შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცვილება (2 თავი)


18-10-2018, 23:11
ავტორი teona184
ნანახია 976

თვალები რომ გავახილე, ვიგრძენი მის ხელებში მოვქცეულიყავი და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ აქედან წასვლა არ მინდოდა, შანსი რომ მქონოდა მთელი ცხოვრება აქ დავრჩებოდი, ვცადე ადგომა მაგრამ ვერ შევძელი, მე პირველად მქონდა ცხოვრებაში რაღაცის განცდა, რაღაც გრძნობა რომელიც არასდროს მქონოდა აქამდე, ქეთა ნუთუ შეგიყვარდა? ვკითხე ჩემს თავს და მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა, რა სისულელეებს ფიქრობ ქეთა, რა სიყვარული? უეცრად ეს ფიქრები გამაწყვეტინა ნაზმა კოცნამ კისერში, ეს ისეთი სასიამოვნო იყო მისგან.
ჩამეცინა, მის ხელებში მოქცეული მის მხარეს, მის პირისპირ მომაქცია და სასწაული ღიმილით შემომხედა
-თვალები გიბრწყინავს და ყურებამდე იღიმი რა იყო ხო არ შეგიყვარდი ?
მისი ბოხი ხმა... ისევ ფიქრებში ვიყავი გართული და უცებ მისი ნათქვამი გავიაზრე ყურებამდე იღიმი და თვალები გიბრწყინავსო? რა სისულელეა?
-როგორ, შემიყვარდი, ფიქრობ ასე ადვილად დამიმორჩილებ?
შევხედე ცინიკური ღიმილით
-სხვების არ ვიცი მაგრამ მე რატომაც არა? არ გამიჭირდება დამიჯერე
ისეთივე ღიმილით შემომხედა როგორც მე.
უცებ ტელეფონმა დაიწყო რეკვა, ცალი ხელი გადავწიე და ტელეფონი ავიღე
-სად ხარ? იცოდე თუ იმ თეთრ პერანგიან ბიჭთან ერთად ხარ სასწრაფოდ წამოდი მამაშენის მთავარი კონკურენტის შვილია და მგონი მხოლოდ ის არაა მიზეზი შენთან ერთად ყოფნის რომ მოეწონე, მან იცის შენ ვინ ხარ და შეიძლება რამე დაგიშავოს წამოდი მალე თორემ სადაცაა მამაშენი ყველაფერს გაიგებს!
ტელეფონი უსიტყვოდ გავთიშე, ანოს ნათქვამმა თითქოს ზურგში დანა ჩამარტყა, გული მატკინა, თვალები ამიცრემლიანდა. ნუთუ მე რაღაც გრძნობა გამაჩნია იმ ადამიანის მიმართ რომელიც შეიძლება მხოლოდ იმ მიზეზით არის ჩემს გვერდით რომ რაიმე მოიმოქმედოს.
-რამე მოხდა?
-სასწრაფოდ უნდა წავიდე!
შევხედე აცრემლიანებული თვალებით ძალიან სწრაფად ჩავიცვი და გამოვიქეცი.
მოვრბოდი, გონებაში ყველაფერი არეული მქონდა, მთელი ღამე თვალწინ მიდგებოდა, რატომ დამიპყრო მან ასე მარტივად? მოულოდნელად მისი ხმა გავიგე
-ქეთა!
უკან არ მივიხედე რადგან ვიცოდი დავბრუნდებოდი
-ქეთა გაჩერდი!
მისკენ შემატრიალა და აღარ მიშვებდა ხელები საშინლად მომიჭირა მხრებზე რომ მტკენდა მეგონა ჩემთვის რამე უნდა დაეშავებინა შიშმა ამიტაცა, მაკანკალებდა და დავიყვირე
-მტკენ!
მან სწრაფად გამიშვა ხელები თმები გადაიწია, ღრმად ამოისუნთქა და თვალებში ჩამხედა
-რა გინდა ჩემგან?
ვიკითხე მე
-რას გულისხმობ?
-იმას რომ შენც იცი ვინ ვარ და მეც შენ ვინ ხარ
გაკვირვებულმა შემომხედა, თითქოს არაფერი იცოდა
-ძალიან კარგად იცი რომ პრეზიდენტის შვილი ვარ და შენ მისი მთავარი მტრის
მან არაფერი თქვა ხელი ჩამკიდა და საკოცნელად გამოიწია, ხელი გავუშვი და თავი გავაქნიე
-მე... უბრალოდ არ შემიძლია
-რა, რა არ შეგიძლია ქეთა
-არ შემიძლია გენდო...
მასაც ჩემსავით აუცრემლიანდა თვალები მე კი უბრალოდ შევბრუნდი და გზა განვაგრძე...
მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად წამოვედი, ტირილს ვერ ვწყვეტდი და არ ვიცი რატომ, რა მოხდა ისეთი, რომ მე ასეთი გრძნობები დამეუფლა მის მიმართ? მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო , რატომ მინდა ასე ის რომ ახლა მის გვერდით ვიყო?
ბარში შევედი და ვისკი შევუკვეთე, ხშირად არ ვსვამ, ცუდი სიმთვრალეც არ მაქვს, მაგრამ დღეს არ ვიცი რატომ, ძალიან ბევრი დავლიე იმდენი, რომ მალე ცუდად გავხდებოდი, თავი დავხარე და ტირილი დავიწყე, უეცრად, რომ გავიგე როგორ ამბობდა ვიღაც ქალი
-ეს პრეზიდენტის შვილი არაა?
ხელი ბარზე დავარტყი, მანქანის გასაღები ავიღე და აქედანაც გავიქეცი. წასასვლელი არსად მქონდა. საშინელი ქარიშხალი და წვიმა დაიწყო, გზას თითქმის ვერ ვხედავდი მანქანას ძლივს ვიმორჩილებდი, თითქოს აღარ ვარ ისეთი როგორიც აქამდე და ნუთუ ერთ ღამეში შევიცვალე? იქნებ მან შემცვალა. მოულოდნელად ყველაფერი გაშავდა...
დიდი ხანი იყო ყველაფერი შავი და როცა თვალები გავახილე ყველაფერი გათეთრდა, თეთრმა კედლებმა, შუქმა, ჭერმა თვალები მატკინა, მგონი მოვკვდი, გამეცინა, არა რანაირად მოვკვდებოდი როცა ყველაფერი საშინლად მტკივა? მივიხედ-მოვიხედე და მივხვდი ეს რა ადგილიცაა, საავადმყოფოში ვარ, ავარიაში მოვყევი, მაგრამ შეჯახების გარდა შემდეგ არაფერი მახსოვს.
კარი იღება, მაგრამ არ ჩანს ვინ დგას კარის უკან, მხოლოდ მისი ჩრდილი ჩანს, ძალიან ნაცნობი ჩრდილი.
-გაიღვიძე?
ისევ მისი ბოხი ხმა, რა თქმა უნდა ეს დემეტრეა. არ ვიცი, მომწონს აქ რომ არის თუ არა.
-შეიძლება შემოვიდე?
-არა რომ გითხრა მაინც შემოხვალ?
მან პასუხი არ გამცა უბრალოდ პატარაზე გადმოდგა ნაბიჯი
-მე არასდროს ვემორჩილები ნათქვამს და მითუმეტეს ბრძანებას!
თქვა და ღიმილით შემოვიდა ხელში დიდი წითელი ვარდების თაიგული ეჭირა და წითელი ბუშტები, ხელები სახეზე ავიფარე და სიცილი დავიწყე
-ვიფიქრე რომ შენი საყვარელი ფერის რაღაცეები მოგეწონებოდა
-საიდან იცი წითელი რომ მიყვარს?
მან ისევ უპასუხოდ დამტოვა მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა, ბედნიერებისგან აღსავსე ფიქრებში ისევ გაჩნდა შიში იმის რომ მისი ბოლომდე ნდობა არ შემიძლია.
-პატარავ
რა სასიამოვნოა როცა პატარას მეძახის.
- იმედია მიხვდები ყველაფერს.
ვერ ვხვდები რა უნდა გავიგო?
-რას გულისხმობ?
-მენდე იმაზე იფიქრე რასაც გავაკეთებ გთხოვ.
მე ვერაფერს ვხვდები რას გულისხმობს, რა უნდა გააკეთოს? უეცრად პალატაში პოლიცია შემოვარდა დემეტრე თვალებში მიყურებდა და თითქოს თვალებით მეუბნებოდა არაფერი გააკეთოო, აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა, უბრალოდ დემეტრეს ბორკილები დაადეს და პალატიდან გაიყვანეს, ვერ ვხვდები რა მოხდა უბრალოდ მინდა ვიტირო რადგან დემეტრე მზერას არ მაშორებდა სანამ ვხედავდი, როცა მე აღარ ვჩანდი და ეგონა რომ ვერც მე ვხედავდი თვალზე ცრემლები მოადგა...
რამდენიმე წუთში პალატაში ანო და ნია შემოვიდნენ
-როგორ მიეცი უფლება რომ ასე დაესახიჩრებინე? ღირსია ციხეში რომ წავიდა!
-ნია ვერ ვხვდები რას ამბობ?
გაკვირვებული ვუყურებდი ნიას
-ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალით შეეჯახა იმ მანქანას, ალბათ ის ქალიც ძალით მოკლა!
-რა მანქანას, ვინ ქალი?
-არაფერი გახსოვს, რულთან ხომ ეგ იჯდა? საერთოდ რატომ დასვი შენს მანქანაზე ხომ ხედავ რაც გაგიკეთა
საუბარში ანოც ჩაერთო
-ვერაფერს ვიგებ, მე მარტო ვიყავი, მისი სახლიდან რომ წამოვედი ბარში წავედი, დავლიე და როცა სახლში მივდიოდი მანქანას შევეჯახე და ვინ ქალი?
-შენ არაფერი იცი? მეორე მანქანის მძღოლი გარდაიცვალა, დემეტრემ თქვა რომ მასთან ერთად იყავი და რულზე ის იჯდა ამიტომ დააპატიმრეს
გამაჟრიალა, მე ადამიანი მოვკალი დემეტრემ კი ყველაფერი საკუთარ თავზე დაიბრალა, ამას ნიშნავდა რაც მითხრა? ერთ ადგილს გაშტერებული ვუყურებდი და საკუთარ თავს ვერ ვიტანდი, დემეტრეს არ ვენდე არ დავუჯერე, რომ არაფერს დამიშავებდა ახლა კი ჩემს გამო ციხეში მიდის...
-არ შეიძლება დემეტრე იჯდეს ციხეში მაშინ როცა შემთხვევის ადგილასაც არ ყოფილა, ყველაფერს ვიტყვი!
ეს სიტყვები ვთქვი და ოთახში მამაჩემი შემოვიდა უკან კი მისი მეორე ცოლი შემოჰყვა, რომელიც დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მოიყვანა.
-გოგონებო
სიტყვა დამთავრებული არ ქონდა ანო და ნია ოთახიდან რომ გავიდნენ.
ახლა ყველაზე ნაკლებად მამაჩემის დანახვა არ მინდოდა, მაგრამ ის მაინც აქ იყო, უკვე ვიცოდი რამდენი შენიშვნა, დარიგება და შეურაცყოფა უნდა ამეტანა საკუთარი მამისგან.
-არ ვიცი რით დავიწყო, მანქანა ჩამოგართვა, მეგობრების ნახვის უფლება აღარ მოგცე, ტელეფონი ჩამოგართვა, თუ რა? არ ვიცი.
ერთი შეხედვით მამაჩემსა და მე საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მამაჩემზე მეტად არავინ მძულს!
-რაც გინდა ის მიქენი, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ დემეტრეს რომ გამოიყვან!
ჩემი სიტყვების გაგონებისას, გამომეტყველება სწრაფადვე შეეცვალა და ჩემსკენ უფრო ახლოს წამოიწია
-მე? მე უნდა გამოვიყვანო დემეტრე დადიანი ციხიდან?
-მე ჩავჯდები მაგრამ ის არა!
მამაჩემმა პირველად გამარტყა სახეში, თანაც ისე ცრემლები წამომივიდა, ამ ყველაფერს მამაჩემის ცოლი ცინიკური ღიმილით უყურებდა.
-მაგას შენ არ წყვეტ!
მამაჩემმა კარი გაიჯახუნა და ცრემლები მოვიწმინდე, ისევ იმას ვცდილობდი ძლიერი გოგოს როლი მეთამაშა, მაგრამ როდესაც ოთახში ბებია შემოვიდა, მაშინვე ტირილი დავიწყე. ის მე მომიახლოვდა და თმაზე მოფერება დამიწყო.
-დედაშენს გავხარ, მისი თვალები გაქვს და მისი ნაკვთები.
ცრემლები მომწმინდა და ჩამეხუტა
-ყველაფერი ვიცი, არაფრის თქმა არ არის საჭირო, მე და შენ მაინც ჩვენს სურვილს ავისრულებთ და ახლა მე შენთვის ერთი ახალი ამბავი მაქვს
ბებიამ მითხრა ღიმილით
-და რა არის ეს ამბავი?
-მე და შენ ჩვენი პატარა სახლი გვაქვს, თბილისში გადმოვედი და შენც თან წაგიყვან
ეს ჩემი და ბებიას ოცნებაა მას მერე რაც დედა გარდაიცვალა, სიტყვებს არ ვუჯერებდი როცა ეს თქვა, იყო ერთადერთი რამაც დღეს ღიმილი მომგვარა.
-მე, უნდა ჩავბარდე
-ამას თუ გააკეთებ შენც იცი რაც მოყვება, მე აქ მჭირდები, ჩემთან, თანაც მას მაინც დაიჭერენ ცრუ ჩვენებისთვის.
-ახლა შენც არ გესმის ჩემი...
ერთი თვის შემდეგ
-თიკა და გოგი მე მივდივარ! აღარ მჭირდება ცინიკოს დედინაცვალთან და ეგოისტ მამასთან ცხოვრება, ჩვეულებრივი კარიერისტები ხართ და როგორ ვწუხვარ საკუთარ თავზე, აქამდე დედა მაძლებინებდა, მაგრამ ამ ბოლო ხუთ წელს მართლა არ ვიცი როგორ გავუძელი, არასდროს მიგრძვნია რას ნიშნავს როცა გყავს თბილი და მოსიყვარულე მამა, ნეტავ ერთხელ მაინც გაგეკეთებინა ჩემთვის და არა სხვის დასანახად რომ ვითომ რაღაც გამიკეთე, არ გიხდი მადლობას ამ წლებისთვის, არ იმსახურებ, ნახვამდის მე თეასთან მივდივარ. გოგი შენ შვილი აღარ გყავს ჩემი სახით და თიკა შენ არც არასდროს გყოლია...
-მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ბედნიერი ვარ რომ ამხელა ტვირთი მომცილდა, ნახვამდის და ვნახოთ ჩემს გარეშე როგორ იცხოვრებ
მარაზმით მითხრა გოგიმ და თიკას ღიმილით გახედა.

მე ახლა სახლში ვარ, ჩემი და ბებიას სახლში, თბილ ლოგინში, ცხელ ჩაის ვსვამ, და იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ დემეტრე ახლა იყინება... მამამისი არაფერს აკეთებს მისთვის, რა გასაკვირია, რომ ისიც გოგისნაირი მამაა, ამდენს აღარ მოვითმენ.
ტანსაცმელი გამოვალაგე ჩავიცვი და ოთახიდან გავედი
-ქეთა სად მიდიხარ
-თეა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარი შენ ხარ, არავის ყავს შენნაირი ბებია, მაგრამ ხომ იცი რომ მე ადამიანი მოვკალი და ახლა ჩემი საყვარელი ადამიანი ამის გამო ციხეშია, გთხოვ, ახლაც გამიგე, არ შემიძლია სახლში მშვიდად ვიჯდე.
დავინახე ცრემლები მის თვალებში
-ქეთა, ამის უფლებას ვერ მოგცემ
-ვიცი, ამიტომ უნდა წავიდე ძალიან სწრაფად.
სახლიდან ძალიან სწრაფად გავიქეცი ტაქსი გავაჩერე და ჩასაბარებლად წავედი.
შესასვლელში ვდგავარ და ვიცი თავს საშუალებას არ მივცემ უკან დავბრუნდე, კარი რომ უნდა შემეღო და შენობაში შევსულიყავი, კარი სხვამ გააღო, ეს სხვა კი ძალიან ნაცნობი იყო, შენობიდან დემეტრე გამოვიდა. ძალიან მაგრად ჩამეხუტა და მაკოცა, მე მას სახეზე ვეფერებოდი, ის თმაზე მეფერებოდა. ვერ ვხვდები როგორ გამოვიდა? სრულ გაურკვევლობაში ვარ
-ვერ ვიაზრებ ახლა რა მოხდა
-კამერები შეამოწმეს, აღმოჩნდა რომ მეორე მანქანის მძღოლი თვითონ დაგეჯახა.
-მაგრამ თუ კამერები შეამოწმეს ის არ უნახავთ საჭესთან მე რომ ვიჯექი?
-შენი მანქანის შუშები დაბურულია დაგავიწყდა
სიცილით მითხრა მან, გამეღიმა.
-მომენატრე
-მეც პატარავ
-რა გჭირს?
ვკითხე როცა შევამჩნიე ჭრილობა მის წარბზე და შეხვეული წელი
-არაფერია, პროსტა ვიჩხუბე. იცოდი რო გამომიშვეს და მაგიტო მოხვედი ?
-არა, მე სიმართლე უნდა მეთქვა, არ შემეძლო თბილად სახლში დასვენება, როცა შენ აქ იყავი
დემეტრეს ბედნიერი სახე შეეცვალა
-ვერ ხვდებოდი რას აკეთებდი? ეგ როო გექნა ორივე ციხეში ამოვყოფდით თავს ტყუილისთვის
თქვა მაღალი ტონით და ხელები სხეულიდან მომაშორა
-არ შემეძლო, უბრალოდ არ შემეძლო, გთხოვ დამშვიდდი
-აუ პატარავ, რა სულელი ხარ რა
თქვა და შუბლზე მაკოცა
-მადლობა
მან თითქოს არც შეიმჩნია ჩემი ნათქვამი
-რა გინდა რომ გავაკეთოთ?
-მინდა რომ იმაზე ბევრად უკეთესი ღამე გვქონდეს ვიდრე პირველად
-მაშინ ვიცი სადაც უნდა წავიდეთ.
დემეტრემ მის პატარა სახლში მიმიყვანა, შეიძლება პატარა იყო, მაგრამ ძალიან კარგი, ვხვდებოდი რა მელოდა წინ.
-პატარავ სააბაზანოში შევალ
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავიღიმე.
სანამ დემეტრე შხაპს იღებდა გადავწყვიტე რამე მომემზადებინა და სახლში რაც ვიპოვე იმით რაღაც მოვამზადე.
-პატარავ რა კაი სუნია
სამზარეულოში ნახევრად შიშველი დემეტრე შემოვიდა და ხელი ბლინისკენ წაიღო
-ხელი არ ახლო
გაკვირვებულმა შემომხედა
-ჯერ ჩაიცვი რომ არ გაცივდე და მერე შეჭამე
ისეთი სახით შემომხედა სიცილი ვერ შევიკავე
-ერთი ცალი აიღე და წადი მალე ჩაიცვი
პატარა ბავშვისავით გაიღიმა და 3 ცალი ერთად აიღო.
სანამ დემეტრე ბლინებს შეექცეოდა, მე სააბაზანოში შევედი. თბილი დუში ისე მესიამოვნა, დღეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში, აქამდე არ მეგონა თუ ადამიანს შეეძლო ჩემი ასეთი გაბედნიერება. სააბაზანოდან პირდაპირ საძინებელში გავედი, კარი გავაღე და შუქი ავანთე დემეტრე საწოლზე იჯდა და მე მელოდებოდა, რომ დამინახა წამოდგა შუქი ჩააქრო და კოცნა დამიწყო.
-დამაცადე ჯერ ჩავიცვა
-მაგის დრო არ გვაქვს
პირსახოცი გამაძრო და პირდაპირ ლოგინში ჩამითრია...
მეორე დილით ვიღაცის ხმა მაღვიძებს თვალებს ვახელ და ვშტერდები...



№1  offline წევრი fluctus Oceani

ჰაააჰ მაგარიააა ამდენი ხხნის შემდეგ სათაური კი მეუცხოვა მაგრამ პრეზიდენტის შვილით მივხვდი რო ის იქნებოდა რომელიც მე შწ=ეწყვეტილი მეგონააა აარ დააგვიანო რა მაინტერესებს

 


№2  offline წევრი teona184

I love you baby
ჰაააჰ მაგარიააა ამდენი ხხნის შემდეგ სათაური კი მეუცხოვა მაგრამ პრეზიდენტის შვილით მივხვდი რო ის იქნებოდა რომელიც მე შწ=ეწყვეტილი მეგონააა აარ დააგვიანო რა მაინტერესებს

დიდად დადებითი გამოხმაურება არ მოყვა ამ მოთხორბას და აღარც ვაგრძელებდი მაგრამ კიდევ ერთხელ ვცადე მიხარია რომ მოგეწონა <3 გავაგრძელებ <3

 


№3  offline წევრი nastia

მართლა ძალიან მაგარია გთხოვ გააგრძელე

 


№4  offline წევრი teona184

nastia
მართლა ძალიან მაგარია გთხოვ გააგრძელე

მადლობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent