შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინელი წყვილი (სრულად)


17-10-2018, 23:05
ავტორი Alice76
ნანახია 25 710

-გთხოვ,გამომიგზავნე ვინმე ისეთი,ვინც გადამარჩენს...-დახლზე დაყრდნობილი ჩურჩულებდა-როგორ ჩავიძირე. მთელი ცხოვრებაა ვიძირები. -თვალები კაფის კლიენტებს მოავლო-ყველაფერი გულისამრევია. უფერული. ღმერთო,ნუთუ ამისთვის შემქმენი? ვიცი,რომ არა. მაშ, გადამარჩინე.
-ერთი კაპუჩინო-გოგონას ხმამ გამოაფხიზლა. გონებაში მხოლოდ ექოდ გაისმა ღმერთის პასუხი:” ვის ელოდები?”
მრავალჯერ გამეორებული ტექნიკით მოამზადა ქაფიანი სითხე,რომლის სუნიც უკვე გულს ურევდა. რძით გული მოხაზა და დაბოღმილი მიაცქერდა საძულველ ფიგურას.
-ინებეთ-ხის ლანგარზე დადო ფინჯანი და ნაძალადევი,უკვე ჩვევად ქცეული ღიმილით მიაცქერდა კლიენტს.
-მადლობა-გულიანად გაუღიმა მან და ყავა ჩამოართვა-გავიგე,რასაც საუბრობდი.
გული უცნაურად შეუფრთხილადა. აწითლდა.
-ნურავის ელოდები-გააგრძელა გოგონამ.
გაოგნებული მიაჩერდა უცნობს.
ბიჭურად შეჭრილი თმები დაუდევრად აჩეჩვოდა,ყველანაირი გაგებით მინიატურული იყო-აპრეხილი ცხვირი,პატარა,ვარდის ფურცლებივით ტუჩები,ჭორფლები და დიდი,ცოცხალი თვალები მის შემხედვარე ადამიანს ბევრ გართობას ჰპირდებოდა. პატარა,წაწვეტებული ყურები ელფს ამსგავსებდა.გამხდარი და საშულოზე დაბალი იყო.
-შენ თავს მხოლოდ შენ თუ დაეხმარები. ღმერთმა უკვე მოგცა ყველაფერი,რაც საჭიროა-თითი მისკენ გაიშვირა-ცნობიერი.
კიდევ ერთხელ გაუღიმა და მკვირცხლად გაემართა მეორე სართულისაკენ.
ეს გოგონა აქამდე არასდროს ენახა,არადა სახეებს მშვენივრად იმახსოვრებდა.
რატომღაც ძალიან მოუნდა,კიდევ გაეგო მისგან რამე.
-მარ!-დაუძახა გოგონას,რომელიც მაგიდებს ასუფთავებდა კლიენტების მიერ დატოვებული ნაგვისაგან-შეგცვლი,რა. მომბეზრდა აქ დგომა.
გაკვირვებული მარიამი მკვირცხლად გაჩნდა დახლთან.
-ხომ კარგად ხარ?-შუბლზე ხელი მიადო-ამ საქმეს ხომ ვერ იტან?
-ყავის გაკეთებასაც ვერ ვიტან და ჩავანაცვლოთ მაინც-მხრები აიჩეჩა-მეორეზე ავალ.
მეგობარმა თავი დაუქნია და კმაყოფილმა მიაწოდა მაგიდის საწმენდი ნაჭერი.
სწრაფად აუყვა კიბეებს და თვალით ელფი გოგონა მოძებნა.
ფანჯარასთან იჯდა და ხედს შესქეროდა,დროგამოშვებით ნეტარად ხვრეპდა ცხელ სითხეს.
მაგიდის კუთხეში წინა კლიენტის დატოვებული ცარიელი ფინჯანი იდგა.მიუახლოვდა და ფინჯანი აიღო,მაგიდა მოასუფთავა.
ფიქრობდა,საუბარი როგორ წამოვიწყოო,როდესაც გოგონა თავად ალაპარაკდა.
-ეს ქალაქი მხოლოდ ღამითაა მშვენიერი.
-ალბათ იმიტომ,რომ ღამე ბევრ სიმახინჯეს ფარავს-მიუგო და თავადაც გახედა სივრცეს.-აქაური არ ხარ,ხომ?
ელფი თვალებში შეაჩერდა.
-როგორ მიხვდი?
-ტანსაცმლით,იერით, ღიმილით...
-აქ ასე იშვიათად იღიმებიან?
-სინამდვილეში საერთოდ არა. მითომ -ხშირად.
-ჩემს ქვეყანაში ბევრი გასართობია,ამიტომაც ხალხიც მხიარულია.
-რომელი ქვეყანაა?
-არ გეცოდინება. ძალიან პატარა და შეუმჩნეველია.
-ძალიან რომ ვთხოვო,ვიზას არ მომცემენ?-გაუღიმა.
გოგონას გაეცინა.
-მთავარია,იპოვო. ვიზა სულ არ იციან,რა არის.
ცივ და გაცრეცილ ქალაქში დაბადებულსა და გაზრდილს მოსწონდა მხიარულ ქვეყანაზე თუნდაც მხოლოდ საუბარი.
-შენი რომ ვიყო,იქიდან აქ არ წამოვიდოდი. ალბათ ასფალტიც არ აგია,ხომ?
-არა,არ გვჭირდება.-ნაღვლიანად გაიღიმა.
-ნამდვილად მშურს შენი ქვეყნის მოქალაქეების-თქვა მოღუშულმა,თავი დაუკრა და მოშორდა,რადგან მეტად ვეღარ გაჩერდებოდა.
მალე პირველ სართულს დაუბრუნდა,დახლთან ჩამოდგა და დაელოდა,როდის დატოვებდა კაფეს უცნაური გოგონა,თუმცა იგი არ ჩანდა.
საღამოს რვა საათზე ზლაზვნით აიღო ჩანთა და წასასვლელად მოემზადა. სამსახურზე მეტად სახლში ყოფნას ვერ იტანდა.
წასვლამდე ვერ მოითმინა და იმ ადგილას აიჭყიტა,სადაც ელფი იჯდა.ყავა,ბოლოს და ბოლოს,დაელია და მშვიდად უყურებდა ხალხს.
ცოტა ხანს იფიქრა,ბოლოს დახლთან დაბრუნდა,ყავა გაიკეთა და მეორე სართულზე ავიდა.
-შეიძლება,ჩამოვჯდე?
ელფმა გაკვირვებით ამოხედა.
-გიჟი არ ვარ,არც მანიაკი,უბრალოდ საუბარი მინდა-უთხრა სწრაფად.
-საუბარზე მეც არ ვიტყოდი უარს-გაუღიმა და ანიშნა,დაჯექიო.
-ნანო-ხელი გაუწოდა.
-ნერა-ჩამოართვა. საოცრად ნაზი და ხავერდოვანი კანი ჰქონდა,ძალიან ესიამოვნა ელფის შეხება,თითქოს ვარდის ფურცლები ეფერებოდნენ.
-ნერა? უცნაური სახელია-დანანებით გაუშვა რბილი ხელი.
-სინამდვილეში ვენერა მქვია. მშობლებმა ჩემს ძმას ჰკითხეს,რა დავარქვათო,ის კიდევ პატარაობიდანვე ბოროტი იყო.
-მშვენიერი სახელია-მხრები აიჩეჩა-მე ბებიის სახელი დამარქვეს და მაგას ისევ ქალღმერთის სჯობია-გაიცინა.
-ნანო,როგორც ნანო-გოგო. თანამედროვე,რობოტივით.
-სულაც არ ვარ თანამედროვე,პირიქით,ვერ ვიტან ტექნიკას.
-მე კიდევ ძალიან მაინტერესებს-აღფრთოვანებით წამოიწყო გოგონამ-ადამიანებს ჯადოქრობა არ ძალუძთ,მაგრამ უკეთესს ამეთებენ-თავად ქმნიან ჯადოქრობას.
-ადანმიანის ქმნილება კი ბუნების ქმნილებას ანადგურებს-სწრაფად უპასუხა-რაში გვჭირდება ცხოვრება,თუ ის რეალობა არაა?
-რეალობა არასტაბილური ცნებაა-წარბები ბრძენივით ასწია ნერამ-ყველაფერი,რაც თუნდაც ჩვენს წარმოსახვაშია,მე რეალობად მიმაჩნია,იმიტომ,რომ უკვე არსებობს,თუნდაც ტვინში.
-მე კი წარმოსახვა არ მყოფნის,რადგან გარემო ყოველთვის საწინააღმდეგოს მიმტკიცებს-თავი გააქნია-შენ ასე თავისუფლად იმიტომ საუბრობ,რომ აქაური არ ხარ.
-ყველას ის მხარე იზიდავს,სადაც არ ყოფილა.
-ჰმ,აბა რომელი გირჩევნია,შენი ქვეყანა თუ ჩემი?-ჰკითხა ისე,რომ პასუხი უკვე იცოდა.
-ჩემი-დანებდა.
-შესაძლოა გაინტერესებდეს,ჯოჯოხეთში რა ხდება,მაგრამ იქ ყოფნის სურვილი არავითარ შემთხვევაში არ გექნება. გათენდება და თავად ნახავ.
-აქ გათენებამდე დარჩენას არ ვაპირებ.
-სამწუხაროა.
-რატომ?
-იმიტომ,რომ მე მომიწევს დარჩენა.
-როგორ,არ შეგიძლია წასვლა?-გაუკვირდა ნერას .
-ხანდახან მინდა,ფრინველი ვიყო. სადაც მოვისურვებდი,გავფრინდებოდი და იმაზეც არ ვიფიქრებდი,რომ არასწორი გზა ავირჩიე.
-ადამიანობას რას უწუნებ?იმაზე გაცილებით მეტი გაქვს,ვიდრე ფრინველს შეიძლება ჰქონდეს.მაგალითად გრძელი და ძლიერი ფეხები.
-სათქმელად მარტივია.
-გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. მთავარია დაიჯერო,რომ შეგიძლია.რამდენი დახმარებაც არ უნდა გიგზავნოს ღმერთმა,თუ კი გამბედაობას არ მოიკრებ,ვერაფერი გიშველის.
-როგორც ჩანს,შენ სურვილების ასრულებაში გამბედავი ხარ,მე კი იციც არ ვიცი,რა მინდა,რომ ავისრულო.
-ხომ თქვი,რომ აქაურობა არ მოგწონს. შეგიძლია წახვიდე.
-მაგრამ სად? არ ვიცი ადგილი,სადაც ყოფნა მომეწონებოდა.
-ყველას აქვს ისეთი ადგილი,სადაც ბედნიერი იქნება. უფრო სწორად,სადაც შეძლებს საკუთარი თავის შეცნობასა და შეყვარებას.
-ვეძებ,შეიძლება მთელი ცხოვრებაა,მაგას ვაკეთებ.
-ძალიან რთულია,როდესაც სახლი არაა ეგ ადგილი,თუმცა შეიძლება ახალი სახლიც მოძებნო .
-მოგზაურობას ხომ ბევრი ფული უნდა,სახლსაც,დამოუკიდებლობასაც...
-მოგზაურობას ერთადერთი რაც სჭირდება,სურვილია. აბა როგორ მოგზაურობდა ან იშენებდა სახლებს ხალხი მაშინ,როდესაც ფული არ არსებობდა?
დადუმდა,ნერა მართალი იყო. მისი უბედურების მთავარი მიზეზი თავადვე იყო. ყოველთვის წუწუნებდა,რომ ისეთი ცხოვრება არ ჰქონდა,როგორიც სურდა,თუმცა იმას კი აღარ უკვირდებოდა,რომ არასდროს ინდომებდა საკმარისად.
ძალიან მოეწონა გოგონა,იმდენად,რომ გული სტკიოდა.იცოდა,ნერა მასთან დიდ ხანს არ დარჩებოდა.
-შენ ალბათ სხვა პლანეტიდან ხარ,არა?
-სინამდვილეში იმაზე ახლოსაა ჩემი ქვეყანა,ვიდრე წარმოიდგენ...
-ნერა!-მოისმა ბოხი,მუქარანარევი ხმა და გოგონები მოულოდნელობისაგან შეხტნენ.
თავს უცნაურად ჩაცმული ბიჭი წამოსდგომოდათ-დეკემბრის სიცივის ფონზე გიჟის დარად უმკლავებო,ალაგ-ალაგ ამოხეული მწვანე მაისური და შავი,გაქუცული შარვალი ამშვენებდა,ოდნავ გამხდარი და დაკუნთული მკლავები ჰქონდა,რომელებიც უამრავი უცნაური ტატუთი აეჭრელებინა,საშუალოზე მაღალი იყო,თავგადაპარსულს მკვეთრად უჩანდა სახის სწორი ნაკვთები. მათში ნანომ ახლადგაცნობილი გოგონას მსგავსება დაინახა,ოღონდ ბიჭს მინიატურული ცხვირი და ტუჩები არ ჰქონდა, უფრო მსხვილი და მკაცრი,თუმცა მაინც ძალიან ჰგავდა ნერას.
-მაქს,რა ჯანდაბა გინდა?-წარბები შეკრა გოგონამ,ხელები გულზე დაიკრიფა და ფანჯარაში გაიხედა.
-იცი,სად აღარ გეძებე,შე ტრიტონის წვინტლო!?-მაგიდას ხელებით დაეყრდნო ,ნანოსთვის ზედაც არ შეუხედავს,გამძვინვარებული დააცხრა ნერას-ისიც კი ვიფიქრე,ლეშიმ ხო არ გაიტაცა-მეთქი.
-ვინ დაგავალა,მომძებნეო?-უდარდელად აიქნია ხელი.
-უტვინო და რომ გეყოლება,არავის დავალება აღარ გჭირდება მერე-დაიღრინა-რას გამოვარდი არაფრეთში,სახლში ვერ გაიბუტებოდი?
-მარტო ყოფნა მინდოდა,ამპარტავანი და უგულო ძმისგან შორს-ნანო უკვე იმას ფიქრობდა,ჯობია აქედან გავქრეო,როდესაც ბიჭმა მას შეხედა.
-შენ ვიღა ხარ?
თაფლისფერი თვალები ჩაასო და თავიდან ფეხებამდე დაათვალიერა.
-მე... ის..
-სულიერი ხარ?-დაეხმარა მაქსი.
-რა თქმა უნდა-გაოგნებულმა შეხედა-მკვდრები კაფეში ყავას არ სვამენ.
-ესე იგი-ბიჭმა ყურიც არ ათხოვა,ისევ დას მიუბრუნდა-მარტო არ ხარ.
-ახლა შემოვუერთდი-ნანოს უკვე ნერვები ეშლებოდა-მგონი კაფეში ჯდომა დანაშაული არაა.
-აი შენ არავინ გეკითხება-ხელი ასწია ბიჭმა -შეგიძლია,მიბრძანდე.
-ნუ უხეშობ,თორემ მერე ნახე ჩემი გაბრაზება-აიფოფრა ნერა და როგორც იქნა,ძმას შეხედა-რამდენჯერ გითხარი,ხალხს ისე ნუ ელაპარაკები,თითქოს მათზე რამით მეტი იყო. უბრალოდ გულისამრევია.
-მართლა მეტი ვარ და რა გავაკეთო?-მხრები აიჩეჩა ბიჭმა-ჰა ,წამო ახლა,შენი ნერვები არ მაქვს.
-არ ვაპირებ არსად წამოსვლას-გაჯიუტდა გოგონა .
-მაშინ ძალით წაგიყვან.
-კი,აბა. დაგავიწყდა,რომ აქ არც პრინცი ხარ და არც შენი მასწავლებელი გყავს,რომ გადაგარჩინოს.
-და კიდევ პოლიციაც დაავიწყდა-ტკბილად გაუღიმა ნანომ-რომელსაც სიამოვნებით დავურეკავ და შევატყობინებ ძალადობის შესახებ.
-აუ,როგორ არ მევასებით ეს სხვის საქმეში მობანავე ხალხი-თავი გვერდით გადასწია და გოგონას ზიზღით შეხედა-საქმე არ გაქვს?
-საქმის არ ქონა დანაშაული არაა-ღიმილი არ მოუშორებია.
-ნანო ჩემი მეგობარია და ენას გაგიქრობ,თუ კიდევ ეუხეშები. თუმცა,შენ რა უნდა გელპარაკო საკუთარ დას არ უფრთხილდები-სინანულით გაიქნია თავი .
-რა ვქნა ახლა,შენ თუ *რობები გწყინს?
-შენი მომდევნო “სიყვარული” რომ დამცინის და შენც ჰყვები,ნამდვილად *რობაა და დიახაც,უნდა მეწყინოს-ხმას აუწია ნერამ.
-უბრალოდ გაგეხუმრა შენს ყურებზე.მაგაზე სულ არ ვღადაობთ?
-ეგ მხოლოდ ჩვენ,ის ვინ ჩემი ფეხებია,რომ მამასხარავებს?-თვალები აუცრემლიანდა.
მაქსი გაიმართა,თავზე ხელი გადაისვა და მოეშვა.
-კაი,რა! ვენერიკო,ეგ როგორ გეწყინა?-გოგონას უკვე ლოყები დასველებოდა-ბოდიში,კარგი,არ მეგონა,ასე თუ გაბრაზდებოდი.
უხერხულად გაჩუმდა და დის დამშვიდებას დაელოდა.
-წამო,სანამ დედა გაიგებს,რომ იქ არ ვართ.-გოგონა ხმას არ იღებდა,ამიტომაც უფრო მხიარულად განაგრძო ნახე,რა დავამზადეთ-ჯიბიდან დისკი ამოიღო და მაგიდაზე დაუდო-დღეს ჩამოვიდა. ჯერ არ გექნება მოსმენილი.
ნერამ ამრეზილმა დახედა დისკს.
-არ მჭირდება!
-ძალიან დიდხანსაც ნუღა გაიბუტები,თორე თავიდან გავბრაზდები და ამ ციკლს ვეღარ დავაღწევთ თავს-გაუღიმა ბიჭმა-ხომ არ გინდა,რომ დედამ გაიგოს,მის დაუკითხავად გადმოხვედი,ალბათ მცველებიც მოატყუე...
-არავინ მომიტყუებია,შენი ხერხი ვცადე და გამომივიდა.
-ხუმრობ? მართლა? ესე იგი მუშაობს?-გამოცოცხლდა ბიჭი.
-კი,თანაც მშვენივრად,მთავარია,აჰყვე.
-აი,მაგარი ვარ ,რა! წამო ნერა,გთოხვ,ორივეს მოგვხვდება თუ დროზე არ დაბრუნდები.
-შენ რამდენი ხანიც გინდა,იმდენი ხარ გადმოსული და მე რა დავაშავე?
-ეგ დედას ჰკითხე.
-კარგი,წამოვალ-დანებდა ბოლოს-ოღონდ ჯერ ნანოს ბოდიში მოუხადე.
თავისი სახელის გაგონებისას გაახსენდა,რომ ხილული იყო და გაწითლდა.
-ამ არამკითხე მოამბეს?-წარბი აწია ბიჭმა.
-თუ გინდა,რომ დროზე დავბრუნდეთ,აღიარე,რომ გაუთლელი ხეპრე ხარ და გოგონებთან ნორმალური საუბარი არ შეგიძლია-ნერა კატეგორიული იყო.
-სერიოზულად?-ხელები გაკვირვების ნიშნად ასწია-კარგი,ბოდიში ,ქალბატონო ნანე თუ ნანუ, არ გამომდის საუბარი,რადგანაც ხეპრე ვარ.
-აჰამ-გაწელა ნანომ-ნამდვილად ხარ.
-წავედით!-მაშინვე მიუბრუნდა ბიჭი დას.
ნერამ გულდაწყვეტილმა გადახედა გოგონას,რომელიც მოღუშული იყურებოდა.
-უნდა წავიდე... აბა შენ იცი,წინ,ოცნებებისკენ.
ნანომ გულში უცნაური სევდა იგრძნო.
-იმედია,კიდევ შევხვდებით.
ნერამ თავი გამამხნევებლად დაუქნია,წამოდგა და ძმასთან ერთად კიბეზე დაეშვა.
დიდ ხანს ფიქრობდა ნერასა და მაქსზე. რა ბედნიერი იყო გოგონა! ჯერ ერთი,სხვა,ისეთ ადგილას ცხოვრობდა,სადაც ასფალტი არ იყო და ადამიანები იღიმებოდნენ,ეს ყველაფერი ნანოს ჯადოსნურ ქვეყანას აგონებდა. მეორეც,იქიდან წამოსული გოგონა ძმამ მოძებნა და უკან დააბრუნა,არ მისცა იმის საშუალება,რომ დიდ ხანს ყოფულიყო მოწყენილი.
-ნეტავ,მე როდის მომიკითხავენ,თუ კი წავედი?-გაახსენდა დედა და მისი მრავალრიცხოვანი შეყვარებულების ამალა. - მაკა მხოლოდ იმ შემთხვევაში მომიკითხავს,თუ სხვა არავინ ასესხებს ფულს-მწარედ გაეცინა. არც ძმა ჰყავდა,არც და,ნათლიაც კი არ ჰყავდა-როგორც მაკამ უთხრა,მისი ნათლობიდან ორ კვირაში გარდაცვლილა ის საცოდავი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით.
-რა საოცრად გამიმართლა-კვლავ გაიცინა და ნერას დატოვებულ ფინჯანს დასწვდა-ესეც ჩავიტანოთ და მერე წავიდეთ წაუსვლელში,ანუ სახლში. -ჩაიბუტბუტა და მაგიდაზე კიდევ ერთი ნივთი შენიშნა-დისკი,რომელიც მაქსმა ნერას დაუდო.
-ეს ხომ... -გარეკანზე წარწერას დააჩერდა-ჯგუფი “ნეიტრინო” . ალბუმი “გეტოები” -ჰმ, არ მსმენია-ქურდივით ჩაიდო ჩანთაში და ფინჯნებიანად ჩაიძურწა პირველ სართულზე.
შინ გვიან დაბრუნდა,თუმცა მაკა მაინც არ დახვდა სახლში.ეს ის ბედნიერ შემთხვევათაგანი იყო,როდესაც მას არ მოჰყავდა “მეგობარი” და თავად რჩებოდა სხვაგან.
თავის ციცქნა ოთახში შევიდა,დაღლილი დაებერტყა საწოლზე,თუმცა ფიქრებმა დიდ ხანს არ მოასვენეს.
მალევე წამოფრინდა,ჩანთიდან დისკი ამოიღო და მეზობლის კარს მიაშურა,რომელიც ზარის დარეკვისთანავე გააღო შუახნის ქალმა.
-მართა დეიდა,ბოდიში,რომ გვიან გაწუხებთ,როგორ ბრძანდებით?
ქალმა ფუმფულა ხალათი შეისწორა და ნაძალადევად გაუღიმა.
-არა მიშავს,ნანო,რა ხდება?
-პატარა საქმე მაქვს კომპიუტერთან,სულ ხუთი წუთი დამჭირდება,თუ ძალიან არ მოგაცდენთ.-ლეპტოპის ფულს თავადაც ინახავდა,თუმცა მხოლოდ ას ოთხმოცდახუთი ლარი ჰქონდა მოგროვებული.
-დაძინებას ვაპირებდი,მაგრამ თუ ცოტა ხანს გჭირდება,შემოდი-ისე უთხრა მართამ,რას მოდიოდიო,გამოუვიდა.
-მადლობა.-სწრაფად შესხტა ოთახში და კომპიუტერთან საქმე სწრაფად მოამთავრა-დისკზე ჩაწერილი სიმღერები მობილურში გადაიტანა.
მხურვალე მადლობებით დაემშვიდობა მართას და ოთახში დაბრუნდა.
-მაშ ასე,მოვისმინოთ.
ჯგუფის პირველი სიმღერა მოეწონა,თუმცა სანახევროდ გაიგო-მიუხედავად იმისა,რომ ქართულ ენაზე იყო,ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობას უბრალოდ ვერ ხვდებოდა.
“ნეიტრინოს” მუსიკა რთულად დაწერილ წიგნს აგონებდა-ძალიან რომ მოგწონს,მაგრამ ვერ ხვდები,ავტორს რისი თქმა უნდოდა.
ბოლოს მნიშვნელობის ძიებას თავი ანება და უბრალოდ მელოდიას აჰყვა.
“უფრო ტროპიკალ,ვიდრე თვითონ ტროპიკები
ლურჯი კატა პოლიურინატის როლიკებით
ნაცნობი ხოდები უფრო უცხო ნარკოტიკებით
დილის ტანგო ზვიზდალიოტის პავაროტნიკებით...”
მთელი ღამე ისმენდა უცნაურ,ერთმანეთთნ დაუკავშირებელ და ამავდროულად საოცრად შერწყმულ წინადადებებს და უფრო და უფრო მოსწონდა “ნეიტრინო” . ორი ხმიდან ერთ-ერთი თითქოს ეცნობოდა,იფიქრა,ალბათ ადრე მოვისმენდი სადმეო.
ჩაეძინა და დილით ყურების ტკივილით გამოიღვიძა. ტელეფონი დამჯდარიყო და მაღვიძარასაც არ დაერეკა. დაფეთებული წამოხტა და მაჯის საათი დაძებნა.
-ფაქ,ფაქ,დავაგვიანე!-ყვიროდა და ერთი ბეწო ოთახში გამალებით დარბოდა.

-ნანო,კარგად ხარ?-მარი გამწყრალი უყურებდა-ორმოცი წუთი დააგვიანე,მენეჯერმა შენს ნაცვლად მე გამომლანძღა.
-მაღვიძარამ არ დარეკა-მოუჭრა და წინსაფარი მოირგო-ერთი საათით ზედმეტს ვიმუშავებ და ეგ იქნება.
-უფ,აი მოვა თამთა და უხსენი იმას-თვალები აატრიალა.
მენეჯერი მალევე გამოჩნდა,თუმცა საყვედური დღის ბოლოსთვის შემოინახა,როდესაც თანამშრომლები ერთად შეკრიბა.
-რამდენიმე საკითხი გვაქვს განსახილველი. პირველი. ყველამ ვიცით,რომ “დრეს კოდი” არ გვაქვს,მაგრამ მერამდენედ უნდა გავიმეორო,რომ ეს ამოუცნობი-წინ ჩატანებული უკან ამოტანებული სტილი არა თუ სამუშაო გარემოსთვისაა უხერხული,არამედ ტეხავს,ხალხო! გადაწყვიტეთ,ან ამოიტანეთ ეს ზედები,ან ჩაიტანეთ-როლში შეიჭრა თამთა-მეორე,ყველამ კარგად ვიცით,რისთვის შეიქმნა კალმები? თუ არ ვიცით,გაგანათლებთ-წერისთვის. სამწუხაროდ,ზოგიერთი თქვენგანი მიიჩნევს,რომ კალამი თმაში გარჭობისთვის გამოიყენება და ეს ხსენებულები ირჭობენ კიდეც. არ ვიცი,რომელმა მოდის სახლმა დააწესა ეს ქცევა,მაგრამ გეტყვით,რომ მინიმუმ მაღაზიაში ჩასვლისას უნდა მოიშოროთ თმიდან ფანქრები და კალმები,არა თუ მუშაობისას. გასაგებად ვლაპარაკობ?-წრეზე მდგარმა თანამშრომლებმა თავი დაუკრეს და განაგრძო-მესამე,თუ ვინმეს -ნანოს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა-ღამით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და ამიტომ დილით ვეღარ დგება,უნდა გადაწყვიტოს-ან სამსახური,ან ღამეული გართობები. სამი არასპატიო დაგვიანების შემთხვევაში კარგავთ სამსახურს და გთხოვთ,გაითვალისწინოთ,განსაკუთრებუთ მათ,ვინც ორჯერ უკვე დააგვიანა-ნანოსთვის თვალი არ მოუშორებია.
-ახლა ამას ჰგონია,რომ მაგარი ტიპია?-სარკეში ორეული გამამხნევებლად უღიმოდა.
რამდენიმე წუთის წინ ნანომ მენეჯერთან საკუთარი აზრი დააფიქსირა. კერძოდ იმაზე,რომ ეს უკანასკნელი გაფხორილი ინდაური იყო და ყველასათვის აჯობებდა,თუ კი თავის ძალად კორექტულ ლექსიკას უკანალში გაიკეთებდა ყველა მისეულ წესთან ერთად.
-მაგარი ტიპია ის,ვისაც ჯიბეში გახვრეტილი ორთეთრიანი არ უგდია და მაინც ეფხორება მენეჯერს-საპირფარეშოში გამოკეტილი ეშმაკურად უცინოდა საკუთარ თავს-იცი,რა? ამოვიდა ყელში. ვინ ჩემი ისაა,რომ მიწესებს,როდის ამოვიტანო მაისური და როდის ჩავიტანო. საცოდავ სამას ლარს მიხდი და გაჩუმდი მაინც!?ნერა მართალი იყო,მე თავადვე უნდა შევცვალო ის,რაც არ მომწონს.
დადუმდა და წამით გონებას დაუგდო ყური,რომელშიც მელოდია გაჩხერილიყო.
“გასულ ღამეებს ყელზე ვიკიდებ როგორც მძივებს
მიწისძვრა ჟასმინის და კენკრის ჩაის ალივლივებს”.
-უმუშევარი და ღარიბი ვარ. მე კი თავს ბედნიერად ვგრძნობ-გაიცინა და კარი გამოაღო.
თანამშრომლებს გახარებული დაემშვიდობა და ჩაბნელებულ ქუჩას გაუყვა.
ყურსასმენები მოჩხრიკა ჩანთაში და მორიგი სიმღერა ჩართო,რომელსაც აქამდე რატომღაც არ უსმენდა.
პირველივე ნოტებიდან გულის აჩქარება იგრძნო. სხვა დანარჩენი ნაწარმოებებისგან განსხვავებით,”ნეიტრინოს” ამ სიმღერისთვის გამორჩეული მელოდია შეექმნა. თუ კი სხვები აქტიური დარტყმებით დატვირთული იყო,ეს უკანასკნელი თითქოს ჯადოსნურად გაწელილი ნოტებით დაემზადებინათ. მშვიდად დაწყებული მუსიკა ნელა იტყუებდა მსმენელს და სხვა სამყაროში ეპატიჟებოდა.
თვალები დახუჭა,ნაბიჯი კი არ შეუნელებია.
“კატა ნეირონებს ცვლის განთიადებში
კარგი შემოთავაზება, დაბალ ფასებში..
ლოცვის აბოიმებს ცლის ცეცხლის ალებში
გრინჩს რომ გააგონოს სამუდამო მხარეში

ვიღაც ბაგებშიი რომ არის bug-ებში
სხვა სხვის სახლებშიი რომ არის დარქნეთში
ოდესღაც კომეტა იქცა კრატერად მთვარეში
მდა.. და ამ მდუმარების გარეშე...”
მიაბიჯებდა და უბრალოდ კმაყოფილი იყო. საკუთარი გადაწყვეტილება პირველად მოიწონა. ფიქრობდა,რამდენი რამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ,რომ მოინდომებდა. რამდენი ხანი ელოდებოდა მოფრენილ ბუს და მხოლოდ და მხოლოდ ახლა გაიაზრა,რომ თავად იყო ბუ.
“ვინ-- აკეთებს -- დიზაინებს აისების
ვინ -- ალაგებს-- ვარსკვლავების დასებს
ვინაკეთებს -- არქიტექტურას მაისების
უთხარით აუწიონ ბასებს ...“
ფეხი რაღაც მაგარს წამოკრა,ჯერ კიდევ დახუჭულ თვალებში სინათლის გაელვება იგრძნო და ვინაიდან ხელები ჯიბეებში ჰქონდა,სახით დაენარცხა მიწას.
ყურსასმენები დაიქაჩა და ყურებს მოსწყდა,თუმცა მოსალოდნელი მანქანების ხმაურის ნაცვლად სულ სხვა რამ მისწვდა მის ყურებს-არაფერი.
ოხვრით წამოდგა,ნატკენი ცხვირი მოსინჯა და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაიაზრა,რომ მზის სხივები ეცემოდა.
გაოგნებულმა მიმოიხედა.
ირგვლივ ოქროსფერი ბატონობდა. ვიწრო ბილიკზე იდგა,რომლელსაც აქეთ-იქიდან ხორბლის რიგები ალამაზებდა.
უკან შებრუნდა და რამდენიმე ასეულ მეტრში მაღალი ხეების ტყე დალანდა.
-რამე დამეტაკა და მოვკვდი?-ვარაუდი გამოთქვა ხმამაღლა.
ისევ წინ გაიხედა. ოქროსფერი მდელოების იქით ჩამავალი მზე მოჩანდა,შორს,მწველი მზის სხივების მიღმა პატარა,მწვანე ბორცვები ირჩეოდა,ჰაერში ბალახის სუნი ტრიალებდა.
-ალბათ მძინავს. ყველაფერი დამესიზმრა,სამსახურიდან წამოსვლაც და ბედნიერებაც-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ბილიკს გაუყვა.-გაღვიძება ნამდვილად არ მინდა,მაგრამ მომიწევს.გაიღვიძე,ნანო!-შეუძახა თავს,თვალები დახუჭა,თუმცა როდესაც გაახილა,იგივე პეიზაჟი შეეგება.
-კარგი,თუ არ გინდა,ნუ გაიღვიძებ-მხრები აიჩეჩა-მაინც მომწონს აქაურობა...
-იქნებ აქამდე გეძინა?-მოესმა წვრილი,წკრიალა ხმა და დაფეთებული შებრუნდა ტყის მიმართულებით.
მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ,ბილიკზე პატარა ცხოველი ორ ფეხზე შემდგარიყო და გამომცდელად უყურებდა.
მიმოიხედა,სხვა ვერავინ დაინახა და ისევ მელას შეხედა,რომელიც არ ინძრეოდა და არც შიშისმაგვარი ეტყობოდა რამე.
-ღმერთო,რაები მელანდება?-წამოიძახა და მელას ხელი აუქნია-წადი აქედან,რას დამდგარხარ?
-მე აქ ვცხოვრობ,შენ რას დამდგარხარ?-დაილაპარაკა ცხოველმა.
ნანომ შეჰკივლა და უკან გადახტა. მელამ დამფრთხალმა მიმოიხედა.
-რა ხდება,სვავი დაინახე?
-შენ... შენ...-ამოიკნავლა გოგონამ-ლაპარაკობ!-უკან-უკან წავიდა .
-სულ ასე კივი,როცა გელაპარაკებიან? რა იყო,ტყიდან გამოვარდი?
-ცხოველები არ ლაპარაკობენ-საკუთარ თავს უფრო უთხრა,ვიდრე მელას.
-რა სისულელეა,ყველა ცხოველი ლაპარაკობს...მოიცა-თვალები მოჭუტა და თათები გადააჯვარედინა-აქაური არ ხარ?
ელდანაცემი ნანო კარგა ხანს ვერ იღებდა ხმას. მელამ აცადა გონს მოსვლა,შემდეგ კი კვლავ დაილაპარაკა.
-სიზმარში გეგონა თავი და თან გგონია,ცხოველები არ ლაპარაკობენ,ესე იგი,არაფრეთიდან ხარ.
-არ.. საიდან? მე საქართველოდან ვარ...
-ქვეყნებს მასეთი სახელები სწორედ არაფრეთში აქვს.
-მაგრამ შენ ქართულად საუბრობ.
-ეს ენა დიდი ხანია არსებობს,ჯერ კიდევ პირველმა ბრძენმა შემოიტანა მისი ყოფილი სახლიდან,თუმცა ცხოველების საუბარს ენას ვერ დაარქმევ,აქაური მაგია აქცევს ჩვენს აზრებს ადამიანთათვის გასაგებ ენად.
-ვერაფერი გავიგე,ახლა სად ვარ?-თმები ნერვიულად მოქაჩა ნანომ-მგონი გავგიჟდი.
-საწყისს დაუბრუნდი,გაიხსენე,სანამ აქ მიხვდებოდი,რას აკეთებდი-მელა ორი ნაბიჯის მანძილზე მიუახლოვდა.
გოგონა ჩაფიქრდა.
-მე... თბილისში ვიყავი. გზაზე მივდიოდი,სახლში და მუსიკას ვუსმენდი. კარგ და უცნაურ მუსიკას. ვფიქრობდი,რა კარგი იქნებოდა იმ სამყაროში ყოფნა,სადაც ის შეიქმნა...
-რატომ იფიქრე,რომ ის სხვა სამყაროში შეიქმნა?-მელას დაინტერესება დაეტყო.
-არ ვიცი,ალბათ მანამდე იმ ადამიანთან საუბარმა მოახდინა გავლენა,ვინც ეს მუსიკა დატოვა.
-ვინ იყო ის?
-ნერა-მხრები აიჩეჩა-გოგონა ჯადოსნური ქვეყნიდან.
-ნერა? შენ რა პრინცესას შეხვდი?
-პრინცესას არ ჰგავდა...-ჩუმად ხელზე იჩქმიტა,თუ მეტკინებაო.
-რა იცი,როგორ გამოიყურება პრინცესა?
-არ ვიცი-ნერვიულად წამოიყვირა-არაფერი ვიცი.
მელამ თათები დამშვიდების მიზნით აუქნია.
-კარგი,ახლა დაწყნარდი. ჩემი აზრით,შენ პარალელური სამყაროდან გამოაღწიე,მაგიური მუსიკის საშუალებით. წარმოდგენა არ მაქვს,ეგ როგორ მოახერხე,მაგრამ აშკარაა,რომ აქ ხარ. ეტყობა,ძლიერი სურვილი გქონდა იქაურობის დატოვების.
-ეს...პარალელური სამყაროა?-ფეხებში უცნური დაბუჟება იგრძნო.

მიწაზე გაშოტილ გოგონას მელა თავზე წამოსდგომოდა და მონდომებით ურტყავდა თათებს ლოყებზე.
-ჰეი! გამოიღვიძე! აქ ასე დიდ ხანს ვერ გაჩერდები! ჰეი!
ნანომ თვალები მძიმედ გაახილა და ცოტა ხანს დაბინდული მზერით შეაჩერდა მელის დრუნჩს,შემდეგ კი დაფეთებული წამოხტა.
-როდის უნდა დამშვიდდე?-მობეზრებით ჰკითხა ცხოველმა.
-რა მოხდა?
-რა ვიცი აბა,ბარბაცებდი,სიტყვა “პარალურს” ბუტბუტებდი და მერე მიწაზე გაეკარი. ბედი შენი,რომ დიდი ქვები არაა.-თანაგრძნობით შეხედა.
-გული წამივიდა?
-აჰამ,სინკოპე.-თავი დაიქნია.უეცარმა აღელვებამ გამოიწვია,მაგრამ ახლა დროა გონება მოიკრიბო და ცივად შეხედო სიტუაციას.
-და ამას მეუბნება მოლაპარაკე მელია-შუბლი შეჰკრა ნანომ.
-შეურაცხმყოფელად ზოგადი მომართვაა,მე რაული მქვია.
-სახელიც გაქვს?
-ძალიან საწყენ კითხვებს სხვამ.-მელამ ცხვრი ასწია და დემონსტრაციულად გაუყვა ბილიკს.
-კარგი,ხო,მოიცა-დაედევნა და გვერდში ამოუდგა-სასიამოვნოა,რაულ მე ნანო ვარ.
-ნანო,არაფრეთიდან?-ჩაეძია რაული.
-არაფრეთს რატომ ეძახი?
-მასე ჰქვია,იმიტომ რომ თქვენ სამყაროში თითქმის არაფერია. პარალელური სამყაროებიდან ყველაზე ნაკლებადაა თქვენში მაგია.
ნანოს ნერას სიტყვები გაახსენდა.
-სამაგიეროდ ადამიანები თავად ჰქმნიან საოცრებებს-უთხრა ნიშნის მოგებით.
-ჰმ,თუ მოგწონდა,რაღას მორბოდი?
მხრები აიჩეჩა.
-პარალელური სამყარო სხვაგვარად წარმომედგინა მე. იგივე ადამიანები,იგივე გარემო,უბრალოდ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი-მიუგო ფიქრიანად.
-პარალელური მსგავსს არ ნიშნავს,პირიქით.-რაულმა ბრძნულად გაჰხედა ჰორიზონტს-აქ ისეთები ხდება,რაც სხვაგან არა. სამყაროს შექმნის მომენტში სწორედ ასე გადანაწილდა ძალები. ზოგან ეს უნდა იყოს,ზოგან ის. ადამიანებს სხვადასხვა გზა ეძლევათ ცხოვრებისა და სიკვდილისთვის.
-უსამართლობაა,ყველას უნდა მაგიით და ჯადოქრობით სავსე სამყაროში ცხოვრება,მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი იბადება აქ.
-მიწა უსამართლობით საზრდოობს. სამართლიანობის მოთხოვნა უგუნურობაა,რადგანაც მაგას თავად უნდა მიაღწიო. ასეა,ვიღაცა აქ დაიბადა და შენზე მეტად გაუმართლა,მეორე ვიღაცა კი მახინჯია ან სულაც ნეხვის ხოჭო,ასე რომ დააფასე,რაც გაქვს.
-ანუ მე ლამაზი ვარ?-გაეცინა ნანოს.
-მე ვთქვი,რომ მაიხნჯი არ ხარ-მკაცრად თქვა რაულმა.
-ახლა სად მივდივართ?-უსასრულო ბილიკს გახედა.
-არასწორი კითხვაა. მე ქალაქში მივდივარ,შენ-არ ვიცი.
-მოიცა,ხომ იცი,რომ ახლა მოვედი აქ. წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ,ან რა უნდა ვაკეთო-პანიკა დაუბრუნდა გოგონას.მელასთან ერთად თითქოს უფრო მშვიდად იყო-არ დამტოვო,რაულ.
-ეგ ცოტა რთული საქმე იქნება. დედოფალი არაფრელებს ვერ იტანს,რადგანაც რამდენიც ვიღაც შემოუშვა,იმდენჯერ უბედურება დატრიალდა.
-უბედურება?მაინც რა მოხდა?
-შენი სამყაროელები ყველაფერს სხვანაირად აღიქვამენ. სილამაზეს რომ უყურებენ,მისით დატკბობა კი არ სურთ,არამედ უნდებათ,რომ მიიტაცონ და მხოლოდ თავისი გახადონ. აი,უყურებ ლამაზ ვარდს და გიხარია,მიხვალ,დაყნოსავ და წახვალ. თან იმასაც ფიქრობ,რა კარგია,რამდენ ადამიანს გაუხარებს გულსო. შენი ხალხი კი იმას იფიქრებს,რატომ უნდა იყოს ეს ვარდი სხვისიც,სულ ჩემთან რომ იყოს,მე უფრო მეტ სურნელს მივიღებო. მოწყვეტს ამ ვარდს,წაიღებს და სახლში დაიდებს ,მეორე დილას კი დამჭკნარი დახვდება. მიხვდი?
ნანომ ორჭოფულად დაუქნია თავი.
-ხარბები არიან,ხა-რბე-ბი! მასეთ ხალხს მაგია არ უნდა დაანახო,თორემ ამ სამყაროსაც იმსხვერპლებენ და თავიანთსაც.
-ყველა მასეთი ხომ არაა,მერე?
-რა თქმა უნდა,არა,მაგრამ ამ ბოლო დროს ერთი პრობლემა გამოჩნდა.სახელად სვავი.-ჩურჩულით ამოთქვა რაულმა.
-სვავი? ფრინველი?
-არა,ასე ორგანიზაციას ჰქვია,შენი სამყაროდან. ჯადოსნობის ხელში ჩაგდება უნდათ,ამიტომაც წარა-მარა ქმნიან პორტალებს,გადმოდიან და ხან რომელ მაგს იტაცებენ,ხან რომელ ფერიას. ექსპერიმენტებს აკეთებენ-ძრწოლვით მიმოხედა.-ცხოველებიც წაიყვანეს.ეგონათ ,ლაპარაკს იქაც შეძლებდნენ.
-ასეთები არიან ჩვენთან,ვწუხვარ.
-ამიტომაცაა,დედოფალი აქაურებსაც უკრძალავს უკვე იქ წასვლას,ზედმეტად სარისკოაო და მართალიცაა. აი წამოვიდა ვენერა და უკან გამოგიყოლა.-ბრაზით დააყოლა.
-მე არ ვაპირებ მაგიის მოპარვას.
-შეიძლება არ აპირებდე,მაგრამ მაინც გამოგივიდეს. უნებურად ბევრ რამეს აფუჭებთ ხალხი.
-ანუ აქედან გამაგდებენ?-ნანოს რატომღაც ძალიან შეეშინდა-ჯერ ხომ ახლა მოვედი,იქნებ შანსი მომცენ.
-თუ კი გაიგებენ,რომ არაფრეთიდან ხარ,სავარაუდოდ ჯერ კარგად გაგწურავენ კითხვებით სვავზე,შემდეგ კი უკან მიგაბრძანებენ.შენს ადგილას არ ვიტყოდი საიდან ვარ და უფრო კარგადაც შევინიღბებოდი.
-ტყუილს არ ვიტყვი.
-ტყუილი არც დაგჭირდება,თუ კითხვებს არ დაგისვამენ. აი,ქალაქიც გამოჩნდა.
საუბარში მწვანე ბორცვებს გასცდენოდნენ და შემაღლებული ადგილიდან ხელის გულივით მოჩანდა უამრავი ფერადი სახურავი. მათი სხვადასხვა ფერები იმდენად ლამაზად იყო შეხამებული,რომ მთლიანად ქალაქი ნახატს წააგავდა.თითქოს გოლიათი მხატვარი იმ ადგილას დამჯდარიყო,სადაც ახლა რაული და ნანო იდგნენ და გიგანტური ფუნჯით მოეხატა ვაკე.
ბუნებრივი მწვანე ფერი,რომელიც უამრავი ხის დამსახურება იყო,საბოლოოდ ალამაზებდა ისედაც მშვენიერ ადგილს.
-ჩვენთან ზამთარია-თქვა ნანომ,რომელმაც ხედის შემხედვარე,ძლივს ამოიღო ხმა-აქ რა დროა?
ტემპერატურა საშუალო იყო,გვიანი გაზაფხულის შესაფერისი,თუმცა ირგვლივ ხეებს სხვადასხვა ფერის ფოთლები ჰქონდათ,შემოდგომის შესაფერად,ამიტომაც ვერ გაიგებდი,წელიწადის რომელი დრო იყო.
ქურთუკი გაიხადა და ხელზე გადაიკიდა.
-აქ სულ ერთი დროა,მხოლოდ სეზონები გვაქვს-წვიმის და მზის.-გაანათლა მელამ-კიდევ კარგი,მზე მოგიწია,თორემ წვიმისას წყალი ისე ასხავს,ბუშტუკის გარეშე გარეთ ვერ გახვალ.
-ბუშტუკი რა არის? ჩვენთან ქოლგას იყენებენ ხოლმე.
-ნებისმიერ დახლთან იყიდი,პატარა,გამჭირვალე სფეროა. წვიმისას დაიჭერ ხელში,ჩასჩურჩულებ,რომ წვიმს და გაფაროვდება. გარს შემოგევლება და წყალი აღარ მოგეკარება. მაგები აკეთებენ,ჩვეულებრივი რამეა.
ნანომ მონდომებით დაიქნია თავი.
-ვაი,ფული რომ არ მაქვს?-ახლაღა გაახსენდა,რომ ჯიბეში მხოლოდ მიკროავტობუსისთვის გადანახული რამდენიმე ოცთეთრიანი ეგდო.
-არა უშავს,იმუშავებ და მოიპოვებ.-რაული ისევ დაიძრა.-წამოდი,რატომღაც მომწონხარ,ამიტომაც დაგეხმარები. ეგ სამოსი მალევე უნდა მოიშორო,აქ ცოტა სხვანაირად აცვიათ.
ნახევარი საათი დასჭირდათ ქალაქის შესასვლელამდე.
ნანო ელოდა,რომ გალავანი და მისი მცველები დახვდებოდათ,თუმცა შესასვლელი ფერადი ქვებით მორთული ქუჩა აღმოჩნდა,რომელიც ბუნებრივი ბარიერის-მაღალ ბუჩქებს შორის გადიოდა.
-მცველები არ გყავთ?-უჩურჩულა მელას.
-არ ჰყავთ. მე ამ ქალაქში მხოლოდ სტუმრად მოვდივარ,ასე რომ ჩემად არ მოიხსენიო. ჩემი სახლი ტყეშია.
-კარგი და რატომ არ ჰყავთ? ხომ თქვი,სვავები იტაცებენ მაგიასო?
-მაგისათვის ქალაქში მორიგეობენ მცველები. აბა,ასე რომ დადგე და ყველა სათითაოდ გამოჰკითხო,სვავი ხომ არ ხარო,შეურაცხჰყოფა არ იქნება? მოდის ვიღაც პატივსაცემი სტუმარი,იქნებ სულაც თეთრი ჯადოქარი,შენ კიდევ გადაუდგები და არ შეუშვებ,სანამ არ დარწმუნდები,რომ სვავი არაა. მასე ყველას გაანაწყენებ.
-რა შემწყნარებლური პოლიტიკაა-წარბები ასწია ნანომ-ჩვენთან ასე თუ ვინმე მოიქცევქა,სულელად ჩათვლიან.
-მსმენია,არაფრეთში წესიერებას და სულელობას ერთმანეთში ხშირად ურევენო-ჩაიქირქილა მელამ და თათით ანიშნა,მომყევიო.
შესასვლელიდან ფერადი ქვებით მორთული ბილიკი იყოფოდა და მრავალ დაკლაკნულ პატარა ქუჩებს ჰქმნიდა. რამდენიმე ასეულ მეტრში კი სახლები იწყებოდა,რომლთა წყებაც შუაგულისკენ მჭიდროვდებოდა.
ვიწრო ქუჩებში ხალხი მრავლად იყო.ყველა რაღაცას აკეთებდა-ზოგი ხატავდა,ზოგიც მღეროდა,ერთ პატარა მოედანზე ნანომ თეატრიც კი შენიშნა,რომლის დასიც ორი პატარა გოგონასგან შედგებოდა. აქა-იქ სამჭედლოებიდან გამოსული ხმები შრომისმოყვარულ განწყობას ქმნიდა.
ქალაქის სიღრმეში შევიდნენ და აღმართს აუყვნენ. რაული უდარდელად მიაბიჯებდა და აქა-იქ ხალხს ესალმებოდა,ძირითადად მაღაზიის გამყიდველებს.ნანო უჩუმრად მიჰყვებოდა გვერდით და გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა დახლებზე გამოფენილ ნივთებსა და მიმდებარე ქუჩებს.
-ის რა შენობაა?-ხელი გაიშვირა გოგონამ შემაღლებულ ადგილას მდგარ შენობაზე,რომელიც შორიდან ოქროსფრად ბრწყინავდა. მის გარშემო სახლები კიდევ უფრო მჭირდოდ იყო შემოვლებული,მაღალი კედლის მსგავსი მისასვლელი გზა შედიოდა სასახლის კარამდე.
-დედოფლის სასახლე,სწორედ იქ მივდივართ.
ნანო შეშფოთდა.
-კი მაგრამ-თვალები ააფახუნა და შედგა-ხომ თქვი,დედოფლებს შენიანები არ უყვარსო.პირდაპირ მას რაღატომ უნდა მივადგე?
-დედოფალთან აუდიენციზე კი არ მიმყავხარ-ჩაიცინა რაულმა-მასთან მოხვედრა ასეთი მარტივი არაა. უბრალოდ სასახლეში ბევრი ნაცნობი მყავს და სამუშაოს გიშოვი.აქ ყოფნა ხომ გინდა?
-რა თქმა უნდა!
-მაშინ უნდა დასაქმდე,თორემ შიმშილით მოკვდები.
-სასახლეში დავსაქმდე?
-აჰამ,დამლაგებლები სულ სჭირდებათ,საჭირო ადამიანსაც ვიცნობ.
-რაულ-გაუღიმა ნანომ.
-რა იყო?
-დიდი მადლობა,ძალიან კეთილი ხარ.
მელა შეიშმუშნა.
-კეთილი არ ვარ,უბრალო თავაზიანობაა.
-ჩემს სამყაროში ამას სიკეთე ჰქვია-მადლიერად შეხედა-თავიდან ძალიან შემაშინე,მაგრამ ახლა მიხარია,რომ შეგხვდი.
-ძალიანაც არ შემეჩვიო,ყველაფერი დროებითია-მკაცრად მოუჭრა რაულმა და გზა განაგრძო.
სასახლის კარიბჭესთან მისულებს წინ მოხუცი შეეჩეხათ,რომელმაც მელას გვერდი უქცია და ნანოს მიეჭრა.
-დაეხმარე გაჭირვებულ მოხუცს,საკვები არ მაქვს,შიმშილით ვკვდები-მაისურზე ჩაებღაუჭა და ვედრებით შეხედა. ტანსაცმელი გაცვეთილი და ჩამოკონკილი ეცვა,ოდესღაც თეთრი თავსაფარი ჭუჭყისგან განაცრისფრებულიყო,სახე ნაოჭებისაგან დაღარული და ტანჯვით სავსე ჰქონდა.
ნანომ შეშფოთებულმა შეხედა რაულს,რომელიც მოთმინებით იცდიდა. ჯიბეები მოიჩხრიკა და ვერაფერი იპოვა,მხოლოდ გამოუსადეგარი ქართული თეთრები ეყარა. დამწუხრებულმა შეხედა მოხუცს.
-ფული არ მაქვს,თავადაც სამსახურის საძებნელად მოვედი.აი-ხელზე გადაკიდებული ქურთუკი მიაწოდა-ცივ ღამეებში მაინც შეგეწევათ-მოხუცის უმწეობამ გული მოუკლა.
ქალმა ღიმილით შეხედა,ქურთუკი არ ჩამოურთმევია,უკან შებრუნდა და კარიბჭისაკენ დაიძრა. გოგონას ლამის კივილი აღმოხდა,როდესაც მოხუცის ფიგურა მყარ მეტალს შეერწყა და ისე გაიფანტა,თითქოს არც ყოფილიყოს.
-ეს ... რა იყო?-რაულს მიუბრუნდა პირდაღებული.
-მცველი. შეგამოწმა,გულახდილი და კეთილი თუ იყავი-მხრები აიჩეჩა მელამ.-სასახლის დაცვის თავაზიანი მეთოდია.წამოდი.
კარიბჭე მათი მიახლოვებისას თავისით გაიღო და დიდ,მოედნის დარ ეზოში შეუშვა წყვილი.
ნანო ფიქრობდა,ჩემი ტვინი ნელ-ნელა იბერება და ცოტა ხანში მუშაობაზე უარს იტყვისო. ერთდროულად მრავალი დაუჯერებელი ემოცია ედებოდა მის გულს და გოგონას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, თითქმის აღარც კი უნდოდა,ახალი შთაბეჭდილებები მიეღო,რადგან ერთი დღისათვის უკვე საკმარისად ენახა. მაინც ხარბად დააკვირდა სასახლის ეზოში მოსეირნე არსებებს-პატარა ტანის ადამიანები,მაღალი,თეთრწვერა მოხუცები,ჰაერში მოფარფატე,ფერადფრთიანი გოგონები,ერთმანეთთან გამალებით მოსაუბრე ცხენები-ყველა ერთმანეთში ირეოდა და ნანოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
რაული მშვიდად მიუყვებოდა ფართო ბილიკს და გზადაგზა გოგონას გიდივით აძლევდა ინსტრუქციებს.
-ესენი ფერიები არიან,სასახლეში განწყობისთვის მოიწვია დედოფალმა-ვარდისფერი პოზიტივის განწყობაა,ყვითელი-მეგობრული,წითელი სიყვარულისაა,ლურჯი კიდევ სევდის. კიდევ ბევრია,მაგრამ მაგათ რა დათვლის... აი-ბალახებში მოსიარულე კაცუნაზე მიუ
თითა,რომელიც ორმოციოდე სანტიმეტრი ძლივს იქნებოდა-ესენი გნომები არიან,თუ გაზონზე ფეხი დაადგი,მოვლენ და ქინძისთავს ჩაგარჭობენ ფეხში,ასე რომ,ფრთხილად იყავი...
-რა ლამაზია-ნანო ბილიკთან ჩამწკრივებული მრავალფერი ყავავილებისაკენ დაიხარა.
-არა,არა...-დაიყვირა მელამ და სახე თათებში ჩარგო,როდესაც გოგონამ მცენარე დაყნოსა.-არ უსუნო,არ ღირს-ჩაიჩურჩულა და დამწუხრებულმა შეხედა.
-მშვენიერი სურნელი აქვს-მხრები აიჩეჩა ნანომ.
-კი და ასევე მშვენიერი თრობაც იცის. ესენი ალკოვარდებია,დაყნოსავ და დათვრები.
-რა?-გოგონამ გადაიკისკისა-რა სისულელეა. სულ ასე იცით თქვენ,მელიებმა. ეს არ შეიძლება,ის არ შეიძლება-გზა გააგრძელა და წაიბორძიკა-უპს,აქ რაღაც აგდია...ვაი,რაულ,რატომ გაორდი?
მელამ თავი გაიქნია და ამოიოხრა.
-ასეთ მდგომარეობაში როგორ მიგიყვანო მინისთან...-მოდი აქ.
ნანო რწევით მიუახლოვდა მელას და ღიმილით დააჩერდა.
-რაო,ბატონო მელაო?-გადაიხარხარა-აი,ჩვენთან ასეთი ლექსია,ჩიტო,ჩიტო ჩიორა და მერე შენ მოდიხარ...
-გამოფხიზლდი,აქ რისთვის ვართ,დაგავიწყდა?როგორმე უნდა მოხვიდე გონს-მკაცრად შეაწყვეტინა რაულმა-წამომყევი და იცოდე,თუ მინის არ მოეწონე,მე შენს დახმარებას ვეღარ შევძლებ და სახლში მოგიწევს დაბრუნება.
-სახლი? მე არ მაქვს სახლი-ხელები გაასავსავა-სწორედ მაგას ვეძებ,არ მიმატოვო,რაულუნა.
-წესიერად მოიქეცი,მომყევი-დაუცაცხანა მელამ,შარვლის ტოტში ხელი ჩაავლო და გაათრია.
სასახლეს შემოუარეს,რასაც საკმაო დრო დასჭირდა,რადგან ნანო ხან გნომს იჭერდა და კოცნიდა,ხანაც რაულს ეკიდებოდა ჩასახუტებლად. როგორც იქნა,მიაღწიეს უკანა კარს,რომელიც სასახლის მომსახურე პერსონალისათვის იყო განკუთვნილი.
რაულმა კიდევ ერთხელ მოიშორა გოგონა,რომელიც ბეწვზე ეფერებოდა და კარი შეაღო.
-ნორმალურად მოიქეცი,თუ არ გინდა,რომ აქედან ორივე გაგვაპინტრიშონ-გამოსცრა კბილებში და სასახლეში შეუძღვა.
სუსტად განათებულ დერეფანს გაუყვნენ. ნანო სტვენით ათვალიერებდა კედლებზე რელიეფურად გამოკვეთილ სახეებს.
-ვაუ,ეს ვინ არიან?-თითი ერთ-ერთი გამოსახულების ცხვირზე დაუსვა და გაიცინა.
-ყოფილი უხუცესები,ისინი,ვინც საუკუნეების განმავლობაში უძღვებოდნენ სასახლის მართვას. აქეთ მოდი-მოსახვევში გასხლტა და დიდ,ხმაურიან დარბაზში შეიპატიჟა.
აქეთ-იქით მორბენალ გოგონებს შორის წაათრია ნანო და წითელ თმიან,ფუმფულა ქალს შეუძახა,რომელიც გამწარებული გაჰკიოდა ბრძანებებს.
-მინი,როგორ ხარ?-კაბის კალთაზე ჩამოქაჩაა.
-ლორა,შენ ღამის ქოთნებს მიხედე,რამდენჯერ უნდა გაგახსენოთ,ხალხნი არ ხართ?-კიდევ ერთხელ დაიწივლა და მელას დახედა.
-რაულ? -დაიხარა და თათი ჩამოართვა-მაპატიე,ვერ შეგამჩნიე. ისეთი არეულობა გვაქვს,დღეს დედოფალი ჩამოდის,პრინცის დღეობის წვეულებაა,მოკლედ-თმები შუბლიდან გადაიყარა და ამოიოხრა-ჯვარზე რომ გამაკრან,ვეღარც კი ვიგრძნობ.
-რას ამბობ მინი,გადაღლილი ჩანხარ,მოსამსახურეები არ გყოფნის?-ჰკითხა შეპარვით.
-როდისაა საკმარისი?-ამოიოხრა ქალმა.
-სწორედ ამიტომ მოგაკითხე-ნანოს აჰხედა,რომელიც იქვე ჩამოკკიდებულ ჭურჭელს ხელით არწევდა-ეს გოგონა შემხვდა,სამსახურს ეძებს,ვიფიქრე,დაგჭირდებოდა.ნანო!
გოგონა სწრაფად გასწორდა და ღიმილით შეაერდა მინის,რომელიც გამომცდელად აკვირდებოდა.
-საიდან ხარ?აქაურს არ ჰგავხარ-ჰკითხა ქალმა.
-მე...ისა...
-სხვა ქალაქიდანაა,გამოაძევეს,ვიღაც აქაური შეუყვარდა -დაასწრო რაულმა.
-უფ-თვალები აატრიალა ქალმა-ყოველი მეორე გოგონა გამოძევებული შეყვარებულია,რით ვერ ისწავლეთ სწორად შეყვარება?
-აბა.სიყვარულს რას გავუგებთ?-გადაიკისკისა ნანომ და მელას თვალი ჩაუკრა.
-კარგი-საქმიანად მოუჭრა მინიმ-წესრიგის გაგეგება რამე? გაზულუქებული ხალხი ისედაც ბევრია აქ.
-სახლს სულ მე ვალაგებდი და მანამდე ვმუშაობდი კიდეც კაფეშ... -მელის თვალების ბრიალზე გადააკეთა-ერთ ოჯახში.
-კარგი,იცოდე,აქ ზარმაცებს არ ვაჩერებთ,ყველაფერს გააკეთებ,რასაც დაგავალებ.-საიდანღაც ჭრელი წინსაფარი გამოაძრო და გაუწოდა-ეს მოირგე. რონა!-დაიკივლა და წამში მათ გვერდით გალეული,ნანოს სიმაღლის ნახევარი გოგონა გაჩნდა,რომელმაც შეშინებული თვალები მიანათა უფროსს.-ახალია,მიხედე,ასწავლე,რაც ევალება.-ისევ ნანოს მიუბრუნდა-დღეში ათ ფოთოლს მიიღებ,დედოფალი გულუხვია,ასე რომ,ვერ დაიწუწუნებ და საქმეც ბრწყინვალედ უნდა გააკეთო! გასაგებია?
-ესეც ჩემი მენტორი-ი-გაწელა გოგონამ და რონას ხელი გადაჰხვია-გასაგებია,უფროსო,ნუ იქნებით მკაცრი.
-რა სჭირს,შერეკილია?-რაულს მიუბრუნდა ქალი.
-შემოსასვლელში ვარდები დაყნოსა-მხრები აიჩეჩა მელამ-აქაური არაა,ხომ იცი.
-ეგ მცენარეები კიდევ რისთვის დარგეს,ოღონდაც!?კარგი,რონა,ნაყენი დაალევინე,გამოფხიზლდეს და საქმეს შეუდექით.
ნანო მალევე მოშორდა რაულსა და მინას. ბუნდოვნად ახსოვდა საუბრის დეტალები,მხიარულად გაჰყვა გოგონას,რომელმაც რაღაც სითხე დაალევინა,გამოფხიზლების შემდეგ სინამდვილემ სახეში მაგრად გაულაწუნა. გაიაზრა,სად იყო,რას აკეთებდა და რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო.
რაულის ნათქვამი გაახსენდა და რონას სთხოვა,შესაფერი სამოსი ეთხობენინა, გოგონამ პიჟამების მსგავსი ატლასის კუბოკრული,ფერადი შარვალი და ზედა გადასცა.
სასახლის მთავარ დარბაზში აღმოჩენილმა მწარედ ჩაიბურტყუნა.
-ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი,მაგრამ მაინც გამლაგებელი ვარ,რა განსხვავებაა?-ჩვარი ერთ-ერთ მაგიდას გადაუსვა-მრავლაფეროვნებისთვის იატაკი მაინც მომაწმენდინონ.
დიდ ხანს ალაგებდა ახლად გაცნობილ გოგონებთან ერთად. გაარკვია,რომ იმ საღამოს პრინცის,ვინმე მაქსიმუსის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და უამრავ სტუმარს ელოდნენ. ასევე.დედოფალი ბრუნდებოდა მშობლების ქალაქიდან და თან უამრავი სტუმარი მოჰყავდა.
იმდენად დაიღალა,რომ ტერფებს ვეღარ გრძნობდა.ერთადერთი,რაც გონებაში უტივტივებდა,წარმოსახვითი საწოლი იყო,თუნდაც ფუმფულა ლეიბის გარეშე.მხოლოდ დაწოლა და დასვენება უნდოდა.
მაგიდების გაწყობით იყო დაკავებული,როდესაც თავზე ვიღაც წამოადგა.
-აქ დესერტის კოვზი აკლია.-მოისმა ხავერდოვანი ხმა და სწრაფად აიხედა,რადგანაც ხმა ძალიან ეცნო.
პირდაღებული მიაჩერდა საკუთარ სამყაროში გაცნობილ ხეპრეს,რომელმაც მუსიკა დაუტოვა.ბიჭი ამჯერად შედარებით ნორმალურად იყო ჩაცმული-შავი შარვალი და პერანგი მოერგო,მოსაცმელი კი ოქროსფერი ემოსა,რომელიც სასახლის ინტერიერს ეხამებოდა.
-რას მიყურებ?წადი,კოვზი მოიტანე!-შესძახა ბიჭმა-თუ, რა თქმა უნდა,იცი რა არის დესერტის კოვზი-მობეზრებული მიაჩერდა.
გონებაში მაქსის ყველა უწინდელი უზრდელი კომენტარი გაახსენდა და გაბრაზებულმა შეჭმუხნა წარბები.
ენის წვერზე მომდგარი სალანძღავი სიტყვები გადაყლაპა,რადგან მიხვდა,ვინც იყო მაქსი-მაქსიმუსი,თავად ის პრინცი,ვისი დღეობაც იგეგმებოდა.
„ესე იგი,ვერ მიცნო“-გაიფიქრა და რატომღაც გული დასწყდა.
-თქვენო უდაკვირვებულესობავ,სწორედ ახლა ვწმენდ და დავაწყობ-თვალებთან აუფრიალა ხელში ჩაბღუჯული კოვზები.
მაქსმა წარბები შეკრა და გაბრაზებულმა შეუტია.
-როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს?
-ვითომ რატომ ვერ უნდა ვბედავდე?-შეტევა დაუბრუნა.
-იქნებ იმიტომ,რომ პრინცს ესაუბრები,მოახლევ-აგდებულად მოჰკიდა ხელი წისაფარზე და შეუსწორა.
-ადამიანი ვარ,ისევე,როგორც შენ. შეგეშალა და შეგისწორე,კიდევ რამე გინდა?
-შენი აქედან წასვლა.დათხოვილი ხარ.
-აჰ,დიალოგი ვერ მოიგე და ძალაუფლებას იყენებ?რა საცოდაობაა-იმაზე მეტად გაცეცხლდა,ვიდრე მოელოდა-პრივილეგიის ნარასათანადოდ გამოყენება ზნედაცემული საქციელია,თუ გგონია,ამით რამეს მოიგებ,მწარედ სცდები.მე ახალ სამსახურს ვიშოვი,შენ ახალ პიროვნულობას-ვერა. ამიტომ კარგად დაფიქრდი,იქნებ ტვინით მიაღწიო მიზანს და არა პრინცობით.
მაქსმა თვალები მოჭუტა.
-კარგი,ასე იყოს. შენ თვითონ მოითხოვე.უბრალოდ,არ გირჩევ ახლა ჩემი ტვინის ჩართვას-ბოროტი ღიმილით დააჯილდოვა.
-თქვენის ნებართვით,საქმეს მივუბრუნდები.-არც თავად დააკლო ავი მზერა და კოვზებს მიუბრუნდა.
-ახალი ხარ,საიდან მოხვედი?-ბიჭი წასვლას არ ჩქარობდა,მაგიდასთან მდგარი ერთ-ერთი ორნამენტებით მორთული,ფუმფულა სკამი გამოსწია და ჩამოჯდა. აშკარად რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
-შავი სოფლიდან-რაულის დარიგება გაიხსენა ნანომ და სწრაფად უპასუხა.
-მართლა?მანდ ვყოფილვარ,თუმცა არ მახსოვხარ.
-სოფელს ჩამოუარე და ყველა გოგო სათითაოდ ნახე?-მხრები აიჩეჩა.
-ზუსტად მასე ვქენი.
-მაშინ ცუდი მეხსიერება გქონია.
მაქსი ცოტა ხანს მიაშტერდა,თითქოს რაღაცას იხსენებსო. გოგონა დაიძაბა,სულაც არ აწყობდა,მისი ვინაობა გაეხსენებინა,რადგან,დიდი ალბათობით უკან გააპინტრიშებდა.
თუმცა,მისდა საბედნიეროდ,ბიჭმა თავი გაიქნია და წამოდგა.
-ხო,არც ისე ლამაზი ხარ,რომ დამმახსოვრებოდი. აბა,ჰე!-თქვა და სწრაფად გაშორდა.
-უზრდელი-ჩაიბუტბუტა ნანომ და კოვზი სარკესავით დაიჭირა. ანარეკლს შეჰხედა,რომელიც სასაცილოდ დაგრეხილიყო და უზარმაზარ ცხვირს უჩენდა-არაფერი დამეწუნება-თმები შეისწორა და გულდაწყვეტილმა განაგრძო საქმიანობა.
როდესაც მომსახურე პერსონალი ,ბოლოს და ბოლოს ,მორჩა წვეულებისათვის მზადებას, დაღლილ-დაქანცული ნანო სამზარეულოში სკამზე მიესვენა და მინის მიერ გადაცემულ ფოთლებს დაჰხედა.
როგორც რაულმა ადრე აუხსნა,აქაური ფული ხის ფოთლები იყო,რომლებიც მოწყვეტის შემდეგ მარადმწვანე რჩებოდა. ფულის ხეები სპეციალურ ადგილას იზრდებოდა,რომელსაც რამდენიმე მაგი სდარაჯობდა და მხოლოდ ფინანსთა საბჭოს წევრს ჰქონდა იქ შესვლის უფლება.
ფოთლები მუქ მწვანედ ანათებდა და ზედ სხვადასხვა რაოდენობის ხაზები იყო გამოსახული. ნანოს ოთხი ერთხაზიანი და სამიც ორხაზიანი ფოთოლი ერგო.
ინტერესით დაჰყურებდა ფოთლებს,როდესაც უკვე კარგად გაცნობილი რონა მიუახლოვდა და ცხელ-ცხელი ,პუდრმოყრილი ნამცხვარი გაუწოდა.
-ჭამე,მზარეულს ავწაპნე. ღმერთებო,ქანცი გამძვრა-ნანოს გვერდით მოთავსდა და ფეხები განზე გაფშიკა-სულ არ დაბადებულიყო ეს პრინცი,ყველასათვის უკეთესი იქნებოდა.
-მგონი ვერავინ იტანს-გაიცინა და ნამცხვარი გემრიელად ჩაკბიჩა.
-ჰმ,გეგონოს. გოგოები ჭკუას კარგავენ,ო-ო მაქსიმუს,დაგვიპყარი-გამოაჯავრა-როცა სიმღერას იწყებს,ლამის მეც მომეწონოს,მაგრამ ისე საზიზღარი ვინმეა.ერთხელ კინაღამ ცხენით დამეჯახა,ზედმეტად უფერული ხარ და ვერ შეგამჩნიეო-ავად მობრიცა ტუჩები.
-თავის ადგილზე მოსვი შენც. მგონი ვიცი,რა პრინციპითაც ექცევა ხალხს-თვლის,რომ ვინც შეურაცხჰყოფას იტანს,ესეიგი ღირსიცაა. თავი არასდროს დაუხარო მხოლოდ იმის გამო,რომ პრინცია.თუ წინააღმდეგობას გაუწევ,დააფასებს.
-როდის მოასწარი მისი ასე გაცნობა?-გაოგნდა რონა.
-დღეს. -მხრები აიჩეჩა-კარგად არ ვიცნობ,უბრალოდ მივხვდი,ასე რატომ იქცევა. საცოდავ და სუსტ ადამიანებს ვერ იტანს.
-ჰო,დედამისს ჰგავს. ისიც მასავით ულმობელია.-დაიჩურჩულა გოგონამ-ერთადერთია,ვისიც პრინცს ერიდება.
-დედიკოს ბიჭი ყოფილა.-ცხვირი აიბზუა ნანომ.
-არა,კი არ ვიცავ ან რამე,მაგრამ სოარა მართლა მკაცრი ქალია,თუ გაბრაზდა,ჯობია თავად გამოიჭრა ყელი,ვიდრე გზაზე გადაუდგე.
-ქმარი არ ჰყავს?
-შენ რა, სხვა პლანეტიდან ხარ?-გაიცინა რონამ-ქმარი თავად მოკლა,როდესაც ამ უკანასკნელმა პატარა პრინცესა სცემა. ეს ხომ ყველამ იცის...
-რონა! ახალო გოგო!-მოესმათ მინის ხმა და სასწრაფოდ წამოხტნენ.-სულ გამოვშტერდი,ამ ალიაქოთში გადამავიწყდა-ქოთქოთებდა-თეთრეულია გამოსაცვლელი,ბოლო ორ სართულს თქვენ მიხედეთ,თითო ფოთლებს დაგიმატებთ,შემდეგ კი თავისუფლები ხართ.
-კარგი,წვეულება დაიწყო უკვე?-დაინტერესდა რონა.
-კი,ჩამოვიდნენ. სოარამ მაქსს გოგოების მთელი ამალა მოაყენა-გადაიხარხარა-ცდილობს,საცოლე შეაპაროს.
-ვენერას არ ჩამოუყვანა ბიჭები?-გაიცინა რონამაც.
-დედოფალი ნერას ბრძოლაში თუ დათმობს... კარგი,გვეყოს საუბარი,საქმეს მიხედეთ-გამოერკვა და წინსაფარი ჩამოიფერთხა.
ნანომ დარჩენილი ნამცხვარიც გადაყლაპა და როანას გაჰყვა .
როგორც გოგონამ აუხსნა,მთელი სართულის ოთახები უნდა დაევლო და თეთრეული გამოეცვალა.
დაღლილობისაგან უკვე ფეხები სტკიოდა,როდესაც ერთ-ერთ დიდ,საშინლად არეულ ოთახს მიადგა.
ლოგინი ისე იყო არეული,ძლივს გაუგო თავი და ბოლო.
ამრეზილმა მიმოიხედა ირგვლივ და ჩაიბურტყუნა.
-იმედია ამის დალაგებას მე არ დამავალებენ!
ჭუჭყიანი ქვეშაგები კალათში ჩაყარა და ის იყო,კარისაკენ გაემართა,რომ ერთმა ნივთმა მიიქცია მისი ყურადღება-კომოდზე რამდენიმე მოწყობილობა იდო,რომელიც აშკარად ნანოს სამყაროს ეკუთვნოდა.
ფრთხილად დადო კალათი,კომოდთან მივიდა და მომცრო,ყვითელი ფერის “ბასკასრი” აიღო.
-აშკარად ჩვენია-დააკვირდა წარწერას,რომელიც დინამიკის დამამზადებელს მიუთითებდა-“beats”
ჩამრთველს დააჭირა თითი და უეცრად იმდენად მაღალი ნოტები დაეტაკა,რომ კასრი ხელიდან გაუვარდა.
-ვაი!შენი...-სასწრაფოდ დაავლო აღრიალებულ მოწყობილობას ხელი და ადგილზე დააბრუნა. ხმას ჩაუწია და ნაცნობ მელოდიაზე გაეღიმა.
-“ნეიტრინო”! ვიცოდი,რომ აქაური იყო!
უკან დაიწია,თვალები დახუჭა და სიტყვებს აჰყვა
-ცა ბრწყინავს,ტელემიმღებებს ყინავს,ცაზე აკეთებს ირაოს ეს სატელიტი დატეხილი...
თეძოები აამოძრავა,მუსიკა იმდენად იტაცებდა,რომ ისიც კი დაავიწყდა,სად იმყოფებოდა. ბედნიერი კისკისით ცეკვავდა და დაზეპირებულ ტექსტს სხაპა-სხუპით არაკრაკებდა.
დუნდულებს მონდომებით იქნევდა და წარმოსახვით სცენაზე ტრიალებდა,როდესაც მელოდია უცბად შეწყდა და ნანო მიწაზე დაეშვა.
სასწრაფოდ ჭყიტა თვალები და ტრიალით გაბრუებულმა ძლიბს გაასწორა მზერა.
წინ გულ-ხელდაკრეფილი მაქსი ედგა და ირონიულად უმზერდა.
გაიაზრა,რა მოძრაობებს აკეთებდა წამის წინ და იატაკს შეევედრა,ჩატყდი და ჩამიტანეო.
გახევებული იდგა და ხმას ვერ იღებდა,არც ბიჭი ჩქარობდა საუბრის დაწყებას და ნანოს აუტანელ მდუმარებაში ხვევდა.
გოგონამ უკან გადადგა ნაბიჯი,კალათი მოძებნა და ავარვარებული გაემართა კარისკენ.მაქსი კვლავ ჩუმად იყო,ის იყო იფიქრა,სამშვიდობოს ვარო,სახელური ჩამოსწია და ამოისუნთქა,როდესაც გაიაზრა,რომ კარი დაკეტილი იყო.
ცოტა ხანს ეჯაჯგურა,ბოლოს გაწამებული სახით შებრუნდა ბიჭისკენ და ამოიკნავლა.
-დაკეტილია.
მაქსი იგივე პოზაში იდგა,თავი გვერდით გადახარა და მშრალად თქვა.
-ვიცი,მე დავკეტე.
-რატომ?-ფეხები აუკანკალდა.
-შენთან კითხვები მაქვს-საწოლზე ჩამოჯდა და გვერდით ხელი დაარტყა-მოდი,ჩამოჯექი.
-ა-რა იყოს,ვიდგები-დაძაბულობისგან ხმა ჩახლეჩვოდა. თავდაპირველად მხოლოდ სირცხვილს გრძნობდა,მაგრამ ბიჭის მზერაზე მიხვდა,რომ რაღაც ისე ვერ იყო.
-დაჯექი.-ხმადაბლა გაიმეორა,თუმცა ნანო ისე შეკრთა,თითქოს უღრიალესო.
კალათი დადო და ნელა ჩამოჯდა საწოლის კიდეზე.
მაქსმა ცოტა ხნის წინ მონდომებით აღრიალებული ყვითელი მოწყობილობა აიღო და შეათვალიერა.
-როგორ ჩართე?-გამოცდილი გამომძიებელივით შეაჩერდა.
ნანო მიხვდა,რომ წესით აქაურს მისი ჩართვა არ უნდა სცოდნოდა.
-ჩართული იყო. -თქვა და თვალი კარისკენ გააპარა.
-მე კარგად მახსოვს,რომ გამოვრთე.-ბრაზი შეეპარა ხმაში-გაფრთხილებ,კიდევ ერთ ტყუილს თუ გავიგონებ,მაშინვე სიმართლის საბჭოში წაგაბრძანებ. ისინი კი ჩემზე უფრო ბოროტები არიან.-თვალები თითქოს ჩაუმუქდა.
-ღილაკი ჰქონდა და მივაჭირე-სასწრაფოდ დაიჭყივლა.
-ტექსტი საიდან იცოდი?
-ადრეც მომისმენია-ფრთხილად არჩევდა სიტყვებს.
-ვინ მოგასმენინა?
-შენ დამიტოვე. უფრო სწორად,დაგრჩა და ავიღე.
-რა დამრჩა?სად?-დაიბნა.
-შენ რა მართლა სკლეროზი გაქვს?-ამოიოხრა და ბიჭის მზერაზე სასწრაფოდ გაასწორა სახე.გადაწყვიტა,სიმართლე ეთქვა,რადგან ხვდებოდა,მაქსი არ დაინდობდა-არაფრეთში. როდესაც ნერა წაიყვანე,კაფეში.-უკვე ღიზიანდებოდა,თავი წინ წაწია-რაღაცაზე გააბრაზე და იქ წამოვიდა. მერე მოხვედი და...
-დისკი დავუდე მაგიდაზე. ჯანდაბა-ფეხზე წამოხტა. მაგ დისკზე პორტალი იყო ჩაწერილი.
-აჰამ,მე კიდევ მოვუსმინე-ხელები ისე ჩაატარა ტანზე,თითქოს საჩუქარი ყოფილიყოს.
-სიმღერა მოიპარე!-დაიჩურჩულა ბიჭმა-რატომ ყოფ ცხვირს იქ,სადაც არაფერი გესაქმება?
-მოვიპარე?-აიფოფრა-შენ თვითონ დატოვე და მე რომ არ ამეღო,ვინ იცის,რამდენი ადამიანი მოგადგებოდათ კარზე.თავად ხარ უყურადღებო და მე რას მაბრალებ? უსინდისო.
-მერე ვინ დაგავალა,მოუსმინეო?-დაიღრიალა.
-კაი ერთი,აბა დისკისთვის რა უნდა მექნა,მეჭამა?-არც ნანო დარჩა ვალში და ხმას აუწია-რასაც თავად აშავებ,სხვას არ უნდა გადააბრალო. ორი წლის ბიჭო!
-ენაც გრძელი გაქვს და ცოტას წაგაჭრი-გოგონასკენ დაიძრა და ლოყებში ხელი ჩაავლო.
-გამიშვი,თორემ გატკენ-ამოილუღლუღა ლოყებს შორის გაჭ....ტილი ტუჩებიდან.
ბიჭმა სახე მიუახლოვა და ღიმილით უპასუხა.
-აბა,სცადე!
თავი მოაბრუნა,პირი გაითავისუფლა და კბილებით მთელი ძალით ჩააფრინდა მკლავში.
აღრიალებულმა ხელი უშვა და ნაწყენმა შეხედა.
-სუფთა ქაჯი!
თითქოს ორივე აზარტში შევიდა.
ნანო მორიგი შეტევისთვის მოემზადა. ფეხები განზე გადგა და მუშტები მოიმარჯვა.
-ჯერ სად ხარ! გეგონა,შემაშინებდი?-ღრმად სუნთქავდა,გრძელი,ქერა თმები სახეზე ჩამოჰროდა.
მაქსი ხელს შეეშვა,სწრაფად დაეტაკა გოგონას და მოჭიდავესავით დასცა ზურგზე პირდაპირ იატაკზე.
ნანოს სული შეუგუბდა,თუმცა ტკივილი ადრენალინმა და ბრაზმა დაჯაბნა,გაავდა,რადგანაც ბიჭმა ასე გაიმეტა. ფეხები კისერზე შემოჰხვია და მოქაჩა. მოულოდნელი შეტევით დაბნეული ბიჭი შექანდა და გვერდით გადაგორდა.
ახლა ნანო მოექცა ზემოდან,ყელში წვდა და ძლიერად მოუჭირა. გონს მოსულმა მაშინვე გააშვებინა ხელები,ძლიერად დაუკავა და წამოიწია.
მოჭიდავეებივით ჩახლართულები სალანძღავ სიტყვებს ისროდნენ და გმინავდნენ.
გოგონა შემდეგი ილეთისთვის ემზადებოდა,როდესაც კარზე ბრახუნი გაისმა.
უხერხულ პოზაში გაშეშდნენ-მაქსს მოწინააღმდეგის ერთი ფეხი ჩაებღუჯა,ნანო მეორე ფეხს ფერდზე აჭერდა წამოწეულ ბიჭა და ცალი ხელით მაისურზე ებღაუჭებოდა.
-მაქს!-მოგუდულად გაისმა კარს იქიდან ნერას ხმა-სად დაიკარგე-სახელურს დაეჯაჯგურა-ყველა შენ გეძებს,მა-ა-ქს!
ჯერ კარს შეაჩერდნენ,შემდეგ ერთმანეთს.
-გამიშვი და გაგიშვებ-დაიჩურჩულა ნანომ.
-ერთად სამ თვლაზე-უპასუხა.-სამი,ორი,ერთი...
ნანომ პატიოსნად უშვა ხელი,თუმცა ბიჭი ასეთი წესიერი არ აღმოჩნდა და სწრაფად მოიქცია მკლავებში.
-აქ დარჩები,სანამ არ დავბრუნდები.
-მაგრამ საქმე მაქვს.
თვალები დაუბრიალა.
-შენი უფროსი ვარ და ამ წამს სხვა საქმე დაგავალე. არ გაბედო და ხმა არ ამოიღო,აქ იყავი და არავის დაენახო. შეიძლება ცუდად დაასრულო-უთხრა სერიოზულად.
-ვითომ რატომ?მთელი დღეა აქ ვარ და არავინ დაეჭვებულა-არ უნდოდა,ბიჭის ბრძანებას დამორჩილებულიყო.
-თუ ძალიან გინდა,გამოდი და გაიგებ.აბა,რომელი გირჩევნია,დამიჯერო და მშვიდად დაბრუნდე სახლში თუ ვინმემ ამოგიცნოს და ჯაშუშობის ბრალდებით გაგასამართლონ?
-რაღაც დავიღალე,ჯობია ცოტა ხანს წამოვწვე-ცხვირი ასწია.
-დამჯერი გოგო. მიიწიე,ნერამ არ დაგინახოს.
კარი ოდნავ გამოაღო და გასხლტა. ნანომ საკეტის გაჩხაკუნების ხმა გაიგო.
-მშვენიერია,პითონის სოროში ვარ გამომწყვდეული-ჩაიბურტყუნა და ოთახს თვალი მოავლო. ბიჭის ტანსაცმელი ყველგან იყო მიმობნეული. მაგიდას მიუახლოვდა,ზედ უამრავი ფურცელი ეყარა უწესრიგოდ. მათზე მაქსს მოკლე წარწერები გაეკეთებინა. სკამზე ჩამოჯდა და გადაათვალიერა. მიხვდა, რომ ფურცლებზე სიმღერის ტექსტი იყო გამოსახული,რომელიც ძალიან ჰგავდა .
-ნეირტინო?-გაოგნებულმა გადაქექა ფურცლები და ძველი ნაწერები გადაიკითხა-არ არსებობს! -უცბად წამოხტა,ყვითელ დინამიკს მიუახლოვდა და კვლავ ჩართო. ერთ-ერთი სოლისტის ხმას დააკვირდა და უკვე ადვილად იცნო.
-ეს მაქსის სიმღერებია...-თქვა ბედნიერი ღიმილით.
იმ ღამით,როდრსაც ნეიტრინოს პირველად მოუსმინა,ორი ხმიდან ერთ-ერთმა განსაკუთრებით მოხიბლა. მეტიც,მთელი დღე ვერ წყვეტდა ფიქრს მომღერალზე და რატომღაც ოცნებობდა მასთან შეხვედრაზე. ახლა კი ხსენებულ მომღერალს ჯერ ეჭიდავა,შემდეგ კი ოთახში შეუსახლდა.
კმაყოფილმა გაიღიმა. მაქსის დამსახურებით იყო აქ და პასუხისმგებლობაც მთლიანად მას ეკისრებოდა. შეეძლო მშვიდად დალოდებოდა?როდის მოიფიქრებდა ბიჭი გამოსავალსძ გული უგრძნობდა,რომ იგი უკან,არაფრეთში ასე მარტივად არ დააბრუნებდა.
ფუმფულა საწოლი მომხიბვლავად იხმობდა დასაწოლად. გაახსენდა,რომ თავის სამყაროდან წამოსვლისას ღამე იყო,აქ კი დილით აღმოჩნდა. გამოდიოდა,რომ მთელი დღე-ღამე არ ეძინა. ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო მოერია დაღლილობა.
-ცოტა ხანს დავჯდები,მაინც ჯერ არ მოვა-დამნაშავესავით მიმოიხედა. ფეხსაცმელები გაიძრო და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
დაბლა დაგებული ფუმფულა ხალიჩა ბოროტულად ელამუნებოდა ფეხებზე და ძილს კიდევ უფრო ჰგვრიდა.
-მოდი,ცოტა წამოვწვეთ...-ხვნეშით გადაწვა და ახლადგარეცხილი თეთრეულის ნაზი სურნელი შეისუნთქა-ამ სიღუნღულეში სპეციალურად დამტოვა-დაამთქნარა და ამოიღმუვლა-ვიცი,უნდა რომ დამასუსტოს და მერე შემიტევს. არ დავიძინებ...
რამდენიმე წუთში ოთახში მშვიდი ფშვინვა გაისმა.

მაქსის დღეობაზე უამრავი ადამიანი იყო მიწვეული. ბიჭი დიდი მოთმინებისა და დედის პატივისცემის წყალობით ითმენდა თითოეულ მათგანთან შეხვედრასა და კითხვებს.
ნერა მონდომებით უმაგრებდა ზურგს ძმას და აფეთქების საშუალებას არ აძლევდა.
-გითხარი,რომ ვერ ვიტან ამ დღეს?-დაღლილი ხმით გადაულაპარაკა დას და მობეზრებით მოსვა ღვინო.
-დაანებე თავი მაგ სასმელს,ხომ გახსოვს,დედასთან მოლაპარაკება დადე. ის არაფრეთში შენს მოგზაურობაზე წუწუნს ეშვება,შემ კიდევ სტუმრებზე და პრინცობის ვალდებულებებზე.
-ახლა დავითთან ერთად ახალ სიმღერას უნდა ვწერდე-თქვა და გულში დაამატა” ვსვამდე,ვეწეოდე და გოგოს მკერდს...” -გოგოზე ოთახშო ჩაკეტილი გაახსენდა და სწრაფად წამოდგა. საბედნიეროდ,მაგიდებიდან ხალხი უკვე აკრეფილიყო და ცეკვებისათვის ემზადებოდნენ.
კარისაკენ გავარდნილ მაქსს დედოფლის ხმა შემოესმა.
-იქნებ დაფიქრებულიყავი,ერთი ცეკვა ყინულის პრინცესასთან,ერთი ახალი ალბუმის ფული ნეიტრინოსთვის.
შებრუნდა და დედას ღიმილით შეჰხედა.
სოარა ტრადიციულად შავ კაბაში გამოწყობილიყო,ოქტოსფერი თმები ტალღებად ეყარა. მწვანე თვალები თითქოს ერთდროულად რამდენიმე სიცოცხლეს ასხივებდა.
-დედა,ხომ იცი,რომ თავად ვაგროვებთ ფულს,დახმარება არ გვჭირდება.
-ცდა მაინც ღირდა-მხრები აიჩეჩა ქალმა-ასე სწრაფად რატომ მიდიხარ?
-სწრაფად?-შოკირებული სიცილი აღმოხდა-ოთხი საათია სტუმრებს ვლოშნი. თვალები,ლოყები და თავი ერთად ამტკივდა,ამ ტანსაცმელსაც ვერ ვიტან-პატარა ბიჭივით აწუწუნდა-უნდა წავიდე,მთავარია,რომ ყველას ვუპასუხე,ცოლი არ მომყავს-მეთქი და იქით წლამდე მოისვენებენ.
-არავინ მოგეწონა?-ახლოს მიიწია სოარა და აათვალიერა-უკვე ოცდამეექვსე დღეობაა,ხალხი ლაპარაკობს,რომ ცოლი არ მოგყავს,რასგანაც...
-ეგ აღარ გამაგონო-გაცეცხლდა მაქსი-ვიცი,რასაც ლაპარაკობენ და შეუძლიათ ეგ აზრი გასიებულ უკანალებში შეიტენონ.ცოლს მაშინ მოვიყვან,როდესაც ვინმე ძალიან მომეწონება. იმდენად ძალიან,რომ ქმრობაზე დავთანხმდე.
-მაქს-ჩაისუნთქა დედოფალმა-მოწონება რაღა შუაშია? ვინც გინდა,ის მოგწონდეს,მომავალი დედოფალი სხვა რამეში გჭირდება. ჭკვიანი და კეთილშობილი უნდა იყოს. არა იმიტომ,რომ ასეთი რძალი მინდა,მეფის გვერდით,მითუმეტეს შენნაირის გვერდით მტკიცე და გამჭრიახი ქალი უნდა იდგეს და არა “მოსაწონი”-ტუჩები მოკუმა-შენ თუ ნამდვილ სიყვარულს ელოდები,მაშინ კარგად ვერ გამიზრდიხარ.
-არა დედა,არაფერს ველოდები-გაიცინა ბიჭმა-მხოლოდ დროს ვწელავ. თავისუფლების დროს.
-ეს სიმღერები და კონცერტები არაფრეთში...
-მაგაზე უკვე ვისაუბრეთ. ჩემი გამოთვლებით ორიათასექვსასჯერ. წავედი,ვიძინებ.
პასუხს აღარ დაელოდა,ისე გაქრა დარბაზიდან.
სოარამ ღიმილით გააყოლა თვალი.
-კი მაქს,ისევე იძინებ,როგორც ღამურა მთვარის ჩასვლისას.-ჩაილაპარაკა და საცეკვაოდ მომზადებულ დარბაზს მიუბრუნდა.

საკუთარ ოთახში ქურდივით შეიპარა და მტრულად მიმოიხედა. თავდაპირველად ისიც კი გაიფიქრა,ეს ქალი-კალია გაიპარაო,მაგრამ შემდეგ ლოგინში ჩამალულ სხეულს მოჰკრა თვალიდა უნებურად ჩაეღიმა.
-როგორც ჩანს,ეშმაკს ხანდახან სძინავს-ჩაილაპარაკა და გოგონას მიუახლოვდა.
ფიქრობდა,რა მოეხერხებინა მოულოდნელად გამოჩენილი ქერა პრობლემისთვის,თუმცა ბოლოს ფარ-ხმალი დაყარა და აღიარა,რომ გოგონას გაშვება არ სურდა.
საკუთარი თავის მოტყუებას ვერ იტანდა,ისევე როგორც ბანალურ ფიქრებს.
ამ გოგონასთან კარგად ერთობოდა,არაფრეთი ახსენდებოდა,სადაც ბოლო დროს ხშირად ვეღარ მიდიოდა.
თუკი გოგონას მისი სამყარო იზიდავდა,მაქსს ამ ქვეყნის ფერები უკვე ყელში ამოსვლოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,რომ გემრიელი ტორტი ზედმეტად ბევრი ჭამა და ახლა ტკბილეულის დანახვაც აღარ უნდოდს.მას მარტოობა ეწადა,ისეთი მარტოობა,ათასი ადამიანი რომ გეხვევა გარს და მაინც მარტო ხარ.
ასეთი რამ მხოლოდ არაფრეთში იყო შესაძლებელი. მეტიც,შუა ქუჩაში რომ გაგეფშიკა ფეხები,ალბათ ორი კვირის შემდეგ გიპოვნიდა მეეზოვე,მანამდე უბრალოდ ვერავინ შეგამჩნევდა.
სწორედ ეს მოსწონდა მაქსს-სიმშვიდე და უბრალოდ იმის კეთება,რაც მოესურვებოდა.
მის უზარმაზარ საწოლში მოკუნტულ გოგონას უყურებდა და ფიქრობდა-სახელიც კი არ ახსოვდა,თუმცა მის შემხედვარეს რატომღაც კმაყოფილება ეუფლებოდა. შეგრძნებას,რომელიც სახლში დაბრუნებისას გვაქვს,სრულიად უადგილოდ გამოეღვიძა ბიჭში.
-მას ჩემი სამყარო მოსწონს,მე კი მისი-გაუელვა გონებაში და ფიქრს შეეშვა.
ტანსაცმელი გაიძრო და საცვლისამარა მიუწვა ნანოს,რომელიც შეიშმუშნა,შემდეგ მისკენ გადაბრუნდა და გემრიელად შემოხვია მარჯვენა ხელ-ფეხი.
ბიჭს გაეცინა და გაუკვირდა,რატომ არ დაეუფლა უსიამოვნო შეგრძნება,რადგანაც აქამდე ჩახუტებაზრ ყოველთვის გული ერეოდა.
ხელი ასწია და მკლავში მოიქცია გოგონას თავი.
დაღლილს მალევე ჩაეძინა.
ნანოს უცნაური სიზმრები ეწვია.
ძილში გაიღვიძა და აღმოაჩინა,რომ არსადაც არ წასულიყო. საკუთარ ხმელ საწოლზე წამომჯდარი ნახრისფერ ფანჯრებს გაჰყურებდა და ნელ-ნელა იაზრებდა,რომ ყველაფერი თავადვე გამოიგონა.
გული სწყდებოდა ფერად ქალაქზე,გნომებზე,ფოთლების ფულზე,როანაზე,ფერიებზე და რაულზე,რომელიც საუკეთესო მეგობრად მიაჩნდა-ლეში ტყის სულია-ამბობდა მელა,როდესაც თავის სახლში იპატიჟებდა განშორებისას-ხშირად იცვლის ფორმას,ვერ გაიგებ როგორია. კეთილია,მაგრამ ხანდახან მოგზაურება იტაცებს და სიკვდილამდე უღიტინებს,ასე რომ,მაინც ფრთხილად იყავი...
ნანოს სიზმარში ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა და ხმამაღლა ქვითინებდა. ყველაზე მეტად მაინც მაქსზე სწყდებოდა გული. რატომ შეეპარა გონებაში ეს მომწავლავი გრძნობა? ფარულად ოცნებობდა ნანოს ქვეცნობიერი ბიჭზე და ახლა,როდესაც გაიაზრა,რომ ვეღარასდროს ნახავდა,დამალვას მოეშვა და გრძნობები დღის სინათლეზრ გამოიტანა.
მისტიროდა იმას,რომ პირველად მოეწონა ბიჭი ასე ძალიან. რატომღაც ეგონა,რომ სიზმარი საბოლოოდ ბიჭს ეხებოდა და არა პარალელურ სამყაროს. ან თავად იყო ბიჭი სხვა სამყარო. გაიაზრა,როგორ იზიდავდა სიზმრად ნანახი ბიჭი,მთელი თავისი ნეიტრინოსებური მუხტით და უარესად იგრძნო თავი. ყელში უჭერდა ბოღმა,თითქოს ნელ-ნელა მისი არსებაც იღვენთებოდა ცრემლებთან ერთად,როდესაც გონების კუნჭულს რაულის ხმა მისწვდა: “იქნებ აქამდე გეძინა?”. შემაძრწუნებლად გაუელვა აზრმა,რომ რეალობისა და სიზმრების გამყოფი ხაზი დაეკარგა.
უსიამოვნო შეგრძნება კოშმარში გადაიზარდა. თავი ხელებში ჩარგო და აჩქარებულ გულისცემას მიუგდო ყური.
-როგორ გავარკვიო-ამოთქვა და ყველა გრძნობა დაძაბა.
საკუთარ ოთახში მიმოიხედა. ყველაფერი ისევე იყო,როგორც უწინ,გარდა...
-სუნი-ცხვირი მოჭმუხნა-არომატი ეცნო,მაშინ გაეჟღენთა ცხვირი უცნაური,ბალახების მსგავსი სურნელით,როდესაც მაქსს ეჭიდავებოდა.
როგორც კი ეს გაიაზრა,მაშინვე იგრძნო სიმხურვალე-თითქოს მზე სულ ახლოს მოსულიყო და დაუნანებლად სჩუქნიდა მწვავე სხივებს.
მეორე წამს გამოეღვიძა და გული ბედნიერებისგან შეუფართხალდა.
სიზმარში შეგრძნობილი არომატი კიდევ უფრო მძაფრად ტრიალებდა გარშემო,სიმხურვალე კი იმ სხეულიდან მოდიოდა,რომელსაც მთელი ძალით ჩაფრენოდა.
უხერხულობა არ უგრძვნია-თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო სამყაროს ყველა კანონის თანახმად.
ცდილობდა არ განძრეულიყო,რათა ის საოცარი კმაყოფილებისა და მყუდროების განცდა არ გაეფანტა.
მაქსის მშვიდ სუნთქვას მიუგდო ყური და ჟრუანტელმა დაუარა.
მთელუ ნებისყოფა დაძაბა,რათა ეს წამი სამუდამოდ გაეყინა გონებაში. იცოდა,რომ დროს ვერ გააჩერებდა,მაგრამ თუ კი მის ამ მონაკვეთს კარგად გამოკეტავდა მეხსიერებაში,ნებისმიერ დროს შეძლებდა იქ დაბრუნებას და იმის განცდას,რაც ახლა არგუნა ცხოვრებამ.
კვლავ ჩაეძინა,თუმცა ამჯერად მხოლოდ ოქროსფერ მინდვრებში მორბენალი ქერა გოგონა ესიზმრებოდა.
დილა უკვე კარგა ხნის გადასული იყო,როდესაც ღრმა ძილში მყოფები კაკუნმა გამოაფხიზლა.
ისევ ნერა ღრიალებდა კართან.
-მაქს,გაიღვიძე,შეჯიბრი იწყება და მეწყვილე უნდა აარჩიო...ბიჭო ერთხელ დროზე რომ ადგე,რა მოგივა? -ცოტა ხანს შეიცადა და დააყოლა-ათ წუთში დავბრუნდები,შენი კარის გასაღებს მოვძებნი და კიდევ ცივ წყალს,რომ თავზე დაგაცალო.
ჯერ ისევ ძილისგან გამოშტერებულები უყურებდნენ კარს.
-სულ ასე შვება?-თვალები მოიფშვნიტა ნანომ.
-ყოველ დილას-გაიზმორა მაქსი და ცერად შეათვალიერა-თმა ლოყაზე გაქვს მიწებებული,მგონი დორბლი მოგდიოდა.
ნანო წამში გამოფხიზლდა.ლოყა მოისრისა და სამწუხაროდ აღმოაჩინა,რომ ბიჭი სიმართლეს ეუბნებოდა.
-შენ კიდევ ხვრინავდი და ერთხელ ცუდი სუნი ვიგრძენი-მიუგო დაბოღმილმა.
-ჩემი საწოლია,რასაც მინდა,იმას გავაკეთებ-მხრები აიჩეჩა და ხელი მოხვია-რასაც მინდა-გაიმეორა და ჩაიცინა.
-ნერა მალე მოვა-თავი გაითავისუფლა ნანომ და საწოლიდან წამოფრინდა-მე რა უნდა ვქნა?ტყუილად გამომკეტე წუხელ?
-ტყუილად რატომ?ქალმა გამითბო საწოლი,ეს უკვე საქმეა.
გოგონა აწითლდა და გაცეცხლებულმა დაუცაცხანა.
-ესე იგი,არაა საჭირო ჩემი დამალვა?
მაქსი დასერიოზულდა და წყნარად მიუგო.
-ჯერ საშიშია. მგონი ჯობია,დედაჩემს ვუთხრა,რომ ჩემი სურვილით მოგიყვანე აქ.
-მერე,არ გაბრაზდება?
-რა თქმა უნდა,მაგრამ იმაზე უფრო გაბრაზდება,რომ გაიგოს,დაუდევრად დავაგდე პორტალი.მით უმეტეს,რომ ამ პორტალის არსებობის შესახებ არ იცის.-დაამატა სიცილით.
-მგონი მართალი ხარ.-მიუგო ნანომ-ნერას სიმართლე უნდა ვუთხრათ.
-ჩემი და ისედაც გიცნობს,იმასაც გაიხსენებს,რომ დისკი დავტოვე.
ნანო გაიბადრა.
ძალიან უნდოდა ნერას ნახვა. მიუხედავად იმისა,რომ ამ სამყაროში მაქსის წყალობით მოხვდა,სწორედ ნერამ მიიზიდა იგი თავის დროზე. ამ გოგონამ აზიარა პირველად ფერადი ქალაქის საიდუმლოებას. მხოლოდ ნერას დანახვისას გაიაზრა,რომ სამყაროში ბევრად მეტი რამ იმალებოდა,ვიდრე ერთი შეხვედრით ჩანდა.
გოგონა დაპირებისამებრ მალე დაბრუნდა,თუმცა მომარაგებული წყალი აღარ დასჭირვებია-მაქსი და ყურებამდე გაღიმებული ნანო გამოჭიმულები დახვდნენ,როდესაც კარი შეაღო.
რა თქმა უნდა,არაფრეთელ სტუმარს იმედი ჰქონდა,რომ ნერა იცნობდა,თუმცა პირველივე წამიდან თუ სახელით მიმართავდა,ამას ნამდვილად არ მოელოდა.
როგორც კი ნერამ თვალი შეავლო,მაშინვე დააგდო წყლით სავსე ჯამი და გოგონასკენ გავარდა.
-ნანო! არ მჯერა,ესე იგი,იპოვე პორტალი?
გაოგნებული გადაეხვია ნერას და დაბნეული ღიმილით შეაჩერდა ნერას.
-იცოდი,რომ მოვძებნიდი?
-რა თქმა უნდა,მაგრამ ასე მალე თუ იპოვიდი,არ მეგონა. იმასაც ვფიქრობდი,რომ ვერ შეამჩნევდი,დისკი რომ დავტოვეთ.
-მოიცა,ესეიგი სპეციალურად დატოვე?-აღშფოთებული მიაჩერდა მაქსი.
-ნანოში მაგიაა,მაქს. ეს პირველივე დანახვისად ვიგრძენი. ხომ იცი,რომ მის გარეშე პორტალში გამოსვლა გაუჭირდებოდა,ეს კი,შეხედე,მეორე დღესვე მოგვადგა-გაიბადრა და ამაყი ბებიასავით შეხედა ნანოს.
-ჩემში მაგიაა?-ნანო ვერ იჯერებდა,რომ ნამდვილად მის თავს ხდებოდა ეს ყველაფერი.
-რა თქმა უნდა-თავი დაქნია ნერამ-ნელ-ნელა მიხვდები,რას ნიშნავს სინამდვილეში მაგია.
-ვაპირებდი,დედასთვის მეთქვა,რომ მე შემოვიყვანე ,მაგრამ შენი ბრალი ყოფილა და თავადვე მოაგვარე.-წარბები შეკრა მაქსმა-ისედაც ბევრი საქმე მაქვს.
-მაქსმა დახმარება შემოგთავაზა-გაოგნდა ნერა-შენ რა,ისევ მოწიე აკრძალული ბაღის პიტნა?
-არაფერიც არ მომიწევია,ვინ დამაცადა?-გულზე ხელები დაიკრიფა.
-ხოხ!თითქოს ვეხვეწებოდი ოთახში ჩამკეტე მეთქი.
-ძალიან კმაყოფილი ვინ მეხუტებოდა მერე?
-მოიცა,მოიცა... ერთად გეძინათ?-გადაიკისკისა ნერამ-ასე სწრაფადაც არ ველოდი. ყოჩაღი გოგო ხარ,ყველაფერში მაოცებ!
ნანო გაწითლდა და ჩაიბურტყუნა,შემთხვევით გამოვიდაო.
-მაქს-განაგრძო გოგონამ-დედამ არ იცის,არაფრეთში რომ ვიყავი და მე როგორ ვუთხრა,ნანო წამოვიყვანე თქო. თან დისკი შენ დატოვე,მე უბრალოდ არ ამიღია,ასე რომ შენი ბრალი უფროა,ვიდრე ჩემი.
ბიჭმა ამოიოხრა და მობეზრებით მოავლო თვალი გოგონებს.
-კარგი,ჯანდაბას. სოარას ვეტყვი,რომ ჩემი საყვარელია.
-რა!?-აღშფოთდა ნანო-ეგ სიტყვა არ მომწონს.
-მაშინ შეყვარებული,თუ გინდა ცოლი იყავი,მაინც ისე ბურღავ ტვინს,ნებისმიერ სტაჟიან ცოლს შეშურდება.
-შეყვარებული ჯობია-საქმიანად წამოიძახა ნერამ.
-და უბრალოდ მეგობარი რომ ვიყო,არ გამოვა?-წარბები ასწია ნანომ.
-მაგას დედა არ დაიჯერებს-მიუგო ნერამ-მაქსს მშვენივრად იცნობს.
ბოლოს შეთანხმდნენ,რასაც ეტყოდნენ სოარას და ნანო ისევ მარტო დატოვეს ოთახში. მათივე თქმით,ჯობდა დედოფალს არ დანახებოდა და პირველ დარტყმას საკუთარ თავზე იღებდნენ.
ნანო იჯდა,ფიქრობდა დედოფალზე და ძალიან ღელავდა. ეშინოდა,რომ და-ძმა ვერ შეძლებდა სოარას დარწმუნებას და ქალი უკან,მის სამყაროში დააბრუნებდა.
დროის გასაყვანად ისევ მაქსის ოთახს დაუწყო თვალიერება. თაროებზე უზარმაზარი,ძველი წიგნები ელაგა,რომელთაც ყდები იშვიათი მეტალებით ჰქონდათ მორთული.
ერთ-ერთი მძიმე წიგნი ძლივს ჩამოიღო თაროდან,მაგიდასთან მიათრია და გადაფურცლა.
“ სიზარმაცის დაძლევის შელოცვები და მათი უკუჩვენებები”
-ჰმ-ჩაიფხუკუნა-ამხელა წიგნი სიზარმაცეს ეხება? ზარმაცი ადამიანი ამას ხომ არც კი გადაშლის-ინტერესით ჩაჰყო ცხვირი.
პირველი თავი ზოგად და მარტივ შელოცვებს ეთმობოდა.
“მაღვიძრის შელოცვა ძილის წინ რამდენჯერმე უნდა გადაიკითხოს ზარმაცმა. ამის შემდგომ მთელი კვირის განმავლობაში მზის ამოსვლისთანავე შეაწუხებს ხტუნაობის დაუმარცხელბელი სურვილი და აიძულებს საწოლიდან ადგომას.”
-ეს ნამდვილად დამჭირდება!-ჩაიბუტბუტა და შელოცვა ფურცელზე ამოწერა.
კიდევ ნახევარი საათი კითხულობდა სიზარმაცის დამარცხების გზებზე. უკვე საშუალო სირთულის შელოცვებზე გადადიოდა,როდესაც კარის ჩხაკუნის ხმა გაისმა.
სასწრაფოდ დახურა წიგნი და ფეხზე წამოხტა.
კარში მაქსი გამოჩნდა,რომელიც ომგამოვლილს გავდა.საწოლისაკენ წავიდა და ზურგით დაენარცხა.
-ყველაფერი რიგზეა?-ფრთხილად ჰკითხა ნანომ და მიუახლოვდა.
-რიგზე?-თავი წამოსწია და გაწამებული შეაჩერდა-სოარამ კინაღამ ჯალათს უხმო და ტყავი გამაძრო.ნერამ ძლივს დაამშვიდა,თორემ შენს მოძებნას და დაპატიმრებას აპირებდა.
-ღმერთო!-გული გადაუტრიალდა ნანოს-ასე ცუდადაა საქმე?
-არ გაგაძევებს,მაგრამ პირადად სურს შენი გამოკითხვა,რათა დარწმუნდეს,რომ სვავი არ ხარ.
-რომ ვერ დავარწმუნო?-ბოლთას სცემდა გამწარებული.
-თუ მართლა სვავი არ ხარ,არ უნდა გეშინოდეს.-წამოდგა და თავი ხელებში ჩარგო-ქალები!ყველაფერი ცუდი მხოლოდ ქალების გამო მემართება. სიმშვიდეს პირდაპირ ჭამთ!
-მაქს,ბოდიში.-გვერდით მიუჯდა-ხომ იცი,თავადაც არ გავიაზრე,ისე მოვხვდი აქ.
-დედაჩემმა ყველაფერი გამომკითხა,შენც იგივეს გკითხავს და კარგად დაიმახსოვრე-ხმა შეარბილა ბიჭმა-ჩემს კონცერტზე გამიცანი,თბილისში. რამდენიმე თვის წინ,შემდეგ კი ძალიან დავახლოვდით,საყვარელი ფერი თუ გკითხა,იცოდე რომ არაფერი საყვარელი არ მაქვს-არც წიგნი,არც ავტორი და მით უმეტეს,ფერი. უპასუხე,რომ ჩემი მიდგომით საუკეთესო არაფერი არსებობს და ყოველთვის მოიძებნება რამე უკეთესი...
მაქსი კიდევ ათ წუთს არიგებდა გოგონას,შემდეგ კი დედოფალთან გაუძღვა.
სოარა დიდ დარბაზში,შემაღლებულ ადგილას მდგარ ტახტრევანზე იკდა. ნანომ შესვლისას მთელ დარბაზში გამეფებული მრისხანება იგრძნო.
ბიჭმა ხელჩაკიდებული მიიყვანა “შეყვარებული” დედასთან ახლოს და მკაცრად მომზირალს ნანო წარუდგინა.
დედოფლის გვერდით მაღალი,გამხდარი კაცი იდგა,რომელიც ყველა სიტყვას ტყავის წიგნაკში იწერდა. ქალის მეორე მხარეს მდგარ სავარძელში ნერა მოკალათებულიყო,რომელიც გამამხნევებლად იღიმებოდა.და
სოარამ მართლაც ბევრი კითხვა დაუსვა ნანოს. ხანდახან მამაკაცივ ერთობოდა საუბარში და ძირითადად “სვავების” დაჯგუფებაზე ითხოვდა პასუხებს.
საშინლად ანერვიულებულ ნანოს ხმა უკანკალებდა,თუმცა მაქსს ხელი არ გაუშვია და გოგონას ეს ძალიან ეხმარებოდა,თითქოს იცოდა,რაც არ უნდა მომხდარიყო,ბიჭი დაიცავდა. ამას იქიდან ხვდებოდა,რომ ხანდახან ხელს ნაზად უჭერდა და მშვიდად უღიმოდა.
ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დედოფალმა,ბოლოს და ბოლოს,საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
-როგორც ვხედავ,ჩვენს სამყაროში ავი ძრახვებით არ მოსულხარ. თუმცა ეს იმ ფაქტს არ ამართლებს,რომ უკანონო გზით,ხელისუფალის თანხმობის გარეშე შემოიპარე. როგორც თქვენთან იტყვიან,არალეგალურად. ამიტომ შენ და მეორე დამნაშავე-მაქსს შეჰხედა-დღევანდელ ღირსების შეჯიბრში მიიღებთ მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში შეგეძლება,დარჩე. თუ კი ჩვენი სამყაროს წესებს ალღოს ვერ აუღებ,მაშინ შენი ადგილი არც ყოფილა აქ.
თავი დაუქნია და ანიშნა,საუბარი დასრულებულიაო.
გაურკვევლობაში მყოფმა ნანომ მადლობა გადაუხადა დიდსულოვნებისათვის და მაქსთან და ნერასთან ერთად დატოვა დარბაზი.
სასახლის ბაღში მისეირნობდნენ და ოქროსფერფოთლებიან ხეებს შორის დედოფლის გადაწყვეტილებას განიხილავდნენ.
-შეჯიბრში გამოცდილი ათლეტები იღებენ მონაწილეობას. ეს ღონისძიება დედამ მაშინ მოიფიქრა,როდესაც მაქსი თხუთმეტის გახდა და ვარჯიშზე უარს ამბობდა. -უსხნიდა ნერა-გამარჯვებულს ყველა ის საჩუქარი გადაეცემოდა,რასაც პრინცი დაბადების დღისთვის იღებდა.
-თავიდან მართლა გაჭრა-გაიცინა მაქსმა-მაგრამ მერე ჭკუა მომეცა და საჩუქრებს მიღებისთანავე ვმალავდი.რამდენიმე წელია,რაც არ მიმიღია მონაწილეობა და მხოლოდ ვაკვირდებოდი,ახლა კი ისევ მაიძულა-წარბები შეჭმუხნა.
-და რა სახის შეჯიბრია?მე ხომ არაფერი არ ვიცი,არც სირბილი?არც ბრძოლა...
-ბრძოლა მშვენივრად გამოგდის-გააწყვეტინა მაქსმა-მაგრამ ამჯერად ეგ არ მოგიწევს. შეჯიბრი ადამიანის პიროვნულ სიძლიერეს ეხება. ჩვენებური ვარჯიში ცოტა განსხვავდება და სხეულზე მეტად გონების დაძაბვას მოითხოვს.
-შეჯიბრი ტყის შესასვლელთან იწყება. გამარჯვებულმა წყვილმა კი მის შუაგულში მდებარე იღბლის ვაშლის ხის ნაყოფი უნდა მოუტანოს დედას.
-სხვა იღბლის ვაშლს ვერ ვიშოვით?-გაუკვირდა ნანოს.
-რა თქმა უნდა,ყველგან იზრდება,მაგრამ იმ ხეს ყოველ წელს ,შეჯიბრის წინ ჯადოქარი ულოცავს და ნაყოფი მართლაც იღბლის მომტანი ხდება.ამასთან,დღეს უკვე ყველა ვაშლი მოკრიფეს და მხოლოდ ერთი ვაშლია დარჩენილი.-საზეიმოდ ამცნო ნერამ.
ნანო იქვე მოსეირნე გნომთან დაიხარა,რომელიც სკამზე აცოცებას ცდილობდა და აძრომაში დაეხმარა.
-რა სახის დავალებები იქნება?-იკითხა ჩაფიქრებულმა.
-ეგ წინასწარ არავინ იცის. შეჯიბრის თავმჯდომარე ყველაფერს იტყვის,რაც საჭიროა.
-უნდა მოვემზადოთ-თქვა მაქსმა-შეჯიბრი სამ საათზე იწყება და შუაღამეს დამთავრდება.

ნანო ჭრელი ტანისამოსი მოიშორა და ნერას მიერ გადაცემული ტავის ჩექმები,ტანზე მომდგარი შავი შარვალი და იმავე ფერის თხელი ზედა მოირგო. როგრც გოგონამ გააფრთხილა,უამრავი ჯიბით მორთული მოსაცმელიც არ დავიწყებია,რომელიც “გონების გამხსნელა” კანფეტებით გამოტენა.
სამის ნახევრისთვის მაქსთან ერთად ტყის შესასვლელისაკენ გაემართა,სადაც უამრავი ხალხი შეკრებილიყო.
მდელოზე მოსახლეობას სახელდახელოდ მოეწყო დახლები,პატარ-პატარა სცენები,ყველა მხიარულობდა და ისამნისფერ პატარა დროშას იქნევდა ჰაერში.
შედარებით ბევრი ხალხი შეიმჩნეოდა იმ ადგილას,სადაც დედოფლის კარავი იდგა. სოარა მისი ნახვის მსურველებს სათითაოდ იღებდა ღია კარავში და გულთბილად ესალმებოდა. ბედნიერი ,იშვიათი ღიმილი უნათებდა სახეს,რადგანაც მასთან უბრალო ხალხი არა თხოვნით ან მოთხოვნით იყო მისული,არამედ მხოლოდ დედოფლის სანახავად და მადლობის გადასახდელად.
ნანო და მისი მეწყვილე კი დედოფლის კარვისგან შორი-ახლოს მდგარ ჯგუფს შეუერთდნენ,რომელთაც მაღალი,შავგვრემანი ,დაკუნთული ქალი მეთაურობდა.
სამი საათის მოახლოვებასთან ერთად შეჯიბრის ორგანიზატორმა ომახიანად მიმართა მონაწილეებს.
-მოგესალმებით. ვხედავ,ყველა ადგილზეა.მათთვის,ვინც არ მიცნობს გავიმეორებ-ჩემი სახელია კარლი და თქვენი უშუალო ხელმძღვანელი გახლავართ. ათ წუთში ზუსტად სამ საათზე ყველა თქვენგანი გაუდგება საკუთარ გზას. შეჯიბრის წესები მარტივია,ამდენად თუ კი შეგეშლებათ,დისკვალიფიკაციას ვერ გაექცევით. მიდიხართ წყვილებად,წყვილების გაერთიანება არ დაიშვება,ერთმანეთს ხელს არ უშლით და მხოლოდ იმ წინააღმდეგობებს ებრძვით,რომელიც ტყეში თქვენთვისაა მომზადებული. სამი სახის გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში აღმოჩნდებით ხესთან. გახსოვდეთ,ნაყოფის მოწყვეტა არ ნიშნავს შეჯიბრში გამარჯვებას. ვაშლი პირადად დედოფალს უნდა გადასცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებით გამარჯვებულად. დაუშვებელია წყვილებს შორის ჩხუბი უკვე მოპოვებული ნაყოფის წართმევისთვის. შესაძლებელია მხოლოდ მისი მოტყუებით აღება. წარმატებას გისურვებთ და როგორც ყოველთვის,გადმოგცემთ შეგონებებს,რომლებიც ტყეში შესვლის შემდეგ უნდა წაიკითხოთ.-ქალმა სათითაოდ ჩამოუარა ათივე წყვილს და სამ-სამი პატარა გრაგნილი გადასცა.-ყველანი მზად ხართ?-დაიყვირა ისევ-მაშ,დაიწყეთ!
მონაწილეები სირბილით გაემართნენ ტყისაკენ,თუმცა მაქსი არ ჩქარობდა,ნანოს ხელკავი გამოსდო და მშვიდი ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს.
-მაქს-ორჭოფულად შეჰხედა გოგონამ-ცოტა ხომ არ გვეჩქარა? ჩემი აქ დარჩენაა დამოკიდებული იმ ვაშლზე და წამო,დროზე ავიღოთ.
-მოჩქარეს დაუგვიანდესო-წაიღიღინა ბიჭმა.
-კი მაგრამ...
-ამ ტურნირის სამგზის ჩემპიონი გიმშვენებს გვერდს,ნუ დარდობ,გავიმარჯვებთ. დედას უბრალოდ შენი გაცნობა უნდა.
-ის ხომ შორსაა,როგორ უნდა გამიცნოს?-როგორც იქნა,ტყის საწყისამდე მივიდნენ.
-ნუ ხარ მიამიტი. ეგ თვისება აქვე დატოვე,სანამ შევსულვართ.
მაქსთან ერთად შეაბიჯა ტყეში და განწყობის უეცარი ცვლილება იგრძნო,თითქოს უხილავმა ხელმა ხასიათის გადამრთველი გადაატრიალა და დაძაბული განწყობა შექმნაო.
ნანო დაიძაბა,თითქოს მხოლოდ ახლა გააცნობიერა,რომ ეს თამაში მის ბედს გადაწყვეტდა.მაქსმა ხელი მოუჭირა და გაამხნევა.
-ასეთი გარემო შელოცვების ბრალია,არ აჰყვე რა. იცოდე,რომ დედას ძლიერი ჯადოქრები ენსახურებიან და მთელი ტყის მოჯადოება შეუძლიათ.
თავი დაუქნია და წარმოთქვა.
-პირველი შეგონება უნდა გავხსნათ.
მაქსმა ჯიბიდან გრაგნილი ამოიღო,გაშალა და წაიკითხა.
“ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ,თითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს”-თვალები აახამხამა-ეს რანაირი შეგონებაა?
ნანომ მხრები აიჩეჩა.
-აქამდე სხვანაირები იყო?
-უფრო ჭკუისსასწავლი რაღაცები ეწერა,მაგალითად დასჯაბნე სიხარბე და ორმაგი მოგეცემა ან მასეთი სისულელეები.
-უბრალოდ ფაქტია აღნიშნული,რა კავშირი აქვს დავალებასთან?
-არ ვიცი,მოდი უბრალოდ დინებას მივყვეთ-მობეზრებით აიქნია ხელი-ისედაც არ ვიცი,ამას რატომ დავთანხმდი და ახლა კიდევ ტვინი მაჭ....ტინე იმაზე,რისი თქმა უნდა შეჯიბრის წყეულ ორგანიზატორს.
ნანომ გაკვირვებით შეჰხედა.
-ამას უყურე,შენ არ იცი,რომ თუ ადამიანს ეხმარები,წამ და უწუმ არ უნდა აყვედრო?-გაბრაზებული გაემართა ტყის სიღრმისაკენ.
-მოიცა,მასე სწრაფად ნუ მიდიხარ,შეიძლება რამე გამოვტოვოთ-მაქსმაც აუჩქარა.-ტყეში ბევრი რამაა ჩასაფრებული.
გაბუტული ნანო ცოტა ხანს ჩუმად მიდიოდა.
-კარგი,რას იბუსხები-მხარი გაჰკრა ბიჭმა-უბრალოდ დავიწუწუნე,თორემ ისედაც ხომ იცი,რომ მომწონხარ და არ დაგტოვებ მარტოს.
გოგონამ გაოგნებით ახედა.
-ეს ხმამაღლა ვთქვი?-გაიცინა ბიჭმა.
-ხო,ვიცი,რომ მოგწონვარ და მეც ძალიან მომწონხარ,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს,რომ გულს გამიტეხ და მეც გაპატიებ-მიაყარა ნანომ და პირზე ხელი აიფარა.
-მე კიდევ ცოტა ხანს გაურკვევლობა მინდოდა-თავზე ხელი გადაისვა მაქსმა-ზოგადად ეგ პერიოდი ასწორებს.
-გამოდის,რომ ახალ ფაზაში გადავედით?-თავადაც ვერ გაეგო,ამდენს როგორ საუბრობდა.
-მე ახალ ფაზაში იქამდე არ გადავდივარ,სანამ სექსი არ მაქვს-მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-აბა კი,იოცნებე.-თავი აიქნია და ისევ გაუყვა ვიწრო ბილიკს.
-მაგას ოცნება რად უნდა-არ ჩამორჩა მაქსი-ისედაც გეტყობა,რომ ერთი სული გაქვს.
-რა თქმა უნდა,მინდიხარ-წამოიკნავლა და გული გადაუბრუნდა-ღმერთო,ამის თქმა არ მინდოდა!
-მერე,რაღა გიშლის ხელს?-მაქსი მიუახლოვდა და წელზე მოჰხვია ხელი.
-ის,რომ არასტაბილური და გათამამებული ხარ,შეიძლება ინტერესი დაკარგო,მე კი ჩემს ქალწულობას ასეთ ჩამოუყალიბებელ ბიჭს ვერ შევწირავ-ჩამოარაკრაკა და თვალები აახამხამა.
-აუ,ახლა არ მითხრა,რომ უკვე იმაზე ფიქრობ,ჩვენს მეოთხე შვილს რას დაარქმევ-თვალები აატრიალა ბიჭმა და ნანოს ხელი უშვა.
-საერთოდ არაფერ შუაშია ეგ!-გაწითლდა გოგონა.
-აბა რა სტაბილურობა აგიტყდა? მაშინ აქვს ურთიერთობას მუღამი,როცა არ იცი,ბოლოში რა გელოდება.
ნანო მის სიტყებზე ჩაფიქრდა და ვერაფერი უპასუხა.
-შეინახე ეგ შენი ქალწულობა -დასცინა ბიჭმა-წამო,ვაშლი მაინც მოვწყვიტო თუ ეგ ვერა.
მდუმარედ მიდიოდნენ,როდესაც ნანოს ფრთხილი ფაჩუნი მოესმა და გვერდით მიიხედა. მცენარეებს შორის მელის სახე ძლივს გაირჩეოდა.
-რაულ?-ჯერ სხვა მელას არ შეხვედროდა,ამიტომაც მაშინვე რაული გაახსენდა.
მელამ ერთ ხანს უყურა,შემდეგ კი ორ ფეხზე წამოდგა და ღიმილით მიუახლოვდა.
-ნანო,არ მეგონა,ასეთი დაკვირვებული თუ იყავი!
-აქ რას აკეთებ?-მაქსი ავად იმზირებოდა.
-ერთმანეთს იცნობთ?-იკითხა გოგონამ.
-რა თქმ უნდა,დედაჩემის ყველაზე ერთგული შიკრიკია-ეჭვიანი მზერით შეათვალიერა ბიჭმა-ახლაც იმიტომაა აქ,რომ ყვრლაფერი სოარას ჩაუკაკლოს.
ნანო ყურებს არ უჯერებდა.
-შეუძლებელია,სწორედ რაული დამეხმარა თავის დროზე...
-როგორ თუ დაგეხმარა?
-პირველი იყო,ვინც აქ შემხვდა და სასახლეშიც მან დამაბინავა.
-ეტყობა დაკვირვება სურდა-ჩაიფრუტუნა ბიჭმა-ეგრევე დედას ხო არ შეაწუხებდა.
-რაულ,მართალია?-რატომღაც თვალები აუწყლიანდა გოგონას.
-დედოფალს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვემსახურები,როდესაც ის ამას თავად მთხოვს-ამაყად ასწია თავი მელამ-იყო შემთხვევები,როდესაც მან პრინცის მეთვალყურეობა მთხოვა,ამიტომაც ვერ მიტანს ბატონი მაქსიმუსი.
-აჰა.და ახლა აქ რას აკეთებ?-კითხვა გაუმეორა ბიჭმა.
-თხქვენ ჩემს სახლში ხართ,ასე რომ,ამ კითხვის დასმის უფლება არ გაქვს-მოუჭრა მელამ.-ჯობია წინ წახვიდეთ,თორემ მოწინააღმდეგეებმა უკვე საკმაოდ გაგასწრეს.
-მეც მაგას ვეუბნები მაქსს-გამოცოცხლდა ნანო-მაგრამ აიჩემა მოჩქარეს დაუგვიანდესო.
რაული ნელი ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს.
-პირველი შეგონება წაიკითხეთ?
-კი და ვერაფერი გავიგეთ,საერთოდ რა შუაშია?-უპასუხა კვლავ ნანომ,რადგანაც მაქსი ჯიუტად დუმდა.
-სამწუხაროდ მე ვერ დაგეხმარებით,თუმცა მალე მიხვდებით,რადგანაც ვფიქრობ,მარტივია.
-წავედით,ნანო,ჯობია ავჩქარდეთ-მოუთმენლად წამოიძახა ბიჭმა-ამ მელის ატანა არ მაქვს.
-მაქს!-აღშფოთებით შესძახა ნანომ-რა წესია?
-ნუ გგონია,რომ ყველაფერი იცი-გაღიზიანებით მიუგო-არ შეიძლება,ერთხელ მაინც გაჩუმდე და დამიჯერო?
-რა ჯანდაბა გეტაკა,საერთოდ?პირველივე შეხვედრიდან მივხვდი,რომ უხეში და გაუზრდელი ხარ,მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია!-დაიკივლა გოგონამ.-რა უაზრობაა,ვფიქრობდი,შემიყვარდება-მეთქი.
-მე კიდევ პირველივე შეხვედრიდან მივხვდი,რომ ტვინის ბურღი ხარ-გამარჯვებული ღიმილით დააჯილდოვა ბიჭმა.
-ვირი!
-ვირთხა!
-ღორი!
-ჰიბრიდული კოღო!
-კოღო რა შუაშია?-თვალები გააფართოვა გოგონამ.
-სისხლს და ტვინს ერთად მწოვ სხეულიდან!
-ჩემი აქედან წასვლა თუ გინდოდა,აქამდე რაღას იწუხებდი თავს?-ხმა აუკანკალდა ნანოს.
-შენი წასვლა არ მინდა-ჩაიბუტბუტა მაქსმა.
-აბა რას მივაწეროთ... მოიცა-გოგონამ მელას შეჰხედა,რომელიც მშვიდად იღიმებოდა-პირველი დავალება.მომეცი გრაგნილი!
-გრაგნილი რა შუაშია-გაღიზიანებით გადაატრიალა თავი ბიჭმა.
-მომეცი-მეთქი,სანამ ერთმანეთი აგვიკუწავს-თვალები დაუბრიალა,გრაგნილი ჩამოართვა და გადაიკითხა.-ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ... ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ,რისი თქმაც არ გვინდა-თვალი გაუშტერდა-რაც ტყეში შემოვედით,ყველაფერს ვამბობ,როგორც კი ენაზე მომადგება.ეს...
-გამოცდაა-ამოიოხრა ბიჭმა-რომელიც შენ ჩააბარე.როგორ ვერ მივხვდი-დანანებით შეხედა რაულს-მთლად მასეც არ მეზიზღები.
-ვიცი-თავი დაუკრა მელამ,წარმატება უსურვათ და ბუჩქებში გაძვრა.
-გზა უნდა განვაგრძოთ-მარტო დარჩენილებს უხერხულობა დაეუფლათ.
-კი,ნამდვილად-უპასუხა ნანომ და თავდახრილი მიჰყვა გვერდით.
-მეორე შეგონება ხომ არ გაგვეხსნა?-მაქსმა დარჩენილი ორი გრაგნილი ამოიღო ჯიბიდან-შემდეგი მწვანე ლენტიანია-გაშალა და თვალი გადაავლო.-„მეოცნებე ფრთხილად უნდა იყოს,ადამიანს მისივე სურვილები მედუზას გამოქვაბულამდე მიიყვანს“.
-მედუზასთან?-დაფიქრდა ნანო-ანუ მედუზა გორგონა? ოცნებებმა მედუზამდე როგორ უნდა მიმიყვანოს,რაღაც არ მახსენდება,გაქვავებაზე მეოცნებოს.
-გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი-თვალები აატრიალა-ანუ არასწორი ოცნება დამღუპველია.
სწრაფად მიდიოდნენ ტყის შუაგულისკენ და ბჭობდნენ,თუ როგორ მოქცეულიყვნენ.
ხეები უფრო ხშირდებოდა და ბილიკი იკარგებოდა,თუმცა მაქსმა გზა მშვენივრად იცოდა.
-უკვე ისიც დავამუღამე,სხვა მონაწილეები რომელ გზებს ირჩევენ. შეჯიბრამდე რამდენიმ კვირას ტყეში აღამებენ და ყველა ტოტს და ფოთოლს სწავლობენ. -უდარდელად ჰყვებოდა ბიჭი,თან შემხვედრ ტოტებს ტეხდა და გზას ათავისუფლებდა-ჯობია,სხვებს მოვერიდოთ,იმიტომ,რომ ჩვენს პრობლემებს თავისას დაუმატებენ.
ნანო ჩუმად მიჰყვებოდა უკან და თავისთვის ფიქრობდა,თუ როგორ ხიბლავდა ბიჭი მიუხედავად მისი უტაქტო ხასიათისა.
ბიჭი ლაყბობას მოეშვა და მიუბრუნდა.
-შენ რა,ჩუმად ხარ? ძილშიც კი არ ჩუმდებოდი და ახლა რა დაგემართა?-ირონიულად გაუღიმა,ტოტი გადასწია და ხელით ანიშნა,მიბრძანდიო.
ნანო დაეჯღანა.
-ნეტავ რამემ გაგილამაზოს ეგ კმაყოფილი სიფათი-წინ წავიდა და ბიჭის წკმუტუნი მოესმა.
მაქსს ტოტი გასხლტომოდა და სახეში მოხვედროდა.
-თარსი ენა გაქვს-ლოყა მოიზილა და ნანოს მიაჩერდა,რომელიც გულიანად იცინოდა.
გოგონა შებრუნდა და უკანალის უდარდელი რხევით ,გამარჯვებული ღიმილითგაუყვა გზას.
“მშვენიერი დუნდულებია,აქამდე როგორ ვერ შევნიშნე” გაიფიქრა ბიჭმა.
ის იყო,გოგონა შიშველი წარმოიდგინა,რომ ნანო უეცრად შედგა და რობოტივით გააშტერა თვალები.
ხელები შარვლის შესაკრავისკენ წაიღო და ნელ-ნელა დაიწყო გახდა.
მაქსს თვალები შუბლზე აუვიდა და პირდაღებული მიაჩერდა გლგონას,რომელმაც შარვალი გაეძრო და ახლა ქურთუკს მისდგომოდა.
-რ-რას აკეთებ?-ამოილუღლუღა და მიუახლოვდა.
ნანომ გაყინული მზერით შეხედა და თვალები აახამხამა.
-რას?
-შარვალი რატომ გაიხადე?
გაოგნებულმა დაიხედა და აღრიალდა.
-მე... გახდა მინდა... ძალიან მცხელა...-მაისური გადაიძრო და საცვლების ამარა აესვეტა ბიჭს.
-მოიცა... სურვილები-ახარხარდა ბიჭი-ახლა გასაგებია.
-მაქს,შენ რა ჩემი სიშიშვლე ინატრე?-სასოწარკვეთილი ნანო ხელებს ვერ იმორჩილებდა,რომ ტანი დაეფარა-ჩქარა,რამე მოიფიქრე. ახალი სურვილი... შე არამზადა!
-რატომ,ასეც მშვენიერია.
-მოგკლავ,ენას ამოგგლეჯ და ტვინს გაგილღობ!-ბუტბუტებდა ნანო.-დამაცადე შენ...
მაქსის სიცილის გარდა კიდევ სხვა ხმაც მისწვდა მის ყურებს.
უკან მიიხედა და მოფხუკუნე წყვილი დაინახა.
მაღალსა და დაკუნთულ შავგვრემან ბიჭს გვერდით მასზე გაცილებით დაბალი და ლამაზი,წითური გოგონა ამოსდგომოდა. სიცილისგან გაწითლებულიყვნენ და წასვლას არ ჩქარობდნენ.
მაქსმა სწრაფად უარყო სურვილი და ინატრა,ნანომ ჩაიცვასო.
გათავისუფლებულმა გოგონამ სწრაფად წამოკრიფა ტანსაცმელი და უშვერი სიტყვების ფრქვევით შეიმოსა.
-რა გაცინებთ-შეუტია წყვილს-როგორც ვიცი,უფრო მნიშვნელოვანი საქმეც გაქვთ.
წითური წელში გასწორდა და ღიმილით მიაჩერდა.
-საოცარი სანახაობაა,როგორ ცოდვილობენ პრინცი და მისი შეყვარებული.
-რა იყო,აქამდე არ გყავდა ნანახი?-არ ჩამორჩა შავგვრემანი.
-წრუწუნა მიკ,გაგიმართლა,შენი გალამაზება რომ იკრძალება-გამოსცრა მაქსმა-თუმცა ეგ მხოლოდ შუაღამემდე.
-როცა გინდა მაქს-გაიჯგიმა ბიჭი-დიდი ხანია,ვარჯიშზე არ მოსულხარ და სილურჯეებიც აღარ გეტყობა.
მაქსმა გაავებული ღრენით გაიწია,თუმცა ნანომ შეაჩერა.
-სურვილი-გადაუჩურჩულა-დაგავიწყდა,რომ ჩვენი სურვილები ხდება?
ბიჭისკენ თავით ანიშნა. რამდენიმე წამში ფრთების ხმაური მოისმა და მოწინააღმდეგე წყვილს თავზე ყვავების გუნდმა გადაუფრინა. როგორც ჩანს,თითოეულ ფრინველს მაშინ გაახსენდა ბუნებრივი მოთხოვნილებანი,რადგანაც მიკს და მის წითურ თანამგზავრს სკინტლის წვიმა მოუვლინეს.
ხარხარით რომ გული იჯერეს,მაქსმა გადაულაპარაკა.
-წამოდი,დიდხანს არ დავყოვნდეთ,თორემ რამეს გამოგვტყუებენ,აქ სწორედ მაგისთვის არიან.
გაბადრული ნანო უკან მიჰყვა,ცდილობდა არაფერზე ეფიქრა,რომ რაიმე სახიფათო არ გამოეწვია,რომელიც მედუზას გამოქვაბულამდე მიიყვანდათ.
“ნეტავ,როგორია მედუზა? თმების მაგივრად მართლა გველები აქვს?”-გაიფიქრა და მაქსის ყვირილიც მოესმა.
-იქ რაღაც უზარმაზარია!-ხელი მოჰკიდა და სწრაფად გაათრია-რა გაიფიქრე?
ნანოს პანიკა ერთიანად დაეძგერა.
-მე... ვფიქრობდი,როგორია მედუზა-მეთქი-ამოიკნავლა.
-რა?-ამოთქვა ბიჭმა-გაგიჟდი? მაინც და მაინც ახლა მოგინდა მაგის გაგება?
-აზრებს ვერ ვაკონტროლებ,ბოდიში-დაუკივლა-რამე ინატრე,ან რავიცი...
მაქსი მკვეთრად შედგა და თცალები დახუჭა.
-რას აკეთებ?-სუნთქვას ამოაყოლა ნანომ და სირბილისგან ამოვარდნილ გულზე ხელი მიიდო.
ბიჭმა პასუხი არ გასცა,თუმცა მომუშტული ხელი აღმართა,რომელშიც პირდაპირ ჰაერიდან გამოეკვეთა ლამაზად მოპირკეთებული ხმლის ვადა. ორნამენტებით გაწყობილი საგანი თვალისმომჭრელად ბრძყინავდა,ტარზე კი მგლის სახე ჰქონდა ამოტვიფრული.
-ეს ... როგორ მოახერხე?
-ვინატრე-უკმაყოფილოდ მოუჭრა.
უეცრად ქალის გამყინავი სიცილი მოესმათ.
-აქაა-დაიკივლა ნანომ და ბიჭს უკან ამოუდგა -არ შეხედო მაქს,გაგვაქვავებს.ნეტა ეგ მაინც არ შეეძლოს.
-რახან ინატრე,ესეიგი ვერც შეძლებს-ვარაუდი გამოთქვა ბიჭმა და გარემო დაზვერა.
-წამოდი,ვიაროთ და თუ რამეს შეამჩნევ...
-მეც რომ ვინატრო რამე? მაგალითად ცეცხლსასროლი იარაღი,აი ტერეზა მენდოზას რომ აქვს,ისეთი...
-ტერეზა?-გადაიხარხარა ბიჭმა.
-მაცადე რა-ნანომ გონება დაძაბა და ის იყო,ხელში გაჩენილი ოქროსფერი იარაღი შეათვალიერა,რომ თავს ზემოთ მოძრაობა შენიშნა-უზარმაზარი მხეცი უზარმაზარი ფრთებით ხეების მაღალ ტოტებს ამტვრებდა. გაავებული წიოდა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა წყვილს.
მაქსმა ხმალი მოიმარჯვა და ნანოს ამოეფარა.
მედუზა რამდენიმე ათეული მეტრის იქით დაეშვა და ავად დაისისინა.
-ვინ გაბედა ჩემი შეწუხება?
-ფრთები თუ ჰქონდა,არ ვიცოდი-დაიჩურჩულა ნანომ ა იარაღს დააჩერდა,რომელიც წარმოდგენა არ ჰქონდა,როგორ გამოეყენებინა.
-ფუ,რა საზიზღრობაა-დაიმანჭა მაქსი,როდესაც თავზე მოსრიალე გველები და წაევეტებულ ,დაღრჭენილ კბილებს შორის გამოჩრილი ენა გაარჩია.-შენ აქ დარჩი,მე მოვუვლი-გადაულაპარაკა და ნაბიჯი გადადგა.
გორგონაც თითქოს ამას ელოდებოდაო,ელვის სისწრაფით აიჭრა და პირდაპირ ბიჭისკენ დაიძრა ალესილი ბრჭყალების ქნევით.
მაქსი შედგა და უცბად იმხელა ხმაური მისწვდა ყურებში,რომ თვალთ დაუბნელდა,მიწაზე დაეცა და თავზე ხელები აიფარა,რომ ტკივილი როგორღაც დაეამებინა.
ხმას კიდევ რამდენიმე გასროლა მოჰყვა და თვალდახუჭულმა ნაზი ხელების შეება იგრძნო.
-მაქს,კარგად ხარ?-ქვითინებდა ნანო-ხომ არ გაგარტყი? მითხარი რომ არ გაგარტყი.
თუმცა ბიჭს აუტანელი წუილის გარდა არაფერი ესმოდა.
გაოგნებულმა შეხედა შორი-ახლოს დაცემულ უზარმაზარ,ფრთიან და კუდიან ნაცრისფერ სხეულს და შეშლილი სახით შეხედა ნანოს.

-მაინცდა მაინც ყურთან უნდა გაგესროლა?-მერამდენედ ეკითხებოდა.
წყვილი უკვე კარგა ხნის მოშორებული იყო შემთხვევის ადგილს. ნანო თავჩახრილი მიჰყვებოდა ბიჭს გვერდით და შეპასუხებას ვერ ბედავდა.
მეთერთმეტე კითხვაზე ვეღარ მოითმინა.
-ცოტაც რომ დამეცადა,წაგაძრობდა მაგ გადატვლეპილ თავს და მერე გესვა ეგ კითხვები საიქიოდან.
-იქნებ და აქეთ ვაძრობდი?-აღრიალდა კვლავ.
-ყოველ შემთხვევაში,ეგ უკვე წარსულია,მთავარია,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.-უტეხად მიაჩერდა.
-ჯერ არ დასრულებულა და ცოტა ყურადღებით თუ არ იქნები,მინიმუმ ხელ-ფეხის გარეშე დავრჩებით.
-კარგი,ჰო,გავიგე!-თვალები აატრიალა. -რით ვეღარ მივადექით ამ ხეს?
-საკმაოდ შორსაა,მესამე დავალებაც არ გაგვივლია-ჩაიბურტყუნა ბიჭმა და ბოლო გრაგნილი ამოაძვრინა.
“შეეგებე შიშებს ხელგაშლილი და გზაც გათავისუფლდება”
-ჰმ-ნანომ ჯიბიდან კანფეტი ამოიღო და გაწუწნა-ანუ ჩვენი შიშები უნდა ვაღიაროთ?
-ალბათ უფრო უნდა გავიაზროთ სინამდვილეში რისი გვეშინია.
-მაგას რა გააზრება უნდა. მე თაგვების მეშინია -მხრები აიჩეჩა ნანომ-მაგრამ როგორ უნდა შევეგებო თაგვს ხელგაშლილი?
-მასე საერთოდ არაფრის არ მეშინია-ჩაფიქრდა მაქსი.
-შანსი არაა,ყველას აქვს რაღაც შიში.-ჩაილაპარაკა გოგონამ .
თავიანთ შიშებს ჩაუღრმავდნენ და მდუმარედ მიდიოდნენ,ნანო წინ წასულიყო და მაქსი თავჩაქინდრული მიჰყვბოდა უკან,როდესაც გოგონას შეკივლება შემოესმა.
წინ გაიხედა და მიწაზე გაშოტილი დაინახა.
-რა დაგემართა?-მივიდა და სიცილით წამოაყენა.
-აქ-თვალები მოჭუტა გოგონამ და ხელი ჰაერში გაიქნია-ბარიერია.
-არაფერია-მტკიცედ წავიდა წინ მაქსი და ცოტა ხანში ცხვირით რაღაც მკვრივს შეეტაკა.
ნანოს მსგავსად არ აყირავებულა,მაგრამ სიმწრისაგან ცრემლები გადმოსცვივდა.
-ეტყობა,სანამ მესამე დავალებას არ გავივლით,წინ ვერ წავალთ-თქვა ფიქრის შემდეგ.

წაქცეულ ხეზე მოკალათებულიყვნენ და მთელი საათის კამათისაგან დაღლილები უხმოდ იყურებოდნენ.
-უნდა მოვძებნოთ ეს დედამატკრები თაგვი-ფრთხილად თქვა ბოოლოს მაქსმა-რას გიზამს გოგო,ნუ გამაგიჟე,ცოტა ხნის წინ მედუზა მოკალი,ბოლო-ბოლო.
-ეს სხვა რამაა. ხელში ვერ დავიჭერ-ამოიკნავლა ნანომ-გული შემიღონდება.
-ხომ იცი,რომ სხვანაირად წინ ვერ წავალთ,მაშინ დაბრუნდი სახლში და იცხოვრე ძველებურად-ცივი წყალი გადაასხა.-გულის შეღონება არ გირჩევნია? რა არის ამაში შეუძლებელი.
-ზოგიერთი რამ,რაც ერთისთვის მარტივია,მეორესთვის გადაულახავი პრობლემაა.
-მაინც რატომ გეშინია ასე?-დასერიოზულდა ბიჭი.
ნანო დადუმდა და ცოტა ხანს წვალობდა.
-დედაჩემმა ერთხელ სარდაფში ჩამკეტა. მეზობლის გოგო ვცემე,ბურთი არ მათხოვა.ხოდა მაკამ გამომკეტა და...
-თაგვები იყვნენ იქ?-გაიცინა მაქსმა-ეგრე ერთხელ მამაჩემმა,სანამ სოარა მარილზე გაამგზავრებდა,სანადიროდ წამიყვანა და კენტავრთან შებრძოლება დამავალა,კაცი უნდა გახდეო. კიდევ კარგი,დედაჩემმა გაიგო და ჩაწიხვლას სანახევროდ გადავურჩი.-მაისური აიწია და ნეკნებთან გრძელი შრამი დაანახა-ორი ნეკნი ჩამემტვრა მაშინ.
-ჯანდაბა-ამოთქვა ნანომ და თავი ჩაღუნა-მე არაფერი მომსვლია,მაგრამ მაკას დაავიწყდა,რომ ჩამკეტა. მეორე დილით გაახსენდა ,ნაბახუსევზე. ალბათ კიტრის წნილი მოუნდა და...
-თაგვების იმიტომ გეშინია,რომ იმ შემთხვევას გახსენებენ-ამოიბურტყუნა მაქსმა-ეგ უნდა გადაიტანო,დედაშენს უნდა აპატიო.
ნანოს ცრემლები მოაწვა. შებრუნდა და კარგა ხანს არ განძრეულა.
-მაკას ვერ ვაპატიებ.-თქვა ბოლოს სლუკუნით-მაგრამ აღარ შემეშინდება. არც მარტოობის და არც თაგვების.-მხრები უთრთოდა.
მაქსი ჩაფიქრებული უყურებდა გოგონას გამხდარ მხრებს,ბოლოს მიიწია და ხელები მოჰხვია.
-მარტოობა არც ისე ცუდია-დაიჩურჩულა.
გოგონა მისკენ შებრუნდა და აბრჭყვიალებულო თვალები შეანათა.
-რაც შენთან ვარ,თავი მარტოდ არ მიგრძვნია-თქვა და საკუთარ სიტყვებზე გაწითლდა.
ბიჭი მისკენ დაიხარა და ცხვირით შეეხო. თითქოს რაღაცას ეწინააღმდეგებოდა,წამით ჩაჰხედა თვალებში,შემდეგ კი სწრაფად გაიწია უკან.
-უნდა ისწავლო,ნანო. არავინ იქმება შენთან სამუდამოდ.
გოგონამ სახელოებით საჩქაროდ შეიმშრალა თვალები და ფეხზე წამოდგა.
-უკვე ღამდება-თქვა მშრალად-თაგვი უნდა ვიპოვოთ.

პატარა ცხოველის პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა,როგორც ეგონათ.
ნანო ერთხელ პატარა სოროში იქექებოდა,როდესაც ხელი რაღაც გლუვსა და პრიალას შეახო. ინტერესით გამოსწია და როდესაც გრძელი,ყვითელი,ორნამენტებით დამშვენებულ სხეულს მოჰკრა თვალი,მისმა კივილმა მთელი ტყე შესძრა.
გველის ინციდენტის შემდეგ მხოლოდ მაქსის იმედად დარჩა.
დიდი წვალების შემდეგ ბიჭმა აჭყივლებული თაგვი მოუცუნცულა ანერვიულებულ გოგონას.
ცხოველი კუდით ეჭირა და გაბადრული აწვდიდა აკანკალებულ ნანოს.
-ვაიმე-ოხვრას გული ამოაყოლა .
-რა ჯანდაბა გინდათ?-ამოიწრიწუნა თაგვმა და ნანო უკან გადახტა.
-დამავიწყდა,რომ ლაპარაკობენ-გულზე ხელი მიიდო.
-ბატონო თაგვო-მობრზრებით მიმართა მაქსმა-ბოდიში შეწუხებისთვის,მაგრამ ამ გოგონამ შიშები უნდა დაამარცხოს და თქვენი დახმარება სჭირდება.
-დაგეხმარებით,რა საჭიროა ეს სიმხეცე?-დაიწრიპინა ცხოველმა.
-მზად ხარ?-თაგვი ხელის გულზე საპატიოდ დაისკუპა და გოგონას გაუწოდა.
ნანო ინტერესით მიაჩერდა ორ ფეხზე დამდგარ წრუწუნას,რომელიც გაბუტული მისჩერებოდა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-ნერვიულად გაუღიმა.
-სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდი-თავი აიქნია თაგვმა.
-კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს-მოლაპარაკე თაგვი საერთოდ აღარ ეჩვენებოდა საშიშად. ხელში ფრთილად აიყვანა და გაუცინა-თუ კი ინებებთ,დავმეგობრდეთ.
-მომიშინაურებ?-ეჭვით შეაჩერდა.
-თქვენის ნებართვით.
-მაინც მომბეზრდა აქ ცხოვრება-ხასიათზე მოვიდა თაგვი.

ნანომ ახალი მეგობარი მხარზე შემოისვა და მაქსთან ერთად ბარიერს დაუბრუნდა.
ხელით მოსინჯა და როდესაც წინააღმდეგობა აღარ შეხვდა,თავისუფლად გაიარა.
გათამამებული მაქსიც უკან მიჰყვა და მეორედ გაიჭეჭყა ცხვირი.
-ამის დედაც-გამწარებული ისრესდა ნატკენ ადგილს-ახლა რაღა უნდა.
-მე ჩემი შიში დავამარცხე-კმაყოფილმა მიუგო ნანომ-შენ კი არც გიცდია.
-არ ვიცი და როგორ ვცადო?
-ხოდა მიხვდი-მკაცრად მოუჭრა.-ბევრი დრო აღარ გვაქვს,მალე მაქს!
-რისი შეიძლება მეშინოდეს?
-მე,მაგალითად,მეშინოდა,რომ შვილებს თუ გავაჩენდი,გარეული კატა მოგვაგნებდა და ყველას შემიჭამდა. ამიტომაც ვარ მარტო-ბრძნულად თქვა თაგუნამ,რომელსაც ნანომ პიტერი დაარქვა.
-შვილების მეც მეშინია,ოღონდ მაგიტომ არა-გაიცინა მაქსმა.
-მართალია!-წამოიძახა გოგონამ-მაქს,შენ პასუხისმგებლობის გეშინია!
-რა?-დაიბნა ბიჭი.
-წეღან,როდესაც გითხარი,რომ შენთან მარტოსული არ ვიყავი-სიწითლემ გადაურბინა სახეზე-თითქოს შეგეშინდა.
მაქსი ერთ ხანს უდარდელი ღიმილით იყურებოდა.
-სულაც არ შემშინებია... უბრალოდ არ მინდა,რომ მომეჩვიო და მერე...
-თუ უფრო დავახლოვდებით,გარკვეული ვალდებულებები დაგეკისრება. მერე ოჯახის შექმნის დროც დადგება და ეგ ხომ საერთოდ.
-ეგ არაფერ შუაშია.
-წეღან მამაშენი ახსენე-ფრთხილად უთხრა ნანომ-შენ რთული ურთიერთობები გაქვს ნანახი,მამა ცუდად გეპყრობოდა,კიდევ არ ვიცი რა,არც კი გიცნობ წესიერად,მაგრამ აშკარაა,რასაც უფრთხი.
-გამომივიდა ესეც ფსიქოლოგი-წარბები შეკრა ბიჭმა.
-აბა რატომ არ გიშვებს ბარიერი?-ნიშნის მოგებით ჰკითხა ნანომ.
-შეიძლება... რაღაც მხრივ მართალი ხარ.-თვალები აარიდა ბიჭმა. -თუმცა ეს შიში არაა.
-როგორც ჩანს,არის და შენ ეგ უნდა დაამარცხო.
-არ ვიცი,როგორ.
-მოგიწევს-მხრები აიჩეჩა გოგონამ-თუ კი ოდესმე პასუხისმგებლობას არ შეეჭიდები,ვერასდროს გამოცდი საკუთარ ნებისყოფას,ვერასდროს იბრძოლებ ბედნიერებისთვის,რადგანაც ეგ შიში არ გაგიშვებს. მზად უნდა იყო დამარცხებისთვის,მაგრამ ამან ხელი არ ინდა შეგიშალოს ცხოვრებით ტკბობაში. რა გამოდის,ყველამ ვიცით,რომ ოდესღაც მოვკვდებით,მაგრამ ამის გამო ცხოვრებაზე უარი უნდა ვთქვათ?
-მართალია-დაემოწმა პიტერი.
-კარგი,ჰო...-წვალებით ამოთქვა მაქსმა-მეშინია.
ცოტა ხანს შეყოვნდა და განაგრძო.
-ძალიან მომწონხარ,მაგრამ არ ვიცი,რა იქნება,როცა შენი კოცნა მინდოდა,იმაზე დავფიქრდი,რომ მხოლოდ კოცნა არ მინდოდა. შენთან ერთად ამ ტყეში დაუსრულებლად სიარული მინდოდა. და არა მარტო ტყეში-თავზე ხელი გადაისვა და გაიცინა-და ამან შემაშიმა.
-მოდი,ჩაგეხუტო-გაიღიმა ნანომ და ხელები გაშალა.
ბიჭმა ნაბიჯი გადადგა და რამდენიმე წამში გოგონას მოეხვია.
-ხედავ? გამოვიდა!-მის თბილ კისერში ჩარგო ცხვირი და ჩაიცინა.

ვაშლის ხეს რომ მიუახლოვდნენ,უკვე საკმაოდ შეღამებულიყო.
-არავინაა? უკვე ხომ არ წაიღეს?-შეშფოთებულმა მიმოიხედა ნანომ.
-მოდი,ვნახოთ-მაქსმა ჯიბიდან უცნაური,ოთხკუთხედი ნივთი ამოიღო და მაღლა ისროლა.
კუბიკი ჰაერში დაეკიდა და სინათლის დიდი ნაკადი გადმოაფრქვია.
ვაშლი მალევე იპოვეს,კენწეროზე თავმომწონედ ანათებდა წითლად.
იმაზე ბჭობდნენ,რომელი ამძვრალიყო მოსაწყვეტად,რომ უცბად ღრიალი მოესმათ.
მიაყურადეს,შეამჩნიეს,რომ მიწა უჩვეულოდ რიტმულად ზანზარებდა,თითქოს ახლო-მახლო გოლიათი დარბოდა.
ხეებიდან მალევე გამოჩნდა ბრგე ყმაწვილი,რომელიც თავქუდმოგლეჯილი მორბოდა.
-დინოზავრი!-ყვიროდა გამწარებული,ხეს ისე ჩაუქროლა,ზედაც არ შეუხედავს-გაიქეცით,ჯადოქარს დაუძახეთ-დაიკივლა და ტყეში გაუჩინარდა.
ერთმანეთს გადახედეს. პიტერი ნანოს მხრიდან ჩამოძვრა და ჯიბეში შეიყუჟა.
-ვაშლი ავიღეთ და გავიქეცით.-დაიყვირა მაქსმა.
ხმის მიხედვით მიხვდნენ,რომ ბევრი დრო არ ჰქონდათ.
-დინოზავრი? ეს რა სიგიჟეა!-ნანო სწრაფად აძვრა ხეზე და კენწერომდე აბობღდა.
ვაშლს ხელი წაატანა და მოულოდნელად გაშეშდა.
ნაცნობმა გრძნობამ დაიკავა მთელი გონება.
-ეს სიზმარია-ჩურჩულებდა ქვეცნობიერი-გაღვიძების დროა,ნანო.
-რას აკეთებ,სწრაფად-დაიღრიალა მაქსმა და მისი ხმა თითქოს გვირაბიდ ბოლოდან გაისმა.
-შეუძლებელია,ეს რეალობა ვერ იქნება-აგრძელდებდა ხმა გონებაში-უკვე დიდი ხანია,იცი.
თითქოს საუკუნე იჯდა თხელ ტოტზე,ვაშლისაკენ ხელგაწვდილი.
ფიქრობდა,რომელ სამყაროში იყო და რომელში უნდოდა,რომ ყოფილიყო.
წამით ისიც კი მოუნდა,საკუთარ საწოლში გაეღვიძა და ჯადოსნური თავგადასავალი სიზმარივით დაევიწყებინა.
-მე ამას არც კი ვიმსახურებ. რატომ მე?-დაიჩურჩულა.
-შენში მაგიაა-ნერას ხმა სულ ახლოდან გაისმა-სწორედ ამ მაგიის წყალობით უნდა ირწმუნო,რომ ეს ყველაფერი რეალობაა.
ბევრი აღარ უფიქრია,ვაშლს ხელი წაატანა,მოწყვიტა და აუტანელი გრძნობაც მაშინვე გაქრა.
სწრაფად დაბრუნდა მიწაზე.
-ლოცულობდი?-დაიჩურჩულა მაქსმა-არ გაინძრე,უკვე ვეღარ გავიქცევით.
სანამ ნანო რეალობის გარკვევით იყო დაკავებული,ჯოჯოხეთური ღრიალის ხმა მიმწყდარიყო.
-წავიდა?-ხმადაბლა ამოთქვა.
-არა,გაჩუმდი.
ნანო ჯიბიდან პიტერის კანკალს გრძნობდა.
ხე მოშიშვლებულ ადგილად იდგა,არც ისეთი დიდი იყო,რომ ორი ზრდასრული ადამიანის სხეული დაეფარა. თითქოს ხაფანგში იყვნენ.
-ვერ დაველოდებით მაქს,უნდა გავიქცეთ-უჩურჩულა.
-სადაა,ეგეც არ ვიცით-თვალები დაუბრიალა.
ბიჭს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა,რომ კენწეროები გადაიწია და უზარმაზარი ხეები ასანთის ღერებივით მიმოიფანტა.
მწვანე,უზარმაზარი ურჩხული მძიმე ნაბიჯებით გარმართა ხისაკენ.
-რა ჯანდაბაა-აღმოხდა ნანოს და მაქსის ხელმა მოწყვეტით გაათრია ტყისაკენ.
-ირბინე,რაც ძალი და ღონე გაქვს-ღრიალებდა მაქსი,ცალი ხელით ჯიბეში რაღაცას ეძებდა. -ვარდის ბომბს გადავაგდებ,ცოტა ხანს დაარეტიანებს!
ვარდისფერი,ბრჭყვიალა ზონარი დააძრო,რომელსაც ბოლოში პატარა ბურთულა ჰქონდა მიმაგრებული.
ზონარს სული შეუბერა და ისიც მომებტალურად აალდა.
ზურგს უკან ისროლა და გაორმაგებული ძალით გაიქცა. ნანო თითქმის არც მირბოდა-მაქსი მიათრევდა.
ცოტა ხანში აფეთქების გამაყრუებელი ხმა გაისმა.
დიდ ხანს მირბოდნენ ტყეში.
რამდენჯერმე სიბნელეში გზაც დაკარგეს,თუმცა მედუზები და დინოზავრები აღარ შეხვედრიათ.
-ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს-ამოთქვა მაქსმა,როდესაც ხეები შეთხელდა და ტყის პირს მიუახლოვდნენ-პირდაპირ იზიდავ უბედურებას.
-დინოზავრი ჩემი ბრალი არ იყო-უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ნანომ-საერთოდ,საიდან გაჩნდა?
-აზრზე არ ვარ,სხვა წყვილებს განსხვავებული დავალებები აქვთ.
-რახან ვაშლი ჩვენ გვაქვს,ესე იგი მთლად წყალწაღებულები არ ვართ-ნიშნისმოგებით გაუღიმა გოგონამ.
-მაინც საშინელი წყვილი ვართ-გაეცინა მაქსს.
მათ გამოჩენას გამაყრუებელი ხმაური მოჰყვა.
ქალაქის მთელი მოსახლეობა შეკრებილიყო და გამარჯვებულებს ელოდა.
დედოფალათან მისულებმა ერთად გადასცეს ძვირფასი ხილი და მუხლმოდრეკილებმა მოისმინეს მისი მილოცვა.
-როგორც ვხედავ,ღირსეული ახალი მოქალაქე გვყავს-სოარას არ გაუღიმია-მან,პრინცის დახმარებით შეძლო და გადალახა ყველა წინააღმდეგობა,მიუხედავად ზოგიერთი შეცდომისა. ამის გამო მას ჯილდო გადაეცემა-სინათლის ქვეყნის საპატიო მოქალაქის ტიტული და ადგილი სამეფო კარზე,ვინაიდან იგი პრინცის საცოლე და მომავალი პრინცესაა.-მაქსს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა.
ბიჭი გაოგნებული მიაჩერდა,თუმცა გონს მალევე მოვიდა.
როდესაც დედოფალს მოშორდნენ,აწითლებულ ნანოს გადაულაპარაკა.
-ასე პირდაპირ იმიტომ გიწოდა საცოლე,რომ შევეშინებინე. იცის,როგორი რეაქციაც მაქვს ამაზე.
-მერე,როგორ მოვიქცეთ? მე ხომ შენი საცოლე არ ვარ-ჩაიბურტყუნა გოგონამ-ეს ყველაფერი ტყუილი იყო.
-საცოლე არ ხარ,მაგრამ ხომ მომწონხარ. თუ ჭკვიანად იქნები,შეიძლება მაგასაც გამოჯკრა ხელი.-მიიზიდა და მოულოდნელად დასწვდა ტუჩებზე-ხო,მართლა,ჩვენთან ასეთი წესია-მიმართა გაოგნებულს-საცოლე რახან გქვია,ერთად უნდა გვეძინოს.
-რა?-უარესად ავარვარდა ნანო.-ჩვენ ხომ ნორმალურად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს.
-ხომ არ გინდა,რომ დედა დაეჭვდეს?-ხელი აიქნია-ნუ გეშინია,ცუდი არაფერი გელის-თვალი ჩაუკრა.

მთელი დარჩენილი ღამე შეჯიბრის გონზე მყოფ მონაწილეებთან და მაქსის მეგობრებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ.
ნანომ სინათლის ქალაქის ღვიმო გასინჯა,რომელსაც თითოეული ყლუპის მოსმისას ეცვლებოდა ფერი.
ამან გოგონა ძალიან გაახალისა და რამდენიმე ჭიქა სწრაფად გამოცალა.
-ერთ წყვილს კიდევ ზომბი გადაეყარა,რომელიც გამოცანებს ეუბნებოდათ. თუ ვერ გამოიცნობდნენ,შეჭმას დაჰპირდა და უნდა გენახა,როგორები გამოვარდნენ ტყიდან-კისკისებდა ნერა,რომელიც მის გვერდით იჯდა და ენას არ აჩერებდა-ძალიან მაგრები ხართ,წელს დედამ რთული დავალებები შემოიტანა და თავადაც არ ეგონა,ვინმე თუ გაიმარჯვება.
მერვე ჭიქის გამოცლის შემდეგ ნანო მის მხარზე წამოსკუპებული პიტერის ანეგდოტებზე ხარხარებდა.
-ძალიან ხომ არ დათვერი?-გადაიჩურჩულა მაქსმა და წამოდგა- მოგვიტევეთ,მაგრამ მე და ჩემს საცოლეს მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს.
სუფრაზე შეძახილები გაისმა და მიმავალ წყვილს სიცილით უსურვეს სასიამოვნო ღამე.
-მაქს!-გაწელა გოგონამ,როდესაც ბიჭის ოთახში შევიდნენ-მოდი,კარგ ხასიათზე დავდგეთ და ცუდი რამ გავაკეთოთ-გადაიკისკისა და საწოლისაკენ ისკუპა.-ვცეკვავ როგორც პალმა ქარში,ტვინი ისვენე-ებს-წაიმღერა და ბალიშში ჩაეფლო.
-მართლა?-ბიჭი გაიბადრა-მთვრალი რომ ხარ? მაგრამ მერე რა,მთვრალი საცოლეც საცოლეა-მაისური გადაიძრო და ანთებული თვალებით მიუახლობდა საწოლს.-იცი,ტყეში რომ სტრიპტიზი მოაწყე,იმის მერე ვაწყობ გეგმებს...ნანო!-თავზე წამოადგა და გაიცინა-დაეძინა!?
ამოიოხრა,გოგონას ფეხსაცმელები და შარვალი გახადა,დანანებით შეაჩერდა-მგონი მკვდარია და ასეთი ავადმყოფიც არ ვარ- მაისური გადააძრო და ბიუსჰალტერი მოაშორა-თუმცა ყურება დამაშაული არაა. კმაყოფილი მოთავსდა გოგონას გვერდით,თავადაც მოიშორა შარვალი,თხელი საბანი გულმოდგინედ შემოუკეცა ნანოს და გოგონას მკერდჩაბღუჯული ეშმაკური ღიმილით გადაეშვა სიზმრებში.


***
მოგესალმებით <3
დავბრუნდი ახალი ისტორიით,რომელიც დაწერილია ექსტრემალურ სიტუაციებში,ძირითადად სახლის დალაგების მაგივრად :დდ
ძალიან ვეცადე,სრულად გადმომეცა,რისი გადმოცემაც მინდოდა,მაგრამ მგონი სანახევროდაც არ გამომივიდა.
მაინც ვიმედოვნებ,რომ მოგეწონებათ <3
პ.ს.
ისტორიაში გამოვიყენე ქართული ჯგუფის, "კაიაკატას" სიმღერების ტექსტები,არ მომიპარავს,ვითხოვე :დ <3



სასწაული ხარ შენ.
რამდენი ვიცინეე ამ ისტორიაზე
დღის განწყობა მოიტანა მართლა.
ვგიჟდები ამ შენებურ ისტორიებზე.
ულევი ფანტაზიის უნარი გაქვს აშკარად და ჩვენი მკითხველის გახალისება და გაბედნიერება შეგიძლია.
ისე ჩავიკითხე ვერც მივხვდი ბოლოსი რომ ჩავედი კიდე ველოდებოდი გაგრძელებას :დდდდ
ისე ამის მეორე ნაწილიც არ იქნებოდა ურიგო.
სუპერ გოგო ხარ და ველოდები ახალ ისტორიას <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

ბროწეულისფერი
სასწაული ხარ შენ.
რამდენი ვიცინეე ამ ისტორიაზე
დღის განწყობა მოიტანა მართლა.
ვგიჟდები ამ შენებურ ისტორიებზე.
ულევი ფანტაზიის უნარი გაქვს აშკარად და ჩვენი მკითხველის გახალისება და გაბედნიერება შეგიძლია.
ისე ჩავიკითხე ვერც მივხვდი ბოლოსი რომ ჩავედი კიდე ველოდებოდი გაგრძელებას :დდდდ
ისე ამის მეორე ნაწილიც არ იქნებოდა ურიგო.
სუპერ გოგო ხარ და ველოდები ახალ ისტორიას <3

როგორ გამახარე <3 ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ❤️ მეც მინდოდა კიდევ ბევრის დაწერა,თუმცა მივხვდი,თუ არ დავამთავრებდი,კარგა ხანს ვეღარ დავასრულებდი:( ბევრი ისტორიის გაგრძელება მინდა და ვნახოთ,რომელიმეს ავარჩევ❤️❤️

 


№3  offline წევრი LI_BE

ვზივარ ახლა, ყურებამდე გაღიმებული და რა დავწერო, არ ვიცი blush

იმხელა სიამოვნება მივღე, რომ ახლა დამტკბარი და გამთბარი, კიდევ გაოგნებული და დაშოკილი ვზივარ და ვფიქრობ ოქროსფერ ქვეყანაზე, თურმე ძალიან, ძალიან ახლო რომ გვაქვს და მხოლოდ ჩვენი მონდომებაა საჭირო, რომ მოვხვდეთ ამ ფერად ქვეყანაში.

ეს იყო, კიდევ ერთი საოცარი მოგზარობა "საოცრებათა ქვეყანაში". კიდევ ბევრი მინიშნება, კიდევ ბევრი დიდაქტიკა, უხვად იგავები და არაკები. smile

აუუ, რა გითხრა არ ვიცი. მართლა მაგარი ხარ, ალისა... სასწაული იყო ყველა სიტყვა, და რომელი ერთი გამოვყო, არ ვიცი. ბევრი ვიცინე მაღვიძარზე, თამთაზე. რაული და პიტერი ხომ საერთოდ... heart_eyes heart_eyes

იცი, ოტია იოსელიანის დაჩის ზღაპრები გამახსენდა, უფრო კონკრეტულად "მზის ზღაპარი". ვფიქრობ, რომ მართლა სერიოზულად უნდა იფიქრო წიგნის გამოშვებაზე, რომ ეს საოცარი ისტორიები ბევრმა წაიკითხოს.

პ.ს. მე შენი ერთგული მკითხველი ვარ, უბრალოდ, როგორც იქნა დავრეგისტრირდი დღეს, და ჩემი ძველი სულელური ნიკი აღარ დავიტოვე. smile

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

LI_BE
ვზივარ ახლა, ყურებამდე გაღიმებული და რა დავწერო, არ ვიცი blush

იმხელა სიამოვნება მივღე, რომ ახლა დამტკბარი და გამთბარი, კიდევ გაოგნებული და დაშოკილი ვზივარ და ვფიქრობ ოქროსფერ ქვეყანაზე, თურმე ძალიან, ძალიან ახლო რომ გვაქვს და მხოლოდ ჩვენი მონდომებაა საჭირო, რომ მოვხვდეთ ამ ფერად ქვეყანაში.

ეს იყო, კიდევ ერთი საოცარი მოგზარობა "საოცრებათა ქვეყანაში". კიდევ ბევრი მინიშნება, კიდევ ბევრი დიდაქტიკა, უხვად იგავები და არაკები. smile

აუუ, რა გითხრა არ ვიცი. მართლა მაგარი ხარ, ალისა... სასწაული იყო ყველა სიტყვა, და რომელი ერთი გამოვყო, არ ვიცი. ბევრი ვიცინე მაღვიძარზე, თამთაზე. რაული და პიტერი ხომ საერთოდ... heart_eyes heart_eyes

იცი, ოტია იოსელიანის დაჩის ზღაპრები გამახსენდა, უფრო კონკრეტულად "მზის ზღაპარი". ვფიქრობ, რომ მართლა სერიოზულად უნდა იფიქრო წიგნის გამოშვებაზე, რომ ეს საოცარი ისტორიები ბევრმა წაიკითხოს.

პ.ს. მე შენი ერთგული მკითხველი ვარ, უბრალოდ, როგორც იქნა დავრეგისტრირდი დღეს, და ჩემი ძველი სულელური ნიკი აღარ დავიტოვე. smile

არც კი ვიცი რა ვთქვა. ჩემთვის იმდენად ბევრს ნიშნავს ასეთი შეფასება :( ცოტათი ტირილი მინდაება,”ერთგულ მკითხველს” რომ ვუყურებ.
ძალიან,ძალიან მაბედნიერებ,ისედაც მოზღვავებულ წერის სურვილს მიასმაგებ და რა ვიცი,ვხვდები,რომ სწორად მოვიქეცი,სულ პირველად რომ დავწერე❤️ მადლობა შენ კიდევ ერთხელ , მოგესალმები ახალი ნიკით და ბევრ შენს კომენტარს ვუსურვებ ჩემს ისტორიებს.
პ.ს. “მზის ზღაპარი” არ ვიცი,მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ ❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმეეე ალისააა ყოველი შენი ამ ჟანრში დაწერილი ისტორია სასწაული ემოციით მავსებს აი ისეთით გამოცემა რომ არ შემიძლია... წერა რო შეწყვიტო იცოდე მე იმ დღესვე მოვკვდები...
გავოგნდი როგორც ყოველთვის უმაგრესი იყო, მაგრამ პირველად გამიჩნდა პრეტენზია შენი ისტორიისადმი.... აი როცა უკვე "დავიქოქე" და მუღამში შევედუ რომ აი ახლა იწყება რაც იწყებათქო...... ჰოპ და დამთავრდა..... არ დაგიმალავ და ნერვები ისე მომეშალა კინაღამ გავგიჟდი :დ იცოდე თუ არ გინდა შენი ერთგული მკითხველებიდან ჩემი სახით დაკარგო შენზე გაგიჟებული ადამიანი,უახლოეს მომავალში უნდა დაწერო ამ ისტორიის გაგრძელება :დ :დ
მართლა მაგრად მეწყინა ასე მალე რომ დაამთავრე... ჩემი აზრით ახლა იწყებოდა ისტორიის სული და გული ♡♡♡
მართლა ძალიან, და მთელი გულით გთხოვ დაწერო რა ამის გაგრძელებას... ხო იცი როგორ მიყვარხარ არა ♡♡♡♡ გელი სულმოუთქმელად... არ დაიკარგოო ♡♡♡♡

 


№6  offline წევრი beshqen

შემოვედი ახლა და შენი ნიკი რომ დავინახე გამიხარდა,ველოდებოდი ....წავიკითხავ დიდი სიამოვნებით,ვიცი რომ ძალიან კარგი იქნება ...არ შეწყვიტო წერა,ვინც მართლა ნიჭიერია,ის უნდა იყოს ამ საიტზე,არადა იმდენი უაზრობა იდება დაუსრულებლად,ერთი პერიოდი აღარც შემოვდიოდი..რამდენიმე კარგი მწერალი საერთოდ გაქრა,ახლა რამდენიმეღა ხართ და გულდასაწყვეტი იქნება,რომ არ წერო,წარმატებები გქონდეს

 


№7  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
ვაიმეეე ალისააა ყოველი შენი ამ ჟანრში დაწერილი ისტორია სასწაული ემოციით მავსებს აი ისეთით გამოცემა რომ არ შემიძლია... წერა რო შეწყვიტო იცოდე მე იმ დღესვე მოვკვდები...
გავოგნდი როგორც ყოველთვის უმაგრესი იყო, მაგრამ პირველად გამიჩნდა პრეტენზია შენი ისტორიისადმი.... აი როცა უკვე "დავიქოქე" და მუღამში შევედუ რომ აი ახლა იწყება რაც იწყებათქო...... ჰოპ და დამთავრდა..... არ დაგიმალავ და ნერვები ისე მომეშალა კინაღამ გავგიჟდი :დ იცოდე თუ არ გინდა შენი ერთგული მკითხველებიდან ჩემი სახით დაკარგო შენზე გაგიჟებული ადამიანი,უახლოეს მომავალში უნდა დაწერო ამ ისტორიის გაგრძელება :დ :დ
მართლა მაგრად მეწყინა ასე მალე რომ დაამთავრე... ჩემი აზრით ახლა იწყებოდა ისტორიის სული და გული ♡♡♡
მართლა ძალიან, და მთელი გულით გთხოვ დაწერო რა ამის გაგრძელებას... ხო იცი როგორ მიყვარხარ არა ♡♡♡♡ გელი სულმოუთქმელად... არ დაიკარგოო ♡♡♡♡

მეც ბევრი რამ დამაკლდა,მაგრამ უნდა დამემთავრებინა,ჯერ-ჯერობით მაინც:/ ვეღარ დავწერდი კარგა ხანს და შესაძლოა მუხტიც დაკარგულიყო. ვიცი,რომ გაგრძელება სჭირდება და ისიც ვიცი,როგორი იქნება,ამიტომაც ძალიან არ გამიბრაზდე :D <3 მადლობა,რომ კითხულობ და მე რა დამჯარგავს,დიდ ხანს ვერ გავძლებ <3

beshqen
შემოვედი ახლა და შენი ნიკი რომ დავინახე გამიხარდა,ველოდებოდი ....წავიკითხავ დიდი სიამოვნებით,ვიცი რომ ძალიან კარგი იქნება ...არ შეწყვიტო წერა,ვინც მართლა ნიჭიერია,ის უნდა იყოს ამ საიტზე,არადა იმდენი უაზრობა იდება დაუსრულებლად,ერთი პერიოდი აღარც შემოვდიოდი..რამდენიმე კარგი მწერალი საერთოდ გაქრა,ახლა რამდენიმეღა ხართ და გულდასაწყვეტი იქნება,რომ არ წერო,წარმატებები გქონდეს

ძალიან მიხარია,რომ გამომარჩევ და კარგ მწერლად მიმიჩნევ <3
მეტი რა მეთქმის,უზომოდ ბედნიერი ვარ.
არ შევწყვეტ არასდროს,მივდვდი,რომ სხვებსაც ისევე სჭირდებათ ჩემი ისტორიები,როგორც მე თავად ❤️

 


№8  offline მოდერი naattii

ვგიჟდები შენს ისტორიეებზეე, ისე არ ველოდი ასე მალე დასრულებას, რომ მივხვდი კიდევ სიამოვნებით წავიკითხავდი დაუსრულებლად გაგრძელებას ❤️

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

naattii
ვგიჟდები შენს ისტორიეებზეე, ისე არ ველოდი ასე მალე დასრულებას, რომ მივხვდი კიდევ სიამოვნებით წავიკითხავდი დაუსრულებლად გაგრძელებას ❤️

მეც დაუსრულებლად დავწერდი ❤️ უკმარისობის გრძნობა გვაქვს ყველას და მგონი უნდა გავაგრძელო :D ❤️

 


№10  offline მოდერი naattii

Alice76
naattii
ვგიჟდები შენს ისტორიეებზეე, ისე არ ველოდი ასე მალე დასრულებას, რომ მივხვდი კიდევ სიამოვნებით წავიკითხავდი დაუსრულებლად გაგრძელებას ❤️

მეც დაუსრულებლად დავწერდი ❤️ უკმარისობის გრძნობა გვაქვს ყველას და მგონი უნდა გავაგრძელო :D ❤️

ყველაზე მაგარი იქნებაა ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი მარია

ვაიმე რა მალე დამთავრდა კიდე მინდაააა..რა საყვარლად წერ..ძალიან კარგია სიტყვებითაც კი არ ითქმის ისე მსიამოვნებს კითხვააა..ოქრო ხარ.მალე დაბრუნდი გთხოვ..ისე გელოდებით ხოლმე რო რავიცი..

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი მარია
ვაიმე რა მალე დამთავრდა კიდე მინდაააა..რა საყვარლად წერ..ძალიან კარგია სიტყვებითაც კი არ ითქმის ისე მსიამოვნებს კითხვააა..ოქრო ხარ.მალე დაბრუნდი გთხოვ..ისე გელოდებით ხოლმე რო რავიცი..

უმაგრესი შეგრძნებაა,როდესაც მოსწონთ და ელოდებიან ჩემს ნაწერებს <3 ძალიან დიდი მადლობა ამისთვის <3 მიხარია,რომ თუნდაც ცოტა ხნით შევძელი შენი გამხიარულება <3 აუცილებლად დავბრუნდები მალე,სამწუხაროდ ეს დღეები სწავლას გადავყევი,თორემ უკვე იქნებოდა საშინელი წყვილის გაგრძელება <3

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმეე რა კარგი იყოოო❤️❤️ ამხელა ფანტაზია საიდან გაქვს სასწაულია ნუუ❤️❤️

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი მარიამი
ვაიმეე რა კარგი იყოოო❤️❤️ ამხელა ფანტაზია საიდან გაქვს სასწაულია ნუუ❤️❤️

როგორ გამახარე dizzy_face heart_eyes დაუსრულებლად გახარებული ვარ თქვენი წყალობით blush

 


ძალიან,ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან მომეწონა ^_^ შენი პირველი ისტორიაა ჩემთვის ეს,რომელიც წავიკითხე და ახლა სხვებსაც უნდა გადავხედო ^_^ იშვიათად ფანტაზიის ჟანრი მოეწონოს ასე ვთქვათ,თუმცა ეს მართლა კარგი იყო ^_^ წარმატებები შენ <3<3<3

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

შემოდგომის-ფერი
ძალიან,ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან მომეწონა ^_^ შენი პირველი ისტორიაა ჩემთვის ეს,რომელიც წავიკითხე და ახლა სხვებსაც უნდა გადავხედო ^_^ იშვიათად ფანტაზიის ჟანრი მოეწონოს ასე ვთქვათ,თუმცა ეს მართლა კარგი იყო ^_^ წარმატებები შენ <3<3<3

უსასიამოვნესია ამის წაკითხვა <3 ძალიან მიხარია,სხვების წაკითხვის სურვილი რომ გაგიჩნდა open_mouth heart_eyes დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და ველი შენს აზრს დანარჩენებზე <3

 


№17 სტუმარი artificial

რამდენი ხანიაა ამ საიტზე ვარ და ასეძაან ჯერრ არმომწონებია ისტორია. გთხოვ შენი ერთგული ერთ ერთი მკითხველის ხატრით გააგრძელო ეს ისტორია და ჩემსს სიხარულსს საზღვარი არექნება <3

 


№18 სტუმარი სტუმარი სოფიო

ჰმ!?არაფრეთი...
ვისიამოვნე კიდევ ერთხელ ????

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

artificial
რამდენი ხანიაა ამ საიტზე ვარ და ასეძაან ჯერრ არმომწონებია ისტორია. გთხოვ შენი ერთგული ერთ ერთი მკითხველის ხატრით გააგრძელო ეს ისტორია და ჩემსს სიხარულსს საზღვარი არექნება <3

აუცილებლად გავაგრძელებ <3 წარმოუდგენლად გამახარე,არ იცი,რამდენს ნიშნავს ჩემთვიე ეს შეფასება <3 მეც დამაკლდა ბევრი რამის გადმოცემა ,ვერ მოვითმენ,რომ არ გავაგრძელო . მით უმეტეს,ასე ელოდებით <3

სტუმარი სოფიო
ჰმ!?არაფრეთი...
ვისიამოვნე კიდევ ერთხელ ????


მიხარია ძალიან <3 არაფრეთელები შეგვიძლია დავსახლდეთ ფერად ქვეყანაში <3

 


№20 სტუმარი ერთად ვიაროთ

dzalian sascaulad momecona❤️ usakvarlesi istoriaa usakvarlesi gmirebit daa racmtavariaa usakvarlesi mceralitt❤️ kvelazee maghali shefasebaa chemgan❤️ dzalian momeconaa daa komentarebss gadavkhede imiss imedit rom raime siakhles gavigebdi am istoriastan dakavshirebit daa gavigee rom gagrdzelebass apireb daa miakhloebit ramdenkhanshi dadeb amis meore nacils? ❤️

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

ერთად ვიაროთ
dzalian sascaulad momecona❤️ usakvarlesi istoriaa usakvarlesi gmirebit daa racmtavariaa usakvarlesi mceralitt❤️ kvelazee maghali shefasebaa chemgan❤️ dzalian momeconaa daa komentarebss gadavkhede imiss imedit rom raime siakhles gavigebdi am istoriastan dakavshirebit daa gavigee rom gagrdzelebass apireb daa miakhloebit ramdenkhanshi dadeb amis meore nacils? ❤️

პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის! ძალიან მახარებს ეს შეფასება,დიდი სტიმულია ❤️რაც შეეხება გაგრძელებას,ჰელოუინი რადგანაც მოდის,მაგას ისე ვერ დავტოვებდი და პარალელურად ვწერ სხვა პატარა ისტორიას,თუმცა აუცილებლად გავაგრძელებ ამას,თანაც მალე,რომ არ დაივიწყოთ . ოქტომბრის ბოლომდე ვეცდები,რომ ორივე დავამთავრო❤️❤️

 


№22  offline წევრი SiaxLove

გაგრძელებას ველოდები. ძალიან მაგარი ისტორიაა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№23 სტუმარი Leah

კატა ცაში სასიგნალო ვაზნებს გაისვრის
გრინჩს რო გააგონოს გეტოებში მაისის :))))))

და მაქსიმუსი :))))
ვიცოდი, რომ შენში არ შევმცდარვარ.

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

Leah
კატა ცაში სასიგნალო ვაზნებს გაისვრის
გრინჩს რო გააგონოს გეტოებში მაისის :))))))

და მაქსიმუსი :))))
ვიცოდი, რომ შენში არ შევმცდარვარ.

^^ როგორ შეიძლება,ეს ტექტსტი შთაგონების წყარო არ იყოს ?
იმედები გავამართლე,მიხარია ძალიან^**

SiaxLove
გაგრძელებას ველოდები. ძალიან მაგარი ისტორიაა heart_eyes heart_eyes heart_eyes


აუცილებლად იქნება,პირობა პირობაა :))** თუმცა ცოტა კიდევ დაველოდოთ ❤️

მარია.
ძაან მომეწონა
ძალიან სახალისო იყო და მარტივად წასაკითხი.
იმედი მაქვს მეორე ნაწილი მალე იქნება. გელიი❤️❤️


დიდი მადლობა ❤️❤️ უზომოდ მიხარია. მეც ერთი სული მაქვს,დავწერო,იმედია,მალე მოვიცლი❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი M-morieli

ვაიმე რამდენი ვიცინეე joy joy ძალიან მომეწონა, ფანტასტიკის ჯანრის მოთხობები ყოველთვის ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში და მიხარია კიდევ ერთი ასეთი სტილის მწერალი რომ აღმოვაჩინე შენი სხვა ნაშრომებიც წავიკითხე და ძალოან მომწონს წარმატებები იმედია მალე დაბრუნდები heart_eyes heart_eyes

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი M-morieli
ვაიმე რამდენი ვიცინეე joy joy ძალიან მომეწონა, ფანტასტიკის ჯანრის მოთხობები ყოველთვის ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში და მიხარია კიდევ ერთი ასეთი სტილის მწერალი რომ აღმოვაჩინე შენი სხვა ნაშრომებიც წავიკითხე და ძალოან მომწონს წარმატებები იმედია მალე დაბრუნდები heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ♥️ როგორ გამახარე ♥️♥️♥️ ასეთი სტილი რომ გიყვარს,უფრო მიხარია♥️

 


№27  offline წევრი Liku ^_^

ალისა, რა მაგარი ვინმე ხარ შენ! ????❤❤

 


№28  offline ახალბედა მწერალი Alice76

Liku ^_^
ალისა, რა მაგარი ვინმე ხარ შენ! ????❤❤

ძალიან დიდი მადლობა,გამახსენე ეს გმირები ახლა და ძალიან გამახარე♥️♥️

 


№29  offline წევრი Lea

ვარდისფერ ლოურაიდერს ვატარეეეებბბბ))))))))))))
ლავ, ლავ, ლავ!

 


№30  offline ახალბედა მწერალი Alice76

Lea
ვარდისფერ ლოურაიდერს ვატარეეეებბბბ))))))))))))
ლავ, ლავ, ლავ!

აუ თვიიინ(
მგონი აქ უფრო შეგიყვარდი შენ მე და მე შენ:))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent