შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და შენ, შენ მაინც იღიმი!


16-07-2016, 23:55
ავტორი nitanita
ნანახია 1 754

შეგრძნება რომ გაგვალეს.... შეგრძნება რომ არ სჭირდები...
შეგრძნება რომ სათადარიგო ხარ...
სათადარიგო მეგობარი, მეზობელი, ნათესავი...
სათადარიგო ადამიანი.
დილით იღვიძებ და ფიქრობ, რაღაც კარგი უნდა მოხდეს; რაღაც ისეთი,რაც დღის ბოლომდე, ამ საწოლში დაბრუნებამდე, ამაღლებული განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარება. მთელი დღე იღიმი, ყველას უღიმი. ამშვიდებ მეგობარს,რომელიც წუთი-წუთზე გამოცდაზე შედის და იმ მეგობარსაც საყვარელი ადამიანი მესიჯზე პასუხს რომ უგვიანებს ან სულ არ არის მისით დაინტერესებული. თავზე ხელს უსვამ იმ მეგობარს ძალიან დაღლილი, ძლივს ჩაძინებული რომ გაგაღვიძა და გეწუწუნება; თავზე ხელს უსვამ და უღიმი.
საღამოს გირეკავს მეგობარი გარეთ გავიდეთო და გადიხარ. გახარებს სხვისი მხრიდან გამოჩენილი ინიციატივა და ისევ იღიმი.
მეგობარი გირეკავს სასწრაფოდ დახმარება მჭირდებაო. წამალს სვამ თავის ტკივილის დასაამებლად, იცვამ, მიდიხარ და ისევ იღიმი.
ჩვევაში გადასულ დამყოლ ხასიათს გიქებენ ნაცნობის დაბადების დღეში შეკრებილი მეგობრები: გიკვირს, გული გიტოკდება, წამით ფიქრდები, თავს უქნევ მადლობის ნიშნად და ისევ იღიმი.
ურეკავ გარეთ გავიდეთო და გთანხმდებიან. გესიკვდილებოდა სახლში დარჩენა და ახლობლების გარემოცვაში საღამოს გატარების პერსპექტივით გახარებული ისევ იღიმი.
გასულს ნაცნობებიც გხვდებიან მეგობართან ერთად. შენთვის ნაცნობები, მისთვის ახლო მეგობრები... და იმის აღმოჩენით,რომ ეს საღამო შენთვის არ იყო განკუთვნილი ითრგუნები, თავს უხერხულად გრძნობ,მაგრამ მაინც იღიმი.
ძალიან ახლო მეგობრები მიდიან დროებით, შენ-რჩები.
ისევ გირეკავს მეგობარი, ისევ ნახულობ და გიხარია შენთვის განკუთვნილი საღამო, გიხარია და ოღიმი.
აღარ გირეკავენ მეგობრები არც დახმარების თხოვნით, არც გასართობად და არც უბრალოდ მოსაკითხად, მაგრამ შენ მაინც იღიმი.
შენ რეკავ, არ გპასუხობენ, მაგრამ მაინც იღიმი.
რეკავ, გპასუხობენ, არ სცალიათ, შენ ისევ იღიმი.
წევხარ, უყურებ ცას. ფერს ვერ ადგენ: არც ცისფერია, არც წითელი, არც ნარინჯისფერი... რაღაც ნაზავი უფროა და გეღიმება... დანანებით გეღიმება. პარკში სკამზე თავგადაგდებულს გიყვარს ასეთი ცის ყურება, მაგრამ სახლში საწოლზე წამოწოლილი უყურებ ახლა...ხოდა გული გწყდება და დანანებით იღიმი.
აღარ რეკავ, თავს ზედმეტად გრძნობ. აღარც ისინი რეკავენ, და შენ, შენ მაინც იღიმი.
ვერ ითმენ და მაინც გულაჩქარებული ელოდები როდის უპასუხებენ შენ ზარს და პასუხით კმაყოფილი ისევ იღიმი. გპირდებიან შეგეხმიანებითო... იცვამ, ელოდები, არ რეკავენ. და შენ, შენ მაინც იღიმი.
ხვდები,რომ აღარ დარეკავენ და გული გწყდება.
შენი ადგილი აღარაა და შეგუება გიჭირს. არგუმენტებს ეძებ გონებაში მათ გასამართლებლად და როგორც კი რაღაც ხელჩასაჭიდს აგნებ ისევ იღიმი...კმაყოფილი იღიმი.
ბოლოს ნებდები, ხასიათწამხდარი გადიხარ ოთახიდან,მაგრამ დედამ რომ არ ინერვიულოს მასაც უღიმი.
რეალობას ხარ მწარედ შეჭიდებული და ტუჩების ერთმანეთისთვის დაშორება გიჭირს; გიჭირს,მაგრამ იღიმი.
საბანს თავზე იფარებ, მუსიკას უსმენ და ვეღარ იღიმი.
ყელში ბურთი გეჩხირება და ვეღარ იღიმი.
იცი,რომ სათადარიგო ხარ და ვეღარ იღიმი.
გული გიტოკდება, თავს აქნევ და იძინებ.
და მერე ყველაფერი მეორდება:
შენ ისევ ლამაზ ცას უყრებ საკუთარი ოთახიდან და არა ქუჩიდან...
შენ ისევ ელი ზარს და ისინი არ რეკავენ...
იღებ ჭიქით წყალს და თვალის დახამხამებაში ცლი...
ასე ცდილობ ყელში გაჩხერილი ბურთის თავიდან მოშორებას..
მაგრამ მერე ისევ გეღიმება,იმიტომ,რომ ზუსტად იცი სათადარიგო ხარ...
იმიტომ,რომ ფიქრებს წყლით ვერ წაშლი...
იმიტომ,რომ ზუსტად იცი ისევ ნახავ შენს მეგობრებს და ისევ გაუღიმებ...
იმიტომ,რომ მათ აზრადაც არ მოუვათ სათადარიგოს იარლიყო მოგაშორონ...

და შენ, შენ მაინც იღიმი!

----------------

ჩანახატი არა უფრო ნაჯღაბნია.
ისეთი სენტიმენტებით გაჯერებული ალბათ ცოტახანში ვინანებ კიდეც ატვირთვას,მაგრამ ითს ოქეი.
მგონი დავბრუნდი.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

მეჩვენება თუ მართლა "ჩემი" nitanita ხარ?:)))). აუფ, ეს რა განწყობაზე ხარ, მშვიდობა გაქვს? ამიტომ, როცა ღმერთმა ჭკუით დააჯილდოვა ადამიანი და ხვდება რომ სათადარიგოა, კეთილი უნდა ინებოს, გამოძრავდეს და ეს ყველაფერი შეცვალოს. შეგუება უპატიებელი დანაშაულია!!! ასეთ მეგობრობას ხომ მარტოობა სჯობია, თან ღიმილიც უფრო მშვიდი და წრფელი გექნება.

 


№2  offline წევრი nitanita

grafo
მეჩვენება თუ მართლა "ჩემი" nitanita ხარ?:)))). აუფ, ეს რა განწყობაზე ხარ, მშვიდობა გაქვს? ამიტომ, როცა ღმერთმა ჭკუით დააჯილდოვა ადამიანი და ხვდება რომ სათადარიგოა, კეთილი უნდა ინებოს, გამოძრავდეს და ეს ყველაფერი შეცვალოს. შეგუება უპატიებელი დანაშაულია!!! ასეთ მეგობრობას ხომ მარტოობა სჯობია, თან ღიმილიც უფრო მშვიდი და წრფელი გექნება.


არ გეჩვენება :დ კი,კი მშვიდობაა უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით მოვიდნენ მუზები. გეთანხმები ყველაფერში განსაკუთრებით შეგუებასთან დაკავშირებით.

 


№3  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent