შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი (სრულად)


15-10-2018, 11:12
ავტორი LIBERTE
ნანახია 5 433

დამღლელი სამუშაო საათების შემდეგ გზის განახლების მიზნით გადათხრილ პეკინის ქუჩას აფთიაქში ალერგიის წამლის ყიდვის მიზნით მივუყვები. სარემონტო პროცესის გამო ჰაერში მტვრის განუსაზღვრელი სიმაღლე თავისუფლად დანარნარებს და ადგილობრივი მოსახლეობის სრულ უჰაერობაში ყოფნას იწვევს. მტვერს ზედ ავტომობილების იაფფასიანი საწვავის გამონაბოლქვი ერთვის და 5წუთში ჩემი გონების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტის სრულ დაქვეითებას ვგრძნობ რომ არაფერი ვთქვა სასუნთქი გზების საშუალებაზე რომელიც მტვრისგან ისე მეწვის მექანიკურად პირით სუნთქაზე გადავდივარ, თუმცა ეს უარეს შედეგს მაძლევს, გაზაფხულისთვის მახასიათებელი ჭადრის ბუსუსი მოულოდნელად მაგრამ მიზანმიმართულად აღმოჩნდა ჩემს პირის ღრუში და ფილტვების სრულ დახეთქვამდე ჩემი ხველებით დახრჩობა გადაწყვიტა. უფლის თუ საქართველოში ჰობად ქცეული მარკეტის ქსელების წყალობით პირველივე სუპერმარკეტში შევარდი, დაცვას რომელიც ბეჭებში ფრიადოსანი ბავშვივით გამართული კარში იდგა ხველებით ჩავუქროლე, დახლიდან ერთი ბოთლი წყალი ავიღე და სულმოუთქმელად ჩავცალე.
- უკაცრავად გოგონა. ხელის აწევით ვაჩერებ დაცვას და გაზუთხული ტექსტის წარმოთქმისგან ვათავისუფლებ.
- ვიცი, გადავიხდი. ვამბობ ოდნავ მოსულიერებული. სალაროსთან მივდივარ და ცარიელ ბოთლს მოლარეს ვაწვდი. ისიც თავის მოვალეობას ასრულებს. ბოთლს უკვე შესისხლხორცებული რობოტის მოძრაობით ატარებს.
- ოცდაათი თეთრი. ამბობს და ფრჩხილებს შორის დაგროვილი ჭუჭყის წმენდას იწყებს. ორმოცდაათ თეთრიანს ვაძლევ. -ხურდა არ მინდა, ვამბობ და გარეთ გამოვდივარ. ტელეფონის ხმა მესმის. კესო, ძლივს ვარჩევ სახელს შემთხვევით დამსხვრეულ ეკრანზე.
- გასაღები თან გაქვს?
- არა, რა ხდება?
- რამდენჯერ გითხრა რომ ჩაიდო ჩანთაში, გამძიმებს?
- რა გაჩხუბებს. ვეკითხები მისი ტონით ოდნავ გაღიზიანებული.
- გასასვლელი გავხდი.
- გადი, ჯერ მაინც არ მოვდივარ. ვეუბნები მიუხედავად იმისა რომ ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და დამძიმებული სხეული ცხელი აბაზანით დავაშოშმინო. გადათხრილ ქუჩას თვალი მოვავლე. ყვითელჩაფხუტიანი მძიმე ფიზიკური შრომით ოფლში მოცურავე ორმოც წელს გადაცილებული მამაკაცების გარდა ვერაფერი შევნიშნე. საპირისპირო მხარეს გადავედი და პირველივე აფთიაქში შევედი. რიგში სამიოდე მომხარებელი იდგა. 5წუთიანი ლოდინის შემდეგ შევატყე რომ მეტის ნერვები არ მქონდა და იქაურობა დავტოვე, ისე სულ მიკვირს რატომ არის აფთიაქებში ასეთი ნელი მომსახურე პერსონალი. ყურებში pink Floyd-ის hey you-ს გაუდის ორომტრიალი. კორპუსებს შორის ეზოში მხოლოდ იმ განზრახვით შევდივარ რომ მტვერს ოდნავ მაინც მოვერიდო. ბავშვებისათვის განკუთვნილ სკვერში შევდივარ და ერთ-ერთ სკამზე ვჯდები. უბანში 5წლამდე არსებული ყველა ბავშვი ბებიებსა თუ ძიძებს ვითომდა ჰაერის და სინამდვილეში მტვრის ბუღის სასუნთქად გამოუფენიათ. შიგადაშიგ მეც ისევე როგორც მათ ალერგიული ხველა გვჩაგრავს. ცოტა ხანს ცელქი ბავშვების ყურებით ვერთობი მერე კი ჩანთიდან წიგნს ვიღებ და კითხვას ვიწყებ.
ბაბუაჩემი ნაშვილები იყო თუმცა თავის ექვსი ღვიძლს დედმამიშვილთან ურთიერთობა ყოველთვის ქონდა. ოცდაათიან წლებში დაბადებული შვიდი დედმამიშვილი სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფლებს იყვნენ მოდებულნი და შესაბამისად ზაფხულობით კურორტზე წასვლის ზღვა არჩევანი გამაჩნდა. ამის მიუხედავდ ჩემ სურვილს ყურად არავინ იღებდა და ყოველ წელს დასავლეთის ერთ-ერთ სოფელში მხოლოდ იმ განზრახვით მაგზავნიდნენ რომ ნატურალური პროდუქტისა და ჰაერის მეშვეობით ჩემი წონა ოცდაათ კილოგრამს როგორმე გადაეცილებინათ. თუმცა თანდაყოლილი სიცელქის გამო მიღებული საკვების გადამუშავება და კალორიების ორგანიზმიდან გამოდევნა მანამ ხდებოდა სანამ უვარგის ცხიმგროვად გარდაიქმნებოდა ჩემ სხეულზე.
წიგნის გვერდის ნუმერიციას დავაკვირდი და ახლაღა შევნიშნე რომ ამ გვერდს მესამედ მაინც ვკითხულობ თუმცა არ მახსოვს მასზე რა წერია.
- სიგარეტი ხომ არ გაქვთ. - თავზე წამადგა თხუთმეტიოდე წლის ბიჭი.
- არ ვეწევი. - ვამბობ და ჩანთაში ვიქექები, მაგრამ რისთვის წარმოდგენა არ მაქვს.
- ტეხავს. - ამბობს ბიჭი, აფურთხებს და გვერდით მიჯდება. ყურადღებას არ ვაქცევ, ის კი მოუსვენრად ცქმუტავს. - რა გქვია? ამბობს და უფრო ახლოს ჯდება.
- რამდენი წლის ხარ. - კითხვაზე კითხვითვე ვპასუხობ.
- შენხელა ვიქნები რა. - ამბობს და ხელში დანის ტრიალს იწყებს.
- მაინც რამდენის?
- ოცდახუთი.... - მეღიმება. ეს შეუმჩნეველი არ რჩება და ოდნავ გაღიზიანებული ტონით მეუბნება. - რა არი რო?
- თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, სახლში ვიჯექი და ვმეცადინეობდი. იცი ეს?
- იმიტომაც ზიხარ ახლა აქ მარტო. - ჩანთაში ქექვას თავს ვანებებ და თვალებში ვუყურებ. ლამაზი ბავშვია ვფიქრობ ჩემთვის. მუქი, ხუჭუჭა თმები ლამაზად დაყროდა თავზე, პატარა ცხვირს ორივე მხრიდან მკრთალი ჭორფლი უმშვენებდა, მოუსვენარი ტუჩები მისი ნაკვთების სრულ იდეალურ შერწყმაში იმყოფებოდნენ. თმები ავუჩეჩე, არ ესიამოვნა. - მაინც რა გქვია, არ მეტყვი?
- ანა.
- ლამაზი სახელია. - სიგარეტი მართლა არ გაქვს?
- ხომ გითხარი რომ არ ვეწევი.
- ხურდას ვერ მომცემ? ერთ ორ ღერს ვიყიდი. - მეუბნება და ორ თითს ყელთან ვედრების გამოსახატად იდებს.
- თუ გინდა კოკა კოლას გიყიდი. - ვეუბნები და საკუთარ ნათქვამზე გულიანად მეცინება. ბრაზდება, დგება და მიდის. სულელი ბავშვი, ვფიქრობ ჩემთვის და გზად მიმავალს თვალს ვაყოლებ. უკან არ იხედება თვალს ისე ეფარება.
სოფელში ქალაქელი ბავშვისთვის მახასიათებელი პატივისცემით მეპყრობოდნენ, არადა თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ მათზე მეტად ტყიური ვიყავი. იქაურ ბავშვებზე გაცილებით მაღლა ვძვრებოდი ყველა არსებულ ხეზე და მათზე უკეთ ვაგორებდი ბურთს ეზოში. ბაბუაჩემის დას დიდად არ ეპიტნავებოდა ჩემი იქ ყოფნა, რადგან სოფლის ბიჭები მუდამ კუდში დამდევნენ და ჩაბარებული ბავშვის უვნებლად დაბრუნება მოგეხსენებათ დიდ ნერვებს მოითხოვდა, არც ის მოსწონდა სახლის უკან სიგარეტის მოსაწევად რომ ვიპარებოდი, ფაქტზე არასოდეს დავუჭერივარ მაგრამ მას რას გამოაპარებდით...
ფიქრებში ჩაძირული გაზაფხულისთვის მახასიათებელ ამინდის ცლილებით გამოწვეულმა გრილმა ნიავმა შემაფხიზლა. რა მოულოდნელად აცივდა გავიფიქრე და წამოვდექი, ნეტა რა დროა, ტელეფონს ვიღებ თუმცა დამსხვრეულ ეკრანზე ვერაფერს ვარჩევ. უკვე კარგად შებინდებულა. აღარც ბავშვები თამაშობდნენ მტვრით გადათეთრებულ სათამაშო მოედანზე, აღარც ძიძები იყვნენ ბავშვების მშობლების ძაგებით დაკავებულნი, აღარც მუშების მოძრაობა შეინიშნებოდა გზაზე, სრული სიჩუმე გამეფებულიყო. თვალები დავხუჭე სიმშვიდის უკეთ აღქმის მიზნით.
- უკაცრავად. - მესმის ზურგს უკან. ფთხილად ვტრიალდები. - გოგონა. - მეუბნება იგივე ხმა, ბნელა სახეს ვერ ვარჩევ. - არ იყვირო, უბრალოდ ფული მომეცი.
- არ მაქვს. - ვამბობ და უკან ვიხევ. სახეში ტკივილს ვგრძნობ და ბარბაცით ვეცემი ხრეშიან გზაზე, ახლა უკვე ხელებიც მტკივა, სხეულზე სიმძიმეს ვგრძნობ. სიბნელის გამო ისევ ვერაფერს ვხედავ. კიდევ ერთი დარტყმა სახეში და სისხლის გემოს უკვე მკვეთრად შევიგრძნობ. მესამე დარტყმის მოლოდინში თვალებს ვხუჭავ. სხეულს ვერ ვგრძნობ სიმძიმე უფრო აუტანელი ხდება, აღარ მოძრაობს, ხელებით მისი სახის მოცილებას ვცდილობ, ვერ ვერევი, ჩემზე გაცილებით დიდია. უცებ მისი სხეული ჩემ სხეულს შორდება და გვერდით უსულოდ ერთხმის მიწას.
- ადექი. - წამოსადგომად ხელს მაშველებს მეორე ბიჭი. ვდგები, ტანსაცმელს ვიფერთხავ და წაქცეულის სახის დანახვის მიზნით ახლოს მივდივარ. - შეეშვი ამბობს ბიჭი, წამოდი. სახე მაჩვენე. ლამპიონის შუქზე სახეს მიმოწმებს. ტუჩი გაგისკდა, წარბიც. ორი საათის უკან გაცილებით ლამაზი იყავი. კაპიშონს რომლითაც სახეს იფარავდა, ხელი ვტაცე და გადავაძრე. თავი დახარა. თმა ავუჩეჩე. როგორც ორი საათის უკან მაგრამ ამჯერად არ გააპროტესტა.
- მადლობ. - ჯიბიდან ცხვირსახოცს იღებს და სისხლის მოწმენდაში მეხმარება. ლამაზი ბავშვია ვფიქრობ ჩემთვის. - ასე დატოვებ? თვალით ვანიშნე მიწაზე გართხმულ მეგობარზე.
- ჯერ შენ გაგაცილებ. - ამბობს და ხელს მხვევს, სიარული მართლა მიჭირს, ქვებზე ხახუნით ალბათ მთელი სხეული დალურჯებული მექნება. კესოს ვურეკავ, უკვე სახლშია.
- ორი გაჩერების შემდეგ ვცხოვრობ. ჩემით წავალ. ვეუბნები ბიჭს.
- დარწმუნებული ხარ?
- სრულიად. - ტაქს ვაჩერებ. ცხვირსახოცს უკან ვაწვდი.
- დაიტოვე, როცა შეხედავ მოგაგონდება რომ სიგარეტი არ მიყიდე. - ამბობს ღიმილით და მიდის.
- მართლა, რა გქვია? - ვეძახი უკვე დაძრული ტაქსიდან.
- Good bye pretty women. - მეუბნება ხელის აწევით ისე რომ უკან არც იხედება. გზაზე გადარბის და თვალს ეფარება.



№1  offline წევრი Kalina

მომეწონაა:)))
გაგრძელებას წავიკითხავდი.
იფიქრე.
წარმატებები!♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი LIBERTE

მადლობა მარიკუნა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent