შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დინა ქალდანი (თავი5)


17-10-2018, 02:46
ავტორი სვანუკა
ნანახია 1 181

ერთმა კვირამ სწრაფად გაირბინა. ყველა თავის საქმეს მისჯდომოდა და აკეთებდა.კვირა დღეს ყველა ისვენებდა, თუმცა ბატონმა ერელემ მე ჩემს ძმკაცებთან ერთად მივდივარო და დატოვა სრულ იდილიაში ქალბატონი დინა, ნუ ეს თითონ ეგონა, თორემ ის არ იცოდა გოგონები, რომ უნდა მოსულიყვნენ. ჰოდა, მოვიდნენ, ყავა დალიეს, ისაუბრეს და მაღაზიების დასალაშქრად გავიდნენ. დღის ბოლოსთვის ყველა მაღაზია, თუ სადმე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სუნამოები, აქსესუარები თუ სხვა საჭირო ნივთები იყიდებოდა, შემოვლილი ჰქონათ. შემდეგ თავიანთ კაფეში დასხდნენ (ასე ეძახდნენ იმ ადგილს, სადაც ერთად სიარული ჩვევად ჰქონდათ), იქაც განიხილეს დღის ამბები, ჩანთები აკრიბეს, რომლებიც იმდენი იყო ხელში ძლივს ეტეოდათ, ანგარიში გაასწორე, გამოდიოდნენ, უცებ ლაპარაკში კესომ რაღაცას ფეხი რომ წამოჰკრა და კაფეში შესასვლელ სამ კიბეს ისე გადააფრინდა აზრზე ვერ მოვიდნენ, ყველაფერთან ერთად კი ქვეშ ვიღაც მოიტნია. საბოლოოდ წარმოიდგინეთ ასეთ სურათი: მიწაზე მწოლი ვიღაც სიმპაწიურობა, ზემოდან კესო, თვზე დაყრილი ახლად ნაყიდი კესოს ტანსაცმელი ( წარმოგიდგენიათ მაინც რამდენი იქნებოდა?!) და სამი ტირილამდე ჩაბჟირებული გოგონა.
თავიდან გაშტერებული იყურებოდა გამყრელიძეების ქალბატონი, თუმცა მერე გონს მოეგო, მიხვდა რომ ბიჭის მარწუხებივით შემოხვეული ხელები სუნთქვას არ აცდიდა და შეუტია:
- არა რაა, გაუტკბა მგონი.. ხელები შემიშვით და ადგომაში დამეხმარეთ.
- ეს მე გამიტკბა?! - ცალყბად გაეცინა ბიჭს - მე კი არა თქვენ გაგიტკათ ჩემს სხეულზე რბილად წოლა.
- შენ მე ვინ გგონივარ? წესიერად მელაპარაკე და ხელები მომაშორე სანამ ეგ ისედაც ლამაზი ცხვირი კიდევ უფრო გამილამაზებია! - აფართხალდა გოგონა, ბიჭმაც შეუშვა ხელი და ორივე წამოდგა ტანსაცმლის ფერთხვით.
- ხოო? მე კი მეგონა სპეციალურად გააკეთეთ ეს ყველაფერი.
- რაააა? - გაიცებისგან პირი დააღო კესომ - მეტი საქმე არ მქონდა. აი, შენ კი ნამდვილად იმაზე მეტი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე ვიდრე ხარ. - ირონიულად გაუღიმა და ტაბსაცმლის აკრეფა დაიწყო.
- რატომაც არა, ყველას სიამოვნებს რბილად დაცემა. უუჰ, წელი მეტკინა.
- ფაქიზო - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ ბიჭმა მაინც გაიგონა
- ჩემი ფაქიზობის რა მოგახსენო, მაგრამ გასაკვირია ძვლებიბროგორ არ დამეფშვნა ამხელა ქალის მსგავსი რაღაც რომ დამეცა ზემოდან. ისე მართლა დამაინტერესა და რამდენი კილო ხარ? - აი, ამ სიტყვების მერე ნამდვილად გამწარდა ჩვენი კესო და ბიჭს გაშლილი ხელისგული უთავაზა ლოყაზე ისე ძლიერად, რომ ხუთივე თითი წითლად დაატყო.
- შენ ვინ გეკითხება მე რამდენს ვიწონი, ხეპრე, გაუთლელო კაცო, შენ ეტყობა არ გინახავს ნამდვილი ქალი, ჰომ, საიდან ნახავდი ყველას შენსავით გაუზრდელს და საქონელს იცნობ ალბათ, რომლებმაც მოქცევა და მანერები, რაც მთავარია პატივისცემა ვერ გასწავლეს. - თქვა, გოგონებს გადახედა, მე მივდივარო მიაძახა და სანამ ბიჭი რაიმეს ეტყოდა იქაურობას სწრაფი ნაბიჯით გაეცალა. გოგონებმაც ერთმანეთს გადახედეს და სახლებისკენ დაიძრნენ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ვერაფერს აკეთებდნენ, იცოდნენ კესო ძალიან იშვიათად ბრაზდებოდა, მაგრამ თუ ბრაზდებოდა არავის იკარებდა, ამიტომ დასვენება გადაწყვიტეს.
სახლთან მიახლოებულ დინას შავი მანქანების სიმრავლე მოხვდა თვალში, აქედან ერთი იცნო, ეკესი იყო, კარგად დააკვირდა სახლის შემოგარენს და იქვე დაცვაც შენიშნა. მიხვდა, მიხვდა ვინც იყო და რაღაცებმა ეკლებივით დააყარა გულზე, წამით სუნთქვა შეეკრა და უწონობის მდგომარეობა დაეუფლა, შემდეგ ძალა მოიკრიბა და მანქანა ეზოში შეაყენა, ბეჭებში გასწორდა, გაიმართა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ, დაცვას მკაცრი სახით გადახედა, მათაც უსიტყვოდ გაუღეს სახლის კარი და შეატარეს. უნებურად იწვევდა დინა ქალდანი ადამიანებში პატივისცემას, ერთი შეხედვითაც სხვაზე მაღლა იკავებდა ადგილს გარშემომყოფების თვალში. პირდაპირ სასტუმრო ოთახში შევიდა, სადაც ეკე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ისხდნენ, აქედან ორი გაარჩია, ეკეს ძმაკაცები, ერთი ეცნო თუმცა მთლად ვერა.
- სად არის? - მკაცრად გაიჟღერა ქალის ხმამ.
- დინა, არ გინდა - ქვემოდან ამოხედა ეკემ მუდარანარევი მზერით.
- სად ა-რის? -დამარცვლით გაუმეორა ნათქვამი.
- ზემოთ, შენს კაბინეტში. - სიტყვის დამთავრება არ აცადა ისე გაემართა მეორე სართულისკენ, მოხდენილი, აუღელვენბელი ნაბიჯებით, რომელიც შავ, მომდგარ ერთიან კაბაში ქალღმერთისას უფრო ჰგავდა ვიდრე ჩვეებრივი ქალისას და დამცინავი მზერით შეაღო კაბინეტის კარი:
- მამიკოს გაახსენდა, რომ უმცროსი შვილი ჰყავს და მოსაკითხად მოვიდა თუ უბრალოდ კრავის ნიღაბს ამოეფარა, რადგან დახმარება სჭირდება და ცდილობს მზრუნველი მამის როლი მოირგოს?
- დინა, ოხ, დინა! საკამათოდ არ მოვსულვარ, რადგან თავად დაიწყე პირდაპირ გეტყვი ბევრი საუბრის დრო არ მაქვს. მოკლედ შენ უნდა დამეხმარო და თუ ამას გააკეთებ ნამდვილად ჩემი შვილი იქნები, მე გაღიარებ!
- ოოოჰ, ბატონო რამაზ, როგორი თავდაჯერებულობაა?! - ირონიულად გაიცინა ქალმა, მერე ორივე ხელით მაგოდას დაეყრდნო, წინ გადმოიწია და ისეთი მზერით შეხედა კაცს თავისი შავი თვალებით, მზერით მოკვლა რომ შეიძლებოდეს, რამაზი მკვდარი იქნებოდა - მე არ მითხოვია, არც მომითხოვია შენგან რაიმე, მით უმეტეს შვილად აღიარება, ცალ ფეხზე თქვენი სტატუსები, იმიტომ რომ ორივე ფეხი მეცოდება დასაღლელად, სხვა უფრო დიდი პრობლემებიც მაქვს, თგვენგან კი ვალდებული არაფერში ვარ, ეს ერთი და მეორე მე მამაჩემი 5წლის წინ დავკარგე, 5წლის წინ მივაბარე მიწას ჩემი მშობლები, ასე რომ ტყუილად ელი რაიმეს ჩემგან... - ეს უთხრა და გასწორდა.
- კარგად დაფიქრდი, დინა, მე არც ისე ცუდ წინადადებას გთავაზობ. უბრალოდ ერთი ხელმოწერა და შენც დაგანებებ თავს, უბრალოდ იცხოვრებ, როგორც ჩემი შვილი და როგორც თემურ ავალიანის ცოლი, კარგად დაფიქრდი, ფუფუნებაში იცხოვრებ, არაფერი მოგაკლდება, სტატუსი ხელშეუხებელს გაგხდის.
- შენ მე ვიღაც კახპა ხომ არ გგონივარ, რომ ფულზე გავიყიდო? ფული იმდენი მაქვს მთელი შენი ცხოვრება ვერ დათვლი, ახლა კი ადექი და გაეთრიე ჩემი სახლიდან, სანამ ჯერ კიდევ სრულ ჭკუაზე ვარ. - უღრიალა ბოლო ხმაზე, შავი თვალები უფსკრულებივით გახდომოდა, ისეთი შესახედი იყო იმ წამს ველურ ქალს მოგაგონებდათ, რამაზი კი დიდი სიმამაცით არ გამოირჩეოდა, მის ადამიანობას მხოლოდ მატერია წარმოადგენდა, ამიტომ ადგა და ჩუმად დატოვა, როგორც ოთახი, ისე სახლიც და არსაიდან გამოჩენილი, არსაით გაქრა.
ცოტახნით იდგა, მაგიდას დაჰყრდნობოდა, ერთ ადგილს მიშტერებოდა და თითონაც ვერ გრძნობდა ღაწვებზე ჩამოდენილ სისველეს. იქვე ჩაიკეცა, ხელები მოკეცილ ფეხებს შემოჰხვია და ზედ შუბლით დაეყრდნო, კარის ხმაზე არ შერხეულა, იცოდა ვინც იქნებოდა და პირდაპირ უთხეა:
- ეკე, დღეს არა! მარტო მინდა ყოფნა, გთხოვ.
ერეკლე დაიხარა, თავზე აკოცა და წავიდა, მხოლოდ ის უჩურჩულა მყარად იდექიო და წავიდა. დიდხანს იჯდა ასე მოკუნტული, დილით კი საწოლში გაეღვიძა, არ ახსოვდა როდის ჩაეძინა ან თავის ოთახში ვინ შეიყვანა, ამაზე ფიქრისთვის დიდი დრო არც დაუთმია, ტანსაცმელი მოაგროვა, ბარგი შეკრა, სამსახურში დაიბარა არ ვიქნებიო და წავიდა... წავიდა იქ სადაც სიმშვიდე ეგულებოდა, იქ სადაც იცოდა რომ გაუგებდნენ...ერეკლე დაიხარა, თავზე აკოცა და წავიდა, მხოლოდ ის უჩურჩულა მყარად იდექიო და წავიდა. დიდხანს იჯდა ასე მოკუნტული, დილით კი საწოლში გაეღვიძა, არ ახსოვდა როდის ჩაეძინა ან თავის ოთახში ვინ შეიყვანა, ამაზე ფიქრისთვის დიდი დრო არც დაუთმია, ტანსაცმელი მოაგროვა, ბარგი შეკრა, სამსახურში დაიბარა არ ვიქნებიო და წავიდა... წავიდა იქ სადაც სიმშვიდე ეგულებოდა, იქ სადაც იცოდა რომ გაუგებდნენ...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ცოტა თუ გაზრდით თავებს კარგი იქნებოდა.საინტერესო ისტორია არის და იმედია ასევე გაგრძელება
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი სვანუკა

La-Na
ცოტა თუ გაზრდით თავებს კარგი იქნებოდა.საინტერესო ისტორია არის და იმედია ასევე გაგრძელება

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ და ვეცდები გავითვალისწინო ნებისმიერი სურვილი ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent