აქ მე გიჟი ვარ ყველა ლოგიკით
აქ მე გიჟი ვარ ყველა ლოგიკით, რადგან არავის ვუმალავ გრძნობებს და ძველ მეგობრებს არ ვგავარ იმით, რომ კვლავ ვაგროვებ მომავლის ცნობებს! აქ მე გიჟი ვარ ყველა ლოგიკით, რადგან ყველასგან არაფერს ვითხოვ და ფორსმაჟორად ქცეულ სინდრომით ჩემს გადაქექილ ცხოვრებას ვიგლოვ! აქ მე გიჟი ვარ ყველა ლოგიკით, რადგან მე ერთხელ ვღალატობ დღეში და საიდუმლო მეგობარივით დავეხეტები ფორმალურ წრეში! აქ მე გიჟი ვარ ყველა ლოგიკით, რადგან არასდროს არავის ვერჩი და სამომავლოდ, გრძელი რიგივით, შემომელევა სიტყვები ურჩი! აქ მე გიჟი ვარ ყველა ლოგიკით, რადგან არ ვიკვლევ დღეებს წარსულის და წარმატებულ სპექტაკლებივით არ ვაიგნორებ გაფატვრას სულის! აქ მე გიჟი ვარ ყველა ლოგიკით, რადგან დიალოგს ვიწყებ პირველი და უცნაური სიტყვის წადილით აღარ ვიღვიძებ... არავის ველი! აქ მე გიჟი ვარ ყველა ლოგიკით, არ ვიცი დღემდე როგორ გადავრჩი და დაგეგმილი, მღელვარე სიტყვით აქ სანუკვარი მხოლოდ შენ დარჩი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.