მეც შემიყვარდა (თავი მეთერთმეტე)
დრომ სწრაფად გაიარა. მარიამი და დემეტრეც დაბრუნდნენ. ცივი ზამთარიც დადგა და დასასვენებლად გადავწყვიტეთ წასვლა. როგორც ყოველ ზამთარს ახლაც ბაკურიანში გავატარებთ. შუადღემდე საქმეები მოვამთავრეთ და წასასვლელად მოვემზადეთ. -სალო და ნიკაც ხომ მოდიან? -ვკითხე და წინა სავარძელი დავიკავე. მე და სანდრო ერთად მივდივართ. -ხო და ნიაკოც მოჰყავთ. -მითხრა და მანქანა დაძრა. -ჩვენ უნდა გავუაროთ. -ვაიმე ჩემი გოგოც მოდის. მომენატრა. მაშინ მე უკან დავჯდებოდი გეთქვა აქამდე. -იყავი სადაც ხარ, ნუ სულელობ. -მითხრა და გამიღიმა. მალე მათ სახლთან გავჩერდით. -სალამი სარძლო როგორ ხარ? -კარგად ნიკუშა შენ? -მეც კარგად. სად არიან დანარჩენები? -ალბათ გავიდნენ უკვე ქალაქიდან ცოტა მალე, იქნებ დავეწიოთ-უთხრა სანდრომ და ჩანთა საბარგულში ჩადო. -სანდლოო-მანქანასთან მოვიდა ნიაკო. -ძიას გოგო, მოდი ჩემთან. -ხელში აიყვანა ძმიშვილი. -ანააა... -ახლა ჩემსკენ გამოიწია. -ტასო ჰქვია მაგას-უთხრა სანდრომ პატარას-ანა მარტო ჩემთვის ხარ-ყურში ჩამჩურჩულა ბოლო სიტყვები. -კარგი დავსხდეთ და წავიდეთ. სალოო გამოდი მალე. -დაუძახა ცოლს ნიკამ. საღამოს უკვე ბაკურიანში ვიყავით, სახლი ვიქირავეთ ამიტომ ყველანი ერთად ვიყავით. -აუ რამხელა თოვლია არა? წამო ვიგუნდაოთ. -შემოგვთავაზა ბექამ. -არა რა გვიანია უკვე. -დაიწუწუნა მარიამმა. -მაშინ უბრალოდ გავისეირნოთ მაინც. -არ დანებდა მათეც. მალე მოვემზადეთ და სასეირნოდ გავედით, ბავშვებს ეძინათ, ლიზამ კი დაღლილი ვარო ამიტომ ის და თემო დარჩნენ. -გცივა? -მკითხა სანდრომ. -ცოტა. მაგრამ ამ სილამაზის გამო ღირდა გამოსვლა, შეხედე თოვაც დაიწყო. -ხელი გავუშვირე ფიფქებს. -მოდი აქ. -მითხრა და ხელი მომხვია, გულზე მიმიხუტა და ასე განვაგრძეთ სვლა. ცოტახანს ვისეირნეთ და მალე დავბრუნდით. დიდხხანს აღარ გავჩერებულვართ მალევე დავნაწილდით ოთახებში. მეც მოვემზადე დასაძინებლად თუმცა ვინ გაცადა, კარზე კაკუნი ატყდა. ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე თუ არა ელვის სისწრაფით შემოვარდა ალექსანდრე. ასევე სწრაფად მიხურა კარი და ზედ ამკრო, რატომღაც გამეცინა მის ასეთ საქციელზე. -აქ რას აკეთებ? სულ გაგიჟდი? -ვკითხე სიცილით. -გაჩუმდი! მთელი დღეა ვცდილობ მარტო დავრჩეთ მაგრამ არ გამოდის ამიტომ ამის გაკეთება მომიწია. -პატარა ბიჭივით იქცევი. -ვიცი. მაგრამ მომენატრე და რა მექნა? -მთელი დღეა ერთად ვართ და როგორ მოგენატრე? -მე სხვა რამეს ვგულისხმობ. -მაინც რას? -აი ამას.... -მითხრა და მწყურვალივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს. -ამის გარეშე მკვდარი ვარ იცოდე. -არანორმალური ხარ იცოდი? -შენი დამსახურებაა... -კარგი წადი ეხლა დაიძინე. -ნწ არ მეყო-კიდევ ერთხელ მაკოცა -ტკბილი ძილი-მითხრა და ოთახი დატოვა. დილას ხალისიანად დაიწყო. ვისაუზმეთ და სასრიალოდ გავედით. თითქმის ყოველ ზამთარს აქ დავდივართ მაგრამ სრიალი კიდევ არ ვიცი, უფრო სწორად არ მიზიდავს. ყოველთვის მირჩევნოდა ფეხით მესეირნა და არც ახლა ვაპირებდი ჩემი გადაწყვეტილება შემეცვალა. -ტასო, მოდი ვისრიალოთ -მითხრა სანდრომ. -არ იცის მაგან სრიალი. -უპასუხა ბექამ -შენ გაჩუმდი! -თვალები დავუბრიალე. -რას ვიზამთ სიმართლე ყოველთვის მწარეა ტასუნა-მითხრა და გორაკზე დაეშვა. -ამოგაწიწკნი მაგ ენას! -მივაძახე თუმცა მეეჭვება გაეგო. -მართლა არ იცი? -მკითხა სანდრომ. -ხო და არც მინდა ვისწავლო, არ მაქვს ტრამვატოლოგების ნერვები, ვიცი ჩემი თავის ამბავი მოვიტეხავ რამეს. -მე გასწავლი და პირობას გაძლევ არაფერი მოგივა, მოდი ვცადოთ. -არა არ მინდა, მირჩევნია ფეხით ვისეირნო. მიდი წადი შენც და დაბლა შევხვდებით. -მართლა არ გინდა? მაშინ მეც შენთან ერთად წამოვალ. -სანდრო პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, ჩამოვალ ჩემისითაც, თან პირვლად არ ვაკეთებ ამას. -ზუსტადაც რომ ჩემი პატარა ბავშვი ხარ-მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. -წადი ახლა. -ხელით ვუბიძგე წასულიყო. -ქვემოთ შევხვდებით-მითხრა და ჩასრიალდა. მეც გავუყევი გზას, მივდიოდი და ვაკვირდებოდი ყველას და ყველაფერს. ზოგი ბედნიერი დადიოდა ზოგი ტკივილისგან სახეს მანჭავდა და ნატკენ ადგილს იზილავდა თუმცა ამასაც სიცილით აკეთებდნენ.რა უცნაურები ვართ ადამიანები. ფიქრებში გართულს ბუნდოვნად ჩამესმა ჩემი სახელი, მალე კი უფრო მკაფიოდ გავიგე და უკან მივბრუნდი. -თვით ანასტასია არაბული, როგორ გიკითხოთ ქალბატონო ტასო? -მკითხა და მომიახლივდა. -უკაცრავად? -ვერ მიცანი ხო? -ვერა. -ისე ლოყაზე სიწითლემ გამიარა თორემ აშკარად მიცნობდი. -მითხრა და სახეზე ხელი მოისვა. -დაჩი, დაჩი დვალი, როგორ ხარ? -ვკითხე და გავუღიმე. -კარგად, შენ? -მეც კარგად, აუ ბოდიში რა მართლა ვერ გიცანი. -რას მებოდიშები გოგო არ გრცხვენია მაინც. -მითხრა და გამიღიმა. -აქ ისვენებ? -ხო, აქეთ ვიქნები ცოტახანს. შენ? -მეც, ვისვენებ და... ქვემოთ მიდიხარ? -კი. -მეც.. წამო წავიდეთ, თან მომიყევი როგორ ხარ. -მითხრა და გზისკენ მანიშნა. -მარტო ხარ თუ...? -არა მეგობრებთან და.. -საუბარი ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტინა. -აუ, ბოდიში რა უნდა ვუპასუხო... ალო... ხო... ნაცნობი ვნახე და მოვალ მალე... კარგი... -მობილური გათიშა-მეც მეგობრებთან ერთად ვარ. -კარგია. -როდემდე აპირებ აქეთ ყოფნას? -არვიცი მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული. -მალე ჩემებიც დავინახე-აი ისინიც, წამოდი ნიტა და მარიამიც აქ არიან -მათკენ დავიძარი. -დაჩი?შენ აქ სადიდან? -ჰკითხა ნიტამ. -ნიტუ, როგორ ხარ.? -კარგად. შენ? -მეც კარგად. შენ როგორ ხარ მარიამ? -კარგად მადლობა. -ცივად უპასუხა. -დაჩი გაიცანი ეს ჩემი ქმარია ცოტნე. -სასიამოვნოა. -იცი საიდანღაც მეცნობი. -უთხრა ცოტნემ. -შეიძლება. -უპასუხა დაჩიმ და გაუღიმა. -სანდრო სად არის? -ვიკითხე და თვალებით მისი ძებნა დავიწყე. -ვინმემ მახსენა? -გავიგონე მისი ხმა და მაშინვე უკან შევტრიალდი. -დიახ, მე... -ვუთხარი და მოვეხვიე. -წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო. -ბავშვებისკენ წავედით. -დაჩი! -დავუძახე, ისიც წამსვე შემოტრიალდა. -გაიცანი ეს სანდროა. -ბატონო ალექსანდრე რა სიურპრიზია თქვენი აქ ხილვა. -დაჩი დვალი, მე იგივეს ვერ ვიტყოდი შენზე. -ნუთუ? ტასო შენ ამას საიდან იცნობ? -წესივრად ილაპარაკე. -გამოჩნდა დამიანეც და ვხედავდი რომ აშკარად არ ესიამოვნა მისი ნახვა. -ამიხსნით საიდან იცნობთ ერთმანეთს? -ვიკითხე და ინტერესით გადავხედე ბიჭებს. -არაა საინტერესო, წამოდი წავიდეთ-მითხრა სანდრომ და სახლისკენ მანიშნა. -კი მაგრამ... -ზედმეტი კითხვების გარეშე ტასო. -გვერდით ამომიდგა დემეტრე. სახლში მივედით, მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. მისაღებში მარტო გოგონები იყვნენ. -სად არიან ბიჭები? -ვიკითხე და მეც მათთან ჩამოვჯექი. -ეზოში, ასე თქვეს საქმეაო-მიპასუხა ლიზამ. -რამე მოხდა? -არ ვიცი ტასო მოვლენ და გავიგებთ. -მითხრა მარიამმა. ფანჯრისკენ გავიხედე, კარგად ჩანდა როგორ ნერვიულად შლიდა სანდრო ხელებს. მალე შემოვიდნენ. მაგრამ ისე იქცეოდნენ ვითომც აქ არაფერი. სანდრო კიბეებს აუყვა და ოთახში შევიდა მეც მას გავყევი, კარზე დავაკაკუნე და თანხმობის მერე შიგნით შევედი, საწოლზე იჯდა ხელებით მუხლებს ეყრდნობოდა და იატაკს მიშტერებოდა. -სან, რამე მოხდა? -გვერდით მივუჯექი, თუმცა პასუხს არ მცემდა. -კარგი წავალ მაშინ. -ვთქვი და ისევ ფეხზე წამოვდექი, მან კი ხელი ჩამჭიდა და ქვემოდან ამომხედა. -არ წახვიდე! აქ დარჩი. -სანდრო ნუ მაშინებ მითხარი რა ხდება, ჩუმად ნუ ხარ. -ვუთხარი და ისევ ჩემი ადგილი დავიკავე. ხელს არ მიშვებდა, პირიქით დროდადრო უფრო ძალიან მიჭერდა. -საიდან იცნობ დაჩი დვალს? -მკითხა და თვალებში შემომხედა. -დაჩი ის ბიჭია, ვისაც სილა გავაწანი სკოლაში. -ხელი უფრო მაგრად მომიჭირა. ერთი ამოისუნთქა და ეცადა მშვიდად ეთქვა. -ხომ გიყვარვარ? -სანდრო რა სისულელებს მეკითხები? რათქმაუნდა. -მაშინ გთხოვ მისგან თავი შორს დაიჭირე, ახლოს არ გაეკარო. -რატომ? რა მოხდა? -უბრალოდ, ახლა ასეა საჭირო, დანარჩენს სხვა დროს აგიხსნი. მაგრამ ახლა დამპირდი. -სან... -ანასტასია! -კარგი გპირდები. -მიყვარხარ, მოდი ჩაგეხუტები. საღამომდე ოთახში ვიყავით. არ ვსაუბრობდით მხოლოდ ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით, შიგადაშიგ თუ ვეტყოდით ერთმანეთს რამეს. ბოლოს ლიკამ დაგვიძახა ჩამოდით ვივახშმოთო, ჩვენც ჩავედით. გემრიელად ვივახშმეთ და იქვე მისაღებში მოვთავსდით. ფილმს ვუყურეთ ყველამ ერთად და დავიძინეთ. დილას ათი ხდებოდა რომ გამეღვიძა, მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი, თუმცა იქ არავინ დამხვდა, დამიანეს დავურეკე თუმცა არ მიპასუხა. მერე კი სანდროსთან ვცადე. -გისმენ ცხოვრება, გაიღვიძე? -სად ხართ ყველანი? რატომ არ გამაღვიძეთ? ან ტელეფონს რატომ არ პასუხობს დამიანე.? -დაწყნარდი, რა იყო ეს, წინასწარ გქონდა კითხვები მომზადებული? -მითხრა და გავიგონე როგორ გაეცინა. -სანდრო! -მე და ბექა მარკეტში წავედით. დანარჩენები სასეირნოდ წავიდნენ, მალე მოვლენ ალბათ, ჩვენ აქვე ვართ, ცოტახანში მოვალთ. კიდევ რა გაინტერესებს? -არაფერი! მეც გავალ გავისეირნებ ცოტას დამირეკე რომ მოხვალ. -გაბრაზდი? -არა! -ვუთხარი და გავუთიშე. ჩავიცვი და გარეთ გავედი. სასიამოვნო დილა იყო, ცივი ჰაერი თითქოს მესიამოვნა კიდეც. გზას გავუყევი ნელი ნაბიჯით. მალევე უკნიდან მძიმე ნაბიჯის ხმა მომესმა. სვლას ავუჩქარე. -შეგაშინე ასე რომ გარბიხარ? -დაჩი-უკან მივტრიალდი -ხო რა იყო რა სახე გაქვს მოჩვენება ხომ არ დაინახე? -მითხრა სიცილით -არა.. უბრალოდ.. -რა მარტო ხარ, სად არიან შენი დაცვის წევრები?-ირონია გაურია სიტყვებში. -რაში გაინტერესებს? -კარგი დაივიწყე, წამო კაფეში დავსხდეთ. -არა! -რატომ ასე კატეგორიულად? - მითხრა და მომიახლოვდა. მე კი უკან დავიხიე. -მეჩქარება. -ვუთხარი და სახლისკენ წავედი. -მაინც შევხვდებით ანასტასია. სახლში სირბილით მივედი. ყველანი იქ დამხვდნენ გარდა ბექას და სანდროსი. -რა იყო გოგო ვინმე მოგდევდა? -მკითხა თემომ. -არა, არავინ. -ვუთხარი და მეც დივანზე ჩამოვჯექი. მალე კარის ხმაც გაისმა და ბექა და სანდროც შემოვიდნენ. -აუ მშია რა მალე მოამზდეთ რამე. -მთელი ძალით დაებრეხვა დივანზე ბექა. -გაფუჭდა ველურო! -ხელი ჰკრა მარიამმა. -წამო მარ, მოვამზადოთ რამე. -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. -წადი და მოვალ ტელეფონს შევაერთებ სატენზე და... -მითხრა და კიბეებს აუყვა. მეც სამზარეულოსკენ დავიძარი. საუბრის ხმა გამოდიოდა. სანდრო იყო. -სახლთან დავინახე, აქ ხომ არ იყო? -არა აქ არ ყოფილა. -უპასუხა დამიანემ. -იცოდეთ ანასტასიას ერთი მეტრის რადიუსითაც რომ მიუახლოვდეს ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. -დაწყნარდი სანდრო, ვერაფერს გააკეთებს. -მარიამთან არაფერი გამოუვიდა და ახლა ტასოზე გადმოვიდა? -იკითხა დემეტრემ -ვერ გადამირჩება გესმის ვერა ტასოს თითიც რომ ახლოს. -სიბრაზისგან მუშტი დაარტყა კედელს. -სანდრო! ხელზე რა დაემართა? -ვითომ არაფერი გამიგია ისე მოვიქეცი რადგან დავინახე როგორ სდიოდა სისხლი. -ანასტასია? შენ რა დროს მოხვედი? -მკითხა და ხელს დახედა. -ამ წუთას საჭმელი უნდა მოვამზადო. მიპასუხე ხელზე რა გჭირს. -არაფერი სერიოზული. -წამოდი ოთახში დაგიმუშავებ. -არ მინდა იყოს. -სანდრო! -გაყევი ალექსანდრე, ჩემი დაა კარგად ვიცნობ მაინც გაიტანს თავისას. -სიცილით უთხრა დამიანემ. -აქ რა ხდება? -იკითხა იმ წამს შემოსულმა მარიამმა. -არაფერი მარ, ცოტახანში მოვალ, მანამდე ნიტას გამოვაგზავნი. -ვუთხარი, სანდროს ხელი ჩავჭიდე და სამზარეულო დავტოვე. ნიტა გავუშვი მარიამთან, ჩვენ კი ჩემს ოთახში ავედით. -დაჯექი, ახლავე მოვალ-ვუთხარი და სააბაზანოში შევედი სამედიცინო ყუთის გამოსატანად. -მანახე. -ხელი დავუჭირე და ფრთხილად გავუწმინდე. -რა გჭირს? -მკითხა მაგრამ ხმა არ გამიცია. -ანა გამაგებინე რა ხდება? -არაფერი, უბრალოდ ჭრილობას ვასუფთავებ, ხომ ხედავ არა? ნუ ამოძრავებ გააჩერე ხელი. -არაფერი უთქვამს, მეც ჩუმად დავასრულე ჩემი საქმე, იქაურობა მივალაგე და ოთახი დავტოვე. რას მალავს ისეთს რასაც მე არ მეუბნევა? ან მარიამი რა შუაშია? ამ კითხვებში მთელი დღე გავატარე. ვახშამის შემდეგ სანდრო სახლიდან გავიდა. დანარჩენებმაც გადაწყვიტეს გასვლა. -ტასო მართლა არ გინდა წამოსვლა? -მკითხა ლიკამ. -დავიღალე ლიკუ, სამზარეულოს დავალაგებ და ცოტას დავიძინებ. თქვენ გაერთეთ. -კარგი როგორც გინდა, ჭკვიანად. -მითხრა და სახლი დატოვა. სამზარეულოც მივალაგე, მხოლოდ ნაგავი დამრჩა გასატანი, ჩავიცვი და გარეთ გავედი. უკან ვბრუნდებოდი სახლთან მანქანას მიყრდნობილი დაჩი რომ შევნიშნე. გვერდის ავლა მინდოდა მაგრამ არ გამომდიოდა. -რა მარტო დადიხარ დღეს მთელი დღე? -რა გინდა? -ვცადე უხეშად გამომსვლოდა. -სალაპარაკო მაქვს. -ნუთუ? მე და შენ რა საერთო გვაქვს? -დამიანემ დაგგეშა ხომ ჩემზე? -მითხრა ირონიით. -წესივრად მელაპარაკე. -კარგი, აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ. რაღაც მინდა გითხრა, ეს უკვე გითხარი წლების წინ და მინდა იცოდე რომ ეს გრძნობა ჩემში ისევ დევს. მიყვარხარ ანასტასია. -რა? -რაც გაიგე. -მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა. -არ შემეხო. ერთხელ უკვე გაგეცი პასუხი, წადი თორემ ისევ იგივეს გავიმეორებ. -ამით ვერ შემაშინებ. -მე გაგაფრთხილე, წადი თორემ... -თორემ რა შენს ძაღლებს მომიქსევ... -წესივრად ისაუბრე, მათზე ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს. -რატომ? -არა ადამიანი ხარ, სანდრო მართალია შენგან თავი შორს უნდა დამეჭირა. -და ის ვინ არის შენთვის ასეთი მისი სიტყვები ამდენს რომ ნიშნავს? -ჩემი შეყვარებულია გესმის. ახლა კი წადი და თვალით აღარ დამენახო. -ვუთხარი და სახლისკენ წავედი. კარები გავაღე და შინ შევედი. -იდიოტი, ეს როგორ გაბედა, მას მე ვინ ვგონივარ. მიყვარხარო ეს როგორ მითხრა. -რა გითხრა? -ადგილზე გამაქვავა ოთახში სანდროს ხმამ. -მიპასუხე რა გითხრათქო. -სანდრო შენ რა დროს მოხვედი? -მგონი ზუსტ დროს. ანასტასია გაგაფრთხილე, მას არ გაეკარო თქო, ხომ გითხარი. შენ რა გააკეთე? -მე არაფერი გამიკეთებია. -შენ პირობა მომეცი რომ არ დაელაპარაკებოდი. ხომ ასეა მიპასუხე! -უკვე ყვიროდა. -მომისმენ რომ აგიხსნა? -რა უნდა ამიხსნა რა? გაგაფრთხილე ვიცი როგორი პიროვნებაცაა და რაზეცაა წამსვლელი, შენი აზრით მარიამი და დემეტრე ასე სწრაფად რატომ დაქორწინდნენ?რატომ არაფერი უთხრა იმ საღამოს ბექამ დემეტრეს როცა ხელი სთხოვა? მიპასუხე. -არ ვიცი. და ნუ ყვირიხარ. -თვალებში ცრემლები ჩამიდგა. თუ არ დაწყნარდებოდა აუცილებლად ვიტირებდი. -გგონია მე მინდოდა მასთან შეხვედრა? თავის დროზე ყველაფერი რომ აგეხსნა, სიტუაცია სხვანაირად იქნებიდა. ახლა შენ მიპასუხე რა ჩაიდინა ასეთი რომ ვერ იტანთ ვერც შენ ვერც დემეტრე და ვერც დამიანე. -რას გულისხმობ? -ჩემი ყურით მოვისმინე სამზარეულოში რომ საუბრობდით. რა დააშავა დაჩიმ? -არაკაცია გესმის! ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. ამიტომ გაგაფრთხილე მაგრამ შედეგს შენც ხედავ, უყვარხარ ბიჭს თურმე.... მე.. ჯანდაბა ამის... -სახლიდან გავარდა. ვფიქრობდი გავყოლოდი მაგრამ ამდენხანს ნაგროვებმა ცრემლებმა თავისი გზა იპოვეს. ოთახში ავედი და კარბთან ჩავიკეცე. მძულდა ჩემი თავი, ჩემივე დაუფიქრებლობის გამო, მე მას დავპირდი და პირობა არ შევუსრულე. ახლა რა იქნება? -ტასო კარი გააღე! ტასო! -კარს იქიდან ყვიროდა ცოტნე და ხელებს ურტყავდა. საკეტი გადავწიე და საწოლზე წამოვწექი. მალე კარი გაიღო და ოთახში ცოტნე, ნიტა, დამიანე და დემეტრე შემოვიდნენ. -ტასო, რა მოხდა ამიხსნი? -მკითხა დამიანემ. -სულელი ვარ და ის მოხდა, არ დავუჯერე. -დაწყნარდი ჩემო გოგო-საწოლზე ჩამოჯდა ნიტა -დემეტრე, სად არის იცით? სანდრო სად არის? -არ ვიცი. -ამხსნით წესივრად რა მოხდა თქვენსა და დაჩის შორის? -ვკითხე თუმცა არცეთი ხმას არ იღებდა. -კარგი არ მინდა სანდრო მომიყვება რომ მოვა. -ტასო, დაჩი ისეთი პიროვნება არაა როგორიც ჩანს. ბექა მამამისის კომპანიის დიდ ნაწილს უკვე ფლობს, ნაწილი კი მარიამისია, მაგრამ მან წილზე უარი თქვა, დაჩის უნდოდა ეს კომპანია ჩაეძირა ან მისი გამხდარიყო, ამიტომ ვახოს(მარიამის მამა) მარიამის ხელი სთხოვა. ამ დროს მე და მარი უკვე ერთად ვიყავით, მან კი ეს არ იცოდა. როდესაც მარიამმა ეს მომიყვა ქორწილი დავაჩქარეთ, მარიამის წილი ჩვენმა კომპანიამ შეისყიდა და ასე გავერთიანდით, ეს გაიგო და ახლა გეგმა ბეზე გადავიდა და შენით უნდა კომპანიაში შემოსვლა. -მითხრა დემეტრემ -კი მაგრამ მარიამმა რატომ არაფერი გვითხეა.? -ვკითხე მე. -მე ვთხოვე არავისთვის მოეყოლა, სანდროსაც ქორწილის შემდეგ მოვუყევით, როცა აქციები შევისყიდე. მთელი საღამო ველოდებოდი როდის მოვიდოდა, უკვე თერთმეტი საათია ის კი არ ჩანს. დივანზე წამოვწექი და ვერც კი მივხვდი როგორ ჩამეძინა, მაგრამ მალევე გამეღვიძა, თუმცა უკვე ჩემს საწოლში ვიწექი. სანათი ავანთე, ფეხებთან კი სანდრო იჯდა და იატაკს დაჰყურებდა. -სანდრო. -ტასო, რატომ გაიღვიძე? -რა დროს მოხვედი? -ცოტახნის წინ. დიდხანს გეძინა ქვემოთ? -არ ვიცი. სანდრო სად იყავი? -ვკითხე და მის გვერდით ჩამოვჯექი. -ზარებსაც არ პასუხობდი სად... -სიტყვა ვერ დავამთავრე როცა მის გახეთქილ წარბს მოვკარი თვალი. -ეს რა არის? -საკადრისი მიიღო. არავის ვაპატიებ შენს ცრემლებს გესმის. -სანდრო, ახლავე მოვალ-ფეხზე წამოვდექი, დღეს უკვე მეორედ დამჭირდა სამედიცინო ყუთი. ფრთხილად გავუწმინდე ჭრილობა და ლეიკო გადავაკარი. ტუჩები საფეთქელთან მივუტანე და ნაზად ვაკოცე. თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა. -ანა რატომ ტირი? -ჩემს გამო ხარ ასეთ მდგომარეობაში. -შემომხედე! -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები თითებით შემიშრო. -მაპატიე წეღანდელი. არ უნდა გავბრაზებულიყავი ასე და შენთან ტონს არ უნდა ამეწია. მაგრამ ამას იმ არაკაცს არ შევარჩენდი გესმის. ყველაფერს მირჩევნიხარ და ასე იქნება ყოველთვის. -მიყვარხარ, მხოლოდ შენ და არავინ სხვა. -ცოტა ეგოისტურია მაგრამ მაინც მესიამოვნა. -მითხრა და გამიღიმა. -ჩაგეხუტები? -როდის აქედან ითხოვ ნებართვას პატარა ქალბატონო? -საზიზღარო. -ვუთხარი და ხელები ძლიერად შემოვხვიე. -დემეტრემ ყველაფერი მომიყვა. რატომ აქამდე არ მითხარი? იქნებ რომ მცოდნოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო? -არ გვინდა ამაზე საუბარი. მიდი დაიძინე მე გავალ. -არა! -ვუთხარი და უფრო მაგრად მოვეხვიე. -აქ დარჩი გთხოვ. მოვწესრიგდით და საწოლში ჩავწექით. -სანდრო წავიდეთ რა ხვალ აქედან. -რატომ? -აღარ მინდა აქ ყოფნა. -ტასო შენ თუ მის გამო... -არა დაჩი არაფერ შუაშია. უბრალოდ დავიღალე აქ... -კარგი წავიდეთ. -მითხრა და გულზე უფრო ძლიერად მიმიხუტა. -ტკბილი ძილი. -მიყვარხარ, ძილინებისა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.