შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენდე! გულს არ გატკენ.... (სრულად)


17-10-2018, 14:10
ავტორი MMLMM
ნანახია 29 252

- ამ შუაღამისას ნეტა ვინ იდიოტია, კარი რომ ჩამომიღო?
გაბრაზებული ავდექი საწოლიდან, ხალათი შემოვიცვი და თმაზე ხელი გადავისვი, ცოტა რომ დამელაგებინა, შუქი ავანთე და საათს შევხედე, შუაღამის 4 საათი სრულდებოდა, კარზე ბრახუნი ისევ გაგრძელდა.
- ვინ არის? (ხმა არ ამოუღია ამიტომ ისევ ვიკითხე ცოტა შეშინებულმა ) ვინ არის?
- ამ შუაღამე ჩემს მეტი ვინ იქნება? გააღე რა მალე...
ხმა მამაკაცს ეკუთვნოდა რომელიც აშკარად ნასვამი იყო, ამან უარესად დამძაბა და შემაშინა, გარეთ შუქიც არ აინთო რომ დამენახა ვინ იყო, სახლშიც მარტო ვცხოვრობ, არა რაა ვინმე ნათესავი მაინც ცხოვრობდეს ჩემთან, ამ ბინაში ახალი გადმოსული ვარ, ჯერ მეც არ ვარ ბინას შეჩვეული და ახლა ვიღაც მთვრალი კაცი კარის გაღებას მთხოვს...
- დიდი ბოდიშით მაგრამ აშკარად შეგშალათ მისამართი, კარის გაღებას არ ვაპირებ ასე რომ მიბრძანდით აქედან.
- ნინო არ მაქ საღადაოდ საქმე, გააღე მალე, გავიყინე.
- ნინო აქ არავინ არ ცხოვრობს ბატონო, 1 კვირაა ამ ბინაში მე ვცხოვრობ და რამდენადაც მახსოვს არც მეპატრონეს ერქვა ნინო. გთხოვთ მიბრძანდით თორემ დახმარებას გამოვიძახებ.
- რა დახმარება გაგიჟდი? რა გჭირს გოგო მაო ვარ. იმ დ... მ... სახლში არ მინდა მისვლა ხო გელაპარაკე უკვე?
- აღარ გავიმეორებ მიბრძანდით აქედან, არავითარ მაოს არ ვიცნობ, არც მე ვარ ნინო და არც ჩემთან დაგირეკავთ. გადაურეკეთ ისევ და მისამართი გაარკვიეთ.
ტელეფონი გაანათა და აშკარად დარეკვას ცდილობდა. ცოტა ხანში გინების ხმა გავიგე.
- ამის დედაც. ანგარიში აღარ მაქვს. დამეხმარეთ რააა.
- ნომერი მითხარით, მე დავურეკავ ვეტყვი მისამართს და მოგაკითხავენ.
ნომერი მიკარნახა და მითხრა რომ ნინოს უნდა დავლაპარაკებოდი, ბევრი ბოდიშები და მადლობებიც მოაყოლა.
- გამარჯობათ, ნინოს ველაპარაკები?
- დიახ, რომელი ხარ?
- მე არ მიცნობთ, ბოდიშით ამ დროს რომ გაწუხებთ, ვინმე მაოს იცნობთ?
- კი როგორ არა, სადაა? რა დაემართა?
- დამშვიდდით კარგადაა არაფერი მოსვლია, უბრალოდ მისამართი აერია და ცოტახანში ალბათ კარს ჩამომიღებდა, შეგიძლიათ მოაკითხოთ?
- ვაიმე, ძალიან დიდი ბოდიშით რაა, მოვაკითხავ აბა რას ვიზავ, მისამართი მითხარით. მისამართი სრულად ვუკარნახე.
- 2 წუთში მანდ ვარ, მე ერთი სართულით ზევით ვცხოვრობ, ახლავე მოვდივარ.
- კარგით... (ყურმილი გავთიშე და კარს იქით მდგარ მამაკაცს გავძახე). უკვე მოდის თურმე ერთი სართულით ზემოთ უნდა ასულიყავით. (ხმა აღარ გაუცია, ამან გამაკვირვა რადგან წასვლის ხმა არ გამიგია, კარს ვერ გავაღებდი, ამიტომ ისევ იმ გოგოს დაველოდე და არც დააყოვნა ზემოდან ჩამოლასლასდა ვიღაც, უცბად მისი ხმა გავიგე.)
- მაოოო, მაო რა გჭირს თვალი გაახილე მაოოო, გთხოვ ნუ მაშინებ . (ამის გაგონებაზე ინსტიქტურად გავაღე კარი და ჩაბნელებული კოლიდორი გავანათე. მაო კარს მოყუდებული მჯდარა ძირს და როგორც კი კარი გავაღე უკან გადმოვარდა, რასაც ჩემი ყვირილი მოყვა, სამაგიეროდ მაო ცოტა მოფხიზლდა.)
- ამდენი რამ დაგალევინა? ნორმალური ხარ შენ საერთოდ? რატო არ ფიქრობ ჩემზე? ან მშობლებზე? დროზე ადექი ფეხზე და სახლში წამოდი, ეს გოგოც როგორ შევაწუხეთ.
ამ დროსღა ამომხედა ნინომ, რომელიც ანერვიულებული სახის მიუხედავად საკმაოდ ლამაზი იყო. მაოს სახეზე ფერი არ ედო. აშკარად ვერ ხვდებოდა სად იყო ან ვინები ვიყავით და ისევ ძილს მისცა თავი.
- მოდი სახლში შემოვიყვანოთ ცოტახნით მგონი ცუდადაა. (ვუთხარი უცნობ ნინოს რაზეც შეწუხდა) - არა ჩემო კარგო როგორ შეგაწუხებ ასე, ისედაც გაგიტეხეთ ღამე, როგორმე ,,ავიტან“ სახლამდე.
- მოდი ჯერ აქ ,,შემოვიტანოთ“ როგორმე, ცოტა მოვაფხიზლოთ და მერე აიყვანე სახლში. (გაეღიმა ჩემს ნათქვამზე და მეც გავუღიმე. ისევ ბოდიშები მიხადა და ღიმილით დავამშვიდე. მერე როგორღაც ამხელა გალეშილი კაცი, ორმა გალეულმა გოგომ შემოვიტანეთ სახლში და დივანზე მივაწვინეთ)
- ნაბეღლავი უნდა მქონდეს სახლში ვნახავ, ცოტა დაეხმარება გამოფხიზლებაში.
- ვაიმე როგორ შეგაწუხეთ, ამას ცხოვრებაში არ ვაპატიებ, ჯერ მეც არ გიცნობთ წესივრად და უკვე პრობლემას გიქმნით.
- როგორ გეკადრება? მეზობლები ვართ ბოლო-ბოლო, ასე რომ ერთმანეთის იმედი ხო უნდა გვქონდეს? (გავუღიმე და სამზარეულოსკენ წავედი, ნაბეღლავი ჭიქაში დავუსხი და გამოვიტანე, ბევრჯელ ვცადეთ მისი გაღვიძება, მაგრამ არაფერი არ გამოგვივიდა. ბოლოს ვერაფერს რომ ვერ გავხდით, საბანი მივაფარე და ჩვენ სამზარეულოში გავედით ყავისთვის.)
- ხო მართლა მე ანი მქვია.
- უხ, სულ დამავიწყდა გაგცნობოდი. მე ნინი ვარ, ეს გადარეული კიდე ჩემი ძმაა, მერაბი ქვია მაგრამ მუდამ მაოს ვეძახით ყველა. ბევრი პრობლემები აქვს და ასეთ დღეში ამიტომაა თორე ზოგადად დალევა არ უყვარდა.
- არაა ახსნა საჭირო, მოდი ყავა დავლიოთ და სანამ ნაბახუსევი შეაწუხებს მაოს ჩვენ ერთმანეთი გავიცნოთ
- მარტო ცხოვრობ?
- კი, მშობლები არ მყავს, 19 წლამდე დეიდასთან გავიზარდე, ბევრი ვეცადე და დამოუკიდებელი ცხოვრება ვისწავლე. 23 წლის რომ გავხდი ცალკე გადავედი საცხოვრებლად, რომელიც მიზეზების გამო დავცალე და 1კვირის უკან ეს ბინა ვიყიდე.
- ძალიან ვწუხვარ მშობლების გამო, თუმცა ძალიან მიხარია შენი აქ გადმოსვლა. რამდენი წლის ხარ?
- 25 ვხდები დაახლოებით 2 თვეში, შენ?
- მე პატარა ვარ შედარებით, 23 ვხდები თითქმის თვენახევარში. ჩემი ძმა კი 28 წლისაა. რას საქმიანობ?
- ვმუშაობ. ექთანი ვარ ინგოროყვას კლინიკაში,შენ?
- ვა რა მაგარია? 24 წლის გოგოს უკვე გაქ შენი ადგილი ცხოვრებაში. მე ვსწავლობ უცხო ენებზე წელს ვამთავრებ.
- შენც მარტო ცხოვრობ?
- არა მე მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ ახლა სოფელში არიან წასულები. მამას იქ უყვარს ყოფნა, მამიკო თითქმის არ ჩამოდის აქეთ, ამიტომ რაც თავი მახსოვს ჩვენს ოჯახში მაო იყო მამაც, ძმაც და ოჯახის უფროსიც, სანამ ის გომოჩმდებოდა მის ცხოვრებაში ვის გამოცაა ახლა ასე. თუმცა დიდად მაინც არ შეიცვალა ჩვენს მიმართ, უფრო საკუთარ თავთან შეიცვალა და ჩაიკეტა. კაი ამაზე არ გვინდა საუბარი თორე მომკლავს. ნეტა როდის გაიღვიძებს? მთელი ღამეა ჯერ ველოდები და ახლა ვყარაულობ.
- მოდი ასე ვქნათ, წავიდეთ ჩვენც დავწვეთ და როცა გაიღვიძებს გაიღვიძოს.
- უი რას ამბობ მთელ ღამეს აქ ხომ არ გავათევთ?
- არაა, ჩვენც დავიძინებთ. მიდი შენი სახლის კარი ჩაკეტე და ჩამოდი, ამის გაღვიძებას მაინც ვერ შევძლებთ ასე მგონია.
- არ ვიცი შენი ვალიდან ოდესმე თუ ამოვალ. დიდი მადლობა.
- მადლობა მაოს აქ სათქმელი შენ რა შუაში ხარ?
- იმედია რო გამოფხიზლდება და მიხვდება სადაა არ მომკლავს.
- ასეთი ცუდი ხასიათი აქვს?
- ეჰ, ამისას რას გაიგებს კაცი ისეთი რთული გახდა. კაი წავალ ჩავკეტავ კარს და ახლავე ჩამოვალ.
- კაი, მალე მოდი.
ნინი როგორც კი გავიდა მე მაოს დავხედე, იმდენად ტკბილად ეძინა, გამეღიმა და საკუთარი თავით ვიამაყე, ასე რომ მოვიქეცი. მართალია სრულიად უცხო ხალხი შემოვიყვანე სახლში, მაგრამ რატომღაც ვენდე ორივეს. შავგვრემანი საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იწვა ჩემს დივანზე, თმა უაზროდ აბურძგვნოდა. წვერი მოზრდოდა, კისერთან სვირინგი უჩანდა, მაგრამ ვერ ვხედავდი რა იყო. მერე ხელს დავხედე და იეროგრიფებით ეწერა რაღაც, იდაყვიდან მაჯამდე. ამასობაში კარის ხმა გავიგე და ნინის გავხედე.
- მოვედი.
- წამო ჩემს ოთახში დაწექი შენც, საკმაოდ დიდი საწოლი მაქ და დავეტევით. (გავუღიმე და ოთახში შევედით, კარი ღია დავტოვეთ რომ ხმა გაგვეგო. ხვალ შაბათია და კიდევ კარგი არ ვმუშაობ. დავწექით თუ არა მალევე ჩაგვეძინა.)

*************
- ვახ, თავი როგორ მისკდება... აუ ნაბეღლავი მინდა. (თვალის გაუხელად ვლაპარაკობდი, ნინისთვის უნდა დამეძახა და ოდნავ გახელილი თვალით გვერდით მდგარი ნაბეღლავი დავინახე. ღმერთს ნინის არსებობისთვის მადლობა გადავუხადე და ნაბეღლავს ვწვდი. ერთი ამოსუნთქვით ჩავცალე ნახევრამდე და თვალი გავახილე. ფეთიანივით დავიწყე თვალების ტრიალი სახლი რომ არ მეცნო, ფეხზე წამოვხტი და კიდევ მიმოვიხედე. ვეცადე მაგრამ წინა ღამიდან კლუბის მეტი ვერაფერი გავიხსენე. ორივე ხელი თავზე მოვიკიდე თითქოს მინდოდა გამეხსენებინა რამე მაგრამ ამაოდ. მერე ღია ოთახისკენ შევიხედე ჩუმად, 2 ვიღაც იწვა და ეძინა. ორივე ზურგით იწვა. ჩუმად შევედი ოთახში და ნინის დანახვისას თავი სამოთხეში მეგონა. ჩუმად გავაღვიძე და ჩურჩულით ვკითხე.)
- სად ვართ?
ნინიმ იმ მეორესკენ გაიხედა და ტუჩებზე თითი აიფარა რომ გავეჩუმებინე, ძალიან ფრთხილად წამოდგა და იქვე დადებულ ბლოკნოტიდან ფურცცელი ამოხია. მე ჩუმად ვუყურებდი ყველაფერს და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. წერილს უწერდა ვიღაცას. ,, უზომოდ დიდი მადლობა ანი წუხანდელი დახმარებისთვის, მაომ გაიღვიძა და სახლში ავედით, შენი გაღვიძება არ მინდოდა, შემეხმიანე როცა გაიღვიძებ." უფრო დავიბენი, ნინიმ თვალები მიბრიალა და გასასვლელისკენ მანიშნა. ნაბეღლავს ხელი დავავლე და გავედი. როგორც კი კარი გამოხურა შემომბღვირა.
- მაგრად დაგერ.ა მაო. ჯერ სახლში ავიდეთ! სულ გარეკე შენ ამ ბოლოს და ვატყობ მეც უნდა გავრეკო რომ იქნებ გონებაზე მოხვიდე.
- სად ვიყავით?
- ჯერ შხაპი მიიღე რას გავხარ. მაგარ ყავას გაგიკეთებ და მერე მე ვიცი...
ხმა აღარ ამოვიღე, მივხვდი რომ ამჯერად ნეტანი მომივიდა და დავემორჩილე. ერთი სართულით რომ ავედით, კი ვიფიქრე რაღაც მაგრამ იმდენად შემრცხვა წარმოდგენილის ფიქრი შევწყვიტე. აბაზანამ გომაფხიზლა, ნინიმ ცხელი ყავა დამახვედრა და ისეთი სახით მიყურებდა თავი შემეცოდა. ყველაფერი მომიყვა და თან მეჩხუბებოდა. ჩემგან მარტო: ,,კაიიი," ,,ღადაობ?" ,,აუ რა ტეხავს," ,,ფუ ჩემი" ისმოდა. თავი ჩავღუნე და ფიქრი დავიწყე როგორ უნდა შემეხედა იმ გოგოსთვის.
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მაო, მაგდენი რამ დაგალევინა?
- ისე გამაჭედინა იმ დ... მ... ვეღარ გავაკონტროლე რამდენს ვსვავდი, თან მოსაწევი მივაყოლე და შედეგს კი ხედავ შენც.
- მერე საამაყოა შენი საქციელი? საეროდ ვეღარ გცნობ მაო, ის მაო მომენატრა რომელიც გვიფრთხილდებოდა მე და დედას, ჩემი მეგობარი იყო , მამობას და ძმობას ერთად მიწევდა და მისი ღიმილი მთელ სამყაროს მერჩივნა, ის მაო მენატრება ვისთან ხუმრობაც შეიძლებოდა და შენნაინი ჯმუხი სახით არ მოძრაობდა. ან ეგ სვირინგები როდის გაიკეთე? თუმცა რა მიკვირს? სადაც მოსაწევზე შეჯექი და ბოლოს ნორმალურად 3 თვის უკან გნახე არც ეგაა გასაკვირი. ან საერთოდ ვინ ხარ მაო ვინ?? ჩემი ძმა მინდა გესმის? რას გაჩუმებულხარ? არაფერი გაქ სათქმელი ხო?
სიგარეტს ვეწეოდი და გაჩუმებული ვუსმენდი ნინის, ვიცოდი რომ გამართლება არ ქონდა ჩემს საქციელს. ამ დროს კარი გაიღო და ვიღაც თვალში საცემი ლამაზი გოგო შემოვიდა, გამხდარი გრძელი გაშლილი თმით, შავგრემანი რომელიც საკმაოდ ეშხიანი ჩანდა, ლოყები საყვარლად ჰქონდა აწითლებული და იღიმოდა, მწვანე თვალები მომანათა რომელიც საკმაოდ ღრმა ჩანდა, ისეთი წმინდა და კრიალაიყო, რომ რო არა მისი მიმზიდველი ტანი მის თვალებში ჩავიძირებოდი, მზერა ტანზე გადავიტანე, ნაცრისფერი სპორტულები ეცვა და ხელში ჩემი ტელეფონი და საფულე ეჭირა.
- დიდი ბოდიშით, ხელის შეშლა არ მინდოდა, უბრალოდ ესენი დაგრჩენიათ ჩემთან და ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს.
- რას ამბობ ანი შემოდი, შენ რა გაქ საბოდიშო? საბოდიშო მაოს აქვს წუხანდელისთვის.
გონებამ გადახარშა რომ ეს ეშხიანი ანგელოზი, სწორედ ის გოგო იყო, ვისიც უზომოდ მრცხვენოდა, დაბნეულმა ტელეფონი და საფულე გამოვართვი, გარეთ გამოვვარდი ისე რომ ხმა აღარ ამომიღია, კარი გამოვიხურე და მივხვდი რომ კიდევ ერთი უაზრობა გავაკეთე. მადლობაც კი არ გადავუხადე, მიბრუნება მინდოდა მაგრამ ჩემმა სიამაყემ უკან არ მიმაბრუნა და კიბეები სწრაფად ჩავირბინე. ტელეფონი ისევ ამღერდა დავხედე და სალომე იყო. ყელში ისეთი ბრაზი მომაწვა, მინდოდა კედელზე მიმენარცხებინა ტელეფონი რომ მისი ნომერი აღარ დამენახა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ტაქსი გავაჩერე და ლაშასთან წავედი. ისიც მაგარი მთვრალი იქნება გუშინდელის მერე.

**********************************

კიბეებზე ავდიოდი ნინის ყვირილი რომ შემომესმა, მომერიდა და უკან გამოვბრუნდი, მაგრამ ტელეფონი ისევ ამღერდა და უკან ავბრუნდი. კარი რომ შევაღე მაო დაჩაგრული ბავშვივით იდგა და სიგარეტს ეწეოდა. მეგონა ბოდიშს მომიხდიდა ან გამეცნობოდა მაინც, მაგრამ შენც არ მომიკვდე, კარი ისე გაიჯახუნა აქეთ მეგონა თავი დამნაშავე.
- მგონი ძალიან ცუდ დროს მოვედი ხო? უბრალოდ ტელეფონი არ ჩუმდებოდა და...
- არ გრცხვენია ანი? ეგ უარესის ღირსია დამაცადოს ჯერ არ დამიმთავრებია მაგასთან, ან ეს გავარდნა რა იყო. ეტყობა შენი შერცხვა. (პირზე ხელი აიფარა და ისე გაიცინა, მეც ზრდილობის გამო გავიცინე და ავყევი ხუმრობაში)
- ხო ისეთი სახე ქონდა, აშკარად მიხვდა ვინ ვარ და მოერიდა.
- მოდი ყავა დავლიოთ, ხო გინდა?
- კი სიამოვნებით...
ყავას ვსვავდით და ვცდილობდით უკეთ გავცნობოდით ერთმანეთს.
- აბა მომიყევი შენზე რამე რო უკეთ გავიცნო ის ადამიანი ვინც ჩემი ძმა გააწითლა. (ისევ სიცილით მითხრა როცა ყავა და შოკოლადები დააწყო მაგიდაზე)
- რავიცი რა მოგიყვე? მკითხე და გიპასუხებ
- ნუ შენნაირი გოგო მარტო ვერ ივლის თბილისის ქუჩებში და ამიტომ სიყვარულზე მომიყევი.
- შენ წარმოიდგინე და მარტო სიარული უფრო უკეთ გამომდის ვიდრე წყვილთან ერთად
- ანუუ?
- ანუ არავინ არ მყავს უკვე კაი ხანია
- ანუ გყავდა ხო?
- კი რათქმაუნდა სადღაც 7 წელი მიყვარდა
- 7 ??? და ერთად რატო არ ხართ?
- იმიტო რომ დედამისის შერჩეული გოგო ყავს ახლა ცოლად, რომელიც ორსულადაა.
- უიი, ბოდიში თუ გინდა არ ვილაპარაკოთ მაგაზე
- ეგ ჩემთვის უკვე მოშუშებული იარებია, ასე რომ საჭორაოდ გამოდგება ეს თემა (სიცილით ვუთხარი, პირველი ადამიანია ნინი რომელთანაც გადავეყვიტე იმ გრძნობაზე მელაპარაკა რომელმაც წლების მანძილზე დამტანჯა.)
- ხოდა მაშინ სულ თავიდან დაიწყე როდის შეგიყვარდა?
- ბავშობიდან ერთად ვიზრდებიდით, ერთ უბანში ვცხოვრობდით. მის დასთან ვდაქალობდი, ოჯახთანაც ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. 16 წლის რომ გავხდი მაშინ დამითანხმა ნიკამ ურთიერთობაზე და მას შემდეგ შეყვარებულებად ვითვლებოდით, როცა სერიოზულ ურთიერთობაზე გადავედით და დედამისი მიხვდა რომ ბავშურად არ ვიყავით ერთმანეთთან, არამედ მართლა გვქონდა გრძნობა რომელიც ძალიან ღრმა იყო, გაგიჟდა და გადაირია ობოლ გოგოს ჩემს ოჯახში არ შემოვიყვანო.
- რამდენი წლის იყავი მაშინ?
- 19. იმდენად შემელახა თავმოყვარეობა მაგ სიტყვებით, რომ ნიკას დანახვა აღარ მინდოდა. მერე ნიკამ დაიწყო სახლში გაჭედვები რომ დავშორდი და დედამისს დაუპირისპირდა, მაგრამ უარესი მოხდა, ჯერ ჩემთან ამოვიდა სახლში და მომთხოვა ნიკასთვის მეთქვა რომ აღარ მიყვარდა, ამაზე უარი რომ განვუცხადე, მთელ სამეზიბლოში დამიყარეს ხმები დედამისმა და თავის დაქალმა რომელიც მეზობლად ცხოვრობს, რომ ნიკას თავგზას ვუბნევდი და ოჯახს ვაძულებდი. ამის მერე გადავწყვიტე ცალკე ცხოვრება. ქირას დეიდა და ბიძა მიხდიდნენ. მას შემდეგ რაც ნიკამ გაიგო ჩემი სხვაგან ცხოვრების ამბავი უარეს ზომებს მიმართა და სახლიდან წამოვიდა.
- ყოჩაღ მის კაცობას... მაგრამ სად წავიდა? ან როგორ?
- ხელობაზე მუშაობდა და საკმაო შემოსავალი ქონდა, ამიტომ ისიც ქირით გადავიდა.
- და თუ მაგდენის თავი ქონდა ცოლად რატო არ მოგიყვანა?
- საკმაოდ ბევჯერ სცადა, მაგრამ მე ვიყავი უარზე
- რატო? აღარ გიყვარდა?
- ეჰ ნინიი... საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, მაგრამ მარტო ქმარი არაა საკმარისი რომ ბედნიერად იცხოვრო ქალმა, ამისთვის ოჯახიც საჭიროა რომელიც ჩემზე უარს ამბობდა, არ მინდოდა მუდამ წამოყვედრებული ნიკას ცოლობა, ასე იმდენი პრობლემა გაგვიჩნდებოდა რომ სიყვარული მალე მიიმალებიდა და მხოლოდ პრიბლემები დარჩებოდა.
- და ეგ ყველაფერი 19 წლის გოგომ გადახარშე?
- კი, იმიტომ რომ ძალიან შემელახა თავმოყვარეობა.
- და ცოლობა გთხოვა?
- კი თან ბევრჯელ, ერთხელ მოტაცებაც სცადა, მაგრამ როგორც დავადგინე მასზე იმდენად დიდი გავლენა მქონდა რომ ლაპარაკით დავითანხმე გადაეფიქრებინა,
- არც კი ვიცი რა გითხრა, ძალიან ძლიერი გოგო ყოფილხარ. და სხვაგან რომ გადახვედი გიპოვა?
- ჩემს მეზობლად იქირავა ბინა. ეს მე თითქმის 1 წლის მერე გავიგე, ისიც შემთხვევით შევეჩეხე უბანში და ვილაპარაკეთ მაშინ მითხრა, რომ ამ ხნის მანძილზე შორიდან მაკვირდებოდა და მისი თქმით ტკბებოდა.
- რააა? ვაიმე სისხლი გამეყინაა. შემეცოდა ის ბიჭი, რატო გაიმეტა დედამისმა მასე?
- ხო მეც შემეციდა და ურთიერთობაც აღვადგინეთ.
ამ დროს ნინის მობილურმა დარეკა:
- ბოდიში რა მაოა უნდა ვუპასუხო
- მიდი რას მიხსნი.
- ხო მაო
- ის გოგო კიდე მანდაა?
- ჯერ კი, რა არის?
- აღარაფერი, კაი წავედი
- მოიცა არ გათიშო სად ხარ სახლში?
- ლაშასთან ვარ, კაი წავედი.
- აა, ხო კაი მომიკითხე და ჭკუით. მერეე?
- რაო მაგან როგორ ვარო? ( ჩემდა უნებურად დავინტერესდი მაოს მდგომარეობით)
- უფ ძმაკაცთანაა და ერთად ცდილობენ თავებს უშველონ. მერე მომიყევი რაა დავინტერესდი.
- მერე ვმალავდით ურთიერთობას, ბოლოს 23 წლის ვიყავი ოფიციალურად რომ მთხოვა ხელი და დავთანხმდი. მერე მშობლებიც მოლბნენ თითქოს, ნიკაც ოჯახში დაბრუნდა და ფულის მოგროვება დაიწყო, მაგრამ იმდენად შეიცვალა დროთა განმავლობაში ვეღარ ვცნობდი. მერე დეიდასგან გავიგე, რომ ნანას ანუ დედამისს მისთვის გოგო ყავდა შერჩეული და ის გოგოც არ იხევდა უკან, იმიტომ რომ ნიკა საკმაოდ კარგი შესახედაობის, ფულიანი ბიჭი იყო, მოკლედ გეტყვი და ისე მოხდა ამ გოგომ გონება გადაუტრიალა, ბეჭედი დავუბრუნე ნიკას და დავშორდით. 1 წელში გავიგე რომ ცოლად მოიყვანა ის გოგო. მერე ცოტახნით საერთოდ დაიკარგა მაგრამ ბოლოს სანამ აქ გადმოვიდოდი, თითქმის ყოველდღე ვხედავდი ჩემს ფანჯრებთან, მართალი ნათქვამია სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო და სწორედ ეგ ნაბიჯი გადავდგი, როცა გავიგე რომ ცოლი მოიყვანა, იმიტომ რომ შემზიზღდა. სადღაც გაქრა ის სიყვარული რომელსაც ყოველ ღამით ვგლოვობდი და არავის ვეუბნეოდი ამის შესახებ. სადღაც გაქრა ის გრძნობა რომელიც მეგონა სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე გაგვყვებოდა. ბოლოს სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე საცხოვრებელი შევიცვალე ისევ და ახლა აქ ვარ.
- ფიქრობ რომ აქ ვერ მოგაგნებს?
- ეგ ჩემი პრობლემა აღარაა, ის ვიცი რომ მასთან აღარ მექნება აღარანაირი ურთიერთობა აღარასოდეს და მას რაც უნდა უქნია, არ უნდა გაეწირა თავი იმ სატანჯველისთვის რაც დამართა თავს, მაგრამ ეგ მე აღარ მეხება.
- მართალი ხარ, მთელი ცხოვრება მას ხომ არ შეწირავ? შენი ცხოვრება უნდა დაალაგო
- ეგ არც ისეთი იოლი არაა ნინ, თურმე სიყვარული არ არსებობს, და ყველაფერი მიჩვევა ყოფილა ახლა აღარავისკენ მიმიწევს გული, მგონია რომ ყველა გამოყენებაზეა და სიყვარული არ შეუძლიათ.
- არაა, ეგ არაა მართალი. მე და თოკოს მართლა გვიყვარს ერთმანეთი, მართალია ჯერ არ ვამხელთ მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს სიყვარულია რომელსაც მუდამ სჭირდება გაღრმავება და გაფრთხილება იგივე რომ არ დაემართოს. ძალიან ბევრი რამ გადაგიტანია. ცხოვრებას იმდენი გამოცდილება მოუცია შენთვის რომ ნამდვილ განძად გაქცია.
- ეგ ნამეტანია ნინ (სიცილით ვუთხარი) მოდი ეხლა თოკოზე მომიყევი რამე.
- მაშინ იცოდე არავისთან არ უნდა გამთქვა (მანაც სიცილით მითხრა და როგორც მოყოლა დაიწყო ტელეფონმა შეაწყვეტინა საუბარი, ისევ მაო იყო.
- აუ ანი ბოდიში რა მაო და თავის ძმაკავი მოდიან და რამე უნდა გავუმზადო, თოკოზე სხვა დროს კარგი??
- კაი რა პრობლემაა, მოდი მე ჩავალ თან საქმეები მაქ და თან აღარ მინდა მაო უხერხულში ჩავაგდო ჩემი დანახვით.
ნინის დავემშვიდობე და სახლში ჩამოვედი. სახლი მივალაგე, აბაზანაში შევედი, მერე დივანზე ფეხებ მოკეცილი დავჯექი და ნოუთბუქი ჩავრთე. სამედიცინო გვერდზე შევედი როგორც ყოველთვის და ისევ გავაგრძელე ჩემი ცოდნის გაღრმავება.

**************************
1 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ნინი გავიცანი. იმდენად დავახლოვდით მე და ნინი რომ დღე უერთმანეთოდ ვეღარ წარმოგვედგინა. ნინიმ თავისი დაქალებიც გამაცნო რომლებიც ისეთი გიჟები აღმოჩნდნენ რომ მათთან ერთად სერიოზული ვერც მე ვიქნებოდი. როგორც კი მათი სახელები გაჟღერდებოდა სადმე იქ უკვე სასიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა. ნანკა და ციკო. ესენი იყვნენ ის ადამიანები რომლებიც მუდამ სიცოცხლეს მატებდნენ გარემოს. თოკოზეც მომიყვა რომელიც მისი კურსელი იყო და რომელიც ძალიან უყვარდა.
დილა ჩვეულებრივ დაიწყო, 8 საათზე ავდექი და აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი, ყავა დავლიე, ჩანთა ავიღე და სამსახურში წავედი. კლინიკაში როგორც ყოველთვის ბევრი საქმე დამხვდა. დაგეგმილი და დაუგეგმავი ოპერაციები, სადაც ვესწრებოდი და მთავარ ქირურგს ვეხმარებოდი, მერე პალატების შემოვლა მევალებოდა სადაც, ყურადღება უნდა მიმექცია პაციენტების, სისტემისთვის და მათი კომფორტისთვის. მოკლედ საკმაოდ შრომატევადი სამსახური მაქვს. ცოტახნით გოგოები ყავის დასალევად დავსხედით ჩვენთვის განკუთვნილ კაბინეტში, ყავას ვაკეთებდი როცა მიმღებიდან ზარი შემოგვივიდა რომ ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი მოიყვანეს დაშავებულები, ავარიის შედეგად. მეც სწრაფად გავაგებინე შესაბამის ექიმს და საოპერაციოსკენ გავიქევი სადაც პაციენტები უნდა შემოეყვანათ, ყველაფერი წესრიგში უნდა დახვედროდა ექიმს. ბავშვი პატარა გოგონა იყო ისეთი ლამაზი რომ ფერია გეგონებოდათ, ღვედი არ ქონია შეკრული და ასე იმიტომ იყო დაშავებული, ხოლო ქალს უბრალოდ დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. ქალი პალატაში შევიყვანეთ და სისტემას ვუდგავდი როცა სხვა ექთანი შემოვიდა.
- ანი მაგას მე მივხედავ, საოპერაციოში გიბარებს ბატონი სანდრო.
- ახლავე მივდივარ. (ამ დროს ქალმაც იკითხა თავისი ანგელოზი.)
- ტასუნა სადაა? როგორაა?
- ყველაფერი კარგად იქნება გოგონა, მთავარია დამშვიდდეთ.
- მომკლავს, ნამდვილად მომკლავს მას რომ რამე დაემართოს, არ მაცოცხლებს.
ეს თქვა და ტირილი დაიწყო, მე კიდე გავბრაზდი, იმაზე კი არ წუხდა ბავშვი როგორ იყო, არამედ იმაზე რომ ვიღაც ამისთვის პასუხს მოსთხოვდა. ეკას გადავაბარე პაციენტი და გარეთ გამოვედი, საოპერაციოსკენ ავიღე გეზი, მაგრამ ნინის მოვკარი თვალი რომელიც გულამომჯდარი ტიროდა.
- ნინ რა ხდება აქ რა გინდა?
- ვაიმე ანი ჩემი ფერია, ჩემი ტასუნა როგორაა. (ცოტა დავიბენი, მაგრამ გომებამ როცა გადახარშა, ის პატარა ანგელოზი, ნინის ახლობელი იყო შემეშინდა. უკნიდან ვიღაც ჩამაფრინდა მხრებში და ჯანჯღარით მიმაბრუნა.)
- ტასო როგორაა მითხარით, რამე სერიოზულია? (ეს მაო იყო, რომელსაც სახე დაჭრილ მხეცს უგავდა და ისე მტკენდა ხელებს ვერც იაზრებდა.)
- დამშვიდდით ახლა მივდივარ მასთან და გავიგებ უფრო დაწვრილებით ყველაფერს. (ვცადე დამემშვიდებიინა ორივე მაგრამ ამაოდ, მაომ ხელი გამიშვა და კედელს ისეთი ინერციით გაუქანა მუშტი წამებში სისხლმა იწყო დენა. თან იგინებოდა და თან სალომეს მიმართ იმუქრებოდა. ნინის მივუბრუნდი და ჩემი ვარაუდების განსამტკიცებლად ვკითხე.)
- ნინ ვინაა ის ბავშვი და ქალი თქვენი?
- მაოს ცოლ-შვილი არიან. გთხოვ ჩემს ტასუნას მიმიხედე ანი. (ამ დრის სხვა ექთანმა დამიძახა.)
- ანიი, საოპერაციოში გელოდებიან.
ხმა აღარ ამომიღია და საოპერაციოში წავედი. ბავშვს მარჯვანა ხელი ჰქონდა მოტეხილი და საკმაოდ ბევრი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. მთელი სხეულზე ნაკაწრებით იყო სავსე. მაგრამ საბედნიეროდ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. პალატაში გადავიყვანე, მის პაწაწინა ხელზე, ვენას ვეძებდი სისტემის დასადგმელად, როცა მაო შემოვარდა ოთახში. უკან კი ექთანი მოყვებოდა რომელიც სთხოვდა ცოტახანი მოეთმინა, მაგრამ როგორც კი დაინახა თვალები ცრემლებით აევსო და საწოლთან ჩაიმუხლა. ექთანს ვანიშნე, შეეშვი აზრი არ აქვსთქო და ისევ ვენას მივუბრუნდი.
- როგორაა?
- ახლა უკეთ, მაგრამ ცოტახანში უფრო უკეთ გახდება და აღარ შეგაშინებს მამიკო. თავი აწია და ჩემს გაღიმებულ სახეს მიაჩერდა,
- დიდი მადლობა,
- მე არაფერი გამიკეთებია,
- ყველაფრისთვის გიხდი მადლობას, იმ ღამით რომ დამეხმარე იმისთვისაც და ჩემი ტასუნას მზრუნველობისთვისაც.
- მაშინ მადლობა მიღებულია.
- გონებაზე რატომ არაა?
- ხელის ჩასმა იოლი არ იქნებოდა, ამიტომ ძალიან პატარა ნარკოზი გახდა საჭირო. მალე მოვა გონებაზე არ ინერვიულო. (ტასუნას გადავუსვი თმაზე ხელი და მაოს ვკითხე.)
- რამდენი წლისაა?
- 6 წლისაა. იცი რა საყვარელია? მუდამ იცინის. ნეტა იცოდე როგორ ზრუნავს ხოლმე ჩემზე. (გაღიმებული ვუსმენდი, სახე დაულაგდა, ხმა დაუთბა, ტასუნას უყურებდა ეფერებოდა და ისე ლაპარაკობდა.)
- დარწმუნებული ვარ, ფერიასავითაა. ქერა გრძელი კულულებიც ძალიან უხდება.
- ხო კარგად იქნება? (შიშით ამომხედა და უცებ მკითხა რაზეც გამეცინა.)
- სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს, ძლიერი გოგოა. წამოდი გარეთ გავიდეთ, სიმშვიდე უნდა, თან ექიმი თუ გაიგებს რომ აქ ხარ მეც მომხვდება საყვედური.
- მალე შემომიშვებენ?
- როგორც კი გონებაზე მოვა, ნუ გეშინია ყურადღებას არ მოვაკლებ, ოღონდ ეხლა გავიდეთ. (ჩუმად ადგა და გარეთ გამომყვა. გარეთ იმდენი ხალხი დამხვდა კოლიდორი სავსე იყო, იქიდან გამომდინარე რომ არ შეიძლებოდა ამდენი ადამიანის აქ ყოფნა დაცვა უხსნიდა რომ უნდა წასულიყვნენ. ნინი ჩვენსკენ გამოიქცა და სწრაფად მითხრა.)
- მითხარი რომ კარგადაა გთხოვ.
- კარგადაა ნინ დამშვიდდი. ამდენი ხალხი თქვენთანაა?
- კი ნათეაავები არიან.
- მართლა არ შეიძლება აქ ამდენი ხალხის გაჩერება ნინ, ან დაბლა ჩავიდნენ ან წავიდნენ გთხოვ რა,
- დაბლა ჩავალთ. რიდის შევძლებთ მის ნახვას?
- სალომე უკვე შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ ტასუნასთან ჯერ ვერ შეგიშვებთ. ყურადღებას არ მოვაკლებ არცერთს გპირდები და დამშვიდდით.
- სალომე არც მაინტერესებს, მაგისთვის მერე მოვიცლი, ჩემ ფერიას მიმიხედე გთხოვ. (უცბად მიაყარა მაომ სიტყვები ერთმაანეთს)
- არაა საჭირო ამდენჯერ თხოვნა მაო, ნუ ღელავთ. (დაბლა ჩავიდნენ, მეც ჩემი მოვალეობის შესრულებას შევუდექი. სალომეს პალატაში შევედი და სისტემა შევამოწმე.)
- არავინ მოსულა?
- კი დაბლა არიან.
- ჩემი ქმრის ნახვა მინდა
- გადავცემ აუცილებლად
- მაო ჰქვია.
- კარგი.
პალატიდან გამოვედი და ახლა ტასუნას პალატას მივაშურე რომელთანაც ექიმი იყო და სინჯავდა უკვე გონებაზე მოსულ ფერიას.
- გაიღვიძა ჩვენმა ყველაზე ლამაზმა პაციენტმა? ( სითბოთი ავავსე ხმა და ისე ვთქვი, ტასუნამ შეშინებულმა გადმომხედა, მე კი გავუღიმე და თმაზე მოვეფერე, თან ექიმს ველაპარაკებოდი.)
- ბატონო სანდრო როგორაა ეს პრინცესა?
- შესანიშნავად, ძალიან ყოჩაღი გოგოა.
- მამიკო მინდა.
- თუ ბატონი სანდრო უფლებას მომცემს, ახლავე დავუძახებ.(ისევ გავუღიმე და ექიმს შევხედე, ტასუნამაც მე მომბაძა და ექიმს მიანათა თავისი ზღვასავით თვალები.)
- თანახმა ვარ, მოჰგვარეთ ჩვენს ფერიას მამიკო.(გაიღიმა და ოთახიდან გავიდა)
- წავალ მამიკოს მოგიყვან ჩემო ლამაზო, შენ არ მოიწყინო კარგი? თავი დამიქნია და წავედი. (ქვემოთ ჩავედი და მაო მოვძებნე.)
- მაო, სალომეც გეძახის და შენი ფერიაც. შეგიძლია ნახო ორივე.
- ტასუნასთან შემიყვანე, სალომეს დანახვა არ მინდა.
- შენი ნებაა.(ზედმეტად აღარ ამომიღია ხმა, ტასუნასკენ მიმყავდა როცა თვითონ დაიეყო ლაპარაკი.)
- ვიჩხუბეთ როგორც ყოველთვის, მან კი ბავშვს მოკიდა ხელი და წაიყვანა აღარ განახებო და ავარიაც გააკეთა. მაგისთვის პასუხს მოვთხოვ.
გაჩუმებული ვუსმენდი, პალატაში შევუშვი და ტასუნას გაბრწყინებული სახის დანახვისას გამეღიმა. კარი გამოვიხურე და მამა-შვილი მარტოები დავტოვე. 5 საათისთვის ისევ შემოვიარე პალატები და ბოლოსთვის ტასუნა მოვიტოვე.
- აბა მსოფლიოში საუკეთესო მამა-შვილი როგორ არიან?
- კარგად ვართ. მაინტერესებს ტასუნას როდის გამატანენ სახლში.
- ხვალ ვნახოთ როგორ იქნება და მაგის მიხედვით გადაწყვიტავს ექიმი. ტასუნა მამიკო რომ სახლში გავუშვათ ცოტახნით და ჩვენ ვიჭორაოთ რა აზრის ხარ?
- სახლში არ წავალ, ღამით აქ ვრჩები.
- ცოტას მოწესრიგდი და მერე მოდი მას არ მოვაწყენ. თან ბავშვის დაბადების მოწმობა გვჭირდება.
- მალე მოხვალ მამიკო?
- კი ჩემო ფერია, ანი დეიდა არ მოგაწყენს სანამ მე მოვალ. (შუბლზე აკოცა და გარეთ გავიდა. წამებში სანამ მე საწოლზე ჩამოვუჯდებოდი ისევ უკან შემოვიდა.)
- სხვა არაფერი გინდათ?
- არაა სხვა არაფერი არაა საჭირო.
- მამი შენ? ტკბილეული მოგიტანი?
- კიი. მე და ანი დეიდას შოკოლადები მოგვიტანე. (ისევ გაგვეღიმა და გარეთ გავიდა. ახლა მე გავყევი უკან.)
- მაო... სალომეს არ ნახავ? მთელი დღეა გელოდება.
- არა!
შებრუნდა და წავიდა. მე ისევ პალატაში შევედი და ტასუნას გახალისებაზე ვზრუნავდი.
********
როცა გავიგე რომ სალომემ ავარია გააკეთა, მეგონა მოვკვდებოდი, მაგრამ როცა ანი დავინახე და მივხვდი რომ ის იტრიალებდა ტასუნას გარშემო შინაგანად დავმშვიდდი, ალბათ იმიტომ რომ მაშინ მე მომხედა და არ მიმაგდო. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ მიფიქრია რომ მენახადა ბოდიში და მადლობა გადამეხადა მისთვის, მაგრამ არ ვიცი რატომ ვერ ვბედავდი. ახლა ვხედავ როგორ ზრუნავს ტასუნაზე და გული სიხარულითა და სითბოთი მევსება, თუმცა ვერც ამას ვიგებ რატომ. სახლში მივდიოდი და ანიზე მეფიქრებოდა, მახსენდებოდა მისი მზრუნველობა, გამოხედვა, საქციელი, თავი გავაქნიე რომ მასზე ფიქრები თავიდან ამომეგდო. სალომეზე ისეთი გამწარებული ვიყავი რომ მისი ტანსაცმლის დანახვაც კი არ მინდოდა. საბუთები ავიღე რაღაც საქმეები მოვაგვარე და ისევ საავადმყოფოში წავედი. უკვე 7 ხდებოდა პალატაში რომ შევედი. ისეთი თბილი სურათი დამხვდა რომ გული ისევ ამევსო სიხარულით. ანი საწოლზე იყო წომოლილი და ტასუნა გულზე ყავდა მიხუტებული, სკამზე დავჯექი და ორივეს ვუყურებდი, თითქოს რაღაც უცნაური და სასიამოვნო გრძნობები მეუფლებოდა, რაღაც ამოუცნობი, ვერ ვიგებდი რა იყო ეს, მაგრამ იმას ვხვდებოდი რომ ანიში უზოდ თბილი ადამიანი იმალებოდა და ეს უზომოდ მომწონდა. პალატის კარი გაიღო და ვიღაც გოგო შემოვიდა.
- უკაცრავად... ანი?? ანი გაიღვიძე
- რატომ აღვიძებ?
- უი ჩამძინებია, რა ხდება?
- ჩვენი წასვლის დროა, მე გავემზადე უკვე შენ რას იზავ? ( ამ დროს დამინახა სკამზე რომ ვიჯექი და ფეხზე წამოდგა.)
- წადი შენ მე მერე წავალ. ღამის ცვლა უკვე მოვიდა?
- კი გადავაბარე ყველაფერი უკვე.
- კაი მეც წამოვალ და გადავაბარებ. (მერე მე მომიბრუნდა) საბუთები მოიტანე?
- კი აქ მაქ. აი გამომართვი.
- მალე დავბრუნდები. (მითხრა და გავიდა, როგორ მინდოდა რომ აქ ყოფილიყო მთელი ღამის მანძილზე, მინდოდა მეყურებინა და უფრო დავახლოვებოდი, სადღაც 15 წუთში დაბრუნდა.)
- ხელს თუ არ შეგიშლი, ტასუნამ მთხოვა რომ ღამით არ დამეტოვებინა და დავრჩენილიყავი. თუ წინააღმდეგი არ ხარ მინდა და ეს სურვილი ავუსრულო.
- უბრალოდ შეწუხდები თორემ, პირიქით მოხარული ვიქნებოდი აქ რომ დარჩენილიყავი.
- მაგაზე შენ არ იდარდო. წავალ კაფეში ჩავალ რამეს შევჭამ. დღეს არაფერი მიჭამია,
- მოიცადე, აქ ისეთი არაფერი იქნება კარგად რომ დაგანაყროს, ტასუნას ძინავს და თან მორიგე ექიმიც აქ იქნება თუ რამეა რომ მიხედოს, ხომ ასეა?
- კი ასეა,
- ხოდა მეც მშია, წამო სადმე კარგად ვჭამოთ და მერე მოვიდეთ. ტასუნა რომ გაიღვიძებს დაგვირეკონ და მაშინვე წამოვალთ.(ცოტახანი გაჩუმებული მიყურებდა და მერე დამთანხმდა.)
- კაი წამოდი მაშინ, მალე წავიდეთ.
მალევე გამოვედით საავადმყოფოდან და მანქანასთან მიმიყვანა. გამარიაჟებული შავი BMW-ს კარი გამიღო, რომელიც რალისტის მანქანას გავდა გაფორმებით. მანქანა რომ დაძრა, ისეთი ხმა ჰქონდა თავი რბოლაზე მეგონა. გაზის პედალს ფეხი დაადგა და ხმამ უფრო უმატა.
- ცოტა ნელა რომ ვიაროთ შეიძლება?
- რაა? გეშინია?
- კი.
- კაი ბოდიში არ ვიცოდი.
- რალისტი ხარ? თუ მოყვარული?
- შენი აზრით?
- რომ არ ვიცი ამიტომ გეკითხები.
- მაშინ რომელი გინდა რომ ვიყო?
- ჩემთვის სულერთია უბრალოდ სიტყვამ მოიტანა და გკითხე.
- მოყვარული ვარ მაგრამ ხშირად ვიღებ რბოლაში მონაწილეობას. არადა ადრე სულ სხვა ცხოვრება მქონდა.
- რას გულისხმობ?
- 20 წლის რომ გავხდი მე და ძმაკაცმა ფული რესტორანში ჩავდეთ და მაგარი რესტორანი გავაკეთეთ. იქ გავიცანი სალომე, არ ვიცი რა გამიკეთა მაგრამ მეგონა რომ სიგიჟემდე შემიყვარდა. ასე ვთქვათ ცოლადაც მოვიყვანე.
- ეგ როგორ გავიგო?
- მოვედით, მოდი გადავიდეთ და იქ გავაგრძელოთ საუბარი.
- კარგი.
რესტორანში შევედით, რომელიც საავადმყოფოსთან ახლოს იყო, შეკვეთა მისცა მაომ და მე მომიბრუნდა.
- შენ სხვა რამე ხომ არ გინდა?
- არაა, პირიქით ესეც ბევრია ამდენ რამეს ვერ შევჭამთ.
- მაგაზე არ იდარდო. (შეკვეთა მისცა და თემა შევახსენე.)
- რას ქვია ასე ვთქვათ ცოლად მოვიყვანეო რომ თქვი?
- აა ხო, სახლში წავიყვანე, როგორც ცოლი, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ბავშვი დაიბადა და ყველაფერი თავდაყირა დადგა, წლების მანძილზე უარესდებიდა ჩვენი ურთიერთობა, მხოლოდ ტასუნას გამო ვერ მივდივარ სალომესგან, ცოტა რომ გაიზრდება მერე ავუხსნი ჩემ ფერიას და ყველაფერი დამთავრდება.
- რაც უფრო გაიზრდება უფრო რთული იქნება ტასოსთვის ეგ ყოველივე.
- ასე რატომ ფიქრობ?
- უფრო მეტი ნაცნობი ეყოლება? თავმოყვარეობაც ჩამოუყალიბდება, და ასე მგონია უფრო რთული იქნება მშობლების დაშორება. იქნებ მოაგვაროთ შენ და სალომემ ურთიერთობა?
- ეგ გამორივცხულია. დღეს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ მიბიძგა რომ ბავშვს მასთან არ ვაცხოვრებ სახლს დავუტოვებ და რაც უნდა უქნია. ასეთი ცხოვრება დამღლელია ანი თუმცა შენ ვერ გაიგებ ამას.
- მესმის შენი. ანუ ახლა წყნარი ხცოვრება არ გაქ ხომ?
- წყნარი კიარა საზიზღარი ცხოვრება მაქ. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. იმ ღამეს პირველად რომ მნახე, მაშინ ძალიან ბევრი მქონდა დალეული და თან მარტო დალეული არ ვიყავი, ამიტომ ვიყავი გათიშული. მადლობა ასე რომ დამიდექი გვერდში და დიდი ბოდიში ასე რომ აგაწრიალე, მეორე დღეს ისე შემრცხვა ჩემი საქციელის რომ მადლობის ნაცვლად უარესი გავაკეთე. ბოდიში რაა.
- მიპატიებია რადგან 1 თვის მერე მაინც მიხდი მადლობას და ბოდიშს. (გავუცინე და ჭამა გავაგრძელე,)
- შენზე რას მეტყვი?
- რასაც მკითხავ იმაზე გიპასუხებ.
- შენ და ნინი დაახლოვდით ხო მგონი?
- შენ რაიცი?
- როცა არ უნდა ველაპარაკო ნინის შენ ყოველთვის გახსენებს. დედამაც მითხრა რომ ძალიან კარგი მეზობელი გადავიდა მათთან.
- ხოო? ცოტათი შემრცხვა ხო შენ.
- სულ ტყუილად. მართლა კარგი ადამიანი ჩანხარ.
- კაი გვეყოფა მაგაზე ლაპარაკი, თორე თავში ამივარდება. (სიცილით ვუთხარი და თემის შეცვლა ვცადე) თუ მორჩი წავიდეთ ხო?
- ხო წავიდეთ. (ანგარიში გაასწორა და ისევ მანქანისკენ გავემართეთ.)
- მართლა გეშინია სიჩქარის?
- მე თუ ვზივარ და მაშინ ატარებენ ჩქარა მეშინია ვაღიარებ, თან თუ მძღოლს კარგად არ ვიცნობ და არ ცივი რა შეუძლია...
- ანუ ნელა ვიარო იქამდე სანამ გაიგებ რა შემიძლია და სანამ შემეჩვევი? (ცოტათი დამაბნია მისმა კომენტარმა, არ ველოდებოდი ასეთ აზრს)
- ხო ალბათ მასე გამოდის.
- იქნებ სჯობდეს სახლში წაგიყვანო? ცოდო ხარ, მთელი დღე მუშაობდი, ღამეც აქ იყო და ხვალაც იმუშაო ცოდო ხარ მართლა.
- არაა, შევპირდი რომ მთელი ღამით დავრჩებოდი.
- რატომ გთხოვა დარჩენა?
- არვიცი. ზღაპრებს ვუყვებოდი, მერე შენ გიკითხა, მერე სალომე და სიტუაცია რომ ავუხსენი მთხოვა დავრჩენილიყავი მასთან.
- ანუ მე რო უნდა მოვსულიყავი არ იცოდა?
- იცოდა, ვუთხარი რომ მალე მოხვიდოდი.
- ვაა, საინტერესოაა...
- რა არის საინტერესო?
- ასე ახლოს მხოლოდ ნინისთანაა.
- ხოდა ძალიან კარგი თუ მოვეწონე იმიტომ რომ მეც ძალიან მომეწონა.
1 საათი იყო პალატაში ვიყავით. როცა ტასუნამ გაიღვიძა და სალომე იკითხა, ავუხსენით რომ დედა სხვა ოთახში იწვა და ეძინა, შევპირდი რომ დილით გავიყვანდი და ვანახებდი დედიკოს. მერე გვერდით მივუწექი თმაზე ვეფერებოდი და ასე ჩაეძინა.
*****
პატარა ბავშვივით ვიყავი ანისთან ერთად რომ ვიყავი, რატომღაც გადავწყვიტე მასთან გულახდილი ვყოფილიყავი, იმდენად სასიამოვნოდ ვლაპარაკობდით სულ დამავიწყდა დღის მანძილზე განცდილი ნერვიულობა, ძალიან საყვარელი ღიმილი აქვს. ძალიან უბრალო და თავშეკავებული გოგო ჩანს. პალატაში ისე დაამშვიდა ტასუნა რომ ზედმეტი იყო ჩემი ჩარევა. ანი გვერდით მიუწვა და თმაზე ეფერებოდა, ტასუნას და ანის ერთად ჩაეძინათ, მე კი მომღიმარი სახით ვუყურებდი ორივეს და რაღაც სასიამოვნო გრძნობები მიპყრობდა, ისე მშვიდად ეძინათ ორივეს რომ მომინდა სურათი გადამეღო მათთვის. ასეც მოვიქეცი, ისეთი თბილი და საყვარელი სურათი გამოვიდა რომ თვალი ძლივს მოვწყვიტე, მეც სკამზე მოვეწყე და მათ ვუყურებდი, სწირედ ასე ჩამეძინა. ანი მაღვიძებდა და დაბნეული წამოვხტი.
- რა? რამე მოხდა??
- არა, ბოდიში თუ შეგაშინე მაო, მიდი შენ მიუწექი და ნორმალურად დაიძინე მე სამორიგეოში წავალ და იქ გამოვიძინებ.
- რომელია საათი?
- ჯერ ადრეა 3 ხდება. მიდი ნორმალურად დაწექი ცოდო ხარ. (მისმა გამოვლენილმა მზრუნველობამ, სახეზე უნებლიე ღიმილი მომგვარა, მესიამოვნა მისი ყურადღება და დავთანხმდი, თუმცა არ მინდოდა ოთახიდან გასულიყო მაგრამ სხვა გზა არ იყო.)
- კაი მივუწვები მაშინ რახან სხვაგან გაქ ნირმალურად დაძინების საშუალება.
- სანამ გაიღვიძებს დილით იქამდე შემოვალ.
- არ იჩქარო, თუ გაიღვიძებს ვეტყვი რომ აქ ხარ უბრალოდ გახვედი.
- კაი ასე ვქნათ, თუ რამე დაგჭირდება აქ ჩემი ნომერია დამირეკე და მალე მოვალ.
- მადლობა ანი.
თავი დამიქნია და გაღიმებული გავიდა. არარეალურ სამყაროში მეგონა თავი, იმდენად კარგი ჩანდა რომ მეშინოდა რამე არ შემშლოდა მასთან. ტასუნას მოვხვიე ხელები და დავიძინე. დილით რაღაც ხმამ გამაღვიძა, პალატაში იყო აშკარად ვიღაც, თავი წამოვწიე და უცხო ექთანი შემრჩა.
- რამე ხდება?
- არა, შემოწმებაზე ვარ სანამ ექიმი მოვა
- რომელია საათი?
- 9 ხდება
- ანი სადაა?
- მისი ცვლა იწყება 9-ზე და ემზადება.
- აქაც ხო შემოვა? სადაცაა გაიღვიძებს ტასუნა.
- ალბათ შემოვა.
ხმა აღარ გამიცია, ავდექი და კაფეში ჩავედი, 2ყავა ავიღე და პალატაში დავბრუნდი. ყავა მაგიდაზე დავდგი და ანის დაველოდე როდის შემოვიდოდა, საათს რომ დავხედე 10ის ნაახევარი იყო, რატომღაც გული დამწყდა რომ არ შემოვიდა აქამდე, ყავაც გაცივდა, ტასუნამაც გაიღვიძა და ვლაპარაკობდით კარი რომ გაიღო და ანიმ შემოანათა.
- აბა როგორაა ჩვენი პრინცესა?
- აქამდე რატომ არ მოხვედი? მე და მამა გელოდებიდით.
- ბოდიში ჩემო ლამაზო, ყოველ დილით როცა ცვლას ვიბარებთ, მერე შემოვლა გვაქვს, ამას კიდევ დრო მიაქვს, თან ყველაზე ბოლოს შენ მოგიტოვე, რომ ცოტა დიდხანს ვყოფილიყავი შენთან.
- ღამით აქ არ იყავი?
- აქ იყო მამას თოჯინა, უბრალოდ სხვა ოთახში ეძინა. შენთვის ყავა მოვიტანე მაგრამ გაცივდა.
- ეგ არაფერი, აბა რომელია ჩემი ყავა? სიამოვნებით დავლევ.
- ახალს ამოვიტან მაშინ ეს გაცივდა.
- მაინც მეწონება. (გამიღიმა და ერთი ჭიქა აიღო, ცოტა კიდევ ელაპარაკა ტასუნას და ყავაც დალია.)
- კაი ჩემო ლამაზო ეხლა უნდა გავიდე საქმე მაქ ბევრი და როგორც კი მოვახერხებ შემოგივლი კაი?
- დედიკოსთან როდის შემიყვან?
- როცა გაიღვიძებს, ჯერ ეძინა რომ შევედი და მერე შეგიყვან აუცილებლად.
- დაგელოდები.
********

11 საათისთვის შევიყვანე ტასუნა დედამისთან, ცოტახნით ილაპარაკეს, მერე სალომემ მაო იკითხა და ტასუნამ უთხრა რომ მისი ნახვა არ უნდოდა და მაგიტომ არ შედიოდა, ძალიან შემეცოდა ბავშვი ორივე მშობელი უყვარს და ასეთ დაძაბულ სიტუაციაში უწევს ცხოვრება. მაო ისევ წავიდა სახლში რომ მოწესრიგებულიყო, მანამდე ნინი ქეთი და გია იყვნენ ბავშვთან.(ქეთი და გია ნინის და მაოს მშობლები არიან). მთელი დღე გადარბენა გვქონდა საავადმყოფოში, მაო აღარ მინახია, მაგრამ 5სკენ გავიგე რომ მოსულა და ისიც პალატაში იყო. ჩემი ცვლა 6ზე მთავრდებოდა, ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და აბაზანა მიმეღო, მერე ჩემს ლოგინში დამეძინა გემრიელად. 6 აკლდა წუთები ბოლო შემოვლაზე რომ ვიყავი. სალომემ კვლავ მთხოვა მაოსთვის მეთქვა რომ შესულიყო. ტასუნას პალატიდან სიცილი ისმოდა რომ შევიხედე იმდენი ბუშტები იყო პალატაში გავშტერდი,
- უყურე შენ თურმე აქ რა ხდება და მე აზრზეც არ ვარ?
- აქამდე სად ხარ? (მისაყვედურა ტასომ)
- ბოდიში ჩემო ლამაზო, დღეს ბევრი საქმე მქონდა. როგორც ვხედავ შენ არ იწყენ აქ ხომ?
- ეს ჩემი მამიდაა ნინი ქვია, ეს კიდე ბებო და პაპა,
- ვიცი ჩემო ლამაზო მე მამიდას მეზობელი ვარ.
- და არა მარტო მეზობელი მამიდას ლამაზო. ანი ჩემი მეგობარია და მალე ალბათ დაქალი გახდება.
- რა მაგარიაა, არ ვიცოდი.
- მაო, სალომემ ისევ გთხოვა შესულიყავი. ჩემი ცვლა დამთავრდა და სახლში მივდივარ. შენ ხვალ გაგწერენ პატარა ქალბატონო ასე რომ ხვალამდე არ მოიწყინო.
- მადლობა ანი დეიდა.
- არაფერს ჩემო დახატულო აბა დროებით. (კარი გამოვკეტე და კაბინეტისკენ წავედი, მაო დამეწია და გამაჩერა.)
- წამო მე გაგიყვან სახლში.
- არაა საჭირო, სჯობს სალომესთან შეხვიდე შენ.
- მე უკეთ ვიცი რა სჯობს. მიდი მალე და დაბლა გელოდები.
- მართლა არაა საჭირო ბავშვთან დარჩი მაშინ, მე მივხედავ ჩემს თავს.
- მაგაში ეჭვიც არ მეპარება, უბრალოდ მადლობა მინდა გადაგიხადო,
- მადლობა მიღებულია მაო, ძალიან ვარ დაღლილი, წავედი მე.
- ხოდა მომეცი უფლება სახლში გაგიყვანო მაშინ.
- პატარა ბავშვივით ნუ წუწუნებ, რახან ვამობ რომ არაა საჭირო, ესე იგი არაა საჭირო და მორჩა, კარგად.
რატომღაც მგონია რომ მაო იმაზე მეტ ყურადღებას მითმობს ვიდრე უნდა მითმობდეს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისგან თავი შორს დამეჭირა. მას ასეა თუ ისეა ცოლ-შვილი ყავს. არადა საკმაოდ მიმზიდველი ბიჭია, უბრალოდ ცხოვრება აქვს ძალიან არეული, მაგრამ ალბათ დალაგდება რაა. სახლში მივედი და რაც მქონდა დაგეგმილი სწორედ ისე გავაკეთე, საწოლში ჩავწექი და დასაძინებლად მოვემზადე როცა მობილურმა დარეკა.
- გისმენთ?
- აბა როგორ ხარ? მიხვედი სახლში?
- რომელი ხარ?
- მაო ვარ.
- აა, შენი ნომერი არ ვიცოდი, კარგად ვარ მადლობა.
- ხელს ხოარ გიშლი?
- რავი დაძინებას ვაპირებდი.
- ძალიან დაგღალეთ ხო გუშინ?
- ის უფრო დამღლის თუ ყოველ წუთში შემახსენებ მაგას.
- კაი მიდი დაისვენე, აღარ შეგიშლი ხელს.
- ტასუნა ხომ კარგადააა?
- კი, კი კარგადაა, მადლობა ყურადღებისთვის, აბა კარგად.
- კარგად.
რა უნდა ნეტა? რაღა საჭირო იყო კიდე დარეკვა? გაურკვევლობაში დავრჩი მაგრამ მაინც გემრიელად დავიძინე.

*******************
მინდოდა სახლში წამეყვანა, მაგრამ ისე მიპასუხა ყველა გზა მომიჭრა, მაინც ვერ მოვითმინე და მობილურზე დავურეკე, მობილურზეც ცოტა ცივად მელაპარაკა, ვერ ვხვდებოდი ასეთი იყო მუდამ თუ ჩემს მიმართ გახდა ასეთი, ან რატო მელაპარაკებიდა ასე ცივად. იმდენად მსიანოვნებდა მასთან სიახლოვე, რომ გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის უარი არ მეთქვა და ნებისმიერი შესაძლებლობა გამომეყენებინა მასთან სიახლოვისთვის. მეორე დღესაც ვნახე მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. ტასუნა მოინახულა და დაგვემშვიდობა. ძალიან ვცდილობდი თავი ამერიდებინა სალომეს ნათესავებისთვის და განსაკუთრებით მშობლებისთვის რომ არ მენახა, მაგრამ მაინც არ ამცდა და დედამისი შემხვდა.
- რატო არ ნახულობ სალომეს შვილო?
- ეგ თავად სალომემ უკეთ იცის. ჩემებთან მიმყავს ტასუნა, იქ იცხოვრებს ამის მერე, დედამისს სათამაშო ჰგონია ბავშვი და არ მივცემ უფლებას მეტჯერ მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
- დამშვიდდი შვილო, სალოც ძალიან განიცდის მომხდარს,
- მე დამშვიდებული ვარ და აღარ შევცვლი გადაწყვეტილებას. ნახვამდის.
ტასუნას ხელი მოვკიდე და გარეთ გამოვედით, ჩემებთან ავიყვანე ბავშვი და მე სახლში წავედი, ტანსაცმელებისა და სხვა ნივთების წამოსაღებად. სკოლის წიგნები, ტანსაცმელები და სათამაშოები წავუღე ტასუნას, გადაწყვეტილი მქონდა საბოლოოდ დამემთავრებინა სალომესთან ყველაფერი. საღამო იყო სახლში რომ ვიყავით ნინისთან კარზე ზარი რომ იყო, მე წავედი გასაღებად, ანი რომ შემრჩა ხელში სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა.
- მოდი ანი
- საით არიან გოგოები? ნამცხვარი მოვუტანე
- ოთახში არიან, შემო.
- აბა გოგოებო როგორ ხართ? ნახე ტასუნა რა მოგიტანე, შემიფასებ?
- შენ გააკეთე?
- კი და მაინტერესებს როგორ მომიწონებ,
- აბა მეც გამასინჯე მამიკოო?
- მმმმ, რა გემრიელიააა (ტასუნა)
- მართლაც რომ. ასეთ გემრიელობებს აკეთებ შენ??(მაო)
- რამდენადაც გამომდის კი.
- ხოდა იცოდე რომ ძალიან გემრიელია.(მაო)
ცოტახნით გავჩერდი და მერე სახლში ჩავედი, სამედიცინო ლიტერატურა წავიკითხე, სახლი მოვაწესრიგე და დავწექი, 1 კვირა გავიდა ამბიდან. ტასუნა ძალიან მომეჩვია, როცა სახლში ვიყავი ჩამოდიოდა ხოლმე, კვირა დღე იყო, დილის 9 საათი იქნებოდა, ჯერ კიდევ მეძინა ყვირილის ხმამ რომ გამაღვიძა, ვერ გავერკვიე ყვირილი საიდან ისმოდა, მერე მტვრევის ხმა გავიგე და საწოლზე წამოვჯექი, სადღაც 2 წუთში კარზე გაუჩერებლად აკაკუნებდა ვიღაც. კარი გავაღე და ატირებული ტასუნა შემრჩა ხელში.
- რა დაგემართა ტასუნა? მოდი სიხარულო.
- მიშველე რა ანი დეიდა ისევ ჩხუბობენ.
- ვინ ჩხუბობს სიხარულო?
- დედა და მამა, სულ დაამტვრია დედამ ყველაფერი, მიშველე რაა.
- კაი სიხარულო მოდი დამშვიდდი, წყალი დალიე, ყველაფერი მოგვარდება, ნუ ტირი, მამიდა და ბებია სად არიან?
- ბებო სოფელში წავიდა გუშინ და მამიდა სასწავლებელშია. რამე იღონე რა გთხოვ მოკლავენ ერთმანეთს.
- არა ჩემო სიხარულო დამშვიდდი არაფერს ავნებენ ერთმანეთს, ზოგჯელ უფროსები ჩხუბობენ ხოლმე,
- არა შენ არ იცნობ არცერთს და ასე იმიტო გგონია.
- კაი მოდი მამას დავურეკოთ. (ტელეფონი ავიღე და მესიჯი მივწერე. ,, მაო ძალიან ნერვიულობს ტასუნა გთხოვ იქნებ ჩამოხვიდე და დაამშვიდო." მერე ზარი გავუშვი რონ მესიჯი ენახა. ცოტა ხანში კარზე კაკუნი იყო, მაოს ხელიდან იმდენი სისხლი სდიოდა შემეშინდა.)
- ეს რაარი?
- არაფერი, სადაა ტასუნა?
- კომპიუტერთან ზის, მოდი მოგწმენდ ამას, ასე რომ დაგინახოს უარესად შეეშინდება.
- არ მინდა ტასოს ავიყვან და ჩემით მივხედავ,
- ნუ ჯიუტობ მანახე ხელი. (ხელი გამოვაშლევინე და აშკარად ღრმა ჭრილობა იყო, ხელის გულზე ჰქონდა ჭრილობა რომ მოვბანე ჭრილობაში რაღაც ბრჭყვინავდა.) მგონი შუშა გაქ ჩარჩენილი.
- შეგიძლია ამოიღო?
- რა გატეხე?
- ჭიქას მოვუჭირე და შემომატყდა.
- შეიძლება ჩემი საქმე არაა მაგრამ ბავშვის ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად მოქმედებს მშობლების ჩხუბის ყურება.
- ვიცი, ეგ იმას ვერ გავაგებინე,
- ამდენი რა გაქვთ საჩხუბი?( თან ხელიდან შუშებს ვიღებდი და თან ვლაპარაკობდუთ)
- ეჰ, როცა არასწორ არჩევანს აკეთებ ადამიანი იქ მუდამ ასე ხდება.
- აჰა მგონი შუშები ამოვიღე, ეხლა უნდა დავამუშაო და ცოტა აგეწვება.
- არაუშავს მიდი, (არც კი განძრეულა სპირტით რომ დავამუშავე, ხელი შევუხვიე და ტასუნასთან გავუშვი, მე კი მივალაგე სისხლიანი ადგილი. ოთახში უნდა შევსულიყავი მათი საუბარი რომ გავიგე)
- მამი შენ ხო დიდი გოგო ხარ უკვე? ასე აღარ შეიძლება, მე და დედა უნდა დავშორდეთ, შენ როცა რომელთან გემდომება იმასთან იქნები, უბრალოდ მე და დედა ერთ სახლში ვეღარ ვიცხივრებთ
- ვიცი. მე მინდა რომ ორივე კარგად მყავდეთ და თუ ასე კარგად იქნებით იყოს ასე.
- ჩემი მიხვედრილი გიგო ხარ შენ.
ცხელი შოკოლადი გავუკეთე ტასუნას და ოთახში შევუტანე.
- ნახე რა გემრიელი რაღაც მოგიტანე სიხარულო? შენც დალევ მაო?
- ეგ რა არის?
- ცხელი შოკოლადია
- თუ გაქვს კიდე მაშინ დავლევ სიამოვნებით.
- კი ახლავე მოგიტან.
- მიდი მამიკო შენ დალიე და თან ითამაშე, ოღონდ არ გადაიქციო, მე და ანი დეიდა იქით გავალთ და ცოტას ვილაპარაკებთ კარგი?
- კარგი მაა.
მაომ კარი გამოხურა და სამზარეულოში გამომყვა, ისეთი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა რომ მისი დარღვევა ჩემს თავზე ავიღე.
- ხელი ხომ არ გტკივა?
- ისე დამიმუშავე რომ ამის ტკივილს ვეღარც ვიგრძნობ
- მიხარია ასე თუა, თუ აგტკივდება მითხარი და გამაყუჩებელს დაგალევინებ.
- ასე რატომ ზრუნავ ჩემზე? (იმდენად მოულოდნელი კითხვა დამისვა მაომ რომ წამით გავჩუმდი რა უნდა მეთქვა ვფიქრობდი)
- რაა? არა, მარტო შენზე არა, მე მიყვარს ჩემი საქმე და ყველას მიმართ ასე ვარ განწყობილი ვისი დახმარებაც შემიძია, შენ ვერ გამიგე სწორად მაო, ჩემთვის პაციენტი ხარ, ეს არის და ეს
- არადა მომეჩვენა რომ...
- არ ვიცი რა მოგეჩვენა მაო მაგრამ, ძალიან გთხოვ, ჩემი მოვალეობის მოხდას სხვა სახელს ნუ დაარქმევ
- ეგ არც მიფიქრია
- ხოდა გვეყოს ამ თემაზე საუბარი.
- მე და სალომე ვშორდებით. გადავწყვიტე საბოლოოდ, მართალი ხარ, რაც უფრო გაიზრდება ტასუნა უფრო გაუჭირდება ჩვენი დაშორება
- ძალიან სამწუხაროა, ოჯახი ყველაზე ძვირფასია რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს
- ხო მაგრამ როცა ვერ ეწყობი, ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი ხდება
- მაგაზე ადამიანმა უფრო ადრე უნდა იფიქროს
- მაგიტომ არ ხარ დაოჯახებული აქამდე?
- ხო, ოჯახის შექმნას ცხოვრებაში ერთხელ ვაპირებ და სწორედ ამიტომ არ ვჩქარობ
- ისე არის შენს ცხოვრებაში შესაბამისი კანდიდატი? ანუ მარტო ხარ თუ არა?
- მარტო ვარ და ვტკბები ამ წლებით რაც მაქვს.
- და თავისუფალ დროს რითი ერთობი?
- არაფრით, ან ვმუშაობ ან ვსწავლობ
- და არ გბეზრდება ასეთი ცხოვრება?
- გართობას ყოველთვის მოვასწრებ მაგრამ სწავლას ვერა
- და რომ დაგპატიჟო სადმე გაასართობად? გამონახავ დროს?
- არა ვერ გამოვნახავ, მაგას ჯობია სალომე და ტასუნა წაიყვანო გასართობად, იქნებ როგორმე შეინარჩუნოთ ოჯახი
- ეგ მე უკეთ ვიცი რა ჯობია და შენ ამიტომ გეპატიჟები
- არაა საჭირო მაო. არ გამოვა ეგ ამბავი. დიდი ბოდიში მაგრამ საქმეები მაქვს და თუ ჩემი დახმარება აღარაა საჭირო მაშინ საქმეებს მივხედავ.
- კარგი, ხელს აღარ შეგიშლით. ტასუნა მივდივართ მამიკო
- მე რომ დალევა არ დამისრულებია?
- შენ დარჩი დალიე და მერე გაიქეცი სახლში, ხელს არ შემიშლი შენ
- ანუ მე გიშლი?
აღარაფერი აღარ მითქვამს უბრალოდ გავხედე, ძალიან არ მომწონდა მისი საქციელები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავს არ ავაგდებინებ და ჩემზე როგორც გასართობ გოგოზე, არ შემოვახედინებ, საზღვარი უნდა დამედგინა მაოსთვის, სწორედ ამიტომ მოვიშორე თავიდან, სახლის საქმეები გავაკეთე და მერე ტასუნასთან ერთად ვთამაშობდი, მერე საჭმელი ვჭამეთ, მერე ლექსი ვასწავლე და მოსაღამოვდა კიდეც. კარზე ვიღაც ზარს რეკავდა, გარეთ გამოვედი და ნინი შემრჩა:
- მოდი ნინ
- სადაა ჩემი ქალბატონი? სახლის გზა დაავიწყდა?
- აუ მამიდულა იცი რამდენი ვიცინეთ მე და ანი დეიდამ?
- მერე მთელი დღე ხოარ უნდა შეაწუხო ლამაზო? წამო ეხლა სახლში მამიკოს მოენატრე
- უი მამიკო სულ დამავიწყდა ისე გავერთეთ, ხვალამდე ანი დეიდა.
- ხვალამდე ჩემო ლამაზო. ( ლოყაზე ვაკოცე და კართან გაიქცა)
- ან, იცოდე მერე არ დაიწყო არაფერი 1 კვირაში ხო გახსოვს სადაც მოდიხარ?
- კაი რა ნინ? მე რა მინდა შენს დაბადების დღეზე? თან კლუბში იხდი, და არ მინდა რა მეე
- უშენოდ დაბადების დღეს არ ავღნიშნავ იცოდე, ამიტომ მოგიწევს მაინც წამოსვლა და გაემზადე. ხო მართლა თოკოც მოვა და შენი დახმარება დამჭირდება
- რაზე?
- მაო პირველად ნახავს და არ მინდა უხეში იყოს თოკოსთან.
- მერე მე რას ვუშველი რო?
- შენ გეხერხება სიტვაციის განეიტრალება ხოლმე
- აი თურმე რისი დარდი გაქ, მე კიდე ვიფიქრე რომ...
- კაი ეხლა არ გააზვიადო (სიცილით მითხრა და კარი გაიკეტა, მაგრამ იქიდან ყვიროდა) კაბა ჩაიცვი იცოდეეეე...
1 კვირა მალე გავიდა, ამ ხნის მანძილზე სულ 2 ჯერ ვნახე მაო, ისიც შემთხვევით, უბრალოდ ერთმანეთს მივესალმეთ და ამით დავუსრულე საუბარი. დილით სამსახურში დამადგა თავზე ნინი, აინტერესებდა რას ვიცმევდი, შუადღეს ისევ დამირეკა და გადაამოწმა ხომ ნამდვილად მივდიოდი. 6 საათზე სამსახურიდან გამოვედი და მაო დამხვდა მანქანით.
- აქ რას აკეთებ? ხო მშვიდობაა?
- კი, უბრალოდ ნინიმ გამომგზავნა, რომ მალე მიმეყვანე სახლში.
- ოხ ნინი, მოსაკლავი ხარ რაა (ჩავილაპარაკე ჩემთვის) ჯერ საქმე მაქვს, ასე რომ ტყუილად მოგიყვანა ნინიმ
- ეგ არაფერი, სადაც გინდა იქ წაგიყვან
- საჭირო არაა მაო, როგორმე გავიკვლევ გზას.
- ვერ ვხვდები თავს რატომ მარიდებ, შენ გგონია ვერ ვგრძნობ?
- ეგ რა შუაშია?
- აბა ჩემი გეშინია?
- რა გინდა მაო?
- მაინტერესებს რატო მარიდებ თავს
- არ გარიდებ.
- მაშინ ჩაჯექი და წავიდეთ...
უჩუმრად ჩავჯექი და ღვედი შევიკარი.
- სახლში მივდივართ? თუ მართლა გაქ საქმე?
- სახლში მივდივარ.
- აი ხომ ხედავ? მგონი ჩემზე ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ხო?
- მე ადამიანზე ის წარმოდგენა მაქ ვინც არიან
- და ჩემზე რა წარმოდგენა გაქვს?
- არანაირი
- ანუ ადამინად არ მიგაჩნივარ?
- მაო შენ ხარ მოგულავე ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია, მთავარია თავისი გაისწოროს, მისთვის სულერთია რა ხდება მის გარშემო, ასეა თუ ისეა გყავს ცოლი რომელსაც შენთან დაშორება არ უნდა და ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, ასე რომ შენზე წარმოდგენა არც კი შემიქმნია, იმდენად ვერ მოდიხარ ჩემამდე.
- და თუ ძალიან მაგრად მომწონხარ?
- მაშინ ძალიან ცუდად გქონია საქმე, იმიტომ რომ მე და შენ სხვადასხვა სამყარო გვაქვს, სხვადასხვა ცხოვრების სტილი და საერთოდ სხვადასხვა ადამიანები ვართ.
ხმა აღარ ამოუღია, გაზის პედალს მიაწვა და მანქანა ადგილს მოწყვიტა, სახლამდე ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია, უბანში რომ შევედით სვლა შეანელა და უფრო თავისთვის დაიწყო ბუტბუტი:
- ჯერ პირველი, ცოლი არ მყავს და მერე უფრო მთავარი, დაგიმტკიცებ რომ ჩემში ცდები და ის არ ვარ ვინც დაახასიათე, ან თუ ვარ, მაშინ შევიცვლები იმიტომ რომ ამისთვის მიზეზი მომეცა...
მე ხმა არ ამომიღია ისე გადავედი მანქანიდან, სახლში შესულმა ყველაფერი ძირს დავყარე და აბაზანას მივაშურე, თავში მაოს სიტყვები ისე ტრიალებდა, რომ წამით არ ჩერდებოდა. სახეზე ხელი გადავისვი და თვალები ძალიან დავხუჭე, მინდოდა გონებიდან წამეშალა მისი ეს სიტყვები. რატომ? იმიტომ რომ, სადაც ბავშვობის სიყვარულმა ვერ დააფასა ჩემი სიყვარული იქ მაოსნაირი თავში ავარდნილი ტიპი როგორ დააფასებდა, მისთვის უბრალოდ სიახლეს წარმოვადგენდი, ეს იყო და ეს. აბაზანიდან გამოვედი და ტელეფონს დავხედე ნინისგან იყო 5 ნარეკი, ვიფიქრე მერე გადავურეკავთქო მაგრამ ვინ მაცადა? წამებში ისევ ამღერდა მობილური.
- გისმენ ნინ
- აბა რას შვრები? სად გაქ ეგ ტელეფონი?
- აბაზანაში ვიყავი
- რაა? ჯერ არ ხარ მზად? უკვე გასვლის დროა ამდენ ხანს რას აკეთებდი? მაომ 1 საათის უკან მითხრა რომ მოგიყვანა
- ხო ვერ ვიყავი კარგად და აბაზანამ მიშველა ცოტა.
- გინდა ჩამოვიდე?
- არაა, მე რო არ წამოვიდე?
- გადაირიე? კაი რაა არ დაიწყო თავიდან გთხოვ
- კაი წადით მაშინ თქვენ და მე ტაქსით მოვალ.
- ხო ნამდვილად მოხვალ?
- კი, კი მოვალ.
- კარგი მაშინ და მობილურთან ყურადღებით.
დივანზე დავჯექი და ფიქრი დავიწყე, რა გამეკეთებინა რომ მაოს თავი დაენებებინა ჩემთვის? მერე საათს დახვედე 19:30 იყო. თმა გავიშრე და ჩემი კულულები უფრო დაიხვა, ძალიან მსუბუქად ავიწიე თმა, აქა იქ კულულები ჩამოცვივდა, მომეწონა და ასე დავტოვე, გარდერობიდან შავი მოკლე კაბა გამოვიღე, გული მრგვალი ქონდა, მხრებამხე ამოჭრილი რომელიც უკან გადადიოდა და ზურგი ამოღებული ჰქონდა, თეძოზე კრემისფერი ბრტყელი კანტი ჰქონდა კაბას, მაკიაჟი ღია ფერებში გავიკეთე, რამაც სახე უფრო ნაზი გამომიჩინა, კრემისფერი მოსაცმელი მოვიცვი და კრემისფერი მაღლები ჩავიცვი, სუნამო დავისხი და საათს დავხდე 20:15 იყო, საჩუქარი ავიღე და დაბლა ჩამოვედი, სადარბაზოსთან ისევ მაო დამხვდა, მანქანაზე მიყუდებული ეწეოდა სიგარეტს, რომ დამინახა ერთიანად გაქვავდა ადგილზე, სიგარეტიანი ხელი რომელიც პირთან მიჰქონდა გაუშეშდა და ისე მიყურებდა, მერე სიგარეტს ერთი ნაპასი დაარტყა და გადააგდო, მალევე გააბოლა და კარი გამოაღო.
- აქ რა გინდა მაო?
- შენ გელოდებოდი,
- ჩემით მოვიდოდი
- ვერ დავუშვებდი ასეთი ლამაზი, ტაქსით მოსულიყავი
- მადლობა, მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, ჩაჯექი გთხოვ.
ჩავჯექი თუ არა კარი ფრთხილად მოხურა, ღვედი გავიკეთე და კაბას დაბლა ვექაჩებოდი, რომ ვერ დავაგრძელე, ფეხებზე კლაჩი დავიდე. უხმოდ ჩაჯდა მანქანაში ერთი გადმომხედა გაეღიმა და მანქანა დაძრა.
- შეგიძლია თავისუფლად იჯდე და მაგ კაბას შეეშვა, მანიაკი კი არ ვარ
- ...
- არ მელაპარაკები?
- როცა სათქმელი არ მაქვს არაფერი, მირჩევნია ჩუმად ვიჯდე
- იმას თუ ხვდები, რომ რაც უფრო შორს იჭერ თავს ჩემგან, უფრო მიზიდავ?
- ან გაჩუმდი, ან მანქანა გააჩერე.
ხმა აღარ ამოუღია, უბრალოდ გაიცინა და მორჩა. კლუბში რომ მივედით, გვერდით ამომიდგა ჩემზე ერთი თავით მაღალი მაო და კარი შეაღო, 1 საათის დაწყებული ჰქონდათ დროის ტარება, რომ გადავხედე ხალხს, ნინის სუფრასთან იმდენი ვიღაც იჯდა, თავი მართლა ზედმეტი მეგონა, ნინის გვერდით ვიღაც ბიჭი რომ დავინახე და მივხვდი რომ ეს თოკო იტო მაოს ხელი მოვკიდე და ყურთან ახლოს ვუთხარი:
- რაც არ უნდა გაიგო დღეს ან დაინახო, ძალიან გთხოვ ნინის დღე არ ჩაუშხამო
- რას გულისხმობ?
- რაც გთხოვე გახსოვდეს უბრალოდ, და დანარჩენს მიხვდები.
გზა გავაგრძელე მაომ ხელი რომ გადამხვია, აღარ შევიმჩნიე მისი ეს საქციელი და ნინისთან მივედი, დაბადების დღე მივულოცე, საჩუქარი გადავეცი და ჩემი თავი წარუდგინა მაგიდასთან მსხდომთ, უცბად თვალი ნაცნობ სახეს მოვკარი, რომ ვიცანი მაშინვე ნინის მივუბრუნდი და ვკითხე:
- ნინი სულ პირდაპირ ორსული გოგო რომ ზის ეგ ვინაა?
- ვიზე ამბობ? მაკაზე? მარტო ეგაა ორსული
- ანუ მაკაა?
- შენ საიდან იცნობ?
- შენი ვინაა?
- ჩემი კლასელი იყო, რა არი? იცნობ?
- ნიკაც აქაა?
- რაააა? ეს ნიკას ცოლია? ვაიმე ღმერთო მიშველე.
- აქაა?
- კი ქმართან ერთადაა მოსული, გასულია სადღაც.
- არ უნდა მოვსულიყავი, წავალ მე კაი? სანამ ნიკას შევუმჩნევივარ.
- არა გთხოვ რაა. როდემდე გაექცევი? დაანახე რო პირიქით ბედნიერი ხარ
აქამდე ჩუმად მდგომი მაო ვეღარ გაჩუმდა და კითხვები მოგვაყარა:
- რა ხდება? ხო მშვიდობაა?
- კი, აუ მაო ძალიან გთხოვ რა მერე აგიხსნი მარა იცოდე რო დღეს ანის გვერდიდან არ უნდა მოშორდე
- არაა საჭირო ნინ, თავს გავართმევ
- მოიცა, მოიცა, რა ხდება?
- აუ მაოო, რაც გთხოვე გაიგე?
- კი ბაზარი არაა, მასეც ვაპირებდი მარა, აქაა ვინმე ისეთი ვინც შენამდე არ უნდა მოვუშვა? (მკითხა ისე რომ თვალებში მომაშტერდა, თვალები ამემღვრა, არ მინდოდა მისთვის ამ თამაშში ჩაბმა მეთხოვა ან ნიკაზე მელაპარაკა მასთან) კაი ვსო აღარაა ახსნა საჭირო, დამშვიდდი.
- აუ ნინ წავალ რა და არ გეწყინოს გთხოვ
- არა ანი, აქ იქნები და ყველას დაანახვებ რომ ძალიან ბედნიერი ხარ,
- ცოტახნით გავალ, (მაოს ხელი გავაშვებინე და საპირფარეშოსკენ წავედი, საკმაოდ სიბნელე იყო, აქა იქ ანათებდა სინათლე და გამაყრუებელი სიმღერების ხმა ისმოდა, ვიღაც დამეჯახა და მისი სახე რომ დავინახე ერთიანად დამცხა)
- ბოდიშით, მოიცა ანიი? როგორ ხარ?
- უი ნიკა შენ როგორ ხარ? ვერ შეგამჩნიე
- ხო ვერც მე, აქ არ გელოდებოდი, რა კარგად გამოიყურები? როგორ ხარ? ან საით ხარ?
- ან აქ ხარ ცხოვრება? (უცბად მაო გამოჩნდა, ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა) გამარჯობა ძმა, მაო მქვია (ხელი ჩამოართვა, მის დაბნეულ სახეს რომ შევხედე, გამიხარდა მაოს მოქმედება)
- ნიკა ძმა.
- იცნობთ ერთმანეთს?
- კი, პარატაა თბილისი და ყოფილი შემახვედრა... თან ნიკას ცოლი ნინის კლასელი ყოფილა და ისინიც ნინისთან არიან (გაღიმებულმა და მაოზე აკრულმა ვთქვი, მაოც მიხვდა რაში იყო საქმე და არ დაიბნა)
- აა, შენ ის ნიკა ხარ? ძალიან კარგი...
- კაი მე შევალ აქეთ ხო მაო? მალე მოვალ
- კაი სიცოცხლე მიდი, (ისევ მაკოცა შუბლზე და ადგილიდან გავქრი)
ვგრძნობდი რომ ანი ჩემს გულში სახლდებოდა, სულაც არ ვაპირებდი შეწინააღმდეგებას, მისი თითოეული სიტყვა, მოძრაობა თუ გამოხედვა გულს მითბობდა, ვცდილობდი ხშირად არ მოვდებოდი თვალებში რომ თავი არ მომებეზრებინა, როცა მას და ტასუნას ერთად ვხედავდი როგორ ერთობოდნენ და იცინოდნენ, ამ დროს მთლიანად ანით ვიჟღინთებოდი, მომწონდა მასთან ყოფნა, მისი წკრიალა ხმის მოსმენა, როცა ხელს მიხვევდა ისეთი თბილი და მზრუნველი იყო სხვაზე ვერავიზე და ვერაფერზე ვფიქრობდი, მერე აშკარად მიმიხვდა გრძნობებს და თავის შორს დაჭერა გადაწყვიტა მაგრამ ამან უფრო მიმიზიდა მისკენ, მისი მწარე კომენტარები მართალია გულს მწყვიტავდა მაგრამ მაინც მიხაროდა, მიხაროდა ის რომ ასეთი პირდაპირი, წრფელი და ალალი იყო, როცა გამოვუტყდი მომწონხარ მეთქი, ისე გაატარა თითქოს ვუთხარი გზაზე ვიღაც გადადისთქო, ამან უფრო მიმაჯაჭვა ანის. 1 საათი ველოდებოდი ეზოში როდის გამოჩნდებოდა გამოპრანჭული ანი, რომ დავინახე ერთიანად გავქვავდი, მთლიანად სითბომ და სიყვარულმა მომიცვა, კიდევ აპირებდა გაჯიუტებას მაგრამ მგონი მივუხვდი როგორ უნდა მეკონტროლებინა, თხოვნამ გაჭრა და მანქანაში ჩაჯდა, კაბას ისე ექაჩებოდა რომ მეგონა შემოეხეოდა, ისე მომწონდა მისი თითოეული მოკრძალება და სინაზე რომ ენით ძალიან რთულია ავხსნა, მთლიანად მახვევდა თავბრუს ეს გოგო, მთელ სხეულში რაღაცეები დადიოდნენ უმისამართოდ და დიდი დოზით სიხარულს მანიჭებდნენ. კლუბში შესულმა ყურთან რომ მითხრა რაღაც სულ დავიბენი, არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ხელგადახვეული მივსულიყავით მაგიდასთან მაგრამ როგორც მერე აღმოვაჩინე სწორადაც მოვიქეცი, მესმოდა ანის და ნინის საუბარი, მივხვდი რატომ იყო ანი ასეთი ცივი, რატომ მიცხადებდა უნდობლობას და რატომ არ სჯეროდა ჩემი, როცა ნინიმ მთხოვა მთელი საღამო მის გვერდით ვყოფილიყავი უფრო გავთამამდი. დავინახე თვალებ ამღვრეული რომ წავიდა ანი და უკან გავყევი, ვიღაც ბიჭი რომ შეეჯახა და გამოელაპარაკა მივხვდი რომ ის იყო ვის გამოც ანი თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ სწრაფად მივედ და ანი იმ ბიჭს მოვწყვიტე ხოლო მე ნიკას მივუბრუნდი:
- შენზე საკმაოდ ბევრი რამ მაქვს გაგონილი, ამიტომ გაფრთხილებ, ერთხელ მაინც რომ მიუახლოვდე ანის, ბ... შ... ვიყო სიკვდილს მოგანატრებ, წადი ეხლა და შენ ცოლს მიხედე გეძებს
- შენ ჩემზე და ანიზე არაფერი იცი ასე რომ სულ ტყუილად გგონია რომ ანი ჩემზე ძლიერად შეიყვარებს ვინმეს
- რატო გგონია მასე? რადგან შენ ვერ შეიყვარე ანიზე მეტად ის გოგო, გგონია ანიც მასე იქნება? ძალიან ცდები და ღმერთს მადლობა გადაუხადე, რომ ჩემი დის დღეა დღეს, თორემ მაგ სიტყვებისთვის პასუხს მოგთხოვდი. ეხლა კიდე მოკიდე შენ ცოლს ხელი და გაქრით აქედან ან დაჯექი და დატკბი ჩვენი ბედნიერებით.
ანისკენ წავედი და საპირფარეშოს კარზე მივაკაკუნე.
- ანი აქ ხარ?
- ...
- ანი? ხმა გამეცი
- მალე გამოვალ
- გამიღე გთხოვ,
- ...
- ან გთხოვ რაა, კარი გამიღე და დამენახე.
კარი გაიღო და ატირებულმა ანიმ ხელები მომხვია, იმდენად მოულოდნელი იყო ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა, მერე მეც მოვხვიე ხელები და გულში ჩავიკარი
- არ იტირო გთხოვ, შენს ლამაზ თვალებს მწუხარების ცრემლები არ უხდება, შენ მარტო სიხარულისგან უნდა ტიროდე, სულ უნდა იცინოდე და სულ გიბრწყინავდეს ეგ თვალები, არ იტირო გთხოვ რაა. (გულში მყავდა ჩახუტებული და თავზე ვეფერებოდი, მისი სურნელი შევისუნთქე და უფრო მივიკრი, ცოტა ხანში ხელი გამაშვებინა და თვალები მოიმშრალა.)
- ვსო, მორჩა, აღარ ვიტირებ, არცერთი ბიჭი არ ღირს გოგოს ცრემლად. (წამებში ისეთ ძლიერ ქალად გადაიქცა ანი რომ მეც კი შემშურდა მისი სიძლიერის, თავი მოიწესრიგა და შემომხედა) მზად ვარ, წავიდეთ?
- ულამაზესი ხარ, წავიდეთ.
გარეთ გამოვედით და ნინის გვერდით ვიღაც ბიჭი დავინახე, რომელსაც ხელი ჰქონდა გადახვეული ნინიზე და შუბლზე კოცნიდა, მთლიანად დამეჭიმა ყველა კუნთი, ეს ანიმაც შენიშნა, გამაჩერა და მითხრა:
- გახსოვს რა გითხარი როცა შემოვედით?
- შეყვარებულია?
- მგონი კი
- და აქამდე რატომ არ მითხრა?
- ალბათ შენი რეაქციის ეშინოდა, არ ჩაუშხამო დღევანდელი დღე რა, უკვე საიმისოდ დიდია რომ ყავდეს შეყვარებული.
- მაგას რო შენ იტყვი რაა
- ჩემი შემთხვევა სხვაა და ნინისი სხვა.
- და რა განსხვავებაა?
- მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ეხლა ნინის დღეა.
- იმისთვის რომ თავი შევიკავი და იმ ბიჭს არაფერი ვუთხრა. მაშინ სულ ჩემს გვერდით უნდა იყო და წამითაც არ უნდა მომშორდე. თორე რომ დავლევ, ღმერთმა იცის რას ვიზავ. (თვალი ჩავუკარი და ვცადე სიტუაცია ჩემსკენ შემომებრუნებინა).
- ამხელა კაცი ხარ და თავი ცარიელა რატო გაქ ვერ ვიგებ რაა.
მის კომენტარზე გამეცინა და დავეწიე, მაგიდასთან დავჯექით და ნიკას თვალი თვალში გავუყარე. ,,ასე გინდა ვაჟბატონო არაა? ხოდა დატკბი მაშინ, შენს ვერ დაფასებულ განძს როგორ ეფერება და აბედნიერებს სხვა“ ჩემთვის გავიფიქრე და ანის ხელი გადავხვიე, თამაში არც დამჭირვებია, არც მაშინ რომ მისთვის მესმინა, თვალებში სითბო ჩამდგარს და არც მაშინ როცა საქმე მასზე შეხებაზე მიდგებოდა, ცოტა დავლიე მერე ყველა აცეკვდა, ანი ადგილიდან არ იძროდა, სუფრასთან მხოლოდ 5 ადამიანი დავრჩით, ნიკა თავისი ორსული ცოლით, ნინის დაქალი და ჩვენ.
- წამო რა ცოტა ვიცეკვოთ?
- არა არ მინდა
- მაშინ დალიე რო ცოტა მოეშვა
- არაა არ მინდა
- რაიყო მაგის მეტი არაფერი იცი? (ღიმილით ვუთხარი და ყელზე ვაკოვე) მაშინ ცოტახნით ჰაერზე გავიდეთ წამო
- შენ ძაან არ შეიჭრა როლებში
- არადა საერთოდ არ ვთამაშობ, ეგეთი რთულია ამას მიხვდე?
- კაი ჰაერზე გასვლაზე უარს არ ვიტყვი.
ადგა თუ არა მეც ავდექი, წელზე ხელი მოვხვიე, შემთხვევით ვისარგებლე და ზურგზე ვაკოცე, ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა ანის მაგრამ არ შეიმჩნია, ,,ღმერთო ეს გოგო ბოლოს მომიღებს“ გავიფიქრე ჩემთვის და გარეთ გავედით, შემობრუნდა თუ არა, ჯერ მიიხედ- მოიხედა, მეც მას მივბაძე, გარშემო არავინ იყო, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, დავაპირე სიყვარულში გამოვტყდომოდი, მაგრამ უცბად ისეთი მწარე სილა მომხვდა სახეში, თვალებში რაღაც გამინათდა,
- რამდენის უფლებას აძლებ შენს თავს? ან მე ვინ გგონივარ?
- რას შვრები გოგო გაგიჟდი?
- კიდე მე გავგიჟდი ხო? ვინ გგონივარ? რადგან ამ ფარსზე დაგთანხმდი ყოველ წამს უნდა მკოცნიდე და მეფერებოდე? შენი სათამაშო კი არ ვარ. (მიყვიროდა და ხელებს იქნევდა აქეთ იქით)
- მეორეთ აღარ გაბედო და ხელი აღარ გამარტყა, გაფრთხილებ. გასაგებია? (მეც ვეღარ მოვზომე და ხელზე ვუჭერდი თან ისე ვუყვიროდი)
- თუ ხელს არ გამიშვებ უარესი მოგხვდება გასაგებია? (მანაც იგივე ტონით მიყვირა, რა მოუდრეკელი გოგოა გამაგიჟებს მე)
- ნუ მიწვევ ანი, არ გინდა
- ხოდა მაშინ საერთოდ შემეშვი, აღარ დამენახო აღარასოდეს იმიტო რო ქალი ყოველთვის ხვდება ვინ რა თვალით უყურებს და ექცევა გასაგებია? (კიდე დამიყვირა, განსაკუთრებით ჩემი ნათქვამი სიტყვა გამიწელა, გაცინება მინდოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ გამეცინა მართლა შემომარტყავდა ისევ.)
- თუ ყოველთვის ხვდება მაშინ ჩემი მზერის შენაარსსაც მიხვდებოდი, რომ ეს იმ ბიჭისთვის თვალების ახვევა კიარა, გრძნობიდან წამოსული მზერაა,
- ნუ მაცინებ რაა, რომელ გრძნობაზე მელაპარაკები? შენთვის სიახლე ვარ და უბრალოდ ჟინი გაქ რომლ....
- იმ მაოს დედას შ... მე ვინც შენ ჟინით გიყურებდეს ( ბოლო ხმაზე ვიღრიალე, ტვინში ამასხა იმ აზრის გადახარშვამ რაც თქვა, ჩემზე კი არა არავის არ მივცემდი უფლებას ანისთვის იმ თვალით შეეხედა რომ ჟინი მოეკლა. ყურებზე ხელები ჰქონდა აფარებული და ისე შევიდა კლუბში, სიგარეტს მოვუკიდე, მინდოდა სიბრაზე მასში ჩამეხშო)

***************************
კლუბში შევვარდი, აღარცერთი წამი აღარ მინოდა იქ გაჩერება, ნინისთან მივედი, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი რომ მივდიოდი,
- მოიცა ანი, მაკამაც იგივე მითხრა 10 წუთის უკან და წავიდნენ, ეხლაშენ მიდიხარ და რამე მოხდა?
- არა არაფერი, უბრალოდ არ მინდა აქ ყოფნა, გამიგე გთხოვ რაა.
- კაი სახლში გნახავ, მოიცა მაოს ვეტყვი და ის გაგიყვანს
- არა! არანაირი მაო არ მინდა დროებით.
სახლში ტაქსით წამოვედი, აღარავის ხმის გაგონება არ მინდოდა ხოლო მაოს წარმოდგენაც კი გულს მირევდა, მას ცოლი ყავდა, მერე რა თუ ახლა რთული პერიოდი ჰქონდათ? მათ ყველაზ ძლიერი რამ აკავშირებდათ ერთმანეთთან, ეს ტასუნა იყო, რომლის გამოც ადრე თუ გვიან შერიგდებოდნენ, მაო ოჯახზე აღარასოდეს იფიქრებდა. ან რაში მჭირდება ნაცოლარი კაცი? რეებზე ვფიქრობ ღმერთო, მას ჩემთან სხვა მიზნები აქვს რომელსაც არ ავუხდენ. აბაზანის მერე პირდაპირ დასაძინებლად დავწექი, მერე ნიკა და მაკა დამიდგნენ თვალწინ, ყველა ბედნიერია ჩემს გარდა, ასე რატომ მსჯის ღმერთი? რა დავაშავე? ტირილში ჩამეძინა, მაოს მანქანის ხმას, ყველა მანქანიდან განვასხვავებდი, სწორედ ამიტომ გამეღვიძა მანქანის ხმაზე საათს რომ დავხედე 2 ხდებოდა, არ შევიმჩნიე და ძილი გავაგრძელე.

***********************

დავინახე როგორ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, სანამ დაშლა არ მოინდომეს იქამდე ვიყავი ნინის გვერდით, ვცდილობდი თავი გამეკონტროლებინა მაგრამ ძალიან მიჭირდა, თოკოც გავიცანი, ანის თხოვნა გამახსენდა ამიტომ, მაქსიმალურად მშვიდად დაველაპარაკე და ჩემი სათქმელი ვუთხარი, ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ ანისთან იყო, მხოლოდ ანის გვერდით მინდოდა ამ წამს ყოფნა, როგორ დავარწმუნო რომ ცუდი თვაალით არ ვუყურებ და სერიოზულად მაქვს მის მიმართ გრძნობები, ან რა გრძნობებია ეს თავადაც კი არ ვიცი, რა მემართება? რატო ვერ ვერევი თავს? მობილური ავიღე და ლაშას დავურეკე:
- სად ხარ? გაჩითე რა რამე?
- რაიყო შ...ჩ.... რა ხმა გაქ? მიდი ბაითში ადი და ამოვალ 20 წუთში მეც.
- კაი, ნინის გავიყვან სახლში და მოვდივარ.
უბანში რომ მივედით ანის ფანჯრებს ავხედე, შუქი არ ენთო, არ ვიცი რატომ მაგრამ მეგონა რომ სახლში არ იყო, ამან უარესად გამაცოფა:
- ნინ ამაღამ არ მოვალ და ტასუნას მიმიხედე რაა
- რა ხდება ვინმე ამიხსნის?
- სხვა დროს რა ნინ.
მანქანა მოვაბზრიალე და ლაშასკენ წავედი, 20 წუთში წყნეთში ვიყავი, ლაშა უკვე იქ დამხვდა, მანქანიდან როგორც კი გადავედი ვისკი გავხსენი და მოვიყუდე, ლაშამ რომ დამინახა შეიცხადა:
- რა გჭირს შ...ჩ... რას გავხარ? მოხდა რამე? ჰაა ამიოღე ხმა რა მოხდა?
- ვჭედავ ლაშა, შენ ძმობას ვფიცავარ ვჭედავ, არ ვიცი რა მჭირს, სულ მინდა რომ მას ვხედავდე, ვეხებოდე, მისი ხმა მესმოდეს, ჯერ კიდე მეწვის ეს ლოყა რომელზეც გამარტყა, არადა მართლა არ მაქვს ცუდი ფიქრები მის მიმართ, გული ვატკინე გესმის? არადა არ მინდოდა, რა ვქნა მითხარი რა გავაკეთო მირჩიე რამე თორე მართლა გავჭედავ ამის დ....შ..... (ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და აქეთ იქით დავდიოდი, რაც ხელში მომხვდა ყველაფერი დავამტვრიე)
- მოიცა ნუ გამომას...ე ვიზე ამბობ? სალომეზე?
- რა სალომე ლაშა? რა სალომე? ქალღმერთი გავიცანი სადღაც 2 თვის უკან და მგონი შემიყვარდა, გესმის? შემიყვარდა მას კი ჰგონია რომ ჟინის მოკვლა მინდა, ჰგონია რომ ფეხებზე განებივრებული ბიჭი ვარ, რომელსაც მარტო თავისი თავი და კაიფი ადარდებს გესმის? აუტანელი ტიპი ვგონივარ,
- კაი დაწყნარდი ბიჭო რა დღეში ხარ? მაგიტო არ ჩანდი წესივრად ეს ბოლო ხანი? მოწევ?
- მომეცი, იქნებ ცოტა ხნით მაინც მომშორდეს მასზე ფიქრები.
- აუ მაგარ შარში ხარ ჩემი დ... შ...
- თან უაზროდ მაგარ შარში ვარ, იცი რა ლამაზია? და განა მარტო ფიზიკურად, სულიერად უფრო ლამაზია, ისეთი წმინდაა, ისეთი ნაზი და სათუთი რომ ხელის შეხებისაც კი მეშინია, მეშინია რომ გაქრება, ჩემნაირი ბიჭისთვის ანისნაირი ანგელოზი იმდენად ზედმეტი და მიუწვდომელია რომ მართალიც არის რაც ვგონივარ, მაგრამ თავს ვერ ვერევი, ის არც კი ვიცი სადაა ეხლა, მე კიდე ამ ნაგავში ვზივარ და ვცდილობ წამებით მაინც ვიკაიფო
- ბიჭო შეეშვი მაშინ ამ დედა მ... რაღაცეებს რაა, დამოკიდებული ხდები უკვე, აგე ხო ხედავ ღმერთს ყვარებიხარ შეჩ... ანგელოზი გამოუგზავნია და შენ კიდე კარგავ?
- აუ არ ვიცი უკვე რა ვქნა,
- სურათი მაინც არ გაქ? ვინაა მანახე რაა
- სურათი? ეგ ერთადერთი სურათი მაქ რომელსაც ყოველ დილით და ღამოთ ვუყურებ და ვტკბები, აი ესაა ჩემი ანი.
- მოიცა შეჩ... ეს ტასუნა არაა?
- ხო, იცი როგორ უყვართ ერთმანეთი? (დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი რაც ანისთან მაკავშირებდა, ლაშა ერთადერთია რომელიც ბავშობიდან მომყვება და ასეა თუ ისე სულ გვერდში მიდგას, ბოლოს დასკვნა გამოიტანა)
- მაგრა ხარ შეყვარებული მაო, არ გაუშვა ეს გოგო ხელიდან და ყველაფერი ქენი რომ მისი შესაფერისი გახდე.
- გავხდები, გეფიცები ყველაფერს გავხდები. ხვალ დავადგები თავზე სამსახურიდან რომ წამოვა და ავუხსნი ყველაფერს, ვეტყვი რომ მიყვარს და ყველაფერს ვიზავ მისთვის.
- არ დაურეკავ?
- აზრი არ აქვს, ზუსტად ვიცი გამორთული ექნება, მასე იცის ხოლმე, რო ბრაზდება მობილურს თიშავს.
- კაი მოდი დავიძინოთ ეხლა და ხვალ დაადექი.
მეორე დღეს 1 საათზე ძლივს ავწიეთ თავები, სახლში მივედი შხაპი მივიღე და გავემზადე, ადრე მისვლა გადავწყვიტე რომ არ გაესწრო სახლში, საავადმყოფოში რომ მივედი ნახევარი საათი ველოდე, რომ არ გამოჩნდა გადავედი და ვიკითხე, მითხრეს რომ ზუსტად ნახევარი საათის უკან წავიდა, სიბრაზემ ტვინში ამასხა, მაშინვე სახლისკენ გავემართე და გადაწყვეტილი მქონდა რადაც არ უნდა დამჯდომოდა სიყვარულში გამოვტყდომოდი.

****************************
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, საათს დავხედე და ჯერ 7 საათი იყო, 1 საათი წინ მქონდა, აბაზანაში შევედი, მერე ყავა გავიმზადე, მერე სახლი მივალაგე და ტანსაცმელი გავიმზადე, მობილური ჩავრთე, რატომღაც ველოდებოდი მაოსგამ რამეს, თუნდაც ერთ ზარს, მაგრამ ამაოდ, ამასობაში 8:20 გახდა და გარეთ გამოვედი, სამსახურში ისეთ საშინელ ხასიათზე ვიყავი ვერავინ ვერ მცნობდა, შუადღისთვის ნინიმ დამირეკა:
- როგორ ხარ ანი?
- არამიშავს ნინ, შენ როგორ ხარ?
- რავი თავი მისკდება, გუშინ რა დაგემართა?
- მაგაზე ლაპარაკი მეც მინდა, რომ მოვალ ჩამოდი და ვილაპარაკოთ
- რამე სერიოზულია?
- არაა, საღამომდე მოიცდის, როგორ გაერთე შენ ეგ მითხარი?
- რავი ერთადერთი თოკო მიხაროდა იქ მარტო მეტი არაფერი
- მასეც უნდა ყოფილიყო, მაომ რამე ხოარ უთხრა თოკოს?
- დავინახე რომ გაიყვანა გვერდძე, თავიდან მაგრად შემეშინდა მაოს ხასიათს რომ ვიცნობ, მაგრამ ისე მშვიდად დაამთავრეს ლაპარაკი გაოცებული ვიყავი. (გულში გამეღიმა და მესიამოვნა ზედმეტი რომ არ მოუვიდა მაოს და ჩემი ნათქვამი გაითვალისწინა)
- სახლშია ეხლა მაო?
- მაო? არაა, ღამე არ მოსულა, მე მომიყვანა და დამიბარა არ დამელოდოვო. რა არი როო? (უცბად გაქრა გულიდან ის ღიმილი, სადაც არ უნდა იყოს ფაქტია კარგს არაფერს გააკეთებდა, რადგან სახლში არ მივიდა,)
- არა არაფერი, ისე დავინტერესდი
- რაღაც არ მომწონხართ შენ და მაო, ის იყო და თვალები მოწყდა წუხელ შენი ფანჯრების ყურებაში, მერე ისე მოაბზრიალა ვიფიქრე შემოაწყდება რამესთქო, ეხლა შენ მეკითხები და რამეს მიმალავთ?
- საღამოს გნახავ ნინ, წავედი ეხლა მეძახიან კაი?
- კაი მიდი, გკოცნი...
მთელი დღე თავის ტკივილი ვერ გავიჩერე, საავადმყოფოდან 15 წუთით ადრე გამოვედი ტაქსში ჩავჯექი თუ არა მაოს მანქანა დავინახე რომელის საავადმყოფოს ეზოში შევიდა, წამებში გამოვასწარი, საშინლად არ მინდოდა მისი ნახვა. სახლში მივედი და ეგრევე ნინის დავურეკე:
- ჩამოხვალ?
- მოხვედი? კი ეხლავე.
ნინი შემოვიდა დივანზე დაჯდა და პირდაპირ მითხრა:
- შენ და მაოს ერთმანეთი მოგწონთ ხო?
- ეგ სისულელე საიდან მოიტანე?
- ბევრი ვიფიქრე და ამ დასკვნამდე მივედი
- ნინ მისმინე ჩემო სიხარულო, შენ ძმას დასაწუნი არ აქვს არაფერი მართალია, მაგრამ მე და მაო სხვადასხვა დამღაროს ვეკუთვნით, მე არ შევეგუები ადამიანს რომელიც კაიფობს, სვავს, და საერთოდ ქუჩურ ცხოვრებასაა აყოლილი, გარდა ამისა მას ცოლ-შვილი ყავს და ეგ როგორ დაუშვი რომ ჩემზე გეფიქრა? შენ მაინც იცი რა შეხედულება მაქვს ოჯახზე.
- კაი ნუ დამცხე, უბრალოდ მასე მინდოდა ყოფილიყო და ვთქვი რაა
- რა გინდოდა? მე რაზე დაგიბარე და შენ რას მეუბნევი? სულ გადავირევი ეხლა
- რაზე დამიბარე როო?
- რაზე და შენ ძმას გადაეცი შემეშვას, მე მაგის გასართობი არ ვარ
- რააააააააააა. ანუ იმას მოწონხარრრრ? ვაიმე რა მაგარიააა
- გოგო დამშვიდდი და ნუ ყვირიხარ, რა არის მაგარი? შენც ხო იცი რო სერიოზული არაფერი არ მოხდება ჩვენს შორის და არ გავუყადრებ თავს კაიფისთვის
- ეხლა დაჯექი და შენ მომისმინე. მე ვიცნობ ჩემ ძმას ან, მის თითოეულ ამოსუნთქვას ვხვდები რას ნიშნავს, იცი რამდენი ხანია ვხვდები რო მოწონხარ?
- ნინიი დაეშვი პლანეტა დედამიწაზე, ჩვენ შორის არაფერი გამოვა, მისი დანახვაც აღარ მინდა,
- რაა რატო?
- გოგო არ აგიხსენი ეხლა? თუ ვინმესთან დავიწყებ ურთიერთობას, რეალური უნდა იყოს და არა არარეალური და დროებითი
- არ გინდა რომ შანსი მისცე მაოს?
- არა.
- კი მაგრამ რატო?
- ...
- მითხარი რატო არ გინდა?
- იმიტომ რომ მეშინია გესმის? ერთხელ უკვე ვიგემე საყვარელი ადამიანის დაკარგვა და რომ შემიყვარდეს მერე რა ვქნა? მეც მაქ გული, ემოცია და მეც ვიცი სიყვარული უბრალოდ კიდევ ერთხელ ვერ გავუძლებ ტკივილს.
- მე მომანდე ყველაფერი კაი?
- არა ნინ, არ მინდა რატომ არ გესმის?
- უბრალოდ გავარკვევ რა უნდა მაოს შენგან კაი?
- ვაიმე რა დავაშავე? შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. (დივანზე დავეშვი ხელებ ჩამოყრილი)
კარზე ისეთი ბრახუნი იყო რამის ჩამოიღეს, გავედი და მაო შემრჩა ხელში, ისეთი სახე ჰქონდა შემეშინდა.
- სპეციალურად მექცევი მასე ხო? სპეციალურად წამოხვედი ადრე, იმიტო რომ იცოდი მოვიდოდი ხო? (ხმამაღლა ლაპარაკობდა)
- რა გინდა მაო? რა ვერ გაიგე? (ნინისთვის უნდა დამეძახა, შემოვბრუნდი, მაგრამ მაო ჩამაფრინდა ხელზე, შემომაბრუნა და ისე დამეძგერა ტუჩებზე, გააზრებაც ვერ მოვასწარი მომხდარის, მუცლიდან მოყოლებული რაღაცამ დამიარა მთლიან ორგანიზმში, ხელების ტკივილი ვიგრძენი, ისე მიჭერდა რომ ამოსუნთქვასაც ვერ ვახერხებდი, მკოცნიდა მთელი ემოციით, უზომოდ შემრცხვა მომხდარის, იქ ხომ მისი დაც იყო, როგორც კი გამიშვა ეგრევე გავარტყი და ცრემლები წამომცვივდა, უკნიდან კი ნინის ხმა გავიგე, რომელსაც ტონზე ეტყობოდა ყველაფერი დაინახა,)
- მე სახლში ავალ და ილაპარაკეთ თქვენ. (მაომ რომ დაინახა ნინი, თავში შემოირტყა ხელი, მერე ჩემი ცრემლები დაინახა და სახე სულ აელეწა, ნინიმ კარი გაიხურა და მარტო დაგვტოვა)
- არ მეგონა აქ თუ იყო ნინი
- წადი
- ანი ვილაპარაკოთ გთხოვ რა, მაპატიე თავი ვეღარ შევიკავე,
- გაეთრიე აქედან, ხო მიიღე რაც გინდოდა? მომშორდი ეხლა თავიდან.
ხელის კვრით გავაგდე, კართან ჩავიმუხლე და ვფიქრობდი ნინისთვის როგორ შემეხედა თვალებში, ტუჩებზე ხელი მოვისვი რომ მომეწმინდა და მერე საწყლად ამოვიოხრე ,,ნეტა მართლა წრფელი გრძნობით გიყვარდე და მარტო გართობა არ გინდოდეს ჩემთან, მაშინ ხო მართლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა?“ ტირილს ვუმატე და მუხლებს ჩავეხუტე, გადავწყვიტე შაბათ, კვირა სადმე წავსულიყავი, ასეც მოვიქეცი ტანსაცმელი ჩავალაგე და ბაკურიანისკენ წავედი, მართალია სეზონი არაა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად, ბუხარი ცხელი ჩაი და სიმარტოვე მინდოდა. მთელი 2 დღე იმ კოცნაზე ვფიქრობდი, მობილური გათიშული მქონდა, არ მინდოდა არავისთან ლაპარაკი, მხოლოდ დეიდამ იცოდა სად ვიყავი, კვირას საღამოს დავბრუნდი სახლში და მობილურიც ჩავრთე. უამრავი გამოტოვებული ზარები დამხვდა, უამრავი მესიჯებით სადაც ყველას შინაარსი პატიება იყო.
სახლში ავედი და მაშინვე ნინი შემეფეთა, რომელმაც ყველაფერი მომიყვა, მომიყვა თუ რატომ ეშინოდა ჩემთან ურთიერთობის, თუ რატომ გამირბოდა და რატომ მარიდებდა თავს. ნინის ავუხსენი რომ მართლა შემიყვარდა და ყველაფერს ვიზავდი მისთვის, 2 დღე ყველგან ვეძებე, მაგრამ ამაოდ, ვერსად მივაგენი, შემეშინდა რომ წავიდა და აღარ დაბრუნდებოდა, შემეშინდა რომ ეს ბინაც შეიცვალა და გაიქვა, იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ ვეღარ ვნახავდი, გადაწყვეტილი მქონდა მოსაწევს აღარ გავკარებოდი, უზომოდ მიჭირდა, იმიტომ რომ ანისაც ვერ ვპოულობდი, მაგრამ მაინც არ ვეკარებოდი. კვირას საღამოს სახლში მოვედი, უბანში მანქანა გავაჩერე და ისევ ფანჯრებს ავხედე, შუქი რომ დავინახე მის ფანჯრებში, გიჟივით გავვარდი მისკენ, კარი რომ გამიღო და დავრწმუნდი ის იყო, ერთი ამოსუნთქვით მივაყარე...

*****************************************
სახლში 10 წუთის შესული ვიყავი კარებზე ზარი რომ იყო, ,, დიწყო“, ვთქვი ჩემთვის და კარისკენ წავედი, კარის უკან მაო იდგა რომელმაც როგორც კი დამინახა, ხელები მომხვია და ისე ჩამიკრა გულში ცოტაც და ძვლები გადამიტყდებოდა, ,,ამის ტვინში მგონი არაფერი არ შედის“ გავიფიქრე ჩემთვის და ხელი გამიშვა კიდეც, ორივე ხელი მხრებზე ჰქონდა მოკიდებული ცოტა უკან გამწია და იმდენად თბილი ხმით მითხრა, რომ ვერ ვიცანი ჩემს წინ ვინ იდგა:
- მიყვარხარ ანი, საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ, არ მეგონა ასეთი გრძნობა ოდესმე თუ დამიმორჩილებდა და გამაკონტროლებდა, მაგრამ შენ ჩემში ისეთი რაღაცეები მოახდინე რომ სხვაზე ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრომ, მიყვარხარ გესმის? მიყვარხარ და მინდა ეს ყველას გავაგებინო. (ხმას ვეღარ ვიღებდი, ყველაფერს მოველოდებოდი მისგან იმის გარდა რაც გავიგე)
- მაო...
- არა ანი გთხოვ, არ თქვა არაფერი, უბრალოდ დამაკვირდი და შენით მიხვდები რომ ის მაო სადღაც გაქრა, ისევ დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი, ისევ მომინდა საქმეში ჩაბმა, ისევ მიხარია რომ დღე თენდება და ეს მარტო შენი დამსახურებაა, დაგიმტკიცებ რომ რაც ნინისთან ილაპარაკე და ვინც დაახასიათე აღარ არსებობს, მიყვარხარ და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი, შენთვის არასოდეს შემომიხედავს ისე როგორც სხვა ქალისთვის, შენ სხვა ხარ, შენ ისეთი წმინდა და სუფთა ხარ, ისეთი ნაზი არსება რომ შეხებაც კი მეშინია, მეშინია რომ სადმე გაქრები.
- მაო...
- არა ეხლა მე წავედი, არ მოგისმენ, იმიტომ რომ ეხლა ისევ ხელს მკრავ, უბრალოდ იცოდე რომ უშენოდ არცერთი დღე აღარ იარსებებს, უბრალოდ მენდე! გულს არ გატკენ... (უცბად მეცა, შუბლზე მაკოცა და გავარდა) მიყვარხარ ანი.
რასაც ქვია გაშტერებული დავრჩი, ეს ის მაო იყო ვისაც ვიცნობ? რა დაემართა? ნუთუ შეიძლება რომ მართლა შევყვარებოდი? კითხვებს კითხვებზე ვაყრიდი საკუთარ თავს და პასუხს ვერ ვცემდი, უბრალოდ გადავწყვიტე დრო მიმეცა მისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი მისი სიტყვების სინამდვილეში. ბედნიერი სახით შევბრუნდი სახლში და ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე მომღიმარი სახით, მერე დავჯექი და 2 დღის უკანდელი კოცნა გავიხსენე, ტუჩებზე ხელი გადავისვი, თვალები დავხუჭე და ღრმად შევისუნთქე ჰაერი, საწოლზე გადავწექი და თავს უფლება მივეცი, ლამაზ ოცნებებში წასულიყო.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, მობილურს დავხედე და მაო იყო, ჯერ გამეღიმა, მერე სახე დავალაგე და ვუპასუხე.
- გისმენ
- დილამშვიდობისა ანგელოზო 8-ს უკლია 59 წუთი, სანამ მაღვიძარა დარეკავდა, მე მინდოდა გამეღვიძებინე. მე წაგიყვან დღეს, რომელზე ჩამოვიდე?
- მაოო? რა გჭირს? დამშვიდდი.
- სანამ არ გნახავ იქამდე ვერ დავმშვიდდები, ნახევარი საათი არ გეყოფა?
- კაი ნახევარ საათში ჩამოდი და თან ვილაპარაკოთ.
- კაი ნახევარ საათში მანდ ვარ. მიყვარხარ...
ისე გათიშა რომ არც კი მაცალა რამე მეპასუხა, გამეცინა და წამოვჯექი. 20 წუთში ზარის ხმაც გაისმა. კარი გავაღე და გაღიმებული მაო მომესალმა:
- ულამაზესი ხარ. ეს შენ (1 ცალი ვარდი მომაწოდა)
- ეს ამ დილა უთენია სად იშოვე?
- წუხელ ვიყიდე რომ დღეს დილით სახლიდან არ გაგეგდე (სიცილით მითხრა და მეც გამეცინა)
- და იფიქრე რომ ვარდით მომთაფლავდი?
- კაი ეხლა ეგ რა შუაშია?
- და ჯერ რო მზად არ ვარ? 10 წუთი კიდევ მაქვს
- ვეღარ მოვითმინე, ყავას ხო დამალევინებ? (შემოვიდა, თან ლოყაზე მაკოცა და თან სამზარეულოში გავიდა, კიდე გამეღიმა მის საქციელზე და გავძახე)
- მეც გამიკეთე ყავა, მანამდე მოვემზადები მაშინ
- არის უფროსო... (დილა იმდენად კარგად დაიწყო, რომ ყველაფერი მეუცნაურებოდა, ვარდს დავსუნე და საწოლის გვერდით კომოდზე დავდე, მალევე გავედი სამზარეულოში უკვე მოწესრიგებული)
- ყავა დავლიოთ და გავიდეთ რომ არ დამაგვიანდეს.
- ხო მეც საქმეები მაქვს
- ხოო? რა საქმეები? ნუ თუ საიდუმლო არაა რა თქმა უნდა (მზერა დაათბო, ორი თითით ნიკაპზე მომეფერა და მითხრა)
- შენთვის ჩენს შესახებ არაფერია საიდუმლო, ამაში მალე დარწმუნდები. რესტორანში მივდივარ
- რამდენი ხანია იქ არ ყოფილხარ?
- 3 წელია ფეხიც არ შემიდგამს.
- მერე როგორ ფიქრობ ყველაფერი ისე დაგხვდება როგორც დატოვე?
- არაუშავს ისედაც ბევრი რამის შეცვლა მომიწევს, სხვა გეგმები მაქვს. ახლა მთავარი ისაა რომ იქ მივდივარ
- და რატო აღარ მიდიოდი რო?
- სალომე ხელმძღვანელობდა მთლიანად და მე ფეხებზე დავიკიდე იქაურობა
- ანუ სალომეც იქ იქნება?
- ხოარ ეჭვიანობ?
- მაგას რატო მეკითხები? უნდა ვეჭვიანობდე?
- ყოველთვის ნუ მემწარები, თორე ერთხელაც ისე დაგატკბობ რომ ინანებ ამდენ სიმწარეს
- რაც მკითხე იმაზე გიპასუხე, სიმწარე რა შუაშია?
- სალომეც იქ იქნება, ადვოკატთან ერთად, ჩემს კუთვნილებას ვყიდი და ფულს სხვა რესტორანში ჩავდებ
- აჰაა, გასაგებია,
- ხო დამეხმარები რესტორნის დიზაინში?
- ვნახოთ როგორ დაიმსახურებ. ადე ეხლა თორე დავაგვიანებ,
- თუ გინდა 5 წუთში გაგიყვან რა პრობლემაა?
- დილაა და საცობებია, ესაა პრობლემა, ასე რომ წავედით. (ნიშნის მოგებით ვუთხარი და ხელით ავაყენე სკამიდან).

**********************
დილით პირველი რომ ანის ნამძინარევი ხმა გავიგე, ჩემზე ბედნიერი არ იყო არავინ, მერე ვერ მოვითმინე და ადრე ჩასვლა გადავწყვიტე, ტასუნას ბოდიში მოვუხადე სკოლაში რომ ვერ მიყავდა და გარეთ გამოვედი, როცა დავინახე, ერთიანად გავთბი, ვარდი მალე მივაწოდე თორემ სახეზე ეტყობოდა საჩხუბრად ემზადებოდა, ოთახში რომ შევიდა ჩუმად ვუყურებდი, ვარდს დასუნა, ხელი გადაუსვა და საწოლის გვერდით დადო, ისე მესიამოვნა ეს ფაქტი რომ გახარებული გამოვვარდი სამზარეულოში, როგორ მინდოდა მისი ტუჩეები დამეგემოვნებინა, მაგრამ ვერ ვბედავდი, ყველა ნაბიჯს ვთვლიდი რომ არ დამეფრთხო და არ დამეკარგა.
ანი საავადმყოფოში დავტოვე და მე რესტორანში წავედი. სალომემ წინადადება შემომთავაზა:
- ფულს გადაგიხდი და რესტორანს მე დავიტოვებ.
- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყიდის რესტორანს, მთავარია გავყიდო რომ მარტომ წამოვიწყო საქმე.
- რამდენს აფასებ? (თანხა საკმაოდ დიდი იყო რადგან რესტორანი სანაპიროზე იყო, მოვილაპარაკეთ, ანგარიშის ნომერი მივეცი და რესტორანი დავტოვე. მანქანა უნდა დამეძრა სალომე რომ ჩაჯდა და ჩუმად იყო.)
- რას აკეთებ?
- დროა ვილაპარაკოთ, სადმე მშვიდ ადგილას წადი, ისიც კი არ გიკითხავს ჩემთვის რატომ ვიტოვებ რესტორანს.
- გადადი მანქანიდან, შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს და არც ეგ მაინტერეაებს.
- იცოდე გიჩივლებ მაო, ბავშვს არ დაგითმობ, მშვიდად მოვილაპარაკოთ და ისე დავშორდეთ ერთმანეთს, ან იქნებ არც დავშორდეთ? (სახეზე მომისვა ხელი, მე კი რამის გული ამერია)
- სალომე ქუჩის ქალივით ნუ იქცევი, გადადი მანქანიდან.
- კაი რა ცხოვრება, ეს ხო პირველი ჩხუბი არაა, ისევ მოვგვარდებით, დაბრუნდი რა სახლში? მომენატრე.
- გოგო შენ ნორმალური ხარ? ისე არ ქნა მაგ ბინის გარეშე დაგტოვო სალომე, შემეშვი, ბავშვის ნახვა როცა მოგინდება ნახავ, დანარჩენი მორჩა, მეზიზღები გეამის?
- არ მოგცემ უფლებას რომ რაც გინდა ის აკეთო, შენ კარგად მიცნობ და იცი რისი გაკეთება შემიძლია.
- შენც მიცნობ და იცი რომ ჩემთან შედარებით არაფერი შეგიძლია, ხოდა ისე ნუ იზავ რომ გაგანადგურო. გადადი ეხლა. (სარკე ჩამოწია, ტუჩები შეიღება, თმა გაისწორა და სუნამო დაისხა, თითქოს ამას გარეთ ვერ იზავდა. გადავიდა და მომაძახა)
- ბავშვს მე გამოვიყვან დღეს.
- საღამოს სახლში მოიყვანე თორე დაგბრიდავ. (როგორ მაღიზიანებდა ეს ქალი სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა გავაკეთო რომ საბოლოოდ მოვიშორო თავიდან არ ვიცი. მობილური ავიღე და ანის დავურეკე. მინდოდა დავმშვიდებულიყავი, მე კი მისი ხმის გარდა არაფერი მამშვიდებს ასე.)
- როგორ ხარ ან?
- ნორმალურად, შენ? რა ქენი მოაგვარე საქმე?
- რავი სალომემ მე გადაგიხდიო და სხვა კლიენტის ძებნას შევეშვი. არ გინდა შუადღეს რო გამოხვიდე? ვჭამოთ და ისევ მიბრუნდი, გთხოვ რაა.
- ჯერ იმდენი საქმე მაქ არ ვიცი მაო, საერთოდ თუ მოვიცლი საჭმელად კარგია. დაგირეკავ წინასწარ კაი?
- კაი ჩემო ცხოვრება, მიდი აღარ მოგაცდენ. (ცხოვრება წამომცდა, ჯერ არ მინდოდა ასეთი სიტყვების გამოყენება, ანისგანაც მინდოდა გამეგო რომ ვუყვარვარ. თუმცა რადგან რეაქცია არ ჰქონდა გამოდის რომ გამარჯვებისკენ მივდივარ.)
- კაი ჭკვიანად...
- ანიი
- ხო?
- მიყვარხარ ჩემო ერთადერთო.
- კაი წავედი ოპერაციაზე უნდა შევიდე.
გამითიშა, გამეღიმა ჩემთვის და გზა გავაგრძელე. ფანჯრები ბოლომდე ჩავუწიე მანქანას და ისე მივქროდი რომ სალომეს სუნი არ ჩარჩენილიყო მანქანაში, არ მინდოდა ანის რამე ზედმეტი ეფიქრა, მთელი დღე დავდიოდი ჩემს საქმეებზე, ანი რომ არ შემეხმიანა 3 საათამდე გადავწყვიტე, მზა საჭმელი თავად მიმეტანა. ვიყიდე რამოდენიმე სალათი და ტკბილეული. საავადმყოფოში დიდი ქაოსი იყო, ანი ვიკითხე და მითხრეს, რომ საოპერაციოში ეხმარებოდა მთავარ ქირურგს, გადავწყვიტე დავლოდებოდი, 5 საათამდე მომიწია ასე საოპერაცოსთან ლოდინი. უამრავი ხალხი ირეოდა, ზოგი ტიროდა, ზოგი უაზროდ დადიოდა, ყური მოვკარი ავარია ყოფილა და 2 ბიჭი ძალიან მძიმედააო. როგორც იქნა ანი გამოჩნდა, მე ვერ დამინახა, პირდაპირ ხალხთან მივიდა, ისეთი გადაღლილი სახე ჰქონდა შემეცოდა, ხალხმა მადლობის გადახდა რომ დაიწყო მივხვდი, ანუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ჩემსკენ წამოვიდა ანი და რომ დამინახა თვალები გაუბრწყინდა, თუმცა არ შეიმჩნია დიდად,
- აქ რას აკეათებ?
- შენ გელიდები რამოდენიმე საათია, საჭმელი მოგიტანე რომ არ შემეხმიანე, ყველაფერი რიგზეა იქით? (საოპერაციოსკენ ვანიშნე)
- ეხლა კი, 2 ბიჭი შემოიყვანეს საშინლად მძიმეები, ერთი თითქმის დავკარგეთ მაგრამ მადლობა ღმერთს გამოვიდა მდგომარეობიდან.
- იცი რა დაღლილი სახე გაქ? არ შეიძლება ადრე გამოგიშვან? (ხელი მის სახეს ჩამოვუსვი და ლოყაზე გავაჩერე წამებით)
- ვერა მაო 6საათზე წამოვალ,
- ანუ უკვე მალე მორჩები მაინც?
- რომელია საათი რო?
- 17:35. მიდი მოწესრიგდი და აქ დაგელოდები, წავიდეთ ცოტა განიტვირთები გარეთ,
- უი რა დრო გასულა? კაი, შემოვლაზე შევალ პალატებში გადავაბარებ ცვლას და გამოვალ. გარეთ დამელოდები?
- არა, აქ ვიქნები. (თავი დამიქნია და წავიდა. 6 საათზე გამოჩნდა კიდეც, მისი დანახვისას მთლიანი სხეული მითბება, სასიამოვნო გრძნობები იღვიძებს ჩემში, თავი ის პატარა ბიჭი მგონია რომელსაც პირველად მოეწონება გოგო და პირველი წრფელი სიყვარულით უყვარდება გოგო.)
- წამო სადმე კაფეში დავჯდეთ თუ გინდა და ვჭამოთ
- არ გეწყინოს მაო, მართლა ძალიან ვარ დაღლილი, სახლში წამიყვანე რაა, სხვა დროს იყოს
- კარგი, როგორც გირჩევნია, ასეთი დატვირთული დღეები ხშირად გაქვს ხოლმე?
- დღეს ძალიან მძიმე დღე იყო და მეც ვინერვიულე, თავი მტკივა ძალიან, ეხლა დაძინების მეტი არაფერი არ მინდა
- წამალი გინდა გიყიდო?
- არა, სახლში მაქ ყველაფერი. (ასეთ მზრუნველობას რომ იჩენს ჩემს მიმართ მაო, თავი პატარა გოგო მგონია, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ძალიან მსიამოვნებს მისი ყურადღება) თუ საღამოსკენ გამივლის თავი გავიაროთ სადმე, გინდა?
- მინდა? მაგას კითხვა უნდა? მთავარია კარგად იყო და როცა გინდა მაშინ გავიაროთ სადმე. (როგორც იქნა თვითონაც მოინდომა ჩემთან სიახლოვე, რამაც უზომოდ გამახარა,)
- ხოდა მაშინ ჯერ მივიდეთ სახლში და ვნახოთ მერე რა იქნება, თუ ასეთი კარგი ამინდი იქნება ტასუნა და ნინიც წავიყვანოთ.
- როგორც გინდა, მაგრამ თავიდან მირჩევნია მარტოები ვიყოთ, რომ უკეთ გამიცნო
- შენ მაგაზე არ იდარდო, ისეც კარგად გაგიცნობ (სიცილით ვუთხარი და გარეთ გავიხედე, მაომ ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და მაკოცა, თავი მივატრიალე მისკენ და გაღიმებულმა შევხედე)
- ასე რატომ მიყურებ?
- ვფიქრობ.
- და რაზე?
- ბევრ რამეზე, მაგალითად იმაზე თუ როდის შეგიყვარდი,
- ძალიან გაინტერესებს?
- რატომაც არა?
- ჩემ ტელეფონში სურათები ნახე, (ცოტა გამიკვირდა რა შუაში იყო ტელეფონი, მაგრამ მაინც ვნახე, ჩუმად მიყურებდა და იღიმოდა, როცა ჩემი და ტასუნას სურათი დავინახე სიცილი ამიტყდა)
- ეს რა არის?
- ეგ სურათი ჩემთვის ყველაფერია, იმიტომ რომ, სწორედ მაგ დღეს გამიჩნდა შენს მიმართ გრძნობები, მაგ დღეს დავინახე შენი შინაგანი სამყარო, ის სითბო და მზრუნველობა რაც ტასუნასა და ჩემს მიმართ გამოავლინე, ყველას არ გააჩნია, უფრო მეტიც, მეგონა რომ მსგავსი გრძნობები რეალურ სამყაროში არავის გააჩნდა, იმიტომ რომ ყველა თავისას ეძებდა, მაგრამ შენში, ულევი სითბო, სიკეთე და სიმშვიდეა, იმდენად ნაზი ხარ რომ, ამაზე მეტად ადამიანი ვერ შეგეხება (ხელი ჩამომისვა სახეზე და კისერთან გააჩერა, თან გზას უყურებდა და თან მე.) ზუსტად ვერ გეტყვი როდის შემიყვარდი, მაგრამ ის ვიცი რომ სიგიჟემდე შემიყვარდი, ჩემში ისეთ ემოციებს აღვიძებ რომ, მგონია აი მაგ დღის მერე დავიბადე. (ისევ სურათზე მანიშნა) მანამდე არ ვარსებობდი, ვფიქრობდი რომ მხოლოდ ტასუნასთვის უნდა მეცოცხლა და მოვალეობის მოხდის მიზნით ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, ახლა ყველაფერი მშვენიერია გარშემო, ყველაფერი მიხარია, მინდა რომ ჩემით იამაყო, მინდა სულ შენ სახეს ვუყურებდე და შენით ვფეთქავდე. უზომოდ მიყვარხარ ანი... (გაჩუმდა და მიყურებდა, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდა ვერც მივხვდი მანქანა როდის გააჩერა, როცა მის ამ სიტყვებს ვისმენდი, თვალები ცრემლებმა ამიმღვრია, ორივე ხელი სახეზე ჰქონდა მოკიდებული და მეფერებოდა) აქამდე სად იყავი? (მითხრა, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი როგორ გადმომვარდა ცრემლი, მაგრამ მოულოდნელად ისეთი გრძნობები დამეუფლა, მსგავსი რომ არასოდეს მიგვრძნია, იმდნად ნაზად და ფრთხილად მკოცნიდა წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ხელები მოვხვიე, მეც ავყევი კოცნაში)
- შენ ჩემთვის მოვლენილი სასწაული ხარ ანი, ჩემ ცხოვრებაში აღმოჩენილი განძი, რომელსაც ყოველთვის გავუფრთხილდები და არასოდეს დავკარგავ. პირობას გაძლევ რომ გულს არასოდეს გატკენ. (ჩახუტებული ვყავდი და ისე აგრძელებდა ლაპარაკს,)
- მეშინია მაო, მეშინია რომ შენც დაგკარგავ, ნიკა მთელი არსებით შევიყვარე მაგრამ გამანადგურა, მეშინია რომ თუ შენც გამოგიტყდები სიყვარულში შენი სიყვარულიც გაქრება სადმე.
- ჩუუ... მე ნიკა არ ვარ, ნიკამ ვერ დაგაფასა და ამისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი. მე ბავშვი აღარ ვარ ცხოვრება, უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობ თავს და ვიცი რაც მინდა, უბრალოდ იმის მეშინია რომ შენს ღირსად არ ჩამთვლი და ზურგს მაქცევ.
- ხოდა მაგისთვის საჭიროა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედო.
- ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიმსახურო, (ისევ მაკოცა და მანქანა დაძრა). წამო ეხლა სახლში თორემ ცოდო ხარ.
სანამ მანქანა არ გააჩერა ჩემი ხელისთვეს ხელი არ გაუშვია, დროდადრო მკოცნიდა და ტასუნაზე მელაპარაკებოდა, ისეთი სითბოთი საუბრობდა მასზე, რომ სახეზე მეც ღიმილი მქონდა აკრული, დავემშვიდობე და სახლში შევედი, მაოს ნაყიდი საჭმელები ამოვალაგე და აბაზანაში შევედი, მერე დავჯექი და გემრიელად მივირთვი, ცოტახანში დაძინება გადავწყვიტე, ტელეფონი ავიღე და მესიჯი გავგზავნე:
,, მაო თავის ტკივილმა შედარებით გამიარა, შენი ნაყიდი საჭმელებიც ძალიან გემრიელი იყო, ცოტახნით დავიძინებ და მერე შეგეხმიანები.“
პასუხი 2 წუთში დამიბრუნა
,,კარგი ჩემო ცხოვრება, მე სახლში ვარ, ლაშა და სხვა ბიჭები მოდიან, რომ გაიღვიძებ ამოდი რა მინდა შენი თავი გავაცნო ბიჭებს.“
,, კარგად გაერთე, ვნახოთ რომ გავიღვიძებ როგორ ვიქნები.“
,, მიყვარხარ და გკოცნი.“
მაოს მიმართ გრძნობები მიღვივდებოდა და ვგრძნობდი რომ მალე სიყვარულამდე მიმიდგებოდა საქმე, მასზე ფიქრში გაღიმებულს ჩამეძინა. მთელი ღამე მეძინა გაუნძრევლად.
ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, ყოველ დილით მაოს მე და ტასუნა მივყავდით ხოლმე, ტასუნას სკოლაში ვტოვებდით და შემდეგ მე მივყავდი სამსახურში. თავად კი თავის საქმეებს აგვარებდა, დღევანდელი დღე არასოდეს აღმინიშნავს, ალბათ იმიტომ რომ მშობლები არასოდეს არ იყვნენ ჩემს გვერდით. დღეს 25 წლის გავხდი, არავისთვის მითქვამს ამ დღის შესახებ. ტასუნა სკოლაში დავტოვეთ და ახლა მე მივყავდი მაის სამსახურში. მობილურზე დეიდამ დამირეკა:
- გისმენ დეი, როგორ ხარ?
- გილოცავ ჩემო ულამაზესო გოგო დღევანდელ დღეს, მუდამ ბედნიერი მენახე და ის ადამიანი გეპოვნოს ვინც სამუდამოდ დაიპყრობს შენს გულს.
- მადლობა დეი მადლობა,
- დღეს გამოდი რა ჩემთან?
- არ ვიცი დეი ვნახოთ, ეხლა სამსახურში მივდივარ და საღამოს რა იქნება არ ვიცი
- კარგი ჩემო ლამაზო მაგრამ რა დროც არ უნდა იყოს გელოდები, რაღაცეები გაგიმზადე
- კაი რაა მაიკო, ხო იცი ჩემი შეხედულება მაგაზე?
- არ გამაგონო ხმა, იცოდე გელოდები, ვინც გინდა წამოიყვანე.
- კაი ხო ვიზავ რამეს. მადლობა. (საუბარი დავამთავრე და გამახსენდა რომ გვერდით მაო მეჯდა, შეიძლება გაეგო რას მელაპარაკებოდა მაია, მაგრამ მის სახეს რომ შევხედე მივხვდი არაფერი გაუგია)
- რაო დეიდამ?
- არაფერი, მომიკითხა
- კაი სიცოცხლე მოვედით, 6 ზე აქ ვარ, (ვაკოცე და დავემშვიდობე, მანქანა დაძრა და წავიდა, ჯიბეში ხელი ჩავიყავი, მობილურის ამოსაღებად და არ დამხვდა, ალბათ მანქანაში დამრჩა, გოგოებს ვთხოვე და მაოს დავურეკე, მაომაც 5 წუთში მოვალო და ასეც გააკეთა, მთელმა დღემ ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა.)

*************************

როცა ანის და დეიდამისის საუბარი მოვისმინე არ შევიმჩნიე, იმაზე დავიწყე ფიქრი რა სიურპრიზი გამეკეთებინა მისთვის, მანქანიდან რომ გადავიდა დავინახე მობილური და გასაღები დარჩა, მაგრამ არ ვუთხარი, დეიდამისის ნომერი ამოვიწერე და მობილური უკან მივუბრუნე. მერე დეიდამისს დავურეკე:
- გამარჯობათ მაია მინდოდა?
- გისმენთ, მაია ვარ
- მე ანის ახლობელი ვარ, დღეს სიურპრიზის გაკეთება მინდა და თქვენი დახმარება მჭირდება
- უი რა კარგია, როგორ გამიხარდა შვილო, არასოდეს არ აღნიშნავს ანი ამ დღეს
- მოდი ასე ვქნათ, მასთან სახლში მოვაწყოთ რამე, თქვენ რაც გინდათ გააკეთეთ მერე დამირეკეთ და ანისთან მე მიგიყვანთ მანქანით, თუ ვინმე გაგახსენდებათ ვისი დანახვაც ანის გაუხარდება იმასაც დააურეკეთ რა, მინდა რომ ეს დღე არასოდეს დაავიწყდეს მას.
- შენ გაიხარე შვილო, სახელი მაინც მითხარი რა გქვია
- ყველა მაოს მეძახის დეიდა.
- კარგი შვილო, მაშინ 4 საათისთვის დაგირეკავ
- კარგით მაგრამ იცოდეთ ანიმ არაფერი იეჭვოს.
დავემშვიდობე და მერე ნინისთან გადავრეკე:
- ნინ რას შვრები სად ხარ?
- სასწავლებელში ვარ სად ვიქნები, რა არი?
- დღეს ანის დაბადბის დღეა და სურპრიზს ვუწყობ, მაგრამ შენი დახმარება მინდა,
- ვაა რა მაგარიააა, არ მახსოვდა საერთოდ, რას აპირებ?
- ეგ მე ვიცი, მაგრამ შენ ვინ გაგახსენდება რომ მისი ნახვა გაუხარდეს და გაერთოს?
- ეგ მე მომანდე, რომელზე ვიკრიბებით და სად?
- 6-ზე წამოვიყვან სამსახურიდან და სახლში ვიკრიბებით. მისმინე, რა ვუყიდო?
- რავიცი მაო, რაზეც გული გაგიწევს ის უყიდე
- ოოო, მე მასე ყველაფერზე მიწევს გული, ბეჭედზე ვიფიქრე მაგრამ არ მინდა ნაჩქარევი ეგონოს, თან ჯერ სიყვარულშიც არ გამომტყდომია,
- უი გამახსენდა, ამას წინათ ლეკვებზე ლაპარაკობდა, ძალიან მინდა ან ლაბრადორი, ან ლაიკაო, ლეკვი რომ უყიდო?
- ეგეც შეიძლება მაგრამ მერე ვინ მიხედავს ანი სახლში რომ არ იქნება? თან ჩემთვის ნაკლები დრო დარჩება.
- ოოო არვიცი მაშინ მე, თუ მოვიფიქრებ დაგირეკავ
- კაი ხოო.
გავუთიშე და იმაზე ფიქრი დავიწყე სახლი როგორ მომერთო, ბევრი გაზით გაბერილი ბუშტევი ავიტანე სახლში რომელსაც წითელი ლენტები ჰქონდა მობმული, ბუშტები ჭერს მიებჯინა, ლამაზი ტორტი ვიყიდე, ხილი, წვენები და კიდევ რამოდენიმე ნამცხვარი, ტასუნას რომ ვანახე სახლი ძალიან მოეწონა, მერე სადღესასწაულო ქუდები მაყიდინა და ბოლოს გადავწყვიტე საჩუქრის ასარჩევად ტასუნა წამეყვანა, ოქროს ძალიან ნაზი და ლამაზი ყელსაბამი ვუყიდე, პატარა გულის ფორმის კულონი შევურჩიე, რომელსაც ლამაზი თვალი ჰქონდა ჩასმული. ტასუნას ძალიან მოეწონა საჩუქარი, მერე წითელი ვარდები ვუყიდე რომელიც ორივემ ერთად შევარჩიეთ და სახლში წავედით. ტასოს ძალიან უყვარდა ანი და ძალიან უხაროდა როცა ერთად გვხედავდა, ხშირად ველაპარაკებოდი რომ ანი მინდოდა ცოლად მომეყვანა, მაგრამ იმასაც ვუხსნიდი რომ ის სალომეს ადგილის დაკავებას არ შეეცდებოდა, ტასუნამ მითხრა რომ მასაც ჰქონდა საჩუქარი ანისთვის, მაგრამ ჯერ მზად არ იყო. 5 საათისთვის დამირეკა მაიამ და მითხრა რომ ყველაფერი მზად ჰქონდა, მასთან წავედი და მანქანით წამოვიყვანე, მაია მისი ქმარი გია და შვილი რომელიც ანის არასოდეს უხსენებია, 18 წლის თათა, ხაჭაპურები, პიცა და სალათები გაუკეთებიათ, ეს ყველაფერი სახლში ავიტანეთ და მაგიდა გააამზადეს გოგოებმა, ნანკა და ციკოც მოეყვანა ნინის, მე დასახვედრად წავედი და ვუთხარი, რომ სანამ უბანში შემოვიდოდით ზარს გავუშვებდი, შუქს ჩააქრობდნენ და ისე დაგველოდებოდნენ. ანი რომ დავინახე მანქანიდან გადავედი და ისე შევხვდი, ჩავეხუტე და ვაკოცე.
- მომენატრე ჩემო ლამაზო
- ცოტა არ იყოს მეც მომენატრე მგონი, დღეს სულ დამივიწყე
- ხო, ბოდიში ჩემო ანგელოზო საქმეები მქონდა,
- გინდა სადმე გავიაროთ?
- ცოტახანში რომ იყოს? სახლში მიგიყვან ჯერ შენც დაისვენე ცოტა და 1 საათში სადაც მეტყვი იქ წავიდეთ.
- კაი მაშინ
- სად გინდა რომ წავიდეთ?
- ძალიან რომ გთხოვო შეგიძლია დეიდასთან გამომყვე? დიდი ხანია არ მინახია არცერთი და თან გაგაცნობდი
- თუ შენ საჭიროდ თვლი მაშინ სიამოვნებით. (ვაკოცე და გზა გავაგრძელეთ, სახლში შესვლისას შენიშნა რომ გასაღები არ ჰქონდა თან)
- ვაიმე გასაღებს ვერ ვპოულობ
- ნუ ღელავ დღეს მანქანაში დაგრჩა და მე მაქვს. (გასაღები მივაწოდე და კარი გააღო, შუქი რომ აანთო ყველამ ერთად იყვირა ,,გილოცავთთთ“ რაზეც ანი შეხტა, რომ გაიაზრა რა ხდებოდა ჯერ სიცილი დაიწყო და მერე გული აუჩუყდა, მილოცვები მიიღო და ყველას გადაეხვია, ბოლოს მე მომიბრუნდა)
- შენი მოწყობილია?
- მარტო ჩემი არა
- უზომოდ დიდი მადლობა, (ჩამეხუტა და ამდენი ხნის მანძილზე ნანატრი სიტყვაც მოვისმინე) მიყვარხარ მაო. (ამ სიტყვების მოსმენისას მთელი სხეული გამითბა, როგორ მინდოდა რომ ახლა მარტოები ვყოფილიყავით და ამ წამით გავჟღენთილიყავი)
- როგორც იქნა... მაგრამ მე უფრო მიყვარხარ.
როდესაც ყელსაბამი გავუკეთე უზომოდ გაუხარდა, მერე ყველამ გადასცა საჩუქრები და ბოლოს ტასუნა დადგა მის წინ.
- ანი დეიდა მეც გილოცავ დაბადების დღეს და ეს გაჩუქე, მოგეწონება? (ხელი გაუშვირა და ნახატი იყო სადაც 3 პიროვნება იყო დახატული უკან მზე სახლი და ბევრი ყვავილები იყო, გოგოს და ბიჭს შორის პატარა გოგონა იყო რომელსაც ორივე მხრიდან ხელი ჰქონდა ჩაკიდებული, ზემოდან კი სახელები ეწერა, მაო, ტასუნა, ანი. რომ დავინახე ანის რეაქცია მე ბევრად მეტი დამემართა, ბოლოს ტასუნამ დააყოლა) ეს დედიკოს არ აჩვენოთ რაა, არ ეწყინოს.
- არა ჩემო სიხარულო, ეს მარტო ჩემია და ყველაზე ძვირფასი საჩუქარია რაც დღეს მივიღე, რომელსაც აი სად გავაკეთებ, წამოდი განახებ, (სამზარეულოში მაგნიტით მივამაგრე მაცივარზე და ტასუნას შევხედე) აბა მოგწონს? რამდენჯერაც აქ შემოვალ იმდენჯერ დავინახავ.
ანის ბედნიერი სახის ყურებისას მეც ვბედნიერდებოდი, საკმაოდ გვიან დავიშალეთ, ყველა რომ წავიდა მე ანის მისახმარებლად დავრჩი, ბევრი ვიცინეთ დალაგებისას, ანი რეცხავდა, მე ვამშრალებდი და ვცდილობდი ადგილი მომეძებნა ჭურჭლისთვის, ყველაფერი რომ დავალაგეთ წელზე მოვხვიე ხელები და ვუთხარი:
- აბა როგორ მოგეწონა დღევანდელი დღე?
- განუმეორებელი იყო, ასეთი დაბადების დღე არასოდეს არ მქონია,
- მაშინ მეც გამაბედნიერე კიდევ ერთხელ და გამიმეორე რაც წეღან მითხარი
- რაზე მეუბნევი? რომ მიყვარხარ მაგაზე ამბობ? (მომღიმარი სახით ვუყურებდი და გული სითბოთი და სიყვარულით მევსებოდა)
- რაა? ვერ გავიგე, რაღაც არ მესმის კარგად ისეთი ხმაური იყო სახლში (თავი გავისაწ.... და ისე ვკითხე რაზეც სიცილი დაიწყო)
- მი ყვარ ხააარ. ეხლა გაიგე?
- ნწუ. რას შვრები?
- ოოო, (ხელი გამაშვებინა და წასვლას აპირებდა, უცბად შემოვატრიალე და ტუჩებზე მივეწებე, როცა კოცნას მოვრჩი მერე ვუთხარი)
- ამის მერე არცერთი დღე არ დააღამო ისე რომ ეგ არ მითხრა, იმიტომ რომ ასე მე უფრო მიყვარდები, ჩემთვის ერთადერთი ხარ და უსაზღვროდ მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ, თან ძალიან მაგრად.
- რამდენი მაწვალე ამ სიტყვების მოსასმენად? ხომ ხარ ღირსი რომ დაგსაჯო?
- სასჯელს გააჩნია
- მოგიტაცებ და მოგწყვიტავ ყველაფერს მერე ნახავ სასჯელს რას ვეძახი. (გადაიკისკისა და მოულოდნელად მაკოცა, მისი ინიციატივა იმდენად მახალისებდა რომ მინდოდა გაუჩერებლად მეკოცნა მისთვის,)
- იცი როგორ მაბედნიერებ? ვერც წარმოიდგენ როგორ გენდობი მაო, მთელი არსებით მიყვარდები და უზომოდ გენდობი, მჯერავს რომ სანანებელი არაფერი გამიხდება შენთან.
- ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ.
ისევ ვაკოცე და ცოტახნით კიდევ ვილაპარაკეთ, მერე სახლში ავედი და ანიზე ფიქრში ჩამეძინა.

**************************
უზომოდ მაბედნიერებდა ყველაფერი რაც მაოს ეხებოდა, ყოველ კვირას გავდიოდით ქალაქში მე, მაო და ტასუნა, იმდენად სასიამოვნოდ ვატარებდით დროს რომ, ვერ ვიგებდით როგორ ღამდებოდა. დავდიოდით გასართობ ადგილებში რომ ტასუნას არ მოეწყინა, ბევს რურათს ვიღებდით და სახელე სამივეს ულევი ბედნიერება გვეწერა. მალე სკოლიდან დაითხოვდნენ ტასოს და დასასვენებლად მიყავდა სალომეს, ერთადერთი ვისაც ჩვენს ამბავს ვუმალავდით ეს სალომე იყო, ესიც ჩემი თხოვნით ხდებოდა, იმიტომ რომ არ მინდოდა ზედმეტად შემექმნა პრობლემები, რამდენადაც სალომეს ხასიათს გავეცანი, მივხვდი რომ დიდ ამბავს დაატრიალებდა. ერთ საღამოს როცა მაო თავის საქმეებზე იყო წასული მე და ტასუნა მარწყვის ტორტს ვაკეთებდით, სულ მოსვრილები ვიყავით, მაგრამ ეს საერთოდ არ გვაინტერესებდა არცერთს. კარზე ზარი იყო, ტასუნა გავარდა მე გავაღებო და უკან მაოსთან ერთად დაბრუნდა, რომ დავინახე გადავწყვიტე ისიც უნდა მომესვარა ფქვილში ამიტომ მივედი და უცბად ჩავეხუტე, ჯერ ვერ მიხვდა რატომ ვეხუტებოდი ამიტომ თავადაც მომხვია ხელები, ტასუნამ რომ ატეხა სიცილი მერე მიხვდა, ზედ რომ დაიხედა სულ თეთრი იყო:
- ეს რა არი ანი? მაიმუნობა მოგინდათ ორივეს არაა? კარგიით. (ეს თქვა და მე და ტასუნას გამოგვეკიდე, ჩვენ ოთახში გვინდოდა ჩაკეტვა მაგრამ ვერ მოვასწარით და შემოგვივარდა, საწოლზე დაგვყარა და იქამდე გვიღიტინებდა სანამ ისტერიკამდე არ მიმიყვანა, ტასუნაც მას ყავდა გადაბირებული და ორივე მიტევდა, მერე ისევ ზარის ხმა იყო,)
- ალბათ ნინი მოვიდა,
- მე გავუღებ. (ტასუნა გავარდა, ოთახში მე და მაო დავრჩით, უცბად შეცვალა მაომ გამომეტყველება და ტუჩებზე დამეძგერა,)
- აქ რა ხდება? (უცხო ხმა რომ გავიგეთ უცბად წამოვჯექით, ჩვენს წინ სალომე იდგა რომელსაც უკან ტასუნა ედგა)
- აქ რას აკეთებ სალომე? (მაო წამოდგა და სცადა სახლიდან გაეყვანა) წამოდი ზევით ავიდეთ
- ეს გოგო ვინაა მაო? (ისეთი ზიზღით იკითხა ცოტაც და გული მეც ამერეოდა, მაგრამ მაომ პირდაპირ მიახალა)
- ჩემი საცოლეა, წამოდი სახლხშითქო
- შე კახ..ა ქმარ-შვილს მართმევ? (ჩემსკენ გამოიწია, მაომ როგორც გაიგო რა დამიძახა, ხელზე მოუჭირა და გარეთ გაყავდა გინებით, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა ყვირილს) მოიცადე შენ ის ექთანი არ ხარ? ფუ შე ბო.. (ამის თქმა იყო და მაომ სახეში ისეთი ძალით გაარტყა, სახე მეც ამეწვე, რაზეც ტასუნამ ტირილი დაიწყო)
- ვის ელაპარაკები გოგო არ შეგეშალოს ეგ მეორეთი, დავაი ეხლა გაა.. მაღლა და რა გინდა თქვი.
ხელზე უჭერდა და ისე გაყავდა, ტასუნაც უკან მიყვა, თავი უზომოდ დამცირებული მეგონა, ისევ იგივე მეორდებოდა, ბიჭის გამო ისევ მამცირებდნენ, მაგრამ ეს იმაზე ბევრად უარესი იყო, კარი ჩავკეტე და ყველაფერი ისე დავტოვე როგორც იყო, აბაზანაში შევედი და ტირილით გადავივლე წყალი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მებრძოლა მაოსთვის და ამეტანა ეს შეურაწყოფები, თუ საკუთარი თავი დამეცვა და არავისთვის მიმეცა უფლება მსგავსად მოვეხსენიებინე, აბაზანაში ვიყავი ზემოდან ჩხუბის ხმა რომ ჩამოდიოდა, ყურებზე მქონდა ხელები აფარებული და ისე ვიჯექი დუშის ქვეშ, ზემოთ რომ ჩაწყნარდნენ მერე გამოვედი აბაზანიდან, ხალათი შემოვიცვი თმა გავიშრე და ლოგინში შევჯექი, ისევ ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, ასე ფიქრებში გართული კარზე კაკუნმა მომიყვანა გონს,
- ვინ არის?
- მე ვარ ანი გამიღე, (კარი რომ გავაღე და შემოვიდა მაგრად მომხვია ხელები და ერთი და იგივეს იმეორებდა)
- მაპატიე გთხოვ, მაპატიე რომ ამის მოსმენა მოგიწია, მაპატიე, აღარ განმეორდება მსგავსი აღარაფერი გპირდები.
- შემოდი... მაო, იცი რომ მიყვარხარ, თან ძალიან, მაგრამ ის თუ იცი ნიკას რატომ დავშორდი?
- რაა? ნიკა რა შუაშია? მუდამ ის რატომ მოგყავს მაგალითად?
- იმიტომ რომ შენამდე მხოლოდ ნიკა არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, როცა თავმოყვარეობა შემელახა მაშინ დავშორდი და უარი ვთქვი მასზე
- მაგას ახლა რატომ მეუბნევი?
- იმიტომ რომ ჩემი შეურაცყოფის უფლებას არავის მივცემ მაო
- არა ანი, გპირდები მსგავსი რამ აღარ განმეორდება
- ეგ არავინ არ იცის მაო, აზრი არ აქვს ჩვენს...
- არ თქვა (უცბად ადგა და წინ დამიდგა) ეგ წინადადება მეორეთი აღარ დაუშვა გონებაში და თქმაზე ლაპარაკი აღარ მაქვს, იმიტომ რომ არასოდეს მოგცემ ჩემგან წასვლის საშუალებას, თან ვის გამო? სალომეს გამო? რას მეუბნევი ხვდები მაინც? შენ ჩემი მთელი სამყარო ხარ, ყველა ფეხებზე სადაც შენ ხარ ანი, შენით ვსუნთქავ, მაპატიე გთხოვ, მაპატიე და გპირდები რომ ეგ უკანასკნელი შემთხვევა იყო როცა ჩემს გამო გული გეტკინა, მენდე გთხოვ. (ჩემი სახე ეჭირა ხელებში და ისე მელაპარაკებოდა, ჩამეხუტა და ისე გააგრძელა) ჩემი სულელი გოგო, როგორ იფიქრე რომ დამშორდებოდი? (თმა გადამიწია და მაკოცა)
- წავალ ჩავიცმევ და გამოვალ.
- კაი მიდი, მე სამზარეულოს მილაგებას დავიწყებ.
მე სამზარეულოში შევედი და დალაგება დავიწყე. მალევე შემომიერთდა ანი, რომელსაც სპორტულები ჩაუცვამს. მივუბრუნდი და ჩავიხუტე, მერე სახიდან თმა გადავუწიე და სახე ავაწევინე, მის თვალებში ისეთი სევდა იყო რომ თავი შემზიზღდა.
- შენ ვერასოდეს წარმოიდგენ როგორ უსაზღვროთ მიყვარხარ, ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ მაგრამ ვერ გიბედავდი თითის დაკარებას, ჩემი ყოველი დილა შენით იწყება, გრძელდება და მთავრდება. უშენოდ ვერ წარმომიდგენია ერთი წამიც კი, მაგრამ უშენოდ დაღამებულ დღეს უფრო ავიტან, ვიდრე ასეთი ნაღვლიანი თვალების დანახვას, შინაგანად მანადგურებს შენს ასეთ სახეს რომ ვხედავ, შენ იმისთვის შეგქმნა ღმერთმა რომ სულ იღიმოდე და შენი სახე ბედნიერებისგან ბრწყინავდეს.
- კაი გეყოფა თორემ თავში ამივარდება. (მორიდებულად გამიღიმა და ხელები მომხვია, ამ დროს უფრო გამიორმაგდა მის მიმართ სიყვარული, ის ისეთი თავმდაბალი და მორიდებულია რომ სახე აუწითლდა ჩემი მოსმენისას.)
- იმიტომ გეუბნევი რომ აგივარდეს და მიხვდე, შენზე უკეთესი კიარა,შენი მსგავსი ადამიანიც კი არ დაიარება დედამიწის ზურგზე. (ვეღარ მოვითმინე და მის ტუჩებს მივეკარი, რომელიც ისეთი გრძნობითა და სინაზით მპასუხობდა კოცნაზე, რომ სიტყვები ზედმეტი იყო. მერე თავზე ვაკოცე და ჩავიხუტე.)
- მაო მივალაგებ აქაურობას კაი? ისეთი ტორტი არ გამოვა როგორიც გვინდოდა მე და ტასუნას მაგრამ ასე ხო ვერ დავტოვებ?
- მოდი მოგეხმარები და იმაზე უკეთესი გამოვა რაც ჩაფიქრებული გქონდა. (საკმაოდ გემრიელი და ლამაზი ტორტი გამოგვივიდა. მერე სამზარეულო მივალაგეთ ორივემ ერთად. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემს თავს სამზარეულოში, მაგრამ ახლა ისეთი სიხარულით ვაკეთებდი ყველაფერს ენით გადმოცემა რთულია.
- მიდი ტასუნას აუტანე ტორტი როგორი გულით ელოდებიდა, თან უკვე გვიანია დავიღალე და დავიძინებ.
- ავუტან მაგრამ ისევ ჩამოვალ რა გთხოვ?
- რაღა გინდა რო ჩამოხვიდე სიცოცხლე? 2 საათი დაიწყო.
- როცა ეგეთ სიტყვებს მეუბნევი მინდა რომ კოცნაში გაგგუდო, მაგრამ მერე მე რა მეშველება უშენოდ? (ისევ მოვხვიე ხელები და გულში ჩავიხუტე,მერე ვაკოცე და ისევ ვთხოვე რომ ჩავსულიყავი, ძალიან მინდოდა მასთან ჩახუტებულს დამეძინა)
- არა მაო, გვიანია უკვე. ხვალ შაბათია და მთელი დღე ერთად გავატაროთ. (ვეღარ გავუბედე ღამით დარჩენა მეთხოვა)
- კაი ჩემო ანგელოზო, ვაფასებ და პატივს ვცემ შენს აზრს, ასე რომ გავქრები ეხლა და შენზე ფიქრში დავიძინებ.
ვაკოცე, ტორტი ავიღე და სახლში წავედი, ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ტასუნას უკვე ეძინა, ამიტომ ტორტი ვერ შეჭამა, დავწექი თუ არა ანიზე დავიწყე ფიქრი. მერე ვერ მოვისვენე და მესიჯი მივწერე.
,,ჩემი ახდენილი ოცნება ხარ, რომელზეც არც კი მიოცნებია, რადგან მეგონა რომ არ ამისრულდებოდა, სიგიჟემდე მიყვარხარ და იცოდე რომ არასოდეს არ დაგთმობ. გკოცნი მაგ გემრიელ ტუჩებში."
მანაც მალევე მიპასუხა.
,,შეიძლება არ დაიჯერო მაგრამ ეხლა ზუსტად მაგას ვფიქრობდი, წეღან უბრალოდ შემეშინდა რომ ისევ მეტკინებოდა გული, მაგრამ გენდობი და მჯერა რომ გულს არ მატკენ. მეც მიყვარხარ და კოცნაზე კოცნოთ გპასუხობ. ეხლა წადი დაიძინე... მიყვარხარ უზომოდ. ძილინებისა."
,,ჩემი პირადი ანგელოზი ხარ ანი, ძილინებისა."
გავუგზავნე მერე მისი მესიჯი კიდევ გადავიკითხე და გაღიბემულმა დავიძინე.
*****************
მაოს სიტყვების მოსმენისას უძლური ვიყავი, ისეთი გრძნობით მელაპარაკებოდა რომ ის გადაწყვეტილება რომ უნდა დავშორებოდი, ჯანდაბაში მოვისროლე. მიყვარდა და მაბედნიერებდა მაო, მისი ყურადღება, მისი სიყვარული ისე მაძლიერებდა რომ, ვერ ვუთხარი საკუთარ თავს უარი ამ ბედნიერებისთვის. უკან გადავდე ის თავმოყვარეობა რომელმაც ნიკასთან არ მომასვენა. ნიკას სიყვარული მაოსთან მოსატანიც არ არის, რადგან მაო სხვანაირად მიყვარს, მაოს სიყვარულს შინაგანად ვგრძნობ მას რომ ვხედავ ან მისი სუნთქვა მესმის, თავი სხვა განზომილებაში მგონია სადაც ბედნიერება მთლიანად მიბყრობს.... დილით ისევ მაოს მესიჯმა გამაღვიძა.
,,ჩემო ცხოვრება, აქამდე გელოდებოდი რომ შენით მომწრდი, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. ხო კარგად ხარ?"
საათს შევხედე რომელიც დღის 1 საათს აჩვენებდა. გაგუდულს მეძინა, ამ დრომდე არასოდეს მძინებია. მოღრუბლული ამინდი იყო და წვიმდა. ალბათ ამიტომ ვერ გავიღვიძე აქამდე.
,,მეძინა სიცოცხლე, ეხლა გამეღვიძა მესიჯის ხმაზე. რა ცუდი ამინდია არადა ვფიქრობდი მთელ დღეს ერთად გავატარებთთქო."
პასუხი აღარ მომსვლია. ისე მომეწონა საწოლში წოლა და წვიმის წკაპუნის მოსმენა, რომელის ფანჯრებზე ეცემოდა რომ ძილმა ისევ შემომიტია. სადღაც 5 წუთში კარზე ზარი იყო. საღამურებით, თმა აბურძგნული და ფეხშიშველი გავედი გასაღებად. მაო რომ დავინახე სულ დამავიწყდა ამ ფორმაში რომ ვიყავი და სწრაფად გაავაღე კარი, შემოსვლა არ ვაცადე ისე ჩავეხუტე, ჯერ თვითონაც ჩამეხუტა და ყელში მაკოცა, მაგრამ რომ დამინახა კარში საღამურებით ხელი გამიშვა.
- გაგიჟდი? შედი მალე სახლში და ჩაწექი, თან ფეხშიშველა ხარ. მიდი მალე.
- ვაიმე რა კარგი მყევხარ რომ ჩამოხვედი იცი? გამიხარდიი. (თან საწოლისკენ მივდიოდი და ხელს არ ვუშვებდი, რომ შევწექი დამაფარა და სპორტულებით წამოწვა ზემოდან. ჩამეხუტა, თავი გულზე დავადე, თმაზე მეფერებოდა და შიგადაშიგ თავზე მკოცნიდა, გარეთ წვიმის ხმა ისმოდა, გარშემო სიწყნარეიყო, მხოლოდ მაოს სუნთქვის ხმა მესმოდა. ისე მომეწონა ასეთი სიტუაცია, რომ ისევ ჩამეძინა.
************
როცა გავიგე რომ ისევ ეძინა, ვერ მოვითმინე ისე მომინდა მისი სახის დანახვა, მინდოდა მისი ახალგაღვიძებული სახის დანახვა. სახლის ფორმით ჩავედი, რადგან გადაწყვეტილი მქონდა ამინდით მესარგებლა, არსად წავსულიყავი და მთელი დღით მისით დავმტკბარიყავი. ასეც მოვიქეცი გულზე მივიხუტე და ისე ვეფერებოდი თმებზე. ცოტახანში სუნთქვა შეეცვალა. მივხვდი რომ ჩაეძინა, მეც დავხუჭე თვალები და თავს უფლება მივეცი, სულ ცოტა ხნით მაინც ამესრულებინა ის სურვილი რაც წინა ღამით მქონდა და მასთან ერთად დამეძინა. 3 საათს იყო გადაცილებული რომ გამეღვიძა. ანის ისევ ტკბილად ეძინა, არ მინდოდა გამეღვიძებინა მაგრამ მშიერი იყო და შემეცოდა. ამიტომ ძალიან ფრთხილად ავდექი თავზე ვაკოცე და სამზარეულოში გავედი. მაცივარი გამოვაღე სასისკი და კვერცხი გამოვიღე. ჯერ სასისკი მოცხარშე შემდეგ ორი კვერცხი ცხელ ტაფაზე დავასხი, რომ დავხედე ერთი იდეა მომივიდა თავში. კვერცხო ისე გადანაწილდა რომ თვალები გეგონებოდათ, ამიტომ თეფშზე გადმოღების შემდეგ ყველით დავუკეთე ცხვირი სასისკი პირის ადგილზე დავდე და მზად იყო, საბოლოო შედეგი ისე მომეწონა სახეზე ღიმილი მომგვარა. ჩემთვისაც იგივე გავაკეთე, მერე ლანგარზე დავალაგე ყველაფერი რაც საჭიროდ ჩავთვალე და და საძინებელში შევედი. ანის ისევ ეძინა, თავთან დავუჯექი და კოცნით გავაღვიძე.
- მძინარა გამეგუდები ასე უჭმელი. (ჯერ თვალი გაახილა, მერე გაიღიმა და ისევ დახუჭა თვალები. გაიზმორა და წამოჯდა. მისი ახალ გაღვიძებული სახე და ხმა ისეთი საყვარელი იყო მინდოდა კოცნით გამეძღო მხოლოდ.)
- ვაიმე რა დრო გასულაა, იცი რა ტკბილად მეძინა? (გულზე მომეხუტა, მეც მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე)
- ზუსტად ვიცი, მაგრამ მშიერი ცოდო ხარ, ეს ჭამე და ისევ დაიძინე. (რომ დავანახე ჩემი შედევრი, პირზე აიფარა ხელი და გადაიკისკისა.)
- ვაიმე რა საყვარელია ცხოვრებაა, ამას როგორ შევჭამ?
- გინდა განახო?
- არა ხელი არ ახლო სურათი უნდა გადავუღო. (წამოხტა, მობილურს სურათი გადაუღო და მერე მოულოდნელად მაკოცა.)
- აბაზანაში შევალ და ახლავე მოვალ. (აღარაფრის თქმა მაცალა ისე ჩქარა გაიქცა. მალევე დაბრუნდა და ისევ ლოგინში შეძვრა რაზეც გამეცინა.)
- პატარა ბავშვივით როცა იქცევი უფრო მიყვარდები. (ვაკოვე და ლანგარი დავუდგი წინ)
- ვიცი და სპეციალურად გიკეთებ რომ ისე შეგიყვარდე, ჩემს მეტი ვერასოდეს შეამჩნიო სხვა.
- ეგ უკვე მოახერხე, გილოცავ.
- მოიცა შენ?
- სამზარეულოშია მოვიტან და ვჭამოთ.
- კაი მიდი ძვირფასო. (ბევრი ვიხალისეთ ჭამის დროს, მერე ანი წამოხტა და მითხრა: )
- დესერტზე მე ვიზრუნებ აქ დამელოდე. (უბრალოდ გავუღიმე და საწოლზე მივწექი, ცოტახნით გამომივიდა ლოდინი, მაგრამ რომ ვეღარ გავძელი მეც სამზარეულოში გავედი, ისეთი საყვარელი იყო საღამურებში, თმა აბურძგნული და დიასახლისის როლ მორგებული ანი, ერთი წამითაც ვეღარ მოვითმინე და უკნიდან ჩავეხუტე, მუცელზე მოვხვიე ხელები და კისერში ვაკოცე. ვიგრძენი როგორ დაუარა ისევ ჟრუანტელმა და მხრები ზევით აზიდა, მერე შემომიბრუნდა და კისერზე მომეხვია.
- სად იყავი აქამდე ასე უბედური ცხოვრებით რომ ვცხოვრობდი უშენოდ?
- უფალმა იცის, ვინ, ვისთან, როდის მოავლინოს გარშემო ჩემო მაო. (მისი კოცნით ვერ ვძღებოდი, მაგრამ დადგენილ საზღვარს არცერთი წამით არ ვშორდებოდი. ვერ ვაკადრებდი ფიქრშიც კი რომ სხვანაირად შევხებოდი,იმიტომ რომ ვიცოდი მას ეს არ მოეწონებოდა. ტორტი და ყავა დაალაგა ლანგარზე და ისევ საძინებელში შევედით. გემრიელად რომ დავნაყრდით ლაპარაკი დავიწყეთ.)
- მაო, სამსახურის საქმეზე რა ხდება?
- ალბათ ერთ კვირაში დამთავრდება ყველაფერი და გახსნა გვექნება, მაგარი რაღაც გამოდის. შეხვალ რესტორანია, მაგრამ როცა დაბლა ჩახვალ ბარია,
- ბარსაც გაუკეთე ხო ცალკე შესასვლელი?
- კი კიბეებითაა ჩასასვლელი ბარში სადაც კლუბის დონეზე მოვაწყობ.
- კარგად მოიფიქრე საერთო ჯამში გამოვა რომ სამივე გაქვს. რესტორანიც, ბარიც და კლუბიც. რა უნდა ვთქვა ხოლმე რა მაქვსო? (სიცილით მკითხა)
- რაც გინდა ის დაარქვი სიცოცხლე, მთავარია რომ შემოსავლის ისეთი წყარო მექნება საიდანაც არასოდეს მოგაკლებ არაფერს, არც შენ, არც ტასუნას და არც იმ პატარებს რომლებსაც შენ გამიჩენ.
- ჯერ რო უნდა გადახტე და ჰოპ მერე თქვა იცი შენ ეგ?
- რაზე ამბობ სამსახურზე?
- არაა, ჩვენს ბავშვებზე.
- ნუ მიწვევ თორე ამ წამშიც განახებ რა იოლია გადახტომა (სიცილი დაიწყო და ჩემი სერიოზული გამომეტყველება სადღაც გააქრო)
- კაი ხო ვჩუმდები. (ისევ იცინოდა, როცა საკუთარ თავში დავიჭირე ის ემოციები და ფიქრები რომლებსაც მასთან უნდოდა ყოფნა)
- როგორ დაველოდები იმ დღეს, როცა ჩვენ შვილს ავიყვან ხელში იცი?
- მაგაზე ლაპარაკი გვეყოს მაო, თორე შენი გამოხედვა მთლად მოსაწონი არაა
- მაშინ მითხარი ხვალ მე, შენ და ტასუნა რომ წავიდეთ სადმე რა აზრის ხარ? (თემა გადავიტანე, რადგან არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნო)
- თუ კიდე ასეთი ამინდი არ იქნება სიამოვნებით ჩემო ცხივრება, ხო იცი მასთან ერთად დროის გატარება როგორ მიყვარს? ისე ეხლა სადაა?
- დღეს ნინი გაართობს, დღევანდელი დღე მარტო ჩვენია.
- მერე არ ეწყინება?
- ნუ ღელავ მაგაზე, ტორტი აქვს ასე რომ არ ეწყინება. (ანის მობილური რომ ამღერდა და ანის სახე დაემანჭა, მივხვდი მთლად მთელი დღე ერთად ვერ ვიქნებოდით.)
- გისმენთ.
- ...
- კარგით ბატონო სანდრო. (საწყალი სახით გადმომხედა)
- რაო ბატონმა სანდრომ სასწრაფოდ საოპერაციოშიო?
- კი სიცოცხლე, ხომ იცი რომ შენთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია მაგრამ
- კაი ნუ ღელავ მაგაზე, მაგრამ დღეს ხო შაბათია?
- კი უბრალოდ იმდენი პაციენტი გვყავს ვეღარ ავუდივართო. არ გეწყინოს რაა?
- როცა ექიმი ან თუნდაც ექთანი გიყვარდება ყოველთვის უნდა იყო მზად რომ უდროო დროს გაგექცევა. მიდი მოემზადე მე გაგიყვან.
- ჩემი სიამაყე ხარ შენ. მადლობა ასე რომ მიგებ.
- სხვა არჩევანი მაქვს როო?
- ნწუ.( ღიმილით მითხრა და ისევ მაკოცა)
- ავალ მეც გამოვიცვლი და მალე ჩამოვალ.
- კაი ჩემო ერთადერთო. (როგორ მინდოდა მთელი დღე მასთან გამეტარებინა მაგრამ ვინ დაგაცდის? მალევე ჩავიცვი და ისევ ჩავედი, ანის მზად დამხვდა, რამაც გამაკვირვა)
- უკვე მზად ხარ?
- ხო რა არი?
- აბა მე რატო მალოდინებ ხოლმე იმდენს? (ხელები მომხვია კისერზე და ახლოს მოიწია)
- იმიტო რო შენთან პაემანზე მოვდივარ ხოლმე და გეპრანჭევი, თან ცოტას გაბრაზებ, მაგრამ იქ მომაკვდავ პაციენტებს ვეპრანჭები თუ ბატონ სანდროს რომელიც 55 წლისაა?
- გაეპრანჭები და ნახავ მერე. (ვუთხარი გაბუსხულმა, მან კი კოცნით მიპასუხა და მერე დაამატა)
- წავედით ჩემო ბუზღუნა თორემ ცოდონი არიან.
გზაშიც ვილაპარაკეთ რაღაცეებზე, საავადმყოფოში მივიყვანე და კოცნით დავემშვიდობე. სახლში წამოსვლას რესტორანში წავედი, მაინტერესებდა როგორ მიდიოდა საქმეები. მერე ნინიმ დამირეკა და სასწრაფოდ სახლში მისვლა მთხოვა, მეც მაშინვე წავედი, ნინიმ წერილი გადმომცა რომელშიც ეწერა, რომ ტასუნას მეურვეობაზე შეეტანა საბუთები სასამართლოში სალომეს. შინაგანად ისეთი ტკივილი ვიგრძენი რომელიც მჭამდა, მივხვდი რომ სასამართლო დედას გაამართლებდა და მე საზღვრებს დამიდგენდნენ, ანიც საღამოს 8 საათამდე არ შემეხმიანა, ისეთი დღე მქონდა ანისთან ჩახუტება თუ მიშველიდა, ამიტომ მე გადავურეკე. რამოდენიმე ზარი არ მპასუხობდა, როგორც უნდა გამეთიშა მაშინ მიპასუხა.
- ხო მაო,
- სად ხარ? როგორ ხარ გოგო? რო გირეკავ რატო არ მპასუხობ?
- ბოდიში სიცოცხლე ვერ შეგეხმიანე, რაც მოვედი ჯერ არ დავმჯდარვარ, მძიმე პაციენტები გვყავს.
- და რომელზე მოვიდე წამოსაყვანად.
- ჯერ არ ვიცი მაო, მგონი გვიანობამდე ვერ წამოვალ აქ დარჩენა თუ არ გახდა საჭირო.
- ეგ გამორიცხე, რა დროც არ უნდა იყოს დამირეკე და წამოგიყვან მანდ არ დარჩე.
- და რატო?
- იმიტო რო ეგრე მინდა და თან შენ ღამით მანდ დარჩენა არ გევალება.
- ტასუნას გამო რო დავჩი?
- ეგ სხვა დრო და სიტუაცია იყო, მორჩი მაგაზე ლაპარაკს და საერთოდ არ გამაბრაზოს მაგ შენმა ბატონმა სანდრომ, თორე საერთოდ ვეღარ გნახავს.
- რა გჭირს შენ რა ხასიათზე ხარ?
- არაფერი მიდი და გელოდები იცოდე.
- მოხდა რამე?
- არაფერი. მალე დამირეკე. (რომ გავუთიშე მერე მივხვდი რომ თავი ვერ გავაკონტროლე და მესიჯი მივწერე.)
,,შენთან ჩახუტება მჭირდება და გთხოვ რა დროც არ უნდა იყოს წამოდი. მაპატიე უხეშობა. მიყვარხარ."
11 საათამდე ისევ არ გამოჩნდა ანი. ვერ მოვითმინე ამიტომ, დასალევად წასვლას საავადმყოფოში წასვლა ვარჩიე, 1 საათი ველოდებოდი მანქანაში, დარეკვაც არ მინდოდა, მესმოდა რომ დაკავებული იყო, მერე გადავედი და ანისთვის განკუთვნილი ოთახისკენ წავედი. მის სართულზე დავინახე, რომ ვიღაც ბიჭს ეჯდა გვერდით და ელაპარაკებოდა, ერთი ხელი ზურგზე ედო და ამოძრავებდა, ტვინში რამის სისხლი ჩამექცა, ტკივილი რასაც მთელი დღე ჩემში ვკლავდი გაორმაგდა, მაგრამ ეს ტკივილი უფრო საშინელი იყო, ეს აქ ვიღაცას ეფლირტავება და მე კიდე მოუთმენლად ველოდები. ყველანაირად ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა და მათკენ წავედი, ანიმ რომ დამინახა სახე შეეცვალა, თუმცა მხოლოდ ხელის მოძრაობა გააჩერა და ისე ედო ზურგზე.
- მაო? აქ რას აკეთებ? ( იმ ბიჭმა ახლაღა ამომხედა, რომელსაც თვალები ჰქონდა დაწითლებული, მერე ანი ფეხზე წამოდგა რადგან არ ვუპასუხე არაფერი და საშინელი მზერით ვუყურებდი.)
- მაო მოხდა რამე?
- კიდე მე მეკითხები მოხდა თუ არა რამე? (მკლავში მოვკიდე ხელი და მისი ოთახისკენ წავიყვანე.)
- მაო ხელს მტკენ რა დაგემართა? გამიშვი ხელი... ვის ველაპარაკები? ( ხელი გამომტაცა და ტონის აუწია, ამასობაში უკვე ოთახში ვიყავით.)
- ვინ იყო ეგ ბიჭი.
- რააა? შენ სულ გადაირიე მაო? ეჭვიანობის სცენებს მიწყობ თუ მეჩვენება?
- ვინ იყო მეთქი იმის დედას შ... (თავი ვეღარ გავაკონტროლე და ბოლო ხმაზე ვიღრიალე, რაზეც ანი შეხტა)
- რა დღეში ხარ? ან რამდენის უფლებას აძლევ თავს? ( მანაც იგივე ტონით მიპასუხა რითიც მე ვუსაყვედურე.)
- აა, ანუ უფლება მჭირდება იმისთვის რომ გავიგო, ჩემი შეყვარებული ასე ვის ეხუტება? (წინადადება არ მქონდა დამთავრებული სახეში ისეთი სილა გამაწნა, პირველი მონაგონი იყო)
- გაეთრიე აქედან და აღარასოდეს დაგინახოს ჩემმა თვალებმა.(ოთახიდან გამწარებული გავარდა ისე რომ კარი რამის ჩამოიღო, ჯერ გამწარებულმა თავზე მოვიკიდე ხელები, გავიარ გამოვიარე, ვცდილობდი იმ საშინელ ბურთულის გადაყლაპვას რომელიც ყელში გამეჩხირა და საშინლად მწვავდა ყველაფერს, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა და თვალებს მიბინდავდა, მის მაგიდაზე დადებული ჩარჩო ავიღე, სადაც მე, ანი და ტასუნა ვართ მაკდონალდში. სურათი დავდე, თვალები მაგრად დავხუჭე, ცრემლი გადმომვარდა, ასეთი რამ არასოდეს მომსვლია, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ვეცადე ის მწარე ბურთი რაც ყელში მქონდა, გადამეყლაპა და წამოვედი. ისევ იმ ბიჭს შევეჯახე რომელსაც ახლა სხვა ვიღაც აწყნარებდა, ახლოს ჩავუარე და მათი საუბარი გავიგე.
- გადარჩება აი ნახავ. ყველაფერს ვაკეთებთ მის გადასარჩენად, მთავარია ძლიერი იყო.
ეხლა მივხვდი რომ ანი უბრალოდ იმ ბიჭს ამხნევებდა და ცდილობდა მისთვის ძალები მიეცა, როგორც ჩანს ეს ბიჭი მარტო იყო და არავინ ახლდა თან, საკუთარი თავის შემრცხვა როგორ ვიეჭვიანე, ცალკე სალომეს გამოგზავნილი წერილი გამახსენდა და ყელში ისევ ამაეწვა რაღაც. დღის განმავლობაში ბევრჯელ ვცადე დალევისთვის თავის არიდება, მაგრამ ახლა ვეღარ მოვერიე თავს და ლაშას დავურეკე. კლუბში წასვლაზე მოვილაპარაკეთ და წავედი კიდეც. ლაშას ყველაფერი მოვუყევი და საკუთარ თავს ვაგინებდი ჩემი საქციელის გამო, ანის გადავურეკე მაგრამ არ მიპასუხა, პირიქით მობილური გამითიშა. ვსვავდი გაუჩერებლად და ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი თავს, მერე მოსაწევიც მივაყოლე რომელმაც უარესად გამაბრუა. ერთ გოგოს დავადგი თვალი და მას დავუწყე არშიყი.
- მაო შეეშვი რა მაგ გოგოს, მერე მაგასაც ინანებ, წამო სახლში საკმაოდ დათვერი უკვე.
- შემეშვი... წადი რა სახლში მე საქმე მაქვს
- ეგ საქმე უარესს გიზავს იცოდე. (ხელი ავუქნიე და იმ გოგოსთან ერთად საცეკვაოდ წავედი, მერე მივხვდი რომ, ანის უფრო ვატკენდი გულს და შეიძლებოდა დამეკარგა კიდეც, ამიტომ ისევ ადგილზე დავბრუნდი. უგონოდ ვიყავი უკვე მთვრალი, როდესაც მხარზე ვიგრძენი ხელი.

***********

მაოს მოსმენისას გული მომიკვდა, მან ჩემში ეჭვი შეიტანა და ბრალი დამდო, ოთახიდან გავედი და ტირილით შევედი საპირფარეშოში, მაომ რომ დამირეკა მობილური გავთიშე, მალე მიმღებიდან დამიძახეს გირეკავენო.
- გისმენთ?
- ანი ნინი ვარ მობილური გათიშული გქინდა. მაო სადაა ხომ არ იცი?
- არაა. სამსახურში ვარ მე
- გოგო ვნერვიულობ არ მპასუხობს. მოგიყვა?
- რა უნდა მოეყოლა? (ეხლაღა გამახსენდა მისი უხასიეთოდ ლაპარაკი, მერე მესიჯი, როცა მითხრა მჭირდებიო და ბოლოს მისი აფეთქება) მოხდა რამე?
- სალომემ სასამართლოში შეიტანა განცხადება მეურვეიბაზე და მაო განადგურებულია. (თავი დამნაშავედ ვიგრძენი, თურმე როგორ ვჭირდებოდი და დრო ვერ გამოვნახე მისთვის,)
- ლაშას დაურეკე?
- არაა, შენთან მეგონა, ეხლა დავურეკავ.
- ნომერი მომეცი მე დავურეკავ.
- კაი გამოგიგზავნი და გამაგებინე რა სადაა
- კაი. (მეაიჯი მალე მომივიდა და მეც გადავრეკე.)
- გამარჯობათ ლაშას ველაპარაკები? (აშკარად კლუბშია ისეთი ხმა ისმის.)
- კი, რომელი ხარ?
- მე ანი ვარ, თქვენ არ მიცნობთ, მაოს ამბავი მაინტერეაებს თქვენთან ხომ არაა?
- ანიი? სარძლო? კი აქაა და უგონო მთვრალია სახლში ვერ მომყავს, მაგრამ არ ინერვიულო მე ფხიზელი ვარ და როგორღაც წამოვიყვან.
- სად ხართ მისამართი მომწერე ახლავე წამოვალ.
მისი ნათქვამი სარძლო გავატარე. ნინის მივწერე მესიჯი და ლაშას გამოგზავნილი მისამართისკენ გავემართე. კლუბში ყველა ნასვამი, სიგარეტით გაბრუებულები და ერთმანეთზე აკრულები იყვნენ, თუმცა შუაღამისას სხვა რა იქნებოდა აქ? მაო დავინახე და მისკენ წავედი, მაქსიმალურად ვცადე თავის ხელში აყვანა რომ წამომეყვანა, სალაპარაკო დრო მერე გვექნებოდა. მხარზე ხელი დავადე, მოვეხვიე და ყურთან ვუთხარი,
- მაპატიე. (უცბად მოიხედა და რომ დამინახა პატარა ბავშვივით გახდა, უცბად ჩამეხუტა და მიჭერდა, ვგრძნობდი როგორ სტკიოდა შინაგანად ყველაფერი.) ყველაფერი მოგვარდება სიცოცხლე, აი ნახავ ცუდი არაფერი მოხდება, საუკეთესო მამა ხარ და ღმერთი არ დაგაშორებს ტასუნას.
- მაპატიე ანი ზედმეტი მომივიდა, ძალიან ცუდად ვარ.
- მორჩა, დაივიწყე ეგ. წამოდი წავიდეთ რაა.
- მიყვარხარ ანი, ჩემი ანგელოზი ხარ ანი, უზომოდ მიყვარხარ. (ლაშასკენ გავიხედე რომელიც პირველად ვნახე ამ ხნის მანძილზე, იდგა და მომღიმარი გვიყურებდა.)
- მეც მიყვარხარ სიცოცხლე, წამოდი ეხლა წავიდეთ. ეს ლაშაა?
- უი ლაშა, აი ჩემი ანი. ხო მართლა ანგელოზია? (ჩემი თავი წარუდგინა მომღიმარ ლაშას, რომელიც კარგიი ნაცნობივით გადამეხვია და მითხრა.)
- ძლივს არ გავიცანი ჩემი რძალი? იმდენი რამე მაქვს შენზე მოსმენილი რომ უკვე დად მიმაჩნიხარ.
- სასიამოვნოა, შენი გაცნობა ლაშა (გავუღიმე და მაოს ვიჭედი რომელიც ჩემზე იყო ჩახუტებული.)
სახლში მე წამოვიყვანე მანქანით, უგონოდ იყო მთვრალი. ის დღე გამახსენდა როცა პირველად ვნახე, მაშინაც ასე იყო წაშლილი, იმის გააზრება რომ კიდევ კაიფში იყო გული დამიმძიმა, მე მას ვერ შევცვლიდი ვგრძნობდი, ჩემთან ავიყვანე სახლში, მინდოდა პირველი მე დავენახე როცა გამოფხიზლდებოდა რომ გველაპარაკა. მაო საწოლზე დავაწვინე და მე მაღაზიაში ჩავედი გაზიანი წყალი ამოვიტანე და სიტყვებს ვალაგებდი როგორ მელაპარაკა მასთან. არ ვაპირებდი თვალის დახუჭვას მის ეჭვიანობაზე და მითუმეტეს სასმელთან ერთად ისევ მოწევაზე. ის შემპირდა რომ მას აღარ გაეკარებოდა. მესმის მისი რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ ეს არ აძლევს გამართლებას, მან პირობა მომცა რომელიც რამოდენიმე თვეში დაარღვია და თუ ახლა არაფერს ვეტყოდი მომავალშიც იგივე განმეორდებოდა. მეც მივწექი საწოლზე და სახეზე ფერება დავუწყე, მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა იმის მიუხედავად რომ გული მატკინა. ვგრძნობდი როგორ ვივსენოდი მისით, მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამ ეშლებოდა მე მასზე ვგიჟდებოდი, იდეალური და უშეცდომო ურთიერთობები არ არსებობს. ყოველთვის ხდება ისე რომ გულს გვტკენენ ან ჩვენ ვტკენთ. მაოსგან არ მოველოდები რომ, ყველაფერს უშეცდომოდ გააკეთებს უბრალოდ არმინდა თვალი დავხუჭო და ვაფიქრებინო რომ პრობლემა არ არსებობს მის ქმედებაში. დილით დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა. მაო წამოწოლილი იყო და სახეზე მიყურებდა. ჯერ ნაბეღლავის შეთავაზება გადავწყვიტე მისთვის რომელიც საწოლის გვერდით მედგა, რომ გადავბრუნდი დაცლილი დამხვდა. გამეღიმა და ისევ მაოსკენ გადავბრუნდი. არ ვაპირებდი დილა დაძაბული საუბრით დამეწყო, ამიტომ წუხანდელ ღამეზე ხმა არ ამომიღია.

*************
დილის 8 საათზე გამეღვიძა, თავი საშინლად მტკიოდა, პირი გამომშრალი მქონდა, თვალი რომ გავახილე და ანი დავინახე ჯერ შინაგანად დავთბი, ეს ჩემს გამომეტყველებასაც დაეტყო, მერე წინა ღამე გამახსენდა და საკუთარი ,,კაცობის" შემრცხვა, კომოდზე დადებული ნაბეღლავს მოვკარი თვალი და უცბად დავლიე, ანის მზრუნველობა მიუხედავად იმისა რომ ვაწყენინე, სიყვარულს უფრო მიღრმავებდა, მერე თავი დავდე და მისი მძინარა სახის ყურებით დავიწყე ტკბობა, სახიდან თმა გადავუწიე და ლოყაზე მივეფერე ერთი თითით, მისთვის ბოდიში უნდა მომეხადა, არ მქონდა უფლება სისუსტე გამომეჩინა და ჩემი სიტყვა არ შემესრულებინა, ჩემი პრიბლემები მასზე არ უნდა გადამეტანა. ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ გაიღვიძა და ნაბეღლავს გადაწვდა, სითბო ჩამეღვარა გულში, ვიცოდი რომ ისტერიკას არ ამიტეხავდა გუშინდელის გამო, მაგრამ ნაწყენი იყო და ადრე თუ გვიან მომიწევდა მასთან საუბარი ამიტომ თავად გადავწყვიტე ლაპარაკი.
- როგორ ხარ? კარგად გამოიძინე? (მკითხა დამთბარი და ოდნავ ბოხი ხმით,სახეზე მივეფერე და კითხვა გავუტარე)
- შენი ღირსი არ ვარ ანი, მსოფლიოში საუკეთესო ადამიანი ხარ და ვიცი რომ შენნაირი გინდა გვერდში მაგრამ იმდენად ეგოისტი ვარ რომ, შენი დაკარგვა არ შემიძლია, გუშინ ძალიან ბევრი რამე შემეშალა შენთან,ამისთვის ბოდიშს გიხდი და გპირდები ყველანაირად ვეცდები მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
- მაგაზე მერე ვილაპარაკოთ მაო ჯერ გამოფხიზლდი,
- არა ან, სანამ შენ გამოფხიზლდები და ჩემს წუხანდელ სისუსტეს გაიხსენებ იქამდე მინდა ბოდიში მოგიხადო და გულით გთხოვო პატიება, მაპატიე რა, გპირდები ჩემს პრობლემას აღარ გადმოვიტან შენზე.
- კარგი საკმარისია სიცოცხლე მაგდენი ბოდიში, იმდენად დიდი პრობლემა გქონია რომ მეც მაქ საბოდიშოდ საქმე, დრო რომ ვერ გამოვნახე შენთვის. (მისი მოსმენისას გავქვავდი, ეს ადამიანი ყოველდღე მაოცებს მისი სულის სიდიადით, ყველაფერი იყო მოსალოდნელი მისგან მაგრამ ბოდიში?)
- არა ჩემო პატარა, შენ რა გაქ საბოდიშო?
- მაქვს მაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაც შენ გააკეთე იმან გული არ მატკინა, თუ სიყვარული ნდობაზე არაა დაფუძნებული იქ სიყვარულიც ქრება,
- მესმის ჩემო ანგელოზო, მართალი ხარ და გპირდები აღარ განმეორდება მსგავსი რამ.
- ხოდა ძალიანაც კარგი, ეხლა ვისაუზმოთ თორემ წუხელაც მშიერმა დავიძინე და მალე გული წამივა. (უცბად წამოხტა საწოლიდან, სპორტულებით სძინებია რაზეც გამეღიმა, რომ გავიგე მშიერი იყო მეც ავდექი და სასაუზმოდ გავედით.)
- დღეს კარგი ამინდია და გავიდეთ სადმე? (ვკითხე, რითიც წინა დღის ლაპარაკი გავახსენე)
- სასამართლო როდისაა ჯერ ეგ მითხარი,
- შეგატყობინებთო, ეგ საქმეც მოსაგვარებელი მაქ სულ დამავიწყდა, დღეს ადვოკატს ავიყვან და გავერკვევი მეც,
- ხო ამ ეტაპზე მასე ჯობია სიცოცხლე, სხვა დროს წავიდეთ სადმე, გინდა მერე პიკნიკი მოვაწყოთ? მე შენ ტასუნა და ნინი წავიდეთ ქალაქგარეთ, ან ლაშასაც უთხარი თუ უნდა წამოვიდეს,
- ჩემი გენიოსი ხარ, მაგარი იდეაა. (ვკოცნიდი როცა ჩემი ტელეფონი ამღერდა, ნომერი რომ დავინახე გამაცია, სალომე იყო, სიბრაზე ისევ ერთიანად მომაწვა.)
- რა გინდა სალომე?
- წერილი მიიღე?
- მერე?
- რატი არ დამირეკე?
- საჭიროდ არ ჩავთვალე.
- ანუ სასამართლოსთვის ხარ მზად? შეგვიძლია შევხვდეთ და მშვიდად მოვილაპარაკოთ მაო, გთხოვ.
- რაღაა სალაპარაკო სალომე?
- არ მინდა ტასუნას დაგაშორო, იმიტომ რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ. ბევრი ვიფიქრე და შემხვდი.
- როდის და სად. (ანის შევხედე, სახეზე ფერი არ ედო, მივხვდი როგორ ნერვიულობდა ისიც, ხელი ხელზემოვკიდე და ვაკოცე თან ისე რომ სალომეს ველაპარაკებოდი, ისეთი გაყინული ჰქონდა ხელები მეც გამეყინა, სალომეს შეხვედრაზე შევუთანხმდი და ანის მივუბრუნდი მაშინვე როგორც კი გავთიშე)
- ხელები რატო გაქ გაყინული? ან რა ფერი გადევს ცუდად ხარ?
- არა არაფერია, რაო სალომემ?
- რა გჭირს სალომეს დედას შ... რატო გაქ ეგეთი ფერი?
- მეც განვიცდი მაო მაგ სიტუაციას, მეტი რა უნდა მჭირდეს?
- და ნერვიულობის გამო გაქ გაყინული ხელები?
- ხოო... (იმის გააზრებისას თუ როგორი მგრძნობიარეა ანი და როგორ განიცდის ჩემს პრობლემას უფრო მეტ სიყვარულს მიღვიძებს, ახლოს მოვწიე და გულში ჩავიკარი)
- შენ ნუ ნერვიულობ სიცოცხლე, ყველაფერს მივაგვარებ, ოღონდ შენ აღარ ინერვიულო კარგი?
- ვერ შეგპირდები მაგას მაგრამ ვეცდები, იმიტომ რომ ყველაფერი მოგვარდება მჯერა.
- როგორ მიყვარხარ და როგორ მაბედნიერებ შენ ვერც წარმოიდგენ ჩემო ანგელოზო. ეხლა წავალ სალომეს ვნახავ გავიგებ რა უნდა და როგორც კი წამოვალ მისგან დაგირეკავ, არ ინერვიულო არაფერზე. მპირდები? (მისი სახე მეჭირა ხელებში და როდესაც თანხმობა მოვისმინე, მისი ტკბილი ტუჩებით დავტკბი)
- ჭკვიანად მაო და გააკონტროლე ყველაფერი გთხოვ რასაც აკეთებ.
- ნუ ღელავ ცხოვრება, წავედი.
წამოვედი გაღიმებული სახით და მხოლოდ ანი მიტრიალებდა თვალწინ, ის მართლა ჩემთვის მოვლენილი ანგელოზი იყო, ყველაფერს მას ვუკავშირებდი და ისე ვცხოვრობდი. ახლა ვათვიცნობიერებ რა მშრალი ცხოვრებით ვცხოვრობდი იქამდე, სანამ ანის შევხვდებოდი. სალომეს კაფეში შევხვდი, რომელმაც მართლა გამაოცა.
- შეცდომა დავუშვი განაცხადის შეტანაზე, უკან გამომაქვს.
- რამ მიგახვედრა?
- ტასუნამ. ტირილით მოკვდა მამიკოსთან მინდაო, არ მინდა ჩვენმა ურთიერთობამ ბავშვზე იმაზე მეტად იმოქმედოს ვიდრე იმოქმედა. ამიტომ გთხოვ დაფიქრდი მაო, ერთი შანსიც მომეცი გთხოვ, შევრიგდეთ, ისევ ერთად ვიცხოვრიდ რაა.
- სალომე ეგ გამორიცხულია, არაკაცური იქნება იმის მტკიცება როგირ მიყვარს ანი, უბრალოდ იცოდე რომ, რაც არ უნდა გადაწყვიტო ჩემს შვილს ვერ დამაშორებ, თუ სასამართლო გინდა არც ეგაა პრობლემა, მაგრამ ჩვენ შორის აღარასოდეს აღარ მოხდება არაფერი. ანის გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი, ამიტომ საკუთარ თავს ეცი პატივი და გზაზე ცუდად არ შემეჩეხო, თორემ საქმე სხვანაირად წაგივა. ჩამოყალიბდი და მითხარი რას გადაწყვიტავ.
- ანუ ჩვენ შანსი აღარ გვაქვს იმ გოგოს გამო?
- ანი არაფერ შუაშია, სანამ მას გავიცნობდი იქამდე იყო დანგრეული ჩვენ შორის ყველაფრი. ეს შენი ბრალია. წავედი და გამაგებინე რას იზავ...
ხმა აღარ ამოუღია, კაფედან გამოვედი თუ არა მაშინვე ანის დავურეკე და მოვუყევი ყველაფერი. მერე ვარდების დიდი თაიგული ვიყიდე და ანისთან წავედი. რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა.
- ვაიმე რა ლამაზიაა, რატო მიყიდე?
- მაგას მიზეზი არ უნდა ჩემო ფერია, შენ იმის ღირსი ხარ რომ ყოველდღე მომქონდეს ულამაზესი თაიგულები.
- მადლობა, ძალიან გამიხარდა.
თავი მორცხვად დახარა და ყვავილებს დასუნა, მთელი დღე ერთად ვიყავით, მაგრამ მაინც არ მყოფნიდა მასთან ყოფნა, მასთან ყოფნისას ყველა პრობლრმა მავიწყდებოდა. რამოდენიმე დღის შემგეგ შუაღამის 2 საათზე მირეკავდა ნინი, რომ ვუპასუხე ისეთი ხმა ჰქონდა შემეშინდა, წამებში გავჩნდი მასთან, რომ დავინახე მისი სახე უარესმა შიშმა ამიტანა ჯერ მოვეხვიე და შემდეგ დივანზე დავსხედით, საუბარი ცრემლიანი თვალებით დაიწყო:
რამოდენიმე დღე მაო მაინც დაძაბული იყო, სალომესგან გასაკვირი იყო ასეთი დათმობა და ელოდებოდა რომ რამეს მოიმოქმედებდა, თუმცა ჩვენდა გასაოცრად სალომემ მართლა გამოიტანა განცხადება სასამართლოდან. ტასუნა თავისთან წაიყვანა, მაგრამ მაოს ნებისმიერ დროს შეეძლო მისი ნახვა და წამოყვანა. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა სიმშვიდემ და სიყვარულმა დაისადგურა ჩვენს ცხოვრებაში. მაოს რესტორანიც გავხსენით და ჩვეული ცხოვრება განვაგრძეთ. მეძინა ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა. ნომერს დავხედე მაგრამ უცხო რომ იყო, გამოვფხიზლდი და ისე ვუპასუხე.
- გისმენთ.
- ანი შენ ხარ? (ვიღაც ქალის ხმა იყო, რომელიც აშკარად ტიროდა, მისი ხმის მოსმენისას ერთიანად დავიძაბე და ვეცადე გონება მომეკრიბა.)
- დიახ მე ვარ, რომელი ხარ?
- ანი ვიცი რომ ჩემს ზარს არ ელოდებოდი შვილო, მაგრამ ძალიან გვჭირდები.
- რომელი ხარ? ან რა ხდება?
- თამუნა ვარ შვილო.
- ვიიინ?
- ნიკას დედა ვარ შვილო, ძალიან გთხოვ მომისმინე. (ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერ ვხვდებოდი, ასეთი ხმა რატომ ჰქონდა, ან ამ შუაღამით რატომ მირეკავდა, ან რატომ ტიროდა)
- რა ხდება თამუნა დეიდა?
- ნიკა ავარიაში მოყვა გუშინ, ამ წუთამდე მხოლოდ შენ სახელს გაიძახის, არავის დანახვა არ უნდა (ტირილს უმატა, მისი მოსმენისას მეგონა ცხელი წყალი გადამავლეს, გონებამ უამრავი მოგონება ამომიტივტივა რომელიც ნიკას უკავშირდებოდა, შინაგანად ჩამწყდა რაღაც და საშინელი ტკივილი ვიგრძენი, საწოლიდან წამოვხტი და მისი მოსმენა გავაგრძელე.)
- ძალიან გთხოვ ანი მოდი, (თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, ცხოვრებაში ყველაფერს დაველოდებოდი ამის გარდა, ქალმა რომელმაც შემარცხვინა და თავზე ლაფი დამასხა ახლა მთხოვს რომ დავეხმარო, მთხოვს რომ ყველაფერი დავივიწყო და ნიკა ვნახო, ახლა როცა მაოს სიყვარული გამაჩნია, ამით ხომ გულს ვატკენ მაოს?)
- ანი შვილო გესმის?
- კი თამუნა დეიდა მესმის, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, მაგრამ მე... მე მოსვლას ვერ შევძლებ,
- რაა? არა შვილო ძალიან გთხოვ მაპატიე ყველაფერი. ახლა ნუ გამწირავ შვილო. (ტირილით მთხოვდა მისვლას.)
-ცოტა ხანში დაგირეკავთ თამუნა დეიდა. (ტელეფონი გავუთიშე და ფიქრი დავიწყე რა უნდა გამეკეთებინა, არ მინდოდა თავზე გადავხტომოდი მაოს, შეიძლება მას არაფერი არ ეთქვა, მაგრამ მაინც უნდა დავლაპარაკებოდი. ტელეფონი ავიღე და მაოს დავურეკე.)
- ბოდიში რომ გაგაღვიძე სიცოცხლე, შეგიძლია ჩემთან ჩამოხვიდე?
- რა ხდება ანი? კარგად ხარ? რა ხმა გაქ?
- კი კარგად ვარ ძვირფასო, შეგიძლია ჩამოხვიდე?
- კი ახლავე.
მაო ძალიან მალე ჩამოვიდა, რომ დამინახა ჯერ ჩამეხუტა, შემდეგ დამსვა და ყურადღებით მომისმინა.
- ნიკა მოყოლილა ავარიაში, დედამისმა დამირეკა რომ ცუდადაა და ჩემს სახელს გაიძახის, მთხოვს რომ გავიდე და ვნახო, არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე მაო, გთხოვ მირჩიე რამე. (სახეზე ჩამომისვა ხელი და თბილად შემომხედა)
- ძალიან ვწუხვარ მის გამო, მაგრამ თუ არ წახვალ და მას რამე გაურთულდება საკუთარ თავს დაადანაშაულებ, არ მინდა რომ შენი გადაწყვეტილებებიდან ოდესმე რამე ინანო, მაგრქმ ზუსტად ვიცი რომ უნდა წახვიდე, იქნებ გადაარჩინო კიდეც შენი მასთან სიახლოვით.
- შენ არ გესმის მაო, შენ ყველაფერი არ იცი. არ მინდა მისი ნახვა.
- და რა არის ისეთი რაც არ ვიცი და უნდა ვიცოდე?
- მხოლოდ დედამისის გამო არ დავშორებულვართ. ნიკასთანაც მომივიდა შელაპარაკება რამოდენიმეჯერ რითიც უარესად დავმცირდი,
- რას გულისხმობ?
- როცა ნიკამ მაკასთან დაიწყო შეხვედრები ვცდილობდი არ დამეკარგა ის მაგრამ მან ყველას თვალწინ დამამცირა და მითხრა რომ თუ მაკასთან ურთიერთობა ჩემს გამო აერეოდა ცხოვრებას დამინგრევდა. შენ ვერ მიხვდები ეს ქალისთვის რამხელა დამცირებაა, მან ეს სიტყვები მაკასთან და მის ნათესავებთან ერთად მითხრა, ახლა არ შემიძლია იქ წასვლა და ისე მოქცევა თითქოს არაფერი მომხდარა.
- მოდი ჩემთან. (გულში ჩამიხუტა თავზე მაკოცა და მითხრა:) მესმის შენი ანი, მაგრამ ეს ხომ წარსულია? ის ახლა თუ ასე ცუდადაა მაინც უნდა ნახო, რადგან ახლა მხოლოდ შენ გეძახის ანუ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ და ეგ სიტყვები უბრალოდ გაზვიადებული იყო.
- კი მაგრამ...
- არავითარი მაგრამ. საკმაოდ გაგიცანი იმის გასააზრებლად თუ თავს როგორ დაიდანაშაულებ იქ არ წასვლით. მიდი ჩაიცვი, მეც გავემზადები და ერთად წავიდეთ. მე გაგიყვან.
- როგირ შეგიძლია ასეთი კარგი იყო? ვამაყობ რომ ჩემი გქვია. (ვაკოცე და ოთახში შევედი. მალე გავემზადეთ და წავედით, მანქანიდან რომ გადავედით მაომ ხელი ჩამკიდა და ისე შევედით საავადმყოფოში, თამუნა და მაკა დავინახეთ, მაკას უკვე მოზრდილი ჰქონდა მუცელი, საკმაოდ ლამაზი ორსულია მაკა, ისე როგორც ყველა მომავალი დედა. რომ დამინახა კედლისკენ შეტრიალდა, მაგრამ თამუნამ ტირილი დაიწყო და გულში ჩამიკრა.
- მოხვედი, მაინც მოხვედი შვილო, მადლობა. (ტირილით მიკრავდა გულში, ხმას ვერ ვიღებდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, როცა ხელი გამიშვა მაომ უთხრა.)
- ძალიან ვწუხვართ ნიკას გამო.
- მადლობა შვილო, ღმერთს ვთხოვ რომ ანი დაეხმაროს რამით, რადგან ასე დაჟინებით გაიძახის მის სახელს მჯერა რომ რაღაც მაინც გამოსწორდება.
- ჩვენც გვაქვს მაგის იმედი და სწორედ ამიტომ ვართ აქ.
- ნიკასთან ეხლა შემიშვებენ?
- კი შვილო, წამოდი, რეანიმაციაშია მაგრამ გიას ძმაკაცმა მოაგვარა ეგ საქმე რომ შეგიშვათ.
- კარგით, ( მაოს მივუბრუნდი და ვუთხარი,) მალე გამოვალ ცხოვრება.
- მიდი არ იჩქარო.
შუბლზე მაკოცა და ნიკასკენ გავემართე, რენიმაციაში რომ შევედი ყველაფერი წრიპინებდა, ეს გარემო ჩემთვის უცხო არ იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი მეუცხოებოდა, ნიკას მივუახლოვდი და როდესაც მისი სახე დავინახე საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მის ხელს შევეხე, სახეზე ხელი გადავუსვი და ვუთხარი:
- აქ ვარ ნიკა, ამდენი ხნის მერე ისევ შენს გვერდით ვდგავარ, (ხელი მომიჭირა და თითქოს გამოძრავდა, სანამ თვალებს გაახელდა იქამდე წამოიძახა რამოდენიმე სიტყვა.)
- ანი... მაპატიე. (გული მომიკვდა მისი მოსმენისას, თვალები გაახილა და რომ დამინახა ცრემლები გადმოსცვივდა,)
- დიდი ხნის უკან გაპატიე ნიკა, მაგაზე ფიქრიც კი აღარღირს, ახლა მთავარია შენ გახდე უკეთ.
- მთავარია შენ მაპატიო ჩემი სიმხდალე და სხვას ეშველება,
- ნუ იღლი თავს, იცოდე რომ აქ ვარ და გაპატიე, აღარცკი მახსოვს რაზე მთხოვ პატიებას.
- მე შენი ღირსი არ ვიყავი და ღმერთმა იმიტომ დაგვაშორა, მაგრამ ისევ უზომოდ მიყვარხარ,
- ნიკა შენ ანგელოზივით ცოლი გყავს რომელიც მალე შვილს გაჩუქებს,
- მერე რაა, ცოლის მოყვანამ მხოლოდ სიტუაცია შეცვალა, გულს და გრძნობას ვერაფერი მოუხერხა.
- ნიკა, ერთადერთი რისი თქმაც შენთვის შემიძლია ის არის რომ გაპატიე ყველაფერი და აღარაფერი ცუდი აღარ მახსენდება შენზე,
- ჩემმა ოჯახმა ცხოვრება დამინგრია როცა შენზე მათქმევინეს უარი, ჩემი ოჯახით არავინ არაა ბედნიერი, მინდა რომ შენ მაინც იყო ბედნიერი.
- მე ბედნიერი ვარ ნიკა, მაგრამ ამაზე არ გვინდა ლაპარაკი, ახლა ცუდად ხარ,
- ანუ ვინმეა შენს ცხოვრებაში? და მე დამივიწყე?
- კარგად მიცნობ და იცი ცოლიან კაცთან ჩემი დამოკიდებულება ნიკა. არ აქვს მნიშვნელობა ვინმეა თუ არა ჩემს ცხოვრებაში, მთავარი ისაარომ ბედნიერი ვარ.
- მიხარია.
- გთხოვ დედაშენს ნუ ტანჯავ, ის შენი მშობელია რომელიც მუდამ შენზე იზრუნებს, როგორ გამოუვა ეს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ უყვარხარ და თავისი გადასახედიდან ცდილობს გაგაბედნიეროს.
- მადლობა რომ მოხვედი, მთელი გულით მინდა ჩემი წილი ბედნიერებაც შენ გქონდეს იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი რამ ხარ ჩემთვის.
- მადლობა ნიკა, გპირდები ასეც იქნება, ეხლა უნდა წავიდე,
- კიდევ მოხვალ?
- არა ნიკა, ასე მაკაა ცოდო, ის შენი ცოლია და მისი ადგილია აქ და არა ჩემი.
- მადლობა რომ მოხვედი და მომისმინე. (გავუღიმე ფეხზე ავდექი და დავემშვიდობე, გარეთ რომ გამოვედი მაო ვერსად დავინახე, შემეშინდა რომ ინანა ჩემი მოყვანა და თვითონ წავიდა, თამუნა ისევ ჩემთან მოვიდა, მაკამ კი ისევ ამარიდა თავი.
- როგორაა?
- კარგად. მაო სადაა?
- შენი შეყვარებულია?
- არა ჩემი საქმროა, სადაა?
- აქ ვარ სიცოცხლე, მოსაწევად გავედი, (ხელები მომხვია და თავზე მაკოცა.)
- წავედით,
- მადლობა რომ მოხვედი ანი,
- ამდენი მადლობა საჭირო არაა. იმედია კარგად გახდება ნიკა, კარგად იყავით.
მაომ ხელი გადამხვია და წამოვედით.
- კარგად ხარ? (მაომ მანქანასთან გამაჩერა და მისკენ შემატრიალა.)
- პატიება მთხოვა,
- მერეე? (სახეზე მეფერებოდა და ისე მელაპარაკებოდა)
- ვაპატიე, მაგრამ მისი დანახვა აღარ მინდა აღარასოდეს.
- დამშვიდდი, შენს გვერდით ვარ და გპირდები ეგეთ გულის ტკივილს ვეღარასოდეს ვეღარ იგრძნობ. ( ჩამეხუტა და მაკოცა, ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი მაოს ჩახუტებით რომ ყველაფერი დამავიწყდა. ერთია აპატიო ადამიანს რამე მაგრამ მეორეა იმ ადამიანის მიმართ გული მიგიბრუნდეს. მაომ სახლში დამტოვა, დავწექი და ვფიქრობდი იმაზე თუ სად გაქრა ნიკას მიმართ გრძნობა, მეცოდებოდა როგორც ადამიანი მაგრამ სხვანაირად სულერთი იყო ჩემთვის. მაო ჩემს ცხოვრებაში ნაპოვნი განძია რომელიც თავდავიწყებით და სამუდამოდ შემიყვარდა, მაოზე ფიქრში ჩამეძინა.

***********

უნდა ვაღიარო ძალიან გამაღიზიანა იმის წარმოდგენამ რომ ნიკა ანის დაელაპარაკებიდა, მასში დარწმუნებული ვიყავი მაგრამ ნიკას არ ვენდობოდი, იმის წარმოდგენაც კი მაცოფებდა რომ შეიძლებოდა ხელი მაინც შეეხო ანისთვის. ყველანაირად ვეცადე ანის ჩემი ემოციები არ დაენახა. როგორც კი ნიკასკენ გაემართა და თვალს მოეფარა, მაშინვე გამოვბრუნდი და სიგარეტს მოვუკიდე, მალევე გავიგე საუბარი რომელშიც ანის სახელმა გაიჟღერა, მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე მომესმინა მათი საუბარი.
- არ მეგონა რომ მოვიდოდა, არ ვიყავით ღირსები ისე ცუდად მოვექევით.
- თამუნა გეყოფა, ეხლა სულ ნუ გამაგიჟებ, რას ქვია არ იყავით ღირსები, მე? მე ვიყავი ღირსი ნიკამ და შენ რომ ამ სატანჯველისთვის გამიმეტეთ?
- გეყოფა მაკა მაგის დრო არაა.
- პირიქით, სწორედ ეხლაა დრო, რაც თქვენს ოჯახში შემოვედი ნიკა ნორმალურად აღარ მექცევა, იმიტომ რომ მეც დამაბრმავე და ნიკას და მაგ გოგოს რომელიც ჭირივით მეზიზღება ცხოვრება დავუნგრიეთ, ნიკა მასავით ვერასოდეს შემიყვარებს,
- მაგას ნუ ამბობ მაკა, ნიკას შენც უყვარხარ.
- ხო, იმდენად ვიყვარვარ რომ ზოგჯერ ანის მეძახის მაკას მაგივრად. აუტანელია ჩემთვის ეს ყველაფერი.
- სანამ ნიკასთან დაიწყებდი ურთიერთობას მანამდე მაგ გოგოზე ყველაფერი იცოდი, ისიც იცოდი ნიკას როგორ უყვარდა, მაგრამ თანახმა იყავი რომ მისთვის ყველაფერი გაგეკეთებინა ასე რომ ეხლა გეყოფა მაგაზე ლაპარაკი, ეხლა მთავარია ნიკა იყოს მშვიდად და კარგად.
სანამ მათ საუბარს ვისმენდი რამოდენიმე ღერი სიგარეტი ისევ მოვწიე, როგორც კი გავიგე ანის ხმა მისკენ წავრდი, რომ გავიგე საქმრო დამიძახა იმდენად მესიამოვნა ენით გადმოცემა შეუძლებელია, ვეღარ მოვითმინე და ჩავეხუტე, როცა წამოვიყვანე და მივხვდი შეცდიმა არ დამიშვია როცა ანი ნიკას შევახვედრე ერთიანად დავმშვიდდი. სახლში დავტოვე და იმაზე ფიქრი დავიწყე რომ დრო იყო მართლა დარქმეოდა ჩემი საცოლე, ბევრი ვიფიქრე როგორ მეთხოვა მისთვის რომ ჩემი ცხოვრების მეგზური გამხდარიყო, ბევრი ფიქრის შემდეგ ჯერ ტასუნასთან დალაპარაკება გადავწუვიტე, ამიტომ დილითვე წავედი სალომესთან და ტასუნა წამოვიყვანე, გასარათობ ცენტრში წავიყვანე, ბევრი ითამაშა, როცა საჭმელად შევედით მერე დავუწყე ანიზე ლაპარაკი.
- მამი, ანისთან კარგ დროს ატარებ ხოლმე?
- კი მამიკო, სულ მეთამაშება და მაცინებს ხოლმე,
- ესეიგი გიყვარს?
- კი თან ძალიან, დაქალები ვართ.
- შენც ხომ იცი რომ მეც ძალიან მიყვარს?
- ეგ ვიცი იმიტომ რომ შენც გაცინებს ხოლმე ხო?
- კი მამი, ( გამეცინა მის ბავშურობაზე, თმაზე მოვეფერე და გავაგრძელე)
- საიდუმლო რომ გითხრა ხომ შემინახავ?( თავი დამიქნია და თან ჭამას განაგრძობდა.) მინდა რომ ანი ჩემს სახლში მოვიყვანო და სულ ჩემს გვერდით იყოს, შენ ხომ არ გაბრაზდები?
- რა მაგარიააა, ანუ ღამითაც აღარ წავა ხოლმე?
- არა მამი ღამითაც ჩემს გვერდით იქნება.
- მერე დედიკო?
- ხომ ვილაპარაკეთ მაგაზე უკვე? მე და დედიკო სულ ვჩხუბობთ, ზოგჯერ უფროსები შორდებიან იმიტომ რომ ერთმანეთს ვეღარ უგებენ, მე და დედიკოც მასე ვართ ჩემო კუდრაჭა,
- და მერე ანისთანაც იჩხუბებ ხოლმე?
- არა მამიკო, ანისთან არ ვიჩხუბებ ხოლმე, მაგრამ თუ ერთმანეთზე გავბრაზდებით მალევე შევრიგდებით იმიტომ რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.
- და როდის მოიყვან სახლში?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რადგან შენგან თანხმობა მაქვს მაშინ მალე მოვიყვან, მაგრამ ჯერ საიდუმლოდ უნდა შემინახო ყველასთან კარგი მა?
- კი მამიკო, შენც ხომ მინახავ ხოლმე საიდუმლოებებს და მეც შეგინახავ.
პრობლემა თითქმის აღარ არსებობდა ჩვენს დაქორწინებაში, ამიტომ ახლა ბეჭედი უნდა მეყიდა და შესაბამისი მომენტი მომეძებდა რომ ანის ჩემი საცოლე დარქმეოდა. ანი საღამომდე მუშაობდა, როგორც ყოველთვის სამსახურთან დავხვდი.
- როგორ მომენატრე ჩემო ანგელოზო.
- მეც მომენატრე სიცოცხლე. რას შვრებოდი დღეს?
- მე და ტასუნამ გავატარეთ ერთად მთელი დღე.
- სალომესთან წაიყვანე ისევ ხო?
- კი ხვალ გამოვიყვან პარასკევია და შაბათ კვირას ჩემთან იქნება. ქარ გინდა ეს შაბათი კვირა სადმე წავიდეთ კარვებით?
- კარგი აზრია მაო, პიკნიკი მოვიწყოთ,
- ანუ თანახმა ხარ? ხვალ მოვაგვარებ ყველაფერს და წავიდეთ სადაც შენ გენდომება იქ.
- ეგეც შენ მოიფიქრე მაშინ, მე ხალხზე ვიზრუნებ.
- ლაშასაც ვეტყვი თავისი ტურფა წამოიყვანოს და ეგაა.
- ხო მე, შენ, ტასუნა, ნინი, ლაშა და თავისი ,,ტურფა" წავიდეთ მაშინ.
- ჩემი ცხოვრება ხარ შენ. იცი როგორ მიყვარხარ?
- არაა, არ ვიცი.
- აი ასე. (ნაზად ვაკოცე, მაგრამ მთელი გრძნობით. უკვე გადაწყვეტილი მქონდა სსდ წავიდოდით და ხელს როგორ ვთხოვდი. მხოლოდ ბეჭდის ყიდვა იყო საჭირო, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებული მქონდა.)
შაბათს დილის 9 საათზე ვიყავით შეთანხმებულები ჩვენს კორპუსთან შეხვედრაზე ანის და ნინის დაქალებიც დავპატიჟეთ ანის სურვილით. რადგან ამდენი გოგო გროვდებოდა ლაშამ და მე ჩვენი ძმაკაცებიც დავპატიჟეთ. სულ 10 ადამიანი ვიყავით. ლაგოდეხის ნაკრძალზე გადავწყვიტეთ წასვლა, ჩანჩქერჩან გავშლიდით ღამით კარავს. იმდენი საჭმელი და გასართობი საშუალება მოგვიგროვდა მანქანებში ადგილი აღარ იყო. ჩემი და ჩემი ძმაკაცი ბექას მანქანით მივდიოდით. 9 ხდებოდა ანისთან რომ ჩავედი. აჩმა და ნამცხვარი დაბლა ჩავიტანე და ისევ ანისთან ავედი. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რამდენად მნიშვნელოვანი დღე იყო, მაგრამ მაინც ყველაფერზე ღელავდა.
- მაო, სალათები მოიტანეს ხო გოგოებმა,
- კი ჩემო ცხოვრება.
- სამწვადეს და ხილს გზაში ვიყიდით ხო?
- კი ჩემო ცხოვრება.
- შამფურები ჩადეთ?
- კი ჩემო ცხოვრება.
- ტასუნასთვის რამე მოსაცმელი ჩადეთ?
- კი ჩემო ცხოვრება.
- რატო მგონია რომ რამე გვრჩება?
- ვაიმე ანი თავს ნუ გაიჭაღარავებ ეხლა თორე არსად აღარ წავალთ.
- ნუ მიბრაზდები სიცოცხლე, უბრალოდ მიხარია რომ მივდივართ და მინდა ყველაფერი კარგად იყოს.
- შენ ვერც წარმოიდგენ რამდენად ჯარგად იქნება, ასე რომ თუ არ გინდა კიდე გაგიბრაზდე მალე მაკოცე.
ამის თქმა იყო და ისე უცბად მაკოცა თვალის დახამხამებაც ვეღარ მოვასწარი, ხელები მოვხვიე და კოცნაში ავყევი, მერე ცოტა უკან დაიხია და შემომხედა.
- უზომოდ მიყვარხარ მაო. ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ხარ.
- შენ ის არ იცი მე როგორ მიყვარხარ ჩემო ფერია, შენით ვსუნთქავ, აი ამ ძარღვებს შეხედე, (მოშტი შევკარი და ძარღვები დავანახე) აქ სისხლთან ერთად შენც დაიარები, ისე უსაზღვროდ მყავხარ გათავისებული რომ მგონია შე რომ არ მყავდე სისხლი აღარ იმოძრავებს. ( ვენებზე ხელი გადამისვა და ისე გააგრძელა.)
- თუ ოდესმე ვიგრძნობ რომ ამ ვენებში ჩემი სიყვარული აღარ მოძრაობს იცოდე რომ მოვკვდები,
- გამოდის რომ მუდამ ცოცხალი მეყოლები. (კიდევ ვაკოცე და დაბლა ჩამოვედით.)
ბექა და გიო ყველას გავაცანით, ჩემს მანქანაში ლაშა, ლაშას შეყვარებული თათა, და ტასუნა ჩაჯდნენ. ანი წინ დავისვი რათქმაუნდა რომ, მთელი გზა მეყურებინა მისი ულამაზესი თვალებისთვის. ბექას მანქანაში ნანკა, ციკო, ნინი და გიო ჩაჯდნენ. ლაგოდეხში ჩასვლამდე ბევრი ვიხალისეთ, რომ წარმოვიდგენდი მალე ანის მარჯვენა ხელზე ჩემი არჩეული ბეჭედი ეკეთებიდა სიხარულით სუნთქვა მიჭირდებოდა, ჩანჩქერთან ფეხით მოგვიწია ასვლა, ყველას რაღაც გვეჭირა, ტასუნას დიდი მოვალეობა დავაკისრეთ. კამერაზე უნდა აღებეჭდა ის მომენტები რაც მომავალში დღევანდელ დღეს გაგვახსენებდა. ისიც ბავშურად დადიოდა და დიდი ქალივით იღებდა ვიდეოს. როგორც იქნა ავედით ჩანჩქერთან. ადგილი მოვნახეთ სადაც კარვებს გავშლიდით. ბიჭებმა კარვები გავშალეთ, გოგოებმა უგემრიელესი საჭმელები დაალაგეს ძირს, გადავწყვიტეთ მწვადები საღამოს შეგვეწვა კოცონზე, გიო თავისი გიტარით ღიღინებდა და გოგოებს აწინებდა თავს, ცოტახანში ბექაც შეუერთდა ფანდურით. მდინარეზე ვიბანავეთ, მერე ბავშობაც გავიხსენეთ და ბურთი ვითამაშეთ, გოგოები ცდილობდნენ ბიჭებისთვის ბამბიქრონით თამაში ესწავლებინათ. ტასუნა ნინისთან ერთად იღებდა ვიდეოებს და სურათებს. ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა აქ ყოფნა არ მეგონა, 6 საათისთვის კოცონისთვის დავიწყეთ შეშის შეგროვება, ღამია გათენებას ვაპირებდით ამოტომ ბევრი შეშა დაგვჭირდა, ვუყურებდი ანის რომელიც ტასუნას ეთამაშებოდა ბურთს, მათ კისკისს ლაგოდეხის ტყე მოეცვა და ეს სულ არ ანაღვლებდათ, მხოლოდ მე და ტასუნამ ვიცოდით რას ვგეგმავდი, მწვადები შევწვით არაყიც დავლიეთ, ცოტაც ვიმღერეთ, უკვე ბინდდებოდა დიდი კოცონი რომ ავანთეთ, გიოს ვთხოვე გიტარაზე რამე მშვიდი და სასიამოვნო მელოდია დაეკრა, ტასუნამ გადაღება დაიწყო, მე კოცონთან დავდექი ვითომ ვთბებოდი. ნახევარწრედ ისხდნენ ამიტომ მე მათ წინ დავდექი და ანის ვთხოვე ჩემთან მოსვლა, უკნიდან მოვეხვიე და გაჩუმება ვთხოვე ყველას.
- არ შემაწყვეტინოთ, რაღაცის მოყოლა მინდა. (ყველა გაჩუმდა, გიოც კი.) გიო ძმურად შენ გააგრძელე დაკვრა, მოკლედ აქ ვინც ხართ, ყველა ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის, მაგრამ თქვენს შორის იცით რომ ანის გამოვარჩევ ყველაფრით, ის ჩემი მეგობარი და მეორე ნახევარია, როცა მას პირველად შევხვდი ვერც წარმოვიდგენდი ასე თუ შემიყვარდებიდა, მან ყველანაირად შემცვალა და მასწავლა სიყვარული, დამანახა თუ რა ლამაზია გარშემო ყველაფერი, რა სასიამოვნოა ამ ჩანჩქერის ხმა, რომელსაც გიოს დაკრული მელოდია და ჩემი სიტყვები უერთდება, ამიტომ მინდა რომ თქვენს წინაშე ვთხოვო ანის ხელი. (ანი უცბად შემოტრიალდა და თვალებში მიყურებდა, თითქოს ფიქრობდა ვხუმრობდი თუ არა, მეც არ დავაყოვნე, ჯიბიდან ბეჭედი ამოვიღე და ცეცხლის წინ, ჩანჩქერისა და გიტარის ფონზე მუხლ მოდრეკილმა ცოლობა ვთხოვე.)
- გახდები ჩემი ცოლი?
წამიერად ყველას ხმამაღალი ამოსუნთქვა გაისმა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ჩანჩქერის ხმა არღვევდა, ანიმ სახეზე აიფარა ხელები და ტირილი დაიწყო, ისევ დაჩოქილმა მოვკიდე ხელზე ხელი და კითხვა გავუმეორე უკვე ატირებულ ანის.
- გამომყვები ცოლად? (ჯერ თავი დამიქნია სხვისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ ჩემთვის შესამჩნევად, ავდექი ხელები ჩამოვაწევინე თავი ავაწევინე და ვუთხარი.)
- ხმამაღლა თქვი.
- კი.
ეს იყო მომენტი რომელიც ალბათ შეუცვლელი იქნება შემთვის, ერთიანად მომაწვა ემოციები, ატირებული ანი ჩავიხუტე და ახლაღა გავიგე ყველას ყვირილის ხმა რომლებიც გვილოცავდნენ, ბეჭედი გავუკეთე და ატირებული თვალები დავუკოცნე, მერე ტუჩებში ვაკოცე მოწყვეყით და ხელში ავიტაცე, წრეზე ვაბზრიალებდი და ხმამაღლა ვყვიროდი.
- უზომოდ მიყვარხაარ.
ყველა გვილოცავდა, ტასუნა თითოეულ მომენტს იღებდა, მერე კამერა მე მომაჩეჩა და მითხრა.
- ეხლა შენ გადაიღე, ჩემს მეორე დედიკოს უნდა ჩავეხუტო.
ამის მერე იყო ბევრი სიცილი თამაში, სიმღერა, სახალისო ამბების მოყოლა და ტასუნას ჩაძინება, როცა ტასო კარავში დავაწვინე, ნინის ვთხოვე ყურადღება მიექცია და ანი ჩანჩქერთან უფრო ახლოს მივიყვანე.
- უზომოდ ბედნიერი ვარ, დღეს ყველაფერს ვინატრებდი ამის გარდა.
- ეგ როგორ გავიგო?
- იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი რომ, ამაზე ვერც კი ვიფიქრებდი და ნატვრა ხო ზედმეტია. მპირდები რომ ყოველთვის ასე გეყვარები?
- გპირდები რომ ჩვენს სიყვარულზე ლეგენდებს შექმნიან ისე მეყვარები, უზომოდ მაბედნიერებ ანი, უშენოდ არცერთი წამი არ მინდა არსებობდეს, მომაჯადივე და ამისთვის სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ჩემს გვერდით ყოფნა მოგესაჯა.
- შენზე ვგიჟდები მაო, ულამაზესი იყო დღევანდელი დღე და ამისთვის მადლობა.
- მადლობა შენ რომ არსებობ. ვაკოცე და ცოტახანში ისევ დავბრუნდით მხიარულ გარემოში. დილის 4 საათამდე ვიცინოდით. ანის ჩემს ფეხებზე ედო თავი, მე თმაზე ვეფერებოდი, ფერებაში ჩასძინებია, ამიტომ გადავწყვიტე ანი კარავში შემეყვანა, დანარჩენები ისევ განაგრძობდნენ ღამის თენებას, ანის ჩავეხუტე და ისე დავიძინე. დილით ჩანჩქერის ხმამ და ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა, ანი ჩემზე იყო მოკრული და ტკბილად ეძინა, რადგან გარეთ ისევ სიწყნარე იყო, გადავწყვიტე კვლავ დამეძინა. ცოტახანში რაღაც ხმა გავიგე, თვალების გახელა და ლაშასგან ჩვენი გაწუწვა ერთი იყო, ანის გადავეფარე, მაგრამ მაინც გაიწუწა და ყვირილი დაიწყო, გარეთ გამოვვარდი და ლაშას გავეკიდე, მაგრამ ჩასაფრებულებმა მთლიანად გამწუწეს, ვეღარ მივხვდი პირველი ვისთვის გადამეხადა სამაგიერო, ლაშა დავიჭირე და მდინარეში ჩავადგე, რადგან სულ დავსველდით, გოგოებს დავერიეთ მე და ლაშა, ყველა მდინარეში ჩავყარეთ. ანი იდგა და სიცილით კვდებოდა, ლაშამ ხელი სტაცა და ისიც წყალში ჩააგდო.
- ე ე ბიჭო რამე არ ატკინო. ( დავუღრიალე და ანისკენ გავცურე,)
- ნახე რაა ნინი შენით რომ ჩააგდე არაუშავს?
- ნინი ნინია და ეს ანია. რამე ხოარ იტკინე? (ვკითხე მზრუნველად, მაგრამ ანიმ მაიმუნობა გადაწყვიტა და გამწუწა.)
- ეგ რატო თქვი ვითომ? ანუ მე ფაფასუა ვარ? (თან სიცილით კვდებოდა და თან მწუწავდა, მერე ჩავყვინთე, ფეხებზე ხელი ჩავკიდე და წყალში ჩავაყვინთინე, მალევე ამოვედით და მისი შეშინებული სახე რომ დავინახე ვკითხე.)
- აბა ფაფასუა არ ვაროო? შეგეშინდა? (სიცილით ვკითხე და ჩავეხუტე.)
- უბრალოდ მოულოდნელი იყო, მაგრამ დავიმსახურე. (გამიცინა და ნაპირისკენ წავიდა.)
წყლიდან ამოვედით ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და ჭამა დავიწყეთ. მერე კიდევ ვითამაშეთ, ვიმღერეთ და ერთმანეთის სასაცილო თავგადასავლები მოვყევით. საღამოს 7 საათამდე დრო უცბად გავიდა, ეს დღე მართლა არ დამავიწყდება არასოდეს. თბილისში რომ ჩამოვედით უკვე გვიანი იყო, ყველა დავარიგეთ სახლში და ჩვენც წამოვედით. ნინი და ტასუნა სახლისკენ წავიდნენ, მაგრამ ტასუნა უცბად შემოეხვია ფეხებზე ანის და უთხრა.
- მამამ მითხრა რომ ჩვენთან გადმოხვიდოდი საცხოვრებლად და ღამითაც იქ დარჩებოდი, ეხლა წამოდი რა გთხოვ?
- ეხლა ვერა ჩემო ფერია, თეთრ ულამაზეს კაბას რომ ჩაიცვამს და ჩემო ცოლი დაერქმევა გპირდები სულ ჩვენთან იქნება,
- ეხლა წამოდი რაა მამას არ უსმინო, მე ხო შენი შვილი ვარ?
- შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ ტასუნა მაგრამ ეხლა რომ თქვენთან დავრჩე ლამაზი არ იქნება, ცოტას რომ გაიზრდები მერე მიხვდები რატომაც, გინდა შენ დარჩი დღეს ჩემთან?
- აუ მამიკო დავრჩები რაა ანი დედასთან გეხვეწები? (თავზე ხელი გადავუსვი და დავთანხმდი.)
- კარგი მაგრამ ერთი პირობით, როგორც კი დაწვებით დაიძინებ, ანიც დაღლილია და შენც, კარგი მამიკო?
- კი მა გპირდები ბევრს არ დაველაპარაკები.
- მაშინ წამო ეხლა ვიბანაოთ და მერე ჩამოდი.

ამ დღიდან მოყოლებული ანის წამითაც არ ვაძლევდი ჩემგან სიშორის საშუალებას,
მთელ სანათესაოს წარვუდგინე როგორც ჩემი საცოლე, მან თავისი მომხიბლელობა გამოიყენა და ყველას შეაყვარა თავი. ნიშნობიდან 1 თვე იყო გასული, ბევრჯერ დავთქვით ის როცხვი როცა ვიქორწინებდით, მაგრამ ანის სამსახურის გამო ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. ყველაზე ცუდი ის იყო რომ ანის ამერიკაში უშვებდა საავადმყოფო 3 თვით. რადგან საკმაოდ ნიჭიერი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ექთანი იყო, თან დასაოჯახებელი რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრობდა, ამიტომ მიიწვიეს პრაქტიკებზე სადაც კვალიფიკაციას აიმაღლებდა და ექიმი გახდებოდა, საკუთარ თავს ვერ მივეცი უფლება ხელი შემეშალა მისი კარიერის მოწყობაში, ამიტომ ქორწილი გაურკვეველი ვადით გადავდეთ. დღეს საღამოს მიფრინავს ანი რომელსაც მთელი ჩემი არსება მიყვება, თავიდან ვფიქრობდი რომ მეც წავიდოდი მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან მინდოდა მთლიანად ყოფილიყო ორიენტირებული სწავლით. მე სამსახურს ავამუშავებდი უკეთ და იქნებ მალე გასულიყო დრო, ახლა ანისთან ვარ და ვეხმარები ჩანთების გამოტანაში.
- იცი როგორ მომენატრები?
- აი ნახავ რა მალე გავა დრო ჩემო ანგელოზო, მალე ჩამოხვალ როგორც წარმატებული ექიმი და მერე წამითაც არ მოგიშორებ გვერდიდან, უბრალოდ ახლა არ მაქვს უფლება ხელი შეგიშალო.
- მადლობა მაო, იცოდე ჭკვიანად იყავი ეს თვეები და ისეთი არაფერი გააკეთო რაც გულს მატკენს კარგი? გენდობი და არ მანანებინო, მალე გავა 3 თვე.
- მთავარია მენდობი და გპირდები ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც გულს გატკენს, იმიტომ რომ შენით ვარსებობ. შენც ჭკვიანად იყავი, თუ ვინმე დაგადგავს თვალს იცოდე ეგრევე მეტყვი.
- ნუ ღელავ ამ ბეჭედს წამითაც არ მოვიხსნი, ასე სულ ჩემს გვერდით იქნები.
- ჩემი დედოფალი ხარ. რამდენნი ხართ ჯგუფში?
- 10 გოგო და 4 ბიჭი ვართ რა არის რო?
- არა არაფერი, კარგია გოგოები მეტნი რომ ხართ. ასე უფრო ნაკლებია შანსი რომ ვინმე გადაგეკიდოს, მაგრამ შენ ხომ ყველაზე საუკეთესო ხარ?
- მაო, არ აქვს მნიშვნელობა გადამეკიდება თუ არა ვინმე, ყოველ წამს გახსოვდეს რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ და სხვა არავინ მაინტერესებს. არავის მივცემ უფლებას ზედმეტად შემომხედოს, სხვა თუ არაფერი დანიშნული ვარ უკვე. (ხელი დამანახა და გაიკეკლუცა, ღმერთო რა გაძლებს ამდენ ხანს ანის გარეშე? ჩავეხუტე, ვაკოცე და შემდეგ ჩემოდნები დაბლა წავიღე.)
- ტასუნა სადაა რომ ვერ დავემშვიდობე?
- ნინის ყავს წაყვანილი სადღაც. არაუშავს წამოდი თორე დავაგვიანებთ.
აეროპორტში წავედით სადაც უამრავი მეგობარი გველოდებოდა ბუშტებით და წარწერებით სადაც ეწერა ,,გვიყვარხარ" და ,,მოგვენატრები". ანიმ რომ დაინახა ყველაფერი გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო, ტასუნა ისე ჩაეკრა ანის რომ ასე მგონი სალომესაც არ ეკვრის ხოლმე. მალე გამოაცხადეს ჩაჯდომა ანის რეისზე და რეგისტრაცია დაიწყო, რაც ძალა მქონდა ანის მოვეხვიე და ვაკოცე, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ გვიყორებდა, მის ტუჩებს ხომ დიდი ხნით ვემშვიდობებოდი. მერე სახე დავუკოცნე და მოვესიყვარულე, ყველას დაემშვიდობა, ბოლოს ისევ მოვიდა ჩემთან ჩამეხუტა ყელში მაკოცა და დაგვემშვიდობა. როდესაც ანი ექსკალატორზე დადგა და ზევით ადიოდა შინაგანად საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, ვინანე რომ გავუშვი, მაგრამ ახლა გვიანი იყო. თვალს რომ მოეფარა მხარზე ხელი ვიგრძენი, ლაშა მედგა წინ რომელიც რაღაცას მეუბნეოდა. თვალები ამღვრეული მქონდა და ლაპარაკი მიჭირდა.
- რაა?
- რა რაა შეჩ... არ მისმენ?
- რა გინდა თქვი მალე. (რომ მიხვდა არ მეცინებიდა ისიც დასერიოზულდა.)
- გინდა გოგოები გავუშვათ სახლში და ბიჭები სადმე წავიდეთ?
- მიდი გაუშვი. ტაქსით წავიდეთ ჩვენ.
ასეც მოვიქეცით, მე ლაშა გიო და ბექა ჩემთან წავედით ბარში. უამრავი ხალხი დაგვხვდა, ჩემი ამორჩეული მაგიდისკენ წავედით სადაც არავის ქონდა დაჯდომის უფლება და სასმელი შევუკვეთეთ.
- გავჭედავ ანის გარეშე ბიჭო, რა მეშველება?
- იმაზე იფიქრე რომ მის კარიერას უწყობ ხელს, მალე გავა დრო. (ლაშა)
- კაი შეჩ... თუ ვერ გაქაჩავ ჩააკითხავ რა ბოლო ბოლო. (ბექა)
- ხო რა ბექა მართალია, იქ ჩასვლა არ გაგიჭირდება და არაფერი. (გიო)
- ყველაზე მეტად სხვა რამის მეშინია.
- კაი ეხლა მოტვინე რას ბაზრობ ბიჭო ანიზეა ლაპარაკი, არც გაივლო ეგ გულში (ლაშა)
- მოიცა რაზე ამბობთ? ( გიო)
- აა ვითომ რო გადაუყვარდე და რამე? (ბექა)
- შანსი არაა ძმობას გაფიცებ რეებზე ვბაზრობთ? ანის თვალებს არ უყურებთ? მარტო მაო ჩანს იქ. (ლაშა)
- ბიჭო რა პონტში იგრუზავ თავს მაგ უაზრო ფიქრებით? ( გიო)
- არ ვიცი აღარაფერი რაა. მოსაწევი მინდა.
- ეხლა ატრ... შენ ძმობას ვფიცავარ. ამდენი ხანია არ გაკარებიხარ და აღარც გაეკარები. (ლაშა)
- ბიჭო რა დაგემართა? სასწავლებლადაა გოგო და 3 თვეში აქაა. რა მოსაწევი? მაგარს გაუტეხავ ანის. (ბექა)
- ხო რაა ჩამოვა და მაგარ ქორწილს დავცხებთ, მანამ მოაგროვებ ფულს და ანის ზღაპრულ ქორწილს აჩუქებ. მაგაზე ხო ყველა გოგო ოცნებობს? (გიო)
- იტოქში რაა, აქ ჩემს უფროსებად დაგტოვათ ანიმ თუ რა პონტია?
- შენ იცი რო მართლა ჩამაბარა შენი თავი? (ლაშა)
- ღადაობ?? მეც მითხრა მიმიხედეო რომ არ გაუჭირდეს უჩემობაო. (ბექა)
- აუ რძალი ნახე რაა. მეც ეგ მითხრა ზუსტად. (გიო)
ყველამ გადავიხარხარეთ. როგორც ჩანს ანიმ სათითაოდ ყველას სთხოვა ჩემს გვერდით ყოფნა. ისევ ჩემზე იზრუნა მე კი მოსაწევი მოვინდომე, უფრო გამიჭირდა ახლა მისი სიშორე, შუაღამემდე ვსვავდით, რა აღარ გავაკეთე რომ არ მეფიქრა ანის წასვლაზე. სახლში გვიან დავბრუნდით, გათიშული დავწექი ტელეფონით ხელში. მეორე დღემდე გათიშულს მეძინა, მობილური რომ ამღერდა მაშინღა გამეღვიძა, ნომერი უცხო იყო.
- ანი შენ ხარ?
- კი ცხოვრება ჩამოვედი, ნომერი ვიყიდე და ვაიბერი დავაყენე. ეხლა მივდივარ ჩვენთვის განკუთვნილ სასტუმტოში. მანდ რა ხდება?
- მოვიწყინე უშენოდ ჩემო ფერია.
- კაი ცხოვრება რა ხომ იცი მეც როგორ მიჭირს?
- უზომოდ მიყვარხარ ჩემო ოცნება. როგორ იმგზავრე?
- მოდი ვიმესიჯოთ თორემ გამეთიშება ეხლა. მიყვარხარ და გკოცნი.
- კაი ჩემო ანგელოზო გელოდები.
მთელი დღები ველაპარაკებოდი ანის, მისი მონატრება მაგიჟებდა, 1 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი სხეულის ნაწილი ჩემგან შორსაა. ბიჭები ცდილობენ გამამხიარულონ მაგრამ არ გამოსდით, თუმცა ვუფასებ იმას რომ ცდილობენ. დილით თვალების გახეგამდე გადავთვალე რომ 47 დღე გათენდა მას შემდეგ რაც ანი არ მინახავს, მისი მონატრება სულს მიფიტავდა და ძვლებს მიღრღნიდა, გადავწყვიტე რომ ბილეთი მეყიდა და მასთან ჩავსულიყავი, ოღონდ ამჯერად ანის არ ვეტყოდი არაფერს თორემ ისევ გადამათქმევინებდა, შუადღისთვის სალომესთან წავედი ტასუნას წამოსაყვანად. ბინის კარი ღია დამხვდა, პირდაპირ შევაღე კარი და ტასუნას ძებნა დავიწყე, ვესად რომ ვერ ვნახე მობილური ავიღე რომ სალომესთან დამერეკა, მობილური სახლში იყო, სიმღერაზე აბაზანიდან სველი სალომე გამოვიდა რომელსაც ატლასის წითელი მოკლე ხალათი ეცვა და მთელ ტანზე იკვეთებოდა მისი სველი ფორმები, რომ დავინახე ადგილზე გავქვავდი და მომენტალურად მივაშტერდი, მან რომ დამინახა ჯერ შეხტა, მერე სველი თმა ერთ მხარეს გადაიწია და დასველებული მკერდი უფრო გამოუჩნდა.
- მაო, აქ რას აკეთებ? არ გელოდებოდი
- ტასუნა სადაა?
- ტასუნა კლასელის დაბადების დღეზეა წასული
- ასე ადრე?
- ხო გასართობ ცენტრში არიან სავარაუდოდ საღამოს 6 საათამდე არ მოვა, ყავას ხომ დალევ? (სამზარეულოში შევიდა შიშველი ფეხებით, უკნიდან კარგად ეტყობოდა რომ ხალათის გარდა არაფერი არ ეცვა, ვიგრძები როგორ დამეჭიმა ყველა ძარღვი, ჩემში ვნებამ იფეთქა და როგორც კი გავიაზრე ეს მაშინვე ვუთხარი)
- არა, მივდივარ მე.
- მოიცა ცოტა ხნით? (ხელი მომკიდა მკლავხე და შემატრიალა, მოღეღილ ხალათში შიშველი და ნამიანი მკერდი იმზირებოდა, მკლავზე ხელი ჩამომისვა და უფრო ახლოს მოიწია.)
- გაჩერდი სალომე
- იცი როგორ მომენატრე? დავტკბეთ ამ მომენტით მაო და ჩვენ შორის დარჩეს ეს.
მის ტუჩებს ვუყურებდი მხოლოდ და ვეღარ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, თითის წვერებზე აიწია და ყურის ქვეშ მაკოცა ვნებიანად,შემდეგ მაისურის ქვეშ შეაცურა ხელი და ოდნავ დაიწყო მოძრაობა, მას შემდეგ რაც ანი შემიყვარდა ქალს აღარ გავკარებივარ, სწორედ ამიტომ იყო ეს ჩემი ვნებების პიკი და უცბად დავეტანე ყუჩებზე, გაუაზრებლად ვკოცნიდი და მხოლოდ ვნებების ჩაქრობაზე ვფიქრობდი, როცა გონება ჩავრთე უკვე საწოლზე ვიწექით და სალომეს თავი ჩემს მხარზე ედო, თავი შემზიზღდა იმის გამო რაც ჩავიდინე, უცბად წამოვხტი საწოლიდან ისე რომ სალომეს ძახილისთვის არც მიმიქცევია ყურადღება და გარეთ გამოვვარდი ისე რომ გზადაგზა ვიცმევდი, საკუთარი თავის მიმართ საშინელი გრძნობები დამეუფლა, გავიაზრე როგორ დავაბინძურე ჩემი და ანის ურთიერთობა, როგორ უნდა შემეხადა ახლა ანისთვის თვალებში და სიყვარული როგორ უნდა დამემტკიცებინა როცა სალომესთან ვუღალატე? ეს რომ ანის გაეგო არ მაპატიებდა, ან რომელი ქალი აპატიებს საყვარელ კაცს ღალატს? თან ყოფილ ცოლთან? არაკაცი ვარ, როგორ ვერ მოვთოკე თავი და სალომეს დაგებულ ხაფანგს დავაჭერინე თავი? ზუსტად ამ დროს მომწერა ანიმ, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, როგორ მეპასუხა მისთვის? რა სინდისით? ძალები მოვიკრიბე და ვეცადე ჩვეულებრივი პასუხი მიმეწერა მისთვის, როგორც ყოველდღე ვსაუბრობდით, ბარში წავედი და გათიშვამდე მივიყვანე თავი, მინდოდა დამვიწყებოდა ის წამები როცა სალომეს ვეხებოდი, ახლა ანის როგორ უნდა მოვხვეოდი? ამაზე ფიქრი მაგიჟებდა. შემეშინდა რომ სამუდამოდ დავკარგავდი. სახლში ტაქსით წავედი და მეორე დღის 2 საათამდე თავი არ ავწიე ბალიშიდან. არავის დარეკილს არ ვპასუხობდი, არავის ხმის გაგება არ მინდოდა, ან უბრალოდ არ მინდოდა რომ ხმა ამომეღო და ჩემი ხმა მომესმინა. საკუთარ თავთან ჩაკეტვამ უარესად იმოქმედა ჩემზე, რამოდენიმე დღის შემდეგ საბუთების მოგროვება დავიწყე რომ ამერიკაში წავსულიყავი, არ ვიცი რა მიზეზით გართულდა საქმე მაგრამ საელჩომ უარი მითხრა, კიდევ ვცადე მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ანისაც შევატყობინე ამის შესახებ, მასაც დაწყდა გული, იმიტომ რომ როგორც ის ამბობდა აუტანელი იყო უჩემობა ისე ვენატრებოდი. მის დაბრუნებამდე 1 კვირა რჩებოდა, დღეებს თითებზე ვითვლიდი, თითქოს სალომეს ამბავი გადავლახე, ან უბრალოდ საკუთარ თავს ავუკრძალე მასზე ფიქრი და საერთოდ მისი სახის დანახვა. გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ანი არ მაპატიებდა ამას, ამიტომ რაღაც უნდა მეღონა, ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე ანი მაშინვე მომეყვანა ცოლად რა დღესაც ჩამოვიდოდა და ქორწილი 1 კვირაში გადაგვეხადა, იმაზეც ვიფიქრე რომ ქორწილამდე რომ გაეგო როგორღაც მაინც დამშორდებოდა, ამიტომ ხელის მოწერა გადავწყვიტე. ამ სიურპრიზის შესახებ ყველას გავაგებინე, ისე გვარდებოდა ყველაფერი რომ ანი არაფრის აზრზე არ იყო. დიდი ხვეწნა არ დამჭირვებია აეროპორტის ადმინისტრაციასთან რომ ხელმოწერის ცერემონიალი გაგვემართა, გეგმა ასეთი იყო: აეროპორტში ვრთავდით ყვავილებით და ბურთებით ყველაფერს, გასასვლელის მხარეს ერთი ლამაზი თეთრი საქორწინო არკა დავდგით სადაც წინ მაგიდა დავუდგით, ეს ყველაფერი ყვავილებით გავალამაზეთ და იმ ადგილას სადაც ანის უნდა გამოევლო ვარდის ფურცლები დავყატეთ, ყველა ჩვენ გვიყურებდა და გვგულშემატკივრობდა, ხელში ლამაზი თაიგულით მოუთმენლად ველოდებოდი ანის სახის დანახვას, სასიამოვნო სიმღერის ფონზე როგორც იქნა გამოჩნდა ანი, თავიდან ბოლომდე დამიარა მონატრებამ და სასიამოვნო გრძნობამ, გულის ცემა საგრძნობლად ამიჩქარდა, ხელები ამიკანკალდა და თვალს არ ვაშორებდი ცემსკენ მომავალ ანის რომელსაც მიანიშნეს სით უნდა გამოევლო, მისკენ წავედი, როგორცკი დამინახა ყველაფერი დაყარა ძირს და ჩემსკენ გამოიქცა, მთელი ძალით შემომახტა და კოცნა დამიწყო, გარშემო აღარაფერი მესოდა და ვეღარაფერს ვხედავდი, მხოლოდ ანის ვგრძნობდი, ვხვდებოდი რომ დამთავრდა ის ტანჯვა რასაც კილომეტრები გვაყენებდა:
- როგორ მომენატრე ჩემო დედოფალო
- ღმერთო აქ ვარ უკვე შენს გვერდით ვარ არ მჯერა მაო. (უზომოდ მიჭერდა ხელებს, ახლაღა გაიგო ხალხის ემოციები, გარშემო მიიხედ-მოიხედა და მერე მე შემომხედა, მე თაიგული გავუწოდე და კითხვაზე თუ რა ხდებოდა ვუპასუხე:)
- ცოლად მომყავხარ,
- რაააა? (ჯერ იყვირა და მერე ტირილი დაიწყო,)
- რა და ჩემი ცოლი ხდები ანი, ამიერიდან ვეღარაფერი დაგვაშორებს.
ხელები მომხვია და ტირილს უმატა.
- რა გატირებს სულელო?
- უზომოდ მიყვარხარ მაო. ჩემი ბედნიერება ხარ შენ.
- ჩემო პატარა ქალბატონო, მეც სიგიჟემდე მიყვარხარ. (მის ტუჩებს დავეკონე და მერე ვანიშნე საითაც უნდა წამოსულიყო, მეჯვარეები ნანკა და ლაშა იყვნენ. როდესაც ხელის მოსაწერად მივედით და პირადობის მოწმობები გადავეცით დასარეგისტრირებლად ბექა აყვირდა.)
- თქვენი ბავშვის ნათლია მეც უნდა ვიყო, ამიტომ დაზღვევა რომ მქონდეს მეც გიდგები ძმაო მეჯვარედ.
- რა გეშველება ბექა? (სიცილით მიაყარა ლაშამ და ახლა ციკო ატყდა)
- მაშინ მეც ვიქნები და გავთანაბრდებით რაა
- მოხარული ვიქნები თუ ოთხივე ცვენი ბედნიერების მოზიარენი იქნებით. (თქვა ანიმ და გულზე მომეხუტა, მალევე მოვაწერეთ ხელი და რესტორანში წავედით აღსანიშნავად, ანი უკვე შემი ცოლი იყოდა ეს სიგიჯემდე მაბედნიერებდა, არაამქვეყნიური იყო ის განცდა რასაც ახლა განვიცდიდი და რასაც ანის თვალებში ვხედავდი.)
- ყველაზე გიჟი ქმარი მყავს მსოფლიოში.
- რაც მთავარია ძალის გამოყენება არ დამჭირვებია
- აა, ანუ აპირებდი?
- შენი აზრით? ყველაფერზე წავიდოდი ცემო ცხოვრება რომ დღეს ჩემი ცოლი გამხდარიყავი.
- ხოდა მაგიტომაც მყევხარ გიჟი და ეს უზომოდ მომწონს. ხვდები რომ შენი ძველი ცხოვრება აღარ არსებობს?
- დიდი ხანია უკვე მაგაზე ვოცნებობ. (წამით გამიელვა იმან რომ ანი გაიგებდა სალომესთან მომხდარს, მაგრამ მაპატიებდა იმტომ რომ ესეც წარსულში დარჩა.)
მიუხედავად იმისა რომ ანი უზომოდ იყო დაღლილი მაინც იქამდე გაცერდა რესტორანში სანამ ყველამ ერთად არ მოითხოვა დაშლა. სახლში შევიყვანე უკვე ჩემი ცოლი და ქორწილზე დავუწყე ლაპარაკი, არ მინდოდა ჰგონებოდა რომ ქორწილი არ ექნებოდა.
- ჩემო ულამაზესო, ქორწილი უახლოეს დღეებში იქნება, მთავარია კაბა და რესტორანი აარჩიო.
- მართლა? ანუ კაბას ჩავიცვამ?
- მაგაში ეჭვი შეგეპარა შე ბოთე?
- რავიცი მე მეგონა რომ...
- არანაირი მეგონა, შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ, ამიტომ თეთრ საქორწინო კაბასაც ჩაიცვამ, თან თუ შენი უმნიშვნელო სურვილი იქნება, კაბის ჩაცმამდე არ გაგეკარები,
- მაგაზე წამსვლელი ხაარ? (ეშმაკურად მკითხა და გაოცებული თვალები მომანათა)
- პირობას ვდებ. მართალია რთული იქნება მაგრამ სადაც ამდენი გელოდე, რამოდენიმე დღის მოცდა არ მომკლავს, მთავარია შენ იყო კმაყოფილი, თან შემეჩვევი მანამდე და არ დამემორცხვები.
- რას გულისხმობ?
- იმედი მაქვს არ გინდა რომ ყველა აალაპარაკო ჩვენი სხვადასხვა სახლში ცხოვრებით. რადგან ჩემთან ბევრნი არიან, აქ ვიყოთ ეს დღეები და ქორწილის მერე მოვტყდეთ ეგვიპტეში.
- კარგი, თანახმა ვარ შენს პირობებზე. (კისერზე მომხვია ხელები და მაკოცა, მერე აბაზანაში შევიდა, მალევე გამოვიდა, მე ტელევიზორს ვუყურებდი და ისე ველოდებოდი, ძალიან ვიყავით ორივე დაღლილები, ამიტომ მალევე დავიძინეთ.)


**************************
ყველაფრის ოცნება შესწევს ჩემს გონებას, მაგრამ იმის არა რაც მაომ გააკეტა, ახლა უკვე მისი ცოლი ვარ, ასე მოულოდნელად და დაუგეგმავად, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ, მთელი ღამე გათიშულს მეძინა, მგზავრობა და ემოციებისგან დაცლა დამღლელი აღმოჩნდა, დილით რომ გავიღვიძე მაო სახლში არ დამხვდა, სამზარეულოში წერილი დამხვდა: ,,ჩემო ულამაზესო ცოლო, მე სამსახურში წავედი, რომ გაიღვიძებ ეგ საუზმე მიირთვი და მერე დამირეკე, ტასუნაც ჩამოიყვანე თორემ სახლი გადადგა ანისთან მინდაო. გკოცნი და მიყვარხარ.“ გამეღიმა, მის გამზადებულ საუზმეს დავხედე და კრუასანის ჭამით წავედი მობილურისკენ. რადგან არ მიპასუხა მაომ, ჩავიცვი და ტასუნასკენ გავემართე, კიბეებზე სალომე შემხვდა, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა მისი დანახვისას, ირონიულად გაიღიმა და მომაჩერდა.
- გავიგე გუშინ ხელი მოგიწერიათ, გილოცავთ.
- მადლობა. (გზა გავაგრძელე ისე რომ არც შემიხედავს მისთვის)
- დარწმუნებული ვარ ისე არ მოგიყვანდა ცოლად, იმ ვნებიანი სექ.ის შესახებ რომ არ მოეყოლა რაც გვქონდა, რამდენიმე დღის უკან.
- ზუსტად მიმხვდარხარ, უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ ერთია რა ხდებოდა ჩემამდე და მეორეა რა მოხდება ჩემს შემდეგ ამას აქვს მნიშვნელობა, უი მართლა ტასუნასთვის ნამცხვარი დამავიწყდა, (ეს ვუთხარი და სახლში შვბრუნდი კარი მივხურე და მას ავეკარი ვგრძნობდი ფეხებში ძალა მეცლებოდა გონებაში მხოლოდ მისი სიტყვები ტრიალებდა, ღრმად ამოვისუნთქე და საკუთარ თავს შემოვუძახე, არა ანი დამშვიდდი მაო ამას არ გაგიკეთებდა, ჩემმა მეორე მემ არ დააყოვნა და ალაპარაკდა, იქნებ მართალია და სწორედ ამიტომ მომაწერინა ხელი ასე საჩქაროდ, თავზე ხელი გადავისვი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი სანამ მაოსგან არ გავიგებდი ყველაფერს იქამდე არაფერს დავიჯერებდი, უკვე ვიცოდი სალომეს ხრიკების შესახებ რომ ის ყველაფეზე იყო წამსვლელი ამიტომ ჩავთვალე რომ ესუბრალოდ ჩემს გასამწარებლად მითხრა და სწორედ ამიტომ გავეცი პასუხი, გადავწყვიტე დავლოდებოდი მაოს და გამერკვია სიმართლე, ავიღე ტელეფონი და დავურეკე.
- ხო ჩემო დედოფალო
- რას შვრები მაო მალე მოხვალ?
- კი ჩემო სიცოცხლე წამოვედი უკვე რაღაც იყო გასარკვევი და გავარკვიე ამიტომ მომიწია შნი დატოვება, გინდა რამე წამოვიღო?
- არაა არაფერი მალ მოდი,
- რაარი რა ხმა გაქვს რამე მოხდა?
- არა არაფერი მოდი მალე
- კაი ჩემო ლამაზო გკოცნი.
ტელეფონი დავდე და დავჯექი გაქვავებული საკუთარ თავს ვთხოვდი რომ ეს უბრალოდ მწარე ტყუილი ყოფილიყო, მალევე მოვიდა მაო და როგორცკი შემოვიდა და დამინახა სახე შეეცვალა
- რა მოხდა?
- სალომე ვნახე და ყველანაირად ეცადა გუშინდელი დღე ჩაეშხამებინა
- რა გითხრა?
- ისეთი რამ რაც ზუსტად ვიცი რომ ტყუილია უბრალოდ მაინც იმოქმედა ჩემზე
- რა გითხრა?
- ჯერ მომილოვა და მერე მითხრა დარწმუნებული ვარ მაო სანამ მოგიყვანდა ცოლად იქამდე აუცილებლად გეტყოდა იმ ვნებიანი სე..ის შესახებ რაც რამოდენიმე დღის უკან გვქონდაო
- მაგას შ. ხოარ აქვს? რა არამოდენიმე დღის უკანო მოვკლავ მაგის დედ.....
იმდენად გაბრაზდა და ყვირილზე გადავიდა ცოტა შემეშინდა სიმართლის მოსმენის,
- ჩემი ნათქვამიდან მარტო რამოდენიმე დღეზე გაიგე? თუ რამე უნდა ვიცოდე მითხარი
- ანი სიცოცხლეს მირჩევნიხარ ეს ხომ იცი
- მაო ნუ მაშინებ უბრალოდ მითხარი ხომ ტყუილია
- ანი.... (ორივე ხელი თავზე გადაისვა და გაჩუმდა)
- რა ანი მაო, მართალია რაც მითხრა?
- არა მართალი არაა უკვე 2 თვეა არც მინახია,
- უფფ ამოვისუნთქე, აბა რაში დასჭირდა ასეთი საშინელი ტყუილის თქმა ნეტა?
- ანი, მისმინე აღარ მინდა რამე დაგიმალო, გთხოვ მისმინე მაგრამ ისე რომ არ შემაწყვეტინო,
- და რა დამიმალე რო?
- 2 თვის უკან... 2 თვის უკან დავუშვი ისეთი შეცდომა რისი პატიებაც ადვილი არ იქნებოდა, მე კიდევ დედამიწაზე ყველაზე მეტად შენი დაკარგვის მეშინია
სახე გამიშრა გულმა ფრთხიალი დაიწყო და მივხვდი რომ რაღაც საშინელებას მეტყოდა მივხვდი რომ მთლად ტყუილი არ იყო სალომეს ნათქვამი აღარ მინდოდა მაოსმოსმენა იმის შიშით რომ გული მეტკინებოდა.
- მაო
- არა ანი გთხოვ მომისმინე გთხოვ,ვიცი რომ გამართლება არ მაქვს ვიცი რომ იმის მიუხედავად რომ სულ გიმეორებდი გულს არ გატკენ მენდე მეთქი მაინც დავუშვი ეს შეცდომა და ამ ხნის მანძლილე ძალიან მწარედ მახსენებს თავს ეს შეცდომა მაგრამ უნდ გითხრა, უნდა გითხრა... მე... მე 2 თვის უკან სალომესთან ავედი ტასუნას წამოსაყვანად და... და სალომეს ანკესზე წამოვეგე ოღონდ ეს ისე მოხდა წამებში ვერც გავიაზრე, გთხოვ მაპატიე, ძალიან მეშინოდა შენი დაკარგვის და იმის შიშით რომ არ დამეკარგე დედამიწაზე ყველაზე ეგოისტურად მოვიქეცი და სასწრაფოდ დავქორწინდი შენზე, გთხოვ მაპატიე,
- დაამთავრე?
- .... მაპატიე გთხოვ
- გაეთრიე ჩემი სახლიდან და ჩემი ცხოვრებიდან მერაბ ( გაყინული და ცივი ხმით ვუთხარი ისე რომ თვალი არ დამიხამხამებია, არ დავანახებდი იმ ტკივილს რაც ჩემში დაატრიალა, კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას და ამიტომ ტონს ავუწიე)
- გაეთრიე მეთქი!
- ანი გთხოვ ასე ნუ მომექცევი
- შენი დანახვაც კი აღარ მინდა გაეთრიე აქედან ,
- გთხოვ ვილაპარაკოთ,
- რაზე მაო? (თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებმა გზა იპოვეს, ხმის ტონში საშინელი ტკივილი იგრძნობოდა) რაზე ვილაპარაკოთ მაო? იმაზე რომ შენი შვილის დედასთან იწექი? იმაზე როგორ დაიკმაყოფილე ველური ვნება? იმაზე რომ ეს უბრალოდ როგოთ ქალთან არ გააკეთე და იმ ქალთან იყავი რომელზეც შენი პირით ამბობდი რომ მეზიზღებაო? იმ ქალთან რომლელთანაც წლები ცხოვრობდი? არააა! მოდი იმაზე ვილაპარაკოთ უარესად როგორ მომატყუე და ხელი მომაწერინე, ხო ჯობია ამაზე ლაპარაკი, დიდი ხანი გეგმავდი ჩემთვის თვალების ახვევას? მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. (ბოლოს უკვე ყვირილზე გადავედი ცრემლები გაუჩერებლად მომდიოდა და ვგრძნობდი რომ ისტერიკაში ჩავვარდი, თვალებიდან ვეღარაფერს ვხედავდი და როგორცკი მივხვდი რომ მკლავზე მაო შემეხო სულ გავგიჟდი და ყვირილს ვუმატე ხელი ვკარიდა რაც ძალა მქონდა ვკიოდი.)
- არ გაბედო, შენი ბინძური ხელებით შეხება აღარასოდეს გაბდო, გაეთრიე წადი, მომშორდი, აღარ დამენახო წადიიი, წადიიი....
დავინახე რომ კარი გაიხურა და რაც ძალა მქონდა მაგიდაზე მდგარი ლარნაკი თავისი ყვავილებით რომელიც წინა დღეს მაჩუქა კარს ვესროლე და დავიყვირე რომ როგორმე დამეცალა კივილით ის ტკივილი რაც ჩემში იყო, ვიგრძნი როგორ გამომცალა ფეხებში ძალა და მუხლებზე დავვარდი, ქვითინი დავიწყე და მუშტებს ვურტყავდი იატაკს, წამებში ისევ გაიღო კარი და ნინი შემოვარდა ასე რომ დამინახა უცბად ჩაიმუხლა გულში ჩამიკრა და ჩემს დაწყნაებას შეეცადა,
- დამშვიდდი ჩემო ლამაზო გთხოვ დაწყნარდი, ასეთი რა გაგიკეთა გთხოვ ცოტა დამშვიდდი, (მე გულამომჯდარი ვტიროდი არ მქონდა არაფრის თქმის თავი უბრალოდ რამოდენიმე სიტყვა ამომხდა)
- თან სალომესთან ღმერთო რატოოომ რატოოოომ ( უფრო ვუმატე ტირილს, როგორც ჩანს ნინიც მიხვდა რაში იყო საქმე უფრო ჩამიხუტა და ტირილი დაიწყო)
- არცკი ვიცი რა გითხრა ანი, იტირე იქნებ ცოტა მოგეშვას გულზე, ( ისევ ჩამეხუტა და ტირილს უფრო ვუმატე)



****************
კარი გამოვიხურე და ნინისთან გავვარდი,
- ჩქარა ჩადი ანისთან მარტო არ დატოვო
- რაა? რა მოხდა?
- ჩქარა მეთქი
დავიყვირე და კარისკენ ვანიშნე , ნინიც უცბად წამოხტა და დაბლა ჩავიდა მეც გავყევი, კარი რომ შეაღო ნინიმ და ანი ჩამუხლული დვინახეუფრო შემზიზღდა თავი, ეს რა ვქენი ღმერთო ეს რა გავაკეთე, არასოდეს მაპატიებს
არც ვარ ღირსი პატიების, რამდენჯერ დავპირდი რომ გულს არ ვატკენდი, რამდენჯერ და რა გავაკეთე, ახლა რა ვქნა როგორ მოვიქცე, სალომე...მოგკლავ შენი დ............ კიბეებზე დავეშვი და მანქანა მოვაბზრიალე სალომესთან წამებში ავედი კარზე რაც ძალა მქონდა ვაბრახუნებდი და ვყვიროდი რომ გაეღო, გააღო თუარა შშინებული მზერ დავიჭირე ხლებჩი ჩავაფრინე და ბოლო ხმაზე ვუღრიალე
- რატოოოო, რატო მიქარე შე გველო, ( ხელი ავწიე უნდა დამერტყა მაგრამ სახეზე რო აიფარა ხელი მივხვდი რას ვაკეთებდი და ჰაერში გავაჩერე ხელი) მიმიფურთხებია შენი ქალობისთვის, ზიზღის ღირსივ კი არ ხარ ისეთი სულმდაბალი ხარ, (გამოვბრრუნდი აღარ მინდოდა მისი დანახვა და ზურგს უკან მომესმა ხმა.)
- როგორც ჩანს მისი ღირსება შეილახა არაფერიც არიცოდა და სულ ტყუილად მომაჩვენა თავი თითქოს ყველაფერი იცოდა და ფეხებზე ეკ..ა
მისი ირონიული ტონით ნათქვამი ეს სიტყვები ჩემთვის აღმოჩნდა საზღვრის იქით ვეღარ მოვთოკე თავი შევტრიალდი თუ არა მოწყვტის გავარტყი სახეში,
- ეხლა ვისი ღირსება შეილახა? თუმცა ეგ რაარის შენ არცკი იცი არამც თუ გაქვს, (მკლავები დავუჭირე და ისე ვუთხარი)
- აღარასოდეს აღარ დამენახო აღარსად არც მე და აღარც ანის თორე ჩემი დედ........ მოგკლავ გაიგეეეეე? მოგკლავ უკან არ დავიხევ მპკლავ შენი დ........... გაიგეეეეეეე?
კარი გამოვიჯახუნე და წამოვედი რამოდენიმე წამო გავჩერდი სახეზე ხელი მოვისვი არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, ტვინში სისხლი მექცეოდა ანის ტკივილს რომ წარმოვიდგენდი, მედნდობოდა თან თვალდახუჭული მაგრამ ეს ნდობა წამებში გავაქრე ერთი დაუფიქრებელი ვნების აყოლით, ჩემი თავის მიმართ ისეთი საშინელი გრძნობა დამეუფლა სხვა რომ ყოფულიყო ცემაში სულს ამოვხდიდი, მუშტი გავუქანე კედელს და ბოლო ხმაზე დავიყვირე, ხელი საშინლად მეტკინა მაგრამ ეს არაფერი იყო იმ გულისტკივილთან რასაც ანი განიცდიდა, თითებს ვეღარ ვამოძრავებდი მეორე ხელით ტელეფონი ამოვიღე და ლაშას დავურეკე, მანქანის კარი მარცხენა ხელით გავაღე ისე მტკიოდა თითებს ვერ ვგრძნობდი, სისხლი რომ მოვიწმინდე უარესად მეტკინა და თავი დავანებე, რულს ერთი ხლით ვატარებდი ლაშასთან რო მივედი და დამინახა გაშრა.
- რა გჭირს შე....
- ვიბრიდები ლაშა ისეთი სამარცხვინო რამე გავაკეთე როგორ მოვიქცე არ ვიცი,
- ხელზე რა გჭირს ბიჭო
- არაფერი
- რაარაფერი თითებს რა ჭირს შე...
ხელს დავხედე და ორი თითი უაზროდ იყო დაგრეხილი
- ამი დედას შ.....
- მოიტეხე?
- არ ვიცი დაიკიდე
- რა დავიკიდო ბიჭო რას გავს წამომალე
- სად
- რა სად შ..ხოარ გაქ ბიჭო მოტეხილია
- დაიკიდე მეტის ღირსი ვარ
- დროზე მეთქი და მოყევი რა მიქარე
კიბეებზე დავეშვით და სანამ ჩავედით კივეევზე ვუთხარი
- 2 თვის უკან სალომესთან მქონდა სე.. და დღეს უთხრა იმ გველმა
- რაა?
- რა რაა შე... რაც გაიგე
გაჩერდა გაყინული სახით შემომხედა და მოულოდნელად ისეთი მხია სახეში წავბარბაცდი, არ ველოდებოდი, ჯერ გავბრაზდი მაგრამ მივხვდი რომ დავიმსახურე და ხმა არ ამომიღია ხელი მოვისვი ტუჩზე რომელიც კუთხეში გადასკდა მოვიწმინდე სისხლი და გზა გავაგრძელე, ლაშა უკან ჩამომყვა ჩუმად მანქანასთან რო მვედი გაყინულმა მითხრა
- გასაღები მომეცი
ხმა არ ამომიღია გასაღები მივეცი და გვერდით ჩავჯექი, ხმა არცერთს ამოგვიღია, საავადმყოფოში რომ მივედით მაშინ მითხრა ერთი გადადიო და მეც ჩუმად გადავედი,როგორც აღმოჩნდა ამოვარდნილი მქონია ორივე კანი დმიმუშავს და თითები ჩამისვეს მერე სურათი გადამიღეს და გამომიშვეს 1 თვე გიფსში უნდა მქონოდა წალმებიც დამიწერეს ტკივილის დროს რა უნდა დამელია და ლაშასთან გამოვედი,
- გადარჩი?
- ამოვარდნილი იყო დიდი არაფერი
- ხოდა სანამ მე მომიტეხია ეგ ხელები მომიყევი ეხლა რა როგორ იყო.
წამოვედით ბარში ჩავედით და დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, მიწასთან გამასწორა მე ხმა არ ამომიღია იმიტომ რომ ვიცოდი ღირსი ვიყავი ღამის 1 საათზე ნინის დავურკე.
- გისმენ
- როგორაა დამშვიდდა ცოტა?
- რაში გაინტერესებს მაო?
- გთხოვ ნინ უბრალოდ მითხარი როგორაა?
- ეგ კითხვა ყველაზე უადგილოა მაო, განადგურებულია 1 საათის უკან ძლივს ჩაეძინა, რაღაცეები დავალევინე
- რა დაალევინე გოგო
- დამამშვიდებლები მაო, რამდნჯერაც ჩაეძინა იმდენჯერ ტირილით გაიღვიძა 10 15 წუთში და ეხლა 1 საათია ძინავს
- ჩემი ანგელოზი,რადღეში ჩავაგდე
- შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამხელა ტკივილია როცაენდონი და ნდობას ასე გიმტყუნებს საყვარელი ადამიანი, ქალები დაილია ბიჭო? ნებისმიერთან წასულიყავი მაგრამ სალომე?
- ანიც მაგას ამბობ ხო?
- აბა რას იტყვის? სუ ფეხებზე დავიკიდებდი სხვა ნებისმიერსო, მაგრამ სალომე სულ სხვააო, რამდენჯერაც ტასუნას წამოსაყვანად მივა იმდენი მასე უნდა ოიქცესო? გიჟსგაცს და ვერც ვერაფრით ვანუგეშებ,
- ფუ ჩემი დ....
- ნუ იგინები გვიანია ეხლა, ან ეს ცოლადმოყვანა რაღა იყო ბიჭო რატო არ მითხარი არაფერი?
- არ ვიცი ნინ ძალიან შემეშინდამისი დაკარგვის,
- და ეხლა არ კარგავ? დახია ქორწინების მოწმობა
- რა ქნაააააა?
- ხო დახია სულ დაანაკუწა არ ვარ მაგის ცოლი და არც არასოდეს ვიქნებიო,
- ვახ ჩემი, როგორ მოვიქცე ნინ მითხარი გთხოვ, თოკოს რო ეგ შეეშალოს შენ რას იზავდი?
- ჯობია მაგაზე არ გიპასუხო
- რატო
- პასუხი არ ოგეწონება და იმიტო
- რას იზავდი
- დავშორდებოდი მაო, არასოდეს ვაპატიებდი, მით უმეტეს ანის და ნიკას წარსული იცი რის გამოც დაშორდა ნიკას
- არა ნინგთხოვ მაგას ნუ ამბობ
- ეხლა ნუ ვამბობ მაო? რაზე ფიქრობდი ჰაა,
- არ ვიცი ტასუნას სუნთქვასგეფიცები არ ვიცი რა დამემართა
- არ ვიცი მაო, ჩემი ხმა ხარ დაიციროგორ მიყვარხარ მაგრამ წამოდგენა არ მაქვს რა გიშველის, ვერც ვერაფრით გაგამართლებ
- ვიცი, რო მოვიდე და დავხედო?
- არა დამიჯერე რამოდენიმე დღე არ დაენახვო გადახარშოს ცოტა დაალაგოს აზრები ჩაწყნარდეს ჯერ, არ შეეხმიანო
- ვერ გავძლებ ნინ ანი ჩემი ნაწილია
- თუარ გინდა ეგ ნაწილი სამუდამოდ დაკარგო დრო მიეცი დამიჯერე.
- კარგი, არ დატოვო გთხოვ არცერთი წამით და ყველაფერი მითხარი ხოლმე შენი იმედი მაქვს
- ღმერთს მადლობა მოუხადე რო შენი და ვარ თორე მოგკლავდი დახმარების ნაცვლად.
- ვუხდი, კაი მიდი და გამაგებინე ყველფერი რა დროც არ უნდა იყოს
- კაი. მისმინე შენ როგორ ხარ
- დაიკიდე ანის მიმიხედე კარგად გთხოვ.
გავუთიშე და ყელში ბურთი მომადგა ღრმად ჩავისუნთქე და ღმერთს ვთხოვე როგორმე დამმხმარებოდა ამ ერთხელ და მეტჯერ აღარასოდეს მივქარავდი მსგავსს არაფერს. ორი დღე მხოლოდ ნინისგან ვიგებდი ანიზე ცოტა ჩამშვიდებულა ნინიც თავის მხრივ ცდილობდა სიტუაცია გაენეიტრალებინა ტასუნა ცდილობდა გაემხიარულებინა , ვგრძნობდი რომ მის გარეშ ვეღარ ვსუნთქავდი უბრალოდ დანახვაც საკმარისი იქნებოდა ამიტომ ღამის 2 საათზე გადავწყვიტე სახლში ჩუმად შესვლა და მისი ანგელოზივით სახის ნახვა, კარი ჩუმად გავაღე და საძინებელში შევიპარე გული მომილა იმის დანახვამ რაც საწოლში ხდებოდა ანი ტანსაცმლითვე მიწოლილა ჩვენი სურათი ჰქონდა ჩახუტებული მუხლები მოკეცილი და ხელში სალფეთქი ჰქონდა მოჭმუჭნული,ტანზე ფრთხილად მივაფარე და იქვე ჩამოვჯექი ვუყურებდი და ვფიქრობდი ერთ უგუნურ საქციელს როგორ შეუძლია ყველაფრის განადგურბა ვიხსენებდი ჩვენს პირველ შეხვედრას მის საქციელებს და კიდევ ერთხლ მივხვდი რომ ანი განძი იყო რომელსაც ვერ გავუფრთხილდი, ძალიან ფრთზილად ავდექი და მისი თმის სურნელი შევისუნთქე თვალები დავხუჭე და ძალიან ფრთხილად ვაკოცე თავზე,სახლსში არ ავედი პირაპირ ლაშასთან გავედი და ისევ იქ დავრჩი, დავწექი და მისი თვის სურნელის გახსენების შემდეგ ჩამეძინა.



***************



ორი დღე გავიდა რაც მაოზე არაფერი მსმენია, მაინტერესებდა როგორ იყო ვხვდებოდი რომ ნინის ეკონტაქტებოდა მაგრამ ნინი მე არაფერს მეუბნევოდა გული საშინლად მტკიოდა, ჩემს ერთ ნაწილს უზომოდ ენატრებოდა მაო მაგრამ მეორეს საშინლად არ უნდოდა მისი დანახვა რომ არ გახსენებოდა როგორ მოექცა მაო ჩვენს გრძნობას, დილით ადრე გამეღვიძა სახლში თითქოს მაოს სუნამოს სუნი იდგა უცბად წამოვხტი, მიფარებულზეც მივხვდი რომ სახლში იყო, ერთდროულად მომინდა მისი ნახვაც და არ ნახვაც, უცბად დავიბენი არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, გარეთ გამოვედი და ძებნა დავუწყე მაგრამ ვერსად რომ ვერ ვნახე გული დამწყდა, მივხვდი რომ ღამით იყო მოსული და ისევ წასულა, სამსახურში წავედი, ნინისაც ველაპარაკე და ვცადე ცოტა მხიარულად დავლაპარაკებოდი, დღის ბოლოს როდესაც გამოცდიოდი საავადმყოფოდან ლაშა დამხვდა,
- ლაშაა აქ რა გინდა ხო მშვიდობაა?
- მშვირობის რა გითხრა ჩემი დებილი ძმაკაცის გადამკიდეს შენ გელოდბოდი, როგორ ხარ
- მაომ გამოგგზავნა?
- არაა, მე მინდოდა შენი ნახვა, წამო რა სადმე შევიდეთ ცივა
- ლაშა ხო იცი რომ ძალიან მიყვარხარ მაგრამ მაოზე არ მნდა ლაპარაკი თან შენთან გთხოვ ნუ მიწყენ
- კაი რძალო რა უნდა გიწყინო, შენც ნუ მიწყენ მაგრამ მოგვიწევს ლაპარაკი გთხოვ რაა ჩემი ხათრით
- კაი ცოტახნით მაშინ
- ჩემი დაიკო ხარ რაა.
ისე მენატრებოდა მაო რომ მინდოდა მასზე რამის გაგება მაინც მაგრამ ეს ისე უნდა გამეკეთებინა რომ დამენახვებინა ლაშასთვის თითქოს სულერთი იყო მაო ჩემთვის, კაფეში შევედით შკვეთა მივეცით და ლაშამ დაარღვია სიჩუმე,
- ისევ ძაან ცუდად ხარ ალბათ ხო?
- არ დაგიმალავ და კი ლაშა
- ვიცი რო ძალიან ცუდად მოგექცა მაგის გამო მიიღო ჩემი მხრიდან როცაგავიგე ეგ ამბავი
- იცოდი?
- არაა, შენ რომ გაიგე მაგ დღეს მოვარდა ჩემთან შეშლილს გავდა და მაშინ მომიყვა, ვეღარ მოვითმინე და პირველად ავწიე ჩემ ძმაზე ხელი
- ეგ რას ნიშნავს
- ისეთი ვხიე სახეში ტუჩი გაუსკდა
- ძალიან კარგი ეგ ფიზიკური ტკივილია და სულის ტკივილთან ვერაფრით მივა მაგრამ მაინც კარგია რაღაც რომ ეტკინა
- არ ვამართლებ მაგრამ ისე სტკივა სული რომ ეგ დარტყმა არც კი შუმჩნევია
- კარგი რაა
- არა ანი არ ვიქნები მართალი თუ ამას არ ვაღიარებ, ადამიანს არ გავს ასეთ მაოს პირველად ვხედავ ადრე აგრესიას მაინც გამოხატავდა ხოლმე და ეხლა ურეაქციო რობოტი გახდა არც ჭამს დადის ზომბივით და გაიძახის როგორ დავიმსახურო პატიებაო
- ვერაფრით ლაშა, ეგ აღარასოდეს აღარ მოხდება
- კაი რა რძალო, მასე რატო ამბობ
- რძალს ნუ მეძახი ლაშა გთხოვ, ის რომ მაოზე მელაპარაკები და მე გისმენ არ მიშნავს რომ რამე შეიცვალა, უბრალოდ შენ გცემ პატივს და ხათრი ვერ გაგიტეხე
- მოგვარდებით ანუშკი სხვა გზა არ გაქვთთორე ორივე დაიღუპებით
- მე არდავიღუპები და იმას რაც უნდა ის უქნია გთხოვ რა ხომ მოგისმინე ეხლა გვეყოს აღარ მინდა მისი სახელის ხსენებაც კი.
- კაი როგორც გინდა, მაშინ სანამ შევჭამთ შენზე მოყევი რამე
- აღარ მშია დაღლილი ვარ წავალ მე კაი?
- კაი მოიცა მე გაგიყვან
- კაი
გზაში ხმა აღარ ამომიღია, სახლში ავედი წყალი გადავივლე და სამზარეულოში ვფუსფუსებდი კარზე ზარი რომ იყო გავედი და სალომე ამესვეტა.
- ტასუნას მამას თუ ეძებ აქ არ არის
- შენთან მოვედი, შეიძლება?
- არა არ შეიძლება ნახვამდის
- ანი ბოდიში მაქვს მოსახდელი, არ მოვიქეცი სწორად არც მაშინ როცა ხაფანგი დავუგე და არც იმ დღეს როცა შენ გითხარი
- არ მაინტერესებს სალომე
- არა გთხოვ მათქმევინე და თუ გინდა სულ ნუ გაიგებ, ტასუნას გამო გადავდგი ეს ნაბიჯი, ძალიან განიცდის თქვენს უთანხმოებას ტასუნა მაოს ძალიან ყვარებიხარ არასოდეს ქალზე ხელი არ აუწევია მაგრამ შენს გამო ამაზეც წავიდა და საერთოდ რადგან ასე განიცდის ტასუნა ამ ამბავს მინდოდა მოვსულიყავი და ეს ყველაფერი მეთქვა შენთვის,
- სალომე ძალიან ვარ დაღლილი თუ მორჩი კარს მოვხურავ
- კარგი როგორც გინდა მე ჩემი გითხარი
კარი მივხურე და გავიფიქრე ყველამ ერთად როგორ შეკრა პირითქო, გული ისე მქონდა ნატკენი არავისი ნათქვამი არ მინდოდა გონებაში დამრჩენოდა რომ გული არ მომბრუნებოდა მაოზე, ნინისაც ველაპარაკე და რადგან თოკო უნდა ენახა მალე წავიდა მალევე დავწექი როგორც წინა საღამოობით ისევ ავიღე ჩენი სურათი და უფრო მეტად მეტკინა გული თუ ასე ვუყვარდი რატომ მომექცა ესე საშინლად? მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში, სურათი გვერდით დავდე და დავიძინე. ღრმა ძილში ვიყავი და ვერ ვიგებდი მაოს სიახლოვეს რატომ ვგრძნობდი, ნელა გავახილე თვალები და მაო დავინახე რომელიც მიყურებდა ჯერ თვალები დავხუჭე და როგორც კი წამოდგა ფეხზე მივხვდი რომ აე მესიზმრებოდა.




*********************


ლაშამ მითხრა რაც ილაპარაკეს და გული ისევ საშინლად მეტკინა მივხვდი რომ ანი ასე იოლად არ მაპატიებდა და შეიძლებოდა მართლა დამეკარგა სამუდამოდ,10 საათისთვის ისევ ავედი სახლში რადგან შუქი არ ენთო რომ დამენახა მისი მძინარა სახე მისი სურნელი ისევ შემესუნთქა რომ თავი ცოცხალ ადამიანად მეგრძნო, სახლში ისევ ჩუმად შევედი, სურათი ისევ გვერდით ედო, მივხვდი რომ მასაც ძალიან ვენატრებოდი მაგრამ ტკივილი არ აძლევდა ჩემთან მოახლოების უფლებას, ღმერთო რამდენჯერ დავპირდი რომ არ ვატკენდი გულს მაგრამ რა გამოვიდა? მისი გული ნაწილებად ვაქციე და აღარცკი ვიცი რა იქნება მომავალში, არაკავი ვყოფილვარ, ნამდვილი არაკავი ცხოვრობს თურმე ჩემში დაპირება რომელის შესრულებაც ნამდვილად არ იყო რთული ესეც კი ვერ შევასრულე, ამ ფიქრებში ვიყავი თვალი რომ გაახილა, ვიფიქრე რომ ჩემი დანახვაარ გაახარებდა და ჩუმად ავდექი, წამოსვლას ვაპირებდი გიჟივით რომ წამოხტა,
- ეს რა არის, ხელზე რა დაგემართა ( ხელი დამიჭირა და თვალებში ამომხედა, თვალები ცრემლებით ამევსო მისი გული ნაფლეთებად ვაქციე და ამის მიუხედავად ვერ დამალა ყურადღება)
- არაფერი, წავალ მე ( ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვები და ვიგრძენი რომ ყელში საშინლად დიდი ბურთი გამეჩხირა შევბრუნდი მაგრამ მომატრიალა)
- მოიცადე, მოტეხილია?
- ნწ, ამოვარდნილი
- რა მოგივიდა მითხარი, როდის დაგემართა?
- იმ დღეს მაგრამ მეტის ღირსი ვარ ეს არაფერია იმასთან შედარებით შენ როგორც გატკინე გული
უცბად გამიშვა ხელი სახე შეეცვალა და მკაცრად მითხრა
- კარგია თუ ხვდები მაგას მაინც
- კაი წავალ არ მინდოდა გამეღვიძებინე, მზად რომ იქნები მერე დავილაპარაკოთ ჯერ კიდე ჯობია დრო გავიდეს
- დროის გასვლა ვერაფერს შეცვლის მაო
- ამას ნუ ამბობ გთხოვ ამით მკლავ
- იციი? რომ შემეძლოს ისე მოგკლა როგორც მე მომკალი უკან არ დავიხევდი რომ მიმხვდარიყავი მე რას ვგრძნობ
- ვიცი ანი ვიცი და დამიჯერე რომ მეც ძალიან ცუდად ვარ, შენ გგონია მე ვერ ვხვდები? რამდენჯერ დაგპირდი მენდე გულს არ გატკენთქო მაგრამ რა გამოვიდა? ეს მარტივი პირობა ვერ შევასრულე მხოლოდ იმიტომ რომ ჩემჩი ჩამალულმა საზიზღარმა მაომ გონება გადამიკეტა
- ეგ არ არის გამართლება
- ვიცი ვიცი ამის დედას შ.... ვიცი რომ გამართლება არ მაქვს მაგრამ უზომოდ მიყვარხარ, არ ვიცი როგორ მოვიქცე როგორ მოვიპოვო შენი პატიება,
- არ გინდა მაო, გახსოვს ნიკას სანახავად რომ ვიყავით რა გითხარი?
- რა მითხარი?
- ვაპატიე მაგრამ მისი დანახვა აღარ მინდა აღარასოდესთქო, იცი რატომ? იმიტომ რომ ერთია აპატიო ადამიანს რამე მაგრამ მეორეა იმ ადამიანის მიმართ გული მიგიბრუნდეს
- ამას ნუ ამბობ გთხოვ
- არა მაო უნდა ვთქვა პატიება გინდაა? ალბათ ოდესმე გაპატიებ და მუდამ გაბრაზებული ან ნაწყენი ვერ ვიქნები შენზე მაგრამ ...
- არა ანი გთხოვ დრო ყვლაფერს მოაგვარებს ღმერთი არ გაგვწირავს იმ ერთი დეგენერატული შეცდომის გამო
- თავის დროზე რომ გეფიქრა მაგაზე ეხლა უკვ ბედნიერი ოჯახი გვექნებოდა მაგრამ მე ვერ შევძლებ ისე გაპატიო რომ აღარ შმეშინდეს როცა მასთან მიხვალ, ვერ შევძლებ ისე გაპატიო რომ ის სუფთა ნდობა დამიბრუნდეს შენს მიმართ მაო, ვერ შევძლებ გესმის? ამიტომ ბვრი ვიფიქრე და საკუთარი თავის უნდობელი სიყვარულისთვის გამეტებას არ ვაპირებ
- ან გთხოვ ასე ნუ მომექცევი
- არა მაო, დამთავრდა ჩვენი ზღაპარი, აღარასოდეს აღარ მინდა შენი დანახვა, შენთან განქორწინება მინდა (ბევრჯერ მომისმენია გამოთქმა თავზარი დამეცაო, მაგრამ ვერასოდეს ვწვდებოდი რას ნიშნავდა ეს გამოთქმა, მაგრამ ამ სიტყვების მოსმენისას ზუსტად რომ თავზარი დამცა, ყურებმა წუილი დაიწყო, გულმა თითქოს ფეთქვა შეწყვიტა, ჩემს ვენებში სისხლი აღარ მოძრაობდა, ადგილზე გავქვავდი და გონება მხოლოდ განქორწინებას გაიძახოდა)
- ვწუხვარ შენს გამო მაგრამ სხვა გამოსავლის მოძებნა მოგიწევს იმიტომ რომ ჩვენს შორის განქორწინება არასოდეს საერთოს არასოდეს არ მოხდება, ერთადერთი თუ მოვკვდები მხოლოდ ეს მოუღებს ბოლოს ჩვენს ქორწინებას, რადგან ჯერ კიდეც არ ხარ მზად სხვანაირად საუბრისთვის სჯობს წავიდე, შენ კიდე დაჯექი და რადგან გამოსავლებზე ფიქრობ სხვა გამოსავალი იპოვე როგორმე, განქორწინება ძვენს შორის არასოდეს მოხდება სულ რომ ასე დავბერდეთ და დავიხოცოთ, ძილინებისა და კიდევ ერთხელ გთხოვ პატიებას.
კარი გამოვიხურე და ჩემთვის დავიწყე ლაპარაკი, განქორწინება, ვაფშე საიდან მოიფიქრა ეგ რა სულელი მყავს როგორ იფიქრა რომ მე მას დავთმობდი, ძალიანაც კარგად მოვიქეცი ხელი რომ მოვაწერინე აბა გაბედოს და ვინმე გაიჩინოს, ჩემი ცოლია, ცოლი რომელსაც არასოდეს დავთმობ არასოდეს, ჩემი სულელი გოგო მაინც რამ მოაფიქრა განქორწინება, ღმერთო ხომ ხედავ რა დღეში ვარ უნდა დამეხმარო, რა განქორწინება? ძლივს სიყვარული მიპოვია და ამან განქორწინებაო, ვერც გავიაზრე სახლში როგორ შვედი ბუტბუტით ტასუნას ხელები რო ვიგრძენი მაშინღა დავაფიქსირე ჩემები, ეს დღეები სახლში არ ვყოფილვარ ამიტომ ყველამ ერთად დაიწყო ისევ ჩემი ლანძღვა დედამ ხელი რომ დაინახა კივილი ატეხა დავამშვიდე და დასაძიბებლად წავიყვანე ტასუნა.
- მოდი მამიკოს ფერია დაწექი,
- მაა ანი დეიდა კიდე ტირის ნეტა?
- არა ჩემო ლამაზო აღარ ტირის
- დედიკო რომ დაელაპარაკ ალბათ მაგიტომ აღარ ტირის
- რააა? რას ამბობ ტასო როდის?
- არაა მამიკო არ იჩხუბო რა გეხვეწები დდიკომ მითხრა რო ბოდიში მოუხადა იმიტო რო აწყენინა და ამიტომ ტიროდა ხოლმე, შენ ხო მითხარი მე და ანი დეიდა არ ვიჩხუბებთ ხოლმეო?
- კი მამი გითხარი და ასეც იქნება ეხლა უბრალოდ ანი სამართლიანად მსჯის ძალიან ვაწყენინე მაგრამ გპირდები აუცილებლად შემოვირიგებ
- ხვალ ხო ჩამიყვან?
- მამიდა ჩაგიყვანს კარგი? ეხლა დაიძინე მიდი
ვაკოცე და მეც წავედი დასაძინებლად, გონებაში ისევ განქორწინებაზე ვფიქრობდი რომ არასოდეს არ მივცემდი ჩემგან წასვლის უფლებას, ხო, შევცდი და თან ძალიან ცუდად მაგრამ უარეს შეცდომას აღარ დავუშვებდი და განქორწინებამდე საქმეს არ მივიყვანდი, ჩემი ანგელოზი, რამ აფიქრებინა რომ დავთანხმდებოდი, გამეღიმა და ანიზე ფიქრში დამეძინა.




***************
განქორწინება რომ ვუხსენე ისე გაქვავდა ყველა რეაქციას ველოდი მისგან, როგორც კი გავიდა ცრემლები წამომცვივდა, რა ვქნა როგორ დავივიწყო თავს რა მოვუხერხო, ან მას? ამაზე ფიქრში ჩამეძინა 1 კვირა ისე გავიდა რომ მასზე არაფერი მსმენია, თითქოს მიწამ ჩაყლაპა, არავინ არ ახსენებდა მას, ტასუნაც კი, ძალიან მენატრებოდა, მინდოდა ამეღო ტელეფინი და დამერეკა მისთვის მაგრამ ვერ ვაბიჯებდი სიამაყეს, ჩემი თავის მიკვირდა რატომ მიმიევდა გული ისევ მისკენ,ნუთუ ეს ცხოვრებისგან მოვლენილი გამოცდა იყო ჩვენი სიყვარულისთვის,კითხვას თავი დვანებე და იკა დამიდგა თვალწინ ეს რომ მას გაეკეთებინა ისე შემზიზღდებოდა რომ დიდ ტვირთად ჩავთვლიდი დედამიწისთვის მაგრამ მაო სულ სხვაა ასე როდის შემიყვარდა? ალბათ ამაზე ამბობენ რომ სიყვარული არ კვდებაო ალბათ ნიკა ბავშვურად მიყვარდა და უბრალოდ დრომ გაწელა ჩვენი ურთიერთობა მაგრამ მაო? მაო სულ სხვაა, როგორ მინდა მისი დანახვა, მისი ღიმილის რომელიც ადგილზე მაქვავებს და სიცოცხლეს მმატბს, მისი ჩახუტება მენატრება, მაგრამ მაინც ვერ ვაპატიებ ალბათ.



***********
ყველას ავუკრძალე ანისთან ჩემი ხსენება, რომც ვეკითხე ზედაპირული პასუხი უნდა გაეცათ მაგრამ არც კი მკითხულობდა, მერე შემეშინდა რომ ასე უფრო გაცივდებოდა ჩემს მიმართ, თან მონატრებას ვეღარაფერს ვუხერხებდი, გადავწყვიტე რომ საკმარისი დრო გავიდა და ეხლა სხვა ხერხისთვის უნდა მიმემართა, რადგან ჩემი დაბადების დღე იყო მომავალ დღეს ამით ვისარგებლებდი, დიდ დაბადების დღეს გადავიხდიდი, ბევრ ხალხს დავპატიჟებდი და მისგან მოვითხოვდი ბედნიერი ცოლის როლი მოერგო იმიტომ რომ ყველა ილაპარაკებდა ამაზე ესძალიან რბილად უნდა გამეკეთებინა რომ არ გაჯიუტებულიყო, გათენდა თუარა ჩავედი მასთან,
- დილამშვიდობისა გაიღვიძე ანუშკი?
- როგორც ხედავ კი
- კაია პატარა საქმე მაქვს შემთან
- რა გინდა
- ალბათ არ გახსოვს მაგრამ დღეს
- მახსოვს, ამნეზია არ დამმართნია ჯერჯერობით იმაზე ფიქრში რაც გააკეთე, რო მოგილოცო რა აზრი აქვს გულით მაინც არ იქნება
- არაა პრობლემა უგულო მოლოცვა იყოს მთავარია მომილოცავ
- კაი, მაშინ გილოცავ და გისურვებ ჭკუა მოგმატებოდეს
- ყველაზე მაგარი მოლოცვა იყო მადლობა დიდი ცემო საყვარელო ცოლო
- კარგ ხასიათზე ხარ არაა?
- კი იმიტომ რომ დღეს ჩემი დღეა და 60 კაციან დაბადების დღეს ვიხდი, როგორც ყველა ოჯახში ხდება შენც მოგიწევს იქ ყოფნა, ძალიან ბევრი ნათესავი ძმაკაცი და ახლობელი იქნება ამიტომ ალბათ ხვდები საით მიმყავს ლაპარაკი
- რაიყო ბედნიერი ცოლის როლი უნდა მომარგო?
- გთხოვ რაა, 29 წელი ცოტა არაა და თან ამდენ ხალხზე ვიყავი შეპირებული რომ ვიხდიდი, გთხოვ დღეს როგორმე დამიდექი გვერდით
- არ ვიცი ვნახოთ
- კაი 6ზე მოვალ მაშინ
- ვნახოთთქო
აღარაფერი მითქვამს ისე გამოვიკეტე კარი ღმერთო რა დიდი ბედნიერბაა მასთან საუბარი მისი სახუს ყურება მისი ხმის მოსმენა, გამეღიმა და ყველაფრის მომზადებას შევუდექი 60 არა მაგრამ არც ნაკლებ ადამიანს არ დავურეკე ყველაფერი მოვაგვარე და ანისკენ წავედი.



****************
აჰაა გასაგებია ბატონო მაო ჩემთან თამაში გადაწყვიტე არაა? კარგი ვნახოთ ვინ უფრო კარგად თამაშობს, გაჩვენებ როგორი ცოლი გყავს და შეგიძლია სიმაყით წარუდგინო ჩემი თავი 60 ადამიანს. წავედი სალონში ჩავეწერე, და კაბის ასარჩევად მაღაზიები შემოვიარე, გადავწყვიტე წითელი მოკლე კაბა ჩამეცვა შავი მაღლები თმა ავიწიე საღამოს მაკიაჟი გავიკეთე სახლში მივედი და კაბა გადავიცვი, კაბა ზურგზე ამოღებული იყო წვრილ ბრეტელზე მკერდთან საკმაოდ ჩაჭრილი სწორი მაგრამ მოკლე წვრილ ქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე და შავი მოსაცმელი გავამზადე, სარკეში შავიხედე და კმაყოფილი გავეშურე კარის გასაღებად.




*************
გამოვეწყე და იმის იმედით რომ ანიც მზად დამხვდებოდა მასთან ჩავედი, კარი რომ გამიღო და დავინახე ადგილზე გავქვავდი თვალი ვერ მოვწყვიტე მის ჩამოსრიალებულ ტანს ენა გადამეყლაპა სისხლმა დიდი სისწრაფით დაიწყო ვენებში სიარული და გაქვავებული შევყურებდი
- წავედით?
- ასე აპირებ წამოსვლას? ( ძლივს ამოვღერღე სიტყვები)
- თითქმის
- შეგცივდება
- როგორმე გავითბობ თავს
- მართლა ას მოდიხარ?
- რაიყო ეხლა ეჭვიანობის სცენების დრო დადგა?
- პირიქით მეამაყება რა ცოლი მყავს,უბრალოდ გამეყინები
- შენ მაგაზე არ იდარდი, (მოსაცმელი მოიცვა და მანიშნა მზად ვარო, გავუღიმე და კარისკენ ვანიშნე, ასეთი ცოლი გყავდეს და ესეთი ურთიერთობა გქონდეს დიდი სასჯელია ადამიანისთვის)
- შორს მივდივართ?
- არა სიცოცხლე მალე მივალთ, ხომ არ გცივა?
- ნწუ,
სიცოცხლე გამიტარა, ამაყად მოერგო სკამზე და გამახსენდა ნინის დანადები დღე, ამ ჯერად კანისთვის თითიც არ დაუკარებია, როგორც ჩანს ახალი სასჯელი მოიფიქრა რაც აშკარად ამართლებს, მომღიმარი სახით მივედით რესტორნამდე ხალხი უკვე შეკრებილიყო, მანქანიდან გადავედით და ხელი ჩავკიდე,
- ეცადე ძალიან არ მომაბეზრო თავი თამაში ყელში რომ არამომივიდეს
- აუცილებელია იუბილარს ასე ემწარო?
- ვინ რასაც თესავს იმას იმკის ჩემო ქმარო
გამიღიმა და გზა გააგრძელა, რომ შევედით ქვეყნის ხალხი მოგვეხვია, მილოცავდნნ ცოლს და დაბადების დღეს, ყველას ვუხსნიდი რომ ქორწილში მალე დავპატიჟებდი, ანის ხელს არ ვუშვებდი ისე მენატრებოდა მისი სიახლოვე მისი შეხება მისი სურნელი თან ასეთ ფორმაში მისი დანახვა ჭკუას მაკარგვინებდა, ხელები გაეყინა და მივხვდი რომ სციოდა, ადმინისტრაციას ვთხოვე გათბობისთვის აეწიათ , საკმაოდ კარგი დრო ვატარეთ, უკვე 11 საათი იქნებოდა კარგად ნასვამი ნათესავებისგან მოთხოვნები რომ წამოვიდა, ითხოვდნენ რომ მე და ანის შეგვესრულებინა მათთვის ცეკვა, ჩემი მხრივ ყველანაირად ვცდილობდი მართლა არ მომებეზრებინა თავი მისთვის და ზედმეტად არ შვხებოდი რომ არ დამეფრთხო, რადგან სხვა გზა არ გვქონდა საცეკვაოდ გავედით, სხულზე ავიკარი ერთი ხელი მოშოშვლებულ ზურგზე მივაწებე იმ ხელით რომელივ თაბაშირში მქონდა მეორეთი სახიდან თმა გადავუწიე, მერე მეორე ხელიც შევუერთე პირველს და უფრი ავიკარი ამ წამს იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ ვერცერთი ადამიანი ვერ დამიდგებოდა გვერდით, ჩემი ანი მყავდა ამდენი ხნის შემდგ გულში ჩახუტებული ზურგზე ხლებს დავასრიალბდი ნელა ვმოძრაობდი და მის კისერში ჩავრგე თავი, გარშემო აღარავის ხმა აღარ მესმოდა, ანიცისეთი განაზული ამყვა მოძრაობაში რომ ეტყობოდა გულით ცეკვავდა და მასაც მოსწონდა ეს მომენტი, ყურთან ტუჩები მივიტანე და ჩავჩურჩულე
- ულამაზესი ხარ
- მადლობა...
- სიცოცხლს მირჩევნიხარ ისე ძალიან მიყვარხარ,
- ....
- ძალიან მომენატრე ჩემო დედოფალო ( მის სახეს შევხედე ერთი ხელი სახეზე ჩამოვუსვი და კოცნა დავაპირე)
- მაო გეყოფა თორემ ცეკვას შევწყვიტავ
რა გულქვაა ღმერთო როდის შემოვირიგებ, მის გარეშ აღარ მინდა აღარაფერი, გავიღიმე ისევ ისე ჩავეკარი და მომენტით ტკბობა გავაგრძელე, ისე მალე დასთავრდა სიმღერა რომ ვერ დავიგულე ანი ამიტომ ისევ გავაგრძელე მოძრაობა
- მორჩა მაო, გეყოფა
- ცოტაც რა გთხოვ
- მაო სიმღერა აღარაა და ასე სულელებივით ხომ არ ვიტრიალებთ,
თვალი არ გამიხელია ისე შევისუნთქე მისი სუნი დათვალებდახუჭული დავრჩი, სახეზე ხელი ვიგრძენი რომელიც რბილად ჩამოსრიალდა და ნინის ხმამ არ დააყოვნა
- გამოფხიზლდი თორემ ყველა ჩვენ გვიყურებს დაძალიან სასაცილო ხარ ( თვალები გავახილე მისი მომღიმარი სახე დავინახე ხელზე ზელი მოვკიდე და ვაკოცე ისე რომ თვალი ატ მომიცილებია მისი თვალებისთვის)
- ძალიან მიყვარხარ ანი, მომეცი ერთი შანსი გთხოვ, ცხოვრებამ ასეთი სიყვარული გვარგუნა და შანსის მოცემის გარეშე ხაზს ნუ გადამისვავ, ტასუნას და შენს სიცოცხლეს გეფიცები ძალიან მწარედ დავისაჯე და ვისწავლე რა ფასი აქვს შენს სიყვარულს
- აუცილებელი იყო ასე გესწავლა ეგ ყველაფერი?
- ცხოვრება ყოფილა ასეთი სასტიკი, მაპატიე გთხოვ აღარასოდეს მოგცემ პირობას რომელსაც ვერ შევასრულებ მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რო იმ გამოცდაში რაშიც ერთხელ ჩავიჭეი მეტჯერ აღარ ჩავიჭრები, ერთხელაც მენდე! გულს აღარასოდეს აღარ გატკენ!
- გეყოფა მაო
ხელი გამაშვებინა და საპირფარეშოსკენ წავიდა, როგორ მინდოდა მომხვეოდა და ეპატიებინა, როგორ მინდოდა ყველაფერი წარსულისთვის მიგვეცა, სიგარეტს დავავლე ხელი და გარეთ გავედი, ჰაერი ჩავისუნთქე და სიგარეტს მოვუკიდე.



**************
მთელი საღამო ცდილობდა ჩემს გვერდით ყოფნას მაგრამ არა სიახლოვეს, მე კი უზომოდ მენატრებოდა და უზომოდ მინდოდა მასთან სიახლოვე, ცეკვა რომ მოითხოვეს გამიხარდა მაგრამ არ შევიმჩნიე, ცეკვისას იმდენად ნაზად და თბილად მისმევდა ზურფზე ხელს რომ ქვეყანას მოვწყდი, მეც ავეკარი და დავტკბი მომენტით, ახლა აღარავინ აღარ მახსოვდამხოლოდ მე და მაო ვიყავით, მის მიტყვებზე გამოვფიზლდი ჯერ დავიბენი როდესაც შევხედე თვალები ჰქონდა დახუჭული და ეტყობოდა რომ ისიც ტკბებოდ მომენტით ინსტიქტურად ხელი სახეზე ჩამოვუსვი რომ გამომეფხიზლებინა, მისმა სიტყვებმა გული ამიჩუყა, მინდოდა ყველაფერი მეპატიებინა მაგრამ არ გამომივიდა, ხელი გავაშვებინე და ცრემლიანი თვალებით შევედი საპირფარეშოში, სახე დავალაგე ღრმად ჩავისუნთქე და ცოტახნით გავჩერდი რომ ემოციები დამემალა, გამოსვლისას მაოს მოვკარი თვალი გარეთ რომ იყო საკმაოდ ციოდა ამიტომ გავედი და ვკითხე
- არ გცივა?
- არაა შედი შენ მალე შემოვალ არ გაცივდე
- ხელი როგორ გაქვს
- უკეთ, ( ჯერ გამიღიმა მერე ჰორიზონტს გახედა სიგარეტი გადააგდო, ხელი გადამხვია და შიგნით შემომიყვანა)
- წამო შიგნით არ გამოცივდე ( თავზე მაკოცა და ხელი გამიშვა)
2 საათზე დაიშალა ხალხი საკმაოდ მთვრალები იყვნენ მათ შორის მაოც, მანქანა მე წამოვიყვანე ჩაძინებული ტასუნაა ნინის ეჭირა ხელში და კიბეებს მიაშურა, მე მაოს დავეხმარე გადმოსვლაში რომელსაც ჰაერზე უფრო მოეკიდა სასმელი, ხელი გადამხვია და ისე წამოვიყვანე კიბეებზე, კართან რომ მივედი მითხრა
- შედი შენ დანარჩენს ჩემით გავიკვლევ
- ძალიან ხარ ნასვამი წამოდი სახლში დარჩი დღეს ნინიმ რამდენს მოგხედოთ შენ თუ მამაშენს?
- არ შეგაწუხებ?
- თუ ეგრევე დაიძინებ არ შემაწუხებ
- და გაზიანი რამე გვაქვს?
- იზრუნა მაგაზე უკვე შენმა ცოლმა, წამოდი
- ღმერთო როგორ ძალიან მიყვარს ეს გოგო,
- ნუ დუდღუნებ და ნელა შემოდი,
- ანი გახსოვს ჩვენიპირველი შეხვედრა?
- მაგას რა დამავიწყებს, იმის მერე კარი აღარ იკეტება წესიერად იმდენი აბრახუნე
- მართლა? ახალი ჩავსვათ?
- კაი მიდი დაწექი სანამ კარს გამოცვლი მიდი
- შენ სად დაიძინებ?
- მაო დასაძინებლის მეტი რა არი სახლში, დაიძინე მიდი
კარი გამოვუხურე და გამოვედი 1 საათში გულმა არ მომასვენა და ჩუმად შევხედე, გათიშულს ეძინა ამიტომ თავს უფლება მივეცე მის გვერდძე ცოტახნით დაწოლის, მისი სიტყვები მახსენდებოდა დავგრძნობდი გული მიბრუნდებოდა მისკენ, ვხედავდი რომ მართლა ნანობდა წუთიერ სისუსტეს, მაგრამ მეშინოდა, იმდენი დაპირების მიუხედავად ვერ გამიმართლა იმედები იქნებ ცხოვრებამ მართლა ასწავლა ჭკუა? მაგრამ მე შევძლებ ყველაფრის დავიწყებას?



*********************
პირის სიმშრალემ გამაღვიძა ბოთლი მოვიყუდე და გვერდი ვიცვლე, ანი რომ დამხვდა წამებში გამოვფხიზლდი, ჯერ ვუყურებდი და ვტკბებოდი, მერე გულში ჩავიკარი და ძილი გავაგრძელე, რომ გავიღვიძე ანის ჩემს გულზე ედო თავი ჩემს მკავებში მოქცეული საყვარელი ქალის დანახვისას სითბოთი და სიყვარულით ავივსე ღრმად ჩავისუნთქე და ფრთხილად ვაკოცე, ძალიან ნელა წამოვიწიე რომ ავმდგარიყავი და მისთვის საუზმე გამემზადებინა, სამზარეულოში შევედი და სანამ ვამზადებდი ანი შემოვიდა, რომ დავინახესახეზე ღიმილი მომგვარა მისმა აბურძგნულმა თმებმა, მისკენ წავედითმის გასასწორებლად, მინდოდა გულში ჩამეკრა,
- როგორ გეძინა?
- ყველაზე ტკბილად და გემრიელად
- ეხლა კარგად ხარ? რამე ხომ არ გტკივა
- არა ჩემო დედოფალო შენ რომ გხედავ ყველაფერი მივლის,
- კარგი წავალ აბაზანაში შევალ
- ანი მოიცადე ( ხელი დავუჭირე და შემოვაბრუნე, რატომღაც ჩავთვალე რომ პატიებისკენ მიდიოდა ამიტომ გავბედე და მისი ტუჩებისკენ დავიხარე, უკვე უნდა მეკოცა თავი უკან რომ გაწია)
- არ შემიძლია მაო, არაფერი არ გამოდის
- გამოვა შემო სიცოცხლე, სიგიჟემდე მიყვარხარ და ვიცი რომ შენც ასე გიყვარვარ, ყველაფერი გამოვა
- არ ვიცი, როგორც კი მიახლოვდები თვალწინ კადრები მიცოცხლდება, ვერ ვივიწყებდა რა გავაკეთო, მართლა ვცადე დავიწყება,მაგრამ არაფერი გამომივიდა
- კაცურ სიტყვას გაძლევ ეს ერთხელ მაპატიე შეყვარებულობაში დაშვებული შეცდომა და პირობას გაძლევ ცოლ-ქმრულ პერიოდში რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს შენი ერთგული ვიქნები იმიტომ რომ შენი ფასი არავინაა მთელ დედამიწაზე და ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც იმაში რომ მე მაო ვარ, გპირდები გულს აღარასოდეს გატკენ ასე, ცხოვრება ისეთი დ....... რამე ყოფილა რომ ესეთ გამოცდებს აწყობს, გთხოვ ეს ერთხელ გადავლახოთ ერთად და შანსი მომეცი დაგიმტკიცო რომ შემცვალე და სულ სხვა კაცად მაქციე, პირობას გაძლევ გულს აღარასოდეს გატკენ! ერთხელაც მენდე! არ იტირო გთხოვ, შენს ცრემლევს ისეთი ტკივილის მოყენება შეუძლია ჩემთვის რომ ენით ვერ ავღწერ, არ იტირო! ( ცრემლები მოვუწმინდე და გულში მაგრად ჩავიკარი მის აბურდულ თმაში ჩავიფალი და სახე ავაწევინე)
- მეშინია მაო, ძალიან მეშინია რომ კიდვ განმეორდება მსგავსი რამ
- არა ჩემო ერთადერთო, თავს ნუ იტანჯავ მაგაზე ფიქრით, მენდე გთხოვ, მენდე
- ადრეც მაგას ამბობდი მაო, მაგრამ რა გამოვიდა?
- ვიცი ვიცი ჩემო ლამაზო, მაგრამ ახლა ისე ვარ ამაში დარწმუნებული რომ მთელ სამყაროს დავუმტკიცებ ამას, მიყვარხარ ანი მიყვარხარ და გპირდები ყველაფერი გამოსწორდება აი ნახავ გპირდები ჩემო ერთადერთო. (მის ცრემლიან თვალებს ვუყურებდი როგორ ანათებდნენ ჯერ თვალეზე ვაკოცე ფრთხილად სახე მოვუწმინდე ხელებში მოვიქციე და მისი ტუჩებისკენ დავიხარე, ნაზად შევეხე მის ტკბილ ტუჩებს და ვიგრძენი როგორ ამყვა კოცნაში, ამდენი ხნის მონატრებული ისეთი ტკბილი იყო მთელი სხეულიმისით იჟღინთებოდა, კოცნა შეწყვიტა და ჩამეხუტა,)
- აბაზანაში შევალ
- კიდევ ცოტახანს გთხოვ, ძალიან მომენატრე, ძალიან
- მალე გამოვალ შენ საუზმე გაამზადე მიდი
- კარგი ჩემო დდოფალო ( კიდევ ერთხელ ვაკოცე და ხელი გავუშვი, გადაწყვეტილი მქონდა ეს შანსი მთელი სიცოცხლე კარგად გამომეყენებინა იმიტომ რომ მართლა სიგიჟემდე მიყვარდა ჩემი ანგელოზი, ბედნიერად მოვტრიალდი და საუზმის მზადებას შევუდექი)



******************

ვიგრძენი როგორ ჩამიხუტა მაგრამ არ შევიმჩნიე, ისემენატრებოდა მისი სიახლოვე ისე მინდოდა მასთან ჩახუტებული ვყოფილიყავი რომ აღარც კი მახსოვდა ის გულის ტკენა რაც მან მომაყენა, მაინტერესებდა როგორ იყოიმდენი სასმელის შემდეგ ამოტომ უკან გავყევი, ისეთი თბილი სანახავი იყო როგორ ამზადებდა საუზმეს, თავიდან არ მინდოდა მისთვის მეკოცბა მაგრამ იმდენად დამაჯერებლად და გულით ლაპარაკობდა თავი ვეღარ შევიკავე, კოცნას კოცნითვე ვუპასუხე, მალევე მოვედი გონს და აბაზანაში წავედი, გადავწყვიტე რომ მისთვის ერთი შანსი მიმეცა, ყველა იმსახურებს ცხოვრებაში ერთ შანსს, ნიკასაც ხომ მივეცი თავის დროზე ერთი შანსი, თან ნიკა მაოსთან ახლოსაც კი ვერ მივა, ნელნელა ყველაფერს დავივიწყებ, იმიტომ რომ მინდა დავიწყება, თან სალომემაც მითხრა რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო და ბოდიში მომიხადა, არვიცი რა იქნება მომავალში მაგრამ ერთიანად მისთვის ხაზის გადასმა არ მინდა, არ შემიძლია, მინდა რომ მივცე შანსი, დრო მიჩვენებს როგორ მოვიქცე, ტასუნას ხმა გავიგე როგორც ჩანს გაიღვიძა და მაშინვე ჩვენთან ჩამოვიდა, ტანსაცმელი გადავიცვი და ოთახში გავედი, ტასუნამ რომ დამინახა პივე ხელით შემომეხვია,
- უთხარი რა მამიკოს დღეს შენთან ერთად დამტოვოს
- და რატომ არ გტოვებს?
- ამბობს რომ მთელი დღე დაკავებული იქნები
- მართლაა? მე რომ არ მახსოვს დღევანდლი დღის გეგმები? რამაქვს დაგეგმილი დღეს მამიკო? (ირონიულად ვკითხე მომღიმარ მაოს და ტასუნამაც მიანათა თვალები)
- დღეს მთელი დღით მჭირდები
- აჰაა, რადგან მამიკოს ვჭირდები გამოდის რომ მამიკოს უნდა ვთხოვოთ იქნებ შენც ჩვენთან ერთად იყო მთელი დღე რას იტყვი მამიკო? (ტასუნამ მომლოდინე თვალები მიანათა მამას და მაოს გაეცინა)
- კარგი რადგან ასეა დღეს ყველა ერთად ვიქნებით მაგრამ ამისთვის მამიკოს უნდა ჩაეხუტოთ და აკოცოთ ორივემმმმ
ტასუნამ გადაიკისკისა და მამიკოს ჩაეხუტა მე კიდევ გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი
- შენი ჯერია ჩემო დედოფალო
- ტასუნაც გეყოფა შენ (უნდა გავბრუნებულიყავი მაომ რომ თქვა)
- ნუ რადგან ასეა მაშინ გამოდის რომ ვერსადაც ვერ წავალთ ტასუნა და მიდი სახლში აირბინე შენ
- არაა მამიკო გეხვეწები რააა
- მაშინ ანიც უნდა ჩამეხუტოს და მაკოცოს
- მაო გეყოფა
- ანი დეიდა გეხვეწები რაა ჩაეხუტე მამიკოს ძალიან გეხვეწები რააა
ისე მეხვეწებოდა უარი ვეღარ ვუთხარი მაოსჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე
- საკმარისია ბატონო მაო?
- არაა არაა საკმარისი
გულში ჩამიკრა და თვითონაც მაკოცა ყელში, მე კიდე გავწიე ბავშვის გამო
- აი ეხლა საკმარისია, მიდი გაემზადეთ და ეს ორი დღე სადმე წავიდეთ,
- ეხლა მე მაქვს მაშინ ერთი პირობა,
- რა პირობა?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალთ თუ ნინის და თოკოს დაპატიჟებ
- სად გოგო გაგიჟდი? რა უნდათ ერთ სახლში მთელი ღამე ჩემ დას და იმას ერთად?
- ნუ მაშინ კარგი არსად არ მივდივართ
- ანი
- აი ტელეფონი დაურეკე ნინის და გამოართვი თოკოს ნომერი, დროა შენი დის ბედნიერება გაიზიარო, იცი როგორ უყვართ ერთმანეთი?
- იმაზე მეტად ვერ ეყვარებათ როგორც ჩვენ გვიყვარს
- მიდი დაურეკე წავიდეთ სადმე და ვნახოთ ვის ვინ უყვარს
- კარგი დამითანხმე,
ვიცოდი ნინის როგორ გაუხარდებოდა ამიტომ სიამაყით დაველოდე მაოს დაპატიჟებას, მართალი აღმოვჩნდი ძალიან გაუხარდა მალევე გავემზადეთ და მაოს მანქანით წავედით, თავიდან თითქოს დაძაბული იყო სიტუაცია მაგრამ მალევე გაშინაურდნენ თოკო და მაო კოტეჯი ვიქირავეთ ბიჭებმა ბუხარი დაანთეს ჩვენ სუფრა გავშალეთ ტასუნაც გვეხმარებოდა, ბიჭები გარეთ ეწეოდნენ და თან ლაპარაკობდნენ ნინი მომიბრუნდა და მადლობა გადამიხადა
- კარგი რაა რისი მადლობა მეც მინდოდა თქვენთან ერთად
- იციი დღეს მაოს თვალებში ჩემი ბავშვობის მეგობარი ძმა და მამა დავინახე, ისევ ისეთი სავსე თვალები აქვს, ისვ ისეთი თბილი და მზრუნველია დღეს, მინდა რომ მუდამ ასე გაგრძელდეს, ძალიან დიდი მადლობა ანი მისი დაბრუნებისთვის
- ძალიან მიხარია თუ მართლა ასეა, იმედი მაქვს წარსული აღარასოდეს შეგვახსენებს თავს და მეც შევძლებ ბოლომდე დავიწყებას
- რადგან შანსი მიეცი ზუსტად ვიცი მაოყველაფერს გააკეთებს რომ დაგავიწყოს, მართლა ძალიან უყვარხარ
- კარგი მიდი ესეც დადე სუფრაზე და დავუძახოთ ბიჭებს
გულზე მალამოსავით მომედო ნინის სიტყვები, მახსოვს როგორ მისტიროდა ძველ მაოს ნინი ჩაფიქრებული ვიდექი მაო რომ მომეხვია
- რა გემრიელობები გაგიმზადებიათ? ( ყელში ჩარგო თავი და მაკოცა)
- ჯერ გასინჯე და მერე მითხარი ეგ
- მაგასაც ვიზავ აუცილბლად, რაღაც ჯიგარი ტიპი ჩანს ეს თოკო ხო იცი შენ
- აბა რა გეგონა შენი და ცუდ ბიჭს გაიკარებდა?
- მადლობა
- რისთვის?
- ყველაფრისთვის, სულ ყველაფრისთვის
- მაინც?
- იმისთვის რომ შემიყვარე, იმისთვის რომ შემცვალე, იმისთვის რომ ჩემს ცხოვრებას აზრს მატებ, იმისთვის რომ მაპატი და ერთი შანსი მომეცი, იმისთვის რომ ესეთი კარგი ხარ
- მაშინ არაფერს (გავუღიმე და მოწყვეტით ვაკოცე) წამოდი ეხლა გავიდეთ
- ძალიან მიყვარხარ და მაბედნიერებ ჩემო დედოფალო
- მეც მიყვარხარ მაო, მაგრამ იცოდე რომ თუ კიდევ ერთხელ მატკენ გულს უკან მოუხედავად დავმარხავ ამ სიყვარულს
- მაგას ნუ ამბობ, ცუდად ისმის
- მართლა ვამბობ მაო
- ვიცი ჩემო ერთადერთო, ვიცი და ამიტომ დედამიწაზე ყველაზე მეტად გაგიფრთხილდები შენც და ჩვენს სიყვარულსაც
- მპირდები?
- გპირდები.
ტასუნა მალე წაიყვანა ნინიმ დასაძინებლად, ჩვენ გვიანობამდე ვლაპარაკობდით, მაომ ერთი ოთახი გამოუყო თოკოს და ნინი ტასუნასთან გაუშვა, ყველაფერი მივალაგეთ და მე და მაოც წავედით დასაძინებლად.
- დაიღალე დღეს ჩემო დედოფალო?
- ძალიანაც არაა, კარგი დღე გამოგვივიდა
- შენ რომ არ მყავდე ხომ არ მექნებოდა ესეთი კარგი დღე? ან მე რომ არ გყავდე?
- ნამდვილად, ნამდვილად
გავიცინე და საწოლში შევწექი, მაოც მალევე შემომიერთდა და ჩამიხუტა, მეც თავი დავადე გულზე და მოვკალათდი



************
მთელმა დღემ იმდენად კარგად ჩაიარა არც კი მჯეროდა ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი ნეტა? თოკოს ერთი-ორი სიტყვა კიდევ ვუთხარი და რომ მივხვდი რომ კარგი ადამიანი იყო სხვა თვალით შევხედე, ჩემი დის მიმართ დიდ სიყვარულს ვხედავდი მის თვალებში ამიტომ მშვიდად ვიყავი,ოთახში რომ ავედით მალევე დაწვა ანი, მეც ჩავიხუტე და ვუთხარი
- ძალიან რომ მიყვარხარ ხვდები?
- ნწუ
- რა ნწუ?
- ვერ ვხვდები
თავი ავაწევინე და თვალბში ჩავხედე მისი ტუჩებისკენ დავიხარე და ნაზად ვაკოცე რადგან ანიც ამყვა ზემოდან მოვექეცი და ძალიან ნაზად დავუწყე კოცნა მისით ვიჟღინთებოდი, ვგრძნობდი თითქოს ჩემი სხულის ნაწილი ხდებოდა, ისეთი ნაზი იყო რომ მისნაირ ქალს არასოდეს შევხვედრილვარ, ვკოცნიდი მაგრამ ვერ ვძღებოდი, ვეფერებოდი მაგრამ არ მყოფნიდა, თვალები რომ გავახილე და მისი სახე დავინახე უფრო მეტად შემიყვარდა, ჩემს ცოლს ჩემი დაერქვა და ის უზომოდ მიყვარდა, მაბედნიერებდა მისი თითოეული ამოსუნთქვა, მისი თითოეული მოძრაობა, რა უნდა მოხდეს რომ ამ დღის შემდეგ მას უმნიშვნელოდ მაინც ვაწყენინო, დამიმორჩილა თავიდან ბოლომდე და თავბრუ დამახვია მისმა სიყვარულმა
- ძალიან მიყვარხარ მაო
- მე უფრო მიყვარხარ ჩემო დედოფალო
კიდევ ერთხელ ვაკოცე და ჩავეხუტე, ასეთი ბედნიერი არასოდეს არ ვყოფილვარ, ასეთი სავსე ემოციებით, ტკბილად დავიძინე მასზე აკრულმა, დილით რომ გავიღვიძე ჯერ კიდევ ღრმად ეძინა, ვუყურებდი და ვიხსენებდი წინა ღამეს, თან ვეფერებოდი და ვტკბებოდი მისით, ჩემს მკლავზე ჩახუტებული რა მშვიდად სუნთქავდა, ცოტახანი კიდევ ვეფერე და მერე გავაღვიძე
- ჩემო შეუდარებელო და უსაყვარლესო გაიღვიძე
- მმმმმ
- ადე ჩემო სიყვარულო ისინი ყირაზე გადავიდნენ უკვე
- რომელი საათია? (ძლივს ამოილუღლუღა ისე რომ არც განძრეულა)
- 1 დაიწყო, მარტოები რომ ვიყოთ არ გაგაღვიძებდი მაგრამ
- რაააა 1? (გიჟივით წამოხტა) რას ამბობბ ამ დრომდე რამ დამაძინა?
- მმმ ეტყობა წუხანდელმა სითბომ გაგთიშა
- მაოო
- რაო ჩემო სიცოცხლე?
- გეყოფა
- ისე როგორი ვნებიანი ქალი მყოლიხარ და აზრზეც არ ვიყავი?
- მაოოოოოო (გაწითლებულმა ბალიში მომარტყა და გიჟივით წამოფრინდა, მე სიცილი დავიწყე და სანამ აბაზანაში გავიდოდა მივაძახე)
- ჯერ არ შეხვიდე გავიმეოროთ მოდი ჩემთან ნუ გამექეცი
- უზრდელო
თვალები მოჭუტა და ისე შემომხდა სიცილი ვერ შევიკავე უცბად გავარდა და კარი მომიხურა, ვგიჟდები ამ ადამიანზე, გავიღიმე და მეც ავდექი, მთელი დღე გავაწვალე როგორც კი მარტოს დავიგულებდი წინა ღამეზე ვანიშნებდი და ვეუბნეოდი რომ ერთი სული მქონდა მასთან მარტო დავრჩენილიყავი, საღამოს სახლში წამოვედით ტასუნა პირდაპირ გავუყვანეთ სალომეს რადგან სკოლაში უნდა წასულიყო მეორე დღეს ნინიმ აიყვანა და მალე ჩამბრუნდა, თოკოც დავტოვეთ და სახლისკენ წავედით, გზაში ხმა არ ამოუღია ანის, ვფიქრობდი რომ მეტი მომივიდა ხუმრობა ამიტომ მეც დავსერიოზულდი, ნინი სახლში ავიდა ჩვენც შევედით სახლში თუარა მაშინვე მოვეხვიე
- რამე მოხდა?
- არაა რატო?
- ძალიან ჩუმად ხარ რაც მოვდივართ
- აა არაა ისე
- ისე რაა?
- არაფერი სიცოცხლე კარგი იყო ყველაფერი უბრალოდ მეძინება ძალიან დავიღალე
- მიდი მაშინ შეწექი და მეც მალე მოვალ
- ამოვალაგებ ჩანთას ჯერ
- მიდი მე მივხედავ
- რაა? შენ რა იცი მაგის ამოლაგბა?
- აჰაა რადგან არაფერი ამომილაგებია გგონია არაერი ვიციი?
- არაა რა სისულელეა, მიდი მაშინ და მე დავწვები
- ჯერ მაკოცე და ისე წადი
ტკბილად მაკოცა და დამიბარა მალე მოდიო, ჩანთებში რომ ჩავიხედე ვერაფერი გავარკვიე რა სად უნდა წამეღო, ამიტომ უბრალოდ ამოვალაგე და ოთახში გავამწკრივე, მეც მალე შვედი ჩემი ოცნების ქალთან მივუწექი და მალევე მივხვდი რომ ჩაეძინა, 2 კვირა გავიდა ამ სიამ-ტკბილობაში, ჩვეულ რითმში ჩავჯექით სამსახურში მიმყავდა და მომყავდა, არ მინდოდა არცერთი წამის ხელიდან გაშვება თუ მქონდა შანსი ანისთან ერთად ვყოფილიყავი დღესაც წავიყვანე და მე რესტორანს მივაშურე, შუადღისთვის ანიმ დამირეკა
- მაოო დღეს ჩემი თანამშრომელი იხდის დაბადების დღეს და დაგვპატიჟა გოგოები და რა ვნა?
- წავიდეთ მერე ჩემო სიცოცხლე
- არაა ვერ გამიგე, მხოლოდ გოგოები დაგვპატიჟა ვიწრო წრეში ვაკეთებო და მარტო გოგოები ვიქნებითო
- აა, სად იკრიბებიან?
- არ მიკითხავს ჯერ რა ვქნა ვფიქრობ
- წადი სიცოცხლე და გაერთე, კარგი იქნებოდა ერთად წავსულიყავით მაგრამ რადგან მასეა ნუ ფიქრობ წადი და გაერთე
- შენ არ გეწყინება?
- მთავარია შენ იგრძნო თავი კარგად და მე რაფერი მეწყინება, მაგრამ მე გაგიყვან
- კაი სიცოცხლე შეგეხმიანები
- გკოცნი.
გავუთიშე თუ არა მაშინვე დამეტყო რომ არ მინდოდა მისი მარტო წასვლა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, საღამოს გავუარე სახლში რომ წამომეყვანა, გაემზადა და ოთახიდან გამოვიდა,
- რა ცოლი მყავს ნახეთ რაა
- ნორმალურ ფორმაში ვარ მგონი ხომ?
- შესანიშნავი ხარ ჩემო სიცოცხლე
რადგან შარვალი ეცვა გული დამიმშვიდდა რატომღაც, რესტოტანში მივიყვანე და სანამ გადავიდოდით ვუთხარი
- ხომ ჭკვიანად იქნებით ამდენი გოგო ერთად?
- სხვანაირად არც გამოვა ექიმები ვართ სხვა თუ არაფერი
- მიყვარხარ ჩემო ერთადერთო წამო ეხლა გადავიდეთ და დაგტოვებ
- მოიცა შენც გადმოხვალ?
- აბა რაა, ხომ უნდა ვიცოდე რა სიტუაციაში გტოვებ თან გავეცნობი იუბილარს მივულოცავ და წამოვალ
- კაი მაშინ წავედით
რესტორანში საკმაოდ სიმშვიდე იყო ეს მომეწონა, იუბილარს მივულოცე და ანის წელზე ხელი მოვხვიე,
- რომლისკენ გამოგიარო ?
- რავი მაო, ნახევარი საათით ადრე დაგირეკავ,
- კარგი ლამაზო გელოდები.
შუბლზე ვაკოცე გოგოებს დავემშვიდობე და ადმინისტრაციისკენ წავედი ისე რომ ანიმ ვერ დამინახა, რადგან მენეჯერი ნაცნობის ძმაკაცი აღმოჩნდა თამამად ვთხოვე გოგოებისთვის ყურადღება მიექციათ რომ რამე პრობლემა არ ყოფილიყო დაკარგად გართულიყვნენ, ტელეფონის ნომერიც მივეცი და მშვიდად წამოვედი, სახლში ავედი და ბაიყუშივით მარტო რომ ვიგრძენი თავი ლაშასთან გავედი, 12 საათი ისე გახდა არ დაურეკავს ანის არც მე მინდოდა დამერეკა რომ თავი თავისუფლად ეგრძნო მაგრამ ვეღარ მოვითმინე და წავედი რესტორანში, აქ რა ხდება? შევედი თუარა ეს კითხვა გამიჩნდა, აი თურმე გოგოები როგორ ილხენენ ხოლმე, გამეცინა და ანისკენ წავედი,
- რა დღეში ხარ სიცოცხლე? (ვკითხე აცეკვებულ ანის რომელიც საკმაოდ ნასვამი ჩანდა, რომ მოტრიალდა და დამინახა უცბად მომეხვია)
- რა მაგარიაა მოხვედიიი
- თუ გინდოდა რომ მოვსულიყავი აქამდე რატომ არ დამირეკე? მოვიდოდი
- არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა რადგან არავის ქმარი არაა აქ, როგორ გამიხარდიი
- კარგ დროს ატარებ?
- კიი ძალიან, და მგონი დავთვერი
- რა დალიე პატარა ლოთო (სიცილით ვკითხე ჩემზე ჩამოკიდებულ ცოლს)
- მმმმ კონიაკი
- ყოჩაღ თქვნ
- მეტყობა რომ დავთვერი?
- ძალიანაც არაა, სულ ცოტათი (არადა ფეხზე ძლივს იდგა) წავიდეთ?
- მოიცაა (გაიხედ გამოიხედე, თითქოს ხალხი შეათვალიერა და რადგან წასული არავინ დახვდა მთხოვა) აუუ სუუ ცოტახნითაც რომ დავრჩე? ჯერ კიდე სვავენ გოგოები და ყველა აქაა,
- არ დაიღალე? აი ამ ფეხსაცმელმა კი დამალეწა ფეხები მაგრამ რა ვუყო
- კაი მაშინ მიდი და მე აქეთ ვიქნები
- არაა შენც წამოდი რაა უშენოდ რა გამაძლებინებს როცა ვიცი რომ აქ ხარ
- ეხლა აღარ ტეხავს?
- ნწუ ყველა მთვრალია
სადღაც ნახევარი საათი კიდევ ვიყავით ქმრებმა ტელეფონები რომ აუწკრიალეს გოგოებს მერე დაიშალნენ, რამოდენიმე გოგო მე წამოვიყვანე სახლში დასარიგებლად, მანქანაში ამდენი მთვრალი გოგო დიდი ქაოსი აღმოჩნდა ყველა ლაპარაკობდა იცინოდა სიმღერას ყვენოდნენ და ეს ყველაფერი ერთდროულად ხდებოდა, მეც მინდოდა რამოდენიმე სიტყვა მეთქვა მაგრამ რომ ვერ ჩავაკვეხე ვერაფერი უბრალოდ მძღოლის როლი მოვირგე, ყველა რომ დვარიგეთ ანიმ გააგრძელა სიმღერა ვუყურებდი ჩემს მთვრალ ცოლს და მეცინებოდა მის ქცევებზე, ისეთი სასაცილო და თან საყვარელი იყო მინდოდა კოცნაში გამეგუდა, სახლთან რომ მივედით და მანქანა გავაჩერე შემომხედა სახეზე ხელი ჩამომისვა და მკითხა
- ძალიან დაგღალეთ ხოო?
- არაა ჩემო სიცოცხლე მთვრალი გოგოების თავშეყრა არასოდეს მინახია უბრალოდ და საინტერესო აღმოჩნდა, დამელოდები მანქანში?
- სად მიდიხარ?
- მაღაზიაში შევალ და მალე მოვალ
- აა კარგი მიდი
ხელზე ვაკოცე და გადავედი, ვიცოდი რომ გაზიანი სასმელი აუცილებლად დასჭირდებოდა და ყოველი შემთხვევისთვის კიტრის მწნილიც ვუყიდე, მანქანის კარი გავაღე და რომ დამინახა ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო მაგრამ თან სახეს მანჭავდა
- რა არის გტკივა?
- კიი დამისივდა და ვეღარ ვიცვამ
- მოდი მოგეხმარები
ძლივს გადმოვიდა მანქანიდან კიბეებზე თავბრუ დაეხვა და ხელში ავიტაცე რაზეც კისკისი დაიწყო
- ჩუმად გოგო მეზობლები არ გააგიჟო
- უიი, მეზობლებიი ჩუუუ
თავისი თავი თვითონვე გააჩუმა
- როგორ მიყვარხარ მაო ხომ იციი?
- მგონი ვხვდები მაგრამ ზუსტად არ ვიცი
სახლში შევიყვანე და პირდაპირ საწოლისკენ წავიყვანე ფეხზე გავხადე ის კი მოეშვა და გვერდი იცვალა, წვალებით გამოვუცვალე და დავაფარე, ცოტახანში წამოჯდა
- მაოო,
- ცუდად ხარ?
- მგონი კიი, რომ ვწვები ყველაფერი ტრიალებს
- გინდა გაზიანი წყალი?
- მიშველის?
- მოიცაა მოვალ ეხლავე
სამზარეულოში გავედი კიტრის მწნილის წვენის დასასხმელად გიჟივით რომ შევარდა საპირფარეშოში, მეც შევყევი თმა ავუწიე და შუბლზე ხელი მოვუჭირე
- ვკვდებიიი
- არ მოკვდები სიცოცხლე ალბათ ბევრი მოგივიდა და გაწყინა
- არაა ვკვდებიიი
სახე მოვბანე და ისეც საწოლში ჩავაწვინე ჭიქა მივაწოდე მაგრამ სახე დამანჭა ვერ დავლევო, მაინც დავალევინე რადგან ვიცოდი უშველიდა, დაწვა და ფეხებს არ აჩერებდა
- რას შვრები კიდე ცუდად ხარ?
- ფეხები მტკივაა, რატომ ჩავიცვი ეგენი
ფეხებთან გადავუჯექი და მასაჟების გაკეთება დავუწყე, მომენტალურად გაისუსა, ცოტახანში სუნთქვა შეეცვალა საათს რომ დავხედე 3 საათი ხდებოდა, გვერდით მივუწექი და მეც დავიძინე, მალევე გამეღვიძა ისევ საპირფარეშოში იყო, მეც გავედი და ისევ ის რიტუალი ჩავატარე რაც წინაზე
- აღარასოდეს აღარ დავლევ
- არაუშავს ლამაზო უბრალოდ ამდენს აღარ დალევ და ეგაა
- არაა საერთოდ აღარ დავლევ, ოღონდ ეხლა გადავრჩე
- კაი ჩემო ანგელოზო ეგრე ქენი, გაგივლის უკვე ნახეე ისეთი მთვრალი აღარ ხარ
- ხოო ცოტა გამოვფხიზლდი მაგრამ ვკვდები ისე ცუდად ვარ
- წამო კიდევ ერთი ჭიქა დალიე და სულ გაგივლის
- არაა ვერ დავლევ
- ჩემო სიცოცხლე დამიჯერე,
გარეთ გამოვიყვანე და დავაწვინე, ჭიქა მივუტანე და საწყალი თვალებითა მომხედა
- შენც გაგათენებინე რაა
- არაუშავრს, მომწონს შენზე ზრუნვა, შენ რომ ზრუნავ ხოლმე კიარ დამავიწყდა
- მადლობა ჩემო გულო,იქნებ დავიძინო თორემ თავი მისკდება
- მოდი ჩემთან და ისე დაიძინე გემრიელად
საათს შევხედე და 6 იყო დაწყებული, გამეცინა ჩემს თავზე არასოდეს არ მიზრუნია ასეთი გულით თან მთელი ღამე არავიზე, ანი გულზე მივიხუტე თმაზე ვეთამაშებოდი და ისე დაიძინა.
ამ 5 თვეში ბევრი სიახლე მოხდა, ტასუნა სულ ჩვენთან იყო რაზეც სალომე ბრაზდებოდა, როცა მის წამოსაყვანად მივდიოდი ანიც ჩემს გვერდით იყო, იყო ისეთი შემთხვევებიც რომ მარტო მივსულვარ მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, მე და ანის ძალიან ბედნიერი ოჯახის შქმნა გამოგვივიდა, ზოგჯერ მაბრაზებდა ზოგჯერ მე ვაბრაზებდი, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა ჩვენი სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა, მაშინაც კი როდესაც ერთმანეთს ვაბრაზებდით, რამოდენიმე წუთში ვრიგდებოდით და ერთად ყოფნით ვტკბებოდით, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ გულჩვილი და მძინარ გახდა ჩემი ცოლი, ნინი და თოკო 2 თვის უკან დაქორწინდნენ და დღეს გვითხრეს რომ პატარას ელოდებოდნენ, ამ ამბავმა ძალიან გამახარა, ერთი სული მქონდა პატარახლში ამეყვანა, სახლში რომ დავბრუნდით ანის უხასიათობა შევატყე
- დაღლილი ხარ? თუ მოხდა რამე?
- არაა არაფერი,
- მითხარი, ხომ ვიცი რომ რაღაც ის არ არის
- .... ხომ არ ფიქრობ რომ ექიმთან სჯობის წავიდე?
- ექიმთან? რატომ? ცუდად ხარ? რამე გტკივა?
- არაა, უბრალოდ ამდენი თვეა ველოდები ნინისმსგავს ბედნიერებას მაგრამ როგორც ჩანს რაღაც ისე არაა,
- მოდი ჩემთან, (გულში ჩავიხუტე თავზე ვაკოცე და ვუთხარი) მე ვფიქრობ რომ ექიმი საჭირო არ არის, ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩემო დედოფალო, პატარაც იქნება თავის დროზე, რომელიც ჩვენს შორის ჩადგომას მოინდომებს, მაგრამ აუცილებლად ვასწავლი რომ დედიკო მხოლოდ მისი საკუთრება არ იქნება
- ნუ ლაპარაკობ მასე
- რა გატირებს სულელო
- მეც მინდა პატარა ( გულამოსკვნილი ტიროდა, არ ვიცოდი როგორ დამემშვიდებინა,)
- ჩემო დედოფალო მაგის გამო ტირილი როგორ შეიძლება? გვეყოლება აი ნახავ სულ მალე გვეყოლება ოღონდ აღარ იტირო კარგიი?
- რომ არ გვეყოლოს?
- როგორ არ გვეყოლება, მაგრამ მაგაზე მუშაობა რომ დავიწყოთ ჯერ უნდა დამშვიიდდე აბა მომხედე, (სახე ავაწევინე ცრემლები მოვუწმინდე და კიდევ ვცადე მისი დამშვიდება)
- ვერ ჩერდებიი (ახლა ამაზე უმატა ტირილს ვერ გავიგე რითი დავამშვიდო, მეცინება მაგრამ ვატყობ თუ გავიცინებ უარესად გაბრაზდება, რომ ვეღარაფერი ვაწამე მის ტუჩებს შვეხე ცოტა უკლო ტირილს ამიტომ უფრო გავთამამდი, მკლავებში მოვიქციე და სასიამოვნო გრძნობებში გადავეშვით, ბოლოს ჩემზე აკრულს ჩაეძინა. სამი დღის შემდეგ ტასუნასთან ერთად წავედით გასართობ ცენტრში, ჯერ ტასუნამ და ანიმ ითამაშეს და ტასუნამ მოუგო, მერე მე და ტასუნამ ვითამაშეთ ანის წინააღმდეგ და ისევ ჩვენ მოვუგეთ, მოულოდნელად გაიბუსხა აღარ მინდა თამაშიო და ძლივს დავითანხმეთ რომ ტასუნას და ანის ეთამაშათ ჩემს წინააღმდეგ, ისევ მე მოვიგე და ეს ანისთვის პიკი აღმოჩნდა, პატარა ბავშვივით დაიწყო ტირილი, მე და ტასუნა გავშტერდით, ჩვენი რეაქცია რომ დაინახა სულ გადაირია და საპირფარეშოში გაიქცა, უკან გავყევი და თავი გოგოების ოთახში ამოვყავი,
- გადიიი, აქ რა გინდა გაგიჟდი?
- რა გემართება?
- გადი სირცხვილია
- მაშინ გამოდი
- გადი და გამოვალ
- მალე გამოდი გელოდები
გარეთ რომ გამოვიდა ჩამეხუტა მე კიდევ გაშტერებული ვუყურებდი
- ბოდიში
- კარგი რაა რა ბოდიში, მაგრამ არ მომწონხარ რა გემართება?
- არ ვიცი ალბათ იმდენად მინდა პატარა რომ უკვე ვგიჟდები,
- ანი ნუ გადამრევ ეხლა, არ არის და ნუ არის ჯერ კაცო მაგის გამო ესეთი ტირილი გაგონილა? თან ყველაფერზე შიშით ხმა ვერ ამომიღია
- ბოდიში, არც მე მინდა მაგრამ მეტირება
ღრმად ჩავისუნთქე და ჩავეხუტე ასეთი სიგიჟე არსად გამიგია
- კარგი ამდენს ნუ მებოდიშები წამოდი ტასუნასთან გავიდეთ.

ძლივს დამშვიდდა ეს დღეები ვეღარ ვცნობ, იქნებ რამე ხდება და მიმალავს? იქნებ სამსახურში ხდბა და ვერ ამბობს? არა რაა უნდა გავარკვიო რა ხდება. სახლში რომ მოვედით ტასუნა თავის ოთახში შევიდა და ჩვენც დავწექით ალბათ 15 წუთის დაწოლილები ვიყავით ზურგი რომ მაქცია, ეს ძალიან გამიკვირდა, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
- რას მიმალავ ან, მითხარი ჩემო დედოფალო,
- რაა? მეე? რა სისულელეა არაფერს
- აბა რა ხდება ვინმემ გაგაბრაზა?
- არაა
- აბა რა გჭირს ეს დღეები? ვეღარ გცნობ, თითქოს მშორდები
- რა სისულელეა მაო? უბრალოდ...
- რა უბრალოდ?
- ოოო დავიძინოთ რაა, (ისევ ზურგი მაქცია და დაწვა)
- გადმობრუნდი,
- რა არის?
- რა გჭირს არ გადამრიო ეხლა მითხარი
- არაფერი მაოო
- რა უბრალოდ?
- წყალი გადაივლე? (რაოოოოო? ეს რაღა შუაშია? თემა გადააქვს?)
- რა წყლი გოგო ნუ გადამრიე რა ხდება (ხმას ავუწიე, თავი ჩამალა და ტირილი დაიწყო, არა რაა ეს ხერხი არ გამოდგება, ისევ ამოვისუნთქე და მშვიდად გავუმეორე კითხვა)
- ჩემო ლამაზო მითხარი რა ხდება?
- ვერ გეტყვი (ამაზე სულ გავაფრინე და ყვირილი დავიწყე)
- რას ვერ ეტყვი გოგო რა მოხდა(მან კი იგივე ტონით მიყვირა რაზეც თვალები დამრჩა ღია)
- ეგრე შენს ყოფილ ცოლს უყვირე გასაგებია? (მეწყინა, გულში თითქოს რაღაც გაწყდა, ყველაფერს ველოდებოდი მაგრამ მის ხსენებას? მივხვდი რომ აღარაფრის თქმას ჰქონდა აზრი ავდექი სიგარეტს დავწვდი გამწარებული და სანამ გავიდოდი მადლობა გადავუხადე, მივხვდი რომ მასაც მოხვდა გულზე ჩემი მადლობა და ტირილს უმატა, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე, რას ვერ მეტყოდა, ან ასე რატომ მარიდებდა თავს, სალომემ ხომ არ უთხრა რამე სისულელე? ამ ფიქრებში ვიყავი გარეთ რომ გამოვიდა და ცრემლიანი თვალები მომანათა, მე ზედაც არ შემიხედავს მისთვის
- მაო
- ...
- მაპატიე გთხოვ ეგ არ უნდა მეთქვა
- ...
- მაოო, გთხოვ მაპატიე მართლა არ ვიცი რა მჭირს, ალბათ მოვიწამლე.
- მოწამვლა რა შუაშია რას ვერ მეტყვი? თქვი მაშინ რა გჭირს
- ცუდად არ გამიგო მაშინ
- ანი უკვე ძალიან დავიღალე თქვი რა ხდება.
თავი ჩახარა და ამოილუღლუღა
- რაღაც სუნი აგდის და გული მერევა რომ მცემს
- რაა? ( რა სუნი ეს გაგიჟდა? წეღან გამოვედი აბაზანიდან, უცბად დავსუნე საკუთარ თავს და სისუფთავის სუნის მეტი რომ ვერაფერი ვიგრძენი ვკითხე) რა სუნი ამდის წეღან არ ვიბანავე?
- არ ვიცი ალბათ მოვიწამლე ამიტომ ვამბობ
- და მაგას ვერ მეტყოდი?
- ხოო, როგორ მეთქვა ეგ
ღმერთო სულ ნუ გამაგიჟებ გთხოვ ამ გოგოს ხელში, ჩუმად წავედი და ისევ აბაზანაში შევედი, გიჟივით ვიხეხებოდი და თან ვბუზღუნებდი, რა სუნი ამდის მე რატო არ მცემსთქო, კანი რომ ავიძრე გავედი და საწყლად მჯდომი ანი დავინახე რომელიც საცოდავი თვალებით მიყურებდა.
- ბოდიში რაა, არ ვიცი რა მჭირს
- აბა კიდე ამდის რამე სუნი? (ახლოს მივედი და დავიხარე)
- ისე ძალიან აღარ
- ანუ მაინც ამდის?
- აუუ კარგი რა მაოო, მგონი ვგიჟდები, მაპატიე?
- მარტო იმ შემთხვევაში თუ მაკოცებ
თავი დამიქნია და მაკოცა, როგორც იქნა ჩაეძინა, მაგრამ მე გიჟივით ვსუნავდი ისევ ჩემს სხეულს და მიკვირდა რა სუნი არ მოსწონდა, დილით რომ გავიღვიძეთ ძლივს ვიპოვე საწოლში, როგორც ჩანს ისევ არ ესიამოვნა რაღაც, დღეს ანალიზებზე წავიყვან მართლა ხომ არ მოიწამლა. 10 საათისთვის გავედით სახლიდანანი პატარა ჯუჯღუნა ბავშვივით იქცეოდა არ ვარ მოწამლული თავი დამანებე მეძინებაო, შევპირდი რომ როგორც კი მოვიდოდით იქამდე ეძინებოდა სადამდეც არ მობეზრდებოდა, ასეც მოვიქეცი, ისე დაწვა დასაძინებლად არაფერი უჭამია, მაინც მგონია რომ რაღაცას მიმალავს ნერვიულობს და გულში იკრავს, ცოტახნით წამოვუწექი და ვტკბებოდი ისე ტკბილად ეძინა, შუბლზე ვაკოცე და რესტორანში წავედი, რადგან ტასუნა სკოლაში იყო გემრიელად გამოიძინებდა ჩემი ქალბატონი და აუცილებლად დაველაპარაკებოდი მშვიდად უნდა გამერკვია რაში იყო საქმე, 2 საათისთვის პასუხებზე წავედი, ექიმთან შვედი და როგორც კი გვარი ვუთხარი ფურცელი ხელში მოიმარჯვა,
- მარტო ხართ მოსული?
- დიახ რაშია საქმე?
- გოგონა თქვენი ცოლია?
- კი, რა ხდება,
- ანალიზებში გვაქვს სხვაობა მაგრამ არაფერია საგანგაშო, გილოცავთ, ეს არეულობა ორსულობის ბრალია მისი მდგომარეობისთვის ეს ნორმალურია, კონსულტაციაზე დადგებით და ექიმი ყველაფერს მოაგვარებს
- რაა?
- დიახ, მალე მამიკო გახდებით
გაშტერებულმა ფურცელი გამოვართვი და როგორც კი თვალები დავახამხამე სახე დამისველდა, გამოვბრუნდი კაბინეტიდან და სკამზე დავჯექი, ცრემლები თავისით მომდიოდა, სახეზე ხელი მოვისვი და ჩემთვის გავიმეორე, ორსულადაა, ჩემი გოგო ორსულადაა, საოცარი რეაქცია ხდებოდა ჩემს სხეულში გულში გონებაში ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ, ტელეფონი ავიღე მისთვის უნდა დამერეკა, მაგრამ გადავიფიქრე, სახე გავიმშრალე და გამოვედი, რომ წარმოვიდგინე ნის რეაქცია ვამჯობინე სურპრიზი გამეკეთებინა მისთვის, საბავშვო მაღაზიაში შვედი და აქეთ-იქით ვიყურებოდი, მერე ბავშვის მატყუარა ვიყიდე და გამოვედი, მერე მაღაზიაში შევედი, ჩემი ჭკუით სასარგებლო პროდუქტი ვიყიდე, შოკოლადებიც არ დამავიწყდა, ყვავილების მაღაზიასთან გავჩედი და ვარდების დიდი თაიგული ვიყიდე, სახლში რომ ავედი ისევ ეძინა, ამიტომ ყველაფერი თავის ადგილზე დავდე, ვარდები და ბავშვის მატყუარა სხვა ოთახში დავმალე, ინტერნეტს ჩავუჯექი და ორსულობის შესახებ უამრავი რამ წავიკითხე, როგორც აღმოჩნდა მისი გულჩვილობა, უხასიათობა ძილიანობა და ეს აკვიატებული სუნიც პატარა ბარტყის ყოფილა რომელიც მის სხეულში იჯდა და იქიდან აკონტროლებდა დედიკოს. რა არის ბედნიერება? ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია ეს უნდა იგრძნო ადამიანმა, სულ სხვაა სიტყვით თვა და სულ სხვაა იგრძნო ეს უდიდესი გრძნობა, ამ ფიქრებში ვიყავი ოთახიდან რომ გამოვიდა, ვიცოდი რომ ძალიან ბევრს იტირებდა ამიტომ ამისთვისაც მზად ვიყავი.
- სახლში ხარ შენ?
- მოდი ჩემთან (ვუთხარი დამთბარი ხმით და ჩავიხუტე)
- როდის მოხვედი?
- მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდი სიყვარული მაკავშირებს შენთან, მაბედნიერებს შენი ჩრდილიც კი, ძალიან მიყვარხარ,
- მეც ჩემო სიყავრულო ზუსტად იგივდ ვგრძნობ და ძალიან მიყვარხარ, გპირდები გუშინდელივით აღარასოდეს მოვიქცევი
- ჩუუუ, (თითი ავაფარე ტუჩებზე და თვალებში ჩავხედე) ისეთი რამე არ დამპირდე რასაც ვერ შეასრულებ, წამოო. (გავიყვანე სამზარეულოში და დავტოვე, მე ყვავილები და მატყუარა ავიღე და მასთან შევედი, ვარდები რომ დაინახა თვალები გაუბრწყინდა)
- ვაიმე რა ლამაზიაააა
- ეს ვარდები ყველაზე მშვენიერ და საყვარელ ადამიანს, ( სანამ ვარდებს ყნოსავდა ჯიბიდან მატყუარა ამოვიღე და დავანახე) ეს იმ პატარა პარაზიტს ვინც ეგრე გაბრაზებს ( თვალები გაუფართოვდა და მზერა არ მოუშირებია ჩემი ხლისთვის, მაცივართან მივედი გამოვაღე და ვუთხარი) ეს კიდე ორივეს
- რაა? მოიცადე, მე, მე , ორსულად ვარ?
- როგორც ანალიზებმა აჩვენა კი ჩემო სიცოცხლე
ტირილი დაიწყო და ჩამეხუტე, გული ამიჩუყდა რომ გამახსენდა როგორ ძალიან უნდოდა პატარა და მეც ამატირა
- მაოო, პატარა გვეყოლება, დედიკოს ანგელოზიი (მუცელზე ხელი მოისვა და მეც მას მივბაძე)
- კი გეძახდი დედოფალს მაგრამ ამის მერე მართლა დედოფალს გაგხდი, დიდი მადლობა ამ ბედნიერებისთვის, როცა გინდა მეჩხუბე, როცა გინდა მომეფერე როცა გინდა ოთახიდან გამომაგდე რამე სუნმა რომ არ შეგაწუხოს და რამდენი ხანიც გინდა იძინე, მთავარია ჯანსაღი კვება სეირნობა და სუფთა ჰაერი არ დაგავიწყდეს
- ძალიან ბედნიერი ვარ მაო, ძალიან, როცა გაპატიე სალომესთან დაშვებული შეცდომა ვფიქრობდი რამდენად სწორად მოვიქეცი, მაგრამ ამ წამს დავრწმუნდი რომ ღირდა შენთვის ერთი შანსის მოცემა რომ ეს ბედნიერება მეგრძნო,
- კარგი რაა ეხლა მაგის გახსენების დრო იყო?
- კი იმიტომ რომ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დავრწმუნდი, მაგრამ იცოდე როცა დავბერდებით და შვილიშვილებს ჩავიხუტებთ მაშინაც კი ჩემი ერთგული უნდა იყო თორემ გაგეყრბი.
გადავიხარხარე და მისი სერიოზული სახე რომ დავინახე მეც დავსერიოზულდი
- შენზე უკეთესი არ დაბადებულა არავინ ჩემო დედოფალო ამიტომ გამოდის რომ მუდამ შენი ერთგული ვიქნები.


ბევრი მაწამა მთელი ორსულობის პერიოდში, ისეთი საშინელი ხასიათი გაუხდა ვეღარ ვიგებდი რა გამეკეთებინა რომ კმაყოფილი ყოფილიყო რამოდენიმე ღამე არანაირმა შხაპმა არ მიშველა და ოთახიდან გამომაგდო, ლამაზად იბერებოდა ჩემი საყვარელი ქალი, წონაში მოიმატა და გიჟს გავდა მაგრამ მისი სავსე სახე უფრო მიყვარდა, ტასუნა ბედნიერებისგან დაფრინავდა 6 თვემდე ისე მივედით პატარა არ დაგვენახა ვინ იყო ყველა ექოსკოპია სხვადასხვა პასუხს ამბობდა, 7 თვისას მოუწია კიდევ ერთხელ გაკეთება და აღმოჩნდა რომ პატარა ვაჩე დაიბადებოდა რომელიც გამუდმებით ურტყავდა დედიკოს, მე კი ყოველთვის ვტუქსავდი რომ ასე არ შეიძლებოდა, მაგრამ არ მისმენდა, როდესაც მუცელზე ვერებოდი ხოლმე როგორც ანი იტყოდა სასიამოვნოდ მოძრაობდა მაგრამ ზოგჯერ ძალიან ურტყავდა და სტკენდა ანის, ტასუნა მუდამ კოცნიდა და ეხვეწებოდა მალე დაბადებულიყო, ამასობაში ქალბატონი ელენე დაიბადა, ნინის ტკივილებს რომ ვხედავდი გული მეწვოდა მაგრამ ანის რომ წარმოვიდგენდი მაგ დღეში მეგონა ვკვდებოდი, დაბადების დრო რომ ახლოვდებოდა გამუდმებით ვეხვეწებოდი ვაჩეს დედიკო ძალიან არ ეწვალებინა, ანი ამაზე იცინოდა ხოლმე და ამბობდა ისე ეხვეწები სხვა გზას არ უტოვებო, ანი ბურთს გავდა, ძალიან მომწონდა ეს სანახაობა მაგრამ ისე წვალობდა რომ მინდოდა მალე დაბადებულიყო ვაჩე, ასეც მოხდა შუაღამისას გამაღვიძა მაშინვე წავიყვანე საავადმყოფოში, იმდენი ხალხი შიკრიბა ეზო გატენილი იყო, მე ადგილს ვერ ვპოულობდი, ხალხი რომ იცინოდა მე გიჟს ვგავდი, ვინ იცის როგორ წვალობდა ანი, 3 საათი მოგვიწია ლოდინი, უკვე ვეღარ ვთოკავდი თავს, მაგრამ ყველა მიმტკიცებდა ბუნებრივია და მალე დაიბადებაო, კიდევ 1 საათი გავიდა ამ ჯოჯოხეთში ქალი რომ გამოვიდა, გვარი რომ გავიგე ყურები დაგუბდა, არაფერი აღარ მესმოდა გარდა შეძახილებისა და მოლოცვების,გაიხსნა შამპანიურები და სმა დაიწყეს მე კი ერთადერთი რამ მინდოდა , ანის სახის დანახვა თუ დამამშვიდებდა მხოლოდ, ბევრი ხვეწნის შემდეგ ანისთან ამიყვანეს, სახეზე ფერი არ ედო, საშინლად დაღლილი სახე მომანათა და გამიღიმა, მკერდზე მისმულ პატარას დახედა რომელიც თქაფათქუფით ჭამდა და ცრემლი გადმოუვარდა, ამ კადრის დანახვისას თავი ვეღარ შვიკავე და რასაც ქვია ავქვითინდი, ანის თავზე მოვეფერე ვაკოცე და ვაჩეს დავხედე,
- კეთილი იყოს მამიკო შენი დაბადება...



სანამ რაღაც ძვირფასს არ დაკარგავ, ან დაკარგვას თვალებში არ ჩახედავ იქამდე ვერ აფასებ და ვერ უფრთხილდები ადამიანი, ვერც კი ხვდები რამდენად ძვირფასი შეიძლება იყოს ის ვის მიმართაც სიყვარულს გრძნობ, ყველას არ ეძლევა მეორე შანსი, მაგრამ მე გამიმართლა თანაც როგორ, დაუმსახურებელი პატიებით, რომლის ღირსიც არ ვიყავი, მაგრამ რომ არ ეპატიებინა ვეღარასოდეს ვიქნებოდით ისეთი ბედნიერენი როგორიც ახლა ვართ, ორივეს გულში მუდამ იქნებოდა დიდი ტკივილი, მაგრამ ჩვენ ახლა ბედნიერი ოჯახი ვართ, მე ანი ვაჩე და ჩვენი ტასუნა.





-------------------------------------------------------

ჩემი ძვირფასებო რადგან შეგპირდით რომ ამ ისტორიას დავამთავრებდი ასეც მოვიქეცი, თქვენი MLM.



№1  offline წევრი ჭირვეული

სასწაულებიც ხდება???? დედას გეფიცები ამ შაბათ-კვირას აღარც მახსოვს უკვე მერამდენედ გადავიკითხე ''მექალთანე" და "ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება" და მთელი გულით ვინატრე ამ ისტორიის გაგრძელება, რომ დავინახე თვალს არ დავუჯერე, ჯერ არ წამიკითხავს, თუმცა ზუსტად ვიცი რა სიამოვმება მელის წინ!!! მადლობა, რომ დაასრულე ეს იტორია და იმედია, ისევ განაგრძობ აქტიურად წერას და გაგვანებივრებ ახალი ისტორიებით :*

 


№2 სტუმარი Mrs.Grey

აღარ ველოდი საერთოდ ამ ისტორიის დასასრულს თუ ვნახავდი

 


№3  offline წევრი MMLMM

GentleWoman
სასწაულებიც ხდება???? დედას გეფიცები ამ შაბათ-კვირას აღარც მახსოვს უკვე მერამდენედ გადავიკითხე ''მექალთანე" და "ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება" და მთელი გულით ვინატრე ამ ისტორიის გაგრძელება, რომ დავინახე თვალს არ დავუჯერე, ჯერ არ წამიკითხავს, თუმცა ზუსტად ვიცი რა სიამოვმება მელის წინ!!! მადლობა, რომ დაასრულე ეს იტორია და იმედია, ისევ განაგრძობ აქტიურად წერას და გაგვანებივრებ ახალი ისტორიებით :*



ვფიქრობდი საერთოდ ჰქონდა თუ არა აზრი ამ ისტორიის დასრულებას ამდენი ხნის შემდეგ, ძალიან მიხარია რომ გახსოვთ ეს ისტორია და ის უფრო გამიხარდა ჩემი ისტორიები ჯერ კიდევ თუ იკითხება დიდი მადლობა შენ

 


№4  offline წევრი Liziko27

ვაიმეეეეე ეს რაიყოოო. საერთოდ გამოვითოშე ამ სამყაროს კითხვის დროს. მაგარი კიარა შეუდარებელი იყო

 


№5  offline წევრი MMLMM

Liziko27
ვაიმეეეეე ეს რაიყოოო. საერთოდ გამოვითოშე ამ სამყაროს კითხვის დროს. მაგარი კიარა შეუდარებელი იყო

დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის, მოუთმენლად ველოდები თქვენს შეფასებებს რომ გავიგო რამდენად ღირდა ეს ისტორია გამოსაქვეყნებლად, და ძალიან მახარებს შენნაირი კომენტარები, მადლობა შენ

 


№6 სტუმარი ნათია ❤

შეუდარებელი იყო მართლაც!!!! კარგიიყო ძალიან გააგრძელერა ასეთი მოთხრობები ყველაზე კარგი იყოო უბრალოდ ემოციებში ვარ ძალიან ????????????

 


№7  offline წევრი nini :)

ვაიმე დილით თავს ვერ ავწევვვ...... რა დრო გასულაააა..... ისეთი იყო რომ კითხვის გაწყვეტა არ მინდოდაააა....... ვგიჟდები მაოზეეე........ ანიზე....... ნინიზეეეე........
ძალიან კარგი იყოოოოო..... უკარგესიჯიიი

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანკა

ვაიმეე რა მაგარი იყოო, ესეთი ისტორია არ მახსენდება ბოლოს როდის წავიკითხე, ძალიან მაგარია დაწერე რა კიდევ რამე ესეთი გემრიელი, სათაურის ბოლოს სამი წერტილი მენიშნა რომ რაღაც მაინც მოხდებოდა და ეგრეც მოხდა ძალიან მაგრად გქონდა გათვლილი ისტორიაში ბევრი რამ თუნდაც ის რომ პატიების შემდეგ ძახილოს ნიშნით ამთავრებდი სათაურის სიტყვებს, მართლა სავსე ვარ ემოციებით :*:* საოცარი იყო

 


№9  offline წევრი tamuna.s

თვალებს არ ვუჯერებდი სათაური რომ წავიკითხე, მერე ნიკს დავაკვირდი და მივხვდი რომ შენ იყავი. აღარც კი მქონდა იმედი რიმ დაასრულებდი. მიყვარს შენი ისტორიები და იმედი მაქვს ახალსაც შემოგვთავაზებ ი და ასე აღარ დაიკარგები.

 


№10 სტუმარი სტუმარი ლიკა

Pdf -araq rom gadmovwero?

 


№11  offline წევრი kora

ყველაზე ნაკლებად ამ ისტორიის გაგრძელებას მოველოდი უკვე. არადა, იმ პერიოდში იწერებოდა, როცა საიტის აქტიური მკითხველი ვიყავი და შენს ისტორიებზე უზომოდ შეყვარებული. არც კი გამჭირვებია იმ მონაკვეთის პოვნა საიდანაც ახალი თავი გაგრძელდა, იმდენად მიყვარდა და თან ვბრაზობდი პერსონაჟებზე, რომ ლამის დღემდე ზეპირად მხსომებია ყველა დეტალი, პერდონაჟების სახელებზე ხომ საუბარიც ზედმეტია:) მახსოვს მაშინ როგორ ემოციურად განვიცადე მაოს საქციელი, ისე მეტკინა თითქოს არა გამოგონილ პერსონაჟს, არამედ, რეალურ ადამიანს ჩაედინა ის ღალატი, მაშინ კარგადაც გავლანძღე და არც ახლა დავაკელი იგივე :) კი, მთლიან ჯამში ბრწყინვალე დასასრული იყო და საუკეთესო წყვილია ეს ორი. რამდენი ვიცინე საძინებლის მომენტზე, სუნზე შეწუხებულ ანაზე და მერე მთელი ღამე მაოს ყნოსვაზე და ფიქრებზე ნეტა ეგეთი რა სუნი ამდისო :დდდ
მიუხედავ იმისა, რომ მაოს პერსონაჟი მიყვარს, სადღაც რაღაც მომენტში მაინც ვერ ვაპატიე ის სისუსტე და შეილება არ გახსოვს ჩემი მაშინდელი კომენტარები, მაგრამ მე ზუსტად მახსოვს რატომ მქონდა მაშინაც და ახლაც იგივე რეაქცია, მაო იმ პერსონაჟად მქონდა წარმოდგენილი, რომელსაც უნდა დაემსხვრია ის სტერეოტიპი, რომ თურმე ვნება იმდენად გიბინდავს გონებას რომ გავიწყებს შენს ძვირფას ადამიანს და ადვილად გიბიძგებს ღალატისკენ, რაღაც არაამქვეყნიურ სიყვარულს ვხედავდი მისგან ანისადმი რომ დაჯერებაც მიჭირდა ასეთ დროსაც თუ შეიძლებოდა კაცს გონება არ ჩაერთო. რეალირ ცხოვრებაში ყველა კაცია ზუსტად ისეთია როგორიც მაოა, უყვართ მაგრამ უშვებენ შეცდომას. პერსონაჟისგან მაინც მინდოდა ალბათ სხვანაირად მოაზროვნე კაცის დანახვა :დდდ
მთლიან ჯამში ძალიან მიყვარს ეს ისტორია და უზომოდ გამიხარდა რომ არ გაიმეტე მისი დაუსრულებლად დატოვება და კიდევ ერთი ლამაზი ისტორია გვაჩუქე. მადლობა შენ ამ ემოციებისთის და მიუხედავად ჩემი რეჟიმისა მაინც სიამოვნებით ჩავუჯდებოდი შენს ახალ ისტორიას და ძველებურად მოუთმენლად დავუცდიდი ახალ თავებს. ვიმედოვნებ დაიწყებ ახლის წერას ❤️
--------------------
kira.G

 


№12  offline წევრი MMLMM

kora
ყველაზე ნაკლებად ამ ისტორიის გაგრძელებას მოველოდი უკვე. არადა, იმ პერიოდში იწერებოდა, როცა საიტის აქტიური მკითხველი ვიყავი და შენს ისტორიებზე უზომოდ შეყვარებული. არც კი გამჭირვებია იმ მონაკვეთის პოვნა საიდანაც ახალი თავი გაგრძელდა, იმდენად მიყვარდა და თან ვბრაზობდი პერსონაჟებზე, რომ ლამის დღემდე ზეპირად მხსომებია ყველა დეტალი, პერდონაჟების სახელებზე ხომ საუბარიც ზედმეტია:) მახსოვს მაშინ როგორ ემოციურად განვიცადე მაოს საქციელი, ისე მეტკინა თითქოს არა გამოგონილ პერსონაჟს, არამედ, რეალურ ადამიანს ჩაედინა ის ღალატი, მაშინ კარგადაც გავლანძღე და არც ახლა დავაკელი იგივე :) კი, მთლიან ჯამში ბრწყინვალე დასასრული იყო და საუკეთესო წყვილია ეს ორი. რამდენი ვიცინე საძინებლის მომენტზე, სუნზე შეწუხებულ ანაზე და მერე მთელი ღამე მაოს ყნოსვაზე და ფიქრებზე ნეტა ეგეთი რა სუნი ამდისო :დდდ
მიუხედავ იმისა, რომ მაოს პერსონაჟი მიყვარს, სადღაც რაღაც მომენტში მაინც ვერ ვაპატიე ის სისუსტე და შეილება არ გახსოვს ჩემი მაშინდელი კომენტარები, მაგრამ მე ზუსტად მახსოვს რატომ მქონდა მაშინაც და ახლაც იგივე რეაქცია, მაო იმ პერსონაჟად მქონდა წარმოდგენილი, რომელსაც უნდა დაემსხვრია ის სტერეოტიპი, რომ თურმე ვნება იმდენად გიბინდავს გონებას რომ გავიწყებს შენს ძვირფას ადამიანს და ადვილად გიბიძგებს ღალატისკენ, რაღაც არაამქვეყნიურ სიყვარულს ვხედავდი მისგან ანისადმი რომ დაჯერებაც მიჭირდა ასეთ დროსაც თუ შეიძლებოდა კაცს გონება არ ჩაერთო. რეალირ ცხოვრებაში ყველა კაცია ზუსტად ისეთია როგორიც მაოა, უყვართ მაგრამ უშვებენ შეცდომას. პერსონაჟისგან მაინც მინდოდა ალბათ სხვანაირად მოაზროვნე კაცის დანახვა :დდდ
მთლიან ჯამში ძალიან მიყვარს ეს ისტორია და უზომოდ გამიხარდა რომ არ გაიმეტე მისი დაუსრულებლად დატოვება და კიდევ ერთი ლამაზი ისტორია გვაჩუქე. მადლობა შენ ამ ემოციებისთის და მიუხედავად ჩემი რეჟიმისა მაინც სიამოვნებით ჩავუჯდებოდი შენს ახალ ისტორიას და ძველებურად მოუთმენლად დავუცდიდი ახალ თავებს. ვიმედოვნებ დაიწყებ ახლის წერას ❤️

შემოგევლე შენ ყველაზე მეტად შენი დარდი მქონდა ისე რომ გაგიცრუა იმედები და ძალიან მოხარია თუ მაინც მოგეწონა განსაკუთრებული მკითხველი ხარ :*

 


№13 სტუმარი Nia

Dzaan magaria game gavatene sanam ar movrchi ar davidzine????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent