შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეციური მტვერი


22-03-2018, 05:26
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 272

ის, რასაც ვგრძნობ, ღებინებამდე თავბრუს დამხვევია.
წითელ თმიანს გონია, რომ ჩემი შეგრძნებების სიმძიმე გაშიშის ეფექტს ეფუძნება...
ჩემი მთელი ზრდასრული ცხოვრებაა პულსარებზე ვფიქრობ, ამ წამსაც, როცა მისი მდგომარეობა პიკს აღწევს და გულმკერდის არეს განსაკუთრებულად გრძნობს. არ ვიცი როგორ უნდა დავამშვიდო მისი ეშმაკეული შფოთვა; როგორ შევაჩერო მისი ავადმყოფური სიფერმკრთალე; სუნთქვის გართულება; ტახიკარდია; მისი ნევროზული პანიკა.
მისი შინაგანი სამყარო, გარეგანი სამყაროსავით ქაოსურია...
სიმსუბუქის შესაგრძნობად ვეუბნები, რომ რომელიმე ნისლეულთან მოფარფატე პულსარია... ვეუბნები, რომ ყველაფერი ის, რაც არის პულსარებში, არის მასშიც.
- შენი სხეული ვარსკვლავური მტვრით არის დამზადებული, რაც უსასრულობას იტევს.
სამყარო, ჩემი ორგანიზმივით ბალანსირებულია: ნებისმიერი ობიექტის (ორგანოს) არსებობა განპირობებულია სხვა ობიექტებისთვის (ორგანოებისთვის). შეუძლებელია ნომერი ერთი განადგურდეს ისე, რომ ნომერი ორი დაუზიანებლად გადარჩეს. ყოველივე ეს ჭეშმარიტებაა არა მხოლოდ კოსმოსურ, ან თუნდაც ცხოვრებისეულ ყოველდღიურობაში, არამედ ჩვენს შიგნითაც, მიკროსკოპულ სამყაროში.
ჩემს ორგანიზმშიც არსებობს უკიდეგანო სივრცეში მოფარფატე პლანეტა, რომლის მაცხოვრებლებსაც ვერასდროს შევხვდები... ვერასდროს დავამყარებ კონტაკტს...
რას იფიქრებდნენ, როცა ჩემს ცოდნას გავუზიარებდი?! სიტყვა სიტყვით რომ მეთქვა: თქვენ ჩემი ორგანიზმის პაწაწინა ნათება ხართ...
რა იქნება ჭიანჭველებს დროის ფარდობითობის თეორია რომ ავუხსნა?!
ყველანი ჭიანჭველები ვართ...
არსებობის მთავარი აზრია დავრჩეთ ცოცხლები მაშინ, როდესაც რაიმეს აზრი, საერთოდ არ არსებობს. არავის არაფერი ესმის, თვით სამყაროსაც კი.
ის მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უყვარს ისეთი უბრალო რაღაცეები, როგორიცაა წიგნის სუნი, მზის ჩასვლა, მოულოდნელი თოვლი, ჰორიზონტზე მიშტერება, ბაროკოს სტილის კლასიკური მუსიკა, ღრმად მელანქოლიური ფილმები, და ტელესკოპით მთვარეზე უზარმაზარი ღრმულების მოძებნა.
წარმოიდგინე, რომ მას სიმართლეს უმხელ... ეუბნები, რომ სამყაროა.
ნეტავი ახლა რას აკეთებს?! რომელ პლანეტაზეა, რომელი ვარსკვლავი ფარველობს?! ვის ორგანიზმშია?!
გამოფხიზლდი!!! შენი სიკვდილით ენერგიით სავსე უსასრულო სივრცე მოკვდება...
მისკენ ვიხრები და ჩემი დაჟინებული მზერით მინდა მოსმენა ვაიძულო:
- აისი ათას თერთმეტის ფონზე ირმის ნახტომი საერთოდ არ ჩანს, ირმის ნახტომის ფონზე შავი ხვრელი ეს დი ეს ესი; ეს დი ეს ესის ფონზე წითელი გიგანტი; წითელი გიგანტის ფონზე მზე, მზის ფონზე კი დედამიწაა წერტილისოდენა. ახლა კი შენს თავს შეხედე, შენს თითებს... თმებს... ყველაფერი ამასთან თითქოს არც არსებობ. იუპიტერის უაზრო ქარიშხალიც კი დედამიწაზე დიდია. შეიძლება ჩვენთვის ყველაზე დიდი ზომის ობიექტი, - რის აღქმასაც შევძლებდით, - ვიღაცისთვის მიკროსკოპული სამყაროს ნაგავი იყოს. იმდენად პატარები ვართ, რომ თითქმის არ ვარსებობთ. სამყაროსთვის არაფერს არ წარმოვადგენთ.
ჩვენ ილუზიების მორევში ვცხოვრობთ. შენი თმის წითელი ფერიც კი არ არის რეალური; შენი სურნელება; შენი წონა; შენი ასაკი... მაშინაც კი ტყუვდები, როცა დაისს უყურებ; როცა გგონია, რომ მზე ისევ იქ არის, სადაც ხედავ.
რბილ დივანზე ვწვები და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ოკეანის ზედაპირზე ვტივტივებდე.
- ოკეანის ფონზე მზეს ვხედავ. თითქოს ჰორიზონტი წვრილი თოკი იყოს და მასზე ვიღაც პროფესიონალური წონასწორობის შენარჩუნებით ვიღაც გადადიოდეს. შემიძლია თოლიათა გუნდის ვიხილო. - ვეუბნები და ვგრძნობ თუ როგორ ჩქეფს ჩემს ძარღვებში ღმერთის სისხლი - თუ ჩემი არ გჯერა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ვარ, ძაღლებს დაელაპარაკე ამის შესახებ; ჭიანჭველებს; მატლებს; ხოჭოებს... ჩემი ორგანიზმის სისტემა, არის კოსმოსის სისტემა.
შეშინებული ხტება და დაბალი გემოგლობინის გამო უარესად ბრუვდება, რაც ნევროზულ პანიკას კიდევ უფრო უმძაფრებს.
- ჩემი ცხოვრება ასტრონომიაზე ფიქრს შევალიე, მაგრამ საერთოდ არაფერი ვიცი. ფიქრს კვლავ ვაგრძელებ. ნუთუ ეს სწორია?! რა უნდა აკეთოს ზრდასრულმა ადამიანმა?! რა აზრი აქვს იმ კითხვებზე ფიქრს, რომლის პასუხებსაც ვერასდროს მიაგნებ?! არ მესმის სამყარო ერთ დიდ მშვენიერებად უნდა ავღვიქვა, თუ ამოცანად; დიდ ფსიქიატრიულ კლინიკად თუ სრულ უაზრობად; ღმერთის გასართობ სივრცედ თუ თვით ღმერთად; მტვრად თუ ადამიანად...
- შენი ამჟამინდელი მდგომარეობაც ილუზიაა. - ვეუბნები და კლასიკურ ფრაზას ვამატებ - ხომ იცი, ამით არავინ მომკვდარა.
გრძნობები უფრო მეტად მიღვივდება და დნობის შეგრძნება მეუფლება. თითქოს ყინული ვიყო საჰარაში.
უკაცრიელ კუნძულზე, მშვიდი ზღვის პირზე, თბილ ქვიშაში ვადნობ ჩემს აღზნებულ სხეულს.
თბილი წვიმა ტალახს ქმნის...
ჩემს ეგოს ვეუბნები, რომ წვიმა მაბედნიერებს, ის კი ისეთ კითხვას მისვამს, ვიცი, პასუხის ძიებას მთელ ცხოვრებას მოვანდომებ:
- რა იქნება, როცა წვიმა გადაიღებს?!
როდესაც მარტო ვრჩები და ვარკსვლავებით მოჭედილ ზეცას ვუყურებ, პანიკური სიცილი მეწყება ხოლმე. არ ვიცი, შეიძლება სიცილს სიმწრის შეგრძნება იწვევს, ან უსაზღვრო აღფრთოვანება სამყაროს მიმართ...
- იმედია ახლა გესმის რატომ მეხვევა თავბრუ.



„ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი, ჩვენ ვცხოვრობთ
ამ სამყაროში, მაგრამ ამ ორ ფაქტზე მნიშვნელოვანი ფაქტი
არის ის, რომ სამყარო ჩვენშიც არის.
ნილ დეგრას ტაისონი



№1 სტუმარი სტუმარი იგი

ნეტა კი საიდან დავიწყო
ტესტს ეკუთნის ის რომ ჩემი კომენტარი
კანონზომიერების გარეშე ცას გამოეკიდოს
ტექსტი ლამაზია
და მაინც მაგარია როცა შემიძლია,
ამმის მეშვეობით
შენი სუნთქვა დავიჭირო

"სამყარო ჩვენში არის"
ძან მინდა ოდესმე აქ ისევ ანალოგიურად შენი იუსერი ჩავწერო,შემოვიდე
და ზუსტად ამ ბჭყალებში ჩჩასმული წინადადების
საკუთარ შიგ გატარებული
ტექსტი ვნახო
აქ არა...და კკარგი
ნუ სადმე გადავაწყდე

დაე ხშირად მოგეხელთებიოს სამყარო შენს მუჭში ...
და დამატებით-კომენტარი, ცას გამოეკიდა
და ფაქტია არც არსებობს : დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent