შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (5)


12-10-2018, 13:36
ნანახია 1 562

***


გაშეშებული ვუყურებდი მონატრებულ სხეულს, რომელიც ზურგით იდგა ჩემთან. მინდოდა, გავქცეულიყავი მისგან შორს და თან მინდოდა, გავქცეულიყავი და ჩავხუტებოდი, შემეგრძნო მისი სუნი და მეთქვა, რომ ძალიან მომენატრა. მაგრამ გაშეშებული და სრულიად უფუქნციოდ ვიდექი ერთ ადგილას და ვტკბებოდი მისი ყურებით. ის ისევ ისეთი იყო.. ისეთი დგომის მანერა ჰქონდა, ისევე მოკლედ ჰქონდა თმა. როგორ მინდოდა თავზე შევხებოდი. ისე სიამოვნებდა იქვე ითიშებოდა!

-ვა, თმები შეიჭრა ვიღაცამ და გამოპრანჭულა,-სიცილით შევეგებე ერეკლეს.
-ხო, ბუჩქი მედო ჩვეულებრივი,-გაეცინა ერეკლეს და ჩემს გვერდზე დაიკავა ადგილი.
-ბუჩქი კი არა, ასე მგონია თმა არ გეზრდება არასდროს და მალე მელოტი გახდები!-გაიცინა გიორგიმ.
-ბიჭო, რა ტემპითაც ეს თმას იჭრის. იმენა, გაზრდას არ აცდის! კაცი თავის მოვლა და კაცი-პეწი, რა.-აჰყვა შოთიკო ხუმრობაში.
-რა ამიყოლეთ თქვენ?-შეუღრინა ერეკლემ და მასაც გაეცინა.
-მგონი გოგოა და ვერ ხვდება,-ჩაფიქრებული სახე მიიღო შოთიკომ.
-უვლის ადამიანი თავს! რას გადაეკიდეთ?-გავუბრაზდი ბიჭებს და ერეკლეს გავხედე. ისეთი მრგვალი და გამოყვანილი თავის ფორმა ჰქონდა მართლა საცოდაობა იქნებოდა მასზე გრძელი თმა. ის გამოთქმა კი ვიცით „რაც ლამაზია, ის უნდა ჩანდესო“ ხოდა პირნათლად ასრულებდა ერეკლე. ყოველთვის მომწონდა ბიჭების თავი „ზღარბივით“ რომ იკბინებოდა. ერეკლესაც თავზე ხელი გადავუსვი. მის შეხებაზე დენის დარტყმა ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში დავდნი სანთელივით.მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. რაღაცნაირად ვერ ვაშორებდი ხელს და ვეფერებოდი თავზე. ერეკლე ამ დროს? მიყრდნობილი იყო სკამის ზუგრს და ჩვეულებრივად ეძინა.
-იავნანა ხო არ შემოგაშველოთ?-გაიცინა გიორგიმ. გიორგის ხმაზე გამოვფხიზლდით და დავნახეთ შოთიკოსა და გიორგის დაჭყეტილი თვალები.
-აააარა..-ენის ბორძიკით უპასუხა ერეკლემ და აწითლებული თვალებით გადმომხედა. თვალს ვერ ვაშორებდი და ვერ ვხვდებოდი ეს რანაირი განცდა მქონდა. ერთი ის იყო, რომ კარგი იყო ნამდვილად!


ზუსტად ასე მინდოდა მივსულიყავი და თავზე გადამესვა ხელი. მოვფერებოდი და მეყურებინა მისთვის როგორ მდუმარედ ხვდებოდა ყველა ჩემს ხელის გადასმას. მინდოდა, კიდევ მეგრძნო ის ეკლები ტანში რომ მაყრიდა.
ხომ ვამბობდი უეჭველი გამისამდება-მეთქი?!

მეტი რაღა უნდა მომხდარიყო?! თვით ერეკლე იდგა ჩემს წინ.
ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი. სხეული ნელ-ნელა შემოტრიალდა ჩემკენ და მაშინ ვიგრძენი გაასმაგებული გულისცემა, ჭვალი, ხელ-ფეხის გაკავება. ისევ ის ლამაზი თვალები და პირქუში გამოხედვა ჰქონდა. არაფერი იყო მასში შეცვლილი,უბრალოდ, ამ 5 წლის განმავლობაში გაზრდილიყო, დაკაცებულიყო და ცოტა ნაოჭი შეპარვოდა ღაწვებზე.
მიყურებდა და ვუყურებდი. ვერ ვბედავდი ხმის ამოღებას. ვერ ვხვდებოდი საერთოდ რა უნდა მეთქვა. არადა, მინდოდა მეთქვა და მეღიარებინა ის, რასაც ჩემ თავს არ ვუტყდებოდი, მინდოდა ჩავხუტებოდი და ყველაფერი დამევიწყებინა აქამდე რაც იყო. ვაპატიებდი იმ 5 წელს, ყველა ჩემ გათენებულ ღამეს და ყველა დღეს რომელიც მისით იწყებოდა და მისით მთავრდებოდა.

-გამარჯობა, ელენე..-ხმადაბლა მითხრა ერეკლემ. მისი ტუჩების მოძრაობას ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ ნამდვილად ის იყო, მისი ხმა, მისი მონოტონური ბარიტონი მესალმებოდა.
-გამარჯობა..-მოკლედ ვუთხარი და ღმრად ამოვისუნთქე.
-როგორ ხარ?
-შენ როგორ ხარ?
-როგორც მიყურებ,-თქვა ერეკლემ,-თუ შენ უნდა გეთქვა ეს?
-არა,-დაბნეულმა ვუპასუხე.
-გაიზარდე და მაინც იბნევი. გაიზარდე და შიში არ გშორდება,-მცირეოდენი ცინიზმით მითხრა ერეკლემ.
-სად იყავი?-ძალა მოვიკრიბე.
-შორს.
-ეგ ვიცი. რატომ?
-გავიქეცი და გავექეცი ყველაფერს. ან უფრო სწორად შენ გაგექეცი.-მიპასუხა მშვიდად,-ასე ქუჩაში გინდა ვილაპარაკოთ?
-არა, აქ არ მინდა.
-მზად ხარ საერთოდ ლაპარაკისთვის?-დამცინავად მითხრა ერეკლემ.
-ერეკლე!
-კარგი, ჰო.. წავიდეთ?
-წავიდეთ..
-შორს თუ ახლოს?
-სადაც შენ გინდა..!-სწრაფად გავეცი პასუხი.
-მერე შენი საქმრო?-დამცინავად მკითხა ერეკლემ. აი, დენი ხომ მარტყამდა, მაგრამ მსიამოვნებდა და კარგად ვგრძნობდი თავს ვარდისფერ სამყაროში. მაგრამ,აი, ამ წუთას რეალობაში დამანარცხეს. სადნრო სულ დამავიწყდა.. რა უნამუსოდ ვიქცეიოდი. არც ერთი წამით არ გამხსენებია, სანამ ერეკლემ არ ახსენა.
-არაუშავს..
-ყველას ასე უემოციოდ და უგულოდ ექცევი?-მკითხა ერეკლემ.
-არა, მარტო გამორჩეულებს!-გაბრაზებულმა ვუპასუხე.
-ნამდვილად, ნამდვილად..-ჩაილაპარაკა ერეკლემ და ხელით მანიშნა,-მანქანა იქ მიყენია.-

მანქანისკენ წავედი. ვიყურებოდი ქვემოთ, ვუყურებდი ჩემს მუხლებს და ვხედავდი, როგორ კანკალებდნენ. ძლივს მივდიოდი, ისე მიჭირდა ნაბიჯის გადადგმა. ხელზე ვიჩქმიტე მინდოდა, სიზმარი ყოფილიყო, უკანაც გავიხედე, მაგრამ წარწერა ისევ იქ იყო მეც ვგრძნობდი ტკივლს და მივხვდი, რომ საშინელი სიცხადე იყო!
ერთ-ერთ კაფეში შევედით. ისე რომ არც უკითხავს ჩემთვის კაპუჩინო შეუკვეთა, თავისთვის- ამერიკანო. გამეცინა.. რაც მე კაპუჩინო დავლიე ერეკლესთან ერთად საერთოდ ღამე როგორ მეძინა ამდენი ყავისგან ან საერთოდაც, კაპუჩინოების სახედ რატომ არ მაქციეს.

-იმდენ კაპუჩინოს სვამ ასე მგონია, რომ შენ ტუჩებს ყავისა და რძის არომატი აქვს,-სიცილით მითხრა ერეკლემ „ადრე“.
-რა ვქნა არ მიყვარს ძლიერი ყავა. თან მიყვარს შეხამებული რომ არის სხვადასხვა გემოები ერთმანეთთან.
-სხვადასხვაში რძეს და ყავას გულისხმობ?-გაეცინა ერეკლეს,-მოკლედ, მთელი შეკვრა ყავა და რძე უნდა გაჩუქო, თორემ აშენდნენ კაფეები შენ ხარჯზე.
-იჰიჰიჰი..-დავცინე ერეკლეს და ოფიციანტს შევეგებე, რომელსაც ჩემთვის გამზადებული ყავა მოჰქონდა.


დღეს უკვე ოფიციანტი და კაპუჩინო კი არა, ჩემი თავი აღარ მახსოვდა. რაღაცნაირად ვნერვულობდი. მინდოდა, ბევრ რამეზე მელაპარაკა, მაგრამ დავინახე და ყველაფერი დამავიწყდა. ერეკლემ საფერფლე გამოართვა ღიმილით და მაშინვე დასერიოზულდა როგორც კი მე შემომხედა. ღრმა ნაფაზი დაარტყა სიგარეტს და მოჭუტული თვალით გამომხედა.

-აბა, მომიყევი როგორ ხარ და რას შვები,-აი, ძალიან უშუალოდ დამიწყო ლაპარაკი.
-განვილი 5 წელი გაინტერესებს?-ცოტა ცინიკურად ვკითხე.
-არა, მე იმ 5 წლამდე რაც იყო ეგეც მაინტერესებს,-ვალში არ დამრჩა ერეკლე. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი საერთოდ რა მინდოდა. ვგიჟდებოდი ამ ადამიანზე. ერთბაშად ყველაფერი გამახსენდა, რაც კი ჩვენ თავს ყოფილა და საოცარი სითბო და ადრენალინი ვიგრძენი.
-არაფერი, სწავლა დავამთავრე. ვმუშაობ და ვარ..
-და თხოვდები..
-კი, ვთხოვდები.-ვუთხარი და რატომღაც ამიცრემლიანდა თვალები. ძლივს შევხედე ერეკლეს. ჩაეცინა და ცივი მზერით გამომხედა.
-ვერ ვხვდები საერთოდ რას აკეთებ. გიყვარს?
-რატომ მეკითხები? ამაზე სალაპარაკოდ მოვედით აქ?-მივაყარე ერეკლეს.
-ესეც მაინტერესებს შენგან, თორემ მე ბევრი რამე კარგად ვიცი.
-გეცოდინება აქ იყავი და ყველაფერი გეცოდინება. ეჭვი არ მეპარება.-დამცინავად ვუთხარი და ყავა მოვსვი. რაღაცნაირი ცუდი სიტუაცია იყო. თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, რომელი უფრო წაკბენდა.
-დღეს ლაპარაკს ვერ მოვახერხებთ,-მითხრა ერეკლემ და ჩემს ამღერებულ ტელეფონზე მიმითითა. არც გამიგია ტელეფონის ხმა იმდენად გაბრუებული ვიყავი. სანდრო მირეკავდა.
-ხო, სანდრო. არაფერს, მეგობარი ვნახე შენ? არ იცნობ.. ერეკლე ქვია..-მეგობარზე ერეკლეს სიმწრით ჩაეცინა. დავინახე მისი ოდნავ შეწითლებული თვალები და კბილების ღრჭიალი გავიგონე,-კი, წავიდეთ. ცოტა გვიან კარგი? დიდიხანია არ მინახავს. კი, აუცილებლად გაგაცნობ. კარგი..-გავთიშე ტელეფონი და ღრმად ამოვისუნთქე.
-გამაცანი, გამაცანი..-მითხრა ერეკლემ,-შენი მეგობარი და „ძმა“ ხომ უნდა გააცნო შენს საქმროს?
-გეყოფა, რა..
-ხო, მეყოფა!-თქვა ერეკლემ და ადგა,-წამოდი, წავედით..- გაიქცა გასასვლელისკენ. ბარში ფული დაყარა და გავარდა გარეთ. ნელა გავედი. ფიზიკურად ნაბიჯებს ძლივს ვდგამდი და რა უნდა მექნა?! ერეკლე ერთ ადილას იყო გაშეშებული. ისე მყარად იდგა მიწაზე, რომ მეგონა მისი ნაფეხურები დარჩებოდა. რომ დამინახა გამოსული მანქანაში ჩაჯდა. ასე უხმოდ ვიმგზავრეთ სახლამდე. სახლშიც ისე ავედი ხმა არ ამოგვიღია.

რა იყო ეს?! საერთოდ სხვანაირი წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა. მეგონა:
1- მივვარდებოდი, ვიკივლებდი, ვიწივლებდი, ვეჩხუბებოდი და მერე დავწყნარდებოდი.
2- საერთოდ არ მივესალმებოდი და არ შევიმჩნევდი მის არსებობას. დაე, ასე იფიქროს!
3- გავიქცეოდი, ჩავეხუტებოდი, ცოტას ვეჩხუბებოდი.
4- ვილაპარაკებდით დილამდე ყველაფრის გარეშე.
5- უბრალოდ, ძალიან მაგრად ჩავეხუტებოდი და წავიდოდით სადმე შორს.

ამ ყველაფერში მავიწყდება სანდრო!!! შემძულდა ჩემი თავი. იცით, როგორ ვიქცეოდი? ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი“ გამახსენდა. ქემალი რომ ვერ ანებებს თავს ვერც საყვარელსა და ვერც საცოლეს. ზუსტად ეგრე ვიყავი. საქმრო მყავდა, რომელიც იყო ძალიან კარგი ადამიანი და ერეკლეს გაქრობის პერიოდი მარტივად გადამატანინა და იყო-ერეკლე. ადამიანი, რომელიც სულს ისე მიფორიაქებდა, როგორც არავინ არასდროს! სანდროც კი. არც ერთი მეთმობოდა. ორივე მინდოდა და ორივე მჭირდებოდა. ერეკლე მაფორიაქებდა და საოცრად დიდ ადრენალინს მაძლევდა, ხოლო სანდრო-აბალანსებდა ყველაფერს რაც კი არეული იყო ჩემს ცხოვრებაში.

-აბა, რა ქენი დღეს?-მკითხა სანდრომ.
-ჩამეხუტე, რა..-ვუთხარი სანდროს და ხელები მოვხვიე. ძალიან მაგრად ჩამეხუტა და ვიგრძენი, რომ ნეგატივმა ცოტა დამტოვა.
-არაფერი, დიდი ხნის უნახავი მეგობარი ვნახე. ვისაუბრეთ ძალიან ცოტა და დავიშალეთ მერე. მანამდე ანისთან ერთად ვიყავი ხომ იცი..-ღიმილით ვუთხარი სანდროს.
-კი, ვიცი..-გამიღიმა სანდრომაც,-ელენე, ქორწილის თარიღზე რას ვშვებით?-მკითხა სანდრომ და გამომაფხიზლა. აი, ადრენალინი მანდ ვიგრძენი თუ ვიგრძენი.
-დავნიშნოთ. ოღონდ ძალიან სიცხეში არა, რა..
-კარგი, ივნისი რომ იყოს?
-2 თვეში?-ცოტა გაოცებულმა შევხედე სანდროს.
-ჰო, რა იყო..-გაეცინა ჩემ საქმროს,-რაც მე შენ ხელი გთხოვე კი გავიდა თითქმის 6 თვე.
-ა, ჰო..-გამეღიმა და ფანჯარაში გავიხედე. ავნერვიულდი ამ 2 თვეში რა უნდა მომესწო? რის მოსწრებაზე ვფიქრობდი არ ვიცი. თან მომინდა და თან-არა. მაგრამ ხო აღვნიშნე უკვე? დიდიხანია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ ვიღებ-მეთქი.
-იყოს ივნისის დასაწყისი. მგონი, 5 უწევს ხო შაბათი დღე?
-კი, 5 უწევს. მომწონს ეგ თარიღი.. მაშინ გავარკვევ რაღაცებს, ჩემებსაც ვეტყვი და ხვალიდან უკვე დავიწყოთ მომზადება,-მითხრა სანდრომ და ლოყაზე მაკოცა. არანაირი დენის დარტყმა, არანაირი გაციება და გაცხელება. უბრალოდ, ძალიან მესიამოვნა.

მაშ ასე! 5 ივნისს ქორწილი მქონდა.
ერთი დღისთვის საკმარისი არ მოხდა?!
მხატვარი, წარწერა, მიშკა, ანი, ისევ წარწერა, ერეკლე!!!! და ბოლოს ქორწილი..
ისე ვარიდებდი თავს ქორწილს, რომ ალბათ ამოუვიდა სანდროს ყელში და პირდაპირ მაჯახა ეგრევე.
ემოციებისგან გამოფიტულს მაშინვე დამეძინა, როგორც კი სახლში ავედი..

***


-5-ში არის ქორწილიო,-თქვა ანიმ და თიკას გახედა, რომელიც თავის მუცელს ეფერებოდა,-გაიგე წვრილშვილიანო?!
-კი, გავიგე. რა ვქნა მერე?!
-რა უემოციო ქალი ხარ!
-კარგია, ძლივს თავი რომ მოაბეს,-თქვა გიორგიმ,-არ არის ცუდი ბიჭი სანდრო.
-რა მოგწონს ერთი?!-შეუღრინა ანიმ.
-ანი! უყვარს ელენე, ყველაფერს აკეთებს მისთვის. სულ თვალებში შესციცინებს, აღარ იცის ბიჭმა რა ქნას. განათლებული და ზრდილობიანი ადამიანია და მეტი რა გინდა ბედნიერებისთვის?
-და ელენეს სიყვარული არ არის საჭირო?-კითხა ანიმ გიორგის.
-რას გადაეკიდე ამ ელენეს სიყვარულს. რომ არ უყვარდეს გათხოვდებოდა?-შეეკამათა თიკა.
-აი, მომკალი და მგონია, რომ ერეკლეა მაგ გოგოს ბოლო ბედი! აგერ მე და აგერ თქვენ თუ არა!
-ძაღლი ახსენეო და მგონი მოვიდნენ ბიჭები,-თქვა გიორგიმ და კარისკენ წავიდა. ოთახში მიშკა და ერეკლე შემოვიდნენ.
-რა დაძაბული სახეები გაქვთ,-აუტყდა სიცილი მიშკას და ანის მიუჯდა გვერდზე.
-გადაჭორეს და გადმოჭორეს და აბა რა იქნება,-გაეცინა მიშკასაც.
-ვიზე ჭორაობდით?
-ელენეზე ვიზე ვიჭორავებდი,-თქვა მობეზრებულმა ანიმ და დაჭყიტა თვალები.
-რაო, აბა?-ჩაიცინა ერეკლემ.
-არაფერი, კაცო. პროსტა განვიხილავდით, რა.. არ დამირეკავს იქნებ გამოვიდეს,-თქვა ანიმ და შეეტყო ანერვიულება.
-ანი..-მკაცრად უთხრა ერეკლემ.
-რა გინდა?-თვალები გაატრიალა ანიმ. ყველამ კარგად იცოდა, როცა ანი ესე იქცეოდა მაშინ რაღაცას არ ამბობდა.
-ანი, თქვი ეხლა..-უთხრა მიშკამ თბილად.
-აუ... ვინ ხართ თქვენ! 5 ივნისს დანიშნეს ქორწილი ელენემ და სანდრომ..-ჩამოარაკრაკა უცებ ანი და ტუჩები მოკუმა. ერეკლეს ცოტა ფერი გადაუვიდა და კისერზე ძარღვი აუთამაშდა.
-ვა, კარგია..-თქვა ხმადაბლა ისე , რომ არავისთვის არ შეუხედავს.
-მართლა?-შიშით იკითხა თიკამ.
-თიკა, ქაჯი ხო არ ვარ? კარგია აბა, რა.. ჩემი მეგობრის ბედნიერება მიხარია..-თქვა ერეკლემ და აივანზე გავიდა.
-მოდი, ცოტა მოვწრუპოთ რა.. თორე გადავხტები ალბათ აქედან..-თქვა ანიმ და მიშკას შეხედა.
-კაი, გიუშ გაქვს რამე მსუბუქი?
-არყები მაქვს მარტო. წამო, მაღაზიაში და ამოვიტანოთ.-უთხრა გიორგიმ და აივნისკენ წავიდა. ცოტახანში სამივე ერთად გამოვიდა და გასასვლელისკენ წავიდა:
-დაურეკეთ ელენეს ამოვიდეს და სანდროც წამოიყვანოს,-უთხრა გიორგიმ გოგოებს.


მაღაზიიდან დატვირთულები ამოვიდნენ. ბიჭებმა ლუდები იყიდეს და გოგოებისთვის მსუბუქი სასმელი წამოიღეს. რადგანაც თიკა არ სვამდა ორსულობის გამო ანი ბედნიერი იყო მე ბევრი შემხვდებაო. ნელ-ნელა გააწყვეს მაგიდა და დასხდნენ. არც ერთს არ უკითხავს ელენეზე. იცოდნენ, რომ არ ამოვიდოდა, მაგრამ არავის ეგონა თუ ასე მალე ზარი დაირეკებოდა კარზე და ზღურბლზე სანდრო და ელენე გამოჩნდებოდნენ.
ოთახში შესულმა ერეკლე რომ დავინახე ცუდად გამიხდა გული. ერეკლე წამოდგა, გადამკოცნა და მეორედ გამიხდა გული ცუდად.

-სანდრო.-ხელი ჩამოართვა ჩემმა საქმრომ ღიმილით.
-ერეკლე,-ერეკლემაც არანაკლებად ღიმილით.
უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ რასაც აქამდე ვფიქრობდი სიმართლე იყო. რაღაც თითქოს მოვეშვი. ან საერთოდ რა ილუზიები მქონდა?!
ვაკვირდებოდი ერეკლეს და ვხედავდი, როგორი უშუალო იყო. ნეტა, თავის დროზე რომ გავიცანი მაშინ ყოფილიყო ასეთი. იცინოდნენ ბიჭები ათასგვარ სისულელეზე. ხომ ხდება ხოლმე სუფრასთან ქალები რომ არ ჩუმდებიან და სულ ლაპარაკობენ? ამ შემთხვევაში ჩვენ სამი ხმას არ ვიღებდით და ბიჭები ისე ხმაურობდნენ მეზობელმაც კი დარეკა. ისე გაუგეს ერეკლემ და სანდრომ ერთმანეთს! თან მიხაროდა, თან მიწა მინდოდა გამსკდომოდა. (უკვე იმდენჯერ მინდოდა მიწა გამსკდომოდა ხო ვიყავი ღირსი?!) გოგოებთან რას ვიტყოდი ან რას განვიხილავდი?! 5 წელია ხმა არ ამომიღია, 5 წელია ჩემი ატირებული და აცრემლებული სახხე არ უნახავთ ერეკლეს მონატრებისგან რომ მქონდა. რა ნამუსით უნდა მელაპარაკა?! ხოდა, თევზივით ჩუმად ყოფნა გადავწყვიტე.

-აუ, ამატკიეს თავი.. აბა, ცოტა მოვწრუპოთო?-თქვა ანიმ.
-ეგ შენ თქვი და კი წრუპავ და ამათ სათითაოდ თუ გადაიკიდებ მხარზე და წაიყვან,-თქვა თიკამ და გაიცინა.
-გოგო, ისე მგონი მომწონს სანდრო,-მიჩურჩულა ანიმ. გამეცინა. ვიცოდი ანის ხასიათი! გიჟდებოდა წინასწარ ადამიანების „ვერ ატანაზე“.მერე კი ისე უყვარდებოდა, ის უფრო უმეგობრდებოდა ვიდრე, მისგან გაცნობილი.
-ხო, კარგი ბიჭია. დღეს 2 რესტორანში ვიყავით.. რაღაც არ ვიცი დახურული სივრცე მინდა თუ ღია..
-როგორი წარმოგედგინა შენი ქორწილი?-მკითხა ანიმ.]
-არვიცი,-მხრები ავიჩეჩე და ისევ შეხმატკბილებულ ერეკლესა და სანდროს შევხედე.
-შვილო, საკუთარი აზრი გაგაჩნია?-მითხრა ანიმ გარბაზებულმა და თავში თითები მომიკაკუნა.
-აუ, მოვივლი ყველაფერს და ხომ შეიძლება ისე მომეწონოს, რომ ვთქვა ეს და მორჩა?!
-კი, მაგ იმედით იარე და გადაიხდი სადმე სოფელში, სეფაში..-გაიცინა თიკამ.
-ეგ ადრე იყო, 90-ებში..
-მერე მოდა ბრუნავს არ გაგიგია?-სიცილით მითხრა ანიმ. უცებ რატომღაც ცოტა დავიძაბე ერეკლე და სანდრო სწრაფად ადგნენ და აივანზე გავიდნენ. ერთმანეთს შევხედეთ სამივემ. უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის.რა დროს გულის გადაშლა და ლაპარაკი იყო?!
-რა ხდება?-იკითხა ანიმ.
-რა უნდა ხდებოდეს? სეირი არაფერი,-თქვა მიშკამ სიცილით და გიორგის გახედა,-ჩემო გიორგი,შენ და შენ ბარტყებს გაგიმარჯოთ!
-უხ, შენ შემოგევლე! ჩემი ოღრაში გრუზინი ვინ არისო?!-ტაში შემოკრა ანიმ და მიშკას ჩაეხუტა. გაგვეცინა ჩვენ, მაგრამ კისერი მაინც აივისკენ მეღრიცებოდა. წამოვდექი და აივანზე გავიხედე. იდგა „ის“ და სანდრო და ისე გულიანად ხარხარებდნენ ცოტა ნერვებიც კი მომეშალა. აივნის კარი გავაღე და ბიჭებთან გავედი:
-ელენე, მოსაკლავი ხარ რა!-მისაყვედურა სანდრომ
-რატომ ვარ?
-აი, ასეთი მაგარი კაცი რომ არ გამაცანი მაგიტომ!
-აქეთ არ იყო..-ამოვილუღლუღე და ერეკლეს შევხედე. აი, ისეთი თვალები ჰქონდა! ვნება მოდიოდა იმხელა ცოტა ძალიან დავიბენი!
-არაუშავს, ახლა ხომ გავიცანით ერთმანეთი,-უთხრა სანდროს ერეკლემ და სიგარეტი გადააფერფლა. სანდრომ თავისკენ მიმიწია და ხელი გადამხვია. ერეკლეს თვალს ვერ ვაშორებდი და არ გამომპარვია მისი დაბერილი ცხვირის ნესტოები და გახშირებული სუნთქვა. უცებ თიკამ შემოჰყო თავი:
-სანდრო, გირეკავს ტელეფონი.-სანდრომაც ბოდიში მოიხადა და შევიდა. დავრჩით მე და ერეკლე მარტო. თვალს არ მაშორებდა და მეც ჯიუტივით მას ვუყურებდი. რამდენი რამე იკითხებოდა მის თვალებში!

ვნება, მონატრება, იმედგაცრუება, სიხარული..
-კარგი ბიჭია ძალიან..-ძლივს ამოიღო ერეკლემ ხმა და აივნიდან გადაიხედა.
-კი, კარგი ბიჭია.
-ერთ რაღაცას ვერ ვეგუები უბრალოდ..
-რას?
-მე ესე როგორ შევცდი, რომ აქამდე ვერ მოვედით მე და შენ.-მითხრა ერეკლემ და ოთახში შევიდა.

გული ამომივარდა.
წნევა დამივარდა.
მართლა ახლა უკვე მივხვდი სათქმელს!
ნეტა, თავის დროზე ეთქვა.
ნეტა, ეთქვა და დღეს ალბათ, ჩვენც აქამდე მოვიდოდი.
მაგრამ სანდრო?!
სანდრო ძალიან კარგი იყო.
მასაც კი მოეწონა.
მაგრამ როგორ იეჭვიანა ერეკლემ?!
დღეს კიდევ ერთხელ შემძულდა ჩემი თავი, რომ ჩემი ნებით ჩავვარდი ამ მორევში საიდანაც დიდხანს ამოსვლა არ მეწერა.


***

სამწუხაროდ ყოველდღე ვერ დავდებ.
თუმცა ვეცდები მსუყე თავები იყოს..



№1 სტუმარი Araaaaa

Auuu ra kaiaaaaa gtxov didi tavi dade rasa saswaullis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent