შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ღელავ, ხვალ მზე იქნება... (დასასრული)


12-10-2018, 22:04
ავტორი სესილია
ნანახია 2 746

ძილს თავს ძლივს ვართმევდი, საშინელი უჰაერობა ვიგრძენი, წამოვჯექი, საათს დავხედე ღამის 2 საათი იყო. წყალი მოვსვი და ძილი განვაგრძე. რამოდენიმე ხანში ისევ შემაღვიძა უჟანგბადობამ, თუმცა სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი, ძილს ვერ ვცილდებოდი. ხმა მესმოდა, ორნი ლაპარაკობდნენ:
- წარმოიდგინე ქეთა რა დამემართებოდა მე, მაქსიმესშ ეშლილი სახე არასოდეს დამავიწყდება, კიდევ კარგი კარები ღია ჰქონდა და შემოვედით, თორემ არც მინდა წარმოვიდგინო რა მოხდებოდა - ხმა დაუსევდიანდა.
- რაღაცს ტრესი მიიღო, ასე იცის ... - ქეთას ხმა ვიცანი - უფალს მადლობა, რომ ყველაფერი კარგადაა, თორემ თავს არ ვაპატიებდი ჩემს ფუნთუშას რამე, რომ მოსვლოდა...
- საღადაა გოგო ფუნთუშა, ნახე რა მოკლებულია?
- ჩემი გოგო, ჩემი თბილი... ვაიი, როგორ მიხარია მაქსიმეს და ემილის ამბავი, იმედია აწინ მაინც მეყოლება ბედნიერი...
- კი, ნამდვილად იმსახურებს ორთავე ამ სიყვარულს და ბედნიერებას. ზეწყვილი იქნებიან - აღტაცებით წამოიძახა მაკომ.
- თამრო დეიდა, მოხვედით უკვე? - კარებისხმაზე წამოდგა ქეთა.
- რა გამაჩერებდა,ქეთი შვილო,სახლში? ჩემი გოგო.ჩემთან უნდა წავიყვანო, უნდა მოვამჯობინო - ვიგრძენი როგორ მიახლოვდებოდა დედაჩემი, ცრემლებმა თავისით იწყეს დენა,
- დეე, - ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე.
- ჩემი გოგო, ასე უნდა შეგვაშინო დედიი?
- არ მინდოდა დეე, არც ვიცი, რატომ შეგაშინეთ, არაფერი მახსოვს... - ჩუმად ვბუტბუტებდი.
- არაუშავს, ჩემო, მთავრია ახლა უკეთ ხარ, დაისვენებ, მომჯობინდები. - თმებზე და სახეზე მეფერებოდა დედაჩემი.
- ხო, ალბათ დედი... - ვთქვი და გულამოსკვნილი ტირილი წამსკდა, ტიროდა დედაჩემიც.
- ემიი, - ქეთას ხელი ვიგრძენი, - ემი, რატომ ტირი, ემიი,
- გთხოვ არ იტირო, ხოო? - აყვა მაკოც, რომელიც ცრემლებს იწმენდდა, მერე რაღაც ჩაჩურჩულა ქეთას და ოთახიდან გავიდა. - გამარჯობათ, - იქ მყოფებს მიესალმა და ვანიკოსკენ წავიდა - ვანიკო, სად არის მაქსიმე?
- წავიდა,
- რაა? სად წავიდა? - შეშფოთდა მაკო, - ემილიმ, გაიღვიძა და მეთქი შევიდოდა, ნახავდა , დაელაპარაკებოდათქო.
- არ იცი, რა უშნოა? - გაბრაზებით ჩაილაპარაკა - ადგა და წავიდა, რაღაც მოხდა ამ ორს შორის და უნდა გავარკვიო.
- მართლა? შენ ასე ფიქრობ?
- კი, და გავარკვევ.
- თუგინდაწავიდეთ,
- ხო, მართალიხარ, ყველანიაქარიან, ჩვენრომწავიდეთუკეთესიციქნება, იქნებმაქსიმეცვნახო.
- ქეთი, წავალთჩვენდაშეგეხმიანებიმერე. - მიუბრუნდა ოთახიდან გამოსულს.
- კარგითმაკო, ვანიკო, მადლობაყველაფრისათვის - გადაეხვიაქეთიმაკოს, - ვატოო, - გასძახასამზარეულოშიმოლაპარაკესბიჭს
- ხო, ქეთი
- მაკოდავანიკომიდიან.
- მოიცადეთ, გვევახშმა.
- არა, მადლობაძმაო, უნდაწავიდეთ. მერეიყოს, ემილიცმომჯობინდებადაშევიკრიბოთ.
- ეგეცმართალია, მადლობაყველაფრისათვისდადროულირეაგირებისათვის. ვიმედოვნებემილიაწინასეაღარშეგვაშინებსყველას.
- კი, კიიმედია. აბადროებით.

„უნდა წავიდე, უნდა წავიდე... აქ ვერ გავჩერდები, ყველასთვის უბედურება მომაქვს... უნდა წავიდე, გავცილდე აქაურობას, მაგრამ სად? სად გადავიმალო? ან მშობლებს რა ვუთხრა სად მივიდვართქო? რამდენჯერ უნდა გავიქცე? რამდენჯერ უნდა დავიწყო ცხოვრება ნულიდან? ხანდახან მგონია ჯობდა არ დავბადებულიყავი... არავისთვის კარგი მე არ მომაქვს... იქნებ ჩემი ბრალიცაა გიორგის ცხოვრება ასე, რომ დამთავრდა? იქნებ მე, რომ არ შემხვედროდა ახლა იქნებ ცოცხალი ყოფილიყო? არ მინდა მაქსიმესაც ავუწეწო ცხოვრება, თბილისში ცნობილი ოჯახის შვილია, სასურველი სასიძო... მისი მშობლები ჩემნაირს მიიღებენ? მერე მოუწევს სიყვარულის დასაცავად იბრძოლოს, მერე შეიძლება ეს ბრძოლა მობეზრდეს და მიმატოვოს... არა!!!“ - წამოვჯექი მტკიცედ, ხელის გულებში მოვმუჭე ზეწარი, ცრემლები მოვიწიმინდე, ხალათი მოვიცვი და მისაღებ ოთახში გავედი.
- ემილიი, - მომვარდა ქეთა, - ხომ ხარ კარგად?
- კი , კი - დავუქნიე თავი.
- დედა გენაცვალოს, დაგეძახა თუ რამე გინდოდა და მოგიტანდი.
- არა იყოს დედა, უბრალოდ რაღაც მინდოდა მეთქვა.
- ხო დედი,
- უნდა წავიდე.
- სად მიდიხარ? - წამოდგა ვატო.
- არ ვიცი... მაგრამ უნდა წავიდე...
- მოიცა ასე სად მიდიხარ? საღამურებით?
- არა , ახლა არ მივდივარ ... უბრალოდ, დასვენება მინდა, ოღონდ არც ქუთაისში და არც აქ, სადმე სხვაგან უნდა წავიდე... - ცრემლებით ამევსო თვალები და ხმაც ამიკანკალდა.
- შვილო, - მომვარდა დედაჩემი - მითხარი შვილო რა გიჭრს? რა გტკივა დედი? იქნებ დაგეხმარო, დედა გენაცვლოს.
- არა, არ მტკივილს ჩემს გარდა ვერავინ ვერ მოერევა და დაამარცხებს, მე უნდა შევძლო, მე უნდა შევძლო, თუ შევძელი...
- შეძლებ ემი, შეძლებ !!! - მომეხუტა ქეთა.
- ნუ ამატირეთ ახლა, - არამყარი ხმით მოგვარდა ვატო, - ადექით ზემოთ, არ დამღალეთ ამდენი სტრესებით, ჰე, ახლა წადი ბათუმში და განიტვირთები, თუ ბათუმის ხმაური არ გინდა გონიოში, შეკვეთილში, რავიცი სადაც გინდა, თუ გინდა გრიგოლეთში წადი... მაგრამ იცოდე მე და ქეთას ქორწილისთვის ასეთი სახით არ მჭირდები, არც ასეთი უბედური, გესმის? - მხრებზე მომიჭირა ხელი ჩემმა ძმამ, ვიგრძენი ვითომ მხირული ხმის უკან რამხელა ტკვილს მალავდა ისიც, მე ხომ ვიცოდი როგორ განიცდიდა ჩემს მდგომარეობას.
- კარგი უფროსო! - სიცილ-ტირილი წამსკდა და მაგრად ჩავეხუტე ძმას, - ოღონდ იცოდეთ არავინ უნდა იცოდეს სად ვარ ... სიმარტოვე მჭირდება...
- არის, უფროსო! - გამიცინეს ორთავემ.

ზღვა, ქვიშა, მზე... ფიქრების კორიანტელი, საკუთარ თავში სიძლიერის ძიება, სიმარტოვე, ხანდახან ზღვასავით აბობოქრება, აღელვება, ტალღების დგაფუნი ჩემს სულში, სხეულში... გაშმაგება, სიგიჟე, ტკივილამდე, კივილამდე ტირილი, სულის კივილი, თვითგვემა, სასოწარკვეთა...
„სიბნელე, მძაფრი სუნი, სიმარტოვე, სადღაც შორს მბჟუტავი შუქი, მივფრინავ არ მივდივარ, თავისკენ მიზიდავს ეს შუქი:
- მოხვედი, ემილი? - ხმა მესმის.
- მოვედი.
- კარგია, კარგი. გელოდი.
- მელოდით?
- კი, სასოწარკვეთას ხალხი ჩემამდე მოყავს...
- ნუთუ მოვკვდი?
- არა, მაგრამ არც ცოტა გიკლიათ.
- და მე რომ არ მინდა ჯერ სიკვდილი?
- და აბა რატომ იკლავ თავს?
- მე? ნუთუ თავი მოვიკალი? რომ არ მახსოვს? მე არც ზღვაში შევსულვარ, არც წამალი დამილევია, არც ბაწარში გამყვია თავი...
- შენ გგონია ადამიანები მარტო მაგ გზით იკლავენ თავს?
- კი...
- და აი, მანდ ცდები... შენ ბოლო 2 წელია სრულ სასოწარკვეთილებაში ხარ, ეს კი შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან ერთერთია ანუ შენი სული ნელნელა კვდომას იწყებს შენს სხეულთან ერთად და ბოლო ეტაპზე ხარ ახლა...
- და, და მე რომ არ მინდა ჯერ სიკვდილი? მე ხომ ჯერ ახალგაზრდა ვარ?
- მაშინ უნდა წარიკვეთო სასოწარკვეთილება, შენში სასოება უნდა აღმოაცენო, სიყვარული უნდა გაამეფო და ისევ დაიწყებს შენი სხეული სუნთქვას, ჰარმონიას, სილაღეს...
- მერე მე ეს შემიძლია? მაქვს კი ამის ძალა?
- კი, გაქვს, გულში ჩაიხედე, სიყვარული გამეფებას ითხოვს, შენ კი სადღაც მიექანები, უსასრულობისაკენ, იქ სადაც შენი ადგილი ჯერ არ არის... სიყვარული იპოვე, ეძიე, დაიბრუნე... დაიბრუნე... დაიბრუნე სიცოცხლე შენი... ბჟუტავი შუქი უცებ დიდ ნათელ შუქად იქცა, თითქოს ყველა და ყველაფერი აგუგუნდა, გაბრწყინდა, განათდა, ამ ხმამ და სიკაშკაშემ შემაშინა და უცებ წამოვხტი, სასტუმროს ოთახში ვიყავი, გაოგნებული ვიჯექი, ხმას ვერ ვიღებდი, სრული შოკი მქონდა:
- ეს, ეს რა იყო, სიზმარი? აბა რეალობა არ იქნებოდა, - გიჟივით დავაბოტებდი ოთახში, აივანზე გავედი, გარემოს გავხედე, მზე კაშკაშებდა, ხალხი ირეოდა, დღის 2 საათი იყო, ასეთი სიბნელე, მხოლოდ სიზმარში იქნებოდა, - მგონი ვგიჟდები, - ოთახში შემობრუნებულმა სარკეში ჩავიხედე - მგონი სიმარტოვე და ჩემი ფიქრები ბოლოს მიღებენ, ჩემი სასოწარკვეთილება, მოიცა, ხო, როგორ მითხრა, სასოწარკვეთილება წარიკვეთეო და სასოება მოიპოვეო, ანუ იმედი უნდა დავიბრუნო ხო? მომავლის იმედი? ე.ი წარსულით ცხოვრებას უნდა შევეშვა და თვითგვემას ხომ? სად წახვედი? - მაღლა ავხედე ჭერს - მე ხომ ყველა კითხვა არ დამისვამს? ისევ გაურკვევლობაში ვარ... ჩემს თავში ძალა უნდა ვიპოვო ხომ? სასოება უნდა დავიბრუნო, სიყვარული უნდა დავიბრუნო... - გაუზარებლად ვბუტბუტებდი სიზმრის თუ ხილვის დიალოგებს - მოიცა, - შევდექი, თითქოს გონება განათდა - სიყვარული უნდა დავიბრუნო? სიყვარული რომელსაც გამოვექეცი? მერე? ეს დამიბრუნებს სასოებას? თუ პირიქით? არაა, აქ ჯდომით გავგიჟდები, გარეთ უნდა გავიდე.
სარაფანი გადავიცვი, თმები ავიწიე და კარები გამოვაღე:
- ვაიმეე, - შევკივლე უცებ.
- ვაიმე, ქალბატონო - შეხტა სასტუმროს მენეჯერი, რომელსაც სხვადასხვა ფერის ვარდების დიდი თაიგული ეკავა ხელში.
-
- არ გელოდით.
- არც, მე - გამიღიმა - ხო, ეს ყვავილები თქვენ.
- მე? - გავოცდი.
- ხო, თქვენ.
- იქნებ გეშლებათ? - დაეჭვებით ვკითხე.
- არა, არ მეშლება თქვენია - ზრდილობიანად მიღიმოდა ის.
- დარწმუნებული ხართ? - ისევ ვკითხე და აშკარად მისი გაბრაზება დავიმსახურე, მწყრალი მზერა მსტყორცნა.
- დიახ!!! - გაბარაზებული კილო ისმოდა მისი ხმიდან.
- კარგით, მადლობა - გამოვართვი თაიგული, ზრდილობიანად გავუღიმე და კარები ცხვირწინ მივუხურე. დიდხანს ვიდექი ერთ ადგილას და ვაკვირდებოდი ყვავილებს, თან რომ გითხრათ არ მკლავდა ინტერესი თუ ვინ გამომიგზავნათქო, დამიჯერებთ? აჰა, ასეც ვიცოდი. ბევრი ვეძებე ბარათი, მაგრამ ვერ მოგართვით თუ ვერ მომართვით, ბარათი არასად ჩანდა. ვითომ საფიქრალი არ მქონდა, ახლა ამაზე ვიფიქრო ვინ გამოხტა კიდევ ? ხო, რას ვაპირებდი სანამ მენეჯერს შევეჩეხებოდი? ა, ჰო, სასეირნოდ მივდიოდი. წავედი მე უნდა გავთავისუფლდე ცუდისგან...
ყვავილების თაიგული დაჭკნობას ვერ ასწრედა, ახალი რომ უკვე ხან კართან მხვდებდა ხან კიდე ან მენეჯერი მომართმევდა ან ადმინისტრატორი, თუმცა ამასაც მივეჩვიე, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი,თუ როგორ არაქალურად ვუდგებოდი ამ ყველაფერს და არ ვკეკლუცობდი, არ ვინტერესდებოდი იდუმალი თაყვანისმცემლით, მაგრამ ეტყობა მართალი იყო ის ადამიანი სიზმარში შენი სხეული კვდომას იწყებსო, რომ მითხრა. უნდა მოვფხიზლდე, უნდა მოვიტოვო წარსული და წინ ლაღი და ბედნიერი მომავლისკენ. რაც მეტ პოზიტივს ვფიქრობდი, მით უფრო ყოველდრიურად ვგრძნობდი ენერგია როგორ მემატებოდა, უფრო ხალისიანად ვიღვიძებდი, თვალებიც მიციმციმებდა, მოკლედ ვგრძნობდი პოზიტივს, ცვლილებას და ეს მამხნევებდა. ყვავილებს კი უკვე სიხარულით ვხდებოდი და ველოდი მოულოდნელ სიურპრიზსაც, მაგრამ უცნობი თაყვანისმცემელი არსად ჩანდა.

სანაპიროზე ვიჯექი, ტალღების ხმა მამშვიდებდა, ჩემს ოცნებებს შორეთში ვუღიმოდი, უცნაურ სიმსუბუქეს და შინაგან ფორიაქს ვგრძნობდი, თითქოს რაღაცას ველოდი და არც ველოდი... სახეზე კი ბედნიერი ღიმილი დამთამაშებდა, სიო სასიამოვნოდ მიწეწავდა თმებს და მზის სხივებს თამამადა ვუშვერდი სხეულს...
- გამარჯობათ.
- გამარჯობათ - ფიქრებიდან ძლივს გამორკვეულმა ვუპასუხე.
- იცით ეს კონვერტი თქვენთან გამომატანეს - მიღიმოდა ლამაზი გოგონა.
- ჩემთან? - ირგვლივ მიმოვიხედე.
- დიახ, - ისევ გამიღიმა.
- მადლობა - გამოვართვი წერილი და „შეზლონგზე“ წამოვჯექი დაბნეული.
- წარმატებები.
- გაიხარეთ, თქვენც.
კარგახანს ვატრიალე ხელში კონვერეტი, ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა,
მაგრამ ქალური ცნობისმოყვარეობა უკვე კარგად იყო გააქტიურებული ჩემში.
„ქალშისიძულვილიარაა-
ანუყვარხარ
ანწაშლილიფერიხარმისთვის.
ვაჟახორნაული
ლამაზად უთქვამს პოეტს და თუ შენთვის წაშლილი ფერი ვარ, ნუ მოხვალ და თუ გიყვარვარ, მაშინ გელოდები...“

მივდიოდი, მიუყვებოდი ზღვის სანაპიროს მითითებული მისამართისკენ, შიშის გრძნობა მქონდა, მთელი სხეული გამეთოშა, ვღელავდი, სუნთქვაც გამიხშირდა, მინდოდა თვალები დამეხუჭა და ისე მივსულიყავი იმ ადგილას, სადაც მელოდნენ, ვგრძნობდი ნელნელა ემოცია სიარულის ძალას და ენერგიას მაცლიდა, ფეხები როგორც იტყვიან უკან მრჩებოდა, მთელ სხეულში სიმსუბუქე ვიგრძენი, პეპლების ფრიალი მუცელში, ვგრძნობდი ეს ტალღები როგორ მაბნევდნენ.
კაფეს, რომ მივუახლოვდი, ღრმად ამოვისუნთქე, ვეცადე სუნთქვა და ღელვა დამერეგულირებინა, ფეხების კანკალით შევედი და ის მიღიმოდა, იმ მზერით, რომელიც ყველას და ყველაფერს მავიწყებდა, იჯდა და მელოდა, ცრემლები გადავყლაპე, მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე და იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი.

- ემილი, - ჩემს წინ ჩაიმუხლა, მისი სიახლოვე, სურნელი როგორ მომნატრებია, მე კი თვალებ დახუჭლი ვიჯექი, ვცდილობდი ტირილი შემეკავებინა, მაგრამ როდის იყო ცრემლები ჩვენ გვიჯერებდნენ? ცრემლები ჩუმ-ჩუმად იპარებოდნენ - ემილი, გთხოვ არ იტირო, ხომ იცი ვერ ვიტან ქალი, როდესაც ტირის? - ცრემლები მომწმინდა, მისმა შეხებამ სრულად წამოშალა ჩემი „ვითომ“ მიძნებული გრძნობა.
- მაქსიმე, - ძლივს ამოვილუღლუღე და მის ხელს ლოყით მივეფერე - შენ, შენ აღარ გელოდი...
- რატომ აღარ მელოდი?
- ხომ მითხარი: „წავედი, ემილიო?“
- და მაგის გამო დაკარგე გონება ხომ? ასე, რომ გამაგიჟე მაგის გამო? და დღემდე ვერ ვაპატიე მაგ ამბავი ჩემს თავს? - თმებზე მეფერებოდა.
- მეგონა შენც წახვედი ...
- „კამათის დროს ქალმა შეიძლებანებისმიერი რამ თქვას. მათ შეუძლიათ არა ადამიანურად გატკინონ გული, მოიქცნენ ულამაზოდ, უმსგავსობის ზღვარზე. ისინი აფრქვევენ სიბრაზეს, გიტევენ და შეურაცხყოფას გაყენებენ, სხვები, პირიქით, ჩუმადარიან, მაგრამ მერე, როგორც შხამი, წვეთებით გამოადენენ წყენას. ნაწყენ ქალს შეუძლია წავიდეს და თქვას, რომ ურთიერთობა მორჩადა აღარც იქნება არასდროს. ამ მომენტში ბევრი მამაკაცი უშვებს დიდშ ეცდომას - უშვებს მას, აძლევენ მას გაგრილების საშუალებას. მათ იმედი აქვთ, რომ გავა დრო და ის დაწყნარდება. დიახ, ასეცი ქნება. ის გაგრილდება თავისი მამაკაცის მიმართ და იპოვის სხვას, რომელიც მას არ გაუშვებს. ქალები ყოველთვის ელიან, რომ ისინი დაიბრუნონ, ნებისმიერ კამათში. არაქვს მნიშვნელობა, გაბოროტებული იყო თუ ნაწყენი, არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობდა, მას უნდა, რომ ის დაიბრუნონ. ქალს შეუძლია კაცს ბევრი რამე აპატიოს, თუ იცის, რომ ის მას არასდროს გაუშვებს და ყოველთვის დაიბრუნებს,"დიმიტრი ბრილოვის სიტყვებია, ჩემი არ გეგონოს. - შემომცინა -შენ კი სულელო, ისე იყავი აჟიტირებული, დროებით გაცლა ვამჯობინე, ახლა კი მოვედი, რომ დაგიბრუნო ...
- მე მეგონა გადაგიყვარდებოდი, მე ხომ უკვე მეორეჯერ გკარი ხელი... - თავი მაღლა ავწიე, ღრმად ამოვისუნთქე, ვეცადე ტირილი შემეკავებინა.
- კი ეგ მართალია, მაგრამ რემარკს უთქვამს „ სანამ ადმაიანი მის ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უფრო ძლიერია“-ო, ხოდა მეც არ დავნებდი და მესამედ მოვედი შენთა, ღმერთი სამობითაა და მჯერა ახლა სულ ჩემთან იქნები და დამიბრუნებ ჩემს სიყვარულს. - საყვარლად ამომხედა და გამიღიმა
- ანუ უარი არ მიიღება ხომ?
- რავი თუ გინდა, - ტუჩები დაბრიცა, - ახლა ისეთ „ვიდზე“ ხარ, შეიძლება ჩემზე უკეთესები გეძლევიან...

- სულელო, - გადავიკისკისე, - ეჭვიანობ?
- ხო, რავი... მეეჭვიანება ... ისეთი დახვეწილი ხარ, ეს რუჯიც ისე გიხდება... იქნებ აღარც გიყვარვარ... - სივრცეს გახედა მაქსიმემ.
- ხო, დასვენებამ, ზღვამ, აქტიურმა ცხოვრებამ, ცურვამ, ჯანსაღმა კვებამ ასე დამხვეწა - გავუღიმე, - და შემეცვალა ხედვებიც, გემოვნებაც და მართალი ხარ, აღმოვაჩინე, რომ შენ ... - აქ პაუზა გავაკეთე, დავაკვირდი, როგორ დაეჭიმა სახეზე კუნთები, წამით სუნთქვაც გააჩერა - კი არ მიყვარხარ... - ვიგრძენი, ერთიანად როგორ გაიყინა, თავი ძირს დახარა - ხო, კი არ მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ, ცამდე, უსასრულომდე, გესმის? - ნიკაპზე ხელი მოვკიდე და თავი ავაწევინე, მაქსიმეს თვალები სულ ცრემლით ჰქონდა სავსე.
- ემილი, - ჩამეხუტა ის, - ემილი, მესამედ მომკალი იცოდე, მაგრამ დროულად მომისწარი და გამაბედნიერე შენი სიტყვებით, მეც მიყვარხარ გესმის? სიგიჟემდე, უსასრულომდე და მინდა მხოლოდ ჩემი იყო, ჩემი გერქვას, მხოლოდ მაქსიმესი... იცოდე, შენ მე მაბედნიერებ...


ღია ტერსაზე ვისხედით, ერთმანეთს მიხუტებულები, ზღვის ცქერით ვტკბებოდით და ერთმანეთის ბედნიერება გვაერთიანებდა.
- ხო, ქეთა - ვუპასუხე მობილურს, მაქსიმემ კი ჩუმად მანიშნა ჩემზე არაფერი თქვაო, - მე კარგად და შენ?... არ მიმიტოვებიხარ, მალე დაგიბრუნდებით... არ გატყუებ, მართლა... არაუშავს, შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ, მოასწრებ, ჩემს გარდა კიდევ 2 მული გყავს და ისინი მოგეხმარებიან... ჩემს ქორწილში? და როდის მაქვს ქორწილი, გეცოდინება ეგ და ბიჭის სახელიც არ დამიმალო, გვარი თუ არ მეცოდინება ჯანდაბას ... - გადავიკისკისე უფრო მაქსიმეს მოწკურულ თვალებზე, - რა მეშველება? და უსაშველო მჭირს რამე და მიმალავთ?... არ ვიცი, ქორწილი 2 კვირაშია და ჩამოვალ, ქორწილზე აუცილებლად ვიქნები პირობას გაძლევ, შენ თუ არა ვატოს არ დავაღალატებ, ოჯახს, მშობლებს, ნათესავებს... რა ვქნა მითხარი? არ ვჯღანაობდი და დეპრესია გაქვსო, ვჯღანაობ და ხომ არ გაგიჟდიო, ვერ გავიგე რა ვქნა, წყალში ხომ არ გადავხტე? კი ვარ ისე ზღვაზე ბარემ... - ზღვას გავხედე და სევდიანად ჩამეღიმა, რამდენჯერ მიფიქრია ზღვას ხომ არ შევუერთდე და ზღვის ქაფად ხომ არ გადავიქცეთქო. - კარგი ნუ აწიკვინდი, ქორწილს დაველოდები და მერე ვიფიქრებ, - ვგრძნობდი, მაქსიმეს ცხვირის ნესტოები როგორ ებერებოდა. - ხო, კარგი, კარგი, წავედი და შემოგიერთებით მალე.
- მითხარი ასე აპირებ მთელი ცხოვრება? - თვალებში ჩამხედა მან.
- რას ვაპირებ?
- თვითგვემას?
- არაა, გადავიფიქრე - შევცინე.
- ვერ გატყობ, - ეჭვიანი მზერა მსტყორცნა.
- თუ მოინდომებ, მალე შემატყობ.
- აჰა, მე უნდა მოვინდომო?
- დიახაც - ისევ გავუღიმე.
- მოკლედ ამ სიბერეში ძაან ბევრს მთხოვ.
- უიი, ეგ კი არ გამახსენდა. ანუ დაბერდი უკვე და ჩემი სახით მომვლელი გჭრდება ხო?
- არა რაა, შენ ხარ ჩემი ერთადერთი სიყვარული, რომელიც ალბათ ბოლოს მომიღებს - შემომცინა და ცხვირზე ხელი ამკრა.
- რას იზამ ჩემო მაქსიმე, ემილია კანდელაკი რთული ლაბირინთია და რომ შეეჭიდე აბა როგორ გეგონა? - მეც შევცინე და თმები ავუბურძგნე.
- მაგიჟებ ... - ჩუმად ჩაიჩურჩულა და ხელის მტევანზე მაკოცა.
- არ წავიდეთ? - საათს დავხედე.
- სადმე გეჩქარება?
- კი, პაემანზე
- ოჰო, და მეც რომ წამოვიდე შეიძლება?
- რავი პაემანზე დაქალები მიყავთ, მაგრამ დავუშვებ გამონაკლის და შენ წაგიყვან - გადავიკისკისე.
- კარგი, მაშ წავიდეთ - წამოდგა და ხელი გამომიწოდა, მეც შევაგებე ჩემი ხელი და გავუყევით ჩემი სასტუმროსკენ მიმავალ გზას.
- შემოდი, - შევიპატიჟე.
- მერე ხალხი რას იტყვის? - ცალი წარბი აწია და ულვაშზე ხელი მოისვა.
- ვინ ხალხი?
- ახალგაზრდა გოგომ სასტუმროს ოთახში ახალგაზრდა, სიმპატიური, ბრგე, ქოჩორა მამაკაცი შეიყვანაო?
- ჰმ, და ასე გაღელვებს სხვების აზრი?

- რავი, ცოტათი კი, რადგან ეს შენ გეხება...
-
- ხო, მაგრამ შენ მოდიხარ ჩემთან, სხვა ხომ არა? და თან უნდა მიეჩვიო ჩემზე ხალხი ბევრ რამეს იტყვის - თვალი ჩავუკარი და ოთახის კარები ფართოდ შევაღე.
- ოჰო, ყვავილები - შესვლისთანავე შეამჩნია და ლარნაკში ჩაწყობილ ვარდებს მიეფერა.
- ხო, ვიღაც უცნობი მიგზავნიდა ეს ბოლო დღეები - ტუჩები მოვკუმე და ჩამეცინა.
- ანუ უცნობი ხომ? - შემობრუნდა - ეჭვი არავისზე გაქვს?
- კი, მაქვს, მაგრამ მერე რა?
- მადლობა არ უნდა გადაუხადო იმ „უცნობს“?
- ახლავე უნდა წავიდე მადლობის გადასახდელად თუ მოვიცადო და მერე?
- როგორც გინდა.
- კარგი, მაშინ ახლავე წავალ... - წინ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ტუჩებზე ვეამბორე - ესეც ჩემი მადლობა...

მაქსიმე ვიგრძენი თუ როგორ გაინაბა, გაიყურსა და ცდილობდა ბედნიერება ბოლომდე შეეგრძნო.
- მაგიჟებ ... - ჩუმად ამოიჩურჩულა და გულთან ძლიერად ჩამიკრა, ისე რომ თავალებიც არ გაუხელია.
- და თუ გაგიჟებ, საგიჟეთში ხომ არ წაგიყვანებენ? - მის კისერში თავჩარგულმა ამოვიჩურჩულე.
- სულელი ხარ, ამ ხნის გოგო პატარა სულელი ხარ. - გულთან ჩაკრული ვყავდი ისევ - არადა, გასაუბრებაზე სულ არ გეტყობოდა ეგ ამბავი, თორემ არ აგიყვანდით და ვერც მე გიპოვიდი და ვიქნებოდი ასე ეულად და მარტო ...
- იცი? - ავხედე ქვემოდან.
- რა? - გამიღიმა.
- ასე ბედნიერად თავი არასოდეს მიგვრძვნია, მთელი სხეული სითბოთი, სიყვარულით და ბედნიერებით მაქვს სავსე.
- მეც. - ისევ ჩამიხუტა.
- მგონი შენ გაგუდვას მიპირებ, ჰა?
- რა ვქნა, ვერ გელევი, 35 წლის მამკაცი ამჭერი ჭკუიდან. - გაიცინა.
- მიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ, მართალია, ბევრჯერ გაგაწვალე ჩემი უარით, მაგრამ ახლა ვხდები, რომ ვერ გაგიშვებ, ჩემთან უნდა დაგიტოვო ...
- ანუ აქ დავრჩე? - სასტუმრო ოთახს მოავლო თვალი.
- უპს ! - წამოვიძახე, - ჯერ არა - თითი დავუქნიე, მოვა მაგის დროც. - თვალი ჩავუკარი და გადავიკისკისე მის გულზე მიხუტებულმა.


ზღვის სანაპიროზე მზის სხივებს ვეცხუნებოდით, ვუყურებდი მას და ვხდებოდი უცნაური გრძნობებთი, რომ ვივსებოდი, ბედნიერება ჩემში ჩქეფდა, მინდოდა სულ მისთვის მეცქირა, მეგრძნო მისი სითბო, ჩახუტება, ხმის ტემბრი...

- რატომ მიყურებ მასე? - თვალები არ გაუხელია ისე მკითხა მაქსიმემ.
- როგორ ასე? - დანაშაულზე წასწრებული ბავშივით გავწითლდი.
- აი, როგორც მიყურებ.
- მხედავ თუ? - დაეჭვებით შევხედე.
- მე შენ სულ გხედავ, ჩემს ფიქრებში, ჩემს ოცნებებში, ჩემს წარსულში, აწყმოში და მომავალში... - მომღიმარი სახით გამომხედა, მე მხოლოდ ღიმილი შევძელი, ხმა რომ ამომეღო აუცილებლად ავტირდებოდი ბედნიერებისგან - ჩვენებს როდის ვუთხრათ?
- რა? - ვერ მივხდი უცებ რაზე მკითხა.
- რა და მთვარეზე, რომ მივფრინავთ?
- სად მივფრინავთ? - წამოვჯექი უცებ.
- მთვარეზე... - მთელი სერიოზულობით გამიმეორა ისევ.
- და ეგ როდის გადავწყვიტეთ?
- არა, რაა - გაეცინა - ბოთუკელა მყავხარ. - თმები გადამიწია, - ერთად, რომ ვართ უკვე, უნდა დავმალოთ თუ ვუთხრათ ჩვენებს?
- ნერვიულობენ ჩვენზე?
- კი ძალიან, ჩალიჩბენ, რომ ერთად ვიყოთ.
- ანუ ქეთამ გითხრა აქ, რომ ვიყავი და იცის აქ, რომ ხარ?
- არაა, არავის უთქვამს, ჩემით გიპოვე. ვიცოდი სადღაც ზღვისპირას, რომ გამოიქცეოდი.
- და საიდან?
- ჩემი ნაწილი ხარ და იქედან, მეც შენსავით გამოვექცეოდი ყველაფერს ზღვისპირეთში და ამიტომაც გიპოვე იოლად. - ცხვირზე ხელი ამკრა.
- მაოცებ! - ვერ დავმალე გაოცება.
- ჯერ სად ხარ, წინ ბევრი საოცრებები გელოდება.
- „გელოდება“ არ მომწონს, გველოდება ჯობია.
- ანუ შენც მპირდები საოცრებებს?
- რატომაც არა? შენსავით გიჟი რომანტიკოსი შეიძლება ვერ ვარ, მაგრამ არ ჩამოგრჩები. - გავუღიმე, მის გულმკერდს ზურგით მივეყრდენი და ზღვას გავხედე.

მარტო ორნი, ორი გული, ორი სუნთქვა, ერთი გრძნობა, ერთი ფიქრი, ერთი ზღვა და ერთი მზე... ერთად ხეტიალი ზღვის სანაპიროზე, მზეში, წვიმაში, ქარში... საუბარი ათას სისულელეზე და გულიდან ამოსული კისკისი, სიყვარულით გაჟღენთილი თვალები, მუცელში მოფარფატე პეპლები, უცნაური სითბოს სხეულებში, თრთოლვა, ვნებისგან თრთოლვა თითეუელ შეხებაზე, ძლიერი მონატრება გვერდით მყოფის, ჩახუტებულის, მაგრამ მაინც მონატრება...
- ხო ქეთა, - ვუპასუხე დაქალს.
- მგონი დაგავიწყდი მე შენ - გაბუსული ხმა მომესმა მისი.
- არა, არ დამავიწყდიი, აი, ბარგს ვალაგებ და მალე გნახავთ. - ტანსაცმელების დავხედე.
- მართლაა? - უცებ გამხიარულდა ის. - რა მაგარიაა, ხო იცი ქუთაისში ვართ და თბილისში არ წახვიდე.
- ხო ქორწილი მანდაა და აბა თბილისში რა მინდა. ერთი სული მაქვს, როდის გნახავთ და გავიგებ ამბებს, დეტალებს. - ბედნიერმა სივრცეს გავუღიმე.
- მოკლედ, პატარა მულები ძალიან აქტიურად მეხმარებიან.
- ძალიან კარგი, ასეთი ცქრიალა რძალი შედიხარ და აბა როგორ უნდათ - გადავიკისკისე.
- ემიი, - უცებ ხმა დაუსერიოზულდა.
- რა იყო ქეთა?
- ვატომ თავი გაიგიჟა... - ვატყობდი რაღაცის თქმა უჭრდა ძალიან.
- რაზე? - პერანგი ჩავდე ჩემოდანში და გავიყურსე.
- გინდა თუ არა ვანიკო და მაკო უნდა დავპატიჟო ქორწილშიო.
- ვაა, რა მაგარია - გამიხარდა ძალიან.
- მაქსიმესაც უნდა ვუთხრაო... - შემომაპარა ქეთამ.
- ვის? - ყურებს არ დავუჯერე. - და მაგას რატომ ეძახის?
- რავიცი, ვანიკოს და მაკოს, რომ ვეტყვით, მაქსიმემ რა დააშავაო.
- კარგი, კარგი. მაგ საკითხზე, რომ ჩამოვალ მერე ვისაუბროთ.
- კარგი, აბა არ მოგაცდენ ბარგის ჩალაგებას და გელოდებით.
- დროებით. - მობილური ტახტზე დავაგდე და მეც მივყევი. - ანუ მაქსიმეც იქნება ქორწილში და მერე, შევძლებთ მოვთოკოთ ჩვენი გრძნობები? რომ არ გავცეთ და არ გაგვიგონ? მოკლედ, ვატომ თავსატეხი გამომიჩნა. მოიცა, მოიცა, მაქსიმეს ვეტყვი, რომ ვითომ არ ცალია და ვერ მოახერხებს მოსვლას ქორწილში. - ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა წამოვდექი და ბარგის ჩალაგება განვაგრძე.
- რაზე ფიქრობს ჩემი ? - ზურგიდან მომეხუტა მაქსიმე.
-
- ვუჰა, შენ როდის შემოიპარა?
- შენს თავს, რომ ებუტბუტებოდი მაშინ.
- აჰა, - ჩემოდანს თავი შევუკარი.
- სანამ წავალთ გავისეირნოთ.
- კარგი.
ხელკავი გავუკეთე და გარეთ სასტუმროს ეზოში ჩამოვჯექით. შემოდგომის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ჰაერში.
- ვატო ქორწილში გპატიჟებს...
- ვაა, მართლაა? - გაუხარდა აშკარად.
- მაგრამ შენ არ მოხვალ!
- ვითომ რატომ?
- იმიტომ, რომ იქ ჩვენ გრძნობებს აშკარად გამოიცნობენ.
- ანუ უჩემოდ გადაწყვიტე ჩემი არ წამოსვლის ამბავი?
- არა არ გადამიწყევტია, მოვიფიქრე და შენ გითხარი.
-
- ნუ ჭყანავ სახეს, არ გიხდება.
- ანუ?
- ანუ ვიქნები მეც ქორწილში. - გამიღიმა საყვარლად.
- მერე არ გაგიჭრდება?
- რა?
- გრძნობები მოთოკვა, თითქოს არაფერი ხდება? - გამიფართოვდა თავლები.
- მე ის უფრო გამიჭირდება, რომ ვერ გნახავ ამ ხნის მანძილზე რაც ქუთაისში იქნები. - ჩამეხუტა და ამავსო ბედნიერების ჰრომონებით, სითბოთი და თვალზე ცრემლი მომადგა, ხმამაღლა ამოვისუნთქე. - ტირი? - ცრემლები მომწინდა.
- მომენატრები, აი, ეს სითბო, ეს ჩახუტება, შენი სურნელი ...
- მეც, მაგრამ არაუშავს... ცოტაც და თბილისში იქნები, ჩემთან ახლოს.
- კი, მეც ეგ მამშვიდებს.

- ნუ მიღიმი მასე, თორემ სულ მინდა გიკოცნო ეგ სახე.
- რა მეშველება, მგონი გიჟდები შენ ხო ? - თავი გადავაქნიე, - ადე, ადე წავიდეთ, თორემ ქეთა მალე ფეხით ჩამომაკითხავს.
- შენ წინ ივლი და უკან მე გამოგყვები. ისე კარგი იქნებოდა უმანქანოდ, რომ იყო მე წაგიყვანდი.
- არაუშავს, სხვა დროს მატარე.
ბარგი ჩავალაგეთ და ჩვენ ჩვენ გზას შეთანხმებულად გავუყევით, სამტრედიაში გზის გასაყარზე კი გავჩერდით.
- არ მინდა, რომ გაგიშვა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. - შუბლზე მაკოცა.
- მეც, მაგრამ სულ ცოტაც და ქორწილში შევხდებით ერთმანეთს.
- ხო, შორიდან მივესალმებით ერთმანეთს, მტრებივით.
- და რატომ მტრებივით? ვიყოთ კარგი ნაცნობები.
- ესეც შეიძლება. - გამიღიმა.
- იცოდე მომწერე, რომ ჩახვალ და ხო, მანამდე ნელა იარე, არ აჩქარდე.
- როდის მნახე ჩქარა მოსიარულე? ახლა მითუმეტეს, როცა შენ უკვე ჩემი ხარ.
- კარგი. მჯერა შენი. წავალ ხო მე?
- ჯერ შენ წადი, გიყურებ მანამდე სანამ თვალს არ მიეფარები და მერე წავალ მე.
- აბა დროებით. - გულთან ჩავეკარით ერთმანეთს და წამოვედი.

სახლში ისე შევედი, არავის გაუგია.
- დედა, მამა... - ბარგი იქვე შემოსასვლელში დავტოვე და მისაღებისკენ გავემართე. ყველა ისე იყო საქმეში გართული, იქვე მდივანზე ჩამოვჯექი და ვიცდიდი, როდის შემამჩნედნენ.
-
ლოდინი, რომ მომბეზრდა, ჩავახველე.
- უკაცრავად, როდის მომაქცევთ ყურადღებას? თუ დამივიწყეთ უკვე?
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, ყველამ ერთდროულად ჩემსკენ გამოიხედა, ჯერ გაფართოვებული და ეჭვნარევი თვალებით მიცქერდნენ, მერე კი რომ დარწმუნდნენ მე ვიყავი, ატყდა ერთი ჟრიამული,წივილი, კოცნები, ჩახუტებები, ვინ სად მეხუტებოდა და მკოცნიდა არ მახსოვს.
რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები, რომ ძალიან მაგარია როცა ოჯახის და სამეგობრო წრე გაგიმართლებს, გიერთგულებს, შეგიყვარებს ისეთს როგორიც ხარ, იბრძოლებს შენთვის, არ მიგატოვებს და მონატრებულს ასე სიყვარულით, ჟრიამულით შეგხვდებიან, თითქოს საუკუნე გასულიყოს... მაგრამ ამ ოჯახს და მეგობრებს იმედები არ უნდა გაუცრუო, უნდა იცხოვრო ისე, რომ შენით მუდამ იამაყონ და არ რცხვენოდეთ შენი არსებობა, ამიტომაც ვცდილობ იმედები არ გავუცრუო, პირიქით, რაც ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებლობით, გამოვასწორო, დავავიწყო და გავაბედნიერო.
- ემიი, თვალებს ვერ ვუჯერებ... - აღარ მახსოვს მერამდენედ მეუბნებოდა ქეთა - შენ ეს შეძელი, ყოჩაღ, აი, გამაოცე, რაა. მაგარ „ვიდზე“ ხარ დაო.
- კარგი, ეხლა მოვრჩეთ ჩემზე საუბარს, ნუ გამაწითლეთ. - მივეხუტე ქეთას. - ქორწილი კარზეა მომდგარი, მე კი არაფერი ვიცი.
- ნუ არ თქვა, უმაგრესი დარბაზი შევარჩიეთ, ულამაზესი დიდი ჭაღებით. სადედოფლო კაბა შეკვეთილია და მალე ჩამოვა საფრანგეთიდან. სასტუმროშია დაგეგმილი ფოტოსესია და ვიდეოგადაღებები. ჩემები 2 დღეში ჩამოფრინდებიან. ქორწილის ღამეს აქვე ქუთაისის აეროპორტიდან გავემგზავრებით ევრო ტურში. - აღფრთოვანებული, ერთი ამოსუნთქვით მიყვებოდა, ბედნიერი ქეთა და ეს მეც მაბედნიერებდა, რადგან ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი ბედნიერდებოდა.
- მაგარია ძალიან ქალუკა. ვატო სად არის? მომენატრა ეგ ოხერი.
- დეე, არ გშია ნამგზვარი ხარ. - შემოვიდა დედაჩემი.
- აუ, კი ცოტას კი შეჭამდა ადამიანი. თან შენ მომზადებულ გემრიელობებს - შევცინე მონატრებულ დედას და ჩავეხუტე.
- როგორ გამოილიე დედა გენაცვალოს, ზღვაზე საჭმელს სულ არ ჭამდი? - სახეზე მომეფერა ის - ქორწილში ნათესავების უმრავლესობა ვერ გიცნობს.
- მერე, ეგ მინდა მეც. - გადავიკისკისე. - ჯერ საცოდავი სახეებით არ შემომხედავენ და მერე ვითომ ძალიან გულშემატკივრები არ დამიწყებენ აფირისტობას: „ვაიმე, რა ლამაზად გამოიყურები, ვაიმე, როგორ შეგცვალა თბილისმა“ და ა.შ.
- რაც უნდათ ის იფიქრონ და ილაპარაკონ, მთავრია თქვენ მყავდეთ ბედნიერები და გახარებულები.
ვსაუბრობდი ჩემებთან, მაგრამ ფიქრებით მაქსიმესთან ვიყავი, მაინტერესებდა ჩავიდა, არ ჩავიდა, რას შვრება და ა.შ. დრო ვიხელთე, აბაზანაში შევიკეტე, წყალი მოვუშვი და მისი ნომერი ავკრიფე, თან ისე ვღელავდი, როგორც თინეიჯერი.
- რას შვრება, ჩემი? - მომესმა მისი ხავერდოვანი ხმა.
- აბაზანაში ვარ შემოპარული და ისე გელაპარაკები - გავუცინე სივრცეს, სადაც მაქსიმეს სახე მყავდა წარმოდგენილი.
- ჩუმად მელაპარაკები? მომწონს ეს.
- ხო თინეიჯერები, რომ იმალებიან აი, ისე. თავი 15-16 წლის მგონია.
- არ მყავხარ თუ?
- ნუ ღლაბუცობ. - გავბისხე ტუჩები, - რა ქენი, ჩახვედი?
- კი, ახალი შესული ვარ სახლში, მერე გამოვიცვლი და გავალ ბარში.
- არ დაიღალე? არ გირჩევნია დაისვენო?
- არაუშავს, სახლში ფიქრები გამაგიჟებს.
- რა ფიქრები?
- შენზე ფიქრები. - სიყვარულით ჩაილაპარაკა.
- ... - ბედნიერს გამეღიმა და სითბო ჩამეღვარა მთელს სხეულში.
- რატომ გაჩუმდი? შენ არ გაგაგიჟებენ?
- კი, ამიტომაც ვარ აქ ქორწილის ამბებში და ამიტომ, შენი თქმის არ იყოს ფიქრის საშუალება არ მაქვს.
- და რა ხდება ახლა მანდ?
- მთელი ამბებია, ჯერ ვატო არ მინახავს, როგორც მითხრეს სამოგზაუროდ მიდიან ქორწილის ღამეს ევროტურში. ეს რაც ქეთამ იცის, ვატოს ექნება ცალკე კიდევ სიურპრიზები, არ ვიცი რა გიჟია ეგ.
- ჩემზე მეტი?
- შენზე მეტი თუ არა, არ ჩამოგრჩება. ამიტომაც მოწონხარ ასე ძალიან ალბათ.
- და მერე იცის ეგ ქეთამ?
- რა?
- ვატოს, რომ მე მოვწონვარ?
- შენ? ვერ მივხდი.
- შენ არ მითხარი ვატოს მოწონხარო, ქეთამ არ იეჭვიანოს მერე, ხო იცის ეგ ამბავი?
- ვაიმეე, შე პარაზიტო, მეღადავები ხო?
- ახლა დამანახა შენი გაბუსული სახე, ჩაგიკოცნიდი.
- სუუ, - სხეული ამეწვა მონატრებისგან და მისი ჩახუტების სურვილით.
- ე.ი ქორწილში გნახავ.
- დაგირეკა უკვე ვატომ?
- კი და მეთქი შენ გვერდით მიგულეთქო. გაუხარდა ძალიან.
- სანაძლეოს ჩამოვდივარ ეგ ოთხეული რაღაცას ჩალიჩობს ჩვენს ამბებში და ეგ რომ იცოდნენ, უკვე ერთად ვართ, არ ვიცი რას იზამდნენ. - გამეცინა მათი სახეები, რომ წარმოვიდგინე.
- აუ, ეგა თქვი, ჩემო. - სიჩუმე ჩამოვარდა უცებ.
- სად წახვედი, მაქსიმე?
- მიყვარხარ, ჩემო, და მენატრები.
- მეც და მალე გნახავ. უნდა გავთიშო ახლა ტელეფონი, მოგწერ მერე საღამოს, ორ სიტყვას მაინც, თორემ დღეს დარწმუნებული ვარ, ვატოც და ქეთაც ჩემთან დაიძინებენ.
- ვეჭვიანობ იცოდე. - გაეცინა. - კარგი გაკოცე, აბა დროებით, ჩემო.

მაქსიმემ მცირეოდენი დასვენების შემდეგ ბარს მიაშურა, სადაც მონატრებული მეგობრები ელოდებოდნენ.
- ვა, ვა რა კაცი. - გადაეხვია ვანიკო, მაკომაც გადაკოცნა. - აბა როგორ ხარ? როგორ დაისვენე ?
- რავი, კარგად და თქვენ რას შვრებით? ჩემი ამბები არც ისე საინტერესოა - გაიღიმა.
- რატომ? ვერ იპოვე ის ვისაც ეძებდი? - ჩაიცინა ვანიკომ.
- ვერა - თავი გააქნია და ოფიციანტს ანიშნა მასთან მისულიყო - ყავა მომიტანე მე, რომ მიყვარს ისეთი. - მისცა შეკვეთა.
- კერძოდ, რომელ კურორტს სტუმრობდი? - არ ჩერდებოდა ვანიკო.
- შეკვეთილს...
- მე მეგონა გრიგოლეთში თუ იყავი - ეჭვნარევი მზერა ესროლა ვანიკომ, ცდილობდა ძმაკაცი გამოეტეხა.
- და მანდ რა მინდოდა? - თმები აიჩეჩა მაქსიმემ.
- რავიცი იქნება და მანდ იყო ვისაც ან რასაც ეძებდი?
- ვანიკო, - ჩაეცინა მაქსიმეს, - ამდენ ჩახლართულ კითხვას პირდაპირ, რომ მკითხო რა გინდა, არ შეგიძლია? - და ცხელი ყავა მოსვა.
- პირდაპირ? მაშინ ემილი თუ ნახე?
- უნდა მენახა რო?
- გადამრევს მე ეს ბიჭი, - მდივანზე გადაწვა ვანიკო, - ამან სიყვარული იციის, მაზოხსიტია მემგონი, სადისტიც!
- ნუ ღელავ შენ ჩემზე, თქვენი ამბები მითხარით, აბა როგორ ხართ? მიდიხართ ქორწილში? - მიუბრუნდა მაკოს.
-
- კი მივდივართ და შენ? - არც შეუხედია მაკოს ისე ჰკითხა მაქსიმეს.
- არვი, ვფიქრობ.
- თუ ემილისთან შეხვედრა არ გინდა, მაშინ არ უნდა წამოხვიდე, - ხმაზე ეტყობოდა გაბრაზება მაკოს, რადგან ძალინ უნდოდა ამ ორის შეხვედრა. თუმცა მაქსიმეს გულში ეცინებოდა, მან ხომ იცოდა სინამდვილეში რაც ხდებოდა.
- შენი ყავის ჭიქა, შენს ძმობას გეფიცები, სხვა რამეს მეუბნება - ვანიკოს ხელში აეღო მაქსიმეს ჭიქა და კარგი მკითხავივით იყურებოდა შიგნით.
- რაო, რას ამბობს? - დაიტერესდა მაქსიმე, თან სიცილს ძლივს იკავებდა.
- რაო და გრძელი გზა გელის ვაჟბატონოო, აბრძანდები, გამოიწკიპები შენ, რომ იცი და ვანიკოს და მაკოს წაყვებიო, უარი არ მიიღება, თორემ წამოვა შენი ძმაკაცის მუშტი პირდაპირ სახეშიო! - მთელი სერიოზულობით განაცხადა ვანიკომ.
- ანუ უარი არ მიიღება ხომ?
- არა, - დაემოწმა მაკოც.
- ვაახ, რა ხალხში ვარ - შუბლზე ხელი მოისვა.
- რა ხალხში ხარ და მაგარში, ცოტა მოფხილზდი და იბრძოლე.
- რისთვის?
- რისთვის არა, ვისთვის და კარგად იცი ეს „ვინ“ ვინ არის.
ამ ლაპარაკში “viber”-ში მაქსიმეს ემილის სურათი მოუვიდა და თბილად ჩაეღმა.
„მიხდება?“ ჰქონდა სურათს წარწერა.
„შენ ყველაფერი გიხდება“ - მიწერა მაქსიმემ. – „მენატრები, ერთი სული მაქვს როდის გნახავ...“
„მეც“ - იყო მოკლე პასუხი.

ქორწილის წინა დღე იყო, სრული გაწამაწია, პანიკა.
- ნუ ღელავ, ქეთა.
- რას ნიშნავს, ნუ ვღელავ? - ქოთქოთებდა ის - ხვალ ასეთი ცუდი ამინდი, რომ იყოს გავგიჟდები.
- გამოიდარებს, დამიჯერე.
- ასეთი ცივი ოქტომბერი არ მახსოვს მე, ზამთარია თუ შემოდგომა? - ფანჯარაში იცქირებოდა.
- ნუ ღელავ, ხვალ მზე იქნება და ლამაზ სურათებსაც გადავიღებთ.
- ვატო, მინდა მე. - დაბრიცა სატირლად ტუჩები.
- და ვატო რას იზამს? არ მითხრა ახლა ისეთი მაგარია ამინდის შეცვლა შეუძლიაო, თორემ გავგიჟდები - გამეცინა მე.
-
- გექნება შენ ქორწილი და მასე დაგცინებ მეც.- ენა გადმომიტიტა.
- იოცნებე შენ მაგაზე. - არც მე დავრჩი ვალში.
- ხვალიდან რძალ-მული ვიქნებით - გამიღიმა.
- ვინ იფიქრებდა მაგას, არა? - შევცინე მეც და ჩავეხუტე. - შენზე უკეთეს რძალს ვერც ვინატრებდი.
დილა მზიანი და ნათელი იყო. შემოდგომის ფერები ალაგ-ალაგ ეტყობოდა ბუნებას.
შინაგანი ღელვა მქონდა, ვღელავდი ყველაფერზე, ალბათ იმაზეც, რომ მაქსიმე აქვე იქნებოდა და მე ისე უნდა მოვქცეულიყავი, თითქოს არც არაფერი.

ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, საღამო ახლოვდებოდა, ვიცოდი რესტორანში შევხდებოდი მას, ვინც ჩემში იწვევდა ბედნიერი ჰორმონების ფორიაქს, ჟრუანტელს, გულმკერდთან მაგრად ჩახუტების სურვილს და ამ სურვილით ამწვარ მთელ სხეულს, მისი ტუჩები კი, უფს რა ტკბილი...
- გამარჯობათ, - მივუახლოვდი სამეულს.

- ემილიი - ჩამეხუტა მაკო, - გილოცავ ჩემო ლამაზო, ვაიმე, რა უცხოდ ხარ და რა მაგრად? - ემოიცებს ვერ ფარავდა იგი, მაქსიმე კი ჩუმად შეპარული ღიმილით მათვალიერებდა.
- გამოიწიე მაკო, ჩვენც მოგვეცი საშუალება, რომ ვნახოთ ეს მშვენება - დამაბზრიალა ვანიკომ - საოცრება ხარ ლამაზო, დასვენება მოგხდენია. - ხელზე მეამბორა, - გილოცავ შენების ბედნიერაბას, მალე შენთვისაც მომელოცოს - თქვა ეს და მაქსიმეს გახედა.
- მადლობა ჩემო კარგო, ჩემ ბედნიერბას დააგვიანდება, მანამდე თქვენს ქორწილში უნდა ვიქეიფო, არა მაკო? - მხარზე ხელი მოვუსვი.
- არ მომყვება შენი დაქალი, დააკლდა შენი ხელი თბილისში, ხოდა ველოდებით შენს დაბრუნებას.
- კი მალე დავბრუნდები, შვებულება მიმთვრდება და შევუდგები აქტიურ ცხოვრებას. - მაქსიმე ჩუმად შევათვალიერე, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი გულთან და მისი სურნელი შემეგრძნო.
- მეც გილოცავ - თბილი მზერა მესროლა, სადაც მონატრება, სიყვარული, ყველაფერი იგრძნობოდა.
-

- მადლობა, - შევცინე სიყვარულით სავსე თვალებით. - ახლა უნდა დაგტოვოთ, თქვენ არ მოიწყინოთ, სხვებსაც უნდა მივაქციო ყურადღება. დროებით.

- მაქსიმე, იმდენს ნუ იზამ ეს გოგო დაკარგო, თორემ არ გაპატიებ ძმობას გეფიცები, - თითი დაუქნია გაბრაზებით.
- შენი საქმე არ არის ვის დავკარგავ და ვის არა. - თქვა ეს მაქსიმემ და გარეთ გავიდა, უბრალოდ ჰაერი არ კმაროდა, მიხვდა, რომ მონატრება უკვე პიკს აღწევდა, თავსაც ვეღარ იკავებდა. ემილი ენატრებოდა, მასთან ერთად განმარტოება, სადღაც შორს, მხოლოდ ორნი.

- მაქსიმე. - მივეპარე ზურგიდან ჩაფიქრებულს.

- ემილი?

- რას შვრები აქ? გარეთ რატომ ხარ?

- უშენობა არ შემიძლია, ემილი - თმები გადამიწია.

- სუ, სირცხვილია - მივეხდ-მოვიხედე, შემეშინდა ვინმეს არ დავენახეთ.

- სიყვარულია, ემილი, სირცხვილი? რომ მაგიჟებ? შენს მონატრებას, რომ ჭკუიდან გადავყავარ, ეს სირცხვილია? გინდა ხმამაღლა ვიყვირო, რომ მიყვარხარ? - მიცნოდა ის.

- შენ რამე დალიე უკვე? - ეჭვის თვალით შევხედე.

- შენი სიყვარულის ბადაგი დამალევინე, სხვა რა მინდოდა დასათრობად? - სიყვარულით სავსე მზერით მიცქერდა.

- გიჟი მყავახარ! - შევცინე.

- ვისი ბრალია მერე ჩემი გაგიჟება?

- კარგი წავედი, ვინმემ არ დაგვინახოს. აბა შენ იცი, კარგად მოილხინე.

მაქსიმე თავს ძალიან მარტოდ გრძნობდა, ლამის ინანა, რომ ემილის შესთავაზა თავიანთი გრძნობების დამალვა, ახლა ხომ იცეკვებდა მასთან? ხომ მიიხუტებდა გულთან? მაგრამ არა, ცოტაც და სულ ერთად იქნებიან. სასმელს მიეძალა და ბოლოს დედოფალი გამოიცეკვა.
მერე ლეზგენკა იცეკვა.

ვუყურებდი მაქსიმეს და ვგრძნობდი ჩემში სიყვარული როგორ მატულობდა, მე ხომ პირველად ვხედავდი ასეთს. ის ძალიან სერიოზული იყო ხალხში, იცოდა საზოგადოებაში თავი როგორ დაეჭირა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი როგორი იუმორით სავსე, რომანტიკოსი და თბილი იყო. ვუყურებდი სტუმრები როგორი აღფრთოვანებულები უცქერდნენ, მე კი ვცდილობდი ძალიან გულგრილად შემეხედა ამ ყოველივესთვის, რომ ჩემს მიმიკებს არ გავეყიდე.
- როდემდე უნდა იყოთ ცალცალკე? - ვიცანი ვანიკოს ხმა.
- ვანიკო, - შემოვტრიალდი, - როგორ შემაშინე. - გავიღიმე, თან ვფიქრობდი, რა მეპასუხა.
- კითხვაზე პასუხს თავს რატომ არიდებ?
- და რა უნდა გიპასუხო, როდესაც პასუხგასაცემი აქ არაფერია? როცა ყველაფერი მთავრდება, იქ კითხვებიც უადგილოა ხოლმე.
- ანუ დამთავრდა? - დაეჭვებით შემომხედა.
- სხვას ხედავ რამეს? მაქსიმე უკეთეს იმსახურებს, ვიდრე მე ვარ და იპოვის კიდეც. - გავხედე მოცეკვავე მაქსიმეს, რომელსაც ჩემი ძმაც აყოლოდა.
- კარგი, კარგი. - არადამაჯერებლად ჩაილაპარაკა ვანიკომ და სუფრას მიუბრუნდა.

თბილისი, როგორ შეყვარება და მონატრება სცოდნია ამ ქალაქს. აღარ მიკვირს აქ ჩამოსულს, უკან დაბრუნება, რომ უჭირს.
შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნება, ცოტა რთულია, დასვენებას მიჩვეულს, ჩვეულ რიტმში ჩაჯდომა ჭირს. სამსახურში შესულმა თანამშრომლების მისალმება-მოსიყვარულების შემდეგ, ჩემს კაბინეტს მივაშურე.
- ემილიი, - სიხარულით შემომეგება მაკო და გადამეხვია, - როგორ ხაარ?
- მე კარგად და შენ ?
- მეც კარგად, დღეიდან კი უფრო კარგად.
- და რა ხდება დღეიდან?
- შენ დაბრუნდი და ერთობლივი ძალებით უფრო იოლად გავალთ ფონს.
- ხო ეგ კი, მართალი ხარ, ძალიან გადაგღალე ხო? ვანიკო ხო არ ბუზღუნებდა? - გამეცინა.
- არა, ეგ ხო იცი გამგებიანი ბიჭია.
- კი, კი ვიცი მაგის ამბავი მე, რომ მნახავს ტვინს გადამჭამს, ჩემი მაკო, რატომ გადამიღალეო.
- ნუ ეგ ახლა ახასიათებს - შემომცინა.
- Wow, ბაინდერები მოგვმატებია.
- ჯერ სად ვართ? აწინ ნახე შენ.
- აუ, ხოო. ის ბანკში, რომ შემოვიერთეთ იმათი საქმეებიც მოგვემატება ხომ? - ტუჩები დავბრიცე.
- კი, თან ჯერ იურისტები ინაწილებენ, იმდენი პრობლემური საქმეები ჰქონიათ, გიჟებს გვანან, საიდან დავიწყოთო არ ვიცითო.
- მასე პატარა ბანკს ჰქონდა, რო ამდენი საქმეები?
- ეტყობა ჰქონდა, თორემ ჩვენები არ აწუწუნდებოდნენ.
- რას ვიზამთ, საერთოდ ასეა, სხვისი საქმეების მოწესრიგება ყოველთვის ძნელია, თავიდან უნდა გაერკვე, მერე აეწყო, დაალაგო. ცოდოები არიან, მერე კი ჩვენ ვიქნებით ცოდოები.
კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
- შეიძლება? - კარები შემოაღო კადრების უფროსმა.
- კი, მაი შემოდი. - წამოვდექი.
- ემილი რა კარგად გამოიყურები, გიხდება ახალი იმიჯი.
- მადლობა, მაი. შენ ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურები.
- გახარე. ხო, გაიცანით თქვენი ახალი თანამშრომელი ნუგზარი ახალკაცი,
- გამარჯობათ - მოგვესალმა წარმოასდეგი მამაკაცი.
- ემილი, ეს კიდე მაკოა. - გავუღემე ახალ თანამშრომელს.
მუშაობაში დრო ისე გავიდა არც გამიგია.
- ემი არ წამოხვალ?
- უი, უკვე 6 საათია? - თვალები მოვისრისე.
- რაღაცეები დამრჩა მოსალევი და წამოვალ მერე.
- საღამოს ხომ არ გამოხვალ ბარში?
- არაა, არა მგონია. - ვიუარე და მაქსიმე გამახსენდა, რომელიც რაც ჩამოვედი არც მინახავს.
- არაა ის აქეთ.
- თუნდაც იყოს, დასვენება მირჩევნია და ამიტომაც ვერ გამოვალ, მაკო. - შევცინე.
- კაი აბა დროებით, ნახვამდის ნუგზარ. - დაემშვიდობა ახალ თანამშრომელსაც.
„აბა სად არის წასული?“, მაკოს სიტყვებამა ჩამაფიქრა, „არც შემხმიანებია, არც მე მიმიწერია. დავურეკო? თუ დაველოდო?“ მონატრება შემომაწვა თანაც ისეთი ძლიერი, რომ სუნთქვა შემეკრა ლამის. სამუშაოს გაგრძელების სურვილი გამიქრა, უცებ ავიღე ჩემი ნივთები და სახლისკენ გავეშურე.

კიბეებს ავუყევი, თან შინაგანი ღელვა, თრთოლვა ძალიან მატულობდა ჩემში, ლამის მუხლები მეკეცებოდა, ვერ მივხდი რა მჭირდა, როგროც იქნა ავიარე კიბეები და მაქსიმე დავინახე, რომელიც იქვე ჩამომჯდარიყო.
- მაქსიმე? - ძლივს ამოვიჩურჩლე.
- მოხვედი? - წამოდგა და ისე ძლიერად ჩამიხუტა, თითქოს სამუდამოდ მცილდებოდა.
- წამო სახლში შევიდეთ, იქ ვისაუბროთ. - წინ შევუძეხი კარებში.
- მომენატრე ჩემო.
- მეც...
- მერე რატომ არ დამირეკე?
- და შენ სად იყავი? მაკომ აქეთ არ არისო.
- ასე გითხრა? - ჩაეცინა.
- ხო, და სად იყავი?
-
- არსად, ასე იყო საჭირო. - ნელნელა მომიახლოვდა, მისი ცხელი სუნთქვა მთელ სახეზე მელამუნებოდა და სუნთქვა მეკვროდა ნეტარებისგან. დიდხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები და გაყურსულები. - როგორ მომენატრე, რაც დრო გადის უფრო ვხდები, რომ ჩემი ნეკნი ხარ.
- შენი? - გამეცინა.
- აბა, არ ხარ რო? - დაეჭვებით შემომხედა. - ბინაში, რომ შემოხვედი იმწამსვე ვიგრძენი, რომ შენ იყავი, მთელმა სხეულმა თრთოლვა დამიწყო და აქედან მივხვდი.
- შეენც? - წამოვიძახე გაოცებულმა.
- შენც ეგრე ხარ ხო? - გამიღიმა და ცხვირზე ხელი ამკრა, - არადა არ გინდა დაიჯერო, რომ ჩემი ნეკნი ხარ.
- არის, უკვე მჯერა. - შევცინე. - ულვაშები კი გიხდება, მაგრამ მე წვერებში უფრო მომწონხარ.
- ანუ მოვუშვა? გავხდე ისევ ლამბელ სექსუალი?
- წამო დავჯდეთ. - ხელი ჩავჭიდე და მდივანზე დავსკუპდი, მაქსიმემ კი თავი კალთაში ჩამიდო, მე კი თმებზე ვეთამაშებოდი.
-
- იცი, ვანიკო, რომ მყავს გადამტერებული?
- რატომ? თქვენ და გადამტერება? არ გადამრიოთ.
- რატომ არ ურიგდებიო ემილისო, რა გინდა და ა.შ. ყოველდღე ტვინს მიბურღავს.
- მგონი ჩვენ მოგვკლავენ როცა გაიგებენ, რომ ერთად ვართ.
- კი,გველოდება ეგ საშიშროება. - ჩაეღიმა.
- იცი ადრე უფრო მეშინოდა,
- რისი? - ამომხედა და თმებზე დამიწყო თამაში.
- ყველაფრის, მაგრამ მივხდი, რომ მუდამ შიშით ცხოვრება არ გამოვა, ვერ შედგება ... ახლა ჩემთან ხარ, მე კიდე შენთან... ვტკბები ამ წუთებით და ესეც საკმარისია ჩემი ბედნიერებისათვის.
- მარტო შენი? - თავი წამოყო მაქსიმემ, - ჩემს ბედნიერებაზე არ ფიქრობ?
- არ ხარ, რო ბედნიერი? - გამეცინა.
- კი, კი ვარ, - მომეხუტა და დიდხანს ვიჯექით ასე გაყურსულები და მარტოები.

ერთი თვე გავიდა ჩვენი მალვიდან, ძირითადად ოფისიდან სახლში მოვდიოდი, რადგან გემრიელობები მომემზადებინა და ჩუმად მოსულ მაქსიმესთან ერთად რომანტიულად მევახშმა და თან ათას სისულელეზე თუ სიჭკვიანეზე გვესაუბრა, ხან კიდე ჩვენივე სიჩუმით დავმტკბარიყავით წყნარი მუსიკის ფონზე.

- მაკო , გეუბნები ეგ ორი რაღაცას მალავს.

- კარგი, რაა რას უნდა მალავდნენ?
- ერთად არიან, გული მიგრძნობს და კიც მოვკლავ მაქსიმეს. - ბუზღუნებდა ვანიკო.
- თუ ერთად არიან, მერე ეგ მაგარია არაა? - გაუხარდა მაკოს.
- კი, მაგრამ რატომ მალავენ? - ტუჩები დაბრიცა ბიჭმა.
- ვანიკო, კარგი რაა, საყვარელო. ერთად იყვნენ და მალონ რამდენიც უნდათ. ადრე თუ გვიან ხო იტყვიან? ალბათ აქვთ მიზეზები, იქნებ მაქსიმეს ეშინია ემილიმ კიდევ უარი არ უთხრას ან მსგავსი, რატომ ხარ მოუთმენელი. - მხრებზე მოეხვია გოგო.
- რა კარგი მსჯელობა იცი, ხოლმე.
- მარტო ხოლმე? - ვითომ გაიბუსა მაკო.
- არაა, სუუულ და ამიტომაც ხარ ჩემთან. - აკოცა ნაზად. - დღეს უნდა ავედევნო მაგ ორს. - ისევ თავისას აგრძელებდა ვანიკო.

საღამოს კიბეები სწრაფად აირბინა, კარებს გასაღბი მოარგო და სახლში შევიდა.
- მაკო, სად ხარ? - დაიძახა შესულმა.
- აბაზანაში. - იყო პასუხი.

- ახალი ამბავი მაქვს - თავი შეყო სააბაზანოში.
- აბა რა?
- ერთად არიან.
- მაქსიმე და ემილი? - თავლები გაუფართოვდა მაკოს, - და შენ ვინ გითხრა?
- არავინ - გაიკრიჭა.
- აბა ეგრე მეც ვიტყვი.
- ფაქტი მაქვს, მოდი განახო. - ტელეფონი ამოიღო ვანიკომ და სურათი აჩვენა, სადაც მაქსიმე და ემილი მანქანაში ისხდნენ.
-
- შენ გადაიღე? - გახარებულმა წამოიძახა მაკომ.
- ხო,
- აუუ რა მაგარიაა, ეს ჩუმალები ესენი. ნეტა ემილის წაყვება ახლა მივლინებაში?
- ემილი მივლინებაში მიდის?
- კი, 10 დღით უკრაინაში, ტრენინგებზე.
- არ წავა ეგ, კარგი კუდიანია მაქსიმე და კიც დავიჭერ იმ კუდით მალე. - გახარებულმა ვანიკომ ხელები მოფშვნიტა.

წავედი, არ მინდოდა, არც მას უნდოდა, მაგრამ რას ვიზამთ, სამსახურმა ასე იცის, თუმცა იქნებ კარგია, განშორებამ ბევრი რამ დაგვანახოს. იქნებ არ ვარ ის ქალი ვინც მას ჭირდება? ან პირიქით მიხვდეს? თუმცა მე უფრო ის მინდა, რომ მიხვდეს უჩემობა, რომ არ შეუძლია, მაგრამ თუ პირიქით მოხდებ, არაუშავს, მე ხომ აწყმოთი ცხოვრება გადავწყვიტე, დავტკბე დღევანდელი დღით და მორჩა, არც წარსულს გავეკიდო და არც მომავალს ვებღაუჭო. მივიღებ დღევანდელობას ისეთს, როგორიც იქნება.

- რას შვრები? - იკითხა ვანიკომ.
- რაზე? - საათი შეისწორა მაქსიმემ.
- ემილიზე.
- ნუ დაიწყე თავიდან, - ხელი აუქნია.
- მე კი არა შენ დაიწყე.
- რა დავიწყე? - პირისპირ დაუდგნენ ერთმანეთს.
- რომ არ დაგიწყია და ახლა უნდა დაიწყო მოყოლა, იმას გეუბნები.
- მოსაყოლი არც არაფერია.
- ვითომ? - არ ეშვებოდა ვანიკო.
- დიახ!
- და თვალები სხვას, რომ მეუბნებიან?
- რაო რას გეუბნებიან? - ჩაეცინა მაქსიმეს.
- ემილი მენატრება და მასთან ერთად მანქანით სეირნობაო.
- რა მანქანით? - წარბები შეკრა მაქსიმემ.
- ვაიმეე, - მუჭები მომუშტა ვანიკომ, - ჩემი ხელით გინდა მოგკლა? ყველაფერი ვიცი და ამოფქვი ახლავე.
- რა იცი მაგალითად? - მაქსიმალურად ცდილობდა სიმშიდის შენარჩუნებას მაქსიმე, თან ვანიკოს ქცევებზე ეღიმებოდა.
- ერთად გნახეთ, სურათიც მაქვს. ამიტომ ჯობია ამოღერღო. შენი მტერი ხომ არ ვარ? ხომ იცი როგორ ველი თქვენს ერთად ყოფნას? მაკოს ვუთხარი, სანამ მაგ წყვილი ერთად არ იქნება, არც ჩვენ დავქორწინდებითქო.
- აჰა, - ჩაეღიმა მაქსიმეს, - შენს თავზე დარდობ და მაგიტომ გინდა, რომ ერთდ ვიყოთ ხო?
- მოგკლავ, შენ ძმობას გეფიცები. - მუშტი მოიღერა ვანიკომ.
მაქსიმე იქვე მდივანზე ჩაეშვა, თავი უკან გადააგდო, იყუჩა, ალბათ დიდხანს ფიქრობდა ან არ ფიქრობდა.
- მიყვარს, ხო ძალინ მიყვარს. - დაიწყო ისე, რომ თვალები არ გაუხელია. - ჩემი ნაწილია, ჩემი. ვგრძნობ, უჰაერობა მაქვს მის გარეშე, რომ ვერ ვხედავ, რაღაც მაკლია, ვერ ვარ კომფორტულად, სულ მასთან მინდა, მინდა მისი ხმა მაღვიძებდეს და მაძინებდეს. არ ვიცი რა ენერგეტიკა აქვს ასეთი, რომ ასე მიმიკრო, მიმიწება და გამაგიჟა. ეს ბოლო ხანები კი ძალიან მივეჩვიე, მაგიჟებს მისი სულიერება, თითქმის ყველა სფეროზე აქვს თავისი აზრი, არის გურმანი... ახლა კი ისე ძალიან მენატრება, ლამისაა ავიღო ბილეთები და ჩავაკითხო უკრაინაში.
- იმას თუ უყვარხარ? - ჩუმად ჩაილაპარაკა ვანიკომ, თითქოს შეეშინდა ეს გარემო არ დაეფრთხო.
- კი, ვუყვარვარ, მაგრამ რაღაც აბრკოლებს, - წამოჯდა მაქსიმე და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, - რამდენი ჩამოვაგდე საუბარი ჩვენს საერთო მომავალზე, იმდენი სხვა თემაზე გადავიდა, აარიდა ამ თემის ფართო განხილვას თავი.
- მაშინ რა მოხდა?
- რა მაშინ? - ვერ მიუხვდა კითხვას მაქსიმე.
- აი, იმ დღეს, ემილი, რომ გონება დაკარგული ვიპოვეთ?
- მაშინ? - წვერებზე ხელი ჩამოისვა მაქსიმემ და ჩაფიქრდა, - მაშინ მითხრა, რომ ჩემი შესაფერისი არ იყო და უნდა წავსულიყავი მისი ცხოვრებიდან.
- მისმინე შენებს როდის უნდა უთხრა?
- ემილიზე?
- ხო, - თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა ვანიკომ.
- შენ ფიქრობ, რომ ემილის ისევ იმავესი ეშინია? რომ ჩემები არ მიიღებენ?
- კი, ეგრე ვფიქრობ,
- მაშინ დედაჩემს დღესვე დაველაპარაკები. - ტელეფონი მოიმარჯვა დასარეკად, - ხო დედა... მე კარგად და შენ?... ხო დავიკარგე... ვღებულობ საყვედურებს... დღეს გცალია, რომ გეწვიო?... კარგი მაშინ გამოვალ, სადღაც ერთ საათში. მამა სახლშია?... კარგი აბა, დროებით.
გზად მაღაზიაში შეიარა, დედის საყვარელი ყვავილები და ტკბილეული იყიდა. ღელავდა, მისთვის დედის აზრი მთავარია იყო და არა გადამწყვეტი, მაგრამ მაინც.
- მოხვედი დედი? - ჩაიხუტა შვილი.
- თუ მხედავ ე.ი მოვსულვარ - გაიცინა მაქსიმემ.
- მომენატრე შვილო, ასე უნდა სახლის დავიწყება? მშობლების?
- დამნაშავე ვარ, ხელებს მაღლა ვწევ, ამიტომაც ჩემი დანაშაულის გამოსასყიდად ყვავილები და ტკბილეული მოგართვი.
- მადლობა, დედა, გენაცვალე, მაგრამ მე შენ მჭირდები, - თმები აუქოჩრა, როგორც ბავშობაში.
- რას მაჭმევ? - მაცივარში შეიხედა მაქსიმემ.
- შენი საყვარელი რაღაცეები მოგიმზადე და წამო დავჯდეთ, ვივახშმოთ და თან მომიყევი შენი ამბები.
- კარგი, კარგი.
სუფრას მიუსხდნენ, მაქსიმე გემრიელად ილუკმებოდა, დედის მომზადებულ საჭმელს, ხომ სულ სხვა გემო აქვს, რომელიც ბავშვობაში გაბრუნებს და სასიამოვნო მოგონებებს გიღვიძებს.
- აბა როგორ მიდის ბიზნესის საქმეები?

- რავი კარგად, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვართ მე და ვანიკო.
- არ აპირებ სხვაგანაც დაიწყო მუშაობა?
- არვი, ჩემს ასაკში თითქმის ყველაზე მაღალ პოზიციებზე ვიმუშავე ყველა დაწესებულებაში, ამ ეტაპზე მთლიანად ბიზნესში გადავერთეთ მე და ვანიკო, გვაქვს თან რაღაც სხვა გეგმებიც და მომწონს ამ ეტაპზე ასე, მერე კი ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს.
- ვანიკოს ამბები გავიგე, ძალიან მომეწონა ის გოგო, რა ქვია?
- მაკო.
- თქვენთან მუშაობს მგონი ხო?
- კი და ახლაც იქ მუშაობს.
- მერე არ აპირებს ვანიკო რამეს? კარგი წყვილია, გაუხარდება მის მშობლებს.
- მე მელოდება - გაიღიმა მაქსიმემ.
- შენ? - გაოცებით შეხედა, - და შენ რატომ?
- პატრონს უნდა ჩაგაბარო და მერე დავქორწინდებიო გაიძახის.
- ეგ კი კარგი აზრია, - გაეცინა დედას, - მაგრამ შენი მოსაწონი დაიბადა ჯერ ვინმე? 35 წლის ხარ და შენი შეყვარებული მე არ მინახავს.
- ჩემი მოსაწონი დაიბადა და ვიპოვე კიდეც. - ჩუმად ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
- რა თქვი?
- შეყვარებული ვარ.
- და ამასე ასე მშიდად მეუბნები? - ხმა აუღელდა სიხარულისგან დედას.
- აბა რა ვქნა? ვიცეკვო, ვიმღერო თუ ?
- ვინ არის? როდის გამაცნობ? ორმხრივია თუ?
- რომ ჩამოვა გაგაცნობ, - უღიმოდა დედას მაქსიმე.
- სად არის?
- ტრენიგბეზეა უკრაინაში. ჩემი ნიჭიერა გოგოა. - სიყვარულით და მონატრებით ჩაილაპარაკა მაქსიმემ. - ემილი ჰქვია, ქუთაისელია, მაგრამ აქ ცხოვრობს და მუშაობს ჩემს ყოფილ სამსახურში გარე პრობლემური სესხების უფროს მენეჯერად, მაკოს უფროსია.
- Wow, - სახე გაუნათდა დედას, - მიხარია და ველოდები მის გაცნობას. კიდევ რას მეტყვი მასზე?
- მეტს ჯერ არაფერს.
- არც სურათს არ მაჩვენებ?
- უარი არ მიიღება? - ჭოჭმანობდა მაქსიმე.
- არაა, გული ვერ მოითმენს, იცი შენ ეგ.
- კარგი, აჰა მაშინ - მობილური მოიმარჯვა, ფოტოგალერეაში სურათი მოიძია და აჩვენა.

-
- ვაა, ძალიან ლამაზი გოგონაა. ეფექტური. იმედია როგორი ვიზუალიც აქვს, ისეთივე ბუნება აქვს.
- ნუ დედამთილობ ახლა შენ, - მობილური გამოართვა მაქსიმემ, - მიყვარს და მორჩა. მიიღებთ და შეიყვარებთ.
- რატომ გაბრაზდი დედი? ხომ იცი, არც შენი ძმის გადაწყვეტილებაში ჩავრეულვარ და შენთან რა გამაგიჟებს? - თავზე აკოცა შვილს, - მთავარია ბედნიერი იყო, ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი.
თბილისი, აეროპორტი, მოლოდინები, მონატრება, ყველაფერიერთადაირიატრაპიდან, რომჩამოვედი. არავისველოდი, შინაგანადძალიანდეპრესიულგანწყობაზევიყავი, მინდოდავინმესჩავხუტებოდიდამეტირა, ბარგიავიღედაგარეთგამოვედიტაქსისასაყვანად.
- გამარჯობა, ლამაზო. - ნაცნობიხავერდისხმამომესმა.
- მაქსიმე? - გაოცებისგანწამოვიძახე.
- არმელოდიხომ? გეგონაისეჩამოხვიდოდიაქარავინდაგხვდებოდა,არა? თავიმარტოდიგრძენი,არა? - ნელნელასაუბრითმიახლოვდებოდაისდავგრძნობდიჩემშიროგორჭიანჭველებივითაფუთფუთდნენნეტარებისბურთები.
- ხო, არავისველოდი ...
- კიდევვერშეეჩვიეიმაზრს, რომუკვემარტოაღარხარდაშენზეერთიტიპი, გამუდმებით, რომფიქრობს?
- მართალიხარ, - ვუღიმოდიაცრემლებულითვალბითდავერვხედავდიგარკვევით, რადგამცრემლებიხელსმიშლიდა. მოვიდადამაგრადჩამიხუტა, მეკიპირზეხელიავიფარე, რომხმამაღლაარმეტირაბედნიერებისგანცდისგან. რამაგარია, როდესაცფიქრობმარტოხარდააღმოაჩენ, რომმარტოსულაცარხარდაშენზევიღაცძალიანზრუნავს.
- მომენატრე, ჩემო. - ჩამჩურჩულაყურთან.
- მეც .- გავუღიმედანაზადვაკოცე.
- წავიდეთ. - წელზეხელიმომხვია, მეორეხელითკიჩემოდანიწამოაგორა.

მანქანაში, რომ ჩავსხედით უკანა სავარძლიდან დიდი ვარდების თაიგული და რაფაელო გადმოიღო და
- ეს შენ ჩემო ერთადერთო.
- მაქსიმე, ეს ყველაფერი მე? - სახეზე ორივე ხელები ავიფარე.
- რავი სხვას ვინმეს ხედავ? - გაეცინა…
- ძალიან მანებივრებ, მეშინია ნებიერა არ გავხდე, რადგან ვშიშობ გამიტკბება ეგ ამბავი. - გამეცინა.
- არაუშავს, ავიტან შენ ნებივრობას, რადგან მე ეს მსიამოვნებს.
- მეც ვეცდები გაგანებივრო, მაგრამ რამდენად გამომივა არ ვიცი.
- მჯერა, რომ გამოგივა. აბა მითხარი, როგორ მოგეწონა უკრაინა, კიევი.
- კარგია, მაგრამ საჩემო არ არის, ძალიან ციოდა. მე კი სიცივე არ მიყვარს, სულ ვკანკალებდი და ყველაზე ახლოს ვცდილობდი დავმჯდარიყავი გათბობასთან. - შემამცივნა გახსენებაზეც კი.
- არც მემიყვარს სიცივე, ზამთარში ყოველთვის ვცდილობ შვებულება სადმე თბილმ ხარეში ავატარო.- ლაპარაკი მობილურის ზარმა შეგვაწყვეტინა, - ხომ მშვიდობაა, გეგი? - დაძაბული ხმით უპასუხა, - ხვალამდე არ მოიცლიდა ეგ ამბავი? შუაღამეა თითქმის, კი ხვალ დილით მოვალ და მოვაგვაროთ ეგ გადარიცხვა, მე თუ არა ვანიკო იქნება და ის დაგისვამს ბეჭედს, კარგი არაუშავს. რა? კი ვიცი მაგივენთის ამბავი, ორგანიზატორები მოვლენ ამ დღეებში და გააკეთებენ იმას, რაც ევალებათ. კარგი, ღამემ შვიდობის. -მობილური გათიშა, - გადამრევს ეს ბიჭი, ისეთ რამეზე დაგირეკავს ხოლმე შუაღამით, მინდა ხოლმე ვუყვირო, მაგრამ რა მერე?
- ყვირილით, არაფერი გამოვა, იცი ეგ შენ, - ვთქვი ეს და ფანჯარაში გავიხედე.
- ემილი, რაღაც უნდა გითხრა სანამ დავცილდებით.
" დავცილდებით?"- ეს სიტყვები ცუდად მომხვდა გულში და უაზროდ შევხედე.
- იცი, დედაჩემს ვუთხარი უკვე ჩვენს შესახებ.
- მერე? - სიცივე ეტყობოდა ჩემს ხმას, თუმცა ფიქრებში უკვე მივხდი რისი თქმაც უნდოდა მაქსიმეს :"ალბათ მცილდება?!"
- როდის გამაცნობო და როდის შეძლებ შენ?
- რა თქვი? - მეგონა მაქსიმეს სიტყვები მომესმა, "ჩემი გაცნობა რატომ უნდა? იმედია არ გამლანძღავს და დამამცირებს მაქსიმეს თვალწინ, ამას ვერ გადავიტან".
- ემილი, სად დაფრინავ? - მიხვდა მაქსიმე, რომ გულისყურით არ ვუსმენდი.
- ხო, არვიცი, ჯერ მზად არ ვარ, მოვიფიქრებ და გეტყვი, ვნახოთ - არეულად ვუპასუხე.
- კარგი, - წვერებზე მოისვა ხელი მაქსიმემ და ჩვენ ჩვენ ფიქრებში გართულები ისე მივედით ბინასთან ხმა არ ამოგვიღია.
- მოვედით, - დავიჩურჩულე დამნაშაულზე წასწარებული ბავშვივით.
ბარგი ბინამდე ამატანინა ისევ უხმოდ, მე კი ვგრძნობდი სული როგორ მეწვოდა.
- მაქსიმე, ისე წახვალ, რომ არ ჩამეხუტები? - ჩუმად ჩავილაპარაკე, თითქმის ჩემთვის.
- ჯობია, ახლა დაისვენო, დაღლილი ხარ, დაიძინე და ხვალ ვისაუბროთ. - ნაზად მეამბორა შუბლზე და კიბეებზე უკან მოუხედავად დაეშვა. მანქანის ხმა, რომ გავიგონე, მერე შევედი სახლში. სამზარეულოს მაგიდასთან დავჯექი და ტირილი ამივარდა, ვტიროდი ყველაფერზე, ჩემს წარსულზე, აწყმოზე და ბუნდოვან მომავალზე. თავს ვაჯოჯოხეთებდი, რომ ვერ ვაფასებდი იმას რაც ღმერთმა მაქსიმეს სახით მაჩუქა, მუდამ წარსულის ლანდებით ვიყავით აღსავსე და ვერ ვინარჩუნებდი აწყმოს, რომელიც ბედნიერ მომავალს მიქადდა. წარსული წარსულში უნდა დამეტოვებინა, უნდა გავცლოდი მასთან ჭიდილს და მივჩვეოდი მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას, წარსული ხომ მუდამ თან გვსდევს, მაგრამ არის ფაქტები, რომელიც იშლება ჩვენი გონებიდან და ვეღარც ვიხსენებთ, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა მეცადა, არა იმიტომ რომ ეს მაქსიმეს გამო იყო საჭირო, არამედ ასე ყველასთვის, პირველ რიგში კი ჩემთვის იყო სასარგებლო. ვიჯექი და ვტიროდი, ვტიროდი ხმამაღლა და კიც დამათენდა.

- ხო, მაკო - ვუპასუხე მობილურს. - რავი არამიშავს და შენ?... კი სახლში ვარ, ამოხვალ? ... კარგი გელოდები მაშინ. - მდივნის კუთხეზე ჩამოვჯექი და თვალი სივრცეს გავუშტერე: „მაკოსთან საუბარი იქნება დამეხმაროს, მაქსიმეს ვერც კი ვურეკავ, მრცხვენია...“ - ღრმად ამოვისუნთქე და კარების გასაღებად გავემართე.
- გამარჯობა ემიი, - შემოცქრიალდა მაკო და გადამეხვია.
- როგორ ხარ? - ჩავიკარი მაგრად გულში მონატრებული მეგობარი.
- რავი გოგო, მე კარგად და შენ? - მოსასხამი მოიძრო და საკიდზე ჩამოკიდა.
- მე რავი დაღლილი, წამო სამზარეულოში დავსხდეთ, ჩაი თუ ყავა?
- Wifi-ის პაროლი.
- რა? - ვერ მივხდი უცებ.
- ჯერ პაროლი მითხარი და მერე გეტყვი ჩაი თუ ყავა.
- ვაიმე, რა გიჟი ხარ - გამეცინა და ვუკარნახე.
- აბა მითხარი, როგორ ჩაიარა მივლინებამ?
- კარგი და საინტერესო ტრენინგი იყო, მაგრამ მე რატომ გამიშვეს მაინც ვერ ვხდები, - მხრები ავიჩეჩე და ჩაიდანი შემოვდგი გაზზე.
- რატომ?
- რავი, ჩვენ სფეროს ზოგადად შეეხნენ და არა ძირეულად, თუმცა ჯამში საინტერესო იყო და კმაყოფილი ვარ. - ფინჯნები დავაწყვე მაგიდაზე. - შენ მითხარი, სამსახურში ხო იყო მშვიდობა?
- კი, კი ნუგზარი მეხმარებოდა ძალიან. თან ეგ ხო იმ ბანკიდან გადმოვიდა, ხოდა მისი პრობლემური სესხები უფრო იცის და ეგ დამეხმარა ძალიან.
- შაქარი გინდა?
- არა, ჩაი უშაქრო მიყვრს.
- ხო, იმედია ძალიან არ დაიღალე, თორე ვანიკო გადამაყოლებს მაგ ამბავს, - გამეცინა.
- ეგ კი ეხერხება მაგას, - გაეცინა მაკოსაც, - გაშანტაჟებს ხო მერე?
- აღარ თქვა, თან ისე საყვარლად იცის ეს წუწუნი, მეცინება ხოლმე.
- ისე ძალიან დაღლილი სახე გაქვს, წუხელ არ გიძინია?
- წუხელ? არა, ვერ დავიძინე, - ვთქვი ეს და ტირილი წამსკდა.
- ემილი, ემილი, - მომვარდა მაკო, - ხომ მშვიდობა გაქვს? - თმებს მიწევდა და ცრემლებს მიწმენდდა. ტირლ-ტირილით მოვუყევი ყველაფერი, არ დამიმალია არაფერი.
- წყალი უნდა დავლიო, - წამოდგა მაკო, რომელიც სიხარულისგან და გაოცებისგან აშკარად შოკში იყო.
- რა უნდა ვქნა? - ვკითხე წყლიანი თვალებით.
-
- მოიცა, დავალაგო აზრები - ხელები თავზე შემოიწყო, - ე.ი ერთად ხართ, ეს ძალიან მაგარია და მახარებს. მეორე, რადგან დედამის შენი გაცნობა უნდა შენ გეშინია ამ ფაქტის, მაქსიმეს უხეშად უთხარი და აწყენინე, ხო?
- კი, მასეა. - ღმად ამოვისუნთქე, ისევ რომ არ მეტირა.
- მომისმინე, უნდა დაურეკო მაქსიმეს და უთხარი, რომ მოვიდეს და დაელაპარაკე, უთხარი მიზეზი რატომაც გეშინია.
- რა ვუთხრა? მეშინია დედაშენს, რომ არ მოვეწონოთქო? მაგის გამო ვიჩხუბეთ მაშინ, გონება დაკარგული, რომ მიპოვეთ და ისევ თავიდან დავიწყო? არადა, ამ თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ.
- მომისმინე, თხუნელასავით წინასწარ ნუ ითხრი თვალებს, იქნებ მოწონხარ ნელიკო დეიდას?
- მე რომ გათხოვილი ვიყავი, მაკო?
- აუფს, დედა ეს რა მითხარი? მერე რა? ქმარი გარდაცვლილი გყავს, შვილი შენ არ გყავს, ხოდა ზოგს შვილიანები მოყავთ საერთოდ და ა.შ. და შენ რა დააშავე ასეთი? რადგან ერთხელ გქონდა ოჯახი, მეორედ არ უნდა შექმნა? ანუ თუ შექმნი მაინდამაინც ისეთს უნდა წაყვე ცოლ განაშვები უნდა იყოს ან წვრილშვილიანი ქვრივი? ვთქვათ, მაქსიმე ყოფილიყო შენ მდგომარეობაში, შენ რა არ გაყვებოდი? შენები ისტერიკას მოაწყობდნენ? მოდი ჯერ დადებითზე იფიქრე და ცუდი ფიქრებით ნუ დაიტვირთები. როგორ გარემოსაც შექმნი შენს ირგვლივ, ისეთი მოვლენები იქნება შენს ირგვლი, ხოდა გაუშვი შენც ამ კოსმოსში დადებითი პოზიტივები და გაიხარეთ შენც და მაქსიმემაც.
- ცოტა დამამშვიდე, მაკო. - ხელი ხელზე მოვუჭრე. - მართალი, ხარ პოზიტიურად უნდა ვიფიქრო და პოზიტივიც მოვა .
- დაურეკავ?
- მაქსიმეს? - დავფიქრდი, - კარგი დავურეკავ, - ვთქვი ეს და ჩემი მობილურიც აწკრიალდა. მაქსიმე რეკავდა, ნერვიულობისგან ავკანკალდი, გამეყინა ხელები, კბილებიც კი ამიწაკწაკდა, ძლივს ვუპასუხე. - ხო... მე ვარ რა და შენ?... არ მოხვალ ჩემთან?... კი, სახლში ვარ მე... კარგი გელოდები.
- რაო? - მკითხა მაკომ.
- ერთ საათში მანდ ვარო. - ტელეფონი მაგიდაზე დავდე და გულთან ჩავიხვიე ხელები.
- მაშინ ის დროა ახლა მივდიოდე მე, - წამოდგა მაკო, - იცოდე დამირეკე და გამახარე, თუმცა ისედაც გახარებული ვარ ახლა მეოო - აცეკვდა მაკო, - კარგია ეგ ამბავი. შენებმა იციან? - გასვლისას მომიბრუნდა.
- არაა, შენ იცი მარტო - გავუღიმე.
- უჰაა, მაგარია ძალიან. - მაკოცა და წავიდა.

სანამ მაქსიმე მოვიდოდა, გამოვიცვალე, თმები მოვიწსერიგე და კარებზე ზარის ხმაც გაისმა.
- შემოდი.
- როგორ ხარ?
- რავი ნელნელა და შენ?
- მეც მასე - გავიღიმე. - შედი მისაღებში და მოვალ მეც ახლავე.
-
- რას ნახულობ? - ვკითხე ოთახში შესულმა.
- სურათებს, როგორი ფუმფულია ხარ აქ? - შემომხედა.
- არც ახლა ვარ ნაკლები, თუმცა შედარებით დავიკელი.
- წონას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ადამინს ბუნება, მისი სულიერება ჩემთვის და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის.
- ხო, ვიცი, მაგრამ ...
- არავითარი მაგრამ არ არსებობს, ემილი. გთხოვ, დაანებე წარსულთან ჭიდილს თავი, იცხოვრე აწყმოთი და ნუ აბურდავ მომავალს წარსულზე ფიქრებით. მე მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ, გონია არაფერი ვიცოდი? ამ ყველაფერს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა, რომ ჰქონოდა შენი აზრით თავს მივცემდი უფლებას შემყვარებოდი? რაც დრო გადის და უფრო და უფრო ახლო გიცნობ, ვხდები, რომ შენ ხარ ის ვინც მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იქნება სიცოცხლის ბოლომდე. რატომ ითრგუნავს თავს იმაზე ფიქრებით, რომ ჩემებს არ მოეწონები? შენი აზრით დედიკოს ბიჭს ვგევარ? ასე, რომ იყოს უკვე ცოლი-შვილიანი კაცი ვიქნებოდი და გვერდით მეყოლებოდა მშობლების არჩეული ცოლი, რომელიც შეიძლება არ მყვარებოდა.
- შენ ჩემი რჩეული ხარ, ის ვინც მე მავსებს, ვის სიახლოვეს მთელი სხეულით ვგრძნობ, ჩემი გრძნობა შენს მიმართ ისეთია, როგორიც მე წარმომედგინა სიყვარული. ვთვლი და ხმამაღლა თუ დამჭირდება ვიტყვი კიდეც, რადგან ოჯახი დაგენგრა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დასამარდე და არ გაქვს მომავალი. - გაჩუმდა და სევდიანი მზერით შემომხედა, - ემილი, არ ღირს იმ ურთიერთობაზე მუდმივი დარდი, რაც დამთავრებულია და თან აღარ არსებობს არანაირი შანსი მისი აღდგენის, შეცვლის და ა.შ. ეს დასრულებული ურთიერთობაა, ჩემო.
- დასრულებული ბინების არ იყოს, ხომ? ჩააბარებ პატრონს გასაღებს, შევა და იცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად. ასევე დასრულებულ ურთიერთობებს გაუმარჯოს ხომ? - გამეღიმა ჩაფიქრებულს.
- ხო, ემილი. ის დამთავრდა, ჩვენ კი ახალი და ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს და მინდა სიცოცხლის ბოლომდე ასე იყოს. პატარა აღარ ვარ, პირველად შემიყავრდა ასე ძლიერად და ვიცი უკანასკნელად! ამიტომ მინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ და არ მინდა წარსულში სამუდამოდ დასრულებულმა ურთიერთობამ ეს ბედნიერება დაგვიძაბოს, შეგვილახოს... გესმის, ჩემო? - სევდიანი თვალებით შემომხედა ისევ.
- მართალი ხარ, - გავუღიმე და მივუახლოვდი, - მე შენ მიყვარხარ, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხარ, მე კი შენი. იმაზე დარდს კი რაც აღარ არსებობს, ჩვენი მომავალი რატომ უნდა შევწირო? ჩვენი გრძნობები და სიყვარული? რატომ ვიტანჯავ თავს? იმიტომ, რომ ოჯახი დამენგრა? ჩემნარი ხომ ჩვენს ირგვლივ უამრავია და აგრძელებენ ბედნიერ და ლაღ ცხოვრებას მარტო ან სხვასთან ერთად. მე კი შენ მყავხარ, ჩემი სიყვარული და ბედნიერება, ამიტომ მე და შენ უნდა დავტკბეთ მხოლოდ ჩვენი სიყვარულით და ლამაზი ურთიერთობით.
- აი, მომწონს ეს შემართება, ჩემო! - ჩამეხუტა ის, - ჩვენ ერთად წინ უამრავი ლამაზი და დაუვიწყარი წუთები გველოდება და წარსულით თვითგვემა, მხოლოდ ცუდს მოგვიტანს.
- ნამდვილად! - დავეთანხმე მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებულმა და მაგრად მივეხუტე მკერდთან - წინ, შემართებით, ბედნიერებისაკენ.
- დაიმახსოვრე, ჩემო: საზოგადოება არ გვაპტიობს სამ რამეს: სიყვარულს, ბედნიერებას და წარმატებას, ამიტომ თავი უნდა დავისამაროთ, რადგან ჩვენთან სამივეა?
- არამც და არამც, მაქსიმ. ჩვენ ერთნი ვართ და გპირდები ჩემი წარსულის აჩრდილებს შორეთში მოვისვრი და მხოლოდ ჩვენი სიყვარულით დავტკბები.
- ემი მიხარია, რომ გულახდილად ვისაუბრეთ, გულზე მომეშვა, ვიცი შენც ასევე ხარ.
- კი, ასე უფრო ჯობია. ჩაის ხო არ დალევ?
- კი დავლევ, ლიმნით.
ჩაი მოვამზადე და მისაღებში გავედი, მაქსიმე იქ არ დამხვდა.
- სად ხარ? - ღია კარისკენ წავედი - აივანზე რატომ ხარ? არ გცივა? - მივაწოდე ჩაის ჭიქა.
- რატომ უნდა მციოდეს? მე შენი სიყვარულით მაქვს მთელი სხეული გამთბარი - გამომხედა საყვარლად და გამიცინა.

- ეგ სულ არ გამახსენდა... - დამნაშავესავით დავხარე თავი.
- შენ რა, ანალოგიურად არ ხარ, ჩემო?
- კი, კი... - ჩამეღიმა ბედნიერს, მაგიჟებდა მისი დაძახებული „ჩემო“. - ისე, როგორი ცივი შემოდგომა გვაქვს, არა?
- კი, ნამდვილადდაარიციმერეშენმაგაზეახალიამბავი? - სერიოზული სახით შემომხედა.
- რაზე? შემოდგომაზე? - გაოცებით შევხედე.
- ხო, თურმეზამთარსმოუხდენიამისისრულიოკუპაციადაამიტომაცცივა. ამბობენ გაზაფხულსაც ემუქრება ანალოგიური, ხოდა ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა, როგორც ყოველთვის. - გამომხედა ისევ სერიოზული სახით და შემდეგ სიცილი აუტყდა თავისივე ხუმრობაზე.
- მგონი, შენ ვერ ხარ, ხო ცოტა? - შუბლთან ხელი დავიტრიალე და მერე მეც ავყევი სიცილში.
- გამაგიჟე შენი სიყვარულით და ახლა მეკითხები მაგას?
- მაინც ზრდილობის საკითხია და მაგიტომ ვკითხულობ. - დავეჭყანე.
- რომელი საათია ნეტა? - საათს დახედა, - უჰაა, რა დრო მოსულა, საოცარია ვანიკო, რომ არ მირეკავს და მაწიოკებს.
- ალბათ იცის სადაც ხარ.
- ცოდნით არ იცის, ალბათ ხვდება. - წამოდგა, - უნდა წავიდე, ხო არ გეწყინება?
- რატომ უნდა მეწყინოს, შენ შენი საქმეები გაქვს და უნდა მიხედო.
- დღეს თუ გამოვუძვერი ვანიკოს კი შემოგივლი თუ არადა ხვალ მოვალ.
- კარგი მასე იყოს. - მაკოცა და წავიდა.

ცხოვრება თითქოს სიზმარს გავს... არის მომენტები, როდესაც გინდა ცხოვრებაში მოვლენილი მომენტები კოშმარული სიზმარი იყოს, გამოიღვიძო ოფლისგან დაცვარულმა და ბედნიერმა გაიღიმო, რომ ეს მხოლოდ ღამის შფოთი იყო... მაგრამ, ცხოვრება სულ სხვა სიურპრიზებს გვთავაზობს და ვართ ჭიდილში მასთან. ახლა თავი, ლაღ და ბედნიერ სიზმარში მგონია, არ მინდა გამომეღვიძოს ან თუ გავიღვიძებ ბედნიერების განცდა გამყვეს... მაგარია როცა სიყვარული ისეთია, როგორიც წარმოგიდგენია...
გულახდილი საუბრის შემდეგ უფრო ბედნიერად და ლაღად ვგრძნობდი თავს, ოთახიდან ოთახში დავბოდიალობდი, ადგილს ვერ ვპოულობდი სიყვარულით გაჟღენთილ-გაბერილი, თითქოს სივრცე არ მკმაროდა... მაქსიმეც მენატრებოდა, ჩემთან მინდოდა ყოფილიყო, უბრალოდ მეცქირა მისთვის, სხვა მეტი არაფერი... მგონი ვგიჟდები... ალბათ ნამდვილმა სიყვარულმა ასე იცის...
ფიქრებში გართული სერგი გვარჯალაძის „Artificial Love”-ს ვუსმენდი და სხეულით მუსიკის რიტმს ვყვებოდი... უცებ უწონადობის გრძნობა დამეუფლა, მივხდი „ის“ მოდიოდა,შემოსასვლელში გავიქეცი და ღია კარებში დავდექი. ლიფტი გაჩერდა და ჩემი ბიჭიც მოვიდა.
- ემილი - გაოცდა მაქსიმე.
- არ მელოდი ხო? - გავუღიმე.
- არა, რადგან სიურპრიზი არ გამომივიდა - თმები გადამიწია ყურთან და ლოყაზე მეამბორა.
- რას ვიზამთ, ხომ იცი, როცა ჩემს სიახლოვეს ხარ უცნაურ უწონადობას განვიცდი და ამითი მივხდი, რომ მოდიოდი - შევცინე.
- კი, - თავი დამიქნია სიყვარულით სავსე თვალებით, მერე გულთან მიმიკრო და ასე გავედით მისაღებში. - შენ კი ამდენი წლები დამაკარგვინე ტყუილად, არადა ჩვენი სხეულები ერთ ენაზე საუბრობენ, უსიტყოვოდ ესმით ერთმანეთის და შენ კიდე „შენი ღირსი არ ვარ“, „სხვა ნახე“, „წადი“ და რავიცი ისტერიკები მიმართე აქ.
- კაი ახლა, ნუ ამატირებ - ავაფახულე თვალები.
- ამის მერე მსგავსი არ გავიგონო, - შუბლზე მაკოცა, - ხო და დედაჩემს როდის გაიცნობ?
- ცოტა ხანი მაცადე ხომ? ჯერ არც ჩემებმა იციან რამე, ცოტა მოვიკრებ ძალებს, რომ მათაც ვუთხრა.
- არის უფროსო, - შემომცინა. - და როდის აპირებ მაინც თქმას?
- რავიცი, ჯერ ალბათ ქეთას ვეტყვი და ის ეტყვისმერე ყველას, ამ ამბავს.
- შენ გეშინია?
- არა უფრო, მერიდება - გავუღიმე.
- ჩემი მორიდებული გოგო. - გულთან მიმიკრა.
- ნაყინი არ გინდა კარამელით?
- გაქვს?
- კი, მე ნაყინი მუდამ მაქვს და ეს უნდა იცოდე.
- კარგი, მაშინ მივირთვათ.
სამზარეულოში გავედი და თან გავშეშდი, კარებში ვატო და ქეთა შემოდიოდნენ.
- ემილიი, - გაშლილი ხელებით წამოვიდა ქეთა, მე კი ადგილიდან ვერ ვიძროდი და გონებაში მაქსიმეს იქ ყოფნა მაფიქრებდა. - რა გჭირს შენ? - თვალებთან ხელები ამიტარა.
- აჰმ, - ენა ძლივს მოვაბრუნე პირგამშრალმა.
ხმაურზე, მაქსიმეც გამოვიდა. ვატო და ქეთა მაქსიმეს უყურებდნენ, მე სამივეს, ხან ერთმანეთს გადავხედავდით და ასე წრეზე, პატარა ინდური სერიალი დაიდგა ამ მზერებით.
- ვატო ნუთუ ის არის, რასაც ვფიქრობ? - ჩუმად გადაუჩურჩულა ქეთამ ჩემს ძმას.
- მემგონი, - იმანაც დაუბრუნა პასუხი.
- არ არსებობს, - შეჰყვირა ქეთამ, - ახლა, ვიტირებ - თვალებზე აიფარა ხელები, - ხომ იცი ისედაც ემოციურობის ფონი მაქვს მომატებულიი - ატირდა თან.
- ემოციურობის ფონი? - ეჭვმა გამკრა, - მოიცა, ის არის რასაც მე ვფიქრობ? - გავხედე ჩემს ძმას
- კი, ის არის რასაც ფიქრობ - გაიჯგიმა ის.
- არ არსებობს, - ახლა მე ავტირდი და ჩავეხუტე ქეთას. მაქსიმე კი ამ ყველაფერს გაოცებული სახით უყურებდა და თან ჩუმად ეღიმებოდა.
- წამო, ჩემო მაქსიმე, - ხელი მოხვია ვატომ და მისაღებში გავიდნენ, - ამათ რომ უყურო ჭკუიდან გადაგიყვანენ, ასე იხტუნებენ ეხლა და იტირებენ, ასე მაგიჟებეს მე, ეს ორი ერთად,
- რა გინდა ფაქტიურად, უსიტყვოდ ესმით - ცხვირზე აისვა ხელი.
- უსიტყვოდ? შორიდან გრძნობენ ყველაფერს და ერთად თუ არიან, გაჩერდი არც მინდა წარმოვიდგინო - გაიცინა - ბომბი? არაა, უფრო უარესი ატომური ბომბები არიან - გადაიხარხარა გულიანად.
- ეგრე, რომ არიან მაგიტომ არიან ჩვენთან - თბილად გაიღიმა მაქსიმემ.
- მიხარია, თქვენი ამბავი - მხარზე ხელი მოხვია ვატომ. - მჯერა, შენთან ჩემი და ძალიან ბედნიერი იქნება, რადგან ის იმსახურებს ამას, მან ბევრ ტკივილს გაუძლო და ამიტომ, მინდა, რომ მუდამ ბედნიერს ვხედავდე.
- მეც მინდა, რომ ბედნიერი იყოს ჩემთან და ამისთვის ძალას არ დავიშურებ.
- შეხედე ეხლა ამათ, როგორ ჭიკჭკებენ ერთად - მხირულად შესძახა ქეთამ და თან კარზე ზარის ხმა გაისმა.
- მე გავაღებ - წამოდგა ვატო.
- ვაა, რა კაცი, რა პიროვნება - გავიგონეთ ვანიკოს ხმა - აქეთ ხარ?
- ხო, დღეს ჩამოვედით, შემოდით, კარებში რომ დგხართ.
მისაღებ ოთახში შემოვიდა მაკო და ვანიკო.
- ოჰო, სად ყოფილა ჩვენი პრინცი, მე მგონია საქმეებზეა და სად დადის თურმე - ხელები გადაიჯვარედინა და ხან მე და ხან მაქსიმეს გვიყურებდა.
- მერე, ხომ გაიგე და ახლა ნუღარ იბუსები - თვალი ჩაუკრა მაქსიმემ.
- კაი, კაი რადგანაც შერიგდით და ერთად ხართ ჩემს გაბუსვას ვჩივი? - გაიცინა და ჯერ მე შემდეგ კი მაქსიმეს ჩაეხუტა. - და როდის ვქეიფობთ?
- რასთან დაკავიშრებით? - იკითხა მაკომ.
- საყვარელო, ნუთუ ვერ მიხვდი? ქორწილი გველის მალე და მეჯვარედ გეჩითება, საყვარელი, ბიჭი - წარბები აათამაშა ვანიკომ.
- უი, ხო მაგაზე კი არ მიფიქრია, - სახე გაუნათდა ქეთას. - რა მაგარია, ვატუნა. ჩვენები გადაირევიან და დიდ ქორწილსაც გადაიხდიან.
- მეჯვარე ვინ იქნება, ემი?
- ბატონო?
- მეჯვარეზე გეკითხები.
- არ ვიცი, ქეთ, ჯერ მგონი ადრეა მაგაზე ფიქრი. - ჩუმად გავაპარე მზერა მაქსიმესკენ, რომელიც ეშმაკური მზერით მიყურებდა, ვგრძნობდი, როგორ მეუფლებოდა უჰაერობა.
- ჯვარს სად დაიწერთ? ქუთაისში თუ აქ?მეორედ ჯვრისწერა, ხომ შეიძლება? - იკითხა ქეთამ და ვიგრძენი, როგორ დამიგუბდა ყურები, უჰაერობამ შემომიტია და თუ არ გავიდოდი ოთახიდან სუფთა ჰაერზე, ალბათ გონებას დავკარგავდი.
- მე უნდა გავიდე, - წამოვხტი უცებ და კარებისკენ გავიქეცი, როგორ გავედი გაერთ, ქუჩაში, არ მახსოვს.
- რა მოუვიდა? - გაოცებით წამოიძახა მაკომ.
- მიდი გაყევი, მაქსიმე, - უთხრა ვატომ - შენ კიდე ქეთა, რომ დაუკვირდე რას ამბობ ხოლმე კარგი იქნება, რა მეორე ჯვირსწერა აგიტყდა? ვერ მიხვდი მაზოლზე, რომ დააჭირე ფეხი?

მივდიოდი, სიომ, ცოტა მომაფხიზლა - „ არა, არ უნდა მივცე წარსულს უფლება, რომ მომავალი დამინგრიოს, არა!!! უნდა ვიპოვო ძალა, ძალა რომ დავივიწყო წარსული, რატომ ვარ ასეთი? ღმერთო, რატომ? მუდამ წარსულის ფიქრებით და თვითგვემით არ მინდა ვიცხოვრო, ასე არ გამოვა, ვერ ვიქნები ბედნიერი, არ მინდა ეჭვებით ცხოვრება... მინდა ბედნიერი ვიყო მაქსიმესთან ერთად...“
- ემილი, ემილი - მომესმა მაქსიმეს ხმა.
- მაქსიმე?
- სუ, - ტუჩზე თითი მომადო, - რას აკეთებ? ნუთუ ასე აპირებ? ხომ ვიპალარაკეთ უკვე ამ საკითზე ამ დილით? შენ კიდევ ისევ ისე იქცევი... ხომ იცი გაქცევით საქმე არ მოგვარდება? უნდა შეძლო, მე მჯერა შენი, რომ წარსულთან ჭიდილს თავს დაანებებ და მომავალს ამით არ დაანგრევ, გესმის? გთხოვ, არ გინდა წარსულზე მუდამ ფიქრი, რაც იყო მორჩა, დამთავრდა და თვითგვემით კი არაფერი შეიცვლება, პირიქით შეიძლება დაკარგო ის, რაც გაქვს უკვე... ნუ გეშინია ბედნიერების, ჩვენ ერთად ბევრს შევძლებთ... მთავარია, მომცე ამის უფლება და შენც გაწყვიტო კავშირი იმასთან, რაც ასე გვაფაროიაქებს და არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას... ჩემთვის მაგ ყველაფერსმნიშვნელობა, რომ ჰქონოდა, ახლა ერთად არ ვიქნებოდით, მაგრამ ყველაფერსაც ხომ აქვს საზღვარი არა? არ მინდა, მუდამ ვიყო რაღაც ეჭვებში, ვებრძოლო იმას, რასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან ეჭვიანობა, ბრძოლა წარსულთან, რომელიც წლებია წარსულს ჩაბარდა დროის ფუჭად კარგვაა და მითხარი იმის მაგივრად, რომ ერთმანეთით დავკტბებთ, შევიგრძნოთ ეს ბედნიერება, რასაც სიყვარული ჰქვია, ჩვენს რას ვაკეთებთ? რას ვებრძვით? ან რატომ ვებრძვით? ვინმე გზას გვიღობავს? თუ ისევ ის გიყვარს? და თუ არ გიყვარს და მორჩა ეს ისტორია, მაშინ მუდამ იქეთ რატომ მიილტვი? რატომ იჩიჩქნები იმას რაც ტკივილს გაყენებს? რატომ არ იღებ ბედნიერების წუთებს ბოლომდე და რატომ არ ტკბები ამ ყოველივეთი? მეც მიყვარდა, მეც მქონდა წარსული, მაგრამ როცა ის ისტორია მორჩა და შენ გიპოვე, ჩემი მართლაც მეორე ნახევარი, ვცდილობ ამით დავტკბე, ვიხარო და ვიბედნიერო, შენ კი რას შვრები? რას? გთხოვ ამიხსენი? იქნებ ჩემშია პრობლემა? იქნებ მე ვერ გამოვხატავ ჩემს გრძნობებს ისე რაც შენს წარსულთან საბოლოოდ გაგაწყვეტინებს კავშირს და მხოლოდ ჩემი გრძნობებით იარსებებ? მითხარი გთხოვ... - ხმა გაებზარა მაქსიმეს, მე კი ცრემლები თავისით მომდიოდნენ ნაკადულებად.
- მაქსიმე... - ძლივს ამოვთქვი, რადგან მისი სიტყვები სრულ სიმართლეს ამბობდნენ - მართალი ხარ, ჩემო?! რას ვაკეთებ? რას ჩავდივარ? რატომ ვინგრევ მომავალს? წარსულით რატომ ვცხოვრობ? არა, მე გზა წინ უნდა განვაგრძო, ბედნიერებისკენ შენთან ერთად. რა ბედნიერებაა, შენ რომ გიპოვე, რომ ჩემი გქვია... მე კიდე, როგორ ეგოისტურად ვიქცევი, გულს გტკენ... მაპატიე გთხოვ...
მაქსმიმემ, ხელი მომხვია და ერთმანეთს ჩავეხუტეთ.

- როცა შენს სიახლოვეს ვარ, თითქოს ჰაერში ელექტროტალღები ტრიალებენ, თითქოს რაღაცით ვიმუხტები, რაც მაღელვებს... თითქოს ჩემში, შიგნით რაღაც სკდება და ტალღებად დაჰყვება ჩემს სხეულს, სულს მიფორიაქებს და მაბედნიერებს... შენი ჩახუტება კი ფეიერვერკების ტალღებს იწვევს... მინდა, რომ დავტკბეთ ამ ყველაფრით, ჩემო ...
- დაე, იყოს ასე მუდამ... ვტკბებოდეთ ერთამანეთით და მუდამ ტრიალებდნენ ჰაერში ბედნიერების ელექტროტალღები, გვაფორიაქებდეს ერთმანეთის სიახლოვე, დაე, მუდამ დაფარფატებდნენ ჩვენში სიყვარულის პეპლები და სიყვარულით ვხარობდეთ.

- და შენებს როდის ეტყვი? მინდა, მალე გავაცნოთ ჩვენები ერთმანეთს.
- უკვე ჩქარობ... - თვალები მოვწუკრე.
- აბა, არ უნდა ვიჩქაროთ თუ კიდევ უნდა დავცილდეთ, მერე შევრიგდეთ და ა.შ.
- სუუ, რა დავცილდეთ და ა.შ. - წარბები შევკარი, - უბრალოდ ასე უცებ ხომ არ მივახლი ჩემებს - თან აწკრიალებულ ტელეფონს დავხედე და სასოწარკვეთილი შევხედე მაქსიმეს - დედაჩემი რეკავს.
- მერე უპასუხე, რამ დაგაფრთხო? - ჩაეღიმა.
- ხო, დედა... მე კარგად და თქვენ? ... ხო, სახლში არიან, მე უბრალოდ გარეთ ვარ გამოსული... ექიმთან? მგონი ხვალ მიდიან, არ ვიცი ზუსტად... მე, როდის ჩამოვალ მაქეთ? არ ვიცი, შეიძლება მალე მომიწიოს ჩამოსვლა... კიი, მენატრებით დე, აბა არ მენატრებით? ... ნუ მსაყვედურობ, გთხოვ... რა? რა გაიგე? ... ჩემზე? ვინ გითხრა? ... და მერე რა? არ შეიძლება მეც მქონდეს სიახლე? მქონდეს პირადი ბედნიერება? ... ხოდა, თუ შეიძლება, ზოგიერთები დამშვიდდნენ. ვინ როგორ არის? მაქსიმე? - ამიტყდა ხველება, - მოიცა, შორიდან, რომ მივლი პირდაპირ მკითხე, - გავბრაზდი უცებ - იცი ხომ, ყველაფერი, უკვე? ვატომ გითხრა, ხომ? ხომ არ დაგაცდიან არაფრის თქმას - შუბლზე მივიდე გაშლილი ხელისგული. - კარგი, ხო, არ ვბრაზდები.მისი ოჯახის გაცნობა გინდათ? დედა, ახლა უნდა გავთიშო, მერე დაგირეკავ. - არც დავლოდებივარ მის პასუხს, მობილური გამოვრთე. მაქსიმე კი გაბადრული მიცქერდა.
- ხო, ხედავ ჩემს სასარგებლოდ ასხამს წისქვილი წყალს, - შუბლზე მეამბორა - დანარჩენს კი მე მოვაგვარებ.
- რას მოაგვარებ? - ეჭნარევი მზერით გავხედე.
- ეს შენ აღარ გეხება, ჩემო - ხელი ჩამკიდა და სახლიკენ წავედით.

რა მოხდა მერე? მერე ისე უცებ მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასაწრი. თითქოს ფერია მოვიდა, მისი ჯადოსნური ჯოხი ააქნია და მე სადედოფლო კაბით უკვე ჯვრისწერაზე ვიდექი და საყვარელ ადამიანზე ვიწერდი ჯვარს, სიყვარულით გაჟღენთილები.


მზისსხივებისათინათმა,ჩემსსახეზე, გამაღვიძა, კეთილი ვინებედათვალებივჭყიტე, ვჭყიტედამივხდი, რომიქარვიყავისადაცუნდავყოფილიყავი, თუმცავერციმასმივხდისადვიყავი?! აბასადვარ? ერთობსაჭიროკითხვადავუსვიჩემსთავს, რომუცებჩემსგვერდით ყურთანვიღაცისმშვიდიფშინვამომესმა, მისი ხელები კი ჩემს თეძოებზე იყო მყარად შემოჭდობილი.
თვალები მაგრად დავხუჭე და კვლავ გავახილე, თითქოს უსიამოვნო ფიქრები გავფანტე, ვხდებოდი ტკბილი სიზმრიდან მიწევდა გამოსვლა და თავი მოვამზადე მწარე სიმართლისთვის კვლავ შემეხედა.
- ჩემმა გოგომ, გაიღვიძა? - თმებში ჩარგო ცხვირი და შეისრუტა ჩემი სხეულის სურნელი - მაბედნიერებს ეს დილა, ჩემო.
- მაქსიმე... - სხვა რეალობისგან სხვა რეალობას შეჯახებულმა ემოციამ ბედნიერების ცრემლებით ამივსო თვალები. - მიყვარხარ ჩემო...
- მეც ...

გზა ცხოვრებისა უცნაურია, საით წაგვიყვანს, საით დაუბერავს სიო ნეტარებისა, სიყვარულისა, არავინ იცის... არავინ იცის, როგორ ისტორიას ჩავწერთ ჩვენს ბედისწერაში, სხვისი თუ ჩვენი მეშვეობით... არავინ იცის რა ტკივილს თუ ბედნიერებას გვპირდება ჩვენი ისტორიები მძივივით აკინძულები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების გზას ქმნიან და ჯაჭვად გაჰყვებიან... მაგრამ მივხდი, რომ დაუფიქრებელი, სპონატური გადაწყვეტილებები ბევრჯერ არასწორ გზაზე გვაყენებენ და მძივები ალაგ-ალაგ შავდებიან ტკივილისგან, სევდისგან... და მე მინდა ჩემი არჩევანით მარად ფერადი მძივები იქსოვებოდეს და სიყვარულის ელექტროტალღები მარად იგრძნობოდეს ირგვლივ...


>>>>>>>>>>>>>>>
მადლობა ყველას ვინც წაიკითხა ჩემი "ისტორია", მოეწონა, დამიკომენტარა და ელოდა მის ყველა გაგრძელებას.
ისტორია ძირითადად აკრებილია რეალური ისტორიებიდან, რომელიც სხვადასხვა ადამიანებს გადახდათ თავს და მე კი ეს ისტორიები ერთ ისტორიად ავკინძე და მიხარი, თუ მოგეწონათ.

წარმატებები ყველას

ხ.მ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent