, ცოტა უფრო უშნოდ, დეპრესიულ თინეიჯერ გოგონებს როგორც შეშვენით, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მაგარი დანძრეული აქვს ყოველგვარი წმინდა ლიტერატურული ტერმინების გარეშე და ეს ჩემი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში.
როცა დანძრეული გაქვს ათას სისულელეზე ფიქრობ, მაგალითად იმ ცივსისხლიან ომზე, რომელიც შენშია გაჩაღებული, ოღონდ ნამდვილ ომზე, კალაშნიკოვებით და ემშისაცეტებით; დაგლეჯილი ბრონი ჟილეტებით და გავარვარებული ტყვიებისგან დახვრეტილი კასკებით. ყოველი გულის შეკუმშვა ერთ დედა მოტყნულ აფეთქებას გავს. შენში სამყაროთა ომია, ყველა და ყველაფერი ბრძოლობს ვისზეც კი ოდესმე გსმენია. მაგრამ ამ ბრძოლას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ მხარეები არ არსებობს. არავინ არ იცის რისთვის ისვრიან ან ვის ესვრიან.
არადა გარეთ ყველაფერი რიგზეა, ყველა კარგად და მშვიდადაა. ისიც კი გაგაბედნიერებდა, უყურებდე თუ როგორ დუღდება წყალი, როგორ წარმოიქმნება წყლის ზედაპირზე წამიერად ბუშტები, ან სულაც მშვიდად წამოწვე ლოგინზე, სიგარეტს ნაფაზი დაარტყა და თვალებდახუჭულმა წარმოიდგინო როგორ ვცელდება შენში კიბოს მეტასტაზები. არ ვიცი... კიდევ ჭერს აშტერდებოდე და სამყაროს აგებულებაზე ფიქრობდე... ფიქრობდე მარსზე კოლონიზაციის გეგმაზე, სატურნის რგოლებზე, ან სულაც მთვარის ბნელ მხარეზე, მაგრამ ყველაფერ ამას, ომი ფერებს ართმევს.
სამყარო შენი ორგანიზმივით ქაოსური და ამავდროულად ბალანსირებულია. შენს ორგანიზმშიც არსებობს უკიდეგანო სივრცეში მოფარფატე პლანეტა, რომლის მაცხოვრებლებიც ძალიან გგვანან. ისინი ისეთი პატარები არიან, რომ თითქმის არ არსებობენ. ნეტავი რას იტყოდნენ მათვის სიმართლე რომ გაგემხილა: თქვენ ჩემი ორგანიზმის პაწაწინა ნათება ხართ.
არავის არაფერი ესმის, თვით სამყაროსაც კი... ის მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უყვარს ისეთი უბრალო რაღაცეები, როგორიცაა წიგნის სუნი, მზის ჩასვლა, მოულოდნელი თოვლი, ჰორიზონტზე მიშტერება, ბაროკოს სტილის მუსიკა, სამყაროს იმ ნაწილზე ფიქრი საიდანაც არაფერი ჩანს და დაორთქლილ მინაზე ხატვა.
- სედნა, შენ უსასრულო სამყარო ხარ, წარმოგიდგენია?! - ხო , ყოველდღიურ ცხოვრებასთან ეს ფანტასტიკას გავს.
მისკენ ვიხრები და დაჟინებული მზერით მინდა მოსმენა ვაიძულო:
- აისი ათას თერთმეტის ფონზე ირმის ნახტომი საერთოდ არ ჩანს, ირმის ნახტომის ფონზე წითელი გიგანტი, წითელი გიგანტის ფონზე მზე, მზის ფონზე კი დედამიწაა წერტილისოდენა და ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია... ახლა კი, ყველაფერ ამის ფონზე შენს თავს შეხედე. შენს თითებს... იუპიტერის უაზრო ქარიშხალიც კი დედამიწაზე დიდია.
ჩვენთვის ყველაზე დიდი ობიექტი, რის აღქმასაც შევძლებდით, რომელიღაცა სამყაროში, უბრალოდ მიკროსკოპული ნაგავია. ჩვენ ილუზიების მორევში ვცხოვრობთ, შენი თმის ფერიც კი არ არის რეალური, შენი სურნელება, შენი წონა, შენი ასაკი...
რბილ დივანს ვეყრდნობი და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ოკეანის ზედაპირზე ვტივტივებდე.
- ოკეანის ფონზე მზეს ვხედავ და შემიძლია თოლიათა გუნდიც დავინახო... იცი რატომ?! - რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებულს, კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ხმამაღლა ვეკითხები - იცი რატომ?! როცა თვალს ვხუჭავ, ყოვლისშემძლე ვხდები.
დივნიდან შეშინებული ხტება და დაბალი გემოგლობინის გამო უარესად ბრუვდება, რაც ნევროზულ პანიკას კიდევ უფრო უმძაფრებს.
ჩემი ცხოვრება ასტრონომიაზე ფიქრს შევალიე, მაგრამ კვლავ არაფერი ვიცი. კიდევ და კიდევ ამ სირობაზე ფიქრს განვაგრძობ... ალბათ იმიტომ, რომ არ ვიცი რა უნდა აკეთოს ჩემი ხნის ტიპმა. მაგრამ ზუსტად ვიცი რას მიპასუხებდა ბუზთა ბატონი: ბზ.. ბზზ... შენი ხნის კაცმა ტყუილად დრო რომ არ კარგოს, უნდა აკეთოს ის, რისი კეთებაც თავად სურს.
უკვე იმდენი ვიფიქრე, ბუზების ბატონო, რომ აღარ ვიცი რა მინდა...
გრძნობები უფრო მეტად მიღვივდება და დნობის შეგრძნება მეუფლება: აიზბერგივით ვარ, რომელმაც სასწაულის წყალობით ყველაზე ცხელ უდაბნოში ამოყო თავი.
- შენი ამჟამინდელი მდგომარეობაც ილუზიაა. - ვეუბნები და კლასიკურ ფრაზას ვამატებ - ხომ იცი, ამით არავინ მომკვდარა.
უსასრულო საოცრებათა სამყაროში, - ამის პირდაპირი მნიშვნელობით, - სედნა რომელიც ყველაფერ ამის ფონზე ატომის ზომაც კი არაა, ჰაშიშის ეფექტს ებრძვის.
ზედმეტად სულელი ხარ, სედნა!.. ფიქრზე უარის თქმით, ცხოვრების შესარიგებლად გამოწვდილ ხელს უგულველყოფ. თუ შენ თავში უფრო ღრმად ჩაიხედები და უარყოფითსაც ისევე სიამოვნებით მიიღებ როგორც დადებითს, მაშინ ბედნიერება აღარ დაგჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო. კიდევ ერთხელ წარმოიდგინე რომ ნისლეულთან მოფარფატე პულსარი ხარ და შენი უსაშველო მარტოობით დატკბი როგორი აუტანელიც არ უნდა იყოს ის.
სამყაროს რეალური სახე შენს სასარგებლოდ გამოიყენე, ისეთ გიგანტ ობიექტებთან, - რის ფონზეც ჩვენი სახლი მიკროსკოპული ნაგავია, - შენი პრობლემები სასაცილოდაც კი არ ღირს.
შენი სამყარო იმაზე უფრო საინტერესოა, ვიდრე გგონია.
როდესაც მარტო ვრჩები ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცის წინაშე, ხშირ შემთხვევაში პანიკური სიცილის შეტევები მეწყება, არ ვიცი... სიცილს შეიძლება სიმწრის შეგრძნება იწვევს, რაც წმინდა ნაჰილიზმს ეფუძნება, - რომ ამხელა სივრცე არარაობებად და საცოდავ ორგანიზმებად გვაქცევს, - ან უსაზღვრო აღფრთოვანება სამყაროს მიმართ.
იმედია ახლა გესმის რატომ მეხვევა თავბრუ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent