შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი 3


12-10-2018, 01:10
ავტორი Soow
ნანახია 1 205

-ქენდის ეს როგორ გამიკეთე!-გაცხარებული გაჰკიოდა ნინა.-რატომ უთხარი მოსამართლეს !
-რა?-დაზაფრულმა ქენდისმა მამამისის მანქანის კარი სასწრაფოდ მიხურა და თითი მოიტნია-აააჰ!
-ის რომ მაქსი,ჩემზე ძალადობის დროს შენთან ერთად იმყოფებოდა სკვერში?
-ეს მართალია! ჩვენ მართლაც ერთად ვიყავით!
-ქენდის ამას რატომ მიკეთებ ?! შენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი!?
-ნინა მე ახლაც შენი მეგობარი ვარ! მაგრამ, უნდა დამშვიდდე!
-დავმშვიდდე!? როგორ? იმ ცხოველმა რა არ მიქნა იმ დღეს შენ კი მას იცავ!
-ნინა! შემომხედე! მე მას არ ვიცავ მე შენი მჯერა! დღეს დნკს ანალიზი მოვა .
-ჰა ჰა! შენ გგონია რომ ის ბიოლოგიური მასალა რომელიც ჩემში აღმოაჩინეს და მაქსის მამამ ,მაქსის თხოვნით რომ შეინახა შეცვლილი არ ექნებათ?
-ნინა! შენს საქმეს უკვე ერთი თვეა იძიებენ და ერთი სამტკიციც არ გვაქვს ,რომ დანაშაული მაქსმა ჩაიდინა.
-არც კი მჯერა! ამას როგორ ახერხებ?! იყო ასეთი ორპირი და უგულო ადამიანი?ძალიან მიხარია რომ ბინიდან გადახვედი!
ქენდისს არაფერი უთქვამს , აზრი არ ჰქონდა ნინა საკუთარ თავს აღარ გავდა და ეს ჩვეულებრივი რამ იყო,იმ ყველაფრის შემდეგ რაც გადაიტანა“.სამწუხაროდ“ ფსიქიკურად ნინა სრულიად ჯანმრთელი იყო,მის განცხადებას პოლიციაში, რომლის შეტანაც ქენდიმ ვერ მოახერხა, თვითონ პალატიდანვე შეიტანა .ერთი თვე იყო გასული,საქმეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დეტექტივი იძიებდა,მაგრამ მაქსს რკინის ალიბი ჰქონდა იგი ქენდისსთან ერთად სკვრში იყო ,მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ქალაქის მეორე კუთხეში ნინაზე ძალადობდნენ.
ქენდიმ კარები გააღო და მანქანაში ჩაჯდა.
-მართლაც კარგად მოიქეცი საყვარელო ,ბინაში ნინა თავის მშობლებთან ერთად, რომ დატოვე.-წინა სავარძლიდან ქენდისს დედამისი ქეითი თვალებით მიეალერსა.
-დედა მამა გმადლობთ ,რომ ჩამოხვედით!თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამ სიტუაციის გამო ,მაგრამ არ ვიცი კონკრეტულად რაში ვარ დამნაშავე.
-არაფერში!საქმეც იმაშია რომ არაფერში!-მისთვის დამახასიათებელი მტკიცე ტონით თქვა ქენდისის მამამ ჯეიმსმა.
-ამ ერთი თვის განმავლობაში პირველად დავიძინებთ უსაფრთხოდ -ზოგადად თქვა ქენდისმა და ტკივილნარევი ღიმილით გვერდით მოგორგლილ ძაღლს გახედა.-მადლობა კიდევ რომ ჩამოხვედით და ასეთ გაურკვევლობაში მარტო არ დამტოვეთ!
-საყვარელო როგორ არ ჩამოვიდოდით!თქვენს გვერდით მანიაკი დაეხეტება!
-მამა აი არ ვიცი რატომ ,მაგრამ მე მასე არ ვფიქრობ.წარმოიდგინე რომ დანაშაული ჩაიდინე!მერე ურეკავ გოგოს რომელიც გეუბნება რომ მასთან ამოხვიდე რადგან სამედიცინო დახმარება ჭირდებათ და დაზარალებულს ცოცხალი თავით არ უნდა პოლიციაში ან საავადმყოფოში წასვლა. რას იზამდი? ლოგიკურია იტყოდი რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ ხვალ გაუვლიდა და საშიში არაფერი იყო! დიდი ალბათობით ნინა მოკვდებოდა! მას კი ვერანაირ პრეტენზიას ვერ წარვუდგენდით,რადგან ლიცენზირებული ექიმი არ არის!
-საყვარელო ნამდვილად ჩახვეული საქმეა! -ჩაილაპარაკა ჯეიმსმა.
-არ ვიცი რა ვიფიქრო მამა! მაქსი რომ არა ნინა მოკვდებოდა!
*********
როგორც იქნა ქენდისის მშობლების სახლამდე მივიდნენ გზა უხერხულ პაუზად გაიწელა.დამხმარემ ქენდისის ბარგი მანქანის საბარგულიდან ამოალაგა და ოჯახის წევრებიც ნელნელა შევიდნენ სახლში.
-დედა ჩემთვის რომელი ოთახი გამოყავით?-სახლში შესვლისთანავე იკითხა ქენდისმა.
-ბოლო სართულზე, იმედი მაქვს მოგეწონება ჩემი დიზაინით მოვრთეთ!
-მადლობა, აუცილებლად მომეწონება-დედამისი გადაკოცნა და თავისი ძაღლით მეოთხე სართულზე ავიდა.
ქეითი და ჯეიმსი ბაღში გავიდნენ , სახლი ახალი ნაყიდი ჰქონდათ და რემონტიც ახალი დამთავრებული იყო. მხოლოდ ბაღში დარჩენილიყო ხელოსნები და ქეითის დიზაინით მოცეკვავე შადრევანს აკეთებდნენ.ამ სახლში ყველას თავისი საზრუნავი ჰქონდა , ვერავინ ვერ მიხვდებოდა რას გრძნობდა ქენდი იმ მომენტში.მისი გონებაზე თოკი იყო გადებული ერთი მხრიდან ნინა ექაჩებოდა ,მეორედან მაქსი.
*******
-ქენდის!-გოგონა დედამ გააღვიძა -გამომძიებელი მოვიდა დნკ-ს პასუხები უნდა შეგვატყობინოს.
ქენდი სასწრაფოდ წამოდგა და ოთხი სართული ჩაირბინა.
-გამარჯობათ!აბა როგორი იყო ანალიზის პასუხები? -მოუთმენლად შეეკითხა გამომძიებელს.
-მისი ასლი აქ არის! უარყოფითია !
ამ სიტყვებმა ქენდისს გული ამოუწია,ბედნიერებას ძლივს მალავდა ,არ იმჩნევდა .ბედნიერად ყოფნის რცხვენოდა.
-ეჭვი ვისზე გადადის?-იკითხა ჯეიმსმა.
-ახალი ეჭვიმტანელი გვყავს ! მხოლოდ მისი IP მისამართი ვიცით,სხა არაფერი არც მისამართი არც სახელი,არც გარეგნიბა! ჩემი პროფესიული გადმოსახედიდან გამორიცხულია, თქვენი მეგობარი ნინა არ ცდებოდეს. დარწმუნებული ვარ რომ მაქსი არ არის!
-მეც ასე ვფიქრობ!-თქვა ქენდიმ და მშობლების მკაცრი მზერა დაიმსახურა.-არა მე უბრალოდ ვფიქრობ რომ ადამიანს არ შეუძლია იყოს ორ ადგილზე ეერთდროულად.გამომძიებელო ! ნინას დანაშაულის ადგილზე რაიმე ხომ არ წამოცდენია?
-არაფერი! არ ვიცი როგორ შეიძლება დაავიწყდეს ადამიანს ის ადგილი რომლიდანაც გამოქცა. ვფიქრობ თქვენი მეგობარი რაღაცას მალავს.
-დანამდვილებით არაფერი შემიძლია გითხრათ!-თქვა ქენდიმ.
ამ დროს მისი ძაღლი მოწყვეტით გაიქცა ეზოში და ჭიშკარს ყეფით მიასკდა.
-შვილო, შეგიძლია გახედო? მე და გამომძიებელს საქმე გვაქვს.-თქვა ჯეიმსმა და თავის მეუღლეს ქეითს გახედა,ეს იმის სიგნალი იყო მარტო დაგვტოვეო.
ქენდისი ეზოში ძაღლს დაედევნა, ჭიშკართან არავინ იდგა გამომძიებლის მანქანის გარდა.გოგონა ძაღლთან მივიდა.
-ჰეი! აქ არავინაა! დამშვიდდი მოდი ცოტა გავისეირნოთ.
ამ დროს მანქანის კარები გაიღო და იქედან მაქსი გადმოვიდა, მას ქენდისი მხოლოდ გაკვით ყავდა ნანახი პოლიციის განყოფილებაში,იმ ავადსახსენებელი დღის შემდეგ.
-გამარჯობა!-თქვა და მის გამომეტყველებაში არ შეიძლებოდა შეგენიშნა არც სევდა, არც დანაშაული,არც სიხარული,არც სინდისის ქენჯნა. მისი ხმა ყინულივით იყო.
ქენდისმა თავი დაუქნია და მის გონებაში სხვადასხვა ენებზე დაიწყო ომი ნინასა და მაქს შორის.
-როგორ ხარ!-ისეთივე ცივი ხმით შეეკითხა მაქსმა.
-კარგად!-ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა.მართალია ქენდისი ,ალბათ არაფერ შუაში იყო, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანი იყო ვინც სინდისის ქენჯნასა და დანაშაულის გრძნობას ყველას მიმართ განიცდიდა.
-არ ხარ კარგად! არავინ ვართ კარგად! შენც ისეთივე სიტუაციაში ხარ ,როგორც მე.არაფერ შუაში ვართ ,მაგრამ საქმის მთავარი ეჭვიმტანელები ჩვენ ვართ.
-სიმართლე რომ გითხრა, მე ორად ვიყოფი.ლოგიკურად ვიცი რომ შენ არაფერ შუაში ხარ.
-გული რას გეუბნება?
-იგივეს!
-მაშ?
-გული იმასაც მეუბნება ,რომ ნინა არ იტყუება!
-მეც ვფიქრობ რომ ნინა არ იტყუება!
-ეს როგორ გავიგო?
-ნინა ცდება! მაგრამ არ იტყუება.არ ვიცი რა გითხრა,სამტკიცი არაფრის არ მაქვს.უბრალოდ რკინის ალიბი მყავს, და ეს ალიბი შენ ხარ. მართალია იმ დღეს სკვერში რომ არ შევხვედრილიყავით ერთმანეთს ახლა ბევრად უკეთ ვიგრძნობდი თავს, ამ პოლიციელების, გამომძიებლ;ების, ეჭვიმტანელის სტატუსის გარეშე მაგრამ არ ვნანობ , ერთი წუთითაც . მინდა რომ ეს იცოდე.-ისევ ცივად გამოთქვა მაქსმა მაგრამ ბოლო წინადადება განსაკუთრებული „ცისფერი“ სევდა ნარევი ტონით დააბოლოვა.


თავი 4
შემთხვევიდან უკვე ორი თვე იყო გასული ნინა ისევ იგივეს იმეორებდა, სამი სასამართლო უკვე ჩატარდა ,თუმცა მაქსს ყველანაირი ბრალდება მოეხსნა, იმ დღეს თითქმის ყოველ საათში სხვადასხვა კამერებზე ფიქსირდებოდა.ლოგიკურად ყველაფერი ნათელი იყო მაქსი მართალი იყო და ნინა ცდებოდა ან ცრუობდა.მორალურად კი ძალიან მძიმე გადასატანია როცა საუკეთესო მეგობარი ღალატში გდებს ბრალს .
„დღეს სიცრუის დეტექტორზე გამოვლინდება ყველაფერი.გურწფელად გისურვებ,რომ ყველაფერი ის რასაც მე ვგრძნობ შენც იგრძნო.“
მზგავსი შეტყობინებები ნინასგან უკვე კარგახანია მოსდიოდა ქენდისს ტვიტერში.სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო და პოლიციის განყოფილებაში წასასვლელად ემზადებოდა,ადრე გაგებით ეკიდებოდა მსგავს შეტყობინებებს ,მაგრამ უკვე მოთმინება გამოელია და ტელეფონი უმისამართოდ მოისროლა,იგი მძიმედ დაეცა გარდერობის კუთხეში და ყრუ გაბზარვის ხმა წარმოქმნა.უკვე ნერვები არავის ქონდა შერჩენილი,ამ გაურკვეველმა დეტექტივმა,რომელშიც ყველა უდანაშაულო იყო სამი ოჯახი ჩაითრია.სამივე ოჯახი შეძლებული , ცნობილი და პატივცემული იყო ეს კიდევ უფრო ართულებდა საქმეს.ვინ იცის რამდენი ფული გაფლანგა ყველამ ,ეს საქმე რომ არ გახმაურებულიყო.ორი დღის წინ კი ნინამ მაქსის,ქენდისის,მაქსის მამის,გამომძიებლის ფოტოები და ყველა იმ ადამიანის სახელები გამოაქვეყნა ვინც მის მონათხრობში ეჭვი შეიტანა .პოსტს მისებური ისტორია დაურთო.
ქენდისის მშობლების სახლთან დაცვა ძლივს აკავებდა ჟურნალისტებს.საქმე გახმაურდა, სამწუხაროდ ნინას ვერსიით.ოჯახის წევრებმა ძლივს გამოღწიეს ჟურნალისტებისა და ნინას მხარდამჭრების ჯგუფს.
გზად დასდევდათ კითხვები:
„ქენდის მართალია , რომ თქვენ და თქვენმა საყვარელმა მაქსმა ნინას წინააღმდეგ შეკარით პირი?“
„თქვენ თანამონაწილე იყავით?“
„რატომ გააყალბეთ დნკს ანალიზი?“
„ემუქრებოდით თუ ,არა მეგობარს მიხრჩობით სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში?“
„მართალია რომ“ ნიუ ლაინის“ კლინიკაში განზრახ წაიყვანეთ დაზარალებული დანაშაულის კვალის დასაფარად?“
ქენდის ყველა ამ კითხვაზე პასუხი ჰქონდა ,თუმცა პასუხის გაცემა ახლა არ შეეძლო,არც მორალურად და არც ფიზიკურად.ყველა ამ კითხვაზე პასუხი სიცრუის დეტექტორთან უნდა გაეცა.ნინას დაჟინებული მოთხოვნით ამ ყველაფერს ფედერალური სატელევიზიო არხი გააშუქებდა.
******
-ახლა არაფერზე გაქვს სანერვიულო ჩემო გოგონავ-შვილის ცრემლებს ცრემლებითვე უპასუხა ჯეინმა-ისედაც ნათელი იყო რომ არ ცრუობდი.
ქენდისის ნათვამი ყველა სიტყვა სიმართლე იყო .თუმცა მთელი იმ ხნის განმავლობაში ტიროდა და არანორმალურად ნერვიულობდა.
ახლა მაქსის ჯერი იყო! ქენდისს გვერდი ჩაუარა ,ეტყობოდა რომ ნერვიულობდა,გოგონასთვის რომ არ შეეხედა თავი დახარა,როგორც მოსალოდნელი იყო ისიც მართალს ამბობდა , სტუდიაში მჯდომი ნინა კი ორგანიზატორებს კორუპციაში დებდა ბრალს და არაადეკვატურად იქცეოდა.
მისი ჯერიც დადგა და როგორც მოსალოდნელი იყო თითოეული მისი სიტყვა სიცრუე იყო.ნინა არ ნებდებოდა მთელი ძალით ცდილობდა მისი „სიმართლის“ დაცვას და ყველა დეტექტიური გადაცემის ორგანიზატორს სიყალბეში,ჩაწყობაში და კორუპციაში დებდა ბრალს.ყველაზე უცნაური ისაა, რომ ახლაც სილურჯეები ჰქონდა სახეზე.ბოლო რამდენიმე კვირა დეტექტივები მხოლოდ ნინას აკვირდებოდნენ , ლოგიკური თვალსაზრისით მხოლოდ ნინამ იცოდა მისი მოძალადის ვინაობა. გაურკვეველი მიზეზების გამო ნინას , მისი მშობლები ყველანაირად უჭერდნენ მხარს ,ადრევ ასე არ იყო ხოლმე.ნინას მამამისთან სულდაძაბული ურთიერთობა ჰქონდა .საქმეში კიდევ რამდენიმე გაურკვეველი დეტალი იყო:1 ნინას ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი გამქრალიყო,2მას არ ახსოვდა დანაშაულის ადგილი თუმცა იმტკიცებოდა რომ იქედან თვითონ ტაქსით წამოვიდა,3ტაქსისტი ვერ იპოვეს.4ნინამ არ იცოდა მაქსის გვარი და არ ახოვდა რა ფერის თვალები ჰქონდა.
სასაცილოა არა? ადამიანს ხვდებოდი და არ გახსოვს რამდენი წლის იყო,რა ფერის თვალები აქვს, ვერ იხსენებ რა ეცვა ყოველი შეხვედრისას.უცნაურია ქენდისს ყველა მისი ნაკვთი ახსოვდა,ყველა მისი სიტყვა რაც კი ოდესმე მისგან გაუგონია.

******
-მინდა დაგელაპარაკო!
-ო ღმერთო! მაქს გული გამიხეთქე ! რაგინდა ქალების საპირფარეშოში?
-სხვა უკეთესი ადგილი ვერ ვიპოვე!-კარი შიგნიდან ჩაკეტა.
-რა მოხდა ასეთი?
-მეტი რაღა უნდა მოხდეს!-მობეზრებულად თვალები გადაატრიალა-გვეყოფა ქენდის!ორივესთვის კმარა!ვიცი შენც იგივეს გრძნობ ახლა რასაც მე! იცი რომ უდანაშაულო ხარ მაგრამ საკუთარ თავს მაინც ადანაშაულებ.
-უკვე აღარ! კი. მართალია ნინასთვის არ უნდა დამეჯერებინა და სასწრაფო უნდა გამომეძახებინა,შენ არ უნდა ჩამერიე ამ საქმეში.მართალია პოლიციაში იმ წამსვე უნდა დამერეკა ,მაგრამ ეს ახანდელი გადმოსახედიდან სჩანს სწორი,იმ წამსაც ასე ვფიქრობდი, მაგრამ...
-გეყოფა! ეს არის თავს აღარ ვიდანაშაულებო? ვერც კი წარმოიდგენ რას ვგრძნობ!ხანდახან ვფიქრობ რომ წყევლასავით გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და უამრავი პრობლემა მომიტანე , მაგრამ როცა მახსენდები... -ხმა მოულბა გოგონასთან ახლოს მიიწია, თითქმის მიეკრა მას -ეს თმა-თმაზე თითი ჩამოუსვა-ეს უძირო სევდიანი თვალები... ეს ტუჩები რომლის დაგემოვნებაც იმდენი ხანი მინდა და ვერ ვბედავ-კიდევ უფრო ახლოს მიიწია თვალები დახუჭა და საკოცნელად მოემზადა.
ქენდისმაც იგივე გააკეთა,მათ შორის ერთი მილიმეტრი იყო დაშორება .
-იქნებ არ ღირს?-წამოიყვირა თვალებ დახუჭულმა გოგონამ.
-მაპატიე,ვჩქარობ-მაქსი სასწრაფოდ მოშორდა და ვნების დასამარცხებლდ თავი გააქნია- მაგრამ, მინდა იცოდე რომ მე აქ ვარ -გოგონას გულთან ხელი მიადო.-ამას ვგრძნობ და ამას ვერ დამიმალავ.გიყვარვარ!თუმცა შენ თვითონაც ვერ ხვდები ამას... არაუშავს ,მე დაგელოდები!დაგელოდები სანამ ამას მიხვდები.იცი რატომ? იმიტომ, რომ ,მე ჩემი გრძნობა დიდი ხნის წინ ამოვიცანი.მიყვარხარ! შორიდან,მაგრამ მაინც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent