შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადინა (სრულად)


18-10-2018, 11:22
ავტორი Soow
ნანახია 2 798

-ძალიან გთხოვ არ გინა! - ცრემლებს მაკიაჟი ჩამოეშალა ჩემს სახეზე და მუხლზე დამხობილი ვთხოვდი შენდობას ჩემს“ სიცოცხლეს“!-მთვრალი ხარ ,მერე ძალიან ინანებ.
-გაჩუმდი! გაჩუმდი მეთქი-იღრიალა, ჩემი თმები ხელზე დაიხვია და მიწაზე გამაწვინა.
-ძალიან გთხოვ!-ხმა უკვე ჩამწყდარი მქონდა კივილისგან.-ძალიან მიყვარხარ ასე ნუ მომექცევი.
პასუხად მხოლოდ გვერდულად ჩაიცინა და თავისი საქმე განაგრძო
თვალწინ დამიდგა მთელი ცხოვრება , სხვა რომ ყოფილიყო თავს ასე უიღბლოდ არ ვიგრძნობდი.“ადამიანი“ რომელიც შარვალს მხდიდა და მთელი ძალით მირტყამდა სახეში ჩემი სიყვარული იყო იმ მომენტამდე.საერთოდ არ ვეცოდებოდი,საერთოდ არ ფიქრობდა რომ მაუბედურებდა, ფეხებზე ვეკიდე! „ღმერთო ასე როგორ შევცდი? აქამდე როგორ დავეცი?“არადა ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო ,ადრე მასაც ვუყვარდი მეგონა,იქნებ სულ ასეთი იყო და მე ვერ ვხედავდი?იქნებ სულ ასეთი უიღბლო ვიყავი,მაგრამ საკუთარ თავს ვატყუებდი?ფიზიკურ ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი ,ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი,მხოლოდ სიცარიელეს ,სიცარიელეს რომელიც მანადგურებდა.

-აეთრიე ზემოდ!
ამ ფრაზებით თავზე წყალი გადამასხა და მიწიდან ცალი ხელით წამომაფრიალა.მხოლოდ ჯინსის ქურთუკი მეცვა ,მაგრამ ამის დარდი როდი მქონდა, ისევ ცარიელი ვიყავი.წამოვდექი გაქცევა მინდოდა,თუმცა თავისდაღწევის იმედი არ მქონდა.მარჯვენა ფეხი რომ დავადგი ,ვიგრძენი რომ ისევ ცოცხალი ვიყავი,ვიგრძენი საშინელი ტკივილი და უნებლიეთ ისევ ჩავიკეცე წკმუტუნით.
-აეთრიე მეთქი!
-ვერ ვდგები ფეხი მტკივა!-ძლივს ამოვილუღლუღე
-ჰმმ,-გაღიზიანეული წამოდგა და თავში ხელი წამომკრა.მერე ცალ ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამაგდო.
გონებაში უკვე ვემზადებოდი სიკვდილისთვის , ვიცოდი რომ ტყეში უფრო ღრმად შემიყვანდა და სადმე დამარხავდა ჩემს ცხედარს.და მაინც როდის იქცა ის მომღიმარი ბიჭი ასეთ ცხოველად? როდის? როდის უნდა მიმხვდარიყავი?თვალები დავხუჭე , ისე მინდოდა რომ მეორედ არ გამეხილა მაგრამ...
გავახილე ! ამჯერად საავადმყოფოში.თავთან დედაჩემი იჯდა! არ ვიცი თავში რა აზრებმა არ გამიელვა იმ წამს.
-დედა!
-ხო დედიკო!
-რა მოხდა?-მაინტერესებდა თვითონ რამდენი იცოდა.
-დედიკო ავარიში მოხვდი და სანდრომ მოგიყვანა , დედიკო რატომ არ მითხარი სანდროს თუ მიყვებოდი?
-რა?-ვერაფერი ვერ გავიგე იმ ცხოველს ჩემი ცოლად მოყვანა გადაუწყვეტია.-არა დე არა!
ამ დროს კარი იმ ცხოველმა შემოაღო, ყალბი სევდიანი ღიმილი გადაკროდა და გულაჩვილებული მიყურებდა,სისხლი თავში მასხამდა იმ გიპსში შასმული ფეხითაც კი მოვკლავდი,იმდენი ბრაზი მქონდა დაგროვილი.
-ნატო დეიდა! მე და თიკამ უნდა ვილაპარაკოდ! იქნებ ...
-კი სანდრო! -დაეთანხმა დედაჩემიც და ყველა მძულდა , ყველა მძულდა იმ წამს.
-დე ! არ... -თქმა მოვასწარი მაგრამ დედაჩემი მაინც გავიდა!
-დამშვიდდი! ნუ ბლოქინებ. საავადმყოფოდან პირდაპირ ჩემთან გამოგწერენ , ვერავის ვერაფერს დააჯერებ ! ყველაფერი მოგვარებული მაქვს, მანამ იცოცხლებ სანამ მე მომინდება!
-ეს რატომ გამიკეთე?-თვალებიდან ისევ ცრემლები წამომცვივდა და ჩემი თავი კიდევ უფრო შემძულდა.
-რა გაგიკეთე არასწორი? ხომ ხედავ ცოლად მომყავხარ .

იმ ავადსახსენებელი დღიდან სამ თვეში გავიგე რომ ორსულად ვიყავი.ტყვედ ვიყავი მათ უზარმაზარ დაწყევლილ სახლში.იმ სახლის ყველა წევრმა იცოდა ვინც იყო სანდრო,მაგრამ მე ყვლას ფეხებზე ვეკიდე! იმათ რა, ჩემებსაც ფეხებზე ვეკიდე!დედას რომ ვუთხარი გამაუპატიურა მეთქი, ცოლი ხარ უკვე მისი ენა ჩაიგდეო. მამას ვუთხარი რომ აქ დარჩენა არ მინდოდა მან კი სანამ მანქანაში ჩაუჯდებოდი მანამ გეფიქრაო, ახლა ჩვენს ოჯახს ნუ შეარცხვენო.ფაქტიურად ამ ცხოველების ოჯახს მიმყიდეს! მრცხვენოდა ჩემი თვის ჩემი ქმარის,ჩემი ოჯახის. გული მერეოდა ყოველ ღამე ჩემს საწოლში შემომძვრალ გაიძვერაზე,რომელიც მხოლოდ იმით იყო მაგარი ,რომ დეპუტატი მამა ყავდა.გამოუვალ ტყვეობაში ვიყავი.ჩემი ორსულობაც კი არ აფიქრებდა იმ ფაქტზე რომ უხეშად არ უნდა მომქცეოდა.ო ღმერთო! ყველაზე ეჭვიანობდა, გამარჯობის მთქმელზე,ჩემს ბიძაშვილზე ,რომელიც მამასთან ერთად მხოლოდ ერთხელ მოვიდა ამ სახლში, საკუთარ ძმაზეც და მამამისზეც. ყოველ დღე მისი ჯიბეებიდან ძლიერი ნარკოტიკები ამომქონდა , ყველამ იცოდა არავინ იმჩნევდა. ყოველ დღე მცემდა,ყველას ესმოდა,არავინ იმჩნევდა .ერთხელ დედამთილს ვუთხარი,ყველაფერი მტკივა მეთქი და სახლში მინდა წასვლათქო არაფერი მიპასუხა,უბრალოდ არ შეიმჩნია.ერთხელ გაქცევაც ვცადე მაშინ ექვსი თვის ორსული ვიყავი, მიპოვეს, მომაბრუნეს,გიჟის სტატუსი მომაკერეს და რეანიმაციაში მოხვედრამდე მცემეს. იქაც არ იყო ჩემი მიყვანა რთული, ბიძამისის კერძო კლინიკა იყო,წიგნაკში იმას ჩაწერდნენ რაც გაუხარდებოდათ! ადამიანები ციხეში თავისუფლებაზე ოცნებობენ, მე კი იმ ციხეში სიკვდილის გარდა არაფერი მიმაჩნდა შვებათ. ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ მთელი ოჯახი ყოველ კვირას ეკლესიაში მიდიოდნენ და კრდემამოსილი, სანდომიანი სახით ლოცულობდნენ.მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდათ სხვის თვალში და ეს ნაკლი მათი გიჟი რძალი იყო ანუ მე ვიყავი .ხანდახან,მეგონა რომ ყველაფერი რაც მე ადრე სინამდვილე მეგონა ფუჭი იყო.ვიცოდი რომ მამაჩემი ტრადიციული იყო,მაგრამ არამზადა თუ იყო არა.ვიცოდი რომ დედაჩემს სულ ეშინოდა მისი მეზობელი მაიას ჭორების,მაგრამ იმდენად მშიშარა თუ იყო რომ ასე გავეყიდე არ მეგონა, იმ შემთხვევის მერე როდესაც გაქცევა ვცადე, ისინი არც მელაპარაკებოდნენ.

ჩემი პატარა საბა ათი თვის იყო, როცა მამამისმა რაღაც საშინელი დანაშაული ჩაიდინა და ქვეყნიდან წასვლა მოგვიწია სამივეს,სანამ სანდროს მამა დანაშაულს სხვას არ გადააბრალებდა.
ისე მინდოდა მარტო წასულიყო! იმედი მქონდა რომ სადმე მოკვდებოდა და ბავშვს წესიერად აღვზრდიდი მათი ოჯახიდან შორს.მაგრამ არ დამტოვეს,წინააღმდეგობაც გავუწიე, მე და საბა დავრჩებით მეთქი , პასუხად მხოლოდ სიძულვილით სავსე მზერა მივიღე და ენა მუცელში ჩავიგდე, ამას ხშირად მიბრძანებდნენ ხოლმე.
ამ დროს მე მხოლოდ თვრამეტის ვიყავი ყველა ჩემი გეგმები წყალში ჩამყროდა,თვითონაც თვრამეტის იყო,თუმცა ამდენი ალკოჰოლისგან და ნარკოტიკებისგან 40 წელს თუ მისცემდი მინიმუმს და გეგმები წინსვლის შესახებ ნამდვილად არ ჰქონდა. გული მერეოდა როცა პატარას ხელს კიდებდა და ეფერებოდა.ვცდილობდი რომ ნაკლებად მენახებია მისთვის.
არ ვიცი რა ხერხებით,თუმცა მაშინ ჩეჩნეთში მოვხვდით.დიდ სახლში ერთი სართული ექირავა მამამთილს და ჩვენც იქ ვრჩებოდით.ოთახიდან გასვლა სასტიკად აკრძალული მქონდა,გარედ გასვლაც აკრძალული მქონდა აივანზე მხოლოდ მაშინ გავდიოდი როცა დარწმუნებული ვიყავი ,რომ სახლის მახლობლად არ იყო ის ცხოველი .საბასაც იგივე რუტინი ჰქონდა მზისა და საკმარისი საკვების გარეშე.სანდრო სტუმართ მოყვარე მეზობლებთან ერთად მიირთმევდა რესტორნებში , სასმელს არალეგალურად იძენდა და ყოველ საღამოს სვამდა სახლში,ყოველ საღამოს იშლებოდა,თუმცა იმდენს სვამდა ,ითიშებოდა და მეც ოთახში ბავშვთან ერთად ჩაკეტვას ვასწრებდი.
სანდროს ფული გაუთავდა ერთ დღეს, ჩვენ მესამე დღეა წესიერად არაფერი გვეჭამა , ბავშვიც შეუწყვეტლივ ტიროდა, ვიცოდი ეს რა შედეგს გამოიღებდა, მთელი ძალით ვცდილობდი საბა დამემშვიდებინა მაგრამ არ გამომდიოდა, აივანზე გავიყვანე რომ გართულიყო გარემოს შორიდან ყურებით, ის ვერ გავიაზრე რომ სანდრო სახლში იყო და ამისთვის მომხვდებოდა.სახლის აივნები ერთმანეთის პირდაპირ იყო, შენობა მრგვალი იყო და მის შუა ბაღი იყო გაშენებული, მეორე მხარეს ჩეჩნების ოჯახის კაცები სადილობდა აივანზე, მათ ვერც კი შემამჩნიეს თუმცა მე ძალიან მიყვარდა მათი ყურება, ვუყურებდი მომღიმარ ოჯახს ,რომელიც მე არასდროს მეყოლებოდა.ვუყურებდი როგორ გამოჰქონდა დედას ძმებისთვის ახლად გამომცხვარი საოცარი სურნელით კერძები,მერე შუბლზე კოცნიდა მათ,თავის ქმარს არასდროს ეხვეოდა ,თუმცა მათი თბილი მზერა ასეთი სიშორიდანაც კი სჩანდა, უცებ იმ ქალმა შემამჩნია და თავი დამიკრა.ძალიან დავიბენი იმდენი ხანია ადამიანთან კონტაქტი არ მქონია,შემრცხვა რომ მოტმნასმნილი შარვალით და მაისურით ვიდექი აივანზე, ასე მიუღებელია ჩეჩნეთში სიარული . მერე ოჯახის დანარჩენი წევრებიც ადგნენ და რუსულად მომესალმნენ, მეც მივესალმე ჩუმად , შორიდან საბას ეფერებოდნენ,საბა კი ძალიან ერთობოდა იმ ხალხის ყურებით და ხმამაღლა კისკისებდა.აივნის კარები სანდრომ შემოაღო, ინსტიქტურად მასაც ღიმილიდ შევხედე ,მაგრამ ის არ სჩანდა ბედნიერი როგორც ყოველთვის. უცებ ნაცნობი შიში გამიჯდა სხეულში , სახეში ხელი გამარტყა ისე რომ საბასაც მოხვდა, ჩეჩენმა მეზობლებმა ხმამაღალი პროტესტის შეძახილები დაიწყეს ყველა ენაზე რაც კი ესმოდათ.საბამ ღრიალი მორთო ისედაც მშიერი და გაღიზიანებული იყო , იმ ცხოველმა ბავშვი ხელიდან გამომგლიჯა და იდაყვი გამარტყა ლოყაში, ამ დროს ბავშვი ტირილისგან გადაფიჩინდა სხეული უკან გადაწია , სანდროს ხელიდან გაუსხლტა და აივნიდან ძირს გადავარდა, ახლაც მესმის ის მწარე ყრუ დაცემის ხმა ყურებში.პირიდან სასტიკი ხმა აღმომხდა,რომელმაც ჩეჩენი აღშფოთებული მეზობლების ყვირილის ხმაც კი გადაფარა , მეც აივნიდან ვხტებოდი აფექტში მაგრამ , სანდრომ ვერც კი გააცნობიერა რა მოხდა, ისევ ცემა დამიწყო! ამჯერად უფრო მეტი სისასტიკით, რადგან მეც უფრო მეტად ვუწევდი წინააღმდეგობას.იმ დღეს ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს, რომ ვიღაც მაღალი ადამიანი შემოვარდა და სანდრო ერთი მუჭის დარტყმით დააგდო ,მე დაცემისას სანამ თვალებს დავხუჭავდი დავინახე ბაღში პატარა 14 წლის ბიჭუნამ ფრთხილად რომ მიუახლოვდა ჩემი პატარა ანგელოზის სხეულს რომელიც ხმას არ გამოსცემდა და დედამის დაუძახა.

ჩემი საბრალო ბიჭი! ჩემი ერთადერთი და ბოლო იმედი ის აღარ იყო და ეს ყველაზე ძლიერი ტკივილი იყო რაც კი გამოცდილი მქონდა. ჩემში კიდევ უფრო მეტმა სიცარიელემ დაისადგურა! მკვდარი ვიყავი, უსულო,უგულო უხიბლო არაფერი მამოძრავებდა და მაჩერებდა დედამიწაზე ,თუმცა სამწუხაროდ ვცოცხლობდი.
მკვლელი ,მონსტრი,პირუტყვი სანდრო იმ დღეს საქართველოში დაადეპორტირეს და ციხეში ამოაყოფინეს თავი, ამჯერად მამიკომ ვერ უშველა. მე კი ჩეჩენმა ქალმა სახელად ფატიმამ შემიფარა , იმ დროს ვერც კი ვხვდებოდი ვინ იყო სად ვიყავი, რა უნდოდა! მაგრამ ახლა დანამდვილებიდ შემიძლია ვთქვა მე მან სიცოცხლე შემინარჩუნა და დიდ ტკივილთან გამკლავება მასწავლა, მან ჩემი სიცარიელის ამოვსება დაიწყო.ფატიმა სულ რაღაც ოცდათხუთმეტი წლის ქალი იყო ,შვილმკვდარი ქალი იყო!მისი მეუღლე და შვილი ავტოკატასტროფაში დაღუპულან.ფატიმამ იმდენი რამ შეცვალა ჩემს საცოდავ არსებობაში, იმდენი თავდაჯერება შემმატა! მახსოვს ერთხელ მითხრა...
-ეს არის თქვენი ფემინიზმი?მასეთ ფემინიზმს როგორიც თქვენ გქონიათ ჩვენი მატრიარქატიზმი ჯობია!
-არა ფატიმა!-ვუთხარი-საქმე ფემინიზმში არ არის, საქმე იმ გაუნათლებელ და უკულტურო ,უღმერთო ხალხშია ,რომლებმაც ფული სხვა ადამიანების სისხლის ხარჯად იშოვეს.
-შენი დედმამა?
-... -ქართველები ეგეთები არ არიან, მე არ გამიმართლა...
-კარგი !-მშვიდად შემაწყვეტინა -ერთ რამეს გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე ქალს მაშინ კი არ იყენებენ როცა საწოლზე უხეშად აგდებენ, ქალს მაშინ იყენებენ როცა ის საწოლში ვერაფერს გრძნობს.
მართალია ჩემი ფატიმა დახურულ სამოსში, მუდამ თავსაფრიანი მუსლიმი ქალი იყო,მაგრამ ნამდვილი ლომი იყო ჩემს თვალში.ერთდროულად მტკიცეც და მკაცრიც,სევდიანიც და ბედნიერიც და უზომოდ ძლიერი. არც ერთ ლოცვას არ ტოვებდა ხოლმე და ისე ლოცულობდა , ისე გულიდ ლოცულობდა , ისე ცრემლით ლოცულობდა და ისე მსუფუქად გრძნობდა ლოცვის შემდეგ თავს , ერთ დღეს მეც მივიღე ისლამი, მეც დავმალე ჩემი სხეული და თმები,მეც ვისწავლე ყურანი და ისე თავისუფლად არასდროს მიგვრძნია თავი .
ფატიმამ თავისი ყვავილების მაღაზია გააფართოვა,ორ სხვადასხვა ქუჩაზე გვქონდა ყვავილების მაღაზიები,ყველაფერი მასწავლა მათ შესახებ, რუსული კარგად ვიცოდი და ჩეჩნურიც ამეთვისებინა,ფატიმამ მითხრა არაფერი გიშლის ხელს მუშაობაშიო! მეც დავეთანხმე და სწორადაც მოვიქეცი.

ოცი წლის ვიყავი ისევ ჩემს ყვავილების მაღაზიაში ვმუშაობდი,და იმ ქუჩაზე ყველა ქართველ გოგოს მეძახდა,ჩემს მაღაზიასაც ქართველი გოგოს საყვავილე შეარქვა ხალხმა, ჩემს წინ სუვერინების მაღაზიას ქართველი გოგოს წინ რომ მაღაზიაა ერქვა ხალხში.ყველა მიცნობდა ყველა მიღიმოდა,მეც ყველას ვუღიმოდი,თვალებს ვხრიდი და ისე ვუღიმოდი . ბავშვობაში სადღაც თექვსმეტი წლისას რომ გეთქვათ თვალები უნდა დახაროო, ვიტყოდი ო ეს რა ველური ტრადიციაა მეთქი,მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჩემი თვალები ჩემი სულის სარკეა და მასში ჩახედვის უფლება მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებს უნდა მისცე და სხვებსაც არ უნდა დაუწყო თვალებში ყურება პატივისცემის ნიშნით. ეს იმას ნიშნავს ,რომ მათ საქმეში ცხვირს არ ჰყოფ.კიდევ კაცისთვის ხელის ჩამორთმევა აკრძალულია,თუ ეს შეცდომა დაუშვი კაცი ხელს დაიბანს იმიტომ კი არა რომ ეზიზღები, იმიტომ რომ მისთვის ზედმეტი პასუხისმგებლობაა ქალზე ანუ სხვის დედაზე შეხება. უცნაურია თუმცა ძალიან მომწონს,ეს ტრადიცია! ახლა უკვე ქართველი მუსლიმი მადინა ვიყავი,საერთოდ არ ვგრძნობდი იმას რომ რელიგიას ვუღალატე, მე ახალი ცხოვრება დავიწყე,სიცოცხლეშივე განვიცადე რეინკარნაცია.

-სალამ ალეიქუმ!მითხრა ახლაგაზრდა მყიდველმა კაცმა ,მერე კარგად შემომხედა მიხვდა რომ ჩეჩენი არ ვიყავი და რუსულად გააგრძელა- პატარა დისთვის და დედაჩემისთვის ვეძებ თაიგულს ,შეგიძლიათ დამეხმაროთ?
-რათქმაუნდა- ვუთხარი მე და , პატარა დისთვის თეთრი და ცისფერი ყვავილების თაიგული მივაწოდე ,დედამისისთვის კი ღია ვარდისფერი ვარდები ავარჩიეთ ერთობლივად.
-ხომ არ შეგაწუხებთ რომ შეგეკითხოთ საიდან ხართ? ჩეჩნურად რომ საუბრობთ გეტყობათ რომ აქაური არ ხართ!
-საქართველოდან ვარ -ვუთხარი მშვიდად და ჩუმად ,როგორაც მიღებულია.
-ოო! საქართველო, ძალიან ლამაზი და კარგი ქვეყანაა! ჩენ ორივე კავკასიის შვილები ვყოფილვართ! ძალიან გამიხარდა ! აქ დაოჯახდით?
-არა,ქვრივი ვარ !-გაურკვეველი მიზეზების გამო მოვიტყუე თუმცა ბოლომდე ტყუილი არ იყო,ძალიან შემრცხვა და ლოყები იმდენად ამიწითლდა ახალგაზრდა მყიდველიც კი მიხვდა რომ რაღაცამ შემაწუხა და ჩემთან საუბარი ბოდიშის მოხდით ზრდილობიანად დაასრულა, და ბევრად მეტი დატოვა ვიდრე ყვავილები ღირდა, ხურდა დავადევნე , არ აიღო.
გავიდა სამი დღე და ისევ ის ახალგაზრდა კაცი შემოვიდა,ჩემს მაღაზიაში. კარებიდანვე ბოლომდე გამიღიმა, ძალიან ლამაზი სჩანდა, თუმცა სახეზე დიდხანს არ შემიხედავს,ეს საშინელი სირცხვილია და უპატივცემულობის გამოვლინებას ნიშნავს ჩეჩნეთში.
-შეიძლება მითხრათ თქვენი სახელი უკვე თქვენი მუდმივი კლიენტი ვარ
-მადინა!
-ქართველ გოგოს მადინა?
-ისლამის მიღებამდე თიკა მერქვა, თუმცა აღარ მიყვარს ეგ სახელი-არ ვიცი რა მემართებოდა, ამ კაცთან ზედმეტ ინფორმაციას ვაფრქვევდი ხოლმე, და ეს მაღიზიანებდა.
-ჰმმ! შენი მეუღლე ჩეჩნეთიდან იყო?
-არა ისიც ქართველი იყო.
-ძალიან დიდი ბოდიში ,უბრალოდ ინტერესით ვკვდები როგორ მოხვდი ქართველი,ჩეჩნეთში და როგორ მიიღე შენი ნებით ისლამი.
-მე უბრალოდ ახალი ცხოვრება დავიწყე,ახალ ადგილას,ახალი სახელით და ახალი რელიგიით.
-იცი უზრდელობაში არ ჩამითვალო, მე უბრალოდ მწერალი ვარ და შენ ჩემი ამ სამი დღის მუზა ხარ !
ლოყები ამეფარკლა ასეთი რამ არავის უთქვამს ჩემთვის.
-ოჰ! ეს კავკასიელი ლამაზმანები ჩაილაპარაკა და თვალები მომარიდა.-შეგიძლია შემირჩიო ყვავილების თაიგული რომელიც შუახნის ქალს მოეწონება? დეიდაჩემთან მივდივართ სტუმრად.-დააკონკრეტა.
-დიახ ,ალბათ აი ეს შროშანი -ვაჩვენე, მანაც თავი დამიქნია და მეც გამზადებული თაიგული მივაწოდე.
-და აი ახლა, მინდა თაიგული რომელიც შემიძლია ვაჩუქო გოგოს რომელიც ძალიან მომწონს.
-წითელი ვარდები?
-არა ეგ ცოტა სხვა თემაა.
-მაშინ ორქიდეა!
-ყაყაჩო გაქვთ?
-დიახ მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ აი ეს პატარა თაიგულია დარჩენილი.
ყაყაჩოს თაიგულიც აიღო ფული გადაიხადა გასაგვლელში კი ყაყაჩოები რაფაზე დააწყო და ისე შემომხედა.... იმის მერე ერთი კვირა გავიდა , სულ მის ამ უცნაურ ჟესტზე ვფიქრობდი მაგრამ ის არსად ჩანდა.
მეორე კვირას ისევ გამოჩნდა, ისევ დამისვა ორი კითხვა, მერე ისევ მოვიდა ამჯერად ყვევილები არ უყიდია , უბრალოდ მომინახულა.ასე გრძელდებოდა სამი თვე, ხან ყვავილებს ყიდულობდა, ხან უბრალოდ შემოივლიდა, ბოლოს მეც ისე შევეჩვიე ყვავილის ყიდვა ან რაიმე სხვა მიზეზის მოფიქრება აღარ სჭირდებოდა.
ერთ დღესაც გამომიტყდა რომ ჩემზე რომანს წერდა , ეს ისეთი უცნაური რამ იყო ჩემთვის ზუსტად ერთი კვირა ყოველ დღე მეხვეწებოდა მომეყოლა მისთვის თუ რატომ მივიღე ისლამი.ბოლოს დავნებდი და როდესაც ყველაფერი მოვუყევი, პირველად ვიგრძენი ისევ ის სიცარიელე , იმ ხნის მანძილზე.თვითონ კი ჩემი მეგობარი , უცნობი მწერალი სახელად ისა ცხარე ცრემლით ტიროდა .ისა კი არაბულად იესოს ნიშნავდა და გულში სითბო მეღვრებოდა, მართალია მე ისლამი მივიღე მაგრამ იესო არ მიმიტოვებია, უფროსწორად იესოს არ მივუტოვებივარ მე.
ერთ დღეს ჩემი მეგობარი სულ სხვა შემოთავაზებით და გრძნობებით მოვიდა, ჩემს მაღაზიაში! მითხრა რომ ძალიან ვუყვარდი და ჩემს წარსულის სულაც არ ეშინოდა, შემპირდა რომ ყველაფერს გამოასწორებდა, მაგრამ მე ისეთი მწარე გამოცდილება მქონდა ცოლქმრობის, მე არც კი ვიცოდი რა იყო ის, არც ერთი მისი ასპექტი არ ვიცოდი, სექსიც კი არ მქონია კაცთან ნორმალური, მე აღარ მინდოდა ასეთი ოჯახი! მე მეშინოდა ! ჩემი უარის მიუხედავად იგი კვლავ განაგრძობდა ჩემს მონახულებას და სიტყვასაც აღარ ძრავდა იმ საეჭვო გრძნობებზე რომელზედაც საუბრობდა.

პარასკევი იყო , საყიდლებზე ვიყავი, დაღლილი ფსტიმასთვის, რომელიც დიდი გზიდან ბრუნდებოდა ვახშამის მომზადებას ვაპირებდი.ხილის დახლთან ვიდექი უცებ უკნიდან , ხელით გამწიეს, მეც გავხედე და სისხლი ძარღვებში გამეყინა , სანდრო იყო ,ის ყოფილი ცხოვრების მთავარი „გმირი“ ,ის მკვლელი,ის გამნადგურებელი, ადამიანის წოდებას აცდენილი არსება.ხელით უხეშად გამწია და წინ დახლთან მიეხეთქა, კაიფში იყო ეტყობოდა , ერთ ადგილას გავიყინე. შემოტრიალდა და სახეში შემომხედა, გამომეტყველება შეეცვალა .სასწრაფოდ მოვშორდი იქაურობას, მაგრამ ვგრძნობდი რომ უკან მომყვებოდა,მერე სავაჭრო ცენტრის აივანზე გავედი , რომ ვერ დავენახე, მთლიანად მაკანკალენდა, ახლა თავს იმდენად ძლიერად ვგრძნობდი ხელები მექავებოდა მისი ტკივილის სურვილით, ო როგორი ცდუნება მქონდა მისი დასახიჩრებისა, მისი მოკვლისა. ერთია რას გრძნობ და მეორეა რის გაკეთებას ბედავ, აივანის კარები შემოაღო, მიცნო ! მომაგნო! ისევ აივანზე ვათ! ისევ მეშინია! ისევ სუსტი ვარ! ისევ ძლიერი ვარ! ისევ მძულს! ისევ მახსენდება! საბა ისევ კვდება!
-სად იყავი შენი დედა მოვტ*ან?-მიღრიალა და ამან გამომაფხიზლა.
-არ გიცნობთ თავი დამანებეთ-ხმამაღლა ვთქვი ჩეჩნურად.
-გოგო მეთქი ! ნერვებს ნუ მიშლი -ხელი მომიქნია და სახეში გამარტყა.
მთელი ძალით ვკარი ხელი და ისევ სავაჭრო ცენტრის შიგნით შევედი, ჩქარი ნაბიჯებით ხალხს გავერიე.ისევ მომდევდა, ახლა უკვე ღრიალით! რუსულად უძახოდა ხალხს შეაჩერეთ, გიჟია გაიქცევაო და ჩმზე ანიშნებდა, ერთმა ქალმაც შემაჩერა, მეც ჩეჩნურად ვეუბნებოდი,ტყუილია მგონი თვითონ არის გიჟი მეთქი,ქალმაც დამიჯერა და გამიშვა,ეს დრო კი სანდრომ გამოიყენა და მთლი სისწრაფიდ გამოექანა თავზე დაგვახტა და მეც და ის ქალიც ორივე მიწაზე დაგვაგდო! წამოფრიალდა ზემოდან გადამაჯდა და ცემა დამიწყო, ამჯერად მეც ვცემდი, ეს ყველაფერი დააახლოვებით 30 წამი გაგრძელდა, არ ვიცი საიდან ისა გამოჩნდა და კიდევ ორი ჩეჩენი ბიჭი.სანდრო მომაშორეს, ის საბრალო ქალი წამოაყენეს. ამ მოკლე დროშიც მოახერხა ჩემი დამახინჯება, ტუჩი და წარბი გახეთქილი მქონდა და სისხლი მოთქრიალებდა.
იმის შემდეგ სანდრო არასდროს მინახავს! საბედნიეროდ !
მაშინ კი ისამ სავაჭრო ცენტრშივე, ერთ ბუტიკში შემიყვანა, ახალგაზრდა გოგო გამოვიდა ჩვენს შესახვედრად , ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.ისამ ჩეჩნურად მოთხოვა გოგონას, პირველადი დახმარების ყუთი მოეტანა , ყოველ წამს მეკითხებოდა სასწრაფო დახმარებისთვის ხომ არ დაერეკა, მეც უარს ვეუბნებოდი, საჭირო არ იყო. ახალგაზრდა გოგოს , შუა ხნის ქალიც გამოყვა მეორე ბუტიკიდან.
-მადინა ეს ჩემი და და დეიდაა!
-სასიამოვნოა-ფეხზე წამოვდექი.
-რა მოხდა გოგონავ?-მკითხა ქალმა და ჩემი სახე მისკენ შემატრიალებინა-ასეთი ლამაზი სახე ვინ გაიმეტა?
ისეთი თბილი იყო, თვალებზე ცრემლები მომადგა, თავი პატარა ბავშვი მეგონა.
სანამ ჭრილობას მიმუშავებდა, იძულებული გავხვდი მომეყოლა ყველაფერი იმ არამზადის შესახებ.
-ესეიგი მკვდარი არ არის-მრავალ მნიშვნელად ჩაილაპარაკა ისამ.
-ის ყოველთვის მკვდარი იყო ჩემთვის.

ახლა ექვსი წელი გავიდა რაც მადინა ვარ, ისაზე ვარ დაქორწინებული ,როგორც იქნა წითელი ვარდები მაჩუქა და ავამდროულად სამი შვილის ბედნიერი დედა ვარ! ხანდახან გჭირდება ყველაფრის დათმობა და დავიწყება, ყველაფრის გადაგდება და ახალი ცხოვრების დაწყება . ახლა ჩემი ძველი ცხოვრება , ბუნდოვნად მახსენდება და თითქოს ის მე არც კი გადამხდენია! თითქოს მე სულ მადინა ვიყავი, თითქოს ჩემი პირველი მამაკაცი ისსა იყო,ეს მართალიც იყო ერთ მხრივ.
ახლა თავისუფალი ვიყავი, თავისუფალი და უბედნიერესი, რადგან ყველას ვაპატიე. ვაპატიე ჩემს უვარგის მშობლებს, ვაპატიე სანდროს შობლებს, ვაპატიე სანდროს და დანარჩენი ჩემმა პატარა ანგელოზმა აპატიოს ზეციდან.



№1  offline წევრი Elea_Nora

ჩემი აზრით მას არ უნდა გადაესვა ხაზი ყველაფრისთვის. ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა დაივიწყო ყველაფერი შენ სარწმუნოება, სამშობლო და ყველაფერი, რისთვისაც შენი მამა-პაპა სისხლს ღვრიდა და
ამ მიწას წინაპრები ეწირებოდნენ რაც არ უნდა ტკივილით სავსე ცხოვრება ჰქონოდა, ასე არ უნდა გადაესვა ყველაფრისთვის ხაზი ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ალბათ მას სხვა აზროვნება ჰქონდა.
ის კი უნდა ვაღიარო რომ კარგად წერ უბრალოდ ოდნავ დახვეწა გჭირდება რაც მთავარია ემოციებს გადმოსცემ. წარმატებები.

 


№2  offline წევრი Soow

Elea_Nora
ჩემი აზრით მას არ უნდა გადაესვა ხაზი ყველაფრისთვის. ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა დაივიწყო ყველაფერი შენ სარწმუნოება, სამშობლო და ყველაფერი, რისთვისაც შენი მამა-პაპა სისხლს ღვრიდა და
ამ მიწას წინაპრები ეწირებოდნენ რაც არ უნდა ტკივილით სავსე ცხოვრება ჰქონოდა, ასე არ უნდა გადაესვა ყველაფრისთვის ხაზი ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ალბათ მას სხვა აზროვნება ჰქონდა.
ის კი უნდა ვაღიარო რომ კარგად წერ უბრალოდ ოდნავ დახვეწა გჭირდება რაც მთავარია ემოციებს გადმოსცემ. წარმატებები.

სწორედ მაგაშია საქმე ადამიანი რომელსაც აწამებ და არაადამიანურად ექცები , ნუ ელოდები მისგან ადეკვატურ საქციელს. ეს იყო უკიდურესობიდან უკიდურესობა . მაგის გადმოცემა ვცადე ზუსტად!

დასკვნებია საჭირო, მე რისი გადმოცემაც მინდოდა რომ გაიგოთ!
1 თიკას მშობლები უკულტურო ხალხი იყო, მასეთ ხალხს მე ქართველებს არ ვუწოდებ
თიკას მშობლები თუ უკულტურო დაუნათლებელი ხალხი იყო,შესაბამისად თიკაც მათ ჰგავდა.
2თიკამ არ იცოდა ლოცვა.მისი ქმრის ოჯახი ეკლესიაში თავის წარმოსადგენად მიდიოდა ,სალოცავად და უამრავი დანაშაულის მოსანანიელებლად კი არა.
3თიკა სულ რაღაც ჩვიდმეტის იყო, გაუნათლებელმა უკულტურო გოგომ რა იცის რა არის სამშობლო.
4 სანდროსნაირი ადამიანს ბრძენი,ჭკვიანი ქალი ეგრევე ამოიცნობს თუგინდ 17 წლის გოგოც კი შეძლებს ამას.
5 ამის და მიუხედავად ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას.
6 მე რომ მადინას ადგილას ვყოფილიყავი, ანუ ჩემნაირი ადამიანი ისას გაყვებოდა? არა! წარმოიდგინე, რა უნდა ჩეჩენს? თვალებ დახრილმა რომ ელაპარაკო,ბავშვები გააჩინო ,სარეცხი გარეცხო და ა.შ მადინაც ზუსტად ამისთვის იყო გაჩენილი, მე არც ერთხელ არ მიხსენებია მისი ტალანტები, არა და ძალიან მომწონს ქალების ინტელეQტზე ხაზის გასმა.

 


№3  offline წევრი ნორმი

მართლაც რომ ძალიან რთული წასაკითხი იყო.
არც ისე რთული მისაღEბი ისყო ჩემთვის მისი ისლამის მიღება.
შეიძლება ისლამი მიიღო,მაგრამ მის გულში სამუდამოდ იქნება ქრისტიანობა და იესო.
ძალიან მომეწონა.
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline წევრი Soow

Farvana
მართლაც რომ ძალიან რთული წასაკითხი იყო.
არც ისე რთული მისაღEბი ისყო ჩემთვის მისი ისლამის მიღება.
შეიძლება ისლამი მიიღო,მაგრამ მის გულში სამუდამოდ იქნება ქრისტიანობა და იესო.
ძალიან მომეწონა.

მადლობა! იესოს ყველა უყვარს და ჩემი აზრით საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა რელიგია გაქვს მტავარია როგორი ადამიანი ხარ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent