მეც შემიყვარდა (დასასრული)
დილას ადრიანად ავდექით, ჩვენი ნივთები ჩავალაგეთ და სახლიდან შუადღისას გავედით. -სანდრო ეს გზა... თბილისში არ მივდივართ? -ვკითხე რადგან აშკარად სხვა მიმართულებით მივდიოდით. -არა-მითხრა მშვიდად. -აბა სად მივდივართ? -გიტაცებ! -რას ნიშნავს მიტაცებ? -რასაც ხედავ, მინდა და გიტაცებ. -საჭეზე აათამაშა ხელები. -დანარჩენები სად არიან? ან იციან რომ.. -დაწყნარდი, ზემდგომმა ორგანოებმა იციან რომ რანდენიმე დღეში დავბრუნდებით. შენს ძმებს ვგულიხმობ. -ასე არ შეიძლება, ნუ მაიმუნობ, ის მაინც მითხარი სად მივდივართ? -არა არ გეტყვი. მენდე, მოგეწონება. -მითხრა და გამიღიმა. -ეს ვის გადავეკიდე ღმერთო. გიჟი, გიჟი, ნამდვილი გიჟი ხარ. -ნეტავ ვისი დამსახურებით. -ხმას არ გაგცემ! -კარგია წყნარად ჩავალთ. -სად? -სადაც მივდივართ. -ოხ ალექსანდრე, მორჩა აღარ გელაპარაკები! -ხელები გადავაჯვარედინე და ფანჯრისკენ მივბრუნდი. -ბავშვი. -მესმის! -პატარა ბავშვი. -მგონი გაკლია. -მეც მიყვარხარ! -ხმა არ გამცე. -სიჩუმემ იმოქმედა და მალევე ჩამეძინა. უსწორ მასწორო გზებზე ჯაყჯაყმა გამომაფხიზლა. სანდროს გავხედე რომელიც მშვიდად მართავდა საჭეს. -გაიღვიძე? -მითხრა და წამით გამომხედა. -გამაღვიძე.! -მე? როგორ? ხმა არ ამომიღია. -დავირყიე ამ გზებზე სიარულით. -ბოდიში ქალბატონო, მთავარ გზაზე საცობი იყო და შემოვლითით წამოვედით, მალე სახლში ვიქნებით. -ახლა მაინც მითხარი სად წამომიყვანე? -სვანეთში ქალბატონო. -მითხრა და მანქანა გააჩერა. -სვანეთში? -ვიკითხე და წინ მდებარე სახლს გავხედე, ეს ხომ ის სახლია. ღმერთო როგორ მინდოდა აქ ყოფნა. -მოგეწონა სიურპრიზი? -ეს ხომ ის სახლია.. -ხო ისაა, გადმოხვალ? -კი მაგრამ შენ როგორ... -ეს ჩემი სახლია. -თქვა და მანქანა დატოვა. საზიზღარი, არც დამელოდოს. მეც გადავედი მანქანიდან გზა გავიკვლე თოვლში და სახლისკენ წავედი. კარი გააღო და შემატარა. -არ გაგიხარდა აქ ჩამოსვლა? -ჯერ ეს ერთი ჩემით არ წამოვსულვარ, როგორც თავად თქვი მომიტაცე, მეორეც შენზე გაბრაზებული ვარ, და მესამე არ ვაპირებ სახლი რომ შენია ამისგამო ასე ადვილად შეგირიგდე. -და ხომ ვერ მეტყვი რა გავაკეთე ისეთი რომ გაბრაზდი პატარა ქალბატონო.? -მკითხა და ჩემსკენ გადმოდგა ერთი ნაბიჯი, მეც ინტიქტურად უკან დავიხიე. რაზეც გაეღიმა. -ჩემს ნერვებზე თამაშობდი, და არ მითხარი სად მოვდიოდით. -ეს ნამდვილად გასაბრაზებელი მიზეზია. -ისევ გაიღიმა -დიახაც! და ნუ იღიმი ასე ხშირად. -რატომ.? -იმიტომ რომ.. მაბნევ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. -ნუთუ? არ ვიცოდი. უფრო ხშირად გავიღიმებ. -მითხრა და ისევ წინ წამოვიდა. -ნუ მოდიხარ! ნაბიჯი არ გადმოდგა. -კარგი ხო ნუ ბრაზდები. უბრალოდ ერთს გაკოცებ. -კი, კი რათქმაუნდა -წამწამები ავუფახუნე. სულელი წამოეგო და ჩემსკენ წამოვიდა. თუმცა გაქცევა მოვახერხე და კიბეებს ავუყევი სირბილით. ბოლო საფეხურზე გავჩერდი და გადმოვხედე -ასე ადვილი არაა ჩემი კოცნა ბატონო ალექსანდრე. -ირონიულად გავუღიმე და ვინაიდან ვიცოდი რომელ ოთახშიც მომიწევდა ყოფნა სწრაფად შევიკეტე.ველოდე როდის ჩართავდა გათბობას მაგრამ შენც არ მომიკვდე. გავიყინე და ვინებე ოთახიდან გამოსვლა. დაბლა ჩამოვედი და მაშინვე სითბომ დამიარა სხეულში. -საზიზღარი თვითონ თბება აქ ბუხართან მე კი იქ გავიყინე. -ჩავილაპარაკე ჩემთვის და დივანზე ბუხართან ახლოს დავჯექი. -ოჰ, გვიკადრა ქალბატონმა. -სამზარეულოდან გამოვიდა ჩაის ჭიქით. -გავიყინე ზემოთ, მაინტერესებს სტუმრებსაც ასე ექცევით? -მხოლოდ მათ ვინც მაბრაზებს. -ანუ მე გაბრაზებთ? -ცოტას-მითხრა და ისიც ჩამოჯდა. -ნერვებს მიშლი. -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, ჩემს ჩანთას მოვკიდე ხელი და კიბეებზე ავაფხოწიალე. არც მომეხმაროს. ოთახში შევედი. ოხ როგორ ცივა. პიჟამა ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი. მალე კარები გაიღო. -შენ აქ რას აკეთებ მე ხომ ჩაკეტილი მქონდა როგორ... -სახლი ჩემია, ამიტომ გასაღებიც ჩემია, ახლა კი მიწიე იქით, მეც დავწვები. -აქ არ დაწვები! -ვითომ რატომ? ვინ დამიშლის? -მე! -შენ ვინ ხარ ერთი.? -მითხრა და საბანი გადასწია. -ამ სახლის პატრონის შეყვარებული, არ იცნობ? -ნუთუ? არ ვიცოდი. -საწოლში დაწვა და მე შემომხედა -არ დაწვები.? -არა! -გაიყინები! -მანდ გავთბები? -ვნახოთ -მითხრა და ხელით მისკენ დამქაჩა სხეულზე ამიკრო და საბანი გადამაფარა. -სულ გაყინულხარ. -ნეტავ ვის გამო? -ნეტავ ვინ დაიწყო? -მე დავიწყე და ჯერ არ დამისრულებია. -ნუ მოძრაობ! დაწყნარდი, გათბობა ჩავრთე. მალე ოთახშიც დათბება. ახლა კი დაიძინე. -ოხ, როგორ მიშლი ნერვებს, გამიშვი! -მეც მიყვარხარ ტკბილი ძილი. -მითხრა და უფრო მაგრად ჩამეხუტა. მეც სხვა გზა არ მქონდა, სითბო მესიამოვნა და კნუტივით გავიტრუნე. დილას შიმშილის გრძნობამ და დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა, -მშია. -ვთქვი როგორც კი თვალი გავახილე. -ნორმალური ადამიანები ჯერ დილამშვიდობისას ამბობებ. -მითხრა და გაიღიმა. -მერე ვინ გითხრა რომ მე ნორმალური ვარ? -აღიარება პირველი ნაბიჯია გამოსწორებისკენ. -ნუ მელაპარაკები, შენზე გაბრაზებული ვარ ხომ არ დაგავიწყდა. -ნუ ბავშვობ რა. -მითხრა და ზემოდან მომექცა. -რას აკეთებ? -რაც მთელი ორიდღეა არ გამიკეთებია. -მითხრა და ტუჩებზე ნაზად და მომთხოვნად შემეხო. -მომენატრე. -მეც. -ვუთხარი და იგივე გავიმეორე. კოცნის ბოლოს კი ქვედა ტუჩზე დავარსე კბილი. -ცელქობ! -ნუთუ? კარგი ავდგეთ ვისაუზმოთ. გემრიელად მივირთვით და მივალაგეთ კიდეც. -აუ სანდრო როგორ თოვს. წამოდი გავიდეთ რა? -ფანჯიდან ვუყურებდი თეთრად დაფარულ ეზოს. -გაცივდები ტასუნა. -მითხრა და უკნიდან მომეხვია. -გთხოვ. -კატის თვალებით გავხედე. -კარგი ხო, მიდი მოემზდე. ცოტახანში ეზიში ვიყავით. -სანდროო-დავუძახე და მანაც შემოიხედა, მეც სწრაფად ვესროლე გუნდა და პირდაპირ სახეში გავარტყი. -დამაცადე შენ რა გიყო-მითხრა და გამომეკიდა, მივრბოდი და მომსდევდა. მთელი ეზო შემოვირბინეთ. ბოლოს დაღლილები და გაყინულები შევედით სახლში. გამოვიცვალეთ და ბუხართან დავსხედით. -გცივა? -უკვე არღარ. -ვუთხარი და მოვეხვიე. -დალევ რამეს? -ღვინო კარგი იქნებოდა. -მე ჩაი ან ყავა მქონდა მხედველობაში, მაგრამ თუ ეგ გინდა... ახლავე დავბრუნდები. -ოთახი დატოვა ცოტახანში კი ღვინის ბოთლით და ჭიქებით დაბრუნდა. -აიღე-ჭიქა მომაწოდა. თვითონაც დაისხა და თავის ადგილს დაუბრუნდა. -უზომოდ მიყვარხარ და მინდა ასე იყოს ბოლომდე, ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ სანდრო. -ვუთხარი და თვალებში შევხედე. -არ მეგონა თუ ოდესმე შემიყვარდებოდა მაგრამ შემიყვარდი. ხო მეც შემიყვარდა და ბედნიერი ვარ. -ხვალ ვაპირებდი ამის გაკეთებას მაგრამ რატომ გადავდო... -მითხრა და ჯიბიდან რაღაც ამოიღო. -ვიცი არა რომანტიული გარემოა მაგრამ არც არასდროს ვყოფილვარ რომანტიკული. -გამიღიმა და თვალებში შემომხედა -ანა, გამომყვები ცოლად? -მკითხა და ხელში მოქცეული ბეჭედი გამოაჩინა. -კი.. კი... კიიიი.... -ვუთხარი და მთელი ძალით მოვეხვიე-მიყვარხარ. -მეც ჩემო ცხოვრება -ბეჭედი თითზე გამიკეთა-დღეიდან ჩემი ცოლი ხარ დანარჩენი კი უბრალოდ ფორმალობაა. უბედნიერესმა დავიძინე იმ ღამით. დილას საათი უკვე თერთმეტს აჩვენებდა რომ გამეღვიძა. ადგომა დავაპირე ოთახში სანდრო რომ შემოვიდა. -გაიღვიძე უკვე? დილამშვიდობისა -მითხრა და ნაზად მაკოცა. -დილამშვიდობისა, რა ხდება? -არ შეგაწუხებდი მაგრამ უნდა ადგე მარკეტში წავიდეთ სანამ გზა სუფთაა და არ დაათოვა კიდევ. სწრაფად მოვემზადე და გზას გავუყევით, ულამაზესია დათოვლილი სვანეთი. ერთადერთი ადგილი სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მაღაზია მოვიარეთ და სახლში დავბრუნდით. ისევ თოვა დაიწყო. საღამოსთვის ვახშმის მომზადება დავიწყე. სანდროს მეზობელმა დაუძახა და იქ გავიდა, რადგან მარტო ვიყავი სიმღერები ბოლო ხმაზე ჩავრთე და სულ ცეკვა ცეკვით მოვამზადე ვახშამი. -კარგად ცეკვავ. -სანდრო, როგორ შემაშინე, როდის მოხვედი? -ვკითხე და მაგიდის გაშლა დავიწყე. -ცოტახნისწინ. მზადაა ვახშამი? -კი მოდი დავსხდეთ -წყნარი მუსიკა ჩავრთე და ოდნავ ჩავუწიე. გემრიელად ვივახშმეთ და როგორც ყოველ საღამოს ბუხრის წინ მოვთავსდით. -მიყვარხარ -ვუთხარი ზოგისთვის ბანალური მაგრამ ჩემთვის ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა და მოწყვეტით ვაკოცე. -მეთამაშები? -მკითხა და მან უფრო მომთხოვნად მაკოცა.. -აი ეს არის კოცნა. -ნუთუ?.-ვკითხე და ტუჩზე ვიკბინე. -მასე ნუ აკეთებ. -აი ეს არის თამაში -ისევ იგივე გავაკეთე. -ანა ჩემს მოთმინებას ცდი? -შეიძლება. -კარგი შენ შენი თქვი, ახლა ჩემი ჯერია. -მითხრა და ერთი ხელის მოსმით მის კალთაში ავღმოჩნდი. ტუჩებში მკოცნიდა და ხელს ჩემი მაისურის ქვეშ წელზე დაატარებდა. ერთიანად დამიარა ტანში ჟრუანტელმა მისი შეხებისას, დროის შეგრძნება დავკარგე. ჩემთვის სამყარო გაჩერდა. მეც მოვხვიე ხელები და კოცნაში ავყევი. -ანა შენ ხომ... -გენდობი სანდრო, მიყვარხარ და შენი მჯერა... -ეს ვთქვი ფეხზე წამოდგა ხელში ამიყვანა და ოთახისკენ წავიდა საწოლზე დამაწვინა და ზემოდან მომექცა. ერთიანად ამათვალიერა თითქოს თანხმობას ელოდა. მეც არ დავაყოვნე ჩემსკენ დავქაჩე და მის ბაგეებს ჩემი შევაგებე. ცოტახანში ისიც ამყვა. მაისური გადავაძრე, მანაც ფრთხილად და მოხერხებულად გააკეთა ეს. შარვალიც იგივე გზას გაუყენა. შემდეგ იყო ულევი ბედნიერება, სიამოვნება და დაუსრულებელი უსაზღვრო სიყვარული. მხოლოდ მე და სანდრო. დილას მასზე ჩახუტებულს გამეღვიძა. მას უკვე ეღვიძა. -როგორ ხარ? -მშვენივრად. ასე არასდროს ვყოფილვარ. -ჩემი ხარ გესმის მხოლოდ ჩემი. -მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. -მიყვარხარ. -მეც. მალევე ავდექით, სანდრო გავიდა, მე ოთახი მივალაგე. მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი. საუზმე მოვამზადე და ვისაუზმეთ. -დამიანემ დამირეკა. -მითხრა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -კომპანიაში საქმეებიაო და მალე ჩამოხვალთო? -წავიდეთ თუ ესეა საქმე მაშინ. -არ გეწყინება? -ნუ სულელობ. ჩავალაგებ და... -კარგი ხვალ დილას გავიდეთ. დილას მართლაც დავტოვეთ სვანეთი. და თბილისისკენ დავიძარით. ერთი ამბავი ატეხეს ხელზე ბეჭედი რომ დაინახეს. -რატომ არ დაგვირეკე? -მკითხა ნიტამ -და რა მეთქვა ხელი მთხოვა თქო? -თუნდაც-მიპასუხა ნათიამ -ეს ხომ გითხარით ისედაც. -საცემი ხარ ანასტასია არაბულო მაგრამ მეცოდება სანდრო მახინჯი ცოლისთვის ამიტომ მოდი ჩაგეხუტები მაინც-მითხრა მარიამმა და მომეხვია. საღამოს ყველა ჩემთან შეიკრიბა და უკვე ქორწილის გეგმებს აწყობდნენ. -ყველაზე მოკლე დროში რამდენ ხანში დაგეგმავთ თქვენ მარტო ქორწილს? -გოგონებს ჰკითხა სანდრომ. -სადღაც ერთ თვეში-უპასუხა ლიკამ. -ხოდა ერთ თვეში ვქორწინდებით. -განაცხადა ალექსანდრემ -კი მაგრამ სანდრო... -არავითარი მაგრამ ტასო... -მითხრა და გამიღიმა. -ხო და ერთი გაითვალისწინეთ ჩემი გოგო უკმაყოფილო არ უნდა ვნახო. -მისია შესრულებული იქნება სიძე. -დაიყვირა ლიზამ და ხელი შუბლთან მიიტანა. მთელი თვე ნახევარი მოანდომეს ქორწილის დაგეგმვას. ან დროის განმავლობაში სანდროს მშობლებიც გავიცანი.ძალიან სასიამოვნო ოჯახი აქვს. მე უბრალო ქორწილი მინდოდა ღიაცის ქვეშ მაგრამ ამინდი არ გვიწყობდა ხელს. ამიტომ ისევ რესტორანზე შევთანხმდით. ულამაზესი ქორწილი გამოგვივიდა. იმ დღეს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. -ტასუნა სად ხარ? -სამზარეულოში სანდრო. -მოვედი, ცოლუკა. -მითხრა და მომეხვია. -მომენატრე. -მეც. -ვივახშმოთ? -გამოვიცვლი და ჩამოვალ. -კარგი. -სანდრო გავიდა, მომენტალურად თავბრუსხვევ ვიგრძენი, მაგრამ სიცხეს დავაბრალე და ყურადღება არ მივაქციე, თუმცა ასე გაგრძელდა ერთი კვირა ბოლოს კი ვინებე და ექიმთან წავედი. იქიდან კი სიხარულით დავბრუნდი სახლში. ადგილს ვერ ვპოულობდი, ვინმესთვის უნდა მეთქვა, რომ ცოტა დავმშვიდებულიყავი. ამიტომ პირველი ვინც იყო ლიკას დავურეკე. -ლიკუუუუ.... -რა გაყვირებს გოგო... ვაიმ სულ გამიგიჟეს მული ამ დევდარიანებმა. -ლიკაააა... -მესმის, ლიკა ვარ ხო... მითხარი რა მოხდა... -ბიცოლა ხდები ლიკუუუ -რააა-ახლა მან იწივლა. -იცის ვინმემ კიდევ? -არა პირველი ხარ. -ვაიმე ჩემო გოგოოო..... გილოცავ.... -გოგონებს დავურეკავ და ამოდით ჩემთან.. -კარგი მოვფრინავ... -მითხრა და ტელეფონი გათიშა. მალე ყველანი ჩემთან იყვნენ, და უკვე ბავშვის სახელზე ფიქრობდნენ. საღამოს წავიდნენ. სანდროს დაბრუნების დრო მოვიდა. მეც დილას ნაყიდი პატარა ბაჩიები მისაღებში მაგიდაზე მოვათავსე და ოთახში ავედი. მალე კი სანდროს ხმა გავიგე -ანა ეს სიმართლეა? -მკითხა და ფეხსაცმელზე მანიშნა მეც სიხარულით დავუქნიე თავი. -არ მჯერა მამა ვხდები, მამააა... -ხელში ამიყვანა და დამატრიალა. -დამსვი სანდრო.... -რა ხდება ხო მშვიდობააა რა გაყვირებს გოგო... -სახლში შემოვარდა ბექა. უკან კი ცოტნე, დამიანე, და ნიკა მოჰყვა. -ტასო შეხედე ოთხი აქააა, სამი კიდევ მოსასვლელია, შვიდი ბიძა რა მოსწრებააა, გამიგიჟებენ შვილს. -გამიღიმა სანდრომ. -რძალო რას ლაპარაკობს ეს? -მკითხა ნიკამ. -ტასო სიმართლეა? -სახე გაუბრწყინდა ცოტნეს. -კი...-მეც ღიმილით დავეთანხმე. იმ საღამოს ყველანი ჩემთან იყვნენ. ბევრი დალიეს,მაგრამ ასეთებიც კი მიყვარნან რადგან ჩემები არიან. ეს არის ჩემთვის ბედნიერება. რომელსაც არ გააჩნია საზღვარი. ჩემთვის მთავარი მათი გვერდით ყოფნაა, რადგან მათ მასწავლეს ყველაფერი. ყველას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით სანდროს რომელმაც სიყვარული მასწავლა. მეგონა რომ ჯერ მზად არ ვიყავი სიყვარულისთვის, მაგრამ მან თავი შემაყვარა უზომოდ, ეს სულაც არარის საშიში პირიქით ეს იდუმალი გრძნობაა, რომელმაც თვით ჯიუტი ანასტასია არაბული შემიპყრო და დიახ მეც შემიყვარდა! ესეც დასასრული, ვიცი შეიძლება ვიჩქარე მაგრამ არ მინდოდა გრძელი და მოსაბეზრებელი ისტორია გამომსვლოდა. მადლობა ყველას ვინც კითხულობდით, თქვენი კომენტარები და შეფასებები დიდ სტიმულს მაძლევდა.ეს პირველი ისტორიაა და გამოცდილებაც მივიღე მომავალში ვეცდები უკეთესი იყოს.... მიყვარხართ. P.Sმალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით, გპირდებით. უკვე ვიცი რა შინაარსიც ექნება. ამიტომ არ დაგივიწყებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.